შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფორთოხლის ბაღი (3 თავი)


6-09-2023, 01:13
ავტორი ავრორა
ნანახია 792

***
"შოკი რომ გავამრავლოთ გაოცებაზე და ამას პლუს დამატებული სამჯერ განცვიფრება" აიი ზუსტად ასეთი განტოლება შეიძლება შედგეს ორშაბათ დილით ტასოს მოწერილი ესემესი რომ ვნახე , (მათემატიკაში ყოველთვის სუსტი ვიყავი და ამიტომ არის ჩემი
ოდნავ უცნაური ჩემი შედარებები)თან ზედ გადავსხი ვაშლის წვენი მაგრამ ხველებაზე დროის დაკარგვაც კი არ მინდოდა .
,,ვივ,ძაან ცუდად ვარ ,როგორ მოვიქცე არ ვიცი ,ან საერთოდ როგორ ვთქვა , ვის ვუთხრა ხო ცალკე თემაა ,გაგიჟდებიან ყველანი ...ორსულად ვარ , არაფერი არ მკითხო , საერთოდ არ ვარ მზად ემოციურად არაფრისთვის ,ქობულეთში მივდივარ რამდენიმე დღით ."
თვითგვემის გარდა ერთადერთი ინფორმაცია რაც თვალში მეცა იყო ,,ორსულად ვარ "მაგრამ აშკარად არადამაკმაყოფილებელი, კითხვა-კითხვაზე მიჩნდებოდა გონებაში,მეგონა რო ავფეთქდებოდი მაგრამ მე თუ ასე ვიყავი მაშინ ტასოზე წარმოდგენა არ მინდა ...
რა თქმა უნდა იმაზე ვთანხმდებით რომ არაფერი არ სჯობს მოავლინო ახალი სიცოცხლე ამ ქვეყნად, იყო დედა და იცოდე რომ ის პაწაწინა არსება რომელით შენს თვალწინ იზრდება 9 თვე შენვე ატარე მუცლით.თუმცა მოდი დავფიქრდეთ საქართველოში როგორი რეაქცია ექნება უმრავლესობას თუ გაიგებენ რომ 18-19 წლის ახალგაზრდა ორსულად არის , გეთანხმებით მიულოცავენ თუ გაიგებენ რომ ქმარი ჰყავს და პირიქით ეს ქვეყნის მოსახლეობჯდ გამრავლებისთვის გაღებულ ღვაწლადაც კი შეიძლება მიიჩნიონ ,თუმცა თუ არათუ ქმარი არამედ შეყვარებული ან საყვარელი ადამიანიც კი არ ჰყავს გვერდით ? მაშინ ყველას ლაპარაკის ობიექტი გახდება და რადგან მე ვიცი რომ ტაისას ჩამოთვლილი სამი სტატუსის მქონე არცერთი არ ჰყავს ...უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას ვწერ :
,,ქობულეთში მოვდივარ მეც , რამე გინდა რო წამოგიღო?სულ გრჩება ხოლმე სახლში რაღაცეები და რაღა ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი,გაპროტესტების გარეშე, მოვდივარ და მორჩა ტასო.
იცოდე ყველაფერს ამიხსნი როცა ჩამოვალ,ჩემთან დასამალი არაფერი არ გაქვს და იცი შენ ეს კარგად."
იმ პერიოდში სანამ მე ჩემს ბარგს ქაოტურად ვყრიდი ჩანთაში და ერთი ორი მაისური ისე მივკუჭე წამებად აზრი დაეკარგა ,ტასომაც იკადრა მოწერა :
,,არ არის საჭირო ჩამოსვლა , მარტო მინდა ყოფნა."
,,ანუ მე გამექეცი?"
,,იცი რო შენ არა...სხვებს "
,,ხოდა მე სხვა არ ვარ ,მოვდივარ.
,,აუ მაშინ ძაან კი მრცხვენია მაგრამ ჩემთან სახლში დამრჩა უსადენო ყურსასმენები ხოდა ხო იცი თან ეგენი ორიგინალია აქ ყიდვა არ მინდა და თუ წამომიღებ ოქრო იქნები ,დედა აზრზე არ იქნება , მარა რამეს იზამ.."
"კაი, დაწვრილებით მომიყვები ყველაფერს და ყველა დეტალს."
მომდევნო 15 წუთი სათვალეებს ვეძებდი,ბოლოს ყველაფერი რო ჩავალაგე და მაინც ყველაზე საჭირო რაც იყო ისინი ალბათ სახლში დავტოვე უნებურად , ისე ჩავირბინე სადარბაზოს კიბეები ,ჩემი ნება რო ყოფილიყო მაგ ტემპით გავიქცეოდი ტასოს სახლამდეც.
ბოლოს ისევ ტაქსი ვარჩიე.ტასოს სახლის კარი ლამარა დეიდამ გამიღო ,მითხრა რომ დავლოდებოდი და მოძებნიდა ან შემეძლო მეც მომეძებნა , მეორე ვარიანტი ავირჩიე და კიბეებისკენ მივდიოდი როცა დაჩი და დემეტრე ბილიარდის ოთახიდან გამოდიოდნენ ,თან ორივეს ღიმილი დასთამაშებდა სახეზე...
-რით დავიმსახურეთ შენი ფხიზელ მდგომარეობაში ნახვა ვივიანა ?!-მზერა ჩემზე გადმოიტანა დაჩიმ და თან კითხვით მომმართა.
-დამსახურება მგონი არაფხიზელ მდგომარეობაში ხილვაა ,ყოველდღე კი არ ვსვამ.
-ანუ მხოლოდ მაშინ როცა პაემნებზე გტოვებენ? -სიცილით იკითხა და თან დემეს გადახედა რომელმაც ცალყბა სიფათით უპასუხა.
-იცი რას გეტყვი?წინასწარი დასკვნები ნუ გამოგაქვს .-ნერვები უკვე მაწყდებოდა-დემეტრე ხუთი წუთით თუ შეიძლება,ლამზირა დეიდა თქვენ მოძებნეთ რა ოთახში სადმე ეგდება ტასოს.-სახელი ისე შემეშალა ვერც გავიაზრე , თუმცა ლამარა ნამდვილად აიყვა კიბეებს.
-მაინც ვერ ვიგებ სხვადასხვა დროს რატო მიდიხართ ქობულეთში,არა ტასომ კი მითხრა ვერ დავამთხვიეთ საათებიო მარა რავიცი არ წარმომიდგენია-დაჩის წარმოდგენები არ ვიცი მაგრამ დემეტრეს ისეთი სახე ქონდა აშკარად წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა.
-ტასო ქობულეთშია?
-ან შუა შემიდგომით ქობულეთი წარმოგიდგენია?
-ანუ ქობულეთშია?
-ხოო ბიჭო აბა ამდენი ხანი რას ვლაპარაკობ...ერთი წუთით ,მნიშვნელოვანია ,უნდა ვუპასუხო-ეს უფრო დემესთვის გათვლილი მობოდიშება იყო ვიდრე ჩემთვის, პასუხს არც დალოდებია ისე გავიდე ოთახიდან
-დემეტრე ერთი წუთით რაა ... არ გინდა ეს მსახიობობა.-ვეღარ მოვითმინე
-ანუ ტაისამ მოგიყვა ?და მაინც რამდენი ?
-ყველაფერი,დაჟე იმაზე მეტი ვიდრე შენ გგონია და საერთოდ ეხლა რა ჯანდაბას აპირებთ.
- არაფერს...ტასოსაც ესე უნდოდა.
-უნდოდა....-სარკასტუპად ვიცინი-ეგ მანამდე , ეხლა რა უნდა ქნათ ვერ გავიგე , რას აპირებთ ეხლა შენს გამო ტასო ქობულეთშია
-ჩემს გამო?
- არა ჩემს გამოა-გავაჯავრე - მართლა მაინტერესებს საერთოდ რას აპირებ შენ?ან ბავშვზე ან დაჩის რას ეტყვით, ეგ ისეთი ხისთავაა დიდად ვერც
-ვინ ბავშვზე?
-ტასოს და შენს ბავშვზე ,აბა გლობალური მასშტაბით კი არ ...-ყვირილს ვწყვეტ როცა დემეტრე ისტერიულად იცინის , ესეც კაცების რეაქცია როცა ორსულობაზე იგებენ
-მეღადავები ხო?გოგო რა ჩემი დს ტასოს ბავშვი ,ჰაერით დაორსულდებოდა ???არც კი მიკოცნიია ... მასე ცუდად ნუ მეღადავები და ტასოსაც უთხარი ,გასაგებია რო ....
აი ეს იყო მეხის გავარდნა ,
-ანუ შენ არ ხარ ბავშვის მამა?
-რომელი ბავშვის გოგო?ნუ მაგიჟებ ...
-მერე თითქოს გონება გაუნათდაო-ტასო ორსულადაა?და ეხლა ქუთაისშია?
-ქობულეთში-ვპასუხობ ინსტიქტურად .
მაგრამ თუ დემეტრე არა ,აბა ვინ? იმდენად დარწმუნებული ვიყავი რომ დემეტრე იყო არც კი მიკითხავს , კი ვიცოდე ტასო რეებსაც მესაუბრებოდა მაგრამ მაინც, სხვა ვინ უნდა ყოფილიყო.
როცა ფიქრებიდან გამოვდივარ დემეტრე იქ აღარ არის , ლამარა დეიდა ყურსასმენებს მაწვდის ,რომელიც როგორც ამბობდ ძლივს იპოვა მაგრამ დანარჩენ საუბარზე ვეღარ ვახდენ კონცენტრაციას, ტელეფონში სასწრაფოდ ვწერ:
,,ტასო დროზე მითხარი ვინ არი ბავშვის მამა ?ყველანაირი მიკიბ-მოკიბვების გარეშე?თუ დემეტრეა არც ეგ არ დამიმალო გთხოვ."
,, არა გოგო რა დემეტრე, საიდან მოიტანე ...გიგია..."
ვინ ჯანდაბაა გიგი?! უეჭველი უნდა ვიცნობდე მაგრამ ტვინი ამ ვიღაც იქსზე რომელსაც თურმე გიგი ჰქვია ვერაფერს ვერ ვიხსენებ . სანამ რამეს მივწერ თვითონ მიბრუნებს პასუხს
,,მარტო ყოფნა მინდა ,გთხოვ მართლა არ არი საჭირო ჩამოსვლა . არც ყურსასმენები არ მინდა ,უბრალოდ მარტო მინდა "



№1 სტუმარი elene

საერთოდ ავირიე და დავირიე ვინ არის გიგი და ვივიანმა რატომ დააღო პირი ღმერთო ჩემო საერთოდ სხვაგვარადაა ყველაფერი

 


№2  offline წევრი ავრორა

elene
საერთოდ ავირიე და დავირიე ვინ არის გიგი და ვივიანმა რატომ დააღო პირი ღმერთო ჩემო საერთოდ სხვაგვარადაა ყველაფერი

გიგი ჯერ არ გამოჩენილა ნაწარმოებში და მართალიც ხართ ,თანდათან გაირკვევა ვინ არის გიგი <3

 


№3 სტუმარი სტუმარი Marie

გული მიგრძნობდა რომ ეს მოხდებოდა წინა თავიდან მეგონა ეს ამბები დატრიალდებოდა მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი შოკი კი მქონდა დემეტრე შემეცოდა ძააან ეგ ბიჭი და საერთოდ ტასოს და დემეტრეს წყვილი ძაან მომწონს ამიტომ ხო დიდად მაგ ამბავმა არ გამახარა❤️

ჯერ არვიცი გიგი ვინ არის და როგორია მაგრამ უკვე არ მომწონს რატომღაც არც ის ვიცი რომ გამოჩნდება რამ ან ვინ უნდა მომაწონოს მისი თავი მაგრამ ვერც მაგას ვიტყვი ასე დარწმუნებით როგორც ავღნიშე არვიცი თვითონ პერსონაჟი როგორ აღმოჩნდება ამიტომ ამ წუთას დემეტრეს მხარეს ვარ და მგონი პოზიციის შეცვლას არც ვაპირებ მოკლდე არეულ დარეული კი ვარ მაგრამ საინტრესო თავი გამოვიდა და მადლობა ავტორო შენ ამისთვის❤️ შემდეგ თავს ველი და იმედი მაქვს ყველაფერში გავერკვევი თორემ ვატყობ ვერ მოვისვინებ:))წარმატებები❤️????

 


№4  offline წევრი ავრორა

სტუმარი Marie
გული მიგრძნობდა რომ ეს მოხდებოდა წინა თავიდან მეგონა ეს ამბები დატრიალდებოდა მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი შოკი კი მქონდა დემეტრე შემეცოდა ძააან ეგ ბიჭი და საერთოდ ტასოს და დემეტრეს წყვილი ძაან მომწონს ამიტომ ხო დიდად მაგ ამბავმა არ გამახარა❤️

ჯერ არვიცი გიგი ვინ არის და როგორია მაგრამ უკვე არ მომწონს რატომღაც არც ის ვიცი რომ გამოჩნდება რამ ან ვინ უნდა მომაწონოს მისი თავი მაგრამ ვერც მაგას ვიტყვი ასე დარწმუნებით როგორც ავღნიშე არვიცი თვითონ პერსონაჟი როგორ აღმოჩნდება ამიტომ ამ წუთას დემეტრეს მხარეს ვარ და მგონი პოზიციის შეცვლას არც ვაპირებ მოკლდე არეულ დარეული კი ვარ მაგრამ საინტრესო თავი გამოვიდა და მადლობა ავტორო შენ ამისთვის❤️ შემდეგ თავს ველი და იმედი მაქვს ყველაფერში გავერკვევი თორემ ვატყობ ვერ მოვისვინებ:))წარმატებები❤️????

მადლობა ამ კომენტარისთვის<3 მემგონი დემეტრეს და ტასოს წყვილს გიგი არც შეუშლით ხელს <3

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არ მომწონს ეს გიგი მე რატომ მაინც და მაინც რატომ დააფეხმძიმეს ეს გოგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent