შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფორთოხლის ბაღი(2 თავი)


2-09-2023, 11:17
ავტორი ავრორა
ნანახია 850

***
ტასოს თავის შესაძლებლობებში ეჭვი ნამდვილად არ ეპარებოდა , არც უცოდველი ტყუილების მოფიქრება უნდა გაჭირვებოდა წესით , თუმცა მაინც ფარდების მაღაზიაში ჩამწკრივებულ ფარდებს შორის დადიოდა და თან მაკოს შემოთავაზებულ ნებისმიერი ნაჭერის ფარდას იწონებდა.
,,მუქი უფრო უნდა მოუხდეს."
,,მეც რაღაც შინდისფერს ან ყავისფერ ტონალობებში ვეძებ, აბა ფორთოხლისფერი არ მოუხდება შპალერს, ".
,,ხოო , მასე იქნება კი არადა ხო არ მოუხდება, ამის თქმა მინდოდა."
"ერთი ვნახო რა ზომებია საჭირო,მანამდე შენც შეათვალიერე."
სადღაც 15 წუთში , რომელიც კიდეც უფრო გაიწელა ტასოსთვის რადგან დაიღალა ფარდების და კონსულტანტების ყურებით როგორც იქნა მაკომ აარჩია სასურველი ფარდები , და ტასოც რაც შეიძლება ჩქარა მიემართებოდა გასასვლელისკენ კიდევ რომ არ გადაეფიქრა.
-თუ სახის გამომეტყველებიდან ვიმსჯელებთ მთლად სასურველი ფარდებიც არ არის -ეს მხოლოდ მას შემდეგ თქვა რაც თავი მანქანაში უსაფრთხოდ დაგულა და დარწმუნდა მაკო არ გაიქცეოდა შესაცვლელად.
-რაც არის არი...აი ქალი დავბერდი და ჩამოუყალიბებლობა ვერ მოვიშორე.მინდა ეს მაგრამ მომწონს ის , მჭირდება ეს მაგრამ ის უფრო ლამაზია და ესე ...
-ტანსაცმლის შოპინგის მაგივრად ფარდებს ვარჩევ მაღაზიებში ,მემგონი მე უფრო დავბერდი...
-რა დროს შენი და ვივის დაბერებაა გოგო ,ეხლა იწყებთ თქვენ ცხოვრებას...
- მე ჯერ აშკარად არ დამიწყია ...
-შენ ამ ბოლო დროს ძალიან უცნაური ხარ და რა ხდება?რას ჩამოვრჩი?
-არაფერი ისეთი ,რაო რას ამბობდი ფარდებზე?-უთხრა და შუქნიშანთან გაჩერდა.
-მეც ვიკითხავ ხოლმე რა , ბოლოს შენ და ვივიმ თქვენი ამბავი რომ მომიყევით მეშვიდე თუ მერვე კლასში იყავით.არადა რა რჩევებს ვიძლევი... ხო ფარდებზე რას ვამბობდი ის მუქი მწვანეც კი კარგი იყო არა?
-ხო იყო რაა ...
-ეხლა მაგაზე გამახსენდა, ბავშვობაში შენ და ვივი მწვანეს ,,მკვახე ვაშლის ფერს "ეძახდით და "ფორთოხლის ფერი "ხო ეხლაც ესე შეგრჩათ. ზოგი ნარინჯისფერს ეძახდა ,ერთი ორი სტაფილოსფერს და თქვენ უსწორებდით ეს ფორთოხლის ფერიაო.
-მახსოვს კიიი...ბავშვობიდანვე ისე მიყვარდა ფორთოხალი ,
-ვივი სულ ძალით ჭამდა შენ გამო , არ უყვარდა მაგრამ მარტო ხო არ დაგტოვებდა....-სიცილით გაახსენდა.
რამდენჯერაც შენ და ვივი რაიმეზე წაკინკლავდებოდით სულ იმას გაიძახოდა გაბუტული ,,მე რომ მის გამო ფორთოხლებს ვჭამო"
- მაშინ პატარები ვიყავით ,
-უჰ კი ,სადღაც 6 წლის
-მერე დაჩიც ჩამოვიდა საქართველოში ,
"დემეც უფრო ხშირად გამოჩნდა მის ცხოვრებაში და სულ , თითოეულ მისვლაზე ფორთოხლებით მოდიოდა ხოლმე "(ეს ბოლო ნაწილი ნამდვილად აღარ უთქვამს ხმამაღლა)
-არადა რა პატარა იყო იმისთვის რომ ამერიკის რომელიღაც სკოლაში ესწავლა დაჩის ,კიდეკაი მალევე ჩამოვიდა , ჩემმა ქმარმა მითხრა , ნამდვილად ცოდო იყო 9 წლის ბავშვი იქ მხოლოდ "ძიძის "თუ ვიღაცა ზედამხედველის იმედზე ,
მაშინ ჩვენც საზღვრებს გარეთ ვიყავით ,ჩემს ქმარს რაღაც პრობლემები ქონდა ბიზნესში.
-ვაიმე ეგენი მახსოვს ,ბოლოს ისე აეწყო საქმე , ისეთ დროს ჩამოხვედით რო დაჩი და ვივი ერთმანეთს რომ გავაცანი უკვე 14 წლისები ვიყავით...
- ხო მაგ დროს დავბრუნდით.ჩემთან დამტოვე თუ არ შეწუხდები,მაინც აქვეა უკვე ...
- აი მაკო , მე მაგალითად რაღაც შეცდომა თუ დავუშვი ...
-ხო ,მერე -შეამჩნია რომ გაგრძელებას აღარ აპირებდა ტასო.
-არა კი არ დავუშვი,ესე შეცდომადაც ვერ ვიტყვი მარა ვთქვათ იყო რაღაც შეცდომის მსგავსი და ეხლა რო მახსენდება ვნანობ,
-მოდი მომიყევი და უფრო გავარკვიოთ შეცდომა თუ არა ,მაგრამ თუ ნანობ უკვე კარგია...
-თუ გვიანია სინანული ?აი ჩვენ ხო სულ ვამბობთ არასდროსაა გვიანი მაგრამ ხო შეიძლება იყოს ,მე ხო მაგალითად ვერც დავიბრუნებ იმ რაღაცას , არადა შეიძლება არც მინდოდა მომხდარიყო...
-იცი ტასუნა ,საერთოდ ვერ ვხვდები რაზე საუბრობ , რაღაც კი გაწვალებს აშკარად ...
-ისეთი არაფერი ,მოვედით უკვე, ... შემდეგში შემოვალ -პასუხი იქამდე გასცა სანამ პირს გააღებდა და შეიპატიჟებდა - მერე გამოგივლით ისევ,თან აფთიაქშიც უნდა შევიარო.

***
ბარში შევედი თუ არა ვიცოდი რომ იქვე სადღაც იჯდა, ჯერ ერთი იმიტომ რომ მისი სუნამოს სურნელი იდგა და გასაკვირი ის უფრო იქნებოდა რომ ვერ მეცნო ბოლოს და ბოლოს რაც მას ვიცნობ იმ დროიდან სუნამოს ისხამს.და მეორე მისი სიცილი გავიგე ...აი ისეთი ერთ ადგილას რო გაგაჩერებს,მე უფორ იმიტომ გავჩერდი რომ მივხვდი ჩემ თანდასწრებით ასე არასდროს არ გაუცინია ,ანუ მე არასდროს დამიმსახურებია ეს სიცილი.
ძალიან კარგი ,მაინცდამაინც ამან უნდა უყუროს როგორ დასრულდება კრახით ჩემი რიგით მერაღაცე პაემანი და როგორ ვეცდები სამსახურის შემდეგ დაღლილს არ ჩამომეძინოს მოსმენისას. საერთოს რატომ დავთანხმდი ამ პაემანს,მითუმეტეს უცნობთან? იმიტომ რომ ვერ ვიტან როცა უარს ვამბობ რაიმეზე . არა მთლად ესე არა, მაგრამ აი ჩემმა თანამშრომელმა ძალიან რომ მთხოვა თავის შორეულ ბიძაშვილს თუ ვიღაცა ესეთს შევხვედროდი და რომ ვერც დავასაბუთე ამით რა დაშავდებოდა ,აი ამიტომ ვარ ეხლა აქ. პირდაპირ ბარისკენ მივდივარ , როცა მოვა მომწერს , მანამდე ჩემ ტვინს ნამდვილად სჭირდება რაიმე სახის სასმელი გარდა წყლისა.ბარმენს მოხიტოს ვუკვეთავ, საათს დავხედე ჯერ მხოლოდ ცხრის 28 წუთია , რომელზე უნდა მოსულიყო არც მახსოვს და შემოწმება მეზარება კიდეც , მეორე ჭიქა მოხიტოს შემდეგ არც ვდარდობ საერთოდ მოვა თუ არა, აი მესამეს რომ ვსვამდი და საათს დავხედე თერთმეტს აკლდა ზუსტად სამი წუთი. უკვე ვამოწმებ არშემდგარი პაემნის დროს და სიცილს ძლივს ვიკავებ თურმე მაქსიმუმ ცხრის ნახევრისთვის აქ იქნებოდა, ტელეფონს ბართან ვაგდებ და ტვინში მარტყამს აზრი რო პაემანზე მიმაგდეს , არა კი არ მიმაგდეს ვიღაც ჩემთან დანიშნულ პაემანზე
არ მოვიდა , კი ვთქვი მეორე ჭიქის დროს საერთოდ არ მადარდებს მოვა თუ არა თქო მაგრამ მთლად ესეთ საქციელსაც რომელი გოგო აიტანს ?
უკნიდან ჩახველების ხმაზე ვტრიალდები , უპს ,სულ დამავიწყდა რო დაჩიც სადღაც აქვე შორი ახლოს იყო.ცინიზმით სავსე მზერით მიყურებს, უი მე კი არა ჩემს სასმელს უყურებს.
-ზედმეტად ბანალურია ეგ სასმელი , აი ნებისმიერი გოგო რო შეუკვეთავს ისეთი...- ისე იწყებს საუბარს თითქოს არ კი არ იწყებს თითქოს საუბარს აგრძელებს არადა ახლახანს მოვიდა.
-არაბანალური რომელია?-ვეკითხები თუმცა იმის მისანიჭებლად რომ პასუხი დიდად
არ მაინტერესებს ისევ ჩემი კოქტეილიდან ვსვამ.
-შენთვის?
-ვერ გავიგე?!
-ზოგადად ნებისმიერი სახის ალკოჰოლური საშუალება თრგუნავს აზროვნების უბანს ,ამიტომ არც არის გასაკვირი რომ ვერ გაიგე.- ირონიულად მიყურებს ამჯერად თვალებში.
- და აი მეგობრებო კიდევ ერთი ფაქტი დაჩი დადვანის შესახებ მას არ უყვარს როცა ალკოჰოლური სასმელები ჩვენს ტვინზე მოქმედებს -სიცილით და ნორმაზე უფრო მაღალი ტონით ვამბობ ,რის გამოც რამდენიმე ბართან მჯდომი წყვილი ტრიალდება.- ცოტა სექსიტურია...
- მაგ სიტყვის განმარტება თუ იცოდე -თვალებს ატრიალებს თითქოს უკვე მობეზრდა ჩემი ატანა-სადმე ვახსენე რო ქალებზე მოქმედებს მხოლოდ ?
-ოუუ დაჩი ,ფემინისტი ხარ ?ძლივს რაღაც საერთო ....
ჩემს კომენტარს აშკარად აიგნორებს და გარშემო იხედება სანამ ისევ თვალს გამისწორებს
- შენ მკითხე არაბანალური რომელიაო ,მე გითხარი შენთვისთქო?ანუ ვგულისხმობ გინდა გითხრა შენთვის რომელი იქნებოდა არაბანალური თქო?-
ცოტახანი საერთოდ ვერ ვიაზრებ რას გულისხმობს ამჯერად ,მაგრამ მალევე ვეკუთხები -და რა იქნებოდა ჩემთვის არაბანალური?-კითხვას ვამთავრებ თუ არა უკვე ვიცი ,მის თვალებში ვხედავ რომ ამ შეკითხვაზე ისეთ პასუხს გამცემს რაც უკვე არ მომეწონება.
- შენ ისედაც ბანალური პიროვნება ხარ ...- ცოტახნის შემდეგ ამატებს-ძირითადად....
ტვინში სისხლი ნამდვილად არ მასხამს ამ კომენტარზე მაგრამ ამან რა იცის მე ბანალური ვარ თუ გასაგიჟებელი.
-აშკარად გელოდებიან დაჩი ,ასე რომ ...-ხელით ვანიშნებ რომ შეუძლია დამტოვოს,ისე რომ აზრზე არ ვარ მართლა ელოდებიან თუ არა.
-კი მე მელოდებიან-ამბობს და ტუჩის კუთხეს ტეხავს ,ზუსტად ვხვდები რას მეუმბებიან მისი თვალები ,ისე რომ თავად არ გააჟღეროს ,,მე მელოდებიან შენ კი აქეთ ელოდები , უკვე რამდენი ხანია."
ამაზე რა უნდა ვუთხრა არ ვიცი თმა ისე რომ თავის მართლება არ გამომივიდეს ამიტომ ვჩუმდები,თითქოს მისი არნათქვამ ფრაზას ვერც მივხვდი.
-ვინ დაკარგა საათი?-მეკითხება მოულოდნელად
-ბოდიში?- გაოცებას ვერ ვმალავ ამ შეკითზვაზე
-თუ გაითვალისწინებთ რომ ცხრის ნახევრიდან ვიღაცას ელოდები და უკვე თორმეტი დაიწყო ,აშკარად ვიღაცამ საათი დაკარგა და არ იცის ახლა რომ ამ დროს მას ელოდები ან შენ არ იცი საათის ცნობა...-ისევ ეს იდიოტური ღიმილი,მაგრამ ამჯერად ღიმილისას ლოყაზე ღრმული უჩნდება.
-მოდი ისიც გავითვალისწინოთ რომ არც შენი საქმე არ არის დაჩი ...-
მაგრამ ნერვები მართლა საშინლად მეშლება ,უბრალოდ ვერ ვხვდები რომელზე უფრო ჩემს წინ მდგომ დაჩიზე თუ ვიღაც არ გაცნობილ მეწყვილეზე ,მოსვლა რომ არ იკადრა.
-მოდი შენი რეაქციაც გავითვალისწინოთ და მეტად საინტერესოა ვინ დაგტოვა მარტო მაშინ როცა მისი ნახვა გინდოდა და გჭირდებოდა?ისე მთლად ის ვიღაცაც არ გამტყუნდება , შენნაირი...-აშკარად მეტი დრამატიზება შეაქვს ტონში.
-შენგან განსხვავებით საკუთარმა მამამ მაინც არ დამტოვა....
,,ჯანდაბა, ჯანდაბა ,რატო არ მოკეტე "
,,ეხლავე ამოიძრე ეგ საზიზღარი ენა"
"ღმერთო გახსენი მიწა,ჩამოვდივარ "
ფიქრები ერთმანეთს ცვლის, თუმცა ჩემი ნათქვამი ფრაზის შემდეგ ჰაერში არსებული დაძაბულობა იგივეა ,რადგან ვერ ვცვლი უკვე ნათქვამს, ვხედავ როგორ უელავს დაჩის თვალები და ვხედავ როგორ ეჭიმება მთელი სხეული, ყველაზე იდიოტური აზრი რაც მომდის ის არის რომ ალბათ ბიჭი რო ვიყო დამარტყმდა , მინდა შეცვალო
-დაჩი ...-იმაზე ჩუმად ვამბობ ვიდრე
ნებისმიერი წინა სხვა ფრაზა ითქვა ჩვენს შორის.
გაგრძელებას არც ელოდება უკან ტრიალდება ,გზიდან ვიღაცას უხეშად იშორებს ხელით და ბარიდან გადის...არა,უფრო მოზომილი ნაბიჯებით გარბის....
თვალებს ვხუჭავ
,,ზოგადად ნებისმიერი სახის ალკოჰოლური საშუალება თრგუნავს აზროვნების უბანს ,ამიტომ "
და მგონი ამ საკითხში მართლაც ვეთანხმები.
ამ მდგომარეობაშივე ვიაზრებ რომ დაჩი ჩემში მარტივი და უცნაური სიტყვებით რომ ვთქვათ ,,გადარჩენის გულისთვის კბენის "გრძნობას აღვიძებს,ანუ იმდენად არ მინდა მისმა სიტყვებმა ,ფრაზებმა გული მატკინოს ვდგები და როცა ის" მიყეფს" მე ,,ვკბენავ"ვიდრე ის მივა უფრო ახლოს და ნამდვილად "მიკბენს".

***
იმავე ღამით ეზოში შესვლისთანავე დალანდა თუ არა ნაცნობი მანქანის ნომერი ტასო დადვანი მიხვდა დაჩისთან მისი "ძმადნაფიცი" დემეტრე აბულაძე იმყოფებოდა. ოღონდ ეხლა ვერ გაეგო უნდოდა დემეტრეს ოთახში ყოფილიყვნენ და ვერც შეამჩნიათ ერთმანეთი თუ მნიშვნელობა არ ქონდა სად იქნებოდნენ ბიჭები ,თან აფთიაქში ნაყიდი შეფუთვას მჭიდროდ მოუჭირა ხელი...
გასაღები გადაატრიალა და შევიდა თუ არა ,ხმები ისე ნათლად ესმოდა ,უკვე იცოდა მისაღებ ოთახში ისხდნენ და რაღაცაზე იცინოდნენ , სანამ მოიფიქრებდა რა უნდა ეთქვა დაჩიმ შეამჩნია კიდეც მისი შესვლა.
-ძმის გულოო ,- გაუღიმა ,(დაჩი ყოველთვის ასე ეძახდა ძმის ანუ ჩემი გული ხარო) თან თვალით ანიშნა ,,დემე ჩამოვიდაო", ახლა წესით ტასოს ისე უნდა გახარებოდა რომ ყელზე ჩამოკიდებოდა დემეტრეს და ეთქვა "მოგვენატრე და აღარ წახვიდეო", ზოგადად ამას დემეც მიჩვეული იყო რადგან ტასუნა თთქმის სულ მრავლობითში საუბრობდა როცა დემეს მიმართავდა ,და თავის თავს და დაჩის გულისხმობდა აი მაგალითად ,,დემე რატომ მოგვანატრე თავი " ,,დემე მოგვიყევი რა ხდება შენსკენ, "
"როგორ არიან შენი "ნაშები",აი დაჩუნასი კარგად " და ესე...
უბრალოდ ამჯერად ტასო გრძნობდა გინდ ეთქვა "მოგვენატრე ,აღარ წახვიდეო "თავის ტონი მაინც გაყიდდათ ძმასთან , და ტასომ ზუსტად იცოდა რომ ერთადერთი საიდუმლო რაც დემეს და დაჩის შორის არსებობდა ეს დემეს გრძნობები იყო.ამიტომ ჩვეულებრივი გზით წავიდა
-გვიხარია შენი ჩამოსვლა დემეტრე ,ბოდიში დაღლილი ვარ ძალიან , ჩემს ოთახში ვიქნები...-ამ დროის განმავლობაში ძირითადად დაჩის უყურებდა რომელიც ფლეისთეიშენს აწვალებდა ,აკვირდებოდა ,მხოლოდ ერთხელ გაიხედა დემესკენ და ბიჭი უკვე უყურებდა.
-ჩემს ოთახში ვიქნები-გაიმეორა კიდევ ერთხელ უფრო თავისთვის რადგან ბიჭებმა აშკარად პირველ თქმაზეც გაიგეს. ოთახში შესული დიდი ხანი ათვალიერებდა თავის ანარეკლს სარკეში , იცოდა რომ ამაზე მნიშნელოვანი რამ უნდა გაეკეთებინა ,საწოლზე დაგდებული
პარკი გახსნა და სააბაზანოში შეიკეტა.
არის მომენტი როცა იცი რომ ის რაღაც თუ მოხდება მთელ შენს ცხოვრებას შეცვლის , იცი და როცა უკვე ფაქტის წინაშე დგები მორჩა.უბრალოდ იაზრებ რომ მორჩა და უკვე მოხდა , ზუსტად ეს ფრაზა უტრიალებდა უკვე საწოლზე მწოლიარეს როცა რემარკის "ტრიუმფალური თაღი" გადაშლილი ედო მუხლებზე.
,,უკვე მოხდა და მორჩა , უკვე მოხდა ...უკვე მოხდა ...უკვე მოხდა ,შენ შეცდომა ჩაიდინე ...მოხდა... მაგრამ ეს შეცდომა უკვე მოხდა ,მოკეტე ტვინო.
.ხო მაგრამ უკვე ხო მოხდა..."
ვიღაც აკაკუნებდა ,ესმოდა თუმცა არ უნდოდა პასუხის გაცემა იქნებ გაბრუნებულიყო კიდეც....
-ტაისა შეიძლება ?
წიგნიდან აიხედა თუმცა უკვე იცოდა ნაცნობ ფიგურას რომ დაინახავდა.
მეორე წუთს დემეტრე უკვე მის საწოლზე იჯდა ოღონდ არც ისე ახლოს.
-ცუდად ხარ?არა წეღანაც მოწყენილი იყავი მაგრამ ეხლა უფრო მეტად თითქოს, რამე გტკივა?
-არა.არაფერი.წიგნს ვკითხულობ.
-წიგნი ჩამოგიტანე...
ეს ფრაზა გაიგო თუ არა სიცილი აუტყდა ,უბრალოდ ვერ ჩერდებოდა .
- ეხლა არ მითხრა რო ექვსი თვე ამ წიგნს არჩევდი საფრანგეთში თუ სადაც იყავი.
-გცოდნია სადაც ვყოფილვარ.და არა წიგნს არ ვარჩევდი ტაისა , მაგის გამო არ წავსულვარ ტასო .-თითქოს ძალით იმეორებდა მის სახელს -ვიცოდი რო დრო გჭირდებოდა , რომ დარჩენილიყავი მე და დაჩი ერთმანეთისგან შორს ვერ ვიქნებოდით და მაინც მოგიწევდა შეხვედრა.
-და 6 თვეში აქ რა ხდებოდა ან რას ვაკეთებდი იცი?
-მომიყევი.
-რა მოგიტყვე?
-რაც ხდებოდა , შენ რაც გინდა რომ ვიცოდე.
-აი ეხლა ავდგე და მოგიყვე?
-არა , როცა შენ მოგინდება მაშინ...
- რა წიგნია?
-ეს პასუხია რომ მოყოლა არ გინდა ტაისა?
-რა წიგნია?-შეკითხვა გაიმეორა.
-და რომელ წიგნს კითხულობ?
-რემარკის ,,ტრიუმფალური თაღი"
- ვიცი , მეც ეგ ჩამოგიტანე ....
-ფრანგული არ ვიცი- ახლა ყველაფერზე ფიქრობდა ამის გარდა მაგრამ მაინც ეს თქვა.
-ვიცი რო ისწავლი.
-რა მარტივია შენ იცი , შენ იცი ჩემზე ის რაც ჯერ მე არ ვიცი არა ძამიკო ?!
- ტასო ...-ღრმად ჩაისუნთქა,თმები ხელით აირია - მე დაჩი არ ვარ , მე შენი ძმა არ ვარ.
-რამდენიმე წლის წინ პრობლემა არ გქონია ამ
-არ მახსენდება ოდესმე შენ ასე ხშირად დაგეძახოს ძამიკო , შენში და-ძმურმა გრძნობებმა ჩემს მიმართ მას მერე გაიღვიძა რაც მე გითხარი
-მე შენ ყოველთვის ისე გიყურებდი როგორც ძმას!
-ხოდა მე დაჩი არ ვარ ...-უკვე საკმაოდ ხმამაღლა ყვიროდა დემეტრე .
-შენ მე ისე მიყურებდი როგორც, არ ვიცი ,არასდროს არ შემხებიხარ...
რატომ,,ტრიუმფალური თაღი"?-პასუხი ისედაც იცოდა.
დემეტრე უკვე მშვიდად იჯდა საწოლის კუთხეში, ცისფერი თვალები წამით დახუჭა
-იმიტომ რომ პირველად ერთად წავიკითხეთ...
-მახსოვს .-არ იცოდა ეს რატომ თქვა.
მაგრამ ბიჭს გაეღიმა და კვლავ თვალებდახუჭულმა უპასუხა
-ვიცი რომ გახსოვს...-როცა თვალები გაახილე ,თვალებში თითქოს ცისფერი ტალღები დამშვიდებული უყო და აღარ ღელავდა ზღვა...-იღებ წიგნს თუ მივდივარ ვაძლევ დაჩის და ვეუბნები რომ შენ მოგცეს.
- "ტრიუმფალური თაღი" ტრიუმფალური თაღის ქვეყნიდან.



№1 სტუმარი hei

აი, ძანნ მაგარია.
ველოდები შემდეგ თავს❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Marie

ძალიან მომწონს ძალიან საყვარელი ისტორიაა❤️ მაინტერესებს როგორ განვითარდება სიუჟეტი წარმატებები და იმედია შემდეგს მალე დადებ❤️

 


№3  offline წევრი OKI ME

საინტერესო ჩანს. ან რა ჩაიდინა ასეთი ტაისიამ რომ ასე ღელავს? მოკლედ ინტრიგა დატოვე და წახვედი :დდ იმედია ახალ თავს უახლოეს პერიოდში დადებ ❤️ წარმატებებიი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent