შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

GAMA- ბრძოლა შიშველი ხელებით. 8


21-08-2023, 20:56
ავტორი მირცა
ნანახია 1 549

საწოლის თავთან ლექსო იჯდა და ჩემ გამოფხიზლებას ცდილობდა
-თინი რა გჭირს? ჩემთან ოთახში ისმოდა ტირილის ხმა.- თვალი ოთახს მოვავლე და ამოვისუნთქე სიზმარი ყოფილა
-ცუდი სიზმარი ვნახე და.- ტუბოდან წყალი ავიღე და მთლიანად ჩავცალე ჭიქა, ლექსო გაოცებული მიყურებდა ბოლოს გაეღიმა, მაკოცა თავზე და ოთახიდან გავიდა. ცოტათი რომ დავმშვიდდი ისევ ძილს დავუბრუნდი.
უნივერსიტეტში როგორც აღმოჩნდა წვეულების მოწყობას აპირებდნენ, ბავშვები განიხილავდნენ ყველანაირ გასართობს რაც კი შესაძლებელი იყო. როდესაც ყვლაფერი დაიგეგმა და თარიღიც დათქვეს მე სახლში წამოვედი. დედა შინ იყო, მივედი თუ არა საჭმელი გამიმზადა და ჩემს წინ ჩამოჯდა. ბევრი ვისაუბრეთ უნივერსიტეტის ამბებზე, ბოლოს აკაკიზე მკითხა რაღაცები
-როგორ გექცევა აკაკი დე?- ნიკაპი ორივე ბუთქუნა ხელზე ჩამოიდო
- ჩემი აკაკი ისეთი კარგია, რომ ჩამოვა გაგაცნობ
-კიდევ რას მეტყვი მასზე კარგი რომ არის გავიგე- სიცილით მითხრა
-რავიცი სიმპატიურიცაა ძალიან.- მე გამეცინა მის ხითხითზე, გვერდით გადავუჯექი და მისი სურათები ვანახე. კარგახანს ათვალიერა ფოტოები. ბოლოს ჩემს ჭკუის დარიგებას მოჰყვა მეც როგორც მოსწავლე მასწავლებელს ისე ვუქნევდი თავს. ამასობაში თვითონ აკაკიმ დამირეკა ვუპასუხე და გავეკრიჭე
-გამარჯობა პრინცესა, როგორ ხარ?-თან ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა
-გამარჯობა, შენ როგორ ხარ?- ოთახისკენ გავიპარე
-უფრო კარგადაც შეიძლება, ძალიან დაღლილი ვარ.
-ხოდა ნუ მიბრაზებენ ბიჭს ადექი და წამოდი.- პატარა ბავშვივით გავუბრაზდი
-რატომ წარმატებული ბიჭი არ გინდა გვერდით?
- მთავარია ჩემ გვერდით იყო, ყველაფერი გამოგივა დარწმუნებული ვარ
-ისე მინდა ახლა ჩგეხუტო, შენი თმის სურნელი მომენატრა
-აკაკი, ნუ მეუბნევი ასე ვიტირებ იცოდე.- ცოტაც და მართლა ვიტირებდი
-კარგი ხო. ის მითხარი მანდ რა ხდება? თამაშები როგორ მიმდინარეობს? გავიგე რაღაცები შეცვლილა- მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი, ახალ მოთამაშეებზე, წესებზე, გარდა ჩემი და ახალი მოთამაშის ინციდენტისა. ზუსტად ვიცოდი რომ ეგ ამბავი კარგად არ ჩივლიდა.
***
სამსახურის კართან ანრი შემხვდა, ღმერთო როგორ მძაბავს ეს ადამიანი და როგორი აუტანელი აურა აქვს. უცნაური მზერით გამომხდა თვალი ჩამიკრა და კარს უკან გაუჩინარდა. დარბაზში აღარ შევხვედრილვართ ერთმანეთს. სულ სამი ბრძოლა იყო ჩანიშნული. საღამო ბესომ სასმელით დააგვირგვინა. წასვლის უფლება არავის გვქონდა ამიტომ ჩემთვის ერთ-ერთ საბურავზე შემოვჯექი ლუდის ქილა ავიღე და შორიდან ვაკვირდებოდი სიტუაციას. მინდოდა მალე დასრულებულიყო და სახლში გავფრენილიყავი. თამთაც არ მყავდა, საათს ხუთ წუთში ერთხელ ვამოწმებდი, ვიფიქრე კიდეც ბესოს ვთხოვ და წავალ-მეთქი მაგრამ რაღაცნაირად მომერიდა მისი საღამოს გაფუჭება. უკნიდან შეხება ვიგრძენი და შიშისგან რამის ძირს გადავვარდი
-ჯაშის გოგოს ასეთი რეაქცია არ გიხდება.- ღმერთო რა ცინიკოსია. თუმცა ხმა არ გამიცია ზურგი ვაქციე
-არ მელაპარაკები
-თავხედებს არ ვესაუბრები.- ცალი ყბით შევუღრინე
-ძალიან მომწოს ეს ყველაფერი.- ხელი ჩემსკენ წამოიღო და მივხვდი თმაზე უნდა შემხებოდა, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და რაც შეიძლებოდა ბრაზით ვუთხარი
-გაწიე შენი ბინძური ხელები თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.- თითქოს გაოცდაო წარბები ზემოთ აწკიპა
-ეგეც გასწავლა ჯაშმა?
-რა პრობლემა გაქვს აკაკისთან?- ხელები გადავაჯვარედნინე და მივუახლოვდი
-პრობლემა? ნწ, არანაირი.- ცინიკოსი, მანიაკი. იქ გაჩერება ნამდვილად არ შემეძლო ბესოსთან მივირბინე და წასვლა ვთხოვე. არ ვიცი რატომ მაგრამ ბესოს როგორც ძმას ისე აღვიქვამდი, უსიტყვოდ დამთანხმდა და სანამ ტაქსში არ ჩამსვა უკან არ დაბრუნებულა.
***
გამთენიისას თამთას ზარმა გამაღვიძა, რაღაცას მღეროდა. ძილიდან რომ გამოვერკვიე მერე მივხვდი რომ დაბადების დღეს მილოცავდ და მე დამავიწყდა ჩემი დაბადების დღე
-მართალია გოგო ხარ მაგრამ ამ დღეს მაინც გიორგი უნდა დაერქმიათ შენთვის.- ბოლოს დააყოლა, კი მართალია 23 ნოემბერს გიორგობას დავიბადე.
-თააა, მადლობაა დიდი. აღარც მახსოვდა დღეს დაბადების დღე რომ მქონდა. მიდი ამოირბინე ყავა დავლიოთ სანამ უნიში წავალ.- ერთი გემრიელად დავამთქნარე და უსიტყვოდ გავთიშე ტელეფონი. შეტყობიებები შევამოწმე იქნებ აკაკიმაც დამირეკა ან მომწერა-მეთქი მაგრამ არაფრი იყო მისგან. ამოვიფრუტუნე და სამზარეულოში გავედი, მანამდე შემოსასვლელში თვალი მოვკარი ჩემებს მინი წვეულება ჰქონდათ მოწყობილი ბურთებით და მოსალოცი ბარათებით, ლექსომ წითელი ვარდები და პატარა ბარხატის ყუთი მაჩუქა რომელშიც ულამაზესი ფიფქის კულონი იყო. დედამ კი ულამაზესი ტორტი, ამასობაში თამთაც მოვიდა გიჟივით მომახტა და მთელი სახე დამიკოცნა.
ხანდახან რომ ვუფიქრდები ადამიანისთვის სულ ცოტაც კი საკმარისია ბედნიერებისთვის. აი დღეს სულაც არ მახსოვდა რომ ჩემი დღეა თუმცა მათ არ დავიწყევიათ, ისინი არიან მთელი ჩემი ცხოვრების არსნი, ახლა კი აკაკიც ემატებოდა რომელიც ჯერ არსად ჩანდა და ცოტა არ იყოს მწყინდა უკვე.
მთელი დღე არ გამოჩენილა, მისი გაქრობა ცოტა მწყინდა და დილანდელ კარგ განწყობას წვეთ-წვეთად მიქრობდა. უნივესიტეტშიც ბუშტებით და შუშხუნებით შემხვდნენ ბავშვები. სამსახურშიც კი ისეთი აჟიოტაჟით და მხიარულებით დამხვდნენ, ყველაფრის ორგანიზატორები კი ბესო და თამთა იყვდნენ. ბესომ დღეს საჩუქარს გაგიკეთებ და შენ საქმე არაფერი გექნებაო. აი ეს უსაქმურობა კი უფრო მიღებდა ბოლოს, მალ-მალე გასახდელში შევრბოდი და მობილურს ვამოწმებდი აკაკსი ზარი რომ არ გამომრჩენოდა. ბოლო შესვლიდან რომ დავბრუნდი დარბაზში ერთ ადგილზე გავშეშიდი, თვალებს ვერ ვუჯერებდი აკაკი იდგა ჩემს წინ და მიღიმოდა. ძლივს გადავდგი ნაბიჯები მისკენ, მთელი ძალით მოვეხვიე და მივხვდი როგორ დამისველა სახე ცრემლებმა. ღმერთო ჩემს გამო ჩამოვიდა მე კიდევ რა აღარ ვიფიქრე. ახლა ჩემთან იდგა ისევ თმაზე მეფერებოდა და მთელ სახეს მიკოცნიდა
-აკაკი ვერ ვიჯერებ, გთხოვ მითხარი რომ აქ ხარ და არ მელანდები
-აქ ვარ კი აქ. შენთვის გამოვიპარე სამი დღით.- ჯიბიდან გვირგვინი ამოიღო და თავზე მომარგო
-გილოცავ დაბადების დღეს მაცდურების პრინცესავ.- თქვა და ბაგეებზე დამეწაფა. ამას მოყვა ხალხის შეძახილები "საღოლ ჯაში" "ულამაზესები ხართ" და ა.შ.
უბედნიერესი ვიყავი, სიხარულულით მუცელში პეპლები კი არ დაფრინავდნენ კენგუროები დახტოდნენ. თამაშების შემდეგ მე და აკაკი ერთად გამოვეით დარბაზიდან
-აკაკი ძველ მეგობრებს აღარ ესალმები?- მომესმა საძულველზე საძულველი ხმა, აკაკის სახე საშინლად მოეღუშა და დავინახე მუშტები როგორ შეკრა
-მეგობრებს კი, შენ არა ანრი, გზიდან ჩამომეცალე.
-შენთან არც მოვსულვარ.- ახლა მე მომიბრუნდა და გამიღიმა
-გილოცავ თინი დაბადების დღეს. ისე ვერ წავიდოდი რომ არ მომელოცა.- ახლა ეს რა იყო? აკაკის დასანახად სპეციალურად მოიქცა ასე? რას ქვია ისე ვერ წავიდოდა? ვიგრძენი როგორ წამოვხურდი სახეზე და ზიზღი მომაწვა ყელში
-გასაგონად ვთქვი გზიდან ჩამომეცალე ანრი.- აკაკიმ კიდევ გაუმეორა, ხელი მომკიდა და მანქანისკენ წავიდა. მანქანაში ჩავჯექი და აკაკის დავაკვირდი სახეზე
-როდის დაუმეგობრდი მასე რომ მოლოცვის გარეშე ვერ წავიდოდა როდესაც მე ყოველთვის ბესოს შიშით მიშორებდი თავიდან?.- ორივე ხელი საჭეს შემოაწყო და საქარე მინას მიაჩერდა
-სპეციალურად გააკეთა ეგ ყველაფერი, მოსვლის დღიდან უაზროდ ამეკიდა. შენი გაბრაზება უნდოდა და არ ვიცი რატომ? მე რატომ მიბრაზდები?
-შენ არ გიბრაზდები, უბრალოდ მის სიახლოვეს არ დაგინახო, მანიაკია.- ჩემსკენ მობრუნდა და ჩემი ხელები ხელებში მოიქცია
-ახლა ანრიზე ლაპარაკის დროა? ღმერთო როგორ გამიხარდა შენი ჩამოსვლა... იქიდან როგორ მოახერხე წამოსვლა?
-შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ პრინცეს, თითები მეწვოდა რომ არ დამერეკა, არ ვიცი როგორ მოვთოკე თავი. ახლა შენებთან მივალთ და შენ თავს მოვტაცებ ორი დღით რომ შენი მონატრება ცოტატი მაინც შევივსო.- ძლიან უცნაურად მოხდა აკაკის და ჩემების გაცნობა მაგრამ მივხვდი როგორ მოხიბლა დედაჩემი, ლექსო ცოტს ეგოისტობდა თუმცა ბოლოს დაგვთანხმდა და იმ ღამესვე წავედით ბორჯომში. უბედნიერესი ვიყავი, იმდენად არა რელური იყო ეს ყველაფერი, იმდენად დაუჯერებელი რომ ხელები ჩემტით დავილურჯე.











რამდენიმე დღით გავდივარ ქალაქიდან, შესაბამისად ვერ ავტვირთავ ახალ თავებს მაგრამ გპირდებით მალე დაგიბრუნდებით <3 მადლობა რომ კითხულობთ. ჩემი პირველი ისტორიაა ამ საიტზე და როგორც დამწყები ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ. მივიღებ შენიშვნებსაც რა თქმა უნდა. მადლობა კიდევ ერთხელ



№1 სტუმარი სტუმარი Lusi

კარგია მაგრამ თავები გაზარდეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent