GAMA- ბრძოლა შიშველი ხელებით. 11
ყურებში ზარის რეკვასავით მესმოდა "ჯაშის და ანრის ბრძოლა ჩაინიშნა". გაგიჟებული ვიყავი ვერანაირად დავუშვებდი მათ იქ თუნდაც რინგზე ეჩხუბათ იმის მერე რაც აკაკიმ მიამბო. გააფთრებული ვეცი ბესოს და ჩხუბი დავუწყე -როგორ შეგეძლო მაგათი ჩხუბის დაშვება გაგიჟდით ყველა ერთად?- განწირული ვკიოდი, ბესოც დაძაბული იყო ამ სიტუაციით ხმას ვერ მცემდა. გასახდელში გაგიჟებული აკაკი შემომივარდა ზურგზე გადამიკიდა და გარეთ გამიყვანა -გაგიჟდი გოგო რა გაკივლებს ყველგან შენი ხმა ისმის.- ძირს დამსვა და თვალებში ჩამაშტერდა -აკაკი შენ სულ გასულელდი ანრისთან ჩხუბი გინდა? თან ახლა უნდა ვიგებდე მაგას ?- საიდან ამომდიოდა ასეთი განწირული ხმა მეთვითონ მაკვირვებდა -უბრალოდ ჩხუბია, თან ცოტას გავალამაზებ.- ვითომც არაფერი ისე თქვა და გამიღიმა -არა აშკარად გაგიჟდი, მე მაგას არ დავუშვებ. მანიაკია რატო არ გესმის ისევ რამე რომ დაგიშავოს ჰაა? მიპასუხე რამე რომ დაგიშავოს მე რა ვქნა ?- ის იდგა და უაზროდ იღიმოდა უარესად გადავყავდი ჭკუიდან -ვერაფერს დამიშავებს დაწყნარდი -მე თანახმა არ ვარ. არ ვიცი რამეს მოვიმოქმედებ და ჩავშლი.- ამის თქმა და აკაკის დასერიოზულება ერთი იყო, მხრებში ჩამავლო ორივე ხელი და შემანჯღრია -თინი მომისმინ, არაფერი მოხდება და ნუ სულელობ. ყველასთან ასე ვბრძოლობ და არც ესაა გამონაკლისი. ანრი მიიღებს თავისას და მოგვეშვება. -რა დარწმუნებული ხარ? მე არ მჯერა მისი.- ხმის ტონს კი დავუწიე მაგრამ მთლიანად მაკანკალებდა ნერვებისგან -ვარ და მორჩა.- მოვიდა და მკლავებში მომიქცია. დარბაზზში რომ დავბრუნდით ყველას თვალები ჩვენკენ იყო მომართული და ინტერესით გვაკვირდებოდნენ. რინგიდან ბესო გამოვიდა და ჩვენსკენ წამოვიდა -აკაკი ვისაუბროდ სამივემ ხო?- აკაკიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად -მოკლედ, ყველანაირად ვეცდენი ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, მაგრამ მინდა თქვენც შემიწყოთ ხელი. ჩხუბი და არეულობა არ მჭირდება. თუ რამე აქ წესების საწინააღმდეგოდ წავ იცით რომ მთლიანად ორგანიზაციას ააორთქლებენ. ისედაც არ უყურებენ სანდო თვალით და ათასი ჯარიმა გადამახდევინეს ვითომ კანონიერად. ახლა რომ ანრომ რამე არასწორი ქნას ან შენ აკაკი დავიღუპებით. ასევე თინი გთხოვ თავი შეიკავე და ენდე აკაკის -მე აკაკის ვენდობი, იმ მანიაკს არა -ის მანიაკი ისედაც დაგვტოვებს ამ ჩხუბის შემდეგ. კონტრაკტს ვაუქმებ -მანამდე გაგეუქმებინა აჯობებდა. -მეგობრებო ჩემზე უჩემოდ საუბრობთ?- ამასობაში ანრიც მოგვიახლოვდა და მთელი ირონით თქვ, აკაკი ინსტიქტურად გვერდით დამიდგა და ხელი ჩამჭიდა -ანრი ახლა არა.- მთელი სიმშვიდით თქვა ბესომ და თვალები დაუბრიალა -რატომაც არა? თინი იცი რატომ ვჩხუბობთ მე და აკაკი? -ანრი მოკეტე.- დაუღიალა აკაკიმ -რისთვის?- ერთიანად დავიძაბე და მივხვდი აკაკიც არ იყო კარგ დღეში -დაწყებული საქმე მაქვს დასამთავრებელი. დარწმუნებული ვარ გეჭორავებოდა უკვე შენი ბიჭი მაგაზე.- დაასრულა თუ არა წინადადება, აკაკი ადგილს მოსწყდა და მთელი ძალით მოუქნია მუშტი, ანრი ძირს დაეცა მოწყვეტით. ერთი შევკივლე და აკაკის გასაჩერებლად წავედი -აკაკი რას აკეთებ ამასაც ეს უნდა.- ვეცადე ხელები გამეკავებინა, ბესომ ანრი წამოაყენა და გასახდელში გაიყვანა -აკაკი ნამდვილად გაგიჟდი შენ? გინდა მოვკვდე ნერვიულობით? ახლა ხედავ რატომ არ მინდა თქვენი ჩხუბი?- კითხვას კითხვაზე ვუსვამდი და თან მკერდზე ხელებს ვუტყავდი, ხმას არ იღებდა და უფრო მახელებდა მისი საქციელი. -გთხოვ გააუქმე არ იჩხუბო.- ჩხუბიდან მუდარეაზე გადავედი -უკან დასახევი გზა არ არის თინი, გთხოვ დახურე ეს თემა.- აზრი არ ქონდა მისთვის თხოვნას, გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი -თუ არ გააუქმებ მე დამივიწყე. იცოდე მე არ ვარსებობ შენთვის.- ხმა არ გაუცია, მხოლოდ თავი ჩახარა, ამით დამიდასტურა რომ არ გააუქმებდა. რამდენიმე წუთი ცრემლიანი თვალებით ვუყურებდი არ შემოუხედავს. სათქმელი აღარაფერი მქონდა. შევბრუნდი და სახლში წავედი. გზაში თამთა დამეწია -გთხოვ თამთა საუბარი არ მინდა. არავის დანახვა არ მინდა ცოტა ხნით.- აღარაფერი უთქვამს. ტაქსი გავაჩერე და სახლში ავედი. ერთიანად გაყინული შევედი აბაზანაში და დუშის ქვეშ აკანკალებული დავდექი. სამსახურიდან უნიფორმით წამოვედი შუა ზამთარში. ჩემი ყველა ნივთი იქ დავტოვე. არაფერზე ფიქრი არ მინდოდა, ვიცოდი ეს ბრძოლა კარგად არ დამთავრდებოდა გული ცუდს მიგრძნობდა. აკაკი კი მაინც არ აპირებდა უკან დახევას. ფიქრებიდან კარზე ბრახუნმა გამომიყვანა, კარი გავაღე და თამთა დამხვდა გაფართოებული თვალებით მიყურებდა -რა მოხდა? მშვიდობაა.- მოსალოდნელი ცუდი ამბის გასაგონად მოვემზადე -დამპირდი რომ არ ინერვიულებ.- ტუჩები სატირლად დაებრიცა. -რა მოხდა იტყვი?- ყველაზე უსიამოვნო შეგრძნება როცა უკვე პასუხი იცი მაგრამ არაფერი შეგიძლია, როცა იცი რომ ვეღარაფრს შეცვლი და ყველაფერი დამთავრდა -აკაკი საავადმყოფოშია.- თქვა თუ არა მუხლებში ძალა გამომეცალა და გონება დავკარგე. არ მხსოვს რამდენ ხანს ვიყავი გათიშული, ან რა მდომარეობაში ვიყავი გონს მძაფრმა სუნმა მომიყვანა. თვალები ერთიანად დავაჭყიტე, ლოგინიდან წამოვხტუ უსაზღვროდ დიდი ენრგიას ვგრძნობდი, ყველა გაოცებული მიყურებდა ხმას ვერ იღებდნენ, რაც ხელში მომხვდა უცბად მოვიცვი და თამთას მასთნ წაყვანა ვთხოვე. საავადმყოფოს ეზოში უამრავი ხალხი იყო. მთელი ორგანიზაციის ბავშვები, მოთამაშეები ხალხში ბესოს დავუწყე ძებნა ვერასდ რომ ვერ ვნახე საავადმყოფოში შევედი. მიმღებში ვიკითხე სად იყო აკაკი და მითხრეს რომ საოპერაციოში იყო ჯერ კიდევ. მალევე შევმხვდენ მისი მშობლები ორივე წაშლილი სახე ჰქონდა. იმ წამს ყველაზ დიდ დამნაშავედ მიმაჩნდა ჩემი თავი მე რომ არ დამეტოვებინა არაფერი მოხდებოდა. მე რომ იქ ვყოფილიყავი აკაკი არ იჩხუბებდა. ბესოც არსად ჩანდა. ცოტა სული რომ მოვითქვი ჩემს გვერდით ატუზულ თამთას გავხედე -მომიყევი რა მოხდა.- ძალიან დაბალი ხმით ვთქვი რომ არავის გაეგო -შენი წასვლის მერე, აკაკი ბესოსთან შევიდა ბრძოლის გაუქმებაზე. ანრიც იქ იყო გაიგო თუ არა ირონიული საუბარი დაუწყო, მისი წყობიდან გამოყვანა სურდა, ბესო ეცადა გაჩერებას, მაგრამ აკაკიმ თავი ვერ შეიკავა ანრიმ კი დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, არ ვიცით საიდან გაჩნდა დანა. იქ არსად ყოფილა ალბათ თვითონ ჰქონდა მოტანილი.- დაასრულა თუ არა ისევ ცრემლები წმაოუვიდა. მე უბრალოდ გაქვვებული ვიყავი ვერ ვტიროდი არ შემეძლო. დედამისთან საუბარი როგორღაც გავბედე და მივედი -როგორ არის? ექიმი არ გამოსულა?-მის ფეხებთან ჩავიმუხლე და ხელები ზედ დავაწყე. თავი არ აუწევია მხოლოდ უარყოფის ნიშნად გააქნია. თავი მუხლებზე ჩამოვადე და ვიგრძენი როგორ წამომივიდა ცხელი სითხე თვალებიდან. -არ დამთავრდა, არ მოგვეშვა ეგ ავადმყოფი ოჯახი, არ დასრულდა ეს ჯოჯოხეთი.- შუმად ბუტბუტი დაიწყო, მივხვდი წარსულს იხსენებდა. თავი წამოვწიე და მოვეხვიე, ვცდილობდი დამეწყნარებინა. საოპერაციოდან ექიმი გამოვიდა, მის წინ ავისვეტე და თვალებში მივაშტერდი. ერთი ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო -ახლა ყველაფერი სტაბილურადაა და მის ორგანიზმზე ვართ დამოკიდებული. სამი საკმაოდ ღრმა ჭრილობა ჰქონდა, ელენთა ძალიან არის დაზიანებული. ჩვენ ჩვენი გასაკეთებლი გავაკეთეთ. ჯერ-ჯერობით რეანიმაციაში იქნება. გამოჯანმრთელებას ვუსვურვებ ახლა კი დაგტოვებთ.- ხმა ვერავინ ამოვიღეთ, ვისხედით და ერთმანეთს წაშლილი სახეებით ვუყურებდით. ყველა ჩვენს ფიქრებში ვიყავით და ყველა აკაკისთან. საავადმყოფოში მთელი ღამით დავრჩი ვერავინ გადამაფიქრებინებდა იქიდან წასვლა. ნერვიულობისგან ტუჩები დავიჭამე, აქეთ-იქით დავდიოდი დერეფანში და თავისით წამოსულ ცრემლებს ვერ ვიჩერებდი. მხოლოდ ის ვიცოდი რომ მე ვიყავი დამნაშავე მე არ უნდა დამეტოვებინა არ უნდა მიმეცა საშუალება რამე მოემოქმედებინა. *** გამთენიისას ბესო მოვიდა უძილო და გადაღლილი სახე ჰქონდა მასაც. გვერდით მომიჯდა და თავი ხელებში ჩარგო. არაფრის თქმის თავი არ მქონდა მერე ისევ თვითონ დაიწყო მოყოლა -დაიჭირეს ანრი, განძრახ მკვლელობის მუხლით. მთელი ღამე იქ ვიყავი დაკითხვაზე. ალბათ ყველას სათითაოდ დაგვიბარებენ. არ უნდა წასულიყავი თინი შენ შეგეძლო მისი გაჩერება.- ისედაც ვიცოდი რომ ჩემი ბრალი იყო მაგრამ ამ სიტყვებმა მომკლა, პირველად ამ დროის განმავლობაში ხმით ავტირდი. თამთა დამშვიდებას ცდილობდა მაგრამ ვერ ახერხებდა. დღეები დღეებს მისდევდა. აკაკი პალატაში გადმოიყვანეს და ნახვის უფლებაც გვქონდა. მთელი სულით და გულით მინდოდა მენახა მაგრამ მის თვალებში ჩახედვას ვერ ვბედავდი. ერთ დღესაც როდსაც ძალა მოვიკრიბე და მივედი პალატასთან დედამისი დამხვდა, ჩვეულად მივესალმე და მოვიკითხე. ძალიან ცივად და მოკლედ მიპასუხა, დავიბენი მაგრამ ვერაფერი ვთქვი -შეიძლება აკაკი ვნახო? -არ შეიძლება, კიდევ რა შეგიძლია რომ დამართო ჩემ შვილს?- ცივი წლის გადასხმასავით იყო მისი სიტყვები -მე... მე უბრალოდ.- საცოდავად დავიწყე ლუღლუღი -გთხოვ ჩემ შვილს თავი დაანებო.- ცოტახანს ჩუმად ვიდექი არაფერი მითქვამს თითქოს არჩევანს ვაკეთებდი ცუდსა და უარეს შორის. წავსულიყავი თუ მაინც მენახა აკაკი. ერთი ღრმად ჩავისუნთე და ისე დედამისთან მივედი -ახლა მე რომ აკაკი არ ვნახო, ვიცი რომ ძალიან დავაშავებ. ძალიან დიდ პატივს გცემთ მაგრამ უნდა ვნახო.- პასუხს არ დავლოდე ექიმი მოვნახე და მასაც ვთხოვე რომ აკაკის სანახავდ შევეშვი. პალატაში რომ შევედი თვალები დახუჭული ჰქონდა, ვიფიქრე ეძინა. ჩუმად იქვე სკამზე ჩამოვჯექი, მთელ მუცელზე საფენები ჰქონდა დახვეული. ცრემლებმა ისევ თავისით მოძებნეს გზები და მთელი სახე დმაისველდა. ხელი ფრთხილად მოვკიდე ხელზე და რამდენჯერმე ვაკოცე. ვიგრძენი როგორ მომიჭირა ხელი ხელზე -მოხვედი პრინცესა- ძალიან სუსტი ხმით მითხრა, თავი წამოვწიე და თვალებში შევხედე. როგორ მომნატრებია ეს თვალები, ეს სახე და ღიმილი. -მაპატიე აკაკი, არ უნდა წავსულიყავი ჩემი ბრალია.- ცრემლები შევიშრალე და მისი თითები ისევ ჩემსაში ავხლართე. -ნუ სულელობ შენი ბრალი არაფერია. მე მივედი ბრძლოის გასაუქმებლად -ვიცი მითხრა თამთამ. ძალიან მომენატრე, აქამდეც მინდოდა შემოსვლა მაგრამ ვერ გავბედე შემეშინდა ვიფიქრე შენც მე მადანაშაულებდი -მეც? და ვინ გადანაშაურებს?- უცებ დაეძაბა ხმა და სახე გამისწორა თვალებში ჩასახედად. ხმა ვერ ამოვიღე. როგორ მეთქვა დედაშენმაც კი აქეან წავლა მომთხოვა-მეთქი -იტყვი ახლა? -აკაკი არ გვინდა ამაზე საუბარი, მთავარია კარგად ხარ და ასეთ სისულელს აღარ გავაკეთებ. -მითხარი ვინ დაგადანაშაულა.- მიხვდი გაჯიუტებას აზრი არ ჰქონდა -ბესომ და დედაშენმაც მთხოვა აქედან წასვლა.- იმდენად ჩუმად ვთქვი, მეც ძლივს გავიგე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.