შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხმა არსაიდან ( სრულად )


19-08-2023, 23:04
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 7 750

გაბრაზებულმა დავხურე ლეპტოპი და თავი ძლივს შევიკავე რომ კედელზე არ შემომენარცხებინა, რას არ მივცემდი ახლა გულიანად ყვირილი რომ შემძლებოდა, კივილი, წივილი, გარშემო ყველაფრის დამსხვრევა რომ ის ბრაზი რაც შიგნიდან მჭამდა გარეთ გამომეშვა, გავაკეთებდი კიდეც მაგრამ ჩემი რომელიმე მეზობელი აუცილებლად გამოიძახებდა პოლიციას მე კი ახლა ყველაზე ნაკლებად მათთან ურთიერთობა მინდოდა, ღამის თორმეტი საათი ხდებოდა და მთელი დღე მუშაობისგან საშინლად დაღლილს მომიწია დედაჩემის ორ საათიანი ლექციის მოსმენა იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი, რომ თუ არ დავბრუნდებოდი მამაჩემი სახლში აღარ შემიშვებდა და ოჯახს დავკარგავდი, რომ მეზობლები ჭორაობენ ამერიკაში წავიდა და გაბოზდაო, რომ ჩემს უტვინო უფროს ძმას ყველაფერი ჯერა რასაც ჩემზე ამბობენ და მერე დედაჩემს ეჩხუბება შენი ბრალია რომ ნანე ასეთი გარყვნილი და ხელიდან წასულია, შენ ვერ გაზარდე ნორმალურადო, მერე მამაჩემიც უმატებს ზემოდან, დედა კი... დედა იმ ბოღმას და ბრაზს რაც მათზე უნდა გადმოანთხიოს და ვერ ბედავს ჩემზე ანთხევს უკანასკნელ წვეთამდე, არ ვიცი ამით რისი მიღწევა უნდა, ალბათ გულს იოხებს მაგრამ მე ისე მიშხამავს ხასიათს მთელი კვირა მიმყვება ხოლმე...
- ვიცოდი რომ სახლში იქნებოდი, -როგორც ყოველთვის ახლაც გაუფრთხილებლად შემოვარდა ოთახში ჩემი სომეხი მეგობარი ნათია, ოცდაექვსი წლის ვიყავი და უკვე შვიდი წელია ნიუ იორკში ვცხოვრობდი, ჩამოსვლისთანავე გავიცანი ნათია, მისი ოჯახიც საქართველოში ცხოვრობდა და სულ მარტო იყო, დავმეგობრდით, თავიდან ძალიან გაგვიჭირდა ფეხის მოკიდება, თუმცა ჩემი უპირატესობა ის იყო რომ ამერიკის მოქალაქე ვიყავი, ეს ერთი სიკეთე მაინც გამიკეთეს ჩემმა მშობლებმა, მართალია მაშინ როცა ამერიკაში დაბოდიალობდნენ ჩემზე არ უფიქრიათ, ის კი არადა საერთოდ არ ვყავდი არცერთს გეგმაში, თუმცა მაინც მოხდა მოსახდენი და ამ მიწაზე დავიბადე...
ერთი სიტყვით მე და ნათიამ ორი წლის წინ ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი გავხსენით რომელიც ამ ეტაპზე უკვე საკმაოდ კარგად მუშაობდა, ნათია ყოველთვის ამბობდა რომ ჩვენი შეხვედრა ღმერთის მიერ იყო დაგეგმილი, მე რათქმაუნდა ამის არ მჯეროდა მაგრამ ღმერთის თუ არა ვიღაცის ან რაღაცის ხელი რომ ერია ჩვენს საქმეში ფაქტი იყო, ჯერ ერთი თითქმის ერთდროულად ჩამოვედით ნიუ იორკში, მერე ის რომ მაშინ შევხვდით ერთმანეთს როცა მეგობარი ორივეს ძალიან გვჭირდებოდა, კიდევ ის რომ ორივეს ერთი და იგივე პროფესია გვქონდა არჩეული, ორივე ბავშვთა ფსიქოლოგიას ვსწავლობდით და ყველაზე სასაცილო, ის სომეხი იყო და ნათია ერქვა მე კი ქართველი და მართლა არ ვიცოდი რატომ გაუჩნდათ ჩემს მშობლებს ის არაჩვეულებრივი იდეა რომ ჩემთვის სომხური სახელი ნანე დაერქმიათ, ამის გამო ნათია შანსს არ უშვებდა ხოლმე ხელიდან რომ ჩემთვის დაეცინა...
- გასაღები უნდა გამოგართვა თორემ ერთხელაც იქნება გულს გამიხეთქავ, -უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე, ჩემი უკმაყოფილება არც შეიმჩნია, საწოლზე წამოკოტრიალდა და ხელები თავქვეშ ამოიწყო.
- ვერ ეღირსები, გასაღები ჩემთან რჩება და საერთოდ არ გინდა რომ შენთან გადმოვიდე? ან შენ გადმოდი ჩემთან, მაინც ვერ ვხვდები რატომ ვცხოვრობთ ცალ-ცალკე, ერთად თუ ვიცხოვრებთ ფულს მაინც დავზოგავთ.
- ხომ იცი მარტო ცხოვრება მომწონს, თანაც შენი ცხოვრების წესისთვის ფეხის აწყობას ნამდვილად ვერ შევძლებ, -მოურიდებლად ვუთხარი და რეაქციამაც არ დააყოვნა, წამოჯდა და წარბაწეულმა შემოიდგა დოინჯი.
- ჩემი ცხოვრების წესს რას ერჩი?
- კარგი რა, თვეში ერთხელ იცვლი შეყვარებულს, როგორ გგონია შევძლებ ამ ბინაში შენი ბიჭების ატანას? სექსით რომ დაკავდებით ხოლმე რა ვქნა თქვენს ოხვრას და კვნესას ვუსმინო?
- შეგიძლია ყურსაცვამები გამოიყენო და ნუ აზვიადებ, რა ჭირთ აუტანელი? -მხრები აიჩეჩა, წამში შეეცვალა უკმაყოფილო გამომეტყველება და სახეზე ეშმაკური ღიმილი გადაეკრა.
- იცი მაქსი რა საყვარელია? უნდა გაგაცნო.
- ორი კვირის წინ არ გამაცანი?
- ეგ კარლოსი იყო.
- აბა მაქსი რომელიღაა?
- არ გახსოვს სამი დღის წინ რომ გიყვებოდი?
- მგონი გამახსენდა? -გონება დავძაბე რომ ნათიას მრავალფეროვანი და მრავალეროვანი ბიჭებიდან მაქსი გამომეცალკავებინა, -ქერათმიანი და მდიდარი, საკუთარი საგვარეულო სასახლე რომ ჰქონდა?
- ისევ გეშლება, -ამოიოხრა და თეატრალურად აატრიალა თვალები, -მაქსი წითურია და არანაირი სასახლე არ აქვს, სამაგიეროდ ვუყვარვარ, იცი რა ბედნიერი ვარ, მგონი ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვნე.
- კარგია თუ ასე ფიქრობ, შენი ბედნიერება მახარებს, მართლა, -გვერდით მივუჯექი და მოვეხვიე, მანაც მთელი ძალით შემომხვია მკლავები, ალბათ მართლა უდიდესი ბედნიერებაა როცა ფიქრობ რომ გაგიმართლა და ამ უკიდეგანო სამყაროში საკუთარი მეორე ნახევარი იპოვნე, ნეტავ მე თუ განვიცდიდი ოდესმე ასეთ ბედნიერებას...
- რა გჭირს კარგად ხარ? -ნათიას ნამდვილად არ გამოპარვია ჩემი უგუნებობა, -ისევ საქართველოდან დაგირეკეს არა?
- როგორ მიხვდი? -ისე ამოვიოხრე ლამის გულიც თან ამოვაყოლე.
- მხოლოდ დედაშენი და შენი ძმა თუ ახერხებენ რომ ასეთ დეპრესიაში ჩაგაგდონ ხოლმე, არა არ ვამბობ რომ ჩემები ანგელოზები არიან მაგრამ შენებს მართლა ზედმეტი მოსდით.
უბრალოდ თავის დაქნევით დავეთანხმე, არ მწყენია, ასეთი იყო ნათია პირში მოხლა უყვარდა, მიჩვეული ვიყავი მისგან რომ მწარე სიმართლეს აი ასე ყოველგვარი შელამაზების გარეშე გადმომილაგებდა ხოლმე წინ, სიმართლე რომ ვთქვათ არც მე ვაკლებდი მაგრამ რატომღაც მაინც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, უსიტყვოდ და უთქმელად ვუგებდით ერთმანეთს.
- დედაშენი ისევ გთხოვს რომ დაბრუნდე?
- მთხოვს და თან მამადლის რომ მამასთან შუამდგომლობა გამიწია და მანაც მაპატია ის რომ აქ მათ აუკითხავად წამოვედი, მთხოვს რომ დავბრუნდე მაგრამ იცი რაზე მწყდება გული, იმის გამო კი არ უნდა ჩემი დაბრუნება რომ მოვენატრე უბრალოდ მამაჩემის და ჩემი ძმის ჩხუბს ვეღარ უძლებს რომლებიც ადანაშაულებენ რომ პატიოსან გოგოდ ვერ აღმზარდა და ასევე მეზობლების აზრიც აწუხებს რომლებსაც იმის გამო რომ ამერიკაში ვცხოვრობ ვგონივარ, მეზობლებმა თუ არა ჩემებმა მაინც ხომ იციან რომ ღამეებს ვათენებდი სწავლაში ას პროცენტიანი დაფინანსება რომ მიმეღო...
- მეგონა სხვისი აზრი არ გაინტერესებდა.
- არც მაინტერესებს, რომ არ მაინტერესებს ზუსტად ამან გამაბედინა აქ ჩამოსვლა, მათგან უჩუმრად მოვაგროვე ფული, მოვხიკე ბარგი და წამოვედი, იქ რომ დავრჩენილიყავი ალბათ ახლა სამი შვილი და მუდამ უკმაყოფილო ქმარი მეყოლებოდა, სწავლაზე და მუშაობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
- ჩემთვის არ მოგიყოლია, არასოდეს გითქვამს მაინც რამ ითამაშა მთავარი როლი რომ ასეთი სარისკო გადაწყვეტილება მიიღე.
- იმიტომ არ მომიყოლია რომ ყოველთვის ძალიან ცუდად მახსენდებოდა, თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები მეცინება ხოლმე, თავიდან ვყოყმანობდი და ვერ ვბედავდი ამ გადაწყვეტილების მიღებას მაგრამ საბოლოოდ მაშინ გავბედე როცა მამამ თავისი მეგობარი დაპატიჟა ჩვენთან, ოჯახით გვესტუმრნენ, ყვავილებით და ტკბილეულით ხელდამშვენებულები, რატომღაც სადღესასწაულოდ გამოწყობილ ოჯახს თან ერთადერთი ვაჟი ახლდათ, ოცდაოთხი წლის ტატო, დედაჩემმა ახალი კაბის ჩაცმა რომ მაიძულა და საკუთარი ხელით რომ დამვარცხნა თმა მაშინ კი დავეჭვდი...
- ახლა არ მითხრა რომ შენს დასანიშნად იყვნენ მოსულები, -სიცილით შემაწყვეტინა ნათიამ.
- ჰო ასე იყო, -უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა როცა ის დღე გამახსენდა, ტატოს შემფასებლური მზერა, ხარბად რომ ათვალიერებდა ჩემს სხეულს და მისი მშობლების მლიქნელური ღიმილი.
- უკვე ვიცი რომ ეს ყველაფერი მშვიდად არ ჩაივლიდა.
- არც ჩაუვლია, სახლიდან ისე გარბოდნენ უკან არ იხედებოდნენ, იმ დღეს პირველად დამარტყა მამაჩემმა, არასდროს ყოფილა იდეალური მამა მაგრამ ჩემზე ხელი არასოდეს აუწევია იმ დღეს კი ისე დამარტყა ჩალურჯებული თვალის გამო კარგა ხანს ვერ გავდიოდი სახლიდან, დედაჩემმაც მას აუბა მხარი, ჩემმა ძმამაც მე გამამტყუნა, თითქოს ნორმალური ყოფილიყო ჩემთან შეუთანხმებლად ასეთი გადაწყვეტილების მიღება.
- რა დროს სწავლაა, დაეტიე იქ სადაც ხარ, მამამ საქმე მოაგვარა, ტატოს მშობლებს ბოდიში მოუხადა და თვის ბოლოს ისევ მოვლენ შენი ხელის სათხოვნელად, ცოტა ხანში ქორწილსაც გადაიხდით და ეგ იქნება, სწავლა რა ქალის საქმეა, შენი მოვალეობა ის არის რომ ტატოს შვილები გაუჩინო და ოჯახს მოუარო, სამაგიეროდ ისინიც არაფერს მოგაკლებენ, შეძლებული ოჯახია, იცოდე სისულელე აღარ გააკეთო და აღარ შემარცხვინო თორემ ცოცხალი ვერ გადამირჩებიო, -ასე დამმოძღვრა დედაჩემმა.
- მერე რა მოხდა?
- მერე ის მოხდა რომ ზუსტად იმ დღეს გამოვფრინდი ამერიკაში როცა ჩემს დასანიშნად უნდა მოსულიყვნენ, დანარჩენი შენც კარგად იცი.
- დედაშენი ისევ არ გთანხმდება აქ ჩამოსვლაზე?
- შენ ხომ მაინც იცი რამდენჯერ ვთხოვე მაგრამ სასტიკ უარზეა, უკვე ვფიქრობ რომ მოსწონს ის ყოფა რომელშიც არის, რატომღაც ფიქრობს რომ მამა და ის მუტრუკი უიმისოდ ვერ იცოცხლებენ, თავიდან მეცოდებოდა, ახლა უკვე ვეღარაფერს ვგრძნობ, -დაძაბული წამოვდექი საწოლიდან, ფანჯარასთან მივედი და ჩაბნელებულ ქალაქს გადავხედე.
- ამ ყველაფერზე ლაპარაკი აღარ მინდა ნათია, ახლა იმაზე ვფიქრობ რომ ამაღამ კიდევ ვერ გამოვიძინებ და მერე მართლა მომიწევს რომ ვიღაცას ვუჩივლო.
- გაიგე ვინ არის? -თვალები აუციმციმდა, ერთი სული ჰქონდა ახალ საჭორაო თემას როდის იპოვნიდა.
- საქმეც ეგ არის რომ ვერ გავიგე, მთელი შენობა შემოვიარე და ვერაფერი ვერ გავარკვიე, ჩემს ზემოთ მოხუცი წყვილი ცხოვრობს და საერთოდ ვერ იტანენ ხმაურს, ქვემოთ სამბავშვიანი ოჯახია და შუაღამისას ვერანაირად ვერ ჩართავენ მუსიკას, ჩემს მოპირდაპირედ მცხოვრები წყვილი უკვე ოთხი თვე რაც ესპანეთში წავიდნენ და ჯერ კიდევ ერთი თვე არ ჩამოვლენ, არადა უკვე სამი თვეა იმ მუსიკის გამო ნორმალურად ვერ მძინავს.
- საინტერესოა ასეთ საშინელს რას უსმენენ?
- არ მითქვამს რომ საშინელია, პირიქით, ასეთი საოცარი რამ არასდროს გექნება მოსმენილი, წარმოუდგენლად ლამაზი და გულშიჩამწვდომი მუსიკაა.
- თუ არ გაწუხებს რა პრობლემაა ვერ ვხვდები?
- ის პრობლემაა რომ როცა იწყება ვერანაირად ვერ ვახერხებ დაძინებას სულ მინდა რომ ვუსმინო, ასე მგონია რომ სპეციალურად ჩემთვის შექმნეს, ვიღაცამ ჩემთვის დაწერა, თითქოს ცდილობს ამ მუსიკით რაღაც მითხრას, რაღაც ამიხსნას რის გაგებასაც ვერ ვახერხებ, ვერ აგიხსნი ეს რა გრძნობაა, გამთენიისას წყდება ხმა და მაშინღა ვახერხებ რომ დავიძინო.
ნათია ყურადღებით მისმენდა და თუ გავითვალისწინებთ როგორც მიყურებდა მგონი ზედმეტად სერიოზულად აღიქვა რაც მოვუყევი, რაღაცის სათქმელად ტუჩები ერთმანეთს რომ დააშორა მაშინვე მივხვდი რასაც მკითხავდა.
- მისმინე ნანე, დარწმუნებული ხარ რომ ეს მუსიკა მართლაც რომელიმე მეზობლის ბინიდან გესმის?
არ გავბრაზებულვარ თუმცა მაინც ავწიე წარბი და შევეცადე გაბრაზებული გამომეტყველება მიმეღო, ვერ ვიტყვი რომ თვითონაც არ მიფიქრია ამაზე მაგრამ ახლა მერჩივნა თუ ყურადღებას სხვა რამეზე გადავიტანდი, ისღა მაკლდა ვინმეს თუნდაც ნათიას ეფიქრა რომ შევიშალე და თავში ყველაფერი რიგზე ვერ მქონდა, სანამ ხმას ამოვიღებდი მანამდე მიხვდა ნათია თავის შეცდომას და გამოსწორება სცადა.
- კინაღამ დამავიწყდა რისთვის მოვედი, -წამოიძახა, წამოხტა, თმა შეისწორა და იქვე მდგარ სამუშაო მაგიდას მიუჯდა, -მოდი ნანე დაჯექი შენთან სერიოზული საქმე მაქვს, ხომ გახსოვს ის წყვილი წინა დღეს რომ დარეკეს?
- იმათ გულისხმობ უარი რომ ვუთხარი? -ისე მარტივად ჩავები საუბარში თითქოს ცოტა ხნის წინ არაპირდაპირად ჩემთვის შერეკილი არ ეწოდებინოს.
- ჰო მათ ვგულისხმობ, დღეს კიდევ დარეკეს, ძალიან უნდათ რომ შენ ჩახვიდე მათთან თურმე ბავშვი სხვას არავის იკარებს და შენ გითხოვს.
- გუშინ ვუთხარი რომ ვერ წავალ და იქ მთელი კვირა და საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტიც ვერ დავრჩები, მეგონა გასაგებად ავუხსენი რომ ასე არ ვმუშაობთ.
- მზად არიან ნებისმიერი თანხა გადაიხადონ, საქმე იმაშია რომ ბავშვს შენს გარდა არავის დანახვა არ უნდა.
- კი მაგრამ ასე რატომ ამომიჩემა?
- მშობლებს შენი იუთუბ არხი ჰქონიათ გამოწერილი და პირველად იქ უნახიხარ, მერე ტიკტოკზეც შეხვედრია შენი ვიდეო, შენი ვარდისფერი გაჩეჩილი თმის გამო მოსწონხარ, რომელიღაც პრინცესას თუ ვიღაც უცნაურ ანიმაციურ პერსონაჟს გამსგავსებს, დედამის შენი ფოტო უჩვენებია რას იტყვი შენთან რომ მოვიდეს სასაუბროდო და სიხარულისგან გაგიჟებულა არადა მანამდე ყველა ფსიქოლოგი გააგდო ვინც მიუყვანეს, რვა წლისაა და ძალიან საყვარელი ბავშვია, ვიცი რომ მის დახმარებას შეძლებ.
- ვერც ვიფიქრებდი თუ ვინმეს ამ თმის გამო მოვეწონებოდი, -ღიმილით შევიცურე თითები დატალღულ ვარდისფერ თმაში რომელიც მხრებამდე მწვდებოდა, -არადა ზუსტად გუშინ ვფიქრობდი რომ ყავისფრად გადამეღება.
- ახლა არ გამაგიჟო, ჯერ იქ ჩადი და იმ ბავშვს მიხედე და იქიდან რომ დაბრუნდები მერე თუ გინდა მწვანედ შეიღებე, ძალიან გთხოვ წადი რა, -საყვარლად ამიხამხამა გრძელი შავი წამწამები.
- ნუ მიჟუჟუნებ მაგ თვალებს თუ ქალი ხარ, ასე რომ მიყურებ მგონია ჰიპნოსს მიკეთებ, -სიცილით ავაფარე თვალებზე ხელი, -რატომ გინდა ასე ძალიან რომ წავიდე?
- იმიტომ რომ მთელი დღეები მუშაობ, არავის ხვდები, არ ერთობი, იქნებ გარემოს შეცვლამ ცოტა მაინც შეგცვალოს და მიხვდე რომ სამსახურს თავი არ უნდა შეაკლა, ულამაზესი პატარა ქალაქია სადაც უნდა წახვიდე, ჩადი, მათ სახლში დარჩები, ბავშვს დაეხმარე, გაიარე, გამოიარე, თვალს წყალი დაალევინე, რა იცი რა ხდება.
- რა უნდა მოხდეს? თუ წავალ სამუშაოდ და არა იმიტომ რომ ადგილობრივ მამაკაცებს თვალები ვუჟუჟუნო, -რატომღაც უხეშად ვუპასუხე თუმცა საპასუხოდ მხოლოდ თბილი ღიმილი მივიღე, იცოდა ნათიამ ჩემი დამოკიდებულება მამაკაცებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ვეძებდი იმ ერთადერთს რომელიც ჩემს ორად გახლეჩილ არსებას შეავსებდა და...
- ისევ ოცნებნებში გადავარდი? რაზე ფიქრობ?
- არ ვიცი, იქნებ სკოტს არ უნდა დავშორებოდი.
- ორი წლის წინ დაშორდი და ახლა გაგახსენდა?
- ძალიან მომწონდა და მიზიდავდა, უბრალოდ მას ჩემგან მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, არ ვუყვარდი ჩემი სხეული მოსწონდა ეს იყო და ეს.
- სექსისთვის აუცილებელი არ არის რომ გიყვარდეს, თუმცა ამ საკითხზე ჩვენ ვერასოდეს შევთანხმდებით, შენთვის სიყვარულის გარეშე ვინმესთან დაწოლა უბრალოდ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან ასოცირდება.
- განა შენთვისაც ასე არა არის? -გულიანად გამეცინა.
- ასეა მაგრამ მე არასდროს მინანია არცერთ ჩემს პარტნიორთან გატარებული არცერთი ღამე, შენ კი თუ სექსი მხოლოდ ვნებების დასაცხრომად გექნება დარწმუნებული ვარ მეორე დილით გამოღვიძებულს საკუთარი თავი შეგზიზღდება, ასე ნუ მიყურებ და არ თქვა რომ ვტყუი, -მუქარით დამიქნია თითი ფეხზე წამოდგა და იქვე მიგდებული ჩანთიდან საქაღალდე ამოიღო.
- კარგად გიცნობ ნანე და ვიცი რომ ასე იქნება ამიტომ ჯობს გააგრძელო იმ ერთადერთის ძებნა ვინც საკუთარ თავს გაპოვნინებს, მანამდე კი ამ საბუთებს გადახედე და თუ წასვლას გადაწყვეტ ხვალ დილით უნდა გახვიდე, ყველა ინფორმაცია აქ არის რაც შეიძლება დაგჭირდეს, აქაურობაზე არ იდარდო, შენს პაციენტებსაც მე მივხედავ და ყველაფერს ისევ ისე დაგახვედრებ როგორც დატოვებ, -საქაღალდე წინ დამიდო და სანამ რამეს ვიტყოდი მანამ გავიდა ოთახიდან.

შუაღამემდე ვკითხულობდი ჩემი მომავალი პატარა პაციენტის შესახებ ინფორმაციას, ბავშვი ფიზიკურად სრულიად ჯანმრთელი იყო, საკმაოდ ჭკვიანი და ნიჭიერი, თუმცა უძილობა სჭირდა, ძილის დროს კი დადიოდა და მშობლები იძულებულები ხდებოდნენ რომ საწოლზე გამოებათ რადგან ერთხელ მძინარე მდგომარეობაში კიბიდან დაგორდა და ფეხი მოიტეხა, მეორედ კი ქუჩაში გავიდა და კინაღამ გამვლელ მანქანას შეუვარდა ქვეშ, ღამე მარტო ყოფნის და მითუმეტეს მარტო დაძინების ეშინოდა, ამტკიცებდა რომ რაღაც საზარელი ხმები ესმოდა, იმის გამო რომ ღამით კარგად ვერ ეძინა ნერვიულობა დასჩემდა, სწავლას მოუკლო, თანაკლასელების და მეგობრების მიმართ აგრესიული გახდა...
- ოჰ, ეს ყველაფერი არც ისეთი ადვილი ჩანს, -ჩავილაპარაკე და გულაღმა გადავვარდი საწოლზე, ბალიშზე მივდე თუ არა თავი მაშინვე ჩამეძინა, ისევ ნაცნობი მუსიკის ჰანგები ჩამესმა ღრმა ძილში წასულს, ამჯერად არ გამღვიძებია, პირიქით, ხმა თითქოს დაძინებაში მეხმარებოდა, ისეთი სასიამოვნო იყო...
- მოდი ჩემთან ნანე, მოდი გელოდები, -ისე ცხადად ჩამესმა მამაკაცის სასიამოვნო ოდნავ ბოხი ხმა თითქოს ჩემს ყურთან დაეჩურჩულოს, დაფეთებული წამოვხტი და გაოცებულმა მოვიფშვნიტე თვალები, ფანჯრებიდან მზის შუქი შემოდიოდა, პირველად მოხდა ამ ბოლო თვეების განმავლობაში რომ ასე კარგად გამოვიძინე, თუმცა რაღაც მაწუხებდა და არ მასვენებდა, მგონი მართლა მჭირდებოდა გარემოს გამოცვლა, ეტყობა გადაღლილობის ბრალია რომ უკვე რაღაცეები მეჩვენებაოდა.
- ანუ ის ხმა მომეჩვენა? მესიზმრა? -ხმამაღლა ვკითხე საკუთარ თავს, თუმცა პასუხი ვერ მივიღე, ან როგორ მივიღებდი, გონება ისე მქონდა არეული, -უნდა წავიდე, -ისევ ხმამაღლა გამოვაცხადე და კარადის თავიდან ჩემოდანი გადმოვიღე, მერე კი ნათიას ნომერი ავკრიფე, მაშინვე მიპასუხა.
- რა ხდება რა გადაწყვიტე?
- შეგიძლია ბავშვის მშობლებს დაურეკო? უთხარი რომ თანახმა ვარ...




უჩვეულოდ ხალისიანი ვმართავდი საჭეს, ხმამაღლა ვაყოლებდი ხმას ჩემს საყვარელ სიმღერას, ბოლომდე ჩაწეული მინებიდან შემომავალი თბილი ნიავი სასიამოვნოდ მელამუნებოდა სახეზე, ფართო გზის ორივე მხარეს ჩაყოლებული უზარმაზარ ვარჯიანი ხეები მისტიურ გარემოს ჰქმნიდნენ და მე საოცრად მსიამოვნებდა ეს ყველაფერი...
ნათიას წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გადავწყვიტე რომ დანიშნულების ადგილამდე საკუთარი ავტომობილით ჩავსულიყავი, დიდი ხანია რაც დასახლებულ ადგილებს გავცდი და ახლა უსიერი ტყის შუაგულში გაჭრილ უკაცრიელ ვიწრო გზაზე მივქროდი, უცნაურად ვიყავი აღტყინებული, არ ვიცი იმ გრძნობისთვის რაც მოსვენებას მიკარგავდა რა უნდა დამერქმია, წინათგრძნობა? რაღაცის მოლოდინი?
ფიქრებში გართულს ისე სწრაფად გადამირბინა წინ რაღაც ცხოველმა ძლივს მოვასწარი დამუხრუჭება, შემეშინდა, ავღელდი, რამდენიმე წამს აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას ველოდი, მხოლოდ მერე გავაღე კარი და აცახცახებული ფეხები გადმოვალაგე ძირს, გადმოვედი და ყურადღებით მოვათვალიერე იქაურობა არაფერი ჩანდა, რაც არ უნდა ყოფილიყო აშკარად გადარჩა და ალბათ აქედან უკვე შორს იყო.
- სულელი ცხოველი, -გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე და ის იყო ავტომობილისკენ შევბრუნდი რომ ნიავმა რომელიც მოურიდებლად მიწეწავდა თმას ჩემს ყურთასმენამდე ნაცნობი მუსიკის ხმა მოიტანა, შევცბი თუმცა რატომღაც არ შემშინებია, თვალები დავხუჭე და ყური მივუგდე, მუსიკა ნელ-ნელა ძლიერდებოდა და უფრო და უფრო მკაფიოდ მესმოდა, -ნანე, ნაანეეეე, -სულ ახლოდან რომ გავიგე ნაცნობი ხმა თვალები ვჭყიტე, შეუძლებელი იყო ასე აშკარად, ასე ცხადად გამეგონა ძახილი.
- ნააანეეეეეე, გელოდები, მოდი ჩემთან, -კიდევ ერთხელ ჩამესმა და ფეხებმა ჩემს დაუკითხავად იწყეს ნაბიჯების გადადგმა, გზიდან გადავედი და ტყეში შევაბიჯე, მეგონა ვიცოდი სადაც მივდიოდი, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს თუ არ ვიჩქარებდი დამაგვიანდებოდა და მას ვეღარ ვნახავდი, კი მაგრამ ვინ უნდა მენახა? ვინ მეძახდა? ვის ხმას მივყვებოდი?
როგორც იქნა გონების მოკრება მოვახერხე და შევჩერდი, ირგვლივ მიმოვიხედე, გზადკეცილი აღარსად ჩანდა, გარშემო უღანი, გაუვალი ტყე მეკრა, მწვანე ფოთლებით დაფარულ ტოტებს შორის ძლივს ატანდა მზის სხივები, უცნაურად ციოდა, სულისგამყინავად, ვერ ვხვდებოდი როდის და როგორ მოვახერხე ტყეში ასე ღრმად შესვლა, ის იყო გადავწყვიტე უკან დასაბრუნებელი გზა მომეძებნა რომ უფრო მკაფიოდ ჩამესმა ვიდრე აქამდე...
- იჩქარე ნანე, იჩქარე, დრო ცოტა რჩება, ძალიან ცოტა, -ხმამ გონების გავლით მიაღწია გულამდე და წამით მეგონა რომ შეიძლებოდა ვეღარასოდეს ამომესუნთქა, უეცრად ჩემთვის ყველა და ყველაფერი უმნიშვნელო გახდა გარდა ამ ხმის პატრონისა, ვიცოდი რომ უნდა მეპოვა, აუცილებლად უნდა მიმეგნო და მერე... რა იქნებოდა მერე? ეს უკვე აღარ მაინტერესებდა.
- იჩქარე ნანე, -კიდევ ერთხელ ჩამესმა და სირბილით გავიკვლიე გზა ტოტებსა და ფოთლებს შორის, მივრბოდი მთელი ძალით, მივრბოდი უგზო უკვლოდ, ტოტები სახესა და სხეულს მიკაწრავდა, დროდა დრო ხეებს ვეხლებოდი და ვეცემოდი, ისევ ვდგებოდი და გზას ვაგრძელებდი, არ ვიცი რამდენხანს ვირბინე, ციცაბო ფერდობს რომ მივადექი უკვე გვიან იყო შეჩერება, ვეცადე მაგრამ არ გამომივიდა, ფეხი დამიცდა და კოტრიალით ჩავეშვი ხევში, სხეულში ქვები და მიწის გოროხები მერჭობოდა, ყველაფერი მტკიოდა, ბოლოს რაც მახსოვს თავის აუტანელი ტკივილი იყო და გონება დავკარგე.

თვალი რომ გავახილე და ის ოთახი არ მეცნო სადაც მეძინა თავიდან გამიკვირდა და ცოტა შევშფოთდი კიდეც მაგრამ მერე როცა გონებაში მართალია ბუნდოვნად მაგრამ მაინც აღვიდგინე რაც ჩავიდინე მივხვდი რომ იმაზე უარესი არაფერი დამემართებოდა რაც თვითონ დავმართე საკუთარ თავს, ჩემი სამყოფელი მოვათვალიერე, პატარა ხის კედლებიანი ოთახი იყო, ხისგან გამოჩორკნილ საწოლზე ვიწექი და თხელი ალბათ ათასჯერ დაკემსილი თუმცა საკმაოდ სუფთა საბანი მეფარა, მთელი სხეული მტკიოდა, კეფაზე მოვისვი ხელი, უზარმაზარი კოპი მაჯდა, თუმცა საგანგაშო ნამდვილად არაფერი მჭირდა, საწოლთან ფანჯარა იყო, თხელი ფარდა გადავწიე, ბევრი არაფერი ჩანდა მაგრამ აშკარა იყო რომ ისევ ტყეში ვიყავი, ოთახის ერთ კუთხეში ბუხარი ენთო და მიუხედავად იმისა რომ შუა ზაფხული იყო ამ ტყეში ისე ციოდა, ბუხრიდან წამოსული სითბო და ხმელი შეშის ტკაცუნის ხმა საოცრად მსიამოვნებდა, მეორე კედელთან ძველისძველი დივანი, პატარა მაგიდა, საღებავ აქერცლილი კარადა და ორი სკამი იყო მიდგმული, რამდენიმე თაროზე რაღაც უცნაური ქილები და გამხმარი მცენარეები იყო მოთავსებული, სულ ეს წარმოადგენდა აქაურობის მთელ ავლადიდებას, როგორც კი თვალიერებას მოვრჩი და გონზე მოსვლა მოვახერხე, უიმედოდ მოვიჩხრიკე ჯიბეები, თუმცა რათქმაუნდა ტელეფონი თან არ მქონდა, ჯანდაბა, ალბათ ნათია ახლა გაგიჟებული იქნებოდა, წესით უკვე დანიშნულების ადგილზე უნდა ვყოფილიყავი და...
ფიქრი კარის ჭრიალმა შემაწყვეტინა და შემკრთალი ავეკარი კედელს, ოთახში მოხუცმა კაცმა შემოალაჯა, მაღალი იყო, უზარმაზარი შავი ბოტებით, გრძელი ლაბადით და მთლად თეთრი თმით და წვერით, მხარზე სანადირო თოფი და ზურგჩანთა ჰქონდა გადაკიდებული, კაცს ქოხში ფეხდაფეხ შემოყვა დაბალბეწვიანი შავლაქებიანი ძაღლი, ერთი უინტერესოთ შემათვალიერა, მერე უხმოდ გაწვა ბუხრის წინ, თავი თათებზე დაიდო და თვალები დახუჭა.
- გაიღვიძე? როგორ ხარ? -თბილი ხმით მომმართა ჩემმა მასპინძელმა და სახეზე კეთილი ღიმილი გადაეფინა.
- კარგად ვარ, არა მიშავს, ვინ ხართ და აქ როგორ მოვხვდი? -ვკითხე მისი უშუალობით და აშკარად გამოხატული კეთილგანწყობით გათამამებულმა, საწოლზე ჩამომიჯდა და ყურადღებით შემათვალიერა.
- მონადირე ვარ, ბენი მქვია, მახლობელ ქალაქში ვცხოვრობ მაგრამ ამ ქოხში ხშირად ვრჩები ხოლმე ღამის გასათევად, გაგიმართლა რომ დღეს დილით სანადიროდ წამოსვლა გადავწყვიტე, მახლობელ ხევში გიპოვე, უგონოდ იყავი, გაჭირვებით მოგიყვანე აქამდე, მეშინოდა რომ შეიძლებოდა რამე გქონოდა დაზიანებული მაგრამ როგორც ვხედავ გადავრჩით და არაფერი გიჭირს...
- საავადმყოფოში რატომ არ წამიყვანეთ? ან სასწრაფოს რატომ არ დაურეკეთ? -უხეშად შევაწყვეტინე კითხვა მაგრამ ისეთი თვალებით შემომხედა მაშინვე ვინანე.
- იცი მაინც სად ხარ? -მშვიდად მკითხა, -ალბათ არ იცი რომ აქ ტელეფონი არ იჭერს, საკმაოდ შორს ხარ წამოსული, ვერანაირად ვერ მოვახერხებდი უგონო მდგომარეობაში მყოფი რომ გამეყვანე გზამდე.
- მაპატიეთ ამაზე არ მიფიქრია, -უხერხულად მოვიბუზე და თავი დავხარე.
- არა უშავს შვილო, მთავარია რომ კარგად ხარ, არ მეტყვი ამსიშორეზე რამ წამოგიყვანა, თანაც ასე მოუმზადებლად.
- რას გულისხმობთ?
- შენს ჩაცმულობას ვგულისხმობ, კეტებით მოკლემკლავიანი მაისურით და ჯინსის შორტით არავინ შედის უღრან ტყეში სასეირნოდ, თან არც ზურგჩანთა გაქვს, არც წყალი, არც საკვები, მითხარი რამე შარში ხარ გახვეული?
- სიმართლე რომ გითხრათ თვითონაც არ ვიცი რა ხდება, რომ მოგიყვეთ აქ როგორ მოვხვდი არ დაიჯერებთ და შესაძლოა გიჟად ჩამთვალოთ, -ხელები გავშალე და გავუღიმე, ერთხანს გამომცდელად მათვალიერებდა მერე წამოდგა, მაგიდასთან მივიდა, თაროდან თეფშები და ჭიქები გადმოალაგა, კარადა გააღო და თეთრ ტილოს ნაჭერში საგულდაგულოდ შეხვეული ყველი და პური გამოიღო, მაგიდაზე დადო, გვერდით რამდენიმე შემჭკნარგვერდებიანი ვაშლი მიუწყო, საიდანღაც გაბერილმუცლიანი ბოთლიც გააჩინა და მომიბრუნდა.
- დაპატიჟებას ელოდები? -მკითხა თბილი ხმით.
ცოტა ხანში უკვე გვარიანად ვიყავი შემთვრალი, ჭიქას ჭიქაზე ვცლიდით და მხიარულად ვბაასობდით, არ ვიცი რა ესხა იმ ბოთლში მაგრამ გუნება რომ გამომიკეთა ფაქტი იყო.
- აბა, არ მოხვედი სიმართლის მოყოლის ხასიათზე? -კიდევ ერთხელ გამივსო ჭიქა და ეშმაკურად ჩაიღიმა თეთრ ულვაშებში.
- გინდა დამათრო რომ მერე საინტერესო ინფორმაცია დამტყუო? -ისეთი ხმით გავიცინე, თვითონვე მეხამუშა და დარცხვენილმა შევხედე, -მართლა გაინტერესებს რატომ ვარ აქ? რომ მოგიყვე მომისმენ? -რატომღაც ძალიან მომინდა ვინმესთვის გულის გადაშლა და ახლა სუნთქვაშეკრული ველოდი პასუხს.
- რათქმაუნდა მოგისმენ, აქ უიშვიათესად მყავს სტუმრები, ქალაქშიც მარტო ვცხოვრობ და ხანდახან ხმის გამცემიც კი მენატრება ხოლმე, მოგისმენ კი არა მადლობელიც კი ვიქნები თუ შენზე და იმ მოვლენებზე მომიყვები რამაც აქამდე მოგიყვანა.
გულწრფელი ჩანდა, ადამიანებთან თბილ და უშუალო ურთიერთობას მონატრებული, მეც ასე ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ ნიუ იორკში მეგობარი მყავდა მაინც ხშირად ვგრძნობდი მარტოობას, ნათია კარგი მეგობარი იყო, ჩემთვის სულსაც კი არ დაიშურებდა მაგრამ არასდროს ყოფილა კარგი მსმენელი, უიშვიათესი შემთხვევების გარდა მოთმინება არ ყოფნიდა.
- რაზე ფიქრობ? -ჩემს ჭიქას ჭიქა მიუჭახუნა ბენმა და ერთ ყლუპად გამოცალა სასმელი.
- გინდა სულ თავიდან დავიწყო? -გახარებულმა და უცნაურად აჟიტირებულმა გავუხახუნე ხელისგულები ერთმანეთს.
- აბა სხვანაირად როგორ? -გაიკვირვა და სკამზე უფრო მეტად კომფორტულად მოთავსდა, მისი პოზა ჩემი მოსმენისთვის სრულ მზადყოფნას გამოხატავდა და მეც დიდხანს აღარ დამიყოვნებია, დიდხანს ვყვებოდი და დიდხანს მისმენდა, დროდადრო ბრაზს, სევდას, ან ჩემი გამბედაობით აღფრთოვანებას გამოხატავდა, თუმცა რაც ყველაზე სასიამოვნო იყო ვერ ვამჩნევდი რომ თავი მოვაბეზრე.
- ჰოდა ასე იყო, წესით დღეს უკვე ქალაქში უნდა ვყოფილიყავი რომ ჩემი პატარა პაციენტი მომენახულებინა, თუმცა აქ აღმოვჩნდი და ახლა მთვრალი ტვინს გიბურღავ, -როგორც იქნა ჩემი ისტორიის დასასრულს მივუახლოვდი.
- მაინც ვერ ვხვდები რატომ შემოხვედი ტყეში, რამ გაიძულა?
- ეგ რომ გითხრა არ დამიჯერებ და რა საჭიროა, ნამდვილად არ მინდა რომ გიჟი გეგონო, მგონი საკმარისია ის რაც უკვე მოგიყევი.
- რომ იცოდე ჩემი არც თუ ისე ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში რა მაქვს ნანახი, გადატანილი, გაგონილი და დაჯერებული მაგას აღარ მეტყოდი.
- ხმა ჩამესმის, უკვე დაახლოებით სამი თვეა მუსიკის ხმა მესმის, -მოკლედ მოვჭერი და მის რეაქციას დავაკვირდი, სახეზე არაფერი ეტყობოდა.
- სულ ეს არის? -მხოლოდ ეს მკითხა.
- მეტი რაღა უნდა იყოს, გითხარი რომ ხმები მესმის, ხმები არსაიდან, მხოლოდ მე მესმის, თავიდან მუსიკა იყო, ულამაზესი, უნაზესი, სულში ჩამწვდომი, ახლა უკვე მამაკაცის ხმა დაემატა, მეძახის, სახელით მომმართავს, მეუბნება რომ მასთან უნდა მივიდე, რომ მელოდება...
- ტყეშიც ამ ხმის გამო მოხვდი?
- გზაზე რაღაცამ გადამირბინა, გავჩერდი რომ მენახა რამეს ხომ არ დავეჯახე, ავტომობილიდან რომ გამოვედი ხმა ჩამესმა, მეძახდა, ხმა ტყიდან მოდიოდა, არ ვიცი რამდენი ვიარე ან აქ როგორ აღმოვჩნდი, გონება გათიშული მქონდა ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის ხმა იყო და შეგრძნება რომ იმ ხმის პატრონს ჩემი დახმარება სჭირდებოდა.
მოყოლა შევწყვიტე და მზერა გავუსწორე, მოღუშული მიყურებდა, ცდილობდა არ შეემჩნია მაგრამ ვხვდებოდი რომ აღელვებული იყო, არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ მგონი მის თვალებში შიშიც დავინახე, ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო რომ აშკარად დაიჯერა რაც მოვუყევი, მისი რეაქცია ნათლად მეუბნებოდა ამას...
- შეგიძლია მითხრა სად მიდიხარ და ვინ არის შენი პაციენტი? -ჩემი აზრით სრულიად არალოგიკური კითხვა დამისვა თუმცა მაინც ვუპასუხე, ქუჩა, სახლის ნომერი და მათი გვარიც კი ვუთხარი, როგორც კი ეს ყველაფერი მოისმინა, უშვერად შეიგინა და მუშტი დასცხო მაგიდას, ხმაურზე აქამდე ბუხართან ბედნიერად მძინარე ძაღლი წამოხტა და აწკავწკავდა.
- გაჩუმდი, -დაუცაცხანა მოხუცმა, წამოდგა და ცეცხლი შეშა შეუკეთა, ცოტახანს ჩემგან ზურშექცევით იდგა და მერე შედარებით დამშვიდებული მიუჯდა მაგიდას.
- მაცადე რისი თქმაც მინდა, -ხელის აწევით შემაწყვეტინა როცა მიხვდა რომ ვაპირებდი მისი რეაქციის შესახებ მეკითხა, -მისმინე შვილო, მომწონხარ, ჭკვიანი გოგო ჩანხარ, ახალგაზრდა ხარ და მთელი ცხოვრება წინ გაქვს, ვიცი კითხვები გაქვს მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცეებიც რაზეც ჯობია არ ვისაუბროთ, ხანდახან უმჯობესიც კია თუ კითხვაზე პასუხს ვერ მიიღებ...
- რას გულისხმობ? -თვალებმოჭუტული ვუყურებდი და ყველანაირად ვცდილობდი, ძილს და სიმთვრალეს შევბრძოლებოდი მაგრამ ვერ ვახერხებდი, ალკოჰოლი უკვე მთელ სხეულში მქონდა გამჯდარი და ბუხრიდან წამოსული სითბო ისე მთენთავდა სადაცაა მაგიდაზევე ჩამომეძინებოდა.
- შეიძლება იფიქრო რომ ჩემი საქმე არ არის რასაც ახლა გეტყვი მაგრამ რომ არ გაგაფრთხილო საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებ, მე გაგაფრთხილებ და მერე შენ აირჩევ გზას.
- უკვე მაშინებ, -გამეცინა და საზურგეზე გადავწექი თვალებ მილულული.
- უნდა გეშინოდეს კიდეც, -ხმაში სიმკაცრე შეეპარა, -ამაღამ ღამე აქ გაათიე, დილით გზამდე აგაცილებ და იქ დაბრუნდი საიდანაც მოხვედი.
- ალბათ არ გახსოვს მაგრამ წეღან გიყვებოდი რომ პაციენტთან მივდივარ, პატარა გოგონაა და ჩემი დახმარება სჭირდება.
- დარწმუნებული ვარ ასეცაა და მართლაც სჭირდება დახმარება, მაგრამ შენ ვინ დაგეხმარება?
- ვერაფერი ვერ გავიგე, მართლა ვერ ვხვდები...
- ერთადერთი რაც შემიძლია გირჩიო ისაა რომ აქედან წახვიდე, იცოდე როგორც კი ქალაქში ფეხს შედგავ, უკანდასახევი გზა აღარ გექნება, ახლა ჯერ კიდევ შორს ხარ და მოახერხებ წინააღმდეგობის გაწევას, მერე ამის უფლებას აღარ მოგცემს.
არეულად საუბრობდა, ნაწილ-ნაწილ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, აზრის გამოტანა მიჭირდა, მიჭირდა წინადადებების ერთმანეთთან დაკავშირება.
თუ შენი და შენი ახლობლების ცხოვრება და სიცოცხლე ცოტათი მაინც გედარდება, აქედან უკანმოუხედავად გაიქეცი, ამ ქალაქს მოშორდი, საერთოდ წადი ამერიკიდან, დაბრუნდი შენს ქვეყანაში და ნუ მოუსმენ იმ ხმას ასე რომ ცდილობს ახლოს მიგიტყუოს, უფლება არ მისცე მოგნუსხოს, დამიჯერე თუ შორს წახვალ და ეცდები წინააღმდეგობა გაუწიო დროთა განმავლობაში შეგეშვება...
- მაგრამ არ მინდა რომ შემეშვას, -თვითონაც არ ვიცი ეს რამ მათქმევინა, მოხუცმა ისეთი სახით შემომხედა მივხვდი რომ ვებრალებოდი.
- მე გაგაფრთხილე, -მითხრა ცივი ხმით.
- ვხვდები რომ უფრო მეტი რამ გაქვს სათქმელი მაგრამ რატომღაც არ მეუბნები.
- ისედაც საკმარისი გითხარი, როგორც წესი მათ საქმეებში ჩარევა ჩვენნაირი უბრალო და უმნიშვნელო არსებებისთვის კარგად არ სრულდება ხოლმე.
- ვის გულისხმობ, მეტყვი ბოლოს და ბოლოს რისი თქმა გინდა? ეს ყველაფერი ერთი დიდი აბურდული გორგალია და ვერაფრით ვპოულობ ძაფის წვერს რომ გავყვე...
- იქნებ არ უნდა გაყვე, იქნებ საერთოდ არ მოგეწონოს ის რასაც ბოლოში მიაგნებ...
- როგორც ვხედავ გიყვარს ნართაულები, არადა მირჩევნია პირდაპირ მითხრა...
- ისედაც ბევრი მოგიყევი, -ჩაიბურტყუნა და წამოდგა, -საწოლში ჩაწექი და დაიძინე, მე და ბობო მალე დავბრუნდებით, -ძაღლს დაუსტვინა, ისიც წამოხტა და კართან დადგა...
-
ალბათ სასმლის დამსახურება იყო რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მშვენივრად გამოვიძინე, დილაუთენია ბობოს სველმა ენამ გამაღვიძა, თავთან მედგა და მთელი მონდომებით მდორბლიდა სახეზე, მოხუცი ბილი უბრად შემხვდა, არც კი მომსალმებია, ჩაი დამისხა და მიმითითა მაგიდასთან დაჯექიო, საუზმის შემდეგ ტყეში წინ გამიძღვა, არ ვსაუბრობდით, ის მიდიოდა მე კი თოკზე გამობმული ცხვარივით მივყვებოდი უკან და ვცდილობდი გონებაში გუშინდელი საუბარი თავიდან ბოლომდე აღმედგინა, უნდა შემშინებოდა იმის გამო რაც მითხრა? შიშს რატომ ვერ ვგრძნობდი? იქნებ გამეთვალისწინებინა მისი რჩევა და უკან დავბრუნებულიყავი, მაგრამ მერე ცნობისმოყვარეობისთვის რა უნდა მომეხერხებინა? მთელი ცხოვრება იმაზე უნდა მეფიქრა რა მოხდებოდა უკან დაბრუნების მაგივრად დანიშნულების ადგილისკენ რომ წავსულიყავი, ფიქრებში გართული გამიყვანა გზადკეცილზე, ტყიდან გავედით თუ არა და ასიოდე მეტრის მოშორებით მდგარი ჩემი მანქანა რომ დავინახე სიხარულისგან შევყვირე და ადგილზე ხტუნაობა დავიწყე, ერთად მივედით მასთან, მშვენივრად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა რომ კარი ღია იყო, ყველაფერი თავის ადგილზე დამხვდა, ბილს მოვუბრუნდი მადლობის სათქმელად და შევცბი თვალებში ისეთი უზომო სევდა, დარდი და გულწრფელი მწუხარება ედგა...
- არ გკითხავ რა გადაწყვეტილება მიიღე, სიკეთის გაკეთება მინდოდა და პირიქით გამომივიდა, ახლა ინტერესის და ცნობისმოყვარეობის გამო წახვალ იქ ხომ ასეა?
- არ მეტყვი რა ხდება? -კითხვაზე კითხვით ვუპასუხე, თავი გააქნია უარის ნიშნად, ზურგი შემაქცია, გზა გადაკვეთა და ტყეს შეერია, კარგა ხანს გავყურებდი მის კვალს, მერე ავტომობილში ჩავჯექი, ღვედი გადავიჭირე და ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში სრულიად დარწმუნებულმა გასაღები გადავატრიალე...




მყუდრო, უზარმაზარი ხეებით დაჩრდილულ ქუჩაზე ვიდექი და ორსართულიან, ღია კრემისფრად შეღებილ სახლს შევყურებდი რომელსაც გარშემო ლამაზად გაკრეჭილი ბალახით და მწვანე მცენარეებით სავსე ბაღი ეკრა, მშვენიერი გარემო იყო ბავშვისთვის და ზოგადად დასვენებისთვის თუმცა ეზო ზედმეტად უკაცრიელად გამოიყურებოდა, უცაბედად ამოვარდნილი ქარი წინ და უკან აქანავებდა ვარდისფერი ყვავილებით გადაპენტილი ხის ქვეშ მდგარ მწვანედ შეღებილ საბავშვო საქანელას, გულისგამაწვრილებლად ჭრიალებდა დაჟანგული ჯაჭვი...
- გამარჯობა, თქვენ ალბათ ნანე უნდა იყოთ, -მომესმა სასიამოვნო ხმა, სახლს თვალი მოვაშორე და შევბრუნდი, ჩემს წინ ქერათმიანი, ლამაზი ახალგაზრდა ქალი იდგა და ცნობისმოყვარეობით სავსე მზერით შემომცქეროდა, სპორტულად ეცვა თავისუფლად, მარჯვენა ხელში პროდუქტებით სავსე პაკეტი ეკავა მარცხენით გულზე ჩამოკიდებულ უზარმაზარ ვერცხლის ყელსაბამს აწვალებდა, მაშინვე ვიცანი ლილი ბენეტი იყო პატარა ჯენას დედა, პაკეტი ძირს დადო და ხელი გამომიწოდა, მაშინვე შევაგებე თითები და გავუღიმე.
- გუშინ გელოდით, ცოტა არ იყოს ვინერვიულეთ როცა არ ჩამოხვედით, ნათიასაც კი დავურეკეთ რომ თქვენი ამბავი გაგვეგო, თავიდან გვეგონა რომ ჩვენთან მუშაობა გადაიფიქრეთ მაგრამ როცა გავიგეთ რომ წამოსულხართ და ნათიამაც არ იცოდა რატომ ვერ ჩამოაღწიეთ ჩვენამდე მართლა შეგვეშინდა.
გაუჩერებლად საუბრობდა, ვერ ვხვდებოდი ასეთი მანერა ჰქონდა თუ უბრალოდ ჩემი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა, თუმცა მომეწონა, უბრალო და საიამოვნო ადამიანი ჩანდა, ისეთი რომელთან დამეგობრებაც კი არ გამიჭირდებოდა, კარგი აურა ჰქონდა.
- უბრალოდ გზაში გაუთვალისწინებელი რაღაც შემემთხვა, ნათიას უკვე ვესაუბრე და გავაგებინე რომ კარგად ვარ, გზაში ცოტა გავწვალდი მაგრამ ყველაფერი რიგზეა და ერთი სული მაქვს თქვენს გოგონას როდის გავიცნობ, -როგორც იქნა მოვახერხე სიტყვის ჩართვა.
- იმედია სერიოზული არაფერი შეგმთხვევიათ, -ჩემი ჩალურჯებული ლოყა და გადაქექილი მკლავები დაკვირვებით შეათვალიერა.
- ისეთი არაფერი, გზაზე კურდღელმა გადამირბინა, მერე წავიქეცი და საბოლოოდ მომიწია ღამე სხვაგან გამეთენებინა, ეს არის და ეს.
- ოჰ ეს ცხოველები, -ჩაილაპარაკა და პაკეტს დაავლო ხელი, -მაპატიეთ რომ ასე დაგაყენეთ შუა ქუჩაში და აქ გესაუბრებით, წამობრძანდით სახლში შევიდეთ.
ავტომობილიდან ჩანთა გადმოვიღე და უკან ავედევნე, სახლის შიდა ინტერიერმაც ისევე მომხიბლა როგორც გარე ფასადმა და ბაღმა, ყველაფერი მყუდროდ და გემოვნებით იყო მოწყობილი, შევედით თუ არა მეორე სართულზე ამიძღვა და პატარა მაგრამ ძალიან ლამაზ საძინებელში შემიყვანა რომლის უზარმაზარი ფანჯრები უკანა ბაღს გადაჰყურებდა.
- ჩვენთან ყოფნისას ეს შენი საძინებელი იქნება და თუ წინააღმდეგი არ იქნები მირჩევნია რომ შენობით მოგმართო, რას იტყვი?
- ჩემთვისაც ასე უფრო უკეთესია, -გავუღიმე და საწოლზე ჩამოვჯექი, ისეთი რბილი და ფუმფულა იყო საშინლად მესიამოვნა.
- ჯენა სად არის? დღეს მოვახერხებ მის გაცნობას? -ვკითხე თუმცა ახლა ერთი გულიანად გამოძინება ყველაფერს მერჩივნა.
- მაიკმა სასეირნოდ წაიყვანა, მერე ალბათ კინოთეატრში გაივლიან და ალბათ გვიან მოვლენ, დღეს დაისვენე და გამოიძინე, ხვალიდან შეუდგები საქმეს, თუ გინდა შხაპი მიიღე და თუ ვერ დაიძინებ ქვემოთ ჩამოდი უგემრიელესი ლაზანია უნდა მოვამზადო.
- მოიცადე ლილი, -კართან მისული შევაჩერე, შემობრუნდა და სითბოთი სავსე ცისფერი თვალებით შემომხედა, -მეგონა ჯენას გარეთ გასვლა და სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ უყვარდა, როგორც ვიცი დიდი ხანია ოთახიდან გასვლაზეც კი უარს აცხადებდა...
- ახლავე მოგიყვები რაც მოხდა, -სახეგაბრწყინებული მობრუნდა უკან და საწოლზე ჩემს გვერდით ჩამოჯდა, -როგორც იცი პირველად იუთუბზე გნახა და აგიკვიატა, მერე როცა მაიკს ის არაჩვეულებრივი იდეა მოუვიდა თავში რომ მის ფსიქოლოგად მოგვეწვიე და ჯენას ვუთხარით ამის შესახებ ძალიან გაუხარდა, თვითონ გვთხოვდა რომ შენთან დაგვერეკა და გვეთხოვა ჩამოსულიყავი, უკვე იმდენად შეგვაწუხა რომ სამი დღის წინ ჯერ კიდევ მანამდე სანამ დაგვთანხმდებოდი ვუთხარი რომ დაგითანხმეთ და ჩამოხვიდოდი, ვერ წარმოიდგენ როგორ შეიცვალა მას შემდეგ რაც ეს ინფორმაცია გაიგო, გახალისდა, ისევ ძველი მხიარული ჯენა გახდა, ის რაღაც ხმები აღარც უხსენებია, წუხელის მთელი ღამე ისე ეძინა ერთხელაც არ გაუღვიძია, ამ დილით კი მამიკოს სთხოვა გასართობად წამიყვანეო, მეც მინდოდა წაყოლა მაგრამ შენ გელოდი და ვერ წავყევი, ვერ წარმოიდგენ როგორ ვნერვიულობდი რომ ჩამოსვლა არ გადაგეფიქრებინა...
ერთდროულად აღელვებულიც იყო, გახარებულიც, დაბნეულიც და სევდიანიც ქალიშვილის მდგომარეობის გამო, არ მიკვირდა, მისი კარგად მესმოდა, ვხვდებოდი რა კარგი ვქენი რომ ჩამოვედი, აშკარა იყო რომ დახმარება არა მარტო ჯენას ლილისაც ჭირდებოდა, მარტოსული ჩანდა და ჩემში იმედს ხედავდა...
- ყველაფერი კარგად იქნება, რაც არ უნდა იყოს ერთად გავუმკლავდებით, -ვუთხარი და მხარზე ფრთხილად მოვხვიე ხელი, აწყლიანებული თვალებით შემომხედა, თავი დამიქნია და წამოდგა.
- დაისვენე ნანე, როგორც გითხარი თუ რამე დაგჭირდება მე ქვემოთ ვიქნები.
-
თბილი შხაპი მივიღე, ფართო მაისური და ნაჭრის შორტი ამოვიცვი და საწოლზე წამოვწექი, ჯერჯერობით ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, არადა ბილთან იმ უცნაური საუბრის შემდეგ დაძაბული ვიყავი, რაღაც ცუდს ველოდი, სულ მცირე იმას რომ დრაკულას ბუნაგში ამოვყოფდი თავს, არადა აქაურობა ვამპირების ან მაქციების ბუნაგს ნამდვილად არ ჰგავდა, გარემოც უზომოდ სასიამოვნო იყო და ლილიც არაჩვეულებრივი ქალი ჩანდა, იმედია ჯენასთანაც მოვახერხებდი საერთო ენის გამონახვას, დავმშვიდდი, მოვდუნდი, საბოლოოდ დავაჯერე ჩემი თავი იმაში რომ უცნაური არაფერი ხდებოდა და ის რაც ბილმა მითხრა რეალობას არ შეესაბამებოდა, იქნებ მე კი არა მას არ ჰქონდა თავში ყველაფერი რიგზე, იქნებ უბრალოდ უნდოდა შევეშინებინე...
მგზავრობით დაღლილს ძილი მომერია, სასიამოვნოდ გრილოდა, ღია ფანჯრებიდან შემომავალი ნიავი ცისფერ, ნახევრად გამჭვირვალე ფარდებს აფრიალებდა და ოთახში ჩიტების ჭიკჭიკის ხმა შემოჰქონდა, არ მახსოვს როდის ჩამეძინა მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს ნაცნობი მუსიკის ხმა ახლოდან, ძალიან ახლოდან... მერე სუნთქვა ზედ ჩემს სახესთან, ნაზი შეხება ყელზე და მკერდზე, სურნელი, უცნაური უცხო და დამათრობელი...
- ნანეე, ნანე, დიდხანს გელოდი, როგორც იქნა აქ ხარ, ჩემთან, -ცხადად ჩამესმა და დაფეთებული წამოვხტი, მარტო ვიყავი, ღია ფანჯრებიდან საღამოს ბინდ ბუნდი დაუკითხავად მოძვრებოდა ოთახში, შემამცივნა, სხეულზე მოვიხვიე მკლავები და მოვიბუზე, შევკრთი როცა დაუკაკუნებლად შემოაღეს კარები, თავი ავწიე, ჩემს პირდაპირ, პატარა, გამხდარი, დედასავით ქერათმიანი და ცისფერთვალება გოგონა იდგა და დაუფარავი სიხარულით შემომცქეროდა, გამხდარი იყო და უპეებ ჩაშავებული თუცა მხნედ და ხალისიანად გამოიყურებოდა.
- შეიძლება რომ ჩაგეხუტო? -პირდაპირ მკითხა და პასუხს არ დალოდებია გამოიქცა, საწოლზე ამოხტა და კისერზე ჩამომეკიდა, გაუცნობიერებლად ჩავიკარი გულში.
- მართლა პრინცესას გავხარ, რა ლამაზი თმა გაქვს და როგორი ლამაზი ნაცრისფერი თვალები, ასეთი თვალები არასოდეს მინახავს, კარგია რომ ჩამოხვედი, რომ გაიგებს აქ ხარ ძალიან გაუხარდება, არ გეგონოს რომ მე არ მინდოდა შენი ჩამოსვლა მართლა მომწონხარ, უბრალოდ მას უფრო ძალიან უნდოდა, მეუბნებოდა რომ შენ სჭირდები, მხოლოდ შენ და სხვა არავინ, -შეუჩერებლად ტიტინებდა, როგორც კი გაჩუმდა და ცოტათი დაწყნარდა ჩემს წინ ჩამოჯდა და გაღიმებულმა შემომხედა, გახარებული ჩანდა, ბედნიერი მე კი მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად ვგრძნობდი რაღაც შიშისმაგვარს და ჩემი გონება გამალებით მუშაობდა რათა გამოენახა გზა თუ როგორ მიეღო ამ პატარა საყვარელი არსებისგან სასურველი ინფორმაცია ისე რომ არ დაეფრთხო.
- შეიძლება ამაღამ შენთან ერთად დავიძინო? -მკითხა და საყვარლად აახამხამა თვალები.
- ამაზე დავფიქრდები, -ჩაფიქრებული დავეყრდენი მოკეცილ მუხლებზე დაყრდნობილ ხელებს და მისი გაბუსხული ტუჩების დანახვისას სიცილი მაინც ვერ შევიკავე, მიუხედავად იმისა რომ უკვე ვიწყებდი გაცნობიერებას სასაცილოდ ნამდვილად არ მქონდა საქმე.
- რათქმაუნდა შეგიძლია ჩემთან ერთად დაიძინო, ოღონდ ერთი პირობით, უნდა მითხრა რატომ გინდა ჩემთან ერთად დაძინება.
- იმიტომ რომ თუ შენ ჩემს გვერდით იქნები მშვიდად დაძინებას შევძლებ, არ დამესიზმრება და ისედაც არ დამელაპარაკება, ახლა უკვე აქ ხარ და თანაც მას ხომ მე კი არა შენ სჭირდები, -მიპასუხა ბავშვური გულწრფელობით.
- და თუ აქ შენთან არ დავრჩები და უკან დავბრუნდები მაშინ რა მოხდება? -ვკითხე და მაშინვე ვინანე, სახე შეეცვალა და ტუჩები სატირლად მოებრიცა.
- გთხოვ არ წახვიდე, აღარ მინდა იმ საშინელი ხმების გაგონება და იმ სიზმრების ნახვა, გთხოვ ნანე არ წახვიდე, თუ წახვალ ისევ მოვა სიზმრებში და შემაშინებს...
- დამშვიდდი, დამშვიდდი, -მხრებში ჩავავლე ხელი და ვეცადე დამემშვიდებინა, სულ მთლად ცახცახებდა, შესაბრალისი მზერით მიყურებდა, წარმოდგენაც არ მინდოდა ახლა მის გონებაში რა ხდებოდა, თუმცა უკვე დარწმუნებული ვიყავი ეს ყველაფერი ნამდვილად არ იყო მისი წარმოსახვის ნაყოფი...
- ნუ ნერვიულობ არსად წასვლას არ ვაპირებ გესმის? -თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე.
- მართლა? -იმედით აევსო მზერა.
- მართლა, ოღონდ მასზე უნდა დამელაპარაკო.
- მასზე?
- ჰო, იმაზე ვინც გესაუბრება ხოლმე, ვინც სიზმრებში გსტუმრობს და ვინც გითხრა რომ მშობლებისთვის ჩემი ჩამოყვანა გეთხოვა, შეგიძლია მითხრა ვინ არის?
- არამგონია მოეწონოს, -დაეჭვებულმა გადააქნია თავი.
- მე კი ვფიქრობ რომ რაკი უკვე აქ ვარ აღარ უნდა გადარდებდეს რა მოეწონება და რა არა, -ვეცადე გამემხნევებინა და მგონი შედეგი გამოიღო, ის იყო მოსაყოლად მოემზადა რომ კარზე კაკუნის ხმამ შეგვაწყვეტინა, ლილი ქალიშვილს ეძებდა.
- რა გითხარი ნანე არ შეაწუხოთქო, -დატუქსა და ჯენაც თავდახრილი, მობუზული ადგა საწოლიდან.
- მეღვიძა და არ შევუწუხებივარ, თანაც უკვე დავმეგობრდით, -დავიცავი და შეუმჩნევლად ჩავუკარი თვალი, შეთქმულივით შემომღიმა და ხტუნვა-ხტუნვით გავარდა ოთახიდან.
- შენს ვალს ვერასოდეს გადავიხდით, -უხერხულად მხრებაწურული იდგა ჩემს წინ ლილი და ნერვიულად ათამაშებდა თითებს, -ვერანაირი ფული ვერ ეყოფა იმას რაც შენ გააკეთე ჩვენთვის.
- რას ამბობ, მე ჯერ არაფერი გამიკეთებია, -ცოტა არ იყოს მისმა ასეთმა საქციელმა თავი ცუდად მაგრძნობინა.
- შენ რომ გენახა რა დღეში ვიყავით ამას არ იტყოდი, ჯენა ადამიანს აღარ გავდა, მთელი დღეები ოთახში იყო ჩაკეტილი, გვეჩხუბებოდა, საჭმელს არ ჭამდა, ყველა ფსიქოლოგი გააგდო ვინც მივუყვანეთ, ღამე სიარული დასჩემდა იძულებულები გავხდით დაიძინებდა თუ არა საწოლზე გამოგვება ფეხით, ამტკიცებდა სულ მეშინოდა რომ შეიძლებოდა საკუთარი თავისთვის რამე დაეშავებინა და ღმერთო ჩემო მრცხვენია ამას რომ ვამბობ მაგრამ მეშინოდა რომ ჩვენ დაგვიშავებდა რამეს...
- ასე რატომ ფიქრობდით?
- არ ვიცი, არ ვიცი, -ნერვიულად ჩამოისვა აცახცახებული თითები სახეზე და ერთ ხანს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს გონების მოკრებას ცდილობდა, -როცა ჯენას ეს პრობლემები დაეწყო...
- როდის დაეწყო?
- თითქმის მაშინვე რაც ამ სახლში გადმოვედით, ახალი ნაყიდი გვაქვს, დაახლოებით სამი თვეა რაც აქ ვცხოვრობთ, დიდი ქალაქიდან ამ ადგილზე იმიტომ გადმოვედით საცხოვრებლად რომ ბავშვი მშვიდ და სუფთა გარემოში გაგვეზარდა მაგრამ ხომ ხედავთ რაც დაგვემართა, ვერ წარმოიდგენ მშობლისთვის რა ძნელია როცა ერთადერთ შვილს ასეთ მდგომარეობაში ხედავს და არაფრის გაკეთება არ შეუძლია, მე და მაიკმა უამრავი ინფორმაცია მოვიძიეთ ასეთი შემთხვევების შესახებ და ცოტა არ იყოს შეგვეშინდა...
- დარწმუნებული ვარ უამრავ ფილმსაც უყურეთ სადაც უმეტესწილად გაზვიადებულად და დამახინჯებულად არის გადმოცემული ინფორმაცია...
- არ უარვყოფ, უბრალოდ ხომ გესმის...
- შენი კარგად მესმის ლილი, -მხარზე ხელი დავადე და თბილად გავუღიმე, -მესმის რატომაც ნერვიულობ და ღელავ თუმცა მერწმუნე ჯენა სრულიათ ჯანმრთელ და უპრობლემო ბავშვს ჰგავს, ვფიქრობ რომ შევძლებ მის დახმარებას, უბრალოდ დრო მჭირდება რომ გავარკვიო რატომ ხდება ის რაც ხდება.
- დრო უამრავი გაქვს, ოღონდ არ წახვიდე და არ მიგვატოვო, -სასოწარკვწეთილი ხმით აღმოხდა და მომეხვია, მართლა მესმოდა მისი, ჯენასიც მესმოდა, ის პატარა და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის მქონე იყო, მე ზრდასრული ადამიანი ლამისაა გავეგიჟებინე იმ ხმებს და ჯენა კიდევ კარგად უძლებდა, რაც მთავარია ნელ-ნელა ვიწყებდი ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირებას, მათი ამ სახლში გადმოსვლის თარიღი და ის პერიოდი როცა პირველად ჩამესმა ის საოცარი მუსიკის ხმა, საეჭვოდ ემთხვეოდა ერთმანეთს, ახლა კი ჯენას მონაყოლი იმის შესახებ რომ თურმე ‘’მას’’ მე ვუნდოდი და ვჭირდებოდი, აქ რაღაც უცნაური ხდებოდა და აუცილებლად უნდა გამერკვია რა, აქედან ისე არ წავიდოდი თუ ამ ყველაფერს ფარდას არ ავხდიდი...
-
ვახშამი არაჩვეულებრივი იყო, მაიკი ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, ეტყობოდა რომ ცოლ შვილზე ამოდიოდა მზე და მთვარე, სასიამოვნო საუბარში გავლიეთ რამოდენიმე საათი ვახშმის შემდეგ, ვსაუბრობდით ყველანაირ თემაზე გარდა იმისა რისთვისაც აქ ჩამოვედი, ასეც უნდა ყოფილიყო, ლილის შევუთანხმდი რომ ხვალიდან დავიწყებდი ჯენასთან მუშაობას და ჩემს სამოქმედო გეგმასაც გავაცნობდი.
მიუხედავად იმისა რომ დღისით კარგად გამოვიძინე, ნოყიერი ვახშმისა და უამრავი სახალისო და საინტერესო ისტორიის შემდეგ ისევ მომერია ძილი, მასპინძლებს მოვუბოდიშე და წამოვდექი, ჯენაც მაშინვე წამოხტა, გვერდით დამიდგა და ხელი ჩამკიდა.
- დღეს ნანესთან ერთად ვიძინებ, -გამოუცხადა მშობლებს.
- ნუ შეაწუხებ, დასვენება სჭირდება, -დატუქსა მამამ.
- არ მაწუხებს, გამიხარდება თუ უფლებას მისცემთ რომ ჩემთან ერთად დაიძინოს, -ღიმილით გადავხედე, მიკსი მდგომარეობით გახარებულ მშობლებს და თანხმობის მიღების შემდეგ ხელჩაკიდებულები გამოვედით მისაღებიდან, ის იყო მეორე სართულზე ასასვლელ კიბესთან მივედით რომ ისე ცხადად ჩამესმა მუსიკის ხმა თითქოს ვიღაც სადღაც ჩემს მახლობლად უკრავდა, შევჩერდი და აღელვებულმა მოვათვალიერე იქაურობა, ყურებზე ხელები ავიფარე მუსიკა კი არადა არ ჩერდებოდა შემდეგ კი უცბად დადუმდა და როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე.
- კარგად ხარ? -ჯენა გაფართოებული თვალებით შემომყურებდა, თავი დავუქნიე.
- შენც გესმის არა? ნუ გეშინია არავის არ ვეტყვი, -გამიღიმა და თანაგრძნობის ნიშნად პატარა თითები მომიჭირა ხელზე.
- რას გულისხმობ? -მთელი ძალა და ნებისყოფა მოვიკრიბე რომ ისეთი ტონით მეკითხა ვითომ მართლა ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა.
- იმას ვგულისხმობ რომ ის შენც გელაპარაკება ხომ ასეა? მაგრამ იცოდე რომ არავის ვეტყვი.
- რატომ არ ეტყვი არავის?
- დედამ და მამამ რომ გაიგონ შენც გესმის ხმები იფიქრებენ რომ ჩემსავით გაგიჟდი და აქედან გაგიშვებენ, მე კი არ მინდა რომ წახვიდე, მითხარი ხომ არ წახვალ?
აღარაფერი მითქვამს საპასუხოდ გავუღიმე, ხელი მაგრად ჩავჭიდე და კიბეზე ავუძეხი, რატომღაც ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ეს ღამე ძალიან ბევრ რამეს შეცვლიდა ჩემს ცხოვრებაში...





საღამურებში გამოწყობილი ვიჯექი სავარძელში და ჩემს საწოლში მშვიდად მძინარე ჯენას თვალს არ ვაშორებდი, საძინებელში ამოვედით თუ არა მაშინვე დაიძინა და ვეღარ შევძელი მისთვის კითხვები დამესვა, ერთადერთი იმის გარკვევა მოვახერხე რომ მართალია მასაც ჩემსავით ესმოდა ხმები მაგრამ ის რაც მესმოდა მე და რაც ესმოდა მას ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, დაზაფრული სახით მიყვებოდა თუ რა საშინელი ხმები ესმოდა, საზარელი, სულისგამყინავი, კივილის, ღრჭიალის, გოდების ხმები, მომიყვა თუ რა საშინელ სიზმრებს ხედავდა, ლანდებს, გაურკვეველ გამოსახულებებს...
როცა ვთხოვე დაწვრილებით მოეთხრო ჩემთვის თუ ვინ იყო და როგორ გამოიყურებოდა ის ვინც ჩემს შესახებ ელაპარაკებოდა და უბრძანებდა მშობლებისთვის ჩემი ჩამოყვანა ეთხოვა, ბევრი ვერაფერი მითხრა, მთლიანად შავებში შემოსილი კაპიუშონიანი მამაკაცი აღწერა მშვიდი სასიამოვნო ხმით, ეს იყო და ეს...
საუბრით დაღლილს ჩაეძინა, კაცმა რომ თქვას არც მინდოდა ზედმეტად თავი მომებეზრებინა მისთვის, რაც არ უნდა ყოფილიყო ჯერ აქედან წასვლას არ ვაპირებდი და აუცილებლად გავარკვევდი რა ხდებოდა, საწოლის მოპირდაპირე კედელზე დაკიდებული საათი ღამის ოთხ საათს აჩვენებდა და გულისგამაწვრილებლად წიკწიკებდა, ვერასდროს ვიტანდი საათის წიკწიკს, წამოვდექი, ჩამოვხსენი, ელემენტი ამოვაცალე, ისევ უკან დავკიდე და სამარისებური სიჩუმით ნასიამოვნებმა გავიღიმე, ვერ ვიძინებდი, ვერაფრით ვახერხებდი დაძინებას, ალბათ იმის ბრალი იყო რომ დღისით კარგად გამოვიძინე, დაბნეული ვიყავი, უზარმაზარი ფაზლის ნაწილები დაცურავდნენ ჩემს გონებაში და ვერაფრით ვახერხებდი მათი კუთვნილი ადგილი მეპოვა, უკვე ვხვდებოდი რომ ჩემი და ჯენას ურთიერთობა ბევრად გასცდებოდა ფსიქოლოგის და პაციენტის ურთიერთობას და რას მომიტანდა მე ეს ყველაფერი? რისი მოლოდინი უნდა მქონოდა? ჯერ არ ვიცოდი, არა ვტყუი, ვიცოდი და ჯიუტად ვარიდებდი თავს იმაზე ფიქრს რომ ეს ყველაფერი ჩემთან იყო პირდაპირ კავშირში...
ფანჯარასთან მივედი და ფარდა გადავწიე, სავსე მთვარე ანათებდა ბაღს, მსუბუქი ნიავი არხევდა ხეებს, ერთხანს გაღიმებული ვათვალიერებდი მისტიურ ჩრდილებში ჩაფლულ გარემოს და ის იყო შემობრუნება დავაპირე რომ დავწოლილიყავი, თვალი რაღაც უჩვეულომ მომტაცა, ფანჯრის რაფას დავეყრდენი და შევეცადე უკეთ გამერჩია, ღობის განაპირას უზარმაზარი ხის ქვეშ ვიღაც იდგა, მთლიანად შავ ტანსაცმელში გამოწყობილი, თავზე კაპიუშიონ წამოფარებული, მის სახეს ვერ ვხედავდი მაგრამ ვგრძნობდი რომ მე მიყურებდა, ერთხანს გაუნძრევლად იდგა, მერე ხელი ასწია და ოდნავ გააქნია ჰაერში თითქოს მომესალმაო...
იმდენად ვიყავი დაძაბული ზურგზე შეხება რომ ვიგრძენი ერთ ადგილზე შევხტი, შევყვირე და შემოვტრიალდი, ჩემს წინ ჯენა იდგა, პირზე ხელი ავიპარე რომ ყელიდან ამომსკდარი კივილი როგორმე შემეკავებინა, ფართოდ გახელილი თვალები მთლიანად თეთრი გაუმჭვირვალე გარსით ჰქონდა დაფარული, ჩემს წინ იდგა და წინ და უკან ირწეოდა.
- ჯენა, ჩემო გოგო, რა გჭირს კარგად ხარ? -მის წინ ჩავიმუხლე და მხარზე დავადე ხელი, გაურკვევლად ამოიზმუვლა რაღაც, კარისკენ გაიშვირა თითი და შებრუნდა, ნელი ნაბიჯით დაიძრა, წამოვდექი და უნებურად ეზოსკენ გამექცა თვალი, ხის ქვეშ აღარავინ იდგა, თუმცა ახლა ჯენა უფრო მაინტერესებდა რომელიც საძინებლიდან გავიდა და პირველ სართულზე ჩამავალი კიბისკენ გაემართა ბარბაცით, უკან მივყვებოდი, ვიცოდი არასწორად ვიქცეოდი, ვიცოდი საძინებლიდან არ უნდა გამეშვა და ლილისთვის უნდა დამეძახა მაგრამ ცნობისმოყვარეობას ვერაფერს ვუხერხებდი, კიბეზე ჩასვლაში დავეხმარე რომ არ წაქცეულიყო და რამე არ დაეშავებინა, ეზოში გასასვლელი კარისკენ წავიდა, დაპროგრამებული რობოტივით ადგავდა ნაბიჯებს, უკან არ იხედებოდა, მიდიოდა და თან ჩემთვის გაუგებრად ბუტბუტებდა რაღაცას, კარი გააღო და გავიდა, გავყევი, ვერანდიდან ეზოში რომ დააპირა ჩასვლა ერთი წამით შევყოყმანდი ვიფიქრე რომ უნდა შემეჩერებინა მაგრამ საკუთარ თავს ვერაფრით ვაჯობე, სახლს უკან შემოუარა და ეზოში გავიდა, უკანა კედელთან ვიდექით, იმ ადგილზე რომელსაც ჩემი საძინებლის ფანჯარა გადმოჰყურებდა, გაუნძრევლად მდგარ ჯენას მივუახლოვდი და მხარზე ხელი დავადე, იმ შემზარავი თეთრი თვალებით ამომხედა და ღობისკენ გაიშვირა თითი, მის თითს გავაყოლე მზერა, ხის ქვეშ ზუსტად იქ სადაც ფანჯრიდან დავინახე, ის უცნობი იდგა და მიყურებდა, მის თვალებს ვერ ვხედავდი მაგრამ მთელ სხეულს მიწვავდა მისი მზერა, თავს ცუდად მაგრძნობინებდა, უსიამოვნოდ, შებოჭილად, ნაბიჯის გადადგმა ვცადე და მივხვდი რომ ვერცერთ კიდურს ვერ ვამოძრავებდი, ხმის ამოღება ვცადე, არ გამომივიდა, ჯენა შებრუნდა და სახლისკენ გაუყვა ბილიკს, ასე უმწეოდ გაშეშებული, ფეხშიშველი ვიდექი შუა ეზოში და ერთადერთი რასაც ვახერხებდი სუნთქვა იყო...
- ხის ჩრდილს რომ გამოეყო და ჩემსკენ ნელი, უდარდელი ნაბიჯებით რომ წამოვიდა, მივხვდი რომ უკვე დრო იყო შემშინებოდა, შიშის საცეცები ფეხის თითებიდან შემიძვრნენ სხეულში და წამის უსწრაფესად მოედვნენ ყველა უჯრედს, ცალკე საკუთარი თავი და მდგომარეობა მადარდებდა და ცალკე ის რომ შეიძლებოდა ჯენას რამე ცუდი დამართნოდა და ამაში მე ვიქნებოდი დამნაშავე.
- როგორც იქნა შევხვდით, -უკვე კარგად ნაცნობმა ხმამ ბასრი ხანჯალივით გაიარა ჩემში და ისეთი შეგრძნება დამიტოვა თითქოს სულ ცოტაც და სისხლისგან დავიცლებოდი, ის იყო ვინც მეძახდა და აქ ჩამოსვლისკენ მიბიძგებდა, ჩემს წინ იდგა, ორი ნაბიჯის მოშორებით, ერთი ხელის გაწვდენაზე...
- ააჰ მაპატიე, ვერ ლაპარაკობ არა? -ჩაეცინა როცა დაინახა როგორ ვწვალობდი და როგორ ვმანჭავდი სახეს რომ თუნდაც ერთი სიტყვა მეთქვა, ჯიბეებში ჩაიწყო ხელები რომლებზეც თხელი ტყავის ხელთათმანები ეცვა და თავი უკან გადახარა, მთვარის შუქი პირდაპირ სახეზე ეცემოდა უფრო სწორად იმ ადგილზე სადაც წესით სახე უნდა ჰქონოდა თუმცა მე ვერაფერს ვხედავდი წყვდიადის გარდა, მისი სახის მაგივრად უკუნეთი წყვდიადი შემომცქეროდა, უმთვარო ღამის და ნისლის ნარევი, ვუყურებდი და არ ვიცი როგორ ვახერხებდი თავის შეკავებას რომ შიშისგან სული არ გამეცხო...
- გულადი ჩანხარ ნანე, ასე რომ არ იყოს მიუხედავად იმისა რომ გეძახდი და გიხმობდი ყველანაირად თავს აარიდებდი აქ ჩამოსვლას, ან იქნებ სულაც არ ხარ გულადი და უაზრო ცნობისმოყვარეობამ მოგიყვანა ჩვენამდე, რაც არ უნდა იყოს დრო მოვიდა რომ ის გააკეთო რისთვისაც აქ ხარ...
კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, თავი ასე უმწეოდ და უსუსურად არასდროს მიგრძვნია, ნეტავ რას მიპირებდა? ვინ იყო და ჩემგან რა უნდოდა? ხელი რომ ასწია, ხელთათმანი გაიძრო და თითები ჩემი სახისკენ წამოიღო, თვალები მაგრად დავხუჭე და ვიგრძენი ერთადერთი ცრემლი როგორ დაეშვა ღამის გრილი ჰაერისგან გათოშილ ლოყაზე, ახლოს, სულ ახლოს ვგრძნობდი მისი თითებიდან წამოსულ სიმხურვალეს, ის იყო უნდა შემხებოდა რომ ნაცნობმა მუსიკის ხმამ გაიჟღერა ჰაერში და გაოგნებულმა გავახილე თვალები, ასე ხმამაღლა და ასე ახლოდან არასოდეს გამიგია ეს მუსიკა და თუ ჩემს წინ მდგარი არსების ჰაერში გაშეშებულ მოცახცახე ხელს და უშვერ გინებას გავითვალისწინებთ მასაც ესმოდა, ცდილობდა ჩემთან უფრო ახლოს მოსულიყო, ცდილობდა შემხებოდა მაგრამ რაღაც აკავებდა, რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ ხელები ჩამოუშვა და უკან დაიხია, მე კი ნელ-ნელა მომიდუნდა დაჭიმული სხეული და საოცრად გამიხარდა როცა ვიგრძენი რომ მოძრაობა შემეძლო, მუსიკა ერთხანს კიდევ მესმოდა, თითქოს ვიღაც სპეციალურად ჩემთვის უკრავდა, მხოლოდ იმიტომ რომ თავი კარგად მეგრძნო და დავმშვიდებულიყავი, ასეც იყო უკვე უკეთ ვიყავი, როგორც კი ნაბიჯის გადადგმა შევძელი და ლაპარაკის უნარი დამიბრუნდა მუსიკაც ნელ-ნელა მიჩუმდა...
- ასე არა? რატომ ვერ ისვენებ? ამით რას გინდა რომ მიაღწიო? -ჩემს წინ მდგარმა თავი დახარა და მუშტები შეკრა, მივხვდი რომ მე არ მგულისხმობდა, ვიღაც სხვას ესაუბრებოდა, -ხელს რატომ მიშლი როცა ვცდილობ რომ დაგეხმარო, მე შენსკენ და შენ ეშმაკებისკენ არა? -ჩაილაპარაკა და მოულოდნელად გულიანად გადაიხარხარა.
- ხომ ასე ამბობთ ხოლმე ადამიანები? -ახლა მე მომმართა.
- რას გულისხმობ? -შიშისგან და დაძაბულობისგან ხრინწგარეული ხმით ვკითხე.
- მე შენსკენ და შენ ეშმაკებისკენო, შენს ქვეყანაში ამ სიტყვებს ხშირად იყენებენ ხომ ასეა?
- ვერ ვხვდები რას გულისხმობ, რა ხდება? ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა? -არც კი ვიცოდი საიდან ვპოულობდი ძალას და ენერგიას იმისთვის რომ მასთან ასე მშვიდად მესაუბრა.
- ადრიანი, -ხელი გამომიწოდა, ხოლო მეორე ხელით კაპიუშონი გადაიძრო, ჩალისფერი კულულები უწესრიგოდ ჩამოეშალა სახეზე რომლის დანახვასაც აქამდე რატომღაც ვერ ვახერხებდი და რომელსაც ახლა მთელი სიცხადით ვხედავდი.
- რაა... მე... ეს... -საცოდავად ავბლუყუნდი.
- ადრიანი, ადრიანი მქვია, -გაიღიმა და რომ მიხვდა ხელის ჩამორთმევას არ ვაპირებდი თითები უკან გასწია, იმისდა მიუხედავად რომ ყურებამდე გაღიმებული მიყურებდა თვალები რომელსაც ვერ ვარჩევდი რა ფერის იყო საოცარი სიცივით ჰქონდა სავსე.
- არ მეტყვი ვინ ხარ და რა გინდა? -ძლივს მოვაბი თავი ორიოდე სიტყვას.
- აუცილებლად გაიგებ ოღონდ ჯერ არა, არსად გვეჩქარება შენ ხომ ჯერ არასად წასვლას არ აპირებ, -თვალი ჩამიკრა და შებრუნდა, -ჯერჯერობით იყოს ისე როგორც მას უნდა, ჩვენ კი კიდევ შევხვდებით ნანე, -უკვე ღობესთან მისულმა მომაძახა და ისე გაუჩინარდა როგორ უცნაურადაც გამოჩნდა.
- ჯანდაბა, ცუდად ვარ, ძალიან ცუდად ვარ, -აღმომხდა სასოწარკვეთილს და წინ გადახრილი მოცახცახე მუხლებს დავეყრდენი რომ როგორმე წონასწორობა შემენარჩუნებინა.
- კარგად იქნები, ოღონდ აქედან უნდა წახვიდე, წადი ნანე, აქაურობას მოშორდი, -ჩამესმა ხმა, წელში გავსწორდი და თვალები დავხუჭე, ყურადღება დავძაბე, ადრიანის ხმას არ ჰგავდა განხვავებული იყო, თბილი მაგრამ ძალიან სუსტი, მინავლებული...
-
- დილა მშვიდობის ნანე, აქ რას აკეთებ? -ლილის ხმა გავიგე და თვალები გავახილე, გავახილე და კიდევ ერთხელ დამჭირდა მთელი ჩემი სამსახიობო მონაცემების გამოყენება იმისთვის რომ გაოცებისგან ხმამაღლა არ მეყვირა, არ ვიცი რამდენი ხანი გავატარე უკანა ეზოში ერთ ადგილზე მდგომმა მაგრამ ახლა უკვე დღე იყო, ახალი ამოწვერილი მზე ანათებდა და ჩემს წინ მდგომი ლილი ისეთი სახით მიყურებდა რომ მივხვდი ან სასწრაფოდ უნდა მომეფიქრებინა რამე მიზეზი თუ რატომ ვიდექი ბაღში ფეხშიშველი, თმაგაწეწილი და საღამურებში გამოწყობილი, ან პირდაპირ უნდა ჩამელაგებინა ბარგი და წავსულიყავი, მეორე ვარიანტი არანაირად არ მაწყობდა ასე რომ...
- დილა მშვიდობის, -რაც შემეძლო გულითადად გავუღიმე და ყველანაირად ვეცადე რომ სახეზე არ შემტყობოდა თუ რა საშინლად მტეხდა სახსრებში, -ცოტა ხნის წინ გამოვედი გარეთ, მოგეხსენება ნიუ იორკში ვცხოვრობ და ხშირად არ მაქვს იმის საშუალება რომ მიწაზე ფეხშიშველმა გავიარო, არადა ბებია ყოველთვის მასწავლიდა რომ დილით მზის ამოსვლას თუ ფეხშიშველი და მიწაზე მდგომი შევხვდებოდი მთელი დღე ბუნების დადებითი ენერგიით ვიქნებოდი დამუხტული, ჩემს ქვეყანაში დიდი სახლი გვქონდა დიდი ბაღით და ხშირად ვიქცეოდი ასე, მაგრამ რაც ამერიკაში გადმოვედი მიმავიწყდა, თქვენი არაჩვეულებრივი, ულამაზესი ბაღი რომ დავინახე გულმა არ მომითმინა.
მონოლოგი ერთი ამოსუნთქვით დავასრულე და რომ დავინახე ლილის სახეზე ეჭვები როგორ შეცვალა დადებითმა ემოციებმა შვებით ამოვისუნთქე, ფეხზე გაიხადა და ჩემს გვერდით დადგა.
- რა კარგია რომ მასწავლე, ყოველ დილით გავაკეთებ ხოლმე, დადებითი ემოციები ნამდვილად არ მაწყენდა, -შემომცინა და წელზე შემომხვია ხელი, -არადა რა არ ვიფიქრე.
- იფიქრე რომ თავში ყველაფერი რიგზე ვერ მქონდა არა? -შევეცადე გულიანად გამეცინა და მგონი გამომივიდა, ლილიც ამყვა.
- ჯენას გამო მე და მაიკი ისეთ დღეში ვართ უკვე რაღაცეები გვეჩვენება, წამოდი ყავა დავლიოთ, -წინ გამიძღვა და მეც ბარბაცით მივყევი უკან, სხეულს ფაქტიურად ვეღარ ვგრძნობდი, ასე მეგონა ფეხის თითები მოყინული მქონდა.
- წყალს გადავივლებ და ჩამოვალ, -ვუთხარი სამზარეულოსკენ მიმავალს.
- ჯენა გააღვიძე და წამოიყვანე, -მომაძახა და ზურგს უკან კარი მიიხურა, შეშინებულმა ავიფარე პირზე ხელი, ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ითქვას რომ მხოლოდ ახლა გამახსენდა ჯენა, გულამოვარდნილი შევვარდი საძინებელში და საწოლში მშვიდად მძინარე რომ დავინახე აცახცახებული დავეცი მუხლებზე, თავი ხალიჩაზე დავდე და ავტირდი...
-
თბილი შხაპის მერე გონს მოსული ვიჯექი სამზარეულოში და ლილის მოდუღებულ ყავას შევექცეოდი, ჯენა ჩემს პირდაპირ იჯდა და გემრიელად ილუკმებოდა, აშკარა იყო რომ არ ახსოვდა რაც წუხელ მოხდა.
- რაზე ფიქრობ? -ლილი გვერდით მომიჯდა და დაჭრილი ხილით სავსე თეფში მომიწია, -შეჭამე რამე თორემ საშინლად ხარ გამხდარი.
- სერიოზულად? მართლა ასე ძალიან ვარ გამხდარი? -თეატრალურად შევიცხადე მაგრამ ახლა სულ არ მადარდებდა ჩემი წონა.
- ვიხუმრე, მშვენივრად გამოიყურები, ეჰ რას არ მივცემდი შენნაირი სხეული რომ მქონდეს, ჯენას შემდეგ ძალიან გამიჭირდა წონაში დაკლება, შენ კი იდეალური ხარ, სიმაღლეც კი იდეალური გაქვს, საშუალო...
- რაღაც უნდა გკითხო, მაინტერესებს ერთ პიროვნებას თუ იცნობ, სადღაც აქვე ახლოს უნდა ცხოვრობდეს, -ოსტატურად შევცვალე სასაუბრო თემა.
- მკითხე, მართალია დიდი ხანი არ არის რაც ამ ქალაქში ვცხოვრობთ მაგრამ სრულიად შესაძლებელია რომ ვიცნობდე.
- გვარი არ ვიცი, ბენი ჰქვია, მონადირეა...
- ააა გამახსენდა, ან როგორ შეიძლება რომ ბენი არ მახსოვდეს, მაღალი მოხუცი კაცი თეთრი თმით და წვერით? -სახე მოეღუშა და ჩაფიქრდა, - საიდან იცნობ?
- გზაში შევხვდი, ცოტა ვისაუბრეთ, სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.
- ვინ იმ ველურმა? -წარბი მაღლა აზიდა ლილიმ.
- მაგას ბენზე ამბობ? -ახლა მე გავიკვირვე.
- არ ვიცი თავი როგორ მოგაჩვენა მაგრამ უცნაური და საშიში კაცია, მისმინე ახლა ყველაფერს მოგიყვები, ამ სახლში ახალი გადმოსულები ვიყავით რომ მოგვადგა და სკანდალი მოაწყო, ნასვამი იყო, გვმიმტკიცებდა ეს სახლი დაწყევლილია აქედან სასწრაფოდ წადით თუ არ გინდათ რომ რამე საშინელება შეგემთხვეთო, სახლში შემოჭრა უნდოდა, პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა რომ მოგვეშორებინა, ჩვენთან მოახლოება აუკრძალეს, მას შემდეგაც ხშირად შემიმჩნევია როგორ დგას ხოლმე მოშორებით და გვითვალთვალებს...
- რას ამბობ, ასეთი არ ჩანდა.
- ვერ გაიგებ როგორია, როგორც ვიცი ამ ქალაქში ყველას ძალიან უყვარს, უბრალოდ რატომღაც ჩვენ ამოგვიჩემა, არ გირჩევ მასთან დაახლოებას.

ვერ ვიტყვი რომ ლილის სიტყვებმა არ ჩამაფიქრა, თუმცა მისი რჩევის გათვალისწინებას ბენთან დაახლოების შესახებ ნამდვილად არ ვაპირებდი, მან რაღაც იცოდა, ეს რაღაც ამ სახლთან და ჩემთან იყო დაკავშირებული და აუცილებლად უნდა გამეგო რა ხდებოდა.
სამი დღე ისე გავიდა არაფერი უცნაური აღარ მომხდარა არადა ყოველ დღე და ღამე ველოდი რომ ისევ გამოჩნდებოდა ის უცნობი, არანაირი უცნაური ხმა აღარ გამიგია, ჯენაც მშვიდად იყო, კარგად ეძინა, კარგად ჭამდა, სწავლა დაიწყო, მთელ დღეს ეზოში ატარებდა, ვმეცადინეობდით, ვთამაშობდით, ლილი და მაიკი უბედნიერესები იყვნენ, ერთი სიტყვით ყველაფერი იდეალურად იყო მაგრამ ვიცოდი ადრე თუ გვიან საგულდაგულოდ დამალულ ნაღმს დავაბიჯებდი და...
- როგორ არის? -ლილი ჩემს გვერდით დაჯდა ბალახზე და სიყვარულით სავსე მზერით შეხედა საქანელაზე მჯდარ ჯენას.
- ყველაფერი კარგად არის, ჯენა კარგადაა მაგრამ ცოტა ხანი, რამდენიმე დღე კიდევ მჭირდება რომ დაზუსტებით გითხრათ რამე.
- ოჰ, ისეთი ბედნიერი ვარ, აღარ მეგონა თუ ისევ ვნახავდი ასეთ ჯენას, იცი მაიკიც რა მადლიერია? ლამისაა შენზე დაიწყოს ლოცვა, -გულიანად გადაიკისკისა და მეც ამიყოლია.
- ყველაფერი კარგად იქნება ლილი, -ბალახებზე გადავწექი, სახე ჩამავალი მზის სხივებს მივუშვირე და ხელები თავქვეშ ამოვიდე, -რაღაც მინდა გკითხო, ამ ქალაქში, ახლომახლო, არის ისეთი ადგილი სადაც დღეს საღამოს წავალ და ერთ ჭიქა ლუდს დავლევ, ცოტა განტვირთვა არ მაწყენდა.
- აქვე ახლოს არის ერთი ბარი მაგრამ არა მგონია მოგეწონოს, მამაკაცებით არის ხოლმე სავსე, ის ბენიც სულ იქ დადის, წეღან ბაზრიდან რომ მოვდიოდი დავინახე როგორ შედიოდა ბარში, ნამდვილი ლოთია, როცა არ ნადირობს მთელი დღე სვამს.
ჩამეღიმა, მეც სწორედ ეს მინდოდა, ლილიმ უნებურად მომაწოდა ჩემთვის სასურველი ინფორმაცია, ბენი აუცილებლად უნდა მენახა და დავლაპარაკებოდი.

საღამოს ათი საათი იქნებოდა ბარში რომ შევაბიჯე და მივხვდი რომ შესვლისთანავე მივიქციე ყურადღება, ლილი მართალი აღმოჩნდა, ბარი მამაკაცებით იყო სავსე, სვამდნენ, ხმაურობდნენ, მოურიდებლად ბილწსიტყვაობდნენ, თითის წვერებზე შევდექი და კისერი წავიგრძელე რომ იქაურობა მომეთვალიერებინა და ბენი მეპოვა.
- სასმელზე დაგპატიჟებ, -მომემა უკნიდან, მივბრუნდი, ჩემს წინ ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა მამაკაცი იდგა, გაბურძგნული წვერით, უზარმაზარი ღიპით და ლუდის ჭიქით ხელში.
- ჩემთან ერთად ლუდს დალევ? -კითხვას ბოყინი და სასმლის და ნივრის სურნელის ნაზავი მოაყოლა, უსიამოვნოდ შევჭმუხნე ცხვირი და პასუხის გაცემას ვაპირებდი მაგრამ აღარ დამჭირდა.
- შენს თავს მიხედე ბონ ეს გოგო ჩემთან არის, -მომესმა ნაცნობი ხმა და ბენი ამომიდგა გვერდით.
- ამას შეხედე ერთი, -ბონად წოდებულმა გაოცებულმა გაშალა ხელები და თავის ქიცინით მოგვშორდა, ბენს მივუბრუნდი, ღიმილით მიყურებდა თუმცა თვალებში ისევ ბრაზნარევი სევდა ედგა.
- ჯიუტი გოგო, ესე იგი არ დამიჯერე და აქ ხარ.
- აქ ვარ და შენთან საუბარი მინდა, დარწმუნებული ვარ ხვდები რაზეც.
- უხმოდ დამიქნია თავი, ბარმენს ორი ჭიქა ლუდი გამოართვა და ბარის სიღრმეში მდგარი ერთადერთი თავისუფალი მაგიდისკენ გამიძღვა...





- ბოლომდე მაინც არ მეუბნები რა ხდება, -უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე და აღარ დამისხათქო ვანიშნე, აქ დასათრობად ნამდვილად არ მოვსულვარ, ერთი ჭიქა ლუდი სრულიად საკმარისი იყო, ვიჯექი გვარიანად შემთვრალი ბენის პირდაპირ და ვბრაზობდი, მასზეც, საკუთარ თავზეც და იმ უცნობზეც ვინც ამ გადასაკარგავში ჩამოსვლა მაიძულა... ჰო, ნამდვილად მაიძულა, ახლა უკვე ვხვდებოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ მართლაც არაფერი მომხდარა შემთხვევით და ჩემი აქ ჩამოსვლა ერთი დიდი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, ოღონდ არ ვაპირებდი ასე უდარდელად ჯდომას და მოცდას იქამდე სანამ ამ გეგმის ავტორი სასურველს არ მიიღებდა და ყველაფერს ბოლომდე არ მიიყვანდა...
- მეტი სათქმელი არაფერი მაქვს, -ბენმა ხელები გაშალა და გამიღიმა, -უნდა წახვიდე, შენთვის აქ ყოფნა სახიფათოა, სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი ამ ყველაფერთან რა შუაში ხარ თუმცა ფაქტია რომ ასეთი დამთხვევები ასე უბრალოდ არ ხდება.
- კარგი, ყველაფერი გასაგებია, აზრი აქ აქვს, მივხვდი რომ შენგან ვერაფერს გავიგებ, -ხელი ჩავიქნიე და ასადგომად წამოვიწიე მაგრამ შემაჩერა, -იმ სახლს მოშორდი შვილო, რაც შეიძლება შორს წადი იქიდან, -ისეთი იდუმალი ხმით მითხრა ტანში ცივად გამცრა და მოვიბუზე.
- ვერ ვხვდები იმ სახლს რას ერჩი, სულაც არ არის საშიში.
- სახლი არა, ის არის საშიში რაც მის შიგნითაა, -თქვა და ტუჩებზე აიფარა ხელი, მერე კი უშვერად შეიგინა მოურიდებლად, -მაინც წამომცდა.
- კარგი, მოდი გავაგრძელოთ ბენ, -რაკი ასეთი რამ წამოცდა ახლა უკან დახევას აღარ ვაპირებდი, ვანიშნე რომ კიდევ მოეტანათ სასმელი და როცა კიდევ ერთი ჭიქა დაცალა უფრო თამამად გავაგრძელე დაკითხვა, -მითხარი რა ან ვინ არის იმ სახლში ასეთი საშიში, ბენეტების ოჯახს გულისხმობ?
- ხუმრობ? -გულიანად გაეცინა და მერე ისევ დაუსერიოზულდა სახე, -ბენეტები არაფერ შუაში არიან, მათი ოჯახიც შენსავით მსხვერპლია...
- მსხვერპლი? ფიქრობ რომ მე მსხვერპლი ვარ? ვისი ან რისი?
- იმ... იმ... იმ არსების, -როგორც იქნა ამოთქვა და კიდევ ერთი დაცლილი ჭიქა დაახეთქა მაგიდაზე, უკვე ძალიან იყო მთვრალი და ეჭვი მეპარებოდა რომ მისგან ღირებული ინფორმაციის მიღებას შევძლებდი.
- მისმინე ბენ, -მშვიდი შემპარავი ხმით დავიწყე, -იმ სახლში ბენეტების გარდა არავინ ცხოვრობს, იქ სხვა ადამიანი არ მინახავს.
- ადამიანი ვინ ახსენა? -ჩაიხითხითა და ჩემს ნახევრად დაცლილ ჭიქას დასწვდა.
- აბა რა იგულისხმე?
- ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ის სახლი მე და ჩემმა მეგობარმა ლუდვიგმა საკუთარი ხელებით ავაშენეთ ორმოცი წლის წინ, მაშინ ახალგაზრდები ვიყავით...
- სულაც არ გავს ასე ძველს, -სიტყვა შევაწყვეტინე, ახლა სულაც არ მინდოდა მისი ახალგაზრდობის ისტორიის მოსმენა.
- მაცადე უნდა მოგიყვე, ხომ გაინტერესებდა, -რატომღაც უცბად მოვიდა ლაპარაკის ხასიათზე, -მე ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე, ოცი წლის ვიყავი როცა ლუდვიგი აქ ჩამოვიდა საცხოვრებლად და ის მიწა შეიძინა რომელზეც ახლა ის სახლი დგას სადაც ბენეტები ცხოვრობენ, ჩემზე შვიდი წლით დიდი იყო, მდიდარი, უცნაური და იდუმალი.
- რატომ იდუმალი? -მაინც ვერ შევიკავე თავი რომ არ მეკითხა, -ბენმა ამოიოხრა და ისეთი სახე მიიღო თითქოს შეურაცხყოფა მივაყენე სიტყვა რომ შევაწყვეტინე.
- იდუმალი იმიტომ რომ ურთიერთობებს ერიდებოდა, უამრავი ფული ჰქონდა, სხვა ქალაქიდან ჩამოიყვანა მუშები სახლის ასაშენებლად, შეიძლება მუშები არც იყვნენ ახლაც არ ვიცი, არავისთან კონტაქტობდნენ, ნაკვეთს გარშემო უზარმაზარი ღობე შემოავლეს და არავინ იცოდა რას აკეთებდნენ შიგ, ჩემს მეზობლად ერთი მოხუცი მშენებელი ცხოვრობდა, ერთხელ ლუდვიგს შევხვდით ქუჩაში მე და მარტინი და მივესალმეთ, მარტინი გაეხუმრა, იმდენი მიწა გამოაქვთ შენი ნაკვეთიდან გეგონება სახლის საძირკველს კი არ ჭრი გვირაბს თხრი მიწის ქვეშო, ლუდვიგი შეცბა და იუარა, მარტინი კი გაჯიქდა და აღარ გაჩერდა, მითხარი რას აკეთებ და რისთვის თხრი იმდენ მიწასო, მეორე დილით მარტინი მკვდარი იპოვეს სახლში...
- ღმერთო ჩემო, -შეძრწუნებულმა ავიფარე პირზე ხელი, -შენ ფიქრობ რომ ლუდვიგმა...
- ვფიქრობ კი არა დარწმუნებული ვარ ოღონდ ეს მაშინ არ ვიცოდი, დაახლოებით ათი წლის წინ გავიგე.
- ამაზე ასე მშვიდად როგორ საუბრობ?
- ვიცი რომ ამისთვის მიზეზი ჰქონდა, თუ მაცდი ყველაფერს მოგიყვები, ერთი სიტყვით არ ვიცი როგორ და რატომ მაგრამ ლუდვიგი მე დამიახლოვდა, დამიმეგობრდა, არ ვიცი რა განზრახვა ჰქონდა, შეიძლება უნდოდა რომ ამ ქალაქში ერთი ადამიანი მაინც ყოლოდა ვისაც ენდობოდა, შეიძლება მართლაც სჭირდებოდა მეგობარი, თავის თავზე არაფერს მიყვებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ორიოდე კვირაში ისე დავახლოვდით, უკვე მისი სახლის მშენებლობაშიც კი ვიღებდი მონაწილეობას, თვითონ ხშირად უწევდა ქალაქიდან წასვლა და ყველაფერს მე ვმეთვალყურეობდი, რამდენიმეჯერ ვკითხე იმ იდუმალი ზარების და გამოძახებების შესახებ მაგრამ არასდროს გაუცია პასუხი...
- საინტერესოა ვინ იყო?
- ჰო, მართლაც, მეც მაინტერესებდა მაგრამ კარგად მალავდა საკუთარ პიროვნებას და საქმიანობას, თუმცა იმ პერიოდში მე ნამდვილად კეთილ ანგელოზად მომევლინა, მაში საკმაოდ ცუდად მიმდიოდა საქმეები, მამაჩემი ახალი დაღუპული იყო, ფინანსურადაც მიჭირდა...
- მანაც მეგობრობის სანაცვლოდ დახმარების ხელი გამოგიწოდა? -ზიზღით ავიბზუე ცხვირი, ვერ ვიტანდი ისეთ ადამიანებს სხვის მდგომარეობას რომ სათავისოდ იყენებენ.
- შეიძლება ასეც იყო, -ჩემდა გასაკვირად ბენმა არ იუარა ჩემი სიტყვები, -შეიძლება იმ დროს მიყენებდა მაგრამ ხელი ხელს ბანსო ხომ გაგიგია, ერთი სიტყვით უნდა გითხრა რომ მარტინი მართალი აღმოჩნდა და ლუდვიგის სახლი სულაც არ იყო უბრალოდ სახლი, სახლის ქვემოთ მიწაში საკმაოდ ღრმად რამდენიმე ოთახია, დერეფნები, გვირაბი რომლსაც პირდაპირ სახლის ქვეშ ჩაყავხარ...
- რა მიზანი ჰქონდა ლუდვიგს როცა ასე საიდუმლოდ აშენებდა ამ ყველაფერს? -დაძაბულობისგან ხმაწასულმა ვკითხე, ნერვები დაწყვეტაზე მქონდა, მთელი სხეული დაჭიმული და ვეღარ ვითმენდი, ერთი სული მქონდა როდის დაასრულებდა ბენი თხრობას.
- ერთი სიტყვით როცა ქვედა მხარე დავასრულეთ, ამ საიდუმლო მიწისქვეშა შენობის ზემოდან სახლი ავაშენეთ, ის სახლი სადაც ახლა შენ რჩები, როცა თავიდან ბოლომდე დასრულდა ყველაფერი ლუდვიგმა მშენებლებს ანგარიში გაუსწორა, ავტობუსი დაუქირავა და ქალაქიდან გაუშვა, ორი დღის შემდეგ ვნახე ცნობა გაზეთში რომ ავტობუსი ხიდიდან გადავარდა და ერთი მათგანიც კი არ გადარჩენილა ცოცხალი...
- ჯანდაბა, -აღმომხდა გაოგნებულს, -შენი ლუდვიგი ნამდვილი მანიაკი ყოფილა, როგორ შეგეძლო ასეთ ადამიანთან ურთიერთობა.
- მას საკუთარი სერიოზული მიზეზები ჰქონდა.
- არ არსებობს მიზეზი რომელიც ამდენ ცივსისხლიან მკველობას გაამართლებს, ისე არ გიკვირს რომ შენც არ მოგიშორა?
- მე რატომ უნდა მოვეშორებინე?
- იმიტომ რომ მისთვის აშკარად ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ მისი საიდუმლო სარდაფის შესახებ არავის ცოდნოდა, შენ კი ყველაფერი იცოდი.
- შევპირდი რომ არავის არაფერს ვეტყოდი, ის მენდობოდა.
- ჰმ, გენდობოდა არა? როგორ შეგეძლო ასე უბრალოდ...
- გეყოფა, ხომ გითხარი, იმ პერიოდში მაწყობდა და თვალს ვხუჭავდი, ისედაც მაწუხებს რომ მაშინ ვერაფერს ვხვდებოდი.
- რაღაც არ გეტყობა რომ ნანობდე, -ალმაცერი მზერა შევავლე სასმლისგან სახეაწითლებულს და უკვე ნახევრად გათიშულს.
- არც მითქვამს რომ ვნანობ, -ჩაიბურტყუნა და ჩემსკენ გადმოიხარა, სახე სახესთან მომიტანა ახლოს და თვალებში ჩამხედა, -არ ვნანობ იმიტომ რომ მართალია თავიდან არაფერი ვიცოდი და მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ახლოს ვიყავით თავის საქმეებში არ მახედებდა მაგრამ ათი წლის წინ...
- ანუ ოცდაათი წელი ისე მეგობრობდით არ იცოდი რას საქმიანობდა ან იმ სარდაფში რას აკეთებდა? იქნებ მანიაკი იყო და გატაცებულ ხალხს აწამებდა, ან ქალებს აუპატიურებდა ან რა ვიცი სულაც მსხვერპლთშეწირვას ატარებდა ხოლმე...
- ნუ გაუტიე, რა შუაში მსხვერპლთშეწირვა, აქ უფრო სერიოზულ რამესთან გვაქვს საქმე ვიდრე ეგ სულელური მსხვერპლთშეწირვაა, ათი წლის წინ როცა ყველაფერი მომიყვა საკუთარი საქმიანობის შესახებ უკვე ძალიან იყო ავად, სიმსივნე ჰქონდა, მეტასტაზები მთელ სხეულში იყო მოდებული, ექიმები ერთ პროცენტ გადარჩენის შანსსაც კი არ აძლევდნენ, რაც არ უნდა იწვალო და იმკურნალო მაქსიმუმ ორ წელიწადს თუ იცხოვრებო, თუმცა შეცდნენ, მას შემდეგ კიდევ ხუთი წელიწადი იცოცხლა, ერთი სიტყვით, ათი წლის წინ ჩამიყვანა პირველად სახლის ქვეშ...
- იქ რა ნახე, -თვალებგაფართოებული ორივე ხელით დავეყრდენი მაგიდას და წამოვიწიე, -მითხარი ბოლოს და ბოლოს რა ნახე.
- ვერ გეტყვი, -მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და თვალი მომარიდა, არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ მის სახეზე წამიერად გაკრთა შიში... -იქ რა ვნახე ვერ გეტყვი, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრა, ხუთი წლის წინ როცა ლუდვიგი კვდებოდა, საავადმყოფოში მე ვიდექი მის სასთუმალთან, მან მითხრა რომ მიწისქვეშ ჩასასვლელი საიმედოდ დამემალა და მთხოვა ყურადღება მიმექცია რომ სულ მცირე ათი წელი მაინც არავინ დასახლებულიყო აქ, უნდოდა ჩემთვის გადმოეფორმებინა ყველაფერი თუმცა კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო, უცბად გაუუარესდა მდგომარეობა და ვეღარ მოასწრო...
- ანუ ბენეტების ოჯახი...
- აღმოჩნდა რომ ლუდვიგს შვილი ჰყოლია, როგორც კი მამის დაღუპვის შესახებ შეიტყო, ჩამოვიდა, სახლი გაარემონტა და გაყიდა.
- სარდაფის არსებობა როგორ ვერავინ შეამჩნია? თუნდაც რემონტის დროს.
- ვერ შეამჩნევდნენ, სახლის პროექტში სარდაფი ნახსენები არ არის, შესასვლელს რაც შეეხება... არც შესასვლელია სახლში.
- აბა სად არის.
- ამას ვერასოდეს გაიგებ, -სიცილით დამიქნია თითი, -ეს მხოლოდ მე ვიცი და პროექტის ერთადერთი ნამდვილი ნახაზიც მე მაქვს.
- ბენეტებმა როგორ შეიძინეს სახლი? -სასწრაფოდ გადავიტანე საუბარი მათზე რომ ბენს არ შეემჩნია თავისდა უნებურად როგორ გამიმხილა საიდუმლო.
- როგორც კი ლუდვიგის შვილმა სახლი გასაყიდად დადო მაშინვე გამოჩნდნენ ბენეტები და შეიძინეს, თუმცა ვფიქრობ რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა.
- ფიქრობ რომ ისინიც რამეში არიან გარეულები?
- არა თუმცა ვიღაცას აშკარად ძალიან უნდოდა რომ სახლი მათ ეყიდათ, შენი აქ ჩამოსვლაც მასვე აწყობდა, ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის კავშირში.
ბენის სიტყვები ნამდვილად არ იყო ლოგიკას მოკლებული, თუმცა მას რომ არ ეთქვა ისედაც ვიცოდი რომ არაფერი რაც ჩემს გარშემო ხდებოდა დამთხვევა არ იყო, ვუყურებდი ბენს რომელიც თვალებს ძლივს ახელდა და ვმერყეობდი, ვყოყმანობდი, ვერაფრით ვახერხებდი გადაწყვეტილების მიღებას, ორი გზა მქონდა, შემეძლო აქედან წასვლა, ნიუ იორკში დაბრუნება და ყველაფრის დავიწყება, ვიცოდი რომ შემეძლო მაგრამ მეორე გზაც არსებობდა, ბენეტების ოჯახი როგორმე აქაურობისთვის უნდა გამერიდებინა და მერე სარდაფში ჩასასვლელი უნდა მომეძებნა...
- რა გავაკეთო ბენ? როგორ მოვიქცე? -მისთვის არ მიკითხავს, უფრო ჩემს თავს ვკითხე.
- წადი აქედან, -ჩაიბურტყუნა ბენმა და თავი გვერდზე გადაუვარდა, დაეძინა, ბევრი აღარ მიფიქრია იქვე მივიღე გადაწყვეტილება და უკვე რამდენიმე წუთში, ბონის დახმარებით ვსვავდი ბენს ავტომობილში, სახლამდე მივიყვანე და გაჭირვებით შევიყვანე, მარტო ცხოვრობდა და ეს საქმეს მიადვილებდა, დივანზე დავაწვინე, პლედი გადავაფარე და იქაურობა მოვათვალიერე, არც თუ ისე დიდ სახლში მარტივად ვიპოვე უამრავი სხვადასხვა ნივთით, წიგნებით და ძველისძველი ქაღალდებით სავსე ოთახი, ცოტა ხანში გულზე გრაგნილივით დახვეული ლუდვიგის სახლის გეგმა მქონდა ახუტებული და ქურდივით მივიპარებოდი ქალაქის ქუჩებში...
-
რატომღაც მეგონა რომ ბენი ყველაფერს მიხვდებოდა და მომძებნიდა მაგრამ იმ დღის შემდეგ თვალითაც არ მინახავს, ქალაქში მოვიკითხე და მითხრეს რომ სანადიროდ იყო წასული, ხანდახან მთელი კვირა იკარგება ხოლმეო, გამიკვირდა რომ ასე უბრალოდ ადგა და წავიდა იმის მერე რაც ვისაუბრეთ და რაც მომიყვა, თუმცა თავისი საქმის თვითონ იცოდა, მე კი მიუხედავად იმისა რომ ერთი სული მქონდა სარდაფის ძიება დამეწყო ჯერ მთავარი საქმე უნდა მომეგვარებინა, ჯენა ამ ყველაფრისთვის უნდა გამერიდებინა, ეს ბავშვი მომწონდა და არ მინდოდა რომ ვიღაც მანიაკის სულელურ გეგმებს შეწირვოდა, დარწმუნებული ვიყავი რომ მხოლოდ აქაურობისგან შორს ყოფნა უშველიდა, სხვა ვერავინ და ვერაფერი მოახერხებდა მის დახმარებას, შემდეგი ერთი კვირა იმას დავუთმე რომ ლილისთვის აქედან გადასვლა შთამეგონებინა, ძალიან არ გამჭირვებია, ლილის გონება იმთავითვე მზად იყო იმისთვის რომ ის დაეჯერებინა რასაც ვეუბნებოდი, როგორც იქნა მივახვედრე რომ ჯენას მხოლოდ აქედან წაყვანით თუ გადაარჩენდა, ერთი კვირის თავზე აიბარგნენ ბენეტები, სახლი გასაყიდად გაიტანეს და სამუდამოდ წავიდნენ ქალაქიდან, როცა ვემშვიდობებოდი, ჯენა ჩამეხუტა.
- რაღაც უნდა გითხრა ნანე, -იდუმალი ხმით ჩამჩურჩულა.
- მითხარი, -გამეღიმა და თავზე ხელი გადავუსვი.
- წუხელ ისევ ვნახე სიზმარი, ოღონდ ამჯერად საშინელი არ ყოფილა, ის ჩემთან მოვიდა და მითხრა რომ კარგი გოგო ვარ და აღარასოდეს შემაწუხებს.
შვებით ამოვისუნთქე, ახლა ნამდვილად დავრწმუნდი რომ სწორი გადაწვეტილება მივიღე როცა ბენეტებს აქედან წასვლა ვურჩიე, ლილისგან ნებართვა ვითხოვე რომ სახლის გაყიდვამდე აქ დავრჩენილიყავი და წავიდნენ თუ არა მაშინვე იმ გეგმას ჩავუჯექი რომელიც ასე უსირცხვილოდ მოვიპარე და ჯერ არც კი გადამეშალა.
ის იყო მუშაობა უნდა დამეწყო რომ ტელეფონი აწკრიალდა, ნათია რეკავდა, რამდენიმე წამს ვიყოყმანე რომ არ მეპასუხა არ გამოვიდოდა, ნამდვილად არ მინდოდა შეშინებოდა და აქ ჩამოეკითხა.
- როგორ ხარ დაკარგულო? რა ხდება? როგორ მიდის შენი მუშაობის საქმე, ჯენა როგორ არის? -ჩვეულებისამებრ ერთბაშად მომაყარა.
- მშვენივრად არის მაგრამ მგონი მაინც ჯობია კიდევ რამდენიმე დღე დავრჩე, -ისე მოვატყუე საერდ არ შევუწუხებივარ სირცხვილის გრძნობას.
- მატყუარა, -ისე იყვირა კინაღამ დამაყრუა, -ვიცი რომ მანდ აღარ ცხოვრობენ.
- საიდან იცი? -გავიკვირვე.
- საიდან და დღეს საკმაოდ სოლიდური თანხა ჩაგვირიცხეს, მერე ლილიმ დარეკა და ძალიან ბევრი მესაუბრა შენზე, აღფრთოვანებულია შენით, ორივე ისიც და მაიკიც შენი უზომოდ მადლობლები არიან.
- კარგია თუ ასეა, -ავტომატურად რობოტივით ვუბრუნებდი პასუხებს და თან ჩემს წინ მაგიდაზე გაშლილ ნახაზსს დავყურებდი.
- კარგად ხარ ნანე? -ხმა დაუსერიოზულდა ნათიას.
- კარგად ვარ და ახლა არ დაიწყო ხუმრობა ვიღაც დაკუნთულ ტიპებზე.
- როგორ მიხვდი რომ ასე უნდა მეხუმრა? -გულიანად გადაიკისკისა.
- როგორ და კარგად გიცნობ, ვიცი გაინტერესებს რატომ დავრჩი, პატარა მყუდრო და ლამაზი ქალაქია და ვიფიქრე რამდენიმე დღით დასასვენებლად დავრჩენილიყავი.
- კარგი ჰო, როგორც გინდა, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე, მაქსი მოვიდა უნდა გავთიშო, -უცბად დაასრულა საუბარი და გამითიშა, გაღიმებულმა გადავდე ტელეფონი და შეწყვეტილ საქმეს მივუბრუნდი.
ყველაფერში მარტივად გავერკვიე, ბენი მართალი აღმოჩნდა როცა მითხრა რომ შესასვლელი სახლში არ იყო, როგორც გეგმაზე ჩანდა საიდუმლო კარი სახლიდან ოდნავ მოშორებით ღობის იქით ტყეში უნდა მეძებნა, ჩემი მასპინძლების წასვლიდან მეორე დღეს, დილით გადავწყვიტე ძიების დაწყება, მოსახერხებელი სპორტული შარვალი, დაბალძირიანი ფეხსაცმელი და გრძელმკლავიანი მაისური ჩავიცვი, იქვე სამზარეულოში ნაპოვნი ფანარი ავიღე და უკანა ეზოში გავედი.
- კარგი იქნებოდა რომ იარაღი მქონოდა, -ჩავილაპარაკე და ნელი ნაბიჯით წავედი ღობისკენ, არადა მართლა კარგი იქნებოდა, ვინ იცის რა მელოდება სარდაფში, იქნებ ზომბები ან ორთავიანი ძაღლები, როგორც იმ ფილმში ‘’ბოროტების სავანე’’
- კარგი რა ნანე, -თვითონვე გამეცინა საკუთარ სულელურ ფიქრებზე, დაბალ ღობეს მოხერხებულად გადავევლე და ტყეში შევედი, გაგიკვირდებათ და შესასვლელს საკმაოდ მარტივად მივაგენი თუმცა უნდა ვაღიარო, ისე იყო შენიღბული გეგმა რომ არ მქონოდა ვერასდროს მოვახერხებდი მის პოვნას.
სუროთი და სხვადასხვა მცენარეებით დაფარულ სქელი მასიური ხისგან შეჭედილ კარს მღელვარებისგან აცახცახებული თითებით ვასუფთავებდი, საბოლოოდ ხელში უზარმაზარი ბოქლომი რომ შემრჩა კინაღამ ავტირდი, წარმოდგენა არ მქონდა როგორ უნდა გამეღო.
- ხომ არ დაგეხმარო? -მომესმა ზურს უკნიდან უკვე ნაცნობი ხმა, შევბრუნდი, ჩემი ღამეული სტუმარი ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იჯდა კუნძზე და გულითადი მეგობარივით მიღიმოდა, ისევ ისე ეცვა როგორც იმ ღამით განსხვავება ის იყო რომ ახლა კარგად ვხედავდი მის სახეს და თავისუფლად შემეძლო მეთქვა რომ ასეთი სრულყოფილება არასდროს მენახა, ეს ცივი მზერა რომ არა...
წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა თუ არა შეშინებულმა დავიხიე უკან და ზურგით ავეკარი კარს, გაეცინა, მომიახლოვდა და ერთ ადგილზე გაშეშებული ხელის ფრთხილი მოძრაობით გამწია გვერდზე.
- ნუ გეშინია, შენთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებ, მითუმეტეს ახლა როცა ჩვენი სურვილები ერთმანეთს ემთხვევა, -უდარდელი ხმით ჩაილაპარაკა, მერე საკეტს ხელი მიადო და მიაწვა, რაღაცამ გაიტკაცუნა და კარი ფართოდ გაიღო.
- შეგიძლია შეხვიდე, -ხელით მანიშნა და გვერდზე გადგა, -მე ვერ წამოგყვები , არ შემიძლია თუმცა ვფიქრობ თვითონაც მშვენივრად გაართმევ თავს ყველაფერს.
გაბრუებულმა დავუქნიე თავი და ის იყო გვირაბში ფეხი უნდა შემედგა რომ ნაცნობი მუსიკის ჰანგები გაჟღერდა ჩემს გონებაში, ოღონდ ამჯერად სუსტად მესმოდა, ძლივსგასაგონად.
- ისევ იგივე, -ჩაიღრინა ჩემს გვერდით მდგარმა და ხელი მთელი ძალით დასცხო კარს.
- შენც გესმის? -ძლივს გავბედე რომ მეკითხა.
- მესმის, რათქმაუნდა მესმის მაგრამ ამჩნევ რომ მუსიკის ხმა ნელ-ნელა სუსტდება?
- ვამჩნევ.
- ეს იმას ნიშნავს რომ ცოტა დრო რჩება ნანე, ძალიან ცოტა, ყურს ნუღარ უგდებ და ნუღარ აყოვნებ, მას შენი დახმარება სჭირდება, წადი, -მსუბუქად მიბიძგა ზურგში და მეც პირველი ნაბიჯი გადავდგი უკუნეთ სიბნელეში...





სანამ გვირაბის სიღრმეში შევაბიჯებდი უკან მივიხედე, ადრიანი შესასვლელთან იდგა და თვალს არ მაშორებდა, მიუხედავად იმისა რომ სიმშვიდეს ინარჩუნებდა და ცდილობდა უდარდელი შესახედაობა ჰქონოდა მაინც ვამჩნევდი დაძაბულობას, მოუთმენლობას, რაღაცის მოლოდინს... მოულოდნელად გამიღიმა, თვალებში რომლებიც აქამდე იმ სიცივით მზარავდნენ რასაც მათში ვხედავდი სითბო ჩაუდგა, სახე გაუნათდა, ტუჩები ოდნავ დააშორა ერთმანეთს თითქოს რაღაცის თქმა უნდაო, მერე შუბლი შეჭმუხნა და თავი გადააქნია, არ ვიცი რამ მაიძულა ამის გაკეთება მაგრამ საპასუხო ღიმილი დავუბრუნე, ზურგი შევაქციე და ისევ წყვდიადს გავუსწორე თვალი, კარის ჭრიალი მომესმა, მერე საკეტის ხმა და უკუნეთ სიბნელეში დავრჩი, ხელის კანკალით ავანთე ფანარი, გამიკვირდა და ცოტა არ იყოს დავფრთხი როცა კარს შიგნით ჩარჩოს გარშემო და ასევე ძირს დაგებულ ქვებზე მკაფიოდ შესამჩნევად ამოკვეთილი წარწერები და სხვადასხვა სახის ნიშნები დავინახე, ვეცადე გამეგო რა იყო მაგრამ არაფერი გამომივიდა, არცერთი სიმბოლო არ მეცნო არადა უამრავი საშინელი რაღაც წარმოვიდგინე...
- იქნებ ეს უბრალოდ დიზაინია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, -ჩავილაპარაკე ისე თითქოს საკუთარი თავის გამხნევებას ვცდილობდი, ფრთხილად გადავუსვი ხელი კედელზე ამოკვეთილ ერთ-ერთ სიმბოლოს რომელიც არაბუნებრივად ელავდა, სველი იყო, რაღაც უცნაური სითხით იყო დამუშავებული, თითები შარვალზე შევიწმინდე და ნელი ნაბიჯით გავუყევი ქვით მოპირკეთებულ გზას, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვიყავი დაძაბული და ცოტა არ იყოს მეშინოდა, მაინც ვახერხებდი ყველაფრის შეთვალიერებას, კედლები დანესტილი იყო და ალაგ ალაგ ჩამოშლილი, მივდიოდი და უკან, ძირს სქლად დადებულ მტვერში ნაფეხურები გარკვევით რჩებოდა, თუ კარგად დავაკვირდებოდით მივხვდებოდით რომ ძალიან დიდი ხანი იყო ამ გზაზე არავის გაევლო, ბევრი არ მივლია რომ კიდევ ერთ კარს მივადექი, დაძაბულობისგან უკვე სუნთქვა მიჭირდა, იქვე კართან მივეყრდენი ცივ კედელს და გონების მოკრება ვცადე...
სწორად უნდა მეფიქრა, ახლა სწორი აზროვნება მჭირდებოდა, თუ ბენი არ მატყუებდა და ამ სარდაფში მხოლოდ ამ ერთი გზით შეიძლებოდა მოხვედრა მაშინ გამოდის რომ მას შემდეგ რაც ლუდვიგი დაიღუპა ანუ უკვე მთელი ხუთი წელი აქ არავინ ჩამოსულა, აშკარაა რომ ადრიანი ჩემი მეშვეობით ვიღაცის გადარჩენაც ცდილობს, მე ვჭირდები რადგან თვითონ რატომღაც ვერ ახერხებს აქ შემოსვლას, მაგრამ თუ აქამდეც ჰქონდა ინფორმაცია ამ სამალავის შესახებ რატომ სხვა ვინმე არ შემოაგზავნა აქ, რატომ მელოდა მაინცდამაინც მე? არამგონია ვინმეს დაქირავება ან თუნდაც მონუსხვა გასჭირვებოდა, ბოლოს და ბოლოს ნიუ იორკიდან მოახერხა ჩემი აქ ჩამოყვანა, ისიც საინტერესოა შიგნით ვინ ან რა მელოდება, თუ ეს ყველაფერი მის დასატყვევებლად და შესაკავებლადაა შექმნილი ალბათ მართლაც უნდა მეშინოდეს თუმცა ლუდვიგს აქ ვინც არ უნდა ყოლოდა გამომწყვდეული ვერანაირად ვერ გადარჩებოდა ცოცხალი, არადა ადრიანმა ხომ მითხრა...
- აქ რატომ ვარ? რას ვაკეთებ? -უნებურად ხმამაღლა დავუსვი საკუთარ თავს კითხვა, ერთხანს ისე ვიდექი გაშეშებული თითქოს ამ კითხვაზე პასუხს ველოდი, მერე გამეცინა, არა, ნერვები ნამდვილად ცუდ დღეში მქონდა, როგორც იქნა ნაბიჯი გადავდგი და საკეტს ჩავავლე ხელი, ქვეცნობიერად ვგრძნობდი რომ ჯერ კიდევ იყო შანსი აქედან წავსულიყავი მაგრამ თუ ამ კარს შევაღებდი, თუ...
რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე და სახელური ჩამოვწიე, კარი ოდნავგასაგონი ჭრიალით გაიღო, ჩემს წინ გრძელი, ფართო დერეფანი გადაიშალა, ფრთხილად მივაბიჯებდი და ვცდილობდი არაფერი გამომრჩენოდა, დერეფნის ცალ მხარეს სხვადასხვა სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ოთახები იყო ჩარიგებული ცალ მხარეს კი საკნები, ჩვეულებრივი რკინის გისოსებიანი საკნები, იქაურობა ცარიელი და ჩაბნელებული იყო, სამარისებურ სიჩუმეში მხოლოდ ჩემი ფეხის ხმა ისმოდა, მინის კედლებიანი და კარიანი ოთახები უამრავი სამედიცინო მოწყობილობით, საწოლებით და სხვადასხვა ნივთებით იყო სავსე, აქაურობა ფაქტიურად ლაბორატორიას ჰგავდა, ნეტავ რას აკეთებად აქ ლუდვიგი, ეჭვი მქონდა რომ კარგს არაფერს, თანაც თუ ამ საკნებს გავითვალისწინებთ...
უკვე თითქმის დერეფნის ბოლოში ვიყავი გასული რომ ერთ ერთმა ღია საკანმა მიიპყრო ჩემი ყურადღება მოულოდნელად ფარნის შუქზე ქვის იატაკზე მიგდებული რაღაც ნივთი აბრჭყვიალდა, ვყოყმანობდი სანამ ნაბიჯს გადავდგავდი რომ შევსულიყავი, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მითვალთვალებდა, თითქოს თუ შევიდოდი კარს ზურგს უკან მომიკეტავდნენ და სამუდამოდ აქ აღმოვჩნდებოდი გამოკეტილი, თავს უფლება არ მივეცი რომ პანიკას ავეტანე და მხრებში გამართულმა შევაბიჯე, ბოლოს და ბოლოს უკვე აქ ვიყავი და მეტი აღარაფერი შეიცვლებოდა, შესვლისას პირველი სისულელე რაც გავაკეთე ის იყო რომ სინათლის ჩამრთველს დავუწყე ძებნა თუმცა ვერაფერი ვიპოვე, საკანი დაახლოებით ოცი კვადტრატული მეტრის სიდიდის ქვის კედლებიან და ქვის იატაკიან ოთახს წარმოადგენდა, ერთ-ერთ კუთხეში ხის ტახტისმაგვარი რაღაც იყო მიდგმული რომელიც ალბათ საწოლის ფუნქციას ასრულებდა, საწოლს მიშტერებული ვერ მივხვდი როგორ წამოვედე რაღაცას, გულისგამაწვრილებლად გაიჩხარუნა მეტალმა და ამ სიჩუმეში ნაღმის აფეთქებას უდრიდა ეს ხმა ჩემთვის, შეშინებული შევხტი ერთ ადგილზე და ფანარი ძირს დავანათე, შევცბი, ერთიანად შემძრა იმან რაც დავინახე, ზედ ჩემს ფეხებთან ეყარა უკვე ჟანგმოკიდებული ბორკილები რომლებიც საკმაოდ გრძელი ჯაჭვით კედელზე იყო მიმაგრებული, დავიხარე რომ ის ნივთი ამეღო რის გამოც აქ შემოვედი ხელში ვერცხლისფრად მოელვარე ჯვარი შემრჩა რომელიც უბრალო თოკზე იყო შებმული, უფრო მეტად ყურადღბით მოვათვალიერე იქაურობა, დამტვერილი ქვის იატაკი ალაგ-ალაგ მუქი უსწორმასწორო ლაქებით იყო დაფარული, ფრთხილად გადავუსვი ხელი და ტანში გამცრა, იმაზე ფიქრიც კი არ მინდოდა თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო...
საკნიდან გასვლისას კიდევ ერთი რამ შევამჩნიე, შესასვლელი და ასევე მთელი ჩარჩო ზუსტად ისეთი წარწერებით და ნიშნებით იყო მოხატული რაც გვირაბის შემოსასვლელშიც ვნახე, ზუსტად კარის წინ კი იმავე მბზინავი, ბლანტი, მოელვარე სითხის ვიწრო ზოლი იყო გაყოლებული რაც გვირაბის შემოსასვლელშივე ვნახე, დავიხარე და თითებით მოვსინჯე, სველი იყო, წებოვანი, უსიამოვნო კონსისტენციის მქონე და ვერ ვხვდებოდი როგორ შეიძლებოდა ამდენი ხანი ასეთ მგომარეობაში ყოფილიყო და არ გამშრალიყო...
- მოგეწონა რაც საკანში ნახე? -მომესმა მისუსტებული, ოდნავ ხრინწიანი და უჩვეულო ბრაზით გაჯერებული ხმა, დაფეთებული გავსწორდი წელში და რკინის წნელს ისე მწარედ მივეჯახე მხრით სიმწრისგან წამოცდენილი კვნესა ვერ შევიკავე.
- სულელო გოგო, არ უნდა ჩამოსულიყავი, ვეცადე, ვეცადე გადამერჩინე, მაგრამ ისეთი ჯიუტი ხარ, ისეთი ცნობისმოყვარე...
ხმა სუსტი იყო, მინავლებული და დარწმუნებული ვიყავი რომ ამჯერად სულაც არ მესმოდა გონებაში, სადღაც აქ იყო, აქვე, ჩემს გვერდით.
- სად ხარ? -ვეცადე ხმამაღლა მეთქვა თუმცა ძლივსგასაგონად ამოვიხრიალე, ვიცი რომ გაიგო, ხმა მომესმა, ოხვრა, ჯაჭვების ჟღარუნი...
- არ წახვალ, არა? -ტკივილნარევი სევდა დავიჭირე მის ხმაში და რატომღაც ავღელდი, მთელი ყურადღება მოვიკრიბე და ძლივსგასაგონ ხმებს მივყევი, რამდენიმე წამში დერეფნის ბოლოში მდებარე დაკეტილ საკანთან ვიდექი და ვცდილობდი უკუნეთ სიბნელეში რამე გამერჩია...
- თვალებში ნუ მანათებ, -სიცილ და ტკივილ ნარევი ხმა მომესმა და როგორც იქნა შევამჩნიე... საკნის შუაგულში ქვის იატაკზე იჯდა ფეხმორთხმით, შესახედავად სრულიად ჩვეულებრივ ოცდაათიოდე წლის მამაკაცს ჰგავდა, გამხდარი იყო, შეიძლება ითქვას რომ ზომაზე მეტადაც კი, გრძელი თმა და წვერი ჰქონდა, შავი დაძონძილი შარვალი და ამავე ფერის ალაგ-ალაგ ჩამოხეული პერანგი ეცვა, ფეხშიშველი იყო და კოჭებზე ბორკილები ედო...
- ღმერთო ჩემო, -აღმომხდა და პირზე ავიფარე ხელი, ოდნავშესამჩნევად გაეღიმა.
- შენი აზრით ამ ყველაფერში ღმერთის ხელი ურევია? -თავჩახრილმა მკითხა და ფეხი ოდნავ გაამოძრავა რომ ჯაჭვი აეხმაურებინა, -იქნებ იმასაც ფიქრობ რომ ღმერთის მადლობელი უნდა ვიყო ახლა აქ რომ ხარ? ასე ფიქრობ? ჯანდაბამდის გზა გქონიათ ადამიანთა მოდგმას თქვენი წარმოსახვითი ღმერთიანად, -ბოლო სიტყვები მთელი ხმით იღრიალა, ფეხზე წამოხტა და ჩემსკენ წამოვიდა თუმცა ბორკილებმა არ გამოუშვეს, შეშინებულმა დავიხიე უკან, საშინლად აჩქარებულ გულზე მივიჭირე ხელი და უნებურად ისე მწარედ ვიკბინე ქვედა ტუჩზე რომ სიმწრისგან ვიყვირე.
- ცუდად ხარ, ჯობია დაჯდე, -სისხლმდინარე ფეხებზე ვანიშნე, ბორკილებს მთლად გადაეხეხათ კანი და ქვის იატაკს ნელ-ნელა ფარავდა სისხლის ლაქები, ლაქები... ლაქები... იმ საკანშიც ზუსტად ასეთი ლაქები იყო იატაკზე ოღონდ უფრო ბევრი...
- რა ჯანდაბა ხდება აქ? -აღმომხდა გულამოვარდნილს.
- ახლა უკვე აღარაფერი, რაც მოსახდენი იყო მოხდა, -მშვიდად ჩაილაპარაკა და ერთ ადგილზე შეტორტმანდა.
- ვინ ხარ და რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში?
- ეს შენ არ გეხება, შენ საერთოდ არაფერ შუაში ხარ, უნდა წახვიდე, -თვალდახუჭულმა გამოსცრა კბილებში და ძალაგამოცლილი დაემხო მუხლებზე, უნდა წახვიდე, რატომ არ მიდიხარ? რატომ არ გეშინია? იმის რომ შეიძლება რამე დაგიშავო?
- რატომ არ მეშინია? იმიტომ ხომ არა რომ ჯაჭვით ხარ დაბმული, შენი საკნის იატაკი ერთ მთლიან უზარმაზარ პენტაგრამას წარმოადგენს და კარის ჩარჩო და შესასვლელი უცნაური სიმბოლოებითაა მოხატული, სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი ეს ყველაფერი რას ნიშნავს მაგრამ ფაქტია რომ აქ შენს შესაკავებლადაა გაკეთებული.
- არც ისეთი სულელი ყოფილხარ როგორიც მეგონე თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი.
- რა უნდა ვიცოდე?
- მაგალითად ის თუ რატომ ხარ აქ, არ გაინტერესებს რატომ მაინცდამაინც შენ?
- რომ გითხრა არ მაინტერესებსთქო დაიჯერებ?
- მართლა არ იცი? საერთოდ არაფერი?
- არ ვიცი, -ვუპასუხე და რატომღაც გამეღიმა, ვიდექი უცხო ქალაქში, უცხო სახლის უცხო სარდაფში, საგულდაგულოდ ჩაკეტილი საკნის წინ, ვუყურებდი ბორკილებით კედელზე მიჯაჭვულ არსებას რომელიც ადამიანს ჰგავდა და აშკარად არ იყო ადამიანი, ვუყურებდი და ნაცვლად იმისა რომ თავქუდმოგლეჯილი გავქცეულიყავი, სულელივით ვიღიმოდი და გონებაში მისი განთავისუფლების გზებს ვეძებდი...
- აქედან გამოგიყვან, -გამოვაცხადე და მიღებულ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული მტკიცე ნაბიჯებით წავედი საკნისკენ.
- არ შეეხო, -იყვირა და ისეთი თვალებით შემომხედა ერთ ადგილზე გავშეშდი, -გისოსებს არ შეეხო ნანე, ხელი არ ახლო.
- რატომ? რატომ არ უნდა შევეხო? არ გინდა რომ აქედან გამოგიშვა?
- ვერ ვხვდები ვინ ხარ და ასე რატომ იქცევი, -ამოიოხრა და სახე ხელებში ჩარგო, -უცნაურად აზროვნებ, იმაზე რატომ არ ფიქრობ რომ შეიძლება ჩემი გამოშვება შენთვის სახიფათო იყოს, წარმოდგენაც კი არ გაქვს ვინ ვარ, ნუთუ აქ აღმოჩენამდე განვითარებული მოვლენები არაფერს გეუბნება? მუსიკის ხმა, თუნდაც ის ხმები რომლებიც გეუბნებოდა რომ აქ უნდა ჩამოსულიყავი...
- აჰ, ადრიანზე ამბობ? მუსიკაც მის გამო მესმოდა?
- უკვე შეხვდი ადრიანს? -უცნაურად დაემანჭა ტუჩები და ვერ მივხვდი ეს რის გამო მოხდა, რამე ტკიოდა თუ ცდილობდა რომ გაეღიმა, -მუსიკას მე გიგზავნიდი, მას შემდეგ რაც მივხვდი რომ ადრიანმა მიპოვა და შენს აქ ჩამოყვანას გეგმავდა გადავწყვიტე დამეცავი, ის მუსიკა გიცავდა ნანე.
- მიცავდა? რისგან?
- რისგან კი არა ვისგან, ადრიანისგან და ჩემგან, გიკვირს? მე მართლა არ მინდოდა რომ ჩამოსულიყავი, ამიტომაც ყველანაირად ვუშლიდი ხელს შენთან კონტაქტში, ვცდილობდი შენი კვალი დაეკარგა და შენს გონებაში ვერ შემოეღწია, თუმცა მაინც ნახა გამოსავალი და ის პატარა გოგო იპოვა...
- ჯენას გულისხმობ?
- ეს ყველაფერი ძალიან ზედმეტად ჩახლართულია იმისთვის რომ ასე ერთბაშად მოგიყვე, შენ ის მითხარი, ადრიანი აქ არის?
- აქ არის და გარეთ გელოდება.
- წადი, უკან დაბრუნდი და უთხარი რომ შემეშვას და დამაცადოს მშვიდად მოვკვდე, -ამოიოხრა, თავი ჩაქინდრა და საცოდავად მოიხარა მხრებში, -ცოტა დრო დამრჩა ნანე, ძალიან ცოტა.
- ვიცი ახლა ფიქრობ რომ სულელი ვარ და შეიძლება ასეცაა მაგრამ რატომღაც მგონია რომ არაფერს დამიშავებ, მინდა რომ აქედან გამოგიყვანო, რატომ არ გესმის რას ვამბობ, იქნებ მომცე უფლება რომ კარი გავაღო და მერე შენ შენი გზით წახვალ და მე...
- ასე მარტივად არ არის ყველაფერი, -დაღლილი, მინავლებული ხმით შემაწყვეტინა საუბარი, -ის რომ ახლა ჩემი გადარჩენის სურვილით იწვი და სხვა აღარაფერი აღარ გაინტერესებს სულაც არ არის იმით განპირობებული რომ მართლა გინდა ამის გაკეთება, ალბათ მან ჩაგაგონა რომ გადამარჩინო, რომ არ უნდა გეშინოდეს და აქედან გამიყვანო...
- გეყოფა, გაჩუმდი ბოლოს და ბოლოს, -მოთმინება დაკარგულმა შევყვირე, -შეიძლება სულელი გგონივარ მაგრამ ასე არ არის, გგონია ვერ ვხვდები რატომ ვერ ახერხებს ადრიანი რომ აქ შემოვიდეს? გვირაბის დასაწყისშივე შევამჩნიე ეს სიმბოლოები, წარწერები და ის უცნაური მოელვარე სითხეც, არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ მუშაობს მაგრამ იმას ვხვდები რომ სწორედ ეს უშლის ხელს აქ შემოსვლაში, ჰოდა ვიფიქრე რომ მისი შთაგონება სულაც არ იმოქმედებს ჩემზე...
- რაღაც გავიწყდება, -უხეშად შემაწყვეტინა მონოლოგი, -შენი აზრით მე როგორ ვახერხებდი შენთან დაკავშირებას? ადრიანს მშვენივრად შეუძლია აქ შემოღწევა, უბრალოს საამისოდ აქაურობის მიწასთან გასწორება დასჭირდებოდა ეს კი ზედმეტ არეულობას გამოიწვევდა და არასასურველი პიროვნებების ყურადღებას მიიქცევდა რომლებიც ამ ბოლო დროს უჩვეულოდ არიან გააქტიურებულები, დიდი ხანი არ არის რაც მიპოვა და აღმოაჩინა რომ აქ ვარ დატყვევებული, დაახლოებით ხუთი თვის წინ მოაგნო ამ ადგილს, მას შემდეგ გეგმავს ჩემს აქედან გაყვანას, შენ მოგძებნა მას მერე კი რაც წინააღმდეგობა შეხვდა ბენეტების ქალიშვილს მიაგნო, უყვარს სიტუაციის ჩახლართვა და ყველაფრის უჩუმრად გაკეთება, ადრიანი თვით სრულყოფილებაა და ყველაფრის სრულყოფილად დაგეგმვა და მოგვარება უყვარს, რაც უფრო ჩახლართული და ძნელი მოსაგვარებელია სიტუაცია მით უფრო და უფრო იპყრობს ხოლმე აზარტი, იცი რა, ხანდახან მგონია რომ ამ ყველაფრით ერთობა...
ადრიანზე საუბრისას ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში და ჩამქრალი თვალები აუელვარდა, მეც გამეღიმა, მართალი იყო როცა მასზე ამბობდა რომ სრულყოფილი იყო, მეც ხომ ასე ვიფიქრე...
- გეტყობათ რომ ერთმანეთი ძალიან გიყვართ, ის შენს გადარჩენას ცდილობს, შენ კი მასზე საუბრისას თვალები გიციმციმებს, მეგობრები ხართ?
- ჩემი უმცროსი ძმაა, -მიპასუხა თბილი ხმით, -ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ აქედან გამიყვანოს მაგრამ მე არ მინდა, ხელს რომ არ ვუშლიდე უკვე მოგვარებული ექნებოდა ყველაფერი.
- რატომ? რატომ არ გინდა? -ჩემდაუნებურად ავუწიე ხმას, ჩაწითლებული თვალებით ამომხედა იატაკზე ჩამჯდარმა.
- იმიტომ რომ... იმიტომ რომ... ჯანდაბა ნანე, მე ჩემი მიზეზები მაქვს იმისთვის რომ სიცოცხლე აღარ მინდოდეს მაგრამ შენ რა გჭირს? ჩემი აქედან გამოსვლა შენს სიკვდილს უდრის, ხაფანგში ვარ მომწყვდეული და თავის დაღწევას ვერასოდეს მოვახერხებ ისე რომ არაფერი დაგიშავო.
- რამე რატომ უნდა დამიშავო? შეგვიძლია შევთანხმდეთ, შეგვიძლია გარიგება დავდოთ რომ...
- მისმინე, თუ ამ კარს გააღებ, თუ შეძლებ რომ გააღო და საკანში შემოხვალ, მე კიდეც რომ არაფერი დაგიშავო მაინც ვერ შეძლებ აქედან გასვლას და ორივე სამუდამოდ აქ დავრჩებით გამომწყვდეულები, ასე ნუ მიყურებ, ძალიან დიდი დრო დამჭირდება იმის ასახსნელად თუ რატომ იმოქმედებს შენზეც ის რაც მე მაკავებს აქ, ადრიანს ტყუილუბრალოდ არ აურჩევიხარ, ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს.
- ანუ რა გამოდის? კარი კიდეც რომ გავაღო მაინც ვერსად ვერ წახვალ?
- თეორიულად შემიძლია, უბრალოდ ამისთვის მთელი ენერგია უნდა გამოგწოვო სხეულიდან, ეს საკმარის ძალას მომცემს საიმისოდ რომ აქედან გავიდე.
- რაა? რას ამბობ? -უკან დავიხიე და უნებურად სიცილი ამიტყდა, -ახლა თქვი რომ უნდა მომკლა? სერიოზულად?
- ეს იმაზე ბევრად უარესი რამ არის ვიდრე სიკვდილია თუმცა ახლა რა მნიშვნელობა აქვს, შენი მოკვლის სურვილი რომ მქონოდა ასე არ მოვიქცეოდი როგორც ახლა ვიქცევი, -ჩემი მიუხვედრელობით გაბრაზებულმა დააკვესა თვალები, -უბრალოდ გთხოვდი რომ საკანი გაგეღო, მერე კი ჩაგავლებდი ხელს და უკანასკნელ წვეთამდე ამოგწოვდი სხეულიდან იმ სასიცოცხლო მარაგს რომელიც ახლა ჰაერივით მჭირდება, თუმცა ამას არ გავაკეთებ, ისედაც უამრავი სიცოცხლე შეეწირა ჩემს არაფრისმაქნის არსებობას, ამას არ ვიმსახურებ...
უდარდელი ხმით საუბრობდა და ლაპარაკის დროს თვალს მარიდებდა, ჩემთვის სრულიად ნათელი იყო რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა, დაღლილი ჩანდა, გამოფიტული, უიმედობით და სევდით შეპყრობილი, რაღაცის ან ვიღაცის გამო ისჯიდა თავს იმით რომ აქ უნდოდა დარჩენა, ნეტავ რა ჩაიდინა? რა გააკეთა ისეთი რომ ახლა ასეთ დღეშია? რაც არ უნდა გასაოცარი ყოფილიყო მესმოდა მისი, რაღაცით მგავდა, მისი სევდა საოცრად ნაცნობი იყო ჩემთვის, ვიცოდი ახლა ასე უძრავად დგომით ტყუილუბრალოდ ვკარგავდი დროს, აქედან უმისოდ გამსვლელი არ ვიყავი, ვერ გავიდოდი და მერე ცხოვრებას მშვიდად ვერ გავაგრძელებდი თუ მეცოდინებოდა რომ ამ ჯურღმულში დავტოვე...
- გადავწყვიტე, მე და შენ დღეს ორივე ერთად გავალთ აქედან, -მტკიცე ხმით გამოვაცხადე, ფანარი ჩემს ზურგსუკან დავდე ისე რომ საკანი გაენათებინა, კარს მივუახლოვდი და ორივე ხელით ჩავეჭიდე საკეტს.
- ხომ გიხარი რომ არ შეხებოდი, -იყვირა მაგრამ უკვე გვიან იყო, განწირული ხმით ვიკივლე როცა რაღაც ძალით გახურებულმა მეტალმა ხელისგულები დამიწვა, თვალებაცრემლიანებული დავყურებდი ხელებს რომლებზეც სხვადასხვა ზომის და ფორმის სიმბოლოები იყო ამომწვარი.
- რატომ არ გამაფრთხილე? რატომ არ მითხარი? -გამწარებულმა ვუყვირე.
- გითხარი რომ არ შეხებოდი, -მხრები უდარდელად აიჩეჩა.
- , -ჩავილაპარაკე და ისევ საკეტს მივუბრუნდი, ახლაღა შევამჩნიე რომ კარი დაკეტილი არ იყო, უბრალოდ უნდა გამომეღო.
- ამანაც ვერ შეგაშინა? -ხმაში ირონია და ცოტაოდენი აღფრთოვანება შეეპარა.
- ლუდვიგი ვინ იყო და რა ურთიერთობა გქონდათ? -არც კი ვიცი რატომ დავუსვი ეს კითხვა, ალბათ იმიტომ რომ ჩემი დამწვარი ხელებიდან რომლებიც საშინლად მტკიოდა ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა.
- საოცარია, ამას ახლა მეკითხები? -გაეცინა და მერე როცა დაინახა როგორ გავიხადე მაისური და მის წინაშე როგორ დავრჩი ბიუსტჰალტერის ამარა ისეთი სისწრაფით წამოხტა ფეხზე თვალი ძლივს შევასწარი, -რა ჯანდაბას აკეთებ ნანე?
- ვცდილობ ეს ოხერი კარი გავაღო, -ჩავიბურტყუნე და მაისური საგულდაგულოდ დავიხვიე ხელზე, მთელი ძალით ჩავეჭიდე საკეტს და გამოვწიე, კარი ძნელად, ძალიან ძნელად გაიღო, ხელი გავუშვი და მაისური მოვიხსენი რომლისგანაც მხოლოდ ალაგ ალაგ დახვრეტილი და ამომწვარი ნაჭერი იყო დარჩენილი, ამოვიოხრე და ისევ გადავიცვი, სხვა რა გზა მქონდა, არც კი მიყოყმანია ისე გადავდგი ნაბიჯი და საკანში აღმოვჩნდი, მის მზერას გავაყოლე თვალი რომელიც ჩემი ფეხებისკენ იყო მიმართული.
- უკან დასახევი გზა აღარ გაქვს, -დახშული ხმით ჩაილაპარაკა როცა დაინახა რომ უკვე ორივე ფეხით პენტაგრამის შიგნით ვიდექი, ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, გასასვლელისკენ შევბრუნდი და როგორც კი ნაბიჯი გადავდგი მთელი სხეულით შევეჯახე გამკვრივებულ ჰაერს რომელიც გზას მიღობავდა.
- ეს... ეს რა არის? -ხელების ცეცებით ვათვალიერებდი სუნთქვაშეკრული და ყველანაირად ვცდილობდი საკნიდან გაღწევას თუმცა არაფერი გამომდიოდა.
- ეს ბარიერია მთავარი დამაბრკოლებელი რაც აქ ყოფნას მაიძულებს, -ზურგს უკან სულ ახლოდან ჩამესმა და დაფეთებული შევტრიალდი, ჩემს წინ იდგა სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით და დამცინავ მზერას არ მაშორებდა.
- კეთილი იყოს შენი მობრძანება ჩემს სამყოფელში, იმედია აქაურობა მოგწონს იმიტომ რომ დიდხანს, ძალიან დიდხანს მოგიწევს აქ ყოფნა.
ვიდექი გაშეშებული და მისი ხმა თითქოს სადღაც შორიდან ჩამესმოდა, მხოლოდ ახლა ვიწყებდი მთელი სიმძაფრით იმ ყველაფრის გააზრებას რაც ხდებოდა, თითქოს ჩემს გონებას აქამდე გარს შემოჯარული ბურუსი მოშორდა და მთელი სიცხადით გავიაზრე ის სავალალო მდგომარეობა რომელშიც ვიმყოფებოდი, სადღაც ჯურღმულში ვიღაც უცნობთან ერთად ვიყავი გამოკეტილი, ჩაბნელებული რკინის საკანი, ბორკილები, უხილავი ბარიერი...
- შენ მართალი იყავი, მართალი იყავი როცა მეუბნებოდი რომ ადრიანი მმართავდა, ახლა ვხვდები, საკუთარი ნებით ამ ყველაფერს არ გავაკეთებდი, ასე სულელურად არ მოვიქცეოდი, ყველაფერი მისი ბრალია, მან მაიძულა აქ ჩამოსვლა, ტვინში შემომიძვრა და ჩამაგონა რომ აუცილებლად უნდა გამეთავისუფლებინე, ახლა კი აქ უნდა ამომხდეს სული...
ნაწყვეტ-ნაწყვეტ, გაუგებრად ვლუღლუღებდი და ყელზე ვიჭერდი თითებს რომ როგორმე მომეხერხებინა ჰაერის ჩასუნთქვა თუმცა ვერ ვახერხებდი, წინ და უკან ვირწეოდი და უწყლოდ დარჩენილი თევზივით ვაფჩენდი პირს, ვგრძნობდი როგორ შეანელა ჩემმა გულმა ფეთქვა...
- პანიკის შეტევა გაქვს, დამშვიდი, დამშვიდდი და ისუნთქე, -ჩამესმა და ღონეგამოცლილი იატაკზე დაცემისგან მისმა ხელებმა მიხსნა, განწირული ვფართხალებდი, ის კი ზემოდან დამყურებდა და სახეზე ეტყობოდა როგორ ორჭოფობდა.
- ვკვდები, -ამოვიხრიალე და თვალთ დამიბნელდა, -დამეხმარე ვკვდები, -უკვე სანახევროდ გონდაკარგული მას ვთხოვდი დახმარებას ვინც ცოტა ხნის წინ ჩემს სიკვდილზე საუბრობდა აუღელვებლად.
- ადრიან, შე გულცივო , იცოდი რომ ასე მოხდებოდა, იცოდი და იძულებული გამხადე, -იღრიალა მთელი ხმით და მერე ცივი თითების შეხება ვიგრძენი მკერდზე და ყელზე.
- გაუძელი ნანე, შენ ამას შეძლებ-ჩამჩურჩულა და მერე მთელი ჩემი სხეული საშინელმა, აუტანელმა ტკივილმა მოიცვა...






- არა ეს შეუძლებელია, აქ არ უნდა ვიყო, მეჩვენება, ეს სიმართლე არ არის, -ხმამაღლა ველაპარაკებოდი ჩემს თავს და შეშლილი მზერით ვათვალიერებდი საძინებელ ოთახს, ნიუ იორკში ჩემს ბინაში ვიყავი, ჩემი საყვარელი ცისფერი ყვავილებით მოხატული ბამბის საღამური მეცვა და ჩემს ფუმფულა საწოლში ვიწექი, კარგად ვიყავი, ცოცხალი და საღსალამათი, ყველა კიდური თავის ადგილზე მქონდა, თავს ნორმალურად ვგრძნობდი, არადა წესით ასე არ უნდა ყოფილიყო, რატომ მქონდა ისეთი შეგრძნება თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დამავიწყდა, ან სახლში როდის დავბრუნდი? იმასაც კი ვერ ვიხსენებდი დავასრულე თუ არა ჯენას მკურნალობა, ჰო ჯენა, მე მისთვის ჩავედი იმ ქალაქში, ბენი... ადრიანი... საიდუმლო გვირაბი ტყეში... სარდაფი... ნელ-ნელა პატარ-პატარა ფრაგმენტებად ცოცხლდებოდა ჩემს გონებაში ის რაც ბოლო დღეებში გადამხდა თავს, თუ იმას გავითვალისწინებდით რაც მოხდა ახლა აქ არ უნდა ვყოფილიყავი, ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარებოდა.
- აქ არ უნდა ვიყო, სიზმარში ვარ, ეს რეალობა ვერ იქნება, შეუძლებელია ახლა ჩემს ბინაში ვიყო, აი ახლა თვალებს დავხუჭავ დავიძინებ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, იქიდან გაგრძელდება სადაც შეწყდა, -ბალიშებში ჩაფლული თვალდახუჭული ვბუტბუტებდი და ვცდილობდი ძილი შემეტრიალებინა, -მოდუნდი ნანე, მოდუნდი, დაიძინე...
იმისდა მიუხედავად რომ სიგიჟის ზღვარზე ვიყავი ჩემს თავს მოდუნება ვაიძულე, გონებით ისევ იქ უნდა დავბრუნებულიყავი, იმ სარდაფში სადაც... სადაც...

- შენ ამას გაუძლებ, -სადღაც შორიდან ჩამესმა ხმა, -გთხოვ, უნდა შეძლო, ძალა მოიკრიბე რომ ორივემ გავაღწიოთ აქედან, არ მინდა რამე დაგიშავო ნანე მაგრამ თუ არ დამეხმარები არაფერი გამომივა, -თითქოს თავიდან განვიცდიდი იმ საშინელ ტკივილს, მთელი სხეული მეწვოდა, ვცდილობდი ჰაერი ჩამესუნთქა მაგრამ არ გამომდიოდა, მკერდზე ვგრძნობდი მისი თითების შეხებას, შუბლზე და ასე მეგონა გახურებული რკინით მდაღავდა, უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და განწირული ხმით ვიკივლე...
- ცოტაც გაუძელი ნანე, ცოტაც და კარგად იქნები, -ჩურჩულებდა და ვგრძნობდი როგორ იცლებოდა ჩემი სხეული ენერგიისგან, მერე რამდენიმე წამით მომშორდა, ტკივილმა ნელ-ნელა დამტოვა, უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი სიმსუბუქის და სასიამოვნო სიგრილის გარდა, მსხვრევის ხმა ჩამესმა, თითქოს უზარმაზარი მინა ათას უწვრილეს ნაწილაკად დაიფშვნა, ვიგრძენი ძლიერმა მკლავებმა როგორ ამწიეს ჰაერში...
რამდენიმე წუთს ნება-ნება ვირწეოდი მის მკლავებში, ნაბიჯების ხმა, მძიმე სუნთქვა... ყველაფერს ვგრძნობდი, ყველაფერი მესმოდა თუმცა თვალების გახელას ვერ ვახერხებდი, კარის ჭრიალი რომ მომესმა და უკუნეთი სიბნელიდან დღის სინათლეზე გამოსვლა ვიგრძენი, მთელი ძალა მოვიკრიბე რომ ოდნავ მაინც გამეხილა თვალი, გვირაბის შესასვლელთან ვიდექით, ჩვენგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით იდგა ადრიანი და ჩვეული ცივი არაფრისმთქმელი ღიმილით იღიმოდა.
- სალამი ძმაო, მიხარია რომ გხედავ, -ისეთი უდარდელი ხმა ჰქონდა თითქოს თვითონ არ შეეძრას მთელი ქვეყანა მის გასათავისუფლებლად, წამიერად გამოაპარა ჩემსკენ მზერა და თვალი თვალში გამიყარა, შუბლი შეკრა, ნერვიულად მოეღრიცა ტუჩი თუმცა წამსვე აიყვანა თავი ხელში და ისევ უფროს ძმას მიუბრუნდა.
- თავს როგორ გრძნობ? პრინციპში კითხვაც არ არის საჭირო არც თუ ისე ცუდად გამოიყურები, მზად ხარ ჩვენთან დასაბრუნებლად?
- მანამდე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე რაც გააკეთე.
- დარწმუნებული ხარ რომ გინდა ამ ყველაფერზე ახლა და აქ ვისაუბროთ?
- მინდა ოღონდ ჯერ ნანეს მივხედავ, დიდი ალბათობით შენ არ გაინტერესებს მაგრამ კარგად არ არის, ისე ცუდად იყო მეგონა რომ ვერ გაუძლებდა, -ზემოდან დამხედა შავი თვალებით და თბილად გამიღიმა.
- ვიცოდი რომ არაფერს დაუშავებდი.
- ჰოო? შენ ხომ ყოველთვის ყველაფერი იცი, შენი აზრით ეს ცოტაა? შეხედე რა მდგომარეობაშია.
- მიზანი ამართლებს საშუალებას.
- ყოველთვის არა ადრიან, ყოველთვის არა, -სევდიანი ხმა ჰქონდა, სინანულით სავსე, თითქოს ნანობდა იმას რაც გააკეთა, თითქოს...
- გეყოფა ნედ საკმარისია, შენ ის გადაარჩინე, შენ რომ არა მოკვდებოდა, მისი გული ვერ გაუძლებდა.
- შენ რომ არა აქ არ აღმოჩნდებოდა, შეტევა არ დაემართებოდა და გადარჩენაც არ დაჭირდებოდა.
- შენ კი იქ ამოგხდებოდა სული.
- იქნებ მერჩივნა...
- მშვენივრად ვიცი რა გერჩივნა და რა არა, -გაბრაზებულმა შეაწყვეტინა სიტყვა, -მოეშვი თვითგვემას შენი ბრალი არ ყოფილა რაც მოხდა, შენი სიკვდილი ვერაფერს შეცვლის.
- შენ არც კი იცი...
- ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი ნედ, ნანეს რომ გიგზავნიდი ვიცოდი რომ იქიდან გამოსაღწევად მის გამოყენებაზე უარს იტყოდი, მაგრამ თუ თვითონ მას დასჭირდებოდა დახმარება...
- ჰმ, შენ და შენი სრულყოფილი გეგმები.
- ხელი ხელს ბანსო არ გაგიგია?
- მასზე არ გიფიქრია? ამ ყველაფრიდან მხოლოდ ის დარჩა დაზარალებული.
- ასე გგონია? -ადრიანმა წარბი ასწია ჩაიცინა, -შენ ვერც კი წარმოიდგენ მე როგორი დაზარალებული ვარ, ასე რომ როცა არაფერი იცი ნუ მეკამათები, დროს ტყუილუბრალოდ ვკარგავთ, -ხმაში მოუთმენლობა შეეპარა და მკლავები წინ გამოიშვირა, -ნანეს მე მივხედავ.
- სერიოზულად?
- არასერიოზულობის მეტყობა რამე? მომეცი, შენ ისედაც ძლივს დგახარ ფეხზე, -სიცივე შეეპარა ხმაში, მკლავებზე გადაიწვინა ჩემი მომჩვარული სხეული და მერე მთელი ძალით ჩამიხუტა გულში, თვალები მივლულე, ამჯერად მის მკლავებში ვირწეოდი, არ ვიცოდი სად მივყავდი და რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ არც მაინტერესებდა, მის მხარზე მედო თავი და მის საოცრად სასიამოვნო სურნელში გახვეული ვნეტარებდი რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ მასთან თავს კარგად ვგრძნობდი, დაცულად...
- ვიცოდი რომ იმედს არ გამიცრუებდი, ვიცოდი რომ შეძლებდი, -ჩამესმა და ვიგრძენი როგორ შემეხო ნაზად შუბლზე მისი ტუჩები, მერე ლოყაზე, ტუჩის კუთხეში... სიამოვნებისგან გამაკანკალა და თვალები გავახილე, ჯერ კიდევ ტყეში ვიყავით, უზარმაზარ ხეებს შორის მივაბიჯებდით, ისე თავისუფლად მიდიოდა თითქოს ბუმბულივით მსუბუქი ვყოფილიყავი, ზემოდან დამყურებდა შუბლშეჭმუხნილი, ახლა უკვე ვარჩევდი მის თვალის ფერს, მუქი ლურჯი თუ დროდადრო ცისფერი? რა მნიშვნელობა ჰქონდა მთავარი ის იყო რომ ახლა ეს ულამაზესი თვალები სითბოთი იყო სავსე, ზრუნვით და კიდევ რაღაც ჩემთვის ჯერ უცხო და გაუაზრებელი გრძნობით.
- მაპატიე რომ გატკინე, მაპატიე რომ ასე მოგექეცი, სხვა გზა არ მქონდა, -ისევ თვალებში მიყურებდა და ისე მელაპარაკებოდა, გაჭირვებით ავწიე ხელი და ლოყაზე ჩამოვუსვი ათრთოლებული თითები, მერე ტუჩებზე გადავატარე, ფართოდ გაეღიმა და მოვინუსხე ისე უხდებოდა ღიმილი, ერთხანს თვალმოუშორებლად შევცქეროდი, მერე თავისთავად დამეხუჭა თვალები და ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა.

- როდის ჩამოხვედი? სიურპრიზიც ამას ჰქვია, რატომ არ გამაგებინე? -ჩვეულებისამებრ დაუკაკუნებლად შემოიჭრა საძინებელში ნათია და ბურანიდან გამომარკვია, გვერდით რომ მომიწვა ორივე ლოყა რომ დამიკოცნა და მთელი ძალით რომ ჩამეხუტა მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ეს ყველაფერი სიზმარი არ იყო და მართლა ჩემს ბინაში ვიყავი.
- სრულიად შემთხვევით გამოვიარე აქეთ და ბინის წინ შენი მანქანა რომ დავინახე მივხვდი რომ დაბრუნდი და ამოვედი, რა კარგია რომ აქ ხარ, რომ იცოდე რამდენი რამ მაქვს შენთვის მოსაყოლი, -შეუჩერებლად ლაპარაკობდა და ახლა ნამდვილად არ მქონდა მისი მოსმენის თავი.
- ესე იგი მანქანა ქვემოთ დგას? -მხოლოდ ეს ვკითხე.
- ჰო აბა სად იქნება, სადაც დატოვე იქ არის, კარგად ხარ? -ახლაღა მიხვდა რომ ვერ ვიყავი კარგად, იდაყვს დაეყრდნო და ზემოდან დამხედა, -რა გჭირს ნანე? ცუდად გამოიყურები.
- უბრალოდ დავიღალე, დიდხანს ვიჯექი საჭესთან, -პასუხს თავი ავარიდე წამოვდექი და სააბაზანოსკენ წავედი, -მიდი რა ყავა მოადუღე, -გავძახე და ზურგს უკან ხმაურით მივიკეტე კარი.
ნიჟარაზე ვეყრდნობოდი და მოღუშული შევყურებდი სარკეში საკუთარ გამოსახულებას, ადამიანს აღარ ვგავდი, ვარდისფერი თმა უწესრიგო ბულულად მედო თავზე, თვალები ჩამქრალი და უპეები ჩაშავებული, ამ რამდენიმე დღეში რაც იქ გავატარე რამდენიმე კილო მქონდა დაკლებული, ფიზიკურად ცუდად არ ვიყავი თუმცა იმ შეგრძნებას რომ რაღაც მაკლდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ვერაფერს ვუხერხებდი, თვალები დავხუჭე და შევეცადე ადრიანის სახე, თვალები და ღიმილი წარმომედგინა, მისი სხეულის სითბო, მისი ხელები, სურნელი, თბილი ხმა...
- რა ჯანდაბას აკეთებ ნანე? -ხმამაღლა შევუძახე საკუთარ თავს, -რას აკეთებ, მასზე ნუ ფიქრობ, არ შეიძლება, არ შეგიძლია მასზე ასე იფიქრო, კაცმა არ იცის ვინ არიან და რას წარმოადგენენ, უბრალოდ დაივიწყე და მადლობა თქვი რომ ასე ადვილად გადარჩი...
- დაივიწყებ? -შევეკითხე სარკიდან მომზირალ ორეულს, ორეულმა წარბი ასწია და დამცინავმა ღიმილმა აუპრიხა ტუჩის კუთხე.
- კარგად ხარ? -კარზე მომიკაკუნა ნათიამ.
- კარგად ვარ, -დაღლილი ხმით გავძახე.
- ვის ელაპარაკებოდი?
- არავის.
- ჰო ეტყობა მომეჩვენა, გამოაღწიე ყავა მზად არის.
შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე თავი და სამზარეულოში გავედი, მაგიდას რომ მივუჯექი და სურნელოვანი სითხე რომ მოვსვი უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ უნდა დამევიწყებინა რაც მოხდა, საერთოდ უნდა ამომეგდო გონებიდან ის რაც იმ ქალაქში ყოფნისას გადამხდა თავს, ისიც უნდა დამევიწყებინა რომ არ ვიცოდი როგორ მოვხვდი ჩემს ბინაში, რატომ იდგა ჩემი ავტომობილი სახლის წინ ისე თითქოს აქაც არაფერი და საერთოდ...
- ვერ შევძლებ მის დავიწყებას, -აღმომხდა და ჭიქა ხმაურით დავაბრუნე მაგიდაზე.
- ვის გულისხმობ? -გაოცებულმა შემომხედა ნათიამ.
- ადრიანს, -წამომცდა და მაშინვე ვინანე თუმცა რაღა დროს იყო.
- ადრიანი ვინ არის? სად გაიცანი? რა ურთიერთობა გაქვთ? -ერთბაშად მომაყარა კითხვები, სულ ტყუილად ვიფიქრე რომ ყურადღებას ამაზე არ გაამახვილებდა.
- არავინ არ არის, უბრალოდ წამომცდა და ნუ დამახრჩობ, შენ ის მთხარი მაქსი როგორ გყავს.
- ცდილობ რომ ყურადღება გადამატანინო? კარგი დღეს ისე იყოს როგორც შენ გინდა, არ ჩაგაცივდები იმიტომ რომ ვიცი დიდხანს ვერ მოითმენ და თვითონ მომიყვები, -რატომღაც მარტივად დანებდა.
- მაქსზე რას ამბობდი? როგორ არის?
- დავშორდით.
- რატომ? აკი ერთმანეთზე გიჟდებოდით?
- ჰოო, ეგ თავის ცოლ შვილზეც გიჟდებოდა, -ზიზღით სავსე ხმით ჩაილაპარაკა და ტუჩები სატირლად მობრიცა, -ცოლ შვილი ყოლია მაგ ნაბიჭვარს, მატყუებდა, -თვალები ცრემლებით აევსო.
- მაპატიე, ბოდიში რომ გაგახსენე, -მართლა მეწყინა ნათიას ასეთ მდგომარეობაში ხილვა მართალია კაცებთან მიმართებაში სულელი გოგოსავით იქცეოდა მაგრამ ძალიან მგრძნობიარე იყო.
- ეგ რაფერი, უკვე მოვინელე, -ხელი ჩაიქნია და ღიმილით მოიწმინდა ცრემლი, -სამაგიეროდ ჯეისონს შევურიგდი.
- ეგ რომელია, მანქანების ბიზნესი რომ აქვს? მოიცა მოიცა მგონი გამახსენდა, ის არის დედასთან და ორ უზარმაზარ ძაღლთან ერთად რომ ცხოვრობს, წითლად რომ გაიძულებდა თმის შეღებვას დედაჩემს მოსწონსო.
- ისევ ვერ გამოიცანი, -მითხრა ცოტა არ იყოს ნაწყენმა, თითქოს ადვილი ყოფილიყო მისი არც თუ ისე მცირერიცხოვანი მეგობარი ბიჭების დამახსოვრება და ერთმანეთისგან გარჩევა, -მეწყინა რომ არ გახსოვს, ჯეისონი ის არის საკუთარი საგვარეულო სასახლე რომ აქვს.
- ოჰ, ესე იგი პრინცმა შენი დავიწყება ვერ შეძლო?
- არა, რა დავიწყებაზე ლაპარაკობ, რაც შენ წახვედი მის მერე ცდილობდა ჩემთან შერიგებას, საჩუქრებით და ყვავილებით ამავსო, სერენადაც კი მიმღერა.
- სერიოზულად?
- ჰო, ისე საშინლად მღეროდა მეზობლები ძლივს გადავარწმუნე რომ პოლიცია არ გამოეძახათ, -გულიანად გადაიკისკისა, სახე უბრწყინავდა მასზე საუბრისას, უცნაურია თითქოს რამდენიმე წუთის წინ მაქსის გამო არ ეტიროს, -ისეთი საყვარელი იყო უარი ვეღარ ვუთხარი და შევრიგდით, -როგორც იქნა დაასრულა.
- მთავარია რომ ბედნიერი იყო.
- ბედნიერი ვარ ნანე და იქნებ შენც...
- არ დაიწყო ახლა შენებურად, არავინ არ მჭირდება იმისთვის რომ თავი კარგად ვიგრძნო.
- ადრიანი?
- ადრიანი არ არსებობს, -მაგიდაზე მთელი ძალით დავარტყი ხელი და ნათია შიშისგან რომ შეხტა მაშინღა მივხვდი რომ ცუდად გამომივიდა.
- მაპატიე, -დარცხვენილმა ჩავღუნე თავი, წამოდგა მომიახლოვდა და მომეხვია.
- არ არსებობს და ნუ არსებობს, იყოს ისე როგორც შენ გინდა, უბრალოდ იცოდე რომ თუ რამის მოყოლა გენდომება ყოველთვის მოგისმენ.

-
ჩემი ნიუ იორკში დაბრუნების შემდეგ ერთი თვე ისე გავიდა ვერც მივხვდი, ადრიანი და ნედი უგზო უკვლოდ გაქრნენ, ისე თითქოს არც არსებულან, აღარც ხმებს შევუწუხებივარ და აღარც ის სასიამოვნო მუსიკა გამიგია, ყველანაირად ვცდილობდი იმაზე არ მეფიქრა რაც მოხდა ამიტომ რაც შეიძლება მეტს ვმუშაობდი, სახლშიც კი მომქონდა საქმე, ნათია ყველანაირად ცდილობდა გაერკვია რა მემართებოდა მაგრამ არაფერი გამოუვიდა და მომეშვა, მინდოდა, ძალიან მინდოდა მისთვის ყველაფერი მომეთხრო მაგრამ ვიცოდი არ დაიჯერებდა, ვერ დაიჯერებდა და გიჟად ჩამთვლიდა, ამიტომაც ვერაფერს ვეუბნებოდი, ვცდილობდი გონება საქმით დამეტვირთა, რამდენჯერმე ნათიას და ჯეისონს ბარშიც კი წავყევი გასართობად, ნათიამ ისიც აიყოლია და ყველანაირად ცდილობდნენ ჩემთვის ჯეისონის რომელიმე მეგობართან ჩაეწყოთ საქმე თუმცა არავინ და არაფერი მაინტერესებდა, ვცადე მაგრამ არ გამომივიდა, როგორც კი ვინმესთან დავაპირებდი ურთიერთობის გაბმას თვალწინ ადრიანის ლურჯი თვალები და საყვარელი ღიმილი მიდგებოდა, ერთხელ კი საკმაოდ ნასვამმა ჯეისონის მეგობარს ნიკს ადრიანი რომ დავუძახე საბოლოოდ გადავწყვიტე ნათიასთვის ასეთი ვითომ შემთხვევითი შეხვედრების მოწყობა ამეკრძალა.
მართალია დღისით როგორღაც გავურბოდი მასზე ფიქრს მაგრამ ღამეებს ვერაფერს ვუხერხებდი, ყოველ ღამით სიზმარში მოდიოდა ჩემთან და მე ჯიუტად ვაჯერებდი თავს რომ ის რასაც მის მიმართ ვგრძნობდი არ იყო ნამდვილი, რომ ადრიანმა ჩემზე მანიპულირების მიზნით შთამაგონა მომწონებოდა და ახლა იმ შემორჩენილი გრძნობების გამო ვიტანჯებოდი, რომ ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში გაივლიდა, ყოველ დღე და ყოველ ღამე ვარწმუნებდი საკუთარ თავს ამაში მაგრამ გრძნობები არ ქრებოდა, პირიქით, იზრდებოდა, ძლიერდებოდა, მთელ ჩემს არსებაში იდგავდა ფესვებს და უკვე ვიწყებდი იმის გაცნობიერებას რომ ვერანაირად ვერ მოვახერხებდი მის ამოძირკვას...

- დღეს მარტო მოგიწევს საჭმელად გასვლა, პაციენტს ველოდები, -ნათია დამადგა თავზე, გადაღლილი სახე ჰქონდა ისიც საკმაოდ ბევრს მუშაობდა.
- საერთოდ რომ არ გავიდე რა იქნება? -ჩავილაპარაკე და შეწყვეტილ საქმეს მივუბრუნდი, -არაფრის ხალისი აღარ მაქვს წეღან დედაჩემმა დამირეკა და მომიშხამა ხასიათი.
- რა უნდოდა? -ჩემს წინ ჩაჯდა სავარძელში, ფეხი ფეხზე გადაიდო და ცხვირზე დაკოსებული სათვალე შეისწორა რომელსაც მხოლოდ იმიჯის გამო იყენებდა.
- სეანსი უნდა ჩამიტარო?
- არ გაწყენდა მაგრამ ახლა ისე უბრალოდ მაინტერესებს.
- ჩემს ძმას ცოლი მოჰყავს და მოითხოვენ რომ ქორწილზე ჩავიდე, თურმე აუცილებლობა ყოფილა, წარმოგიდგენია?
- მოიცა რას ნიშნავს მოითხოვენ? -სასაცილოდ დაქაჩა თვალები და წამოიწია.
- დამშვიდდი, ისეთი არაფერია, რატომღაც გონიათ რომ არაფერი არ ვიცი მაგრამ რამდენიმე დღის წინ გავიგე რომ ფინანსურად ცუდ დღეში ყოფილან არადა ამ ჩემმა ბედოვლათმა ძმამ მაინდცადამაინც ახლა მოინდომა ცოლის მოყვანა, დედაჩემს კი ძალიან უყვარს პომპეზურობა და თავის შერცხვენად ჩათვლის თუ რამდენიმე ასეულ კაციან ქორწილს არ გადაუხდის იმ უსაქმურს, ჰოდა წეღან ნელ-ნელა მაპარებდა რაღაც-რაღაცეებს, რომ ჩამიტყუებს ალბათ მერე გამიმხელს სრულ გეგმებს, ერთი სიტყვით უნდა რომ ქორწილი დამაფინანსებინოს.
- შენ აქ წელებზე ფეხს იდგავ რომ ის გქონდეს რაც გაქვს, დღეს და ღამეს ასწორებ, შენს ძმას კი მუშაობა ეთაკილება, სულ გაგიჟებულან.
- პირიქით, ჭკვიანები არიან და ჩემს გამოყენებას ცდილობენ.
- აკი ბით შოულობდი ფულს, ახლა მოუნდათ? ახლა გახდი პატიოსანი? ახლა მიგიღებს მამაშენი უპრობლემოდ? -ბრაზსს ვეღარ მალავდა ნათია.
- ახლაც იგივეს ფიქრობენ, უბრალოდ ვჭირდები და იმიტომ მეფერებიან, -გაღიმება ვცადე მაგრამ უსიამოვნოდ დამემანჭა სახე, ძნელი იყო საკუთარ ოჯახზე ასე საუბარი, ძალიან ძნელი...
- მაპატიე, ზედმეტი მომდის ხოლმე, -ნათიამ დამნაშავის სახით შემომხედა, -ხომ იცი იმას ვლაპარაკობ რაც ენაზე მომადგება ხოლმე.
- ჰოდა მაგიტომაც მიყვარხარ, გვეყოფა ახლა, მიდი მიხედე შენს პაციენტებს, მე აქ ვიქნები არ მინდა საჭმელად გასვლა.
- აბა აბა, ძალიან კარგადაც გახვალ, გახვალ და გემრიელად შეჭამ, იცი რას გავხარ? საშინლად გახდი, მე თუ არ დაგაძალე არაფერს აღარ ჭამ, ადექი რომ გელაპარაკები, -წამოდგა და დოინჯშემორტყმული, წარბაწეული დამადგა თავზე.
- კარგი დედიკო მივდივარ, -დავეჯღანე და კვნესით წამოვდექი, -მგონი გავშეშდი.
- აბა რა იქნება რამდენი ხანია ზიხარ და წერ.
- ჰო დღეს რაკი უსაქმოდ ვარ დრო ვიხელთე, წავალ ახლა მგონი მართლა მომშივდა, -ოფისიდან გამოვედი და ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას, ოფისის მოპირდაპირედ პატარა კაფე იყო სადაც საჭმელად დავდიოდით ხოლმე, გადასასვლელთან გავჩერდი და მოუთმენლად შევხედე მოპირდაპირე მხარეს მდგარ შუქნიშანს, თავიდან მეგონა მომეჩვენა როცა შუქნიშნის გვერდით მომლოდინე მამაკაცის ძალიან ნაცნობი სახე დავინახე, იდგა გაუნძრევლად, თვალს არ მაშორებდა და მიღიმოდა.
- ნედ, -თავისთავად წამომცდა ხმამაღლა, ის იყო, მახსოვდა როგორ მიმართა ადრიანმა სახელით, ნამდვილად ის იყო, ნედი, ბაგეები ღიმილმა გამიპო და სხეულში უჩვეულო სითბო ჩამეღვარა, რატომღაც ძალიან გამიხარდა მისი დანახვა, გახარებულმა და დაბნეულმა ისე გადავდგი მისკენ რამდენიმე ნაბიჯი არაფერზე მიფიქრია, დავინახე როგორ შეეცვალა სახე და ზედ შიში აღებეჭდა, მერე მუხრუჭების ღრჭიალი მომესმა...





- რამე რომ მოსვლოდა, ის სატვირთო ოდნავადაც რომ შეხებოდა ჩემი ხელით დაგაბრუნებდი იმ ჯურღმულში, -საოცრად ნაცნობი ხმა ჩამესმა და მერე რბილი ტუჩების ნაზი შეხება ვიგრძენი შუბლზე, სასიამოვნო სურნელმა გამიღიზიანა ნესტოები, ადრიანი იყო, ჩემი ადრიანი... -შენი როდიდან გახდა? -ირონიულად ჩაიქირქილა მეორე მემ, ყურადღება არ მივაქციე და უფრო მეტად მოვდუნდი რომ სიფხიზლე არ შემტყობოდა.
- როგორ ფიქრობ რატომ არ ვცადე მისი დახმარება? ვიცოდი რომ იქ იყავი და არ დაუშვებდი რამე მოსვლოდა, არაფერი არ მოუვიდოდა, გგონია არ ვიცი და ვერ ვამჩნევ რომ მთელი თვეა აჩრდილივით დასდევ უკან? -ეს ოდნავ ირონიაშეპარული მხიარული ხმა ნამდვილად ნედს ეკუთვნოდა ოღონდ ვერ ვხვდებოდი რაზე საუბრობდნენ.
- არ გინდა რომ შენს საქმეს მიხედო და მე თავი დამანებო? -ცივი ხმით შეუღრინა ნედს და თმაში შემიცურა ხელი, ნაზად ამოძრავებდა თითებს და ძლივს ვიკავებდი თავს რომ სიამოვნებისგან არ ავკრუსუნებულიყავი.
- ახლა რას აპირებ? აქ რატომ მოიყვანე? -ისევ ნედმა გააგრძელა შეწყვეტილი საუბარი.
- აბა სად წამეყვანა? ქუჩაში ხომ არ დავტოვებდი, გონს მოვა და სახლში დავაბრუნებ.
- ასე მარტივად? შეგეძლო სასწრაფო გამოგეძახა.
- რა გინდა ნედ? რისი გაგება გინდა ჩემგან? თქვი ბოლოს და ბოლოს რა გაწუხებს, -თავმობეზრებულმა ჩაილაპარაკა და ახლა ლოყაზე მომაწება ტუჩები, შევიშმუშნე და ისიც წამსვე მომშორდა, ნედმა კი გულიანად გადაიხარხარა.
- გგონია შენი მდგომარეობა მაწუხებს? პირიქით ადრიან, ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია ასეთს რომ გხედავ, ერთი შენი თავისთვის შეგახედა.
- და შენ თუ მიყურებ რას ხედავ?
- იმ ადრიანს რომელიც მეგონა რომ აღარ არსებობდა, დიდი ხნის წინ გადამეწურა იმედი რომ ისევ გიხილავდი ასეთს, ახლა კი...
- ნუ აზვიადებ, ჯობია წახვიდე და...
- ადრიან, ნედ, ვიქტორია მოვიდა, -ოთახში ყვირილით შემოიჭრა ვიღაც და მეც დაფეთებულმა გავახილე თვალები თუ არა მაშინვე ადრიანის მზერას შევეჩეხე და მონუსხული გავშეშდი, რბილ დივანზე ვიწექი, თავი მის მუხლებზე მედო, ის კი ზემოდან დამყურებდა და იმხელა სითბოს ასხივებდა იმ ულამაზესი თვალებიდან...
- კარგად ხარ? -თბილი ხმით მკითხა და დამეხმარა რომ წამოვმჯდარიყავი, გვერდზე მოქცეული მაისური ნაჩქარევად გავისწორე, აბურდული თმა შეძლებისდაგვარად დავილაგე და მორცხვად მივიყუჟე დივნის კუთხეში, დაკვირვებით მოვათვალიერე იქაურობა, ოთახში ოთხნი ვიყავით, მე, ჩემს გვერდით მჯდარი მომღიმარი ადრიანი, ჩვენს მოპირდაპირედ მოკალათებული ნედი რომელსაც მხიარული გამომეტყველების მიუხედავად თვალები სევდით ჰქონდა სავსე და საშუალო სიმაღლის ულამაზესი გოგონა, გრძელი ქერა თმით და ადრიანის მსგავსი ულამაზესი თვალებით.
- ვერ გაიგეთ რა ვთქვი? ვიქტორია მოვიდა, -გაიმეორა და ცნობისმოყვარეობით სავსე მზერა შემავლო, მერე კი მოვიდა და ჩემსა და ადრიანს შორის ჩასკუპდა.
- მე კერი ვარ, სასიამოვნოა შენი გაცნობა ნანე, -ღიმილით გამომიწოდა ხელი.
- მიცნობ? -გაოცებულმა შევაგებე თითები მან კი გულიანად გაიცინა.
- როგორ შეიძლება არ გიცნობდე, მთელი თვეა რაც ჩემი ძვიფასი ძამიკო...
- გეყოფა ჭორაობა, -სიტყვა შეაწყვეტინა მოღუშულმა ადრიანმა, -წადი და ვიქტორიას უთხარი ვერანდაზე დამელოდოს, მალე მოვალ.
- კარგი რა, ხომ იცი როგორი მოუთმენელია.
- ჰოდა თუ ასეა ნედი დაამშვიდებს, ყოველთვის კარგად გამოსდიოდა მისი დამშვიდება, არა ნედ? -ნედს გადახედა და მანაც ავისმომასწავებლად ასწია წარბი თუმცა არაფერი უთქვამს, წამოდგა და კარისკენ წავიდა, გასვლამდე მოტრიალდა და თვალი თვალში გამიყარა.
- გამიხარდა შენი ნახვა ნანე.
სიტყვისუთქმელად დავუკარი თავი, კერიც ნედს მიყვა უკან, კარი გაიხურეს თუ არა ოთახში უხერხული დაძაბული სიჩუმე ჩამოწვა.
- აბაა დაიწყებ? -მშვიდი ხმა ჰქონდა ადრიანს, თავისუფლად ეყრდნობოდა საზურგეს, იღიმოდა, იდაყვებამდე აკეცილი თეთრი პერანგიდან ძლიერი დაკუნთული მკლავები მოუჩანდა, ჩალისფერი დატალღული თმა უწესრიგოდ ჰქონდა შუბლზე ჩამოშლილი, თვალს ვერ ვაშორებდი მის სახეს.
- რა უნდა დავიწყო? -ძლივს ვახერხებდი ყურადღების მოკრებას, ეს ბიჭი ვინც არ უნდა ყოფილიყო, საშინლად მოქმედებდა ჩემზე, მისი სიახლოვე ტვინს მირევდა, ვუყურებდი და ლამის იყო ხვეწნა დამეწყო ცოტა ხნით კიდევ დავდებ თავს შენს მუხლებზე და თმაზე მომეფერეთქო.
- არ მკითხავ აქ რატომ ხარ? რატომ მოგიყვანე? რა განზრახვა მაქვს? არ იყვირებ და იწივლებ? რამე მაინც დაამტვრიე.
- არ ვიცი აქამდე როგორ ადამიანებთან გქონია ურთიერთობა მაგრამ უკვე უნდა მიმხვდარიყავი რომ ყველას არ ვგავარ, -ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა.
- აქამდე არცერთ ადამიანთან არ მქონია ისეთი ურთიერთობა რომ სახლში მომეყვანა, -მოკლედ მომიჭრა, ჩემსკენ მოიწია, ფრთხილად აიღო ჩემი ხელი ხელში და მსუბუქად მომიჭირა თითები.
- მართლა კარგად ხარ? რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება რომ შოკში ხარ და სადაცაა უნდა აფეთქდე.
- მართლა კარგად ვარ ადრიან, -მზერა მოვარიდე და ღრმად ამოვისუნთქე, -თუმცა უარს არ ვიტყოდი რომ გამეგო რა ხდება.
- რა გახსოვს?
- ქუჩაში გზაზე გადავდიოდი, მოპირდაპირე მხარეს ნედი იდგა, რატომღაც ვერ შევამჩნიე რომ წითელი ენთო მერე... მერე... -ხელი გამოვგლიჯე და შუბლზე შემოვიჭდე თითები, თვალები დავხუჭე და გახსენება ვცადე, სატვირთო ავტომობილი საშინელი სისწრაფით მოდიოდა ჩემსკენ, სიგნალის და მუხრუჭების ხმა, ხალხის ყვირილი...
- შენ იქ იყავი, ჯანდაბა, იქ იყავი ადრიან, -შევყვირე როგორც კი გამახსენდა როგორ გამოჩნდა არსაიდან ადრიანი და როგორ შეძლო ჩემი გადარჩენა.
- დაგინახე მაგრამ როგორ, როგორ მოახერხე სატვირთოს შეჩერება?
- მარტივი იყო, უბრალოდ შენს გვერდით ვიყავი და დროულად შევძელი შენი გზიდან გადაყვანა, -მშვიდი ხმით მითხრა და ორი თითით გადამიწია გვერდზე შუბლზე ჩამოყრილი თმა, -ვგიჟდები შენს თმებზე ნანე, გიხდება ვარდისფერი.
- ნუ ცდილობ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანო, ჩემს გვერდით არ ყოფილხარ, თითქოს არსაიდან გაჩნდი და მერე სანამ გონებას დავკარგავდი დავინახე როგორ შეანელა სატვირთომ სვლა.
- ალბათ შეგამჩნია და დაამუხრუჭა, მისმა სწრაფმა რეაქციამ კი საშუალება მომცა გადამერჩინე.
- სულელი გგონივარ? ეს არ იყო უბრალო დამუხრუჭება, ირგვლივ ყველაფერი შენელდა.
- ოჰო, როგორი ყურადღებიანი ყოფილხარ, -გაეცინა, აშკარად ერთობოდა ჩემი სიბრაზით და დაბნეულობით მე კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მიპყრობდა ბრაზი.
- უცნაური ვინმე ხარ ნანე, ალბათ ამიტომაც მიმიზიდე ასე ძალიან, იმ დღიდან ვერ ვწყვეტ შენზე ფიქრს როცა პირველად დაგინახე, -მისი აღიარებით პირდაღებულს გამოფხიზლების საშუალება არ მომცა, წამოდგა ჭიქებში ქარვისფერი მძაფრსუნიანი სასმელი ჩამოასხა, ისევ გვერდით მომიჯდა, ჭიქა ხელში მომაწოდა და მაიძულა ბოლომდე გამომეცალა, მესიამოვნა, სასმელი თბილ ტალღებად გაიშალა სისხლძარღვებში და ერთიანად მომადუნა.
- მომიყვები როდის მნახე პირველად? -ვკითხე და მისი გაოცებული მზერაც დავიმსახურე.
- არ ვაზვიადებ როცა ვამბობ რომ უცნაური ხარ, ერთადერთი ადამიანი ხარ ვისი მოქმედებების და მომდევნო ნაბიჯის განსაზღვრაც მიჭირს, არასდროს არ ვიცი რას უნდა ველოდო შენგან, მეგონა თუკი აქ მოგიყვანდი საშინელი ომის გადატანა მომიწევდა შენ კი მშვიდად ზიხარ ჩემს წინ და მთხოვ მოგიყვე როდის გნახე პირველად.
- გგონია იმის მერე რაც ვნახე და გადავიტანე კიდევ რამე გამაკვირვებს? -ღიმილით გავუწოდე ჭიქა და ვანიშნე რომ გაევსო, მანაც დაუყოვნებლივ დაასხა სასმელი.
- საერთოდ ასეთი ვარ, არასდროს მიჭირდა ისეთი რაღაცეების გაგება და შეთვისება რისი გაგებაც ზოგიერთებს ფსიქიკის დანგრევად შეიძლებოდა დასჯდომოდა, არ ვიცი რატომ მაგრამ ყოველთვის ასეთი ვიყავი.
- ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, -ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა ადრიანმა.
- მაინც რა მიზეზი?
- შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი თუმცა ამაზე მერე, ახლა კი მოგიყვები პირველად როდის და როგორ შემოიჭერი ჩემს გონებაში, გეძებდი ნანე, როცა გავარკვიე სად მალავდა ლუდვიგი დატყვევებულ ნედს მაშინვე შენი ძებნა დავიწყე.
- ლუდვიგი ვინ იყო და ნედი რატომ ჰყავდა დატყვევებული?
- ლუდვიგი ერთი უბედური ადამიანი იყო რომელიც უკვდავების იდეით იყო შებყრობილი, უკურნებელ სენს ებრძოდა თუმცა არა მხოლოდ განკურნება არამედ მუდმივი სიცოცხლე სწადდა.
- მერე ნედი რა შუაში იყო? მოიცა არ მითხრა რომ...
- ხომ ხედავ მაინც მოვახერხე შენი გაოცება, -გაიცინა და ნიკაპზე ნაზად წამავლო თითები, -შეგიძლია პირი დახურო და ნუ მაიძულებ ყველაფერი ასე ერთბაშად მოგიყვე, ამისთვის ერთი კვირაც კი არ მეყოფა...
- მოგისმენ რამდენი დროც არ უნდა დაგჭირდეს, ერთადერთი რასაც ვერ ვიტან გაურკვევლობაა ადრიან.
- როგორც ვატყობ არ მოისვენებ ამიტომ მოკლედ მოგიყვები, ერთი სიტყვით მე და ჩემი ოჯახი უხსოვარი დროიდან ვცხოვრობთ დედამიწაზე.
- უხსოვარი დროიდან? რამდენი წლის ხარ? ალბათ რამდენიმე ათასის, -აღფრთოვანებული შევცქეროდი მოციმციმე თვალებში.
- უკვდავობა სულაც არ არის ასეთი კარგი და საოცარი, -ნაძალადევი ღიმილით მითხრა და ნერვიულად მოიქექა კეფა, -თანაც როცა გითხარი რომ უხსოვარი დროიდან ვცხოვრობთ დედამიწაზე ჩემი წინაპრები ვიგულისხმე, მე ათასშვიდასი წლის ვარ, ნედი ჩემზე უფროსია, კერი ჩემი დაიკო ყველაზე პატარაა სულ რაღაც ათას ორას ორმოცდახუთი წლის.
- სულ რაღაც ათას ორას ორმოცდახუთი? -უნებურად გამეცინა, -ისე ამბობ თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს, კარგი რა ადრიან.
- მაპატიე, უბრალოდ როცა გიყურებ თავგზა მერევა და მავიწყდება რომ ჩვენი ასაკი შენთვის სულაც არ არის ბუნებრივი და ჩვეულებრივი.
- არამარტო ასაკი.
- ვიცი, ვიცი რომ შენთვის ძნელია, მე რომ ადამიანი არ ვარ ალბათ უკვე მიხვდი და მესმის რასაც გრძნობ, უბრალოდ მინდა აგიხსნა...
ვუყურებდი, როგორ ნერვიულობდა, როგორ ცდილობდა სწორი სიტყვები შეერჩია რომ ნაკლებად შევეშინებინე, ვუყურებდი და ვგრძნობდი რომ მისთვის მნიშვნელოვანი ვიყავი ეს კი ეგოისტურად მსიამოვნებდა, მაოცებდა მისი ასეთი ცვლილება, ნამდვილად არ ჰგავდა იმ ცივ და ერთი შეხედვით საშიშ არსებას პირველად რომ ვნახე, ახლა ჩემს წინ დაბნეული და მორცხვი ბიჭი იჯდა და სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა, იქნებ სულაც არ იყო საშიში, ცივი და უგულო, იქნებ დროდადრო ნიღაბს ირგებდა რომ...
- მშვიდად, მშვიდად, -ხელზე დავადე ხელი, და ვაიძულე ჩემთვის მზერა გაესწორებინა, -აქ ვარ და მზად ვარ რომ მოგისმინო, უკვე იცი რომ ყველაფრის გაგება შემიძლია, მაგრამ თუ გიძნელდება...
- ასეთი ადვილი არ არის ნანე, ძალიან დიდი ხანია არავისთან მქონია ისეთი ურთიერთობა გული რომ გადამეშალა თუმცა ახლა სურვილი მაქვს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოგიყვე, არ ვიცი დამიჯერებ თუ არა ან რას იფიქრებ ჩვენზე მაგრამ არ მინდა მოგატყუო, ტყუილით დაწყებული ურთიერთობას არასდროს აქვს კარგი გაგრძელება.
- ნუ აზვიადებ, ჩვენი ურთიერთობა უფრო ცუდად დაიწყო ვიდრე ტყუილით დაწყებული ურთიერთობაა ასე რომ გისმენ, -ფეხები დივანზე ავიკეცე, მოხერხებულად მოვკალათდი და ხანგრძლივი ამბის მოსასმენად მოსახერხებელი პოზა მივიღე, ადრიანს ჩაეღიმა, ერთხანს დუმდა და მერე დაიწყო.
- ადამიანებს გგონიათ რომ ეს პლანეტა თქვენ გეკუთვნით, მაგრამ ცდებით, ყოველთვის ასე არ იყო, ამ პლანეტის პირველი მოსახლეები ჩვენ ვიყავით, ჩვენი მშობლიური პლანეტის სიკვდილის შემდეგ ჩვენი რასა მთელ კოსმოსში დაიქსაქსა შესაფერისი ადგილის საპოვნელად, ადგილის სადაც ცხოვრების გაგრძელებას შევძლებდით, მხოლოდ იმ ხომალდებმა მოაღწიეს ამ გალაქტიკამდე რომლებშიც ჩემი წინაპრები იმყოფებოდნენ, მათი კოლონა სამი უზარმაზარი კოსმოსური ხომალდისგან შედგებოდა, იმ დროს როცა დედამიწაზე ჩამოვიდნენ აქ არცთუ ისე სახარბიელო პირობები დახვდათ თუმცა სხვა გზა არ ჰქონდათ თუ გადარჩენა უნდოდათ აქაურობას უნდა მორგებოდნენ, თანაც წესით არ უნდა გაძნელებოდათ ახალი ცხოვრების დაწყება, ერთი ხომალდი თითქმის მთლიანად ცხოველებით ფრინველებით და მცენარეებით იყო სავსე, გარემო კი შესაფერისი იყო მათ გასამრავლებლად.
- ნოეს გემი, არ მითხრა რომ...
- არ გეტყვი, ჩვენს ხომალდსა და ნოეს გემს შორის ის განსხვავება იყო რომ ჩვენი ხომალდი მართლა არსებობდა, ყველა მცენარე რაც ახლა დედამიწაზე ხარობს ჩვენი პლანეტიდან არის ჩამოტანილი, ყველა ცხოველი, ფრინველი თუ წყლის ბინადარი იქაურია, დიდი შრომა დასჭირდათ ჩემს წინაპრებს რომ დედამიწა იმ სახლისთვის დაემსგავსებინათ რომლის დატოვებაც მოგვიხდა, გააშენეს ტყეები, ააგეს ქალაქები, საბოლოოდ ცივილიზაცია იმ დონემდე მივიდა რომ ზოგიერთებმა საკუთარი თავები ღმერთებად წარმოიდგინეს, ღმერთები კი რისი ღმერთები იქნებოდნენ თუ მათზე მლოცველი და მათი ბრმად მიმდევარი ბრბო არ ეყოლებოდათ, ამიტომაც შექმნეს ადამიანები...
- როგორ თუ შექმნეს? ეს როგორ მოახერხეს?
- ვერც კი წარმოიდგენ როგორი განვითარებული ტექნოლოგიები ჰქონდათ ჩემს წინაპრებს, დღესდღეობით უკვე ადამიანებსაც შეუძლიათ თავიანთი ასლის გამოყვანა ლაბორატორიაში მათ კი ეს მაშინაც შეეძლოთ და თანაც უფრო მარტივად, თავიდან მათი ჩანაფიქრი იყო რომ ადამიანებს გამრავლების უნარი არ უნდა ჰქონოდათ და საკმარისად ჭკვიანები უნდა ყოფილიყვნენ იმისთვის რომ შემქმნელების ბრძანებები შეესრულებინათ, თუმცა ყველაფერი ასე არ წარიმართა, სწრაფად, ძალიან სწრაფად განიცადეს ევოლუცია და როცა ჩვენები მიხვდნენ რომ შეცდომა დაუშვეს უკვე გვიან იყო, ადამიანებს საკმაოდ სწრაფი და უკონტროლო გამრავლების უნარი აღმოაჩნდათ, თანაც ძალიან ჭკვიანები იყვნენ, რაც უფრო მეტად მრავლდებოდნენ და ემატებოდათ ჭკუა მით უფრო ხშირად აწყობდნენ ამბოხებებს, უარს ამბობდნენ ბრძანებების შესრულებაზე, ითხოვდნენ თავისუფლებას...
- და მერე? მერე რა მოხდა? -მოუთმენლად ვკითხე როცა ზედმეტად გაუგრძელდა დუმილი.
- აი ეს მოხდა, -ხელები გაშალა და ირგვლივ მიმოიხედა, ადამიანებმა ის გააკეთეს რაც ყველაზე კარგად გამოსდით, ქაოსი მოაწყვეს, დედამიწა ომებში და ცეცხლის ალში გახვიეს, ჩვენები დაჯაბნეს და ნანატრი თავისუფლება მოიპოვეს, ცოტანი დავრჩით, ჩვენი ძალების და უნარების მიუხედავად გაგვიჭირდა გადარჩენა, იძულებულები გავხდით მათ შორის დავმალულიყავით, მათში შევრეულიყავით, თუ გადარჩენა გვინდოდა ეს იყო ერთადერთი გზა, თუმცა მიუხედავად იმისა რომ ომი მოიგეს, ადამიანებმა მაინც არ იკმარეს ეს გამარჯვება და გარანტირებული მომავლისთვის გადაწყვიტეს საბოლოოდ მოესპოთ ჩვენი რასა, ეშინოდათ ჩვენი, ჩვენი განსხვავებული შესაძლებლობები აფრთხობდათ, ბევრი ვეცადეთ მაგრამ ვერანაირად ვერ მოვახერხეთ მათთან თანაცხოვრება, ათასობით წელია გვდევნიან, რომ იცოდე რას აღარ იგონებდნენ იმისთვის რომ გავენადგურებინეთ, გვწამებდნენ იმას რომ ეშმაკეულები ვიყავით, კუდიანები, ჯადოქრები... ალბათ არ დაიჯერებ და ახლაც არსებობს საკმაოდ ძლიერი საიდუმლო ორგანიზაცია რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს და დევნის ჩვენი რასის წარმომადგენლებს.
- იმისთვის დევნიან რომ დახოცონ? კარგი რა შუა საუკუნეებში ხომ აღარ ვართ, -სიბრაზისგან და აღშფოთებისგან სუნთქვა მეკვროდა, -რა სიველურეა, როგორ შეუძლიათ?
- დასახოცად არ ეძებენ ნანე, დრო შეიცვალა, ახლა უფრო მეტი რამ იციან ჩვენს შესახებ, ერთადერთი რის გამოც ჩვენზე ნადირობენ სისხლია, ჩვენ უკვდავები ვართ, ისინი კი ჩვენი უკვდავების საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ, რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს რომ ჩვენი სისხლის გადასხმა დროებით აახლგაზრდავებს ადამიანს და ამ აღმოჩენის შემდეგ უფრო გამგელებულებმა დაიწყეს ნადირობა.
- ლუდვიგს ნედი ამის გამო ჰყავდა გამოკეტილი? ის ხომ ავად იყო, მისი სისხლით ცდილობდა განკურნებას?
- ლუდვიგი იმ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, პირდაპირი კავშირი ჰქონდა ვატიკანთან, ენდობოდნენ თუმცა ავადმყოფობის გამო ყველა და ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და გადაწყვიტა მათ გარეშე და მათგან დაფარულად ემოქმედა, დანარჩენს რაც ნედს შეეხება მე ვერ მოგიყვები, თუ სურვილი ექნება ერთ დღესაც თვითონ გიამბობს.
- და მე, მე რა შუაში ვარ ამ ყველაფერთან?
- არსებობენ ადამიანები რომელთაც ჩვენთან განსაკუთრებული კავშირი აქვთ, თავიდანვე როცა ჩემმა წინაპრებმა ნახეს რომ საქმე ცუდად ჰქონდათ ეცადნენ ადამიანთა და ჩვენი დეენემის შერევით შეექმნათ არსებები რომლებიც მათ უპირობოდ დაუჭერდნენ მხარს, ვერც ამან გადაარჩინათ თუმცა მოახერხეს ისეთი არსებების შექმნა რომელთაც ჩვენი სურვილის შემთხვევაში შეეძლოთ გაეგონათ ჩვენი ხმა, შეგვეძლო მათი მოხმობა თუნდაც ძალიან შორი მანძილიდან, გააჩნდათ სხვადასხვა უნარები რაც ჩვეულებრივი ადამიანებისგან გამოარჩევდათ, სამწუხარო ისაა რომ მათი რიცხვი დღითიდღე მცირდება, ამიტომაც გამიჭირდა შენი მოძებნა, ალბათ გაინტერესებს რატომ შენ და არა სხვა ნებისმიერი ადამიანი, რათქმაუნდა შემეძლო ვინმეს დაქირავება მაგრამ ის სარდაფი და გვირაბი ძალიან კარგად იყო დაცული იმდენად კარგად რომ ჩვეულებრივი ადამიანი შესასვლელსაც კი ვერ მიაგნებდა.
- რას გულისხმობ? რა დაცვაზეა საუბარი, იქ არაფერი მინახავს.
- თვალით უხილავ დაცვას ვგულისხმობ ნანე, ადამიანები ათასობით წელი სწავლობდნენ ჩვენს რასას და უამრავი ისეთი იარაღი შეიმუშავეს რომელთაც ჩვენი სერიოზულად დაზიანება შეუძლია, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ ცუდად მოქმედებს ჩვენზე.
- როგორც ვამპირებზე ნიორი? -სრულიად სერიოზულად ვკითხე და სიცილი ვერ შეიკავა, ჩემს ხელებს დასწვდა და ამომაბრუნებინა, ხელისგულებზე მკაფიოდ მეტყობოდა დამწვრობის კვალი.
- შენ მხოლოდ მსუბუქი დამწვრობით გადარჩი რადგან სისხლში გაქვს ის ფარული ძალა რომელზეც მთელ რიგ ადამიანებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ, შენს ადგილზე სხვა რომ ყოფილიყო იქიდან ცოცხალი ვერ გამოაღწევდა...
- იცოდი რომ შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი?
- დარწმუნებული ვიყავი რომ არ მოკვდებოდი, -სრულიად მშვიდად მითხრა, -გეყოფა რა ნანე, იმედია ამის გამო ჩხუბს არ აპირებ.
- არა რას ამბობ, რა არის საჩხუბარი, ვინ ჩხუბობს იმის გამო რომ კინაღამ სიცოცხლეს გამოასალმეს?
- გთხოვ, ნება მომეცი აგიხსნა, -მუდარა გაისმა მის ხმაში და ჩემდა უნებურად მოვდუნდი.
- კარგი, არ ვჩხუბობ, შეგიძლია გააგრძელო, მაინტერესებს რა მოხდა იმ სარდაფში, ნედმა მითხრა რომ ჩემი ენერგია სჭირდებოდა იქიდან გამოსაღწევად, მერე საშინელი ტკივილი ვიგრძენი.
- სტრესის გამო გულის შეტევა დაგემართა, შენ და ნედმა ფაქტიურად ერთმანეთი გადაარჩინეთ.
- მან ჩემი ენერგია გამოიყენა? თქვენ რა ადამიანებს ენერგიას პარავთ.
- მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში, ისინი ჩვენ გვსწავლობდნენ ჩვენ კი მათ, უკვე დიდი ხანია აღმოვაჩინეთ რომ მათი სასიცოცხლო ენერგია ჩვენს ძალებს ერთი-ორად ზრდის, თუმცა ყოველთვის ვერიდებით ამის გაკეთებას, როცა ადამიანთა ენერგიას ვეწაფებით თავის შეკავება გვიჭირს და ეს მათთვის ხშირად სავალალო შედეგით სრულდება.
- მეუბნები რომ შეიძლებოდა ნედს მოვეკალი?
- ვიცოდი რომ ამას არ გააკეთებდა.
- ამაში დარწმუნებული ვერ იქნებოდი.
- დარწმუნებული ვიყავი, თავიდან როცა პირველად გნახე, მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ნედი უნდა გადამერჩინა მაგრამ მერე შენთან სიახლოვე ვიგრძენი, უჩვეულოდ მიზიდავდი, გეფიცები რომ არ მცოდნოდა იქიდან ცოცხალი გამოხვიდოდი არ გავრისკავდი, რაც იმ ქალაქიდან წამოგიყვანე და სახლში დაგაბრუნე მას შემდეგ გვერდიდან არ მოგშორებივარ, ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, დღეს როცა დავინახე როგორ იდექი იმ სატვირთოს წინ, როცა მივხვდი რომ შეიძლებოდა დამეკარგე საბოლოოდ შევწყვიტე ჩემს თავთან ბრძოლა, მჭირდები ნანე, ძალიან მჭირდები...
- და ახლა? ახლა რა იქნება? -მისი სიტყვებით აღელვებულმა ათრთოლებული ხმით ვკითხე.
- ახლა ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ იტყვი, მინდა რომ იფიქრო და თუ გადაწყვეტ რომ ჩვენთან ურთიერთობა არ გინდა...
- საიდან მოიტანე რომ არ მინდა? -შეშინებული შევეპასუხე, თითქოს ახლა ამწუთასვე აპირებდა გაქრობას და რომ გამქრალიყო მერე რა უნდა მექნა... -დამპირდი რომ ჩემი ცხოვრებიდან არ გაქრები, -უნებურად ხმამაღლა გავაჟღერე ის რაც მაწუხებდა და დავინახე როგორ აენთო თვალები, დაიძაბა, თითქოს ცდილობდა გაერკვია ხომ არ მოესმა ის რაც ვუთხარი.
- ეს მართლა გინდა? -მის ხმაში ეჭვმა და ყოყმანმა გაიჟღერა, -მიუხედავად იმისა რაც გაგიკეთე და რისი გადატანაც მოგიწია ჩემს გამო, მართლა გინდა რომ შენს გვერდით ვიყო?
- მინდა, -ვუპასუხე და ერთი წამითაც არ მინანია ეს პასუხი, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და სახე ღიმილმა გაუნათა, მერე ხელები გაშალა და მე მის მკლავებში ჩავიკარგე, მთელი ძალით მიკრავდა გულში, როგორც იქნა გავბედე და სურვილი ავიხდინე, თმაში შევუცურე თითები და ჩემსკენ მოვიზიდე...
- გპირდები ამ გადაწყვეტილებას არასოდეს ინანებ, -ზედ ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა და მერე მხურვალე, ვნებიანმა კოცნამ შემიგუბა სუნთქვა...





ნათიას შეგონებებით დაღლილმა ტელეფონი გავთიშე და თვალები მივლულე, ნახევარი საათი ვცდილობდი იმის ახსნას თუ სად გავუჩინარდი, რათქმაუნდა ადრიანი არ მიხსენებია, ვერც ვახსენებდი ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ვერა, ძლივს დავაჯერე რომ კარგად ვიყავი და უბრალოდ რამდენიმე საათი მარტო ყოფნა მჭირდებოდა, პირველად ვიყავი ასეთი არეული და დაბნეული, პირველად იყო რომ მხოლოდ სურვილებს მივყვებოდი და სხვა არაფერი მადარდებდა, ბოლომდე ვერ ვიაზრებდი, ვერ ვხვდებოდი რას და რატომ ვაკეთებდი, ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცოდი ის იყო რომ ადრიანი სიგიჟემდე მომწონდა, მასთან სიახლოვე მსურდა, ტანსაცმლიანი ვიწექი აუზის პირას შეზლონგზე და ვუყურებდი იქვე ბაღში მდგარ მაყალზე როგორ წვავდა მწვადს თან მხიარულად ელაპარაკებოდა ნედს რომელიც სალათას ჭრიდა, ბაღის კუთხეში უზარმაზარ ვარჯიანი ხის ჩრდილქვეშ მაგიდა იყო გაშლილი...
- ათ წუთში მწვადი მზად იქნება, -გამოგვძახა, წამით შეაჩერა ჩემზე მზერა, სახე ღიმილმა გაუნათა, თვალი ჩამიკრა და ისევ ნედს მიუბრუნდა რომელიც ყველანაირად ცდილობდა გამომწვევ ნარინჯისფერ საცურაო კოსტუმში გამოწყობილი აუზში მონებივრე ვიქტორიასთვის მზერა აერიდებინა, სიტუაცია ისეთი უბრალო და ისეთი ჩვეულებრივი იყო ლამის იყო ეჭვი შემეტანა იმაში რაც ცოტა ხნის წინ მომიყვა, ის ყველაფერი რომ არა რაც იმ პატარა ქალაქში შემემთხვა საერთოდ ვიფიქრებდი რომ...
- ადამიანებისგან ბევრით არაფრით განვსხვავდებით, -კერი შეზლონგზე ჩამომიჯდა და ღიმილით გამომიწოდა ცივი ფორთოხლის წვენი, წამოვჯექი და უხერხულად შევიშმუშნე.
- რას გულისხმობ?
- შევამჩნიე როგორ უყურებდი ნედს და ადრიანს, გეჩვენება რომ ძალიან ჩვეულებრივები არიან? ასეცაა ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვართ ადამიანთა არსებობის დასაბამი, ჩვენი მიხედვით შეიქმნენ და გასაკვირი არ არის თუ ერთმანეთს ვგავართ, ეს ერთი მხრივ კარგიცაა, ასე რომ არ იყოს მათ შორის ცხოვრება გაგვიჭირდებოდა.
- ჰო მაგრამ ვფიქრობდი რომ...
- ვიცი რასაც ფიქრობენ ადამიანები როცა სიტყვა უცხოპლანეტელი ესმით, -ირონიული ღიმილით და ცივი ხმით შემოგვიერთდა ვიქტორია, გრძელი სველი თმა მხარზე გადმოიყარა და ფუმფულა ვარდისფერი პირსახოცით შეუდგა გამშრალებას, ულამაზესი იყო, სავსე ფორმებით, წვრილი წელით, დიდი თაფლისფერი თვალებით და მსხვილი ტუჩებით, ალმაცერად მიყურებდა, აშკარად არ იყო ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი და ამას არც მალავდა.
- ახლა არ დაიწყო შენებურად, -მუდარანარევი ხმით მიმართა კერიმ, -არ აურ დაურიო ყველაფერი ხომ ხედავ ვცდილობთ მშვიდად გავატაროთ საღამო.
- ჰმ, მშვიდად? ისე ლაპარაკობ თითქოს ვიღაც ბუნტისთავი ვიყო, უბრალოდ მინდა ნანეს რაღაც-რაღაცეები ავუხსნა, ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა მოიხსნას ვარდისფერი სათვალე და შეძლოს რეალობისთვის თვალის გასწორება.
- გისმენ ვიქტორია, -მშვიდად, ღიმილით ვუთხარი, აშკარად ჩემს გაბრაზებას ცდილობდა მაგრამ არც ისეთი სულელი ვიყავი რომ ავყოლოდი, წარბი მაღლა აზიდა და თვალებმოჭუტულმა შემომხედა.
- ადამიანებს როცა სიტყვა უცხოპლანეტელი ესმით მაშინვე მაღალი, წვრილი, მახინჯი, გრძელთავა და სლიპინა არსებები წარმოუდგებათ ხოლმე თვალწინ, ან უარეს შემთხვევაში სისხლისმსმელი მონსტრები რომლებიც ტანსაცმელივით იყენებებენ ადამიანის კანს საკუთარი იდენტობის დასაფარავად, ასეთი აზრებით თავი სულელური ფილმების გამო გაქვთ გამოტენილი თუმცა ადამიანები ისედაც არ გამოირჩევით დიდი ჭკუა გონებით, ამიტომაც არის თქვენი მართვა ადვილი...
რამდენიმეჯერ ხმამაღლა ჩაახველა კირამ რომ ენიშნებინა გაჩუმდიო და ბოლოს მანაც აშკარად უკან დახევა დააპირა, ალბათ მიხვდა ზედმეტი მომივიდაო ან სხვა რაღაც ჩაიფიქრა.
- ბოდიში, შენთვის შეურაცხყოფის მოყენება არც მიფიქრია, -მიამიტი სახით შემომხედა და გამიღიმა თუმცა თვალები კვლავინდებურად სიცივით ჰქონდა სავსე, -უბრალოდ ნერვებს მიშლიან ეს არსებები თავიანთი უცნაური და მცდარი შეხედულებებით და აკვიატებებით, აუჩემებიათ უცხოპლანეტელი, უცხოპლანეტელი და შიშით თრთიან, არადა წარმოდგენაც არ აქვთ რისი ან რატომ ეშინიათ, ისე კაცმა რომ თქვას თქვენ ადამიანები უფრო გამოდიხართ ამ პლანეტისთვის უცხოები ვიდრე ჩვენ, რა იყო იმედი ხომ არ გაგიცრუვდა? -ამჯერად მოღუშულმა მკითხა როცა ჩემი მხრიდან პასუხი ვერ მიიღო.
- გეყოფა ვიქტორია, ნანესთვის ეს ყველაფერი ჯერ ახალია და უჭირს შეჩვევა ეს სრულიად ბუნებრივია, -დამიცვა კერიმ და მახარდაჭერის ნიშნად მაგრად მომიჭირა მაჯაზე თხელი თითები.
- შეეჩვევა? ნუ მაცინებთ, შენ არც კი იცი რაში გაერიე და რა ქაოსში აღმოჩნდი, -თვალი გამისწორა და დანანებით გადაიქნია თავი, -გამოვიცვლი და გამოვალ, -გამოგვძახა უკვე კართან მისულმა.
- აპატიე ხანდახან თავს ვერ აკონტროლებს ხოლმე, -კერიმ ხელი ჩაიქნია და იმ შეზლონგზე წამოწვა რომელზე ვიქტორია იჯდა ცოტა ხნის წინ, -ცოტა ნერვიულია და უხეშიც როცა ვიღაც არ მოსწონს, ცუდად არ გაიგო შეგეჩვევა გაგიცნობს და შეუყვარდები.
- არა მგონია ჩემი შეყვარება შეძლოს, ხომ ნახე რა მითხრა, მომეჩვენა თუ ცდილობდა შევეშინებინე და ქუდმოგლეჯილი გავექციე აქედან?
- შეიძლება ცდილობდა კიდეც, -ღიმილი გაერია ხმაში კერის, -მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევ, ვიქტორიას აქვს მიზეზი რომ ასეთი უცნაური იყოს, საერთოდ ძნელად ახერხებს ადამიანებთან შეჩვევას, უფრო სწორად თუ ვიტყვი საერთოდ ვერ ახერხებს მაგრამ ადრიანის გამო დაუშვებს შენთვის გამონაკლისს.
- და შენ?
- რა მე? მე რა შუაში ვარ?
- შენ მოგწონვარ?
- ადრიანი შენზე გიჟდება და ეს ჩემთვის სრულიად საკმარისია იმისთვის რომ შენთან კარგი ურთიერთობა მქონდეს, შენ რა გაწითლდი? -წამოჯდა და ჩემი აწითლებული სახის დანახვისას გულიანად აკისკისდა, -როგორი მორცხვი ხარ.
- უბრალოდ მიჭირს შეჩვევა, ეს ყველაფერი მართლაც ძალიან ახალი, უცნაური და უჩვეულოა ჩემთვის ხომ გესმის? დრო მჭირდება რომ შევეჩვიო და გავითავისო.
- კარგად მიდიხარ, -ცერა თითი ასწია მოწონების ნიშნად, -სხვა აქამდე უბრალოდ შეიშლებოდა ან ჩვენ გამოგვაცხადებდა შეშლილებად, შენ კი ისე იქცევი თითქოს მთელი ცხოვრება ჩვენნაირ არსებებს შორის გაგეტარებინოს, ყველაფერი გამოგივა, ვიქტორიას კი ყურადღება არ მიაქციო, უბრალოდ ახლა ცუდი პერიოდი აქვს, მასა და ნედს შორის ყველაფერი მთლად კარგად ვერ მიდის.
- ისინი რა ერთად არიან? -ხმამაღლა წამომცდა გაკვირვებულს და კირამაც მაშინვე მანიშნა ჩუმადო, ტუჩებზე მიიდო საჩვენებელი თითი.
- ჩუმად, არ მინდა ნედმა გაიგონოს რომ მასზე ვჭორაობთ.
- როგორ გაიგონებს ეზოს ბოლოში არიან.
- საკმაოდ მახვილი ყურთასმენა გვაქვს, -გაეცინა როცა ჩემი გაოცებული სახე დაინახა, ადამიანებისგან განსხვავებით უკეთ შეგვიძლია რაღაც-რაღაცეების აღქმა, სმენაც უფრო მახვილი გვაქვს ვიდრე თქვენ, ნედს და ვიქტორიას რაც შეეხება ვერაფერს ვეტყვი თუ სურვილი ექნებათ თვითონ გეტყვიან ან დროთა განმავლობაში შენც მიხვდები მათ თავს რაც ხდება.
- დროთა განმავლობაში? -დაბნეული და ამ ყველაფრით გონებაარეული შევბრუნდი და ადრიანს გავხედე რომელიც რაღაცაზე გულიანად იცინოდა, თითქოს იგრძნო რომ ვუყურებდი შემომხედა თავისი განსაცვიფრებლად ლამაზი თვალებით და ისეთი ღიმილით გამიღიმა...
- მისმინე ნანე, -ხმაში სიცივე შეეპარა კერის, უცნაურად დასერიოზულდა, ჩემსკენ გადმოიხარა და თითქმის ჩურჩულით დაიწყო საუბარი, -ყველაფერი ვიცი, ვიცი როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა, ვიცი რა გადაიტანე ადრიანის და ნედის გამო მაგრამ ადრიანის თვალები და მისი მზერაც კარგად მახსოვს როცა პირველად დაგინახა, მაშინ ერთად ვიყავით, გამწარებული ეძებდა ადამიანს რომელიც ნედის იმ ჯურღმულიდან უხმაუროდ და უპრობლემოდ გამოყვანაში დაეხმარებოდა და როცა გიპოვა...
რამდენიმე წამით შეჩერდა, თვალები მაგრად დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა, ვიცოდი რის თქმასაც ცდილობდა, მშვენივრად მესმოდა მისი.
- როცა დაგინახა და მიხვდა რომ შენ იყავი, მის თვალებში ერთდროულად დავინახე შენი ხილვით გამოწვეული აღფრთოვანება, სურვილი, შიში, ყოყმანი... ნანობს, შეიძლება ეს არასდროს გითხრას მაგრამ მართლა ძალიან ნანობს რომ გამოგიყენა თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა, მას მერეც რაც იმ ქალაქიდან წამოხვედით საკუთარ თავთან ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული, თვითონაც ხვდები რომ წყნარ მშვიდ და უსაფრთხო მომავალს ვერ შემოგთავაზებს, მასთან ეს ყველაფერი გარანტირებული ვერ გექნება, ზუსტად ამის გამო ყოყმანობდა მაგრამ რაკი ნაბიჯის გადადგმა გაბედა და შენც მის მხარდამხარ სიარულს დათანხმდი, მინდა ერთი რამ იცოდე, ჩვენ ადამიანებისგან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ განგვასხვავებს, თუკი ვინმე შეგვიყვარდა, თუკი ჩვენი სულის ნახევარს მივაგენით სამუდამოდ ვხდებით მასზე მიჯაჭვულები, არ შეგვიძლია ღალატი, არც ისე უბრალოდ გადაყვარება როგორც ამას ადამიანები ახერხებენ, ყველაფერზე კარგად დაფიქრდი და გააანალიზე, ადრიანთან ურთიერთობას თუ დაიწყებ და მერე მიხვდები რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღე და მიატოვებ ამით მას გაანადგურებ...
გასუსული ვუსმენდი, ნამდვილად არ ვიყავი ისეთი ადამიანი რომ ასეთი სერიოზული გადაწყვეტილებები იმპულსურად და დაუფიქრებლად მიმეღო მაგრამ რაც ადრიანი გავიცანი მას მერე გონებაში ყველაფერი ამერია და ამებურდა. თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვიყავი...
- ვგრძნობ რომ ჩემი სულის ნახევარია, -გულიდან წამოსული სიტყვები ვუთხარი და დავინახე როგორ გაუბრწყინდა სახე.
- არ ტყუი, -გამოაცხადა გაბადრულმა.
- ასე დარწმუნებული რატომ ხარ? -დაეჭვებულმა შევხედე, -ისე ლაპარაკობ თითქოს სიცრუის დეტექტორი იყო, შემთხვევით ჩემი ფიქრებიც ხომ არ გესმის?
- არა, ნამდვილად არ მესმის, თუმცა საინტერესო კი იქნებოდა, ბევრი სხვადასხვა რამ შეგვიძლია თუმცა ეგ უნარი არცერთს არ გვაქვს.
- მაინც რა შეგიძლიათ? აი მაგალითად შენ...
- კირა ჩვენი უსაფრთხოების გარანტია და მფარველი ანგელოზია, -ზედ ყურთან მიჩურჩულა ადრიანმა და ჩაიცინა როცა შეამჩნია როგორ დამეხორკლა სხეული, შეზლონგს ხელებით დაეყრდნო და მხარზე ჩამომადო ნიკაპი, -კერის უნარის გამოა რომ ასე უსაფრთხოდ და თავისუფლად ვცხოვრობთ, მას კვალის არევა შეუძლია და პლიუს ამას ერთგვარ დამცავ ველს ჰქმნის ჩვენს გარშემო, ჩვენ თვითონვე თუ არ გვექნება სურვილი რომ გვიპოვონ თვითონ მათ ეს ძალიან გაუჭირდებათ, კირა რომ არა ცუდად გვექნებოდა საქმე.
- აზვიადებ ძამიკო, -ხელი უდარდელად აიქნია და წამოდგა, -ვიქტორიას დავუძახებ და დავიწყოთ თორემ მოვკვდი შიმშილით.
- მიხარია რომ ერთმანეთს გაუგეთ, -გვერდით მომიჯდა ადრიანი, მაგრად შემომხვია მკლავები, მკერდზე მიმიკრა და მთლიანად გამხვია საკუთარ სურნელში და სითბოში.
- - - - - -
- გამოფხიზლდი ნანე რა გჭირს? -ისეთი ხმით დამჭყივლა თავზე ნათიამ ახალწვეული ჯარისკაცივით შეშინებული გავიჭიმე სმენაზე, ის კი არადა ქუსლიც კი მივარტყი ქუსლს, ჩემი არეული სახის დანახვისას მხიარულად გადაიკისკისა და თვალწინ ამიფრიალა ორი სხვადასხვა ფერის და ფორმის საღამოს კაბა.
- რას იტყვი რომელი უფრო მომიხდება?
- გააჩნია რისთვის არჩევ.
- კარგი რა, არ მითხრა რომ დაგავიწყდა, დღეს საღამოს ჯეისონთან მივდივართ წვეულებაზე, მე და შენ ორივე დაპატიჟებულები ვართ.
- მართლა აღარ მახსოვდა, კარგი რა მე რატომ უნდა წამოვიდე? -საწოლზე დავეშვი, გულაღმა გადავწექი და თვალები დავხუჭე.
- არ გამაგიჟო, ხომ იცი ჯეისონს როგორ უნდა რომ წამოხვიდე, რამდენჯერმე მთხოვა აუცილებლად დაითანხმეო, ადრიანსაც კი ეპატიჟება მიუხედავად იმისა რომ არ იცნობს, აუცილებლად წამოიყვანოს ერთად კარგად გაერთობიანო.
- ჯეისონმა საიდან იცის ადრიანის შესახებ? თქვენ რა ჩემზე ჭორაობთ ხოლმე?
- არა რას ამბობ, უბრალოდ ერთხელ დაუნახიხართ როგორ მოგაცილა შესვენების შემდეგ სამსახურში, მაშინ ჩემთან იყო და მკითხა ვინ არისო, მეც მხოლოდ ის მოვუყევი რაც შენგან ვიცოდი მის შესახებ, ფაქტიურად არაფერი არ ვიცი, არაფერს მიყვები და რა მეცოდინება, -მივხვდი რომ მსაყვედურობდა, თუმცა არაფრის გაკეთება არ შემეძლო, ადრიანს არასდროს უთქვამს უარი ჩემი მეგობრის გაცნობაზე უბრალოდ მე არ ვიცოდი როგორ უნდა გამეცნო მისთვის, სიმართლეს ვერ ვეტყოდი, მისი მოტყუება კი არ მინდოდა.
- მაპატიე მაგრამ ადრიანზე საუბარი და მითუმეტეს მასთან ერთად წამოსვლა არ მინდა, საერთოდ არ მინდა წამოსვლა და ნუ მაიძულებ ამის გაკეთებას გთხოვ, -შევემუდარე გადავბრუნდი და ბალიშში ჩავემხე სახით, თუმცა ნათია დანებებას არ აპირებდა.
- რა გჭირს ნანე? რაც ის გაიცანი მას მერე ვეღარ გცნობ, თითქმის ორი კვირა გავიდა რაც ფაქტიურად ვეღარ გხედავ ხოლმე, მთელ დროს მასთან ერთად ატარებ და საერთოდ აღარ გახსოვარ, ცოტა არ იყოს და ვეჭვიანობ, რატომ არ გინდა რომ გამაცნო? თუ არ გინდა რომ სამუდამოდ გაგებუტო ჩაიცვი მერე კი დაურეკე და დაპატიჟე იმ ოხერ წვეულებაზე...

ბუნდოვნად ჩამესმოდა ნათიას ხმა, თვალებმილულულს თვალწინ ადრიანის მომღიმარი სახე მედგა, ორი კვირა გავიდა მას შემდეგ რაც თავის სახლში წამიყვანა და ოჯახი გამაცნო, ვიქტორია, კერი და ნედი რომელსაც უკვე ისედაც ძალიან კარგად ვიცნობდი, იმ დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა და მას შემდეგ მასთან უფრო მეტ დროს ვატარებდი ვიდრე სახლში ან სამსახურში, საქმეს მოვრჩებოდი თუ არა სირბილით გავდიოდი ოფისიდან და ისიც იქვე მელოდა ბაიკზე მიყრდნობილი, გაცრეცილ ჯინსში და მოკლე ტყავის ქურთუკში გამოწყობილი, ჩვეულებისამებრ თმააჩეჩილი, ანთებული თვალებით და სულისშემკვრელი ღიმილით...
ჩვენი ურთიერთობა არაფრით ჰგავდა ჩვეულებრივ სტანდარტულ მოსაწყენ და ბანალურ ურთიერთობებს, არც უცნაური იყო, არც რამის მსგავსი, ვერაფერს შევადარებდი, ვსეირნობდით, ვსაუბრობდით ბევრს ყველანაირ თემაზე, ვჭამდით უზომოდ ბევრ ნაყინს და ვუყურებდით ძველისძველ კომედიურ ფილმებს ღიაცისქვეშა კინოთეატრებში, უყვარდა სისწრაფე და ყველაფერი რასაც შეეძლო გული აეჩქარებინა და ჭარბი ადრენალინი გამოემუშავებინა, მიმაჩვია ბაიკით უმისამართოდ და საშინელი სისწრაფით ქროლვას, მაიძულა პარაშუტით გადმოხტომა, ხიდიდან თოკით გადაშვება და მერე უკვე მე ვეხვეწებოდი რომ გაგვემეორებინა, ამ ორი კვირის განმავლობაში მივხვდი რომ თურმე აქამდე არ მცოდნია რა იყო ცხოვრება, აქამდე უბრალოდ არ ვცხოვრობდი, ვარსებობდი და მას ველოდი, მთელი ჩემი გამიზნული ცხოვრება მის ლოდინში გამილევია ისე რომ ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა...
მკოცნიდა ბევრს, ძალიან ბევრს, მეფერებოდა, სამყარო ჩემი მეგონა როცა თავის ძლიერ მკლავებში მომიქცევდა და გულში ჩამიკრავდა ხოლმე, იმდენად მავსებდა, იმდენად ბევრი იყო ჩემში უკვე მეშინოდა რომ ვერ დავიტევდი, ვერ გავუძლებდი, ხვდებოდა ჩემს შიშებს, საკუთარი გრძნობებივით გრძნობდა ჩემს გრძნობებს, ყველანაირად ცდილობდა მასთან თავი მშვიდად და კომფორტულად მეგრძნო, ისეთი განცდა მქონდა თითქოს მოახლოებული ქარიშხლის წინ ასწრებდა ჩემთვის ეჩვენებინა თუ რაოდენ კარგი შეიძლება იყოს ცხოვრება მასთან ერთად, რომ კარგი უფრო მეტია მასში ვიდრე ცუდი, რომ თუკი რამე მოხდებოდა შემძლებოდა ამ ლამაზ დღეებზე დავფიქრებულიყავი.
- რაც არ უნდა მოხდეს მინდა ვიცოდე რომ არასდროს გამიხსენებ ცუდად, -მითხრა ერთხელ როცა გვიან ღამით სიგარის ბოლით გაჟღენთილ ბარში ვისხედით და ტეკილას ვსვამდით, ჩემს წინ იჯდა, სევდიანი ღიმილით მიყურებდა, ჭიქას მაშინვე მივსებდა როგორც კი დავცლიდი და თავს ისე მაჩვენებდა თითქოს თვითონაც ჩემსავით იყო შემთვრალი არადა უკვე კარგად ვიცოდი რომ რამდენიც არ უნდა დაელია არასოდეს თვრებოდა.
- ამას რატომ მეუბნები? ჩემს მიტოვებას და სადმე გადაკარგვას აპირებ? -ხუმრობა ვცადე თუმცა არ გაცინებია თავი ჩახარა და მძიმედ ამოიხვნეშა მერე უკან გადაიწია, საზურგეს მიეყრდნო, კეფაზე შეიცურა თითები და ისეთი მხიარული და ეშმაკური მზერა მომაპყრო თითქოს ცოტა ხნის წინ თვითონ არ გაეჩინა ჩემთვის ეჭვი რომელიც უკვე ფესვებს იდგავდა ჩემში.
- მე შენ არასდროს მიგატოვებ, ვერ მიგატოვებ, ძალიანაც რომ მინდოდეს მაინც, -თბილი ხმით მითხრა და გამახსენდა რა მითხრა კერიმ, ‘’ თუ ვინმე შეგვიყვარდა, თუკი ჩვენი სულის ნახევარს მივაგენით სამუდამოდ ვხდებით მასზე მიჯაჭვულები, არ შეგვიძლია ღალატი, არც ისე უბრალოდ გადაყვარება როგორც ამას ადამიანები ახერხებენ’’ -უშენოდ უბრალოდ ვერ ვიარსებებ ნანე, ვერ ვისუნთქებ, შენ ჩემი ხარ, ჩემთვის გაჩნდი და უზომოდ იღბლიანი ვარ რომ ამ უკიდეგანო სამყაროში შენი პოვნა შევძელი...
-
- ღმერთო ჩემო ისევ გაჭედა, -ნათიას გოდებამ გამომარკვია ფიქრებიდან.
- რამ გაჭედა? -წამოვჯექი და ჩემს წინ მდგარ, დოინჯშემოყრილს და ტუჩებგაბუსხულს ავხედე ქვემოდან.
- რამ გაჭედა და შენმა ტვინმა, რამდენი ხანია გელაპარაკები და არაფერი არ გესმის, სად დაფრინავ გამაგებინე? ის მაინც მითხარი ბოლოს და ბოლოს მოდიხარ თუ არა?
- კარგი, ჯანდაბას რაც არის არის, წამოვალ ოღონდ ადრიანზე აღარაფერი მკითხო, დღეს არ ცალია რაღაც საქმე ჰქონდა და ხვალამდე ვერ ვნახავ ასე რომ მარტოს მომიწევს წამოსვლა.
- რა საქმე ჰქონდა? არაფერი უთქვამს? -ნათიას სახეზე ისეთი ინტერესი ამოვიკითხე, ისე უცნაურად და დაჟინებით მიყურებდა პირველად გამკრა ეჭვმა რომ მისი და ჯეისონის ადრიანით დაინტერესება უბრალო ამბავი ნამდვილად არ იყო.
- რატომ გაინტერესებს რა საქმე ჰქონდა? -ვკითხე და შევამჩნიე როგორ შეკრთა და დაიძაბა თუმცა მალევე მოეგო გონს.
- უბრალოდ ვიკითხე, ჩემი მეგობარი ხარ და რა გასაკვირია რომ შენი საყვარელი ადამიანი მაინტერესებდეს, მოდი დროს ნუღარ დავკარგავთ, ლინდას მაღაზიიდან რამდენიმე კაბა წამოგიღე, მოისინჯე, რომელიც მოგეწონება დავიტოვოთ და დანარჩენს ხვალ დავაბრუნებ, -იქვე სარკესთან მილაგებული პაკეტები აიღო და საწოლზე გადმოაპირქვავა, ცოტახანში საერთოდ აღარ მახსოვდა ჩემი ეჭვები, ჩავთვალე რომ რაღაც მომეჩვენა და ნათიას უფლება მივეცი წვეულებაზე წასასვლელად ჩემს ჩაცმულობაზე და მაკიაჟზე ეზრუნა...






პირდაღებული შევყურებდი ჩემს წინ აღმართულ უზარმაზარ სასახლეს, რომელიც მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და რომ არა მის წინ არსებული ძვირადღირებული ავტომობილებით სავსე უზარმაზარი მოედანი თავი შუა საუკუნეებში მეგონებოდა, ჯეისონმა პატივი დაგვდო და თავად დაგვხვდა შესასვლელთან სმოკინგში გამოწყობილი, საგულდაგულოდ დავარცხნილი თმით და გალანტური მანერებით, ნათიამ დაინახა თუ არა სახე გაუბრწყინდა და სუნთქვა აუჩქარდა, მისი ასეთი რეაქცია მესიამოვნა, იმედია ამჯერად მაინც გვქონდა საქმე რაღაც სერიოზულთან და ჯეისონიც ისევ და ისევ არ გაიზიარებდა მისი დანარჩენი თაყვანისმცემლების ბედს, დაგვინახა თუ არა ჩვენსკენ დაიძრა, ჩემი ავტომობილის კარი გააღო და ნათიას გადასვლაში დაეხმარა მერე კი ჩემსკენ წამოვიდა მაგრამ დავასწარი და თვითონ გადავედი.
- არაჩვეულებრივად გამოიყურები, -ყურებამდე გაღიმებულმა მითხრა კომპლიმენტი, აშკარად არ იყო კარგი მატყუარა, მისი თვალებიდან ისეთი სიცივე იღვრებოდა მაშინვე მივხვდი რომ სულაც არ იყო სიცილის ხასიათზე, არ გამომპარვია როგორ გადახედა ნათიას და თვალით რაღაც ანიშნა, მანაც მხრები აიჩეჩა და მოიღუშა, აშკარად რაღაც ხდებოდა რაც აუცილებლად უნდა მცოდნოდა.
- კარგი იქნებოდა რომ ჩემს შემოთავაზებას დათანხმებოდით და ჩემი ავტომობილით და მძღოლით გესარგებლათ, -თბილი ხმით მითხრა და მის გვერდით მდგარ ნათიას რომელიც თვალებში შესციცინებდა წელზე მოხვია ხელი.
- ჩემს ავტომობილს რას ერჩი, სასახლის ხედს გიმახინჯებს? -ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა მაგრამ არ მინანია და არც თავი მიგრძვნია დამნაშავედ, ამ ერთი შეხედვით იდეალურმა ბიჭმა რატომღაც ვერაფრით მოახერხა ჩემი კეთილგანწყობის მოპოვება, იყო მასში რაღაც ისეთი რაც ეჭვებს მიჩენდა, მაიძულებდა მის გვერდით ფხიზლად ვყოფილიყავი და ერთი წამითაც კი არ მოვდუნებულიყავი.
- შენი ავტომობილის შეურაცხყოფა არც მიფიქრია, უბრალოდ არ მინდოდა რომ ამხელა გზაზე დაღლილიყავით, -საერთოდ არ შეიმჩნია ჩემი გამოხტომა ისე მიპასუხა.
- ნანე ასე ადვილად არ იღლება, -მსუბუქად გაკრა იდაყვი ნათიამ, ქვემოდან ახედა და დამეფიცება რომ არ მომჩვენებია როგორ გაცვალეს მრავალმნიშვნელოვანი მზერა.
- მეგონა ადრიანთან ერთად მოხვიდოდი, -ყველანაირად ეცადა ხმაში ინტერესი არ შეტყობოდა თუმცა უკვე ვეღარ მომატყუებდა.
- არ ეცალა, რაღაც საქმეები ჰქონდა, -გავუღიმე და ის იყო შესასვლელისკენ შევბრუნდი რომ ეჭვიანი შეყვარებულივით მკითხა.
- ასეთი რა საქმე ჰქონდა რომ მარტო გამოგიშვა?
გაოცებულმა ავზიდე წარბი და საყვედურნარევი მზერა ვესროლე ნათიას, ისიც რა თქმა უნდა მაშინვე მიხვდა ყველაფერს.
- ეს ჩვენ არ გვეხება ჯეი, მთავარია რომ თვითონ მოახერხა მოსვლა და ალბათ ოდესმე ადრიანსაც გაგაცნობს, მიდი წინ გაგვიძეხი, ერთი სული მაქვს შენს დედას და ძმას როდის ვნახავ, -ხელი ჩამკიდა და წინ წასულ ჯეისონს ავედევნეთ უკან.
- არ გეჩვენება რომ ჯეისონი უცნაურად იქცევა და ისეთ კითხვებს სვამს რასაც არ უნდა სვამდეს? -მაინც ვერ მოვითმინე რომ არ მეკითხა.
- ყურადღება არ მიაქციო უბრალოდ ასეთი ტიპია, ზედმეტად ცნობისმოყვარეა და ამის გამო ხშირად მიშლის ხოლმე ნერვებს, -ისე უდარდელად მითხრა თითქოს ნორმალური ყოფილიყოს რომ მისი სატრფო რომელიც სულ რამდენჯერმე მყავდა ნანახი ასე საეჭვოდ იყო დაინტერესებული ადრიანით, ახლაღა დავფიქრდი ადრიანის რეაქციაზე როცა წვეულების შესახებ ვუთხარი, მკითხა ვინ გვეპატიჟებოდა და როცა სახელი და გვარი გაიგო უსიამოვნოდ შეეჭმუხნა სახე, თუმცა მაშინვე უარყო რომ იცნობდა და სხვა რაღაცაზე გადაიტანა საუბარი, მეორე დღეს აუცილებელი საქმე მოიმიზეზა და წამოსვლაზე უარი მითხრა თუმცა მთხოვა რომ მე წავსულიყავი, გართობა და გული გადაყოლება ნამდვილად არ გაწყენსო...
- არ მომწონს ასე რომ იქცევა, -ჩაფიქრებულმა ჩავილაპარაკე.
- შენ საერთოდ არავინ არ მოგწონს ვისაც ჩემს გვერდით ხედავ, -გაბრაზებული მომიბრუნდა ნათია და ისეთი თვალებით შემომხედა ტანში გამცრა, -არასდროს არავინ არ მოგწონს შენი თავის მეტი, შენ ხომ ასეთი იდეალური ხარ, საინტერესოა ჯეისონს რაღა დაუწუნე?
- ამას სერიოზულად ამბობ? -გაკვირვებული შევყურებდი სახეში რომელზეც ზიზღი ჰქონდა აღბეჭდილი ხმა კი ხმა კი ცინიზმით და ბოღმით ჰქონდა სავსე, ასეთი ნათია არასოდეს მენახა, რამდენიმე წამს გაუნძრევლად იდგა მერე კი ჩემს თვალწინ ისე გარდაისახა გაოგნებისგან პირი დავაღე, მზერა დაუთბა და გულწრფელი ღიმილი გადაეფინა ვარდისფრად შეღებილ ბაგეებზე.
- გეხუმრე სულელო, შენ რა მართლა დაიჯერე რომ შენზე ასე ვფიქრობ?
- რატომ ჩამომრჩით დედაჩემი გელოდება, -ჯეისონის მხიარულმა ხმამ დაამსხვრია ჩვენს შორის აღმართული ყინულის კედელი.
- ნანე ბოდიში მაგრამ ნათია უნდა მოგტაცო, დედას დაველაპარაკებით და ცოტა ხანში დაგიბრუნდება, მანამდე გაერთე, რამე დალიე არ მოგერიდოს, თავი ისე იგრძენი თითქოს საკუთარ სახლში იყო.
ნათიას ხელი დაავლო და სირბილით წაიყვანა, მარტოდმარტო დავრჩი უზარმაზარი დარბაზის შუაგულში უამრავ უცნობ ადამიანთან ერთად, ამის გამო ბევრი არ მიდარდია, მჭირდებოდა კიდეც მარტო ყოფნა ამ ყველაფერზე დასაფიქრებლად, მიმტანს რომელიც ოსტატურად დაატარებდა ცალ ხელზე მოთავსებულ ლანგარს სტუმრებს შორის, შამპანიურით სავსე ჭიქა ავაცალე ლანგრიდან და გარემოს შესწავლას შევუდექი.
არაფერი განსაკუთრებული, ზღვარგადასული სიმდიდრე, ფუფუნება, ანტიკვარული ნივთები, ძვირფასი ტასაცმლით შემოსილი სტუმრები და საშინელი მოწყენილობა, რამდენიმე მომაბეზრებელი კავალრის საკმაოდ ოსტატურად ჩამოშორების შემდეგ დარბაზის კიდეში მდებარე ფართო მარმარილოს კიბესთან აღმოვჩნდი, ნელ-ნელა ავუყევი ზემოთ, უზარმაზარი, ნახევრად ჩაბნელებული დერეფანი გავიარე და პირველივე ნახევრად ღია კარს მივაწექი, ულამაზეს ღია ტერასაზე აღმოვჩნდი რომელიც მწვანე მცენარეებით და რბილი ავეჯით იყო სავსე, ქვის მოაჯირს დავეყრდენი და ღამის განათებებით გაჩახჩახებულ ეზოს გადავხედე.
რამდენიმე თვის წინ ვერც წარმოვიდგენდი თუ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ასე ერთი ხელის მოსმით შეიცვლებოდა და ასეთი უცნაური და წარმოუდგენელი ამბები დამატყდებოდა თავს, ქარიშხალივით შემოიჭრა ადრიანი ჩემს უფერულ და ერთფეროვან ცხოვრებაში, თვალები დავხუჭე და სხეულში ჟრუანტელმა დამიარა როცა მისი თვალები და ვნებიანი ტუჩები წარმოვიდგინე, ძლიერი ხელები რომლებიც ისე გონებისამრევად მეხებოდნენ სხეულზე...
- აქ რას აკეთებ? წვეულება არ მოგეწონა? -ადრიანზე ოცნებაში გართული შიშისგან ერთ ადგილზე შევხტი როცა ჯეისონის ხმა მომესმა და დანანებით გავაყოლე თვალი აივნიდან გადაფრენილ ჭიქას.
- ბოდიში ჭიქა გავტეხე, -ცალყბა ღიმილით მოვუბოდიშე ჩემგან სულ რაღაც ერთი ნაბიჯის დაშორებით ასვეტილს და ვეცადე გვერდი ამეარა თუმცა წასვლის საშუალება არ მომცა.
- შენთან სალაპარაკო მაქვს ნანე, -ამჯერად სერიოზული იყო, ცივი ხმა ჰქონდა და გამჭოლი მზერა, არანაირი ღიმილი ან სითბო, აშკარა იყო რომ ამ წუთას ნამდვილ ჯეისონს ვხედავდი.
- ნათია სად არის? -მის ზურგს უკან ცარიელი სივრცე მოვათვალიერე.
- დედაჩემს ელაპარაკება და კარგა ხანს ვერ მოიცლის, ნუ გეშინია არ ვაპირებ რამე დაგიშავო, გვერდით გადგა ნაბიჯი, უკან დაიხია და ჩემს გვერდით მიეყრდნო მოაჯირს.
- ვიცი რომ ჩემთვის რამის დაშავებას აპირებ, თუმცა რაკი ამას მეუბნები ეს იმას ნიშნავს რომ ამ საკითხზე გიფიქრია, -აღარც მე დამიხევია უკან, გაეღიმა, ყელზე მჭიდროდ მოჭერილი ჰალსტუხი მოუშვა, სმოკინგი გაიხადა და იქვე მიაგდო.
- ჭკვიანი გოგო ხარ ნანე და ძალიან ძლიერი აურა გაქვს, არავის გავხარ, იშვიათ ძალას და სითბოს ასხივებ, არ მიკვირს რომ ასე ძალიან მიიზიდე ადრიანი, იღბლიანი , -გულიანი ღიმილი მოაყოლა სიტყვებს და ჩემი გაოცებული სახე რომ დაინახა მთელი ხმით ახარხარდა.
- როგორ მომწონს ასე გაოცებულს რომ გხედავ.
- ვერ ვხვდები ვინ ხარ და რა გინდა, ჯობია თუ რამე სათქმელი გაქვს პირდაპირ მითხრა, თუ არადა აქ გაჩერებას აღარ ვაპირებ, რა კავშირი გაქვს ადრიანთან, ან ჩემგან რა გინდა? -პირდაპირ მივახალე, მან კი მოწონების ნიშნად ცერა თითი აღმართა ზემოთ.
- ყოჩაღ, საერთოდ არ გეშინია ჩემი?
- როგორც ვატყობ ძალიან გინდა რომ მეშინოდეს, თუმცა იმედი უნდა გაგიცრუო, -სიცილი ვერ შევიკავე არადა მისი ამ გაუგებარი და დაძაბული სიტუაციის მიუხედავად მართლა არ მეშინოდა, რატომღაც ვგრძნობდი რომ არანაირი საფრთხე არ მემუქრებოდა.
- უბრალოდ მიკვირს შენი ასეთი რეაქცია.
- არ უნდა გიკვირდეს, ცოტა ხნის წინ თვითონ მითხარი რომ არავის ვგავარ, ასე რომ მიდი რაღას ელოდები, მითხარი რა გაქვს განზრახული, რა საჭირო იყო ჩემი აქ მოყვანა?
- მხოლოდ შენ არა, ადრიანთან ერთად მჭირდებოდი მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს გამოჩენა, როდემდე დაიმალება? -ხელები გაშალა და დამცინავად გადაიხარხარა, -იცოდა სადაც გიშვებდა და მაინც მარტო გამოგიშვა, არ მეგონა მისთვის ასეთი უმნიშვნელო ასე მალე თუ გახდებოდი, ალბათ უკვე მობეზრდი...
ვუყურებდი და გულისრევის შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებდი, ჯერ იყო და ნათიას ასეთი რადიკალური ცვლილება ახლა კი ეს არანორმალური, დღეისთვის უკვე ზედმეტი იყო, ის იყო წასასვლელად ვაპირებდი შებრუნებას რომ მოყოლა დაიწყო.
- მე და ადრიანი დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, თხუთმეტი წლის ვიყავი როცა პირველად შევხვდი, ალბათ არ გაგიკვირდება თუ გეტყვი რომ მაშინაც ასე გამოიყურებოდა, ეს დაახლოებით ათასორასი წლის წინ მოხდა...
- რაა? იმის თქმა გინდა რომ...
- ჰო, ასეა ნანე, მეც მათნაირი ვარ თუმცა ეს არანაირად არ მეამაყება, რომ იცოდე რას არ მივცემდი ისეთი ცხოვრება რომ მქონდეს შენ რომ გაქვს.
- არამგონია ეს მართლა გინდოდეს, შენ ხომ არ იცი როგორი ცხოვრებით ვცხოვრობ.
- ასე ფიქრობ? მერწმუნე შენი ცხოვრება რაც არ უნდა იყოს ასი თავით აჯობებს ჩემსას, თუ გგონია რომ ძალიან ბედნიერი ვარ ცდები, ამ უსასრულო ცხოვრების განმავლობაში უამრავი რამ გადავიტანე, მე და დედაჩემიღა დავრჩით ჩვენი მრავალრიცხოვანი ოჯახიდან რომლის წევრებიც სწორედ ადრიანის უთავბოლობამ შეიწირა, ყოველთვის ამაყი იყო, მეამბოხე, თავისუფალი სულის პატრონი, ერთ დროს განუყრელი მეგობრები ვიყავით მე ის და ნედი, თუმცა საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები გვქონდა, ვეუბნებოდი რომ თუ დედამიწაზე ცხოვრება უნდოდა ადამიანებთან თანაცხოვრების გზა უნდა გამოენახა.
- როგორც ვხედავ შენ ეს გზა გიპოვია, -იქაურობას მოვავლე თვალი და ჩამეცინა, -საინტერესოა რის ფასად მოიპოვე ეს ყველაფერი რაც გააჩნია
- ყველაფერს აქვს თავისი საზღაური.
- შენ რა გადაიხადე?
- ჭკვიანი გოგო ხარ, ეცადე შენით მიხვდე, -თვალები მოწკურა და ზურგს უკან ორივე ხელით დაეყრდნო მოაჯირს, -მიდი ცადე მითხარი რას ფიქრობ.
- ერთადერთი რაც თავში მომდის ის არის რომ შენიანების წინააღმდეგ მუშაობ ადამიანებთან, -დაუფიქრებლად ვუთხარი და დავინახე როგორ შეეცვალა სახე, ტუჩები სიბრაზემ დაუღმიჭა და თვალები აენთო, პირველად ვიგრძენი რაღაც შიშისმაგვარი და როცა ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი დამფრთხალმა დავიხიე უკან, მომიახლოვდა, ისე მომიახლოვდა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა...
- ძალიან დიდხანს ვიცხოვრე ნანე და მომბეზრდა მალვა, გაქცევა, ომი, ვეცადე ადამიანებთან ერთად ცხოვრებას შევგუებოდი და რაკი მათ ვერანაირად ვერ მოვერეოდი... ჰმ, ასე ნუ მიყურებ, ადრიანისგან და მისი ოჯახისგან განსხვავებით მე არანაირი ძალა არ გამაჩნია, თუ ჩემს უკვდავობას არ ჩავთვლი სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი ვარ თუმცა მე მაინც მქონდა ერთი უპირატესობა, ადამიანებისგან განსხვავებით კარგად ვიცნობდი ჩემს ხალხს, მათზე ვიცოდი ის რაც მათ არ იცოდნენ ეს ყველაფერი ბევრად აადვილებდა მათ მოძებნას და პოვნას...
- ამ ყველაფერს სერიოზულად მეუბნები? -გაოგნებული ძლივს ვახერხებდი ლაპარაკს, -გინდა თქვა რომ ამ ყველაფრის გამო, ფულის და სახელის გამო ყიდი მათ? მათთვის მაძებარი ძაღლივით მუშაობ, ეს ყველაფერი მართლა გიღირს ამად?
- და შენ? სახლიდან რის გამო წამოხვედი ნანე? რის გამო მიატოვე ყველაფერი? იმის გამო ხომ არა რომ თავისუფლად გეცხოვრა შენს ნებაზე?
- ამ ყველაფერს თავისუფლებას ეძახი? თავისუფლად და შენს გემოზე რომ ცხოვრობდე ახლა ჩემს წინ არ იდგებოდი და აღსარებას არ ჩამაბარებდი.
- რას გულისხმობ?
- იმას რომ საქმე ცუდად გაქვს ჯეისონ, ჯერ ვერ ვხვდები რაშია საქმე მაგრამ აშკარაა, ადრიანისგან ისე ძალიან გჭირდება რაღაც ჩემთან ჭორაობასაც კი არ ერიდები, არადა ალბათ საერთოდ არ გეხატები გულზე, -თვითონაც ვერ ვხვდებოდი როგორ ვახერხებდი სიმშვიდის შენარჩუნებას და მასთან ასეთი ტონით ლაპარაკს, არადა აქდან გაქცევა ახლა ყველაზე უფრო ჭკვიანური საქციელი იქნებოდა.
- ამჯერად შეცდი, -ხმა დაუბოხდა და მეგონა მომეჩვენა როცა მის თვალებში გამკრთალი ვნება და დაუფარავი სურვილი შევნიშნე.
- რაში შევცდი? -ძლივსგასაგონად დავიჩურჩულე.
- შეცდი თუ იფიქრე რომ აქ მხოლოდ ადრიანის გამო ხარ და გულზე არ მეხატები, პირიქით, რაც პირველად დაგინახე მას მერე გამუდმებით შენზე ვფიქრობ.
მისი აღიარებით გაოგნებულს ისე მომხვია წელზე ხელი საერთოდ ვერ მოვახერხე შეწინააღმდეგება, ახლოს მიმიზიდა, მეორე ხელით კეფა დამიჭირა და გაშმაგებული დამაცხრა ბაგეებზე, თვალებდაჭყეტილი, ქანდაკებასავით გაშეშებული ვიდექი, ისე მაგრად ვეჭირე განძრევას ვერ ვახერხებდი...
- აქ რა ხდება, -ნათიას ხმამ ჯეისონი აიძულა ჩემთვის ხელი გაეშვა, გაბრუებულმა დავიხიე უკან, ვერანდაზე გამომავალ ღია კარში ნათია იდგა და აწყლიანებული თვალებით შემოგვყურებდა.
- ყველაფერს აგიხსნი, -ჯეისონმა ღიმილით გადადგა მისკენ ნაბიჯი.
- არ მომეკარო, -იყვირა ნათიამ, ერთ ადგილზე გახევებულს გვერდი აუარა, ჩემთან მოიჭრა და ისეთი ძალით მიბიძგა მკერდზე რომ არა მოაჯირი აუცილებლად წავიქცეოდი.
- როგორ გაბედე, როგორ გაბედე და აკოცე.
- მე არ მიკოცნია, თვითონ მაკოცა თანაც ძალით, თუ დაწყნარდები და უფლებას მომცემ აგიხსნა...
- რა უნდა ამიხსნა, შენ მე რა უნდა ამიხსნა, -შეურაცხადს გავდა, მთელი ხმით ყვიროდა და ხელებს უმისამართოდ იქნევდა ჰაერში, -გადაწყვიტე ჯეისონი წამართვა?
- გაგიჟდი? რას ამბობ? -ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყინულივით ცივი წყალი გადამასხეს, როგორ შეეძლო ჩემზე ასე ეფიქრა, ჯეისონს გადავხედე, გულზე ხელებგადაჯვარედინებული იდგა და ისეთი სახე ჰქონდა მივხვდი თავს იკავებდა რომ გულიანად არ გადაეხარხარა, ცინიკოსი მანიპულატორი, სეირს უყურებდა და ალბათ ერთი სული ჰქონდა როდის გავჩეჩავდით ერთმანეთს.
- გგონია დავიჯერებ რომ ძალით გაკოცა? -თავისას აგრძელებდა ნათია, -ალბათ შენ ჩამოეკიდე კისერზე, ყოველთვის გშურდა ჩემი, ამიტომაც ურევდი ჩემს ბიჭებს თავგზას, იცი რომ სკოტი შენს გამო დამშორდა? სიგიჟემდე შეუყვარდი თუმცა იმ იდიოტმა თქმაც კი ვერ გაგიბედა, თანამშრომლებსაც შენ უფრო უყვარხარ ვიდრე მე თუმცა ვერ ვხვდები რატომ, ყველანაირად გჯობივარ, რა გაქვს ჩემზე მეტი?
მთელი სხეულით ცახცახებდა, თვალები ამღვრეული ჰქონდა, ლოყები სიბრაზისგან აწითლებული, ისეთ ბრაზს, ზიზღს, სიძულვილს ასხივებდა... არ შემეძლო მეპასუხა, ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატებოდა, მასზე არ ვბრაზობდი, საკუთარ თავზე ვიყავი გაცოფებული, როგორ შემეძლო ამდენი ხნის განმავლობაში ნაგროვები ასეთი უზარმაზარი სიძულვილი ვერ შემემჩნია, ასე რამ დამაბრმავა?
- არ მიპასუხებ? ხმას არ ამოიღებ? -ცრემლებს ღვრიდა და ჩემგან პასუხს ელოდა, გამეღიმა, ჯეისონს გადავხედე...
- უპასუხე ნანე, უთხარი როგორ მაკოცე ძალით, უთხარი როგორ გინდოდა ჩემი შეცდენა, ანდა მე ვეტყვი, ვეტყვი რაზე ვსაუბრობდით სანამ შემოვიდოდა, გინდა გაიგოს რას ფიქრობ მასზე? გინდა გაიგოს რომ მასთან მეგობრობის პარალელურად ჩემზე ოცნებობდი...
ერთობოდა, ჩემი ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ახალისებდა, ვხვდებოდი რომ ნათია საერთოდ არ ადარდებდა, ის უბრალოდ ჩემთან დასაახლოვებლად გამოიყენა, მისი ჩემს მიმართ სიძულვილი დაეხმარა რომ უფრო ახლოს მოსულიყო ჩემთან, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე ღამის გრილი ჰაერი, რა იყო გამოსავალი? ნეტავ ახლა ნათიას ამ ტერასიდან ჩემი გადაგდება რომ მოესურვებინა ჯეისონი ხელს შეუშლიდა? ჩემს სულელურ ფიქრებზე გამეღიმა და... მერე მოხდა ის რისი ახსნაც სიტყვებით უბრალოდ შეუძლებელია, უეცრად უცნაურმა სიმშვიდემ მოიცვა მთელი ჩემი არსება, სხეულში ბედნიერება ნარევი სითბო და სილაღე ჩამეღვარა, თვალები გავახელე და არ გამკვირვებია როცა ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარი ქათქათა პერანგსა და შავ სმოკინგში გამოწყობილი საყვარლად თმააჩეჩილი, ჯიბეებში უდარდელად ხელებ ჩაწყობილი ადრიანი დავინახე რომელსაც ჯეისონი და ნათია პირდაღებულები უმზერდნენ, ადრიანმა გამამხნევებლად გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და მშვიდად იკითხა.
- მგონი ცოტა დამაგვიანდა, დიდი ხანია წვეულება დაიწყო?





- ადრიან, -შვებანარევი სიხარულით აღმომხდა და მისკენ ნაბიჯი გადავდგი, წამსვე აღმოჩნდა ჩემს გვერდით წელზე მომხვია მკლავი და სხეულზე ამიკრო, -როგორ ხარ? -ჩამჩურჩულა და ნაზად მაკოცა ლოყაზე, გავუღიმე და მაგრად ჩავეჭიდე მის მკლავს, დარწმუნებული ვარ მიხვდა როგორ ვღელავდი რადგან წამსვე ისევ ვიგრძენი მისგან მომავალი დამამშვიდებელი იმპულსები, ნათიას გავუსწორე თვალი რომელიც ჯეისონის გვერდით იდგა თვალს არ გვაშორებდა და ისეთი სიძულვილით გვიმზერდა რომ აშკარა იყო საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და არაფრის შეცვლას აღარ აპირებდა თუმცა რატომღაც ახლა ეს ნაკლებად მადარდებდა, როგორც იქნა თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობდი...
- ცოტახნით უნდა დაგტოვო, ახლა რაც არ უნდა ნახო არაფერმა გაგაკვირვოს და არ ინერვიულო, რამდენიმე წუთში ქვემოთ ჩადი და ეზოში დამელოდე კარგი? -მშვიდად, ღიმილით მითხრა და ისე რომ არაფრის თქმა არ დამაცადა ჯეისონისკენ წავიდა.
- ეი რას აკეთებ გაჩერდი, რა გაქვს ჩაფიქრებული? -ჯეისონმა უკან დაიხია, მის თვალებში ადვილად ვამჩნევდი შიშს, მიუხედავად იმისა რომ თავად ჰქონდა ჩაფიქრებული აქ ადრიანის შემოტყუება რატომღაც ვფიქრობდი რომ არ ელოდა თუ მოვიდოდა.
- კარგად უნდა დაფიქრდე ხოლმე სანამ რამეს მოინდომებ, სურვილებთან ფრთხილად უნდა იყო ძველო მეგობარო, ჩემი ნახვა გინდოდა ჰოდა მეც აქ ვარ, სალაპარაკო გვაქვს, ოღონდ აქ არა შედარებით მყუდრო ადგილი მოვძებნოთ, -ნელი გრაციოზული ნაბიჯებით მიუახლოვდა, გულისპირში ჩაავლო ხელი, მისი უსუსური წინააღმდეგობის მიუხედავად მოაჯირთან მარტივად მიათრია, ბუმბულივით მსუბუქად ასწია ჰაერში, შემომხედა, გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და მერე მასთან ერთად თავით გადაეშვა ძირს.
ერთდროულად შევკივლეთ მე და ნათიამ, ერთდროულად მივვარდით მოაჯირთან და გადავიხედეთ, არსად ჩანდნენ, თითქოს ორივე ჰაერში აორთქლდა და გაქრა, ნათია აცახცახებული თვალებგაფართოებული ათვალიერებდა ეზოს ალბათ გასისხლიანებულ სხეულებს თუ ეძებდა.
- რა გააკეთა, ეს როგორ გააკეთა, მოკლა, სახურავიდან გადააგდო, ახლავე პოლიციაში უნდა დავრეკოთ, სასწრაფო... სასწრაფო უნდა გამოვიძახოთ, -შეშლილივით აცეცებდა თვალებს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ გაუგებრად ლუღლუღებდა, დასარეკად გამზადებული ტელეფონი ხელიდან გამოვგლიჯე.
- არსად დარეკვა არ არის საჭირო, ნუ ნერვიულობ, კარგად იქნებიან, ადრიანი ჯეისონს არაფერს დაუშავებს, უბრალოდ უნდა დაველოდოთ, -ძალით მივიყვანე იქვე მდგარ რბილ სავარძელთან დავსვი და მეც გვერდით მივუჯექი, ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი რომ ადრიანი კარგად იყო და არც ჯეისონს დაუშავებდა რამეს, ამიტომაც არ ვნერვიულობდი.
- როგორ შეგიძლია ასე მშვიდად იყო, ვერ დაინახე რა მოხდა? -ვერ ისვენებდა, წამოდგომა სცადა, უხეშად ჩავჭიდე ხელი და ისევ დაჯდომა ვაიძულე.
- დაჯექი და მოეშვი პანიკას, არა მგონია ამდენად გაღელვებდეს ჯეისონის ბედი, -ცოტა ხმამაღლა და უხეშად გამომივიდა, ჩემს ხმაში ზიზღის და სიძულვილის ნოტები რომ დავიჭირე და ნათიას გაოცებული მზერაც რომ შევამჩნიე არ მესიამოვნა, მე არ ვიყავი ასეთი, ზიზღი და სიძულვილი შორს იყო ჩემგან მითუმეტეს ისეთი ადამიანის მიმართ რომელიც ამდენ ხანს ჩემს საუკეთესო მეგობრად, ჩემი არარსებული ოჯახის ერთადერთ წევრად მიმაჩნდა.
- მაპატიე, -ძლივსგასაგონად ჩავილაპარაკე და თავი ჩავღუნე, საშინლად მტკიოდა მისი ასეთი საქციელი და ჩემი მის მიმართ ასეთი ცვლილება, ჩემდა გასაკვირად მოვუბოდიშე თუ არა, გულიანად გადაიხარხარა.
- კიდევ შენ ითხოვ პატიებას? იმის მერე რაც გითხარი და რაც გავაკეთე, არ მოგბეზრდა ანგელოზის ნიღბის ტარება ნანე? არ მოგბეზრდა? როგორ ახერხებ რომ ყოველთვის ასეთი თბილი, წყნარი, კეთილი, გამგები იყო, როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას?
- საწყენია, თურმე საერთოდ არ მიცნობ, მე არ ვთამაშობ ნათია, რაც ვარ ეს ვარ, ყოველთვის ასეთი ვიყავი და ახლა ნამდვილად ვერ შევიცვლები.
- არ თამაშობ? მაშინ მითხარი ვინ არის ადრიანი, ვინ არის სინამდვილეში ჯეისონი და ვინ ხარ შენ, ვიცი რომ რაღაც ხდება, ვიცი რომ ყველაფერი იცი, მითხარი რას მალავ...
- იმაშიც კი არ ხარ დარწმუნებული ჯეისონი ის არის თუ არა რადაც თავს გაჩვენებს და მის გამო მე მიღალატე, ასე რატომ მოიქეცი? ასეთს რას გაძლევს რომ ჩემს დაკარგვად გიღირს, -თვითონვე მიკვირდა ჩემი ტკივილით გაჟღენთილი ხმა მაგრამ ის ახლაც კი მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაზე ფიქრობდა.
- ჩემი და ჯეისონის ურთიერთობა შენ არ გეხება და ამაში მაინც ნუ ჩაყოფ ცხვირს, ისედაც ამდენი ხანია ვიტან როგორ ერევი ჩემს პირადში და როგორ გჭამენ თვალებით ჩემი ბიჭები, მოახერხე და ჯეიც შეაბი, ყოჩაღ გილოცავ, -მთელი მისი პოზა, გამოხედვა, ჩემდამი ბრაზს და სიძულვილს გამოხატავდა, ცინიზმით იყო სავსე მისი ხმა და თვალები, ვერაფრით მპატიობდა იმას რომ როცა საქმე საპირისპირო სქესს შეეხებოდა ყოველთვის არასწორ არჩევანს აკეთებდა...
- უბრალოდ მითხარი რას მალავ, -რომ მიხვდა პასუხს არ ვცემდი მუდარა გაერია ხმაში, შემეძლო მისთვის ყველაფერი მეთქვა, შემეძლო მომეყოლა რაშიც იყო საქმე და ამით საფრთხეში ჩამეგდო, შემეძლო მეყურებინა როგორ გაგიჟდებოდა ნელ-ნელა მაგრამ ასე ვერ მოვექცეოდი, ყველაფრის მიუხედავად არ შემეძლო მისთვის ასეთი რამ გამეკეთებინა.
- არაფერს ვმალავ, უბრალოდ შენთვისვე ჯობია არ იცოდე ზოგი რამ რაც შენს გარშემო ხდება, მე შენ არაფერს გიმალავ...
- ნუ მატყუებ, ნუ მატყუებ მეთქი, -მთელი ხმით იყვირა და გაცოფებული წამოხტა ფეხზე, -ვიცი რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდება, იმ შენმა ველურმა ჯეისონი სახურავიდან გადააგდო, ათასჯერ ვკითხე ჯეისონს ადრიანი ასე რატომ გაინტერესებს და თქვენს შორის რა ხდებათქო და მხოლოდ ის მითხრა რომ მასთან ანგარიში მაქვს გასასწორებელიო, ახლა კი ასეთი რამ ჩაიდინა...
- გახსოვს ერთმანეთს როგორ შევხვდით? -ღიმილით შევაწყვეტინე სიტყვა, გაოცებულმა შემომხედა და თავი დამიქნია.
- გახსოვს მაშინ რა ცუდად ვიყავი? შენ გადამატანინე ის ყველაფერი, დეპრესია, მარტოობა, უცხო მიწაზე ახლობლებისგან და მეგობრებისგან მოშორებით ცხოვრების პირველი თვეების სიძნელე, მაშინ შენც ხომ გიჭირდა მარტო ყოფნა, ვხედავდი როგორ გიძნელდებოდა ამ ყველაფერთან შეგუება, ერთმანეთის მხარში დგომით მოვედით აქამდე, შეიძლება ყველა შენი ღიმილი და თბილი სიტყვა ყალბი იყო მაგრამ ასე თუ ისე შენ მაძლებინებდი ამ ქვეყანაში, იმ განვლილი წლების ხათრით რომლებიც ერთად გავატარეთ გპატიობ იმ სისულელეებს რაც გააკეთე და დღეის იქით შენი დანახვაც კი აღარ მინდა, შეგიძლია მშვიდად გააგრძელო ჩემს გარეშე ცხოვრება დღეიდან აღარაფერში შეგიშლი ხელს და ერთ კეთილ რჩევას მოგცემ, ჯეისონს დაშორდი უკანმოუხედავად წადი აქედან და აღარასოდეს ნახო.
მშვიდად წამოვდექი და ერთ ადგილზე გაშეშებულს, მთლად გაფითრებულს ზურგი შევაქციე, მხრებში გამართული წავედი გასასვლელისკენ.
- ნანე მაპატიე, გემუდარები ასე არ დამტოვო და არ წახვიდე, შეცდომა დავუშვი, გთხოვ მომისმინე, გთხოვ, ხომ იცი შენს გარდა არავინ მყავს, -ცრემლნარევი ხმა მესმოდა მაგრამ უკან აღარ მივბრუნებულვარ, მიუხედავად იმისა რომ საშინლად მინდოდა მასთან ჩახუტება და გულიანად ტირილი.
-
სასახლიდან ისე გავედი არავის შევუმჩნევივარ, ყველა რაღაცით იყო გართული, ერთმანეთთან საუბრით, ფლირტით და დროდადრო ინტრიგების ხლართვით დაკავებული მაღალი საზოგადოების წევრებით სავსე უზარმაზარი დარბაზი უჩინარივით გავიარე, გარეთ გავედი თუ არა ჩემს ავტომობილზე მიყრდნობილი უდარდელად მომღიმარი ადრიანი დავინახე და შვებით ამოვისუნთქე, ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი და მის უზადო ნაკვთებს თვალს ვერ ვაცილებდი მერე ერთდროულად დავიძარით ერთმანეთისკენ, ორიოდე წამში გაჩნდა ჩემთან, მკლავები შემომხვია და გულში ჩამიკრა, თითისწვერებზე ავიწიე რომ ცხვირი მის ყელში ჩამერგო და მისი საოცარი სურნელით დავმტკბარიყავი, ვიგრძენი როგორ შეაჟრჟოლა, როგორ დაეჭიმა სხეული და საშინლად მესიამოვნა რომ მასზე ასე ვმოქმედებდი.
- დღეს მე ვიქნები შენი მძღოლი, -ხავერდოვანი ხმით მითხრა კარი გამიღო და დაჯდომაში მომეხმარა, თვითონ საჭეს მიუჯდა.
- ჯეისონი როგორ არის? -მაინც ვერ მობვითმინე რომ არ მეკითხა.
- კარგად არის უბრალოდ ძალიან დიდხანს აღარ ექნება იმის სურვილი რომ კუდში გვდიოს და უაზრო ინტრიგები ხლართოს, -ღიმილით მიპასუხა, სახლამდე ისე მივედით ერთი სიტყვაც კი აღარ გვითქვამს ერთმანეთისთვის, მე საჭეზე ჩაფრენილ მის თითებს ვერ ვაშორებდი თვალს და თავში ათასი გარყვნილი აზრი მომდიოდა ის კი ძლივს იკავებდა ღიმილს და დარწმუნებული ვარ მშვენივრად ხვდებოდა რასაც ვფიქრობდი.
- მინდა ერთ ძალიან ლამაზ ადგილზე წაგიყვანო, -როგორც კი გავჩერდით დამასწრო და თვითონ შემომთავაზა ის რაც მართლა ძალიან მინდოდა, ახლა ყველაფერი მერჩივნა მარტო დარჩენას, მოღუშულმა ავხედე ჩემი ბინის ფანჯრებს და ღრმად ამოვიოხრე.
- როდის აღიარებ რომ აზრების წაკითხვა შეგიძლია, -სრულიად სერიოზულად ვკითხე, გაეღიმა ჩემკენ გადმოიხარა და გრილი თითებით ნაზად მომეფერა ლოყაზე.
- არ შემიძლია, უბრალოდ ვგრძნობ როდის ხარ ცუდად, როდის გჭირდება განტვირთვა და ცოტა ხნით ყველასა და ყველაფრის დავიწყება.
- შეგიძლია ამის გაკეთება? მართლა შეგიძლია რომ ცოტა ხნით მაინც დამავიწყო ეს ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდება.
- ასე არ გამოვა, -ანცმა ღიმილმა გაუპო ბაგე, -გამოდის რომ ჩემი დავიწყებაც გინდა, ამაზე თანახმა არ ვარ, შეგიძლია ყველაფერი დაივიწყო ჩემს გარდა, უფლებას არ მოგცემ რომ ერთი წუთით მაინც შეწყვიტო ჩემზე ფიქრი...
- შემპარავი მონოტონური ხმით ჩამჩურჩულებდა, ვერ მივხვდი როდის და როგორ აღმოვჩნდი მის მუხლებზე, სავარძელზე გადაწოლილს დავყურებდი ზემოდან და ბოლომდე ვიძირებოდი მის თვალებში რომლებიც მხოლოდ მაშინ ასხივებდნენ სითბოს როცა მე მიმზერდნენ, ბაგე უცნაურმა ღიმილმა გაუპო და სუნთქვა აუჩქარდა როცა მისკენ დავიხარე, თმაში შემიცურა თითები, მიმიზიდა, თვალები თავისთავად დამეხუჭა როცა მისი მხურვალე ტუჩები ჩემსას შეეხო...
უჩვეულო სიგრილემ მომიყვანა გონს, ერთ წამს მეგონა რომ მომეჩვენა როცა სასიამოვნოდ გრილმა ნიავმა ზღვის სურნელი მოიტანა, მერე ტალღების შრიალიც მოსწვდა ჩემს ყურთასმენას, ადრიანს მოვწყდი, თვალები გავახილე და მისი მუხლებიდან გადავბობღდი, ფაფუკ ქვიშაში რომ ჩავეფალი გაოცების შეძახილი აღმომხდა, წამოვდექი და მიმოვიხედე, დაბალი კლდეებით შემოსაზღვრულ, მთვარით განათებულ პლაჟზე ვიყავით, ჩემგან სულ რაღაც რამდენიმე მეტრის მოშორებით ზღვა ნება-ნება მოაგორებდა ტალღებს რომლებშიც ვარსკვლავები ირეკლებოდნენ, ამ სანახაობით აღფრთოვანებული შევბრუნდი ადრიანისკენ რომელიც ჯერ ისევ ქვიშაში იჯდა და ხელებზე დაყრდნობილი საყვარლად თავგადახრილი ეშმაკური ღიმილით შემომყურებდა ქვემოდან.
- არ მკითხავ აქ როგორ მოვხვდით?
თავი გავაქნიე უარის ნიშნად, ახლა ნამდვილად არ მაინტერესებდა როგორ და რა ძალების გამოყენებით შეძლო ჩემი აქ მოყვანა, ამ ჯადოსნური წუთების გაფუჭებას სულელური დაკითხვით ნამდვილად არ ვაპირებდი, უკანსვლით წავედი ზღვისკენ, ფეხის თითებით სველი ქვიშა რომ ვიგრძენი სიამოვნებისგან გამაკანკალა, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი, არ გავნძრეულვარ როცა წელზე მისი მკლავები შემომეჭდო და სახეზე ვიგრძენი მისი ცხელი სუნთქვა, არც თვალები გამიხელია, ფრთხილად გადამიწია კაბის სამხრეები და მარჯვენა ხელის თითების ოსტატური მოძრაობით შეხსნა ზურგზე ელვა შესაკრავი, კაბა შრიალით დაეფინა აქაფებულ ტალღაზე...






- იფიქრებ ჩემს წინადადებაზე? -ქვიშაზე გაწოლილს დამყურებდა ზემოდან და თითებით წრეებს ხაზავდა ჩემს შიშველ მკერდზე, თვალდახუჭული ვიწექი და ვნეტარებდი, ახლა არაფერზე არ შემეძლო ფიქრი, შიშველ სხეულზე დილის მზის სხივები მეალერსებოდნენ, ტალღების შრიალი ჩამესმოდა, ადრიანის კოცნა და მოფერება ჭკუიდან მშლიდა...
- გაჩერდი თორემ ასე ვერ ვაზროვნებ, -ძლივსგასაგონად ამოვიკვნესე და ფეხები წელზე შემოვაჭდე, მისკენ ავზიდე სხეული, ჩაეცინა, ერთი მსუბუქი ბიძგით შემოვიდა ჩემში და მთლად მომწყვიტა ქვეყნიერებას.
- გაჩერდიო მეუბნები მაგრამ შენი საქციელი სულ სხვა რამეზე მეტყველებს, -მისი ხმა თვითკმაყოფილებით იყო გაჟღენთილი, ვხედავდი როგორ უელავდა თვალები როცა ყოველი ბიძგის შემდეგ უფრო და უფრო ხმამაღლა ვკვნესოდი და შიგადაშიგ მის სახელს ვყვიროდი, ბოლოს ალერსით დაღლილი გაიშოტა ჩემს გვერდით, თავი მკლავზე დავადე, თვალები დავხუჭე და შევეცადე მთელი არსებით შემეგრძნო მისი არსებობა...
- რაზე ფიქრობ ნანე, -ჩემს თმაში ახლართა თითები, გავყუჩდი, ვერ ვუპასუხე, ახლა იმდენ რამეზე ვფიქრობდი, რამდენიმე წუთის წინ საკუთარი თავიც კი არ მახსოვდა ახლა კი ვგრძნობდი როგორ ნელ-ნელა მიპყრობდა შიში და მღელვარება, უკვე ვიწყებდი გააზრებას რომ ეს ურთიერთობა აქედანვე დასასრულისთვის იყო განწირული, სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა, ის უკვდავი იყო, მე მოკვდავი თანაც ერთმანეთისგან ასე ძალიან განვსხვავდებოდით...
- მეშინია, -ერთადერთი სიტყვა დამცდა და ვიგრძენი როგორ დაიძაბა.
- საშიში არაფერია, უბრალოდ დრო გვჭირდება.
- დრო?
- დრო იმისთვის რომ უკეთ გავიცნოთ და შევისწავლოთ ერთმანეთი, შენ ჩემთვის ხარ შექმნილი ნანე, შენ კი მე გჭირდები, მინდა რომ ეს გაიაზრო და გაითავისო.
- ჰო მაგრამ შენ... შენ...
- გააგრძელე, ვიცი რაც გაწუხებს, ვხვდები, -მთელი ძალით მიმიკრა მკერდზე და ღიმილნარევი ხმით გააგრძელა, -ის გაშინებს რომ უკვდავი ვარ?
- კარგი რა, -გაოგნებულს აღმომხდა, მისი მკლავებისგან თავი გავინთავისუფლე და წამოვჯექი, -შეუძლებელია ასე ხვდებოდე რას ვგრძნობ და რას განვიცდი, მართლა ვერ კითხულობ ფიქრებს? დარწმუნებული ხარ რომ არ მატყუებ?
მიყურებდა და სიცილის შეკავებას ცდილობდა, ბოლოს ვეღარ გაუძლო და გულიანად გადაიხარხარა, თვითონაც წამოჯდა, თმებში შემიცურა თითები და მიმიზიდა.
- ხანდახან როგორი ბავშვური და სასაცილო ხარ, -ზედ ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა.
- შენ კი გამოცდილი მანიპულატორი ხარ, მშვენივრად იცი როგორ უნდა ამირიო გონება და როგორ დამავიწყო ყველაფერი.
- მართლა ასე ძალიან გაღელვებ? -თვალებში ღელვა ჩამდგარმა მკითხა, სუნთქვა შეკრული ელოდა ჩემს პასუხს, სულით ხორცამდე შემძრა იმის გააზრებამ რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ მისთვის ასე მნიშვნელოვანი იყო, თითქოს ჯერ კიდევ არ ჯეროდა რომ მთელი არსებით მას ვეკუთვნოდი, ჭკუიდან მშლიდა ის რომ არასრულფასოვნების შეგრძნება ტანჯავდა, ამას არ აღიარებდა მაგრამ მე ხომ ვგრძნობდი, არ ვიცი ეს რა იყო, თავს ჩემს ღირსად არ მიიჩნევდა? ეგონა რომ ჩემთვის საკმარისად კარგი არ იყო? არადა საკუთარი თავისთვის ჩემი თვალით თუნდაც რამდენიმე წამით რომ შეეხედა...
- ამას სერიოზულად მეკითხები ადრიან? გაინტერესებს მაღელვებ თუ არა? -ამჯერად მე ვკითხე დაეჭვებულმა.
- სრულიად სერიოზულადკეკითხები, -საყვარლად აზიდა წარბი, წამებში აღმოვჩნდი მის კალთაში, მოხერხებულად მოვკალთდი, მისი სახე ხელებში მოვიქციე და ბაგეებზე დავეწაფე, -მაგიჟებ...

-
თვითმფრინავში ნედის გერდით ვიჯექი, ღრმად ვსუნთქავდი და ყველანაირად ვცდილობდი დამშვიდებას თუმცა არც თუ ისე კარგად გამომდიოდა.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, -ნედმა მაგრად მომიჭირა ხელზე და გამამხნევებელი ღიმილით გადმომხედა.
- რაღაც არა მგონია ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, -ჩაფიქრებულმა გადავაქნიე თავი.
- კარგი რა ნანე, ბოლოს და ბოლოს შენი ოჯახის წევრები არიან, ისეთი რა უნდა მოხდეს.
- შენ მათ არ იცნობ, არცერთს არ ვაინტერესებ, სანამ არ დავჭირდი მანამდე არც კი უკითხავთ მკვდარი ვიყავი თუ ცოცხალი.
- თუ ასეა საქართველოში რატომ ბრუნდები, არა მართლა მაინტერესებს რატომ გადაწყვიტე დაბრუნება, იქ რა დაგრჩენია?
თვალები დავხუჭე და ჩემი მეგობრები წარმომიდგნენ თვალწინ, ჩემი ქეთა, ნანუკა და ირაკლი, მაშინაც როცა საქართველოში ვცხოვრობდი ისინი მაძლებინებდნენ იქ ცხოვრებას და აქ ჩამოსვლის შემდეგაც არ გამიწყვეტია ურთიერთობა მათთან, საქართველოში ჯერ კედევ იყვნენ დარჩენილი ადამიანები რომლებსაც ჩემი ნახვა გაუხარდებოდათ, ამაში დარწმუნებული ვიყავი.
- არ ვიცი, არ ვიცი რას ველოდები მათგან, სიმართლე რომ გითხრა სადღაც გულის სიღრმეში კიდევ ბჟუტავს იმის იმედი რომ შეიცვლებიან და ბოლოს და ბოლოს ისე მომექცევიან როგორც მათი ოჯახის წევრს, იცი ხანდახან რა ძნელი იყო, მარტო მათ გარეშე ყოფნა, მინდა საბოლოოდ ვცადო მათთან ყველაფრის გარკვევა, ესეც რომ არა იქ მეგობრები მყავს ნედ თანაც ყველაფერ ძველს თუ არ გამოვემშვიდობე ახალ ცხოვრებაზე საუბარიც ზედმეტია, ხომ გესმის.
- მესმის, შენი ძალიან კარგად მესმის, მაგრამ ჯერ კიდევ არ მჯერა რომ იმ ყველაფერზე რასაც ამდენი შრომა შეალიე ასე ადვილად თქვი უარი, მე შენს ადგილზე გამიჭირდებოდა, შენი წილი არ უნდა გაგეყიდა.
- არა უშავს თუ საჭირო იქნება თავიდან დავიწყებ ყველაფერს, ნათიასთან ერთად ვეღარ ვიმუშავებდი, იმის მერე რაც გააკეთა...
- ჰოო, ამაზე უარესებიც მინახავს, -ნედმა ისე უდარდელად ჩაილაპარაკა გაოცებულმა დავაღე პირი, ჩემს რეაქციაზე გაეცინა.
- ჩემი ასაკის რომ იყო და იმდენი რამ გქონდეს გამოვლილი რაც მე გამოვიარე ნათიას საქციელი აღარ გაგაკვირვებდა, მე დიდი ხანია მივეჩვიე და შევეგუე რომ ასეთები არიან ადამიანები.
- ის ასეთი არ იყო, არ ვიცი როგორ გითხრა, არ მეგონა რომ ასე ადვილად დამთანხმდებოდა წილის შესყიდვაზე, ბოდიშის მოხდაც კი არ უფიქრია და საერთოდ არა მგონია თავს დამნაშავედ გრძნობდეს, ვერ ვხვდები ასე ძალიან როდის შეიცვალა.
- არ გინდა ნანე, ახლაც კი არ აღიარებ იმას რაც დღესავით ნათელია, ნათია ყოველთვის ისეთი იყო როგორიც არის, ერთ დღეში არ შეცვლილა, უბრალოდ შენ ხარ ზედმეტად სუფთა და მიამიტი იმისთვის რომ მისი ნამდვილი ბუნება დაგენახა რომელსაც ასე ოსტატურად გიმალავდა.
- კი მაგრამ რატომ? -მოღუშულმა ჩავხარე თავი, მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი.
- ამაზე ბევრს ნუ იფიქრებ ნანე, მას ჰქონდა მიზეზები, შური, არასრულფასოვნების კომპლექსი და კიდევ ბევრი სხვა რამ თუმცა ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს როგორც შენ თქვი ძველ ცხოვრებას უნდა დაემშვიდობო რომ ახლის კარი შეაღო.
- როგორ ფიქრობ ნედ, შენი აზრით იმ ახალ ცხოვრებაში ადრიანი ჩემს გვერდით იქნება? -პირდაპირ ვკითხე, მივხვდი რომ ასეთ კითხვას არ ელოდა, თვალებში შევყურებდი და ვხედავდი როგორ გამალებით ეძებდა შესაბამის პასუხს.
- მეგონა ენდობოდი, -საყვედური გაურია ხმაში.
- ვენდობი კიდეც უბრალოდ მინდა შენგანაც გავიგო რომ უფრო მშვიდად ვიყო.
- ახლა რა გაძლევს შფოთვის საფუძველს?
- ის მაძლევს რომ ჩემს გვერდით არ არის, საერთოდ არაფერი ამიხსნა, აეროპორტშიც არ გამომაცილა, შენ გთხოვა რომ გამომყოლოდი...
- სულაც არა, -შემაწყვეტინა ნედმა და ღიმილით გამიქნია ცხვირწინ თითი, -მე თვითონ მინდოდა შენთან ერთად წამოსვლა ადრიანი არაფერ შუაშია.
- კარგი რა, არც ისე კარგი მატყუარა ხარ, ადრიანი რაღაცას გეგმავს, კერი და ვიქტორიაც ამ გეგმის ნაწილები არიან შენ კი ალბათ ჩემი თვალთვალი გევალება.
- თვალთვალი? კარგი რა თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, -გაბუტული ბავშვის სახე მიიღო და ისეთი თვალებით შემომხედა სიცილი ძლივს შევიკავე.
- უბრალოდ მითხარი რატომ ხარ ჩემთან ერთად.
- იმიტომ რომ დაგიცვა, -ამჯერად სრულიად სერიოზულად მიპასუხა, ვიცი რომ შენ და ადრიანს ბევრი დრო არ გქონდათ რომ შენთვის ყველაფერი აეხსნა, მოხდა რაღაც რისი თქმაც შენთვის უბრალოდ არ შემიძლია...
- სერიოზულია? რამე ემუქრება? -უნებურად მკლავზე ისე მოვუჭირე ხელი სახე შეეჭმუხნა, -აი ზუსტად ამის თქმა მინდოდა, მას ვენდობი და ვიცი რომ ჩემთან ერთად ყოფნა უნდა მაგრამ წარმოდგენაც კი არ მაქვს რა პრობლემები აქვს და რაშია გახვეული, რამე რომ დაემართოს? დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნება...
- როგორ გგონია მის სიცოცხლეს საფრთხე რომ ემუქრებოდეს ასე მშვიდად ვიქნებოდი? უბრალოდ ცდილობს რაღაც რაღაცები დაალაგოს რომ თქვენთვის უსაფრთხო მომავალი შექმნას, ახლა მარტო აღარ არის შენ ჰყავხარ და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ კარგად იყო.
- არ მინდა ჩემს გამო თავი საფრთხეში ჩაიგდოს.
- კარგი რა გეყოფა, -მობეზრებულმა აატრიალა თვალები.
- იცი რა მითხრა წასვლამდე? მთხოვა რომ ვენდო და დაველოდო.
- მერე?
- მგონი იცი რასაც ვუპასუხებდი.
- ვიცი, რათქმაუნდა ვიცი, -გაეცინა და მკლავი ჩემს მხრებს უკან გაშალა, -მოდი მხარზე დამადე თავი და ცოტა დაიძინე, ჯერ კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს ფრენა.
გულაჩუყებულმა ავხედე ქვემოდან და პატარა უპატრონო კნუტივით შევიყუჟე მის მკლავებში, მგონი მიმიხვდა ანდა რას ვერ მიხვდებოდა, თავზე მაკოცა და მაგრად მიმიხუტა.
- ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები ნანე, შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს, -თბილი ხმით მითხრა.
- ნეტავ ჩემი ძმა სულ ცოტათი მაინც გგავდეს, -უკვე ძილბურანში წასულმა ჩავიბუტბუტე.
-
ნახევრად მძინარემ გავიარე საპასპორტო კონტროლი, ნედს ფაქტიურად ხელით მივყავდი, მის მხარზე ჩამოკიდებული საცოდავად მივჩანჩალებდი.
- არ მესმის ტელეპორტაციის უნარს რატომ არ იყენებთ, -გაბრაზებულმა ჩავიბურტყუნე როცა მოძრავ კიბეზე ჩასვლისას ფეხი გადამიბრუნდა და კინაღამ ვიღრძე, გავცოფდი როცა ნედის მხიარული ხითხითი მომესმა.
- რას ვამბობ სასაცილოს? ნუ დამცინი ისედაც საშინელ ხასიათზე ვარ ხოლმე როცა კარგად ვერ მძინავს.
- არ დაგცინი ნანე, საიდან მოიტანე რომ ამის გაკეთება შემიძლია?
- დავინახე როგორ გაუჩინარდა ადრიანი სახურავიდან ჯეისონთან ერთად და ვიფიქრე რომ თუ ადრიანს ამის გაკეთება შეუძლია შენც შეგეძლება თანაც საინტერესო იქნებოდა...
- ჰოო? ეს შენი თანდასწრებით გააკეთა? -აშკარად გაუკვირდა.
- არამარტო ჩემი თანდასწრებით, ნათიაც იქ იყო.
- არ მესმის ასე გაუფრთხილებლად რატომ მოიქცა თუმცა იმას გეტყვი რომ ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ მას შეუძლია, ასე რომ ტყუილად ნუ მიბრაზდები, არანაირად არ შემეძლო ტელეპორტაციის საშუალებით წამომეყვანე.
- მაპატიე, ზედმეტად ვჭირვეულობ, -დარცხვენილმა შევხედე, მან კი მხოლოდ გამიღიმა და მსუბუქად მიბიძგა გასასვლელისკენ.
- მართლა ისეთი დაღლილი ხარ მგონი ჯობია დღეს კარგად დაისვენო და ხვალისთვის ვესტუმროთ შენებს, თორემ ასე თუ მიხვედი მათთან ვინმე შემოგაკვდება.
- როგორც ყოველთვის ახლაც მართალი ხარ, -ღიმილით გავშალე ხელები.
- შენთვის პატარა სიურპრიზი მაქვს და იმედია არ გამიბრაზდები.
ის იყო პირი დავაღე რომ მეთქვა თუ როგორ არ მიყვარდა სიურპრიზები რომ მოულოდნელობისგან ერთ ადგილზე გავშეშდი, ჩემს წინ ქეთა, ნანუკა და ირაკლი იდგნენ, თავიდან მეგონა რომ მეჩვენებოდნენ მაგრამ მერე როცა სამივე ერთად ჩამეხუტა კინაღამ გონება დავკარგე მოჭარბებული ემოციებისგან.
- როგორ მომნატრებიხართ, -ვჩურჩულებდი და სათითაოდ ვეხვეოდი და ვკოცნიდი სამივეს, ირაკლის მკლავებში ჩაკარგულმა და თვალცრემლიანმა მზერა გავუსწორე იქვე მდგარ ნედს რომელიც თვალს არ მაშორებდა და სახეზე უცნაური ღიმილი დასთამაშებდა.
-
ნანუკასა და ქეთას შუაში ვიჯექი ირაკლის ავტომობილის უკანა სავარძელზე, მათ გაუჩერებელ ლაპარაკს ვუსმენდი და ნედს არ ვაშორებდი თვალს, მშვენივრად საუბრობდა ქართულად, მგონი ის და ირაკლი არაჩვეულებრივად უგებდნენ ერთმანეთს, ნედი ისე კარნახობდა გზას თითქოს მთელი ცხოვრება თბილისში ჰქონოდეს გატარებული.
- აქ გააჩერე, მიუთითა და ირაკლიმაც გზიდან გადაუხვია.
- სად ვართ? -გაოცებულმა შევხედე პატარა ერთსართულიან სახლს.
- შენს სახლში, -ნედმა ღიმილით გადმომხედა, -ერთი თვის წინ შეიძინა შენთვის ადრიანმა, წამოდი არ გაინტერესებს როგორია?
გაოგნებული გადავედი, გოგონები უხმოდ მომყვებოდნენ უკან, ხელის კანკალით შევაღე ჭიშკარი, პატარა ლამაზი სახლი იყო, დიდი ვერანდით და უზარმაზარი მწვანე ბაღით, საოცარი ვინმე იყო ადრიანი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ფიქრობდა იმაზე რომ აქ ჩამოვიდოდი და ჩემთვის სახლი შეიძინა, ჩემი არაპროგნოზირებადი სასწაული იყო, გულაჩუყებულმა მოვავლე თვალი იქაურობას.
- მართლა ჩემია? გულზე თითმიდებულმა შევხედე ნედს, თავი დამიქნია თუ არა გავექანე და კისერზე ჩამოვეკიდე.
- რა მაგარია, ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხარდა, მაგრამ ადრიანს მაინც მოვკლავ იმისთვის რომ ჩემს ზურგს უკან აკეთებს ასეთ რაღაცებს.
- მართლა არ ბრაზობ? მეგონა იჩხუბებდი და ამ საჩუქარს არ მიიღებდი.
- ხუმრობ? გიჟი ხომ არ ვარ ასეთ რამეზე უარი ვთქვა, -სიცილით წავედი შესასვლელისკენ, -რას შვრებით არ მოდიხართ, -გაუნძრევლად მდგომებს ხელი დავუქნიე.
- საერთოდ არ შეცვლილა, ისევ ისეთი გიჟია, -ქეთიმ ნანუკას უბიძგა რომელიც ნედს არ აშორებდა აღფრთოვანებულ მზერას.
- გიჟი და საყვარელი, -ჩაიცინა იკამ.

-

- შენი შეყვარებულიც თუ ამ ღმერთკაცს ჰგავს მაგარი იღბლიანი ყოფილხარ, -ნანუკამ ამოიოხრა და სამზარეულოდან გაიჭყიტა რომ მისაღებში ირაკლისთან საუბარში გართული ნედი კიდევ ერთხელ შეეთვალიერებინა.
- ამის გამოსწორება არ იქნება, -ქეთიმ ხელი ჩაიქნია, -ვისაც დაინახავს ყველა როგორ მოსწონს ვერ ვხვდები.
- ნედი მოგეწონა? -ყავის აპარატს შევეშვი და ნანუკას შევხედე, უხმოდ დამიქნია თავი, უსიამოვნოდ შევჭმუხნე წარბები.
- რა მოხდა? ჩემი რეაქცია არ გამოპარვია ქეთის.
- მინდა რომ აქედანვე გაითვალისწინოთ ორივემ, ნედი სათქვენო არ არის.
- ეს რას ნიშნავს, შეყვარებული ყავს? -იმხელა ხმაზე შეიცხადა ნანუკამ, ქეთი წამოხტა, კარი მიუკეტა და აიძულა მაგიდასთან დამჯდარიყო, დაჯდა და საცოდავად შემომხედა, -ცოლიანია არა? შვილებიც ჰყავს? რათქმაუნდა ცოლშვილი ეყოლება, აბა ამისთანა საიცრებას ვინ გაუშვებდა ხელიდან, არა რა, როგორ ყველაფერი დასწრებაზეა...
- ცოლი არ ყავს, არც შვილი, უბრალოდ... უბრალოდ... არ ვიცი როგორ აგიხსნათ მაგრამ... -ენა მებმოდა, მართლა ვერ ვხვდებოდი როგორ უნდა ამეხსნა ნანუკასთვის რომ ნედთან რომანტიული ურთიერთობა ფიქრადაც კი არ გაევლო თავში, არ მინდოდა გული ტკენოდა.
- ვერ ვხვდები რისი თქმა გინდა, -დაიწუწუნა.
- მგონი მე მივხვდი, გეია არა? -ქეთიმ საკუთარი ვერსია გააჟღერა და როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე, მშვენიერი იდეა იყო თუმცა ვხვდებოდი რომ როცა ამას ნედი გაიგებდა ცოცხალი ვერ გადავურჩებოდი, თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
- ალბათ ამჯობინებდა თვითონ ეთქვა მაგრამ რა ვქნა ჯობია თავიდანვე იცოდეთ რომ ტყუილად არ ააგოთ ოცნების კოშკები, -თანაგრძნობის გამომხატველი ხმით გამოვაცხადე, ორივემ ერთდროულად ამოიოხრა...






- ვერ წარმოიდგენ როგორი მადლობელი ვარ შენი, მართალია ჩემს გარეშე შეუთანხმდი მათ და თავიდან ცოტა გავბრაზდი შენზე მაგრამ ისე ვერაფერი გამახარებდა როგორც აეროპორტში მათმა დანახვამ გამახარა, -ნედის მხარზე თავმიდებული შევყურებდი როგორ ძალით ჩასვა ავტომობილში მთვრალი გოგონები ირაკლიმ, მერე ხელი დაგვიქნია და სწრაფად მიუჯდა საჭეს რომ ისევ არ ეცადათ გადმოსვლა.
- კარგი მეგობრები გყავს, -ნედმა გაღიმებულმა ახედა უკვე მილეულ მთვარეს, -ახალი დღე თენდება და შენ ისევ ისეთი დაღლილი ხარ როგორიც იყავი, ადრიანი მომკლავს, დამიბარა ისე მოაწყვე რომ ნანემ კარგად დაისვენოს და განიტვირთოსო მე კი შენთან და შენს მეგობრებთან ერთად ვლოთობ და დაძინების საშუალებსა არ გაძლევ.
- შემთხვევით შენს ძმას თავი ჩემი ძიძა ხომ არ ჰგონია.
- ვფიქრობ უარს არ იტყოდა რომ ყოფილიყო, -მხიარულად ჩაიფხუკუნა და გვარიანი მუჯლუგუნიც მიიღო ფერდში.
- ოო, კარგი რა ნანე, უბრალოდ მინდა რომ ცოტა დაისვენო.
- დასვენებას მერეც მოვასწრებ, დაღლილი კი ვარ მაგრამ მაგრამ მათთან ერთად გართობა ერთ რამედ ღირდა, ალბათ გავგიჟდებოდი აქ ჩამოსვლისას იძულებული რომ გავმხდარიყავი პირდაპირ დედაჩემთან მესაუბრა.
- ვიცოდი რომ გჭირდებოდნენ, ამიტომაც გამოფრენამდე შენი ტელეფონი გავჩხრიკე მათი ნომრები მოგპარე და დავუკავშირდი.
- სერიოზულად? -სიცილი ვერ შევიკავე.
- სერიოზულად, -ამაყად გაიმართა მხრებში, ისეთი სახე ჰქონდა როგორც პატარა ბავშვებს აქვთ ხოლმე რაღაცის გამო შექებას რომ ელიან.
- ზედმეტად ადამიანური ხარ ნედ, ადამიანებზე უფრო მეტად ადამიანური, ადრიანი საერთოდ არ გგავს, ოდნავადაც კი, -ამოვიოხრე ისევ ადრიანი რომ გამახსენდა, უკვე საშინლად მენატრებოდა.
- თავიდან სწორედ იმიტომ მიგიზიდა ადრიანმა რომ განსხვავებულია, ყველასგან ჩვენგანაც და ადამიანებისგანაც, იდუმალია, მიუწვდომელი და ერთი შეხედვით ცივი...
- სულაც არ არის ცივი, -მაშინვე შევაწყვეტინე და მისი სითბოთი სავსე გამოხედვა წარმომიდგა თვალწინ, მგრძნობიარე ტუჩები, ცხელი სხეული...
- ნეტავ ახლა აქ იყოს, -საცოდავად დავიწუწუნე.
- მართლაც რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილები, -ჩაიცინა, სახლისკენ შემაბრუნა და ვერანდისკენ მიბიძგა, -თუ არ გეძინება იქნებ ცოტა გვესაუბრა.
- ვისაუბროთ, -რბილ სავარძელში ჩავესვენე და ისიც ჩემს მოპირდაპირედ მოთავსდა, ჩაფიქრებული, მოღუშული შემომყურებდა.
- შეამჩნიე რომ შენი მეგობრები უცნაურად მექცეოდნენ?
- რას გულისხმობ? -მხრები ავიჩეჩე და თვალი ავარიდე, თუმცა უკვე მივხვდი რასაც გულისხმობდა და ვფიქრობდი როგორ დამეძვრინა თავი პასუხისგან.
- ნანუკამ და ქეთიმ დამინახეს თუ არა მაშინვე მივხვდი რომ ორივეს მოვეწონე, განსაკუთრებით ნანუკას მაგრამ მერე როცა სახლში მოვედით რაღაც შეიცვალა, უცნაურად თბილები და უშუალოები გახდნენ ჩემს მიმართ, ისე იქცეოდნენ თითქოს მათი ბავშვობის მეგობარი ვყოფილიყავი, ის რაღაც უცნაური გადაკრული სიტყვებიც ვერ გავიგე თანასწორობაზე და იმაზე რომ თურმე სულაც არ არიან ჰომოფობები, ეს საერთოდ არ შუაში იყო ვერ მივხვდი...
- რაღაცას გეტყვი ოღონდ შემპირდი რომ არ გამიბრაზდები, -დამნაშავე ბავშვის სახით შევხედე და ისიც რათქმაუნდა მაშინვე მიხვდა რომ რაღაც სისულელე მქონდა გაკეთებული.
- რა ჩაიდინე ნანე?
- ხომ დაინახე ნანუკას როგორ მოეწონე, შენ თვითონაც თქვი რომ მიხვდი, მე კი არ ვიცი როგორ გითხრა ვიფიქრე რომ... ვიფიქრე რომ...
- იფიქრე რომ ეს სწორი არ იყო და ნანუკას და ჩემი ურთიერთობა არასწორი იქნებოდა, ასე იყო? -გამამხნევებლად გამიღიმა თუმცა მაინც არ მიტრიალდებოდა ენა რომ მეთქვა.
- კარგი ჰო, ვაღიარებ რომ ასე ვიფიქრე, და ამიტომ...
- რა გააკეთე? -მოუთმენლობა შეეპარა ხმაში.
- ვუთხარი რომ გეი ხარ, -თვალდახუჭულმა ვიყვირე ხმამაღლა და როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე, ყურებს არ დავუჯერე როცა მომესმა როგორ ხარხარებდა ნედი, ფრთხილად გავახილე თვალები.
- არ მეჩვენება და მართლა იცინი? -დაეჭვებულმა ვკითხე.
- სერიოზულად? ნამდვილად ასე უთხარი? -საჩვენებელი თითით მოიქმინდა სიცილისგან თვალზე მომდგარი ცრემლი, ახლა აღარ მიკვირს რატომაც იქცეოდნენ ასე უცნაურად, კი მაგრამ ეს რატომ გააკეთე? გეგონა რომ შენს მეგობართან ურთიერთობას გავაბამდი?
- უბრალოდ მის დაცვას ვცდილობდი, -ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე და თავი ჩავხარე.
- ჩემგან ცდილობდი მის დაცვას? -მის ხმაში ისეთი შესამჩნევი იყო გულის ტკივილი...
- შენგან არა ნედ, იმ ტკივილისგან ვცდილობდი მის დაცვას რასაც შენთან ურთიერთობა მიაყენებდა და შენც იცი რომ მართალი ვარ.
- მართალი ხარ, -ჩემთვის მოულოდნელად დამეთანხმა, ნაძალადევად გაიღიმა, თავი უკან საზურგეს მიაბჯინა და თვალები დახუჭა, -მართალი ხარ თუმცა უნდა გცოდნოდა რომ არაფერს გავაკეთებდი ისეთს რაც შენს მეგობრებს ავნებდა, საერთოდ არ მენდობი?
- გენდობი, ხომ იცი რომ...
- რაღაც მინდა მოგიყვე, -სიტყვა შემაწყვეტინა და სევდიანი მზერა მომაპყრო, -ვიცი რომ გაინტერესებს იქ, იმ სარდაფში ლუდვიგის სახლში რატომ და როგორ მოვხვდი.
- მაინტერესებს მაგრამ ეს ამ ყველაფერთან რა კავშირშია?
- პირდაპირ არის კავშირში ნანე, მომისმინე და ყველაფერს მიხვდები, ამაზე არავისთან მისაუბრია, არც ადრიანთან მაგრამ მინდა რომ შენ ყველაფერი იცოდე.
- რატომ? რატომ მე?
- იმიტომ რომ ასეულობით წელია ჩემი ოჯახის წევრები არიან და არასდროს გაუმახვილებიათ ყურადღება ჩემს ზედმეტად ადამიანურ მხარეზე, შენ კი მაშინვე მიხვდი, მართალი იყავი ნანე, ხანდახან თავადაც ვფიქრობ რომ ადამიანებზე მეტად ადამიანური ვარ, მზად ხარ მოისმინო ისტორია დაკარგულ სულზე რომელსაც ამ უკიდეგანო სამყაროში საკუთარი ადგილი ვერ უპოვია.
მშვიდად იჯდა, ერთი შეხედვით მოდუნებული, ნება-ნება მარცვლავდა სიტყვებს და პირზე ღიმილი არ შორდებოდა თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად ვამჩნევდი როგორ უჭირდა საუბრის დაწყება, ალბათ მისთვის ნამდვილად არ იყო ადვილი...
- მზად ვარ მოგისმინო, -გამამხნევებლად გავუღიმე და უფრო მოხერხებულად მოვკალათდი, წინასწარ ვიცოდი რომ წინ საინტერესო ისტორია მელოდა.

- უკვე იცი რომ ძალიან დიდი ხანია ამ პლანეტაზე ვცხოვრობთ და ადამიანების არსებობას სათავე ჩვენმა წინაპრებმა დაუდეს, ვცხოვრობთ ადამიანთა შორის და ვცდილობთ შეუმჩნევლები ვიყოთ, არა იმიტომ რომ გვეშინია ან ძალა არ შეგვწევს ისევ ის დრო დავაბრუნოთ როცა ღმერთებად მიგვიჩნევდნენ, უბრალოდ დავიღალეთ ნანე, ძალიან დავიღალეთ და მე პირადად აღარაფრად მიღირს თუნდაც ერთი ჩემი მეგობრის ან ოჯახის წევრის სიკვდილი...
- მაპატიე რომ გაწყვეტინებ მაგრამ მინდა ზუსტად ვიცოდე რაში მდგომარეობს თქვენი ძალები, რა შეგიძლიათ, ადრიანმა რაღაც რაღაცები მომიყვა მაგრამ ვიცი რომ იმის ნახევარიც არ უთქვამს რისი გაკეთებაც შეგიძლიათ...
- და გინდა რომ ყველაფერი მე მათქმევინო? -ჩემკენ გადმოიხარა და სიცილით ამიჩეჩა თმა, -ნამდვილი პატარა ეშმაკუნა ხარ.
- სულაც არა, უბრალოდ როცა საქმე თქვენ გეხებათ ადრიანი ძალიან სიტყვა ძუნწია, -არ მინდოდა წუწუნივით გამომსვლოდა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
- ადრიანი შენს დაცვას ცდილობს ნანე, უბრალოდ უნდა რომ დაგიცვას.
- რისგან მიცავს?
- იმ საფრთხეებისგან რაც შეიძლება მის გვერდით ყოფნამ მოგიტანოს, უნდა გესმოდეს, შენც ხომ იცავდი შენს მეგობარს ჩემგან, ადრიანიც გიცავს, რაც უფრო ნაკლები გეცოდინება, მით მეტად...
- დაცული ვიქნები, -მოღუშულმა შევაწყვეტინე სიტყვა, -სტანდარტული ტექსტია, არადა მითხრა რომ ყველაფერს მომიყვებოდა თუმცა...
- ცოტაც დაელოდე, დაბრუნდება და ყველაფერი დასრულდება, ახლა არ არის საჭირო იცოდე სად არის ადრიანი ან რას აკეთებს, ამ ეტაპზე უმჯობესი იქნება თუკი არაფერში ჩერევი.
- მაგრამ...
- ოჰ ეს ცნობისმოყვარეობა, -თვალები დახუჭა და თავი გადააქნია, -ადამიანები ძალიან ცნობისმოყვარეები ხართ და ხანდახან ზუსტად ეს დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა გღუპავთ, თუ გახსოვს მითხარი ძალიან ადამიანური ხარო, მართალი ხარ, ყოველთვის ასეთი ვიყავი, ადამიანური, ურთიერთობების მოყვარული, ცნობისმოყვარე... ჩემი ოჯახი და დანარჩენები ყოველთვის განდეგილებივით ცხოვრობდნენ, ადამიანებს ერიდებოდნენ, ერიდებოდნენ მათთან ურთიერთობას, არ აქვს მნიშვნელობა ეს სასიყვარულო ურთიერთობა იქნებოდა თუ მეგობრული, მე კი პირიქით ყოველთვის მათკენ მიმიწევდა გული, ადრიანი მეუბნებოდა შენი ადამიანებით გატაცება კარგად არ დასრულდება თუ გრძნობების გაკონტროლებას ვერ ისწავლიო, მთავარია გულთან არავინ მიუშვა თორემ წასულია შენი საქმეო...
რამდენიმე წამით შეჩერდა, გაეცინა არ ვიცი რატომ ალბათ ძველი სასიამოვნო რამ გაახსენდა ან უბრალოდ ტკივილის დამალვა სურდა, მართლაც რომ საოცარი ვინმე იყო ნედი, სუნთქვა შეკრული ვუსმენდი და ველოდი როდის განაგრძობდა მოყოლას.
- დიდხანს ვითვალისწინებდი ადრიანის რჩევა დარიგებებს ძალიან დიდხანს ვხელმძღვანელობდი მისი შეხედულებებით ადამიანებზე თუმცა თავს ისე მარტო და ეულად ვგრძნობდი, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მტანჯავდა, თითქოს რაღაც მაკლდა, ასე გრძელდებოდა იქამდე სანამ მატილდას არ შევხვდი...
- მატილდას?
- ჰო, თუმცა მაშინ არ ვიცოდი რომ ეს სულაც არ იყო მისი ნამდვილი სახელი, დანახვისთანავე მომხიბლა, ჩემს სიცოცხლეში პირველად შემიყვარდა, შემიყვარდა სიგიჟემდე, არანორმალურად, თავდავიწყებით...
- კი მაგრამ, მეგონა რომ შენ და ვიქტორია...
- ვიქტორიას დიდი ხანია ვუყვარვარ, თუმცა მის მიმართ ისეთი ძლიერი გრძნობა არ მაქვს რომ მასთან ერთად ვიცხოვრო, აი მატილდა კი სულ სხვა იყო, მისი შეხებისას, კოცნისას, ჩახუტებისას ვგრძნობდი რომ ცხოვრება ღირდა, მეგონა რომ როგორც იქნა ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე, ექვსი თვე გავატარეთ ერთად, ოჯახიც კი გამაცნო, -მწარედ გაიცინა და ამღვრეული მზერა შემომანათა, -წარმოგიდგენია ნანე? ოჯახი გამაცნო რომელიც სინამდვილეში არ ჰქონია, მისი ერთადერთი ოჯახის წევრი ის დაწყევლილი ლუდვიგი იყო...
- ჯანდაბა, ამას სერიოზულად ამბობ? -გაოცებისგან პირი დავაღე და რამდენიმე წამით ისიც კი დამავიწყდა რომ არსებობისთვის სუნთქვა მჭირდებოდა.
- მატილდა ლუდვიგის ნახევარ და იყო, რომელიც დედამისს უკვე საკმაოდ ხანში შესულს გაუჩენია ვიღაც მეზღვაურისგან და შემდეგ ბავშვთა სახლში ჩაუბარებია, თურმე ლუდვიგი უვლიდა...
- ანუ ისიც იმ საქმეებში იყო გარეული?
- ასე გამოდის, ერთადერთი და ცივ უგულო მკვლელად გაზარდა, დავალებული ჰქონდა ჩემი შეცდენა და გადაბირება რათა მათთვის ისე მემუშავა როგორც ჯეისონი მუშაობდა და თუ გადაბირებას ვერ მოახერხებდა ლუდვიგისთვის უნდა მივეყვანე რაც შენც მშვენივრად იცი რომ წარმატებით განახორციელა.
- იქ რა მოხდა? მას რა დაემართა?
ღრმად ამოისუნთქა და თვალები მთელი ძალით დააჭირა ერთმანეთს, მივხვდი ნამდვილად არ იყო ადვილი მოსაყოლი ის რის მოყოლასაც აპირებდა.
- იცი რა, თუ არ შეგიძლია...
- არა ნანე, მაცადე, მაცადე რომ ბოლომდე მოგიყვე, ბოლოს და ბოლოს ეს ყველაფერი უნდა ვთქვა თორემ ნამდვილად გავგიჟდები, ეს ყველაფერი შიგნიდან მჭამს და მანადგურებს, ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარდა, საკუთარი თავივით ვენდობოდი, იმდენად ვენდობოდი რომ ადრიანის ეჭვები კი არა საკუთარ შეგრძნებებსაც კი აღარ ვუგდებდი ყურს არადა ყოველთვის ვგრძნობ როცა რაღაც ცუდი გვიახლოვდება...
- ერთი სიტყვით ჩვენი ურთიერთობის ექვსი თვის თავზე მატილდამ მითხრა რომ ბებიის მონახულება უნდოდა რომელიც ერთ პატარა ლამაზ ქალაქში ცხოვრობდა, ბანალური საბაბია არა? არადა სულელივით წამოვეგე...





- ვერ ვიჯერებ რომ გაიძულა ამ ყველაფრისთვის გეყურებინა, მატილდა როგორ გაიმეტა, ეს როგორ გააკეთა? -გაოგნებული ვიყავი ნედის მონაყოლი მართლაც რომ დაუჯერებელი რამ იყო, საშინლად სასტიკი და შემზარავი, ვუყურებდი როგორ იჯდა ჩემს წინ და როგორ ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას თუმცა თვალები არამიწიერი სევდით და ტკივილით ჰქონდა სავსე, უჭირდა საუბრის გაგრძელება თუმცა ვხვდებოდი აუცილებელიც კი იყო ერთხელ და სამუდამოდ ესაუბრა ამ ყველაფერზე და გათავისუფლებულიყო, ბოლოსდაბოლოს თავიდან უნდა დაეწყო ცხოვრება და ადამიანების რწმენა იქნებ ისევ ეცადა შეყვარება ან თუნდაც ვიქტორიასთან ურთიერთობის გაღრმავება...
- მაშინ როცა ქალაქში ჩავედით და როცა პირველად ჩამიტყუა იმ მიწისქვეშეთში ჯერ კიდევ შემეძლო ლუდვიგთან შეწინააღმდეგება, ის ყველაფერი რასაც ადამიანები ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ ჩვენს შესაძლებლობებთან შედარებით არაფერია, საკმაოდ დიდი ხანია საჭირო რომ მათმა რუნებმა, შელოცვებმა და წამლებმა ჩვენზე იმოქმედოს, ადამიანებზე ბევრად მეტად ამტანები ვართ როცა საქმე ტკივილს, შიმშილს ან სიცივეს შეეხება, წლობით შეგვიძლია გავძლოთ ადამიანური საკვების გარეშე, თანაც როგორც იცი სხვადასხვა სახის ძალებიც გვაქვს თუმცა მატილდას საქციელმა იმდენად შემძრა, იმდენად იმოქმედა ჩემზე იმან რომ თურმე ოდნავადაც კი არ გრძნობდა არაფერს ჩემს მიმართ საერთოდ დავკარგე წინააღმდეგობის უნარი და დავნებდი, ჩემთვის აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, ერთი წამითაც კი აღარ მინდოდა სიცოცხლე, წარმოიდგინე ნანე, ამდენი ხნის შემდეგ პირველად მივენდე გრძნობებს, პირველად გადავუშალე გული ადამიანს ბოლომდე და სამაგიეროდ რა მივიღე, რა მივიღე ჩემი წრფელი გრძნობების და სიყვარულის პასუხად... ალბათ ესეც თავიდანვე ჰქონდათ გათვლილი, არასდროს მყვარებიხარო მითხრა, ჩემს წინ იდგა ტუჩებზე ღიმილგადაკრული, ზიზღით სავსე თვალებით...
- გეყოფა ნედ, გთხოვ აღარ გააგრძელო, -სიტყვა შევაწყვეტინე თავი დავხარე და სახეზე ავიფარე ხელები, ნედი ამას არ იმსახურებდა, არ იმსახურებდა...
- გეგონა ვინმე და მითუმეტეს ჩემნაირი ადამიანი შენნაირი ურჩხულის შეყვარებას შეძლებდა? შენ ადამიანი არ ხარ, საზარელო არსებავ, მართლა დაიჯერე რომ მიყვარდიო? იცინოდა ნანე, დამცინოდა გესმის? უხაროდა რომ ჩემი გაბრიყვება შეძლო, რომ ჩემნაირ ჭკვიან და ფრთხილ, ადამიანებზე აღმატებულ არსებას ჭკუაში აჯობა და ბოლომდე გაანადგურა...
- არ მჯერა ნედ, ეს როგორ გააკეთა როგორ შეძლო...
- მაშინ, იმ წუთას ვერც მე დავიჯერე, წყალწაღებულივით ვებღაუჭებოდი ხავსს მაგრამ მას არაფერი აინტერესებდა, ჩემს თვალწინ პატარა, ნაზი, მიამიტი და საყვარელი გოგონა, ბოღმითა და სიძულვილით პირთამდე სავსე ურჩხულად იქცა, იქ იმ სარდაფში იმ ცივ იატაკზე დაჩოქილმა საბოლოოდ დავკარგე ადამიანების რწმენა და მთელი მათი მოდგმა შემძულდა...
- ტყუი, ადამიანები არ გძულს ნედ, ასე რომ იყოს მაშინ ჩემს გადარჩენას და ადრიანისგან ჩემს დაცვას არ შეეცდებოდი, შენ უბრალოდ არ შეგიძლია ვინმე გძულდეს, მიუხედავად იმისა რომ იქიდან გამოსაღწევად გჭირდებოდი მაინც ცდილობდი ჩემს დაცვას.
- ასე კარგად მოახერხე ჩემი გაცნობა? -სითბოთი სავსე მზერა გამისწორა და გამიღიმა, -შენ სხვანაირი ხარ ნანე, არავის ჰგავხარ, ყველაფერს სხვაგვარად აღიქვამ, იმას ხედავ რისი შემჩნევაც სხვას არავის შეუძლია, მატილდა კი... მატილდა უსულო და უგულო ფიტული იყო, მთელი იმ დროის განმავლობაში როცა იმ საშინელი სიტყვებით ჭკუიდან მშლიდა ლუდვიგი ყურადღებით გვაკვირდებოდა და მის ავადმყოფ გონებაში თურმე კიდევ ერთი საშინელი და სასტიკი გეგმა მწიფდებოდა, მშვენივრად ხედავდა როგორი გავლენა ჰქონდა მატილდას ჩემზე და იმისთვის რომ საბოლოოდ დავემორჩილებინე სულ ადვილად გაწირა საკუთარი სისხლი და ხორცი, იცოდა რომ რაც უნდოდა იმაზე უარს ვეტყოდი და...
- სამუდამო სიცოცხლე?
- პირველ რიგში სასიკვდილო დაავადებისგან განკურნება და მერე ალბათ არც სამუდამო ცხოვრებაზე იტყოდა უარს.
- შეგეძლო მისთვის ამის მიცემა?
- არა, რათქმაუნდა არა, ეს ჩემს ძალებს აღემატება, მას კი ამის გაგება არ შეეძლო, შეშლილი იყო, სიცოცხლის ყოველ წუთს, ჰაერის ყოველ ყლუპს სასოწარკვეთილი ებღაუჭებოდა, თუმცა მისთვის უკვე ძალიან გვიან იყო...
- ადრიანმა მითხრა რომ თქვენს სისხლს გასაახალგაზრდავებლად იყენებენ.
- სისულელეა, ეს მხოლოდ დროებით მოქმედებს და თანაც ლუდვიგს მთელ სხეულში ჰქონდა მოდებული დაავადება, ვეღარაფერი უშველიდა, ახლა რომ ვუფიქრდები ნამდვილად არ იყო საღ ჭკუაზე, ჩემს თვალწინ მოკლა მატილდა, მაშინ უკვე ძალიან სუსტად ვიყავი, რამდენიმე დღე იყო მას შემდეგ გასული რაც დამატყვევეს, მათი მახეები უკვე მოქმედებდა ჩემზე და თითქმის მთელი ძალა მქონდა გამოცლილი...
საშინლად ნაცემი, ნაწამები შემოიყვანა და ჩემს წინ დააგდო, ცდილობდა ჩემს წინააღმდეგ გამოეყენებინა, გეფიცები ნანე, იმ ყველაფრის მიუხედავად რაც მატილდამ გამიკეთა მზად ვიყავი მთელი ჩემი სიცოცხლე გამეღო რომ გადამერჩინა თუმცა ვერ შევძელი, ჩემს თვალწინ დაიცალა სისხლისგან, იცი რა იყო მისი ბოლო სიტყვები? არ ვნანობო მითხრა, რომ შემეძლოს, არჩევანის საშუალება რომ მქონდეს ისევ იგივეს გავაკეთებდიო, რამდენჯერაც საჭირო იქნებოდა იმდენჯერ მოგიღებდი ბოლოსო, მითხარი ნანე, გთხოვ გულწრფელად მითხარი, სენი აზრით მართლა არ ვიმსახურებ ნამდვილ, გულწრფელ სიყვარულს?
სულით ხორცამდე შემძრა მისმა მონათხრობმა, შემძრა იმან რომ თვითშეფასება ლამის ნულამდე ჰქონდა დასული, იმედ დაკარგულივით საუბრობდა, თვალები სევდით ჰქონდა სავსე, არ დავუშვებდი ეფიქრა რომ სიყვარულის ღირსი არ იყო, ასეთი მგრძნობიარე არსება ასეთი თბილი და ასეთი მოსიყვარულე თუ არა სხვა ვინ იმსახურებდა ამ გრძნობას.
- შენსავით ამას არავინ იმსახურებს, -ათრთოლებული ხმით ვუთხარი, გაეღიმა თუმცა მზერაში გამკრთალ ეჭვს ვერაფერი მოუხერხა.
- ასე გგონია?
- შენც მშვენივრად იცი რომ ასეა.
- მიჭირს დაჯერება იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა, უამრავი რამ გადამიტანია ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე მაგრამ იმან რაც იმ პატარა ქალაქში მოხდა საბოლოოდ აავსო ჩემი მოთმინების ფიალა, მატილდა ჩემს წინ სისხლისგან იცლებოდა, ბოლო ამოსუნთქვამდე არ მაშორებდა ზიზღით სავსე თვალებს და მე მაინც მიყვარდა, ვერ შევძელი, მისი ბოლომდე შეძულება ვერ მოვახერხე, ვამბობ რომ მაშინ ადამიანთა მოდგმა შემზიზღდა მაგრამ მატილდა...
- დაუჯერებელია, საკუთარი და მოკლა და რისთვის? -უკვე საუბარიც კი მიჭირდა, როგორ შეეძლოთ ადამიანებს ასეთი სასტიკები ყოფილიყვნენ, როგორ შეეძლოთ...
- ეს არაფერია იმასთან შედარებით რისი ჩადენაც შეუძლიათ ადამიანებს თუკი მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი გარკვეულ მიზნებს მიაღწიონ, -ირონიულად ჟღერდა ნედის ხმა, ერთი წამით ეჭვი შემეპარა რომ ის კითხვა რაზეც მიპასუხა ხმამაღლა ვთქვი თუმცა ასე არ იყო.
- საიდან მიხვდი რაზე ვფიქრობდი? -გამომცდელად ვკითხე, გაეღიმა.
- გამოცდილება ნანე, ასეულობით წელია ამ სამყაროში ვცხოვრობთ, ასე თუ ისე შევისწავლეთ ადამიანის ფსიქოლოგია.
- ანუ?
- ანუ უკვე მერამდენედ უნდა გითხრათ რომ ადამიანთა აზრებს ვერ ვკითხულობთ, -ცოტა არ იყოს თავმობეზრებულმა ჩაილაპარაკა, -ჰოდა თუ გაინტერესებს თუ რატომ მოკლა ლუდვიგმა მატილდა, ის უბრალოდ ცდილობდა ჩემზე ზემოქმედება მოეხდინა და ის საიდუმლო გაეგო რომელიც სინამდვილეში არ არსებობს და არც არასოდეს უარსებია.
- რას გულისხმობ?
- მუდმივი სიცოცხლის ელექ, რაღაც ისეთი რაც უკვდავებს გვხდის, თუმცა ასეთი რამ ჯერ არავის გამოუგონია, ჩვენ უბრალოდ ასეთები ვართ, უკვდავებად დავიბადეთ, ადამიანებმა რაც არ უნდა გააკეთონ ჩვენნაირები ვერასოდეს გახდებიან, ლუდვიგსაც რათქმაუნდა არაფერი გამოუვიდა, მატილდას სიკვდილიდან რამდენიმე დღის შემდეგ თვითონაც დაიღუპა, დანარჩენი ასე თუ ისე შენც იცი...
- რაღაც მაინც არ მესმის, -ჩაფიქრებული ვუსმენდი ნედს და ფაზლის აქა-იქ გაბნეული ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირებას ვერაფრით ვახერხებდი.
- მაინც რა ვერ გაიგე? -სავარძლის საზურგეს მიეყრდნო, თითებით გადაივარცხნა თმა და ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო, უკვე მერამდენედ მაოცებდა, ვერ ვხვდებოდი იმ საშინელების მერე რაც გადაიტანა როგორ ახერხებდა ასეთი ადამიანური ყოფილიყო, ასეთი თბილი, ტკბილი, მეგობრული, საყვარელი, ღიმილით გადავაქნიე თავი.
- ვფიქრობ და ვერაფრით ვხვდები, ის ყველაფერი რაც ადრიანმა შენს გადასარჩენად გააკეთა აუცილებელი იყო? ახლა როცა უკეთ გიცნობთ ვხვდები რომ მისთვის უმარტივესი იქნებოდა მთელი იმ ქალაქის მიწასთან გასწორება, ჩემს გარეშეც მშვენივრად გაუმკლავდებოდა დაბრკოლებებს.
- ამაზე არ გისაუბრიათ? -ეშმაკურად აუციმციმდა თვალები, მხრები ავიჩეჩე გაურკვევლობის ნიშნად.
- კარგი, ვიცი რომ ძამიკო გამიბრაზდება მაგრამ ვერ მოვითმენ რომ არ მოგიყვე, თავიდან როცა ადრიანმა გაარკვია რომ დახმარება მჭირდებოდა რათქმაუნდა დაიწყო ჩემი ძებნა და გამოსავლის ძიება ჩემს დასახსნელად და როცა სრულიად შემთხვევით შენ მოგაგნო...
- შემთხვევით? რას ნიშნავს შემთხვევით, მეგონა სპეციალურად მეძებდა რომ...
- თავიდან მხოლოდ იმ ადგილს ეძებდა სადაც ლუდვიგს ვყავდი გადამალული და ეს საკმაოდ გაუჭირდა, შენც იცი რამდენი ხანი ვიყავი იქ გამომწყვდეული, თუცა საბოლოოდ მომაგნო და როცა ძებნის პროცესში შენ გადაგაწყდა მაშინვე შეცვალა გეგმები, ადრიანი ძალიან აზარტულია, უყვარს სიძნელეები, უყვარს როცა მსხვერპლს ისე ეთამაშება როგორც კატა თაგვს.
- მისთვის უბრალოდ მსხვერპლი ვიყავი? -ვიგრძენი როგორ შემიპყრო სიბრაზემ, თითები ისეთი ძალით მოვუჭირე სავარძლის სახელურებს მთლად გამითეთრდა, ჩემდა გასაკვირად ნედმა გულიანად გადაიხარხარა.
- კარგი რა ნანე, ასეთ რეაქციას არ ველოდი, ხომ იცი ახლა რასაც გრძნობს შენს მიმართ, რა მნიშვნელობა აქვს რა იყო ადრე, სისულელეა ამის გამო გაბრაზება, თავიდან როცა მოგაგნო ინტერესმა შეიპყრო რადგან უკვე იცი რომ შენნაირები ძალიან იშვიათად იბადებიან, მერე კი როცა პირადად გნახა შენით იმდენად მოიხიბლა რომ მთელი მისი გეგმა შენზე ააწყო, იმ პერიოდის განმავლობაში როცა მე მეძებდა თვალყურს გადევნებდა, გსწავლობდა, გცდიდა...
- ისე თითქოს ლაბორატორიის ბაჭია ვყოფილიყავი.
- ყველაფერს ნუ გაართულებ გთხოვ, ადრიანი მე არ მგავს, არ შეუძლია მარტივად ნდობა, ბევრად უფრო ფრთხილია ვიდრე მე, ეჭვიანია, მკაცრი და უემოციო, თუმცა როცა შენ გნახა მას მერე მის ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა.
- ჩემს შესახებ საუბრობდით?
- ბევრს არა მაგრამ ჩვენ ერთმანეთს ვგრძნობთ, ჩემსა და მას შორის საკმაოდ ძლიერი კავშირია, რაც უფრო მიახლოვდებოდა მით მეტად ვგრძნობდი და გგრძნობდი შენც რადგან ადრიანის მთელი არსება, მთელი გონება მხოლოდ შენზე ფიქრით, შენი სურვილით იყო სავსე, ამიტომაც ვახერხებდი ასე მარტივად შენთან კავშირს, არ მინდოდა ვინმეს თუნდაც შენ ჩემს გამო რამე დაგშავებოდათ ამიტომაც ვცდილობდი მის გადარწმუნებას რომ შენ არ გაერიე ამ ყველაფერში თუმცა იყო მეორე მხარეც, მასზე ძალიან კარგად მოქმედებდი, ვგრძნობდი როგორ იცვლებოდა დღითიდღე, როგორ ხდებოდა შენით შეპყრობილი და როგორ უბრუნდებოდა ის გრძნობები რომლებიც მეგონა რომ აღარ გააჩნდა...
ვუსმენდი ნედს და საოცრად მსიამოვნებდა რასაც ყვებოდა, მსიამოვნებდა იმის გაგება რომ ადრიანისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ვიყავი, რომ მასზე ასე ვმოქმედებდი, ადრიანზე ვბრაზობდი, ვბრაზობდი იმიტომ რომ თავიდან მიყენებდა მაგრამ ახლა როცა ვიცოდი რას გრძნობდა ჩემს მიმართ და როცა ჩემს მის მიმართ გრძნობებშიც დარწმუნებული ვიყავი...
- ესე იგი ჩემს გარეშეც შეეძლო შენი დახსნა?
- შეეძლო, მართალია გაუძნელდებოდა ამის ისე გაკეთება რომ არავის ყურადღება არ მიექცია და შენი ენერგიის გარეშე მეც ძალიან გამიჭირდებოდა ძალების აღდგენა მაგრამ მაინც მოახერხებდა.
- თუ ასეა მაშინ რაღატომ...
- მან რაღაც აღმოაჩინა ნანე, რაღაც რაც შენ გეხება და რისი გადამოწმებაც უნდოდა, დარწმუნებული უნდა ყოფილიყო რომ...
- ასეთი რა აღმოაჩინა, -ვეღარ მოვითმინე და სიტყვა გავაწყვეტინე.
- მგონი ჯობია აღარ გავაგრძელო, -უხერხულად გამიღიმა და თვალი ამარიდა, -არ გეწყინოს ნანე მაგრამ ამ თემაზე მეტს ნუღარ ვისაუბრებთ, არის რაღაც რაც მხოლოდ თქვენ ორს გეხებათ და რაც ჯობია რომ ადრიანმა მოგიყვეს, როგორც კი დაბრუნდება ყველაფერს თავად აგიხსნის, ახლა კი ჯობია თუ ცოტას დავისვენებთ, შეხედე უკვე მზე ამოდის, -თავი უკან გადახარა თვალები დახუჭა და გაღიმებულმა შეუშვირა სახე მზის პირველ სხივებს...
-
იმ უბანში ვიყავი სადაც გავიზარდე, იმ სახლის წინ ვიდექი სადაც არც თუ ისე ფერადი და სასიამოვნოდ მოსაგონებელი ბავშვობა მქონდა გატარებული, გაშეშებული შევყურებდი მესამე სართულზე მდებარე ბინის ღია ფანჯრებს, ქარი თეთრ ფარდებს აფრიალებდა, ეზოს კუთხეში მდგარი უზარმაზარი ჭადრის ხის ფოთლები უდარდელად შრიალებდა, ძველისძველი, მახინჯად ახორხლილი და რკინის გისოსებში ჩასმული ‘’გარაჟების’’ წინ იდგა კუკურა ძიას ანტიკვარული ზაპოროჟეცი, შენობის შესასვლელამდე მიმავალი მოასფალტებული ბილიკიც კი ზუსტად ისეთი იყო როგორიც მახსოვდა, ვიწრო, უსწორმასწორო, ალაგ-ალაგ უზრმაზარი ორმოებით...
- დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა გამოგყვე? -ისე ცხადად ჩამესმა ნედის ხმა თითქოს ჩემს გვერდით ყოფილიყოს, არ ვიცოდი რა ჯანდაბად ავიტეხე რომ ნედი ნანუკას და ქეთის ქალაქის დასათვალიერებლად წაეყვანათ, არადა ისიც არ მინდოდა ჩემთან ერთად წამოსულიყო და ჩემების ‘’გულთბილი’’ დახვედრა ენახა, მირჩევნოდა დედაჩემს მარტო შევხვედროდი, არ ვიყავი დარწმუნებული რას ჩაიდენდა მიუხედავად იმისა რომ თვითონ მთხოვდნენ ჩამოსვლას.
- ნანე შენ ხარ შვილო, -თბილი ხმა მომესმა და მერე მთელი ძალით ჩამეხუტა უზარმაზარი, ფაშფაშა სხეული, უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა.
- მე ვარ ლამარა დეიდა, მე, -ჩავიბურტყუნე და უხეშად მოვიშორე, ორი ნაბიჯით დავიხიე უკან, გაოცებული მიყურებდა გაცრეცილი ცისფერი თვალებით, აშკარად არ ელოდა ჩემგან უხეშობას მე კი უბრალოდ აღარ ვაპირებდი თავის არავისთვის თავის მოჩვენებას რომ თითქოს მათ სიყალბეს ვერ ვამჩნევდი, არცერთი წამის დაკარგვა აღარ მიღირდა მისნაირ ფარისევლებზე.
- როდის ჩამოხვედი, დიდი ხანია აქ ხარ? მარტო ხარ თუ ვინმესთან ერთად? -ერთბაშად მომაყარა და დაგეშილმა მოათვალიერა ეზო.
- ამერიკელ საყვარელთან ერთად ვარ ლამარა დეიდა, იმ საყვარელთან ერთად შენ ნაზიკო და თამილა რომ ჭორავთ ხოლმე დედაჩემთან ერთად თითქმის ყოველ დღე, -ღიმილით მივახალე და შესასვლელისკენ წავედი.
- რას ამბობ შვილო, რომელი საყვარელი? -იყვირა და ლოყაზე მთელი ძალით შემოირტყა ხელი, გაღიმებული შევბრუნდი მისკენ.
- რომელი და მეათე, აი ის, მდიდარი რომ არის და მის ხარჯზე რომ ვცხოვრობ, მოდი ჩემი საყვარლები კი არა შენ ის მითხარი ლამარა დეიდა, შენი მეორედ გამოთხოვებული გოგო მესამედ გაათხოვე უკვე თუ ისევ ლალიკოს ქმართან დადის.
- რას ამბობ? რა ქმარი, რა საყვარელი, -ისე შეიცხადა თითქოს მთელ სამეზობლოს არ ცოდნოდა მისი ოჯახის ამბავი, მე ის მიკვირდა საწყალი ლალიკო რატომ იყო ჩუმად, ალბათ ბავშვების გამო ან იმის გამო რომ წასასვლელი არსად ჰქონდა და იძულებული იყო ის ბედოვლათი მოღალატე ვაჟა აეტანა.
- დამშვიდდი ლამარა დეიდა, შენს ასაკში ნერვიულობა კარგს არაფერს მოგიტანს, -გაფითრებულს და გაცოფებულს მხარზე მოვუთათუნე ხელი.
- დედა, დედა, სულ წასულა ეს გოგო ხელიდან, -უკვე ლიფტთან მდგომს მომესმა და სიცილი ძლივს შევიკავე, მართლაც რომ არაფერი შეცვლილიყო, ყველაფერი ძველებურად მიდიოდა, ისე როგორც მახსოვდა, ჩემი ბინის კართან მდგომი კიდევ ერთხელ დავფიქრდი ღირდა თუ არა ჩემს ოჯახთან შეხვედრა და მერე მაინც დავაჭირე ზარს, ერთიანად ავკანკალდი როცა დედაჩემის ხმა მომესმა, მეგონა არ იმოქმედებდა მაგრამ ახლაღა ვხვდებოდი როგორ მომნატრებოდა იმ ყველაფრის მიუხედავად რაც მოხდა, მუხლებში ისეთი სისუსტე ვიგრძენი სადაცაა ჩავიკეცებოდი.
- მე შენთან ვარ, შენს გვერდით ვარ ნანე, ძალა მოიკრიბე, -ადრიანის ხმა ჩამესმა და წამიერად ვიგრძენი სხეულში ძალის მოზღვავება, სულში ისეთი სიმშვიდე ჩამეღვარა ახლა ალბათ ათი დედაჩემისნაირი ვერ შეძლებდა ჩემთვის ნერვების მოშლას, არ ვიცი ადრიანი ამას როგორ ახერხებდა მაგრამ მისი მხარდაჭერა მართლაც რომ დროული იყო.
- მადლობა, -გაღიმებულმა ჩავილაპარაკე და კიდევ ერთხელ დავაჭირე ზარს.
- მოვდივარ, მოვდივარ, ახლავე, -ბუზღუნ-ბუზღუნით გააღო კარი და დამინახა თუ არა ერთ ადგილზე გაშეშდა, პირდაღებული შემომყურებდა და აშკარად არ აპირებდა რომ ჩამხუტებოდა.
- არ შემომიშვებ? -როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე და მივმართე, უხმოდ გადგა გვერდზე და მანიშნა რომ შევსულიყავი თან ქურდულად მოათვალიერა შესასვლელი ალბათ ამოწმებდა რომელიმე მეზობელმა თუ დაინახა მისი ოჯახის შემარცხვენელი, სადღაც ამერიკაში გადახვეწილი ქალიშვილი, დერეფანი გავიარე და მისაღებ ოთახში შევაბიჯე, ბევრი არაფერი იყო შეცვლილი, შინდისფერი დივნის გვერდით მდგარ ვარდისფერ ნაჭერ გადაკრულ სავარძელში ჩავესვენე და ღრმად ამოვისუნთქე.
- აქეთ გადმოჯექი, ეგ ნატუკას სავარძელია, არ უყვარს როცა სხვა ვინმე ჯდება, -უხეშად მომმართა დედაჩემმა.
- კარგი ერთი, -ფეხი ფეხზე გადავიდე და თავხედურად შევღიმე, -შენი აზრით მაინტერესებს რა მოსწონს შენს რძალს და რა არა მითუმეტეს მას შემდეგ რაც არც კი გაგხსენებია გეკითხა როგორ ვარ.
- გეტყობა რომ კარგად ხარ, ადრე ჩემთან ასეთ ლაპარაკს ვერ ბედავდი, არ მეტყვი რატომ მოხვედი? -დივანზე ჩამოჯდა და ნერვიულად მიმოიხედა ირგვლივ, -ახლა ნატუკას მშობლები უნად გვესტუმრონ.
- გასაგებია, მძახლები მოდიან და არ გინდათ რომ აქ დავხვდე, წარმომიდგენია რა ცუდი წამოდგენა აქვთ ჩემხზე, რა იყო მათთანაც მჭორავ ხოლმე? წუწუნებ რომ უზრდელი უწესო და ხელიდან წასული ვარ?
- გაგიჟდი? მატთან შენზე არ ვსაუბრობ, უბრალოდ ხომ იცი ხალხი როგორია, უველაფერი ისე მალე ვრცელდება.
- კარგი რა, შენ ხომ მაინც იცი რატომ წავედი და იქ რას ვაკეთებდი, ვსწავლობდი და დღე და ღამეს ვასწორებდი რომ ცხოვრება მომეწყო, ერთხელ მაინც გიფიქრია ჩემთვის მხარის დაჭერა, ბოლოს და ბოლოდ დედაჩემი ხარ.
თავდახრილი მისმენდა და ყველაზე ცუდი ის იყო რომ ვერანაირ სინანულს ვერ ვატყობდი, ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო საკუთარი შვილის მიმართ ასეთი ცივი ყოფილიყო.
- ყველაფერი გასაგებია, ოჯახის წევრად აღარ მთვლით, ახლა მხოლოდ იმიტომ გჭირდებით რომ ქორწილის გადახდაში დაგეხმაროთ, ფული გჭირდებათ...
- ნუ სულელობ ნანე, ეს რა შუაშია, მამაშენი გაბრაზებული მაგრამ გადაუვლის, უბრალოდ ხალხი... ისინი ფიქრობენ რომ შენ იქ ამერიკაში...
- ვბ და ბით ვშოულობ ფულს, ჩემი საყვარლები მარჩენენ, ყველა ხომ ასე ფიქრობთ, ჩემს გამო გრცხვენია არადა თანახმა ხარ ‘’ბით’’ გამომუშავებული ფულით გადაუხადო ქორწილი ჩემს ძმას, ეს როგორ უნდა გავიგო?
- ძალიან შეცვლილხარ, -დანანებით გადააქნია თავი, -მართალი იყო მამაშენი რომ ამბობდა სულ წავა ხელიდანო, რა გჭირს შვილო.
- შენს გარდა სახლში არავინ არის? -ბანზე ავუგდე სიტყვა და იქაურობა მოვათვალიერე, -სად არიან?
- მამაშენი ბიჭებთან ერთად არის წასული დასალევად, შენი ძმა და რძალი საძინებლისთვის ავეჯს არჩევენ, შენს ყოფილ საძინებელში ბავშვის ოთახის მოწყობა უნდათ და...
- ჩემს ყოფილ საძინებელში? -თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში, -ესე იგი ცდილობთ რომ საბოლოოდ ამომიკვეთოთ ფეხი ამ სახლში?
- ეს რა შუაშია? -გაოცებული სახე მიიღო და ხელები გაშალა, -შენ მაინც ამერიკაში ცხოვრობ, საქართველოში თუ დააპირებ გადმოსვლას იმდენი ფული კი გექნება რომ შენთვის ბინა იყიდო.
უხმოდ წამოვდექი და გასასვლელისკენ წავედი, არ ვიცოდი რისი იმედი მქონდა როცა აქ მოვდიოდი მაგრამ უკვე ერთ რამეში მყარად ვიყავი დარწმუნებული ამ სახლში აღარასოდეს დავბრუნდებოდი...
-




ვერანდაზე ვიჯექი და სხვადასხვა ბალახეულის ნარევისგან დამზადებულ ჩაის ვსვამდი, ვერაფრით ვახერხებდი დამშვიდებას, იმის ილუზია ნამდვილად არ მქონია რომ დედაჩემი როგორც კი დამინახავდა გადამეხვეოდა და სიხარულისგან ქვითინს დაიწყებდა მაგრამ ასეთ რეაქციასაც არ ველოდი, ყელში ბურთად მაწვებოდა ტკივილი და ახლა გულიანად ტირილი ყველაფერს მერჩივნა მაგრამ არაფრის დიდებით არ გავაკეთებდი ამას, ეს მათ უნდა ეტირათ და არა მე, ჩემს ეგრეთწოდებულ ოჯახს უნდა ედარდა და ეგრძნო საკუთარი დანაშაული ჩემს წინაშე თუმცა აშკარა იყო რომ ამდაგვარს არაფერს გრძნობდნენ, ის კი არადა ერთი სული ჰქონდა დედაჩემს სახლიდან როდის გამომისტუმრებდა, ამდენი ხნის შემდეგ პირველად მნახა და იმის მაგივრად რომ მომფერებოდა იმაზე ფიქრობდა მეზობლებს არ დავენახე, მათ თვალში ხომ ამერიკაში გადახვეწილი და უწესოდ და ურიგოდ მცხოვრები გოგო ვიყავი, ვერ ვხვდებოდი ბოლოს და ბოლოს რაში მდგომარეობდა ჩემი დანაშაული, იმის გამო რომ მშობლების სურვილის გამო უსიყვარულოდ გათხოვება და საკუთარ ცხოვრებაზე უარის თქმა ვერ შევძელი ცუდი ადამიანი ვიყავი? იმის გამო რომ საკუთარ სურვილებზე და ოცნებებზე უარი არ ვთქვი ცუდი და უვარგისი შვილი გამოვდიოდი? არა მხოლოდ ცუდი და უვარგისი, მსუბუქი ყოფაქცევის მქონეც...
- ჯანდაბაშიც წასულან თავიანთი მახინჯი აზროვნებიანად და მენტალიტეტიანად, -უნებურად ხმამაღლა წამომცდა.
- როგორც ვხედავ გაგაბრაზეს, -ღიმილით ჩაეშვა სავარძელში ნედი, ჩემს ჩაის ჭიქას დაავლო ხელი და ჩაი მოსვა, -კარგი სუნი და გემო აქვს, ეს ჩაი ახლა მე უფრო მჭირდება ვიდრე შენ, შენი მეგობრები ნამდვილი ენერგოვამპირები არიან, ქანცი გამაცალეს.
სულზე მომისწრო ახლა ნამდვილად მჭირდებოდა სხვა რამეზე ყურადღების გადატანა, თანაც არაფერს მეკითხებოდა ისე ცდილობდა ჩემს გამხიარულებას.
- ჰოო, ასეთები არიან, თანაც ორივეს ძალიან მოეწონე, მათთვის ახალი ხილი ხარ, არ ჰგავხარ აქაურ ბიჭებს, რა ქნეს მოგიწყვეს დაკითხვა?
- ცადეს, ყველა საწამებელი ხერხი გამოიყენეს რაც კი არსებობს და არ არსებობს თუმცა უნდა გითხრა რომ გმირულად გავუძელი და ვერაფერი დამაცდენინეს, -საყვარლად გაიცინა გადმოიხარა და თავზე ისე გადამისვა ხელი ერთი წამით მეგონა რომ ისევ პატარა ბავშვი ვიყავი.
- მართლა კარგად ხარ ნანე?
- კარგად ვარ, ისეთი არაფერი მომხდარა რასაც არ ველოდი, არ მინდა ამ ყველაფერზე საუბარი, შენ ის მითხარი თბილისი როგორ მოგეწონა.
- აქ ბოლოს ასი წლის წინ ვიყავი...
- მართლა? ალბათ ხუმრობ, -გაოცება ვერ დავმალე.
- სულაც არ ვხუმრობ, სიმართლე რომ გითხრა მას მერე ბევრი არაფერი შეცვლილა თუ უამრავ ახალ მახინჯ შენობას და მოასფალტებულ ქუჩებს არ ჩავთვლით, აქაურობა ყოველთვის მომწონდა, უფრო მეტად სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ მიყვარდა.
- მეც მიყვარდა მანამ სანამ ყველაფრის ხალისს დამიკარგავდნენ, -გაბოროტებული ადამიანივით ჩავიბურდღუნე და თვალი ავარიდე, იღიმოდა და ჯიუტად ცდილობდა ჩემი მზერის დაჭერას.
- ახლა უბრალოდ ძალიან გაბრაზებული ხარ და ამიტომ საუბრობ ასე, შენ ისეთი უბრალო და მარტივი არ ხარ რომ რამდენიმე ადამიანის გამო ასეთი ღვთაებრივი ადგილი შეიძულო, შენ ჯერ კიდევ არ იცი რა საოცარი საიდუმლოებები იმალება ამ მიწაზე.
- რას გულისხმობ?
- ყველაფერს თავისი დრო აქვს ნანე, -მშვიდად გამიღიმა და თვალდახუჭული ნებივრად გადაწვა საზურგეზე, მივხვდი რომ ამ თემაზე მეტს აღარაფერს მეტყოდა, არც იყო საჭირო, მე მართლაც არ ვიყავი ისეთი რომ ჩემი ოჯახის გამო საქართველოზე უარი მეთქვა და არც მოთმინებას ვუჩიოდი, აუცილებლად გავიგებდი რა ხდებოდა ჩემს გარშემო და რას მიმალავდნენ.
- რაღაც მინდა გკითხო ნედ.
- მკითხე, -თვალი არ გაუხელია ისე მიპასუხა.
- ადრიანი...
- ადრიანზე არ ვსაუბრობთ, -სიტყვა შემაწყვეტინა და ჟესტებით მანიშნა რომ გავჩუმებულიყავი, -შენთვის სიურპრიზი აქვს და ნუ მაიძულებ რომ ჩავუშალო.
- რა სიურპრიზი აქვს მითხარი გთხოვ.
- ვერ გეტყვი, თუ გითხარი სიურპრიზი აღარ გამოუვა და მომკლავს.
- ის გირჩევნია რომ მე მოგკლა? -გაბრაზებული წამოვიმართე სავარძლიდან მაგრამ ჩემზე სწრაფი აღმოჩნდა, წამოხტა და ერთი ნახტომით აღმოჩნდა ბაღში.
- გგონია შეძლებ ჩემს დაჭერას? -ეშმაკურად უციმციმებდა თვალები და თეთრ კბილებს აელვარებდა.
- მაგასაც ვნახავ თუ ვერ დაგიჭერ და მერე იცოდე ვეღარ გადამირჩები, -ფეხზე გავიხადე და სიცილით მივყევი მწვანე მოლზე მორბენალს.
-
- ნამდვილად გინდა შესვლა? -ნედმა მხარდაჭერის ნიშნად მაგრად ჩამჭიდა ხელი და თანაგრძნობით სავსე მზერით გადმომხედა, ნაძალადევად გავიღიმე და თავი დავუქნიე, რესტორნის წინ ვიდექით, გრძელ შავ საღამოს კაბაში ვიყავი გამოწყობილი, ნანუკა ქეთი და ირაკლი მთელი დღე ცდილობდნენ ჩემს გადარწმუნებას რომ არ წამოვსულიყავი, მშვენივრად იცნობდნენ ჩემებს და იცოდნენ რომ მათგან კარგი არაფერი იყო მოსალოდნელი თუმცა არ დავიშალე, გულმა არ მომითმინა რომ ერთადერთი ძმის ქორწილს არ დავსწრებოდი სადაც დაპატიჟებული არ ვიყავი, თანაც უნდა ვაღიარო რომ აქ მოსასვლელად სხვა მიზეზიც მქონდა, გულის სიღრმეში ვიცოდი რომ კიდევ ერთხელ მატკენდნენ, რაღაც მყარად ხელჩასაჭიდს ვეძებდი იმისთვის რომ ჩემს ძველ ცხოვრებასთან საბოლოოდ გამეწყვიტა კავშირი.
- უთავმოყვარეო ადამიანივით ვიქცევი არა? -ქვემოდან ავხედე ნედს რომელიც უხმოდ იდგა და ელოდა როდის წავიდოდი შესასვლელისკენ რომ გამომყოლოდა, -რომ არ მიმიღონ? ჩემთვის არ დაურეკავთ და არ უთქვამთ რომ დღეს მოსვლა შემეძლო.
- ალბათ იმიტომ რომ შენ დაპატიჟება არ გჭირდება, სიძის ერთადერთი და ხარ.
- კარგი რა ნუ ცდილობ მათი საქციელი გაამართლო, რაც ჩამოვედი მას შემდეგ დედაჩემმა რამდენჯერმე მხოლოდ იმიტომ დამირეკა რომ სხვადასხვა ანგარიშებზე ფულის გადარიცხვა ეთხოვა, ჩემი ძმა საერთოდ არ მინახავს წარმოგიდგენია? არადა იცის რომ აქ ვარ.
- დარწმუნებული ხარ რომ იცის?
- რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ, ორი დღის წინ ნანუკასთან ერთად ვიყავი სავაჭრო ცენტრში, ნატუკასთან და ნატუკას დედასთან ერთად იყო, საქორწინო კაბას არჩევდნენ, დამინახა და თვალი ამარიდა, მას მერე ვირწმუნებ თავს რომ რაღაც მომეჩვენა.
- იქნებ მართლა მოგეჩვენა ნანე, -ბზარი შეეპარა ხმაში ნედს, აღარაფერი მითქვამს, მთელი ძალა მოვიკრიბე და მტკიცე ნაბიჯით გავუძეხი წინ, დარბაზში შესვლისას მაინც მიღალატა სხეულმა, ფეხები ამიცახცახდა, ნედს მკლავზე დავეყრდენი.
- ნუ ნერვიულობ, შენს გვერდით ვარ, -ჩამჩურჩულა და ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა სხეულში დამამშვიდებელი ტალღა.
- თქვენი ერთ-ერთი უნარია რომ შეგიძლიათ ადამიანებზე დამამშვიდებლად იმოქმედოთ? -ათრთოლებული ხმით ვკითხე.
- ასეა მაგრამ ეს ადრიანს უკეთ გამოსდის, ძალიან შორი მანძილიდანაც კი შეუძლია სასურველ პიროვნებაზე ზემოქმედება.
ახლა უკვე გასაგები იყო რომ იმ დღეს როცა დედაჩემს უნდა შევხვედროდი და საშინლად ვნერვიულობდი არ მომჩვენებია და ადრიანი მართლაც ცდილობდა დავემშვიდებინე, გამოუვიდა კიდეც, მომენტალურად დამამშვიდა მასზე ფიქრმა, ღრმად ჩავისუნთქე და გაღიმება ვცადე.
- კარგი, მოდი შევიდეთ, -მის მკლავზე ჩაჭიდებულმა შევაბიჯე სადღესასწაულოდ მორთულ გარემოში, წამიერად მივიპყარით სტუმრების ყურადღება, დაბნეული ვაცეცებდი თვალებს და ვცდილობდი ჩემი ძმა მომეძებნა, შევამჩნიე კიდეც, მეუღლესთან ერთად ცეკვავდა რომელსაც უკვე გამოეცვალა და ახლა თეთრი საპატარძლო კაბის მაგივრად მოკლე, ღია ვარდისფერი სარაფანი ეცვა, ჩემმა ძმამ დაგვინახა თუ არა ერთ ადგილზე გაშეშდა, წარბები შეკრა, ნატუკას ხელი უშვა და სწრაფი ნაბიჯით დაიძრა ჩვენკენ, ვიგრძენი როგორ დაიძაბა ნედი, მოგვიახლოვდა თუ არა ხელები ფართოდ გაშალა და გულში ჩამიკრა...

მთელი ძალით მხვევდა მკლავებს, იმდენად ძლიერად რომ მტკენდა, ცივი იყო, საშინლად ცივი, ვერ წარმოიდგენთ რა გრძნობაა როცა ერთადერთი ძმა, საკუთარი სისხლი და ხორცი გეხვევა და მისგან ვერაფერს გრძნობ, საერთოდ ვერაფერს სულის გამყინავი სიცივის გარდა.
- აქ რას აკეთებ ძვირფასო დაიკო? -გველის სისინივით ჩამესმა ყურში მისი ხმა, უსიამოვნოდ გამცრა სხეულში და მისი მკლავებისგან თავი გავითავისუფლე, ცინიკური ღიმილით მიყურებდა სასმლისგან ამღვრეული თვალებით, მთვრალი იყო, ზედმეტადაც კი...
- ეს რა კითხვაა, უფლება არ მაქვს რომ საკუთარი ძმის ქორწილს დავესწრო? -ძლივს მოვაბი თავი რამდენიმე სიტყვას, წლების შემდეგ ჩემს წინ იდგა, მენატრებოდა, ვხვდებოდი თურმე ამ დროის განმავლობაში როგორ ძალიან მომნატრებია ის კი...
- საკუთარი ძმის? კარგი რა, როდემდე გააგრძელებ თავის მოჩვენებას თითქოს მართლა ჩვენი ოჯახის წევრი იყო, არ დაიღალე?
ღვარძლით ჰქონდა ხმა სავს,ე ბოღმით, მის თვალებში კი იმდენი სიძულვილი ჩანდა... ხმაჩავარდნილი, სუნთქვაშეკრული შევყურებდი და საერთოდ არ მაინტერესებდა ის ხალხი გასუსულები რომ ელოდნენ სანახაობის დაწყებას.
- რას გულისხმობ?
- რას ვგულისხმობ? არ მითხრა რომ აქამდე არაფერი იცოდი, იმას ვამბობ რომ ჩვენთვის არაფერი ხარ, მხოლოდ იმიტომ რომ მშობლებმა ჩვენი სახლის კართან მოგაგდეს და დედაჩემმა სამადლოდ გაგაზარდა ჩემს დად არ ითვლები...
- გეყოფა, გაჩუმდი ნუ ცდი ჩემს მოთმინებას, -ხმადაბლა ჩაიღრინა ნედმა, ჩვენს შორის ჩადგა და მაგრად მომიჭირა მაჯაზე ხელი, -არ მოუსმინო ნანე, მართალი იყავი როცა ამბობდი რომ აქ არ უნდა მოსულიყავი, წამოდი წავიდეთ, ეს ხალხი არ იმსახურებს იმას რომ მათ გვერდით იყო.
- შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, -ახლაღა მიაქცია ყურადღება ჩემმა ძმამ ნედს რომელსაც ვატყობდი ძლივს იკავებდა თავს რომ შუაზე არ გაეგლიჯა ეს არანორმალური თუმცა ეს ახლა ეს ნაკლებად მადარდებდა, ჯერ კიდევ ვცდილობდი იმის გადახარშვას რაც მითხრა.
- რა თქვი? რა უნდა მცოდნოდა? რას გულისხმობდი როცა თქვი რომ შენი და არ ვარ და თქვენს კართან დამაგდეს, -ძლივსგასაგონად აღმომხდა, სასოწარკვეთილი ვიყავი, თითქოს ერთბაშად მოვუძებნე ახსნა ჩემი მშობლების საქციელს, სიუხეშეს და უსიყვარულობას ჩემს მიმართ, ვუყურებდი კაცს რომელიც აქამდე ჩემს ძმად მიმაჩნდა და მის მთვრალ მზერაში ამაოდ ვეძებდი რაღაცას რაც მიმანიშნებდა რომ უბრალოდ მეხუმრა, ბოროტად მეხუმრა, მეხუმრა იმის გამო რომ ჩემზე გაბრაზებული იყო, მაგრამ სულ ტყუილად ვცდილობდი...
- კიდევ ვერ მიხვდი? ჩემთვის არაფერი ხარ, -ღიმილით გაშალა ხელები და ერთ ადგილზე შებარბაცდა, -ყოველთვის ტვირთი იყავი ჩვენი ოჯახისთვის, შენთან ლოლიავი და შენი ატანა მიწევდა მიუხედავად იმისა რომ ჩემი არაფერი ხარ, საერთოდ არაფერი.
- აქ რა ხდება? -საგულდაგულოდ შეღებილი და სადღესასწაულოდ გამოპრანჭული დედაჩემი მოგვიახლოვდა, ნაზად ჩამოადო შვილს მკლავი მხარზე, -თქვენ რა კამათობთ? თუ ასეა გარეთ გადით მამათქვენს ნუ გააცოფებთ, -იქვე რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარი მაღალი ჭაღარაშერეული კაცისკენ ანიშნა რომელიც ნატუკას მშობლებს ესაუბრებოდა და დროდადრო ჩვენსკენ აპარებდა მზერას, გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, ეს კაცი მისი საქციელის და ჩემს მიმართ ჩადენილი დანაშაულის მიუხედავად ერთ დროს მამად მიმაჩნდა და ძალიან მიყვარდა...
- მართალია რაც მითხრა? -თვალით ჩემს ძმაზე ვანიშნე დედაჩემს, -მართალია რომ თქვენი შვილი არ ვარ? მართალია რომ მიშვილეთ?
ასეთ რეაქციას არ ველოდი, აღელდა, გაფითრდა, გაბრაზებულმა გადახედა ერთადერთ საამაყო ვაჟს, მერე მე გამისწორა ცივი, არაფრისმთქმელი მზერა.
- ეს ახლა და ასე არ უნდა გაგეგო.
- ნანე გთხოვ წავიდეთ, საკმარისია, გთხოვ, -ნედს მუდარა გაუკრთა ხმაში, მისკენ შევბრუნდი და თვალი გავუსწორე, როგორც კი თავი დახარა და მზერა ამარიდა ჩემთვის მაშინვე ყველაფერი ნათელი გახდა.
- იცოდი არა? ყველაფერი იცოდი.
- მაპატიე, -სადღაც შორიდან მომესმა მისი ხმა.
- ადრიანი? მანაც ყველაფერი იცოდა? არ გინდა ნუ მიპასუხებ, რათქმაუნდა იცოდა, მან ხომ ყოველთვის ყველაფერი იცის და მიუხედავად ამისა მაინც ასე უბრალოდ და მარტივად გამომიშვა ამ ჯოჯოხეთში, შეეძლო გავეფრთხილებინე, შეეძლო...
ვერც კი შევამჩნიე რომ უკვე ხმამაღლა ვყვიროდი, ერთ ადგილზე მდგარი შეშლილი მზერით ვუყურებდი ხალხით სავსე დარბაზსს სადაც ისეთი სიჩუმე იდგა ბუზის გაფრენას გაიგონებდით მხოლოდ ჩემი ხმა ისმოდა, გაოცებულები მიყურებდნენ, გაოგნებულები, ნიშნის მოგებით, ტუჩის კუთხეებში შეუმჩნევლად გაპარული ირონიული ღიმილით...
- ნანე მშვიდად, ეს არ გააკეთო, გთხოვ მშვიდად იყავი, -ნედის შეშფოთებული ხმა მომესმა, მერე ძალის ისეთი მოზღვავება ვიგრძენი მეგონა ჩემს შიგნით მყოფ ენერგიას გარეთ თუ არ გამოვუშვებდი ყველა სისხლძარღვი სათითაოდ დამისკდებოდა, ნედის თხოვნა და მისი შიშითა თუ შფოთვით სავსე მზერა არაფრად ჩამიგდია მთელი ხმით ვიყვირე...
ვიგრძენი როგორ გამოიჭრა ჩემგან სხვათათვის უხილავი ენერგიის ტალღა რომელმაც ცუნამივით გადაუარა დარბაზს, შენობა შეზანზარდა, სტუმრები იატაკზე განერთხნენ, მტვრად იქცა ჭურჭელი, იმ ადგილზე სადაც ცოტა ხნის წინ ცისფერი და ვარდისფერი ყვავილებით მორთული ტორტი იდგა აღარაფერი დარჩა, ზრიალით ჩამოიმსხვრა უზარმაზარი ფანჯრები...
- წამოდი, ახლავე, -ნედმა გამოფხიზლების საშუალება არ მომცა ხელი ჩამჭიდა და უსწრაფესად გამარიდა იქაურობას, სირბილით გამიყვანა გარეთ, დაპროგრამებული რობოტივით მივყვებოდი, ახლა არ შემეძლო იმაზე ფიქრი თუ ამ ყველაფრის გაკეთება როგორ შევძელი, ეზოში გავედით თუ არა ნედმა ხელში ამიტაცა გულზე მიმიხუტა და ორივემ ერთად შევაბიჯეთ დროსა და სივრცეს შორის არსებულ მხოლოდ მათთვის ხილულ ნაპრალში.
- სად მივდივართ? -ძლივს მოვახერხე რომ მეკითხა.
- უკვე მოვედით, -ჩამჩურჩულა და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად დამსვა ძირს, თვალები გავახილე და აღფრთოვანების შეძახილი აღმომხდა, მთის წვერზე ვიდექი, კიდეზე საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა.
- საოცრებაა, სად ვართ? -უკან შევბრუნდი თუმცა ნედი აღარსად ჩანდა, იქ სადაც წესით ის უნდა ყოფილიყო ადრიანი იდგა და ჩვეული უცნაური, მრავლისმთმელი ღიმილით მიღიმოდა...





- ადრიან, -აღმომხდა და ვიგრძენი როგორ დამიბინდა მზერა ცრემლებმა, ხელები გაშალა და უფრო ფართოდ გამიღიმა, ბარბაცით გადავდგი ორი ნაბიჯი და მკერდში ჩავეკარი, მთელი ძალით შემომხვია მკლავები, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს სიმშვიდის ტალღებში ვლივლივებდი, საკუთარ სითბოს და ენერგიას მინაწილებდა და მაცდიდა რომ გონს მოვსულიყავი, როცა საბოლოოდ დავმშვიდდი და იმის გააზრება დავიწყე რაც რესტორანში მოხდა მაშინღა გამიშვა ხელი, მყარად დადგომაში დამეხმარა და უკან დაიხია.
- როგორ ხარ? -თბილად მკითხა და ფრთხილად გადამიწია სახიდან უწესრიგოდ ჩამოშლილი თმა, უნებურად მივნაბე თვალები და ამოვიოხრე.
- აქ რატომ ვართ ადრიან, ამდენ ხანს სად იყავი, იქ რესტორანში რა მოხდა, ნედი სად არის? -არეულად ერთბაშად მივაყარე კითხვები პასუხად კი ხელი გამომიწოდა.
- გავისეირნოთ?
- გავისეირნოთ? აქ?
- ჰო შეხედე როგორი ბუნებაა? ნახე რა სიწყნარეა, -ირგვლივ მოატარა ხელი და მერე ეშმაკურად აციმციმებული თვალები მომანათა, -არ გამიბრაზდე, ვიცი რომ უამრავი კითხვა გაქვს და მე ყველაფერზე მაქვს პასუხი უბრალოდ ჯერ უნდა დამშვიდდე რომ ჩემი მოსმენა შეძლო.
- ჩემი აქ მოყვანა რა საჭირო იყო სხვაგან ვერ ვისაუბრებდით, -პატარა ჯიუტი ბავშვივით ტუჩაბზუებულმა ჩავილაპარაკე, გაეცინა.
- უკვე დაგავიწყდა რა მოხდა რესტორანში? ნედს საკმაოდ დიდი გარჯა დასჭირდება იმისთვის რომ ისე მოაწყოს ყველაფერი თითქოს რაღაც ტექნიკური გაუმართაობა მოხდა, ამ ყველაფრის მერე ვიფიქრე ჯობდა თუ იქ ვისაუბრებდით სადაც ჩვენს გარდა არავინ იქნებოდა, შენი ძალები გამოღვიძებას იწყებს და ჯერ კონტროლის შესახებ არაფერი იცი.
- ესე იგი... ესე იგი რაც იქ მოხდა მართლა ჩემი ბრალია? ეს როგორ?
- წამომყევი და ყველაფერს აგიხსნი, -შებრუნდა და ტყისკენ გაემართა, ახალი ინფორმაციისგან გონება არეული და გაბრუებული მივყევი უკან, მიდიოდა ჩემს წინ მტკიცე ნაბიჯით მხრებში ამაყად გაშლილი, სუსტი ნიავი უფრიალებდა ჩალისფერ კულულებს, უბრალო მოკლემკლავიანი შავი მაისური ეცვა, შავი სამხედრო შარვალი და დაბალყელიანი ბოტები, მივყვებოდი და თვალს ვერ ვაშორებდი მის მხრებს, ძლიერ მკლავებს, ვგრძნობდი როგორ ნელ-ნელა ზვირთდებოდა ჩემში ყველაფრის წამლეკავი სურვილის ტალღა...
- მოვედით, -გამოაცხადა როცა ტყეში დაახლოებით ათი წუთის სიარულის შემდეგ პატარა მწვანე ბალახით დაფარულ ულამაზეს მდელოზე გავედით, ღიმილით შემობრუნდა ჩემკენ და წამში აენთო თვალები როცა დაინახა როგორ ვუყურებდი.
- მგონი გავგიჟდი ადრიან, იმის მაგივრად რომ იმ ყველაფერზე ვიფიქრო რაც ხდება ახლა მხოლოდ ის მიტრიალებს თავში თუ როგორი სექსუალური ხარ ასეთ ფორმაში, -თვითონაც არ ვიცოდი რას ვბოდავდი, ერთადერთი რასაც ვიაზრებდი იყო ის რომ სიგიჟემდე მინდოდა მასთან სიახლოვე, გამშრალი ტუჩები მოვილოკე და მისკენ გადავდგი ნაბიჯი, წამის უსწრაფესად გაჩნდა ჩემთან, წელზე მაგრად მომხვია ხელი და ბაგეებზე დამშეულივით დამაცხრა.
-
- ვნებადამცხრალი, მის მკერდზე მისვენებული სახეზე სულელურ ღიმილს ვერ ვიშორებდი და ჯერ კიდევ მთელი სხეული მითრთოდა, ჩემს თმაში დაასრიალებდა თითებს...
- მაბედნიერებ ნანე, ჩაიჩურჩულა და ისე მომხვია ხელი ლამის სუნთქვა შემეკრა, წამოჯდა და კალთაში ჩამისვა, -ჩემი სიმშვიდე ხარ, მიზეზი ვის გამოც ისევ მინდა სიცოცხლე, არ ვიცოდი თუ ასეთი იღბლიანი ვიყავი მაგრამ რაკი შენ შეგხვდი, რაკი გიპოვე...
- ეს მე ვარ იღბლიანი რომ შენ მყავხარ, -მის კისერში ჩავრგე სახე და გავიტრუნე, უკვე აღარ მინდოდა იმის მოსმენა რისთვისაც აქ მომიყვანა, არ მინდოდა იმ იდილიისთვის საფრთხე შემექმნა რაც ჩვენს შორის სუფევდა.
- დღეს თუ ხვალ მაინც მოგვიწევს საუბარი, -შემპარავი ხმით დაიწყო, -ვიცი უკვე ხვდები რის შესახებაც უნდა გელაპარაკო, მომისმინე და უბრალოდ ეცადე გაიგო.
- ასე ადვილია? -ტკივილნარევი ხმით ჩავილაპარაკე, უხეშად მოვიშორე მისი მკლავები, მისი კალთიდან გადმოვბობღდი და ჩაცმა დავიწყე, ჩემს წინ აისვეტა, ნიკაპში ჩამავლო თითები, მაიძულა ერთ ადგილზე გავჩერებულიყავი და თვალებში ჩამხედა, ღმერთო რა აღარ ჩანდა მის მზერაში, ტკივილი, სიყვარული, სევდა, შიში იმისა რომ შეიძლებოდა მისი ვერ გამეგო, მუდარა რომ მისთვის მომესმინა და დამეჯერებინა...
- გთხოვ.
უხმოდ დავუქნიე თავი, ვანიშნე რომ დაეწყო, ჩაიცვა და ფეხმორთხმით დაჯდა მდელოზე, მეც მის წინ მოვკალათდი, ვუყურებდი ულამაზეს თვალებში და ველოდი როდის დაიწყებდა ამბის მოყოლას რომელიც უკვე ვიცოდი რომ მთელ ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა.
- მინდა სულ თავიდან დავიწყო ნანე, იმ წუთიდან როცა ჩვენი მოდგმის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან ოჯახში დაიბადე...
შეჩერდა, გამომცდელად შემომხედა, ჩემს რეაქციას ამოწმებდა და შემიძლია დავიფიცო რომ არ გაკვირვებია როცა ჩემს სახეზე ბრაზის, გაოცების ან აღელვების ნიშანწყალიც კი ვერ შეამჩნია, ან როგორ შეამჩნევდა, უამრავჯერ მიფიქრია იმაზე რომ ნაშვილები ვიყავი, ასე რომ არ ყოფილიყო ასე საშინლად ხომ არ მომექცეოდნენ, ახლა უკვე თავის ადგილზე დგებოდა ყველაფერი, დედაჩემის სიცივე, მამაჩემის მუდმივი უკმაყოფილება, მშვიდად ვანიშნე რომ გაეგრძელებინა, კმაყოფილება გაუკრთა თვალებში, ჩაიღიმა და გააგრძელა.
- შენი მშობლები ძალიან მდიდრები, ცნობილები და ძლიერები იყვნენ, უამრავი სხვადასხვა უნარით დაჯილდოვებულები, თუმცა მამაშენს ერთი დაუძლეველი სენი სჭირდა, პატივმოყვარეობა... ვერ ეგუებოდა იმას რომ ყველასგან მალულად უწევდათ ცხოვრება როცა შეიძლებოდა სამყაროს მბრძანებლები ყოფილიყვნენ, ამის გამო გადაწყვიტა ადამიანებთან თანამშრომლობა, მერე მოხდა სასწაული, რამდენიმე ასეული წლის შემდეგ აღმოჩნდა რომ დედაშენი შენზე იყო ორსულად, მისი მშობიარობის დრო რომ მოახლოვდა სრულიად შემთხვევით გაიგო თუ რას გიპირებდნენ...
- მოიცადე, რას ნიშნავს მიპირებდნენ? -ვეღარ მოვითმინე და შევაწყვეტინე, სევდიანად გამიღიმა.
- ეს ამ ისტორიის ყველაზე მძიმე ნაწილია, მამაშენმა გარიგება დადო რომელიც ითვალისწინებდა იმას რომ დაიბადებოდი თუ არა ადამიანებს უნდა წაეყვანე, სამაგიეროდ ის ქვეყნის პირველი პირის სტატუსს მიიღებდა.
- ეს როგორ, კი მაგრამ ვის რაში ვჭირდებოდი?
- ის დაჯგუფება რომელიც ჩვენ გვდევნის და რომელიც სინამდვილეში მართავს ამერიკას, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ნადირობს განსაკუთრებული ძალების მქონე ბავშვებზე შენ კი ყოველთვის განსაკუთრებულზე უფრო მეტი იყავი, მათ თავიდანვე იცოდნენ რომ შენი მშობლებისნაირი ძლიერი არსებების შვილი საოცარი ძალებით დაიბადებოდა, ამიტომაც ყოველ მიზეზ გარეშე გადაწყვიტეს შენი ხელში ჩაგდება, რათა თავიანთი მიზნებისთვის გამოეყენებინე, მაგრამ დედაშენმა მათ ამის უფლება არ მისცა, მეორე დღესვე გაიქცა ამერიკიდან და როგორღაც მოახერხა რომ საქართველოში ჩამოეღწია, აქ დაიბადე და რადგან თვითონ ვერ მოახერხებდა შენს გაზრდას გადაწყვიტა ერთ აქაურ ჩევეულებრივ ოჯახში გაეშვილებინე, ასე ეჭვს ვერავინ ვერაფერზე მიიტანდა.
- ბედი არ გინდა? რაღა ისინი...
- ასე მოხდა, დედაშენმა გაგაშვილა და შენს დედობილს და მამობილს ყოველწლიურად უხდიდა თანხას რომ შენთვის მიეხედათ, ასევე მათ რეგულარულად აწვდიდა სპეციალური საშუალებების ნარევს რომელსაც დროდადრო გასმევდნენ და რომელიც ყველანაირად უშლიდა ხელს შენი ძალების გამოვლენას...
- თვითონ სად იყო? რას აკეთებდა?
- შორიდან გადევნებდა თვალყურს, მამაშენმა ბევრჯერ სცადა შენი პოვნა მაგრამ არ გამოუვიდა, იცი თურმე ვინ ეხმარებოდა რომ ასე კარგად გაექრო კვალი?
- ვინ?
- კერი, თურმე დედაშენს იცნობდა, ასე მოახერხეს შენი დამალვა მანამ სანამ თვრამეტი წლის არ გახდი, მერე მამაშენმა ყველაფერი გაარკვია, აქ ჩამოვიდა, თუმცა დედაშენმა იმის გამო რომ შენამდე არ მოეშვა მასაც მოუსწრაფა სიცოცხლე და თავიც მოიკლა...
როცა თვალები საბოლოოდ დამებინდა მაშინღა მივხვდი რომ თურმე ცხარე ცრემლით ვტიროდი, დედა მყოლია, ნამდვილი დედა რომელსაც მთელი გულით ვუყვარდი და რომელმაც ჩემთვის სიცოცხლე გასწირა, ამდენი წელი ჩემს სიახლოვეს ტრიალებდა მე კი არაფერი ვიცოდი მის შესახებ, ვინ იცის როგორ უნდოდა რომ ჩემთან ერთად ეცხოვრა, გულში ჩავეკარი, მომფერებოდა... ღმერთო რას არ მივცემდი რომ შემეძლოს რამდენიმე წუთით მაინც ვიგრძნო მისი სითბო...
- მაპატიე, მაპატიე ნანე, ზედმეტი მომივიდა, ასე ერთბაშად არ უნდა მომეხალა ყველაფერი, -შეწუხებული მიყურებდა ადრიანი, გვერდით მომიჯდა და მაგრად მომხვია ხელი, მის მხარზე თავჩამოდებულმა გამოვიტირე ჩემი უბედური ბავშვობა და დედა რომელიც არასდროს მინახავს.
- მერე? მერე რა მოხდა? -სლუკუნ-სლუკუნით ვკითხე როგორც კი ცოტა სული მოვითქვი.
- მერე ისეთი არაფერი, შენ მალევე წახვედი ამერიკაში, იქ სწავლობდი, მუშაობდი, ცხოვრების მოწყობას ცდილობდი, ნორმალურად დასვენებისთვის და ფიქრისთვისაც კი არ გრჩებოდა დრო მე ვფიქრობ რომ სწორედ ამან განაპირობა ამდენხანს შენი ისე ცხოვრება რომ შენი ძალები არ გამოვლინებულა, რაც შეეხება დაჯგუფებას, შენს შესახებ იმ დროიდან ჰქონიათ ინფორმაცია რაც ამერიკაში ჩამოხვედი, გაგკვირდებოდნენ და დაასკვნეს რომ არანაირი ძალა არ გაგაჩნდა ამიტომაც მოადუნეს ყურადღება თუმცა მერე მე გიპოვნე...
- და მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალე, -დავასრულე და ხმაურით ვაკოცე ლოყაზე, ყველაფრისთვის მადლობა ადრიან, შენ რომ არა...
- როგორ შეგიძლია ასეთი საყვარელი იყო, იმის მერე რაც ჩემს გამო გადაიტანე...
- ჩუუ, -ტუჩებზე მივადე თითი და ვაიძულე რომ გაჩუმებულიყო, -დავივიწყოთ რაც იყო აქამდე და მომავალს მივხედოთ, მიყვარხარ, გენდობი, ახლა თქვენ ხართ ჩემი ოჯახი, ოჯახი რომელიც აქამდე არასდროს მყოლია, შენ, ნედი, კერი...
- და ვიქტორია, -სიცილით დააბოლოვა ადრიანმა.
- და ვიქტორია, -დავეთანხმე და მის სურნელში და სითბოში საიმედოდ გახვეული გავყუჩდი.

-

- ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებ, იმის მერე რაც ჩაიდინა რატომ ეხმარები? -ჩემი ყოფილი სამსახურის წინ მდებარე პარკში ხის ქვეშ მდგარ სკამზე ჩემს წინ იჯდა და პატარა გაბუტული ბავშვივით ბურტყუნებდა, ისეთი საყვარელი იყო სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- კარგი რა ადრიან ასე როცა ლაპარაკობ ვფიქრობ რომ საერთოდ არ მიცნობ.
- ჩემზე უკეთ არავინ გიცნობს ნანე, უბრალოდ ხანდახან შენი არ მესმის, გიღალატა, ფაქტიურად გაგყიდა, მის გამო საყვარელ საქმეზე თქვი უარი...
- რისი თქმა გინდა? ასე უბრალოდ ვმდგარიყავი და მეყურებინა როგორ დაკარგავდა ნათია იმ საქმეს რომელსაც მთელი ცხოვრება შეალია?
- ჰო მაგრამ...
- მაშინ როცა აქ პირველად ჩამოვედი ნათია რომ არ მყოლოდა ასე მარტივად ვერ შევძლებდი ცხოვრების გაგრძელებას, უამრავი სიკეთე აქვს ჩემთვის გაკეთებული და არ ვაპირებ ყველაფერს ხაზი გადავუსვა იმის გამო რომ რაღაც მომენტში საკუთარ თავს ვერ მოერია და ვერ აჯობა, მისი დავალიანების გადახდა ყველაზე მცირეა რისი გაკეთებაც მისთვის შემეძლო...
- შეხედე, მოვიდა, -შენობისკენ მიმითითა, მსუბუქი შავი ავტომობილიდან სამოციოდე წლის ჭაღარათმიანი გამხდარი ქალი გადმოვიდა და მტკიცე ნაბიჯებით გაემართა შესასვლელისკენ, ვუყურებდი და მის მაგივრად ისევ იმ პატარა, მხიარულ ხუჭუჭთმიან გოგონას ვხედავდი რომელთან ერთადაც არაერთი ლამაზი დღე მქონდა გატარებული, ახლა ამ წუთას ისე მინდოდა მივსულიყავი და მთელი ძალით ჩავხუტებოდი...
- ნუ ტირი გთხოვ, -ადრიანი ჩემსკენ გადმოიხარა და ნაზად მომწმინდა ცრემლები, როგორც ყოველთვის მის თვალებში მხოლოდ ერთი წამით ჩახედვაც კი კმაროდა რომ სიმშვიდით ავვსებულიყავი, ისევ ისეთი იყო, ზუსტად ისეთი როგორიც მაშინ როცა პირველად ვნახე, არც მე შევცვლილვარ, ადრიანის ეჭვები სრულიად გამართლდა, მეც მათსავით უკვდავი აღმოვჩნდი, წლების განმავლობაში ვუყურებდი როგორ მტოვებდნენ საყვარელი ადამიანები, ოცი წლის წინ ქეთა მესამე ბავშვზე მშობიარობას გადაყვა, რვა წლის წინ ირაკლი დაიღუპა ავტოავარიაში, ორი წლის წინ კი ნანუკა მიაბარეს მიწას, შორიდან ვუყურებდი მის დასაფლავებას...
- წავიდეთ? ნედი და ვიქტორია გველოდებიან, -მსუბუქად შემეხო ტუჩებზე და გამამხნევებლად გამიღიმა, კიდე ერთხელ შევჩურთე წარსულის მტკივნეული სურათები გონების ბნელ კუთხეში მიმალულ ცხრაკლიტულში და ნაძალადევად გავიღიმე.
- კიდევ არ მჯერა რომ როგორც იქნა ერთად არიან, წვეულებებისთვის მიზეზი არ ელევათ, ახლა რაღას აღნიშნავენ?
- ორგანიზაციის საბოლოოდ დასამარებას.
- დარწმუნებული ხარ რომ აღარასდროს შეგვაწუხებენ?
- ამაში დარწმუნებულები ვერ ვიქნებით, მაგრამ რაც მთავარია ახლა შენი და შენი ძალების წყალობით უკვე შეგვიძლია მათთან ბრძოლა.
- იმედია ადამიანები ოდესმე მიხვდებიან რომ დედამიწა მხოლოდ მათი საკუთრება არ არის.
- რაღაც არა მგონია, -ჩაიცინა, წამოდგა, თეატრალურად დამიკრა თავი და ხელი გამომიწოდა...
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი




-
-
-
გამარჯობა ჩემო მონატრებულო მკითხველო

ვიცი რომ ძალიან დაგიგვიანეთ ეს ისტორია მაგრამ რა ვქნა სხვანაირად არ გამოდიოდა, რაც მთავარია დავასრულე, მოხარული ვიქნები თუ შეაფასებთ და თქვენს აზრს გამიზიარებთ.



№1 სტუმარი One

Lilagogo❤️
Rogorc yoveltvos, shesanishnavi iyo))
Ar daikargo raa, roca moaxerxeb modi*^*

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

One
Lilagogo❤️
Rogorc yoveltvos, shesanishnavi iyo))
Ar daikargo raa, roca moaxerxeb modi*^*


მადლობა heart_eyes
უკვე ახალ ისტორიას ვწერ blush

 


№3 სტუმარი ეთო

ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიაა.მადლობა, რომ გვანებივრებ შენი ისტორიებით. წარმატებები ❤️

 


№4  offline წევრი likuu_s

ზოგადად ძალიან მიყვარს ფენტეზი და ფილმებსა და სერიალებს უმეტეს შემთხვევაში ამ კრიტერიუმით ვარჩევ ხოლმე. ძალიან გამიხარდა, რომ ამის საშუალება საიტზეც მაქვს.

თვითონ მოთხრობა ძალიან კარგი იყო, მე მომეწონა, კარგად წერ.
ზოგადად, შენი ბევრი მაქვს წაკითხული, ყველა თუ არა და მომწონხარ, დიდ სიამოვნებას ვიღებ კითხვისას.

წარმატებები!❤️❤️❤️

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

ეთო
ძალიან სასიამოვნო, საინტერესო და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიაა.მადლობა, რომ გვანებივრებ შენი ისტორიებით. წარმატებები ❤️


უღრმესი მადლობა
ზოგადად ნაკლები მკითხველი ყავს ასეთ ისტორიებს, მიხარია თუ მოგეწონათ

likuu_s
ზოგადად ძალიან მიყვარს ფენტეზი და ფილმებსა და სერიალებს უმეტეს შემთხვევაში ამ კრიტერიუმით ვარჩევ ხოლმე. ძალიან გამიხარდა, რომ ამის საშუალება საიტზეც მაქვს.

თვითონ მოთხრობა ძალიან კარგი იყო, მე მომეწონა, კარგად წერ.
ზოგადად, შენი ბევრი მაქვს წაკითხული, ყველა თუ არა და მომწონხარ, დიდ სიამოვნებას ვიღებ კითხვისას.

წარმატებები!❤️❤️❤️



თამამად შემიძლია ვიამაყო იმით რომ უსაყვარლესი და უთბილესი მკითხველები მყავს heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი რუსკა

კარგი იყო ,მატირა,მაცინა გამახარა მაინც.

 


№7 სტუმარი სტუმარი თეო

მიუხედავად იმისა რომ ფენტეზი ჩემი არ არის მაინც გემრიელი წასაკითხი ოყოო????????????მადლობა შენ და წარმატებები????????

 


№8 სტუმარი სტუმარი ნონა

ძალიან მომეწონა სასიამოვნოდ საინტერესო ისტორიაა ????

 


№9 სტუმარი ნასწია

კარგი ზღაპარი იყო.♥️♥️♥️♥️

 


№10  offline წევრი TamoTi

ჩემი ერთ ერთი საყვარელი ჟანრია და ძალიან გამიკვირდა რომ არ ვიცოდი ეს ისტორია♥️♥️ძალიან კარგია♥️♥️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნანა

საინტერესოა,ფანტასტიკაა,მაგრამ ვინ ვართ ჩვენ,ვინ და როგორ გვართავს საკითხავია,შესაძლოა დედამიწაზე უმნიშვნელონი ვართ და მართლა არსებობენ ასეთი ძალები,ისეთ დროში ვცხოვრობთ,აღარაფერი გამიკვირდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent