შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაბრუება V


25-08-2023, 03:18
ავტორი ელი
ნანახია 1 073

საშინელი წვიმა იყო იმ ღამით თბილისში.
თითქოს მთელი ზეცა ჩამოიქცაო.
ბობოქრობდა ცაში შემზარავად მოთამაშე ელვა. ღამის ცაზე ბზარებად რომ ჩნდებოდა. იმ ღამით დაბზარული იყო დათა არაბულის გულიც.


იმ ღამით, იმ დაწყევლილ ღამით, ლალო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოსაცდელში,იმ კარს მიღმა, რომელშიც რამოდენიმე საათის წინ ლალოს სხეული შეიტანეს,სკამზე იჯდა დათა არაბული. სახე ხელებში ჰქონდა მოქცეული, მზერა კარის ძირში დავარდნილ სინათლეზე შეყინვოდა.
არ ამოსდიოდა თვლებიდან ბოლო ფრაგმენტები.
წამიერად ეგონა,რომ დაკარგა.
მის მკერდზე უგონოდ მისვენებული რომ ნახა საყვარელი ქალი.
იმ წამს ეგონა თავადაც მოკვდა.
ახსოვს როგორ ებღაუჭებოდა მის მოშვებულ თითებს, როდესაც ნინო მკერდზე მუშტებს ურტყავდა.
როგორ უღონოდ ჰქონდა თავი გადაგდებული, ხელში აყვანილი ეზოში რომ ჩაყავდა.

ჯიბიდან ლალოს თავსაბურავი ამოაძვრინა, სანამ შეიყვანდნენ, თავიდან რომ მოძვრა.
სახესთან მიიტანა და საყვარელი ქალის უკვე მონატრებულ სურნელს დაეწაფა.

ძლიერად დაიქუხა ცამ. თითქოს მიუხვდა არაბულს გულის კვდომას.
- ისე ძალიან ეშინია ლალოს ქუხილისა და ელვის - ამოიტირა გაბრიელს მიხუტებულმა თათამ.
გაახსენდა.
- დათა...- ყურში აკანკალებული ხმით ეჩურჩულებოდა ლალო.
მისკენ გადმობრუნდა ძილბურანში მყოფი.
- დათა, ძალიან ქუხს - საბნიდან მხოლოდ თვალები უჩანდა ლალოს
იმ წამს, მისი შეშინებული თვალების დანახვისას, არაბულს ხელახლა შეუყვარდა, ის ამღვრეული, შიშჩამდგარი თვალები.
საყვარელი ქალის სხეული მკერდზე აიკრა და თავადაც საბნის ქვეშ მოექცა. ყურებზე ხელები ააფარა.
- აი ასე. ახლა ვეღარ გაიგონებ ქუხილს.
მას შემდეგ ყველა ქუხილზე არაბულს ჰქონდა მის ყურებზე ხელი აფარებული. შეამზადებდა ხოლმე, ახლა დაიქუხებსო და ყურებზე ხელებ აფარებულს გულში იკრავდა.


იმ კარის ძირში, დაცემული შუქი რომ გაიზარდა,მხოლოდ მაშინ აწია თავი ზემოთ.
მხრებში მოხრილი ნინო გამოვიდა კარიდან.
თითქოს რამოდენიმე წლით დაბერებულიყო სულ 2-3 საათში.
მზერა იქ მყოფთ მოავლო ქალმა და მხრები აუცახცახდა.
- ხელოვნურ კომაში გადავიყვანეთ
ზარივით გაისმა მთელ სივრცეში ეს ერთი წინადადება.
- ძალიან არის დასუსტებული მისი ორგანიზმი.ფხიზლად მყოფი რამდენხანს გაუძლებს არ ვიცით. ასე უფრო დიდხანს მაინც - ტუჩებზე თითები აიფარა და იქვე ჩაიკეცა
გაბრიელმა ხელები მოხვია ნინოს და წამოაყენა. არ იცოდა როგორ უნდა დამეშვიდებინა, ან ენუგეშებინა დედა, რომელსაც თავად უწევს ყველაზე მძაფრად აღიქვას სიტუაცია, რომელმაც თითოეულზე უკეთ იცის რა ხდება საკუთარი შვილის თავს. რომელსაც არ შეუძლია სხვასავით, ფუჭ იმედებს ჩაებღაუჭოს, ჰქონდეს ვინმეს იმედი, ვინც ერთადერთ შვილს გადაურჩენს.
დედა, რომელსაც არ შეუძლია, ღიმილიანი შვილის დანახვაზე იმის ფიქრი, რომ უკეთაა, იმიტომ, თავად იცის, მთელი ამ პერიოდის მანძილზე წინ ედო ის დასაწვავი ფურცლები, რომელიც ხაზგასმით აუწყებდა, რომ არაფერი არ იყო კარგად.

გახევებული არაბული,რომლის გონებაშიც ჯერ ისევ ნინოს სიტყვები ტრიალებდა.ადგილს წყდება.
საავადმყოფოს ისე ტოვებს, ვერაფერს იაზრებს.

დილის 04:17 საათი იყო
წვიმაში ერთიანად გალუმპული დათა არაბული, მთელი ძალით ურტყავდა მუჭებს კარს, რომელიც ცოტახანში საღამურებში გამოწყობილმა ანამ გააღო.
შვილის ასეთ მდგომარეობაში ნახვისას მიხვდა, რომ ცუდი ამბავი ტრიალებდა და ვერც შენიშნა, ისე ჩამოუგორდა ქალს ღაწვებზე ცრემლები.

კარის ჩარჩოებს ეჭიდებოდა არაბული.
სახიდან წვეთებად ჩამოდიოდა ცრემლებში არეული წვიმა.
დედას მთელი ძალით შემოხვია ხელები და საშინელი ღმული აღმოხდა ბაგეთაგან.
- ვკვდები დედა - მართლაც მოგაგონებდა არაბულის ხმა, სასიკვდილოდ დაჭრილი, სიცოცხლის ბოლო წამებში გამოკიდებული ადამიანის ბოლო სუნთქვის ამოყოლებას.

დედის მუხლებზე ედო თავი და მზერა, სადღაც უსასრულებაში გადაესროლა.
მთელი სხეულით კანკალებდა.

პირველად ენახა ანას, თავისი შვილი ასეთი სუსტი, პატარა, განადგურებული.
ის ორ მეტრიანი კაცი, სამყაროს უსამართლობას,მის ღვარძლსა და დაუნდობლობას,ახლა დედის კალთაში რომ ემალება, თავისი გააზრებული თუ გაუზრებელი ცხოვრების მანძილზე პირველად ვერ მალავდა ტკივილს.
ახსოვს ანას, 5 წლის იყო მაშინ არაბული, ველოსიპედიდან რომ გადმოვარდა და მთელი მუხლი, ძვლამდე გადაიყვლიფა. გაგიჟებული იყო ანა, ექიმის მაგიდაზე შემომჯდარი არაბული,რომელსაც ჭრილობას უმუშავებდნენ, ანას სახიდან ცრემლებს წმენდდა,თავად კი მხოლოდ თვალებს აჭერდა ძლიერად. ასე იყო სულ დათა არაბული. არასდროს აგრძნობინებდა გარშემომყოფებს მის ტკივილის, ეს ყოველივე კი ანას მუდამ აშინებდა, ვერ ხვდებოდა რა ტრიალებდა მისი შვილის გულში.
თუმცა ლალოს ამბავი და ის დაწყევლილი ღამე სულ სხვა იყო.
როდესაც დათამ ოჯახს გაანდო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ატირებულ ანას ცრემლების შემშრალება თხოვა, „არაფერი არაა სატირელი ანა, მალე ყველაფერი კარგად იქნება“. წამით ვერ შეატყობდი არაბულს ღელვას. ალბათ იმიტომ, რომ არცერთი წამით არ უშვებდა „ულალობას“, არ უშვებდა, რომ შეიძლებოდა ვერ გაემარჯვათ ამ ომში.

უჭირდა, განა არ უჭირდა?
როგორია უყურო საყვარელ ქალს, რომელსაც ყველ გაღიმებაში, ყველა გამოხედვაში, სიტყვაში, ამოსუნთქვაში ტკივილი აქვს გაჟღენთილი. უყურო ქალს, რომელიც სულ მცირე ხნის წინ სიცოცხლით იყო სავსე, რომლის ყველა ამოსუნთქვის, გამოხედვის და ღიმილის მიზეზი მხოლოდ თავად იყავი, ახლა კი...
იაზრებდა,როგორ ვერ იაზრებდა არაბული, რომ ქალს,რომელსაც აღმერთებდა, რომლის ოდნავ ტკენა და მოწყნეც კი არაბულს სულს უგლეჯდა, რომელთან ხელჩაკიდებულიც ცხოვრებას მიყვებოდა და გონებაში მასთან ერთად გასავლელ გზებს ხატავდა, მეორე მხრიდან სამყაროს ღვარძლი ჩაებღაუჯა. მის ნატიფ თითებზე იმხელა ტკივილს აეხლართა თავისი მარწუხები და ისე ძლიერად ექაჩებოდა თავისკენ. ხვდებოდა არაბული, როგორ უსუსტდებოდა მის ხელში მოქცეული ლალოს თითები, როგორც უფსკრულში გადაკიდებულს.

მაგრამ ვერ დაუშვებდა.
იმ უფსკრულში ან არცერთი, ან ორივე გადაეშვებოდა თავით. ცალ-ცალკე არცერთი.

- ცოლობა ვთხოვე - არსაიდან გაისმა ტკივილით გაჟღენთილი არაბულის ხმა - ვერ მიპასუხა.მეგონა აღარ იყო, არ ვიცი გაიგო თუ არა ჩემი სიტყვები, არ ვიცი მოვასწარი თუ არა მისთვის იმის გაგონება,რომ მინდა ჩემი ცოლი გახდეს. არ შემიძლია რომ გავუშვა ანა, ამის უფლებას ვერ მივცემ.
ისევ ფრაგმენტებად ესახებოდა არაბულს გასული საღამო, ლალოს სახე...
- ნეტავ, ნეტავ ამდენი ხანი არ დამეგვიანა. ნეტავ ჩემი თავისთვის მიმეცა უფლება და იმ წამიდანვე მასთან ვყოფილიყავი, როდესაც დავინახე,შემიყვარდა. მეგონა ყველაზე ცუდი მის ცხოვრებაში მე ვიქნებოდი და ისე ვცდილობდი საკუთარი თავისგან დამეცვა. თუმცა შემეშალა, არ უნდა დამეკარგა ამდენი დრო.
- ყველფერი გაივლის დე, კიდევ ბევრი დრო გექნებათ წინ
- ხელოვნურ კომაშია, ნინომ თქვა...-სიტყვა გაუწყდა არაბულს- ვეღარ ერევა დე...
ღრმა ბავშვობის შემდეგ აღარ დაუძახია ანასთვის დედა არაბულს.ყოველთვის ანა იყო,რომელიც დათასთვის პირველი მეგობარი, საყრდენი, ქალი და თანამოაზრე იყო. ახლა კი დედა ჭირდებოდა, მხოლოდ დედა, რომელიც როგორც პატარაობისას, ეტყოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ ის ტკივილი,რომელსაც ახლა გრძნობდა, გაივლიდა, დაავწიყდებოდა...
- ახლა შენ ჭირდები ჩვენ გოგოს ყველაზე მეტად. ახლა უნდა იყო ძლიერი გესმის?-შვილის სახეს ათრთოლებული თითებით ეფერება ანა -მე ვიცი რომ ამას შეძლებ.უნდა შეძლო, იმიტომ რომ ვერცერთს ვერ დაგკარგავთ.

დედის სიტყვებმა არაბულს თითქოს მეორე სუნთქვა გაუხსნაო.ის ნუგეში, იმედი იპოვა რასაც ეძებდა.


***
დილიდან კლინიკაში მივიდა
სკამებზე მძინარე მეგობრების დანახვისას,გულში მძიმე დარტყმა იგრძნო, თითქოს თავი დაიდანაშაულა,რომ წავიდა.თუმცა კი იცოდა, რომ არ წასულიყო, რომ არ გამოეშვა მასში არსებული ტორნადო-ტკივილის,ბრაზისა და ღვარძლის, იქვე აფეთქდებოდა.

ლალოს პალატიდან იმ წამს გამოვიდა ნინო,რომელსაც დათას დანახვისას, თითქოს ტკივილი შეუმსუბუქდაო.ისე მოულოდნელად შემოხვია არაბულს მკლავები და მის მხარზე ატირდა, ამ უკანასკნელს რამოდენიმე წამი დაჭირდა გასააზრებლდა და შემდგომ მანაც ძლიერად შემოაჭდო ხელები ნინოს.
- არავის და არაფერს დავუთმობ მის თავს.ყველაფერს შევძლებ და არსად გავუშვებ გესმის?
ეჩურჩულებოდა არაბული ნინოს და როგორც ლალოს, თავზე კოცნებს უტოვებდა.
- შედი მასთან,შვილო.ეს ორივეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.


იმ ღამით, გაბრიელმა რომ მიაკითხა. ყველაფერი რომ მოუყვა და ფეხქვეშ მიწა გამოაცალეს. მთელი სამყარო თავზე რომ ჩამოექცა, საყვარელი ქალის მონატრება და სიშორე სულს რომ უჯიჯგნიდა და გულს უფლეთდა -ფერები წაართვეს, სუნთქვა შეუზღუდეს. იმ ღამით არაბულის გული, ტკივილმა საკუთარ მარწუხებში მოიქიცა და ყოველ წამს, იმ წამიდან უფრო და უფრო უჭერდა,უფრო და უფრო ბზარავდა.
ეგონა იმ ღამეს, ლალოს ოთახის კარის შეღება იყო ყველაზე რთული. მისი ჩამქრალი თვალაბის დანახავდა,მისი ტკივილის შეგრძნებასთან ერთად - დანახვა. იმ ფაქტის წინაშე დადგომა, რომ ვერ დაიცვა, რომ ვერ აარიდა ტკივილი.

მე თქვენთვის მითქვამს, უნდა გვეშინოდეს იმის,რაც ჯერ არ მომხდარა და მოხდება.

სიკვდილი
სიტყვა, გარდაუვალობა, მდგომარეობა.
სიკვდილი, რამდენ რამეზე შუძლია დააფიქროს ამ ერთმა ადამიანი.
ზოგიერთისთვის დასასრული, ზოგიერთისთვის მეორე სიცოცხლე.
დამდაბლება ან ამაღლება
სამუდამო ტანჯვა ან სამუდამო განსასვენებელი.
„მიწა ხარ და მიწად იქეცი“ - მათ რა ბედი ელით, ვინ მიწად არ იქცევა, საწყისს ვერ უბრუნდება და ისევ ამ სიბინძურით, უსამართლობით გაჟღენთილზე ზემოდან დაიარება მკვდარი ? მათ, ვისაც მიწაც კი არ ღისებიათ ?! მათ,ვისაც განვლილი ცხოვრებით არც მხარე აურჩევით ?!
იმ მკვდრებს, რომლებიც ისე გაიჭედნენ სიცოცხლეში,როგორც დარჩენილი საქმის მქონე სულები?!

სიკვდილი მხოლოდ მათ არ შეუძლიათ ვისი სულებიც სხეულს ტოვებენ.კვდებიან ისინიც, ვინც ჯერ კიდევ საჭურწლეში გამოკეტილნი, ერთის მაგივრად ათასჯერ კვდებიან.


იმ ერთი კარის შეღებით მოკვდა არაბულიც და დადაბლა, საჭურჭლოს კედლებში სული მოეკუმშა და დაუბნელდა.

რატომ მე ?!
რატომ ის ?!
რატომ ჩვენ ?!

რთულია, ალბათ რაღაც მხრივ შეუძლებელიც, გაიაზრო რატომ მაინცდამაინც შენ, როდესაც ირგვლივ ამდენი ადამიანა.
რთულია მიხვდე რატომ შენ და არა სხვა.
რომ გულში თუნდაც ერთი წვეთი სიბოროტე, შური და ბრაზი არ ჩაგეღვენთოს რომ სწორედ შენ! ხო, სწორედ შენ უნდა დაგმართნოდა, შენ უნდა გამოგეარა, შენ უნდა დაცემულიყავი.

არ ვიცი ბედია თუ ბედისწერა, შუბლზე გაწერია თუ სავალ გზაზე. საერთოდ ვინმეს თუ განუსაზღვრია, მაგრამ სწორედ შენ და არა სხვა.

ამ ცხოვრებაში ყველას თავისი ტკივილი და ბედნიერება აქვს წილად.ესეც არ ვიცი, ვინმეს განუსაზღვრია თუ არა.
მაგრამ ისე ძლიერად მტკივა გული, როდესაც ეს ორი რამ სასწორზე თანასწორობასთან მიახლოვებულიც არაა.
ტკივილი გაძლიერებს !...
ტკივილი კი არ გაძლიერებს, გემოს გაგებინებს თავისას, თანაც ისე რომ ყოველ წამს გრძნობ, ყველა ნერწყვს აყოლებ და ფილტვებში ილექავს თავს, რათა იქედან შეგჭამოს.

ამ ცხოვრებაში, მხოლოდ სამი მდგომარეობი ადამიანები მეცოდებიან ყველაზე მეტად
ისინი ვისაც უკვდებიან
ისინი ვინც ცოცხლად კვდებიან
ისინი ვისაც უკვდებაინ და ამის გამო ცოცხლად კვდებაინ.


უყურებდა საყვარელი ქალის ვეებერთელა საწოლსა და უამრავ მილში ჩამალალ სხეულს. იმ წამს ისეთი პატარა მოეჩვენა ლალო, ისეთი ციცქნა.
გულში საშინელი წვა იგრძნო არაბულა. იმ ღვარძლმა, რომელსაც მისი გულისთვის მარწუხები შემოეხვია თითქოს, კაწვრა დაუწყოო.
ყველა მისკენ გადადგმული ნაბიჯი ტკიოდა.
რთულია, უყურებდე მას და იაზრებდე, რომ უძლური ხარ. რომ არ შეგიძლია დაიცვა.

საოცრად მშვიდი იყო ლალოს სახე, თითქოს ტკბილად ეძინაო.
ყველა კუნთი, ყველა ძვალი უთრთოდა არაბულს. თითქოს ვერ ბედავდა მის შეხებას

შარვლის ჯიბიდან თითებში მოქცეული ბეჭედი ამოიღო.
საწოლზე დასვენებული ლალოს ხელი საკუთარში მოიქცია,არათითზე ბეჭედი გაუკეთა და ზედ აკოცა.

- არ ვიცი გესმის თუ არა - ვერც იცნობდა ლალო, გატეხილ ხმას ახლა არაბულის პირიდან რომ ამოდიოდა- არ ვიცი, აქ ხარ თუ არა, მაგრამ მე აქ ვარ. შენთან ვარ და ეს სულ ასე იქნება. დამიბრუნდი გესმის? - მხრები აუთამაშდა არაბულს- იბრძოლე გთხოვ.

***
საავადმყოფო სახლად რომ გადაექცათ.იმ სახლად სადაც არავინ გელის და არც შენ გსურს ყოფნა-უამრავი მეზიზს გამო. თუმცა ერთი, მბჟუტავი მიზეზის გამო, მაინც ყოველ დღე მიდიხარ. სადაც დასაძინებლად კი არა სადარაჯოდ ხარ, იმ ერთი, მბჟუტავი მიზეზის გამო
ყველასათვის საძაგელი მისი სუნი, რომ კანში გაუჯდათ.

იმ ჭადრის ხეს უკანასკნელი ფოთოლიც უკვე ჩამოვარდნოდა და ზამთრის სუსხში გახვეოდა.
მარტოდ დარჩენილი ჭადრის ხე და ლალოს დახურული ფანჯრები.
ლალოს პალატაში იყვნენ.
გარეთ გადაუღებლად ბარდნიდა.
არ ახსოვდა თბილისს ასეთი ბარდნა.
გერმანიიდან ბოლო კვლევების პასუხებს ელოდებოდნენ.
კარში ვახტანგი ექიმის დანახვისას ისე დამძიმდა პალატაში ჰაერი. იმ საშინელი ,უამრავი აპარატის წრიპინის ხმაც კი სადღაც გამქრალიყო.

და მაინც, რამხელა ირონიაა ცოცხლად კვდომასა თუ ბედნიერებას ერთ ფარატინა ფურცელზე ნაწერი, რომ გიწყვეტს.

- ნინო... - მხოლოდ ოთხ ბგერაში იგრძნობოდა, ყველა ტკივილი - მხოლოდ ერთი ცდა და ერთი სასწაულის მოლოდინიღა გვაქვს- ვახტანგი და ნინო, პირველი კურსიდან მეგობრობდნენ ოჯახებით და საკმაოდ კარგადაც იცნობდა ნინოს. სათქმელის წარმოთქმამდე თავი ისე ჩაექინდრა ამხელა კაცს, თითქოს 2 წლის ბავშვი იყოს, რომელიც ისეთი რამის თქმას აპირებდა, რაც აკრძალული იყო, თუმცა ეს თითქოს-არც ისე შორს იყო რეალობისგან. - ძვლის ტვინის გადანერგვა.

დაინახა როგორ შედრკა ადგილზე ნინო.
როგორ მოიბუზა ქალი და დაპატარავდა.
ვახტანგს აღარაფერი უთქვამს,ისე დატოვა პალატა.
არც არავის ამოუღია ხმა, მხოლოდ ნინოს ჩუმი ტირილი ისმოდა და სწორედ მანვე დაარღვია უკვე სიტყვებით, ის სიჩუმე.

- 17 წლის ვიყავი. ჩვენი კლასელის დაბადების დღეზე ვიყავით მასთან სახლში, სადაც კლასელების გარდა, უამრავი უცხო ადამიანი იყო. მაკა ამილახვარი, შეძლებული ოჯახის შვილი იყო და სწორედ მისი შესაფერისი საღამო გაემართა. ჩვენც არ ვიყავით სუსტი ოჯახი, თუმცა მათთან ნამდვილად ვერ მივიდოდით. იქ, იმ საღამოს მაკას ბიძაშვილი და მისი მეგობარი გეგაც იყო- ყველამ შენიშნა ამ უკანასკნელის სახელის წარმოთქმისას,როგორ გააკანკალა ნინოს -ხომ წარმოგიდგენიათ, 90-იანები, სახლში მოგროვებული ახალგაზრდები. გიტარაზე სიმღერა. მაკას ბიძაშვილი თაზო და მისი მეგობარი ჩემ წინ ისხდენენ. მაშინ პირველად მომეწონა ბიჭი. მის ჩემკენ მომართულ მზერებს რომ ვიჭერდი, გული საგულედან მივარდებოდა. იმ წამს ვფიქრობდი, შემიყვარდა კიდეც მეთქი.-ერთ წამში მოექუფრა ნინოს სახე - საკმაოდ გვიანი იყო დაშლა, რომ გადავწყვიტეთ. ჩემი სახლი არც ისე შორს იყო მაკას სახლიდან. კარში გამოსვლას ვაპირებდი, გეგა რომ წამომეწია და მაკას და თაზოს უთხრა, რომ სახლამდე მიმაცილებდა. იმ წამს ისე ვინატრე, ჩემი სახლი უფრო შორს ყოფილიყო, რომ მასთან ერთად დიდხანს მეარა... გზას რომ დავადექით, ჩაბნელებულ ქვაფენილიან ქუჩაზე, მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, სასმლისგან როგორ არეოდა გეგას ნაბიჯები. უთქმელად მივდიოდით.ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციით. ჩემ სახლამდე ერთი არკის გავლა მაშორებდა. ვერასდროს ვიტანდი იმ ადგილს,რომელიც ყოველთვის გზად მხვდებოდა. იმ ეზოში არც არავინ ცხოვრობდა, მიტოვებული იყო. გული მუდამ მეთანაღრებოდა ხოლმე და იმ წამსაც, ასე იყო. ერთი სული მქონდა, ერთი ნაბიჯი მაშორებდა რომ გავცდენოდი, თუმცა ამის მაგივრად იმ არკის სიბნელეში სამუდამოდ ჩავიმარხე. ყველა წამი დღემდე მახსოვს. როგორ შემათრია გეგამ სიბნელესი. კედელზე მიმანარცა ზურგით და ტკივილისგან ძირს დაგდებულს, როგორ მომექცა ზემოდან. ცალ ხელს პირზე მთელი ძალით მაფარებდა და მეორეთი მამას ნაყიდ, კოპლებიან კაბას ზედ მახევდა.ვერ ვიყვირე. შველა ვერც ვერავის ვთხოვე და ვერც ვერავინ მიშველა. ჟინი რომ დაიკმაყოფილა, წამოდგა, ტანსაცმლიდან მტვერი და მასთან ერთად ჩემი სხეულის, ნამუსის ნაფლეთებიც ჩამოიფერთხა და წავიდა.
იმ სიბნელიდან წაბილწული სხეული იქამდე ვერ ავწიე სანამ არ ირიჟრაჟა.ყველა უჯრედი მტკიოდა. სახლის კარი მამაჩემმა რომ გამიღო,მისი თვალები,რომ დავინახე მაშინ მეორედ მოვკვდი ერთ ღამეში.
სიტყვა არ უთქვამს.ორი თვის მანძილზე საძინებლიდან არ გამოვდიოდი. დედაჩემი უსულოსავით თავად მტენიდან პირში საჭმელს და დამტიროდა.
ყოველ ღამით იმ კივილს ამოვთქვავდი კოშმარებიდან,რომელსაც 2 თვის წინ იმ ავხორცის ხელები მიკავებდნენ.
მერე...გაირკვა რომ ფეხმძიმედ ვიყავი.
იმ დღეს ჩემი ხელით დავირტყი დანა მუცელში.
არ ვიცი, სასწაული იყო, უფლის ნება თუ უბრალოდ ჩემი დასუსტებული ხელების ბრალი იყო. ნაყოფს მილიმეტრებით აცდა. გადარჩა.
იმ ღამით მძინარეს მამაჩემი მედგა საწოლის თავთან, ჩუმად მოყვანილი ექიმი, ახალი წასული იყო.
- დედაშენს შენმდე 2-ჯერ მოეშალა მუცელი, შენ შემდეგ კი 7 თვიანი, მკვადრი ნაყოფი შობა - ვაჟი. შენ დაბადებამდე მეგონა რომ იმდენად მქონდა ცხოვრებაში შეშლილი, რომ მამობის ღირსი არ ვიყავი. თუმცა, როდესაც შენ აგიყვანე პირველად ხელში, ის მწუხარება, რაც კი გულში მქონდა შენმა ერთმა დანახვამ გამიქრო. სამივე შვილის მკვლელად საკუთარი თავი მიაჩნდა დედაშენს ყოველთვის და ეშინოდა, რომ სწორედ ამის გამო ვერ მაჩუქებდა შენ თავს, თუმცა კი რაში იყო ის დამნაშავე. მაგრამ მე მჯერა ქალი რომელიც თავის შვილს მოკლავს, აღარასოდეს იქნება ღირსი დედობისა.მაგ ბავშვს გააჩენ და ისე შეიყვარებ როგორ დიდ სასწაულს შენ ცხოვრებაში. ის იქნება სასწაულის ნაყოფი და არა სიყვარულის, თუმცა იგი თავად იქნება სიყვარული. მაგ ბავშვის მამა თავად ვიქნები და თავადვე გავზრდი. ის რაც შენ დღეს ჩაიდინე, ჩემმა შვილმა, მხოლოდ მის გამო გპატიობ და ღმერთმაც გაპატიოს, ნინო. მაგრამ იცოდე რომ განმეორდეს, საკუთარ მამის სისხლში გექნება ხელები ამოსვრილი. გავა დრო და მიხვდები, რომ მართალი ვარ.
გავაჩინე. 3 თვემდე ხელს ვერ ვაკარებდი, არც კი მინახავს. ძუძუს არ ვაჭმევდი, ჩემთან არ ვიწვენდი.
მთელ დროს სწავლას ვუთმობდი და ვცდილობდი დაკარგული დრო ამენაზღაურებინა და ოცნება ამეხდინა.ახლა რომ ვიხსენებ ისე მრცხვენია იმ ნინოს გამო.
ერთ საღამოს მარტონი ვიყავით სახლში.
მძინარე დატოვა დედაჩემმა, უსახელო გოგონა საწოლში.
მე ვმეცადინეობდი.
რამოდენიმე წუთს გადაბმულად ტირილი გვიან მოწვდა ჩემ ყურებს.
ისე გამეტებით ტიროდა, მაშინ დავხედე პირველად, სახე საშინლად ჰქონდა ტირილისგან აწითლებული, შორიდანვე უღაჟღაჟებდა ფუმფულა ლოყები.
რამოდენიმე ხანს ვერ ვბედავდი ხელში აყვანას. იმ ერთმა ციდამ თვალი რომ გამისწორა, თითქოს ჩემში რაღაც შეირყა.
მერე მხოლოდ ის მახსოვს, როგორ მყავდა მკლავზე გადაწვენილი, ძუძუს ვაჭმევდი და პაწაწინე თმებს შუბლზე ვუსწორებდი ლალოს -იატაკზე მიყინული მზერა საწოლში მწოლ შვილს მიაპყრო ნინომ და შემდგომ ოთახში მჯდომთ - არასდროს მითქვამს ლალოსთვის ეს ყველაფერი. არ მინდოდა სცოდნოდა, რომ მხოლოდ სასწაულის ნაყოფი იყო. ის რეალობა, რომ მამას არ უნდა და მიატოვა, რომელიც თავადვე შექმნა, უფრო მსუბუქი იყო ვიდრე ჩემი რეალობა და ასეც დავტოვე. არ ვიცი სადაა დღეს გეგი აფხაზი, რომელმა არც კი იცის, რომ ჩემი შვილი გავაჩინე, ჩემი და არა მისი. მეგონა არასდროს მომიწევდა ამ ყველაფრის გამხელა. ჩემ შვილს ყოველთვის ყავდა მამა,მამაჩემის სახით და თქვენი სახით და-ძმა - თათას და გაბოს გაუსწორა მზერა. ის ყველაფერი ქონდა, რაც ნამდვილ ოჯახს ჭირდებოდა. ვერასდროს წარმოვდგენდი, რომ მისი სიცოცხლისთვის, ჩემ მკვლელთან შეხვედრა და მუდარა მომიწევდა...

დიდ ცოდვასა და საიდუმლოს ნაზიარებნი ახლაღა იაზრებდნენ, იმ ტკივილს, რასაც ნინოს ისტორია ყვებოდა.


და მაინც რამხელა ირონიაა არა ?!
იყო ერთადერთი იმედი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის, საკუთარი შვილის გადარჩენისთვის და ეს არც კი იცოდე.

გეგა აფხაზი - იმ წამს იქცა უდიდეს ზიზღადა და უფრო დიდ იმედად.

ყველგან გადაქექეს, ყველაგნ მოიკითხეს, ყველას კარს სათითაოდ მიადგნენ, ვისაც კი ეს სახელი და გვარი ჰქონდა.
მაგრამ არცერთი იყო,ის გეგა აფხაზი, რომელსაც დაგეშილნი ეძებდნენ.

გიჟს გავდა არაბული. ღამეებს ლალოს პალატაში ათევდა, დღეებს კი გეგა აფხაზის ძებნაში.
და ეს უკანასკნელი თითქოს მიწას ჩაეყლაპაო.


1 თვე იწურებოდა...
დრო სულ უფრო ნაკლები რჩებოდა, ლალოს.
მის საწოლთან იჯდა არაბული, მამამ რომ დაურეკა
- იპოვეს

იმ საღამოს უკვე რუსეთში იყვნენ არაბული და გაბრიელი.
მითითებულ მისამართზე, საკმაოდ სოლიდური სახლის წინ, საიდანაც აშკარად გამოდიოდა ხმაური.
კარზე ისე ძლიერად დაარტყა არაბულმა მუჭი, თითქოს შემტვრევას ლამობდაო.
რამოდენიმე ხანში კარს ქართული გარეგნობის შუა ასაკის ქალი აღებს და რუსულად ესალმება კარში მდგომ უცნობებს.
- გეგა აფხაზს ვეძებთ - ქართულად უთხრა არაბულმა
- მაკა აფხაზი, მისი მეუღლე - ქართულადვე პასუხობს დაბნეული ქალი.
სწორედ ის მაკა გახლდათ, ვის დაბადების დღეზეც შეხვდა აფხაზი ნინოს.ის მაკა, რომელიც საკუთარ მეგობარზე მოძალადის ცოლი გამხდარიყო.
- გეგა აფხაზს ვეძებთ - მიმიკაც კი არ შეურხევია არაბულს.
- შემოდით - ერთხანს შეფიქრიანებულმა ქალმა, კარი ფართედ შეაღო და შინ შეიპატიჟა დაუპატიჟებელი სტუმრები.
თითქოს ცოდვას ჩადიოდაო, ისე ეძნელა არაბულს იმ ზღურბლის გადაბიჯება, იმ მოძალადის სახლში შესვლა, რომელიც მისი უკანასკნელი იმედი იყო.
უამრავი ხალხი ირეოდა, ფუფუნებით მოწყობილ სახლში.
აფხაზების ოჯახი აშკარა იყო, რაღაცას აღნიშნავდა.
სუფრის თავში ღვინის ფუჟერით ხელში ჭაღარა შეპარული, მედიდური „ვითომ კაცი“, გეგა აფხაზი იდგა.
იგრძნო როგორ მოაწვა სახეზე სისხლი.
გეგა აფხაზი ზეიმობდა, სადღეგრძელოს წარმოსათქმელად ემზადებოდა და იმის წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ იმ ოთახში, ახლად შესული, ორი ახალგაზრდა მისი წარსული ცოდვების მოსაკითხად იყო მოსული.
ზურგს უქექავდა არაბულს, ქამარში ჩაჩურთული იარაღის შეგრძენბა.
როგორ დიდი სიამოვნებით მოიმარჯვებდა და პირდაპირ, ასე მომღიმარ აფხაზს, შუბლს გაუხვრეტდა.
მაგრამ ახლა არ ქონდა უფლება.

მაკა მეუღლეს მიუახლოვდა და ყურში ღიმილით ჩაჩურჩულა, რაღაც.
აფხაზმა სტუმრებს ბოდიში მოუხადა და პირდაპირ ბიჭებისკენ გამოემართა.
წამში შეეცვალ სახის ყველა მიმიკა. გამკაცრებოდა და სწორედ იმ ცივსისხლიანობას აჩენდა,რასაც ყველას უმალავდა.

კაბინეტში, სავარძელში იჯდა გეგა აფხაზი. მის წინ კი არაბული და გაბრიელი, რომელიც მუხლს ნერვიულად ათამაშებდა.

უყურებდა დათა არაბული მის წინ მჯდომს და ჭკუიდან შლიდა ის ნაცნობი კავთები. მწვანე თვალები, საყვარელ ქალს რომ ახსენებდნენ.

- გისმენთ, ვინ ხართ და აქ რამ მოგიყვანათ - იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.
- გაბრიელი ვარ მაისურაძე, ეს კი ჩემი ძმა - დათა არაბული - ეტყობოდა გაბრიელს, როგორ უჭირდა ამ არსებისთვის სიტყვის თქმაც კი.
- დიდიხანია საქართველოდან წამოხვედით? - სკამის საზურგეს მიყრდნობოდა არაბული.
- საკმოდ. 24 წელი.
- კარგი მოგონებები გამოიყოლეთ გეგა?
- ვერ მიგიხვდი
- ნინო თუ გახსოვთ, თქვენი ამჟამინდელი მეუღლის დაბადების დღიდან ?
არცერთს გამოპარვია აფხაზის სახეზე გამოსახული გაოგნება.
- ვინ ხართ და რა გინდათ- თავის მიკუნჭულ ცოდვაში გამოჭერილი აფხაზი, აღელვებას ვერ მალავდა, პერანგის ზედა ღილი შეიხსნა და არაბულს მზერა გაუსწორა.
- ეჭვი მაქვს, არ გჭირდებათ, ჩემი მხრიდან იმ დღის გახსენება.ალბათ ყველაფერი კარგად გახსოვთ, განსაკუთრებით თქვენი ნაბიჭვრული საქციელი იმ ღამიდან- მისკენ გადაიწია არაბული და თითი დატუქსვით დაუქნია.
- ვინ მიგდიხარ ასე ლაპარაკს, რომ მივედავ, შე ლაწირაკო
- ჩემი მიზეზი მაქვს, რომ შენნაირი მოძალადის წინ ვზივარ, მისსავე სახლში. იარაღს რომ არ ვიღებ და პირდაპირ შუბლს არ გიხვრეტ - ხმას ძლივსღა ინარჩუნება არაბული.
- რამდენი გინდათ
ორივეს ჩაეცინა, დამფრთხალი აფხაზის სიტყვებზე.
- შენ რომ აქ დედას იტ**ავ და ღრიანცელობ. 1 წელია, ჩემი საყვარელი ქალი ლეიკემიას ებრძვის,ხელებშივე მაკვდებოდა. 3 თვეა უკვე ხელოვნურ კომაშია და ისე ვჭყიპავთ წამლებით,იცი რატომ ? მე ერთადერთი სიყვარული რომ არ მომიკვდეს, აი ამ ბიჭს- გაბრიელს მხარზე თითებს უჭერს - ბავშვობის მეგობარი და იქ, საქართველოში ნინოს -ერთადერთი შვილი.-არაბულის სიტყვებზე აფხაზს ფერი ეცვალა, თვალები ჩაუსისხლიანდა - შენი ძალადობის შემდეგ, ნინომ თავისი შვილი გააჩინა.გინდა გითხრა ყველაზე დიდი ბედის ირონია რა არის? ერთი კი არა, თანაც ორი. შენი,-ზიზღი თითქოს გადაყლაპაო არაბულმა.- შენი ნაკვთები, შენი თვალები აქვს ლალოს.მეორე კი ისაა, რომ შენთან მაქვს სახვეწარი, რომ ლალო გადაარჩინო.
- სიმართლეა? - გატეხილი ქართული მოესმათ ზურგს უკან.
კარში 21-22 წლის ბიჭი იდგა, რომელსაც ყველაფერი კარგად მოესმინა და წამში მთელი ცხოვრება, სამაგალითო მამა, ოჯახი, თავზე ჩამომხობოდა.
- თორნიკე ახლა არა- მზერა მოწყვიტა ვაჟს აფხაზმა და არაბულს ხელი დაურტყა მაგიდაზე- მე ერთადერთი შვილი მყავს, შეგიძლიათ წაბრძანდეთ, საიდანაც მოხვედით.
მთელი სხეული აუცახცახდა არაბულს. სადაც იყო ბრაზი გახეთქვადა და აფეთქდებოდა.
ფეხზე წამოიმართა და ხელი უკან წაიღო. მიუხვდა გაბრიელი, რასაც აპირებდა და დაასწრო. ქამრიდან, სწრაფად ამოაცალა იარაღი და ზურგსუკან წაიღო.
- არ ღირს დათა
- არ გესმის რას ამბობს ? არ გესმის რას ამბობს ეს ! ამ ახვარმა უნდა იცოცხლოს და ლალო დავმარხოთ? - ღრიალიგან ხმა ჩაუწყდა არაბულს.
- ძალით ვერაფერს ვიზავთ, დათა
- სულ რომ ხელით მომიწიოს იქამდე ჩათრევა მივათრევ გაბრიელ, მომეცი იარაღი
- დათა, ლალოზე დაფიქრდი გევედრები
- ლალოზე რომ ვფიქრობ იმიტომ უნდა ჩავაძაღლო ეს ლეში
- აქედან გაეთრიეთ - ხელებს არტყავდა აფხაზი მაგიდაზე
- ვიცოდი, ვისთან მოვდიოდით. თუმცა არ მეგონა, მთლად ლეშად თუ დაგვხვდებოდით, ახლა, ისევ ლალოს გამო არ ვაძლევ მას უფლებას, რომ აქვე ჩაგაძაღლოთ, მაგრამ იცოდეთ. ლალოს სუნთქვა, როდესაც შეწყდება.- ხმა გაებზარა მაისურაძეს- მე თავად მოგაკითხავთ და ამავე იარაღით გაგიხვრეტთ შუბლს.
ხელით მიათრევდა გაბრიელი არაბულს, რომელიც ხმის ჩაწყვეტამდე ახურებდა ცოცხალ-მკვდარს გეგა აფხაზს.


იმ ღამესვე დაბრუნდნენ თბილისში.
ვერ ბედავდა ვერცერთი პალატაში შესვლას. ვერც ლალოს დანახვას და ვერც ნინოსთვის შეხედვას.
განა მარტივია, ბოლო იმედიც გამოგლიჯო გამწარებულ დედას?!
იმის აღიარება, რომ ვერ შეძლეს...


ახლაც არ გჯერათ სამყაროს უსამართლობის ?!
ვინ კვდება და ვინ ცოცხლობს.
მაგრამ რა ადამიანი უნდა იყო, საკუთარი შვილის სიკვდილის განაჩენს შენით რომ მოაწერო ხელი. რის გამო უნდა ცოცხლობდე, რომელი სამართლის, რომელი ბედისწერის.


***
თბილისს აწვიმდა.
იმ დღეს, არაბული აღარ ვიცი მერამდენედ კვდებოდა.
ლალო კომიდან გამოიყვანეს.
იმის იმედსაც კი ვერ აძლევდნენ რომ გამოიღვიძებდა, ბოლოჯერ მაინც.
არაბულს მხოლოდ ვახტანგის სიტყვები უტრიალებდა „ასე ტანჯავთ“
იმედან ეგოსიტურად არ უნდოდა, იმდენად ეგოისტურად უწევდა წინააღმდეგობას.
ნინოს სიტყვასთან ვერაფერს გახდა.
მინდა ჩემი შვილი ბოლოჯერ ვნახოო.
- რას აკეთებთ ხვდებით ? - იმ წამს გამოფხიზლებული თათა ფეხზე წამოხტა - ჩვენი ხელით ვკლავთ გესმით ? არ გააღვიძოთ !- კიოდა ბოლო ხმაზე იმის გააზრებით, რომ ბოლო საათებს, ბოლო წუთებს ანდაც ბოლო წამებს ატარებდა „ცოცხალ“ მეგობართან- გაბრიელი აკავებდა - არაბულო ! გააკეთე რამე, კაცი არა ხარ ?! ჩემმა ლალომ რამდენჯერ გადააბიჯა თავის თავს შენ გამო, არაბულო- ცდილობდა ხელებიდან დასხლტომოდა გაბრიელს - შემომხედე დათა ! მარტო შენი ჯეროდა, ეგონა ყველაფრისგან დაიცავდი, შენ კი რას აკეთებ, შემომხედე არაბულო, სად წავიდა შენი სიყვარული - კიოდა თათა, ისე რომ მთელ საავადმყოფოს ესმოდა მისი ტკივილი.
- თათა გთხოვ - ევედრებოდა მის მკლავებში მოქცეულ გოგონას გაბრიელი
- შენ ? შენ არაფერს იტყვი ?- შეშლილი ჰქონდა გოგონას სახე - ჩემზე მეტადაც კი შენ უყვარდი, უშენოდ ვერ ძლებდა, სულ ენატრებოდი და აქ დგახარ, აქ დგახარ და ელოდები მის ბოლო წუთებს გაბრიელ? გაბოო, ვინ დაგიძახებს მის მეტი, ვინ ? იმ მოგონებეს რას უზავ გაბრიელ, ყველგან რომ ლალოა ჰა ? რას უზავ - ფეხები ეკვეთება და იატაკზე ეშვება თათა.

მოთქმა- გოდებას აპარატი გაბმული წრიპინის ხმა წვდება
- ლალო - საწოლს მივარდა არაბული - რამე გააკეთეთ ! რამე იღონეთ - ღრიელებდა და წამში ათასჯერ კვდებოდა არაბული.

ვერავის შეემჩნია კედლის ძირში, მისვენებული ნინო, სახეს როგორ იხოკავდა.

1: 2: 3- - ყვიროდა ვახტანგი და წამში მთელი სხეული ჰაერში ეწეოდა ლალოს - კიდევ, 1: 2: 3 მუხტი - ისევ ... ისევ... ყვიროდა ვახტანგი მანამ, სანამ აპრატმა გაბმული წრიპინი არ შეწყვიტა და მონიტორზე კლაკნილი ხაზები არ გამოჩნდა.


იმ ღამეს იცოცხლა ლალომ.
მთელი ღამე ელაპარაკებოდა არაბული, გაუაზრებლად, მემილიონედ ევედრებოდა სასწაულს ღმერთს, რომლისთვისაც მანამდე არასდროს მიუმართავს, მხოლოდ ერთს თხოვდა „გადამირჩინე“

გამთენიისას მედდამ არაბული რომ გამოიხმო, გკითხულობენო, მხოლოდ მაშინღა მოავლო მზერა, პალატის წინ სკამზე მიძინებულ მშობლებს, რომელბსაც ვინ იცის მერემადენე ღამე გაეთენებინათ იქ.

ვახტანგის კაბინეტში, თორნიკე აფხაზს,რომ გაუსწორა მზერა, იქ გახევდა ადგილზე.
- გავაკეთეთ ყველანაირი ანალიზები, თორნიკე იდეალური დონორია.
- კი, მაგრამ შენ
- გეგას ცოდვებს, ვერ მოვინანიებ, თუმცა არ შემიძლია ჩემს...- იმ ერთადერთი სიტყვის თქმა ვერ გაებედა თორნიკეს, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება ნატრობდა. - ახლა,როცა მისი არსებობის შესახებ ვიცი, არ შემიძლია ცხოვრება მშვიდად გავაგრძელო.

ისე გადადგა ნაბიჯი და შემოეხვია აფხაზის სხეულს ვერ გაიაზრა არაბულმა. ვერც ის გაიაზრა როგორ ატირდა ამხელა ბიჭი.


საკუთარი შვილივით იკრავდა გულში ნინო, მოძალადე აფხაზის ვაჟს, რომელიც საოცრად გავდა ლალოს იერით და მადლობას უხდიდა.

ლალოს სანახავად, არაბულმა შეიყვანა თორნიკე.
- ყველაფერს ავინაზღაურებთ, ყველაფერს გამოვასწორებ - უჩურჩულებოდა და შუბლზე კოცნას უტოვებდა დას.

იმ წამს იმ დაჟანგებულმა სასწორმა, სულ ოდნავ გადაწონა ბედნიერების წილად.


იმ საღამოსვე ჩანიშნეს ოპერაცია.

პალატაში მხოლოდ არაბული და ნინო იყვნენ.
- დათა, ოპერაციამდე მინდა, რაღაც გითხრა
- გისმენ ნინო
ნინომ ხელში შვილის ის ხელი მოიქიცა, რომელსაც კვლავ ამშვენებდა არაბულის მიერ გაკეთებული ბეჭედი
- მინდა იცოდე, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ფაქტობრივად შეუძლებელია...
- ვიცი ნინო- სიტყვა გააწყვეტინა არაბულმა- ჩემთვის მთავარი მისი სიცოცხლეა, დანარჩენს, ყველაფერს ეშველება.მხოლოდ ის მჭირდება სიცოცხლისთვის.
- ძალიან გაუმართლა ლალოს, რომ შენ ყავხარ.
***



საოპერაციოში ორივე ერთად შეიყვანეს.
ბოლო წამამდე დის ხელი ეკავა აფხაზს, მანამ სანამ ნარკოზმა არ გათიშა და თითები, რომლებიც დისაში აეხლანჯა, უღონოდ არ ჩამოუშვა.


რამდენიმა საათს გაგრძელდა პროცედურა.
მოუსვენრად დადიოდა არაბული კარის წინ და ხელში, ბოლო წამს, ლალოსთვის მოხსნილ ბეჭედს ათამაშებდა.

საოპერაციოდან ჯერ თორნიკე აფხაზი გამოიყვანეს, როგორც მედდამ თქვა, ყველაფერი კარგად იყო, თორნიკესთან.

მალევე გამოჩნდა ვახტანგი.

- ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

იმ წამს არაბული ერთი სიკვდილისგან ფენიქსივით აღდგა.

საოპერაციოდან ახლა მისი საყვარელი ქალის მისუსტებული სხეული რომ გამოიყვანეს.
- ორი წუთით გთხოვთ -ექთნებს ისე შეევედრა, უარს ვერავინ ეტყოდა. საყვარელ ქალს შუბლზე აკოცა და კვლავ თითზე გაუკეთა ბეჭედი - მიყვარხარ



თორნიკეს თხოვნით ერთ პალატაში მოათავსეს ორივე.
ლალო ჯერ კიდევ უგონოდ იყო.
- მალე გაიღვიძებს ? - იმ წამს კარში შესულ ნინოს და ვახტანგს შეაგება კითხვა გაბრიელმა
- გადანერგვიდან ორი კვირის განმავლობაში, ახალი უჯრედები პოულობენ სათანადო ადგილს და იწყებენ ახალი უჯრედების გენერირებას.მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ლალოს გაწერა. გონზე მოსვლას კი რაც შეეხება, დღეს შეგიძლიათ წახვიდეთ, მოისვენოთ, რამდენი დღეა აქ ხართ. თანაც მასთან თორნიკე დარჩება -მზერა მოავლო პალატაში მყოფთ - შენც გეხება ნინო. ყველაზე უარესმა გადაიარა, იცი შენც თავად.

- მართალია, ახლა წავიდეთ, მოვწესრიგდეთ, რომ ხვალ გამოღვიძებულს ასე არ დავხვდეთ - ისე გაუაზრებლად წამოუვიდა ბედნიერების ცრემლები ნინოს, ვერც კი მიხვდა.


არ უნდოდა არაბულს წასვლა. ჯერ ისევ ეშინოდა საფრთხის. იქამდე ვერ დამშვიდდებოდა სანამ, მონატრებულ თვალებს არ ნახავდა.
- წადი დათა, როგორც კი თვალს გაახელს დაგირეკავ - დააიმედა აფხაზმა.


გაბრიელმა სახლებში ჩამოარიგა ყველა.
რამდენი ხანი იყო, რაც საკუთარ სახლში არცერთს გაუთევია ღამე.
თითქოს ახლაც გული ეთანაღრებოდა თითოეულს.


კარზე ფრთხილად დააკაკუნა, ანამ გააღო
- დე - ისე გადაეხვია ქალს, იმ ორ ბგერას ამოაყოლა ყველაფერი
- ხომ გითხარი შვილო, ხომ გითხარი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა - შვილის მკლავებში პატარა ბავშვივით მოქცეული, თავადც მთელი ძალით ხვევდა ხელებს და გულზე კოცნიდა.
- ყველაფერი დასრულდა დედა, ყველფერი მორჩა
დანამულ ღაწვებს ხელის გულებით უმშრალებდა ანა თავის ვაჟს.

გამთენიისას, რამდენიმე წუთის ჩაძინებული ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა.
შეშინებულმა სწრაფად უპასუხა და ცუდის მოლოდინში გულმა რამდენიმე დარტყმაც გამოტოვა
- თანახმა ვარ - ძლივს გასაგონად მიწვდა მის სმენას საყვარელი ქალის სუსტი ხმა.
გულმა, მივიწყებული ფეთქვა გაიხსენა და საცა იყო გულის კედლებს ჩამოუღებდა არაბულს და ამოვარდებოდა კიდეც საგულედან.

მე რომ გესაუბრეთ ცოცხლად მკვდარსა და მკვდარზე.
გახსოვთ? !
ერთი რამ გამომრჩა და დავამატებ.
იცით რა უპირატესობა აქვს ცოცხლად მკვდარს, მკვდართან შედარებით?
ცოცხლად მკვდარს, ათასი სიკვდილის შემდეგაც შეუძლია გახოხლდეს - თავდაპირველი სიკვდილის მიზეზით.
თუმცა მკვდარს, „მიწა ხარ და მიწად იქეცის“ - ვერაფერი გააცოცხლებს.



******

კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა თქვენ თითოეული სიტყვისთვის და უდიდესი სტიმულისთვის







№1 სტუმარი სტუმარი ელენე

ძალიან მძიმე თავი იყო... ცრემლად დავიღვარე...

 


№2 სტუმარი One

Ghmerto es ra iyo(( movkvdi da emociebma damakhrcho((
Ramdeni adamianis mware realobaa tavmoyrili da mainc ise gadmoecit yvela emocia, sityvebi ar maqvs))
Yochagh avtoro, shesanishnavad wert, warmatebebi))

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

ბევრჯერ მიტირია კითხვისას მაგრამ არ მახსოვს ასე????

 


№4 სტუმარი ეკა

როგორ ვიტირეე სიყვარულმა გაიმარჯვა მადლობა

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე რა იყო ეს იმედი დავკარგე რომ გადარჩებოდა ისე შემეცოდა ლალო.რა მაგარი იყო ძმამ რომ გადაერჩინა სიტყვები არ მყოფნის მადლობა წარმატებები ♥️????

 


№6  offline წევრი GMG

ისევ ვიტირე, მადლობა შენ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent