შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ო, როგორ მძულხარ!


13-09-2023, 10:20
ავტორი ვე რა
ნანახია 8 743

ო, როგორ მძულხარ! 1

გაჩერებულ მანქანაში იჯდა, რომელიღაც მისთვის უცხო ქუჩაზე და წვიმის მუსიკას უსმენდა. თვალებდახუჭულს თავი უკან გადაეგდო და მთელი არსებით ნეტარებდა. რა ხანია წვიმა არ ყოფილა ქალაქში და ეს აუტანელი ზაფხულის ხვატი გულს უხუთავდა. სწორედ წკიპზე მოუსწრო მაცოცხლებელმა წვიმამ.
აქეთ ხომ ხვარტი და ქალაქის ბუღი ხუთავდა, იქით კიდე დასვენების გარეშე, გადაბმული მუშაობა აცლიდა სიქას, მაგრამ რა ექნა, ხათრი ვერ გაუტეხა ბავშვიბის ძმაკაცს. მართლა ბავშვივით შეეხვეწა ტატო, ნინა თუ წელსაც არ წავიყვანე დაპირებულ შარმ ელ შეიხში უეჭველად მიმატოვებსო.
არა გაგონილა კაცო? ცოლის ხათრის გამო დასასვენებლად წასვლა? ფიქრობდა გაოცებული. რამდენადაც ნინას იცნობდა, ის სასტუმროს აუზთან მდგარ შეზლონგს არ გასცილდებოდა და ხელიდან ყინულიან მოჰიტოს ან რამე ასეთ კოქტეილს არ გააგდებდა. არადა ტატო სხვა ტიპი იყო, მოკვდებოდა პირამიდების და სფინქსის უნახავად.
ჰმ, დასვენება ხათრით! ის კი აღარ უფიქრია, დასვენება რომ მაინც დასვენება იყო, მაგრამ კუთვნილი შვებულების გარეშე მუშაობა ძმაკაცის ცოლის ხათრით? აი ეს კი ნამდვილად რაღაც სასწაული ფენომენი გახლდათ. ჩაეცინა.

ის_ის იყო მანქანა დაქოქა, რომ უკანა კარი გაიღო და მანქანაში ვიღაც შავთმიანი, შილიფად ჩაცმული და პირდაპირი მნიშვნელობით გასაწური ქალი ჩაუხტა. გაოცებულმა ჯერ უკანა ხდვის სარკეში შეათვალიერა უცნობი. გოგონამ გრძელი შავი თმა მაჯაზე დაუხვია და გულიანად დააწურა ნოეს გაკრიალებულ ნოხებს.

_ უკაცრავად?!_ მოხედა მისი უტაქტობით, ცოტა არ იყოს, გაბრაზებულმა.

გოგონამ თმას ოდნავ უშვა ხელი და გაოცებისგან უარესად წარბებაქაჩულმა, თავი ოდნავ გვერდზე გადახარა, აქაოდა "რა გინდაო?"

_ თქვენ...
არც კი აცადა კითხვის დასმა. მისამართი უკარნახა, ოდნავ უხეში ტონით.

_ ვითომ არ იცის!_ დააყოლა თან და ისევ თავის მოწესრიგება გააგრძელა. ეტყობოდა აშკარად ვერ იყო ხასიათზე.
ნოე წამით დაფიქრდა, მიუხვედრელი არ იყო და გაიაზრა რომ ტაქსიში აერია აშკარად.

მხრები აიჩეჩა, იქით მაინც გზად უნდა გაევლო , თან ამ წვიმაში ძაღლს არ გააგდებდა კაცი გარეთ, არათუ საკმაოდ ლამაზ ქალს. წამით კიდევ გააპარა თვალი უნებლიე მგზავრისკენ.

მართლაც ლამაზი იყო, თვალების ფერი არ დაუნახავს, მაგრამ თმა საოცრად პრიალა ჰქონდა. ისეთი შამპუნების რეკლამაში რომ აქვთ ხოლმე მოდელებს.

_ წინ იყურე!_ უცნობმა მისი ინტერესიანი მზერა დაიჭირა და ავად შეუღრინა. 'ალბათ თავიც აქვს მობეზრებული კაცების ხარბი მზერისგანო," გაიფიქრა ნოემ და გზას მორჩილად გახედა.

"აჰა , ქალის ხათრით ტაქსაობაც კი დავიწყე!" გაეღიმა ჩაფიქრებულს.
უცებ მოულოდნელად ლამბადა გაისმა და ნოე ფიქრებისგან გამოარკვია.

_ გისმენ მამა! ... არა, არ ვაპირებ დაბრუნებას.... სულ არ მაინტერესებს ვისი ვინაა... გითხარით გასაგებად, მაგ ამაზრზენ მაჭანკლობას მოეშვითმეთქი... სულ რომ გასათხოვარი დავრჩე , ან ამ სამყაროში მათე დარჩეს ერთადერთი კაცი, ახლა უკვე თქვენ ჯინაზე არ გავყვები! .. რაოო? ხათრიო?... ხათრით გათხოვება და ცხოვრება არ გამიგია მე?... მორჩა ვთიშავ! და ამაღამ კი არა, სანამ არ გადამივლის ბრაზი ფეხს არ მოვადგამ სახლში!... რაო? უარს ამბობ ჩემზე? მათეს გამო?... შენი ნებაა!_ ქალმა ტელეფონი გათიშა და თვალები ავად დააკვესა.

_ასე არა!_ ჩაილაპარაკა ავად._ მე თქვენ გაჩვენებთ სეირს! გათხოვება გინდათ და მიიღებთ გათხოვებას! პირველივე შემხვედრს გავყვები ცოლად ტაქსიდან რომ გადავალ!

ერთი სიტყვა არ გამოჰპარვია ნოეს. გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა, ნუთუ ამ საუკუნეში კიდევ ხდბოდა მსგავსი ამბები? მამა შვილს ხათრის გამო გათხოვებას აიძულებდა?!

_რა ჯანდაბაა ეს ხათრი ასეთი?_ ჩაილაპარაკა ჩუმად. მაგრამ ქალს აშკარად კარგი სმენა ჰქონდა.

_ ვინმეს მიმართ მოკრძალების, რიდის და პატივისცემის გამოხატვა!_ რობოტივით ჩაილაპარაკა უკნიდან ქალმა. ნოემ სარკეში თვალი შეავლო. ისვ ვერ დაინახა, რა ფერის თვალები ჰქონდა. ქალი ფანჯრიდან გარეთ უაზროდ იყურებოდა.

_ თუ მასეა გამოდის ჯერ უნდა გიყვარდეს, და ხათრი ამის მერე მოვა არა?_ჰკითხა ღიმილით, მაგრამ ქალს აღარაფერი უპასუხია. ფიქრებში ჩაიძირა.

როგორც იქნა მისამართზე მივიდნენ. ნოემ მანქანა შეაჩერა.

_ რამდენი?_ ჰკითხა ისევ
არაფრისმთქმელი ხმით უცნობმა.

_ რა?_ დაიბნა ნოე. ზოგადად დაბნეული და მორჩილი კაცი არ იყო , მაგრამ დღეს უცნაურად ბევრს ფიქრობდა რატომღაც და ეს აბნევდა.

_ არა, მასე ვერ არჩენ ოჯახს!_ გაეცინა ქალს და მომწვანო კუპიურა დაუდო სკამზე. ნოემ ახლაღა გაიაზრა შემთხვევითი ტაქსისტი რომ იყო. გაეღიმა.

ამასობაში ქალი სწრაფად გადავიდა, ნოემ მანქანა დაქოქა და ადგილს გაეცალა. ისევ იმ შავთიან ქალზე ფიქრობდა. გარეთ ისევ გიჟურად წვიმდა.
ცოტა ხანში მისი მოცემული ფული გაახსენდა. დახედა და გაოცდა. უცნობს ასი ლარი დაეტოვებინა. სწრაფად მოატრიალა მანქანა. თითქოს ქალმა ღირსება შეულახა თანხის სიბევრით. კვლავ მითითებულ მისამართზე დაბრუნდა , ფულს ხელი დასტაცა და მანქანიდან გადავიდა. უცებ შეკრთა, ის იქვე ჭიშკართან იდგა და ჭიშკრის თავზე ველურად გაზრდილ გლიცინიას აფარებდა თავს. თუმცა ისე უმოწყალოდ წვიმდა, არაფერი არ შველოდა. მიუახლოვდა და მის წინ გაჩერდა.

_ გისმენთ!_ აშკარად ვერ იცნო ქალმა. ალბათ წეღან არც კი დაჰკვირვებია თუ ვინ უჯდა საჭეს.

_ ეს მეტისმეტია!_ უთხრა ნოემ და ფული გაუწოდა. ქალმა გაკვირვებით შეხედა, უცებ სახე გაუნათდა და ლამაზი ტუჩები ღიმილმა გაუპო.

_ პატიოსანი კაცი ჩანხარ! გინდა პატიოსნად გამოიმუშაო ფული? ფული არასდროსაა ზედმეტი!_ ნოე გაშრა. ამის გარდა ყველაფერს მოელოდა.

_ ბატონო?_ ჰკითხა დაბნეულმა.

_ როგორც ხედავ ჩემი მეგობარი შინ არაა, მე კი ღამის გასათევი მჭირდება! შეგიძლია ღამე გამათევინო?_ აშკარად ზომაზე თამამი იყო ეს ქალი. ასე უშიშრად რომ სთხოვდა უცხო კაცს სახლს და ღამისგასათევს.
ნოეს ჩაეცინა. რატომაც არა?!
ცოტას მაინც გაერთობოდა, მოწყენილი ჰქონდა გაუთავებელი ერთფეროვნება სახლში დაბრუნებულს.
მანიაკი ქალებიც კი არსებობენ, მაგრამ ეს ქალი მანიაკს არ ჰგავდა. მიუხედავად იმისა რომ მანიაკურად ლამაზი და სექსუალური იყო.
და კიდევ თვალები ისეთი მწვანე ჰქონდა, ალბათ ლინზები ეკეთა. თორემ ასეთი ზურმუხტისფერი მწვანე თვალები ხომ შეუძლებელია სინამდვილეში ვინმეს ჰქონოდა.

_ კარგი, !_თავი დაუქნია და ის იყო მანქანისკენ შებრუნდა, რომ სახლის მოპირდაპირე მხარეს მდგარ ნაძვს მეხი დაეცა, ცეცხლის ოქროსფერმა ენამ მიწამდე ჩაატანა და გაუჩინარდა, ხე კი შუაზე გადაიგლიჯა. მეხის ხმა რა მოსატანი იყო, უცნობი ქალის კივილთან და იმ რეაქციასთან რაც შიშისგან მოუვიდა.
ერთი ისკუპა და ნოეს ისე ჩაეკონა, ის მეხი ხის ნაცვლად მათ რომ დასცემოდათ, ისიც კი ვერ დაადორებდა ნოესა და მასზე ნოეზე მაგრად ჩაბღაუჭებულ ქალს.

ნოემ ღიმილით დახედა. 'სასიამოვნო გრძნობა ყოფილა, როცა საშველს შენგან ელიანო." გაიფიქრა და უცნაური ძალმოსილებით აღვსილმა ქალს წელზე ხელი მოხვია.




2

_ არ მიყვარს, საშინლად არ მიყვარს ჭექა_ ქუხილი!_ თითქოს თავი იმართლა ქალმა და ნოეს ამოხედა ლამაზი თვალებით, მაგრამ ოდნავ რომ მოშორებოდა წამითაც კი არ უფიქრია.

ამან ასე თუ მიყურა უეჭველად შემიყვარდებაო, ვითომ ხუმრობით გაიფიქრა ნოემ.
მანქანის კარი გამოუღო და სანამ დახურავდა, იმის გაფიქრებაც მოასწრო, ნეტავ მეხის ჩამოვარდნა რამე ცუდის ნიშანი ხომ არააო?!

სახლთან რომ მივიდნენ ისე წვიმდა, როგორც მხოლოდ ზაფხულში იცის. სქელი წვიმის ფარდის მიღმა აღარც სახლი სჩანდა, აღარც არაფერი. თან წამდაუწუმ ელვა იკლაკნებოდა ჩამოღამებულ ცაზე და გრიგალივით ქროდა ავი ქარი.

_ რა ჯანდაბაა, ღმერთო!_ კიდევ კარგი შენ შეგხვდი, თორემ ასეთ ამინდში მომიწევდა ქუჩაში დარჩენა!_ ნუთუ ერთის მეტი მეგობარი არ ჰყავს ამ საწყალსო? გაიფიქრა ნოემ და სახლის კარი შეაღო.

_ ვააა, ტაქსისტის კვალობაზე როგორ მოწყობილხარ?_ გაიოცა ქალმა. ნოე კი მის სველ პერანგს უფრო ათვალიერებდა, რომელიც გამჭვირვალე გამხდარიყო და ქალის ლამაზ სხეულს მთელი მშვენიერებით ხატავდა.

_ შენ სულ ასე ბევრს ლაპარაკობ?_ შინაურივით თამამად ჩამოჯდა დივანზე უცნობი. და კიდევ ერთხელ მოათვალიერა სახლი .

_ არ მგონია, შენი სახლი იყოს, აქ სად მომიყვანე? თუმცა რა აზრი აქვს, მთავარია აქ არ ქუხს.

_ მე ნოე მქვია!_ უთხრა და ოთახისკენ გაემართა მშრალი გამოსაცვლელი ტანსაცმლის მოსატანად, თორემ აშკარად ნერვებზე მოქმედებდა ქალის ფაქტობრივი სიშიშვლე. თან რა სისულელეებს ლაპარაკობდა? რატომ არ შეიძლებოდა ტაქსისტს ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა? აი თავადაც ხომ წლებია ფაქტობრივად დასვენების გარეშე მუშაობდა, ნუთუ კეთილმოწყობილი სახლი აღარ ეკუთვნოდა? ნეტავ რა წარმოდგენა ჰქონდა ამ გატუტუცებულ ბარბის ნამდვილ ცხოვრებაზე?!

_ დიდი გექნება, მაგრამ სველს ხომ აჯობებს._ მიაწოდა ჩაფიქრებულს საკუთარი კომფორტული სპორტულები.
უცნაური ვინმე სჩანს ხან გაუჩერებლად საუბრობს, ხან საკუთარ ფიქრებში დაფრინავს. თავისთვის ფიქრობდა ნოე.

ახლაღა შეათვალიერა საკუთარი სხეული ქალმა და ღაწვებზე სიწითლემ გადაჰკრა. ოჰო, მორიდებაც სცოდნია თურმე, ირონიულმა ღიმილმა გაუპო ტუჩები კაცს.

_ ამდენი ხანი ასე ვზივარ?_ თქვა გაოცებულმა ქალმა. ტანსაცმელს ხელი დაავლო და უკითხავად იმ ოთახისკენ გაიქცა, საიდანაც ნოე გამოვიდა წამის წინ.

სასაცილო იყო ნოეს დიდ სპორტულებში ჩაცმული, თმა ცხენისკუდად შეეკრა, მოდიოდა ფეხშველა და შარვლის ბოლო ფეხქვეშ ეტანებოდა. ახლა აღარ ჰგავდა სექსუალურ ქალს, უფრო დაკარგულ გოგონას აგონებდა ნოეს, რომელსაც მისი მზრუნველობა სჭირდებოდა.

_ მე ეველინ გოტფრი ვარ!_ ამაყად გააცნო საკუთარი თავი. ნუთუ? შეუძლებელია! გაიფიქრა ნოემ, მაგრამ განა რამდენი ეველინ გოტფრის შეიძლება ეცხოვრა თბილისში?!

იმ არაკაცი რომან გოტფრის შვილი ყოფილა, წარმოშობით ქართველის, მაგრამ ინგლისში დაბადებული გოტფრის ერთადერთი მემკვიდრე. მამის ბიზნესპარტნიორი , განათლებული და ჭკვიანი ქალი. მათთან მომუშავეთა წრეში "მტაცებელი ევის" სახელით ცნობილი. მასზე ამბობდნენ, როდესაც მიზანს დაისახავს მის მისაღწევად არაფერს ერიდებაო. რამდენიმე ქართული ფირმა გააკოტრა ამ რამდენიმე წელიწადში მამა_შვილმა და აჰა, ახლა ნოეს კომპანიის ხელში ჩაგდება ეწადათ. ნუთუ ეს ქალი მათი მტრის შვილია? ნოე დაფიქრდა. გაახსენდა, რამდნიმე წლის უკან, როგორ უკანონოდ მიითვისეს მისი ესკიზები და როცა მან პროტესტი გამოთქვა სამსახურიდან კომპენსაციის გაერეშე დაითხოვეს. ხო, ასეა ცხოვრება მოწყობილი ვისაც ფული და გავლენა აქვს, ძალაუფლებაც მათ ხელშია. უცებ გონება გაუნათდა. აი ვინ მათეზე იყო საუბარი! მათე აბაკელია! ზიზღით ჩაეცინა, მათეც არ სარგებლობდა დიდად პატივსაცემი სახელით, გოტფრის ბევრით არ ჩამორჩებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს დაუნდობელ ბიზნესს აწარმოებდნენ, ეტყობა, როგორც ადამიანი გაშიფრული ჰყავდა ქალბატონს მათე და ამიტომ იყო ასეთ უარზე, მაგრამ თუ მათი ქორწინება შედგებოდა და ძალებს გააერთიანებდნენ, კაცმა არ იცის , კიდევ რამდენ სისაძაგლეს ჩაიდენდნენ. ცალცალკე კიდევ უძლებდა ნოეს პაწაწინა კომპანია მათ, მაგრამ თუ ერთიანი ძალებით შეუტევდნენ მას უეჭველი გაკოტრება ელოდა. არადა რამდენი ადამიანის ბედი ებარა ნოეს? არა, ამას ვერ დაუშვებდა? მაგრამ რა ექნა? აშკარად შანსი იყო ამ ქალის გაცნობა, მაგრამ შანსსაც ხომ სწორად გამოყენება უნდოდა არა?

_ სასიამოვნოა,_ გაუღიმა მტრის ქალიშვილს._ რამე ცხელს არ დალევ?

_ ცხელს არა და მაგარს სიამოვნებით!_ ეველინი ისევ დივანზე მოკალათდა.

_ ვისი სახლია? არ მითხრა, რომ შენია! დღეს ცოტა რთულია ტაქსისტისთბით ასეთი სახლის შეძენა._ ოჰ, ვითომ ძაან ედარდება საშუალო ფენა და მათი პრობლემები. ფიქრობდა ბრაზით ნოე და სასმელს ჭიქებში ასხამდა.

_ მართალი ხარ, სინამდვილეში ტაქსისტი არ ვარ!_ დაინახა, როგორ დაიძაბა ეველინი. იქნებ ახლა მაინც გაეაზრებინა, რომ ნორმალური ქალები უცხო კაცებს სახლში არ მისდევენ.

_ ამ სახლში მძღოლად ვმუშაობ! თანაც აქვე ვცხოვრობ, როცა სახლში არ არიან და სახლს ვუვლი.
ეველინი მოეშვა, პასუხმა აშკარად დააკმაყოფილა.

იცოდა ნოემ გავლენიანი ხალხის უმეტესობას როგორი შეხედულებაც აქვს მათზე დაბალი ფენის ხალხზე? დაახლოებით ისე უყურებენ მათ, როგორც ტარაკნებს. სძულთ, მაგრამ არ ეშინიათ! სწორედ ასე არ უფრთხოდა ეველინი ნოეს, რა უნდა დაეშავებინა ტარაკანს დედოფლისთვის? უბრალოდ ძვირფასი ქოშის ჭვინტით მიასრისავდა მიწას და დასვრილ ფეხსაცმელს სულაც ნაგავში გადაისროდა, როგორც ერთხელ უკვე მოექცა კიდეც მამამისი ნოეს.

თუმცა მას შემდეგ წლები გავიდა, მარცხმა გააძლიერა ჯიუტი და შეუპოვარი კაცი, ფეხზე მყარად დგომა ასწავლა და იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ერთ უბრალო თანამშრომლად ყოფნისას მიაღწევდა როდესმე. დიახ ბატონო, ზოგი ჭირი ნამდვილად მარგებელია!

ისხდნენ და ჩუმად სვამდნენ მუქ ქარვისფერ კონიაკს.
რაც უფრო ეკიდებოდა სასმელი ევის, მით უფრო უცნაურად უელავდა მწვანე თვალები.

_ არა ვის გაუბედა იმ იდიოტმა ხელის თხოვნა!_ დაახეთქა უცებ მაგიდაზე ჭიქა.

_ ან მამაჩემი რამ გადარია, ნუთუ ფულია და სტატუსი ყველაფერზე მთავარი! და მე?_ საწყლად შეაჩერდა ნოეს თანაგრძნობის მოლოდინში._ მე არაფრად ვღირვარ?

_ პირიქით, შენნაირი ქალი ალბათ მთელი ქონება ღირს!_ ირონიულად დაუდასტურა ნოემ. ეველინმა მისი ირონია ვერც კი შეამჩნია.

_ დიახ! ეჭვი არ შეეპაროთ! მე მთელი ქონება ვღირვარ! _ ღმერთო რა თავდაჯერებული ბარბია! გაიფიქრა ნოემ. ვერ იტანდა ამ ტიპის ქალებს.

_ ჰოო?_ ისევ გაუკრთა ხმაში ირონია.

_ არ გჯერა? გინდა დაგიმტკიცო?_ თვალები სასმელისგან უელავდა ქალს.

_ მოდი ცოლად მომიყვანე! თუ უსიყვარულოდ ქორწინებაზე მიდგა საქმე, ჩემი ფულით ნაყიდი ქმარი შენსავით სიმპატიური მაინც იყოს და არა მასავით ლოქო!_ ხუმრობდა თუ სერიოზულად ამბობდა ვერ მიხვდა ნოე, მაგრამ თავში უცნაურმა აზრმა გაუელვა. მართლაც , რა იქნებოდა ეს ქალი ცოლად რომ მოეყვანა და რომან გოტფრის სიძე გამხდარიყო? შურისძიება თუ გინდა სწორედ ეს იქნებოდა ნამდვილი შურისძიება!
ხვალ რომანი გაიგებდა, რომ ნოე ადამია მისი „საყვარელი“ სიძეა! აუ, ერთი სიამოვნება იქნებოდა მისი სახის ყურება!

ჭიქა შეივსო და ეველინსაც გაუვსო. ძალიან ლამაზი ქალი იყო ეველინი, ამის არ აღიარება უბრალოდ სისულელე იქნებოდა!
სასმელი უცბად მოეკიდა, კონიაკი ათრობდა თუ ეს მშვენიერი თვალები უკვე ვეღარ იგებდა.

თავის ტკივილმა გააღვიძა ეველინი, მაინც რამდენი დალია გუშინ? რა საშინელი დღე იყო! წამით დაკარგა თავი. მაგრამ ჭკუიდან გადაიყვანა ცალკე იმ იდიოტმა მათემ, ცალკე მამამისმა. მოუნდომეს აქ ხათრით ოჯახის შექმნა! ფუუ! გაჟრჟოლა, რომ წარმოიდგინა იმ ლოქოსთან ერთად ყოველ დილით გაღვიძება. თვალები გაახილა და შიშველ მუცელზე მოხვეულმა ლამაზად ტატუირებულმა ხელმა უცბად გამოაფხიზლა. ვიღაცის მუქი ხორბლისფერი დაკუნთული ხელი მაგრად იკრავდა სხეულზე, მკლავზე იდაყვიდან მაჯამდე ლამაზად, უწყვეტ ჯაჭვად ჩამოეწერათ ქართული ასომთავრული ანბანი.
მკლავს თვალი ააყოლა და მძინარე უცნობი კაცის გრძელ და ხშირ წამწამებს გადააწყდა. აი გაღვიძებისას სწორედ მას უნდა ხედავდე, თუ გინდა ბედნიერი იყო! გაიფიქრა დაბნეულმა ქალმა.
უნებურად ასწია ხელი, რათა მძინარს შეხებოდა და თითზე წამოცმულმა უზარმაზარმა ბრილიანტმა გააშეშა.

_ ეს რაღა ჯანდბაა?!_ იკითხა ხმამაღლა.

_ შენივე ხელით ნაყიდი ჩვენი ქორწინების სიმბოლოა საყვარელო!_ უპასუხა მოულოდნელად მძინარე კაცმა და ბედნიერად გაუღიმა.

_ რაოო? _ ხელი ჰკრა და ფეხზე წამოხტა ეველინი.

_ ვინ ჯანდაბა ხარ? ახლავე მითხარი, სანამ ლამაზი ხარ!_ თან ემუქრებოდა და თან ნახევრად გამჭვირვალე საღამურზე პლედს იფარებდა.

_ მე ნოე ვარ, ნოე
ადამია , შენი კანონიერი და საყვარელი ქმარი!_ ზურგით მიწვა ბალიშზე და მკლავები უდარდელად ამოიწყო თავქვეშ.

_ რაოო?_ დაფიქრდა და შეეცადა გაეხსენებინა წინა საღამო.

_ გინდა ცოლად მომიყვანო?_ გახმაურდა მის გონებაში საკუთარი სიტყვები.

_ არა! შეუძლებელია, არა!_ თავი უარის ნიშნად გააქნია.

_ შესაძლებელია ჩემო ლამაზო! და ეს უკვე მოხდა!_ ორაზროვნად დაუქნია თავი ნოემ.

_ დღესვე ამ წამსვე ვშორდებით! ადექი, დროზე , ადექი!_ ყვირიდა გაცოფებული ეველინი.
თან თითიდან ბეჭდის მოხსნას ცდილობდა.

_ მე კი ავდგები, მაგრამ სამწუხაროდ ეგ ვერ გიშველის, კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი!_ მშვიდად უთხრა ნოემ და საწოლიდან ურცხვად წამოდგა.

ნამდვილი კაცი იყო თუ გამოძერწილი? თვალს ვერ აშორებდა ეველინი. იმ ლოქოს კი არ ჰგავდა, მამამისი რომ აძალებდა.

_ ჩაიცვი რამე, არანორმალურო!_ თავს აიძულა რომ ზურგით შებრუნებულიყო.
ნოეს ჩაეცინა და მიუახლოვდა.

_ სრული ექვსი თვით შენ გეკუთვნი ჩემო ლამაზო! რა საჭიროა სიმორცხვე? სჯობს ეს დრო არ დაკარგო და სურვილისამებრ გამომიყენო!_ ხელი წელზე მოხვია მისი ყელისკენ დაიხარა რომ ეველინმა იკივლა და ოთახიდან გაიქცა. ნოემ თვალი გააყოლა, მერე საწოლზე გულაღმა დაეცა და გულიანად ახარხარდა.

რაც არ უნდა ჭკვიანი ყოფილიყო ეველინი, საკუთარ მახეში თავად გაეხვა!

_ახლა სიმამრის გაცნობის დროა!_ ჩაიცინა ნოემ და ამოისუნთქა.

_ ექვსი თვე კი ავიტან ბოლო_ ბოლო ულამაზესია! მერე კი წავალთ ჩვენ ჩვენი გზებით! _ უხაროდა თავის პატარა ბიზნესის გადარჩენა, სიძეს ხომ ვერ შეჭამდა ზვიგენი, არა?
ამასობაში პრობლემებს მოაგვარებდა და ცხოვრებას ძველებურად გააგრძელებდა.

_ არა, მითხარი, რომ მეხუმრე! _ ისევ ოთახში შემოვარდა პლედშემოხვეული ეველინი.

_ სარკესთან ნახე კონტრაქტი!_ მშვიდად უპასუხა ნოემ.
ეველინმა ქაღალდებს ხელი დაავლო და გადაშალა.

_ რაოო? როგორ? ნუთუ! ეს რა ჯანდაბაა? ვინ შეადგინა!_ გაგიჟებას წამები უკლდა.

_ჩვენ ერთად ჩემო კარგო, ანუ ჩვენი თანაცხოვრება გაგრძელდება ექვსი თვე, 15 ივნისიდან 15 დეკემბრამდე. შემდეგ ჩვენი ფიქტიური ქორწინება ანულირებულად გამოცხადდება. მამანამდე კი შენივე მოთხოვნით, არ გვაქვს უფლება ეს ფაქტი თუნდაც უახლოეს ადამიანს მოვუყვეთ. ერთად წოლის ვალდებულება არ გვაქვს, მაგრამ, ჩვენი ნაბიჯით თუ ამ კონფიდენციალობას დავარღვევთ, საკუთარ სახელზე არსებული ქონების ნახევარი პარტნიორს უნდა გადავუფორმოთ. პლიუს, გვაქვს ქორწინების ვიდეომასალა და ის სწორედ ჩვენი ქორწინების წამს გასაჯაროვდა, სხვათაშორის ასევე შენი მოთხოვნით სახელად:

„შენი დიდი ხათრი მაქვს მამიკო, მაგრამ მე მას ვირჩევ!“

დიდი მეამბოხე შვილი გაუზრდია რომანს.

_ შენ რა , მოიცა ნოე ადამია? ის დამპალი ნოე ხარ ცოცხალი თავით რომ არ დამითმო ესკიზები? ოჰ, რომ იცოდე, როგორ ვერ გიტან!_ თვალები დააკვესა ქალმა.

_ მეც ასევე ჩემო მშვენიერო მეუღლევ!_ ამის თქმა იყო და რომელიღაც ძვირადღირებული სუნამო მიეფშვნა ნოეს თავთან ახლოს კედელს.
ეს სისუსტე ჰქონდა ნოეს, უყვარდა ძვირფასი სუნამოები და შეძლებისდაგვარად ანებივრებდა საკუთარ თავს.

_ გადაირიე?_ ეველინის დახრჩობის სურვილმა ისე მძაფრად მოუარა, თითებში კრუნჩხვა იგრძნო.
კიდევ მორიგი სუნამო გამოფრინდა ნოეს მიმართულებით , რომელიც პატრონმა ჰაერში დაიჭირა და საწოლზე დააგდო.

_ ოღონდ ეგ არა, ოღონდ კილიანი არა!_ უყვირა ეველინს, მაგრამ ქალმა დემონივით გაუღიმა და ექსკლუზიური სუნამო ჯინაზე გაუქანა ახლა უკვე პირდაპირ კედელს.

_ შენ თუ მართლა პირდაპირი რეისით არ გაგიშვა სამოთხეში ახლა მიყურე! _ დაიგმინა ნოემ და გაქცეულ ქალს გამოუდგა. ტანზე მოხვეულ პლედში ხელი ჩაავლო და თავისკენ დაქაჩა. ეველინი წაფორხილდა პლედს ხელი უშვა და ისევ გამჭვირვალე საღამურის ამარა დარჩა .
ნოემ ხელი მოხვია და უკან საწოლისკენ წააპრონწიალა.

_ კილიანს რას ერჩოდი აფთარო!_ საწოლზე მოისროლა ქალი. ოთახში ისეთი მძაფრი არომატი იდგა, რამდენიმე ერთმანეთში არეული სუნამოსგან, რომ ადამიანს თავბრუს დაახვევდა.

_ მთვრალი გამომიჭირე და მომატყუე არა!_ უკან იხევდა ეველინი.

_ ძალით ამეკიდე, სახლშიც კი გამომყევი სრულიად უცნობს! _ ფეხში ხელი დაავლო ქალს და საწოლის ბოლოსკენ ჩაათრია.

_ რომ მცოდნოდა ვინ ხარ, არც კი შემოგხედავდი! გამიშვი ველურო!_ ეველინი თავის განთავისუფლებას ცდილობდა და რაც უფრო წინააღმდეგობას უწევდა, მით უფრო ბოჭავდა ნოე.

_ აბა რა გეგონა , მოინდომეთ მამა_ შვილმა გადავლა არა?! კარმა ძვირფასო, კარმა! რასაც დასთეს , იმას მოიმკი !_ გაცოფებული იყო ნოე. უკვე ვეღარ იგებდა, რას ამბობდა და აკეთებდა. ფაქტი იყო, ამ ქალს ჭკუიდან გადაჰყავდა.
ზემოდან ჩასცქეროდა მწვანე თვალებში, ნაპერწკლები რომ სცვიოდა ქალს. მიუხედავად ბრაზისა მაინც ხომ კაცი იყო და ასეთ ქალს თვალს ადვილად ვერ სწყვეტდა. გაბრაზებული კიდევ უფრო ლამაზი და მიმზიდველი იყო ეველინი.
ისე, რომ თავადაც ვერ გაიგო, როგორ მისკენ დაიხარა და ტუჩებში აკოცა. დიდხანს ჰკოცნიდა, ნელა მოშორდა და ქალის ეშმაკურმა გამოხედვამ გააოცა. ის იყო წარბები გაოცებით შეიჭმუხნა, რომ ეველინმა საწოლზე მიგდებული სუნამო აიღო და პირდაპირ გაოცებულ თვალებში შეასხა. შემდეგ მუხლი ამოსცხო, საცოდავად მოკუნტულს და აღრიალებულს ხელიდან დაუსხლტა და ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გავარდა.

ცოტა ხანს იწვა მოკუნტული ნოე და ფიქრობდა, იქნებ ჯობდა ამ სულელურ ჩანაფიქრზე უარი ეთქვა და საკუთარ მშვიდ და აუღელვებელ ცხოვრებას დაბრუნებოდა, მაგრამ თანამშრომლების ხათრი ჰქონდა. ამ წვალებით შექმნილ კომპანიას თუ დაჰკარგავდა სისუსტის გამო, თავს ვერ აპატიებდა. აგერ უკვე შვიდი წელი იყო დასვენების გარეშე
მუშაობდა. და როცა ორი კვირით დასვენება გადაწყვიტა, ლუკა გამოეხირა თავსისი ცოლით.
თუმცა ზოგი ჭირი ხომ მარგებელია, თავად ეველინ გოთფრი არ გამოიჭირა!!!

_ მოიცადე, მე შენ გასწავლი ჭკუას!_ დაექადნა ქალად შემთხვევით დაბადებულ მწვანეთვალება დემონს.




3

ოთახიდან ნადირზე დაგეშილი მწევარივით გამოვიდა. თვალების ბრიალით ეძებდა იმ საძაგელ ქალს.

_ სად დაიმალე საზიზღარო?_ იღრიალა და ფანჯრებს ლამის ზრიალი დააწყებინა.

_ ნუ ზაიეც, ნუ პაგადი!_ ჩაიღრინა ბავშვობის დროინდელი მულტფილმის პერსონაჟივით, მაგრამ
ევი არსად იყო.

_ შიშველი ხომ არ გავარდა გარეთ ის არანორმალური?_ გაიფიქრა შეეჭვებულმა. რომ მოულოდნელად ფარდის მიღმა აივანზე მოჰკრა თვალი. ავად ჩაეღიმა და ჩუმად მიეპარა მსხვერპლს. აივნის კარი ღია იყო და მისი საუბარი ისმოდა. ეველინი ტელეფონზე ემოციურად ელაპარაკებოდა ვიღაცას.

_ დიახაც! მაგიტომ ვუთხარი უარი!... როცა ნახავ მიხვდები, სად ჩემი ღმერთივით ქმარი და სად ეგ გვაჯი ჯუჯა! ... მიყვარს? შენ რა დედაჩემივით ლაპარაკობ? რომ არ მიყვარდეს ცოლად გავყვებოდი?...

გაგონილმა გააოცა. თან სასიამოვნოდ ააღელვა. მისი სიყვარული ტყუილი იყო, მაგრამ ღმერთივით ქმარიო? ნეტა ვის ესაუბრებოდა? უფრო ახლოს მივიდა. სხვისი საუბრის მოსმენა არაა ლამაზი საქციელი, მაგრამ მასზე ლაპარაკობდა ეს მტაცებელი ქალი და უბრალოდ ადამიანურმა სისუსტემ სძლია.

_ კი მოვალთ, რატომაც არა! რაოო? მათე? მაგას რაღა უნდა მანდ? კარგი. დროებით ეკა!
ეკა მგონი რომანის მეორე ცოლს ჰქვია?გაიფიქრა ნოემ. კი, კი ახსოვდა
ის გადაპრანჭული და ქმარზე ალბათ ორჯერ უმცროსი ლამაზი ქალი. ალბათ ყოფილი მდივანი ან შვილის მოხერხებული დაქალი.
ამ ფიქრებში გართულს თავს წაადგა ეველინი.

_შენ რა მისმენდი?_ დააკვესა თვალები.

_ ტანზე ჩაიცვი, გარეთ სანამ გახვალ!_ არ იცოდა რა ეთქვა და ამიტომ უთხრა ასე. ხომ გაგიგიათ გაღმა შეედავე, გამოღმა დაგრჩებაო!

_ მართლა?რატომ? მეზობლების ჭორაობის გეშინია? თუ როცა მხედავ ჰორმონები გიტევენ?_ დამცინავად აუბზუა ქალმა ცხვირი.

_ შენი თავი ძაან სასწაული გგონია, არა?_ გულში ფიქრობდა, მართლა სასწაულიაო, მაგრამ რატომღაც ამის ხმამაღლა აღიარება არ სურდა.

_ ანუ არ მოგწონვარ?_ ჩაეცინა ეველინს. ზედმეტად თავდაჯერებული იყო, იმისთვის, რომ მისი სიტყვები გულზე მოხვედროდა.

_ ჩვეულებრივი ქალი ხარ რა!_ მხრები აიჩეჩა ნოემ._ მასე ბებიაჩემი რომ გავბერო ბოტოქსით, ისიც ნაშა იქნება! სილიკონის ბარბი!
აი აქ კი გამწარდა ქალი.

_ რაო? ბოტოქსიანი ნაშა? სილიკონის ბარბი? არაფერი შეგეშალოს! შენ ყოფილებში არ აგერიო! მე ასეთი ვარ ბუნებრივი!_ გამომწვევად მოიშიშვლა მკერდი.
" ჯანდაბა!" გაიფიქრა ნოემ და აღელვება რომ არ შემჩნეოდა აივნის სიღრმისკენ წავიდა. გაკაპასებული და ნახევრად შიშველი ქალი კი უკან დაუფიქრებლად გაჰყვა.

_ საკუთარი თავიდან გამომდინარე ნუ საუბრობ ჩემზე, სტეროიდებით რომ დაგიბერია ეგ ყალბი კუნთები! გგონია ვერ ვამჩნევ?

_ მე და სტეროიდები?_ ეველინისგან ასეთმა სიტყვებმა გააღიზიანა.

_ კი შენ და სტეროიდები! ასე ძალიანაც არ უნდა მოგენდომებინა!_ დამცინავად ჩამოუსვა თითი ნოეს და მის მკლავზე გაკეთებულ ტატუს ნაზად ჩამოაყოლა.

_ მე მომივიდა ზედმეტი?_ ხმა აერია ნოეს. აშკარად ძალიან მოქმედებდა ეველინი მასზე. ეს უმცირესი შეხებაც კი სიამოვნებდა.

_ და ამათზე რას იტყვი?_ ახლოს მიიწია მასთან და მისი მოშიშვლებული მკერდი მუჭში მოიქცია. ვითომ იმის შესამოწმებლად ნატურალური იყო თუ სილიკონის.
კაცმა არ იცის, ეს სიძულვილის აპილპილებული თამაში სადამდე მიიყვანდათ, მეზობელი აივნიდან ბიჭებს სტვენა და ხარხარი რომ არ დაეწყოთ. წამში გამოფხიზლდა ეველინი, დაბინდული გონება დაეწმინდა.

_ უნახავებო!_მიაძახა კაპასად ბიჭებს, ზეწარი აიფარა და სახლში გაცოფებული შევარდა . წამით უკან მოიხედა და დაინახა, რა გაბადრული სახით და თვითკმაყოფილი ღიმილით დაუკრა ნოემ თავი იმ თავხედ და ხამ მეზობლებს და გაცოფებულმა ჩაილაპარაკა:

_ ო, როგორ მძულხარ!

უნდოდათ თუ არა, იმისთვის რომ ყველას დაეჯერებინა მათი დაუჯერებელი ქორწინება და ეჭვი არავის გასჩენიდა, იძულებულები იყვნენ გოტფრის გამართულ ფოე_ ფოე წვეულებაზე წასულიყვნენ.
ეველინი მამის ჯინაზე, ხოლო ნოე შურისძიების გამო.

_ პრობლემა მაქვს!_ ჩამოაკითხა დივანზე ტელევიზორის წინ გაშხლართულ "ქმარს" ეველინმა.

_ რა სახის?_ არც კი შეუხედავს ისე მიუგდო
" ქმარმა".

_ ხომ ხვდები, ამაღამ თვალისმომჭრელი უნდა ვიყო,მაგრამ ჩასაცმელი არაფერი მაქვს!_ მართლაც ჯერ ისევ მისი სპორტულები ეცვა. "რა საყვარელიაო!" გაიფიქრა ნოემ რომ შეხედა. "ასეთ ქალს ძონძებიც რომ ჩააცვა მაინც გაანათებსო!"

_ კარადაში ზედა თაროზე დევს წითელი ზეწარი, წადი ახლა ის მოიხვიე, მოგიხდება წითელი ფერი! საბედისწერო ქალი იქნები!_ ხმამაღლა კი დასცინა , მაგრამ მიხვდა ევი მართალი იყო.

_ მძულხარ!_ ტუჩების მოძრაობით ამოიკითხა ეველინის სისინი.

_ მეც, აგრეთვე!_ თვითონაც ისე უპასუხა ლამის ჩურჩულით. ხამამაღლა კი დაამატა

_ გაემზადე და გავიდეთ, შეარჩიე, რაც გინდა!

ამაყად შეაქცია ქალმა ზურგი და თითქოს მისი თავი მხრებიდან ჩამოიფერთხაო ისე გადმოიყარა მხარს უკან შავი სწორი და პრიალა თმები.

_ რატომაა ასეთი ლამაზი?!_ ახლა მის სილამაზეზე გაბრაზდა ნოე.

ცოტა ხნის შემდეგ ქალაქის ქუჩებში მიქროდნენ. მოსწონდა ეს სისწრაფე ეველინს, თავადაც გიჟი მძღოლი იყო. მაგრამ ნოეს სწრაფი მანევრირების უნარით ბოლომდე მოიხიბლა. მოსწონდა თამამი და გაბედული კაცები. სუსტს, უნიათოს ვერც კაცს იტანდა და ვერც ქალს, თავდაც ძლიერი და ლიდერის თვისებებით უხვად დაჯილდოვებული ქალი.

სხვა ქალებივით ბევრი არ უვლია ეველინს. უბრალო კაბის ყიდვისასაც კი იცოდა, ზუსტად რა სურდა და სულ რაღაც ნახევარ საათში მზად იყო. გააოცა მისმა ამ რაციონალურმა და სწრაფმა მოქმედებამ ნოე, რომელიც შემზადებული იყო დამღლელი, წუწუნა და წანწალა შოპინგისთვის, რაც აგრერიგად სძაგდა.

_ ეს ქალი ძალიან მგავს!_ გაიფიქრა გულში. ერთ რამეში მართალი იყო ნოე, ეველინს წითელი ფერი მართლაც უხდებოდა. და სწორედ წითელი გრძელი სწორი და დავარდნილი კაბა შეერჩია ქალას. მარჯვენა ფეხთან ღრმა ჭრილით, სრულიად მოხსნილი ზურგით და წელზე გადახლართული უწვრილესი სამხრეებით. შავი მაღალქუსლიანები. მუქი წითელი კლაჩი. ყველაფერი კლასიკური, სადა და ამავდროულად სექსუალური.

ოთახიდან გამოსულები ერთმანეთს შეეჩეხენ კიბის თავში. ისე მოიხიბლა ნოე, გულიც კი აუჩქარდა მის დანახვაზე. სცადა არ შეემჩნია და უხერხულობის გასაფანტაბად ჰალსტუხს წაეტანა შესასწორებლად.
" ერთი კომპლიმენტიც კი არ მითხრა ამ ველურმა!" კაცის უყურადღებობამ გააბრაზა ეველინი.

_ მოდი აქ!_ მბრძანებლურად უთხრა, და როცა გაოცებულმა ნოემ შეხედა თავად მიუახლოვდა. ჰალსტუხი საკუთარი ხელით შეუხსნა და მოისროლა. დაიბნა ნოე, ვერ მიხვდა რას აკეთებდა მტაცებელი, ააღელვა მისმა მოშიშვლებულმა მხრებმა. ეველინმა უცებ კაცმა არ იცის რა მომენტში ნაყიდი წითელი, საკუთარი კაბისთვის შეხამებული, ბანტი შეუბნია ყელზე და შეათვალიერა, ნასიამოვნებმა ლამაზად გაიღიმა.
"ეს ქალი გადამიყოლებს!" გაიფიქრა მასთან სიახლოვით სუნთქვაშეკრულმა ნოემ.

_ ეს რა ჯანდაბაა?_ მაინც არ უღალატა ჯუჯღუნს.

_ უნდა მიხდებოდე!_ წაუსისინა ქალმა და კიბეზე პირველი დაეშვა.
ისე ლამაზად მისდევდა კაბის ბოლო კიბეზე ჩასულს. წელში გამართული მიდიოდა, გაშლილი თმა მარცხენა მხარზე ჩამოეყარა.
დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი იყო და ამას ყველა ნიუანსით ამჟღავნებდა.
ერთდროულად აღფრთოვანებულიც იყო ნოე მისით და სძულდა კიდეც. ვერაფრით პატიობდა ჩადენილ დანაშაულს. უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რომ ეველინს არ სცოდნოდა, თუ როგორ გაქურდა მისმა კომპანიამ და შემდეგ როგორ მოიშორა თავიდან პერსპექტიული და ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი.

_ არა, მისი შეყვარება არ შეიძლება!_ შეუძახა საკუთარ თავს და კიბეზე სწრაფად დაეშვა. ეველინს გაასწრო, სახლიდან გავიდა და მანქანაშიც პირველი ჩაჯდა, რათა მისთვის კარის გაღების აუცილებლობა თავიდან აეშორებინა.

სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა მანქანას ეველინ გოტფრი და უსიტყვოდ დაჯდა, მაგრამ არა წინ, როგორც ამას ნოე ელოდებოდა, არამედ უკან. თითქოს ამით ხაზი გაუსვა მის მაღალ სტატუსს კაცთან შედარებით. კარი მოიხურა და ამაყი სახით უსიტყვიდ დაიწყო ფანჯრიდან ყურება. აქაოდა მძღოლზე მეტი არც ხარ და არც იქნებიო! სარკიდან გახედა ქალს ნოემ. გაუკვირდა ახლა მისით აღფრთოვანების გარდა, რომ ვეღარაფერი ვეღარ იგრძნო.

_ მტაცებელი ევი!_ ქალის გასაგონად ჩაილაპარაკა და მანქანა ღიმილით დაქოქა.

რომელი რომელს უხდებოდა არ ვიცი, მაგრამ დარბაზი ჯერ დადუმდა, როცა ხელკავით შეაბიჯეს და შემდეგ ერთდროულად აჩურჩულდა. საოცარი წყვილი იყო უდაოდ. თან ერთმანეთს ისეთი ვნებით შეჰყურებდნენ, რომ მათ გარშემო ჰაერი იწვოდა თითქოს. ნელი ნაბიჯით მივიდნენ დარბაზის შუაგულში, თითქოს დამსწრე საზოგადოებას მათი თვალიერებით სიამოვნების მიღება აცადეს.

_ გაიცანი მამა, ჩემი მეუღლე, ნოე ადამია!_ მკვეთრად და ოდნავ ხმამაღლაც კი გაისმა ეველინის ხმა დარბაზში.
რომან გოტფრის ერთი კი გააკანკალა ბრაზისგან, მაგრამ სახეზე აკრული ყალბი და ოდნავ დაუფარავი ბრაზით ატკეცილი ღიმილით ნელა მობრუნდა მათკენ.

_ სასიამოვნოა!_ ცივი ხმით მიესალმა მოსულებს._ მიხარია შენი გაცნობა, სიძევ ბატონო! ირონიულად გაუღიმა.
მაგრამ ნოე ის ძველი თავმდაბალი ნოე აღარ იყო, ვინც გოტფრის ახსოვდა.

_ გამარჯობა ბატონო რომან, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, ვფიქრობ უნდა გახსოვდეთ!_ ჩამოსართმევად გამოწვდილ ხელზე ოდნავ შეეხო, ხელი სწრაფად დაიბრუნა და "ცოლს" მოხვია წვრილ წელზე . მაგრად აიკრა მკერდზე.

_ საოცრად ლამაზი ქალიშვილი გყავთ! _ უთხრა და თან ევის ღიმილით ჩახედა მწვანე თვალებში.

_ მართალი ხართ, ჩემი ქალიშვილი მართლაც მშვენიერია!_ დაეთანხმა გოტფრი და მასთან სავარაუდო ნაცნობობის აღიარებას ოსტატურად აარიდა თავი გაქნილმა ბიზნესმენმა.

_ თქვენი იყო ბატონო რომან, ახლა ჩემია!_ მხიარულად მიუგო ნოემ და მოურიდებლად და თამამად დაეკონა ოდნავ გაძალიანებულ ქალს ლამაზ ტუჩებზე.




4

თავადაც უკვირდა ეველინს, ამ უხეში კაცის კოცნა ასე რატომ სიამოვნებდა. პატარა გამოუცდელი გოგოსავით რატომ იბნეოდა და წინააღმდეგობის უნარს რატომ კარგავდა.
მაგრამ ფაქტი იყო, ნოეს შეხებაზე ცეცხლი ეკიდებოდა. თუმცა ეველინი ის ქალი არ იყო, ერთ კოცნაზე დამდნარიყო.
თავი ხელში აიყვანა და სახეზე გადაშლილი ბედნიერი ღიმილით მოათვალიერა დარბაზი.
"აჰა, ლოქოც აქ ყოფილა!" გაიფიქრა, როცა თვალი გაცოფებულ მათეს მოჰკრა. ცალხელში სასმელი რომ ჩაებღუჯა და ცალი კი, როგორც სჩვეოდა, შარვლის ჯიბეში ჰქონდა დამალული.
ეს მანერაც საოცრად აღიზიანებდა ქალს.
ახლა მის წელზე მოხვეულ ნოეს ხელებს დააკვირდა და გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ მის ახლადგამომცხვარ ქმარს საოცრად ლამაზი, ნატიფი თითები ჰქონდა. გაიაზრა, რომ ეს ფაქტი ძალიან ესიამოვნა. ფიქრებიდან დედინაცვალმა გამოაფხიზლა.

_ ევი საყვარელო, ულამაზესი ხარ!_ გულწრფელი იყო ქალი. მის ემოციებს კარგად ცნობდა ეველინი. სანამ ეკა გოტფრის ცოლი გახდებოდა, მანამდე ეველინთან მეგობრობდა და სწორედ ასე გაიცნო რომანი.
არა მარტო ევი, არამედ მისი დედაც ქალბატონი მაკა, ანუ როგორც საბუთებში ეწერა მაკატერინე, მშვენივრად ახერხებდა ქალბატონ ეკატერინესთან უშუალო ურთიერთობის დამყარებას.
აბა, რა იყო აქ უცნაური? მაღალი საზოგადოება და ელიტა ხომ ხსნილია მსგავსი არაგულწრფელი ურთიერთობებისთვის.

_ გამარჯობა, მე ეკა ვარ, ევის დედინაცვალი!_ მხიარულად წარუდგინა ქალმა ნოეს თავი.
ევის ჩაეცინა და რატომღაც ნოეს გვერდით სხვა ქალი წარმოიდგინა. მოულოდნელად გააოცა სიბრაზის იმ ტალღამ, სხეულში რომ დაუარა. არასდროს! თუნდაც ფიქტიურ ქორწინებაში, არავის მისცემდა მისი დამცირების უფლებას. ისევ ნოეს გახედა, რომელიც იდგა და ნაღებ საზოგადოებას ოდნავ ირონიულად აკვირდებოდა.
უყურა ევიმ, უყურა და ნაკლი ვერ მოუნახა. საქმე იმაში კი არ იყო, რომ ნოე ლამაზი კაცი გახლდათ. არა! იქნებ პირიქითაც, ცოტა უხეში ნაკვთები ჰქონდა , ისევე როგორც ხასიათი, მაგრამ საოცრად მიმზიდველი იყო მისთვის. ევიმ ისიც შენიშნა, მისი დაქალები როგორი აღფრთოვანებით ათვალიერებდნენ "მის კაცს" და გულში, როგორც მათზე ყოველი უპირატესობისას, სიამოვნება იგრძნო.
ნოეს ახლა ხელკავი გამოსდო. თავი ამაყად ეჭირა,
დაახლოებით ისე, როგორც იპოდრომზე სანაქებო არაბულის პატრონებს უჭირავთ ხოლმე.
იქნებ შეეძლო ამ კაცის გული მოეგო? არა, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, რა თქმა უნდა, მასთან დარჩენას არ აპირებდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამ ექვს თვეს სიამოვნებით ხომ გაატარებდა?!

_ გამარჯობაა,_ ოდნავ გაწელილი ხმით მიესალმათ მაკა._შენ ხარ ჩვენი ევის უცნობი სიყვარული?
ნოეს გაეღიმა და ცოლის წელზე მოხვეული ხელი, ეკასგან განსხვავებით, მაკას მომხიბვლელად გაუწოდა.

_გაიცანი დედა, ნოე!_ ნოეს არ გასჭირვებია იმის შემჩნევა, რომ მაკა კმაყოფილიც კი დარჩა შვილის არჩევნით. დაიხარა და ქალს ხელზე ეამბორა.

_ ეველინის დედა უთუოდ ასეთი მშვენიერი ქალბატონი თუ იქნებოდა!_ იცოდა ნოემ, ნებისმიერ ასაკში და სტატუსის მიუხედავად, ქალების გულის მოგება კომპლიმენტებით სულ ადვილია. კაცმა რომ თქვას , სასიდედროს თუ უკვე სიდედრის კეთილგანწყობის მოპოვება მნიშვნელოვანიც კი იყო. მაკაც არანაკლებ ცნობილი იყო მათ სივრცეში, როგორც გამოცდილი და შემდგარი ბიზნესლედი.

_ ეს რა გააკეთე ეველინ?_ დაიმარტოხელა თუ არა შვილს დააცხრა რომანი.

_ მათესთან გარიგება ოფიციალურად არ გაგვიფირმებია ჯერ, იცი რამხელა ზარალს ვნახავთ შენ გამო?_ ცდილობდა სახეზე არაფერი შესტყობოდა, მაგრამ ეველინი ხედავდა, რომ მამამისი აფეთქების ზღვარზე იდგა.

_ საინტერესოა, ის თუ გახსოვს ჩემი ქმრის იდეით რამხელა მოგება იშოვნე? არ გახსოვს? მე მახსოვს სამაგიეროდ, მის პროექტს ამდენი წლის შემდეგაც კი მოაქვს მოგება!_ წარბიც არ შეუხრია ქალს. მაშინაც სცადა შეწინააღმდეგებოდა მამას, მაგრამ მაშინ არც ამხელა გამბედაობა ჰქონდა და არც ამხელა გამოცდილება. კიდევ კარგი მაშინ არ დაუპირა მამამ გათხოვება, თორემ ალბათ წინააღმდეგობას ვერც გაუწევდა.
ევი მართლა ამართლებდა მტაცებლის ზედმეტსახელს და ბიზნესში შეუბრალებელი ქალის სახელი ჰქონდა , მაგრამ უპატიოსნო გზების გამოყენებას არასდროს ცდილობდა. საკმაოდ ძლიერ ქალად მიაჩნდა თავი, რათა მამის მსგავსი არასწორი გზებისგან თავი შორს დაეჭირა.

რომანი კი ძველი ყაიდის კაცი იყო. მიაჩნდა, რომ შენ თუ არ დაასწრებ და არ შეჭამ, შენზე დიდი ზვიგენები დაუღეჭავად გადაგყლაპავენ. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, ის მიზანი რისთვისაც ოდესღაც ბიზნესის გარისკვა გადაწყვიტა აღარც ახსოვდა. აღარც ის ქალი უმშვენებდა გვერდს, ვისთვისაც ერთ დროს სამყაროს არ დაიშურებდა. ახლა ჩვეულებრივი მედროვე მომაფიოზო საქმოსანი იყო, ყოველგვარ ადამიანურ ღირსებებზე უარს რომ იტყოდა სათანადო თანხის, თუ კონტრაქტის სანაცვლოდ. ზუსტად ისეთი, როგორიც დღეს თანამედროვე საქმოსანთა აბსოლუტური უმრავლესობაა.

_რას ბედავ თუ ხვდები!_ უფრო და უფრო უჭირდა თავის შეკავება რომანს.

_ დაამთავრე ეგ ცირკი და ის გააკეთე, რაც გვალება!_ ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ ევი უბრალოდ ჭირვეულობდა და თუ ძალას დაატანდა თავის ნებაზე გაატარებდა, მაგრამ ამჯერად ძალიან ცდებოდა.

_ ანუ ვალდებულებაც მაქვს არა?_ჩაეცინა მწარედ ეველინს.

_ წლებია ფუფუნებაში ცხოვრობ, წლებია ყველა სურვილს გისრულებ! განა ერთი თხოვნის ასრულება ასე რთულია?!_ მართალა არ ესმოდა რომანს, რა მნიშვნელობა ჰქონდა, იმას თუ ვის გაჰყვებოდა ცოლად ეველინი. საქმეს წარმატებით დააგვირგვინებდა და მერე თუ სურვილი ექნებოდა განქორწინებას ვინ დაუშლიდა?!

_ მე ისედაც ბევრი გავიღე ამ კომპანიისთვის, ხომ არ გავიწყდება დღევანდელი კონტრაქტების უმეტესობა ჩემი წყალობით გვაქვს!_ გააოცა მამის უმადურობამ ქალი.

_მათე პასუხს ელოდება! იცოდე არაფერს გაღირსებ და იმ შენი ბდოვლათი ქმარივით მოგისვრი კომპანიიდან!_ ამ სიტყვებამა გული მოუკლა ვივიენს. მას სინამდვილეში არასდროს დაუჯერებია, რომ მამამისი ნაძირალა იყო და ახლა გამოდის ნაძირალაზე უარესიც ყოფილა.

_ თავში ქვა გიხლიათ ერთსაც და მეორესაც!_ ვეღარ მოითმინა და სწორედ ის უთხრა, რაც იმ წამს გულში ჰქონდა.

_ თავხედო გოგო!_ იმდენად მოულოდნელი იყო მამისგან ეველინზე დასარტყმელად აწეული ხელი, რომ ქალს არც კი უფიქრია სახე აერიდებინა. მოქნეული ხელი ნოემ ჰაერშივე დაუჭირა რომანს.

_ ეველინი ახლა ჩემი ცოლია და ნებისმიერი, ვინც მასზე ხელს ასწევს, ვინც არ უნდა იყოს, დაიმახსოვრეთ, რომ უხელოდ დარჩება! _ თვალები უელავდა კაცს. ისედაც სძულდა ეს ადამიანი და ახლა, მოსმენილისა და დანახულის შემდეგ, სულ დაკარგა მასზე შთაბეჭდილება. რა ადამიანი იყო, რომ ფულის და კონტრაქტის სანაცვლოდ მზად იყო ერთადერთი ქალიშვილი ვიღაც კაცის არამსგავსი არსებისთვის მიეყიდა. კაცის, რომელსაც ისიც კი არ შეეძლო ქალის გული თავად მოენადირებინა და მამა შვილს შორის განვითარებულ სცენას სადღაც დარბაზის სიღრმიდან ლაჩარივით აკვირდებოდა.

_ ამას ინანებ!_ ასისინდა გოტფრი.

_ სწორედ ამ წამიდან, დარწმუნებული ვარ, რომ არასდროს ვინანებ!_ ჩაეღიმა ნოეს, ეველინს ხელი ჩაჰკიდა და დარბაზი ირონიული ღიმილით დატოვა.

ეველინს სისხლი აუჩქროლა ნოეს საქციელმა. რაღაცნაირად შინაგანად გაახარა და სიამაყის გრძნობით აავსო იმ ფაქტმა, რომ გოტფრისაც კი არ მოერიდა ეს ველური მის დასაცავად.

მანქანასთან შეყოვნდა, ეგონა ნოე ახლა მაინც კარს ჯენტლმენურად გამოუხსნიდა და დაჯდომაში მიეშველებოდა, მაგრამ შეცდა. ნოეს არც კი უფიქრია მისი დახმარება. მანქანას მოუარა, ჩაჯდა და ქალს ინტერესით გამოხედა:
"აბა აღარ მოდიხარო?" სწორედ ასეთი გულუბრყვილო გამომეტყველებით.

" ვირი! ხიხო ვირი!"_ გულში აკივლდა ეველინი. სახეზე კი არფერი შეიმჩნია, მშვიდად გამოაღო კარი და მის გვერდით ჩაჯდა.

_ არ მჭირდებოდა შენი დახმარება! თავადაც გავუმკლავდებოდი!_ სხვა რამეზე გაბრაზებულმა, სხვა რამეზე მოსდო შარი. სინამდვილეში ძალიანაც კარგად ხვდებოდა, რომ არა ნოე მამისგან სილის გაწვნა არ ასცდებოდა. თანაც ვის? ეველინ გოტფრის! ამდენი ჩასაფრებული ჭორიკანას თვალწინ.

_ სხვა დროს მეცოდინება!_ გარეგნულად სიმშვიდის განსახიერება იყო ნოე. თუმცა შინაგანად ერთი კითხვა არ ასვენებდა, რატომ განრისხდა ასე რომანზე, იმიტომ რომ ქალზე ასწია ხელი? თუ იმიტომ რომ მისი ცოლის ცემას აპირებდა? და იყო კიდევ მესამე ვარიანტიც, რაზე ფიქრსაც გაურბოდა ნოე! იქნებ იმიტომ განრისხდა, რომ კონკრეტულად ეველინზე ასწია ვიღაცამ ხელი?

ცერად გახედა და დაინახა შუბლშეკრული და გაცოფებული, მაგრამ მაინც საოცრად მშვენიერი ქალი. მართლა მისი ცოლი რომ ყოფილიყო და უფლება ჰქონოდა, ალბათ სახლამდე ვერც მოითმენდა უმისობას, მაგრამ ახლა საკუთარი უმოქმედობა აგიჟებდა, მაშინ, როცა ამდენად ძლიერ სურდა ეს აუტანელი ქალი.

_ რას მომჩერებიხარ!_ ავად დააბრიალა მწვანე თვალები ეველინმა.

_ მაინტერესებს, რამ გადარია შენზე აბაკელია ასე, რომ გათხოვილსაც გითხოვს!_ ჩაეღიმა ნოეს. ის სულელი აბაკელია კი არა უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ თავადაც მისი ტყვე იყო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
ეს საძაგელი ქალი ჯერ სახლში შემოუსახლდა, შემდეგ კი მისი გულის კარიც დაუკითხავად შეაღო და ახლა იქიდან იქნევდა თითს მბრძანებლურად.

ნოეს ისევ გაეღიმა. "უბრალოდ სულელი ვიქნები, ამ ქალს თუ დავკარგავ!" გაიფიქრა და გზას გახედა.

მანქანაშივე გაიხადა ქუსლიანები ეველინმა, გაჩერებული არ ჰყავდა ნოეს, რომ გადმოვიდა და კარიც კი არ მიუხურია ისე ფეხშველი წავიდა ეზოში გაზრდილ მწვანე ბალახის პატარა მინდორზე.

_ რა ჯანდაბას აკეთებს?_ ჩაილაპარაკა ნოემ და ეზოს ერთი ბოლოდან მეორეში დაჭრილი ვეფხვივით მბორგავ ქალს ინტერესით გახედა.

ეველინის თავში კი ქაოსი ხდებოდა. ყველაფერი, რისიც სჯეროდა,ერთ საღამოს ჩამოენგრა თავზე.

_ ყველაფერს წაგართმევო! _ თავის თავს ესაუბრებოდა და მუჭებშეკრული მიმოდიოდა.

_ ყველაფერს წამართმევ არა? ვნახოთ ვინ ვის წაართმევს! ის არ გყოფნიდა ჩემი უტვინო დაქალი რომ მოათრიე ცოლად და დედა გაუშვი, ახლა მეც მომდექი არა? შენ გაქვს სიყვარულის უფლება და მე შენი მარიონეტი ვარ ხომ?_ აბაკელიას გახსენებაზე ზიზღით გააკანკალა.
წამით გაჩერდა. ჰაერი ჩაისუნთქა. მოდუნდა. ასე იცოდა ხოლმე, დიდი სტრესისას ფეხშველი დადიოდა ბალახზე ან მიწაზე და უარყოფით ენერგიას თავიდან იშორებდა. იწმინდებოდა ნეგატივისგან და აზრებს იმშვიდებდა. აივანს ახედა და ნოე გაახსენდა. ჰო, სწორედ ნოე იყო ის, ვინც შურისძიებაში დაეხმარებოდა. ცივსისხლიანი ქალი მამის ჩაძირვას აპირებდა, მანამ სანამ ბოდიშს იმ ხალხის წინაშე ხმამაღლა არ მოახდევინებდა, ვინც ამ საღამოს მისი დამცირება იხილა.

სახლისკენ დაიძრა, მისაღები გაიარა და ბარზე ალკოჰოლს მოკრა თვალი, დაუფიქრებლად წამოავლო ხელი ბოთლს და მუქი სითხე მოზრდილ სირჩაში ჩამოისხა. ყელი ჩასწვა ალკოჰოლმა და ისედაც ადუღებული სისხლი კიდევ უფრო გაუცხელა. საძინებელში შევიდა და აფრიალებული ფარდის მიღმა, აივანზე მდგარ ნოეს მოჰკრა თვალი, აბაზანიდან ახალგამოსულს თეთრი ხალათი მოესხა და მისგან ზურგშექცევით მდგარი სიგარეტს ეწეოდა. მისი გონება სურვილმა დაიპყრო. სურდა თავი ისევ სრულფასოვან ქალად ეგრძნო და არა მამის მიერ დასჯილ გოგონად. თავდაჯერება აკლდა იმ წამს და სურდა თავის სულიერ სიმშვიდეს დაბრუნებოდა. სურდა სწორედ ნოეს თვალებში დაენახა, რომ სასურველი ქალი იყო. იქნებ საბედისწეროც და ერთადერთიც, მაგრამ ეს შემდეგ...

მიუახლოვდა, ზურგით მდგომს წელზე ხელი მოხვია და ჩაეხუტა.
მოულოდნელობისგან შეცბუნებული კაცი სწრაფად მოტრიალდა და მისი ფიქრების ამრევ_ დამრევი ქალი მკლავებში მოიქცია.
ევიმ მკლავზე ჩამოუსვა ხელი, იმ ტატუზე ასე რომ მოსწონდა. არასდროს უფიქრია თუ ტატუ ამდენად მიმზიდველი შეიძლებოდა ყოფილიყო სასურველი კაცის სხეულზე. თითებიდან სიგარეტი აართვა და რამდენიმე ნაპასი ზედიზედ დაარტყა. არამწეველმა ოდნავი თავბრუსხვევა და ჰაეროვნება იგრძნო.

უმცირეს დეტალებს არჩევდა ნოე, იმდენად სურდა ეველინი იმ წამს და იქვე. დაინახა, როგორ დატოვა სიგარეტზე ალუბლისფერი ტუჩსაცხის კვალი. ტუჩებისკენ გაექცა მზერა. ნეტავ რისი გემო ჰქონდა ახლა ამ ტუჩებს? ასე გამომწვევად და ოდნავ ირონიული ღიმილით რომ იღიმოდნენ ახლა. ცალი ხელით კაბის წვრილი სამხრე ჩამოიცურა მხრიდან ქალმა, და ხელი შიშველ მკერდზე აიფარა.
ნოეს სურდა ეკითხა: დარწმუნებბული ხარო, მაგრამ არ უნდოდა მომენტის გაფუჭება. ზოგჯერ უადგილოდ ნათქვამი სულ ერთი სიტყვაც კი ყველაფერს აფუჭებს და ასრულებს.

სიგარეტი გამოართვა, იქვე მოუთმენლად მიასრისა და მეორე სამხრე უკვე თავად ჩამოუცურა მხრიდან...



5

თუნდაც მათი ამბავი დაუგეგმავად დაიწყო და ასევე დაუგეგმავადვე გრძელდებოდა, იქნებ სულაც არ იყო ნამდვილ გრძნობებს მოკლებული. და ამ გრძნობებში მხოლოდ ყოვლისმომცველ ვნებას არც ვგულისხმობ. სულაც პირიქით! იქნებ ეს ვნებაც სწორედ ამ ქარტეხილად დამტყდარი გრძნობებისგან მოდიოდა და არა ისე თავისთავად?! არ გიფიქრიათ, რომ ხშირად სწორედ ის არის ყველაზე გულწრფელი, რაც სრულიად შემთხვევით და დაუგეგმავად ხდება?!
თუმცა ეველინს, ნოესგან განსხვავებით, წამითაც კი არ უფიქრია, რომ ის ღამე რამეს შესცვლიდა მის უნაკლო და აწყობილ ცხოვრებაში. მხოლოდ ემოციური აფეთქების შედეგი ეგონა და ამიტომ დაძაბულობას, ანდაც რაიმე ვალდებულებას სრულიადაც არ გრძნობდა. დილით ისე უბრალოდ წამოდგა და შიშველ სხეულზე ისე ძალდაუტანებლად მოისხა ნოეს ხალათი, თითქოს მთელი ცხოვრება ასე და ამგვარად იღვიძებდა.
მძინარე კაცს გადახედა და განცდილის გამო სიამოვნებით გაიღიმა.
ნოეს პოვნა მართლაც რომ იღბალი იყო და მეტი არაფერი.
წამოდგა და ოთახიდან წელში გამართული ამაყად გავიდა.

_ ეველინ!_ ოთახი მოათვალიერა ნოემ. საწოლში რომ არ დახვდა ეწყინასავით. რატომღაც ეგონა წინა ღამის რომანტიკა დილასაც გასწვდებოდა , მაგრამ მოტყუვდა.
ზურგზე გადაწვა და ჭერს ახედა.

_ მგონი კონტრაქტს გავცდით და რაღაც ახალ ეტაპზე გადავედით!_ გაუღიმა საკუთარ ფიქრებს.
არ გასჭირვებია იმის აღიარება, რომ ეს ქალი ძალიან მოსწონდა და მათ ურთიერთობას კონტრაქტზე უფრო გრძელვადიან პერსპექტივაშიც ხედავდა.
მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო! ასე იყო მისი საქმე. ნოე ძალიან იყო გადაჭრილი გრძნობებში და რაც უფრო მეტს მოელოდა ამ ურთიერთობისგან, მით უფრო დიდი იმედგაცრუება ელოდა.

წამოდგა შორტი ამოიცვა და სააბაზანოს მიაშურა.
სულ ღიღინით მოიწესრიგა თავი. საოცარ განწყობაზე იყო როცა იმ მომენტებს იხსენებდა, რომლებსაც დავიწყება უკვე აღარ ეწერათ.

სამზარეულოს მიაშურა, უნდოდა საუზმე გაეწყო და ეს საოცარი ქალი გაეოცებინა. კარი შეაღო და გაოცებული შედგა. ეველინ გოტფრი მაგიდასთან იჯდა წინ ფინჯანი ყავა ედგა, ზუსტად ორი ყველის სენდვიჩი და მადიანად ილუკმებოდა. როგორც სჩანს ნოეზე არათუ არ უფიქრია, საერთოდ არც კი გახსენებია! ესეც ეწყინა აჟიტირებულ კაცს, მაგრამ იფიქრა, რომ ევი მზრუნველი ქალების ტიპს არ ეკუთვნოდა და ხელი ჩაიქნია.
მიუახლოვდა ხელი მოხვია და კოცნა დაუპირა, მაგრამ ქალი წელში გაიდრიკა და ისეთი გაოცებული თვალები შეანათა, რომ ნოე შეცბა.

_ დილამშვიდობისა საყვარელო!_ გაუღიმა შემცბარმა.

_ საყვარელო?_ ცივად მოიშორა მისი მკლავი წელიდან ქალმა და სკამიდან წამოხტა .

_ ვერ მივხვდი?_ დაიბნა ნოე.

_ რას ვერ მიხვდი?_ ირონიოულად ჩაეცინა ქალს_ არაფერი შეცვლილა! წინა ღამეზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებ! ჩვენი ურთიერთობა არასდროს შეიცვლება! არაფერი პირადული ამაში არ არის, ხვდები? მხოლოდ ბიზნესი! _ ზურგი აქცია გაფითრებულ კაცს და სამზარეულო ყავის ჭიქით ხელში დატოვა.

_ მხოლოდ ბიზნესი?!_ ჩაილაპარაკა ნოემ და მთელი ის აბორგებული გრძნობა და სურვილი წამში დაუბრუნდა უწინდელ სიძულვილს. რა სიძულვილითაც მანამ სძულდა, სანამ მტერში საოცარ ქალს ამოიცნობდა.
მართლაც არ ცდებოდნენ, როცა ევის მტაცებელს ეძახდნენ. ფიქრობდა ნოე.

_ კარგი იყოს ბიზნესი!_ კბილები გაახრჭიალა ბრაზით.

ძალიან სცადა, მაგრამ ეველინ გოტფრის ინდიფერენტულად ვერაფრით შეხედა, ეს ქალი ან უნდა ჰყვარებიდა კაცს, ან სასტიკად უნდა შესძულებოდა. უარყოფილის სინდრომიც აცოფებდა ნოეს.
ეზოში გავიდა, პატარა აუზის პირას ჩამოჯდა და სიგარეტს გაუკიდა.
ევი კი შუშის კარს მიღმა იდგა და მის უზადო ნახევრად შიშველ სხეულს აკვირდებოდა.

_ ასეთი კაცები შენნაირ ქალებს არ იყვარებენ ეველინ!_ გამაფრთხილებლად შემოუძახა თავს.

_ არ გაბედო გესმის? მისი ახლოს მოშვება არ გაბედო!
ინსტრუქციებს აძლევდა საკუთარ თავს და რამდენადაც შეეძლო იმდენად ეხვეოდა მტაცებელი ქალის ნიღაბში. თუნდაც კიდევ დამორჩილებოდა იმ დაუმორვილებელ სურვილს რასაც ნოეს მიმართ განიცდიდა, ეს არ უნდა გადაზრდილიყო სიყვარულში, რადგან როდესაც მიზანს მიაღწევდა, რაშიც ნოეს დახმარება სჭირდებოდა, შემდეგ მასაც მოიშორებდა და უკვე დამოუკიდებელი და შემდგარი ქალი იქნებოდა. მხოლოდ საკუთარი თავის მბრძანებელი,
რომელსაც ვერავინ ვეღარაფერს ვეღარ მიუთითებდა.
ბიზნესი იყო ერთადერთი მოედანი, სადაც ის თავდამსხმელის პოზიციაში ხედავდა საკუთარ თავს. სადაც თავს ისე გრძნობდა , როგორც თევზი წყალში. ახლა კი ახალი მიზანი ჰქონდა შერჩეული! მამამისის კომპანია უნდა დაეძირა, უნდა ენახა გამტყდარი რომან გოტფრი! ისე უნდა მოეხერხებინა რომ რომანს ნოეს იქით გზა აღარ დარჩენოდა. ამისთვის კი მხოლოდ ექვსი თვე ჰქონდა. აბა რა დროს სიყვარული იყო?!
ჰაერი ჩაისუნთქა, თავი აიძულა ამდენად სასურველი კაცისთვის თვალი აერიდებინა.

_ გავერთეთ გვეყოს! ახლა კი საქმე!_ შემოჰკრა ტაში და საკუთარ საძინებელს მიაშურა.

იმ საღმოსვე მიუტანა ნაუცბადევი ბიზნესგეგმა ნოეს და მასთან პარტნიორობაზე შეუდგა საუბარს. ეს გაერთიანება ორივეს გააძლიერებდა. რადგან ამ შემთხვევაში მათ საერთო მიზანი ჰქონდათ, რომან გოტფრის გამწარება.
თქვენ იტყვით, რომ შურისძიება მდაბალთა და სუსტთა საქმეა! არა ბატონო! შურისძიებას გამბედაობა, მიზანდასახულობა, შეუპოვრობა და სისასტიკე სჭირდება და დამეთანხმებით, რომ სუსტები ამ თვისებებით გერ დაიკვეხნიან. შურისძიება მხოლოდ ძლიერთა ხვედრია.

ნოემ გეგმას ყურადღებით გადახედა, რამდენიმე გაურკვეველი დეტალი დააზუსტა და ახალ საიდუმლო პარტნიორს ხელი გაუწოდა.

_ ხვალ ჩემი პარტნიორი და მეგობარი ჩამოდის! მოემზადე რადგან ხვალიდან ჩვენს ოფისში ოფიციალურად შემოხვალ, როგორც ჩვენი მთავარი კოზირი!_ ევიმ ავად ჩაიცინა. ნოეს ხელი ჩამოართვა და სთხოვა.

_ დამპირდი, რომ სანამ იმ ლოქოს და ბატონ რომანს კისერს არ მოვუგრეხთ ჩემთან იქნები!

"ჩემთან იქნები!" გაუელვა ამ სიტყვებმა ნოეს და ოდნავ თავისკენ დაქაჩა ეველინის ხელი. ნეტავ სხვა კონტექსტში ეხმარა ეს ორი სიტყვა ამ არანორმალურ ქალს!

მწვანედ ჩამუქებულ თვალებში ინტერესით ჩახედა. ნეტა რას ფიქრობდა ეს მოუხელთებელი ქალი. "მხოლოდ ბიზნესი!" ახლა ეს სიტყვები გაახსენდა კაცს და თითები მტკივნეულად მოუჭირა. ერთი სურვილი სწვავდა , რომ ისევ ეგრძნო მისი ტუჩების გემო, და მისი მოქნილი სხეული საკუთარ საწოლში.

_ შენთან ვიქნები!_ უთხრა ბოხი ხმით და გულში სულ სხვა პირობა მისცა გპირდები შენ თავად იბრძოლებ ჩემთვის და ვერასდროს მიმატოვებ!
ღრმად სუნთქავდა ეველინი, მისი შეხება ვნების ალში ხვევდა და მთელი ნებისყოფის მოხმობა სჭირდებოდა, რომ გულცივი სახე შეენარჩუნებინა. თუმცა მის სხეულს ახსოვდა ნოეს ყოველი შეხება და გამეორებას დაჟინებით მოითხოვდა.

_ კარგი, _ თავი დაუქნია და ხელი გაინთავისუფლა ევიმ. _ ვნახოთ, რა რეაქცია ექნებათ შენებს ჩემს გამოჩენაზე!_ ოფისი იგულისხმა. წამით კიდევ უყურა სასურველის თვალებს მერე ზურგი შეაქცია და ლამის გაიქცა, საკუთარ საძინებელს შეეფარა.
ნოეს გაეღიმა.

_ ასე უფრო აზარტულია!_ ჩაილაპარაკა და ტატოს ნონერი აკრიფა.

_ ნოე როგორ ხარ ძმაო? აუუ სამაღარიჩო საქმე გამკეთე და პატივისცემა ჩემზე იყოს!_ მისალმებაც არ დააცალა მეგობარმა.

_ ხოდა ძალიანაც კარგი! სიურპრიზი მაქვს შენთვის! უფრო სწორედ მთელი კომპანიისთვის და იმედია, როცა ხვალ ჩემს სიურპრიზსს ნახავ, გაგახსენდება, რომ ვალში ხარ ჩემთან!_ ჩაეცინა ტატოს სახე რომ წარმოიდგინა, როცა ევიზე ხმამაღლა გამოაცხადებდა ჩემი ცოლი და ბიზნეს პარტნიორიაო.
აბა როგორი საქმე იყო, მთავარი კონკურენტის ცოლად მოყვანა და ბიზნესში გადმობირება?!

საუბარი რომ დაასრულა და სახლში შემობრუნდა, გაიგონა როგორ გამოიჯახუნა ევიმ ოთახის კარი და კიბეზე მძიმედ დაეშვა.

_ ეს დამპალი ლოქო! ეს თავხედი! მაცადე შენ, მაცადე!_ იცოფებოდა მოურიდებლად. აშკარა იყო, რაღაცამ ძალიან გააბრაზა. უფრო სწორედ ვიღაცამ და უფრო კონკრეტულად აბაკელიას ამბავი უნდა ყოფილიყო, რადგან მხოლოდ მას მოიხსენიებდა მისი აწ უკვე ცოლი ლოქოდ.

_ რამე მოხდა?_ მშვიდად გავიდა მისაღებში ნოე.
ეველინი სავარძელში დაფიქრებული იჯდა , ფეხიფეხზე გადადებული და რაღაცაზე ფიქრობდა. შიგადაშივ გრძელ წითელი ლაქით დაფერილ ფრჩხილებს სავარძლის სახელურზე მორიგეობით აკაკუნებდა. ოოო, ცნობდა ნოე ქალის ამ ლეგენდარულ პოზას. ამბობდნენ, როცა მტაცებელი ევი ჩუმად ზის და კლანჭებს ილესავს აშკარად ვიღაცის შეხრამუნების გეგმებს ადგენს ცივ და რაციონალურ გონებაშიო.

ნოე მოპირდაპირე სავარძელში ჩაჯდა.
აღარაფერი უკითხავს, მხოლოდ ეცელინის ტვინში მიმდინარე ფიქრების ქარიშხალს აკვირდებოდა. თითქოს ამ სამყაროს აღარ ეკუთვნოდა. თითქოს სადღაც არაცნობიერში სახავდა სამომავლო ბრძოლის გეგმებას. გეგმების დაწყობა კი ზედმიწევნით გააზრებული იცოდა ეველინმა, ნაბიჯ_ ნაბიჯ მიჰყვებოდა ამ საოცარ მონახაზებს ამბიციური და მიზანდასახული, მოთმინების საოცარი უნარით და ბიზნედის საოცარი ალღოთი აღჭურვილი ქალი და დამარცხებას და ვაი მას, ვისაც ახლა საკუთარ მტრად სახავდა.

_ ნოე, აჰმედ კაია გვჭირდება, თან სასწრაფოდ! არ უნდა დავუშვათ, რომ მათემ დაგვასწროს._ ნოემ გაოცებით შეხედა ქალს. ამბიციაც იყო და ამბიციაც. კაია? სათქმელად ადვილი იყო, მაგრამ შსასრულებლად ძნელი. კაია ზვიგენი იყო და ლიფსიტებს ზედ არ უყურებდა. მიუხედავად იმისა, რომ ნოეს პროექტები საერთაშორისო დონის ანდაც ცოტა მეტიც კი იყო, მისი ფირმა გოტფრის სამშენებლო კომპანიასთან შედარებით, მაინც არ იდგა სათანადო სიმაღლეზე, რომ კაიას ყურადღება მიექცია. ვერც მათე დაიკვეხნიდა სახელგანთქმულობით, მაგრამ მისი კონტაქტები და ყველაფერზე წამსვლელი მახინჯი სული, ყველა ბოთლას რომ ერგებოდა უნივერსალური საცობივით, ალბათ თავის სიტყვას მაინც იტყოდა.

_ კაია? მეეჭვება დავაინტერესოთ!_ ჩაილაპარაკა ნოემ.

_ გეეჭვება?_ უცნაური ნაპერწკლით ამოხედა ეველინმა

_ ნუ გავიწყდება ძვირფასო, რომ მე ეველინ გოტფრი ვარ?! ის, რაც არ შეუძლია ნოე ადამიას, ჩემთვის მხოლოდ მარტივი ბარიერია!_ თავდაჯერებული ნათქვამი იყო. ეველინს ეჭვი არ ეპარებოდა საკუთარ შესაძლებლობებში, რადგან ღმერთისგან ორივე სამკაული გულუხვად ერგო , საოცარი სილამაზეც და გამჭრიახი ჭკუა გონებაც. თმა ჰაეროვანი გამომწვევი მოძრაობით გადაიყარა მხარზე.

_შენ მხოლოდ ჩვენი შეხვედრა მოახერხე და ნახავ თუ კაია ხელში არ ჩავიგდო!_ თვალები მოწკურა ქალმა და ისევ ფიქრებში ჩაიძირა.

_ ვაახ რა შარში ხარ, ბატონო ნოე!_ ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.

_ კარგი ქალბატონო! მაგრამ ნუ დაივიწყებ რომ ახლა ჩემი ცოლი გქვია და საზღვრებს ნუ გადახვალ! _ ნოე საკმაოდ სერიოზული ჩანდა. ნეტავ დარწმუნების რა ხერხებს ფლობდა ეს ქალი?!

რატომღაც ნოეს ეგონა, სულ ცოტა დედოფალივით გამოწყობილი გამოეცხადებოდა ეველინი პირველ დღეს მის ოფისს და ამით უსიტყვოდაც დასვამდა ძახილის ნიშანს საკუთარი სახელის შემდეგ. მაგრამ ძალიან შეცდა. შავი თმა მაღლა კოსად დაეხვია, სადა კრემისფერი თავისუფალი სტილის შარვალ_კოსტუმი და თეთრი უმკლავო მაისური ეცვა. მაკიაჟიც თითქმის შეუმჩნეველი ჰქონდა. სამაგიეროდ იმდენი გრაცია და თავდაჯერება იფრქვეოდა მისი ერთი შეხედვით უბრალო ჩაცმულობიდან, რომ რთული იყო მისით არ აღფრთოვანებულიყავი.
სწორედ აქ მჟღავნდებოდა ეველინის თავდაჯერებულობა და ლიდერის უნარები. მას ყურადღების მისაქცევად გამომწვევი სამოსი და სხვა იაფფასიანი ხრიკები არ სჭირდებოდა, რადგან უამისოდაც ქალღმერთი იყო და ამას მშვენივრად იაზრებდა.

_ აქეთ მობრძანდით ქალბატონო ეველინ!_ მოწონების ღიმილით გაუღო მანქანის კარი. ეტყობა უბრალოებას და სისადავეს აფასებს ეს კაცი ქალშიო!_ გაიფიქრა ევიმ და ღიმილით ჩაჯდა მანქანაში.
ოფისში ერთად შეაბიჯეს.

_ აირჩიე სად გსურს კაბინეტი და მაშინვე მოგიმზადბენ!_ უთხრა ნოემ.

_ სიმართლე გითხრა, სულ ერთია, მთავარია ნათელი იყოს და ზედმეტი ნივთებისგან ცარიელი._ კიდევ ერთხელ გაოცდა ნოე. ეველინის მინიმალისტური სტილით. ამხელა ამბიციების ქალს ასეთი უბრალოება მოსწონდა? ცოტა რთულად დასაჯერებელი იყო ეს ყველაფერი!

მოულოდნელად ტატომ შემოაბიჯა ეველინი დაინახა და გაშრა. მაშინვე იცნო, ნოესგან განსხვავებით, ის აქტიური იყო სოც. სივრცეში და თითქმის ყველა ასე თუ ისე გავლენიან პერსონას კარგად იცნობდა. ასეც იყო საჭირო, რადგან ტატო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს განაგებდა. კავშირები, სტატუსები, განცხადებები, შეხვედრები, რეკლამები, ყველაფერი რაც კომპანიას ეხებოდა და სჭირდებოდა ტატოს ეპყრა ხელთ. ასე რომ ეცელინის დანახვა, მისთვის სულ ცოტა
შოკის ტოლფასი იყო.

_ გამარჯობა!_ მოუახლოვდა მათ და მიესალმა.

_ ქალბატონი ეველინი? აქ ჩვენთან? _ ხელები გაოცებისგან გაშალა._ რა ხდრბა ძვირფასო? სანამ გადაგვსანსლავ გემოს გვისინჯავ?

_ გამაჯობა ბატონო ტატო!_ ტატო გააოცა იმანაც კი, რომ ეველინმა მისი სახელი იცოდა.

_ არა, მე აქ უფრო მნიშვნელოვანი მიზნით ვარ! გემოს გასინჯვას რაც შეეხება, უკვე გეახელით და უკმაყოფილო არ ვარ! _ისე ორაზროვნად თქვა ტატოსთვის თვალი არ მოუცილებია. ტატო ვერაფერს მიხვდა, მაგრამ ნოეს კი დაუარა სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა.

_ შერქმეულ სახელს აშკარად ამართლებთ ძვირფასო!_ ღიმილს მიღმა მალავდა ტატო გაღიზიანებას. რადგან ვერაფრით ხვდებოდა, რა ესაქმებოდა აქ სექტორის მთავარ მტაცებელს თან ასე ყოვლად გაუფრთხილებლად.

_აბა რისთვის შეწუხებულხართ?_ საქმეზე გადავიდა.

_ ვაკანსიის თაობაზე გეახელით!_ თვალისმომჭრელად გაიღიმა ევიმ.

_ ვაკანსიის?_ გაოცდა ტატო. ვერ მიხვდა, რას გულისხმობდა ეველინი.

_ დიახ მთავარი ფინანსისტის ვაკანსიის!_ მტკიცე იყო გოტფრი.
ტატომ გაოცებით გახედა ნოეს.
თვალებით ანიშნა არაფერი მესმისო.

_ ტატო ძმაო , გაიცანი ჩემი მშვენიერი მეუღლე!_ ღიმილი ვერ შეიკავა ნოემ.

_ მეუღლე?_ მთლად გაოგნდა ტატო. და გარშემო მიმოიხედა. იმდენად ვერ წარმოიდგენდა, რომ ეველინ გოტფრის ეხებოდა საქმე, რომ მისთვის არც კი შეუხედავს. სადღაც მის მიღმა ეძებდა მეგობრის "ცოლს".
ნოემ თავი გააქნია და ეველინის ხელი აიღო. დაიხარა და მტევანზე აკოცა.

_ გაიცანი, ჩემი ეველინი!_ გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა ტატოს. განა გადატანითი მნიშვნელობით , მართლა პირი დააღო. ცოტა ხანს ჩუმად იდგა და მიღებულ ინფორმაციას აანალიზებდა. შემდეგ მოურუდებლად დაავლო ხელი მეგობარს და საკუთარ კაბინეტში შეათრია.

_ ოჰ ეს ტრაგიკოსი კაცები!_ თავი გადააქნია ეველინმა და ოფისი მოათვალიერა. არაუშავდა გრმოვნებით და სადად მოეწყოთ ინტერიერი.
შემდეგ კაბინეტებს მოავლო თვალი , ნაცნობი გვარი წაიკითხა და მდივნის უძალო წინააღმდეგობის მიუხედავად თამამად შეაბიჯა შიგ. ბოლო_ ბოლო ცოლს ჰქონდა უფლება საყვარელ ქმრას კაბინეტში დალოდებოდა.
ხის ფერში გადაეწყვიტათ ნოეს კაბინეტი. იქვე უზარმაზარი ხაკისფერი კომფორტული დივანი იდგა.
მაგიდის უკან მთლიანი პანორამული კედელი საოცრად ლამაზ კონტრასტს ქმნიდა ამ ხისფერ ინტერიერთან. მშვიდი მყუდრო და ოდნავ რომანტიული აურაც კი სდევდა თან ამ ყველაფერს. ევი მყარ მუხის მაგიდაზე ჩამოჯდა და ფანჯრიდან გადაშლილ ხედს გახედა.
საოცრად მოუნდა ეს ყველაფერი რეალიბა ყოფილიყო. ეს სამსახურიც, ეს გრძნობებიც და ეს კაციც მართლა საკუთრად მიეღო. ხელი მაგიდას გადაუსვა და თავისდა მოულოდნელად საოცრად უხამსმა ფირებმა გაუელვეს გონებაში. ნეტავ თუ ეწერათ მის ფიქრებს ახდენა? ეს ყველაფერი მხოლოდ ეველინზე იყო დამოკიდებული. მაგრამ მიუხედავად სურვილისა ჯერ კიდევ ახერხებდა წინააღმდეგობის გაწევას. ჯერ კიდევ ფლობდა საკუთარ თავს. წინასწარ რომ სცოდნოდა, რა მოჰყვებოდა იმ დღეს ნოეს მანქანაში ჩაჯდომას ნეტავ თუ გარისკავდა ისევ? არადა საოცარ თავგადასავალში ისე გადაეშვა აზრზეც ვერ მოვიდა.
კარი გაიღო და ნოე შემოვიდა. საოცარი სურათი იყო, მის მაგიდაზე ჩამომჯდარი ულამაზესი და სასურველი ქალი, ამომავალი მზის სხივებში გახვეული. ნელა მიუახლოვდა. და თმებისგან თავისუფალ ყელზე თითი ჩამოუსვა.

_ იცი, ძალიან მოქმედებ ჩემზე!_ უთხრა ის, რასაც ფიქრობდა.
ეველინმა მოხედა, თვალებში ჩააცქერდა. გაოცდა ნოე, როცა მის თვალებშიც წაიკითხა სურვილი. წელზე და კისერზე ერთდროულად მოხვია თითები და მისკენ დაიხარა.

_ აკი მხოლოდ ბიზნესიო?_ ჰკითხა მშვიდად.

_ და ერთი მეორეს ხელს უშლის?_ გაეღიმა ეველინს. სწორედ ისე, როგორც ნახტომისთვის მომზადბულმა ვეფხვმა შეიძლება გაიღიმოს, სანამ ნანადირევს იმ ერთ გადამწყვეტ ნახტომში თავს დააცხრება.


6

აჰმედ კაიას დაინტერესება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, სწორედ ისე, როგორც ტატო ფიქრობდა. სანამ საუბარში ახალი პარტნიორი ეველინი არ ახსენა. ბოლომდე ინახა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ სხვა გზა აღარ დარჩა მხოლოდ მაშინ გამოაჩინა მთავარი კოზირი. მაშინვე შეამჩნია, როგორი ინტერესი აენთო აჰმედ კაიას თავალებში და გაიფიქრა: "ეს ნოეს აშკარად არ მოეწონებაო!" მან ხომ არაფერი იცოდა მათ შორის გაფორმებულ საქორწინო ხელშეკრულებაზე და მათი ქორწინების რეალურობაში წამითაც კი არ შეჰპარვია ეჭვი. ანდა როგორ არ დაიჯერებდა, როცა თვალებით ჭამდნენ ერთმანეთს. კარგად იცნობდა მეგობარს და ხვდებოდა, ნოეს მართლა აღელვებდა ეველინი, თუნდაც თავად მას არ ჰქონოდა ეს ფაქტი ბოლომდე გააზრებული. მაგრამ ტატოს ეველინის თვალებში დაჭერის ნაპერწკლები უფრო აოცებდა, ვიდრე ნოეს აღფრთოვანება. არც ისე ქვა და კლდე ყოფილა ქალბატონი "მტაცებელიო" ფიქრობდა გულში.

მაგრამ ორივეს ნოესაც და ეველინსაც მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი კაიას "მოჩანგვლა". სწორედ ეს სიტყვა შეეფერებოდა მათ ამბიციურ სურვილს.
თუ ამ თურქს დაითანხმებდნენ და კონტრაქტს გაუფორმებდნენ. მათი ფირმა მწვევალებს შესწვდებოდა. თუმცა იცოდა ტატომ აბაკელია და მისი ვერ შემდგარი გაცოფებული სიმამრი ყველა ხერხით შეეცდებოდნენ კაიას გადაბირებას.
მაგრამ თურქისთვის გადაგდებილული სატყუარა საკმაოზე კარგად მუშაობდა.

როგორც კი ეველინის მათთან თანამშრომლობა შეიტყო კაიამ ინტერესი დაუფარავად გამოხატა.

_ როგორ ეველინი გოტფრის კომპანიიდან თქვენთან გადმოვიდა? როგორ მოახერხეთ მისი გადმობირება? _ იკითხა და სავარძლის საზურგეზე გადაწვა ცბიერი კაია. ეს პოზა მის თავდაჯერებულობაზე მეტყველებდა და აშკარად გამოხატავდა მის უპირატესობას, რასაც კარგად აცნობიერებდა თავადაც და ეს უპირატესობა ტატოსაც კარგად ესმოდა სურდა თუ არა ამის აღიარება მაინც.

_ თანახმა ვარ შევხვდეთ ერთმანეთს და კიდევ ერთხელ, დეტალურად, გავისაუბროთ. კაცმა რომ თქვას, საკმაოდ მომწონს თქვენი პროექტი. ბევრს ჯობია._
ხელები კმაყოფილად მოიფშვნიტა კაიამ. და ტატომ მაშინვე გაიფიქრა, რომ ეს მთლად მათი პროექტის გამო არ უნდა ყოფილიყო.
მომდევნო შეხვედრა დათქვეს და ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.

მათე აბაკელია ფლიდი და გაიძვერა კაცი იყო. და კიდევ უფრო მეტად ბოღმიანი, ვიდრე ეს ერთი შეხედვით იკითხებოდა მის თევზივით უემოცოა ღია ცისფერ, ლამის წყლისფერ თვალებში. უამრავი კომპლექსების პატრონმა ერთადერთი გაკვეთლი, რაც ცხოვრებისგან ასე კარგად აითვისა, ის იყო, რომ რაც შეიძლება კარგად შეენიღბა საკუთარი ნაკლი და სისუსტე. მაგრამ უამრავი ფულის მიუხედავად, რაც მამამისის და იმის წინ, ბაბუამისის გამჭრიახი და ალღოიანი საქმოსნობის დამსახურება იყო, საკუთარ გარეგნობას ვერაფერი მოუხერხა. ან კი რას მოუხეხებდა? ჭამა_ ყლაპის მოყვარული. უკვე 15 წლიდან ებრძოდა უბნის დამცინავ ბავშვებსა და ჭარბ წონას.

ბავშვებთან ურთიერთობას მათი მოქრთამვით როგორღაც ახერხებდა, მაგრამ გარეგნობასთან ომში მართლაც უკომპრომისოდ დამარცხდა. თუმცა გარეგნობა არ იყო მისი მისითავარი ნაკლი, როგორც ადრე ვთქვი, ნაკლი მისი ქვეშქვეშა ხასიათი იყო. ფარულ სიამოვნებას აყენებდა სხვისი ჩაგვრის ყურება, თავად ესეც არ შეეძლო ღიად, მაგრამ სხვა რომ სუსტს ჩაგრავდა, ამითაც კი იღებდა ავადმყოფურ სიამოვნებას. სახლშიმშობლებისგან გათავხედებულს და გაზულუქებულს, თავი სხვაზე აღმატებული ეგონა და საკუთარ გარეგნობას ისე იღებდა, როგორც მისდამი ბუნების ამბოხს. ამიტომ ბუნებაც სძულდა და ყოველი სულიერიც ამ ბუნებაში.

მით უფრო მაშინ გამწარდა და დაიბოღმა, როცა მის სკოლაში ეველინ გოტფრიმ შემოაბიჯა.
ერთდროულად განათდა და დაბნელდა კიდეც მათესთვის სამყარო. ეველინის ყველა ღიმილი აშეშებდა , მაგრამ ასევე გულს შხამით უვსებდა , რადგან არცერთი ამ ღიმილებიდან მას არ ეკუთვნოდა
და როცა გოგონა გამოსაშვებ საღამოზე, რა თქმა უნდა, სხვასთან ერთად წავიდა, დაიფიცა, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დაისაკუთრებდა ამ ქალს და სამაგიეროს გადაუხდიდა სიმწრის ყოველი ცრემლისთვის . აი სულ ეს იყო მისი სიყვარულიც და აკვიატებაც ეველინ გოტფრის მიმართ.
რომელსაც ვერც წლებმა, ვერც დრომ, ვერც რამდენიმე ათეული ეველინის მსგავსი გოგონას გარყვნამ ვერაფერი დააკლო.

ეველინს კი მათე არასდროს შეუმჩნევია. გოგონას თვითშფასება საკმაოდ მაღალი ჰქონდა. ულამაზესს და ნიჭიერს ყველა ადვილად უხსნიდა გულის კარს და ამიტომ თაყვანისმცემლების სიმცირეს არასდროს უჩიოდა. თუმცა ადამიანების არ სჯეროდა ევის, რადგან რამდენჯერმე დადგა ფაქტის წინ, რომ როცა საქმეში მისი ოჯახის ფული და შესაძლებლობები ერთვებოდა თავად გოგონა ყოველთვის მეორე პლანზე გადადიოდა. საუკეთესო დაქალმაც კი მამამისს ცოლობა არჩია მასთან მეგობრობას. წამითაც კი არ დაუჯერებია ევის, რომ აწ უკვე მის დედინაცვალს მართლაც მამამისზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. უბრალოდ რომან გოტფრი ბევრად ხელსაყრელი და მომგებიანი პარტია იყო, ვიდრე თავად ეველინი.

თუმცა უნდა ითქვას, რომ დაპირისპირება მამა_ შვილს შორის, რომანის მეორე ქორწინებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. ეველინმა მალევე შეამჩნია, რომ მამამისი მის სილამაზეს სავარაუდო პარტნიორების მოსაზიდად წარმატებით იყენებდა და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავდა. გააგიჟა ამის აღმოჩენამ ქალი. თუმცა ვერაფერს გახდა, ყველა საეჭვო კონტრაქტის გაფორმებას მას ავალებდა ბატონი გოტფრი.

აზარტული ეველინი კი ყველა დავალებას თავს წარმატებით ართმევდა. მორიგი სამიზნე ხომ სწორედ აჰმედ კაია იყო. თუმცა ეშმაკი კაია არც ისე მარტივი სამიზნე აღმოჩნდა, მხოლოდ ფლირტი არ იკმარა და რაღაც რაღაცის სანაცვლოდ შესთავაზა. არც პირდაპირ და არც ირიბიდ. მიმხვდრი რომ გაიგებდა, აი ისე. და პასუხად მხოლოდ ეველინის დამცინავი ღიმილი მიიღო.
გარიგება არ შედგა.

სწორედ ამან გააგიჟა რომანი და შვილს მათესთან ქორწინება დააძალა, როგორც მისგან ჩაშლილი საქმის კომპენსაცია! აი სწორედ ეს სიტყვები გახდა, იმ წვიმიან დღეს, იმის მიზეზი, რომ ეველინმა სახლი დატოვა და წამოვიდა.

_ რას აპირებ ეველინ?_ ნოე ხედავდა "ცოლის" მონდომებას, რომ რაც შეიძლებოდა ეფექტური ყოფილიყო კაიასთან შეხვედრის საღამოს.

_ მისმინე!_ მოუბრუნდა გულგრილი სახით ეველინი._ თუ კაია გაიგებს, რომ შენი ცოლი ვარ, გარიგება ჩაიშლება გესმის? სანამ კონტრაქტს არ დაგვიდებს, ჯობია ამაზე ხმა არ ამოვიღოთ. არ მგონია, უკვე იცოდეს რამე!

"ნუთუ ამდენად გულგრილი და ცივსისხლიანი არის ეს ქალი?" რატომღაც გულში ბრაზობდა ნოე.
" რაზე და რამდენად შორსაა წამსვლელი? მამამისის გასამწარენლად მე ცოლად გამომყვა, და რას იზამს ამ კონტრაქტის გამო?"

მოუნდა მაშინვე ჩაეშალა ეს უაზრო თამაში და სხვა გზა მოენახა გასამარჯვებლად.

_ ეველინ, გადავიფიქრე! არ მსურს თურქებთან თანამშრომლობა!_ უთხრა სარკეში შემფასებლური თვალით მომზირალ ქალს და ჰალსტუხი შეიხსნა.

_ რაო?_ სწრაფად მოტრიალდა თვალებგაფართოებული ეველინი.

_ რას ჰქვია, არ გინდა? მერე ჩვენი შურისძიება?_ უცებ დოინჯი შემოირტყა და თვალები მოწკურა.

_ თუ აჰმედზე ეჭვიანობ??_ ჰკითხა "ქმარს".
ნოემ თავიდან არაფერი უპასუხა. მაგრამ მისი ლამაზი თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია.

_ ეს ამად არ ღირს საყვარელო!_ ხელით მისი სხეული შემოხაზა ნოემ და "საყვარელოს" ხაზი ირონიულად გაუსვა.

ეველინი გაოცდა. არ მოელიდა, თუ ნოე მას ამდენად მნიშვნელივნად თვლიდა. პირველად იყო, რომ ვიღაც მას საქმეზე წინ აყენებდა. თან რა საქმეზე?! მილიონებზე იყო საუბარი თუ კონტრაქტს გააფორმებდნენ. ხელი ჩამოუშვა და ინტერესით შეათვალიერა ეს უცნაური ყინულის კაცი. ძნელი იყო მის სახეზე ემოციების წაკითხვა.
უფრო ძნელი და მგონი შეუძლებელიც მისი მართვა. მომთხოვნი იყო და მკაცრი. მაგრამ თან მზრუნველი, თუმცა ეს ფარულად, ძალიან ფარულად.

_ ტატოს რა პასუხს გასცემ?_ ჩაეცინა ევის.

_ ტატოს? ტატოს შენს გარეშე უნდა შეეძლოს მსგავსი საქმეების მოგვარება! თანაც მასაც ძალიან არ მოეწონა კაის აშკარა ინტერესი შენდამი!_ ჰალსტუხი მაგიდაზე მიაგდო და ოთახიდან გასვლა დააპირა.

კი ძალიან სასიამოვნო იყო ეს ზრუნვა, ტატოსგანაც და მით უფრო ნოესგან, მითუმეტეს ეს ცხადი და აშკარა ეჭვიანობა მოსწონდა ევის. მაგრამ ის უპირველესად საქმოსანი იყო. და ამ ემოციებს თავის მართვის უფლებას არ მისცემდა. მით უფრო საქმეს არ გააფუჭებინებდა. ჰალსტუხს ხელი დაავლო და მიმავალი ნოე მისკენ სწრაფად შემოაბრუნა.

ძვირფასი ნაჭერი თავისი ხელთ მოახვია ყელზე და შეუნასკვა. ისე ახლოს იყო მასთან. და ისე აღელვებდა ეს სიახლოვე.

_ კარგი, ვახაროთ აჰმედს ჩვენი ქორწინების ამბავი!_ სიამოვნებით ჩაეცინა , როცა ნოემ მაშინვე მოხვია წელზე ხელები. _ ასე უფრო აზარტულიცაა ეს თამაში!

კარგად იცოდა ეველინმა, კაია ის კაცი არ იყო სასურველი ადვილად დაეთმო სხვისთვის და არც მისი "ქმარი" იქნებოდა დამაბრკოლებელი ფაქტორი აჰმედისთვის, მაგრამ არ იცოდა თურქმა, რომ ნოე იმ ლაჩარ და ყველაფერზე წამსვლელ მათეს არ ჰგავდა. კაიამ ვერა, მაგრამ ეველინი კი კარგად ხვდებოდა ამას და უფრო მეტად სურდა არასდროს გაეშვა ნოეს მის წელზე მოხვეული ხელები.
საათს შეხედა ეველინმა.
ჰალსტუხს ხელი გაუშვა და კისერზე მოეხვია სურვილით თვალებანთებულ კაცს.

_ მგონი საკმაო დრო გვაქვს იმისთვის, რომ ეს საღამო ჩვენი სიამოვნებით დავიწყოთ!




7

მშვენიერი, არა ეს სიტყვა მეტისმეტად ბანალურად ჟღერდა ეველინთან მიმართებაში.
შავი გრძელი თმა მთლიანად აეკეცა და ლამაზად მოუჩანდა გრძელი კისერი. შავი სადა, თუმცა ამ სისადავით კიდევ უფრო გამომწვევი, კაბა ეცვა, მხოლოდ სამკაული შეერჩია თვალებისფერი.
ყველასგან გამოირჩეოდა ეველინი. დარბაზში შესვლისთანავე მიიქცია იქ მყოფთა ყურადღება. ხედავდა ნოე კაცების ხარბ მზერას, რომელიც ეველინის სიამაყის და ქედმაღლობის ფერხთით ისე იმსხვრეოდა, რომ ეჭვიანობისთვის ადგილს აღარ ტოვებდა.
ნოეს შეეძლო მხოლოდ ეამაყა, რომ ეს ქალი მას ეკუთვნოდა. თუნდაც მხოლოდ ექვსი თვე, მაგრამ ეს ხომ ნოეს გარდა არავინ იცოდა?! უსიამოვნო გრძნობა აღუძრა კონტრაქტის გახსენებამ. იცოდა, ადრე თუ გვიან ეს დრო ამოიწურებოდა და გული უგრძნობდა, ეველინის გაშვება არც ისე ადვილი იქნებოდა.

დაინახა, როგორ წამოიწია ფეხზე აჰმედ კაია, და სახეზე ღიმილით შეეგება ეველინს.
ჩაეღიმა.
მიუახლოვდა და გვერდში ამოუდგა ქალს.
ხელი ოდნავ მოხვია მოშიშვლებულ ზურგზე.
ამ ვითომ უბრალო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანმა ჟესტმა მაშინვე მიახვედრა აჰმედი, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც თავად წარმოედგინა.

_ ბატონო აჰმედ, გაიცანით ჩემი მეუღლე ნოე ადამია!_ ოდნავ ირონიული ღიმილით წარუდგინა "ქმარი" ევიმ.

_ მეუღლე?_ აშკარად დაიბნა კაია. მაგრამ ნოეს გამოწვდილ ხელს ხელი მაინც შეაგება.
შემფასებლურად შეათვალიერა მოწინააღმდეგე. და მაშინვე მიხვდა ამჯერად ღირსეული კაცი ედგა წინ.
მისალმების შემდეგ, ნოემ ევის სკამი გამოუწია და დაჯდომაში მიეხმარა. რა თქმა უნდა, იცოდა ეველინმა, რომ ნოეს მზრუნველობა მხოლოდ კაიას გასაბრაზებლად გამართული თამაში იყო,
მაგრამ მაინც ესიამოვნა.

_ დიახ! ჯერ ერთი თვეც არ არის, რაც ვიქორწინეთ, ყველაფერი ჩუმად და ვიწრო წრეში!_ აუხსნა გაოცებულ კაიას ეველინმა. აჰმედმა თავი ხელში სწრაფად აიყვანა და თავაზიანობის ნიღაბი აიფარა სახეზე.
მთელი საღამო საუბრობდნენ იმ პროექტზე, რომელშიც თანამშრომლობას კაიასგან მოელოდნენ.
კაია კი არც მწვადს წვავდა და არც შამფურს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტმა აშკარად დააინტერესა და შანსიც მიეცა იმ თავხედი და საძაგელი რომან გოტფრისთვის მსუყე პარტია მოეგო, მაინც გაღიზიანებული იყო შინაგანად. რადგან ეველინი იმაზე მეტად აღელვებდა, ვიდრე თავად წარმოედგინა.
ვერ ხვდებოდა, როგორ გაეპარა ეს ინფორმაცია ყურადღების მიღმა.

ყველაფერზე ისაუბრეს. ყველაფერი თქვეს, მაგრამ აჰმედის დათანხმება მაინც გაჭირდა. ნერვებმოშლილი ეველინი სახეზე ყალბი ღიმილით გატაცებით უხსნიდა იმ პერსპექტივებს, რომლებსაც მათი ერთობლივი თანამშრომლობა მოუტანდათ.
აჰმედი კი გულში მასთან დაკარგულ შანსს მისტიროდა.
აი ნოეს სადღაც უხაროდა კიდეც, დიდად ვერ მოხიბლა ამ კაცმა.
ხედავდა მის ცბიერ, მაგრამ აღტაცებულ გამოხედვებს. ხედავდა მის ეჭვიანობას და კარგად ესმოდა, თანამშრომლობის გამო მასთან შემდგომი ურთიერთობის თავიდან არიდება შეუძლებელი გახდებოდა. ეს კი სულ ცოტა დისკომფორტს შეუქმნიდა მას.
თუმცა არც ის სურდა, ეველინის წამოწყებაში ხელის შემშლელი ყოფილიყო და მის თვალში ეჭვიან და კომპლექსიან კაცუნას დამსგავსებოდა.

მათ ვახშმობას დახურული კარის მიღმიდან მათე აკვირდებოდა.
და ყველა იმ ემოციას, რასაც აჰმედის სახეზე ხედავდა, საკუთარ შეურაცხყოფად იღებდა. მის გულში ეველინი ხომ მაინც ჯერ კიდევ თავად ეკუთვნოდა. მეორეს მხრივ ნოეს თავდაჯერებულობა, და მისი თითების ხანმოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი სრიალი ქალის წელზე აცოფებდა და აგიჟებდა.

_ მე შენ მაცადე ადამია! თუ სანანებელი არ გაგიხადო ყოველი შეხება, ნახავ!_ იქადნებოდა და საკუთარი უძლურების გრძნობა ყელში მარწუხივით უჭერდა.

_ უკაცრავად, ერთი წუთით დაგტოვებთ!_ ფეხზე წამოდგა ევი და ორივე მამაკაციც მასთან ერთად.
ნარნარი რხევით გაიარა ეველინმა დარბაზი და თვალს მიეფარა.

_ ამ ქვეყნად არავის ისე არ უხდება საკუთარი სახელი, როგორც ქალბატონ ეველინს!_ აღტაცება ვერ დაფარა კაიამ.
ნოეს გაეღიმა. რადგან თავადაც სწორედ რაღაც ამდაგვარს ფიქრობდა წამის წინ.

_ სანამ ქალბატონი დაბრუნდება,მეც გავალ წამით!_ მოუბოდიშა აჰმედმა ნოეს და მობილურით ხელში დარბაზი დატოვა.

ეველინმა მაკიაჟი გაისწორა და სარკეში საკუთარ თავს დააკვირდა.
კმაყოფილს გაეღიმა, მაგრამ ღიმილი სახეზე შეეყინა, როცა სარკეში მის უკან მდგომ ანარეკლს მოკრა თვალი.

_ მათე? აქ რას აკეთებ?_ თავი სწრაფად აიყვანა ხელში. ჩვეულ ირონიას მოუხმო და თამამად მიტრიალდა უკან.

_ მგონი ოთახი აგერია!_
მათე თვალს არ აშორებდა ქალს. თვალები სასმელისგან ამღვრეოდა და ისედაც წითელი ლოყები კიდევ უფრო ასჭარხლებოდა.
ზიზღით გააჟრჟოლა ეველინს. ამის ქმრობას უპირებდა მამამისი?!

_ გავიგე გათხოვილხარ! თანაც მოულოდნელად._ მათეს პირიდან გათხოვილხარ რაღაც საძაგლად ჟღერდა.

_ ჰოო ეგრეა, სიყვარულმა დრო და თარიღი არ იცის!_ ეველინმა გულსგარეთ გაუღიმა და როცა მიხვდა, მათე გაცლას არ აპირებდა, თავად სცადა გვერდი აევლო მისთვის.

_ გგონია დავიჯერებ ამ სიყვარულს?_ ახიხინდა ბოღმისგან მათე.

_ გგონია მადარდებს რას დაიჯერებ და რას არა?!_ ცალი წარბი ასწია ქალმა.

_ აქეთ ადამიას აბამ, იქით კაიას! მეც მიმათვალე მათ სიას, ერთით მეტი ერთით ნაკლები!_ ტუჩი ამაზრზენად მოილოკა აბაკელიამ.
ფარულ აზრს უცბად მიუხვდა ეველინი.
შეურაცხყოფისგან წამით კინაღამ თავიც დაკარგა, მაგრამ სწრაფად მოთოკა ნერვები. ნაბიჯით მიუახლოვდა სახეაწითლებულ ოფლით შუბლდაცვარულ კაცს და დამცინავი ღიმილით ჰკითხა.

_ სარკეში იხედები ხოლმე აბაკელია?!_ უარესად აპილპილდა მათე. არ მოელოდა გოტფრისგან ასეთ დაცინვას.
იმაზე წამითაც კი არ უფიქრია, თავად რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა წამის წინ.

_ მაგ გამოთაყვანებულ, მათხოვარ თურქს არ იწუნებ და მე მწუნობ შე კახპა?_ მაჯაში ხელი ჩაავლო და სარკის მაგიდას შეახეთქა.

_ მე შენ გასწავლი, როგორ უნდა მელაპარაკო!_ უთხრა და მკლავებში მოიმწყვდია სანატრელი სხეული.

აჰმედ კაია ის ის იყო მოსაცდელში გავიდა.
რომ მოულოდნელად უცნაური რამ დაინახა. თუ როგორ შევიდა მათე აბაკელია ქალთა ოთახში.
რამდენიმე წუთი დასჭირდა, რომ მიმხვდარიყო თუ ვის ეძებდა ის. მცირე ყოყმანის შემდეგ თავადაც მიუახლოვდა ოთახს და სწორედ იმ ფრაზას მოჰკრა ყური, თუ როგორ ლანძღავდა მას მათე.

შემდეგ კი მის მუქარასაც მოჰკრა ყური და რაღაცის მსხვრევის ხმამაც გამოაფხიზლა. წამში შეაღო კარები და უცნაურ სცენას გადააწყდა.
ეველინ გოტფრიმ კაბიდან ბროლის ნამსხვრევები ჩამოიბერტყა, თმა მშვიდად შეისწორა და თავგასისხლულ, იატაკზე გაშხლართულ, მქშინავ აბაკელიას ფრთხილად გადააბიჯა. და გრაციოზულად დატოვა ოთახი. ისე რომ თვალებდაჭყეტილი კაიასთვის გაღიმება არ დავიწყებია.
ჯერ გაოცდა აჰმედი. მერე გაეცინა.

_ ქალს თუ შეიყვარებ, ამაზე ნაკლები არ უნდა შეგიყვარდეს!_ პატივისცემამ ჩაანაცვლა მისი ვნება. დღეიდან ეველინს სწორედ ისე სცემდა პატივს, როგორც მის ტოლსა და სწორს.

_ გაგიმართლა ადამია!_ ჩაილაპარაკა და მაგიდას ღიმილით დაუბრუნდა. იმ გადაწყვეტილებით რომ ამ კონტრაქტს აუცილებლად მოაწერდა ხელს.


8

რომან გოტფრი გააგიჟა კაიას დაკარგვამ და უფრო იმან დააკარგვინა წონასწორობა, რომ იცოდა, სწორედ ევლინმა აართვა ფუკასავით რამდენიმე მილიონი დოლაარი.

_ სად ჯანდაბაში იპოვნა ეს ადამიაა?_ ღრინავდა და საკუთარ კბინეტში მიმოდიოდა.

_დამშვიდდი სიმამრო! ეს დროებითი მარცხია!_ მის დამშვიდებას ცდილობდა მათე, მგრამ მისგან ნათქვამი "სიმამრო" უარესად უკიდებდა ცეცხლს. აქეთ აბაკელიას ფირმა ეცლებოდა ხელიდან, იქით კაია!
კარგად იცოდა, კიდევ რამდენმე მარცხი და მისი გუფასურებული აქციები აღარავის დააინტერესებდა.
წყალი ჰქონდა შემდგარი რომანს! იცოდა ეს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახერხებდა ამ ყველაფრისს დამალვას, უკვე ძალიან ნერვიულობდა.

_ იქნებ შევცდი, რომ ნოესთან არ წავედი კომპრომისებზე? არადა საინტერესო ხედვა აქვს და საკმაოდ ნიჭიერია!_ მათეს ხელში შეაცივდა ყავის ჭიქა.

_ რას ამბობ? მე მაგ კაცთან ურთიერთობას არ ვაპირებ! ხომ ხვდები არა?_ ახედა თავს წამომდგარ ყოფილ სასიმამროს.

_და შენ ვინ გთხოვს მააგას? არა! მე უნდა დავუხარო თავი დროებით მაინც, რომ მისი შეჩერება მოვახერხო.

ყველას უკვირდა, თუ როგორ დაუახლოვდა ადამია კაიას ამდენად, რომ საღამოების უმეტესობას ერთად ატარებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კაია კვლავ ვერ მალავდა ეველინით აღფრთოვანებას, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ზედმეტის უფლება აღარ მიუცია თავისთვის. კარგად ხედავდა ურთიერთობებში გამოცდილი კაცი, რომ წყვილს შორის სახიფათო ქიმია იყო. ხდავდა და ეღიმებოდა.

_ როცა სიყვარული ლამაზია, თუნდაც ის შენ არ გეკუთვნოდეს, მაინც სიამოვნებას განიჭებს მისი ცქერა და მისით ტკბობა._ გაუმხილა ერთ საღამოს ტატოს.
როცა ტატომ გამოიჭირა, როგორ აკვირდებოდა აივანზე გასულ წყვილს.

_დააკვირდი ბატონო ტატო, ეს ქალი სწორედ ამ კაცისთვის დაიბადა! ეს ისე ცხადია, როგორც ის, რომ მე აჰმედ კაია ვარ!

ნოე და ეველინი ერთად იმ ძალად იქცნენ, რომელის შეჩერებაც შეუძლებელი გახდა. კაიას შემდეგ, რამდენიმე თვეში, ისეთი კონტრაქტები გააფორმეს, რომანს რომ არც კი დასიზმრებოდა.
ცოტა ხანში თავად გოტფრიმაც კი აღიარა, რომ შვილმა და სიძემ ბევრად უკან ჩამოიტოვეს. ერთდროულად შურდა და ამაყობდა კიდეც რომანი მათი მიღწევებით. მაშინ, როცა თავად ფსკერისკენ მიექანებოდა.

_ რატომ არაფერს აკეთებ მათ შესაჩერებლად?!_ ბოღმისგან წკავწკავებდა მათე.

მაგრამ მათემ არ იცოდა, რომ სულ ცოტაც და გოტფრი თავს ბანკროტად გამოაცხადებდა.
როცა აბაკელია მიხვდა, რომ რომანი გატყდა და დანებდა. როცა მისი დახმარების იმედი გადაეწურა. მას სრულიად გაემიჯნა და საკუთარ გეგმაზე დაიწყო მუშაობა. რადგან თანასწორი გზებით ვერას გახდა, გადაწყვიტა იმ ცნობილი ხერხებისთვის მიემართა, რომლითაც ასე იყო ცნობილი.

ნოემბრის ბოლოს საზეიმოდ გახსნიდნენ, ნოე და ეველინი იმ მრავალსართულიან კომპლექსს , რომელიც მათი სავიზიტო ბარათი უნდა გამხდარიყო.
დრო ცოტა ჰქონდა მათეს. მაგრამ ფული ბევრი. ადგა და რამდნიმე მუშა და მათი გუნდის მეთაური მოისყიდა. ისე უნდა მოეხერხებინა, რომ შენობა ავარიული გამხდარიყო და ჩამონგრეულიყო. შემდეგ იმ პაიკებისგან ცალკეც მოელაპარაკა ბრიგადის მეთაურს და მოზრდილი კომპენსაციის სანაცვლოდ დაავალა, რომ ნგრევას მცირე მსხვერპლი მაინც უნდა გამოეწვია. თუ იმ მუშებს თავიდან მოიშორებდნენ და საიდუმლოს გამცემი აღარავინ ეყოლებოდათ, მთლად უკეთესი იქნებოდა. ამით სამუდამოდ დაასამარებდა ადამიას. მცირე მსხვერპლი, ანუ სულ ცოტა, ხუთი ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირდა იმ მართლა ლოქოს. თავად სიბნელეში მდგომი თანდათან ქაჩავდა საკუთარ მარიონეტს თოკებს.
სწორედ იმ საღამოს, როცა მიწისქვეშა სადგომის ჭერის ჩამონგრევა დაგეგმეს, ნოე თავად წავიდა სამუშაო პროცესის ადგილზე სანახავად.

ბოლო დროს უცნაურად კარგ ხასიათზე იყო ადამია. თითქოს გული გაუთბა ეველინს. კონტრაქტს საერთოდ აღარ ახსენებდა. აღარც საკუთარ საძინებელში გადიოდა, ხშირად იღიმოდა და ბედნიერებას ასხივებდა.

_ ტატო დავხედავ მშენებლობას და მაშინვე სახლში წავალ, ბარში წასვლა სხვა დროისთვის გადავდოთ!_ ესაუბრებოდა მეგობარს მობილურით თან მშენებლობისკენ მიქროდა ნოე.

_ ამ ბოლოს, ძალიან მეოჯახე გახდი, იცი?_ ჩაეცინა ტატოს._ მოგარჯულა ეველინმა არა?!_ სიამოვნებით გაეღიმა ნოესაც, ისე პირიქით თვლიდა, სჯეროდა, რომ თავად მოარჯულა ჭირვეული ქალი, მაგრამ ტატოს არ შეწინააღმდეგებია. ქურთუკის ჯიბეში ცოლისთვის ნაყიდი საჩუქარი მოსინჯა.
ზურმუხტის ბეჭედი, სწორედ ისეთი ჯადოსნური, როგორიც მისი ცოლის თვალები.

მანქანა სამშენებლო მოედნის წინ შეაყენა და მტკიცე ნაბიჯებით შაბიჯა შენობაში.

ნოეს შესვლიდან დაახლოებით ათ წუთში გაისმა საშინელი გრუხუნი და მიწისქვეშა სადგომის ერთი ფრთა ჩამოწვა.

ეველინს ეძინა, როცა მის ტელეფონზე გაბმული ზარი შემოვიდა. ევიმ სანამ უპასუხებდა საათს დახედა.
ღამის თერთმეტი იყო უკვე. საწოლს გადახედა და მიხვდა ნოე ჯერ არ მოსულიყო. ნომერს დახედა და ტატო რეკავდა. გულმა უსიამო წინათგრძნობით გაჰკრა.

_ გისმენ ტატო!_ უპასუხა და ჩაახველა ხმის ჩასაწმენდად.

_ ეველინ უბედურება მოხდა, _ მაშინვე მიახალა ტატომ, რადგან მოცდის დრო არ იყო._ მშენობლობაზე სადგომი ჩამოინგრა!.

_ ნოე სადაა?_ სწრაფად იკითხა ქალმა და გულზე ხელი მიიჭირა.

_ ნოე მშენებლობაზე იყო ეველინ!_ ტატოს პასუხმა გააშეშა ეველინი. იგრძნო, როგორ მოუჭირა გულმა და თითქოს გაჩერდა. ახლა პანიკის დრო არ იყო! თავს შემოუძახა. ჰაერი დიდ ყლუპებად ჩაისუნთქა.

_ მოვდივარ!_ უპასუხა მძიმე, მაგრამ მტკიცე ხმით და საწოლიდან წამოდგა.

ჯერ ისევ მტვრის სქელი ღრუბელი იდგა გარშემო. მაშველები, მუშები, დაკარგულების ახლობლები და ქოფაკი ჟურნალისტები.
ხალხი ბუზებივით ირეოდა. გნიასი იდგა და განათებების მიუხედავად ბნელოდა.
ყველა ამ სიკეთეს წვიმაც დაემატა.

_ წვიმაღა გვაკლდა!_ გაიგონა ეველინმა , როგორ უკმაყოფილოდ შეუკურთხა ამინდს ერთ_ერთმა მაშველმა.

_ რა ხდება ტატო? არაფერი დამიმალო!_ მაშინვე ტატოს მიაკითხა ქალმა.

_ ჯერ არაფერი ვიცით, იმის გარდა, რომ ნოე ხუთ მუშასთან ერთად ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი._ ლამის იყო ბავშვივით ეატირა ტატოს.

_ რას ჰგავახარ! თავი ხელში აიყვანე!_ უბრძანა ცივად ეველინმა.

_ ნოეს ვჭირდებით, რაციონალურები და მშვიდები!_ ტატო გააოგნა ქალის ცივმა გონებამ.
როგორ ახერხებდა თვითკონტროლს? იქნებ სულ არ ადარდებდა ქმარი?!
ამ ეჭვმაც გაუარა გულში.
მაგრამ ამ ეჭვმაც და ყველა დანარჩენმაც, თუკი რამეს ამდაგვარს დაატარებდა, ტატოს გული მალევე დატოვა.
ეველინი მთელი მონდომებით გადაეშვა სამაშველო ოპერაციაში, არავის ასვენებდა. ჩარია ყველა, ვისი ჩარევაც კი შეიძლებოდა და ყველაზე მთავარი რაც იყო, ორგანიზებულად გააშორა ზვიგენივით სისხლმოწყურებული ჟურნალისტები მოედანს. რომელთაც თითქოს ნანგრევებში მოყოლილი ხალხის გადარჩენის ნაცვლად, მათი გვამების გადაღება უფრო სურდათ. რაც უფრო სისხლიანი და საბრალო იქნებოდა სანახაობა, მით უფრო დიდი გამოხმაურება ექნებოდა მათ საბრალო სიუაჟეტებს.
ამიტომ ეველინმა სწრაფად მოიშორა ისინი თავიდან.

შემდეგ სამაშველოს უფროსს მიადგა და წამით არ ამოასუნთქა.
რამ გამოიწვია ნგრევა?! ეს კითხვები უტრიალებდა თავში ტატოს. ფიქრობდა და აზრზე ვერ მოდიოდა.
ყველაფერს ნორმის და წესების ფარგლებში აკეთებდნენ. ეკონომიის გაკეთება არც კი უფიქრიათ ხარისხიან მასალაზე. ეს შენობა მათი პირამშო იყო და თავს და სახსრებს არ ზოგავდნენ მისთვის. მაშ რა მოხდა?

მით უფრო იმის გაგებამ, რომ თავად კომპანიის მთავარი მფლობელი იყო დაშავებულებს შორის. საზოგადოება სულ გადარია. მაგრამ ნოეც რომ არ ყოფილიყო ნანგრევებში, ეველინი მაინც აქ იქნებოდა და დაკარგულების საპოვნელად ძალას და რესურსებს არ დაიშურებდა.

დილამდე გრძელდებოდა ნანგრევებში მათი ძებნა.
ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. იქნებ ვინმეს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება ჰქონდა და საათი კი არა, წამი უწყვეტდა ყველაფერს?! იქნებ სისხლისგან იცლებოდა ვინმე? იქნებ რამე ჰქონდა გაყრილი სხეულში? ათასი იქნებ ფეთქავდა ეველინის თავში. მაგრამ ვერც ერთ მსგავს სიტუაციას ნოეს ვერ არგებდა. ერთი სურვილი ჰკლავდა, სადმე მიკუჟულიყო და გულიანად ეღრიალა, მაგრამ არა! ახლა ნოეს სჭირდებოდა. ტირილს კი ყოველთვის მოსწრებდა.
ვერაფრით მოაშორეს გამხეცებული ქალი ნანგრევებს. ლამის იყო თავად დაჯაჯგურებოდა ჩამოცვენილ ბეტონის ნაგლეჯებს.

ამ დღეში რომ იყო ევი, მოულოდნელად თავზე რომანი დაადგა. გააოცა ეველინი მამამისის იქ გამოჩენამ.

_ აქ რა გინდა?_ ისე შეუღრინა, როგორც მტერს._ რაო სანეტაროდ მოხვედი? გინდა დატკბე სიტუაციით?

ტატომ მკლავში ხელი მოჰკიდა და მოუჭირა

_ დამშვიდდი ევი!_ შეუძახა გაცოფებულს.

_ ცდები ეველინ! დასახმარებლად მოვედი!_ არ დაიჯერა მამის სიტყვები. ზურგი აქცია და ისევ ნანგრევებისკენ წავიდა.
ტატომ ამოიოხრა და რომანს გახედა.

_ ბატონო რომან, ახლა ამის დრო არ არის!_ ეველინის არ იყოს, არც მას სჯეროდა გოტფრის სიკეთის.
რომანი კი იდგა და ქვად და კლდედ ქცეული ქალიშვილის ბეჭებს სევდიანი შეჰყურებდა.
გულში ფიქრობდა, რომ ამ ამბავში მათეს ხელი ერია. ხომ შეიძლებოდა, რომ ქმართან ერთად იმ ღამეს ნანგრევებში მისი შვილიც მოყოლილიყო?!
მეტი არავინ ჰყავდა რომანს. შვილი და კომპანია. მაგრამ მას შემდეგ, რაც ლამის გაკოტრდა, მიხვდა ფული ვეარაფერი დიდი ბედენა იყო. დღეს გაქვს, ხვალ არა!
მაგრამ შვილი? სისხლი და ხორცი? მისი დაკარგვის საფრთხემ გამოაფხიზლა გოტფრი. მუჭები ბრაზით მოკუმა. თუ ამ ამბავში აბაკელიას ხელი ერია! სულ ერთია მიწიდან ამოიღებდა და პასუხს აგებინებდა.
დამძიმებული ნაბიჯებით გაეცალა შემთხვევის ადგილს. გასვლამდე სამაშველოს უფროსს მიადგა და შეახსენა საკუთარი კავშირები. ვინიცობაა ეველინის ძალა საკმარისი არ ყოფილიყო.

მანქანაში ჩამჯდარმა კი ყველა ბნელი მეგობარი გაიხსენა, სამ ოთხ ადგილას გადარეკა და დახმარება ითხოვა. იმდენი სიტყვა კი ეთქმოდა, რომ მის ჩარევას შედეგი გამოეღო.
თუმცა ეველინისგან განსხვავებით, რომ არა თავისი სიძე, დანარჩენი უბრალო ხალხისთვის რომანი ალბათ თავს არ შეიწუხებდა. აი ეს განსხვავება იყო სწორედ ნამდვილ ადამიანსა და ადამიანობა დაკარგულ ადამიანს ერთმანეთისგან რომ გამოარჩევდა.
მას, ვისაც მნიშვნელოვნად მხოლოდ საკუთარი თავი და ოჯახი მიაჩნია და "უბრალო" ხალხს სულიერადაც კი არ თვლის, ძნელად შეიძლება ადამიანი ვუწოდოთ. თუმცა რომანს დიდად არ ადარდებდა, ჩვენ რას ვფიქრობდით მასზე. არც რომანს და არც ბევრ მის მსგავს, კიბის თავში მდგომ, საკუათარი შემთხვევითი და წამიერი დიდებით დაბრმავებულ ადამიანს. რომელთაც, როგორც წესი, აღარ ახსოვთ, რომ დიდება მუდმუვად წარმავალია.

გამთენიისას ერთი ცხედარი იპოვნეს. როცა შავ ცელიფანში გახვეული გამოასვენეს მაშველებმა, ეველინმა აშკარად დაინახა შვება და ფარული სიხარული ბრიგადირის თვალებში, რომელიც მასავით ცოცხალი თავით არ ეშვებოდა უბედურების ადგილს. დაინახა და მისმა გამჭრიახმა გონებამ სწრაფად დაიწყო მუშაობა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ ეტაპზე, მთავარი ნოეს და მუშების პოვნა იყო, წამითაც არ დაუშვებდა ევი, რომ თუ ამ შემთხვევაში ვინმეს ხელი ერია, დაუსჯელი გადარჩენილიყო.



9
გამთენიისას კიდევ ერთი მუშა ამოასვენეს. შემდეგ კიდევ. სამაშველოს უფროსი სკეპტიკურად იყო განწყობილი. აღარ ელოდა, რომ ვინმე ცოცხალი გადარჩებოდა. მაშველებსაც უკვირდათ, ასე ერთ ადგილას როგორ ჩამოწვა ჭერიო. დანარჩენი კორპუსი ხომ ოდნავადაც არ იყო დაზიანებული.

_ ეველინ, ამაზე საუბარი ადრეა, მაგრამ ვფიქრობ, აქ რაღაც გარეგანი ფაქტორები მოქმედებდნენ._ გაანდო თავისი აზრი ტატომ ევის.

_ მეც მაგაზე ვფიქრობ, თანაც რაღაც უცნაურს ვამჩნევ და ღმერთმა ნუ ქნას ჩემი ეჭვი გამართლდეს!_ ავად გახედა ქალმა ბრიგადირს, რომელიც გაფაციცებული ადევნებდა სამაშველო სამუშაოებს თვალს. თვალებში კი ვერდაფარული სიხარულის სხივი უკრთოდა.

_ ისეთი სახე აქვს, მგონი მიცვალებულების დანახვა უხარია კიდეც!!_ თავით მიანიშნა ტატოსაც.

_რატომ? რად უნდა უხაროდეს? ნოე არ იყო ის კაცი, მუშებთან და ბრიგადირებთან ვერ გაეყო რამე!_ რომ თქვა მერე მიხვდა, რაც თქვა, მაგრამ სიტყვას უკან ვეღარ დააბრუნებდა.

_ იყო?!_ წარბი ასწია ეველინმა_ რას ჰქვია იყო?! შენ რა წამით მაინც დაუშვი, რომ ის საძაგელი ასე ადვილად დანებდებოდა?
ტატომ გაოცებით შეხედა ქალს. ახლაც კი არ აღიარებდა ევი, რომ უყვარდა ნოე. მაგრამ აღიარება რად უნდოდა, ეს ხომ ასე აშკარა იყო.

_ უბრალოდ... უბრალოდ...რა თქმა უნდა, ნოე არ დანებდება, ნერვიულობისგან არ ვიცი, რას ვამბობ!_ ამოიოხრა ტატომ.

_ოხ ეს კაცები , გასაჭირში ბავშვებივით დაუცველები რატომ ხართ! ცოტაც მოიცადე და ნახავ, ნოეს საღ_სალამათს გამოიყვანენ._ ეველინის სიმტკიცე და იმედი იმდენად გადამდები იყო, წამში გამოაფხიზლა იმედგადაწურული ტატო.

_ ქალმა მაჯობა და ჩემზე მედგრად დგას! ყოჩაღ ნოე, თავიდან მეეჭვებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რატომაც შეგიყვარდა ეს ქალი!_ თავის გულში ელაპარაკებოდა მეგობარს და თავს იმხნევებდა.

ტკივილმა მოიყვანა გონზე ნოე. მარჯვენა ფეხი საშინლად სტკიოდა.
ვერც მოხარა , ვერც გაშალა. თუმცა გაუხარდა, რომ ტკივილს ოთხივე კიდურში გრძნობდა. საშიში ის იქნებოდა თუ ვერაფერს იგრძნობდა.

_ დამეხმარეთ!_ დაიძახა რამდენჯერმე. მაგრამ ხმა ვერავის მიაწვდინა. ან ვინ გაიგონებდა? ხელით მოსინჯა და მიხვდა, გაჭედილი იყო ბეტონის ფილებს შორის და სხვის დაუხმარებლად თავს ვერ დააღწევდა. გახსენება სცადა. ახსოვდა, როგორ შემოაყენა მანქანა სადგომზე, ისიც ახსოვდა მუშებს რომ მოჰკრა თვალი.
გაუკვირდა კიდეც, რატომ ჰქონდათ დამფრთხალი სახეები. ერთი მათგანი მისკენ გამოიქცა ხელების ქნევით. და სწორედ მაშინ გაისმა გრუხუნიც. დამშვიდება სცადა. რაც უფრო მშვიდად იქნებოდა, სასიცოცხლო ენერგია მით უფრო დიდხანს გაჰყვებოდა. მხოლოდ რაიმე მაგარი საგნის მოძებნა გადაწყვიტა, რათა მანქანაზე დაებრახუნებინა და ხმა მიეწვდინა მაშველებისთვის, რომ ცოცხალი იყო.

უზარმაზარი ფილა მის მანქანს ზედ აწვა. როგორც სჩანს, სწორედ მანქანის მყარმა კორპუსმა გადაარჩინა ნოე სიკვდილს.
მტკივანი ფეხის მიუხედავად გახოხება სცადა და კინაღამ გონება დაკარგა. შეისვენა და თავიდან სცადა. ამ ჯერად გამოუვიდა. მანქანს ზურგით მიეყრდნო და ჯიბეები მოიქექა. სამწუხაროდ ტელეფონი თან არ ჰქონდა. ალბათ დამივარდა, ან მანქანაში დამრჩაო, გაიფიქრა. სამაგიეროდ ჯიბეში ბარხატის პატარა ზარდახშა იპოვნა. ხელი მოუჭირა, სინათლის გარეშეც მიხვდა, ცოლისთვის ნაყიდი ბეჭედი იყო.

_ ეველინ!_ დაუძახა ქალს, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავის უპასუხია.
უცებ ძალიან სუსტი კვნესა მოესმა. მიაყურადა. აშკარად არ ეჩვენებოდა. ვიღაცას იქვე ყურისძირში მისი დახმარება სჭირდებოდა. შარვლიდან ქამარი მოიძრო და ბარძაყზე შემოიჭირა. გაგონილი ჰქონდა, რომ ასე უფრო ნაკლებ სისხლს დაჰკარგავდა.
ხმისკენ გახოხდა.

_ გესმის! მიპასუხე, ხმა გამეცი!_ ეძახდა დაშავებულ მუშას. ალბათ ის კაცი იყო, მის გასაფრთხილებლად რომ მორბოდა, მაგრამ მან რა იცოდა წინასწარ , რომ ეს მოხდებოდა? თავი გააქნია, ამაზე მერე იფიქრებდა, ახლა იმ კაცს უნდა დახმარებოდა.

_ აქ ვარ, მიშველეთ!_ ამოიკვნესა კაცმა. შიშველი ხელებით დაეჭიდა ნოე ფილების ნამსხვრევებს, მაგრამ ძვრაც ვერ უყო.

_გაუძელი ძმაო! ცოტაც და დაგვეხმარებიან!_ ხელი მაგრად ჩასჭიდა, როცა მიხვდა, ვერ ერეოდა სიმძიმეს.

_ მტკივა , ძალიან მტკივა!_ კვნესოდა საწყალი კაცი.
ნოე კი ისე ამშვიდებდა, როგორც პატარა ბავშვს.

_ მე აქ მოვკვდები ალბათ!_ ახრიალდა დაშავებული.

_ რა გქვია? _ ჰკითხა ნოემ.

_ თემური მქვია, თემურ სხირტლაძე. მშენებელი ვიყავი აქ!_ საუბარი აფხიზლებდა კაცს და გათიშვის საშუალებას არ აძლევდა. მაგრამ სიტყვებთან ერთად პირიდან ამოსულ ხრიალზე ეტყობოდა, დიდი დრო აღარ დარჩენოდა.

_ რა მოხდა თემურ? რა ჯანდაბა ჩამოინგრა?_ კაცმა ამოიოხრა და არაფერი უპასუხა. ცოტა ხანს დუმდა.

_ ვგრძნობ, არაა ჩემი საქმე კარგად! მაგრამ ღირსი ვარ! აი თქვენ კი აქ არ უნდა ყოფილიყავით, ბატონო ნოე!_მისი ხმა სულ უფრო ჰკარგავდა ძალას.

_მიცნობ?_ გაუკვირდა ნოეს.

_თქვენნაირი უფროსი არასდროს გვყოლია, აქ ყველა გიცნობთ! თქვენ აქ არ უნდა ყოფილიყავით!_ ჯიუტად გაიმეორა თავისი ნათქვამი.

_ რას გულისხმობ?_ ჰკითხა ნოემ.

_ ჩემს შვილს თირკმელების პრობლემა აქვს! მკურნალობა ფული ღირს, დაზღვევა არაფერს ჰყოფნის! სახელმწიფო არაფერში გვეხმარება! სხვა თურქეთში წაიყვანეთო!_ ნაწყვეტ_ნაწყვეტ საუბრობდა და ქოშინებდა თემური.

_ ხოდა, როცა გიზომ ფული შემოგვთავაზა, არც კი მიყოყმანია, დამიჯერეთ, თქვენც იგივეს იზამდით შვილის გადასარჩენად!
მაგრამ უდანაშაულო კაცის ცოდვა თან მიმყვება! რაღა მაინც და მაინც ახლა მოხვედით ბატონო ნოე!_ სიმწრით გაეცინა კაცს.

_ ანუ გინდა მითხრა, ეს შემთხვევით არ მომხდარა?_ გაოცდა და გაოგნდა ნოე.

_ რა შემთხვევით ბატონო ნოე, ხუმრობთ? ასეთი ხარისხიანი ნაგენობა ორი არ დგას თბილისში. მაგრამ ჩვენ ფულის გამო ხომ ხედავთ, რა ვიკისრეთ?!_ ისე დასუსტდა თემური ქოშინებს შორის სიტყვას ვეღარ ამბობდა.

_მაგრამ სხვა გზა არ მქონდა გესმის? დროში რომ დამაბრუნა, ისევ იგივეს ვიზამდი! ისევ დავთანხმდებოდი აბაკელიას ბინძურ ფულს. შვილის გადასარჩენად ეშმაკს ისევ მივყიდდი სულს! _ თანდათან თითქოს დამშვიდდა თემური, მაგრამ ეს სიმშვიდე არ იყო. მიხვდა ნოე, რომ სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა კაცი.

_ მაშიკო, მაშიკო, _ ჩურჩულით უხმობდა შვილს თემური_ მაპატიე მამიკო...

გულჩვილი არასდროს ყოფილა ნოე, მაგრამ მომაკვდავი მამის უმწეობამ გულზე მარწუხებად მოუჭირა. კაცი კვდებოდა, მაგრამ საკუთარი სიცოცხლის ნაცვლად კვალავ შვილის სიცოცხლეს ებღაუჭებოდა.
კვდებოდა და თან მიჰქონდა შვილზე დარდი. შვილის სიცოცხლისთვის კვდებოდა, მაგრამ მაინც ვერაფერს შველოდა.
ხელზე ხელი მოუჭირა.

_ თემურ, ნუ გეშინია თემურ! ჩვენ აქიდან გავალთ და შენს შვილს მე მივხედავ! ყველაფერს გავაკეთებ მის გადასარჩენად!
გამოაფხიზლა მისმა სიტყვებმა მომაკვდავი თვალებში ბოლო ნაპერწკალი აენთო.

_ მპირდები?_ სიკვდილის ბოლო წამს პირობას ითხოვდა საბრალო.

_ გპირდები!_ ფიცზე წიმინდა იყო პირობა.
შვებით ამოისუნთქა თემურმა და მუჭში მომწყვდეულ სულის ჩიტს ხელი დაუნანებლად გაუშვა.

მანამ არ გაუშვია ნოეს თემურისთვის ხელი, სანამ მისი სიცივე არ იგრძნო.
მერე კი უკან მანქანისკენ გახოხდა. კვლავ ზურგით მიეყრდნო და მოზრდილი ქვის ნატეხით მონოტონური კაკუნი ასტეხა. იცოდა, სამაშველო სამსახური მაშველ ძაღლებს დაიხმარებდა და ერთი შეხედვით, ადამიანის ყურისთვის უჩუმარ ხმას ერთგული ცხოველები აუცილებლად გაიგონებდნენ.

ნანგრევებს ზემოთ ნერვიულად მიმოდიოდა ტოგო, უზარმაზარი სულ შავი ნაგაზი. უამრავ სუნს და ხმას შორის იმ ერთადერთს ეძებდა.
გაუჩერებლად მუშაობდა ტექნიკა. აგურ_ აგურ იწმინდებოდა უბედური შემთხვევის ადგილი.

_ კაკ, კაკ, კაკ!_ მისწვდა ძაღლის სმენას უწყვეტი სუსტი კაკუნი. დაიძაბა. წინა თათი მოხარა და გაშეშდა.
სმენა დაძაბა. ხმა მუდმივად მეორდებოდა და ნანგრევების სიღრმიდან მოდიოდა. ტოგომ ხმამაღლა შეიყფა. შემდეგ, როცა მიხვდა ყურადღება მიიქცია,
ყეფით გაიჭრა წინ და კაკუნის ეპიცენტრი სწრაფად მონახა. ადგილს ზედ დაადგა, გამალებული თხრა დაიწყო და ყეფა განაგრძო.

_ ტოგომ ვიღაც იპოვნა! დროზე!_ გაისმა ბრძანება და მაშველთა ჯგუფი, ისე რომ ტოგოს ინტუიციაში ოდნავადაც არავინ დაეჭვებულა, მისგან მინიშნებულ ადგილს შეესია.
ძაღლიც მონდონებით ცდილობდა მიწის გათხრას, თან შიგადაშიგ ყეფით ამხნევებდა ხალხს.

_ რაღაც ხდება!_ თვალს არ აშორებდა ტატო მაშველებს.
არ გამოჰპარვია სწრაფი მათი მობილიზება.
ევის გახედა, მაგრამ ევი მაშველებს არ უყურებდა.

_ ეველინ ნახე, იპოვნეს, ვიღაც იპოვნეს!_ სიხარულს ვერ მალავდა ტატო. და როცა მაშველების სიხარულის ოვაციები მისწვდა მის სმენას მიხვდა, ვიღაც ცოცხალი ამოიყვანეს.
მოულოდნელად ევი ადგილს მოსწყდა და სეირის მაცქერალ ბრბოს შეერია.

გაოცებული ინსტიქტურად გამოუდგა უკან ტატო და სწორედ იმ ფაქტს შეესწრო, როცა გააფთრებული ქალი მოზრდილ თმაში ჩააფრინდა კაცს და მიწაზე დასცა.

_ ეველინ რას აკეთებ?_ უცებ ვერც მოეგო გონს ტატო.

_ გარბის ეს არაკაცი! რაღაც იცის! ტატო ამან რაღაც იცის!_ ტატომ წაქცეულს შეხედა და მის თვალებში ყოვლისმომცველი შიში ამოიკითხა. რა თქმა უნდა, ეველინი არ ცდებოდა.

_რა ხდება ეველინ?_ მამის ხმა რომ მოესმა, სწრაფად მოტრიალდა ქალი უკან. დაეჭვებით დააშტერდა სახეზე მშობელს. ცოტა ხანს თვალებით მთელი სახე გადაუჩხრიკა,
მაგრამ ჩვეული ფლიდობის ან ტყუილის ნამცეციც რომ ვერ უპოვნა შვებით ამოისუნთქა.

_ მამა, ამ კაცმა რაღაც იცის!_ მტკიცედ თქვა ის, რასაც ფიქრობდა.

_ მეც ვიცი შვილო! ეს დრო არც მე ვმჯდარვარ ტყუილად! მაგას მე მივხედავ! შენ კი მგონი ახლა მასთან უნდა იყო!_ თავით იქით ანიშნა რომანმა შვილს, საითაც დაშავებული გააქანა სასწრაფომ.

_ ის იყო?_ მოუტრიალდა ქალი ტატოს.

_ ის არის!_ ტატოს ნაცვლად უპასუხა მამამისმა.
ეველინი გიჟივით გაიქცა მანქანისკენ. სწრაფად ჩაჯდა, მაგრამ ხელების კანკალი ვერ დაიოკა. მთელი ის მოთმინება და შემართება, რასაც ქმრის პოვნამდე ფარად იფარებდა, მისი პოვნის მომენტში ერთიანად შემოეცალა.

_ გადადჯექი, მე წავიყვან!_ მოესმა ტატოს ხმა. წინააღმდეგობა არ გაუწევია ისე გადაჯდა მეორე სკამზე.
ტატომ მანქანა ადგილს მოსწყვიტა.

_ გიყვარს?_ მხოლოდ ეს ჰკითხა, როცა აცახცახებულ ხელებზე დახედა.

_ მძულს!_ უპასუხა ეველინმა ხმამაღლა და მერე საკუთარ თავს გაუმეორა ჩურჩულით, მაგრამ თავდაჯერებით_ მიყვარს!


ო, როგორ მძულხარ! 10

_ დღეიდან, ამ წამიდან ჩემზე დიდი მტერი შენ არ გეყოლაება, კარგად დაიმახსოვრე ეგ!_ მშვიდად თქვა რომანმა და ფეხზე წამოდგა.
მისი სიმშვიდის მიღმა შეფარული ბრაზი იმდენად აშკარა იყო, რომ სავარძელში თავხედურად მიწოლილ მათეს მუხლებში გააცია. ძლივს შეინარჩუნა სახეზე თავხედური გამომეტყველება. მიუხედავად იმისა, რომ რომანმა კაია საკუთარი ქლიშვილის მოხერხებულობის წყალობით დაკარგა და ძალადაკარგულს უმეტესი სტრატეგიული პარტნიორებიც ჩამოშორდნენ, მაინც ეთქმოდა საჭირო სიტყვა. იქნებ ახლა, როცა ბიზნესი აღარ აკავებდა, ბევრად უფრო საშიშ ჩრდილსაც დაატარებდა ბატონი რომანი?! კარგად იცოდა მათემ, რომ მისი კარადა სავსე იყო ჩონჩხებით. ბიზნესში ალბათ ვერაფერს დააკლებდა, მაინც ხვდებოდა აბაკელია, ეს ბებერი მელა ცოტა უფრო ბნელ წრეებში ძვირად ფასობდა.
ისიც იცოდა, ყვირილზე უარესი რომ იყო, ეს მშვიდი და ცივი მუქარა.

_ ჩემს ოჯახს შეეხე!_ ხმიანობდა მის გონებაში გოტფრის სიტყვები. არ უფიქრია მათეს, რომ ნოეს ოჯახად მოიაზრებდა რომანი. ვერ გათვალა ის ფარული სიმპათია, რაც სიმამრს სიძის მიმართ ჰქონდა.
ვინ ვინ და რომანმა ხომ კაგად იცოდა, ადამიას ნიჭიერება, გამბდაობა და პრინციპები.

_ ჯანდაბა!_ მუშტი დაჰკრა შუშის თანამედროვე მაგიდას და ჰალსტუხი შეიხსნა. ჰაერი თავისუფლად შეისუნთქა. წამოდგა და საპირფარეშოში შევიდა. აჭარხლებული სახეზე წყალი შეისხა.
ცოტა დამშვიდდა.

_ხუთივე მუშა დაიღუპა და რაღა ეს დამპალი გადარჩა!_ უწმაწურად შეუკურთხა საკუთარ იღბალს. თუმცა იმედი ჰქონდა, რომ მის წინააღმდეგ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ მიაგნებდნენ.
ბრიგადირს იმდენი მისცა, დარწმუნებული იყო, ცოცხალი თავით არაფერს არ აღიარებდა.
თანაც ხომ გააფრთხილა, თურქეთში გადადიო. უკვე საზღვარს მიღმაც ეგულებოდა.
რა იცოდა, რომ ის საწყალი კაცი ჩადენილმა ავკაცობამ მიაჯაჭვა დანაშაულის ადგილს და უკვე რომანის ხალხი ამუშავებდა ისე, როგორც საჭირო იყო. ეს რომ სცოდნოდა, იქნებ კიდევ ეფიქრა, რაიმე საკუთარი ტყავის გადარჩენის გზებზე. თუმცა ყველაფერი ხომ მაინც ისე ხდება, როგორც მოსახდენია.

_ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება!_ მერამდენედ არწმუნებდა ეველინს მთავარი ექიმი.

_ მხოლოდ ფეხი აქვს მოტეხილი და რაღაც ხნით ხელჯოხის დახმარება მოუწევს, ესაა და ეს! თქვენი მეუღლე იღბლიანი კაცი ყოფილა!
_ მოთმინებით გაუღიმა ექიმმა ქალს.

_ მაგაში ეჭვიც არ მეპარება ექიმო!_ გაეცინა ევის.
თან გულში გაიფიქრა: "მე რომ ცოლად მომიყვანა, ამაზე მეტი იღბალი რაღა უნდაო?!"
უნდა ითქვას, რომ ეველინ გოტფრის საკუთარ თავზე საკმაოდ დიდი წარმოდგენა ჰქონდა, თუმცა არც თუ უმიზეზოდ.

_ რა მოხდა ძმაო იქ? რამ გამოიწვია ნგრევა?_ ჰკითხა ტატომ ნოეს, ეველინი როგორც კი გავიდა მაშინვე.

_ აბაკელის ამბავია ტატო! ხუთი კაცის სიცოცხლე შეიწირა იმ ავადმყოფმა!_ ხმაზე შეატყო ტატომ, ეს ამბავი სასიკეთოდ არ დასრულდებოდა. სიბრაზისგან გონება ჰქონდა ნოეს დაბინდული.

_ ნოე, არ გვინდა ამ ამბის პირად შურისძიებად გადაქცევა! გესმის? პასუხი კანონის ფარგლებში ვაგებინოთ!_ გაოცებულმა და თან გაცოფებულმა ამოხედა ნოემ მეგობარს.

_ კანონის? რომელი კანონის? ხომ შეიძლებოდა ეველინს შეევლო იქ ჩემს ნაცვლად?_ არ მოხდარ ამბავსაც კი განიცდიდა ნოე.

_ ასე როგორ გამო...ა შურმა?!_ უკვირდა ტატოს.

_ რაზე საუბრობდით?_ დაეჭვებულმა შეათვალიერა ეველინმა ორივე. აშკარად დაინახა, როგორ გაჩუმდნენ, როცა მან შეაღო პალატის კარი.

_ არაფერი ევი, ყველაფერი რიგზეა! მე უნდა გავიდე და ამ ჭირვეულ პაციენტს შენ გიტოვებ!_ თავი მოხერხებულად დაიძვრინა ტატომ.

_ ასე მარტივად მტოვებ მგლის ხახაში?!_ საწყლად გაუცინა ნოემ მეგობარს, მაგრამ ტატომ " მე ნუ გამრევთო!" მავედრებელი სახით გაიხურა პალატის კარი.

_ რა ხდება აქ? რას მიმალავთ ორივე?_ დოინჯი შემოირტყა ეველინმა.

_ მამასაც შევამჩნიე, თავი ამარიდა დღეს! _ დაფიქრებით თქვა ქალმა.

_ აბაკელია! აბაკელიაა გარეული ამ ამბავში ხომ?! ამას მიმალავთ არა?!

_ შენ ან უნდა უყვარდე ადამიანს, ან უნდა ეშინოდეს შენი!_ გაეცინა ნოეს.

გაწერის საღამოს, ნივთები რომ ამოუტანეს, გულდაგულ გადაჩხრიკა დასვრილი ქურთუკის ჯიბეები.
აშკარად ახსოვდა, რომ ბეჭედი ჯიბეში ჰქონდა. მაგრამ ახლა იქ აღარ იდო. ნუთუ დაკარგა? გული დასწყდა, რომ საჩუქარმა ადრესატამდე ვერ მიაღწია.

_ რას ეძებ ნოე?_ ჰკითხა ზურგს უკან უჩუმრად მოპარულმა ეველინმა.

_ არაფერს, ისე.._ არ სურდა ეთქვა, რომ მისთვის ხელის თხოვნას აპირებდა. აქ და ამ სიტუაციაში ამაზე საუბარიც არ სურდა.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ნანგრევებიდან ამოიყვანეს სულ იმაზე ფიქრობდა, რომ ცხოვრება ერთი წამია მხოლოდ და ნებისმიერ წამს შეიძლება დასრულდეს. ამიტომ ბედნიერება უნდა მოასწრო.

მაგრამ მეორეს მხრივ აბაკელია ჰყავდა საპოვნელი და აპირებდა, საკუთარი ხელით დაესაჯა ჩადენილის გამო. მაგრამ ამ საქციელს რაც მოჰყვებოდა თავადაც კარგად იცოდა ნოემ. ამიტომ სადღაც გულში უხაროდა კიდეც, ბეჭედი რომ დაკარგა. არ სურდა ეველინის ამ პრობლემებში გარევა. ეს ქალი დედოფალი იყო და იმსახურებდა დედოფალივით ეცხოვრა.

_ არაფერს?_ ჩაეცინა ეველინს,_ ანუ ეს არაფერია?
უკან მოხედა ნოემ და ეველინის თითზე მწვანეთვლიანი ბეჭედი დაინახა.

_ რა მშვენიერი არაფერია!_ გაეღიმა ქალს.

_ და რის აღსანიშნავად დავიმსახურე ასეთი სილამაზე?_ უცებ თვალები ეჭვით მოჭუტა ეველინმა.

_ თუ ჩემთვის არ არის ნაყიდი და მივითვისე?!_ მის ამ ღია, დაუფარავ ეჭვიანობაზე გულიანი სიცილი აუტყდა ნოეს. ცოლს ხელები მოხვია და ჩაიხუტა.

_იცი რას მივხვდი იმ ნანგრევებში?_ ჰკითხა და თვალებში ჩახედა.

_ მივხვდი, რომ დარჩენილი ცხოვრების გატარება მხოლოდ შენს გვერდით მინდა!_ დაინახა , როგორ შეცვალა ქალის თვალებში ინტერსი სიხარულმა.

_ ევი დარჩები ჩემთან?_ მიუხედავად იმისა, რომ გრძნობდა ქალის გულწრფელ გრძნობებს. კარგად იცოდა, რომ მისგან მოულოდნელი არაფერი იყო. რომ ევი გადაწყვეტილებებს სხვა ქალებისგან განსხვავებულად იღებდა. რომ საკუთარ თავს ჩრდილში არასდროს დააყენებდა.
ეველინს პასუხი არ გაუცია. მეოცნებე თვალებით ფანჯრიდან იყურებოდა და იმ წამს თითქოს საკუთარ თავს არც ჰგავდა.

მიყოლებით აუქმებდნენ, კაცმა არ იცის, რის ხარჯზე, მოპოვებულ კონტრაქტებს აბაკელიას პარტნიორები. ცეცხლი ეკიდა მათეს. აშკარად იცოდა, ამაში გოტფრის ხელი რომ ერია. მაგრამ ხელჩასაჭიდს ვერაფერს პოულობდა. ამას თან ერთვოდა ის ფაქტი, რომ ბულბულივით აჭიკჭიკებული ბრიგადირი, ყველასდა მოულოდნელად, პირდაპირ კანონს გადასცა რომანმა. და სიძესაც ხელი შეუშალა პირად შურისძიებაში. არც ამას ელოდა მათე მისგან.

ერთი სიტყვით წყალი ღრმად შეუდგა მათეს ძირგამომპალ ბიზნესს. ახლა ვეღარც მოქრთამვა და დაშინება შველოდა კანონის დამცველებთან.

არადა, სულ ცოტა ხნის წინ, რესტირანში მასთან ერთად გრიალებდნენ ეს მოღალატეები, სწორედ ისინი, ვინც დღეს გაჭირვებაში ჩავარდნილს ზურგი აქციეს.
ასე რომ, ფულზე და შიშზე დაშენებული მეგობრობა ხუხულასავით დაენგრა გასიებულ თავზე მათეს. დაენგრა და ქვეშ მოიყოლა, სწორედ იმ მახეში გაება, სადაც სხვებს უპირებდა გაბმას.
ეველინიც გვერდით დარჩა და ბიზნესიც. ბოლოს, როცა მიხვდა, ადვილად ვეღარ გადარჩებოდა, ვირთხის ინსტიქტის მიხედვით პირველმა სცადა ჩაძირული გემიდან გაქცევა. მოხვეტა დარჩენილი ფული და უკანონოდ შეეცადა საზღვრის გადაკვეთას. მაგრამ თუ ვინმეს მისი ჭირი სჭირდა, თითქოს ყველამ ახლა მოიცალა მისთვის.
ბოლოს მათე ციხეში მოხვდა, რამდენიმე თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ასე დაასრულებო, სიცილით მოკვდებოდა ალბათ.
მათემ ერთი ცხოვრებისეული ჭეშმარიტება არ იცოდა, ის, რომ ცხოვრება კიბეა, დღეს რომ სათავეში ხარ, ხვალ შესაძლოა ჭუჭყიან ფეხსალაგზე გამოგეღვიძოს. როგორც სჩანს, მათე ამისთვის მზად არასდროს ყოფილა.

_ მამა, არ მეგონა, რომ მხარს დაგვიჭერდი! შენ რომ არ ჩარეულიყავი, ეს ჩემი არანორმალური შიშველი ხელებით აპირებდა სამაგიეროს გადახდას! რა უთხარი ასეთი , რომ დაგიჯერა და გაჩერდა?_ ეკითხებოდა ეველინი მამას. რომანმა ძიმედ ამოიოხრა და საკუთარ მდიდრულ კაბინეტს თვალი მოავლო.

_ ვუთხარი, რომ შენ ამად ღირხარ! ეს ისედაც იცოდა, უბრალოდ ახალგაზრდული ამპარტავნება აწამებდა და ცეცხლი ეკიდა! ეჰ, ჩემს თავს მაგონებს შენი ქმარი, ახალგაზრდობაში. მეც ასე ძალა მერჩოდა, მერე ერთი შეცდომა დავუშვი, მეორე, მესამე და ჩავიძირე. ვინმეს რომ მადინ ჩემთვის სწორი გზა დაენახვებინა.. ახლა რომ ვფიქრობ, შენ და ის არაკაცი ერთად?! _ აბაკელიას გახსენებაზე რომანს მწარედ ჩაეცინა.

_ ასე იცის ფულმა და ძალაუფლებამ! ყველაფერზე უარს გათქმევინებს! ერთ დროს ძვირფასს გაგიუფასურებს და მერე ყველაფერს ერთ წამში წაგართმევს!_ ასეთი გულახდილი და გატეხილი მამა არ ენახა ეველინს. გაოცებული უყურებდა.მშობლის საფეთქლებთან გაჩენილ ჭაღარას დააკვირდა. ოდნავ მოშვებულ სხეულს.
_ერთ დროს ჰოლივუდუს ვარსკვლავს ჰგავდაო!_ გაახსენდა დედის სიტყვები.

_ მამა დედა რატომ მიატოვე?_ ის ჰკითხა, რაც სულ აინტერესებდა.

_ მაკა, _ ყოფილი ცოლის გახსნებაზე თბილად გაეღიმა რომანს._ მაკა ფულზე არ გაიყიდა შვილო! მაგრამ არც შენსავით ძლიერი არ აღმოჩნდა. ვერ მომერია, ვერ მომიგრიხა კისერი და გამეცალა. მე კი ძალით არ გავაჩერე. სულ ცოტა, ეს შემეძლო მისთვის გამეკეთებინა.

_ და ეკა? ეკა გიყვარს?_ ახლა დედინაცვალი მოაგონდა ევის.
რამდენიმე წელი მეგობრობდნენ ის და ეკა, და ასე თუ ისე იცნობდა მეგობარს. არასდროს დაუჯერებია, რომ ეკა რომანის სიყვარულით იწვოდა, მაგრამ არც ღალატი შეუმჩნევია ოდესმე. ამიტომ ვერ უგებდა ეკას.

_ შვილო მე და ეკა ერთმანეთს გამოვადექით! პატივს ვცემ და ისიც ასევე. ჩვენ ერთმანეთს ის სიცარიელე შევუვსეთ, რაც გვაკლდა.

_ ეს ხომ სიყვარული არ არის?_ ცხვირი აიბზუა ევიმ.

_სიყვარული? და ვინ გითხრა, რომ სიყვარული ყველას უნდა?_ გაეცინა რომანს._ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ! გაიზრდები და მიხვდები!

_ მე ვარ ბავშვი?_ გაიოცა ქალმა.
რომანი წამოდგა. შვილს მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა.

_შვილები მშობლებისთვის სულ ბავშვები არიან, პირველად გესმის?!

ტატომ მოახერხა და ყველაფერს საჯაროდ მოჰფინა ნათელი. ყველა ბლეფი, ეჭვი და ჭუჭყი ჩამორეცხა ნოეს და კომპანიის სახელს.

_ ძმაო, ეს დღეც და ხვალიდან მე და ჩემი ცოლუკა კუთვნილ შვებულებაში ვართ იცოდე!_ გაბღენძილი ჩამოჯდა მაგიდის კუთხეზე.

_ეჰ!_ გაეცინა ნოეს. ცუდად მაქვს მე თქვენი შვებულებები დაცდილი.

_ტატოო, ერთს გთხოვ, დამეხმარე იმ პატარა გოგონას ამბავში. აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ, მომაკვდავ მამამისს დავპირდი ძმაო._ სთხოვა ნოემ ტატოს.

სამზარეულოში იჯდა ნოე და მოჯადოებულივით შესცქეროდა ლამაზ დასურათებულ კალენდარს, რომელზეც წითელი ფანქრით იყო მონიშნული 15 დეკემბერი.
ერთი დღეც და კონტრაქტი ანულირებულად ჩაითვლებოდა. მხოლოდ ეს დღე და კაცმა არ იცის, რა და როგორ შეიცვლებოდა.

ეველინი ქურასთან იდგა და ვახშამს ამზადებდა. იშვიათად ეცალა, მაგრამ მაინც უყვარდა ვახშმის გამზადება, უყვარდა იმის ყურება, თუ როგორ გემრიელად მიირთმევდა ნოე მის ნამზადს.
მალულად გამოხედა და დააფიქსირა ნოეს უცვლელი მზერა.
ჩაეღიმა.

_ ნოეე, გახსოვს ის დღე?

_ რომელი?_ გამოხედა დაფიქრებულმა.

_ როცა ერთმანეთი გავიცანით,_ არ მოუხედია ზურგს უკან, ისე მიხვდა რომ ნოე იღიმებოდა._ იღბლიანი შემთხვევების გჯერა ნოე?

_ როგორ შეიძლება არ მჯეროდეს!_ ფეხზე ადგა და ჩაეხუტა.

_ გახსოვს ხვალ რა დღეა?_ ისევ ჰკითხა ეველინმა.

_ რა თქმა უნდა!_ შეკრთა ნოე. რატომღაც ცუდის მოლოდინში დაიძაბა. ვაითუ ეველინს ყველაფრის დასრულება სურდა. ძალით ვერ შეაჩერებდა, ეველინი სხვა ქალებს არ ჰგავდა.

_ ნოე დამიჯერე ამ დღესაც ვერასდროს დაივიწყებ!_ ცბიერად გაეცინა ქალს. _ იცი, ბავშვს ველოდებით!

ისე უბრალოდ თქვა, უცებ ვერც კი გაიაზრა ნოემ, ნათქვამის შინაარსი. ევი კი ბოსტნეულს ისევ ისე მშვიდად ჭრიდა საჭრელ დაფაზე. ისე, თითქოს, აქ არაფერი. მშვიდად იცდიდა სანამ...

_ რაო? რა თქვი?_ ხელი დასტცა და სამზარეულოში დააბზრიალა ნოემ ცოლი.

_ შენ ქალი არ ხარ! შენ ნამდვილი ტირანი ხარ!_ საყვარელ ქალს თვალებში ჩახედა. მიხვდა, ევიმ ეს ამბავი კარგა ხანია იცოდა, გადაწყვეტილებაც კაი ხნის მიღებული ჰქონდა და უბრალოდ მისი წვალებით ერთობოდა. სიხარულმა და ბედნიერებამ აავსო ნოე. "ეს როგორ დამიმალაო?" ფიქრობდა გახარებული.

_ აუტანელი ქალი ხარ იცი?!_ უთხრა და გულში ჩაიკრა უკვე ნამდვილად საკუთარი ცოლი._ ო, როგორ მძულხარ!



დასასრული



ვე რა


( უბრალოდ გასახალისებლად და გასართობად, ყავაზე მისაყოლებელი ისტორია))))



№1 სტუმარი One

Zustad)) ai yavaze mivayole da gemtieli coffee time-i mkonda))
Dzalian kargi iyo ,tqven ki goniero da pozitiuro vera madloba ❤️
Xshirad gagvanebivret raa))

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

One
Zustad)) ai yavaze mivayole da gemtieli coffee time-i mkonda))
Dzalian kargi iyo ,tqven ki goniero da pozitiuro vera madloba ❤️
Xshirad gagvanebivret raa))

მადლობაა, რატომღაც სმაილები არ იწერება, როცა ვაკომენტარებ)))) სანამ დიდი ამბავი დამთავრდება, ეს პატარ_ პატარა ამბები მკითხველებს ჩემგან ბონუსად)))

 


№3 სტუმარი სტუმარი Marie

საოცრად კარგი და საინტერესო ისტორია გამოდგა❤️ ბევრი ვიხალისე მადლობა ავტორს ამისთვის!!❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი Marie
საოცრად კარგი და საინტერესო ისტორია გამოდგა❤️ ბევრი ვიხალისე მადლობა ავტორს ამისთვის!!❤️

მადლობა თქვენ, რომ ემოციის გაზიარება არ დაიზარეთ))))

 


№5 სტუმარი Sally

მიყვარს თქვენი თხრობის სტილი ^^ ველი ახალ ისტორიას

 


№6  offline ახალბედა მწერალი ვე რა

Sally
მიყვარს თქვენი თხრობის სტილი ^^ ველი ახალ ისტორიას

მადლობაა, მთავარი ისტორია იწერება, ამ პატარა ისტორიებით ვერთობი ხოლმე, მოცლილობის ჟამს ))))

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

კარგი ისტორიაა ვერა , საინტეტესო, ველით უფრო საინტერესო და დიდი მოცულობის ისტორიას კარგო და გონიერო ადამიანო

 


№8  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნანა
კარგი ისტორიაა ვერა , საინტეტესო, ველით უფრო საინტერესო და დიდი მოცულობის ისტორიას კარგო და გონიერო ადამიანო

მადლობა, აუცილებლად იქნება, იმედია მოგეწონებათ.

 


№9 სტუმარი სტუმარი ნატა

კარგი ისტორია იყო????????❤

 


№10 სტუმარი სტუმარი ნინა

გთხოვთ შემდეგი ისტორია ვერა უფრო საინტერესო, რეალური და მგძნობიარე შემოგვთავაზე. უფრო მეტად ცხოვრებისეული ფაქტები. გულთან ახლოს

 


№11 სტუმარი სტუმარი მანანა

კარგი იყო...მადლობა ????????????

 


№12 სტუმარი ნია

ცოტა რეალური ცხოვრებისეული ისტორია შემოგვთავაზეთ

 


№13  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნია
ცოტა რეალური ცხოვრებისეული ისტორია შემოგვთავაზეთ

ცხოვრებისეული და თანაც საკმაოდ "ამბავი" მაქვს და ის წაიკითხეთ. ხხანდახან განსატვირთად ასეთი ისტორიებიც მჭირდება.

სტუმარი ნინა
გთხოვთ შემდეგი ისტორია ვერა უფრო საინტერესო, რეალური და მგძნობიარე შემოგვთავაზე. უფრო მეტად ცხოვრებისეული ფაქტები. გულთან ახლოს

არ ვიცი რამდენად ჩაჯდება თქვენს მოთხოვნებში, მაგრამ იწერება უკვე "ცუდი გოგო" დავასრულებ და ავტვირთავ.

 


№14 სტუმარი One

Ai ras nishnavs ufro realuri)) megibrebo pativi ecit avtoris gadawyvetilebas da uflebebs)) adamiàs rac ewerineba da rogorc siamovnebs , imas moitans chvenamde, udao es adamiani uzomod nichieria, yvela misi nawarmoebi sasiamovno da gamartuli wasakitxia, ese mititeba, cota arakorektulad momxvda tvalshi, me bodishi tu vacharbeb , magram araris lamazi)) kidev ertxel warmatebebi vera, gelit moutmenlad❤️

 


№15  offline ახალბედა მწერალი ვე რა

One
Ai ras nishnavs ufro realuri)) megibrebo pativi ecit avtoris gadawyvetilebas da uflebebs)) adamiàs rac ewerineba da rogorc siamovnebs , imas moitans chvenamde, udao es adamiani uzomod nichieria, yvela misi nawarmoebi sasiamovno da gamartuli wasakitxia, ese mititeba, cota arakorektulad momxvda tvalshi, me bodishi tu vacharbeb , magram araris lamazi)) kidev ertxel warmatebebi vera, gelit moutmenlad❤️

მადლობა დიდი, არაუშავს, მივხვდი რაც მთხოვეს, მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ ვერთობი, ჩემთვის ვფანტაზიორიბ, და დროის გასაყვანად ვწერ უბრალო და მხიარულ რამეებს სულ ტრაგედია და დრამა ჩემმა მტერმა წერა))) ამ ბოლოს უსედაც სულ ცუდ ხასიათზე ვარ და თავი გავირთე. ვინც ახლოს არ მიცნობს და არ იცის ჩემი წერის ჩვევები ვერ მიხვდებიან. ერთდროულად რამდენიმე ამბავს ვწერ ხოლმე. ერთს მძიმეს და სერიოზულს და ერთი ირს მხიარულს და უბრალოს.

 


№16 სტუმარი სტუმარი ნათია

სასწაულად ჭკვიანი ხართ ვერა.. ყოჩაღ აი რომც არ დავხედო ავტორს ვხვდები რომ თქვენია...ხშირად დადეთ რა ახლები გელოდებით სულმოუთქმელად❤️

 


№17  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნათია
სასწაულად ჭკვიანი ხართ ვერა.. ყოჩაღ აი რომც არ დავხედო ავტორს ვხვდები რომ თქვენია...ხშირად დადეთ რა ახლები გელოდებით სულმოუთქმელად❤️

მადლობა, მიხარია რომ მოგწონთ, და მიხარია, რომ თქვენს ემოციებს წერთ.

 


№18 სტუმარი ეკა 5

ვაიმეეე????ეს გასართობია? სანამ ბოლომდე ჩავედი, გული შემიწუხდაა... რა კარგად დასრულდა! შესანიშნავია! ისე, ევისნაირი ქალები არ მიყვარს, აი, თავისთავში ზედმეტად დარწმუნებული რომ არიან, მაგრამ ისე ლამაზად დააყრევინე ფარხმალი სიყვარულის წინაშე, რომ შეხედულება შემეცვალა❤️????

 


№19  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეკა 5
ვაიმეეე????ეს გასართობია? სანამ ბოლომდე ჩავედი, გული შემიწუხდაა... რა კარგად დასრულდა! შესანიშნავია! ისე, ევისნაირი ქალები არ მიყვარს, აი, თავისთავში ზედმეტად დარწმუნებული რომ არიან, მაგრამ ისე ლამაზად დააყრევინე ფარხმალი სიყვარულის წინაშე, რომ შეხედულება შემეცვალა❤️????

მადლობა, მისნაირი ქალები არ უყვართ, არადა მირჩევნია რეალურად ბევრი ქალი იყოს ასეთი ძლიერი მიზანდასახული და შემდგარი. სუსტ ქალს ისევ ასეთი გადარეული მირჩევნია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent