შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

GAMA- ბრძოლა შიშველი ხელებით. 12


28-08-2023, 21:50
ავტორი მირცა
ნანახია 1 300

ამ ორი ადამიანის ხსენებაზე დაიძაბა და ბრაზისგან სუნთქვა გაუძნელდე. ხელები ისე ხელზე მოვხვიე და თითებით მოვეფერე დასაწყნრელად
-აკაკი გთხოვ არ გაბრაზდე. ხომ ხედავ აქ ვარ მაინც.- დამშვიდება ვცადე, სავარძელიდან წამოვიწიე ჩასახუტებლად, მაგრამ მელევე უკან დავბრუნდი არ მინდოდა რამე მეტკინა
-სად არის დედაჩემი?- ნამდვილად გავგიჟდებოდი ახლა დედამისისთვის რამე რომ ეთქვა
-ახლა არ ვიცი.- თავის მოკატუნება ვცადე
-თინი ნუ მატყუებ. ვიცი თავს არიდებ დედაჩემთან ჩემ კამათს მაგრამ ეს ასე არ უნდა იყოს დამნაშავედ არ უნდა გთვლიდეს. ყველაფერი არასწორედ გაიგო.
-ახლა არა აკაკი, არც მაგის დროა და არც შესაფერისი ადგილი. ახლა უბრალოდ შენი ჩახუტება მინდა ძალიან და არ მინდა რამე გეტკინოს.- პატარა მძიმე ბურთი ნელ-ნელა მებერებოდა ყელში და ცოტაც და ცრემლებიც დამახრჩობდა მას ამ მდგომარეობაში რომ ვხედავდი და უფრო უარესიც შეიძლება მომხდარ იყო.
-მოდი მერე.- სიცილით დამქაჩა მისკენ და თავი კისერში ჩამირგო. მეც ძალიან ფრთხილად მოვხვიე ხელები. ცოტახანი ასე ვიყავი მისი სურნელით რომ გადავივსე ფილტვები შემდეგ მისი სახეზე ფერებით ვიჯერე გული. ტუჩებზე რამდენჯერმე მოწყვეტითაც ვაკოცე რაზეც ვატყობნი ნერვები მალე უმტყუნებდა. ერთ-ერთი ასეთი კოცნისას კისერი გამიკავა
-ხომ გითხარი რომ ასე ვერ მიკმაყოფილებ იმას რაც შენგან მსურს?!- ზედ ჩემს ტუჩებზე ამოილაპარაკა და მთელი სინაზით მაკოცა. ერთმანეთის ფერება ვიღაცის კარის შემოხსნამ გაგვაწყვეტინა. დედამისი იყო
-დედა კარზე აკაკუნებენ სანამ შედიან.- მოჩვენებითი ღიმილით უთხრა აკაკაიმ
-საქმე მაქვს, თინი თუ შეიძლება დაგვტოვე.- მე შემომხედა ისევ იმ ცივი და გაყინული მზერით
-არსად არ წავა, რა საქმე გაქვს?.- წამოჯდომაში დამეხმარეო მანიშნა
-აკაკი შენ ეს გოგო გინდა მუდამ შენ სიახლოვეს იყოს.- ამდენად ცხადად არ ველოდი ჩემი მისგან ჩამოშორება ძალიან თუ უნდოდა. ერთ ადგილზე გავიყინე
-კი დედა ნამდვილად მინდა და შენ ამას პატივს სცემ.
-აკაკი...- რაღაცის თქმას აპირებდ
-რა აკაკი დედა? თქვენ საერთოდ აზროვნებთ? თინისი რა ბრალია? საერთოდ ვინ გითხრა ეს ყველაფერი? მაშინაც თინი იყო სკოლაშიც თინი იყო დედა?- ძალიან დაიძაბა და ვერაფრით მოვიფიქრე რა გამეკეთებინა რომ დამშვიდებულიყო. არც ის მინდოდა დედასთან ჩემს გამო ეჩხუბა. მარიკასიც მესმოდა ეს ქალი მე ასეთი აგრესული არ გამიცვნია. უბრალოდ ძალიან განიცდიდა აკაკის ამბავს და ყველა პოტენციური დამნაშავე ეგონა ამ ამბბავში.
-აკაკი დამშვიდდი. თუ დაფიქრდები მიხვდები რომ ის პირდაპირ კავშირშია. რატომ ჩამოხვედი გერმანიიდან გონია ვერ ვხვდები,ასე უბრალოდ შენ კარიერაზე არ იტყოდი უარს. თან სასწრაფო სამქე მოიმიზეზე და სადღაც გახვედი. გავიგონე შენი ლაპარაკი მობილურზეც რომ რაც თინის ეხებოდა არავისი არაფერს შეარჩენდი. ახლა კი ეს მოხდა და ამბობ რომ მისი ბრალი არაა?- აკაკი გაჩუმდა, თავს ძალიან უხერხულად და უმნიშვნელოდ ვგრძნობდი. თითქოს იქ რომ ვიყავი ვერ მამჩნევდნე
-დედა ის არსად არ წავა და შეეგუე მაგას. ბრალი არაფერში მიუძღვის გარდა იმისა რომ სიგიჟემდე მიყვარს და მისთვის კიდე იგივეს გავაკეთებ თუ დამჭირდება. მეტი არაფერი თქვა.- მზერა აარიდა და მე გამომხედა. ჩემს თითებს უაზროდ დავშტერებოდი. ყველაზე მეტად არ მინდოდა რომ დედასთან ეკამათა. ამასოაში ექიმიც შემოვიდა და პალატიდან გასვლა გვთხოვა, პაციენტს დასვენება სჭირდებაო. ისევ ფრთხილად მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე
-მიყვარხარ.- მიჩურჩულა და მანაც მაკოცა
-მეც.-გავუღიმე და პალატა უკან სვლით დავტოვე.
***
საავადმყოფოდან ახალ წლამდე ორი დღით ადრე გამოწერეს აკაკი. მიუხედავად მისი სუსტად ყოფნისა მაინც აიჩემა რომ ბორჯომში უნდა წავსულიყავით და იქ შევხვედროდით ახალ წელს. ჩემდა გასაოცად ლექსო და თამთა ადვილად დაიყოლია. (ესენი ოღონდ ერთად იყვნენ და ახალ წელს ალბათ ევერესტზეც შეხვდებიან)
-არა აკაკი მე არ წამოვალ, იქ რომ რამე მოგივიდეს მე რა გავაკეთო. ჭრილობები ისევ არ შეგხორცებია, სუსტად ხარ.- გავიბრძოლე ისევ და ხელები გულზე გადავიჯვარედინე
-ძალიან სასაცილოდ გამოიყურები ახლა.- როგორც ბავშვს ისე დამიწელა ლოყები
-აკაკი სერიოზულად ვამბობ.- მისი ხელები თავის ქნევით მოვიშორე
-მეც სერიოზულად ვამბოობ რომ წავალთ. ხვალ დილით შენ, ლექსო და თამთა მომაკითხავთ.
-ააწყო გეგმები. მე არსად მოვდივარ.
-კი კი მოდიხარ.- ისევ დამცინოდა. მეორე დღეს ლექსომ ტაშის კვრით გამაღვიძა, მართალია აკაკის განვუცხადე უარი, მაგრამ ყველაფერი მომზადებული მქონდა წასასვლელა. ფორთხვით წამოვდექი ლოგინიდან მოვწესრიგით და აკაკის სახლისკენ წავედით. მანქაშანში უკანა სავარძელზე მოთავსდა ჩემთან. მუხლებზე თავი დამადო და მისი ფაჩულიასავით გრძელი ფეხები მოკეცილი დაალაგა სავარძელზე. თმაზე მომეფერეო მთხოვა და თვალები მინაბა. ბორჯომამდე ისე ვიმგზავრეთ თვალები არ გაუხელია. თამთა და ლექსო როგორც ყოველთვის ჩუმად ექიშპებოდნენ ერთმანეთს, შიგადაშიგ ჩემი დათვივით ძმა ხელებზე კოცნიდა და უღიმოდა. ბოლოს თამთა გაკაპასებული მომიბრუნდა
-შენ ძმას მოვკლავ!
-გაძლებ მერე მიჯნურის გარეშე?- სიცილით დავუბრუნე კითხვა და აკაკის დავხედე ხომ არ გაეღვიძა ამაის კივილზე-მეთქი
-გავძლებ სხვას ვნახავ. ნერვებს მიშლის ისევ ჩემთვის მიყვარდეს ჯობია.- მუჯლუგუნი გაკრა და ლექსოც ახარხარდა.
-ლექსო ნუ აბრაზებ ჩემ სარძლოს.- ვითომ გავუბრაზდი
-არაფერიც არ ვარ სარძლო ამ დათვს არ გავყვები.
-არაუშავს მე ჩავსიძდები დალიმ მაინც მითხრა აქ იცხოვრეთო.-არ არიან ნორმალურები. ნელ-ნელა აკაკიც ფხიზლდებდა ვიგრძენი როგორ შემიცურა მაისურის ქვეშ თითები და ზურგზე მომეფერა. ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს
-სულ როგორ ყაყანებენ.- ღიმილით თქვა და სავარძელში გასწოდა. სულაც არ მესიამოვნა მისი ადგომა ჩემი მუხლებიდან და ახლა მე მივეწებე ზედ
-აკაკი ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ ოთახში?- ძალიან ჩუმად ვუჩურჩულე, თვითონაც იმავე ინტონაციით მიპასუხა
-ძალიან მინდა მაგრამ ბიჭები გოგოებზე ვიქნებით
-ვიღაცას ჩემი ძმის ერიდება.- წავუსისინე, დავცინე.
-მე კიდევ მეგონა შენ გითვალისწინებდი, შეგიძლია დარჩე ჩემთან თან ისე მომენატრე ისეთი გეგმები მაქვს.- პირზე ხელი ავაფარე აღარ მინდოდა გაეგრძელებინა და თვალები ვუჭყიტე
-გაჩუმდი, მე თამთასთან დავიძინებ.-აფარებულ ხელეის გულებზე მაკოცა, არ ველოდი სიამოვნებისგან გამაკანკალა.
ბორჯომის სახლმა ყველა ჩემთვის საყვარელი მოგონება ამომიტივტივა გონებაში, რამდენიმე წუთი გარინდებული ვიდექი თვალებ დახუჭული ჩემთვის მეღიმებოდა და ცივ ჰაერს ღრმად ვუშვებდი ფილტვებიში. ზურგიდან აკაკის სუმხურვალე ვიგრძენი, მუცელზე მომხვია ხელები და ნიკაპით ჩამომეყრდნო მხარზე
-აკაკი ჭრილობა გეტკინება მასე ნუ იხრები.- გვერდულად გავხედე, იმდენად ახლოს იყო ჩემ სახესთან ლოყით ლოყაზე შევეხე
-არ მაწუხებს. არ გცივა შევიდეთ.
-ცოტახანი.- თუმცა დიდი ხნით ისედაც არ დაგვაცადა თამთამ ნეტარება
-ეეი გვრიტებო ჩვენ მუშებად წამოგვიყვანეთ.- ორივეს სიცილი აგვიტყდა თამთას საყვედურზე
-მე ცუდად ვარ ვერ დაგეხმარებით. აგერ ჩემი დედაკაცი დაგეხმარებათ.- ისეთი სახით გავხედე აკაკის "ახლა მე დაგიმატებ ჭრილობებს მეთქი" ამოიკითხა მზერაში. ნამდვილად დიდი წინსვლა იყო მისი ნათქვამი "პრინცესადან" "დედაკაცამდე". ბუზღუნა ცოლივით მომხვდა გულზე.
საღამოს ოთახებში გავნაწილდით. მგზავრობამ ყველაზე იმოქმედა, აკაკიც ჯერ ისევ სუსტად იყო. საწოლში ახალი შემძვრალი ვიყავი თამთას ხმადაბლა რაღაცას ვუყვებოდი და ვიცინოდით კარზე ფრთხილი კაკუნი რომ მომესმა
-ლექსო შენ ხარ?-თამთამ გასძახა და კარისკენ წავიდა გასაღებად, თუმცა ხელში აკაკი შერჩა
-მოკლედ მე და ლექსომ ვიფიქრეთ ჯერ თუ არ დაგიძინიათ და ნებას დაგვრთავთ რამე ვითამაშოთ
-მმ...-ტუჩებთან მიიტანა თამთამ თითი და მიირტყა რამდენჯერმე
-მაგალითად რა?
-მაგალითად სკოლობანა.- დასცინა ლექსომ. ეს როდისღა შემოძვრა ოთახში
-კი მე მასწავლებელი ვიქნები და დაგსჯი თავხედობისთვის.- გაკაპასდა აქეთ ეს
-მმ... თქვენნაირი პედაგოგ-მანდილოსანი თუ დამსჯის მთელი დღე თანახმა ვარ.
ბოლოს გადავწყვიტეთ ჯოკერი გვეთამაშა წყვილში თუ თამთა და ლექსო წააგებდნენ მე ლექსოს და აკაკი თამთას გავუკეთებდით მაკიაჟს და თუ პირიქით თამთა აკაკის და მე ლექსო. შემდეგ ამ შედევრებს ჩვენს სოციალურ ქსელებში განვათავსებდით ზუსტად ახალი წლის ღამეს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent