დრო! თავი 33
დილით მზის სხივებს არ გაუღვიძებია რატი, რადგან მაშომ მასზე იზრუნა და მუქი ფარდებით დაფარა მზის ამომავალი ბრწყინავი შუქები, თუმცა წამლის დალევის მიუხედავად თვალის გახელისთანავე თავის ტკივილმა შეაწუხა და ისევ მიხუჭა თვალები - აუუ მაშოო დაბოხებული ხმით ამოიგმინა თვალების გაუხელავად ისე გადატრიალდა კრუსუნით გვერდით სადაც მაშო ეგულებოდა, ისე ამოიწუწუნა თითქოს მაშოს დაძახებაზე თავი სწრაფად გაუვლიდა და პახმელიაც გაქრებოდა, გაუნძრევლად იწვა ისევ და წესიერად გამოფხიზლებას ელოდა.... - რა თქმა უნდა გავრბოდით მერე.... სამზარეულოში ცხელი ტაფის შრიალის ხმაში ისმოდა ნენეს ხმამაღალი სიცილი და მაშოს სასაცილო და საინტერესო ისტორიის მოყოლის ხმა, - მერე ვერ ასწრებდნენ გამოსვლას? ინტერესით იკითხა ნენემ და ყურებამდე გაკრეჭილმა ჩამოდო მაგიდაზე იდაყვით დაყრდნობილ ხელზე ნიკაპი, - ვერაა დიდი ეზოები იყო ხოლმე და მე და რატიც თავქუდმოგლეჯილები გავრბოდით მერე ბავშვებიც ავიყოლიეთ ხოლმე, ტაფის ამორევასთან ერთად გასცა პასუხი ნენეს, თან ყურადღებას არ აკლებდა გაზზე დადგმულ ტაფას და თან ნენეს გასართობად იხსენებდა ძველ მხიარულ ამბებს, ამორევასთან ერთადვე გახედა შემოსასვლელს კოპებ შეკრული რატი რომ სრულად გამოჩნდა წელს ზემოთ შიშველი, თმა აბურდული, ჯერ ისევ მოჭუტული თვალებით შემოვიდა და იმდენად საყვარელი და ლამაზი სანახაობა იყო მაშოს ჩაეღიმა მისი დანახვისას, თვალის სრესვა დაიწყო რატიმ და ადგილზე შემდგარმა ბავშვივით გახედა მაშოს, ნენემაც რომ შეამჩნია უხმოდ შემოსული ბრაზიანი ბავშვივით მდგარი რატი სწრაფად წამოდგა, - ლაოო დეე, ენის მოჩლეფით ჰკითხა ისე ახედა და თან თავის მოფერებით შეცვლილ ხმაზე გახედა მაშოს, რომელიც იცინოდა, თავადაც მიხვდა ნენე რომ ისე გამოუვიდა თითქოს 4 წლის ბავშვს ეფერებოდა, თუმცა სხვანაირად არც შეეძლო, - რა უკმაყოფილო სახე გაქ რა არი, წინ ჩამოუდგა და ნაზად მოითავსა რატის სახე ხელებში ისე მოეფერა ისევ თავისებურად და რატიც ნელა გადაიწია მისკენ ისე აკოცა უცებ შუბლზე და ფლატუნით წავიდა მაცივრისკენ, - ჰმჰ ეს ნახეთ ხმასაც რო არ მცემს რაა, გაკვირვებულმა გახედა ისე შეიცხადა ნენემ, მან კი სიარულშივე დიდ ჭიქას დაავლო ხელი და მაცივრის "ენას" მიადო რომ გაციებული წყალი ჩამოესხა მაცივარს, - აუ მაშო წუწუნით დაელოდა წყლის ავსებას და თავით მიეყრდნო მაცივარს - უჰჰ პახმელია პახმელიიია მიხვდა ნენე იქით-აქეთ გადააქნია თავი და მაშომაც ლოყების დაბერვით გახედა რატის - აუუ გააჯავრა და მზად მყოფი ქაბაბი დიდ ფიალა საინზე გადააწყო, - რა გინდოდა შვილო რა თავს იკლავდით, საფერავი არი წამალი ერთიდან სამ ჭიქამდე და ეს გამოსკდომაა რაღა იყო, სიცილით იკითხა ნენემ თან მაგიდაზე თითები აათამაშა და რატის აკვირდებოდა, რომელმაც მაცივარი კარგა ხნის წინ გამოაღო და უაზროდ მიშტერებოდა, - ბიჭო სამი კაცი ვსვავდით ხო? თქვენც ხო დალიეთ სამ-სამი ჭიქა, რამდენი გამოგვივიდოდა? ლიტრა ნახევარი, დაჟე არც კი, არ სვავენ საფერავს მაგდენს ზოგადად მარა, ყოველ შემთხვევაში კარგად გამოვედით რა, უკვე დაფიქრებულმა მიკეტა მაცივრის კარები და მოტრიალებულმა ხელებთან ერთად იატაკზე მიშტერებულმა დაიწყო გუშინდელი საღამოს გამოკვლევა - ჯერ ნუ ჩქარობ შვილო ჩემო, ღიმილით მიანიშნა ნენემ რატის ნაადრევ განაჩენზე და ფეხზე წამოდგა, რატიც თვალების ატრიალებით მიუტრიალდა ისევ მაცივარს ისევ ინტერესით დააკვირდა შიგნით არსებულ პროდუქტებს რომელსაც ისევ ვერ აღიქვამდა და მაცივრის კარის გაღებაც ინსტიქტური საქციელი იყო - შეეშვი რატი მაცივარს, ყველაფერი მაგიდაზეა დალაგებული შეგიძლია გახვიდე, მის საქციელებზე მომღიმარმა გახედა მაშომ ქმარს და ნენეს გაშლილ ხელებს სავსე თეფში გაუწოდა, რომელსაც თავად ნენე ანიშნებდა რომ გარეთ გასულს თან გაეყოლებინა, - წამალი ხო დამალევინე მაშო? - არ გიშველაა და რა გიყო, არ უნდა დაგელია მაგდენი, თავისუფალი ხელებით წავიდა მისკენ და უკვე მარტო რომ დარჩნენ სამზარეულოში თავისუფლად და უსიტყვოდ მიეხუტა რატის, მანაც გაკვირვებულმა დახედა და ქვედა ტუჩ გამოწეულმა მოხვია მანაც ხელები.... - დილა მშვიდობისს კმაყოფილი მიუჯდა მაშო დივანზე მიწოლილ დემეტრეს და ისიც მაშოს დანახვისთანავე გასწორდა, - რავახარ მაშუნა, თმაზე წაეთამაშა და რატის გააყოლა თვალი რომელიც კეფაზე ხელის სმით წავიდა 'გაშლილი' მაგიდისკენ - მშვენიალურად, - ოხ ეს ახალ-ახალი სიტყვები, თმაზე გადაისვა ხელი და მაშოსკენ ოდნავ მიიწია - აუ მიდი რაა თუ გიყვარვარ თავის გამაყუჩებელი მომიცუნცულე გაკრეჭვით ეცადა ბოლოს მაშოს მოთაფვლას და თავისი პატარა სიმორცხვის დამალვას და მაშოც სიცილით წამოხტა მოსატანად .... უხმოდ და ტკბილად მიირთვეს საუზმე და მანამ სანამ დაიშლებოდნენ სამზარეულოში გაქცეულმა მაშომ დასაყოლებლად ცივი ყავის დამზადებაც მოასწრო, რადგან 'ოჯახური' ტკბილი საუბარი და ერთიანობა დიდხანს შენარჩუნებულიყო - აიიი მოვედიი სამი ჭიქით ნელა გამოვიდა მაშო და ჯერ ნენესა და ორ სტუმარს მიაწოდა შემდეგ გაიქცა დანარჩენის მოსატანად და გამოსულმა მათ წამოწყებულ საუბარს დაუგდო ყური, - ბარემ მოხვედი და მე ჩემსას ვიტყვი, ხელიდანვე გამოართვა რატიმ ჭიქა მაშოს და როგორც ჩვევია საქმიანად მოეწყო, ყველას გადახედა მზად იყვნენ თუ არა მოსასმენად და მაშოც რომ დაჯდა ხმამაღლა დაიწყო - ზეგისთვის, ნუ ჯერ იმას ვიტყვი რომ თეოდორე, ყიდულობს ძაან სერიოზულ სახლს აღარ ხუმრობს კორპუსი და ერთ ოთახიანები იუკადრისა და პარასკევს ანუ ხუთ დღეში საღამოს აწყობს წვეულებას ანუ აღარ ხუმრობს მოხოდილია და გულაობს სიცილი ვერ დამალა რატიმ ისე გადახედა მაშოს - ხოდა ზეგ ვგეგმავდი წასვლას თუ რა თქმა უნდა თანახმა ხართ და სურპიზის პონტში პირდაპირ წვეულებაზე დავადგეთ, ხელები მიარტყა ერთმამეთს დასასრულს და ერთმანეთზე გაუხახუნა, - აუ ძააან მაგარი იქნებააა ერთი სული მაქვს მთელი გულით და სულით მაშხალებს უშვებდა ნენე ისე ბედნიერად გრძნობდა თავს და ღიმილის შესაკავებლად ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებს შორის, - რატი თუ ზეგ წავალთ პარასკევს საღამოს იქ რანაირად ვიქნებით? ჩაფიქებულმა დასვა კითხვა და რატიმაც პასუხის დასაწყისშივე გადახვია ხელი - ზეგ დილას წავალთ, მანქანით ჩემი მანქანით და გზაში დასვენებაც მოგვიწევს და იმ დროისთვის თითქმის იქ ვიქნებით - აუუუ რამდენიმე დღით მგზავრობა? წუწუნით ახედა და თან მეტად ეკომფორტულებო მანქანით სიარული რადგან როგორც უნდოდა და სადაც უნდოდა იქ გააჩერებინებდა, - უფრო ადრე გავიდეთ და ბევრ რამესაც ნახავთ, საფეთქელზე მიაკრო ცხელი ტუჩები და მაშომაც წამიერადვე ღრმად შეიგრძმო დახუჭული თვალებით კოცნისგან დატოვებული ძლიერი სიყვარული - აუ დღესს მოვაგვარებ ბარემ საქმეს გავწყვეტ ვაფშეე გადავწყდები დღეს და მეც დავეშვები ერთი მაგისიც, დემეტრემაც გამოთქვა აზრი, რომელიც შეუდარებელი იყო მაშოსთვისაც და დარიო ხან ერთ მოსაუბრეს ხან მეორეს შეხედავდა ხოლმე - ჩემი მანქანით წამოვალ მე დროებით იმას ჩავაბარებ ყველაფერს ჩვენ რომ ვიცით და ეგ არი რა, თვალი ჩაუკრა რატის დემეტრემ პიროვნების მინიშნების გასაუმჯობესებლად და დარიოს გახედა - წამოდი შენც, - იქიდანაც მარტივი მოსაგვარებელია ჩვენთვის ხო იცი, მთელი იტალია იზვერება, სიცილით გაუშალა ხელი რატიმ დემეტრეს ჩაარტყიო და მანაც ხმამაღალი სიცილით ჩაარტყა გაშლილ ხელს ხელი, - აუ წელს ვერაა მარა ოდესღაც გესტუმრებით რა - ანუ თანახმა ვართ დანარჩენები ხო? გაკრეჭვით გადახედა რატიმ ყველას და მაშოც სწრაფად ახტა - კიიიიი........ მთელი დღეები "ზეგინდელი" დღისთვის მზადება მიდიოდა თუ სადმე გადასაბარებელი იყო ან კომპანია დასატოვებელი ყველაფრის მოგვარებას სწრაფად ცდილობდნენ ყვავილები წინასწარ გააგზავნეს ქვეყანაში და ეს სალომეს მიაწერეს, მაშოს სახლზე უფრო ეფიქრებოდა იმდენად არ უნდოდა ამხელა სახლის მარტო დატოვება, უპატრონო და მოუვლელის ხილვაც კი არ წარმოედგინა, რაღაცით დარწმუნებულიც იყო რომ იქ ოდესღაც დაბრუნდებოდა, თუმცა მისი ფიქრები მაინც სულ სხვა იყო, სრული ალიაქოთი იყო, გადარბენა გადმორბენა დარიოსაც ჩაბარდა კომპანიის უფროსობა და ახალ თანამდებობას თავიდანვე კარგად ჩაუდგა სათავეში, ნენე და მაშო საყიდლებზე წასულიყვნენ და ნახევარი მაღაზია გამოეტანათ ხელში პარკები რომ არ ეტეოდათ ტაქსის მძღოლიც მათი პარკების თრევაში იყო, მართალია რატი ყველაფერს დატოვებდა, თუმცა ნენეს რაც კი შეეძლო თეთრეული ყველაზე ძვირიანი სამზარეულო ნივთები და მისთვის ძვირფასი ნივთები ყველაფერი წინასწარ მოაგროვა.... ისე არ გამოსულა ყველაფერი რომ რატის მაშო ასე უაზროდ ჩამოეყვანა იტალიაში სახლში გამოეკეტა და ჩაეყვანა, რადგან ერთი დღე კიდევ ჰქონდათ დილა ადრიან ააყენა მანდილოსნები, ჯერ წესიერადაც არ შემოსულიყო ოთახებში დღის შუქი, თუმცა მანამ სანამ მოემზადნენ სინათლემაც საკმაოდ მოიმატა, იტალიის დასათვალიერებლად ერთი დღე სულ არ იყო საკმარისი, თუმცა მილანის და რომის დათვალიერება, თუნდაც ცოტახნით აუცილებელი იყო, დასვენებისთვის უამრავი ადგილი აღმოჩნდა პლაჟები, ღვინოები, გასეირნება სანაპიროებზე, ადგილობრივების გაცნობა, ატრაქციონების დიდი რაოდენობა, ველოსიპედით სეირნობა სანაპიროებზე ერთი დღე, რომელიც მაშოს მთელ ერთ კვირად დაამახსოვრდა, ერთი საუკეთესო დღის სახით იტალიაში, - მაშა ბოდიში რა თავი მოიქექა რატიმ ჩვეული დამნაშავე სახით ისე დახედა წინ მდგომ მაშოს - აქამდე რამდენი დრო გვქონდა და ერთი დღე ძლივს მოვიფიქრე რომ გამეყვანე, მარა გპირდები შემდეგ ჩამოსვლაზე სადაც გინდა იქ წავიდეთ, თითქოს დანაშაულს ამ სიტყვებით გამოასწორებდა ისე გაბადარა სახე და მაშომაც რომ სიცილით მიარტყა მხარზე ხელი მიხუტებასთან ერთად მასთან ერთად დაიწყო სიარული.... საღამო მაშოს თხოვნით კაფეში გაატარეს და არა რესტორანში, თუმცა ეს მეტად სასიამოვნო იყო მაშოსთვის, ეცვა ის რაც სურდა, მხიარული საღამო გაატარეს ერთად რა თქმა უნდა ნაცნობი სასიამოვნო ამბებით და დაღლილები დაბრუნდნენ სახლში ერთი შთამბეჭდავი დღის კადრების დამახსოვრებით.... - დედააა ამდენი სად ჩავდო? სახლიც წავიღოთ? დილის აჟიოტაჟის მერე სახლში შემოსულმა რომ ნენეს ჩალაგებული ბარგი ნახა გაკვირვება ვერ დამალა, - თითქმის ისინი ჩავდე რაც ორ-ორი გვქონდა, მხრების აჩეჩვით თქვა და შემოსულ დემეტრეს ღიმილით დაუქნია ხელი... შემდეგ ბარგის გაზიდვამაც იმდენი დრო წაიღო ლამის შემოაღამდათ, ნენეს დაჟინებული სიქოფაკის შემდეგ არა მხოლოდ რატის არამედ დემეტრეს მანქანაც დაიტვირთა ნივთებით... - აბა გაკოცეთ ორივეს, თქვენზე უკეთესისთვის ვისთვის დაგვეტოვებინა, იმ ქვესკნელს ჯობია, თან ბავშვიც მეტად უკეთ გაიზრდება, დედაშენ მიხედე ერთმანეთს გაუფრთხილდით და თუ რამე დარეკეთ, დიდი დამშვიდობების შემდეგ გადაეხვია მაშო მადონას და ატირებული ბავშვის ხმაზე ანიშნა შედი აღარ გცალიაო, კმაყოფილი იყო იმით რომ სახლს პატრონი ჰყავდა და ამავდროულად სანდო პატრონი, იმითაც კმაყოფილი იყო რომ ახლა გამოფატრული ქოხის მაგივრად სახლში აცხოვრებდა ბავშვიან ქალს და კიდევ ძალიან ბევრი მიზეზი ჰქონდა ამისთვის, თითქოს მაინც ვერ ტოვებდა უკვე მიჩვეულ სახლს ისე ჩაჯდა მანქანაში, - ხომ არაფერი გვავიწყდება? ისევ დაპანიკებულმა წამოძახა მაშომ და დემეტრეს სიგნალზე გახედა მის მანქანას, რომელმაც რატის ანიშნა მე წავედიო - რავი მაშა სახლი გვრჩება მხოლოდ აბა შიგნით არსებული ყველა ნივთი დედამ ჩადო არ გამორჩენია არაფერი, თვალების ატრიალებით დაეწია დემეტრეს და სარკეში გამოჩენილ გამოსულ მადონას დასამშვიდობებელი სიგნალი დაუტოვა, - ეე დამპალო, რატო უნდა დამეტოვებინა რავიცი კიდევ როდის ჩამოვალთ, თავი გაიმართლა ნენემ და ფეხი ფეხზე გადადებული მიეყრდნო სავარძელს - რატიი მე და შენი საბუთები? ისევ აღელვებულმა გახედა რატის მაშომ და მაშინვე მიხვდა რატიც რომელ მათ საბუთებზე იყო საუბარი, ეს სწორედ ის იყო სადაც მათი ორ თვიანი ქორწინების დამადასტურებელი ხელ-წერილი ეწერა, რომლის თანახმადაც უკვე სამ დღეში ერთმანეთს დაშორდებოდნენ, - აა იის, იცი რაა? ცალი ხელით დაჭყნაული სახით "მოიფხანა" თავი და ცალი თვალით გადახედა მაშოს - შემთხვევით წყალი გადავასხიი და დაიხა, დამნაშავე, კმაყოფილი და ამავდროულად განზრახ გაკეთების გამოაშკარავების ღიმილით გადახედა და მაშომაც მაშინვე გადააჯვარედინა მკლავები, - შემთხვევით ხო?! ვითომ გაუბრაზდაო ისე გახედა და გულში ფეიერვერკებსაც კი უშვებდა მის გარეშე ცხოვრების გაგრძელება რომ გაანალიზა........ დაწყებული გზა ლაპარაკით დაფარეს განა რა ჰქონდათ ამდენი სასაუბრო, უბრალოდ ერთ თემას ახალ-ახალი სასაუბრო მოყვებოდა და რატიც გატრუნული უსმენდა ლაპარაკით არ დაღლილებს - რამდენხანში მოგვიწევს ჩასვლა ანუ რამდენი ხანი უნდა ვიმგზავროთ? მაგისტრალზე გასულებმა სიჩქარესაც რომ მოუმატეს მაშინ დასვა მაშომ კითხვა და რატიმაც ფიქრის გამო შეფერხების ხმები ამოუშვა - მმ რამდენიი დაა, ესეიგიი მანძილი რუკაზე გათვლილია 2869 კმ, თუ ჩვენ საშუალოდ ვივლით ანუ საშუალო სიჩქარე 70 კმ/ სთ თუ იქნება მოგვიწევს ჩავიდეთ ერთ დღეში და შვიდ საათში ზუსტად გვაწყობს, მაგრამ თქვენი ცხოვრების ერთი საათი, რადგან სარკესთან უნდა გაატაროთ მაშინ მეტად ადრე უნდა ჩავიდეთ კიდევ ანუ ჩვენ რადგან საშუალოზე ჩქარა დავდივართ, კერძოდ მაქსიმალური სისწრაფით და დიდად ხშირად გაჩერებები არ გვჭირდება თქვენთვის სასურველ დროს ჩავალთ და შეგიძლიათ ორი საათიც იდგეთ სარკესთან ბედნიერი ხმით დაასრულა ლაპარაკი და ამავდროულად გამოთვლები, ფიქრებით რომ სრულიად გააბედნიერებდა ორ მანდილოსანს, რომელიც დაბღვერილი შესცქეროდა საჭესთან მჯდომს, - მომისმინე! ჯერ ესერთი სარკესთან ერთი საათი არ ვდგავარ! მერე მეორე თუ ვდგავარ იმიტომ რომ ჩემი თავი სასურველ მომენტამდე გავალამაზო... - აი აქ შეგაწყვეტინებ თითის აწევით გააჩერა მაშო და სიტყვაში ჩაეჭრა - ვიცი ზოგადად მაკიაჟს არ ისვამ მაგრამ მერწმუნე, მხოლოდ ტუჩებზე რომ ისვამ ხოლმე იმ რაღაც ბრჭყვიალას კაი გემო რო აქ... - ბლესკია ეგ ღიმილი ვერ შეიკავა მაშომ ისე ჩაეჭრა ახლა თვითონ საუბარში და ნენეც სწრაფად ჩაეჭრა სიცილით შუაში, - მაშო თან კარგი გემო რო აქვსო რატის სიტყვა რომ დაიჭირა ახლა მხოლოდ მასზე ეფიქრებოდა და ხმამაღლა და გულიანად სასაცილოდაც ჰყოფნიდა, მის სიცილზე ეცინებოდა უფრო მაშოს ისე გახედავდა ხოლმე ნენეს - მე ზოგადად დაცინვისა და ბულინგის წინააღმდეგი ვარ, დაბალხმაზე თავის დაქნევით ამოილაპარაკა რატიმ რომლის ხმასაც ნენესა და მაშოს სიცილი ფარავდა, - ოხ რაღა ვქნა უკან გადაიწია ნელ-ნელა დამშვიდებით ნენე - გავარგრძელო? იკითხა და სანამ ნება არ დართეს ხმაც არ ამოუღია - ხოდა ეგ ბლესკი, თვალებზე რო ისვამ ხოლმე რაღაცას და ვსო მეტი არ არი საჭირო და აი რასაც დაგაკვირდით ზოგადად გოგოებს ანუ ეგ რაღაც რასაც სახეზე ისვამთ ასაკს გმატებთ გამიგეე? ყველა არ ვიცი მარა, - მოიცადე ვერ გავიგე რას გვიკონტროლებ? ინტერესით ახედა მაშომ და საჩხუბრად მოემზადა, თავიდან წყნარად დაელოდა მის პასუხს და არ მოწონების შემთხვევაში ენაზე მომდგარ სასტიკ სიტყვებს მიუძღვნიდა - გიკონტროლებთ არა..... იის, გეუბნები სხვა არ ვიცი, მე თქვენ გეუბნებით, არც გიკრძალავთ და არც გიკონტროლებთ დაარქვით რჩევა კაცის თვალით, გეუბნებით იმას რომ წამწამებზე რო ისვამთ ეგ და ტუჩებზე რაც გინდათ ყველაზე სადაა, სრულად ბუნებრივია და აბსოლიტურად ყველა ქალს უხდება, სელენა რო მოდიოდა.... აუუუუუ გაგაჯული და თავისი რეალი სახე არ უჩანდა ვაფშე, მაგას ვერ ვიტან აქვე ვიტყვი, - ხო მაგას ვერც მე ვიტან, მაკიაჟის გარეშე სულ სხვა იყო ყოველთვის, ნენეც ჩაერთო საუბარში და მაშომაც ინტერესით გახედა - დაჟე მაკიაჟის გარეშე უფრო ლამაზი იყო მანამ ზედმეტად დაიბერებოდა რატიმ გააგრძელა დედასთან საუბარი ახლა და მაშოც ჩუმად უსმენდა მათ დიალოგს - კიი ბროლივით გოგო იყო... - ხო მარა რა ოქროც არ უნდა იყო მარტო სილამაზე ცხოვრებაში წინ მარტო დებილებთან წაგიყვანს და დაჟე ეგეც დებილი იყო რო იბერებოდა, ხოდაა მცირედი მაკიაჟით აფსოლიტურად ყველა ლამაზია დაადასტურა და წინ მაღალი სიჩქარით წასულ დემეტრეს დაუსიგნალა ისე მოუმატა თავადაც გაზს - ჯობია ყველამ ჩვენ ტაკოს მივხედოთ ხო მაშო? წამოწეულმა გადახედა მაშოს და მაშოც მაშინვე დაეთანხმა, - ყველას თავისი ერთი სიცოცხლე აქვს და როგორც მას უნდა ისე გაატარებს ნიშნის მოგებით ახედა მაშომ რატის და მანაც ცალი თვალით რომ გადახედა სიცილი აუტყდათ..... თითქოს თავიდან ადვილიც კი იყო, თუმცა მეორე დღეს უკვე გაუსაძლისიც კი გახდა მხოლოდ ჯდომა, მართალია ხშირად აჩერებდა რატი, თუმცა მაინც ზედმეტად მოსაბეზრებელი იყო, მხოლოდ მუსიკები საუბარი და მუდმივად ჯდომა, საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს თუ არა საერთოდ არცერთს ახსოვდა ზედმეტი დაღლა, ჰაერი მონატრებული და თითქოს ახალი სხივის სამყარო შეიქმნა მაშინვე, თითქოს სულში რაღაც შეიცვალა თითქოს რაღაც ახალი შეემატა სხეულს, თითქოს მზეც კი სხვა იყო, განსხვავებულად საოცარი სინაზით საოცარი ფერებით და სილამაზით ჩადიოდა, ფანჯარაში გადაეყო ნენეს თავი და ახმაურებულ ძლიერად მიფრქვეულ ჟანგბადს თვალებ დახუჭული შეიგრძნობდა, ეს იყო ახალი მაცოცხლებელი ძალა ახალი სიცოცხლე და სრულიად განსხვავებული ბედნიერება. ერთი სული ჰქონდათ როდის მიახწევდნენ სახლში მარტო დარჩენილ ნაზისთან, როდის მოხვევდა მაშო ხელს მონატრებულ ქალს და უკვე წარმოედგინა კიდეც ეს ბედნიერება, "ფართი" ზე მისულს ნაცნობების რეაქცია და თავად თეოდორეს სიხარულიც წარმოედგინა, როგორ ჩაიკრავდა გულში და ადგილზე ვეღარ ჩერდებოდა, - დემეტრე სად წავიდა? საერთოდ აღარ გამოჩენილა - მისამართი აქვს ნაზის დაადგება სხვაგან არ წავა სწრაფად გასცა რატიმაც პასუხი და ნენეს გახედა სარკიდან, გაეღიმა მის საქციელზე და გზას მიაქცია ისევ ყურადღება..... - ღმერთო და ეს კი ტანჯვა იყო მაგრამ არ მჯერაა, არ მჯერა რომ ახლა სახლში ვარ ყველაფერი დაყარა რაც გზად კალთაში ეყარა მაშოს ისე გადახტა მანქანიდან რომელიც სახლის ზედა გვერდზე დაეყენებინა რატის და დემეტრეს მანქანაც მას რომ მიუცუცქდა სიცილით გადაყვა მაშოს, - ვთქვი რომ სახლები აერევა მეთქიი? დაცინვითვე გახედა დემეტრეს მანქანაშივე და მაშოს დააკვირდა, რომელიც თავის ფიქრებში გაშეშებული იდგა და უყურებდა სახლს მის მონატრებულ, 'პატარა' და მოგონებებით სავსე სახლს, იმდენი რამ ახსენდებოდა და ისე სწრაფად უნდოდა შესვლა გული მოსვენებას არ აძლევდა, თუმცა მათ გარეშე მაინც არ აპირებდა, დემეტრეც უკვე მშვიდად გადმოვიდა მანქანიდან უბანი მოათვალიერა ხალხის შესამოწმებლად და რამდენიმე სახლის ფანჯრიდან გადაწეულ ფარდაში ინტერესით სავსე ორი თვალის დანახვისას სიცილს ვერ მალავდა, - ახლა ფიქრობენ ვისთან არიან მსგავსი მანქანის პატრონები თუ მსგავსი სიმპათიურობის პატრონი? ინტერესით დასვა კითხვა დემეტრემ, ისე ჯიბეში ხელ ჩაყოფილი მიუახლოვდა მაშოს და რატის სხარტი მზერაც არ გამოეპარა - მოიცა სიმპათიურობის პატრონში მხოლოდ შენი თავი იგულისხმე? - ჰო რა თქმა უნდა უდარდელი მზერით გახედა უკვე გვერდზე მდგომს და მაშოს ყურადღებაც მათ მიიპყრეს, მოვლენების განვითარების ინტერესით ახედა ორივეს ისე შეუტრიალდა მათ - ვაღიაროთ რომ ყოველთვის შენზე სიმპათიური ვიყავი, სერიოზული თან მკაცრი ტონით აუწია ცხვირწინ თითი დემეტრეს რატიმ და გამაფრთხილებლად დაუქნია, მაშომაც შეცხადებით და ისე თითქოს შოკის მომგვრელი ფაქტი გაიგო მის შესახებ ისე აიფარა ტუჩებზე თითები და მაიმუნობაში აყვა მათ, სანამ ნენეს ელოდებოდნენ მანამ ის ნაზისთვის გამზადებულ საჩუქარს გადმოაწყობდა, - ჯანდაბაა, ხმამაღლა შეიცხადა მაშომ თან და მისკენ ნელა გადაიწია - შენს ადგილას არ ვაპატიებდი დემე, ვითომ ჩურჩულით ამოთქვა სიტყვები და დემეტრემაც გაბუტული მზერით მოავლო თვალი, რატის ატრიალებული თითს ხელი დაარტყა ისე დააწევინა - ვინ მოგატყუა? ბავშვობის ტრამვა გაქვს აშკარად, - რა ტრამვაა ხო არ დაგიცურდა? პასუხს მოყოლილ ახალ თემაზე გაკვირვება ბრაზთან ერთად ვერ დამალა რატიმ და ხმამაღლა ახარხარებულ მაშოს მკაცრად შეხედა - ტრამვაა ხმამაღლა ამოილაპარაკა მაშომ ისე გააგრძელა სიცილი და როდესაც რატიმ მკაცრი და ამავდროულად მძიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ დასერიოზულებასთან ერთად დაიხია უკან, - ვსო შევედით, დიდი ქაღალდის პარკებით გამოძვრა ნენე მანქანიდან და კარები იდაყვით მიკეტა, - მოდი დაგეხმარებიი წინ წაიწია რატი რომ მისთვის პარკები გამოერთვა, თუმცა უკან შეძლებისდაგვარად დაწია ნენემ - არაა მეთვითონ...... კარები შეაღო თუ არა ხმამაღლა დაუძახა ნაზის მაშომ გული თავადაც ძალიან უცემდა ნერვიულობისა და მონატრებისგან, სამზარეულოში მყოფმაც სწრაფად დაყარა ტილო რომ სტუმრისთვის გაეხედა, მანამ გავიდოდა მეორედ გაიგო ხმა დაძახების და ადგილზე გაქვავდა წამით ხმა ეცნო ძალიან მონატრებულ ხმას მიამსგავსა, თვალების ცეცებასა და ღრმად სუნთქვასთან ერთად მოუარა მაგიდას ფეხიც კი აღარ დაუდგამს ძირს ისე გავიდა ოთახში, კარებში წინ მდგარი მონატრებული ნახატი დახვდა, მისი ხმაც რომ სწორად იცნო ახლა რომ მის წინ ხედავდა ემოციურობის ფონზე დაემანჭა ქალს სახე სწრაფად აიფარა ხელები ტუჩებზე და ცხელი და ამავდროულად ბედნიერი ცრემლები გადმოყარა, სირბილითა და სიცილით მიუახლოვდა მაშო ბებიას დანახვისთანავე გულში უნდა ჩაეკრა, თუმცა მოეხვია თუ არა მოუწია დაეწყნარებინა ატირებული ქალი და თან მის რეაქციაზე ბედნიერ ღიმილს ვერ იკავებდა, - ბებო,.... ჩემო გოგო,....ჩემო განძო,..... ჩემო ედემის ვარდო,..... ტირილით უსვამდა თავზე თბილ, დანაოჭებულ, ლამაზ თითებს და გულში იკრავდა ჯერ მისთვის ისევ პატარა ცელქ მაშოს, ჩვეული თბილი სიტყვებით ეფერებოდა, რომელიც მაშოს იმდენად მონატრებოდა გულიც კი აჩუყებოდა, შუა ოთახში უხმოდ იდგნენ დანარჩენებიც და ნენეც ცდილობდა ნაზის რეაქციაზე ცრემლები არ გადმოეყარა, - გენაცვალა ბებომ,.... მოხვედი.... - მოვედი ბეე მოვედი.... - შენ შემოგევლოს ჩემი თავი... წყნარებაში მოიშორებდა ხოლმე მაშოს ისე შეხედავდა, მთელ სახეს უკოცნიდა აკანკალებული ხელებით, ბედნიერებას ვეღარ ტევდა გულში ჯერ შუბლზე აკოცა შემდეგ ნიკაპზე შემდეგ მარჯვენა ლოყაზე და ბოლოს მარცხენაზე, ტუჩებითვე გადასახა პირჯვარი და ხელახლა მიიხუტა, ღიმილით უყურებდნენ ბიჭებიც და ნაზიმაც რომ უკვე შეამჩნია რატი, ცალი ხელით მიიხმო ისიც, ღიმილითა და დიდი ნაბიჯებით მიუახლოვდა რატიც - შე კაცოო, რა ხარ ამისთანა გზაშივე შეაქო თავისი უცნაური შექებითვე და მის ღიმილს ღრმად დააკვირდა ისე ჩაეხუტა დახრილს და მისი სახე ხელებში რომ მოიქცია ისე დააკვირდა, - ასე არ ჯობია? მეტად სიმპათიურიხარ, მეორე სხივი ხარ ოჯახში, გენაცვალე ისევ შეაქო, თუმცა ვერავინ მიხვდა რატომ იყო რატი უფრო სიმპათიური, რადგან არაფერი შეცვლილა, - ბებია ისევ ისეთია, სიცილით შეხედა მაშომ რატის ფიქრებით რამე გამორჩა და ვერ შეამჩნია თუ იმდენად მიჩვეული იყო მის ყურებას ვერ ამჩნევდა - როგორ არი ისევ ისეთი აბა თვალებში ჩახედე, რა ღრმად ჩანს სოცოცხლე, აქედან რომ წახვედით მაშინ მსგავსი არ ყოფილა, თითის დაქნევით დაუტყაპუნა ხელი მხარზე რატის და ცოლ-ქმარი ერთად შეათვალიერა, ისევ აიფარა მათ დანახვაზე ტუჩებზე ხელი და ცრემლების შეკავებაც შეძლო რადგან ორი უცნობის შერცხვა, რომელიც მათი ნახვის გამო უნებურად დააყენა სტუმრები ფეხზე - ბოდიშით დაგაყენეთ ფეხზე, სწრაფად დაფაცურდა ისე წავიდა მათკენ - მოიცა ბებია თან გაგაცნოოო დაა მერე დავსსხდეეთ, - ეს ქალბატონი ნენეა რატის დედაა და ეს ჩვენი დემეტრეაა შენი სალომეს ძმა, დემეტრეც ღიმილით მიესალმა თავის დაკვრით და ნაზიმაც სწრაფად მიანიშნა დივანზე გაცნობის შემდეგ, - ეს თქვენნ, ოჯახში პირველად ვარ, თან ისეც მოხდა რომ იმ დღეს როცა მე აქ უნდა ვყოფილიყავი მათ გვერდით, ვერ მოვახერხე მათი გვერდში დგომა, თბილი და მშვიდი საუბარით გადააწოდა პარკები ნენემ და ნაზიც უხერხულად წაიწია მისკენ თავად რომ მოუმზადებელი დახვდა, - ბებია სპეციალურად არ გითხარით ნუ ხარ მსგავს გრძნობებში, მიხვედრილი გაეკრიჭა მაშო ბებოს და სწრაფად წამოხტა - უღრმესი მადლობა, არ ვიცოდი თორე არ მიყვარს მსგავსი დახვედრა, მაინც ვერ დამალა უხერხულობა და ისე მოისვა ხელზე ხელი, - რას ლაპარაკობთ, ერთი ოჯახი ვართ, მიუხედავად იმისა რომ ახლა გაგიცანით პირადად მე თქვენზე ბევრი რამ ვიცი და ძალიან დიდი მადლობელი ვარ ხმამაღლა ვიტყვი, რომ მსგავსი პიროვნება აღზარდეთ! მაშო არის ჩემი დამატებითი სიცოცხლე ღიმილით გახედა მაშოს გულწრფელი თბილი მზერით და თვალი ჩაუკრა - ძალიან დიდი ბოდიში თან გაგაწყვეტინებთ, ჩვენ დავაგვიანებთ ასე თუ ვიჯდებით ამიტომ თქვენ ყავას მოგართმევთ და ბებია მერე ჩვენ მივდივართ თეოდორესსს წვეულებაზე , ადგილზე წაიცეკვა მაშომ ისე წამოხტა და სამზარეულოსკენ გავარდა - უი ისე კი წავიდნენ ბავშვები უკვე, ნაზის სიტყვები მაშოსაც მიწვდა სამზარეულოში და იქიდანვე ხმამაღლა გაძახა - ხო აბაა ახალი უბანი, ამხელა სახლი აუზით, ახალი თანამდებობა, შეიცვალა ჩემი თედორე, კმაყოფილმა ამოილაპარაკა თან მეტად ამაყი იყო თეოდორეს თანამდებობის შეცვლით - ჯერ არ ჩამოსულხარრ და უნდა გაიქცე ისეევ? ინტერესით ახედა ნაზიმ და მაშომაც სამზარეულოში მიმავალმავე გასცა პასუხი - სულ ცოტახანს ბეე.... ..... თან ნაზისა და ნენეს საუბარს უსმენდა და თან ყავას აკეთებდა, უცებ გახსენებაზე გაყო თავი სამზარეულოდან და ბიჭებს გადახედა - ძაან დიდი ბოდიში რაა ბებია დემეტრეს შეგიძლია ოთახი აჩვენო? რომ მოწესრიგდეს, გაკრეჭვით თქვა და ნაზიც რომ უცებ წამოდგა უკვე დაიმედებულმა განაგრძო ყავის 'ამოყვანა', - მაშა და მე რა ვქნა დაბალი, ამავდროულად თბილი და წყნარი ხმის მერე იგრძნო სასიამოვნო ხელების მოხვევა წელზე მაშომ და თავადაც თავისუფლად აეკრო უკან მდგარ ძლიერ სხეულს, - რა უნდა ქნა? ინტერესით ახედა მის ყელზე თავ მიკრობილმა და მისი მზერაც პირველად ტუჩებს ეკუთვნოდა შემდეგ შეხედა თვალებში რატის, რომლის მზერაც მხოლოდ ბაგეებზე მიმართული იყო, - მეც მინდა მოწესრიგება ცუნცულ, სანამ მაშო გასწორდებოდა ვერ შეკავებული კოცნა აჩუქა მაშოს მოწყვეტით და მანაც ჭიქა რომ დადო ხელახლად მოხვია წელზე ხელი, - აიი გავამზადე გავიტანოთ და მე მოგხედავ, ადუღებული წყლით შეავსო ჭიქები უხმაუროდ მოურია სწრაფადვე გადარეცხა კოვზი და ორივე ჭიქას ერთდროულად დაავლო ხელი, - მომე მომე დაგეწვება, სწრაფად გამოართვა რატიმ ერთი ჭიქა და მაშოც კმაყოფილი წავიდა წინ... - გემრიელად მიირთვით - ხოდა ამას მისაყოლებელიც უნდა ბებო, ნაზიმ ახედა ღიმილით და მისწავლება დაიწყო თუ სად ჰქონდა გადანახული ტკბილეულობა, პირველად გაუმხილა ბებიამ თუ სად ინახავდა ტკბილ შოკოლადებს, რომელიც მაშომ ძალიან დიდი ხანია იცოდა და გველური ჩაღიმებით წავიდა სამზარეულოსკენ - უიმეე ისევ მანდ ინახავვვ ბეეე, სიცილით დააყოლა ისე რომ არ გამოუხედავს ნაზისკენ - ჰმჰ შეხედე ამას, გული მოუვიდა ნაზის ისე გახედა უკვე სამზარეულოში შევარდნილს - ნუ გეშინია ბებო აწი აღარ მოგპარავ ქმარი მიყიდის, თავი გამოყო სამზარეულოდან, უცოდველი ღიმილით მოჭუტა თვალები და სწრაფი და საყვარელი ხმის მიღებით დააწყნარა ნაზი, ჩაღიმებით მოისვა რატიმ კისერზე ხელი და თავი შეუმჩნევლად გააქნია....... დიდად არავინ გამოკაზმულა სპორტულად გამოიყურებოდნენ ბიჭები ტყუპებივით შეერჩიათ ტანსაცმელიც შავებში გამოწყობილებს ძლიერი და იდეალური სხეული კარგად გამოკვეთოდათ ამავდროულად მაშოს არც ისე მოკლე, მაღალწელიანი, თეთრი ქვედაბოლო ამოეცვა ისე თითქოს ლამბადის საცეკვაოდ მიდოდა, ბრეტელებიანი ღია ცისფერი თეთრ ყვავილებიანი ტოპი და მაღალწელიანი ფეხსაცმელები ეცვა, თმა გაეშალა და ეს ტალღოვანი თმაც უკან საჯდომს ფარავდა, ულამაზესი იყო მცირედ მაკიაჟში, ამავდროულად ბიჭების ჩასაცმელსაც კი ძალიან შეეფერებოდა, - წავედით, ოთახიდან გამოხტა მაშო და მხოლოდ ნენე და დემეტრე რომ დახვდა იმედგაცრუებულმა მოიკითხა დანარჩენი, - რატი გარეთ გელოდებათ და ნაზი სამზარეულოშია ვერ ისვენებს, ღიმილით წამოდგა ნენე - აა კაი, მოკლე პასუხით შევარდა სამზარეულოში და ბებია ლოყების წელვით გააწვალა, - წავედით ბებია, მიყვარხარ და მოვალთ მალე, - ჭკუით იყავი, საჯდომზე მიცხო ხელი ნაზიმ უკან გამოსულს და მაშომაც კიდევ ერთხელ დაუქნია ხელი, - წავედით დეე და მოვალთ მალე, სიხარულის ფონზე წამოიძახა სიტყვები ისე მოეხვია თითქოს შემრკთალ ქალს, მოშორდა თუ არა ნენეს გაოცებული მზერა არ გამოპარვია ვერც კი მიხვდა რამ გააოცა ასე ნენე, თავადაც გაკვირვებული მიტრიალდა და მისი ნათქვამი სიტყვები გულში გაიმეორა, ისევ ვერაფერი აღმოაჩინა გასაკვირი, - ერთმანეთს ყურადღება მიაქციეთ დეე, თბილი სიტყვები დააწია მაშოს ნენემ და მაშოც კოცნის გაგზავნით მიუტრიალდა, უკვე დაბნელებული იყო გარეთ ლამპიონები ანათებდნენ ლამაზად ქუჩებს, დემეტრემ დაუთმო მაშოს კარები, მაშომაც სწრაფად გამოაღო კარი და მომავალი რატის წინ კიბის მაღალ საფეხურზე დახტა ისე მოხვია ხელები რამდენიმე სანტიმეტრით დაპატარავებულ რატის და ტუჩებში მოწყვეტით აკოცა - აბა სად მიდიხარ? ღიმილით დააკვირდა ოდნავ მოშორებული და რატისაც უნებურად გაეპო ბაგეები მაშოს საქციელზე, სწრაფად წაავლო ხელები წელზე ისე ჩამოსვა ძირს და ახლა თავად დახედა მას, - ვიღაც ძალიან ბედნიერია, სიცილით ჩაუარა წყვილს დემეტრემ და მაშოც უცებ დაუსხლტა ხელიდან რატის, მანაც სახე უცებ დაასერიოზულა და თვალებ დახუჭულმა ამოიხვნეშა, - შენი მანქანით დავეშვათ რა, რატის მანქანას მიუახლოვდა თუ არა დემეტრე მაშინვე გააღო რატიმ მანქანის კარები და დემეტრემაც უკანა კარები რომ გამოაღო სწრაფად შეხტა მაშო, - მადლობა ჯელტმენო, თავის დაკვრით თქვა და კარები მიიკეტა, - ჯელტმენო? გაკვირვებულმა დასვა რიტორიკული კითხვა და ხელებიც გაკვირვებისგან აატრიალა ისე ჩაჯდა წინ, - არადა გითმობდი, - აქაც კომფორტულად ვარ, ყურებამდე გაეკრიჭა მაშო და რატიც რომ ადგილზე მოკალათდა მათ სკამებს შორის შუაში ჩაჯდა მაშოც...... - ესს ნახეეე სუფთაა კლუბიაა, კარებიი ღიაა შედი გამოდი ვისაც უნდაა, ღია კარები შეაღო მაშომ უკმაყოფილოდ თეოდორეს საქციელზე და სახლის თვალიერება დაიწყო, სადაც არავინ არ ჭაჭანებდა შუქებიც ჩამქრალი იყო პირველ სართულზე და ზევიდან მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკების დახშული და ამავდროულად ხმამაღალი ხმა ისმოდა, - არაჩვეულებრივი არჩევანი, მაშა სადმე აქ ხო არ გვენახა სახლი? ინტერესით მოავლო წამში თვალი პირველ სართულს რატიმ და მაშოს ხელში ახლართა თითები - აუზი თუ ექნება კი, - სერიოზულად? აუზს ისეც ჩავდგამთ, სახლი აუცილებელია თან კარგი დასახლებაა არ გევასა? ინტერესით დახედა ისე წავიდა მაშოსთან ერთად კიბეებისკენ - ხოო აშკარად მდიდრები არიან რა იცი იქნებ ერთ ორ მდიდარსაც გამოვკრა ხელი ამ სიტყვების მერე მაშინვე უხეშად უშვა რატიმ ხელი მაშოს და კიბეებზე წინ ავიდა, მეორე სართულზე ნახევრად ღია კარების გამო მისახვედრი იყო სადაც იყო მოწყობილი ფართი და რატიც სანამ კარს შეაღებდა მანამ გააღო ჰორიზონტიდან შორს კარები თავიდან უცნობმა ადამიანმა, რომელიც ოთახიდან გამოვიდა, თავიდან უხერხულად გადაიწია თმა უკან წინ თავდახრილი წამოვიდა და მალულად მოავლო თვალი ადგილზე გაშეშებულ სამეულს, რომელიც არაჩვეულებრივად ცნობდა სალომეს, - მართლა ვერ მიცნო? ხმადაბლა გაუხედავად იკითხა დემეტრემ და სალომეც რომ ადგილზე გაქვავდა ისევ ინტერესით დააკვირდა - ძმა ზურგი გამიმაგრე, სწრაფად გადაჩურჩულა რატის სალომეს შეცვლილი სახე რომ შეამჩნია დემეტრემ და ისიც ძმის სახელის ძახილით, ქარიშხალივით გამოქროლდა, წამის მეასედში ძმის მენჯებზე მოთავსდა და რატიც სიცილით ედგა დემეტრეს უკან, - ჯანდაბა როგორ მომნატრებიხარ, ძლიერად მოხვია ხელები დემეტრემ, ღრმად შეისუნთქა მისი მონატრებული სურნელი და საფეთქელზე მიაკრო ცხელი ტუჩები, - დამპალოო და თან ჩემო სუნთქვააა, მის კისერშივე ამოილუღლუღა სალომემ და მის შეცვლილ ხმაზე ფერებაც შეწყვიტა დემეტრემ, - სალო,..... ტირიხარ? ინტერესით იკითხა გაშეშებულმა და სალომესაც ხმამაღლა რომ წასკდა ტირილი რატისთან ერთად აუტყდა დემეტრეს სიცილი, - ეე დამპლებოო ნუ დასცინით, მაშინვე მხარზე მიარტყა მაშომ რატის ხელი და თან მათ საყვარელ სიცილზე კმაყოფილმა ჩაიღიმა, მხარი გვერდზე გაწია რატიმ დასერიოზულებული, გაბუტული სახით დახედა მაშოს - შენ ნუ მეხები! გამაფრთხილებლად უთხრა და წინ წაიწია, დემეტრემ კი ატირებული სალომე მოიშორა, ძირს დასვა რომ უკეთ ენახა მონატრებული, ატირებული დის სილამაზე და მანაც თავი რომ ჩახარა ხმაურიანად აკოცა ლოყაზე ისე გაუწელა ლოყები, - რა გატირებს? თუ ასე არ გაგიხარდა ჩემი ჩამოსვლა შემიძლია უკან გავბრუნდე თითით ანიშნა კიბეებისკენ და სალომემაც ძლიერად დაარტყა მხარზე ხელი, - დამპალოო რატომ არ მითხარი? - სურპრიზი ლამაზო, ისევ უჩქმიტა ლოყაზე სალომეს, რომელიც დაწყნარებული ცრემლებს იწმენდდა და ისე აეკრო მკერდზე - რა რთული იყო უშენოდდ წუწუნით აეკრო და სრულ სიმშვიდეს გრძნობდა, ყველაზე უსაფრთხოდ იგრძნო თავი და უფრო მეტი სითამამე შეემატა მაშინვე, - ხოო არაა? რას მორბოდი? თან მიხუტებულს თავზე თავი თბილად დაადო ისე მოხვია ხელი თან მზად პასუხებს კითხვის ფორმითვე უბრუნებდა - რაღაც უშენოდაც ხომ უნდა შევძლო? - ხოდა ხომ შეძელი თავზე აკოცა ისევ და უკან მხარზე დატყაპუნებულ თითებს არ იმჩნევდა, - დემეტრეეე მიგვიშვი ჩვეენც მაშო ეცადა მხრით გამოწეულს მოეშორებინა და-ძმა ერთმანეთს, თუმცა ისევ ვერ შეძლო - თვითონნ არ მშორდებაა თავი გაიმართლა და გადააბრალა თუ არა სალომეს, სალომემაც მაშინვე უშვა ხელი სიცილით - მოდი გოგონი ახლა ჩემთააან ხელები გაშალა მაშომ თავის აწევით და მანამ წინ წავიდოდა და მოეხვეოდა სალომეს მანამ ჩაავლო რატიმ სალომეს ხელს ხელი და თავად გადაეხვია სახე გაბადრულს, რომელიც რატისთან ძალიან უხერხულადაც კი იყო, მაშოსაც სწრაფად დაებერა გაბრაზებისგან ლოყები ისე შემოირტყა დოინჯები, უხერხული ღიმილით მოშორდა სალომე ისე წავიდა მაშოსკენ ბოლოს და ისიც ღიმილით მოეხვია - აბა როგორია აქ? მოშორებისთანავე იკითხა და სალომემაც მაღლა აღაპყრო ხელები, - მიუხედავად ეერთი რამისაა მაინც საოცარია, შენ რო არა ნაზი ბებოსაც ვერ გავიცნობდი და ვერც მსგავს საოცარ გოგოებს, ძალიან დიდი ვალი მაქვს, გულწრფელი საუბარითა და ღიმილით მოეხვია კიდევ და გვერდში ამომდგარ ძას მიეხუტა, - არა ახლა ერთი ოჯახი ვართ, ამიტომ ბევრი საუბარის გარეშე კეთილი იყოს ჩვენთან, ლოყაზე უჩქმიტა მისკენ გადაწეულმა მაშომ და ახლა თავის შეხვედრას ელოდა, - სად არის ჩემი ბიჭი? კითხვით გახედა კარებს, რომელსაც რატი ჩამოფარებოდა და გვერდზე გულაჩქარებულმა გადაწია, - თუ შეიძლება საჯდომი გაწიეთ მიშლის, წაეცინიზმა მაშო და კარებში შევიდა, ხალხს აერია სანახაობით გაკვირვებული, რადგან ბევრ უცნობს ხედავდა და თითქმის ნაცნობს არც არავის, მაშინვე თეოდორეს ძებნა დაიწყო ყველა კუთხე მოათვალიერა ვერსად რომ ვერ ნახა სახე უცებ მოეღუშა მაღალი მოაჯირისკენ წავიდა სასმელების მაგიდისკენ და დახრილი თეოდორეც რომ გასწორდა ჭიქით ხელში ხტუნვით წავიდა მისკენ, შეტრიალებულს უბრწკინა წელზე - დებილოო, საყვარელი ხმით დაუძახა მაშომ და ზურგზე შემოლაგებული ხელებით დაიწყო ლოდინი - მომენატრე თედო, მანამ მოტრიალდებოდა კიდევ ერთხელ მოასწრო თქმა - მეღადავები? შემოტრიალებისთანავე ჯერ უცნაურად დააკვორდა შემდეგ პირზე აიფარა ცალი ხელი თეოდორემ და თავი უკან გადაწია, - მაშოოო, პირი მომუწა ჰაერშივე ისე დახედა მაშოს შემდეგ დახედა სასმლით სავსე ჭიქას სადაც ისევ მაშოს გამოსახულებას ხედავდა ჯერ ისევ უხეშად დადო სამზარეულოს გამოტანილ 'მოაჯირზე' ჭიქა და წინ მდგომ გოგოს გახედა ვინც სხვა ეგონა მაშოს წარმოდგენით, - თედოო ნაწყენი ხმით ამოილაპარაკა თვალებ დახრილმა და ქვევიდან ქვედატუჩ გამოწეულმა ახედა , სწრაფად წაავლო თეოდორემ წელზე ხელი და ჰაერში დააბზიალა, ხმამაღალი ბედნიერების სიცილმა მიიქცია ხალხის ყურადღებაც და შორიდან ღიმილით წავიდა მათკენ რატიც, ღიმილით დასვა თეოდორემ ისე მიიხუტა - ასე ჩუმად? თან კითხვა დასვა და თან ისე ეხვეოდა მაშო ლამის მოგუდა, - მოიცა შემომხედე, სწრაფად მოიშორა ისე შეუთვალიერა სახე ნელა დაატრიალა ისე დააკვირდა სრულად და ისევ ბაგეებ გახსნილმა წარბებ შეხრილმა აიფარა ხელი პირზე, - მართლა შენ ხარ! ისევ ამოილაპარაკა და ხელთავიდან მიიკრო მაშო, - რა დღეში ხარ უჩემოდ თედო?! ვითომ გაბრაზებული მოშორდა ისე ანიშნა ყველაფერზე და რატიც რომ მოვიდა ღიმილით გადაეხვია თეოდორეც, - ბედნიერ და წარმატებული ცხოვრება ძმა პირდაპირ მილოცვით დაიწყო რატიმ და კიდევ ერთხელ ჩამოართვა ხელი - კეთილი იყოს მხარზე ნაზად დაარტყა ხელი და შორიდანვე ხმამაღალ მაშოს სახელის კივილზე მაშოც რომ ხტუნვით გავარდა ორი გამოქცეული გოგოსკენ სიცილით გახედა რატიმ..... - მიხარია რომ ჩამოხვედით და ისიც მახარებს რომ მაშო ბედნიერია, ისევ მხარზე დაარტყა ხელი ნაზად და მაშოს გახედა რომელიც გოგონებს ერთდროულად ეხვეოდა ხან რომელს კოცნიდა ხან რომელს - ჰო დაიღალა კიდეც ერთი პერიოდი, თუმცა დამაჯერა კიდეც რომ ბედნიერი დასასრული მხოლოდ ზღაპრებს არ აქვს ღიმილით უყურებდა რატიც მაშოს და ეცინებოდა კიდეც მის ბედნიერებაზე, რომელსაც ვერ თოკავდა და ბავშვივით დახტოდა ისე მიეხუტა ვაჟასაც, რომელიც ნამძინარებსა და ახლად გაღვიძებულს ჰგავდა, - როგორ ჩაიარა ყველაფერმა? როგორ გაატარეთ დრო, მშვიდად მიუტრიალდა თეოდორე რატის ისე დაეყრდნო მოაჯირს და ინტერესით დააკვირდა მაშოს მაყურებელ რატის - ვნანობ! ......ძალიან ბევრს ვნანობ, იმის გარდა რომ ცოლად ის მოვიყვანე გულწრფელად აუციმციმდა თვალები მაშოს ყურებისას და მანაც რომ ღიმილით გახედა მეტად ფართოდ გაეხსნა არა მხოლოდ ბაგეები არამედ გულზეც ძლიერად იმოქმედა, - ის ნახე რა დაბალხმაზე ამოიგმინა თეოდორემ მომენტალურად რომ გახედა შემოსულ სალომეს დემეტრესთვის ხელი რომ ჩაევლო ისე გამოიყვანა აივანზე ბედნიერი შეუტრიალდა სახით არ გამოჩენილ დემეტრეს თეოდორეს მხრიდან და ისევ ბედნიერმა მოხვია ხელი ლაპარაკშივე, რომელიც თეოდორეს სულ არ ესმოდა, მის მზერაზე გახედა რატიმ სალომეს და სიცილით შეხედა თეოდორესაც - რა გინდა? რას ერჩი? ცერად გადახედა ეჭვნარევი ღიმილით და თეოდორეც რომ წამოიწია თავად ისევ სალომეს გახედა - რა დღეშია - რა დღეში შენ ხარ, ძმა ჩამოუვიდა და გოგო დაფრინავს რა გაეჭვინებს სიცილით შეხედა ისევ თეოდორეს რატიმ და უკვე მათი ისტორიით დაინტერესდა კიდეც, რადგან თეოდორე ასე უბრალოდ არ წამოიწყებდა მსგავს საქციელს - ძმა? დემეტრე როა წინაზე მესენჯერში რო გვქონდა პატარა დიალოგი? - ჰო ეეგ ტაშის შემოკვრით დაუდასტურა და დემეტრემ რომ უნებურად გახედა მისკენ მიიხმო - ეგ მაგარი ჯიგარი კაცია კმაყოფილს ჩაეღიმა თეოდორეს და მომავალს დააკვირდა - ადგილებს ცვლით მაშინ ის იყო მთვრალი ახლა შენ, ვერ არჩევ ძმას და საყვარელს ღიმილით მიარტყა მხარი და უკვე მოახლოვებულს გახედა - ხოდა კიდე რა ეჭვიანობა ეე, კისერზე მოისვა ხელი გახსენებულზე თეოდორემ და რატიმ რომ ღიმილით გახედა თეოდორემ უკვე ძლიერად ჩამოართვა ხელი მოსულს - კეთილი იყოს ძმა საქართველოშიც და ჩემთანაც ძლიერად ჩამორთმეულ ხელზე მოეხვია თეოდორე და უკეთ მოახერხა მისი გაცნობა, - ეს? ჩემი ძმაა, ძმა კი არა ეს რო არ მყოლოდა ძაან ბევრჯელ გადავიჩეხებოდი, ხელი მოხვია რატიმ დემეტრეს მადლიერი მზერით შეხედა და მალე მოუწია თეოდორესაც მისი ძმის გაცნობა დემეტრესთვის, შუა საუბარში ჩაეჭრა ბიჭებს შორის მაშო რატისთან მიირბინა ღიმილით და ყველას ყურადღება მან მიიქცია, რადგან საუბარი შეაწყვეტინა მაშომ ყველას, - დაბლა ჩავდივაართ დამირეკე თუ რამე, გააფრთხილა ყოველი შემთხვევისთვის ფეხისწვერებზე აწეულმა სწრაფად აკოცა მოწყვეტით ტუჩებზე და სწრაფადვე გავარდა ისევ გახარებული გოგოებისკენ, თეოდორესაც და ვაჟასაც ზედ დარჩათ თვალები თავად რატიც გაკვირვებული დარჩა წამით, რადგან არ ელოდა მსგავს სითამამეს და მისი წასვლის მერე იატაკს მიშტერებულს ჩაეღიმა ტუჩის კუთხეში, - რა გააკეთა? ინტერესით იკითხა ვაჟამ და მაშოს გახედა რომელიც მაშინ ამოეფარა თვალს, - სხვა დროისთვის იყოს და ეს ცვლილება მემგონი მაგრად მახარებბს ხელები მოისვა თავზე და ყველას ჭიქა სასმლით შეავსო....... გოგონები ახალი დაბრუნებულები იყვნენ წვეულებაზე ისე მოავლეს თვალი ნაცნობებს და სალომეც დემეტრესკენ გაიქცა, რომელიც უცნობ მამაკაცს ელაპარაკებოდა შორიდან აკვირდებოდნენ სალომეს მაშო ბარბარე და ანანოც, როგორ უცებ მორიდებით ჩაეჭრა საუბარში სალომე, თუმცა დემეტრემ დაინახა თუ არა მაშინვე თბილი მზერით დახედა დას, სალომეც რომ ისევ სწრაფად ბავშვივით წამოვიდა გოგონებისკენ, დემეტრემაც გოგოებს მოავლო თვალი და მათგან მხოლოდ ერთ-ერთს გაუსწორა მზერა, ტუჩის კუთხე ჩატეხა ვერ შეკავებული ღიმილის გამო და შორიდანვე ჩაუკრა თვალი, ამდენი მოთმენის მერე რომ მისგან რაღაც რეაქცია დაინახა ბარბარესაც გაეღიმა და სიხარული რომ ზედმეტად არ შემჩნეოდა სალომესკენ წავიდა ღიმილით...... - მოიცა მოიცა სად გარბიხარ აივნიდან სახლში შემავალ ბარბარეს უცებ ჩაავლო ლაპარაკით დემეტრემ ხელი და ოთახში შეყვა, ღიმილით შეტრიალდა ბარბარეც მისკენ ისე მოითავსა ორივე მისი ხელი ხელებში დემეტრემ და თავადაც ღიმილით დახედა - რატომ არ მოხვედი? - საუბრობდი და რანაირად? თავის დახრით ახედა ბარბარემ, დემეტრემ მანძილი რომ შეამცირა და ამავდროულად ღიმილის ვერცერთი იკავებდა, - ახლოსაც არ მოსულხარ თორე ასე შენი გამოჭერა არც მომიწევდა, - ოჰ ოჰ, ღიმილით ამოილაპარაკა ბარბარემ და თავის ხელებს დააკვირდა, რომელიც ღიმილითვე შემოიწყო დემეტრემ წელზე, - როდის უნდა ჩამეხუტო ბარბი? - და დაიმსახურე? ღიმილით ახედა ისევ მას და დემეტრემაც რომ მისკენ მიიახლოვა მალევე მოხვია ღიმილით ხელები - რა თქმა უნდა ბიზნესი მივატოვე აქ რომ ჩამოვსულიყავი... ღიმილით მოხვია ბარბარემაც ხელები და ძლივს აისრულა ის ერთი ნატვრა და დღე რომელზეც დიდი ხანია 'ოცნებობდა' ჩამოსვლის თანავე მისი მზერიდან არ ამოსულა დემეტრე რომელიც პრინცივით საოცნებოდ გამოეცხადა...... მაპატიეთ, რომ წერას ასე ვაგვიანებ, უბრალოდ ამ ბოლო დროს ძალიან მიჭირს წერა..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.