სამკაულები (სრულად)
ს ა მ კ ა უ ლ ე ბ ი ქორწილი გადაიდო. აცრემლებული თვალებით იჯდა თამთა თავის საწოლზე და ცივი მზერით დაჰყურებდა ძველებურ ზარდახშაში თავმოყრილ სამკაულებს. გადადებული ქორწილი არ ასევდიანებდა, პირიქით, უხაროდა კიდეც გაწელილი განაჩენი, ახალდაბადებულს რომ გამოუტანეს, ჯერ კიდევ აკვანში მწოლიარეს… მინდია ჭინჭარაული გარდაიცვალა. თამთას ბაბუა. მკაცრი კაცი იყო, იშვიათად თბილი, უფრო მეტად - ცივი, ტრადიციული. და დამნაშავე. თავიდან ბოლომდე დამნაშავე თამთას ბედისწერაში ხელების ფათურისთვის. ვერ ხვდებოდა რა უნდა ეგრძნო: სიხარული, რომ ქორწილი გადაიდო, იმედი, რომ ნიშნობის გაუქმების პატარა, მკრთალი შანსი მაინც არსებობდა, თუ ჭირისუფლის სევდა... ყველაფერი ერთად მოაწვა. მძიმე შეგრძნებები იმ შავი თავშალივით შემოეხვია თავზე, დედამ რომ დაუტოვა მაგიდაზე ნიშნობის ბეჭედთან ერთად. გაიკეთე, ხალხი შეამჩნევს უბეჭდობასო. ორმოცი არ გადასულიყო ჯერ მინდიას გარდაცვალებიდან. ქორწინებაზე არავინ იღებდა ხმას ასეთ დროს, თუმცა აშკარად სხვა ვერაფერზე ფიქრობდა მამამისის გონება. სკოლა ორი წლის წინ დაამთავრეს თამთამ და თორღვამ, ქორწინება ჯერაც არ შემდგარა. ხან რა გამოხტა, ხან - რა... შიშობდა გივი ჭინჭარაული, ვაიდა, სულ არ წაიყვანოსო ჩემი ქალიშვილი. ხმასაც ვერ იღებდა ამ ამბავზე, არ იყო ლამაზი გოგოს ოჯახის მხრიდან ბევრი აქტიურობა, ამიტომ ელოდნენ არაბულებს. სიტყვის გატეხვა არათუ არ უყვარდათ, არამედ არც იცოდნენ იმ ოჯახში. ამით იმშვიდებდა ხოლმე თავს გივი. ძლივს მოისვენა თამთამ. როცა ძლივს უნდა წაერთვა მისი გონებისთვის ფორიაქი და ცოტა ხნით მაინც მოესვენებინა, ლამის ჭიშკარი შემოანგრია ვიღაცის მანქანამ. დაფეთებული წამოვარდა ფეხზე. ფანჯრიდან გადაიხედა. სამი შეიარაღებული სხეული მათი სახლის შემოსასვლელისკენ მოემართებოდნენ. სტუმრები ნამდვილად არ ყოფილან. სანამ პირში ენის მობრუნებას მოასწრებდა, მანამ შემოვარდა მამამისი ოთახში. -რაც არ უნდა მოხდეს, გარეთ არ გამოხვიდე! -უთხრა შეშლილი სახით და კარი ჩაურაზა. კარგად ვერ არჩევდა სიტყვებს. სქელი იყო სახლის კედლები. მერე დედამისის კივილის ხმა შემოესმა, ენაჩავარდნილი ეჯაჯგურებოდა ჩარაზულ კარს. საშველადაც ვერავის ეძახდა. ძმის ღრიალიც რომ გაიგო, მხოლოდ მაშინ იპოვა ძალა მუხლებზე დაცემული წამომდგარიყო. -გიო! -ყვიროდა გამწარებული, თან კარის გასაღებს ეძებდა აკანკალებული ხელებით უჯრებში. -გიო! გონებადაბინდულს არ დაუნახავს როგორ აინთო მოპირდაპირე სახლის აივანზე შუქი, შემდეგ როგორ შემოვარდა მაღალი სხეული მათ ეზოში. სანამ გასაღები იპოვა და კარი გამოაღო, წივილ-კივილიც მიწყდა. ეგონა, ყველა დახოცეს. წამიერად ბრძოლის ველზე ერთადერთ გადარჩენილად იგრძნო თავი. სასტუმრო ოთახში მისი ოჯახის წინაშე მდგარ არაბულს რომ წაჰკიდა თვალი, ღრმად ამოიხროტინა. ვეღარ სუნთქავდა შოკისგან. დაძაბული სხეული ერთიანად მოეშვა სიმშვიდის შეგრძნებისას. მაშინვე მივარდა გიორგი და წამოაყენა. თმაზე გადაუსვა ხელები. -ყველაფერი კარგადაა. -თავზე აკოცა დას და სკამზე ჩამოსვა, -დალიე წყალი. თავისი ხელით მიუტანა ტუჩებთან ჭიქა. ორი ყლუპი ძლვის დალია. -თამთას ხვალ დილით წავიყვან. -ძლივს იცნო არაბულის ხმა. როცა იფიქრა, რომ ამოისუნთქა, ზედიზედ რამდენჯერმე იფეთქა გულმა მტკივნეულად. ჩაწითლებული ჰქონდა თვალები თორღვას, კვირისტავები - გადაყვლეფილი. თამთასკენ არ გაუხედავს. -აქამდე რომ აგეღო პასუხისმგებლობა თავზე, იქნებ არც შემოვარდნილიყვნენ თქვენი მტრები ჩვენს სახლში! -ცივად წაუსისინა ლელამ. ქალიშვილს გამოხედა და უსიტყვოდ ავიდა თავის ოთახში. -თუ ჩემს შვილს ვერ უპატრონებ, თუ შენთან უფრო უსაფრთხოდ არ იქნება, მის წაყვანაზე არც კი იფიქრო. -მამა... -ჩამწყდარი ხმით გაიბრძოლა თამთამ. ფეხზე წამოოდგა და სასოწარკვეთილი მიაჩერდა თორღვას. იქნებ უარი ეთქვა... მისკენ არ იხედებოდა საერთოდ არაბული. -ხვალ დილით თამთას წავიყვან, -გაიმეორა ოდნავ დამშვიდებული ხმით. წამიერად გამოხედა გასვლის წინ საცოლეს. ვერ გაიგო თამთამ, რას ეუბნებოდა იმ უსიტყვო მზერით, თუ უნდოდა საერთოდ მისთვის რაიმეს თქმა... ხვალ დილით თამთას წაიყვანდა. * წარსული....... ვერასოდეს იგებდა, ბავშვობაში რატომ აიძულებდნენ ყოველთვის არაბულების უმცროს ბიჭთან ეთამაშა. რატომ მოდიოდნენ მისი ოჯახიდან წელიწადში ერთხელ საჩუქრებით, მაშინ, როცა დაბადების დღე არ ჰქონდა. რატომ ექცეოდნენ მაინც და მაინც არაბულები ასე განსაკუთებულად და არა, მაგალითად, ლიქოკელები, გიგაურები, ბექაურები... რამდენი კომლი ოჯახი ცხოვრობდა მათ სოფელში, არაბულებმა კი ის ამოიჩემეს. თამთას მაშინ გუგა ლიქოკელი უყვარდა. არასოდეს უყურებდა შეკრული წარბებით, ტუჩებმოკუმული და მტრული თვალებით, როგორც თორღვა არაბული. აი, ის, თამთას აუცილებლად მასთან რომ უნდა ეთამაშა და მოსწონებოდა. არ მოსწონდა და აშინებდა ეს ადამიანი. რატომ გადაეკიდნენ? სკოლაშიც რომ მის მერხზე დასვეს... -არაბული! -წამოეწია ერთხელ ძმებს თამთას დაქალი, ნინო წიკლაური. კაბის კალთაზე დაქაჩა თამთამ, დაანებეო თავი. ნინო დიდი ახტაჯანა ვინმე იყო. მტრისას მისი გაბრაზება. ოთხ ძმასთან გაზრდილ გოგოს ეხუმრები? არც მას მოსწონდა მუდამ სახემოქუფრული არაბული. ზანტად შემობრუნდა თორღვა. ზუსტად ასეთი სახე ჰქონდა მაშინაც, პირველი კლასის ალბომისათვის რომ ფოტოს უღებდნენ. კრიჭა ვერ გაუხსნეს. თავისი ვერცხლისწყალივით მოუხელთებელი, მუდამ მხიარული და მოძრავი ძმის გვერდით ეს ქვის ლოდი მოგეჩვენებოდათ. გააცია თამთას, ისე შემოხედა. -შენ რატომ არ ელაპარაკები თამთას? -დოინჯი შემოირტყა ნინომ, ფეხებგაშლილი დაუდგა წინ ერთი თავით მაღალ ბიჭს. ნაწნავი გვერდზე მოქცეოდა გოგოს. ეტყობოდა, პირველი არ იყო თორღვა, ვისაც დღეს სკოლაში ეჩხუბა. -რატომ უნდა დაველაპარაკო? -წარბები უარესად შეკრა. უარესად გააცია თამთასაც. ლოყები აწითლებოდა სირცხვილისაგან. ოხ, როგორ ეჩხუბებოდა ნინოს, როცა არაბულს გაეცლებოდნენ. -ოე, ჯერ მე გკითხე მგონი! -ხელი აუქნია, თუმცა არ მიკარებია ზედმეტად. თორღვას ცემა არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება და ამას ნინოც ხვდებოდა. იცოდა, ხელს არ შეუბრუნებდა არაბული, მაგრამ სამაგიეროდ მთელი სკოლა ზურგს აქცევდა ჩადენილის გამო. ყველას უყვარდა არაბულები. გოგოებს უფრო. ქაჯანა ნინოს კი უფრთხოდნენ. თამთა... თამთა თამთა იყო. ლამაზი და პატარა. ჩუმი, საუკეთესო მოსწავლე, მუდამ ჰაერში აწეული ორი თითით და ყველა შეკითხვაზე ამომწურავი პასუხით. თმა სულ ლამაზად ჰქონდა დავარცხნილი, იდეალურად დაწნილი. თითით საჩვენებელი გოგო იყო თამთა. ყველას უყვარდა. თვითონაც ყველა უყვარდა, მაგრამ გუგა ლიქოკელი ყველაზე ძალიან. -გოგო, ნუ ხარ ქაჯი! გამანებე, რა. -მობეზრებულად მოიშორა გამწარებული გოგო. -იმას თუ რამის თქმა უნდა, თვითონ მითხრას. შუამავალი არაა საჭირო. -გითხრას თორემ შენც ისეთი ლმობიერი სახით უყურებ, ლაპარაკის სურვილს გაუღვიძებ ადამიანს. ეშინია შენი! -ჩემი პრობლემა არაა. -ზურგი შეაქცია თორღვამ. გზის გაგრძელება უნდოდა. ამჯერად ჩანთაში ჩააფრინდა ნინო. თამთა სადაც იყო ტირილს დაიწყებდა. -ფანქარი ამან რომ მოგაწოდა, რატომ არ აიღე? სალომეს ხო კარგად გამოართვი? -არ მინდოდა და იმიტომ. გამანებე, სანამ შენს ძმებს ვუთხარი როგორც იქცევი სკოლაში. ამაზე დაფრთხა ნინო. უკან დაიხია ერთი ნაბიჯით და ჩაახველა. არ უნდოდა იხტიბარი გაეტეხა, მაგრამ მისი ძმებისა დიდი რიდი ჰქონდა. თან იცოდა, არაბულის სიტყვას დაუჯერებდნენ. -ცუდად ნუ ექცევი. ისე მოექეცი, როგორც ყველას. შენ რომ ცუდად მოექცევი, სხვებიც დასცინებენ და ცუდად მოექცევიან. -თქვა მშვიდად. -მე არ დამიცინია და არც ცუდად ვექცევი. -რომ აიგნორებ, ცუდი საქციელია. შენ არ დასცინი, მაგრამ სხვები დასცინებენ შენი დამოკიდებულების გამო. იფიქრებენ, რომ თამთას აქვს რამე პრობლემა! არ იცი, ხო, ავტორიტეტი რო ხარ კლასში? -ავტორიტეტი არა ის. -არ ესიამოვნა აკიდებული პასუხისმგებლობა თორღვას. იმასაც მიხვდა, მართალს ეუბნებოდა ნინო თამთასთან დაკავშირებით. ბავშვი იყო თვითონაც. არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეოდა მისნაირ გოგოს, რომელიც ცოლად უნდა მოეყვანა. ხო, თორღვამ ყველაფერი იცოდა მაშინ. ცამეტი წლისები იყვნენ. -წავედით ჩვენ და იფიქრე იმაზე, რაც გითხარი. გააფრთხილა ნინომ არაბული, მერე მის უკან ატუზულ თამთას ჩააფრინდა და სახლისკენ წაათრია. -შენ, გოგო, ენა არ გაქვს? -ეჩხუბებოდა გზაში. -ვერ თხლიშავ იმ სიფათში ასე რომ გექცევა? -არანაირად არ მექცევა და გაეშვი მაგ ბიჭს, ნინო. -ხელი გააშვებინა თამთამ. -არ მინდა მე მასთან არც მეგობრობა და არც კარგი ურთიერთობა. იყოს ისე, როგორც არის. გულის სიღრმეში მაინც აწუხებდა თორღვას ცუდი დამოკიდებულება. უფრო სწორად, დამოკიდებულების არქონა. იმიტომ კი არა, რომ მასთან მეგობრობა უნდოდა თამთას ან რამე, არ მოსწონდა, როცა აუხსნელად ექცეოდნენ ცუდად. სახლიდან სკოლამდე გზა გრძელი იყო. ნინომ კიდევ სწორად სიარული არ იცოდა, ხან ალთას მიაწყდებოდა, ხან ბალთას და უარესად აგვიანებდა თამთას სახლში. მერე დედა საყვედურობდა-ხოლმე, ამდენ ხანს სად ხარო... მერე ეკითხებოდა, რა მოხდა სკოლაში. ხვდებოდა თამთა, დედას უნდოდა პასუხი რამენაირად თორღვასთან ყოფილიყო დაკავშირებული, თუმცა ამ მხრივ წინსვლა არ ჰქონდათ. -დედა, რატომ მეკითხები ამდენს ამ ბიჭზე? -ჰკითხა ერთხელაც გაღიზიანებულმა. რთული ასაკი ედგა ისედაც. აქამდე გადაკრიალებულ კანზე მუწუკები გამოუჩნდნენ. მკერდი სტკიოდა. მენსტრუაციაც დაეწყო. ჩვეულებრივზე მეტად გაღიზიანებული იყო, რომ სხვა გოგოებივით უნაკლო სახის კანი აღარ ჰქონდა და გოგას ვეღარ მოეწონებოდა. ესენი კიდევ არაბულზე ეჩიჩინებოდნენ, რომელიც ზედაც არ უყურებდა. ახლა მითუმეტეს, როცა ასე უშნოდ გრძნობდა თავს. -არაფერი, ისე, დე. -გაუღიმა ლელამ ქალიშვილს. ცოტა ნაღვლიანი ღიმილით და თმაზე ხელი გადაუსვა. -კარგი ხალხია და მინდა იმეგობრო. -ვიმეგობრო? მაგისთვის ორხრივი სურვილია საჭირო. ჩვენს შემთხვევაში ცალმხრივიც არ არსებობს, ამიტომ დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ! -დედა, როგორ მელაპარაკები? -წარბები შეკრა ლელამ. გულზე ხელები გადაიჯვარედინა. წამიერად იგრძნო დანაშაული საკუთარი ტონის გამო, მაგრამ ტყუილი ხომ არ უთქვამს? -ბოდიში, დედა. თუთა და ლაშა ძალიან კარგები არიან, ეგ ბიჭი ნამდვილი კლდეა. ბორბალოს მწვერვალი უფრო ადამიანურია, ვიდრე ეგ. -კარგი, კარგი. დამშვიდდი. -მშვიდად ვარ! -შეჰყვირა თამთამ და თავის ოთახში შევარდა. ბალიშზე დაემხო და აყვირდა. მერე იტირა. განა იცოდა რა ატირებდა, ისე, უბრალოდ, ემოციები მოაწვა და აბღავლდა. ეს მუცელიც როგორ სტკიოდა. ძალიან უნდოდა რამე ტკბილი, მაგალითად, ის შოკოლადი, ქორწილებში რომ ჰქონდათ ხოლმე სუფრაზე. -ნინო, მემგონი, ვგიჟდები. -უთხრა საშინაო დავალების გასაკეთებლად მასთან მოსულ მეგობარს. -რატომ? -წარბები შეკრა ნინომ. თამთასგან მსგავსი შინაარსის წინადადების გაგონება წარმოუდგენელი ამბავი იყო. -წეღან ვტიროდი, არ ვიცოდი, რა მინდოდა. მერე დავფიქრდი, მივხვდი, ის შოკოლადი მინდა, ჩვენ რომ გოგოჭურების ქორწილში ვჭამეთ. უცებ კარგ ხასიათზე დავდექი. მაგრამ შინაგანად მაინც გული მიფრიალებს. მკერდიც მტკივა. -უიმე, -ხელი აიქნია ნინომ. თითქოს ეგ რა პრობლემააო. -დაქალდი. -რა ვქენი? -წარბები შეკრა თამთამ. რას ჰქვია დაქალდა. ცამეტი წლისაა. დედამისივით გრძელი ფრჩხილები არა აქვს, არც მაკიაჟის წასმის უფლებას აძლევენ. ბოლოს და ბოლოს, იმხელა ბაფთა უკეთია თავზე და მისი უშნო სათამაშოც საწოლზე უდევს. დაქალდა?! -ხო, დაქალდი. სისხლი წამოგივიდა? -კი. გუშინწინ. მუცელი ისე მტკიოდა, მეგონა, მოვკვდებოდი. -ხოდა, დაქალდი. აწი ბავშვების გაჩენას შეძლებ. -რაო? -სუნთქვა შეეკრა თამთას. მუცელზე იტკუცა ხელები. ანუ ამიტომ ტკიოდა მუცელი? ცრემლებით ამოევსო თვალები. -არ მინდა ჯერ ბავშვები... სკოლაში... მე.. -დედაშენს არ უთქვამს? -კარისკენ გაიხედა ნინომ დაფეთებული სახით. მივიდა მერე, გაიხედა, ხომ არავინ გვიყურებსო და ისევ მაგრად მოხურა. თამთას ლამის სული დაელეოდა ნერვიულობისგან. რას ქვია დაქალდა და ბავშვების გაჩენას შეძლებს? ნინო აშკარად ბოდავსო, იფიქრა. დედა აუცილებლად მეტყოდაო. -დაწყნარდი, ორსულად არ ხარ. სისხლი რომ წამოგივა, ეგ იმის ნიშანია, რომ განაყოფიერების უნარი გაქვს, თუ რაღაც ეგრე. რომ გათხოვდები, მერე დაორსულდები. -გავთხოვდები? მე არ მინდა გათხოვება. ქალაქში მინდა წავიდე საცხოვრებლად. იქ ვისწავლო, ვიმუშაო... მწერალი გამოვიდე. ქმარი რად მინდა? -გოგო, ქორწილში შოკოლადების ჭამა ხომ გინდა? -მერე ჩემსაში კი არა... -თვალები დაქაჩა თამთამ. -დედამ მითხრა, რამდენიმე დღე გაგრძელდებაო... ეს... და მერე ერთი თვე თავისუფალი ხარო. ორსულობასა და გათხოვებაზე არაფერი უთქვამს. გეშლება რაღაც. -რა მეშლება, დედაჩემმა მითხრა მეც ეს ყველაფერი. -იუკადრისა ნინომ. -მე ჯერ არ წამომსვლია სისხლი. ალბათ იმიტომ, რომ შინაგანად ბიჭი ვარ. თუმცა დედა ხშირად მიყვება ხოლმე, რომ არ შემეშინდეს, ასეთ დროს როგორ მოვიქცე. წაყვები გოგა ლიქოკელს ცოლად და ეგ არის. რა განერვიულებს? -ეგრე ძალიანაც არ მიყვარს გოგა ლიქოკელი, ცოლად რომ გავყვე. და ჩუმად ილაპარაკე. -ტუჩზე საჩვენებელი თითი მიიდო თამთამ. მეტი არ უნდოდა, ვინმეს გაეგო თავის საიდუმლო გრძნობაზე გოგა ლიქოკელის მიმართ. -დავწეროთ ახლა ეს დავალება, თორემ რომ დაბნელდება, სანთლის შუქზე კარტს ვეღარ ვითამაშებთ. ჩვიდმეტ წლამდე არაფერი გაუგია თავის მომავალზე თამთას. ისე ცხოვრობდა, სწავლობდა და აგებდა ოცნების კოშკებს, თითქოს მისთვის ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ არ დაეგეგმათ. შატილში წასვლამდე ერთი კვირა რჩებოდა, დედამ რომ შეაკითხა საძინებელში ცოტა უცნაური გამომეტყველებით და საწოლზე ჩამოუჯდა. ხელში სამკაულს ათამაშებდა. საყურე იყო პატარა, ცისფერი თვლებით. ზუსტად თამთას თვალის ფერი. მერე შვილს გაუწოდა ლელამ და ხელისგულზე დაუდო. -ეს რა არის, დე? რა ლამაზია. -ახლოდან დააკვირდა თამთა. სამკაულები არ უყვარდა, მაგრამ ესენი ძალიან მოეწონა. -შენია. გაიკეთე ხოლმე. -მართლა? შენი ნაქონია? -მაშინვე გახვრეტილი ბიბილოებისკენ წასწია საყურე. -არა. -აბა? -ეს არაბულების საჩუქარია. ღიმილი ჩამოერეცხა მაშინვე სახიდან თამთას. გულ-მუცელში გაღვივებულმა უცნაურმა შეგრძნებამ რაღაც ცუდის მოლოდინი გაუჩინა. მაშინვე მოიხსნა ნახევრად გაკეთებული საყურე და დედას მომლოდინე თვალებით მიაჩერდა. -რომ დაიბადე, მაშინ გაჩუქეს. -რატომ? რა თქმა უნდა, თამთამ იცოდა, რატომ ჩუქნის ხოლმე ერთი ოჯახი მეორეს ქალიშვილის დაბადებისას სამკაულს. პირველად არ ესმოდა ასეთი ამბები, მაგრამ მაინც ჩათვალა, რომ თავად გამონაკლისი იყო. -დაგნიშნეს. -ისე ხმადაბლა თქვა ლელამ, აშკარად არ უნდოდა, ხმამაღლა გაჟღერება იმის, რასაც თავადაც არიდებდა თავს ამდენი ხნის განმავლობაში. თამთას კი გაგონება არ სურდა დედის ნათქვამისა. ერთიანად გაქვავება რას ნიშნავდა, მაშინ იგრძნო პირველად. უეცრად თითქოს აღარც სახსრები ჰქონდა და არც კუნთების მასა, ქანდაკებად ქცეულიყო. -დე, რას ამბობ? -გაეღიმა. სასოწარკვეთისგან უფრო. უკვე ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები. აქამდე რომ არ უთხრეს, იფიქრა, რომ თვითონ არ დაუნიშნავთ, რომ თავისუფალი იყო არჩევანში. მიუხედავად იმისა, რომ გოგოებს პანტა-პუნტით იტაცებდნენ და ცოლად ირთავდნენ, თავად რომ არ შემთხვევია, ჩათვალა - ბედნიერი გამონაკლისი იყო. არადა, აი, თურმე რა. ვინ მიეკარებოდა არაბულის სარძლოს? -რატომ? -ხმა გაუცივდა, როცა დედამ თვალი მოარიდა. მაგიდაზე მიყარა საყურეები. გონებაგათიშულს გაუჭირდა მიღებული ინფორმაციის გადახარშვა. ვერც დედა ეხმარებოდა. -მე წინააღმდეგი ვიყავი. ბაბუაშენმა დაიჟინა. ხომ იცი, როგორი კაცია მინდია. ვერც მამაშენი გადაუდგა და ვერც მე. გეფიცები, დედა, მე არ მინდოდა. კიდევ ბევრი რამე უთხრა თავის ქალიშვილს იმ საღამოს ლელამ. რომ არაბულები კარგი ოჯახია, თორღვაც კარგად აღზრდილი ბიჭია, რომ ქორწინებაში მთავარი ურთიერთგაგებაა და პეპლები, რომლებზეც ხშირად სმენიათ პატარა გოგოებს, სიყვარულის გამო რომ ფრიალებენ, ადრე თუ გვიან ქრებიან. რა გასაკვირი იყო, რომ ჩვიდმეტი წლის გოგოს არ სურდა ამ სისულელეების მოსმენა. ადრე თუ გვიან თავად უნდა მისულიყო თამთა ყველა საღ აზრთან და გადაწყვეტილებასთან, მას შემდეგ, რაც იცხოვრებდა და ათას შეცდომას დაუშვებდა, სანამ მიხვდებოდა არსებობენ თუ არა პეპლები რეალურად, კვდებიან თუ არა ოდესმე და არის თუ არა ეს სიყვარული. -არ გავყვები. -ცრემლები მოიწმინდა. თითქოს არც გაუგია დედამისის ნალაპარაკები. -არც თვითონ წამიყვანს ცოლად. რომელი საუკუნეა, დედა?! საერთოდ არ გეცოდებით მაგ ცხოვრებისთვის? საერთოდ? -ნუ ყვირი, გაიგებს მამაშენი. -გაიგოს! -საწოლიდან წამოხტა. სულ არ ადარდებდა, მთელი სოფელი თუ გაიგებდა თავის ტრაგედიაზე. თუმცა ყველამ ყველაფერი იცოდა და არც არვინ მიიჩნევდა ამას ტრაგედიად. -იმისთვის გამზარდეთ, რომ მერე საახალწლო საჩუქარივით გამატანოთ ისეთ ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობ, არც კი მიყვარს.. და არც მინდა დაქორწინება! არ მინდა! უნივერსიტეტში მინდა.. -უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ვერც იფიქრებ. აქედან მარტოს არავინ გაგიშვებს. -ლელაც ფეხზე წამოდგა. -შენი ქმარი თუ მოისურვებს... -არ მითხრა ეგ საშინელი სიტყვები, დედა! გადი ჩემი ოთახიდან. -თამთა... -გადი! ლამის ძალით გააგდო გარეთ ლელა და ცხვირწინ მიუჯახუნა კარები. მთელი ღამე თვალცრემლიანმა გადაათენა. ერთი წამითაც არ სძინებია თამთას. არ ტოვებდა სასოწარკვეთის, უძლურებისა და დამცირების აუტანელი შეგრძნება. ამდენი ხანი უყურებდნენ, როგორ სწავლობდა, შრომობდა და ოცნებობდა ქალაქში ცხოვრების გაგრძელებაზე, სადაც დამოუკიდებელი იქნებოდა, საკუთარ თავს და შესაძლებლობებს აღმოაჩენდა. ბევრს გაიცნობდა და ბევრი გაიცნობდა. თურმე რა… როცა დრო მოვა მოუკრავენ მის ნივთებს თავს, ჩემოდანზე შემოსვამენ და არაბულებს გააყოლებენ. იმ გულქვა ბიჭს როგორ უნდა გაჰყვეს ცოლად? ფიქრებისაც კი შეეშინდა. საწოლის გაყოფის. ცოლქმრული მოვალეობის შესრულების. თურმე ამიტომ ექცეოდნენ ასე გამსაკუთრებულად მზია და გურამი. ამიტომ ვერ იტანს თურმე თორღვა. უცებ იმედი მოეცა. ნამდვილად არ ენდომებაო იმას ჩემი ქმრობა. ცრემლები მოიწმინდა და როგორც კი გათენდა, მაშინვე ჩაალაგა სასკოლო ჩანთა და გზას გაუდგა. არაბულიც ადრე მივიდოდა. უნდა დალაპარაკებოდა აუცილებლად. არც შემცდარა. რომ მივიდა, მალევე წამოეწია თორღვაც. გამარჯობის გარეშე მიუჯდა. ჩანთა მოიხსნა და წიგნი ამოიღო. -შენთან საქმე მაქვს. -აკანკალებული მიბრუნდა მისკენ. ზანტად გამოაბრუნა თავი არაბულმა და წარბები აზიდა. არ უნდოდა აშკარად თამთას მოსმენა, მაგრამ სულ არ ადარდება, არაბულს რა უნდოდა. -გუშინ დედაჩემმა ყველაფერი მითხრა. ჩასიებულ და წითელ თვალებზეც ეტყობოდა, სიმართლეს რომ ამბობდა. -რას გულისხმობ? -განზრახ დაიშტერა თავი. თუ რამით გასტანჯავდა ამ გოგოს, ნამდვილად არ დაენანებოდა. -იმას, რომ აკვანში დაგვნიშნეს. არ იცი? -აა, -ყალბად გაიკვირვა. შენ ახლა გაიგე და მე წლებია მაგის ცოდნა მტანჯავსო, უნდოდა მიეხალა, მაგრამ თავი შეიკავა. -კი ვიცი. -მერე? -გაღიზიანდა თამთა. -რა მერე? -არ მინდა მე შენი ცოლობა. თორღვამ უფრო მეტად აწკიპა წარბები. -არც მე მინდიხარ ცოლად. -ხოდა, მშვენიერი! -ტაში შემოკრა თამთამ. -უთხარი შენებს, რომ უარს ამბობ ჩემზე და არ მომიყვან ცოლად. მეც ვეტყვი რომ… -არ გამოვა. ვცადე უკვე. -დიდი ხანია იცი? -კი. -მოკლედ მოუჭრა და წიგნს ჩააშტერდა. მაშინ გაიგო, როცა ზედმეტად პატარა იყო რამის გასააზრებლად და საკუთარ თავზე მძიმე ტვირთის სატარებლად. როცა ჯერ კიდევ ჭიდაობაზე და ცხენზე ჯირითზე ფიქრობდა. როცა სიტყვა ცოლის მნიშვნელობაც კი არ ჰქონდა გააზრებული. რა გასაკვირია, რომ ჭირის დღესავით შეზარდა ეს გოგო, ბედნიერებას და სიმშვიდეს რომ ასხივებდა ლურჯი თვალებიდან. -ანუ არ აპირებ თანამშრომლობას? -ხმადაბლა ჰკითხა თამთამ, როცა კლასმა შევსება დაიწყო. -ჩემს ოჯახს ვერ გადავაბიჯებ. შენ რაც გინდა, ის ქენი. -და შენს გეგმებს გადააბიჯებ შენი ოჯახის გამო? არ გაქვს ოცნებები, რაშიც ჩემი ცოლად მოყვანა ხელს შეგიშლის? თუნდაც სიყვარულით არ გინდა ოჯახი შექმნა? -არ მინდა ისეთი ოცნება, რომლის ასრულებაც სიამოვნების და ბედნიერების ნაცვლად სირცხვილსა და დანაშაულის გრძნობას მომიტანს. ამიტომ არ ვოცნებობ და გირჩევ, შენც ჩამოიხსნა ვარდისფერი სათვალე და ჩემოფრინდე მეცხრე ციდან. -შენთვის რა მარტივია ლაპარაკი. -ამოიბურტყუნა ჭინჭარაულმა. უარესად კი გააღიზიანა თორღვა თავისი მბრალდებლური ტონით. -არც სწავლას დაგიშლიან უცოლოს და არც მუშაობას. მეტიც, როცა შენ მოისურვებ, ცოლსაც მაშინ მოიყვან. ეს მე ვარ ნივთის როლში ჩვენს ამბავში. აღარაფერი უთქვამს არაბულს. ეგოისტი და ტუტუციც ყოფილა ეს გოგოო, გაიფიქრა. უარესად შეზარდა. არც კი გაუხედავს მისკენ გაკვეთილების განმავლობაში. * -ბაბუ, შეიძლება? -მოხუცი ჭინჭარაულის ოთახში შეყო თავი თამთამ. უკანასკნელ იმედს ეპოტინებოდა. იქნებ, ვინც დამადო ეს ბორკილები, გასაღებიც მასვე ჰქონდეს ჩემს გასათავისუფლებლადო. -შამო, გენაცვალოს ბაბუმ. წიგნი გვერდზე გადადო მინდია ჭინჭარაილმა და შვილიშვილს გაუღიმა. მორცხვად ჩამოჯდა თამთა მის პირდაპირ. -რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. დედამ და მამამ არ იციან.. -თქვა აღელვებულმა. რამდენადაც მოსიყვარულე იყო მინდია, იმდენად შეეძლო სიმკაცრე და გულცივობა. -გისმენ, შვილო. ჩამოჯექი. -ბაბუ, შენ ხომ იცი, მე როგორ მინდა, სწავლა გავაგრძელო. მინდა წარმატებული ქალი გავხდე, დამოუკიდებელი და ძლიერი. არ მინდა ამაში რამემ ხელი შემიშალოს. ადრე დაოჯახებამ მითუმეტეს. მე ვერ გავყვები იმ ადამიანს ცოლად, ვინც არ მიყვარს. არ შემიძლია. ღიმილიანი სახით უყურა შვილიშვილს ერთხანს მინდიამ. მერე რაღაცაზე ჩაფიქრდა წამიერად. -წესი წესია, შვილო. იმ ქალის წინასწარმეტყველება არასდროს შემცდარა და ვერც მე გადავუდგებოდი წინ. ჩვენ და არაბულები უნდა დავნათესავებულიყავით უსათუოდ, თორემ უშთამომვლობა გაწყვეტდა ჩვენს ოჯახებს. აბა, როგორ არ დამეჯერებია? დედაშენს ორჯერ მოეშალა მუცელი, ერთი ჩვილი ბიჭი მოგვიკვდა, ზაალ ჭინჭარაული. სამი თვისაც არ იყო. არაბულებს რომ შეეძინათ თორღვა, შენც მალევე გაჩნდი. ნიშანი იყო ეს ჩვენთვის. დიდხანს ელოდა გურამიც ვაჟს. ისიც შეშინებული იყო. ასეთ დროს უფრო ეპოტინება ხოლმე ადამიანი იმას, რაც შენ ახლა ცრურწმენა და გამოჩერჩეტებული მოხუცის ლაპარაკი გგონია - ნაწინასწარმეტყველებ იმედს. მაშინვე მოვიდა გოჩა ჩვენთან და დაგნიშნეს. სამკაული შეაბეს შენ აკვანს, აი, ის შენ რომ დასანახავად ვერ იტან ახლა. -არ არსებობს სხვა გამოსავალი? ამდენი ხანი გავიდა... მიუხედავად იმისა, რომ მართლაც სულელურ მონაჩმახად ეჩვენებოდა ბაბუამისის ნაამბობი, ვერ შებედა თავისი აზრის ხმამაღლა გამოხატვა ამ „ნიშნობასთან“ დაკავშირებით. -სწორი გზა არ არსებობს. შენ თუ ოჯახის წინააღმდეგ წახვალ, ამით პირველ რიგში საკუთარ თავს შეირცხვენ, მერე ჩვენ, თანაც ისე - თავი ვერ გამოგვეყოფა გარეთ და ბოლოს, იმ ოჯახსაც რომელთანაც ამდენხნიანი კავშირი და პატივისცემა გვაკავშირებს. აზრი არ ჰქონდა ვინმესთან ლაპარაკს. კედელივით ისხლეტდნენ თამთას სიტყვებსა და თხოვნებს მისი ოჯახის წევრები. როგორც ჩანს, მანამ არ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება, სანამ ამას არაბული არ მოინდომებდა. სხვა თვალითაც სცადა თორღვას დანახვა, იქნებ, რამე იმედისმომცემი დავინახოო მასში, მაგრამ არაფერი, სულ არაფერი. კლდესავით იდო მის გვერდით გაკვეთილებზე. ცივი, უგრძნობი თვალებით უყურებდა, როცა იძულებული ხდებოდა თამთასთვის შეეხედა. საერთოდ არაფერს ეუბნებოდა, ან თუ ეუბნებოდა ირონიულად და ცივად. მოკლედ, შეყვარება კი არა მისი მოწონებაც არ გამოუვიდა. სადაც თორღვა იყო, იქ თამთა არ მიდიოდა, სადაც თამთა იყო, იქ თორღვა არ ადგამდა ფეხს. ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე ტრადიციულად ექსკურსიაზე დადიოდნენ ხოლმე მთელი სკოლის უფროსკლასელები. კახეთში წავიდნენ. ერთი ავტობუსის თავში დაჯდა, მეორე ბოლოში. მაქსიმალური დისტანციის დაცვა საჭირო გახდა ამ ორს შორის გაყინული უთანხმოების და ანტიპათიის ოდნავ გასანელებლად მაინც. -ნახე, ნახე. ადამიანი კი არა სტოუნ ჰენჯია, -უკან გაიხედა ნინომ. გადაამოწმა სასიძო ხომ არ დარჩა. -გაანებე თავი. -თავისკენ მოქაჩა თამთამ და ადგილზე დააბრუნა. -იცოდე, არაფერი უთხრა. -რას გიწუნებს ვერ გავიგე? -შენ ხომ არ გაგიჟდი, ნინო? კიდევ კარგი, რომ მიწუნებს და ჩემი ცოლად მოყვანა მართლა არ უნდა, თორემ აქ კი არ ვიჯდებოდი ახლა შენ გვერდით. არც მე მომწონს, ამიტომ დიდად არ მადარდებს, რას ფიქრობს ჩემზე, მთავარია ჩემს თითზე ბეჭდის წამოცმას არ ჩქარობს. -კარგად გაუგებთ თქვენ ორი, ერთმანეთს რომ ელაპარაკებოდეთ. და სანამ ის არ მოიფიქრებს შენს ცოლად წაყვანას, შენ რა უნდა აკეთო? არც სასწავლებლად გაგიშვებენ, ვერც იმუშავებ... -ვიცი ეგ ყველაფერი, ნინო. არ მინდა მემილიონედ შეხსენება. -გაღიზიანდა თამთა. გასართობად და თავისი თავზე ჩამოგნრეული ცხოვრების დასავიწყებლად იყო წამოსული, მაგრამ რთულია იმის დავიწყება, რაც სულ თვალწინ გიდგას - შენი დაგეგმილი, არასასურველი მომავალი. ვერავინ გაიგო რა და როგორ მოხდა, სიღნაღში ერთ-ერთ რესტორანში რომ შევიდნენ სასადილოდ, თამთა აღარ ჩანდა. ყველა საპირფარეშო და ოთახი გადაქექა ნინომ. მზარეულებსაც კი შეუვარდა ქორივით. მაგიდების ქვეშაც შეიხედა, ქუჩაშიც გავარდა, მაგრამ თამთა არსად იყო. საექსკურსიო თავგადასავალი ერთ წამში გადაიქცა თამთა ჭინჭარაულის ძებნის ოპერაციად. მასწავლებლები ცალკე ეძებდნენ, კლასელები ცალკე, რესტორნის პერსონალი ცალკე.. ერთადერთი, ვინც უდარდელი სახით ათვალიერებდა გარემოს, არც მეტი და არც ნაკლები, არაბული გახლდათ. -თავი მაინც მოაჩვენე, რომ ეძებ, -ლამის სახეში ჩაანათა ნინომ, ისე გააღიზიანა თორღვას უემოციო გამომეტყველებამ. -სულ არ გადარდებს მისი ბედი? -არა, -მხრები მშვიდად აიჩეჩა არაბულმა და ჭადრის ხის ქვეშ ჩამოჯდა ჩრდილში. -საშინელი ადამიანი ხარ! ერთიანად წითელი იყო ნინო. ვერაფრით იტანდა თორღვას გულგრილობას. არაბულს გულთან ახლოსაც კი არ გაუტარებია ნინოს სალანძღავი სიტყვები, რომლებიც ქუჩის ბოლოდანაც კი ესმოდა. ნერვებმოშლილი აიგნორებდა ჭიასავით შეჩენილ, მოუსვენარ ნამუსს. დოინჯშემორტყმული აკვირდებოდა გზას. სად უნდა წასულიყო ეს სულელი გოგო? მხრები აიჩეჩა, მე საიდან უნდა ვიცოდეო, აყვირებული ნამუსის ხმაც დააიგნორა და სანამ სხვები მის საცოლეს ეძებდნენ, თვითონ სიღნაღის დათვალიერება გადაწყვიტა. ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობდა. სეირნობა-სეირნობაში მიადგა ავტობუსების პატარა სადგურს. თბილისის მიკროავტობუსში ფანჯარაზე თავმიდებული იჯდა თამთა. გაუხარდაო, ვერ იტყოდით თორღვას გამომეტყველებაზე, მაგრამ საღსალამათი რომ დახვდა გოგო, არც ეგ სწყენია. ნუთუ არანაირი გზა არ არსებობს, რომელიც ამ გოგოსგან დააშორებს? დაიკარგა და მაინც და მაინც თვითონ როგორ იპოვა, თანაც ისე, რომ არც კი უცდია. გაღიზიანებულმა გაკრა ფეხი ტროტუარზე წამოგორებულ პატარა კენჭს. ახლა სადღა გაუშვებს ნაპოვნს? მამამისს ვეღარ ჩახედავს თვალებში, თორემ... გაყინული გამომეტყველებით ავიდა ავტობუსში და თავზე წამოადგა თვალებდახუჭულს. -აგერია ავტობუსი. -ერთი სკამის გამოტოვებით ჩამოუჯდა. მაშინვე დაქაჩა თვალები ჭინჭარაულმა. -არ ამრევია. რა გინდა? -გაქცევა თუ გინდოდა, ფანჯარასთან რას ჯდებოდი? მთელი კლასი გეძებს. -და მაინც და მაინც შენ მიპოვე, ხო? -სიმწრისგან გაეცინა თამთას. -რას მეძებდი? შენც ეგ არ გინდა, რომ დავიკარგო და მოგშორდე სამუდამოდ? -არ გეძებდი, შემთხვევით გადაგეყარე. -მომისმინე, არაბული, მე მივდივარ შენი ცხოვრებიდან და შენ გამიშვი, ოქეი? მე არავის ვეტყვი, შენ რომ დამინახე, შენც ნურავის ეტყვი, რომ მიპოვე. -ტყუილები არ მიყვარს. პირველ რიგში მე მომთხოვენ პასუხს შენი დაკარგვისთვის. სულელი არ ვარ, ჩემი ნებით გავიშარო. წამოდი ახლა, სანამ წნევამ დაარტყა იზოს. -არ მინდა. უნდა გავიპარო. შემეშვი, რა! -ვედრებასავით გამოუვიდა, თავზე რომ წამოადგა ბიჭი და გულზე ხელები დაიკრიფა. -სხვა დროს გაიპარე, ისე, მე რომ ვერ გიპოვო. ახლა წამოდი. გულზე ხელებგადაჯვარედინებული მიჩანჩალებდა თამთა არაბულის გვერდით. ახლა ათმაგად ვერ იტანდა. ანერვიულებული მეგობრებისა და მასწავლებლების სახეს რომ გადააწყდა, გულის სიღრმეში ინანა კიდეც საკუთარი უპასუხისმგებლო საქციელი. დედამისი და მისი ძმა რომ წარმოიდგინა, რა დღეში ჩავარდებოდნენ, როგორ გაუცრუვდებოდათ მამა-ბაბუას იმედები... მერე რა, რომ ძალიან ბრაზობდა მათზე. სასეირნოდ გავედი და გზა ამებნაო. იმართლა თავი. არაბულს, რა თქმა უნდა, კრინტი არ დაუძრავს ზედმეტად. მხოლოდ ნინოს უთხრა სიმართლე. -უნდა გენახა, როგორ მშვიდად გვიყურებდა, ჩვენ რომ შეშლილი სახეებით გეძებდით. -უჩურჩულა ავტობუსში რომ ჩასხდნენ შემდეგ ლოკაციაზე წასასვლელად. მტრულად გახედა თორღვას, ბიჭებთან ერთად რაღაცაზე რომ ლაპარაკობდა და იცინოდა. -შემთხვევით მიპოვა და ნამუსმა შეაწუხა. -გეფიცები, კიდევ ორი წამით რომ მეყურებინა, ჩავულურჯებდი იმ გველურ თვალებს. -ნინო, რა გითხარი ხელების უმისამართოდ ქნევაზე? გაანებე თავი. -ცოლად რომ წაგიყვანს, მაშინ რას მეტყვი, თავი დაანებეო? -სიტყვა ცოლი აღარ მიხსენო. ეს ორი დღე მაინც. არადა, მთელი ავტობუსი ამ წყვილის რომანტიკაზე საუბრობდა. როგორ იპოვა დაკარგული თამთა „გაგიჟებულმა“ არაბულმა მაინც და მაინც სიღნაღში, წვიმაღა აკლდაო ამ შესანიშნავ ამბავს. რა იცოდნენ, თამთა რომ თორღვასგან გარბოდა და იმასაც რომ არ უნდოდა მისი პოვნა. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. * თამთას ჩაშლილ გაქცევაზე არავის არაფერი გაუგია. ყველამ მაშინვე დაივიწყა უსიამოვნო შემთხვევა. სწავლა როგორც კი მორჩა, შატილში გადაბარგდა მთელი ოჯახი. არაბულებიც იქეთ იყვნენ ზაფხულობით, რა თქმა უნდა. თამთას ფანჯარა ზუსტად გაჰყურებდა თორღვას ოთახის აივანს. რაფაზე ჩამომჯდარი როცა კითხულობდა, ხშირად ამჩნევდა ხოლმე, როგორ გადიოდა სახლიდან თავის ძმასთან ერთად იარაღგადაკიდებული სახლიდან. -იმედი მაქვს, უკან აღარ მობრუნდები. -ჩაილაპარაკებდა ხოლმე გაღიზიანებული, მაგრამ სურვილი არასოდეს უხდებოდა. ეს ზაფხული არაფრით ჰგავდა წინა ზაფხულებს. ახლა უკვე იცოდა, ვისზეც იყო მისი ბედი გადაჯაჭვული და თითქოს გაუაზრებლად მოიტოვა ბავშვობა უკან თამთამ. ვერც გოგა ლიქოკელის სახელის გაფიქრებას ბედავდა. იმიტომ კი არა, რომ არაბულის ეშინოდა ან ერიდებოდა. იცოდა, არ ჰქონდა აზრი. მაინც არ შემოხედავდა ის, ვინც უყვარდა სასურველი გრძნობით. გვერდზე სოფელში ცხოვრობდა გოგა. ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე შატილში, ხან დოღზე, ხან ბურთის სათამაშოდ. ხანაც შატილიონები მიდიოდნენ მის სოფელში. კოცონი დაანთეს სოფლის გულში. ახალგაზრდობა შეიკრიბა. ზოგი ქალაქელი, ზოგი - ადგილობრივი. თამთა ნინომ წაათრია. -ის თუ მიდის გასართობად, შენ რატომ უნდა იჯდე სახლში? -თვალები დაუქაჩა წიკლაურის ქალმა. -შეხედე, რამდენი ჭორფლი მაქვს! არ მინდა. -ათას მიზეზს იგონებდა თამთა. -გიხდება. თანა სიბნელეში ვერავინ დაგინახავს და მორჩი სისულელეებს. ხმა რომ მესმის, სხვა როგორ ერთობა და მე სახლში ვზივარ, მგონია ჯოჯოხეთის ცეცხლში ვიწვები. ლამაზი იყო თამთა. მეტიც - მშვენიერი. საერთოდ არავის ჰგავდა. დიდი ლურჯი თვალები ჰქონდა, როცა იღიმოდა და გოგა ლიქოკელს უყურებდა, მაშინ უბრწყინავდა ხოლმე. ამ ბოლო დროს ისე ხშირად აღარ, მაგრამ მაინც უბრწყინავდა. ისე ლამაზი სულ იყო. იღიმოდა თუ არა. კოკა დუმბაძე პირველად და უკანასკნელად ჩამოვიდა იმ ზაფხულს შატილში. აირეკლა თუ არა თამთას თმამ და თვალებმა ბავშვების დანთებული ცეცხლი, მაშინვე მოსჭრა თვალი კოკას. მისკენ წამოვიდა მოპარული ღვინით სავსე ჭიქით ხელში და დალევა შესთავაზა. -მადლობა, არ ვსვამ. -ზრდილობიანად მოარიდა თავი თამთამ. -მე კოკა. -გაუღიმა და ჭიქა გამოსწია. არ დაუძალებია. -შენ? -თამთა. -შეიძლება შენ გვერდით ჩამოვჯდე? ირგვლივ უამრავი თავისუფალი ადგილი იყო. რაღა მაინც და მაინც ჩემ გვერდით მოუნდაო ჯდომა, მაგრამ არ უნდოდა უზრდელურად მოეშორებინა თავიდან ეს ბიჭი. არც გამაღიზიანებელი ქცევა ჰქონდა და არც შემაწუხებელი იყო. თანასოფლელების დაძაბული მზერა რომ იგრძნო, მიხვდა, არც იმას იმსახურებდა შარში გაეხვია კოკა მის ვერდით ჯდომის გამო. ამიტომ თავადაც ფეხზე წამოდგა და ნინოს დაუწყო თვალებით ძებნა. -არ ხარ ხომ აქაური? -სხვაგან გადაიტანა თემა თამთამ. -ასე მეტყობა? -ხო. ცოტა გეტყობა. გაეცინა მის გულწრფელ გაკვირვებაზე ჭინჭარაულს. ლოყები აუწვა არაბულის მშვიდმა მზერამ, მაგრამ არც კი გაუხედავს მისკენ. -რატო? -ტანზე დაიხედა კოკამ, თითქოს ჩაცმულობაში ყოფილიყოს საქმე. -უბრალოდ ყველას ჰგონია, რომ მეფლირტავები. -ხმადაბლა უთხრა, საიდუმლოსავით და ბავშვებს თვალი მოავლო. -და არ შეიძლება? -არა. -რატომ? გათხოვილი ხარ? -მისი ხელისკენ გააპატარა თვალი კოკამ. არ ეკეთა ბეჭედი. -ჯერ არა, -ხელი გადახვია არსაიდან გამოჩენილმა ბუდუმ გოგოს. -ჩემი სარძლოა. -არ ვიცოდი. -დაიბნა კოკა. -რამდენი წლის ხარ? -წამო, თამთულ, მაგარი რაღაც უნდა გითხრა. -სასწრაფოდ მოარიდა ბუდუმ კოკას გოგო და რაც შეიძლება ახლოს მიიყვანა თავის ძმაკაცთან. -რა უნდა მითხრა, ბუდუ? ბუდუმ ისე შეხედა, თითქოს ყველაფერი აშკარა იყო და სათქმელი - არაფერი. საერთოდ რომ წამოვიდა, ისიც ინანა თამთამ. ნინოს და თუთას მიადგა ისევ, თორღვას დას. -რა კაი ბიჭია ის კოკა? -მხარი გაკრა ნინომ. -რა უნდოდა? -რა ენდომებოდა? -წარბები აზიდა თუთამ და უკმაყოფილოდ შეათვალიერა ქალაქელი. -არ იცის ჩემი ძმის საცოლე რომ ხარ? -არა და არც არის საჭირო იცოდეს. -გაბრაზდა თამთა. -სახლში მივდივარ. -მოიცა რა, რატო გაბრაზდი? -დაიწუწუნა არაბულების გოგომ. -თუ რამე ისე გითხარი, ბოდიშს გიხდი... მაინც ვერ გაჩერდა თამთა. ვერ ერთობოდა და არც თავისი მოჟამული ხასიათით სურდა სხვებისთვის განწყობის ჩაშხამება. -კარგად, ბავშვებო, -ყველას ერთად დაემშვიდობა და წრიდან გააბიჯა. -გაგაცილებ, თამთა. -კოკაც გამოჰყვა. -აქვე ვცხოვრობ, კოკა, არ არის საჭირო. მადლობა. ზრდილობიანად სცადა მისი ჩამოშორება, მაგრამ ბიჭი მონდომებული აღმოჩნდა. მის გვერდით იდგა უკვე. -ჩვენც მოვდივაართ, -კიოდა თუთა მეორე მხრიდან. -დაგველოდე, თამთული… ჯერ მის ძმას გამოსდო ხელკავი, შემდეგ ნინოს და თამთასკენ წაათრია ორივე. -ეს არის შენი სატრფო? -თავით თორღვასკწნ ანიშნა კოკამ. -ხო, ეს არის ეს… -პასუხი დაასწრო თუთამ. -ჩვენ დავრჩებით და კოკას გავიცნობთ. შენ გააცილე ეს გოგო სახლამდე, ათასი გადარეული დაიარება… -არ მინდა არავის გაცილება! -ფეხის დაბაკუნებაღა აკლდა თამთას. -წამოდი. მშვიდად უთხრა თორღვამ და ერთი ნაბიჯით გაუსწრო. არც კი გაუხედავს კოკასკენ, თითქოს არ არსებობდა. ხმას არ იღებდა თამთა. სახლიდან წამოღებული ფარნით გაანათა გზა. ჩუმად მიუყვებოდნენ ვიწრო ბილიკებს. -გაიგე? -მკლავში ჩააფრინდა უეცრად თამთა. აშკარად რაღაცამ გაიფაჩუნა ბუჩქებში. მანაც იქეთკენ მიმართა ფარანი. -მოგეჩვენა. -არ გაჩერებულა არაბული. ეტყობა ძალიან ეჩქარებოდა თამთას სახლში დატოვება. -გიჟი არ ვარ. არა, ნამდვილად არაფერი ეჩვენებოდა თამთას. მისი ფარანი წამიერად აირეკლა ორმა ყვითელმა თვალმა. ამ თვალების პატრონი კი აშკარად არ იყო ადამიანი. უფრო მტაცებელი, რომელსაც შია და ახლა წამებს ითვლის ლანგრით მირთმეული ვახშმით დასატკბობად. -ესეც მელანდება? -ამოიტირა ნახევრად თამთამ, ვერ ინძრეოდა. მაინც და მაინც მას უყურებდა ის საშინელი მტაცებელი. -არ გაინძრე. -აბა რა ვქნა, დაველოდო როდის შემჭამს? -არ შეგჭამს… -ირონიანარევი ღიმილით გადმოხედა თორღვამ. ეტყობოდა, ხელსაც არ გაანძრევდა მის დასახმარებლად, ამიტომ თავად უშველა თავს თამთამ. ფარანი თორღვას ფეხებთან მიაგდო და თვითონ თავქუდმოგლეჯილი გავარდა თავისი ჭიშკრისკენ. ჭრიალით მიიხურა კარი ზურგსუკან გულამოვარდნილმა და სახლში შევარდა. -რა იყო, დედა?! -გადაფითრდა ლელა, გიჟივით რომ შევარდა თამთა სახლში. -გული გამიხეთქე. -მგელი… მგელი იყო… -რა მგელი? -ფანჯრისაკენ გაიხედა ინსტიქტურად ლელამ. -მარტო მოხვედი? აჰა, წყალი დალიე… ხელის კანკალით გამოართვა თამთამ ჭიქა. თვალის უპეები დაესველებინა შიშის ცრემლებს. -არა, შენი სიძე მაცილებდა, მერე მგელი შემოგვხვდა… მიღრენდა, დედა.. შეჭმას მიპირებდა და ის… ის საზიზღარი იდგა და იცინოდა! გამოვიქეცი… -გოგო, შენ გაგიჟდი? მგელს შეატოვე ბავშვი? -იმედია კარგად ივახშმა ნადირმა! თუმცა არამგონია იმის ხორცი შეერგოს, იმიტომ რომ ქვაა, ნამდვილი ქვა! აკანკალებული ჩაემხო საწოლში. არც ვინმეს კივილის ხმა ისმოდა, არც სიჩუმის.. ბავშვები ერთობოდნენ. ერთადერთი, ვინც გვემას მისცა თავი, თავად იყო. ნეტავ, არაბული შეჭამა იმ მგელმა? როგორ მიატოვა… სულელი გოგო. ფანჯრიდან გადაიხედა. არაფერი ჩანდა. საერთოდ არაფერი მოშორებით დანთებული კოცონის გარდა, საიდანაც ახალგაზრდების ჟრიამულის ხმა ისმოდა. ორმოცდამეათე წრეც რომ დაარტყა ოთახში, ნამუსმა აღარ გააჩერა. ჩუმად გაიპარა სახლიდან. შეამოწმებდა, გადაურჩა თუ არა არაბული ნადირს და სახლში დაბრუნდებოდა. ფარანიც რომ ფეხებთან მიუგდო? მისი ძველისძველი ტელეფონი ძლივს ანათებდა ერთი მეტრის რადიუსსაც კი. აღარც ახსოვდა, სად მიატოვა. თვალებგაფართოებული ეძებდა ხელჩასაჭიდ სამხილს სოფლის ვიწრო ბილიკებზე. სანამ რამის პოვნას შეძლებდა, ტელეფონიც დაუჯდა. -ჩვენ გვეძებდი? -პირდაპირ თვალებში მიანათეს ფარანი. უნებურად აიფარა სახეზე ხელები თამთამ, თორღვას ხმა რომ ამოიცნო ერთიანად გულს მოეშვა და გაბრაზდა კიდეც. ის არსება, მგელი რომ ეგონა, არაბულის ფეხებთან იდგა გატრუნული და ისევ მგელივით უყურებდა გოგოს. -მეგონა მაგან შეჭამა. -ოდნავ შერცხვა კიდეც საკუთარი სისულელის თამთას. იხტიბარის გატეხვა კი არ უნდოდა. -რომ გარბოდი მაშინ არ ჩანდი ჩემი სიკვდილით შეწუხებული. -თავისი ძაღლიანად მისკენ წამოვიდა არაბული წარბებგაუხსნელად. ორი ნაბიჯით დაიხია უკან თამთამ. -დამიბრუნე ჩემი ფარანი. ისე უთხრა, თითქოს სწორედ ამის გამო გამოპარულიყოს სახლიდან უკუნ ღამეში. -წამოდი, მიგაცილებ. ცოცხალი ვარ, შენდა სამწუხაროდ. -თავის ძაღლიანად გვერდი აუარა საცოლეს, -იშლებიან უკვე ისინიც. -არ მინდა შენი მიცილება. უკან მობრუნდა თორღვა. სასაცილო იყო, როგორ იმეორებდა ძაღლიც პატრონის ქმედებას. ცალი ხელი ჯიბეში ჩაედო და ისე უყურებდა თამთას, თითქოს ელოდა როდის შეიცვლიდა გადაწყვეტილებას. -ჩემ გარდა სხვა მაინც ვერ მიგაცილებს, ამიტომ დიდხანს ნუ ჩამოდგები მანდ. -რატომ ვერ მიმაცილებს? -ცხვირი აუბზუა. ვერც გაიაზრა, ისე ჩაუარა მეტიჩრული გამომეტყველებით ცხვირწინ არაბულს. -იმიტომ რომ არ შეიძლება. -ყველამ არ იცის, რომ არ შეიძლება. -კოკა იგულისხმა თამთამ. თორღვაც მიხვდა, რა თქმა უნდა. თვალები გადაატრიალა და თავი გაიქნია. ნელი ნაბიჯებით გაყვა უკან გოგოს. ჭიშკართან შედგა თამთა. გამომცდელი მზერით გამოხედა ბიჭს. იმ საღამოს პირველად აღიქვა თითქოს საქმროდ და სასიამოვნო შეგრძნება ნამდვილად არ ყოფილა. გული მოეხუთა. -სხვას რომ წავყვე, რას გააკეთებ? -გონების ნაპირზე ამოტივტივებული პირველივე შეკითხვა დაუსვა თამთამ. ერთხანს უყურა სიბნელეში მის თვალებს არაბულმა, მუქი ლურჯი გამხდარიყო ფარნისა და მთვარის ბაცი განათების ფონზე. -არ წაყვები. -შენ მიბრძანებ? ცხვირი აუბზუა თამთამ. ყველაფერს მის გასაღიზიანებლად აკეთებდა, თუმცა უშედეგოდ. უარესად ახელებდა საკუთარი უძლურება ამ ადამიანის წინაშე, თითქოს ერთი ემოციური სიმიც არ არსებობდა არაბულში, რომელსაც თამთა შეარხევდა. -არა. ვიცი, რომ არ წაყვები. შედი ახლა. -ფარანი გაუწოდა. ხელზე დახედა თამთამ. გაბრაზებულმა გამოგლიჯა ფარანი და ეზოში შევარდა. ვერ იტანდა, როცა მართალი იყო თორღვა. ის კი სულ მართალი იყო, ამიტომაც ვერ იტანდა თამთა. თითქმის ყოველთვის. * ხშირად არ სცდებოდა თავისი სახლის ეზოს თამთა, როდესაც შატილში იყო ხოლმე. არც უსაფრთხო იყო და ამჯერად არც სურვილი ჰქონდა, ვინმეს გადაყროდა გზად. არაბულების ოჯახის წევრს განსაკუთრებით. გახდა, გამოფითრდა. ხასიათი წაუხდა. მაშინ, როცა მისი კლასელები მონდომებით ემზადებოდნენ ახალი სასწავლო წლისათვის, თვითონ სახლში იჯდა, ფანჯრიდან ხან მთებს გაჰყურებდა, ხან არაბულის ოთახის აივანს და ნატრობდა, რა იქნება, სხვა რამეს რომ ვუყურებდე ახლა, ქალაქში ვცხოვრობდე, ქალაქელი ოჯახი მყავდეს და თავისუფალი არჩევანიო... -არ გავატან შენს თავს, შენ თუ არ გინდა. -კარის ძგიდეს მიყრდნობოდა გიორგი. მასზე ორი წლით უმცროსი ძმა. მტკივნეულად გაეღიმა თამთას. ცრემლები ძლივს შეიკავა. არ უნდოდა მისი სისუსტე ტვირთად აჰკიდებოდა უმცროს ძმას. -კაი რა, გიო. -მეტი ვერაფერი მოიფიქრა სათქმელად. საწოლზე ჩამოუჯდა გვერდით. ორივენი არაბულის სახლს გაჰყურებდნენ. -მე მაგრად მიყვარს და ვენდობი თორღვას, მაგრამ შენს უბედურებად არცერთი წესი და პირობა არ მიღირს. -არ ვარ უბედური. -ვერ მომატყუებ, გოგო. -მხარი გაჰკრა გიორგიმ დას. -იქნებ შეგიყვარდეს? რომ გაიცნობ... -ხო, იქნებ. -ძმის სანუგეშოდ თქვა მხოლოდ ის სიტყვები მაშინ თამთამ. -შენ არ ინერივულო. ყველაფერი მოგვარდება, გიო. -ჩემი ნება რომ იყოს... -ვიცი. -ლოყაზე აკოცა ძმას. -მე დაველაპარაკები არაბულს. სანამ შენი სურვილი არ იქნება, მანამდე არაფერს გააკეთებს. -არ გინდა ამ ამბავში ჩარევა, გიო. მამა ისედაც ბრაზობს... სკოლას რომ დავამთავრებთ, ალბათ, დაგვწერენ ჯვარს. -მამასაც მე დაველაპარაკები. ფეხზე წამოდგა გიორგი. როგორი გაზრდილი და პატარა იყო ერთდროულად. გული მოეწურა თამთას. ჯერ კიდევ ბავშვური გულუბრყვილობის სხივი უკრთოდა თვალებში. არაბულის თვალებში არასოდეს დაუნახავს მსგავსი არაფერი თამთას. ერთი წამითაც კი. თითქოს საერთოდ არ ჰქონია ბავშვობა. მაინც დაიყოლია გიორგიმ. გვერდიდან არ სცილდებოდა უფროს დას. ცდილობდა გაეღიმებინა, გაერთო... ვერ იტანდა თითქოს, რომ თამთასთვის ასე მალე დამთავრდა ბავშვობა და თვითონ ვერაფერს აკეთებდა ამის გამოსასწორებლად. ყველა განსხვავებულად ემზადებოდა შემდეგი სასწავლო წლისთვის თამთას გარდა. მან საერთოდ არ იცოდა, რა მოელოდა სკოლის ბოლო წელი რომ გავიდოდა. გზააბნეული, შეშინებული და გაბრაზებული იყო. წიგნებით გატენილ ჩანთას ძლივს მიათრევდა სახლამდე. ნინო თბილისში იყო რამდენიმე დღით და საერთოდ მარტო დარჩა თამთა. სექტემბრის ბოლო იდგა და ისე გრილოდა, მოსაცმლის გარეშე გარეთ გასვლა დაუფიქრებელ გადაწყვეტილებად იქცა. სახლამდე ნახევარ კილომეტრში დიდი მუხის ხე იდგა. იმის ძირში მიაგდო ჩანთა და ჩამოჯდა თვითონაც. არ უნდოდა სახლში მისვლა. თითქოს უფრო მეტად ახსენებდა თავს ის, რაც ისედაც არასოდეს ავიწყდებოდა. მერქანს კეფით მიეყრდნო თვალებდახუჭული. ფეხის და ლაპარაკის ხმა რომ მოესმა შორიდან, ცალი თვალი მხოლოდ მაშინ გაახილა. გოგა ლიქოკელი იყო თავის მეგობრებთან ერთად. გული შეუხტა თამთას. ლამის ყელში ამოუჯდა მღელვარებისაგან. მის პირველ სიყვარულს თვალწინ უნდა ჩაევლო და ის რას აკეთებდა? ხის ძირში ეგდო ჭიანი ხილივით. ნაადრევად სკოლიდან წამოსულს მალევე წამოეწია დანარჩენი მოსწავლეები. სადღაც არაბულის აწოწილი სხეულიც შენიშნა. მშვიდი, შეუწუხებელი სახით მოდიოდა. ცალ მხარზე მოეგდო შავი ჩანთა. არავის უგდებდა ყურს თითქოს. თამთაც გადმოვიდა გზაზე. -სად გაიქეცი დღეს? -ჰკითხა გოგამ. ჯერ დაბნეულმა გახედა ბიჭს. ძალიან უნდოდა, აწითლებული ლოყები არავის შეემჩნია მისთვის. არც ის, გოგა ლიქოკელთან ლაპარაკი რომ ასე აღელვებდა. -ადრე მინდოდა სახლში მისვლა, -მოატყუა თამთამ, ჩანთა შეისწორა მხარზე. -მაგრამ დავიღალე და ჩამოვჯექი... დრო გამეპარა. -შენ რაზე აპირებ ჩააბარო, თამთა? -ჰკითხა მაკამ. აშკარად სულ სხვა რამ აინტერესებდა გოგოს. სახეზე ეტყობოდა ცბიერი ინტერესი. -არ ვიცი ჯერ. -მოკლედ მოუჭრა თამთამ. ლამის მხარი მოსწყვიტა ჩანთამ. -მათემატიკა კარგად გამოგდის... -შეაქო გოგამ. მაინც ტყვიასავით იყო ეს წიგნები. დანარჩენებივით ვერ იყოფდა წიგნებს გვერდით მჯდომთან. ყველა სახელმძღვანელო რომ არ ეთრია, ძალიან ახლოს მოუწევდა არაბულთან ყოფნა. ამ ამბით არცერთი იყო მოხიბლული. ამ ახალგაზრდებს ერთ წიგნში ჩახედვაც კი არ უნდოდათ, როგორ უნდა ექორწინათ საერთოდ... -მომეცი, -ლამის წინ გადაუდგა თორღვა. არც უკმაყოფილება ეხატა სახეზე, არც ვინმეს ჩანთის თრევის სურვილი. დაიბნა თამთა, კინაღამ ნაბიჯი აერია. -რა? -ჩანთა. -სახელურისკენ წაიღო ხელი თორღვამ და მანამ გამოაცალა, სანამ გოგო რამის თქმას ან გაპროტესტებას მოასწრებდა. უხმოდ გადაჭრა გზა თამთას სახლისკენაც. -არ მინდა მიცილება. -გაჭირვეულდა გოგო. ზანტად მობრუნდა არაბული მისკენ და წარბებაწეულმა გადააგდო თავი გვერდზე. -რას მიყურებ? -წარბები შეკრა თამთამ. -გელოდები, როდის გამოადგამ ფეხს. -არ მინდა. ხალხი ლაპარაკს დაიწყებს. ვის უნდა დაეწყო ლაპარაკი, ყველამ ისედაც ყველაფერი იცოდა. ამ ორს შორის გამჭვირვალე იყო ისედაც ყველაფერი. თვალები გადაატრიალა თორღვამ და გზისკენ მიბრუნდა. -რანაირად იქცევი? -სწრაფი ნაბიჯით წამოეწია თამთა და წინ გადაუდგა. სახე სიმორცხვისგან არ აწითლებოდა ამჯერად. საშინლად ბრაზობდა კაცობრიობაზე და თორღვაზე. -თამთა, რა გინდა? უეცრად გადადგა ერთი ნაბიჯი უკან ჭინჭარაულმა. აღარც ახსოვს, სახელით როდის მიმართა ამ ბიჭმა. -მშვიდი ცხოვრება მინდა, სადაც მე მივიღებ გადაწყვეტილებას, ვის გავყვე ცოლად და ვის არა, დავქორწინდები თუ არა საერთოდ. ყველას რაღაც მიზანი აქვს ცხოვრებაში ჩემ ირგვლივ, მე კიდე მარტო დანიშნულება. როცა მოინდომებ, ცოლად გამოგყვები, ბავშვებს გაგიჩენ და ასე შემდეგ! როგორც ხდება ხოლმე. ვერ ვხვდები, შენ მაინც რატო არ აკეთებ არაფერს? -და რა გგონია გამოსავალი, რომელსაც მე ვერ ვპოულობ? -მოპარული ერთი ნაბიჯი დაიბრუნა თორღვამ. წინ დაუდგა. -არ ვიცი, წადი და აღარ დაბრუნდე. სხვა მოიყვანე ცოლად. თქვი, თამთას არ მოვიყვანო. რამე გააკეთე! -და ამით რა შეიცვლება შენს ცხოვრებაში? ჩემსაში რაც შეიცვლება, შენც კარგად იცი. ისიც კარგად იცი, თვალებში რომ მიყურებ, ისეთ ტიპს ვერ ხედავ, როგორიც გინდა რო ვიყო, ლაჩარი და უსიტყვო. ეგ გაბრაზებს. ზუსტად ის რომ მაკავებს, რაც შენ. -მე არავინ დამიჯერებს. -ლამის ამოიტირა თამთამ. ცრემლებით ჰქონდა თვალები და ხმა სავსე. -ჩემს სიტყვას არანაირი ფასი არა აქვს. -მე რა ფასი მექნება შენს თვალში, იმას თუ ვიტყვი, რაც გინდა რომ ვთქვა? -ჩანთა თავისი ხელით ჩამოჰკიდა მხარზე არაბულმა. თითქოს სიმართლეს უარესად დაემძიმებინა ის, რაც აჰკიდეს. -იცი რა მინდა? ჩემს ცხოვრებაში რომ არ არსებობდე, აი, ეგ... -ცრემლები ხელის ზურგით შეიმშრალა თამთამ და სწრაფი ნაბიჯებით გაუდგა გზას თავის სახლამდე. მაშინ ის სიტყვები გულწრფელად უთხრა. მანამდე უყურებდა არაბული, სანამ ჭიშკრის ჭრიალთან ერთად არ გაუჩინარდა თამთას სხეული. გულნატკენი არც ის ჩანდა მოსმენილით, რაღაცნაირად ესმოდა კიდეც ჭინჭარაულის. ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც იმავეს გრძნობდა მაშინ თამთას მიმართ. სოფლის სკოლა პატარა იყო, მაგრამ ბავშვებს თავისუფლად იტევდა. ზამთარში გათბობის ერთადერთი საშუალება შეშის ფეჩი გახლდათ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნახევარჯერ არც შუქი იყო სოფელში, საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ჭირდა. ცეცხლს სულ თორღვა ანთებდა ხოლმე. ყველაზე ადრე მოდიოდა და უსიტყვოდ იღებდა ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. იმ დღეს თამთასაც ადრიანად მოუწია მისვლა სკოლაში. მამამისი თბილისში მიდიოდა მანქანით და გზად გაიყოლა. არაბულის დანახვისას შედგა ზღურბლთან. ხომ არ გავბრუნდეო იფიქრა, მაგრამ ბიჭმა აშკარად შენიშნა მისი მოსვლა და არ იქნებოდა გაქცევა ლამაზი საქციელი. თავის მერხთან დაჯდა და ისტორიის წიგნი დაიდო წინ. ცალ თვალს აპარებდა არაბულისკენ, გაყინულ ფეჩში ცეცხლის დანთებას რომ ცდილობდა. კვარის სასიამოვნო სურნელი იდგა პატარა და სარემონტო საკლასო ოთახში. ყვითელი ცეცხლი მალევე აგიზგიზდა და ფეჩის კარიც ჭრიალით მიხურა თორღვამ. თავის ადგილას დაჯდა თამთას გვერდით. მანაც ამოიღო წიგნი. გრძელი თითებით ფრთხილად გადაფურცლა. ჩუმად აკვირდებოდა მის ყველა მოქმედებას თამთა. -ემზადები გამოცდებისთვის? -ჰკითხა ხმადაბლა. არც გაუხედავს არაბულისკენ. წიგნს დაშტერებოდა, თუმცა ასოებს ერთმანეთისაგან ვერ არჩევდა. -კი. -მოკლედ მოუჭრა. ხმა დაბოხებოდა. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ თითქოს ვალდებულება იგრძნო და თავადაც ჰკითხა: -შენ? -არ მიშვებენ მე. -მოკლედვე გასცეს პასუხი, თუმცა მეტი ემოცია იგრძნობოდა თამთას ხმაში. წყენა და იმედგაცრუება. -რატომ? -ვითომ არ იცი. -ჩაეცინა. გაბრაზებულმა დახურა წიგნი. -უარი რომ თქვა ჩემზე არ შეგიძლია? მე ვიტყოდი, მაგრამ არავინ მომისმენს. დაიწყო ისევ. თვეში ერთხელ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს და მაშინაც სხვა არაფერი ჰქონდათ გასარჩევი. -მე არ ვიტყვი. -წარბებშეკრულმა გადმოხედა. ბრაზმა და უძლურებამ შინაგანი აუწვა თამთას. მაგრად მოკუმა ტუჩები. -თუ გინდა შენებს დაველაპარაკებით, გამოცდებზე რომ გაგიშვან. -დაამატა რამდენიმე წუთში არაბულმა. -არ მინდა. ქორწილს დააჩქარებენ, შენთან ერთად რომ გამიშვან თბილისში. ამიტომ არ მინდა. იქნებ რამე მოვიფიქროთ. აღარაფერი უთქვამს თორღვას. არც თვითონ უნდოდა ამ გოგოზე დაქორწინება. საერთოდ არ უნდოდა ცოლის მოყვანა ჯერ. მითუმეტეს იმის, ვინც თავად არ აურჩევია. მაგრამ ვერც ოჯახის ღირსებას შელახავდა. ვერაფრით წავიდოდა იმ ტრადიციების წინააღმდეგ, რომელთა სიყვარული და პატივისცემა ლაპარაკზე ადრე ასწავლეს და ჩაუნერგეს. ამიტომ ჩუმად ეგუებოდა თავის ბედს. ერთადერთი, რაც ანუგეშებდა ის იყო, რომ დრო მაქსიმალურად უნდა გაეწელა. მერე იქნებ ვინმეს მოეტაცებინა ეს გოგო, ან სადმე დაკარგულიყი, იქნებ, გაქცეულიყო კიდეც, თუ ეყოფოდა თამთას ამის გამბედაობა. და გათავისუფლდებოდა თორღვაც აკვანზე დადებული ჯაჭვისგან. მიზეზი ექნებოდა ქორწინებაზე უარის სათქმელად. არ იყო თამთა ამის გამკეთებელი. ეს კარგად იცოდა არაბულმა. დიდ შესვენებაზე საგუნდაოდ გაცვივდა მთელი სკოლა ეზოში. ისე ბარდნიდა პირველი სამი გაკვეთილის განმავლობაში, ფანჯრებს თვალს ვერავინ წყვეტდა. -არაბული! -უშნოდ დაეჯღანა ნინო სკოლის შემოსასვლელთან ზურგით მდგომ თორღვას, თავის ძმაკაცს რომ ელაპარაკებოდა რაღაცაზე. -არაბული-მეთქი! დაიწივლა და ბიჭმა არაფრის დიდებით რომ არ გამოხედა, ზურგში დამიზნებული გუნდა, კეფაში გაარტყა. ფეხქვეშ თოვლი გაულღვა, ისე ინატრა იქედან აორთქლება ნინომ თორღვას მზერის შემხედვარემ, მაგრამ გადარჩა. მისკენ შურის საძიებლად წამოსულმა არაბულმა უეცრად სხვაგან გადაიტანა მზერა. ვიღაცამ დაიკივლა და ერთ წამში ისეთი ჩოჩქოლი ატყდა, ჟრიამული წამიერად მიწყდა. თამთა ეგდო ხის ძირში ცხვირიდან სისხლმდინარე. თავზე გოგა ლიქოკელი დასჩერებოდა გაფითრებული სახით. სახე გაქვავებოდა არაბულს სცენის შემხედვარეს. ყველამ ენა გადაყლაპა და მის რეაქციას ელოდნენ. ისედაც მთელმა სოფელმა იცოდა ჭინჭარაულების და არაბულების დანათესავების ამბავი. -არ მინდოდა, -თორღვას წინაშე იმართლა თავი გოგამ. გული ხომ ერეოდა თამთას, მაგრამ ახლა ეტკინა კიდეც. თავგაბრუებული ეგდო თოვლში გაყინული და ბიჭი, რომელიც უყვარდა, მის საქმროს უხდიდა ბოდიშს. -მერე დაგელაპარაკები. -ცივად მიუგდო ორი სიტყვა და თამთა წამოაყენა. -შეძლებ სიარულს? -კი. -ხელები მოაშორებინა. ყველა აკვირდებოდათ და არ უნდოდა ზედმეტი ჭორაობის მოსმენა. ისედაც არ აკლდა თამთას არასასურველი აზრების გამზიარებლები. -თავს გაგიტეხავ, ლიქოკელი! მაგ გოგრას წაგაცლი, გაიგე?! -ვერ ცხრებოდა ნინო. ეს რა აკადრეს მის დაქალს?! ექიმი სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა. არც უკითხავს, ისე წაიყვანა პირდაპირ ნანა ექიმის საოჯახო კლინიკამდე. -მასწავლებელი მაინც გაგვეფრთხილებინა. საშინელი, ლითონის გემოს და სუნს გრძნობდა თამთა. სხვა ვერაფერს. -შენი დაქალის კივილი ნახევარმა ხევსურეთმა გაიგო, აღარაა საჭირო. -გოგას რამეს დაუშავებ? ზემოდან გადმოხედა თორღვამ. სწორი წარბები შეკრა. ლოყები აუწვა თამთას საკუთარი თავის გაცემით გამოწვეულმა სირცხვილმა. -მის ცემას არ ვაპირებ, თუ ეგ გაინტერესებს. -გზა გააგრძელა ბიჭმა. -სხვისი შეყვარება არაა კარგი აზრი, როცა სხვაზე ხარ დანიშნული. -არ მიყვარს. და შენზე დანიშვნა ჩემი ნება არ ყოფილა. -აბა, უბრალოდ გეცოდება? -დაანებე თავი. -არ იმსახურებს პასუხს? -მთელი სხეულით მობრუნდა მისკენ არაბული. -იმასაც თუ გაუტეხავ ამით რა შეიცვლება? -თვითონაც რომ ეტკინება, ისწავლის თავის კონტროლს. გოგოსთან მითუმეტეს. -ნუ ატკენ. დაანებე თავი საერთოდ. -ლამის შეევედრა თამთა. -თუ არ დამასწრო უკვე შენმა დაქალმა, აღარ დავუმატებ. -მოუჭრა ცივად. ძვლები გაეყინა თამთას. სულ სველი იყო. პირით სუნთქავდა და ესეც ნერვებს უშლიდა. რას გამოჰყვა საერთოდ… თორღვა მართალი იყო. გოგამ ბოლო გაკვეთილი იასამნისფერი თვალით დატოვა, ნინომ კი - კმაყოფილი გამომეტყველებით. მთელმა სკოლამ მაინც არაბულს აჰკიდა ეს ღირსეული საქციელი, საცოლე დაიცვაო. არადა, მას არაფერი ჩაუდენია. ერთი-ორი სიტყვა გაუცვალა ლიქოკელს. მეორე დღეს გოგამ ბოდიში მოუხადა თამთას ჯერ იმისთვის, რომ ძალა ვერ მოთოკა, მერე იმიტომ, რომ თავის დროზე არ მოუბოდიშა. ამის მერე ზრდილობიანი და დისტანციური სალამის გარდა მათ შორის აღარანაირი კავშირი არ შემდგარა. აი, ეს კი ნამდვილად არაბულის ხელწერა გახლდათ. * აწმყო წესი და რიგი სხვანაირია წინასაქორწილო სამზადისის დროს, მაგრამ მაშინ ნამდვილად არ ედგათ ის დღეები, როცა ამ წესებს ითვალისწინებენ ხოლმე. თამთას სახლში დარჩენა მკაცრად იუარა თორღვამ იმ ღამის შემდეგ, რაც რუსები შეუვარდნენ ჭინჭარაულებს გოგოს მოსატაცებლად. ან არაბულების გასაფრთხილებლად… თვალით არ ენახვებოდა თორღვა იმ დილის შემდეგ, რაც სახლიდან წამოიყვანა და თავისუფალ ოთახში დააბინავა ჯვრისწერამდე. -ვინ იყო ის ხალხი? -ცივად ჰკითხა თამთამ, სანამ ოთახიდან ფეხს გაადგამდა არაბული. -შენ აღარ შეგეხებიან. -მართლა? შენ შეაჩერებ? -ირონია ვერ შეიკავა. არ იყო ამის დრო და ადგილი, მაგრამ თვალებიდან არ ამოსდიოდა დედამისის შეშლილი მზერა, ვერც გიორგის სასოწარკვეთილ ხმას ივიწყებდა. -შენ აღარ შეგეხებიან, თამთა. წარბები შეყარა და ცივად გაუმეორა. თითქოს უბრაზდებოდა, რომ არ სჯეროდა მისი. მტრული მზერა გაუცვალა არაბულს. აგრძნობინა, რომ მისი გაბრაზება სულაც არ აშინებდა, არც ის სურდა, არაბულების რძლობა ყოფილიყო მისი უსაფრთხოების გარანტია. უღიმღამო და დაძაბული იყო ორი დღე ჯვრისწერამდე. არც უძინია და ვერც ფხიზლად იყო. თითქოს სადღაც გაიჭედა განზომილებებს შორის. უკან რომ მოიხედა, მთელი ორი წელი ამ მდგომარეობაში გაატარა. სანამ ყველა ცხოვრობდა, თვითონ იჯდა და ელოდა, როდის შეანაცვლებდა მის თითზე ქორწინების ბეჭედი ნიშნობისას. ფრთხილი კაკუნი გაისმა. ღია კარში თავი დეკამ შემოყო. რაღაცნაირად გაუღიმა და გვერდით ჩამოუჯდა გოგოს საწოლზე. -ხომ არ ნერვიულობ? -მხარი გაკრა გასამხიარულებლად. არც თვითონ ჩანდა მომხდარის მერე ხუმრობის ხასიათზე, მაგრამ მაინც ახერხებდა გაეღიმა. -წლებია ამ დღეს ველოდები, რატომ უნდა ვინერვიულო? -უხასიათოდ მიუგო და ბალიშზე გადაწვა. ძლივს მიხუჭა თვალები. -ბოდიში, ჩემი ბრალიცაა ასე რომ მოხდა. არ მინდოდა წასვლა... -ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი ადამიანი, დეკა. შენი ბრალი არაფერია. ჩემთან მიმართებით მითუმეტეს. -იქნებ კარგიც იყოს ახლა თქვენი ქორწინება? -კარგი რა, -ჩაიფრუტუნა თვალებმოხუჭულმა. ნამდვილად ვერ ხედავდა ვერც ერთ დადებით მხარეს ამ საქმეში. -უსიყვარულოდ, ჩემი ნების წინააღმდეგ მათხოვებენ, რა უნდა იყოს ამაში კარგი? -აქედან წახვალ. შენც გააგრძელებ ცხოვრებას. მტვერდადებული ნივთივით არ იქნები ოთახის კუთხეში. უამრავი შესაძლებლობა გაგეხსნება სწავლის, განვითარების. თორღვასაც ისევე არ უნდა ეს ყველფერი, როგორც შენ. ეს გაქვთ საერთო და ძალიან ჭკვიანურად შეგიძლიათ გამოიყენოთ ის, რაც გაერთიანებთ. -არ იცნობ შენ მაგ ქვის ლოდს, -ცივად გამოსცრა გადაფითრებული ტუჩებიდან. არაბულის შეყინული გამომეტყველება, შეყრილი წარბები და ტლანქი მიხვრა-მოხრა რომ დაუდგა თვალწინ, დარწმუნდა რომ სწორადაც უბოძა ეს ტიტული. -ამ წლების განმავლობაში ერთხელ არ დამლაპარაკებია ადამიანურად, არც ერთხელ! ახლაც ვალდებულად იგრძნო თავი, რომ წამოვეყვანე ბოლოს და ბოლოს. ხვდები, რომ მტვერს გადამწმენდენ თუ არა, მაინც ნივთად აღმიქვამენ? ამიღებენ და სხვა სახლის ოთახის კუთხეში გადამდგამენ. ყველაფერი მეზიზღება საკუთარი უძლურების ჩათვლით. ყველაფერი. -არ იცის, რა გითხრას. ისიც რომ თორღვას ამართლებდა! დამშვიდება უნდა, თუ არაბულის მხარის დაჭერა? გაღიზიანდა თამთა, რადგან ორივე ერთად არ გამოუვიდოდა დეკას. -ნუ ბრაზობ, -ღიმილი შეერია ხმაში გოგოს, -თვითონაც დაბნეულია. დარწმუნებული ვარ, მასთან უფრო თავისუფალი იქნები, ვიდრე ახლა ხარ. ადრე თუ გვიან ამას შენც მიხვდები. გაუგონარ სისულელეს ამბობდა ეს გოგო. სიტყვის გაგონებაც აღარ უნდოდა თამთას. წარმოდგენაც არ ჰქონდა, რას უმზადებდა ცხოვრება იმ ადამიანის გვერდით ასეთი ჩაკეტილი რომ იყო მის მიმართ. დეკა რომ ოთახიდან გავიდა, ერთხანს უყურა სკამზე გადაკიდებულ თავის საქორწინო კაბას. ღია ფანჯრიდან მონაბერი გრილი ნიავი ოდნავ არხევდა, თითქოს სულს უბერავდა და გაცოცხლება უნდაო ქსოვილის. დაღამებამდე ელოდა, როდის შემოაბიჯებდა ეზოში, რომ მივარდნოდა და პირში მიეხალა რასაც ფიქრობდა. რომ საშინელი, გულცივი ადამიანი იყო, რომელსაც არ უნდოდა თამთას გაჭირვებისა და ტანჯვის დანახვა. დერეფანში წინ გადაუდგა თავისი ოთახისკენ მიმავალს. წარბებშეყრილი, კუშტი მზერით მიაშტერდა დაღლილ სახეზე. თვალის უპეები ამოშავებოდა და ჩვეულებრივზე მეტად მოქუფრული ჰქონდა გამომეტყველება. თვალებით ჰკითხა, რა გინდაო და ოდნავ გადახარა თავი გვერდზე, თითქოს აინტერესებდა, რას ეტყოდნენ. -არ მინდა. -მოკლედ და ცივად უთხრა თამთამ. ტუჩები დაუწვრილდა, ისე დააჭირა კბილები ერთმანეთს. ღრმად ამოიხვნეშა თორღვამ და თვალები გადაატრიალა. თითქოს ბავშვს უყურებდა, რომელსაც ვერაფრით შეაგნებინა, რომ ტელეფონში თამაშები არ ჰქონდა ჩაწერილი. -ერთი წამით მაინც დააყენე შენი თავი ჩემს ადგილას, -გააგრძელა თამთა, ნელი ნაბიჯით აივნისკენ მიმავალს უკან აედევნა. სიგრილე სახეზე შემოეფეთა, თუმცა დამშვიდების ნაცვლად გამოფხიზლდა და ბრაზიც გაუცოცხლდა. გული ეხრწნებოდა საკუთარ მდგომარეობასა და უძლურებაზე. -რომ დამელაპარაკო არც ის შეგიძლია? რამით რომ გამიმარტივო ეს საშინელება. -რა გაგიმარტივებს ამას, თამთა? -თვალები დააწვრილა, მოაჯირს მიეყრდნო წელით არაბული და ხელებიც ზედ დაალაგა. წარბებშეყრილი, კუშტი მზერა ჰქონდა. -რა გინდა, რომ გითხრა? -არ ვიცი. -ენა გაუსქელდა პირში თამთას, ვეღარც ლაპარაკობდა თითქოს. არ იცოდა, მართლა არ იცოდა, რა შეუმსუბუქებდა ამ მდგომარეობას. არც ის იცის, რატომ ჩათვალა, რომ ის, ვინც მის პირდაპირ იდგა უკეთეს მდგომარეობაში იყო. -აბა, ჩემგან რას ითხოვ? ათასჯერ ნათქვამი სისულელე, რომ მიგატოვო, გაგიშვა, უარი ვთქვა და ასე შემდეგ, არ მომასმენინო ისევ. ისედაც დაღლილი ვარ. -მოგუდულ ხმაზე ეტყობოდა, რომ არ იტყუებოდა. ცრემლებით გადაპრიალებული თვალებით ახედა თამთამ. -რომ მიყვარდე, ეგ გინდა? უფრო მარტივი იქნებოდა შენთვის, ისეთ კაცს რომ გაჰყვე ცოლად, რომელსაც უყვარხარ, მაგრამ შენ ვერ იტან? -შენ ვერ მიტან? -გულუბრყვილობისგან წამოსცდა. თითქოს დიალოგის დანარჩენი ნაწილი ვერ გაიგო თამთამ. ოდნავ აეპრიხა ტუჩის კუთხეები არაბულს და თავი გააქნია. -მე ეგ არ მითქვამს, -მშვიდად განაგრძო, -თუ იმის გეშინია, რომ რამეს დაგაძალებ, ძალიან ცდები. მეგონა ამის ახსნა არ იყო საჭირო. -რა უნდა დამაძალო? -რა ვიცი, ის, რისიც გეშინია. სექსი, მაგალითად. -მოულოდნელად დაქაჩა თამთამ თვალები, ლოყები აუწითლა ბრაზმა და სირცხვილმა, ეს პირდაპირ როგორ უთხრა? -ან აგიკრძალო რაღაცები, მაგალითად, მოკლე კაბები, მაკიაჟი, მეგობრებთან გართობა. ენაჩავარდნილი უსმენდა. ხო, ამ ყველაფრის ეშინოდა. უარესი ცხოვრების. ბორკილების დადების. -აქ სამწუხაროდ მოგიწევს ჩემ გვერდით დაძინება, თბილისში შენი ოთახი გექნება. -ანუ იმას გავაკეთებ, რაც მინდა? -წარბები აზიდა თამთამ. უფრო ის აინტერესებდა, თვითონ თორღვა თუ გააკეთებდა იმას, რაც უნდოდა. -ხო, -მშვიდად გასცა პასუხი და გვერდი აუარა, -და ნუ გეშინია, საყვარლები არ მყავს. -მსგავსი არც მიფიქრია! -ყბები დაეძაბა თამთას ბრაზისა და სირცხვილისგან, ზურგში მიაყარა სიტყვები გახელებულმა. -და არც მეშინია! -არადა, ზუსტად ეგ გაინტერესებდა, არ გინდა, თამთა. საერთოდ არ უნდა დაეწყო მასთან დიალოგი, რატომ ჰქონდა იმედი, რომ რამე სანუგეშოს ეტყოდა, რამეს - ხელჩასაჭიდს... * მზია თავს ევლებოდა დილიდან. თმაც კი თავისი ხელით დავარცხნა სარძლოს. ფაიფურის თოჯინასავით ექცეოდა, ეშინოდა თითქოს, არ შემომემსხვრესო ხელში. -ნუ გეშინია. იმ კაცად არ გამიზრდია, ცოლს რომ მისი შეეშინდეს ოდესმე. -ლოყაზე მიეფერა. -მისი არ მეშინია. -გულწრფელად უთხრა თამთამ. -ასე ცხოვრების მეშინია. ძალიან დიდი სხვაობაა. -შეგიყვარდებათ ერთმანეთი. აი, ნახავ... ძალიან არ უნდოდა თამთას გაბრაზება, მაგრამ ამ სისულელეს რომ უმეორებდა ყველა, რთული იყო გრძნობებს მორეოდა. იმ სიყვარულით ვერ შეიყვარებდა, როგორიც თავად უნდოდა რომ ეგრძნო ქმრის მიმართ. -ყველას ეგრე ჰგონია ჩვენ გარდა. -არა, ეს თქვენ გგონიათ რაღაცები ახალგაზრდებს, მე ზუსტად ვიცი. -თბილად გაუღიმა ქალმა, -რა ლამაზი ხარ. იმას პირველი შეუყვარდები. „კი, როგორ არაო“ გაიფიქრა თამთამ გულში და ძლივს შეიკავა,რომ არ ჩაეფრუტუნებინა გვარიანად დედამთილის წინაშე. ქვას და ლოდს სადა აქვს გული, რომელიც შეყვარებისთვის არისო საჭირო, ფიქრობდა. მერე დედამისიც შემოვიდა. მოგვიანებით, მაგრამ მაინც. სევდიან თვალებში მაინც ეპარებოდა ლელას სიხარულის სხივები. -დე, მაპატიე, რომ ასე გამოვიდა. -წინ დაუჯდა ქალიშვილს. -ახლა შენც თუ უნდა მითხრა, რომ შეგვიყვარდება ერთმანეთი და ათასი სისულელე, დრო აღარ დახარჯო, დედა. მილიონჯერ მოვისმინე უკვე და ცოტა მეზარება! -კარგი, აღარ გეტყვი. -მოთმინებით გაუღიმა ლელამ. -არ იქნება მარტივი, მაგრამ ასე ჯობია შენთვის, თამთა. ამდენი წელი დაკარგე და მე ვერაფრით მოგეშველე, დღეიდან ნუღარ გაიხსენებ წარსულს, ნუღარ გაირთულებ ცხოვრებას, ეცადე, გაუგო საკუთარ თავს და ქმარსაც. შეყვარებას არავინ გთხოვს, ეგ თავისთავად ხდება. ნუ დაგავიწყდება, რომ ორივეს გაქვთ ღირსება, რომელსაც პატივისცემა სჭირდება. პატივისცემას და მორიდებას თუ დაკარგავთ, სიყვარული ჩანასახშივე მკვდარია ასეთ ურთიერთობაში. ამიტომ ფრთხილად იყავი. იქ არავინ გეყოლება საკუთარი თავის გარდა, ვინც შემოგიძახებს და გეტყვის, რომ შეცდომას უშვებ. შენ უბრალოდ სწორ მხარეს დგომა სცადე, დედა. კარგი? ეზოში ჩოჩქოლი რომ ატყდა საშინლად აღელდა. ვიღაცა ყვიროდა ჩემი რძალი გამაცანითო. პირველად ხედავდა ამ ბიჭს, არ იცოდა ვინ იყო, მაგრამ ნორმალურიაო ვერ იტყოდა პირველ შთაბეჭდილებებზე დაყრდნობით. შარვალ-კოსტუმში გამოწკეპილი ეჭიდავებოდა თორღვას, აქამდე რატომ არ მანახე შენი გული ვინ დაიპყროო. -საბაა, ცოტა ვერაა. -ზურგსუკან ამოუდგა თუთა ფანჯარაში გადამდგარს. -რა ლამაზი ხარ? წამო. წინააღმდეგობის გაწევას რაღა აზრი ჰქონდა. ფეხის ათრევით გაჰყვა უკან თამთა. მუხლები ისე ეკეცებოდა, თითქოს სახსრებიდან უვარდებოდა ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. -თავს წავაცლი შენს ქმარს, თუ გაწყენინებს, ხო იცი. -ტრადიციულად ქაქანებდა ნინო, -ეს რა ჩაუცვია... -ლაშამ ჩააცვა ძალით, -ჩაიფხუკუნა თუთამ ხევსურულ ტალავარში გამოწყობილ ძმას რომ მოჰკიდა თვალი. მეჯვარის ზედმეტად თანამედროვე და კლასიკური ჩაცმულობა შესამჩნევად კომიკური იყო სიძის ტრადიციული ტანსაცმლის გვერდით. -ამ გასტუკით ჩამოგახრჩობ არაბული, მაგ წარბებს თუ არ გახსნი და ჩემს რძალს არ გამაცნობ. -ვერ ისვენებდა მეჯვარე ერთ ადგილას. -აქ არის, მოდი და გაიცანი, -ოთახის კუთხიდან დაუძახა თუთამ საბას. წამიერად შეწყდა ყველას ზუზუნი. თავი ისე იგრძნო თამთამ, როგორც ფილმებშია-ხოლმე, ყველას რომ სუნთქვა ეკვრის და პატარძალს მისჩერებია ყბადაღებული, ქმარს რომ თვალები ცრემლებით ევსება ცოლის თეთრ კაბაში დანახვისას და ასე შემდეგ.... ბევრი თავისუფალი დრო ჰქონდა რომანტიკული ფილმების სანახავად. არც ცრემლებით ჰქონდა თორღვას სავსე თვალები და არც აღელვების ეტყობოდა რამე. წამიერად შეავლო მხოლოდ თამთამ თვალი საქმროს და მაშინვე მოარიდა. ვერ მიხვდა, რისი რცხვენოდა, მაგრამ სიმხურვალე იგრძნო ლოყებში, როდესაც მზერა გაუსწორეს ერთმანეთს ძალიან, ძალიან ცოტა ხნით. -ვააა, -სამაგიეროდ საბა ვერ მალავდა გაოცებას. ჯერ თამთას შეხედა, შემდეგ თავის მეგობარს და ქვედა ტუჩი გამობზიკა მოწონების ნიშნად, -ბავშვი იმედია დედას დაემსგავსება, თორე ორი შენნაირი სიფათი მეტისმეტია ერთი სამყაროსთვის. -თუ გინდა რომ ბავშვამდე ჯვრისწერას მოესწრო, ენა გააჩუმე. -წარბები აუზიდა მეგობარს და მერე აიძულა მასთან ერთად წასულიყო თამთასკენ. მღვდელი უკვე ელოდათ ეკლესიაში. პირველი ისინი იწერდნენ ჯვარს. პატარძლისგან განსხვავებით არანაირი მღელვარება არ ეტყობოდა არაბულს. ნინო მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა, რას მოიმოქმედებდა სასიძო. გახევებული იდგა თამთა. რომ მოუახლოვდა, შენიშნა როგორ გაითხაპნა ოთახის კედლები. ერთმანეთს შეეზილა თორღვას ზურგსუკან ყველას და ყველაფრის გამოსახულება. არ იცოდა, რა უნდა ექნა და დაბნეულმა ახედა. ოდნავ გადაიხარა მისკენ არაბული. თითქოს იმ წამს პირველად შენიშნა თამთამ, რომ სულაც არ ჰქონდა მუქი წაბლისფერი თვალები, არამედ მომწვანო ჭაობისფერი. ისევ ისე უყურებდა, როგორც იცოდა ხოლმე, შეურყეველი გამომეტყველებით, რომ ვერასდროს მიხვდები რა უნდა და რას ფიქრობს. ლოყაზე აკოცა მოწყვეტით. კბილებით დაიჭირა იმ წამს სული თამთამ. დაბნეულმა ახედა, როცა მოშორდა და უცვლელი გამომეტყველებით დაუბრუნდა ადგილს პატარძლის გვერდით. მხრებში ისე გაიმართა, თითქოს არწივმა ფრთები გაშალაო. -ნუ კანკალებ, -უთხრა ეკლესიაში შესვლამდე. დაძაბულობისაგან ხმას ვერ იღებდა თამთა. -გცივა? თავი გააქნია მხოლოდ უარის ნიშნად და ფატა ჩამოიფარა. ეზიარნენ ღვინოს ერთი ბარძიმიდან. ერთ სულ და ერთ ხორც. * -შედი სახლში, თუ გინდა. -უთხრა, როცა მოსაღამოვდა და სტუმრები ჯერ კიდევ არ აპირებდნენ აშლას. -ვიქნები. რა უნდა ეკეთებინა სახლში? მის ოთახში ხომ ვერ შევიდოდა მოსასვენებლად. არადა, მთელი სხეული უჩიოდა უკვე დაძაბულობისა და დაღლილობისაგან. კიდევ კარგი, ორ ჭიქაზე მეტი არ დაულევია, თორემ თორღვას სიმთვრალეზე დარდის თავი აღარ ჰქონდა. გამოზომილად საუბრობდა და იღიმოდა თანასოფლელებთან ერთად, ჭიქასაც ოდნავ სწევდა მაგიდიდან და თავის დახრით უხდიდა მადლობას ყველას დალოცვისთვის. თამთასაც გამოხედავდა პერიოდულად, სხვების დასანახად თუ იმის შესამოწმებლად ხომ არ გაიპარაო, ვერ ხვდებოდა პატარძალი. -რძალო, ძაან გამისწორდა შენ რო ხარ ჩემი რძალი და არა სხვა ტიპი. -გვარიანად შეზარხოშებულიყო საბა, მეჯვარე. თვალებს ჭუტავდა მზერა რომ გაესწორებინა. ძალიან სასაცილო იყო და აღიმებდა თამთას. -ისე, ეს რამ შეგაყვარა? -გადაუჩურჩულა მალულად. არ გამოუვიდა, ცხადია. ისეთი მზერით გადმოხედეს ზემოდან, თვალები დამნაშავესავით დაკუსა. -შეხე, როგორ იყურება… არ ვიცოდე რა გული აქვს.. კეთილი, ალალ-მართალი… ცოტა შარიანი კია ისე… -ენას ამოგაძრობ, საბა. ნუ გაუბურღე ტვინი გოგოს, -უკან ამოუდგა საბას მეორე ძმაკაცი თბილისიდან, სულხანი. -სუხო მოვიდა, ხო დაამუღამე რძალო? ეს სულხანია, მე საბა… პროსტა ორბელიანი არ ვართ არცერთი… -სად დავაწვინო ეს? -თორღვას მიმართა სულხანმა, რომ მიხვდა საბასგან ბჟუტურის გარდა სხვა ვერაფერს მოისმენდა. -წამოდი შენც, -ოდნავ უბიძგა წელზე გოგოს არაბულმა, რომ წამომდგარიყო მასთან ერთად. -გაიყინე. -ჩემი მზრუნველიიიი, -გაინაბა საბა შორიდან. დაემშვიდობა სტუმრებს თამთა და ქმართან ერთად შევიდა სახლში. ჯერ საბა დააბინავეს, უფრო სწორად, გამოკეტეს ოთახში, მერე თამთა წაიყვანა საძინებლისკენ. -შედი და დაისვენე, -კართან შედგა თვითონ არაბული, -ესენი არ აიშლებიან ჯერ კიდევ, მე გავალ. -ჩემთან უნდა დაიძინო? -ერთი დღე ამიტანე და ხვალ მივდივართ ისედაც. -წარბები შეყარა და კარი ფრთხილად გაიხურა. ყრუდ ესმოდა თამთას გვერდითა ოთახიდან, როგორ მღეროდა საბა “საყვარელო ჩემო დედის” და როგორ უცაცხანებდა სულხანი, შენთან ერთად ხალხში გამოჩენა არ ღირსო. რა დააძინებდა იმ ოთახში, როცა იცოდა ღამის სიბნელე მის ქმარსაც მოიყვანდა. იცოდა თავისი ხალხის ტრადიციებისა და ხასიათის ამბავი, რამხელა პატივს სცემენ ადათებსა და წეს-ჩვეულებებს, იცოდა თორღვას ხასიათი და პრინციპულობა. ბავშვობიდან რომ არ სცნობოდა, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა, რა ხასიათის ადამინიც იყო - მძიმე ნაბიჯებით, მხრებში გაშლილი და სულ გაქვავებული გამომეტყველებით მოძრაობდა. ხასიათიც ასეთივე ურყევი ჰქონდა. დაძაბულობამ მუცელი აუწვა. თითქოს სუნთქვაც კი დაავიწყდა, როცა ბოლოჯერ გაიჭრიალა ჭიშკარმა და უკანასკნელი სტუმარიც გაუდგა გზას თავისი სახლისკენ. ჭურჭლისა და ხმადაბალი ლაპარაკის ხმა ისმოდა ეზოდან. ჯერ კიდევ საქორწილო კაბა ეცვა. ასე საშინლად არასოდეს უგრძვნია თავი. ჩუმად გაიღო კარი. ფრთხილი ნაბიჯებით შემოვიდა არაბული, აშკარად ეგონა რომ თამთას ეძინა. მერე თითქოს მისი დაძაბულობა იგრძნო, ადგილზე შედგა და დენის ჩამრთველს ხელი აჰკრა. ოთახი განათდა. თითქოს შეუძლებელი გახდა სიმართლეზე თვალის დახუჭვა. ერთ ოთახში იყვნენ, ხელზე საქორწინო ბეჭედი ეკეთათ. ვერცერთი იყო ბედნიერი. თამთას მოკუნტულ ზურგს შეავლო ჩაშავებული თვალები. -რატომ არ გძინავს? -მშვიდად ჰკითხა და ოთახში შეაბიჯა. საწოლთან არ მისულა, გარდერობი გამოაღო. -ვერ დავიძინე. -ძლივს გასაგონად თქვა თამთამ. დაიძაბა. -გამოიცვალე, -დივანზე თავისი მაისური და შორტი დაუდო. -ზუსტად ხუთ წუთში შემოვბრუნდები და აღარ გავალ, იცოდე. ფაცხა-ფუცხით ჩაიცვა თამთამ ორი-სამი ზომით დიდი ტანსაცმელი, კაბას რომ სკამზე ფენდა, სწორედ მაშინ შემოვიდა თორღვაც ოთახში. თვალი მოარიდა თამთამ და ლოგინში შეწვა. ნერვიულობისგან ხელ-ფეხი ეყინებოდა. რადგან ტანსაცმელი მომცა, ესე იგი არაფერს მიპირებსო, დაიმშვიდა თავი. მაგრამ ბოლომდე ვერ იგრძნო შვება მაინც. შუქი ჩააქრო ოთახში თორღვამ. თვითონაც გამოიცვალა. ქამრის გახსნის და ტანსაცმლის შარი-შურის ხმას გამოზომილი და აუღელვებელი ნაბიჯები მოჰყვა მალევე. მერე საწოლი ჩაიზნიქა, აჭრიალდა. ჰაერთან ერთად შემოვარდა საბანქვეშ არაბულის სხეულიდან წამოსული სითბო. ერთი ამოიხვნეშა, გემრიელად რომ მოთავსდა და მშვიდად განაგრძო სუნთქვა. -ნუ ხარ დაძაბული. -ხმადაბლა უთხრა, ნახევრად ჩურჩულით. -არაფერი არ მოხდება. შვებისგან ქვედა ტუჩს ჩააფრინდა თამთა. იცოდა მისი სიტყვის ნდობა შეიძლებოდა. -შენ და ჩემ გარდა ამ ოთახში ვერავინ შემოვა. უკანასკნელი დარდიც შემოაცალა თამთას გულსა და გონებას ამ სიტყვებმა. ეს ღამე მათთან დარჩებოდა მხოლოდ. * მეორე დღე ადრიანად გათენდა ორივესთვის. თბილისში გასამგზავრებლად ბარგი უკვე ჩაგალებული ჰქონდათ. ნაბახუსევზე მყოფი საბა სულ ფორთხიალით მიათრია სულხანმა მანქანამდე. ვერ გაეგო თამთას, სად ეჩქარებოდათ ასე ძალიან, მაგრამ უხაროდა კიდეც აქაურობის დატოვება. არ იცოდა, სადაც მიდიოდა იქ რა ელოდა, მაგრამ ახსოვდა ქმრის დანაპირები “თავისი ოთახი” და იოტისოდენა იმედიც კი გულს უხარებდა. -რა ღვინო გქონდათ ასეთი, -აჯაყჯაყებული გზიდან ტრასაზე რომ გადავიდნენ, მხოლოდ მაშინ გაბედა საბამ ხმის ამოღება. -შენ რომ ვერ იტან დასალევს, დააბრალე ახლა ღვინოს. ნავთი რო დაგელია, მაინც ასე იქნებოდი. -სუხო, ნუ მწყევლი პენსიონერი ცოლივით. არა ვარ კაათ, რძალო. -არც მე, -წამოსდა თამთას, გაღრეჯილმა შეამოწმა თორღვას რეაქცია, თუმცა არაფერი შეუტყია სახეზე გზაზე მობილიზების გარდა. -შენც გამოთვერი? ვაბშე არაფერი მახსოვს… -მე მახსოვს როგორ მღეროდი საყვარელო ჩემო დედის… -თემა გადაიტანა ჭინჭარაულმა. პერიფერიული ხედვით შენიშნა, როგორ აზიდა წარბი ქმარმა. თითქოს უსმენდა. -ხო მაქვს ცეცხლი ვონკალი? ვაი თავი… ქალაქში შევიდნენ თუ არა, მაშინვე გააჩერა არაბულმა მანქანა. ვერ გაიგო თამთამ, რატომ გაჩერდნენ. გაოცებით გახედა ქმარს, უკანა ხედვის სარკით რომ მისჩერებოდა საბას წარბებშეყრილი. მთელი გზა ენა არ გაუჩერებია, სულხანი გათიშა, თამთაც გააბრუა, აი, თორღვა კი გააცეცხლა. -გადადი. -უთხრა მშვიდად. -სად გადავიდე ბიჭო? ზაჰესში რა მინდა… -თვალები დაყაჭა ბიჭმა. -გადადი, თორემ მოგკლავ. რა თქმა უნდა, არ ხუმრობდა. -ფეხით მიხვალ სახლამდე, -მშვიდად უთხრა თორღვამ, საბა ერთიანად გამოიყვანა ნაბახუსევიდან მისმა სიტყვებმა. -მოვკვდე გინდა, თორღვინიო? -გაეკრიჭა მომხიბვლელად, თითქოს ლამაზი ღიმილი გადაარჩენდა. -კი, იქნებ ეგრე მაინც დაიხშო საინფორმაციო ღრუ! გადადი. -ხმას აღარ ამოვიღებ. -დასჯილი ბავშვივით დაკუსა თვალები, მერე თამთას გახედა- უთხარი, რძალო, არ მინდა ზაჰესში ფეხით. ათასი მტაცებელი დაიარება.. ხმას არ ამოვიღებ… -იყოს, რა… -ღიმილი ვერ შეიკავა თამთამ, წამწამები აუფახულა არაბულს. წარბებშეკრული მზერა ახლა მასზე გადმოიტანა, აკვირდებოდა თითქოს სახეზე და რაღაც გაურკვევლის ამოკითხვას ცდილობდა. წარბების ფახულმა იმოქმედა?! -ხმას თუ ამოიღებს, ორივეს ჩამოგსვამთ. მანქანა დაძრა. ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა მხოლოდ. საბა გამოსცემდა ამ ხმას. სულხან-საბა რომ ჩამოსვეს, უხმოდ იმგზავრეს სახლამდე. მოსწონდა მანქანის ფანჯრიდან დანახული სწრაფად მოძრავი თბილისი თამთას. რაღაცის იმედი მიეცა. თითქოს ამხელა ქალაქში მაინც იპოვიდა თავის ადგილს, მიზანს, დანიშნულებას. აქ არავინ იცნობდა თავისი ქმრის და ერთი-ორი ახლობლის გარდა, ახალი ფურცლის გადაშლა წინის დახურვაზე დარდის გარეშე შეეძლო. -მუშაობა მინდა დავიწყო, -ხმამაღლა გააჟღერა თავისი ფიქრები. უფრო წამოსცდა, მაგრამ ადრე თუ გვიან მაინც მოუწევდა ამის თქმა. წარბაწევით გადმოხედა თორღვამ. -რა? -მხრები სუსტად აიჩეჩა თამთამ და სცადა მისი მზერა გაეგო. -არაფერი, -გზას გახედა ისევ. წითელი შუქნიშანი ათ წამს ითვლიდან გაყვითლებამდე. -მერე სწავლა? -კიდევ ერთი წელი გამიცდა, გამოცდებზე არ დავრეგისტრირებულვარ. რამე ხომ უნდა ვაკეთო აქ? -ხარ დარეგისტრირებული, -სასხვათაშორისოდ უთხრა, გამწვანდა შუქნიშანი და მარჯვნივ აიღო საჭე. -არ ვარ. -წარბები შეყარა თამთამ. -ხარ. -მშვიდად გასცა პასუხი ისევ. -შენმა ძმამ დაგარეგისტრირა. -რა? ვაიმე! -სკამზე შეხტა თამთა, გული ისე აუჩქარდა, ლამის ყელში მოაჯდა. -როდისაა? არაფერი რომ არ მახოვს? ახლა უნდა ვიგებდე? ღმერთო… სინუსების თეორემა… -დაწყნარდი, გაქვს დრო. -რამდენი? სკოლის მოსწავლე თამთა დაბრუნდა თითქოს. ის თამთა, ძალიან ბევრი ოცნება და გეგმა რომ ჰქონდა დაწყობილი და ჯერ კიდევ დაუნგრეველი. -ორი კვირა. -ორი კვირა? ორი კვირა რა დროა! * გამოცდების სტრესულ პერიოდში კიდევ კარგი დიდად არ შეუწუხებია არაბულს თავისი არსებობით. მშვიდად იჯდა და მეცადინეობდა, საბა თუ შეუშლიდა ხოლმე ხელს, როცა თორღვასთან ერთად ბრუნდებოდა სამსახურიდან, ან უნივერსიტეტიდან. მაშინაც, როგორც საბა იტყოდა, ბუღასავით უბღვერდა თორღვინიო და ზედმეტად ზრუნავდა ცოლის აკადემიურ მოსწრებაზე. -ვაბშე აღარ მოვალ შენთან, -გაიჯგიმა გაბრაზებული გასასვლელ კართან, თვითონაც კარგად იცოდა, არსად წამსვლელი რომ არ იყო და ორ წუთში რომ გადაუვლიდა ეს მრისხანე გაბუტვა. -რა არი, ვერ გავიგე, ჩემს რძალთან ვერ უნდა ვიგულავო ისე, რო შენ არ ჩამეჩრა? -საბა, ნერვებზე ნუ მეთამაშები, იცოდე. -შენც წამოდი და გაანიავე ეგ დაობებული ხევსურული ტვინი. გათანამედროვდი ცოტა. სულაც არ უნდოდა თამთას არაბულიც რომ წამოსულიყო გასართობად. შეუძლებელი იყო ამ ადამიანის გაღიმება, მისი ხასიათით თამთაზეც მოქმედებდა და დაძაბულობისგან ლარივით დაჭიმული დაიარებოდა ყველგან, სადაც ის მიჰყვებოდა გვერდით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სულხან-საბამ არ იცოდნენ მათი დაძაბული პირადი ურთიერთობის და აკვნის შესახებ. როგორც თორღვამ აუხსნა, ამ ორის ტვინს ერთი ნაოჭი აკლდა ამ ფენომენის გასაგებად და მისაღებად, ამიტომ გადაწყვიტეს ცოლ-ქმარს შორის დარჩენილიყო ეს „საიდუმლო“. შესაბამისად, ხან ხელს გადახვევდა ხოლმე, ხან წელზე მოხვევდა მოულოდნელად და მიუჩვეველ თამთასაც გული ხან ერთ მხარეს უქანდებოდა, ხან - მეორე, ხანაც საერთოდ უვარდებოდა საგულიდან. -შენ ეგრე მიდიხარ? -ცოლი შეათვალიერა ამჯერად. მოკლე და მომდგარი ჯინსის კაბა და თეთრი მაისური ეცვა თამთას. არაფერი განსაკუთრებული ერთი შეხედვით, თუმცა გულის სიღრმეში იცოდა ქმრის რეაქციის დასაცდელად რომ დაამოკლა კაბის სიგრძე. პირდაპირ არაფერს ეუბნებოდა ეს ადამიანი, ამიტომ მიღებული რეაქციებით უწევდა დასკვნების კეთება. გაოცებულმა დაიხედა სხეულზე. -ხო, რა? -მხრები აიჩეჩა უდარდელად. ცხელოდა გარეთ, კომფორტულად ჩაცმა ერჩია. თანაც ეს კაბა მოსწონდა და სოფელში ვერასდროს იცვამდა. -არაფერი, -დივნიდან წამოდგა და თავისი ოთახისკენ წავიდა მძიმე და გაწონასწორებული ნაბიჯებით, -დამელოდეთ. -ეგრე რა! -სიხარულისგან შესძახა საბამ და იმ ადგილას გადაწვა, სადაც თორღვა იჯდა წამის წინ. -სიფათი კი აქვს ვირის, მარა გული აქვს... -არ გამომიყვანო! -ოთახის კედლებსაც გაუჭირდათ სიმკაცრის შეკავება მისი ხმის გაგონებისას. -ჩოჩრის... -ხმადაბლა, შიშნარევი მზერით უთხრა თამთას, რომელმაც ტუჩები დააწვრილა, ხმამაღლა რომ არ გასცინებოდა. აღმაშენებლის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე ენა არ გაუჩერებია საბას. ბევრ სიმართლეს და კიდევ უფრო მეტ ტყუილს ამბობდა ქალაქის ისტორიულ უბნებზე. ხუმრობით, რა თქმა უნდა, ძალიან უნდოდა თამთას გამხიარულება, ბოლოს ხელიდან გამოგლიჯა თორღვას და ისე დაატარებდა ნაბიჯ-ნაბიჯ. -მშია, -მუდარანარევი თვალებით შეხედა არაბულს. პირველად სთხოვდა შველას უსიტყვოდ. -წამო, რძალო, მაგარი ხინკალი.... -რად უნდა ხინკალი! -ხელი უჯიკა სულხანმა და ამჯერად თავად იგდო ხელთ რძალი. მარტო რომ ყოფილიყვნენ, აუცილებლად მოკლავდა არაბულს თავისი გულგრილობის გამო, ამ ორს რომ ჩაუგდო ხახაში და გადასარჩენად თითის განძრევაც არ უნდოდა. განა რამე - ძალიანაც უყვარდა მათთან გართობა, მაგრამ ერთიანად გააბრუეს, სიტყვის თქმას არ აცდიდა საბა. მოკლედ, ჩაიხვია რადიოსავით. -წამო მაგარ კლუბში! თორღვას თვალებში წინააღმდეგობის ნაპერწკალი როგორც კი დაინახა, მაშინვე დასთანხმდა. ნიშნისმოგებით გახედა და საბასთან ერთად ისე ჩაუარა ცხვირწინ, თითქოს საერთოდ არ არსებობდა. -მაგარია ცოლი, ხო? -მხრებზე შემოულაწუნა სულხანმა და მანამ გაშორდა, სანამ თვითონ მოხვდებოდა იმ ორის ნაცვლად. ტვინმა ლამის იფეთქა თამთას თავში, შენობაში როცა შევიდნენ. მუსიკა ისე ხმამაღლა გაისმოდა, თვალები მოხუჭა უნებურად. უპარდონოდ დაადო თეძოზე ხელი ცოლს და ბარისკენ უბიძგა თორღვამ. -ნუ გეშინია, არავინ წაგართმევს ჩემს თავს, -ამოიბურტყუნა თავისთვის თამთამ და ლამის ფრჩხილებით ჩააფრინდა მკლავში, როგორმე რომ მოეშორებინა. წარბებაწევით დახედა ზემოდან, აგრძნობინეს წინააღმდეგობას არც აზრი ჰქონდა და შესაბამისად, ვერც შედეგს გამოიღებდა. თავისუფალ სკამზე ჩამოსვა თავის წინ თორღვამ მუხლებზე ხელებდაწყობილი ისე, რომ ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. -რას დალევ? -ბარზე შემოაწყო ხელები მის გარშემო. ცხვირი აუწვა ზედმეტად ახლოს ყოფნისას თორღვასგან წამოსულმა სურნელმა თამთას. გვერდზე გააბრუნა თავი თვალებში რომ არ ჩაეხედა და იქ რამე ისეთი არ ამოეკითხათ, რისი გამხელაც არ სურდა თვითონ. მხრები აიჩეჩა სუსტად. ვითომ არ იცის აქ რომ პირველადაა და წარმოდგენა არა აქვს, რისი დალევა შეიძლება ასეთ ადგილებში. ნინო გაახსენდა, იმან უთხრა ერთხელ, თურმე ასეთი სასმელი არსებობს, სექსი პლაჟზე ჰქვიაო, სექსის დროს უნდა დალიო პლაჟზეო. ნინოს უბადლო ფანტაზიის უნარი ჰქონდა, სწორედ ამიტომ ხშირად ვერ ენდობოდა ხოლმე მის ნათქვამს თამთა. რამ გაახსენა ახლა ეს უადგილო სისულელე? ლოყები აუწითლდა და გვერდულად გახედა შავ ჯინსსა და მაისურში გამოწყობილს, მოთმინებით რომ ელოდა მის პასუხს. -რასაც შენ, -სუსტად აიჩეჩა მხრები და უკან გადაიწია სკამზე, ოდნავ რომ გაეზარდა დისტანცია. -მე არ ვსვამ, -მერე ბარმენს თვალებით რაღაც ანიშნა და ისევ თამთას დაუბრუნდა. -ხშირად დადიხარ აქ? -არც ისე, -ბარმენს მოჰიტო გამოართვა და თამთას გაუწოდა. -მსუბუქია. ვერ იტანდა ალკოჰოლს, მაგრამ ახლა იხტიბარის გატეხვა მის წინაშე, როცა ასე ახლოს იყო და ასეთი დაკვირვებული თვალებით უყურებდა, ბრძოლის ველიდან გამოქცევასავით ლაჩრულად გამოუვიდოდა. ძალით გაათრია საბამ საცეკვაოდ. სულხანთან ერთად დარჩა ბართან თორღვა. ზურგით ეყრდნობოდა მაგიდას და წამითაც არ აცილებდა თვალს გაწითლებამდე მოცინარს, თითქოს რომ გაეხედა სხვაგან გაქრებოდა. -თქვენს შორის რაღაც ისე ვერაა, ხო? -მაინც გაბედა სუხომ კითხვის დასმა. ოდნავ გადახედა, წამიერად მხოლოდ მეგობარს და ისევ ცოლს მიაწება თვალები. იმ სკამზე ჩამოჯდა, სადაც თამთა დასვა წეღან. -ნუ იჯღანები, -გააგრძელა ისევ სულხანმა, -თუთას წამოსცდა თქვენს ნიშნობაზე, მაინტერესებდა შენ როდემდე გაძლებდი უთქმელად. -მერე ვერ მოითმინე? -ვერა, -გაეცინა და ოდნავ მოეშვა, მისი წყენინება არ უნდოდა, არც წყვილის ურთიერთობაში ჩარევა, მაგრამ ცნობისმოყვარეობასაც ვერაფერს უხერხებდა. -გაგიტყდა თუ რატო არ გვითხარი? მეჯვარეები მაინც არ ვიყოთ, ტო? -რა იყო სათქმელი, სუხო? -აი, არქაული ტრადიციების მონა-მორჩილი რო ხარ, მაგალითად, და მაგის გამო მოიყვანე ეს ლამაზი გოგო ცოლად. რისთვის გაიმეტეთ თავი ორივემ, ვერ ვხვდები რა... -არაა ეგრე მარტივად. -გეთქვა უარი, -სწორედაც რომ მარტივად გადაჭრა სუხომ პრობლემა, -თუ გაშორებას აპირებთ ერთ წელში? არ მოგვეწონა, ვერ შევეგუეთ და ასე შემდეგ... გაყინული მზერა რომ მიიღო პასუხად არაბულისაგან, ღრმად ამოიოხრა და თვითონაც ჩამოჯდა. არც ერთი მიაჩნდა თორღვას გამოსავლად და მეორე -მითუმეტეს. სულხანმა მზაკვრული გამომეტყველებით გახედა ჯერ თამთას და შემდეგ თავის ძმაკაცს, უცვლელი მიმიკებით რომ იდგა უკვე მთელი საღამო და წამითაც არ შეხრია წარბი. უყურებდა როგორ ერთობოდა და იცინოდა. -ჰაიტ შე მაიმუნო! -ისე შეჰყვირა სულხანმა, თითქოს რაღაც ისეთი აღმოაჩინა, რასაც ყველა ჩუმად ეძებდა. ახლა რაღა ჯანდაბა გინდა მზერით გახედა თორღვამ. საერთოდ ვერ ხვდებოდა, როგორ დაუმეგობრდა ამ ორთმანეთზე მეტად შერეკილს, თავიდან ძმის დანაკლისს რომ უვსებდნენ და მერე თავიანთი ადგილებიც რომ დაიმკვიდრეს საკმაოდ მყარად მის ცხოვერებაში. -შენ გიყვარს! -იმდენად დამაჯერებელი და აღტკინებული იყო სულხანის სიტყვები და ტონი, ვერავინ გადაათქმევინებდა თითქოს ამ აზრს. -მარიშკა მაგიტო მოიშორე, ხო? -სუხო, აღარ დალიო რა მეტი, -მკაცრად მოუჭრა და ხელიდან ააცალა ნახევრად გამოცლილი ჭიქა, -და ენა ჩაიგდე. -ვიცოდი! იმენა ვიცოდი! -სულაც არ უსმენდა მეგობარს სუხო. შეჟუჟუნებული და სიყვარულის იშტაზე მოსული უფრო მეტად ჩააფრინდა თავისი მეგობრის ცალმხრივი და ტანჯულა რომანის იდეას. -რაც გინდა, ის იფიქრე. -თამთულამ თუ იცის შენი დათუთქული გულის ამბავი? -მხარზე ჩამოეკიდა მეგობარს, შეჟუჟუნებული და გასულელებული ჰქონდა უკვე სუხოს თვალები. -ენას ამოგაძრობ, უაზრობების ტლიკინი არ გაბედო, -მხარზე გადაიკიდა და გასასვლელისკენ წაათრია, -ჩაჯექი მანქანაში და მოვალ მეც ახლავე. თამთამ ვერაფრით გაიხსენა, როდის იმოქმედა ალკოჰოლმა ასე ძალიან. არ უნდა მოესვა ჩუმად საბას ჭიქიდან ის საშინელი სითხე. ყველაფერი აითქვიფა ერთმანეთში, ეს გამაყრუებელი მუსიკაც ხომ ტვინს უფეთქებდა.. საბა ვიღაც გოგოს ჩამოეკონწიალა და ძლივს გაიკვლია გზა იქამდე, სადაც წესით ქმარი უნდა დახვედროდა. ბარის ცივ ზედაპირს დაადო ლოყა. მთლიანად მოდუნებული ჰქონდა სხეული. წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოახერხა დროულად, წელზე რომ მოჰხვიეს ხელები და ვიღაცამ ლამის მხარზე გადაიკიდა. -ოე, ჩემი ქმარი იცის რას გიზამს? -მუშტი მოიღერა. ვის შეაშინებდა ამით, მაგრამ იქნებ ქმრის ხსენებას მაინც დაეფრთხო ის უზრდელი, ხელებს რომ უფათურებდა. -შენ თუ იცი, შენი ქმარი რას გიზამს? -სახიდან გადაუწია თმა და მხარზე აკიდებული გაიყვანა კარამდე. -უი, შენ ხარ? -გაუღიმა და დაეჭყანა ერთდროულად არაბულს. -რას მიზამს? -როდის დათვერი, მოხიტომ დაგათრო, თამთა? -მანქანამდე სამი ნაბიჯიღა აკლდათ, ადგილზე რომ შედგა და წარბებშეყრილი ჩააშტერდა თვალებში. უფრო ფართოდ გაეღიმა ჭინჭარაულს მის გამომეტყველებასა და ჩამუქებულ თვალებზე. -წვერი გიხდება ასე, -ხელი მოუტყაპუნა ლოყაზე. იმდენად მთვრალიც არ იყო, თავისი და საბას ონავრობა რომ გაემხილა ამ ტირანის წინაშე. -საბამ დაგალევინა? არ გაჭრა თვალების ჟუჟუნმა. ნაწყენმა მობუსხა ტუჩები მისი კომპლიმენტი რომ შეუმჩნეველი ჩაატარეს. -ნწუ, -თავი გააქნია უარის ნიშნად. ლამპიონის ყვითელი განათება აულიცლიცდა აფრიალებულ თმებზე. კისერზე შემოხვია ხელი წონასწორობა რომ დაეცვა. -რას მიყურებ? -წარბები შეყარა თამთამაც, მიბაძა ქმარს. -ჩამსვამ ახლა მაქანაში, თუ ვიდგეთ ასე იმასავით?! -ჩემს ძმაკაცს ცოლმა გაუხურააა, -უკანა ფანჯრიდან გადმოაგდო თავი სულხანმა, განაზბეული ხმით გამოაჯავრა ისედაც გაწამებული თორღვა. ღვედი თავისი ხელით დაუმაგრა, ლამის თეძოებამდე ასული მოკლე კაბაც თავად ჩამოუწია და განრისხებული თვალები შეახვედრა თამთას სიმთვრალისგან გადაბნეტილ ცისფერ ირისებს. შემდეგი დღე კაბის სიგრძის განხილვის გარეშე არ ჩაივლიდა ნამდვილად. სულ არ ადარდებდა თამთას იმ წამს მისი მრისხანება. ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, როცა ხმაურით მიუხურა კარები და მძიმე ნაბიჯებით გაბრუნდა ბარისკენ მესამე ონავრის წამოსაყვანად. -რა ბიჭია, რა ბიჭი... -უკნიდან გადმოყო თავი სულხანმა, ჭუკივით ყანთრავდა კისერს ყოველ ორ წამში. -კაია, რა უჭირს. -მხრები აიჩეჩა თამთამ და მერე საკუთარ ნათქვამზე ხმამაღლა გადაიკსკისა. -ეგრე გეგონოს შენ და, ირეოდნენ მაგაზე ჩვენი კურსის გოგოები, -მძღოლის სავარძლის საზურგეს მიაყრდნო თავი სუხომ. მართალია, მთვრალი იყო და სანახევროდ ბოდავდა, მაგრამ მაინც მიიქცია თამთას ყურადღება. სრულიად ფხიზელი გონებით უსმენდა თვალებმოჭუტული. -მარიშა იყო ერთი... ამასაც მოწონდა მემგონი, მარა დაშორდნენ შარშან ზაფხულს. -შეყვარებული? -ამოიბურტყუნა გულმოსულმა. მოღალატეო, გულში გაიფიქრა თამთამ, თუმცა რას ემართლებოდა ან რაზე ბრაზობდა ვერ მიხვდა. სრულიად ბუნებრივი იქნებოდა ვინმე ქალაქელი, ლამაზი და ჭკვიანი გოგო რომ შეჰყვარებოდა თამთას ნაცვლად, რომელიც ბავშვობიდან აღიზიანებდა და ნერვებს უშლიდა. -ნწ, მთლად მასეც არ ყოფილა... არ უთხრა იმას, თორე კისერს წამაცლის. დიალოგის მეორე ნაწილი საერთოდ აღარ გაუგია ჭინჭარაულს. გაბრაზებული გადაწვა სკამის საზურგეზე და აღარც საბას „ბინდის ფერია სოფელზე“ გაუცინია და არც სუხოს საიდან აქვს ამას ასეთი ჩამკვდარი ფლეილისთი სიმთვრალეშიო. ერთი-ორჯერ კი გადმოხედა იმ ინდივიდმა, ვის გამოც ბრაზით გაბერილიყო. გზას არ აშორებდა თვალს თამთა. სიმთვრალე შემოეცალა თითქოს. იქნებ, ცხოვრება დაუნგრია ამ ადამიანს? მაშინ რატომ უბრაზდებოდა, თუ თავს დამნაშავედ გრძნობდა? კორპუსთან როგორც კი გაჩერდა მანქანა, მაშინვე გადმოვიდა. სცადა, სწორად გადაედგა ნაბიჯები, თორღვას თავი ვალდებულად ორმ არ ჩაეთვალა და ხელი შეეშველებინა. ნახევარი მეტრით უკან მოჰყვებოდა. გრძნობდა თამთა მის მზერას და გამოზომილ ნაბიჯებს, იმასაც გრძნობდა, რომ აკვირდებოდა და რაღაცაზე ფიქრობდა. ხმაურიანად ააბიჯა კიბეებზე და გულზე ხელებგადაჯვარედინებული დაელოდა, როდის გააღებდა კარს. შიგნით შეატარა და გადაკეტა კარები. -სუხომ გაგაბრაზა? -კითხვა დააწია ორი ნაბიჯით წინ წასულს. ფეხის ქუსლებზე მოტრიალდა თამთა და წარბებშეჭმუხნულმა გამოხედა. პატარა ბავშვს ჰგავდა, რომელიც გასართობი პარკიდან ადრე წამოიყვანეს და საყვარელ კარუსელზე არ დასვეს. -არა! -დაუყვირა. კიდეც ინანა საქციელი, უსიამოვნო ქარმა რომ გაიარა მათ შორის და თვალები აუელვარა თორღვას. -აბა, მე გაგაბრაზე? -ხმაზე არ ეტყობოდა უსიამოვნება. ნელა ჩაუარა ცხვირწინ და დივანზე წამოწვა. თავქვეშ ამოიდო ხელები და მოჭუტული თვალებით დააკვირდა ერთ ადგილას გაშეშებულს. -შენ რატო უნდა გაგებრაზებინე? რამე ისეთი გააკეთე, რაც გამაბრაზებდა? თუ გააკეთე, მაშინ კი - შენზე ვარ განრისხებული. თუ არა და, არა. -მიაყარა სხაპასხუპით და დოინჯი შემოირტყა. -მგონი ცუდი სიმთვრალე გაქვს უბრალოდ, -თვალებით ოთახისკენ ანიშნა, -დაისვენე მიდი. -არა! არ დავისვენებ! რა დამასვენებს! ჩემს ქმარს შეყვარებული ჰყავს თურმე! მარიშა! -გაბღენძილმა წარმოთქვა იმ გოგოს სახელი და ხელები ისე გაშალა, თითქოს გრანდიოზული და ძლევამოსილი პიროვნება დაასახელაო იმ წამს, რომელიც შესაბამის ოვაციას იმსახურებდა. -კაი გოგოა?! გამაცანი, ვიმეგობროთ. -სისულელეებს ნუ ლაპარაკობ, -უკმაყოფილოდ წამოჯდა და ისეთი გამომეტყველება მიიღო, აშკარად მიანიშნა, ზღვართან ძალიან ახლოს იყო თამთა და არ უნდა გადაებიჯებინა. -რა იყო? მე ხო ჩამომაშორე ყველა, ვინც მომწონდა? -მე არაფერი გამიკეთებია, თვითონ ჩამოგშორდნენ. -ხო, როგორ არა! დალურჯებული თვალებით და გატეხილი ცხვირებით თავისი ნებით ჩამომშორდნენ! -შენ გამო არც ერთი მიცემია, -ზანტად წამოდგა ფეხზე. ისე მძიმედ მოძრაობდა თორღვა, აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან იყო გადაღლილი და მთვრალი თამთას ლაქლაქი უარესად ქანცავდა. -არც დაუმსახურებლად. -გიყვარდა ის გოგო? არაფერი უპასუხა არაბულმა. ერთ ადგილას იდგა და მზერას არ აშორებდა, თითქოს ელოდა, როდის ეტყოდა ყველაფერს, მერე რომ შებრუნებულიყო და დაეტოვებინა. -რატო არ იღებ ხმას? -ბრაზი ხმის კანკალმა ჩაანაცვლა. საშინლად არ უნდოდა, რომ ეტირა, მაგრამ გრძნობდა სახეში მოწოლილი სისხლი ცრემლებად როგორ გადმოსდიოდა თვალებიდან. -შენი აზრით, სხვა რომ მყვარებოდა, შენ იქნებოდი ახლა ჩემი ცოლი? -ხო მაგრამ არც მე გიყვარვარ, -დაიბნა, ლოყებში იგრძნო მხურვალება საკუთარი ფიქრების და აზრების, კალთიდან გადავარდნილი ძაფივით რომ არეოდა ერთმანეთში, -ანუ სხვა რომ გყვარებოდა, არ მომიყვანდი ცოლად? და რახან სხვა არ გიყვარს, ბარემ მომიყვანე? ან თუ შეგეძლო ამის თავიდან არიდება, რატო არ გააკეთე? -მათ შორის მანძილი მოხაზა თამთამ ხელებით. -საკმარისად მყარი მიზეზი არ მქონდა. -ნაბიჯი გადადგა მისკენ და ხელის გაწვდენაზე მყოფს სწრაფად შეუცურა წელზე ხელი, მეორე ფეხებ ქვეშ ამოსდო და თავისი ოთახისკენ წაიყვანა, -ცუდი სიმთვრალე გაქვს. -შენ კიდე სიფხიზლე! კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას თამთა, თუმცა სიტყვები ტუჩებზევე შეაკვდა, არაბულის თვალებს რომ გადააწყდა. -მაგ კაბის ჩაცმას სულ არაფერი ჩაგეცვა, -უთხრა, როგორც კი საწოლზე დააწვინა და კარისკენ გაბრუნდა. -შემდეგში გავითვალისწინებ! -მიაძახა ერთდროულად გაბრაზებულმა და დარცხვენილმა, ენა გადმოუყო, როგორც კი კარი გაიხურა. თეძოებზე აცურებული კაბის ელვა შეიხსნა და ისე გაიხადა არც კი ამდგარა ფეხზე. საწოლში სწრაფად შეძვრა, ვაიდა უკან არ მომიბრუნდესო, თორემ დღეს იმდენი ეტლიკინა, ბოლო წვეთი იქნებოდა. მთვრალი და დამღლელი დღე ჰქონდა. ბალიშს კი ჩაეხუტა, მაგრამ მაინც ვერაფრით დაიძინა. ძალიან შერცხვებოდა ხვალ დილით საკუთარი საქციელის, მაგრამ სიმთვრალე მშვენიერი საბუთი იქნებოდა თავის გასამართლებლად, თითქოს არაფერი ახსოვდა. * სწავლის დაწყებას პირველკლასელივით ელოდებოდა. არაბულის ლეპტოპთან ისხდნენ ნინო, სულხან-საბა და თამთა და ელოდნენ როდის გამოქვეყნდებოდა ჩარიცხვები. თორღვა განცალკევებით იჯდა, ხან თანამშრომელს ელაპარაკებოდა საქმეზე, ხან ტელეფონში ჩასჩერებოდა რაღაცას და სულ არ აქცევდა სოკოებივით დასკუპებულებს ყურადღებას. -ის რა ვირია, -ხმადაბლა გადაუჩურჩულა ნინომ თამთას, -ვითომ არ აინტერესებს. -გცემ. -წაუსისინა მეგობარს, თუმცა თვითონაც ვერ შეიკავა გულდაწყვეტილი მზერა და წამიერად მოავლო თვალი ტელეფონში ჩაჩერებულს. -დარეფრეშდი, შენი! -ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში შეუჩერებლად აწკაპუნებდა საიტის გადატვირთვის ღილაკზე საბა, -ასე ჩემს ჩარიცხვებზე არ მინერვიულია! -რა განერვიულებს, გათხოვილი კია უკვე... -ჩაიფხუკუნა სუხომ. თამთას მზერის საპასუხოდ ბოდიში მოიხადა თავისი უმგვანო ხუმრობისთვის და ხმას აღარ ამოვიღებო. მერე სამი წუთი კიოდნენ ოთხივე ერთად. გემრიელადაც ჩაკოცნეს დაგვიანებული და აცრემლებული სტუდენტი, ცოტა ხანში რომ თავის ოთახში გაიძურწა და თავის ძმას დაურეკა პირველ რიგში ამბის სახარებლად. -ჰო გიო, -ცრემლები მოადგა თვალებზე, მისი ხმა რომ გაიგონა. ერთი თვეა თვალითაც არ უნახავს. ახლა იგრძნო თითქოს ერთიანად ყველა დღის და საათის მონატრება. -რა იყო, გოგო, კარგად ხარ? რა გატირებს? მოხდა რამე? -კი, -ამოიტირა სუნთქვაშეკრულმა, -ჩავაბარე. -მერე რა გატირებს, გოგო?! ჩემი იურისტკა ვინ არი? -ოფ, რა იურისტკა. -დაიჯღანა. -გილოცავ, მაგრად მიყვარხარ, -დედას დაუძახა მერე გიორგიმ და ღრიალით ახარა დის ამბავი, -რა უნდა გამოხვიდე დიდი გოგო რო გაიზრდები? -ხაკერი, -დასცინა ძმას, ვინც პროგრამირებას სწავლობდა, ყველას ასე ეძახდა. -გაგიჟდება ლელა, რამე გოგოური პროფესია ვერ აირჩიე? მაგალითად, შილაქის კეთება, ან ფარმაცია. -გცემ, -იმხელა სიყვარულით უთხრა, ძალიან სასაცილო იყო დასანახავი იყო იმ წამს. -მადლობა, გიო. -რისთვის მიხდი, გოგო, მადლობას? ძმა ვარ თუ შინაგან საქმეთა მინისტრი? -ოო, მართლა გეუბნები, -საწოლზე ჩამოჯდა თამთა, -შენ რომ არ დაგერეგისტრირებინე, ამ წელსაც დავკარგავდი. -მე არ დამირეგისტრირებიხარ, შენმა ბრილიანტმა ქმარმა დაგარეგისტრირა და ერთი რო გაუღიმო მადლობის ნიშნად, ღმერთი არ დაგსჯის, რო იცოდე! -იმან მითხრა გიორგიმო... -სულ დაიბნა თამთა, კარისკენ გაიხედა მოჭუტული თვალებით. იგრძნო, როგორ აუგორდა რაღაც მწველი შეგრძნება გულ-მკერდის არეში და მთელს სხეულში სითბოდ გაეფანტა. -აზრზე არ ხარ რა! გაკოცე, მიდი ახლა, აღნიშნე. -კაი, ხო. გაკოცეთ ყველას. საწოლზე მიაგდო ტელეფონი და ვარსკვლავივით გადაწვა ხელებგაშლილი. ისე ამოისუნთქა, თითქოს უშველებელი ტვირთი მოშორდა მხრებიდან, რომელსაც ეს წლები გაუაზრებლად ატარებდა. სურვილის და ოცნების ასრულების ბედნიერებასთან ერთად უცნაური შეგრძნებაც უჭამდა გულ-მუცელს, არაბულის უსიტყვო მხარდაჭერით და დახმარებით რომ იყო გამოწვეული. ნინომ შემოგლიჯა კარი და ზურგს უკან მიხურა. -რა მაგარია! -ემოციებს ვერ მალავდა. -გამო დროზე, თორე გამოთვრნენ უკვე ისინი! აღვნიშნოთ. იდაყვებს დაეყრდნო თამთა, ოდნავ აეპრიხა ტუჩის კუთხეები ნინოს სიხარულისგან გადაბადრული სახის დანახვისას. -რატო მიყურებ ეგეთი სიფათით? -წარბები შეყარა წიკლაურმა და მის გვერდით წამოწვა საწოლზე. -იმედია, ამ საწოლზე სექსი არ გაქვთ, არ მინდა გარყვნილი აურა ამეკროს... -რაებს ლაპარაკობ! -წამოწითლდა თამთა, -ცალკე სძინავს. -ჰა, ამოშაქრე, რა გაწუხებს. -მხარი გაკრა ნინომ. ეტყობოდა, სულ არ ჩანდა გაკვირვებული იმ ფაქტით ცალ-ცალკე რომ ეძინათ ცოლ-ქმარს. -თორღვამ დამარეგისტრირა გამოცდებზე, არადა, მითხრა შენმა ძმამ დაგარეგისტრირაო... -მერე? -თითქოს ვერ მიხვდა, რა აწუხებდა მეგობარს, -შენთვის ბევრს ნიშნავს ის, რაც შენს ცხოვრებაში მოხდა ახლა. მიხარია, რომ ისიც ხვდება ამას. არ უნდოდა თავის მოწონება ალბათ და მაგიტო გადააბრალა გიორგის. ისე, შენი ძმა ასი წელი ვერ მოიფიქრებდა მაგას. მალადეც, სიძე! -ხო, რა ვიცი, -მხრები აიჩეჩა თამთამ, რაღაცნაირი შეგრძნება უღრღნიდა გულს. ვერ გაიგო, რატომ იყო ასეთი ტკბილ-მწარე ამ სიმართლის გაგება. -ისე, შენ არ მოგწონს? -თვალები მოჭუტა ნინომ. თამთას შეშფოთებულ გამომეტყველებაზე ღიმილი ძლივს შეიკავა. -რა? -არ მომწონს. იმ სინდისის ქენჯნამ გააოცა თამთამ, ამ სიტყვების წარმოთქმამ რომ გამოიწვია მასში. -რა სულელი ხარ, -ლოყაზე აკოცა, -ალბათ ეშინია შენი. -ეშინია არა ის... -სულელი ხარ რა. წამო, თორე შემოვარდება ის დარტყმული. კარებზე მუშტებს აბრახუნებდა საბა. მასაც სურდა „გოგოშკების დიალოგში“ ჩართვა. შუაღამემდე ფეხი არ მოუცვლიათ მეგობრებს მათი სახლიდან. დალევის მიზეზი მიეცათ და არც უნდოდათ ამ შანსის ხელიდან გაშვება. სანამ არაბული თავის პასუხისმგებლობას ასრულებდა და გონის წასვლამდე გამომტყვრალ სულხან-საბას და ნინოს სახლებში არიგებდა, თამთა შეფიქრიანებული ალაგებდა დასუფთავებულ ჭურჭელს თავის ადგილას. ერთი სული ჰქონდა, სახლში მოსულიყო და ის ერთი კითხვა, თვითონ რომ უღრღნიდა გულს მისთვისაც დაესვა. ფეხები აიკეცა სავარძელზე და გაშტერებული თვალებით მიაჩერდა ტელევიზორის მოციმციმე ეკრანს. კარის ჭრიალის ხმაზე სწრაფად მიაბრუნა იქეთკენ თავი. მის ნაბიჯებს უკვე ხმით ცნობდა. მძიმედ და გამოზომილად მოძრაობდა, თითქოს ამაშიც კი ეტყობოდა ის თავდაჯერება და სიმკაცრე, რომელიც თავად ასე აკლდა თამთას. -არ გძინავს? -ჰკითხა და წარბებშეკრულმა მოავლო თვალი მოწესრიგებულ სახლს. -გიორგის ველაპარაკე, -ოდნავ წამოიწია და მზერა გაუსწორა. -რატომ არ მითხარი, შენ რომ დამარეგისტრირე? -იმიტომ, რომ გიორგიმ დაგარეგისტრირა. და რა მნიშვნელობა აქვს ისედაც? -აქვს. -ჩაიბუტბუტა სათავისოდ, გული ყელში მოაჯდა, შეიძლება მართლა არ უნდა ანიჭებდეს ამხელა მნიშვნელობას. -მე ვუთხარი, დაარეგისტრირე-მეთქი. -მე რატომ არ მითხარი? -წარბები შეყარა. -არ ვიცოდი, რა მოხდებოდა და იმედის მოცემა არ მინდოდა. მორჩა დაკითხვა? -წარბები აზიდა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა თამთას, რომ გაქცევა უნდოდა არაბულს და ცხოვრებაში პირველად თავად ეჭირა სადავეები. -ვერ გავიგე, რა! -დაბნეულმა აიქნია ხელი და ფეხზე წამოხტა, ზანტად გააყოლა მის მოძრაობას თვალი თორღვამ და ტუჩები დააწვრილა, რომ არ გაღიმებოდა თამთას სიფიცხეზე. -რატო არ მომილოცე მაშინ? გულზე ხელები დაიკრიფა და თავზე წამოადგა სავარძელზე გადაწოლილს. რეალურად ალბათ ეს ადარდებდა ყველაზე მეტად იმ წამს თამთას - რომ არ იმჩნევნდენ მისი თვალები, მთელი დღე ტელეფონიდან თავი რომ არ აუწევია და ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი ხდებოდა განსაკუთრებული. ოდნავ წამოიწია მისკენ. უცნაური ღიმილი გადაკვროდა ტუჩებზე და წამიერად მოეჩვენა თამთას, რომ რაღაც ისეთი ჰქონდა განზრახული, რისიც უნდა შეშინებოდა. უკან უნდოდა დახევა ერთი ნაბიჯით, მაგრამ ჟურნალების მაგიდას გამოედო და თორღვას სისხარტე რომ არ გამოეჩინა, ახლა იატაკზე იქნებოდა გაწვენილი, მისი კალთის მაგივრად. ორივე ხელით იჭერდა ხაფანგში გაბმული ჩიტივით გულაფართხალებულს. ასე ახლოს მასთან მაშინაც არ ყოფილა, ერთად რომ ეძინათ. ყველა შეგრძნება ერთიანად შემოეხვია თამთას გონებასა და სხეულზე, ფეხებქვეშ გრძნობდა მის კალთას, წელსა და ხელებზე მის მკლავებს და ახლოდან დანახული თითქოს არც ისეთი შეუვალი და ქვის ლოდი მოეჩვენა, როგორც შორიდან ხედავს ხოლმე. მუხლებიდან ძალა გამოეცალა თითქოს და იგრძნო, როგორ აუწვა მუცელი რაღაც აუხსნელმა შეგრძნებებმა. -გილოცავ, -მშვიდი ღიმილით გადაიხარა მისკენ თორღვა და გაშეშებულს ნელა აკოცა ლოყაზე. ან კოცნა გაგრძელდა დიდხანს, ან თამთამ ვერ მოიშორა მისი ტუჩებისა და კანის შეგრძნება სახიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეგონა მისი გულის ყოველი აფეთქება გაიგონა თორღვამ და ამიტომაც იყო ასეთი კმაყოფილი. -გამიშვი, -გაიფართხალა საწყლად, მთლიანად აწითლებულიყო სახეზე და მთვრალივით ესხმოდა თავბრუ. -ახლა მოლოცილი არ მინდა! -სხვებსაც გინდოდა ენახათ როგორ წითლდები როცა გკოცნი-ხოლმე?! ისეთი მშვიდი იყო, ისეთი აუღელვებელი და მწარე ერთდროულად, ხელები მოექავა თამთას. მთლიანად პარალიზებული რომ არ ყოფილიყო, სიამოვნებით შემოულაწუნებდა და გულს მოიოხებდა გამწარებისთვის. ვერაფერს აკეთებდა, თორღვაც იჯდა და ჯალათივით ტკბებოდა მისი ტანჯვა-წამების ყურებით. -ჯერ ეს ერთი, არ მკოცნი ხოლმე! მერე მეორე, საერთოდ არ ვწითლდები! -უარესად ახვანცალდა, თითქოს სულ დაავიწყდა, სად იჯდა და როგორ ფორმაში. -ვინ გგონია შენი თავი? -კაბის და ენის სიგრძეს შორის უკუპროპორციული დამოკიდებულება შენც შენიშნე? -თეძოდან მოშიშვლებულ ბარძაყზე რომ გადაასრიალა ხელი სული მოეხუთა თამთას. გაოცებისგან დაქაჩა თვალები. -რამე არ მოგწონს? -ფეხი აიქნია, როგორმე რომ მოეშორებინა მისი ხელები და მასთან ერთად მოსული წვის და დახუთულობის შეგრძნება. არაფერი გამოუვიდა. შორტის ბოლოებზე წაეთამაშა ცერით თორღვა. -ყველაფერი მომწონს. -ოდნავ მოჭუტა თვალები, თითქოს თამთას რეაქციას აკვირდებოდა და თავისკენ მისწია. -მაგრამ სახლში. -რაო? -წარბები შეყარა თამთამ, -რასაც მინდა, იმას ჩავიცმევ და ვილაპარაკებ, შენ რატომ უნდა გკითხო? თითზე წამოცმული ბეჭედი აუფრიალა თვალწინ თორღვამ და ნიშნისმოგებით გაუღიმა. ზედმეტად დაბინდული იყო მაშინ თამთას გონება იმის გასააზრებლად, რომ მიმხვდარიყო ნერვებზე ეთამაშებოდნენ. -შენი საქმე არ არის! -გაბრაზებული წამოხტა მისი კალთიდან და კალიასავით გადახტა რაც შეიძლება შორს. -მე მომწონს და ჩავიცმევ. წარბებაწკიპული და ღიმილიანი მზერა გააყოლა თორღვამ თავისი საძინებლისკენ შეუპოვრად გაქცეულს. * -რძალო! -კარი საბამ შემოგლიჯა, ამჯერად მარტო იყო, ტყუპისცალის გარეშე. -საჩუქარი მოგიყვანეეე! წაიღიღინა, სანამ მისაღებ ოთახამდე მიაღწევდა. ცოლ-ქმრის ომის შემდეგ კაბისა და ენის სიგრძეზე დიდი ხანი არ იყო გასული. თამთა არ ელაპარაკებოდა, ასე გამოხატავდა თავის პროტესტს, რა თქმა უნდა, შორტების და მოკლე კაბების თანხლებით. თორღვა კიდევ უსიტყვოდ ტკბებოდა თავისი სასჯელით და გვერდულად გააყოლებდა ხოლმე თვალს ცხვირწინ მილიონჯერ რომ ჩაუვლიდა თამთა გასაღიზიანებლად. -ნახე! -თასივით შემართა ჰაერში გაკნაჭული კნუტი და გაღრეჯილი დაელოდა ცოლ-ქმრის ოვაციებს. -ხო საყვარელია? სანამ ბავშვზე გადახვალთ ამის მოვლაზე ივარჯიშეთ. -ფისო, -შეწუხებული სახით გამოართვა საბას ხელში გატანჯული ცხოველი თამთამ და ვარდისფერ ცხვირზე მოეფერა, -მოდი ჩემთან. რა საყვარელია... -აცრილია? -წარბებშეკრულმა გახედა საბას არაბულმა, ცალი თვალი ცოლისა და კნუტისკენ ეჭირა. -დავიტოვოთ რა, -თვალებით შეეხვეწა თორღვას, საერთოდ გადაავიწყდა გაბრაზებული რომ იყო მასზე. მზერა უცნაური გაუხდა, რაღაცის სათქმელად დააწვრილა ტუჩები და თავი დაუკრა მერე მხოლოდ. -იეს, -ერთხმად შესძახეს საბამ და თამთამ. -რა დავარქვათ? -მიმი, ან რამე საყვარლობა, -კალთაში ჩაისვა თამთამ და ქუნქულა ბეწვზე მოეფერა. -რა მიმი, ტო! ნახალოვკელი კნუტია, მიმი არა დეზდემონა.... მახო დავარქვათ, ბიჭია თან. -მახო? არ მინდა მახო... რა კატის სახელი ეგ არის.. -მიმი ხო რას ამბობ! -ხელები გაშალა საბამ, -შეხე, გოგო, იმენა მახოა! -კაი, ხო, ჯანდაბას შენი თავი. მართლა მახოა, -ჰაერში აწია თამთამ კნუტი და არაბულს დაანახვა, რომ დასთანხმებოდა. მანაც ერთხელ გადაატრიალა თვალები, თავი გააქნია და ისე ამოიხრა, არ უთქვამს, მაგრამ აშკარად იგულისხმა, ჩემი ცოლიც თავის რელსებზე გადაიყვანა იმ არანორმალურმაო. ასე გასამდა არაბულების ოჯახი. * შატილიდან ჩამოვიდნენ ლაშა და დეკა ისევ. ქორწილის მერე დიდი ხანია აღარ უნახავს არცერთი. თამთას გატაცებას რომ ცდილობდნენ, იმათზე არაფერი გაურკვევიათ ჯერ კიდევ. -მაგიტომაც წამოგიყვანა აქეთ, -სამზარეულოში გავიდნენ რძლები. დეკას სილამაზე და სიძლიერე ყოველთვის ხიბლავდა თამთას. თეთრი შურიც კი ჰქონდა ალბათ მის მიმართ, სანამ კარგად გაიცნობდა.. მერე მიხვდა, ბედი ერთნაირად უმოწყალოა ქალაქელისთვისაც და სოფლელისთვისაც, რომ რთული ხვედრი მარტო მას არ არგუნა განგებამ. -რა მნიშვნელობა აქვს, სად ვიქნები? თანაც გამოცდები მქონდა. -ხო, ეგეც, მაგრამ აქ უფრო დაცულად იქნები. ქალაქში ვერ მოგეკარებიან ისე მარტივად, როგორც იქ. -ჩემგან რა უნდოდათ, მაინც ვერ ვხვდები.. -შენგან არაფერი, -თვალი ჩაუკრა დეკამ, -ლაშას და თორღვას ვერ იტანენ და ცდილობენ ყველა გაამწარონ მის ირგვლივ. ხო არ გაბრაზებს? პასუხად თვალები გადაატრიალა მხოლოდ თამთამ და ოთახში შემოცუნცულებული მახო სკამზე შემოსვა. -არ მელაპარაკება, ან როცა რამეს მეუბნება, მამწარებს. მოკლე კაბები არ ჩაიცვაო, გამომიცხადა. -ეგრე გითხრა? -წარბები აზიდა დეკამ, კარისკენ მიიხედა, არ გაიგონონ ჩვენი ლაპარაკიო. მერე შეთქმულივით გადაიხარა თამთასკენ, -ჩემი აზრით, გამოგცადა დაემორჩილებოდი თუ არა. -კი, აბა რა. -ჩაიფრუტუნა თამთამ, თუმცა იყო დეკას სიტყვებში სიმართლის საკმაოდ კაშკაშა მარცვალი, რომლის დაჯერებაც არ უნდოდა. გვარიანად გადასულიყო შუაღამე, თორღვაც რომ შევიდა ოთახში დასაძინებლად. გვიანობამდე განიხილავდნენ ის და ლაშა რაღაც ჩემპიონატის პროგნოზებს. მგზავრობისგან დაღლილ დეკასაც ადრიანად ჩაეძინა თამთას საწოლში. ლამის საკუთარი თავი გამოიტირა, არაბულის საწოლი რომ დაინახა, მაგრამ რას გააწყობდა. არ ეძინა თამთას, ოთახში მისი სუნის შემოვარდნა რომ იგრძნო. ჩუმად მოძრაობდა, თუმცა ბადრი მთვარის შუქზე ისედაც ყველაფერს მშვენივრად ამჩნევდა. თითქოს ზედ მიეწება თვალები, როცა აუჩქარებლად გადაიძრო მაისური მისმა ქმარმა და ვერცხლისფრად აუელვარდა ზურგი და გაშლილი მხრები. მაგრად მომუშტა ხელები, ფრჩხილებიც კი იგრძნო ხელის გულებში როგორ ჩაერჭო ალესილი დანებივით, თუმცა მაინც ვერაფრით მოერია ქურდულ თვალთვალს. აწკრიალდა ქამრის გასახსნელიც და ელვა შესაკრავის ხმაზე ლამის ფილტვების დახეთქვამდე შეეკრა სუნთქვა. შარვალიც მაისურთან ერთად რომ გადაკიდა სკამზე თორღვამ, ისეთივე აუღელვებელი და გამოზომილი ნაბიჯებით დაიძრა საწოლისკენ, როგორც ოთახში შემოსვლისას. მისი ნაბიჯების ხმას ჰყვებოდა თამთას გულის ცემაც, პირგამომშრალმა ჩუმად აათვალირა თავიდან ბოლომდე და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს კბილებალესილ მტაცებელთან უნდა დაეძინა იმ ღამით. სასწრაფოდ დახუჭა თვალები, როგორმე რომ არ გამოეჭირათ თავის ტუტუც საქციელში თამთა. მათრობელა სითხესავით ჩაეღვარა გონებასა და გულში წეღანდელი სანახაობა და ცეცხლად წაეკიდა სხეულზე. საწოლი ჩაიზნიქა და უფრო გამძაფრდა ოთახში გაფრქვეული სურნელი, მხოლოდ მის ქმარს რომ ასდიოდა, ისეთი. თითქოს სუნამო გაუტყდათ თამთას ბალიშის პირთან. მაგრად დააჭირა ყბები ერთმანეთს, როგორმე თორღვასგან წამოსულ სითბოს რომ არ შეესრუტა. -შემდეგში შუქს ავანთებ, რამე რომ არ გამოგრჩეს. -ღიმილი და ნიშნისმოგება აჟღერდნენ მის ხმაში. უარესად დაიძაბა თამთა, მაგრამ ისევ მკვდარი თევზივით ამჯობინა გაუნძრევლად ყოფნა. ისიც კი დაავიწყდა, რომ ესუნთქა. -ისუნთქე.... -ისევ აუღელვებლად აგრძელებდა მის წამებას არაბული. ყველაფერს კარგად ხვდებოდა, უბრალოდ, აინტერსებდა როდემდე გაგრძელდებოდა სანახაობა. “გაუძელი, თამთა, გაუძელი” გულში ამხნევებდა საკუთარ თავს კუთხეში მომწყვდეული. ხომ თავისი ნებით გაება მახეში, რას მისჩერებოდა?! ისევ აწრიალდა თორღვა, ნელა გადმოტრიალდა მისკენ. კისერთან რომ იგრძნო მისი სუნთქვა და მის ჰაერს გამოყოლილი ცხელი თითების შეხება მოშიშვლებულ წელზე, დენდარტყმულივით შეხტა საწოლში. -რა გინდა? -ცუდი მსახიობი ხარ, -წამიერად გააკავა საწოლში აფართხალებული და თვალებში ჩააჩერდა. აწითლებული ლოყები, აჩქარებული ღრმა სუნთქვა და სხეულზე დაყრილი ჟრუანტელი ამხელდნენ თამთას ყველა საიდუმლოს. ზღვის მორევივით მოძრავი, ტლანქი და ჩამთრევი იყო თორღვას მზერა, ტუჩების სიახლოვე და სუნთქვა… -შენ კიდევ ცუდი მოდელი! -უკან დახევას აზრი აღარ ჰქონდა. იქნებ შეტევით მაინც დაეძვრინა თამთას თავი. -დარწმუნებული ხარ? -ხელები ოდნავ შეუშვა თორღვამ, იმდენადაც არ ენდობოდა ბოლომდე გაეთავისუფლებინა. ოდნავ ქვემოთ დასწია თავისი სხეული და ქვემოდან ახედა ბრაზმორეულს, დარცხვენილს და მაინც ყველაზე ლამაზ თავის ცოლს. -კი, -სუსტად დასცდა თამთას. ზედმეტად ახლოს იყო მის გულ-მკერდთან, ზედმეტად შიშველი იყო და ზედმეტად მიმზიდველი მისგან თავის დაძვრენა რომ მოეხერხებინა. ზანტი ჩაღიმებით მოაშორა ამღვრეული თვალები ცოლს და ძლიერად აძგერებულ გულ-მკერდის ძვალს გაუსწორა მზერა. მერე ისევ თამთას ახედა. -ეს სხვა რამეს რომ მეუბნება… ნელა მიადო ტუჩები ლავიწებს ოდნავ ქვემოთ. როცა იგრძნო, რომ მოდუნდა თამთას სხეული და წინააღმდეგობის გაწევის ყველა უნარი ერთი კოცნით წაართვა, თავს დააძალა მოშორებოდა. -ახლა დაიძინე… -ისედაც ვიძინებდი! თვალებდაქაჩული იწვა ათი წუთის განმავლობაში. გაბრაზებამ და სირცხვილმა გადაუარა, როგორც კი უსაფრთხო დისტანცია აღდგა მათ შორის. -აქ მხოლოდ გამოცდებისთვის ჩამოვედით? -ჰკითხა ბოლოს. დეკასთან ლაპარაკის შემდეგ მოსვენებას აღარ აძლევდნენ დაუსრულებელი შეკითხვები. მათზე პასუხი მხოლოდ თორღვას ჰქონდა, თორღვას კი ისეთი ხასიათი, ბოლომდე არ ჰქონდა თამთას ყველაფრის გაგების იმედი. -ჩემი სამსახურის გამოც. -ვინ იყო ის ხალხი? იმ ღამით რომ მოვიდნენ... წამიერი სიჩუმე ჩამოწვა. გასუსული ელოდა თამთა პასუხს. -ლაშასთან ჰქონდათ საქმე, შენ არაფერ შუაში ხარ. -მაშინ ჩემთან არ მოვიდოდნენ, -თავიდან წაეკიდა ცეცხლი თამთას, ამჯერად ბრაზისგან, -ეგ ღამე რომ არ ყოფილიყო, არც აქ ვიქნებოდი ახლა... -ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევდა აქ, ჩემთან... -ხო, როცა შენ მოისურვებდი და ქალაქელებთან გულაობას მორჩებოდი. არც ის გინდოდა, შენი იძულებით დანიშნული საცოლე თვალწინ აეწაპნათ, რამხელა მსხვერპლი გაიღე.... -თამთა... -გაფრთხილებასავით გაისმა მისი ხმა. -რა? -თავი წამოყო ბოლიშიდან, კარგად რომ დაენახა მისი სახე. ბაცად ანათებდა თორღვას თვალბდახუჭულ და წარბებშეყრილ პროფილს გაღიმებული მთვარე, -ასე არ არის? შენ არ გამძიმებს წართმეული თავისუფლება? -არა, -უპასუხა თვალებდახუჭულმა, -არ მგონია, რომ შენ თავისუფლებას მართმევ. -არ მჯერა! -ვიცი. -გაგშორდები. ცოტა დრო რომ გავა, ვიტყვი, რომ შვილი არ გვყავს და გაგშორდები. ვერავინ ვერაფერს იტყვის! სხვას გავყვები, ვისაც მინდა იმას! -ადრე თუ გულწრფლად ეტყოდა, ახლა მხოლოდ გასაბრაზებლად არახუნებდა ამ სიტყვებს. გრძნობდა, რომ რაღაცას უმალავდა და ვერაფრით გამოტეხა. იმასაც გრძნობდა, რომ ასეთი თავისუფალი თვითონ არასდროს ყოფილა და იმის გააზრებამ, რომ არც თავად უზღუდავდა თორღვას თავისუფლად ცხოვრების უფლებას, ოდნავ შეუმსუბუქა დანაშაულის გრძნობა. -კარგი, -მისკენ გადმოტრიალდა ერთიანად შეფხიზლებული არაბული, -ჯერ ვცადოთ, თუ არ გვეყოლება შვილი, მერე გამშორდი. გაწყობს? -არა! არ შემეხები. -შენი სურვილის საწინააღმდეგოდ არა, რა თქმა უნდა. -ხოდა, მე ისედაც არ მომინდება. -მაგიტომ მითვალთვალებდი? რომ დარწმუნებულიყავი არ გინდოდა ჩემი შეხება? -ოდნავ მიუახლოვა სახე თვალებმოჭუტულმა. -დიახ, და დავრწმუნდი კიდეც! -ჩემგან თუ რამის გაგება გინდა, ჩხუბის გარეშეც შეგიძლია იკითხო. -თუ მოგინდა მიპასუხებ, არა?! -თამთა! -ამჯერად მართლა გააფრთხილა და მუცელზე გადაადო მკლავი, ახლოს რომ მოეწია. თავად უყურებდა ზემოდან ამჯერად. -რა გაინტერესებს... -აქ იმიტომ წამოვედით უფრო დაცულად რომ ვიყო? -შენ ყველგან დაცული ხარ, თამთა. -და შენ? -მისკენ მიატრიალა ოდნავ თავი, -შენ ხარ ყველგან დაცული? -საიდან მოიტანე? -ისე… -სუსტად აიჩეჩა მხრები, -არ ვიცი… არ ჰგავდა ის ხალხი შენი ძმის მტრებს. ლაშას არ გამოეპარებოდა ასეთი… იქნებ სულაც ჩვენ გვერჩოდნენ და თქვენ არაფერ შუაში ხართ. ბაბუაჩემის ამბავი არ იცი?! -ჩემს ცოლობას თავიდან მაინც ვერ აიცილებდი ვერც ერთ შემთხვევაში… -ლამის დამავიწყდა, -ჩაიბურტყუნა თამთამ, -მომაშორე ეს ხელი... -დაიძინე, -თავისკენ მისწია გაშეშებული ცოლი, ოდნავ გადაუწია კისერთან თმა და უკეთესად მოთავსდა. -ერთი სული მაქვს, როდის... აფართხალებულს თეძოზე მოუჭირა ოდნავ ხელი, რომ გაჩუმებულიყო და მორიგი სისულელე არ ეთქვა. გამარჯვებულს ჩაეღიმა და ოდნავ შეეხო საძილე არტერიასთან ტუჩებით, ისევ რომ მოუდუნდა თამთას სხეული და ვეღარაფერი თქვა. -კარგი გოგო ხარ... შემდეგში ჩემ გასაბრაზებლად რამე ისეთი მოიფიქრე, რაც მართლა არსებობს შენი მეორე ქმრისგან განსხვავებით, კარგი?! კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თამთამ, სუროსავით შემოხვეული და ნერვებზე მოთამაშე ქმრისგან რომ გათავისუფლებულიყო, მაგრამ მეორე ხელიც რომ იგრძნო, ამჯერად პერანგის ქვეშ და შიშველ წელზე, საბოლოოდ გაჩერდა იმის შიშით, უარესი ქარტეხილი არ დასტყდომოდა თავს. * დილაუთენია გამოეღვიძა. ცაზე ჯერ კიდევ იცრიცებოდნენ შუაღამის ნარჩენები და ნელ-ნელა ქრებოდნენ ქალაქის ღამენათევ სიმშვიდესთან ერთად. სექტემბერმა ნაადრევად მოიტანა სიგრილე და შეყვითლებული ფოთლების ფეხის ხმა. ოდნავ არხევდა გამჭვირვალე ფარდას განთიადის ნიავი. ალბათ, შესცივდებოდა კიდეც თხელ ზეწართან ერთად თორღვაც რომ არ ჰყოლოდა მთელი ტანით გადაფარებული. პირველი შემთხვევა იყო, როცა გამოეღვიძა და ისევ იქ იწვა, სადაც ძილის წინ. ორივე ხელით ეჭირა თორღვას და თავი გულ-მკერდზე ჩამოედო. სუნთქვისას ფარდასავით ურხევდა პერანგის გულისპირს. ფრთხილად და ამავდროულად გაუაზრებლად შეუცურა თმაში გრძელი თითები თამთამ, შუბლიდან გადაუწია უკეთ რომ დაენახა სიფხიზლისა და განუყრელი სიმკაცრისგან დასვენებული სახე. ის ღამე რომ არა, ახლა აქ არ იქნებოდა. მასთან. მახოს კნავილის გაგონებისას ჩაეღიმა და ცალი ხელით ამოსვა კნუტი საწოლზე. ისიც ზანტად შეაბობღდა ზურგზე არაბულს პატარა თათებით და კისერთან ჩამოუჯდა. -მიდი, მახო, გააღვიძე, -წააქეზა კნუტი, -თორემ ისე არ მიშვებს... მახომაც შეთქმულივით აუსრულა თხოვნა, თათების ლოკვას რომ მორჩა თმებზე შეაბობღდა თორღვას, შემდეგ თამთასთან გადახტა და ცხვირზე კუდი მოუცაცუნა... -ყოჩაღ, მახო... -კმაყოფილი მოეფერა კნუტს, როცა ოდნავ შეირხა არაბული და შემდეგ ზურგზე გადაწვა. ეს შიშველი ძილი რა წესიაო, გულში გააპროტესტა თამთამ, თუმცა მაინც გაუბედავად მოათვალიერა ქმრის სხეული. გათავისუფლებული სწრაფად წამოვარდა ფეხზე, როცა თვალების გახელა დაიწყო თორღვამ. -ადრეა ჯერ, -ძილისგან უფრო დამძიმებოდა ხმა, კნუტი ერთი ხელის მოსმით დაისვა გულზე და ვარდისფერ ცხვირზე მოეფერა. -უნდა მოვემზადო, არ მინდა პირველ დღეს დაგვიანება... -წაიყვანე ესეც, -მახოსკენ ანიშნა თვალებით, -და ერთ საათში გამაღვიძე. -პალმის რტოც ხომ არ დაგინიავო? -ხელიდან გამოართვა კნუტი და გულზე მიიხუტა. თვალებდახუჭულმა აუწია ცალი წარბი და ამჯერად ბალიშს გამოუნახა თავისი დანიშნულება თამთას ნაცვლად. -გიხდება ჩემი სახე მკერდზე, -ამოიდუდღუნა ბალიშიდან. თავისი აწითლებული გულ-მკერდის შემჩნევისას სახეც ჭარხლისფერი გაუხდა თამთას. ბურტყუნით დატოვა საძინებელი მახოსთან ერთად და სამზარეულოში გავიდა. მამლის ყივილმა არა, მაგრამ საბას გამოცხადებამ ნამდვილად გამოაფხიზლა მთელი ოჯახი იმ დილით. სულხანი აშკარად ძალით წამოთრეულს ჰგავდა, ნახევრად ეძინა და საბას მოსაკლავად ნებისმიერ ხერხს მიმართავდა, თავი რომ ჰქონოდა. -გაიღვიძა ბუნებააამ, და გამოჩნდა საბუნიიი, იმ ნაპირთან “სუბარუ“ დგაას... -ამას ვინმემ ავოკადოს ტოსტი ჩატენეთ პირში, იქნებ ჩაიგდოს ენა, -სამზარეულოს სკამზე დაენარცხა სულხანი და თავი ცივ მაგიდას დაადო. -ავოკადოს ტოსტი შენკენ მოიკითხე, გოიმო ვაკელო, ნახალოვკაში ყიყლიყოს ვჭამთ. აბა, რძალო, მზად ხარ უნივერსიტეტისთვის? -ჯერ არა, -ხალათში და ფუმფულა ფლოსტებში გამოწყობილ თავს დახედა თამთამ და ცხელი ყავით სავსე ჭიქა სულხანს დაუდო. -რძალი კი არა, წმინდანი ხარ! -მადლიერებით სავსე თვალებით ამოხედა რძალს, -შენი ქმარი სადაა? -აქ ვარ, -შორტსა და მაისურში გამოწყობილი ამოუდგა ცოლს ზურგს უკან და წელზე ხელის მოხვევით აიკრა სხეულზე, -რატო გაუღე ამათ? -აბა გარეთ ხომ არ დავტოვებდი? -ღიმილიანი სახით ჩაარჭო ფრჩხილები მკლავში, როგორმე რომ მოეშორებინა. -რძალო, კარი უცნობებს არ უნდა გაუღო, -დაარიგა საბამ. -და კიდევ თქვენნაირ პარაზიტებს. -ყავა ხელიდან გამოართვა თამთას და თვითონ მოსვა, -მიდი, ჩაიცვი. ზედმეტად ხომ არ გაუტკბა თამთასთვის ხელების ფათური? ეს რა საქციელია! ლამის მდუღარე ყავა გადასცდა.... გაცხარებულმა გადაიცვა ტანზე მომდგარი შავი კაბა და ნახევრადგამჭვირვალე მოსაცმელი. ფეხზე კედებიც და მორჩა, მზად არის. სარკეში რომ ჩაიხედა, მიხვდა, ბევრად პატარა წარმოედგინა საკუთარი თავი უნივერსიტეტის პირველ დღეს, მაგრამ მთავარია, მეტად არ დააგვიანდა... მთავარია, აისრულა... გაბედული ნაბიჯებით დაბრუნდა სამზარეულოში და ნახევრად გამოცლილი ყავის ჭიქა ხელიდან ააცალა ქმარს. ჯიქურ გაუსწორა თვალი, თამთას ჩაცმულობა რომ ნელა და დაწვრილებით დაასკანერა ამღვრული თვალებით. -მახო, სად არის რძალო? -დივანზეა, გორავს. -ზანტად მოარიდა თვალი ქმარს და თავით ანიშნა მისაღებისკენ საბას. -მახო ვინღაა? -ჩვენი კნუტია, საბამ მაჩუქა. -რომელი კნუტი? მაშინ რო იპოვე ქუჩაში? ერთდროულად გახედეს ცოლ-ქმარმა ადგილზე მიყინულ და გაღრეჯილ საბას. -აბა, აცრილიაო? -წარბები აზიდა არაბულმა. -და მახო რატო დაარქვით, გოგოა... -დიაგნოზი დასვა სუხომ, როცა კარგად შეათვალიერა საბას კალთიდან მისაზე გადაბობღებული კნუტი. -აბა, ბიჭიაო? -მაპატიე, რძალო, მართლა ბიჭი მეგონა... -მადლობა თქვი, თამთას არაფერი მოუვიდა, მაგასთან სძინავს რაც მოათრიე. აცერი და მერე მოიყვანე. -რა ამისი ბრალია, შენს ცოლს თუ კატასთან ძილი ურჩევნია? -გულზე მიიხუტა მახო საბამ, -აშკარად პოზიციების გამყარება გჭირდება, ძმაო. მახომ გაჯობა? -კარით გახვალ თუ გადაგიშვა მოკლე გზით? -წარბები შეყარა თორღვამ, -რაც გითხარი გააკეთე. -კაი, ხო... -ბუზღუნით წამოდგა საბა და გასასვლელისკენ გავიდა, -წამო, სუხო, შენ გაგიხმა ეგ ენა... რა გატლიკინებდა? -საბა! -ადგილზე შეხტა თამთა ქმრის ხმის გაგონებისას. -მივდივართ, ხო... ველური. -სწრაფად გახტა საბა კარიდან და კიბეებზე ჩაფრინდა. -ისინი წავიდნენ? -ძმა და რძალი მოიკითხა არაბულმა და თავისი ოთახისკენ წავიდა. -კი, რომ გავიღვიძე უკვე წასულები დამხვდნენ. მალე მოიყვანენ მახოს? -მოწყენილი ჩამოჯდა სავარძელში თამთა. უხმოდ ჩახტა მანქანაში. არ შეიმჩნია მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა შესამჩნევად რომ დაუმოკლდა, არც თორღვას წარბაწეული თვალის შევლება გამორჩენია. უდარდელად გადაიკრა ღვედი და თავი მიუშვირა ფანჯრიდან შემოვარდნილ სიგრილეს, თმა რომ ჰაერში აუფრიალა. ნერვიულობისგან მუცელი ასტკივდა. მანქანა რომ დაძრა არაბულმა, ტელეფონი აუწკრიალდა წამიერად. სულხანი იყო, საბას ფოტოს უგზავნიდა. ვეტერინართან უშველებელა რიგში იდგა შეწუხებული სახით და კნუტი თუთიყუშივით შემოესვა მხარზე. ყურებამდე გაეღიმა. პერიფერიული ხედვის არით შენიშნა, როგორ გადმოხედა თორღვამ და ისევ გზას მიუბრუნდა. მეორე შეტყობინებაც მოუვიდა მალე. „დააფსა“. ხმამაღალი სიცილი ვეღარ შეიკავა ამჯერად და თავადაც დაუბრუნა პასუხი: „ნაჭამია, გაითვალისწინეთ“ -მომწერე და გამოგივლი, -უთხრა, როცა მანქანა უნივერსიტეტის კორპუსის წინ გაუჩერა. -ჩემით მოვალ. -ღვედი შეიხსნა თამთამ და გადასასვლელად მოემზადა, თუმცა კარი ჩაკეტილი იყო. -მომწერე და გამოგივლი, -წეღანდელი ტონს ახლა უკვე მბრძანებლურიც შეემატა. -რატომ არ შეიძლება... -თამთა! -თვალები რომ გაუცივდა უსიამოვნო შეგრძნება ჩაეღვარა მუცელში ჭინჭარაულს. -მოგწერ, ხო! გამიღე! -ჭკვიანად. -მიაძახა მანქანიდან გადმოსულს. გაბრაზებული მოუბრუნდა თამთა და უკვე ტროტუარზე მიმავალმა ენა გადმოუყო დაძრულ მანქანას. -ჭკვიინიდ. კლდე! -მიაძახა და ეზოში შევიდა. მასთან ერთად კიდევ იმდენი დაბნეული სტუდენტი ირეოდა ეზოში, თავი პირველკლასელი ეგონა. კიდევ ერთხელ გადაამოწმა სასწავლო კალენდარი და თავისი აუდიტორიის ძებნას შეუდგა. -აუ, პირველივე დღეს თუ გაგვაბრუებდნენ, ნაღდად არ მეგონა! -დერეფანში გვერდით ამოუდგა ერთი გოგო, რომლის გვერდითაც მოუწია სამივე ლექციაზე ჯდომა თამთას. -არ გშია? -კი... -შეწუხებული სახით დათანხმდა. ვერც გაიაზრა ისე შემოიკრიბა ნახვარი ჯგუფი ანამ და ფეხით ჩაისეირნეს უახლოეს კვების ობიექტამდე. ისე ჩამობნელდა და მოსაღამოვდა, ვერც კი შეამჩნია კურსელებთან ლაქლაქში გართულმა. შემთხვევით დახედა ტელეფონს და სამი შეტყობინებისა და თხუთმეტი გამოტოვებული ზარის დანახვისას, ცივმა ჟრუანტელმა დაუარა სხეულში. ერთი მესიჯი თორღვასგან იყო, „როდის მოვიდეო“, ეკითხებოდა, შემდეგ სამი გამოტოვებული ზარიც მისგან. დანარჩენი ყველა საბასგან იყო. „რძალო, სანამ გაგიჟდა შენი ქმარი, უპასუხე“ „ნუ გაუთეთრე ჩემს ნალოლიავებ ძმაკაცს თმა“ ქმრის ნომერზე დააწკაპუნა და როგორც კი გავიდა, მაშინვე უპასუხეს. -სად ხარ? -ცივი ხმის გაგონებაზე გააჟრჟოლა და ისე მიიხედა უკან, თითქოს ამოწმებდა, სხვებმაც ხომ არ გაიგესო. -თამთა! -კურსელებთან ერთად ვარ. -სად? -არ ვიცი. -ეზოში მიმოიხედა და რესტორნის სახელი უკარნახა. ყველას გამოემშვიდობა და დაღლილ-დაქანცული იდგა უკვე ტროტუარზე, უცხო მანქანა რომ საბურავების ჭრიალით შემოვარდა ქუჩაზე მოსახვევიდან. ყურადღება არ მიაქცია. ისედაც ყველა გიჟივით მართავდა ავტომობილს ამ ქალაქში. იქედან გადმოსული ორი მამაკაცი მიზანმიმართულად რომ გამოემართა მისკენ, მხოლოდ მაშინ გადააცურა მზერა მათკენ. უსიამოვნო შეგრძნება და შიში მოეძალა ერთდროულად, ორი ნაბიჯით დაიხია უკან. -გამარჯობა, თამ-თა... -ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დაუდგა წინ ერთ-ერთი, მეორე ერთი ნაბიჯით უკან ამოუდგა. -გიცნობთ? -წარბები შეყარა. წინ მდგომი ახალგაზრდა კაცი იყო, ჩვეულებრივ ყოვლდღიურ ფორმაში გამოწყობილი, განსხვავებით მის უკან მდგომისგან ასეთ სიცხეშიც რომ წაეჭირა ჰალსტუხი ყელში და გრძელმკლავიანი პიჯაკი ეცვა. თამთას გვერდით წერტილს გაშტერებული თვალებით მისჩერებოდა. -ჯერ არა, -გვერდზე გადახარა თავი კაცმა, კარგად შეათვალიერა და ხელი გამოუწოდა, -ერეკლე ავალიანი... წარბები აზიდა მხოლოდ თამთამ და გულზე დაიკრიფა ხელები. ჩაეცინა ერეკლე ვიბლიანს და ჯიბეში დააბრუნა ქალისთვის გაწვდილი პასუხგაუცემელი ხელი. აღტაცებული და აციმციმებული თვალებით აკვირდებოდა. -შენმა ქმარმა არ მოგიყვა ჩემზე? თუ მხოლოდ ზღაპრებს გიყვება, თუ როგორ უყვარხარ და დაგიცავს.... -ჩემს ქმარს აშკარად არ იცნობ, -გაღიზიანებულმა გააწყვეტინა და გვერდის ავლა სცადა. სად უნდა წასულიყო, არ იცოდა, მაგრამ ძალიან ნანობდა, რომ კურსლებს არ წაყვა აქედან, ან თორღვას არ დაურკა დროულად. -გგონია შენ იცნობ? -უცნობ ადამიანთან არ ვაპირებ ჩემი ქორწინების განხილვას... -არ გაინტერესებს რატომ მოგიყვანა ანუ ცოლად? -წარბები აზიდა ერეკლემ. გზისკენ გაქცეული თვალი სწრაფად მოაბრუნა თამთამ მისკენ. ყურადღება არ მიუქცევია ქუჩაზე გიჟივით შემოვარდნილი თავისი ქმრის მანქანისათვის. -რას ლაპარაკობ? -ბრაზი და ინტერესი ერთიანად გაეჩხირა კისერში. მანქანის კარის გაჯახუნებისას თავი იქეთკენ მიაბრუნა ერეკლემ, ირონიულმა ღიმილმა მელასავით გადაურბინა ტუჩებზე. სამ ნაბიჯში გაჩნდა ზუსტად თავისი ცოლის წინაშე თორღვა, ღრმად სუნთქავდა და თავშეკავებული ბრაზი სადაცაა გავეშებული ცხოველივით გამოექცეოდა მორყეული ვოლიერებიდან. -მანქანაში დამელოდე. -წელზე უბიძგა ოდნავ, ხმადაბალი მიმართვით სცადა თამთას დაყოლიება, თუმცა ადგილზე ამოზრდილი ხესავით ურყევად იდგა თამთა ერეკლეს წინაშე. -რას ლაპარაკობს ეს ადამიანი? -თავის ქმარს მიმართა ამჯერად, თორღვასგან განსხვავებით თავად ვერ ახერხებდა ბრაზის კონტროლს სახეზე წამოწითლებული. -სახლში, თამთა, კარგი? გამომეტყველების შეუცვლელად უთხრა და მანქანის კარი გაუღო. წამიერად გაუსწორა მზერა, თითქოს სთხოვა ან უბრძანა, ან ორივე ერთად, რომ ჩამჯდარიყო და აღარაფერი ეთქვა ცოტა ხნით მაინც. ტუჩებმოკუმულმა მოაშორა მზერა და ერეკლეს გახედა, წეღანდელი ღიმილი ჯერ კიდევ რომ არ განელებოდა და დაკვირვებით უთვალთვალებდა ცოლ-ქმარს თავის დამქაშთან ერთად. გარკვევით ესმოდა ყველაფერი, თორღვას მძიმე ნაბიჯებისა და სუნთქვის ხმაც კი. ადგილზე გაშეშებული, სუნთქვაშეკრული უგდებდა ყურს ირგვლივ ჩამოწოლილ დაძაბულობას თამთა. -აბა გისმენ, -მუქარასავით გაისმა არაბულის ხმა, მოსაუბრეს მიანიშნებდა პასუხის გაცემის ნაცვლად გაიქეციო, მაგრამ ერეკლე მეტისმეტად სულელი აღმოჩნდა მინიშნების გამოსაცნობად. -შენი ცოლის გასაცნობად მოვედი... -თავი გვერდზე გადახარა ერეკლემ, თორღვას ზურგს უკან დამალული თამთას გამოსახულება რომ დაენახა, -ლამაზია. სანამ სახის გასწორებას მოასწრებდა, მოხვდა კიდეც არაბულის მძიმე ხელი ლოყაზე. ხიდან ჩამოვარდნილი დამპალი ვაშლივით გაგორდა თავისი მცველის ფეხებთან. გაუაზრებლად დაიკივლა თამთამ შიშისგან. მაშინვე კარს ჩააფრინდა გასაღებად, თუმცა ჩაკეტილი დაუხვდა. სამაგიეროს გადასახდელად წაწეულ დაცვას ხელი აუქნია ერეკლემ და ისიც საწყის პოზიციას დაუბრუნდა. ნელა წამოდგა ფეხზე და ტუჩიდან წამსკდარი სისხლი გაღიმებულმა მოიშორა. -ხო გაგაფრთხილე? -ისეთი ხმა ჰქონდა არაბულს, თითქოს შატილის მთები ჩამოვიდნენ და იქაურობა ჩვეული სიმკაცრით და დაუნდობლობით მოყინეს. -მეც ხომ გაგაფრთხილე, ფეხებზე -მეთქი, შენი გაფრთხილებები? როგორ იქცევი ცოლის წინაშე? -ჩემს ცოლს დაცვით ადგები და გგონია უვნებელს გაგიშვებ აქედან? -ერთი ნაბიჯი გადადგა კიდევ მისკენ, უკან არ დაუხევია, თუმცა ინსტიქტურად მოიწმინდა გასისხლიანებული პირისახე ერეკლემ. თვალი მოარიდა თამთამ. არ უნდოდა ამის ყურება და გააზრება, რომ მისმა ქმარმა მიიყვანა ადამიანი ამ მდგომარეობამდე. სული ეხუთებოდა. -გგონია შენი მეშინია? ჩაეცინა თორღვას და ოდნავ გადააქნია თავი, თითქოს არ სჯეროდა გაგონილი სისულელის. -დაცვით შენ დადიხარ, ეს არაფერს გეუბნება? თუ საკუთარი საქციელის გადახარშვაც ჩემი ნათქვამის გააზრებასავით გიჭირს? -უბრალოდ მინდოდა სიმართლე სცოდნოდა... ვინმეს ხომ უნდა ეთქვა, ვინც ზრუნავს მასზე... გამოცდილი მანიპულატორის საქციელს ჰგავდა ერეკლეს საუბარი. აშკარად იწვევდა ისედაც წყობიდან გამოსულს. -აქედან ცოცხალს მარტო იმიტო გიშვებ, რომ არ მინდა მის თვალწინ მოგკლა, -ყბაში ჩაავლო ხელი თორღვამ, ტკივილისგან დაეღმიჭა სახე ერეკლეს და უსულოდ აფართხალდა ერთ ადგილას. -თორემ მეც დიდი სიამოვნებით ვიზრუნებდი შენზე... დაცვას მიუგდო და ისე გამობრუნდა მანქანისკენ, თითქოს თავისი ხელით ნაცემი ადამიანი არ მოეტოვებინოს უკან. კარი რომ გამოაღო და მანქანაში ჩაჯდა მხოლოდ მაშინ იგრძნო თამთამ, რომ ცრემლები უწვავდა თვალებს. სუფთა ჰაერმა მიახვედრა, რომ აქამდე ვერც სუნთქავდა. მანქანა ისე დაძრა თორღვამ, არც მოუხედავს მისკენ. მისი დასისხლიანებული თითებისკენ გაექცა მზერა და შემდეგ გაყინულ სახეზე ახედა ისევ. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თამთას, თითქოს არ ეკუთვნოდა იმ დროსა და სივრცეს. ვერც ენას იბრუნებდა პირში, რომ რაიმე ეთქვა, ეყვირა და პასუხი მოეთხოვა ჩადენილისთვის. ვინ იყო ის ადამიანი... რა უნდა ეთქვა... რატომ მიაკითხა... რატომ სცემა იმ ადამიანმა, მისი ქმარი რომ ერქვა და მანქანას ისე მართავდა, თითქოს არაფერი დაეშავებინოს... ყელი ასტკივდა შეკავებული ცრემლებისა და სუნთქვისაგან თამთას. -რა გააკეთე? -ძლივს ამოიხრიალა და მაშინვე ტირილი აუვარდა. გამოთავისუფლებული გრძნობები თითქოს ყველა უჯრედიდან ცდილობდა გამოქცევას, მთელი სხეული აუკანკალდა თამთას. ასე საშინლად თავი მაშინაც არ უგრძვნია, როცა ძალით გაათრიეს ჩეჩნებმა სოფლის ცენტრში... თითქოს უკიდეგანო დაღლა შემოეჩვია მის სხეულს და როცა გაიფიქრა, რომ გათავისუფლდა და მასაც ეღირსა სილაღე, სახეში მაგრად შემოულაწუნეს და მიწაზე დააბრუნეს. უკან დააბრუნეს, სახლში... საიდანაც ეგონა, რომ გამოიქცა, რასაც ეგონა, რომ გამოექცა, ხელებგაშლილი ჩაეხუტა თურმე. დამსხვრეული სარკის ანარეკლებივით განმეორდა წარსულის მოგონებები, ხელაწეული მამა და იატაკზე მუხლებით დავარდნილი, ზურგაწითლებული დედა... თავის გულზე მიკრული უმცროსი ძმა, რომელიც ჩუმად ტიროდა. მოთმენილი ცრემლები და დილით თავის მოჩვენება, რომ არაფერი გაუგიათ... რომ ვერც დედის ამოღამებულ თვალებს და დალურჯებულ მხრებს ხედავდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ შერცხვენოდა შვილების, დამცირებულად რომ არ ეგრძნო თავი... სახეწაშლილმა გადააყენა მანქანა გზიდან და მაშინვე შეიხსნა ღვედი თორღვამ. მთელი სხეულით გადმობრუნდა ცოლისკენ და მისი ატირებული სახე ორივე ხელებსშორის მოიქცია. დაბნეული ეძებდა მის ცრემლებით ჩაწითლებულ თვალებში რამე ხელჩასაჭიდს, რომ დაემშვიდებინა და გონს მოეყვანა. -თამთა, რა გჭირს? ნუ მაშინებ... -ფრთხილად მოუთათუნა ლოყაზე ხელები, რომ ვერაფრით დაამშვიდა ცოლი. მისმა შეხებამ უარესად ააღელვა ჭინჭარაული. რაც უფრო ცდილობდა ტირილის შეკავებას, მითუფრო უარესად უჭერდა ყელში ხელებს უჰაერობა და ცრემლები. ღვედი შეუხსნა თორღვამ და სუსტი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გადაისვა კალთაში. ფანჯარა ჩამოსწია და ცრემლებით დასველებული, სახეზე მიწებებული თმა შუბლიდან გადაუწია. -ნუ გეშინია, -რამდენჯერმე აკოცა სახეზე აღლვებულმა და ორივე ხელით მოეფერა, სადაც კი შეხება შეძლო. -მაპატიე, რა.. რამდენიმე წუთი დასჭირდა თამთას გონზე მოსასვლელად. ნელ-ნელა მწყობრში ჩაუდგა გულის ფეთქვაც და სუფთა ჰაერმა შიშით და ბრაზით ამოვსებული ფილტვებიც გამოუსუფთავა. მზერა რომ დაეწმინდა და კანკალმაც მიატოვა, იგრძნო, რიტმულად როგორ უსვამდნენ თავსა და მოშიშვლებულ მხრებზე ხელს, როგორ გააბრუა წამიერად თბილი სხეულიდან წამოსულმა ნაცნობმა სურნელმა.. გონს რომ მოვიდა, გულზე ორივე ხელი დაადო თორღვას რომ მოშორებოდა, თუმცა მასა და საჭეს შორის არმოჩნდა გამომწყვდეული. ქარიშხალს არაბულის თვალებიდანაც გადაევლო, დაკვირვებით უყურებდა ცოლს ტირილით გადაწითლებულ და გამწყრალ თვალებში. -კარგად ხარ? -კარგად ვარ? -ცივად გაიმეორა მისი კითხვა თამთამ, -შენი აზრით კარგად ვარ? ხმა რომ ისევ აუკანკალდა, მისი სახისკნ წაიღო ხელები თორღვამ, თუმცა გზაშივე ხელი აუკრა თამთამ. -არ შემეხო! -ნუ ყვირი... -აბა, გცემო? შენსავით მოვაგვარო? -თუ თვლი, რომ ვიმსახურებ, კი... -თეძოებზე მოხვია ორივე ხელი, მუხლებიდან რომ არ გადავარდნოდა და უფრო ახლოს მოისვა კალთაში, -მოგიხადე ბოდიში. დანარჩენზე სახლში ვილაპარაკოთ. -იმან რით დაიმსახურა? ვინ არის საერთოდ ის კაცი? ან რატო იცის ჩვენზე რაღაცები? თუ მე არ მეხება?! -შენ რომ გეხება, მაგიტომაც მოხვდა. -ნერვებს მიშლი, გამიშვი ხელები... ადამიანს რომელი ნორმალური სცემს იმის გამო, რომ მის ცოლს ლამაზი უწოდეს?! მიპასუხე! -ფაქტის გაჟღერების გამო არ მიცემია. -ორივე ხელი გაუკავა სახეგაქვავბულმა, -ერთხელ შემოვარტყი იმის გამო, რომ ჩემი წინა გაფრთხილება არ გაითვალისწინა... -შემოარტყი? შენ იმას შემორტყმას ეძახი? სისხლი ადინე ადამიანს... გიჟი ხარ? რამ გადაგრია ასე! -თამთა! -ხმა გაეყინა ზუსტად ისე, როცა გაფრთხილებას იძლეოდა ხოლმე შტორმის დადგომამდე. -რა?! რა გააკეთა ასეთი? ან რისი თქმა უნდოდა ჩემთვის? თქვი! -შენი მოტაცება სცადა, არაერთხელ... არ არის საკმარისი? -ჰა? -ისეთი სახით გახედა თამთამ მის წინ მჯდომს, როგორც უცხოპლანეტელს. -რა მოტაცება! არავინ შემხებია... -კაი ერთი, ნეტა რატო? -წამით ღრმად ჩაისუნთქა და მერე გაუსწორა თვალი გაოცბულ ცოლს, -ქვედა სოფლიდანაა. სვანების ჩამოსახლებული ოჯახია. რამდენჯერმე სთხოვეს ბაბუაშენს შენი ხელი, იმან რა თქმა უნდა, უარით გაისტუმრა... მერე რაღაცებს წვალობდა, მაგრამ არავინ მოუშვა შენამდე. ახლაც ჩემს გასამწარებლად მოგაკითხა, ამიტომაც მიიღო თავისი და მაგიჟებს ის ფაქტი, რომ მაგ ს გამო იტირე. მიიღე პასუხი? -აქამდე რატო არ მითხარი? არ უნდა მცოდნოდა? -არა. შენს ზედმეტ დარდად და ფიქრად არ ღირს. -მაგიტო მომიყვანე ხო ცოლად? -გული აუჩუყდა ისევ, ცრემლებით აევსო თვალები. დაღლილმა გადააგდო მანქანის სავარძელზე თავი არაბულმა, ღრმად ამოიოხრა და თავიდან მოემზადა ცოლის მორიგი წატირების გასაძლებად. -სხვას რო არ წაერთმია ჩემი თავი და ისევ შენი ღირსება არ შელახულიყო? ეგ გადარდებს ხო მარტო? -რა გატირებს?! თამთა! -მითხარი! შეგეძლო ჩემი გაშვება, შენც იცი, რო შეგეძლო... როგორ ვერ გიტანთ ყველას, ვინც ნივთივით მექცევით... -ნუ ტირი რა, და ნაყინს გიყიდი. არ გიყვარს? -მამშვიდებ ახლა შენი აზრით? -უარესად აყვირდა ჭინჭარაული. რამდენიმე ჭიქა შავი ღვინო და ძლივს მიძინებული გრძნობები თავიდან ამოქმედდნენ თითქოს. -მე არა, მაგრამ იქნებ ნაყინმა დაგამშვიდოს და სისულელეები აღარ ილაპარაკო? -არ მინდა! -თამთა! -მოშიშვლებულ ბარძაყზე მოუჭირა ხელი, რომ გამოეფხიზლებინა. -ვერ გიტან! ძალიან არ მიყვარხარ! ძალიან! -ხო?! -თვითონ გაიწია მისკენ და იმდენად ახლოს იყო უკვე, ორმხრივი ნიავის მიუხედავადაც კი მძაფრად გრძნობდა მის სურნელს თამთა. -ხო.. -ოდნავ უკან გადასწია თავი, თმიდან ყელამდე რომ ჩაუცურა ხელი და ოდნავ მიეფერა ცერით მოშიშვლებულ კისერზე. -ხო მაპატიე? -ყელზე ტუჩებმიდებულმა ჰკითხა და რამდენჯერმე აკოცა. ისეთი თვალებით შემოხედა, როცა მზერა გაუსწორა, დაიჯერა, რომ მართლა განიცდიდა წეღანდელს. თავი გააქნია მხოლოდ უარის ნიშნად, როცა მიხვდა, რომ ხმამაღლა ვერ ეტყოდა... მთელი სხეული ეწვოდა იმდენად ახლოს იყო. მოშიშვლებული ფეხებით გრძნობდა მის ბარძაყებს, ხელისგულებს თეძობსა და წელზე და აგიჟებდა ის ფაქტი,რომ წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად სიამოვნებას იღებდა. -არც ახლა? -მის უარზე გაეღიმა თორღვას, მეორე ლოყაზეც აკოცა. ისე ახლოს ჩაუარა ტუჩებთან, სუნთქვა შეეკრა. ისევ გააქნია თამთამ თავი. -რა გაეწყობა, -„გულდაწყვეტილი“ მოშორდა, -იჯდები ასე თუ გავაგრძელოთ მგზავრობა? გაბრაზებულმა დაქაჩა თვალები. გულაფრიალებული ფაცხა-ფუცხით გადაჯდა თავის ადგილას და რაც შეეძლო, დაიგრძელა ლამის თეძოებამდე ასული კაბა. -აღარ შემეხო! -ცხვირწინ აუფრიალა საჩვენებელი თითი მუქარის ნიშნად. თვალებმოჭუტულმა გადმოხედა აპილპილებულ ცოლს და მერე მის წვრილ თითებს. მოწყვეტით აკოცა გამოშვერილ თითზე და კმაყოფილმა დაძრა მანქანა. ***** დაღლილი მიწვა საწოლზე. ყურადღება არ მიუქცევია, როგორ შემოყვა თორღვაც ოთახში და საწოლზე ჩამოუჯდა. რამდნიმე წამში თავადაც გადაწვა მის გვერდით და ხელები თავქვეშ ამოიდო. -საწოლი აგერია, -ამოიდუდღუნა ბალიშიდან თამთამ. -ეს შენ აგერია, რაც ჩამოხვედი. -ჩემი ოთახია. -შენი ოთახი გვერდითაა. -ეგ შენია. -თამთა! -რა?! -მისკენ გადააბრუნა თავი და გაბრაზებულმა გახედა მის იდეალურად მიმზიდველ პროფილს. წამიერად გული ეტკინა საკუთარი ფიქრების კიდევ ერთხელ გადახარშვისას. ვინ იყო თვითონ ამ ადამიანისთვის? დაკისრებული ვალდებულება, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობა, ტრადიციების პატივისცემა თუ სხვა კაცთან შეჯიბრი?! -ჩემი ხო არ გეშინია?! სუნთქვა შეეკრა მის კითხვაზე. კიო, რომ ვერაფრით ეტყოდა, ისე ჰკითხა. -არა. -უთხრა და თვალები დახარა, -იქ რომ ისეთი დაგინახე, შემეშინდა... არასასიამოვნო მოგონებები გამახსენდა... წამიერად გაჩუმდა არაბულიც. გვერდულად გადმოხედა წარბებშეკრულმა და ისევ ჩაბნელებულ ჭერს მიაშტერდა. -აღარ განმეორდება. -კარგი. გადი ახლა, უნდა გამოვიცვალო. -აქ მირჩევნია. -მე არ მირჩევნიხარ აქ! -თამთა! -რა იყო, აქ ნამდვილად ვერ მომაკითხავს ის ერეკლე... -ნუ ახსენებ! -კარგი! იყავი, მე გავალ! სულ ტყუილად ჩააფრინდა კარს მონდომებით, ჩაკეტილი დაუხვდა და უკან მობრუნებულმა გაიგონა, როგორ გამომწვევად ააწკრიალა თორღვამ გასაღებების აცმა ხელში. მერე ფეხზე წამოდგა, მაისური გადაიძრო და ისე დაუდგა წინ, თითქოს ყოველდღე ნახევრად შიშველი ტრიალებდეს თამთას თვალწინ და არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენია. -შენ ეგრე წვები? -რა გინდა? -დამფრთხალმა დაიხია უკან. ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მორევივით ითრევდა მის წინ ასვეტილი შიშველი სხეული და სასწრაფოდ უნდა გაშორებოდა. -ძილი, თუ უკეთესი ალტერნატივა არ გაქვს. -მარტო დაძინების როდიდან გეშინია? -დღეიდან. თან ამ კაბის სიგრძეც არ მომწონს, -კაბის ბოლოებზე ჩაავლო ხელი და თამამად შეუცურა თითები ქსოვილის ქვეშ. -არ მაინტერესებს, -ზურგით მიეყრდნო ცივ კარს და გახურებული სხეული წამიერად შეუფხიზლდა. მათრობელა ჰაერით გაივსო ოთახი, თვალები მიეხუჭა კიდევ რომ ააცურა კაბის ქვეშ ხელები არაბულმა და უფრო დაუმოკლა სიგრძე. -ასე კარგია, -კიდევ უფრო მაღლა ააყოლა ქსოვილი თავის ხელებს და თეძოებამდე მისული შეჩერდა. ორივე მტევანი მსუბუქად მოუჭირა მენჯებზე და თავისკნ მისწია. -ასე უკეთესი.. თვალებმიხუჭულსა და კისერმოღეღილს ოდნავ უკოცნელად აუსვა ტუჩები ყელზე. დაძაბულობასა და მომატებულ ტემპერატურასთან ერთად გრძნობდა როგორ აიტანა სურვილმა და თავშეკავებამ თამთა. -არ გინდა ჩემთან, თამთა? სუსტად გაქნეულ თავზე გაეღიმა თორღვას და უკვე იმდენად დაუახლოვდა, რომ მთელი სხეულით ეხებოდა. -მე რომ მინდა? -ყურთან აკოცა, უკეთ რომ ეგრძნო მისი სუნთქვა და სითბო თამთას. რაღაც რბილისა და ტლანქის ჩაღვრა იგრძნო მუცლიდან ფეხებს შორის. როგორც კი მილიმეტრით გაზარდა მანძილი თორღვამ, მაშინვე დაუახლოვდა თვითონ. ნერვებს უშლიდა ეს კაბაც და დისტანციაც. საკუთარი მისუსტებული ხელებიც, ძალაგამოცლილი მუხლებიც. -კარგი გოგო ხარ, -თეძოებში ჩაავლო ისევ ორივე ხელი და წელზე შემოისვა, -მოდი ჩემთან… ინსტიქტურად შემოხვია კისერზე მკლავები და ისე აეკრო შიშველ სხეულზე თითქოს ცეცხლწაკიდებულს სციოდა. ნახევრად მიხუჭული თვალებით ხედავდა, როგორ გაღრმავებოდა მზერა… წამითაც არ აწუხებდა სირცხვილის გრძნობა, მოშიშვლებული ბარძაყებით რომ შემოხვეოდა მის შიშველ წელს და ზედმეტად ახლოს რომ იყო უფსკრულივით გადახსნილ ტუჩებთან. -არ მინდოდა ნაყინი, -ამოილაპარაკა წართმეული ხმით. გაკვრივებისგან წარბები გაეხსნა არაბულს. მორიდებით ჩახედა თვალებში იმ იმედით თამთამ, რომ მიხვდებოდა რასაც გულისხმობდა.. -ვიცი… -ავად გაუღიმა და საჯდომზე ჩაუცურა თავისუფალი ხელი. შემდეგ კი ბოლომდე მისუსტებული რომ დაიგულა, ტუჩებამდეც მიაღწია და ისე აკოცა, თითქოს ენატრებოდა. ტუჩების მოუშორებლად მიიყვანა საწოლამდე და ოდნავ რომ გაშორდა საწოლზე დასაწვენად, მაშინვე ინსტიქტურად აეკრა სხეულით თამთა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რას აკეთებდა. სურვილის მორევს მიჰყვებოდა თვალბდახუჭული და ვერც კი ხედავდა ნაპირებზე დატოვებულ საღ აზრს... მხოლოდ მაშინ მოვიდა გონს, კაბა ჭიპსაც რომ ვეღარ უფარავდა უკვე და მოშიშვლებულ წელზე იგრძნო თორღვას ხელები. -ხომ აღარ დაგავიწყდება ჩემთან დარეკვა? -ცალი ხელით საკუთარ თავს იჭერდა არაბული, მეორეს მოშიშვლებულ ფეხებსა და წელზე დაუცურებდა. კმაყოფილი და დაუკმაყოფილებელი ჰქონდა მზერა ერთდროულად. სუსტად გააქნია თავი თამთამ უარის ნიშნად. -კარგი გოგო ხარ, -ყელში აკოცა ფრთხილად და ცოლის მინაბულ თვალბზე კმაყოფილს გაეღიმა. გული ისე ძლიერად უცემდა თამთას, ეგონა მთელს ქალაქს ესმოდა მისი გულის ფეთქვის და გახშირებული სუნთქვის ხმა. -გინდა დაგეხმარო გახდაში? -მერე მუცელზე აკოცა და ქვემოდან ახედა რეაქციის შესამოწმებლად. -მე თვითონ, -ძლივს წამოიწია თამთა. ნელ-ნელა იწყებდა სისხლი მოძრაობას ძარღვებში და ნორმალურ მოქმედებას უბრუნდებოდა მისი სხეული. უკმაყოფილების შეგრძნება აგიჟებდა თამთას. როგორ ახერხებდა ისე გაჩერებულიყო, თითქოს არაფერი დაუწყია... -კარგი, -მოწყვეტით აკოცა მოშიშვლებულ ბარძაყზე და საწოლზე გულაღმა გადაწვა, -გიხდება ეგ კაბა. გახდილი. -ნერვებს მიშლი... -შენ ვნებებს... -გაღიმებული აკვირდებოდა, როგორ უწითლდებოდა ლოყები ბრაზისა და სიმორცხვისგან. -მორჩა სანახაობა! -გაბრაზბულმა მიჰკრა ხელი ჩამრთველს და ოთახი ჩააბნელა, რომ მშვიდად გამოეცვალა მაინც. -ჩვენს შორის მახო დაიძინებს! ერეკლე ავალიანი პირველად ნახა იმ საღამოს. თორღვას რეაქციას თუ მიენდობოდა, ალბათ, უკანასკნელადაც. როგორ ვერასდროს შეამჩნია ბიჭი, რომელსაც თურმე შეუყვარდა და ბაბუამისს არაერთხელ სთხოვა მისი ხელი?! გიორგის ნომერი აკრიფა, როგორც კი მარტო დარჩა. ის აუცილებლად ეტყოდა სიმართლეს, თუ იცოდა რაიმე საერთოდ. -გაგახსნდა ძმა რომ გყავს? -მომენატრე, -გაეღიმა მის ხელოვნურად გამწყრალ ხმაზე თამთას. -კაია სვეცკური ცხოვრება? -ისე რა. დედა და მამა როგორ არიან? -ნორმალურად. რაღაცნაირი ხმა გაქ? -მონატრებული? -დივანზე გაწვა. უეცრად შეამცივნა. საშინლად მოუნდა თავის ოთახში. ამდენი ხნით არასდროს ყოფილა სახლიდან შორს. გრძნობებს და დაბნეულ ფიქრებს შორის დაკარგულმა იმ ადგილს მიაკითხა ბოლოს, სადაც იცოდა, რომ ყოველთვის მიიღებდნენ. გიორგისთან. -მეც მომენატრე, ხო, მაინც უნდა მათქმევინოს რაააა.... როდის მოჰყავხარ აქეთ შენს ქმარს? -არ ვიცი ჯერ, მუშაობს. -მხრები სუსტად აიჩეჩა და სააბაზანოსკენ გააპარა უნებურად თვალი, საიდანაც აღარ ისმოდა დუშის ხმა. -იცოდი, კალათბურთს რო თამაშობს? -არა, მარა არ გამკვირვებია. რამხელაა, ვერ ხედავ? -გუშინ ერეკლე ავალიანი შემხვდა. იცნობ? -სასხვათაშორისოდ ჰკითხა. წამიერმა სიჩუმემ თან გაიყოლა მისი გულის ცემაც. -კი, რა იყო? -საგრძნობლად დაუსერიოზულდა ხმა. -რა უნდოდა? -არაფერი, ისე.. -თორღვაც იქ იყო? -კი. -ხოდა, დაიკიდე მაშინ. არავინაა ისეთი, ვინც იმსახურებს რო მაგისი სახელი გახსოვდეს. -შენც რაღაცა იცი და არ მეუბნები... -არ გინდა ახლა გაბუტვა შენებურად და დაუჯერე მაგ ბიჭს. -სხვა რა გზაა, -ჩაიფრუტუნა თამთამ. -დედას დაურეკე ხოლმე.. ვიცი, რომ ურეკავ, მაგრამ უფრო ხშირად. გაკოცე. -კარგი. ტელეფონის გათიშვა და კარზე გაბმული ბრახუნის ატეხვა ერთი იყო. შეშინებულმა წამოყო დივნიდან თავი და ოთახიდან გამოსულ პირსახოცმომარჯვებულ ქმარს გახედა. უდარდელად წალასლასდა კარისკენ და ისე გააღო არც კი უკითხავს, ვინ იყო. ქოშინით შემოვარდა სახეზე აპილპილებული საბა სახლში. ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს მონსტრი გამოაღვიძა და ახლა მისგან გარბოდა. -მიშველეთ! -რა გინდა? -უემოციოდ ჰკითხა აღტყინებულ მეგობარს და პირსახოცი კისერზე ჩამოიკიდა. თამთას ჩამოუჯდა და თავი კალთაში ჩაადებინა. ცოლის მუცელზე წამოსკუპებულ მახოს ცერა თითით მოეფერა ზურგზე და შემდეგ მას შეუცურა თმებში ხელი. განაბულმა შეიშნო მისი უსიტყვო ფერება და შვებით ამოისუნთქა, რომ გრძელმკლავიანი ტანსაცმლის წყალობით ვერავინ შენიშნავდა მის ტანზე დაყრილ ტაოს. მალულად ახედა ქვემოდან თმის ფერებაში გართულს და ნერწყვი ძლივს გადაყლაპა ზედმეტად ახლოს რომ აღმოჩნდა სახით მის შიშველ ტანთან. -სუხო მომსდევს მოსაკლავად. რძალო, შენ მაინც მიშველე... -რა დააშავე? -წამოჯდა და მახო ქმარს გადაუსვა კალთაში. -არაფერი ისეთი... -მოგკლავ! -კარი ღია დატოვე, ბიჭო?! -ისე შეხედა არაბულს საბამ, თითქოს ბრძოლაში უღალატაო. -მე შენი იმედი მქონდა, თორღვინიო, შენ რა გამიკეთე! -თამთას ნუ ეფარები! -ოთახში შემოვარდა გაწიწმატებული სუხო. -რძალო, გამოუშვი! -რომ მომკლა არა? გინდა ჩემი რძალიც დამნაშავედ აქციო, ხო? -მშვიდად ამიხსენით, რა მოხდა და მე ობიექტურად გადავწყვეტ, ვინ არის დამნაშავე... -ოკ, რძალს ვენდობი მე! -მაშინვე დაეთანხმა საბა თამთას შემოთავაზებას. -რა გამართლება აქვს, ბიჭო, შენს საქციელს... შენ გგონია, თამთას ვეტყვი იმას, რაც გამიკეთე?! -ან ამოშაქრეთ, ან გაჩუმდით ორივე, თავი მეტკინა. -აუ, შენ ჩუ რა, -ხელი აუქნია თორღვას საბამ. -დღეს პაემანი მქონდა! ჩემთან იყო ეს შეშლილი, სანამ გავიდოდი... -საბასკენ გაიშვირა ხელი სუხომ, თამთას ისეთი თვალებით უყურებდა, აშკარად უნდოდა მისი მხარე დაეჭირა. -რო გამოვედი, რას ვხედავ, ტო! ჩემი ყველა ტრუსიკი საღაცა გაქრა და ერთი ცალია დარჩენილი, ისიც - სპაიდერმენის! რა უნდა მექნა, მაგვიანდებოდა... მელოდებოდა ის გოგო... -ისიც უთხარი, სად იყო მიხატული შენი სპაიდერმენი, სუხო, -ტუჩები გამობზიკა საბამ და წარბები აათამაშა. -რა ქენი ბოლო-ბოლო, როცა განმარტოვდით? -მოგკლავ! რა უნდა მექნა! მითხარი, სად უნდა გამომეყო ოცდაოთხი წლის კაცს თავი სპაიდერმენის ტრუსიკით! -ისე მაგ საქმეს თავის გამოყოფა სულ არ სჭირდება, სუხო... -თამთას ამოფარებული საბა თავისუფლად ისვროდა სიტყვებს, შეკავებული სიცილისგან მუცელი ასტკივდა და ქმარს ეძებდა თვალებით, როგორმე ამ საგიჟეთიდან რომ დაეხსნა. -ოცდაოთხი წლის კაცმა კი უნდა იცოდე... -უხ მე შენი!!! არის ახლა ეს რამის ღირსი, რძალო?! ჩემს სახლში მოთრეული აღარ დაგინახო! -ეგრე გითხრა იმანაც, სპაიდერმენის საცვალით რომ დაგინახა აღჭურვილი?! მე თუ მკითხავ, გოგოს ეგეთი ჩაცმულობით თუ მოსწონხარ, ყველანაირი მოეწონები... ეს ტესტი იყო იმისთვის, რომელიც ვერ ჩააბარა. -სუხო, რატომ არ დაპატიჟებ იმ გოგოს ჩვენთან ერთად? წამოვიდეს, თუ მართლა მოგწონს და გინდა, რომ გავიცნოთ. -ამასთან სად წამოვიყვანო! -საბასკენ გაიშვირა სუხომ ხელი, თუმცა აშკარად ეტყობოდა, რომ ჭკუაში ჩაუჯდა შეთავაზება. -ჩვენც ხომ ვიქნებით?! პირველად იყო დინამოზე. ასევე პირველი შემთხვევა იყო, როცა თორღვამ რაღაც ისეთი გაუმხილა, რაც მის გრძნობებსა და ინტერესებს უკავშირდებოდა. მთელს ქალაქში ყველაზე მეტად მოსვლა აქ მიყვარსო. ყველას გრძნობა და ადრენალინი გადმოედო თითქოს თამთას, ისე აუჩქარდა გული გადავსებული სტადიონის დანახვისას. -რა მაგარია, -აღტაცებული შეხტა ერთ ადგილას რამდნჯერმე, -ჩემი ოცნება იყო! -აქამდე რატო არ მითხარი? -ზემოდან გადმოხედა წარბებშეკრულმა წელზე ხელი ისე ჩამოადო, თითქოს ამის უფლება ჰქონდა. -არ ვიცოდი, -გაუღიმა და რამდენჯერმე შეგნებულად აუფახულა წამწამები, აინტერესებდა, გამომეტყველებას თუ შეიცვლიდა. -ჩვენ თეთრები ვართ, -სტადიონისკენ ანიშნა თავით და მხოლოდ მაშინ აპრიხა ტუჩის კუთხეები, გაბრაზებულმა რომ გაიხედა მინდორისკენ თამთამ. -ვიცი! პირველად კი არ ვუყურებ ფეხბურთს. ბრაზი და დაძაბულობა საერთოდ გადაავიწყდა, ბურთი რომ გაგორდა სტადიონზე და ერთმანეთთან ძაფით დაკავშირებული წერტილებივით ათამაშდნენ ფეხბურთელები. პირველ გოლზე ლამის მხრებზე შემოახტა საბას და თორღვას. სულხანს მაკო ახლდა, თავისი კინაღამ შყვარებული, როგორც საბა ეძახდა. სტადიონის ეზოს გასცდნენ თუ არა, ვერც კი მიხვდა, როგორ მიუახლოვდათ მაღალი, ნაკრების ფორმაში გამოწყობილი შესაშურად ლამაზი გოგო და თორღვას ისე ჩამოეკიდა კისერზე, მის ირგვლივ მყოფები აშკარად ვერ შენიშნა. განსაკუთრებით კი თამთა, რომელსაც თითზე წამოცმული ბეჭედი მძიმე ლოდივით დააწვა გულსა და კისერზე. საბას ამოუდგა გვერდით, როგორმე ყურადღება რომ გაეფანტა. -როგორ ხარ, ბიჭო? ასე უნდა დამივიწყო? -კარგად, მარიშ, შენ? ესეც ისე უნამუსოდ და გახარებული გადაეხვია, ავტომატურად მტრად შერაცხა თამთამ ეს გოგო. არადა, ვერ იტანდა ისეთ ქალებს, როგორადაც თავად იგრძნო თავი იმ წამს. -როგორ ხართ, ბიჭებო? -სუხო და საბაც რომ გადაკოცნა, უარესად გაგიჟდა თამთა. ფრჩხილები ჩაარჭო ქმარს წელზე მოხვეულ მკლავზე, მაგრამ სახეზე ერთი მიმიკაც არ გარხევია თორღვას. -მაგრად, რძალი წამოვიყვანეთ თამაშზე. -მაშინვე თამთა წარადგინა საბამ მის წინაშე, თითქოს არ უნდოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო მისი არსებობა და სტატუსი ვინმესთვის. -ჩემი ცოლი, თამთა. -სასიამოვნოა. „კი, როგორ არაო“ გაიფიქრა თამთამ, სახეზე ეწერა, როგორაც ესიამოვნა მარიშას. -ჩემთვისაც, ძალიან. -გამიხარდა თქვენი ნახვა, მერე შევხვდეთ ძველებურად ისევ... -ხო, ხო, აბა რა! -ხელი დაუქნია საბამ და ისეთი ხმით გამოემშვიდობა გოგოს, აშკარად არ სიამოვნებდა მასთან დიალოგი. გაქვავებული სახით იჯდა მთელი გზა ქმრის გვერდით თამთა. სანამ ბიჭებიც იქ იყვნენ, არაფრით შეიმჩნია, რომ ეჭვიანობა ახრჩობდა, მაგრამ როგორც კი საბაც გამოემშვიდობათ და მანქანა დაძრა არაბულმა, გრძნობდა, რომ ვერ იკავებდა კითხვებს და თავს, რომ არ აფეთქებულიყო. შუაღამე იცრიცებოდა თბილისის ცაზე, ლამპიონები ერთი-მეორეს აუხდენელი ოცნებებივით ენაცვლბოდნენ და შორეულ წარსულში რჩებოდნენ. საშინლად მოუნდა ნინოსთან დალაპარაკება და იმ გოგოს გათათხვა, რომ საშინელი შარვალი ეცვა და მის ქმარს ზედმეტად ფამილარული ტონით დაელაპარაკა. როგორმე ყურადღება უნდა გადაეტანა, თორემ გაგიჟდებოდა. თანაც როგორ გაუღიმა? მანქანა გააჩერა თუ არა, მაშინვე გადახტა და მისი მოსაცმელი ისე მჭიდროდ შემოიკრა სხეულზე, თითქოს უნდოდა კანში გაჯდომოდა. სწრაფად აირბინა კიბეებზე და არც მიუხურავს ზურგსუკან კარი, ისე შევარდა საძინებელში და თავის ბალიშს ჩაეხუტა. თავის ბალიშს, რომელსაც თორღვას სუნი ჰქონდა. გაბრაზებულმა მოიშორა მისი მოსაცმელიც და ბალიშიც. თამთას შემოვარდნის შემდეგ თორღვას მძიმე და გამოზომილი ნაბიჯებით სახლში შემოსვლა ბრძოლის ველზე თეთრი დროშის აშრიალებას ჰგავდა. არც ჩქარობდა, ისე გაიხადა ფეხსაცმელი და საწოლთან ჩამოუჯდა ზურგშექცევით დაწოლილ ცოლს. -თამთა... -მეძინება! -თამთა! გადმობრუნდი. -არ მინდა. -ხმა გაუტყდა იმის გაფიქრებისას, რომ თვალებში უნდა ჩაეხედა და თავისი გრძნობები დაენახვებინა მისთვის. თვითონაც მიუწვა ზურგსუკან და მხარზე ნიკაპი ჩამოადო. -რატომ? -დავიღალე და იმიტომ! -არ გჭირდება ვინმეზე ეჭვიანობა. -შენი თავი ვინ გგონია? -შენი ქმარი. შენ კიდევ გავიწყდება, რომ ჩემი ცოლი ხარ. -არ ვეჭვიანობ! ყველაფერს შენი სუნი აქვს და ნერვები მეშლება, იმაზეც ნერვები მეშლება, რომ იმ გოგოს დანახვა ისე გაგიხარდა და... -და? -წარბები აწკიპა და ინტერესიანი, ღიმილიანი თვალებით დახედა ზემოდან თვალებაცრემლებულს. -ჩემი დანახვა არ გიხარია. -ხო, -თმა გადაუწია სახიდან და შუბლზე ფრთხილად აკოცა. -შენი დანახვა მიყვარს. და ჩემს სუნს რას ერჩი? -ყველაფერს. მახსენებს, რომ ყველგან შენ ხარ, სადაც არ უნდა წავიდე. -რა მოხდა მერე? -ყელში აკოცა ამჯერად და იქვე დატოვა ტუჩები. -ჩემი დავიწყება გინდა, თამთა? -კი. -არადა, არ გამოგივა. -გამომივა! ეს ყველაფერი რომ დამთავრდება... -ეს ყველაფერი თუ დამთავრდება, მოგენატრები. -ლოყაზე აკოცა და საწოლიდან წამოდგა. * წარსული იმ წელს ისეთი თოვლი მოვიდა ხევსურეთში, ნახევარი დღე დასჭირდა ზაზა ჭინჭარაულს კარიდან ჭიშკრამდე გზის გასაწმენდად. ახალი წელი მოდიოდა და არდადეგებს დაემთხვა უამინდობაც. ერთი ფეჩი ძლივს ათბობდა პატარა ოთახს, სადაც ყველას ერთად მოეყარა თავი და თავიანთ საქმეს აკეთებდნენ ჩუმ-ჩუმად. გიორგი ჯერ კიდევ პატარა იყო მაშინ, თამთას თექვსმეტი წელი შეუსრულდა. ფანჯრის რაფასთან იჯდა გადაშლილი წიგნით ხელში და გაშტერებული მზერით გაჰყურებდა არაბულების სახლს. ძმები სახურავზე იდგნენ გადასათოვლად. ხანდახან შეჩერდებოდნენ ხოლმე და რაღაცას წაილაპარაკებდნენ. გაუაზრებლად შეუძვრა თორღვა არაბული გონებაში თამთას. მის მიმართ ბრაზსა და ინტერესს ერთდროულად გრძნობდა და საკუთარ თავთან ამის დამალვა არ სჭირდებოდა სრულებით. ვერაფრით ივიწყებდა პროტესტის გრძნობას ოჯახის წევრებისა და ტრადიციების წინაშე, თუმცა კარგად იაზრებდა, რომ ამ ამბავში მსხვერპლი მხოლოდ თვითონ არ იყო. არაბულების ოჯახი ყოველთვის გამოირჩეოდნენ რელიგიისა და ტრადიციების განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით. ყველა ხატობასა და დღესასწაულზე ჩანდა მათი ოჯახის სიმყარე და ურთიერთპატივისცემა. ჩუმად მაგრამ ყოველთვის მონუსხული იყო მათი ოჯახით თამთა. ისე გაიზარდა ცუდი არასოდეს არაფერი გაუგია არაბულებზე და კარგის მეტი არაფერი ეთქმოდათ მათაც. ხშირად ეხმარებოდნენ ჭინჭარაულებს გასაჭირში. გულის სიღრმეში იცოდა, არასოდეს წავიდოდა თორღვა დაუსწრებლად მიცემული პირობის წინააღმდეგ და რამდენადაც აღიზიანებდა და სულში სიარიელის დაუძლეველ შეგრძნებას უტოვებდა მისი შეუპოვრობა, იმდენად უღვივებდა პატივისცემასა და რიდს მის მიმართ. თავიანთი სახლის სახურავი რომ გადაწმინდეს, პირდაპირ ჭინჭარაულების კარს მოადგნენ ლაპარაკ-ლაპარაკით. ზაზა მარტო ვერაფერს გახდებოდა ამხელა სახლში. ცა კი მეჩხერი საცერით ყრიდა უზარმაზარ თოვლის ფანტელებს და ნამდვილად ვერ გაუძლებდა მათი ჭერი ამდენს. გიორგიმაც დაიჟინა და თან აჰყვა არაბულებს სახურავზე. მალე ორივე მხრიდან თოვლის გორები დადგა სახლის ირგვლივ. თამთას სუფრის გაშლა აიძულა ლელამ. -ცოტა წარბები რომ გახსნა, არაფერი დაშავდება, დედა. სახე ნუ ჩამოგტირის. -გავაწყობ და ოთახში ავალ, -ჩამოღვენთილი სახით ალაგებდა საინებს მაგიდაზე. ერთი, ორი, სამი... შვიდი თეფში მიაწოდა ლელამ, რაც იმას ნიშნავდა, რომ არავინ ავიდოდა თავის ოთახში. დაიძაბა. არ იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, როცა თორღვა შემოვიდოდა მის სახლში და ერთ მაგიდასთან უნდა ევახშმათ. სკოლის მერხთან ერთად ჯდომა სხვაა, მაგრმ სუფრასთან საქმროს გვერდით ჯდომა, საერთოდ დაუძლეველ კატასტროფად მოეჩვენა. ღვინის ჭიქებიც რომ მიულაგა თეფშებს, სახურავზე გაუგონარი ბრაგვანი ატყდა და სამზარეულოს ფანჯრიდან დაინახა, როგორ ჩაეფლო თოვლში ვიღაცის სხეული. კივილით გავარდა ლელა გარეთ. ლამის სახე დაიხოკა თოვლში ჩაფლული სასიძო რომ დაინახა. დიდ ბოტებში გაუყარა ფეხები თამთამაც და მამამისი გაკვალულ გზაზე გავიდა ფრატუნით. სანამ ლაშა და გიორგი სახურავიდან ჩამოვიდოდნენ, თვითონ მიასწრო ყველას. -რა მოგივიდა? -ფრენას ვსწავლობდი, -მოკლედ მოუჭრა წარბებშეყრილმა და წვალებით წამოჯდა თოვლში. -ჩემი ბრალია, -დასჯილი ბავშვივით ამოუდგა დას ზურგსუკან გიორგი. -მე დამისრიალდა ფეხი და ჩემი გაკავება უნდოდა.. -რამე გტკივა? -ყური არ დაუგდია ძმისთვის თამთას. ხმადაბლა, ნახევრად ბურტყუნით ჰკითხა თავზე წამომდგარს. -შემოდი. -არ მინდა. -შემოდი! -მშვიდად, თუმცა კატეგორიულობით გაჟღენთილი ტონით უთხრა თამთამ და ლამის აიძულა, შინ შესულიყო. სამზარეულოს გვერდით, პატარა მისაღებ ოთახში ჩამოსვა თავის საყვარელ სავარძელზე. წიგნები გვერდზე გადაალაგა და აფთიაქის ყუთი გამოიღო. -ამოძრავებ ხელს? -თამთა, არაფერი მჭირს! -მომეცი ხელი, -მარცხენა ხელზე ანიშნა და ნაწნავიდან თმისამაგრი მოიხსნა, მოხრილ თითებზე წამოაცვა,- აბა, გაჭიმე... -თამთა! -სანამ მზიას ვეტყოდე, გააკეთე, რაც გითხარი. ჩემი მკურნალობა გერჩიოს ექიმთან ვიზიტს. მოჭუტული თვალებით ახედა ისარივით მიზანმომართულ გოგოს და თითებზე წამოცმული რეზინის გახსნა სცადა. -გილოცავ, მხარი გაქვს ამოვარდნილი. -უემოციოდ დაუსვა დიაგნოზი. -ჩემი სიკვდილი! -სახეზე ხელები შემოირტყა ლელამ, უარესად აიწურა გიორგი. ლაშა იქვე ჩამოჯდა გაღიმებული სახით და სარძლოსა და ძმას შორის ეშმაკურად დააცეცებდა თვალებს. აშკარად ერთობოდა თამთას სითამამის იშვიათი გამონათებით. -არ მოკვდება, დედა, ნუ ნერვიულობ. -უგერგილოდ დაამშვიდა დედამისი და კომფორტულად მოთავსდა უფრო თორღვას გვერდით დივანზე. -ექიმთან წავალ, -რომ მიხვდა, თამთა უპირებდა მკურნალობას, მაშინვე უკან დაიხია და ლაშას გახედა, „წამათრიე აქედან“ თვალებით. -ნუ გეშინია, არ გატკენ. -გამომცდელად შეხედა თამთამ. -არაპროფესიონალი ხარ. -მე ჩამისვა ერთხელ, -დის გამოცდილება დაადასტურა გიორგიმ, -მამასაც და ჩემს კლასელ ივანესაც. -მე ვენდობი თამთას, -ლაშამაც მაცდური მზერა ესროლა ძმას და გულზეხელბდაკრეფილი დაელოდა მოვლენების განვითარებას. აშკარად სანახაობისთვის იყო მოსული აქ. -დროზე ქენი. -ამოიდუდუნა უკმაყოფილოდ. -ცოტა გეტკინება. -არაუშავს. დროზე. -მოუთმენლად უთხრა და თვალი გაარიდა. აშკარად ვერ იტანდა თამთას იმ წამს, თავი რომ გამოიდო და თავის გზაზე არ გაუშვა მშვიდად. მერე თუნდაც თუთას ჩაესვა ის ამოვარდნილი მხარი არ ადარდებდა. თამთას რეალურად ის უფრო აინტერესებდა, გამოხატავდა თუ არა, რასაც იგრძნობდა თორღვა. გიორგი ნახევარი საათი კრუსუნებდა ღონეგამოცლილი მკლავი რომ ჩაუსვა, მამამისმაც კი ნაპერწკლები გაყარა. -დამსწრეები გაბრძანდით, -ნამდვილი ექიმივით გასცა ბრძანება და ლაშასაც ბოდიში მოუხადა თვალებით, სანახაობას რომ ვერ იხილავდა ბოლომდე. ცალი მუხლი ჩამოადო სავარძელს თამთამ, უკეთესად რომ მოთავსებულიყო. -ეშმაკი ხარ, რა, -ქვემოდან ამოხედა არაბულმა, -რას შემიჩნდი? -გეხმარები. -ცივად წაუსისინა თამთამ. -თუ ჩემთან განმარტოება გინდოდა? -მოემზადე. ძვალმა მჭახედ დაიტკაცუნა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ოდნავშესამჩნევად შეკრა წარბები ამ ხმის გაგონებისას და თამთას გახედა ამღვრეული თვალებით. მაჯაში ჩაავლო ხელი და თავისკენ დაქაჩა. ცალი თვალით კარი შეამოწმა, ხომ ნამდვილად დაკეტილიაო. -გინდოდა მტკენოდა? -ჯერ ტუჩებზე შეხედა, შემდეგ შიშშეპარულ თვალებში. გაყინულ მზერაში დაეტყო ღიმილი თამთას აწითლებულ ლოყებსა და მკაცრად მოკუმულ ტუჩებზე. -კი, -გულწრფლად უთხრა და მაჯის გამოხსნა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ნაწნავი სულ დაეშალა და მდინარესავით ჩამოეღვარა სახეზე თამთას. ოდნავ შეუმუქდა ჭორფლები, როგორც ემართებოდა ხოლმე დარცხვენილს. -გინდა მიზეზი მოგცე, თამთა? -საღი ხელით თმა გადაუწია ყურსუკან და გამომცდელად დააკვირდა მის რეაქციას, როცა შეგნებულად მიაშტერდა ტუჩებზე რამდენიმე წამით. -მეორედაც რომ მატკინო, მაგის... -გამიშვი. გველოდებიან გარეთ. -დამფრთხალი გადახტა ორი ნაბიჯით უკან და მოშიშვლებულ მხარს თვალი მოარიდა. -შემდეგში კარგად დაფიქრდი, სანამ ჩემთან თამაშს გადაწყვეტ. -მოუჭრა ცივად და მაისური და თბილი სვიტრი გადაიცვა ისევ. მაჯაზე ჩამოცურებული თამთას თმის სამაგრი აღარ მოუხსნია, ისე გავიდა ოთახიდან. * აწმყო პირველი საგამოცდო პერიოდის გადალახვას ერთად აღნიშნავნდნენ კურსელები. წასვლაზე მეტად თორღვას გამწარება უნდოდა. ანუ თვითონ ცხოვრობდა თამთამდე. შეყვარებულიც ჰყოლია, ახლა რომ აღარავინაა. რატომ იჩქარებდა დაქორწინებას, რას ჰკარგავდა თვითონ? -ტყუილად ეჭვიანობ, -წარბები აუზიდა ნინომ, როცა ქაქანით ჩამოურაკრაკა იმ საღამოს ვინმე „გაწელილი მარიშკას“ ამბავი. -არ ვეჭვიანობ! შენც მაგას რატომ მეუბნები?! -აბა, რას აკეთებ? თინეიჯერი გოგოსავით ლანძღავ შენს ქმართან გაურკვეველი სტატუსის მქონე ქალს. -ეგ ქმარი ჩემზე იყო დანიშნული, როცა მაგას ხვდებოდა! -ვაიმე, არ ჰქონდათ ანუ სერიოზული ურთიერთობა. რა გითხრა, შეყვარებული იყოო? არ უთქვამს, ხო, მემგონი? თქვენი ნიშნობა შენც იცი, რომ არც ერთი თქვენგანის სურვილით არ შემდგარა. არც კი ელაპარაკებოდით ერთმანეთს. მთავარია, ახლაა ერთგული. -ძაან არ გავიგო... -აი, როგორ უაზროდ ისვრი ხოლმე სიტყვებს ცხელ გულზე რა! -ხელი აუქნია ნინომ და ყავა მოსვა, -შენც იცი, რომ არ ამბობ მართალს. -იმას რატო იცავ? -ვცდილობ გონს მოგიყვანო. მესმის, რომ გაწუხებს საკუთარი გამოუცდელობა და გგონია, რომ ვალდებულება აკავშირებს შენთან... -ვალდებულება აკავშირებს, აბა, რა?! -შენ არ გიყვარს? -ოდნავ წინ გადაიხარა ნინო, უკეთესად რომ ჩაეხედა თვალებში მეგობრისათვის და არაფერი გამოპარვოდა. -არა! -მერე კიდევ გკითხავ, ეჭვიანობით რომ არ იქნები გაბერილი. -არ ვეჭვიანობ! -ის ლამაზი თეთრი კაბა ჩაიცვი დღეს. -წაუყრუა ნინომ, -შიგნით სექსუალური საცვლები.. -ნინო! -რა იყო? არ გაქვს? მე გაჩუქებ დაბადების დღეზე. -წარბები აათამაშა. -არ მჭირდება... -ცოტა გათამამდი და ნახავ, რომ იმას ვერავინ წაგართმევს, რაც მართლა შენია. დამიჯერე, ტყუილად ეჭვიანობ. -ხოდა, იმანაც იეჭვიანოს... -როდის გახდი ასეთი ხისთავიანი? სულხან-საბას ნუ უსმენ-მეთქი, ხომ გაგაფრთხილე? ზედმეტად ამოღებულიც კი იყო ის კაბა, რომლის ჩაცმაც პირდაპირი მნიშვნელობით გარისკა იმ საღამოს თამთამ. სანამ სამსახურიდან დაბრუნდებოდა თორღვა, მანამ გავიდა სახლიდან. „სურათი გაუგზავნე, დამიჯერე“ ნინომ მისწერა, როგორც კი ტაქსიში ჩაჯდა. „არ მინდა“ „აჩვენე, რომ ლამაზად ხარ და მაგასთან არა. შენც ეგ არ გინდა?“ ეშმაკივით შეუჩნდა. მანამ არ მოასვენა, სანამ სარკეში გადაღებული ათასი ერთნაირი ფოტოდან ერთი არ აარჩევინა და აიძულა, მისთვის გაეგზავნა. გულის ფანცქალით ჩააგდო ჩანთაში ტელეფონი, თითქოს სახელმწიფო დონის კრიმინალი ჩაიდინა და არ უნდოდა, ვინმეს შეემჩნია. ბართან ჩამოჯდა უხასიათოდ. ნინოს მისწერა რამდენჯერმე, რომ ვერ ერთობოდა, და მასთან და სულხან-საბასთან ბევრად უკეთეს დროს ატარებდა, მაგრამ როგორმე უნდა გაეძლო თერთმეტ საათამდე მაინც. „შენმა ქმარმა რაო?“ „არაფერი. არ მიპასუხა“ გულმოსულმა გახსნა ლამის მეათასედ მათი მიმოწერა და ნერვები მოეშალა, რომ არაფერი შეცვლილა. „ნახულია 57 წუთის წინ“... და ასე იზრდებოდა დრო პერიოდულად. პასუხს არავინ უბრუნებდა. ბოლოს საერთოდ გამორთო ტელეფონი, ერთი ჭიქაც დალია ანასთან ერთად და ვიღაც მესამეკურსელსაც გაუბა ლაქლაქი ფოტოგრაფიაზე. -თუ თანახმა ხარ, იდეალური პერსონაჟი იქნები ჩემი ფოტო-სერიისთვის, -მორიდებით მიანიშნა თავისი კამერისკენ ოთომ. -რა სერიაა? -შავ-თეთრი ფოტო-სერიაა, თემა პატარძლებია. შენი თეთრი კაბა ძალიან მოუხდება. -აუ, მეც წამოვალ, რა! -აღტაცებით ჩაერთო ანა დიალოგში. -არა, არ მინდა... იყოს. -კარგი, რაა, ფოტოებია მეტი ხო არაფერი! თან რა ლამაზი ხარ? უთხარი, ოთო, ხომ ლამაზია? მხოლოდ თავი დაუქნია ოთომ და თვალებში ჩააშტერდა რამდენიმე წუთით პასუხის მისაღებად. -ხო, კარგი! ჯანდაბას. დროზე, სანამ გადავიფიქრე. ქალაქის ქუჩები ისე გადათელეს, ვერც წვიმის და ვერც შუაღამის მოსვლა იგრძნეს. ბოლოს დაღლილობისგან მუხლები რომ მოეკვეთა, მხოლოდ მაშინ დაიშალნენ და თავადაც პირველივე ტაქსიში ჩაჯდა. განმარტოვდა თუ არა, მაშინვე ერთიანად მოაწვა ყველა ფიქრი გონებაში. გულში ბოღმაჩადებული ადამიანივით იქცეოდა, მაგრამ ვერაფრით აიტანა იმ გოგოს არსებობა, ვერც უპასუხოდ დატოვებული ფოტო, ვერც თავისი შესუსტებული კედელი თორღვასგან რომ ჰყოფდა. გაჩენილი მოთხოვნილებები აფრთხობდა თამთას. ისიც, რომ მართლა იეჭვიანა იმ გოგოზე და მაშინვე პირველივე გამვლელს შეადარა საკუთარი თავი, როგორც კი შანსი მიეცა. სიძლიერისა და დამოუკიდებლობის შანსი როგორც კი მიეცა, მაშინვე ცხვირწინ ააცალეს ყველა შესაძლებლობა. ახლა დაბნეული ვეღარ იგებდა ვის რას უმტკიცებდა. სწრაფად აირბინა წვიმისგან ტანზე მიკრული კაბით კიბის რამდენიმე საფეხური. -სად იყავი? ფეხის წვერებზე სიარულსა და კარის ჩუმად მიხურვას აზრი არ ჰქონდა. დანაშაულზე წასწრებულივით შედგა ერთ ადგილას თამთა, მერე ნელა მობრუნდა და კედელზე მხრით მიყრდნობილ არაბულს თვალებში ჩახედა. ხელები გულზე დაეკრიფა და ოდნავ მოჭუტული თვალებით ელოდა პასუხს. -არაა შენი საქმე. -მთელი გამბედაობა დასჭირდა ამ სიტყვების სათქმელად. პალტო გაიხადა და თორღვას გაკვირვებისგან აწკეპილ წარბებს თვალი მოარიდა. გული ყელში მოაჯდა აღელვებისგან, თუმცა საშინლად ბრაზობდა მასზე და არც ადარდებდა, ცეცხლზე ნავთს თუ დაასხამდა. -კიდევ რა არ არის ჩემი საქმე, თამთა? -მისკენ წამოვიდა ნელი და მძიმე ნაბიჯებით, თვალს არ აშორებდა. ლამაზი იყო იმ საღამოს თამთა, თვითონაც იცოდა ეს. -ვიღაც დაქნეულ ფოტოგრაფს რომ მიჰყვები ჯანდაბაში? თუ ტელეფონს რომ მითიშავ და ამ დრომდე ვერსად გპოულობ? -წვიმისგან დასველებული თმა გადაუწია ყურსუკან და ხელი ყელზე შეატოვა მოსაფერებლად, ცივი და ქარიშხალგადავლილი ჰქონდა თვალები. -სამაგიეროს მიხდი, თამთა? გაბრაზებული გინდოდა გენახე? -რამეს გაუგებრად ვამბობ? -ცივად შეხედა თვალებში ტუჩებმოკუმულმა. -არა, თამთა, შენ საერთოდ არაფერს ამბობ, რაც მე ძალიან, ძალიან არ მომწონს. ვინ იყო ის ოთო? -გცოდნია უკვე ყველაფერი, -სცადა გაკვირვება ირონიით გადაემალა. -ნინომ მითხრა. -მკლავით დაიჭირა წასასვლელად გამზადებული, -რაო ოთომ? მეც მინდა შენი ქმრის გაგიჟებაში წვლილი რომ შევიტანოო? -თუ აქამდე ვერ შენიშნე, დედამიწა შენ ირგვლივ საერთოდ არ ბრუნავს. -მე კიდევ მიკვირს, შენ როგორ ვერ შენიშნე, რომ შენ ირგვლივ ბრუნავს, თამთა. -მეზარება ზღაპრების მოსმენა! -გულმოსულმა მოაშორებინა ხელი, -ნუ მეუბნები ეგეთებს! -როგორებს? -თავი გვერდზე გადახარა და მოურიდებლად შეათვალიერა მისი სხეული, -ამ ფორმაში იყავი მარტო გასული სახლიდან, მხოლოდ იმიტომ რომ მე გაგებრაზებინე და საერთოდ რომ გეუბნები რაიმეს, არ გიკვირს? -რა გინდა, ბოლოს და ბოლოს? -ამჯერად თავად მიუახლოვდა თამთა. აშკარად ბოლომდე ავსებოდა მოთმინების ფიალა და წვეთ-წვეთად ეღვრებოდა იქედან სიტყვები, რომლებსაც სხვა დროს ალბათ ვერ იტყოდა. -გამარკვიე! -მე მინდა, რომ ჩემი ცოლი სხვებს არ ეპრანჭებოდეს ჩემს გასაბრაზებლად. რა, მაგიტომ არ ჩამიგდე ის სურათი? -ნახე? -წარბები აზიდა თამთამ, უარესად გაცეცხლდა, როცა გაახსენდა უპასუხოდ დატოვეს. -კი, ვნახე. -შენ არ გიგზავნიდი! -ცეცხლს ნუ ეთამაშები! -წარბები აზიდა გაფრთხილების ნიშნად. -თუ ღმერთი გწამს, რა! -ხელი აუქნია, -რომელ ცეცხლს? შენ რომ რამე გეთქვა, საერთოდ არსად წავიდოდი! -და ჩემი სიტყვები რატომ უნდა განსაზღვრავდეს შენს სწორ საქციელს, თამთა? ან თუნდაც არასწორს... -არ უნდა განსაზღვრავდეს, მაგრამ ასეა! ვგიჟდები იმის გაფიქრებაზე, რომ შენ სხვა გყავდა, როცა ჩემზე იყავი დანიშნული. -არაფერი გვქონია მე და მარიშკას. ისევე როგორც ჩვენ არ გვქონია არაფერი ქორწინებამდე. არ გამახსენო, რამდენჯერ გაიქეცი და რამდენჯერ მთხოვე რაც გვქონდა, იმის ჩაშლა. რა გინდოდა დღეს რომ მეთქვა? ან რას უნდა ვაკეთებდე, იმაში რომ დარწმუნდე, რაც ისედაც იცი გულის სიღრმეში, თამთა? გარეთ გასვლა აგიკრძალო, მოკლე კაბის ჩაცმა თუ მეგობრებთან გართობა? იმით განისაზღვრება შენთვის ჩემი გრძნობები და ინტერესი, თუ რამდენ აკრძალვას დაგიწესებ? მიპასუხე, თამთა. -არ მინდა, რომ იმას ვგრძნობდე, რასაც ვგრძნობ შენ მიმართ. იმიტომ რომ მგონია შენ ვერასდროს შეძლებ მიპასუხო. -მუშტით მოიწმინდა ცრემლები თამთამ. -მე ყველა მიზეზი მაქვს შენს შესაყვარებლად. -და გგონია, მე არ მაქვს? -ოდნავ გაულღვა ხმაში ყინული. ცერებით მოსწმინდა ორივე თვალიდან გამოდვარდნილი ცრემლები. -და გგონია რომელიმე მათგანი მჭირდება? -შენც ხო იცი, რომ ასე არ გამოვა? -ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ნელ-ნელა აშრებოდა ტანზე წვიმისგან დასველებული კაბა. -როგორ? სხვებთან ერთად ბოდიალს თუ გულისხმობ შუაღამისას წვიმაში და ჩემი მოთმინების უნარისთვის ათასნაირი გამოცდის მოწყობას, გეთანხმები, არ გამოვა. -არ მიყვარხარ. -როცა იტყუები ჭორფლები გიმუქდება. იცოდი? გამოიცვალე, გაცივდები. -ჩამუქებოდა თვალები არაბულს, მოურიდებლად დააცეცებდა მათ თამთას სახიდან ყელამდე, ყელიდან მოღეღილ გულ-მკერდამდე და მერე ისევ თვალებს უბრუნდებოდა. მზერა მოარიდა თამთამ, ყელში უჭერდა ცრემლები. გვერდის ავლა სცადა, ორივე შეკავებული ცრემლი გაქცეული მძევლებივით რომ დასცვივდა თვალებზე. -რა გატირებს? -წელზე დაუხვედრა ხელი თორღვამ. ვერ გაუშვა. -გამიშვი. -სუსტად გაისმა თამთას ხმა, სიტყვებით ერთი თქვა, სხეულით საპირისპირო. ერთიანად მოეშვა და მის მკლავს ჩამოეყრდნო ძალაგამოცლილი. ყელში ჩაუძვრა სახით და ოდნავ აკოცა რამდენჯერმე. -ვერა, -გაუმეორა ისევ და შუბლზე მიაწება ტუჩები ამჯერად. -გაცივდები. -შენთან დავიწვები. -არაუშავს, მეც მანდ ვარ. * სემესტრის დამთავრება ყველაზე მეტად უკან, შატილში დაბრუნების გამო უხაროდა. ნაცნობ მხარეში დაბრუნებას იქნებ გონზეც მოეყვანა და საბოლოოდ დაელაგებინა ერთმანეთში გადახლართული გრძნობები და აზრები. იქნებ, დედამისს მაინც ეთქვა რაიმე ისეთი, რაც გზაზე დააყენებდა, რაც შორიდან მოპარულ აზრებს საბოლოოდ გაუფანტავდა და ცხოვრების მშვიდად გაგრძელების საშუალებას მისცემდა. ჩუმად ჩაკეცა გერმანიის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტიდან სასწავლად მიწვევის შეტყობინება და დაძაბულმა გააპარა თვალი საჭესთან მჯდომი ქმრისაკენ. მახოს ტკბილად ეძინა მის კალთასთან და ოდნავ გაეღიმა თამთას. მაშინვე მტკივნეულად გასერა იმის წარმოდგენისას, რომ აქაურობის მიტოვება უნდოდა. ყველაფრის მიუხედავად, რაც მისი გულისთვის გააკეთა იმ ადამიანმა ახლა წარბებშეყრილი რომ გაჰყურებდა შატილის ნახევრად ჩამოქცეულ გზას, დაუნახავი, უგულო ადამიანივით გაქცევა უნდოდა მაინც. თოვლი გადაულახავი ტვირთივით აწვებოდა ჩამოღლილ კლდეებს ფერდებზე. გზა დაუნდობლად რისკიანი და სახიფათო იყო და ალბათ ამიტომაც არ იღებდა ხმას არაბული, თორემ მშვენივრადაც გრძნობდა თამთას დაძაბულობასა და სევდას. ჯაყჯაყით გადაუხვიეს თავიანთი სოფლისკენ, საიდანაც იწყებოდა მათი ცხოვრება ერთად და ცალ-ცალკე. აქ დაბრუნებას უკან, წარსულში დაბრუნების გემო ჰქონდა თამთასთვის. თითქოს პორტალში შეცურეს, სადაც ჯერ კიდევ არ ეკეთათ თითებზე ბეჭდები, სადაც ჯერ კიდევ არსებობდა ამ უღლიდან უმტკივნეულოდ თავის დახსნის გზა. -დაგტოვო შენებთან? -გვერდულად გადმოხედა, როცა ჭინჭარაულების ჭიშკარს მიუახლოვდნენ. -სახლში მივიდეთ ჯერ. -გაუაზრებლად უპასუხა და თავისი ფანჯრისკენ გაექცა თვალი უნებურად. ფარდები ბოლომდე ჩამოეფარებინა ლელას, მხოლოდ გიორგის ოთახის ფანჯრები იყო ღია. ხელებგაშლილი შემოხვდათ მზია. რძალს შემოეხვია პირველ რიგში, შვილს შემდეგ. თამთამაც მოიკითხა დედამთილი და ერთად შევიდნენ სახლში. საერთოდ ყველაფერი გამოკითხა მზიამ, როგორ შეეგუა ქალაქს, უნივერსიტეტს, მისი შვილი ხომ არ აბრაზებდა და ათასი დედობრივი მზრუნველობით გაჟღენთილი შეკიხვა კიდევ... ფეხები გაურბოდა, ისე უნდოდა დედასთანაც გადასულიყო, მაგრამ ერიდებოდა მაშინვე გაქცევა სახლიდან. მზიას ყველაფერი გაემზადებინა სავახშმოდ, დეკა და ლაშაც სახლში იყვნენ და ბოლო სამი თვის განმავლობაში პირველად იკრიბებოდა ოჯახი ერთად. -გამოუშვი, დედა, ელოდება ლელაც. -კარებში ჩადგა თორღვა და მზიას ანიშნა, კლანჭებიდან დაეხსნა ახალშეძენილი რძალი. შებინდებულიყო უკვე ეზოში რომ გავიდნენ და ჭიშკარი გამოურო თორღვამ. -მარტო არსად უნდა გამიშვა ახლა? -ალმაცერად ახედა ქვემოდან, როცა შარაზე გადავიდნენ და იმ ადგილს მიუახლოვდნენ, სულელურად რომ შეატოვა თამთამ „მგლის“ ალესილ კბილებს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ორივეს ერთი და იგივე მოგონებამ შეახსენათ თავი და სხეული გაუთბა ამის გააზრებისას. როგორ არ მოსწონდა და რა სულელურად მოიქცა მაშინ. ვერც იმას აფასებდა, რა ელოდა წინ რეალურად, რომ ვინმეს ცოლობა და მით უმეტეს არაბულების რძლობა არ იქნებოდა მარტივი მაშინ, როცა მისი ოცნებების გემს საერთოდ სხვა მიმართულებით აეღო გეზი. -ყველაფერი უნდა გააპროტესტო შენ? -წარბები აუზიდა და ეზოში შეატარა. -კი. -თამთა! -რა იყო? ენას ნუ გიტლიკინებ, შენს მოთმინებას ნუ ვცდი, თუ ნუ გეთამაშები? -გაცხარებული მოუბრუნდა. აშკარად გაადიდგულა თავისი ბავშვობის სახლში ფეხის შემოდგმამ. -სამივე, -შეუმჩნევლად მოუჭირა თეძოზე ხელი და სახლისკენ უბიძგა, -სახლში დავილაპარაკებთ... ლელა თავაზიანად მოიკითხა თორღვამ, ზაზას მხოლოდ ხელი ჩამოართვა და სახლისკენ გაბრუნდა. -დამირეკე და გამოგხედავ, -უთხრა ცოლს და რომ მიხვდა, თამთა ისევ აპირებდა მარტო ბოდიალთან დაკავშირებით პროტესტის გამოთქმას, ლოყაზე, ტუჩთან ძალიან ახლოს აკოცა კარებში გაჩხერილს, -დამირეკე და გამოგხედავ! თავის ოთახში იჯდა ლელასთან ერთად თავის ყოფილ საწოლზე და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ეს საბანი ათბობდა ხევსურეთის ცივ ღამეებში. კარი ფრთხილად მიხურა ლელამ, შეამოწმა ქმარი ხომ არ უგდებდათ ყურს და მერე ისიც ჩამოუჯდა ქალიშვილს. -რაზე ფიქრობ, დე? -თქვენზე. გიო სად არის? -სანადიროდ წაყვა ბავშვებს, არ იცოდა, რომ მოდიოდი, თორემ არ წავიდოდა. -შენ? -გამომცდელად შეხედა დედას, -შენ როგორ ხარ? -კარგად, -ისე გაუღიმა ქალიშვილს, ბრმაც კი შენიშნავდა, რომ ტყუოდა. -გიოც რომ წამოვა თბილისში, შენც უნდა წამოხვიდე. -მტკიცედ უთხრა, -შენი ამ სახლში დარჩენა მარტო იმ კაცთან... -მამაშენთან... -ღიმილით შეუსწორა შვილს ლელამ. -გცემს კიდევ? -ტუჩი მოიკვნიტა თამთამ, როგორმე ცრემლები რომ არ წასკდომოდა თვალებიდან. -არა, დედა. -შერცხვა ლელას, თვალი მოარიდა ქალიშვილს და სკამზე გადაჯდა მის პირდაპირ. -როცა გიო არ არის, არც მაშინ? ან როცა სვამს... მითხარი, ეჩხუბება ბავშვს? -დედა, შენზე მომიყევი! რად გინდა ახლა ზაზაზე ლაპარაკი?! -მე რა გითხრა? -შენი ქმარი კარგი ბიჭია, ძალიან გაგიმართლა და უნდა დააფასო მისნაირი ადამიანი რომ გყავს გვერდით. -ვაფასებ. -მართლა? მე მგონია, რომ შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები ბოლომდე, რა ხდება შენს თავს. -და გიკვირს, დედა?! -ხმა გაეყინა. ყველაზე მეტად ლელას მიმართ არ სურდა ამ ტონით საუბარი, მაგრამ ვინმესთან რომ არ ამოეღო ბოღმა და ბრაზი, რაც გულს უწამლავდა, აუცილებლად დალპებოდა, -ჩემი ნების წინააღმდეგ გამათხოვეთ. ხო, ზუსტად გათხოვება ჰქვია იმას, რაც ჩემმა ოჯახმა გამიკეთა. და რა? ვის უნდა მოვთხოვო პასუხი, მკვდარ ბაბუას თუ მოძალადე მამას? ან ვისი იმედი უნდა მქონოდა, ჩემი ქმარიც მამაჩემისნაირი რომ აღმოჩენილიყო? გიოსი? პატარა ბავშვის, რომელიც ყოველდღე ებრძვის მამამისის არაკაცობას, რომ დედის თვალზე არ შენიშნოს ცრემლი, ან უარესი - დალურჯებები? გიკვირს, გაორებული რომ ვარ? -მეგონა, გიყვარდა ის ბიჭი... -სიყვარულთან ერთად კიდევ იცი, რას ვგრძნობ, დედა? უძლურებას, ბრაზს, დამცირებას... რომ ჩემმა ოჯახმა იმ ადამიანის ხელებს შემატოვა, ვისაც არ ვუყვარდი და მე ვერაფერი გავაკეთე. შინაგანად ისეთი შებოჭილი ვარ, ისე მიჭირს და მეშინია, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ. ხანდახან მგონია, რომ გავბოროტდი და ბედისწერამ მაჯობა. ვიცი, რომ ჩემსავით ბევრი გაათხოვეს უწინ და ბევრს გაათხოვებენ ისევ, ვიცი, რომ არ ვარ განსაკუთრებული შემთხვევა, დედა, მაგრამ... ასე არ მინდოდა. ბოლო წამამდე მქონდა იმედი, რომ მამაჩემი ერთადერთხელ მიცემულ შანსს გამოიყენებდა და ერთხელ მაინც მოიქცეოდა სწორად ჩემთან მიმართებაში. -ჩემი ბრალია... -ამას იმიტომ არ გეუბნები, რომ თავი დამნაშავედ იგრძნო, დედა... უბრალოდ, მგონია, სხვა ვერავინ გაიგებს. -ფანჯარაში გაიხედა, მათ ოთახში ყვითლად ენთო შუქი და მწარედ ჩაეღიმა, ძალიან რომ მოუნდა ახლა იქ ყოფილიყო, თორღვას სიმშვიდესა და სიმკაცრეში გამოხვეული, ვიდრე აქ... თავის ოთახში, სადაც იშვიათად თუ უძინია მშვიდად. -შენი დატოვება ძალიან გამიჭირდა... ოთახის კარი დაუკაკუნებლად შემოგლიჯა ზაზამ. ჯერ ცოლს გახედა ბრაზმორეული თვალებით, შემდეგ - ქალიშვილს და ოთახში დაუკითხავად შემოვიდა. ძველებური მუცლისტკივილი და შფოთვა მოაწვა თამთას. მაინც შეეშინდა, თუმცა იცოდა ხელს ვეღარ დააკარებდა ზაზა თორღვას ცოლს. -რას ლაქლაქებთ ამდენს? შენი შვილი სადაა? -შენ არ გაუშვი? -თვალი მოარიდა ლელამ და ქალიშვილს გაუღიმა, დაძაბულობა რომ არ ეგრძნო, თითქოს უცნობი იყო და არ უნდოდა უხერხული სიტუაცია შეექმნა. -მოვა მალე, სად წავა... -გირჩევნია, მალე მოვიდეს! -თორემ რა, მამა?! -ლეიბის კიდეებს ჩაეჭიდა ორივე ხელით თამთა, ადგილს რომ არ მომწყდარიყო და რამე ისეთი არ ჩაედინა, რასაც არ ინანებდა, მაგრამ ვერ გაამხელდა, რომ გააკეთა. -სცემ? -შენ ძალიან ხომ არ დაიგრძელე ენა? ასე ელაპარაკები შენს ქმარსაც? -ჩემს ქმარს ისე ველაპარაკები, როგორც იმსახურებს. ისევე, როგორც შენ, ზაზა. -თამთა, -მაშინვე დაფეთდა ლელა და ხმით შეევედრა შვილს, გაჩუმებულიყო. -შენი გაზრდილია ასეთი უზნეო და ენაგრძელი! -დედას წესიერად ელაპარაკე! -შენ ენა ჩაიგდე, გოგო! -თავზე წამოადგა ჰაერში ხელგაშვერილი ზაზა. არყის სუნმა აუწვა ცხვირის წვერი თამთას. -თორემ მეც მიმაყოლებ ზემოდან, ხო? -თვალები ოდნავ მოჭუტა. ეშინოდა, ვერ იტყოდა, რომ არ ეშინოდა, მაგრამ ინერცია აღებული ვეღარ აჩერებდა ენას. თითქოს უნდოდა კიდეც, რომ ანკესს წამოგებოდა ზაზა და მერე საკადრისი მიეღო ყველაფრისთვის ერთიანად. -შენ იცი, რა მოგივა ჩემს ქმართან ისეთი თუ არ დავბრუნდები, როგორიც აქ დამტოვა, ამიტომ ტყუილად ნუ გაირჯები. აქ მარტო დარჩები... შენ გგონია, გიო დედას დაგიტოვებს საჯიჯგნად? -რატომ, შენ ხომ დატოვე? -არა, ზაზა, შენ მე გამაგდე... მომწყვიტე დედას და ჩემს ძმას იმიტომ, რომ არც იმის კაცობა გეყო ბაბუაჩემის წინააღმდეგ წასულიყავი და ქალიშვილის კეთილდღეობისთვის გებრძოლა. თუმცა შენ რა იცი ან ქალის სიყვარული, ან პატივისცემა. სოფელში ყველაზე ლამაზი ცოლი რას დაამგვანე! გაუბედურებული დედაჩემი შენი სახეა მარტო, სხვა არავის. -ზედმეტად ხომ არ გაქვს შენი ქმრის ფარად გამოყენების იმედი, თამთა? -ცბიერად გაუღიმა ზაზამ, ეშმაკები ებრძოდნენ მის თვალებში ერთმანეთს, ავსული იყო თითქოს, ადამიანის სახე დაეკარგა არყით დამთვრალს, -როგორც გაგაყოლე, ისე წამოგიყვან იქედან... -ზაზა! -ვედრებასავით გაისმა ლელას ხმა ოთახში, შვილს ჩაავლო მკლავში ხელი და წამოაყენა თავისი საწოლიდან, -წადი, თამთა, გელოდებიან ალბათ და უხერხულია.. გნახავ კიდევ ხვალ, დედა. -შენც წამოდი, დედა. გელოდებიან ვახშმად მზია და ნათია. -არსად წამოვა, -ლამის დაიყვირა ზაზამ. აშკარად ფრთხილობდა, არ უნდოდა სახლიდან ზედმეტი ხმა გასულიყო. -შენ დაუშლი? -შუაში ჩადგა თამთა, -დედაჩემს ან ჩემს ძმას ერთი თმის ღერი რომ ჩამოუვარდეთ, ხომ იცი, ორი ნაბიჯი გაშორებს შენს ღამის კოშმარს... -შენ არ შეგრცხვება შენს ქმართან შენი ოჯახის ბინძური ქვეშაგების გამოფენის, თამთა? -იმას რცხვენოდეს, ვინც სასირცხვილოდ იქცევა. წამოდი, დედა. ლამის ძალით გაათრია დედამისი სახლიდან. უკან რამდენჯერმე მოიხედა, ხომ არ მოგვყვებაო ზაზა მაგრამ არ გაურისკავს აშკარად. -ახლა ხვდები ხომ, რამდენს ნიშნავს როცა ვიღაცის იმედი გაქვს, თამთა? -ხმადაბლა უთხრა ქალიშვილს ლელამ, თავიანთ ეზოს რომ გაცდნენ. -ვხვდები, დედა. კარგად ვხვდები! წამოდი და გაიღიმე. გიოს ტელეფონი არ წაუღია? -არა, რად უნდოდა ტყეში... სიხარულით შეიპატიჟეს ლელა სახლში ნათიამ და მზიამ. თორღვამ დაკვირვებული მზერა დაასო სახლში შემოსულ ცოლს. არ გამოპარვია არც მისი აწყლიანებული თვალები, არც უჩვეულოდ აჩქარებული გულისცემა და ყალბი ღიმილი. -მოხდა რამე? -ხმადაბლა ჰკითხა ყველასგან მოშორებით და წარბებშეყრილმა ჩახედა თვალებში. -შენი ძმა სადაა? -სანადიროდ, მოვა მალე. -მოხდა რამე? -არაფერი, თორღვა, -სახე აარიდა, გრძნობდა თვალები უწყლიანდებოდა და უეჭველად ტირილს დაიწყებდა, მისთვის რომ შეეხედა. მოხერხებულად გამოუძვრა ხელებიდან და ოთახის სიღრმეში გაუჩინარდა თვითონაც. გიორგი რომ მოვიდა, კარგად დაღამებულიყო უკვე. რამდენიმე ჭიქა ყველას დაელია და თორღვასაც დაეტყო თრობა თვალებზე, დანარჩენებზე ნაკლებად, მაგრამ მაინც დაეტყო. ან იქნებ, ცოლის თვალმა შენიშნა მხოლოდ ამღვრეული გამოხედვა და დამძიმებული სუნთქვა. -როგორ მომენატრე! -კისერზე ისე ძლიერად შემოხვია ხელები, ლამის კანში შეუძვრა ძმას. -მეტკინა, გოგო! -თმები აუჩეჩა და ორივე ლოყაზე აკოცა ტკბილად, -როგორ მოსუქებულხარ... ჩემი სიძე კია აბა წიწკვი ბიჭივით ისევ. თამთასთვის ხელი არ შეუშვია ისე მიესალმა ყველას და მასთან ერთად დაჯდა სუფრასთან. -შკოლნიკობ უნივერსიტეტშიც? -ცხვირზე აჰკრა ხელი თამთას და ლაშას გამოწვდილ ღვინის დოქზე თვალებით თქვა უარი, დედამისს კი თვალი ჩაუკრა. -„შკოლნიკი“ არასდროს ვყოფილვარ, -იუარა მაშინვე, თუმცა თუთას, ლაშას და გიორგის ერთობლივი ჩაფრუტუნება რომ გაჟღერდა, გულმოსულმა აატრიალა თვალები. -ბოლოს აუშვი ანგელოზივით ბიჭი რომ ჩაიგდე ხელში... -დედა, უთხარი! ხმამაღალმა სიცილმა გადაურბინა ყველას სუფრასთან. ცოტა ხნით დამშვიდდა კიდეც თამთა. ყველა გვერდით ჰყავდა, ვინც უყვარდა. უსაფრთხოდ და ერთად. ცოტა ხნით არც სჭირდებოდა რაიმე სხვა, რომ ბედნიერი ყოფილიყო ზედმეტი ფიქრისა და დარდის გარეშე. თავზე ჩამოადო ძმას თავი და კალთაში ჩაწყობილი მისი ხელებისკენ რომ გაექცა თვალი სუნთქვა შეეკრა, ისე მტკივნეულად იფეთქა წამით დამშვიდებულმა გულმა. აწყლიანებული თვალებით ახედა და თავისი რბილი ხელი დააფარა ახლად დაბეჟილ ხელებზე. -არაფერია, არ გინდა ახლა. -უცებ მიუხვდა გიორგიც, რომ მაინც გამოიჭირა დამ, -თავისი მიიღო და სძინავს... შუბლზე აკოცა. -ერთი სული მაქვს, როდის წამოხვალთ შენ და დედა... -კარგად ვართ, -უთხრა ხმადაბლა თვითონაც, -მთავარია შენ წახვედი. -სულ არ მოგენატრე? -სულ მენატრები. სიძეს ხო არ აბრაზებ?! -ჯერ თავის დას გადახედა წარბაწევით, შემდეგ მის გვერდით მჯდომ თორღვას. -მიმკლავდება... -აღიარა დანაშაული თამთამაც და ჩუმად გახედა თავის ქმარს, მთელი ეს დრო რომ ხმის ამოუღებლად იჯდა, ან ხმადაბლა ელაპარაკებოდა ლაშას რაღაც გეგმაზე. შუაღამე სტუმრებთან ერთად გააცილეს. ჭიშკრამდე გაჰყვა თამთა დედას და ძმას. -ხვალაც მოდით... -რა იყო, გითხრა შენ რამე იმან? -სახლისკენ გაიქნია თავი გიორგიმ. ლელასთვის გადაეხვია ხელი. ნაადრევად დაკაცებული მოეჩვენა თამთას თავისი წასვლის შემდეგ უმცროსი ძმა. -არა, არაფერი... შენც ნურაფერს ეტყვი, დაანებე ზაზას თავი, გიო. -ნუ ნერვიულობ და შედი სახლში, -შუბლზე აკოცა დას, -ჯერ ხო არ მიდიხარ? -არა. ღამე მშვიდობისა. ჭკვიანად. კარგად, დე. სწრაფად გადაირბინა ეზო. დეკა და ნათია უკვე ალაგებდნენ სუფრას. -ნამგზავრი ხარ, დაწექი შენ. -ხელიდან ააცალა თეფშები უფროსმა რძალმა. -დაწექი.. -დაგეხმარებით. -ხვალიდან შენ აალაგე, დღეს წადი. -თვალი ჩაუკრა დეკამ და მხარი გაკრა, -გელოდება შენი ბიჭი. დაღლილი იყო და წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ისე ალასლასდა კიბეებზე, უკან აღარც მოუხედავს, მუხლები ეკვეთებოდა დაღლილობისაგან უკვე. ფრთხილად შეაღო კარი. შუქი ანთებული დაეტოვებინა თორღვას, თავად ნახევარი ტანით გადაწოლილიყო საწოლზე და თვალებზე მკლავი აეფარებინა სინათლის გადასაფარავად. თამთას ფეხის ხმაზე ცალი თვალით გამოიჭყიტა და ოდნავ წამოჯდა საწოლზე. უხმოდ აკვირდებოდა ცოლის მოქმედებებს, როგორ მოხდენილად გადაიცვა კოხტა სხეულზე ღამის პერანგი ისე, რომ ზედმეტად სიშიშვლე არ დაანახა თორღვას, მერე ჩანთიდან ამოალაგა ჯერ თავისი, შემდეგ თორღვას ტანსაცმელი და ერთმანეთის გვერდიგვერდ შეაწყო კარადაში. შეკრული თმა ჩამოიშალა და თითებით ჩამოივარცხნა ერთმანეთში გადახლართული ხვეულები. წამი დასჭირდა მის თბილ სურნელს ოთახში გასაფრქვევად... თვალი წამითაც არ მოუწყვეტია მისი არც ერთი ქმედებისათვის თორღვას. საღერღელაშლილი უყურებდა და მძიმედ, გამოზომილად სუნთქავდა. -ჩავაქრო? -ისე ჰკითხა გულუბრყვილოდ თამთამ, თითქოს ვერ შენიშნა მთელი ეს დრო დაჟინებით რომ აკვირდებოდნენ. უხმოდ, თვალის მოუშორებლად დაუქნია თავი თორღვამ. იგრძნობოდა ჰაერის გასქელება და ჩახუთული ატმოსფერო მიუხედავად იმისა, რომ გარეთ საშინლად ციოდა და მყინვარებიდან წამოსული სუსხი ზედმეტი წინააღმდეგობის გარეშე აღწევდა ოთახებში. სწრაფად ჩამოკრა თითები თამთამ ჩამრთველს და მხოლოდ მთვარეს დარჩა სიბნელე გასანათებლად. -უფრო გრძელი ვერაფერი იპოვე? -ჰკითხა, როგორც კი საბანი ასწია თამთამ და სწრაფად აიკეცა ფეხები გასათბობად. ლამის კოჭებამდე დასთრევდა გრძელი აბრეშუმის საღამური. -არ მაქვს. შენ მაჩუქე და ჩავიცმევ. -ჩასაცმელს არ გაჩუქებ, მით უმეტეს, ამ სიგრძეს. -ვნებამორეული გახდომოდა ხმა ოდნავ ნასვამს. ზურგზე აეკრა ცოლს და მუცელზე გადაადო ცალი ხელი, -მოხდა რამე? მოშიშვლებულ მხარზე დაადო ტუჩები თორღვამ. ზედვე იგრძნო თამთას ჟრუანტელდავლილი კანი და ტემპერატურის ცვლილება. არ მოუშორებია, იქვე შეატოვა ტუჩები და მეორე ხელიც შეუცურა წელქვეშ. თავისკენ მისწია უფრო მეტად, თითქოს გამქრალი დისტანცია საკმარისი არ იყო.. -ისეთი არაფერი. -ისეთი როგორი? -მოსაყოლად რომ ღირს. -მოსაყოლად არ ღირს და შენს ნერვიულობად კი? -ტუჩები დაადო ისევ, არ უკოცნია ამჯერად და ცოტა ეწყინა კიდეც თამთას. მთელი დღის დაძაბულობა და შებოჭილობა ერთიანად შემოეცალა თითქოს მისი ერთი შეხებით. -მამაჩემს შენით დავემუქრე, -გაუმხილა ხმადაბლა, თითქოს არ უნდოდა რომ გაეგო. ნელა გადატრიალდა თორღვასკენ. სახეზე დასცემდა მისი თბილი სუნთქვა ამჯერად, მის გახურებულ კანსაც გრძნობდა საკუთარი პერანგის ქვეშ და ცივმა ჟრუანტელმა რამდენჯერმე დაუარა ხერხემალში, მკერდზე რომ მიეკრო მჭიდროდ. მთვარის ბაცი განათების ფონზე კარგად ჩანდა მუქად აელვარებული თორღვას თვალები. გაურკვეველი მზერა ჰქონდა, სუნთქვა კი გამოკვეთილად დამძიმებული და ღრმა. -კარგი გოგო ხარ. -თითქოს მოერიდა ზედმეტად ჩაძიებას. -შენს ძმაზე ხო არ ნერვიულობ? -ცოტას. -ძლივს გადააგორა ნერწყვი, სუნთქვა შეეკრა მაინც რომ მოუძებნა უსასრულოდ გრძელ პერანგს დასასრული და ფეხზე აუსრიალა ხელის მტევანი. -კარგი ბიჭია გიო, -ბარძაყში მსუბუქად ჩაავლო ხელი და წელზე გადაადებინა, უფრო ახლოს რომ ჰყოლოდა. -ყველაფერს სწორად აკეთებს. -პატარაა... -მაგრამ მარტო არაა. -მაშინ რომ მითხარი... -არ იცოდა ხელები სად წაეღო და გულთან დაიკრიფა თამთამ, თვალებში უყურებდა თვითონ მზერით უგზო-უკვლოდ მოხეტიალეს ცოლის მთვარის შუქით განათებულ სხეულზე. -შენ რა მიზეზები გაქვს? ისე ავად გაეცინა თორღვას, თითქოს დიდი ხანია ამ კითხვას ელოდა მისგან. წელზე დაადო ხელი და უფრო მისწია თავისკენ. გაეღიმა თამთას შეკრულ სუნთქვასა და ფრთხილ ამოსუნთქვაზე. -თამთა, მაგ მიზეზების მხოლოდ სიტყვებით ჩამოთვლა რომ გამიჭირდება?! -წელიდან თეძოებზე ჩაუცურა ხელები, ზურგზე გადაწვა და თან გადაიყოლა მისი სხეულიც. ზემოდან მოიქცია და ამჯერად ორივე ხელი შეუცურა პერანგქვეშ, ნელა აუყვა ბარძაყებიდან საჯდომამდე. -იმედი მაქვს მხოლოდ სხეულის ნაწილები არ შედის მაგ მიზეზებში, -წარბები შეკრა თამთამ და ხელისგულებით დააწვა მკერდზე, ოდნავ რომ წამომჯდარიყო და უკეთ ჩაეხედა თვალებში. გრძნობდა როგორ გაივსო ოთახი ბლანტი ჰაერით და მძიმედ დააწვა ჯერ გულზე, შემდეგ მუცელში ჩაეღვარა და წამიერად იგრძნო მუხლებში სისუსტე, თავისკენ რომ დაქაჩა თორღვამ და ლამის კბილებით ჩააფრინდა მოღეღილ ყელში. -კიდევ ბევრი რამეა, მაგრამ ახლა სხვა მიზეზებზე ფიქრი მიჭირს. ის ჯინსის კაბა წამოიღე? -რომელი? -წარბები შეკრა გაკვირვებულმა, იმდენად იყო გამოწვეული შეგრძნებებისგან გადაღლილი და დაბნეული, ნათქვამს ვეღარ იგებდა. რა დროს ჯინსის კაბა იყო, ლამის სული დაელია სანამ აკოცებდა… -აი ის, ჩემი მოთმინების დასაცდელად რომ გეცვა მთელი კვირა… -წელამდე აუწია საღამური და თავზე გადააძრო. წამიერად შემოვარდნილმა სუსხმა სხეული შუეფხიზლა თამთას, შემდეგ კი ისევ ლავაში ამოავლესო თითქოს, ცეცხლი წაეკიდა მისი შიშველი კანის შეგრძნებისას საკუთარ მკერდსა და მუცელზე. ერთადერთი საცვალი შემორჩა და იმასაც ისე დასტრიალებდა თითებით, უკეთესი დღე რომ არ მოელოდა. -არა.. -უთხრა ნახევრად წასული ხმით და მკერდზე მისი ტუჩების შეხებისას საბოლოოდ გაუწყდა გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი უკანასკნელი ძაფიც. -არაუშავს, თბილისში გამოვიყენებთ… მოდი ახლა ჩემთან, -მკერდიდან წამოსწია თავი და მაშინვე გამოუძებნა ტუჩები.. სიამოვნებისგან ამოიგმინა რამდენჯერმე თამთამ, ხელებით რომ ასწავლიდა, როგორ უნდა ემოძრავა… -მაკოცე, -მაშინვე პროტესტი გამოთქვა თამთამ, როგორც კი წამიერად გაშორდა მის სხეულს და თავად მოექცა ზემოდან. სწრაფად შემოხვია წელზე ფეხები დისტანვიის აღსადგენად და მთელი ტანით აეკრა გავარვარებულ სხეულზე. -სად? თვალებმოჭუტულმა დახედა. სასმელი აბოროტებდა აშკარად, თორემ ამ შეკითხვას არ დაუსვამდა ისედაც გაწამებულს. თითქოს ეს არ ყოფნიდა, მისი ტანჯვითაც სურდა სიამოვნების მიღება. ჩაეცინა თამთას გაბრაზებულ სახეზე და სწრაფადვე დაუბრუნდა მის ტუჩებს. -სამი წამი გაქვს გადასაფიქრებლად, თამთა… -არ გადავიფიქრებ.. და სამ წამზე მეტი გავიდა. -კარგი გოგო ხარ… -კმაყოფილი დაუბრუნდა მის ტუჩებს და უკანასკნელი ქსოვილიც ერთი ამოსუნთქვით მოაშორა სხეულიდან… * ადრიანად ინათა შატილში. ერთმანეთზე გადაჯაჭვული მთებისგან გამონაბერი გაყინული ჰაერი ჩუმად შეიპარა ოდნავ გამოღებულ ფანჯარაში და სახეზე მოელამუნა თამთას. ფრთხილად გადაუწია შუბლზე ჩამოყრილი თმები და ღრმად ჩაძინებული შეაფხიზლა. დაღლილ და გამოძინებულ სხეულში ნელ-ნელა დაუბრუნდა შეგრძნებები თამთას. ლამის მთელი ტანით ზედ გადაწოლოდა თორღვა. მოშიშვლებულ ზურგზე ჩამოედო თავი და მონოტონურად ელამუნებოდა სუნთქვით. ორივე ხელით და ფეხებით ისე იჭერდა, თითქოს სადმე გაექცეოდა ჩაძინებულს. ღრმად გადააგორა ყელში გაჩხერილი ბურთი და მისკენ გადატრიალება სცადა. -რა არ გასვენებს? -ნამძინარევი, დამძიმებული ხმით ამოიდუდუნა და უფრო მჭიდროდ შემოჰხვია ხელები შიშველ მუცელსა და მკერდზე. -ვეღარ ვსუნთქავ, -მისუსტებული ხმით გამოეპასუხა თამთა. ყელში გაჩხერილი ბურთიც დაეტყო მის ბგერებს და ნელ-ნელა მოუშვა სხეული არაბულმა, საწოლზე გადაწვა და თან გადაიყოლა ცოლის სხეულიც. -ცუდად ხარ? -ცალი თვალი ძლივს გაახილა ნამძინარევმა. -არა, -თვალი მოარიდა და ზურგის შექცევა სცადა, თუმცა არ გამოუვიდა, ისე იჭერდა, მხოლოდ მისთვის თვალებში ჩახედვა რომ შეძლებოდა. -შემომხედე, -წარბები შეყარა და უფრო დაჟინებით დააკვირდა სახეზე. -გტკივა რამე? -არა. -აბა, გრცხვენია? -წარბები აზიდა და ძლივს შეიკავა თავი, რომ არ გაღიმებოდა მის აწითლებულ ლოყებსა და დაჭიმულ სხეულზე. თავი გააქნია მხოლოდ თამთამ უარყოფის ნიშნად. წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. მთელი ძალით იჭერდა გულ-მკერდზე თორღვასგან მოტოვებულ საბნის ნარჩენებს და დაუსრულებლად ეძებდა წერტილს მათ საძინებელში, რომელსაც მზერას ჩაავლებდა, რომ ისევ ქმრის თვალებს არ შეესრუტა. -რა ვიცი, წუხელ არ ჩანდი... -არ გინდა, გთხოვ, -ლამის ყურებზე აიფარა ხელები, წინადადების დასასრული რომ არ მოესმინა. -რა არ მინდა, თამთა? -მაცდურად ჰკითხა და მხარზე მიაწება თბილი ტუჩები, გავარვარებული მუგუზალივით რომ მოედო ცოლის სხეულს. -გახსენება... -დამავიწყდა გგონია? შემომხედე... -თავი ააწევინა და ამღვრეული თვალებით შეხედა. -რას გადამეკიდე დილიდან? -წარბები შეყარა თამთამ, განრისხებით გაუსწორა მზერა და უკან გადაიხარა დისტანცია რომ დაეცვა. -მარტო დილიდან? -თორღვა! -თამთა... -წელიდან თეძოებამდე გაუცურა თითები, შემდეგ მუცელთან და ჭიპთან რამდენიმე წრე მოუხაზა, თან თვალმოუშორებლად აკვირდებოდა მის რეაქციას. -აღარ გეძინება, თუ რატომ ვერ ისვენებ? -გითხარი, რაც არ მასვენებდა! -შენ თვითონ არ მთხოვდი? -ღმერთო... -გოგო, ნუ ხვანცალებ დილიდან, თორემ დარჩები მთელი დღე ოთახში! -ერთი ხელის მოსმით გადასვა კედლისკენ თამთა და კმაყოფილი ღიმილით შეხედა თვალებში. -კიდე ბალიშად უნდა გამომიყენო? გამიშვი, -მსუბუქად აუჩეჩა გულ-მკერდზე ჩამოყრილი თმა, როდესაც წელქვეშ ამოსდო ორივე ხელი თორღვამ და თავი ზედ კომფორტულად დაადო. -ამჯერად მხოლოდ შენი ძუძუების, -თვალებდახუჭულს გაეღიმა ლამის საგულიდან რომ ამოუხტა სწრაფად და ძლიერად აძგერებული გული. -დაიძინე, ადრეა ჯერ. სახლში ჯერ კიდევ არ შემოეღწიათ მზის სხივებს ბოლომდე. სითბო დარჩენილიყო წინა ღამის ცეცხლიდან და შეფიქრიანებული კარმიდამო მოთმინებით ელოდა ადამიანების ახმაურებას. ძილით თრობისგან როგორც კი მოუსუსტდა სხეული თორღვას, მაშინვე მოხერხებულად დაუძვრა თამთა და ბალიშზე გადაადებინა თავი. ლამის მთელს საწოლს იკავებდა გადაშლილი მხრებითა და მაღალი სხეულით. ძლივს შეელია მის მიმზიდველ სურნელსა და სითბოს... ეზოში ჩასულს განთიადის ცივი ჰაერი მოელამუნა სახეზე და შეფხიზლებულს ისევ საწოლში მოუნდა შებრუნება. იქეთკენ გაექცა თვალი, მათი ოთახის ფარდა მთლიანად ფარავდა ოდნავ შეღებულ ფანჯარას. როგორ უნდა წასულიყო? ძლივსღა დალაგდა მისი მთლიანად ამობრუნებული ცხოვრების რაღაც ნაწილი... ცხვირის წვერი აეწვა და თვალი მოარიდა ფანჯარას. სახლის კარი გაიღო და სიგარეტმომარჯვებული ლაშა გამოვიდა ეზოში. გზაში უკიდებდა ასანთს და თან მიზანმიმართულად მიდიოდა ბაღის სიღრმეში ჩაკარგული რძლისაკენ. ღიმილით მიესალმა თამთა და მაგრად შემოიხვია თბილი მოსაცმელი ტანზე. -დილიდან მოგიშალა ნერვები? -თავი მათი ოთახისკენ გაიქნია ლაშამ და თვალი ჩაუკრა. მოურიდებლად ჩამოუჯდა ჰამაკში და ხელი გადახვია შემცივნებულს. -ხო, ვეღარ შევიბრუნე ძილი. -მესმოდა თქვენი ჩხუბი, -წარბები აათამაშა, თამთას წაშლილ სახეზე ისე ხმამაღლა გადაიხარხარა ლამის მთელი ხევსურეთი გამოაღვიძა, -გეხუმრე, რა იყო, რა ჩაიდინეთ... -ლაშა! -ფერდში უჩმიტა თამთამ. -კაი, რას შვრებით მართლა? -ხმა დაისერიოზულა და ფილტვებამდე ჩატანილი თამბაქოს კვალი მთების მიმართულებით გააქცია. -რატომ ეწევი? -წაუყრუა თამთამ, არ იცოდა, რა უნდა ეთქვა. -დეკას არ უთხრა... -ისედაც მიხვდება, -წარბები აუზიდა. -რისთვის ემზადებით? გვერდულად გადმოხედა რძალს ლაშამ და ბოლომდე ჩაწვა სიგარეტი. ოდნავ დაარწია ჰამაკი. -მეც რომ წაგიყრუო ახლა კითხვაზე, ხომ ხარ ღირსი? -შენ ჩემზე უკეთესი ხარ, -ენა გადმოუყო. ბავშვობა შეახსენა ამ პატარა ქცევამ და ლაშას თბილმა გამოხედვამ. -ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბავშვობა წამიერად შემიწყდა და იმის შემდეგ ცხოვრება აღარ გამიგრძელებია, ლაშა. რაც გავთხოვდი... საერთოდ სხვანაირად მინდოდა ყველაფერი, საერთოდ... -თავი ჩამოადო მხარზე და ღრმად შეისუნთქა ჰაერი, ტირილისგან ხმა რომ არ გასტეხვოდა. -ეგ სიტყვა რო თქვი, ჩემმა ცოლმა არ გაიგოს, თორე მართლა გაგათხოვებს და ნახავ მერე. -გახუმრება სცადა, მხოლოდ სევდიანად აბზიკა ტუჩის ცალი მხარე თამთამ. -შენც ხომ იცი, აქ როგორც ხდება ყველაფერი... -„რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე, ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ“... ვიცი, რომ არ ვარ ერთადერთი, ვისაც ეს შეემთხვა, ლაშა... -„მაინც არავინ არ გარბის არსად, ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს“, -ალმაცერად გადმოხედა, მიხვდა, მიზანში გაარტყა სიტყვები და შეცბუნებულს ფრთხილად აკოცა შუბლზე, -იმ ვირს უყვარხარ და ისე ქენი, რომ გული არ ატკინო. მართლა ვერ ვხვდები, თქვენს შორის რა ხდება და ცოლ-ქმრის ურთიერთობა არც უნდა იყოს გამჭვირვალე ყველასთვის, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ბევრი იბრძოლა უკეთ რომ გეცხოვრათ... მარტივი არ იყო პატარა ბიჭისთვის იმის გააზრება და გადახარშვა, რომ პატარა გოგო მეზობელი სახლიდან მისი ცოლი გახდებოდა, რომ მას უნდა მოფრთხილებოდა ნებისმიერ დროს და სიტუაციაში, უნდა დაეცვა, პატივი ეცა პირველ რიგში თვითონ, რომ მერე სხვებიც პატივისცემით მოქცეოდნენ... უბრალოდ, თორღვას ბავშვობა საერთოდ არ ჰქონია, ხასიათიც ადრეულად დაუმძიმდა და ჩაკეტილი გახდა. ერიდებოდა შენთან ურთიერთობას, ლაპარაკს, ალბათ არ უნდოდა რამე შეშლოდა. შეიძლება ეშინოდა კიდეც. -შიში არ ეტყობა არასდროს.. -მომინდომა ახლა, ხო არ იტიროს ბარემ? -ნუ იცავ! -იმას კი არა, შენ გიცავ, თამთა. -მაგრამ იმის მხარეს ხარ... -არ გიყვარს? -პირდპირ ჰკითხა და თვალებში ისე ჩააშტერდა მონდომებით, თითქოს იქ ამოიკითხავდა იმ პასუხს, რომლის თქმასაც თამთას ტუჩები ვერ ბედავდნენ. -გიყვარს. მაგრამ ეგოისტობ. გგონია მარტო შენ გაწუხებს ის, რასაც ჩემი ძმა რეალურად არც კი ამხელს. დაფიქრდი ამაზე, თამთა. თუ არა და, ყველაფრის დამთავრება შეიძლება, რაც ვერ გრძელდება. გინდა შენ ეგ? ხო იცი, მისგან ვეღარ წახვალ, მისი მარტო მიტოვება შეგიძლია. იქედან, სადაც გრძნობებია, უბრალოდ ვერ მიდიან, თამთა, ტოვებენ. -რატო ჩაიციკლე ამ მიტოვებაზე? -კარგად გიცნობ, -თვალი ჩაუკრა და წამოდგა ჰამაკიდან, -და იცი შენ, როგორც მიყვარხარ. -ერეკლე ავალიანს როგორ იცნობ? -ზუსტად ისე, როგორც გოგა ლიქოკელს. -გოგა რა შუაშია საერთოდ? -წარბები შეყარა თამთამ და თავადაც წამოდგა ფეხზე. მზე ამოიწვერა ნელ-ნელა და ცისფრად შეყინული დათვისჯვარი ყვითელი სხივებით გაათბო. ლურჯ თვალებზე მოეკიდა თამთასაც მისი შუქი და ცეცხლი წაუკიდა წაბლისფერ თმაზე. -ჩათვალე, ერთია ორივე შენი ქმრისთვის. ერთი ფეხის დაცდენა და ორივეს უსულო საგნად აქცევს, ამიტო არ გინდა ზედმეტად ჩაღრმავება მაგაზე, კარგი? ისეთი არაფერი და ისეთი არავინ... -ყველა ერთნაირად როგორ ლაპარაკობთ? შენც, შენი ძმაც და ჩემი ძმაც... -გიომაც ეგ გითხრა? -ნასიამოვნები გაიკრიჭა. -აშკარად არ უნდა გაგეღვიძებინა ადრიანად, ნახე, როგორ იხედება... ფანჯრიდან გადმომდგარ წელსზემოთ შიშველ ძმას ხელი დაუქნია. -დატოვე ხო ხახამშრალი... -ლაშა! -კაი, ხო, იმას არ უთხრა, რაც გითხარი, თორემ ჩემს სახელსაც მიაყოლებს გოგას და ერეკლეს თავის „დესნოუთში“. ყავას გამიკეთებ? ამდენი ხალხი შატილში ბოლოს როდის ნახა, არ ახსოვს. ნაცრისფერი ღრუბლები ავად გაწელილიყვნენ შელურჯებულ ცაზე და გადაგრეხილ მთებთან ერთად ძაბავდნენ ატმოსფეროს. დილის მერე ვეღარსად გამოიჭირა თავისი ქმარი. გერმანული უნივერსიტეტიდან მოსული იმეილი საერთოდ მიივიწყა. ლაშასთან ლაპარაკმა ოდნავ შეაფხიზლა და ვეღარ გაუბრაზდა პირდაპირ ნათქვამი სიმართლის გამო. იცოდა, ეგოისტურად რომ იქცეოდა და უსამართლოდ რომ ითხოვდა თორღვასგან სიტყვებად დაღვრას, როცა მისი თითოეული ნაბიჯიდანაც ნათლად იკვეთებოდა თუ როგორ არ ჰგავდა არავის სხვას. საკმარისზე მეტი მიზეზი ჰქონდა მის შესაყვარებლად. მუცელი ასტკივდა საკუთარმა დანაშაულებმა ნაწილ-ნაწილ, მძაფრად და ალესილი დანის წვერებივით მტკივნეულად რომ შეახსენეს თავი. ხან ნათიას გამოებლანდა ფეხებში, ხან მზიას, ხან დეკას აეკიდა საბოდიალოდ... თუთა თბილისში დატოვეს და ვერაფრით იპოვა ადგილი. -მოვა, ნუ ნერვიულობ. -მხარი გაკრა დეკამ. -სად დადიან? არაფერს მეუბნება საერთოდ. -ათქმევინე ხოდა, -მაცდურად გაუღიმა, -გამოიყენე შენი ქალური ეშხი... -არ გაჭრის მაგაზე. -ეგრე გეგონოს! საზღვრის ამბებზე დადიან... ხო იცი, რა რთულად არის აქ, ყველა ვიგინდარას ის გადააქვს და გადმოაქვს, რაც თვითონ გაუხარდება. რა კარგად გრილა... ბინდდებოდა უკვე. მზე ნელა და მტანჯველად გადაიწვერა დასავლეთით. შორიდან ისმოდა მგლების ყმუილი და უკაცრიელს დაემსგავსა ციხე-სოფელი. უცხო სხეული გამოიძერწა შარა-გზის ღრმა და ბნელი ბილიკებიდან და ნელა მიუახლოვდა მათ ჭიშკარს. ერთდროულად გახედეს მუსაიფში გართულმა რძლებმა. უსიამოვნო შეგრძნებამ იყივლა თამთას სხეულში სიბნელეში გოგა ლიქოკელის თვალები რომ ამოიცნო. ლაშას სიტყვები გაახსენდა დილიდან და უარესად გასცრა სხეულში. -ეს ვინღაა? -ხმადაბლა გადმოუჩურჩულა თამთას, რომელსაც აშკარად სხვანაირი გაურკვევლობა ეხატა გადათეთრებულ სახეზე. -ჩვენი კლასელი იყო, გოგა. ბიჭმაც გაუსწორა თვალი და ადგილზე შედგა. -გამოიხედავ, თამთა, ერთი წუთით? -დაბრკოლების გარეშე აღწევდა ხმა ჭიშკრიდან გოგოებამდე. ჯერ დეკას დახედა, შემდეგ ნელა წამოდგა და მიუახლოვდა კარს. გარეთ არ გასულა და არც ღობეს მომდგარი შემოუპატიჟებია შიგნით. -გამარჯობა, გოგა. არ არის სახლში თორღვა.. -შენთან მოვედი, -დაუფარავად შეათვალიერა გოგოს სახე და სხეული, უტიფრად ჩააშტერდა შემდეგ გაკვირვებულ თვალებში, -გამოდი, დავილაპარაკოთ. -თუ რამე გაქვს სათქმელი, აქ მითხარი, არაა ახლა ქუჩაში ლაპარაკის დრო. -რა იყო, არ გიშვებს გარეთ? -დამცინავად უნდოდა გამოსვლოდა, თუმცა თვითონ გამოჩნდა მხოლოდ საცოდავი ბოლოს. -შარს დაეძებ სანთლით ამ შუაღამეს? -რომ გავიგე ჩამოხვედი, სახლში ვეღარ გავჩერდი. მინდოდა მენახე, როგორი ხარ მისი ცოლი... მე რომ გიყვარდი, მაშინ უფრო ლამაზი იყავი. -გოგა, არ ხარ ფხიზელ მდგომარეობაში და წადი სახლში. ნუ იმცირებ თავს. -რატო გაყევი მაგას? ხო იცი, არ გაგახარებს ეგ ოჯახი... -ჩემს ოჯახზე ლაპარაკობ და გირჩევ სიტყვები შეარჩიო, გოგა. რა დაგემართა? ვერ გცნობ... -ვერც მე გცნობ, იცი? ის თამთა, მე რო ვიცნობდი, ფულის გამო არ გაყვებოდა კაცს, რომელიც არ უყვარს... ასე გაუჭირდათ შენებს? თუ ფულზე იყო, ავალიანებს მეტი აქვთ, მეც ვიშოვიდი რამეს. დეკა წამოდგა ჰამაკიდან. ვერ გაიგო, ჩარეულიყო თუ არა. თავადაც შეშინებული გაჰყურებდა გზას, საიდანაც ლოცულობდა, რომ არაბულის გვარის არცერთი კაცი არ გამოჩენილიყო იმ წამს. ჭიშკარი გამოაღო გაცხარებულმა თამთამ. ალმური ასდიოდა სახეზე და მთვარის ბაცი განათების შუქზეც ამჩნევდა გოგა ლიქოკელი მის ვერცხლისფრად აელვარებულ თვალებს. -რას ლაპარაკობ შენ? ვინ დაგიჯერებს მაგ სისულელეს... -მამაშენს ჰკითხე, აბა... თამ-თა... თუ სწორი გადაწყვეტილების მიღების ძალა შეგრჩება, მე სულ დაგელოდები. უკუსვლით გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. თვალს არ აშორებდა გაურკვევლობის ორმოში ჩაგდებულს და მიზანმიღწეული ბედნიერად იღიმოდა. მერე გაბრუნდა, ხელები ჯიბეებში ჩაილაგა და აჩრდილივით შეუერთდა იმ სიბნელეს, რომლიდანაც რამდენიმე წუთის წინ გამოაბიჯა. დეკას ხელების შეხებამ გამოაფხიზლა. ინსტიქტურად მიიხედა მისკენ. გონებით ისევ გოგას ნათქვამ სიტყვებში ჩარჩენილიყო და წრეზე ტრიალებდა. -ნუ უსმენ მთვრალის ლაპარაკს, აშკარად გაბოროტებულია და თორღვას უნდა წაგკიდოს. შემოდი. -ჩემებთან გადავალ ორი წუთით... -ჯერ თორღვას დაელაპარაკე, იქნებ, რა აქვს სათქმელი. -აქამდე უნდა ეთქვა, თუ რამე ჰქონდა სათქმელი. მალე დავბრუნდები, კარგი? სწრაფი ნაბიჯებით გადაჭრა ქუჩა და ჭრიალით შეაღო თავისი სახლის ჭიშკარი. უეცრად ამოვარდნილი ქარიშხალივით შევარდა შიგნით და ზურგსუკან მიიხურა კარი. ცრემლები უფარავდა თვალებს, მაგრამ მაინც ამჩნევდა გადღვებილ გამოსახულებას, ნაცნობ ოთახს, მაგიდას და ბუხარს, სტაფილოსფრად რომ გიზგიზებდა და მჭადების სუნი ტრიალებდა სახლში. სწრაფად გადაიწმინდა მზერა და გაოცებულ დედამისს შეხედა გულნატკენმა. -სადაა ზაზა? -რა მოხდა, შვილო? ამ შუაღამისას... -არაა შუაღამე. სადაა-მეთქი ზაზა?! -რა ხდება? -ყვირილის ხმაზე უცებ გამოძვრა საკუჭნაოდან ზაზა. სასმლისგან ჰქონდა ამღვრეული თვალები. მთვრალი მზერა მოავლო კარებში ასვეტილ ქალიშვილს. ზიზღისაგან სული მოეხუთა თამთას. ვერაფრით გაურბოდა იმ ტკივილს, რომ ასეთი ბრალდების დაჯერება შეეძლო მამამისზე. -რა ფულს იღებ ჩემი ქმრისგან? -მეთქი რაღაც მოხდა! -ხელი აიქნია ზაზამ, თუმცა შეშინებულმა მოათვალიერა მაინც ოთახი. ეტყობოდა, არ უნდოდა, რომ გიოს გაეგო. -მიპასუხე! -რა გაყვირებს, გოგო?! ერთი-ორჯერ ფული ვისესხე სიძისგან, არ შეიძლება?! -არა, არ შეიძლება! ან რაში დაგჭირდა? მითხარი! რამე თუ დაგჭირდა, ჯერ ჩემთვის გეთქვა! -შენ სად გაქვს მაგდენი ფული? -დედა, რას ამბობს ეს კაცი? -შეშლილი თვალებით გახედა ლელას, რომელსაც თავი ჩაეხარა და აშკარად ოცნებობდა იქ არ ყოფილიყო იმ წამს. -დედა! -გაანებე მაგას, მე გავაფრთხილე არ ეთქვა. -რად გინდოდა ფული? ან რამდენი... თქვი დროზე რა ხდება, სანამ ჩემი ხელით მოგკალი, ასეთი სამარცხვინო როგორ ხარ?! გიო მაინც არ გეცოდება?! -ენა ნუ დაიგრძელე, თამთა! ჭკუიდან არ გადამიყვანო, იცოდე! -თორემ რა? გგონია შენი მუქარის მეშინია საერთოდ? გგონია რაც დამიშავე იმაზე მეტის დაშავებას შეძლებ ჩემთვის? მითხარი! -მაღაზიის გახსნა გვინდოდა აქ და ფული ვთხოვეთ. -მატყუებ! დედა, შენ მაინც თქვი სიმართლე, თორემ ჩემს ფეხს ვეღარ ნახავ აქ. -ბაბუაშენის ვალები... -ლელა! -მაგიდას მჯიღი დაარტყა ზაზამ და ცხოველური გამომეტყველებით შეხედა ცოლს. -რამდენი? რამდენი-მეთქი, ზაზა! -შვიდი ათასი. დოლარი. სილის გაწნასავით შემოეფეთა სახეში თამთას ციფრები. ემოციებისგან ჩამოცლილი სახით გახედა ჯერ დედას, შემდეგ ზაზას და სიტყვის უთქმელად გაიხურა კარი. რამდენიმე წამში დედამისის აჩქარებული ფეხის ხმა და კარის გამოჯახუნება გაიგო. -თამთა, დედა, დამელოდე.. -ხმადაბლა ეჩურჩულებოდა. -რატო არ მითხარი? -უემოციოდ მიბრუნდა მისკენ, -შენ ხომ ყველაზე მეტად უნდა გესმოდეს ჩემი... ზაზას თუ წინააღმდეგობა ვერ გაუწიე, მე მაინც რატომ არ მითხარი? ხომ იცი როგორ მიჭირს ისედაც ყველაფრის დალაგება... -გიორგის არ უთხრა, დედა, შერცხვება... -მე არა? ან მთელი სოფლისთვის რომ არ მოგედოთ, არ შეიძლებოდა?! -არავისთვის გვითქვამს, დედა. ლიქოკელების ვალი იყო ეგ, მაგათ დავუბრუნეთ... ბაბუაშენი რომ გარდაიცვალა, მოითხოვეს... -მერე უფრო ახლოს დაუდგა, ვერ გადაეწყვიტა, დაემთავრებინა თუ არა წინადადება. -რისი ვალი? რად უნდოდა ბაბუაჩემს მაგხელა ფული? ჩვენს სახლ-კარს შეხედე, რა ეტყობა აქაურობას, რომ ოდესმე მაგხელა თანხას გაუვლია ვინმეს ხელში... -შენს ხელს თხოულობდნენ ლიქოკელები... ფულს თუ არ დააბრუნებთ, შენი გოგო გაგვატანეო... -გამომისყიდეთ ანუ. -სხვა გზა არ დაგვიტოვეს, დედა... ბაბუაშენმა იმდენი პასუხისმგებლობა და პრობლემა დატოვა. -კიდე ვინ ითხოვა ჩემი ხელი? ვისი ვალი გაქვთ? რა ვიცი... მოსაკლავადაც ხო არ დამსდევს ვინმე? -ღმერთმა დაგიფაროს, დედა... -ტუჩებზე ხელები აიფარა ლელამ. -შენს ქმარს არაფერი არ უთხრა. -შენსავით, ხო? -უკან დაიხია თამთამ. განათებული ოთახიდან მკრთალად აღწევდა დედა-შვილამდე ყვითელი სინათლე. გვერდზე გაიხედა თვალებზე მომდგარი ცრემლები რომ შეეკავებინა როგორმე. მერე ტუჩი მოიკვნიტა და ღრმად გადააგორა ყელში გაჩხერილი ეკლებიანი ბურთი. გული ეტკინა ლელას დახრილ თვალებზე, -მაპატიე. არ მინდოდა ასე უხეშად. -სიმართლე სიმართლეა. როგორც სწორად ჩათვლი, ისე მოიქეცი, დედა. გიორგისთანაც... -იცი რა რთულია სწორად მოიქცე, როცა შენს ირგვლივ ყველა შეცდომას უშვებს შენთან? რა ვუთხრა გიორგის? არ იცი რა ამაყია? სირცხვილით ალბათ თავს ვეღარ გამოყოფს გარეთ, ან შენი ძაღლი ქმარი შემოაკვდება. -თამთა, ნუ ლაპარაკობ ასეთებს... -კარგი, სახლში შედი, დედა. მოვიფიქრებ რამეს. -გაგაცილებ სახლამდე. -არ მინდა, ტელეფონით გავანათებ. შედი შენ. არ ახსოვს როგორ გაიკვლია გზა უკუნ სიბნელეში. ინსტიქტურად შეაღო ჭიშკარი და მის ხმაზე სახლიდან სწრაფად გამოვარდნილი მზია დაინახა. მაგრად შემოეხვია მოსაცმელი ტანზე, არადა, სულ ვეღარ გრძნობდა ყინვას და სიცივეს. შიგნით შესულმა იგრძნო, რომ დეკა მოუთმენლად ელოდა. კიბეზე მოჩვენებასავით ასულს ერთი ნაბიჯით ჩამორჩა. -არ მოსულან ჯერ. ჩემთან შემო, -მკლავში ჩაავლო და თავის ოთახში შეიყვანა უფროსმა რძალმა. ცხელი ჩაი შეაჩეჩა ხელში და პირისპირ ჩამოისვა. ლამის ძალით დაალევინა საკუთარი ხელით. მაგრად წაჭერილი თმა ჩამოუშალა და შუბლზე მიადო ხელის ზურგი. -შენ ხო იცი, რასაც ვგრძნობ, -გაყინული ხმით უთხრა და უემოციოდ შეხედა მის წინ ჩამომჯდარს. -ძალიან დავიღალე, დეკა... -შენი ბრალი არაფერი არაა. ნუ იდანაშაულებ თავს იმაში, რასაც ვერასდროს შეცვლიდი. -არ ვიდანაშაულებ და ისიც ვიცი, რომ ჩემი ბრალი არაა. უბრალოდ, საშინლად მრცხვენია, უსამართლობის, უძლურების და უმნიშვნელობის გრძნობები მჭამს. ამდენი საშინელების ფონზე მგონია, კარგს ვეღარაფერს ვგრძნობ. -იმდენი რამ მოხდა ერთდროულად შენს ცხოვრებაში, გასაკვირი ნამდვილად არ არის, რომ ასე გრძნობ თავს. უბრალოდ მე დარწმუნებული ვარ, რომ მართლა გაივლის და მალე ჩაწყნარდება ყველაფერი. -მე რომ წავიდე სადმე ამდენი ხნით და არაფერი დავიბარო, ხომ ვიცით ორივემ, რაც დამემართება? თვითონ შეხედე, როგორ იქცევა... -ხოდა, აგებინე პასუხი. დამსახურებულად. დალიე ეგ ჩაი, დაგამშვიდებს ცოტა. შუაღამემდე გაიყვანეს ლაპარაკში დრო. პირველი ხდებოდა უკვე შორიდან ნაცნობი ხმები რომ შემოესმათ და სინქრონულად მიაბრუნეს თავი ეზოსკენ. ჭიშკრის ხმა გაისმა მალევე და არაბულების მოდუდუნე ხმებიც მოახლოვდა უფრო. ცოლების გარდა, ყველას ეძინა უკვე. ლაშამ რომ შემოაღო კარი, ერთდროულად შეათვალიერეს თამთამ და დეკამ. -გაგენიავებინათ მაინც ეს ოთახი, -წარბები აზიდა, -ჩემი და ჩემი ძმის ლანძღვის მძაფრი სურნელი ტრიალებს... -არ იმსახურებთ? -თვალები მოჭუტა დეკამ. -სად ბრძანდებოდით? -ხვალ რო მოგიყვე, არა? ძალიან დავიღალე... -თუ დივანზე ძილს ირჩევ, ხვალ მომიყევი. -არ მინდა, გოგო, დივანზე! დამენგრა გვერდები ისედაც... ძლივსშეკავებული ღიმილით დატოვა წყვილის ოთახი თამთამ და ჩუმად ჩაიპარა სამზარეულოში. მაცივარში შეეყო თავი თორღვას და რაღაცას ეძებდა. ცოლის ფეხის ხმა რომ იცნო, გამოიხედა მისკენ, დაკვირვებით შეათვალიერა და თვალებე შეატოვა მზერა. უჩვეულოდ ცივი იყო თამთას სახე. ისე მიხურა მაცივრის კარი, ცოლისთვის თვალი არ მოუშორებია. -გშია? -სამაგიეროდ თამთა არ უყურებდა ზედაც. უცერემონიოდ აუარა გვერდი და დეკას ოთახიდან წამოყოლებული ჩაის ჭიქა ნიჟარაში ჩადო. -გამიცხელებ? -თვალებით ბურღავდა, თუმცა ვერაფრით გაახედა მისკენ. -გაიწიე, გამოვიღებ მაცივრიდან. -თამთა! -წინ გადაუდგა, რომ ვეღარ მოითმინა ერთ წუთზე მეტ ხანს გაგრძელებული იგნორი. -გშია თუ არა? -რა გჭირს? -თეძოებში ჩაავლო ხელი და ისე უცებ შემოსვა მაგიდაზე, გააზრება გაუჭირდა თამთას. -რას აკეთებ? -ჩამოსვლა სცადა, თუმცა გააკავეს. -რას ვაკეთებ? ჩემს ცოლთან ლაპარაკს ვცდილობ, როგორც ნორმალური ადამიანი. -ა, ახლა მოგინდა ხომ ნორმალურად კომუნიკაცია?! -თვალები დააწვრილა. -თამთა, წესიერად... -რა არ მოგწონს? -ირონიანარევი ტონით გაუგრძელა, -ამდენი ხნით დაუბარებლად მე რომ გავსულიყავი სახლიდან, შენც ასე მშვიდად დამხვდებოდი? -ნუ ნერვიულობ ჩემზე.. -შენზე საერთოდ არ ვნერვიულობ, თორღვა. ორმაგ სტანდარტებზე ვნერვიულობ ჩვენს ურთიერთობაში, კიდევ რამდენიმე ძვირადღირებულ საიდუმლოზე, რომელსაც უნამუსოდ მიმალავ. აი, მაგალითად იმას, ჩემს ოჯახს ვალების გასტუმრებაში რომ ეხმარები, ვინიცობაა, ცოლი არ აგახიოს ვინმემ! ასე თუ გაუჩინარდები მთელი დღით, ვინ იცის, რა მოხდება. -საძინებელში, დროზე... -მაგიდიდან ჩამოსვა და თავიანთი ოთახისკენ ანიშნა თავით. -შენთან დავიძინებ გგონია? -თითქოს უარესი არ გაგიკეთებია, -წელზე ჩაავლო და კიბისკენ უბიძგა. გაავებული დაუდგა პირისპირ თამთა, როცა ოთახის კარი ზათქით მიხურა არაბულმა და ზედ აეყრდნო ზურგით. მიხვდა, მშვიდობით რომ ვერ გადალახავდა ამ ქარიშხალს, მაგრამ მზად იყო ბრძოლისათვის. -აბა უფრო ომახიანად გამიმეორე ჩემს რომელ უნამუსო საქციელზე გინდოდა საუბარი, -წარბები შეყარა ავად, თუმცა ვერსად გაექცა გაბრაზებული თამთას ნახვით გამოწვეულ სიამოვნებას გულის სიღრმეში. -სად იყავი მთელი დღე? -არ გინდა, თამთა… -არც შენ გაინტერესებს, მე სად ვიყავი? -გულზე ხელები გადაიჯვარედინა და წარბები აზიდა. საოცარი კმაყოფილება იგრძნო მის მომართულ სხეულსა და გაფართოებულ გუგებზე ამ სიტყვების გააზრებამ რომ მოუტანა. -ხო, რა იყო? რა იცი, სად დავდივარ, ვინ მითხრა ლიქოკელებს რომ ვალი გაუსტუმრე… -სად იყავი? -არ გინდა, თორღვა… -თავისივე სიტყვები გაუმეორა. ლამის ფეხქვეშ მიწა გამოეცალა მისკენ რომ გადმოდგა ნაბიჯი, თუმცა სწრაფადვე გადგა გვერდზე, რომ არ მოკარებოდა. ჩაშავებოდა მწვანე თვალები. აშკარა ბრძოლის ველად იქცა მათი საძინებელი. -არ უნდა გამაფრთხილო, მთელი დღით რომ მიდიხარ? სად დადიხარ და რატომ არ მაინტერესებს. თუ ასეა, შენც აღარ გაქვს უფლება ანგარიშის ჩაბარება მომთხოვო. შევთანხმდით?! -არა, არ შევთანხმდით. -მოკლედ მოუჭრა და საწოლზე ჩამოჯდა, -უნდა გამეფრთხილებინე, მართალი ხარ. -კარგი ბიჭი ხარ, -ცივად მუჭრა და ოდნავ დაიხია უკან, ერთი ხელის გაწვდენაზე იყო მისგან და არ იყო მისგან გამორიცხული არაპროგნოზირებადი საქციელი. ვერც მიხვდა ისე მოენატრა მთელი დღით გადაკარგული. მთელი ძალით ცდილობდა ამ გრძნობისათვის წინააღმდეგობის გაწევას. ახლა არ იყო დათმობის დრო. -რა სიმართლის დამალვაზე ლაპარაკობდი, შემახსენე?! -რატომ არ მითხარი, მამაჩემმა იმხელა ფული რომ გთხოვა… -ოდნავ დაუმშვიდდა ხმა, ახურებული ლოყებით მისცა მინიშნება ქმარს, რომ არ იყო მისთვის ამ თემაზე საუბარი მარტივი. -შენ საიდან გაიგე?! -აქვს მაგას ახლა მნიშვნელობა?! -რომ გეკითხები, აქვს ესე იგი თამთა! მოდი აქ. -არ მოვალ. -ნუ გეშინია. -თორღვა, არ მეშინია! -უკან გადადგა ერთი ნაბიჯი, საქციელი კი შეშინებულისა ჰქონდა. -მაგიტო იცავ დისტანციას? შემთხვევით პოზიციები არ დათმო ჩემთან სიახლოვით? -რა გინდა? არ გაჭრის ეს შენი მანიპულაციები, ნუ ცდილობ ტყუილად. -კარგი, საიდან გაიგე-მეთქი.. სად იყავი დღეს? -ფეხის წვერიდან თმის ღერამდე შეათცალიერა, თითქოს სადმე შემორჩენილ სიმართლის ნამცეცებს დაინახავდა. -მამაშენმა გითხრა? -კი, მან მითხრა. -ვინმეს ხომ არ აფარებ ხელს?! მაგალითად, სირ ლიქოკელს? -ხმადაბლა, თუმცა ჭექა-ქუხილივით გაისმა მისი ხმა ოთახში. შეაცია თამთას. არ იყო დარწმუნებული, რომ გოგას სახელის ხსენებას კარგი დასასრული მოჰყვებოდა. -სიმართლე უნდა მითხრა. არ არის ეს ის საკითხი, რაც ჩვენს შორის უნდა დაიმალოს. -მარტო ჩემგან რატომ ითხოვ გულწრფელობას? შენ არ უნდა გეთქვა შენი ამხელა ვალი რომ მაქვს? -შენ არ გაქვს ჩემი ვალი, არც შენს ოჯახს და დაიკიდე საერთოდ ეგ ფული! -ხოდა შენც დაიკიდე, ვინც მითხრა. გამომისყიდე, ნუ ღელავ აღარ აქვს ლიქოკელს ჩემს წასაყვანად არანაირი ხელჩასაჭიდი… -შანსი არც არასდროს ჰქონია, -ცივად მოუჭრა.- შენს წასაყვანად კი არა სიცოცხლის შესანარჩუნებლადაც გაუწყდა ერთადერთი ხელჩასაჭიდი ძაფი. სად ნახე? ფეხზე წამოდგა, აშკარად დაეკარგა მოთმინება და წყობილებიდან გამოსული როგორღა უნდა გაეყვანა სამშვიდობოს აღარ იცოდა. -დაანებე თავი. -სკოლაშიც ეგრე იცავდი, არ მოგბეზრდა? -იმიტომ რომ შენ ემტერებოდი უმიზეზოდ. -შენ არ ხარ საკმარისი მიზეზი? ენა ჩაუვარდა თამთას. მაინც მოუჭრა გზა. -აქ იყო მოსული? მაინც გავარკვევ და მირჩევნია, შენგან გავიგო სიმართლე. უნდა ვიცოდე, რამდენი გაბედა… -სარფიანად გათხოვებაზე გააკეთა კომენტარი, მეტი არაფერი. საკმარისი მიზეზია მის საცემად? -ცემა ცოტაა. დაწექი, მოვალ მეც. -სად მიდიხარ? -უკან გაყვა კარისკენ წასულს. -ნუ გეშინია, სახლში არ დავადგები ასეთ დროს. -არ გინდა, გთხოვ.. -მკლავში ჩაავლო ორივე ხელი და უკან შემოაბრუნა თამთამ. გაყინული თითები გაუთბა მის გლუვ კანზე შეხებისას. ნაწყვეტ კადრებად აღუდგა გონებაში უნებურად წუხანდელი ღამე და მუცელში იგრძნო დაძაბულობა. თვალებით სთხოვა, შემოსულიყო უკან. -მეტისმეტია ერთი დღისთვის. -თამთა, არ მივდივარ-მეთქი საცემად, კუჭი მიხმება…დაღლილი ხარ შენ, დაწექი და ამოვალ მალე. -შენ არ ხარ დაღლილი? დღეს არაფერი მიკეთებია ჩემებთან ჩხუბის გარდა, გაგიშლი. ჩუმად გაუშალა მაგიდა, არაფრით იმჩნევდა ეგოისტურ სიამოვნებას რომ გრძნობდა ყველგან გაყოლილი ქმრის თვალების გამო. უფრო მონდომებით და მოხდენილად მოძრაობდა. ვერაფრით ხვდებოდა, წეღანდელი ჩხუბის შემდეგ რატომ გაუჩნდა მის წინაშე პრანჭვის მოთხოვნილება ყველაფრის მიუხედავად. -გიომ იცის? -ჰკითხა მორიდებით. ვეღარაფრით გაიგო, რა უნდა ეთქვა მისი ძმისთვის ისე, რომ თავი დამნაშავედ არ ეგრძნო. -არ იდარდო მაგაზე. -ნუ მამშვიდებ! -ცივად ჩამოუჯდა საპირისპირო მხარეს, -თუ სადარდებელია, ვიდარდებ. არაა საჭირო შენ აგვარებდე ჩემს პრობლემებსაც. -არ იცის და ნუ ეტყვი. არაფერია მაგაში სალაპარაკო. ვინც იტლიკინა, იმასაც ენა ამოძვრება მაგის გამო. -მოძალადესავით ნუ ლაპარაკობ! უნდა მცოდნოდა და გოგასგან არ უნდა გამეგო. მშვიდი ხმით აგრძნობინა თამთამ მთელი თავისი გულისწყვეტა. უხმოდ ადგა და ავიდა ოთახში. საღამურებიც გადაიცვა და შუქის აუნთებლად შეწვა საწოლში. საშინლად იყო გადაქანცული, იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილი ყველასგან და ყველაფრისგან. სწრაფად შეიმშრალა მოწოლილი ცრემლები, ჩუმად რომ შემოაღო თორღვამ კარები და დასაწოლად გაემზადა. ნაღვლიანად გადახედა ზურგშექცევით დაწოლილ მოკუნტულ ცოლს და თავი ვერ შეიკავა რომ არ მიხუტებოდა. ყელში აკოცა ხმაურიანად და წელზე მოხვია ორივე ხელი. თავისკენ მისწია. -არ ვიცოდი, რისთვის სჭირდებოდა ის ფული. არ მიკითხავს და არც უნდა მეკითხა, მაგრამ რომ მცოდნოდა, სხვანაირად მოვაგვარებდი. რომ გავიგე გვიანი იყო უკვე. -კარგი. -დღეს დილით რომ არ დამელაპარაკე, ვიფიქრე დრო გჭირდებოდა ან დისტანცია გუშინდელის მერე… -მჭირდებოდა, მაგრამ მაგდენი და მაგდენი ხნით არა. მხარზე აკოცა მხოლოდ თორღვამ და თავისკენ ისე მისწია, თითქოს ვინმე ეცილებოდა მის თავს. მუცლის ატკიებამდე აღელვებულმა შეიკრა სუნთქვა. ვერაფრით მშვიდდებოდა მის გვერდით, ვერც დაძინებას ახერხებდა ნორმალურად და ვერც გამოძრავებას. თან უკვირდა ამდენი გრძნობით შეპყრობილს მაინც როგორ ეძინა მშვიდად. * დღეს გათენება შეეზარა თითქოს, ისეთი ნაცრისფერი იყო ის დილა. ცარიელ საწოლში აღმოჩნდა, როგორც კი მხარი იცვალა და სიფხიზლე დაუბრუნდა მის გონებას. თვალებმოხუჭულმა წამოსწია თავი საბნიდან. ისე მიეჩვია მისი სხეული თორღვას სუროსავით შემოხვეული ხელ-ფეხით გაღვიძებას, თავი ბუმბულად იგრძნო. მერე გაახსენდა გოგა ლიქოკელი. მისი ჭიშკარზე მოდგომა, ისიც, რომ ლამის ყველაფერი დაფქვა თორღვასთან და უარესად წააქეზა იმ ბიჭის წინააღმდეგ, ვისთანაც წლებია დამძიმებული ჰქონდა ურთიერთობა. არც ელოდა, რომ სახლში დახვდებოდა. იცოდა, არ გაჩერდებოდა, რომც ეთხოვა მაინც. ყველაზე საშინელი კი ის იყო, რომ ვერც სთხოვდა გულზე ხელების დაკრეფას და ისე მოქცევას, თითქოს პასუხგასაცემი არაფერი გაუკეთებია ლიქოკელს. ყველას გაეღვიძა მის გარდა. დეკაც უღიმღამოდ ურევდა ჩაის ჭიქაში კოვზს. არადა, არასდროს სვამდა შაქრიანს. მზიამ ერთი გამოხედვით ჩაუქვავა თამთას მუცელში ყველა შეგრძნება. აშკარად ბრაზობდა მასზე. სუსტად ჩამოჯდა დეკას გვერდით და ტუჩი მოიკვნიტა ნერვიულად. ჩაის ჭიქა ხმაურიანად გაუსრიალა და მიანიშნა, რომ დაელია. -არ მინდა, -სუსტად თქვა და თვალი მოარიდა მასაც. საშინლად გრძნობდა თავს ისედაც, დედამთილის გაავებული მზერაც რომ დაემატა მის თვითგვემას, საერთოდ ინანა საწოლიდან რომ ადგა. -წეღან გავიდნენ. -უთხრა ხმადაბლა, როცა ოთახიდან გავიდა მზია და ნათიაც უკან გაჰყვა. -არაფერი მოხდება, ხომ იცი. უპასუხოდ დატოვებაც არ გამოვიდოდა. -ხო, რა თქმა უნდა... -შორს ცხოვრობს გოგა? -სახლში არ მიაკითხავდა. ავადმყოფი დედა ჰყავს ლიქოკელს. ღრმად ამოიხვნეშა დეკამ და სკამის საზურგეს მიეყრდნო. ცალი თვალით ათვალიერებდა თან თამთას. გოგა ლიქოკელი გვერდითა სოფელში ხშირად გადადიოდა თავის სამეგობროსთან დროის სატარებლად. ერთი ახალგაზრდა ქვრივიც გაუხდია საყვარლად და სულ მთლად წაიხდინა სახელი ყველას თვალში. არაბულები რომ დაინახა მათკენ პირდაპირ მიმავალი იმ ნაცრისფერ დილას, ენიშნა თავისი საქციელისთვის პასუხისგება რომ მოუწევდა და გულის სიღრმეში ალბათ გაუხარდა კიდეც, მარტო რომ არ იყო. სულელივით. ორ ცეცხლს შუა იდგა, ან არაბულებს უნდა დაენაყათ მისთვის ცხვირ-პირი, ან მის ძმა-ბიჭებს უნდა გაეგოთ, რა კაციც იყო. ქვრივთან სიარული ისედაც არ მოსდიოდათ თვალში, მაგრამ ჯერ კიდევ ჭორის დონეზე იყო მათი ამბავი. არაბულების რძლისათვის რამის შებედვას, მით უმეტეს მათი სახლის წინ არავინ აპატიებდა გოგა ლიქოკელს. მოკვეთავდა სოფელი და თვითონაც იცოდა ეს ყველაფერი. რატომ მოიქცა ასე იმ საღამოს, თამთას რომ მიადგა ვერავინ გაიგებს მის გარდა. გული ბოღმითა და სიძულვილით ჰქონდა სავსე. თამთა პირველი კლასიდან უყვარდა. ისიც იცოდა, რომ არ შეიძლებოდა სხვისი საცოლის სიყვარული. ერთხელ სიტყვიერად მიღებული გაფრთხილება თორღვასგან შეირგო თავის დროზე, მაგრამ გულში ბოღმად დამარხული საყვარელი გოგოს სხვაზე გათხოვება და თავისი უმოქმედობა, წლების მერე დაუფარავ სიძულვილად აღმოუცენდა. ალბათ, აღარც ადარდებდა რა მოუვიდოდა, მთლიანად გაიფუჭა თავი ისედაც. -შენთან მოდიან? -ჰკითხა ვახო გიგაურმა, როცა ლიქოკელის სხეულის დამძიმება შენიშნა მახვილი თვალით. არავის უნდოდა არაბულებთან საქმის გაფუჭება. გოგას გამო მით უმეტეს. ამიტომ ზედმეტი ინიციატივა არავის გამოუჩენია, აშკარად უმშვიდობო საქმეზე მოსული თორღვა რომ დაუდგათ წინ. მრისხანების ნაპერწკლები უფრო შესამჩნევი იყო გაცრეცილ დილას. ბიჭებს რომ გადახედა, ყველანი უსიტყვოდ გავიდნენ იქედან. ლაშაც გაბრუნდა და გზა ქუჩის ბოლოს პატარა მაღაზიისკენ დაიგრძელა. მარტო იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. როგორც კი ირონია ჩაეღვარა თვალებში გოგას, მაშინვე მიიღო საკადრისი სახეში. ტუჩებამდე დაწრეტა ვერ მოასწრო მისმა ირონიამ, რომ გაეღიმა. ადგილზე შებანცალდა და გასწორდა მალევე. მიხვდა, განზრახ რომ არ გაარტყა ძლიერად. -სიკვდილი გინდა შენ? -გამყინავი ჰქონდა ხმაც და თვალებიც თორღვას. ეტყობოდა, ძლივს აკავებდა მისი მასიური სხეული შიგნით დაბუდებულ, გადარეულ მრისხანებას. -ჩემს ცოლს რომ სახლში მოაკითხე და ქუჩის ქალივით დაუწყე ლაქლაქი, რა გეგონა, უმტკივნეულოდ და უპასუხოდ ჩაივლიდა? -დაგაგვიანდა, მე გუშინვე გელოდი. -დედაშენს უმადლოდე, რომ გუშინვე არ გაგეცი პასუხი. არ ესიამოვნა გოგას დედის ხსენება, წამიერად მოარიდა თვალი არაბულს და მხრებში გასწორდა. მასთან შედარებით მაინც პატარა ჩანდა. მხარზე ხელი დაადო თორღვამ, გვერდზე გაიხედა, რაღაცაზე ჩაფიქრდა თითქოს... რაღაც უნდა ეთქვა და ვერ გადაეწყვიტა, ღირდა თუ არა. საშინლად ექავებოდა ხელები. თამთას სიახლოვეს რომ წარმოიდგინა, მასთან მოლაპარაკე, ვინ იცის რა აზრები უტრიალებდა თავში, რომ უყურებდა, მუცელში მოარტყა მეორედ და ყელში წაუჭირა ხელი. -ხომ იცი, რაც დაგემართება ჩემი ცოლის სახელი კიდევ ერთხელ თუ დასცდება შენს პირს? ან ძმაკაცებთან ერთად რომ დამხვდი, გინდოდა შენ იმის გამხელა, რაც გააკეთე? -ჩემთვის სულ ერთია უკვე... -ძლივს სუნთქავდა. საყელოთი ეჭირა ორად გაკეცილი, რომ არ დავარდნილიყო მუხლებზე. -შენი სიცოცხლე ჩემთვისაც. ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც სულ ერთი არ არის შენი სიცოცხლე, ახლა სახლში წევს და გელოდება. არაკაცივით რომ ცხოვრობ, იცის? თუ არაკაცივით რომ მოგკლავენ, მაშინ გაიგებს? -ხო არა... -მწარედ ჩაეცინა გოგას, ამღვრეული, ლაფში ბოლომდე ჩამხრჩვალი ადამიანის თვალებით ამოხედა, -შენ თუ მომკლავ ყველა ავტომატურად მე გამამტყუნებს. -და გაქვს გამართლება? -ხელი შეუშვა. წარბშეუხრელი აკვირდებოდა მის ხროტინს. -შენ გქონდა გამართლება? ხო იცოდი, არ გეკუთვნოდა მისი ხელი... თამთას სახელის ართქმის გამო დაინდო დახრჩობისგან. ოდნავ შეუშვა ყელზე წაჭერილი ხელი. -ჩემი ხელი გეკუთვნის შენ სამაგიეროდ. -იცის? -ეშმაკივით აუელვარდა თვალები. წამით იფიქრებდით მართლა არაბულის ხელით უნდოდაო სიკვდილი ისე იწვევდა თამაშში. სუთქვა შეეკრა მოქნეული ხელის სიმძიმისგან. დამსახურებას ისედაც ვეღარ იტანდა მისი შემსუბუქებული ნამუსი. ვერავინ ვერაფერი გაიგო. არც გოგას გაუმხელია, რატომ მოხვდა არაბულისგან არაერთხელ. გულის სიღრმეში, ყველა ხვდებოდა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო დამნაშავე და ვინ იმსახურებდა სასჯელს. სახლის კარს გარეთ არ გადასულა ამ ამბავზე ლაპარაკი სოფელში. მარტო პატივს კი არ სცემდნენ, უყვარდათ კიდეც არაბულები და ზედმეტი სიტყვის თქმას არავინ გაბედავდა. გრძნობდა თამთა, რომ ვერ ათბობდა მძიმე საბანი. გაყინული ჰქონდა ხელ-ფეხი ნერვიულობისაგან და სუნთქვაც საგრძნობლად გაუჭირდა. არ ბრუნდებოდა თორღვა. ცა იქცეოდა და ნაცრისფერი გათხაპნილი ჰორიზონტის გარდა ჭირდა ყველაფრის დანახვა. საძინებელში რომ ვერაფრით მოისვენა, ისევ სამზარეულოში ჩავიდა. იქნებ რამე საქმისათვის გამოეკრა ხელი და როგორმე დრო გაეყვანა. ყურადღება არ მიაქცია მზიამ, ანერვიულებული ჩანდა თვითონაც. აშკარად ითმენდა სიტყვებს, რომელთა თქმასაც არაფრით აპატიებდა თავისი ვაჟი. გულის სიღრმეში თამთაც ებრალებოდა, ასეთს რომ ხედავდა. აწურულს და ფერგადასულს, მაგრამ დედობრივი ინსტიქტი ჯაბნიდა ყველაფერს სხვას... -დაგეხმარებით რამეში. -გვერდით ამოუდგა თამთა, მკლავები აიკაპიწა. -შენ ვერაფერში დამეხმარები, თამთა. -ცივად გაუსწორა თვალი. ენა გაუქვავდა პირში თამთას, ადგილიდან ვეღარ იძროდა, თითქოს ზედ მიიყინა მზიას სიტყვებმა. -რატომ უთხარი? რა საჭირო იყო, ცოტა შარი ნახა ჩემმა შვილმა შენ გამო?! -სხვის არასწორ საქციელს მე ვერ გავაკონტროლებ, მზია დეიდა. -ვერ გააკონტროლებ, მაგრამ შეგიძლია დამალო, როცა იცი შენი ქმრის ხასიათი... რამე რომ მოუვიდეს, მთელი სოფლის სალაპარაკო გახდება, როგორ უწევს თავისი ცოლის სახელის დაცვა. ისეთ კაცად არ გამიზრდია, რომელიც ცოლისგან ამას იმსახურებს! ვეღარაფერი უთხრა. ვერც თავის უდანაშაულობას დაუმტკიცებდა მზიას და ვერც იმას აუხსნიდა, რატომ არ დააჭირა ენას კბილი. სავარაუდოდ, ისიც არ იცოდა ალბათ, მის ვალებს რომ ისტუმრებდა თორღვა, თორემ ამ სიტყვებს არ აკმარებდა მხოლოდ. ტუჩი მოიკვნიტა ცრემლების შესაკავებლად და მშვიდად გაბრუნდა სახლის გასასვლელისკენ. მისი ქმრის ქურთუკი ჩამოხსნა გასასვლელთან, გზად მოიცვა და აივანზე შემოდგმულ სარწეველა სკამში ჩამოჯდა. მარტო რომ დაიგულა თავი, თამამად გადმოუშვა უფრო ცრემლები. მართლა რამე რომ დამართნოდა, მართლა მთელი სოფლის გასარჩევი რომ გამხდარიყო, რა უნდა ექნა? საკმარისი გამოატარა ისედაც... არ იყო მათი ურთიერთობა საკმარისად მყარი ამდენი მძიმე პასუხისმგებლობა რომ აეტანა. ჩამოეშლებოდა თავზე ქვიშით ნაგები კოშკები მშვიდად ცხოვრებასა და სიყვარულზე. დარჩებოდა მხოლოდ წელზე შემოხვეული ჯაჭვები და ოქროს ბეჭედი თითებზე. მიჯაჭვულობა, უბედურება და სიყვარული არ იყო იმ გრძნობების კომბინაცია, რომელთა განცდაც ერთდროულად სურდა. სრუტუნით მოიწმინდა ცრემლები ჭიშკრის ხმა რომ გაიგო. ჩვეულად დუდუნებდნენ ძმები. შვებისგან გაიღიმა. თავსხმა წვიმაშიც კი ცნობდა მისი ნაბიჯების ხმას, გაცრეცილი გამოსახულებითაც კი შეეძლო გამოერჩია, როგორ მოძრაობდა მხრებში გაშლილი, თამამად და მძიმედ. აივანზე რომ შემოდგეს ფეხი, ერთდროულად მოიხედა მისკენ ორივემ. იმედი ჰქონდა, ძალიან არ ეტყობოდა ტირილის კვალი, თუმცა თორღვას წარბებშეყრილი მზერით თუ ვიმსჯელებდით, ყველაფერი კარგად შენიშნა. ცოლის დამალული ცრემლებიც, აწითლებული თვალებიც და სუსტად გამკრთალი სიხარულიც მისი დანახვისას. -ჩემს ცოლს სულ არ ადარდებს, აბა, სად დავდივარ... –ყალბი დანანებით ჩაილაპარაკა ლაშამ და კარი შეაღო, თვალი ჩაუკრა თან თამთას, -ჩემს რძალს კიდე თმა გაუთეთრდა ნაადრევად.... დეკააა! მოკეტილ კარს მიღმა გაყრუვდა ლაშას ხმა. გარეთ დარჩა თორღვა და ცოლის წინ ჩაიმუხლა. -გიხდება ჩემი ქურთუკი. -გაურკვეველი მზერით ჩახედა თვალებში. -უცებ მოვიცვი. -თვალები დახარა და კალთაში ჩაწყობილ თავის ხელებს დააშტერდა თამთა. -იტირე? -არა. -აბა, ხახვი დაჭერი? -წარბები აზიდა და მისი ორივე გაყინული ხელი უცებ გაათბო თავისი ხელისგულით. წამოაყენა და თვითონ ჩაისვა კალთაში. თმა გადაუწია სახიდან, -რა მოხდა, თამთა? -ეს შენ უნდა მითხრა, რა მოხდა. -კომფორტულად გადააწყო ფეხები და თამამად შეხედა თვალებში. ეცადა მზიას სიტყვების ეფექტი არ დატყობოდა. -რატო იტირე? -კისერში ჩაუძვრა ტუჩებით და კოცნასთან ერთად დაუტოვა კითხვა ყურის ქვეშ. -ვინერვიულე. -მაგ დროს მეჩხუბები ხოლმე, ახლა სხვა რაღაც გაწუხებს. -არ მინდოდა, რომ ასე გამოსულიყო. -ხმა გაუტყდა, აცრემლებული თვალები სწრაფად მოაშორა, ტირილი რომ არ დაეწყო. მარილიანი გემო იგრძნო ყელში. -ჩემ გამო რომ გეჩხუბა.. -შენ გამო არ მიჩხუბია. და საერთოდ არ მიჩხუბია, თუ სიმართლე გაინტერესებს. -ხო არა? რაღაც არ ჰგავხარ დიპლომატიურად საქმის მომგვარებელ ტიპს. -გოგას პასუხი დავუბრუნე, სულ ეს იყო. არანაირი ჩხუბი არ ყოფილა. -სველი ხარ, არ გაცივდე... -ოდნავ წამოიწია მისი სხეულისგან, თვალებში ჩახედა. წვიმის წვეთებით ჰქონდა დანამული თმა და სახე. ისეთი მიმზიდველი იყო, ვერ გაუწია სურვილს წინააღმდეგობა და ყელთან მოეფერა. საკუთარი ძალა რომ იგრძნო, როცა ჟრუანტელმა ტანზე გამოაყარა და ოდნავ მიელულა თვალები, მეორედაც გაიმეორა იგივე. თავი ნებიერად მიადო სკამის საზურგეს და ნაზად დაარწია სკამი ფეხით. თან გადაიყოლა თამთას სხეულიც და უფრო მიიკრა. რაღაცაზე ფიქრობდა, აშკარა იყო მისი აზრების სიმძაფრე, მძიმედ სუნთქავდა და თან იმ მომენტით ტკბობას ცდილობდა, რასაც ბედისწერა ჩუქნიდა. ვერავინ დააჯერებდა იმ წამს, რომ ეს ყველაფერი მას არ ეკუთვნოდა, რომ სხვაც შეძლებდა მის გვერდით ასეთი ბედნიერი ყოფილიყო. საერთოდ აგიჟებდა იმაზე ფიქრიც კი რომ სხვა შეიძლება ყოფილიყო მის ადგილას ოდესმე. ინსტიქტურად მოუჭირა წელზე შემოხვეული ხელები ამის გაფიქრებისას. ძილ-ბურანში იგრძნო, როგორ წამოდგა თორღვა და გულზე მიხუტებული მიიყვანა საძინებლამდე. სითბოსგან მოთენთილი თამთას სხეული კარგად გრძნობდა ყველაფერს, გამძაფრებულადაც კი, მაგრამ ძალა არ ჰქონდა, რომ ემოქმედა. მიაწვინა საწოლზე და შარი-შურის ხმით იცნო თამთამ, რომ თვითონ გამოიცვალა ჯერ. ზანტად გაახილა თვალი და ძალა დაატანა ქუთუთოებს, რომ კარგად დაკვირვებოდა, როგორ უხტოდა გაშლილ მხრებქვეშ კუნთები. თმაში ხელი შეიცურა და შუბლიდან გადაიწია, სუფთა მაისური გადაიცვა მერე და თამთას გამოხედა ცალი თვალით. -თვალთვალი ვერ მოიშალე, -წაიდუდუნა ხმადაბლა და ნელა წამოვიდა მისკენ. მიელულა თვალები ისევ, თავზე რომ წამოადგა და ქურთუკი და ფეხსაცმელი გახადა. შარვლის ღილებიც სწრაფად ჩაუხსნა და ხმაურიანად აკოცა მოშიშვლებულ ფეხებზე. შიშველ კანზე გრილი ჰაერის თუ მისი ტუჩების შეხებისგან გააკანკალა თამთას. თვალებმიხუჭულს გაეღიმა და თავს ზემოთ შემოიწყო ხელები, გახდა რომ გამარტივებოდა მაისურის. გაეღიმა მის შეფარულ სითამამეზე. მაისურის ბოლოებს ჩაავლო და წამოაყენა, რომ გაეხადა. ლიფის შესარავიც გაუხსნა იქვე და მხრებზე გადაუწია. კისერში აკოცა ხმაურით. შემდეგ გულ-მკერდის ძვალსა და მკერდზე. სუნთქვა დაუმძიმდა თამთას, ოდნავ შეირხა სხეულით გამოწვეულ სიამოვნებას რომ შებრძოლებოდა. თავისი მაისური გადააცვა, გული რომ იჯერა და თავადაც მიუწვა გვერდით. ადრე იყო ჯერ, წესიერად არც ბნელოდა. წვიმდა მხოლოდ გადაუღებლად. გულზე მიიკრა მოთენთილი ცოლი და ყური დაუგდო წვიმის ხმაურს, ღრმად ჩამარხულ ფიქრებს რომ უღვიძებდა. სადმე, გონების რომელიღაც კუნჭულში აუცილებლად იარსებებდა გამოსავალი, რომელიც დაეხმარებოდა ამ სიტუაციიდან გზის გაკვლევაში. ყველაფრის უმტკივნეულოდ გადალახვაში. ანუ თამთას დაკარგვის გარეშე. როგორც კი ყველაფერი დალაგდა შატილში, თბილისს დაუბრუნდნენ მაშინვე. გამოცდების პერიოდი ახლოვდებოდა და მომზადებაში გართულს სწრაფად გაეპარა დრო. ლაშა და დეკა ხშირად ჩამოდიოდნენ, საბა ნახევრად მათთან ცხოვრობდა და მახოს უვლიდა. ყველაფერი თითქოს უჩვეულოდ მშვიდ და უდარდელ რიტმს დაუბრუნდა. სრული ბედნიერებისათვის ლელას და გიოს ჩამოსვლაღა აკლდა. ბოლო გამოცდიდან დაბრუნებული თავის ოთახში შებარბაცდა მაშინვე და საწოლს გადაემხო. თვალის დახუჭვამდე ჩაეძინა ტანსაცმლიანად. გვარიანად იყო შებნელებული, წყურვილმა რომ გამოაღვიძა. მახო ისევ მშვიდად ფშვინავდა მის გვერდით. ძლივს წამოდგა საწოლიდან და სამზარეულოდან წამოსული ნაცნობი ხმების გაგონებაზე ბედნიერს გაეღიმა. არ უჩქარია გასვლა. საშინაო ტანსაცმელში გამოწყობილი ჩუმად გაძვრა ოთახიდან, მახო რომ არ გაეღვიძებინა. ხმადაბლა საუბრობდნენ ლაშა და თორღვა. თითქოს საიდუმლოს უმხელდნენო ერთმანეთს. ყურის დაგდებას სულაც არ აპირებდა თამთა, რაღაც ისეთი რომ არ გაეგო, რასაც იცოდა, პირადად არავინ ეტყოდა იქ რომ შესულიყო. -აღარ გვინდა ამაზე, ლაშა, რა… წარბებშეყრილმა მოარიდა ძმას მზერა. სავარძელზე ჩამოჯდა და დაღლილმა მოისრისა თვალები. -სიმართელე უნდა იცოდეს. შენც შეგიძლია, რომ გაუშვა. თუ გინდა, რომ გაუშვა, რა თქმა უნდა… -თითქოს მტანჯველ გამოცდას უწყობდა უფროსი არაბული უმცროსს, მზერაც გამომცდელი ჰქონდა და ტონიც. -ასე აჯობებს... წამიერად გახედა მხოლოდ თორღვამ, არაფერი უთქვამს. მტკიცე წინააღმდეგობით სავსე მზერით აგრძნობინა, განსახილველადაც რომ არ ღირდა თამთას გაშვებაზე საერთოდ ლაპარაკი… -ჩემი ცოლია, რას ჰქვია გავუშვა? გააცია თამთას მის სიტყვებსა და ტონზე. ადგილს მიეყინა. გრძნობდა როგორ შეწყვიტა სისხლმა ნორმალურად გადაადგილება ძარღვებში. -ავალიანი მაინც არ მოისვენებს, სანამ ყველაფერს არ იტყვის. შენ რა გგონია, გოგა ვინ დაამუშავა? -ვერ ვეტყვი. ვერ გაიგებს ჯერ სწორად. -საერთოდ სხვა რაღაცის გეშინია შენ ახლა. -არ უნდა მეშინოდეს? -სავარძლიდან რომ წამოდგა შეშლილი სახით, ყველანაირი ემოცია ჩამოერეცხა კედელთან ატუზული თამთას დანახვისას. ლაშას გახედა. თითქოს შველას სთხოვდა და სავარძელზე დაეშვა ისევ, ორივე ხელი გადაისვა თმაზე. გამოაშკარავებული დამნაშავესავით გამოვიდა თამთა ოთახის შუქზე. გაურკვევლობა, ბრაზი და ინტერესი ეწერა სახეზე მხოლოდ. სხვა დანარჩენი არ აინტერესებდა. უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში და ყველა მათგანი ერთი და იმავე სიტყვით იწყებოდა - რატომ. ლაშა მიუახლოვდა თამთას პირველი. ორივე ხელით დაიჭირა მისი სახე და შუბლზე აკოცა. ამღვრეულ თვალებში ჩახედა იმდენად ღრმად, რამდენადაც შეეძლო მის სიმართლეს გაეშვა. -არაფერი ისეთი არ არსებობს, რასაც ერთად ვერ გადავლახავთ, თამთა.. -შენი ძმისთვის გულის არტკენას რომ მთხოვდი, ჩემს გულზე არ ფიქრობდი მაშინ? -გაყინული, მიმწყდარი ხმით ჰკითხა, თორღვასკენ მიმართა გამომშრალი მზერა. ჰაერი დაცარიელდა ჰაერისა და თბილი გრძნობებისგან თითქოს. უჭირდა სუნთქვა, თითქოს ბამბით გამოუტენეს ფილტვები. ნდობას და პატივისცემას, რომელიც თორღვას მიმართ გააჩნდა ფრჩხილებით ებღაუჭებოდა. იმ გრძნობას ვერ წაართმევდა ისედაც, რამდენად მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო, რასაც გრძნობდა მის მიმართ იცოდა, რომ არასდროს გაუვლიდა... -არ ვიცოდი მაშინ. რომ მცოდნოდა მაინც იმავეს გეტყოდი, ოღონდ ცოტა სხვანაირად. -და მე როდის გავიგებ, თორღვა? დღეს, ხვალ, თუ არასდროს…? უხმოდ დატოვა ოთახი ლაშამ. ისე იდგნენ გაშეშებულები რამდენიმე წამით. დრო დასჭირდა ორივეს ძალის მოსაკრეფად, რომ საუბარი გაეგრძელებინათ და როგორმე საქმე იქამდე მიეყვანათ, სადაც აღარ იარსებებდა რამე დაფარული. შეიძლება ყოფილიყო დასასრული, მაგრამ არა ბინდი და ღრუბლები... ყველაფერი იქნებოდა კამკამა წყალივით გამჭვირვალე. სუფთა. ისეთი, როგორიც უნდა იყოს დასაწყისი და როგორიც არასდროს არის რამის დასასრული. -დაიწყე, იმიტომ რომ ერთი სული მაქვს აქედან გასვლის მიზეზი მომეცეს… -აქედან გასვლისთვის მიზეზი არ გჭირდება, თამთა. -შემომხედე და ისე მითხარი ეგ! -ცხვირწინ დაუდგა, თითქოს არსებობდა იმ სახლში ადგილი, სადაც გაიხედავდა და თამთას ვერ შეამჩნევდა. ყველაფერს ეტყობოდა მისი ხელი. ყველგან მისი სურნელი იდგა. თაროებზე შემოლაგებულ წიგნებზე თამთას თითებსაც ხედავდა, სავარძელზე სულ თამთა იწვა ნაადრევად ჩაძინებული, როცა სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა. პირდაპირ არასოდეს უთქვამს, მაგრამ ხომ გრძნობს ხოლმე ადამიანი, როდის ელოდებიან და როდის არა. სახით სულ შემოსასვლელისკენ ეძინა. კარადაშიც მისი ტანსაცმელი იყო, სააბაზანოში მისი ჯაგრისი და ათასი ხარახურა, რომლებსაც არასოდეს ეტყობოდა რომ იყენებდა. გასასვლელამდეც თამთას ნაბიჯების ხმა ისმოდა. ათასმა ქალმა ერთდროულად რომ შემოაბიჯოს ამ კარიდან, მაინც მიხვდება თამთას ფეხის ხმა რომელია. მძიმედ გაუსწორა თვალი. შიში არასდროს უგრძვნია ასე მძაფრად. ამ გოგოსთან დაკავშირებული ყველა შეგრძნება ახსოვს - მიუღებლობა, აუტანლობა, თავის გაბეზრება, ნერვებზე თამაში... მაგრამ ერთი დღეც არ ყოფილა ისეთი, რომელიმე შეგრძნებას შიშის გარეშე ეარსებოს. ვერაფერი თქვა, წამოდგა და გამოღებულ ფანჯარასთან დადგა ზურგით. -ახალ ტყუილს თუ იფიქრებ, არ დაიღალო ტყუილად. იცოდე, ან იმ ავალიანს გამოვძებნი, ან გოგა ლიქოკელს მივაკითხავ ჩემი ფეხით... -ნუ მემუქრები თამთა... -არაა ახლა ის დრო, როცა შენ წინადადებას „ნუ“-თი უნდა იწყებდე. ცხრამეტი წლის იყო იმ ზაფხულს. მინდია ჭინჭარაული გზაზე შემოხვდა სკოლიდან სახლისკენ მიმავალს და მანამ არ მოეშვა, სანამ სახლში არ შეიპატიჟა თორღვა. თან იცოდა, რაც აკავშირებდა ჭინჭარაულთან და ამის გამო რიდიც ჰქონდა მისი. არ უნდოდა საკუთარი საქციელით ოჯახი შეერცხვინა. არც ის უნდოდა, იმ სახლში შესულს თამთას გადაყროდა სადმე მისი ოჯახის თანდასწრებით. მასზე ადრე გავიდა სკოლიდან და დიდი ალბათობით, სახლში იქნებოდა უკვე. გარე კიბით აიყვანა სახლის მეორე სართულზე მინდიამ. ბოლო ორ წელიწადში თითქოს ოცი წლით დაბერდა. ჭაღარა თმა გასცვივდა და კანი ისე გადაუსრიალდა, გეგონებათ არც არასოდეს ჰქონიაო თმა. დაპატარავდა, მხრებში მოიხარა. სახე ისევ ისეთი მკაცრი შემორჩა. აქაურების მკაცრი სახე არასდროს გაკვირვებია თორღვას. ბაბუაც ასეთი ჰყავდა, მამაც, ბიძაც, რაც ახსოვს... მაგრამ ჰქონდა მინდია ჭინჭარაულს რაღაც ისეთი, რაც გამყინავად უსიამოვნოს ხდიდა მის გარეგნობას. თავის ოთახში შეიყვანა აშკარად ბიჭი. მოკრძალებული ავეჯი ედგა, ორი ერთადგილიანი საწოლი ერთმანეთს მიეტყუპებინათ. კედელთან მდგომს ეტყობოდა, დიდი ხანია არ შეხებოდა ადამიანის სხეული. მისი გარდაცვლილი ცოლის იქნებოდა ის ლოგინი. მეორე უხეშად გაესწორებინათ. ახლოს პატარა კომოდი, სკამი და მაგიდა იდგა. მაგიდაზე ეყარა შეხვეული სიგარეტები, ლითონის კოლოფში ჩაყრილი თუთუნი და გაყვითლებული ქაღალდები. სკამზე ჩამოსვა თორღვა, წინ დაუჯდა თვითონ და მაგიდაზე დაყრილი სიგარეტებიდან ერთი აიღო. ახლადგანიავებულს ჰგავდა ეს ოთახი, თუმცა კედლებში მაინც ჩამჯდარიყო თუთუნის მყრალი, ნალექიანი სუნი. ის დღეც ალბათ ამიტომაც ახსოვდა ასე დეტალურად, რომ როცა პირი გააღო მინდიამ, იქედან წარმოთქმული ბგერების დავიწყებას ვერასდროს შეძლებდა თორღვა. -როგორია უნივერსიტეტში... მოგწონს? -გამომცდელად დაიწყო მოხუცმა შეკითხვების დასმა. ცალი თვალით აკვირდებოდა მის წინ მჯდომ ახალგაზრდა სხეულს. ვინმე იმასაც იფიქრებდა, რომ მის ახალგაზრდობას შენატროდა მინდია ასეთი მზერით. თავი დაუქნია მხოლოდ, მზერით ენიშნა მინდიას, რომ არ უყვარდა თორღვას ბევრი ლაპარაკი, ამიტომ მთავარზე გადავიდა პირდაპირ. -რომ გითხრა, თამთას არ გაგატან-მეთქი, რას მეტყვი, თორღვა? -რატომ? -წარბები შეყარა უცებ ბიჭმა. უფრო გასწორდა მხრებში, ლამის მთელი ოთახი ამოავსო მისმა სხეულმა. -რატომ უნდა მითხრათ ასეთი რაღაც? -მე არ მიწერია გრძელი დღე, -ფანჯრამდე მოსულ მთებს გახედა ცალი თვალით ჭინჭარაულმა, თითქოს იქ იყო უკვე სულიერად, -და ვიცი, ვერც იქ მოვხვდები სიკვდილის შემდეგ, სადაც ღირსეული ადამიანები ცხოვრებას აგრძელებენ, რადგან უღირსად ვიცხოვრე და ვიცი მე ჩემი განაჩენი. ამას ვაღიარებ. პირველი შეცდომა რომ დავუშვი, მაშინ ჩავიქნიე ხელი ნორმალურ ცხოვრებაზე. ახლა ვხვდები, იმ პირველ შეცდომაზე უფრო მძიმე დანაშაული ხელის ჩაქნევა იყო... ასე ჩამითრია მორევში საკუთარი შეცდომებით ადუღებულმა ტალახმა და ახლაც ვერ ამოვდივარ იქედან. ტალახში მოვკვდები და ჩემი ყველაზე დიდი დანაშაული ის იქნება, რომ ჩემს შვილიშვილს სიცოცხლე გავუმწარე საკუთარი სიხარბით... ეს არავინ იცის, არც მამაშენმა. ეს რომ გაიგოს, არც მოგცემს თამთას წაყვანის უფლებას, იმხელა შეურაცხყოფა იქნება მისთვის. იქნებ, ასეც ჯობდეს, რა ვიცი, მაგრამ მეცოდება ის გოგო სახელის გასატეხად. მამა უვარგისი, ბაბუა ძაღლი... მოთმინება ელეოდა უკვე თორღვას. სადაცაა, წამოხტებოდა და ისარივით გავარდებოდა აქედან, ისე იყო მომართული. -არანაირი წინასწარმეტყველება არ არსებობს... იმ შამანს ყველა თავის სასარგებლოდ ატრიალებს. მეც.. მჭირდებოდა. მჭირდებოდით თქვენ. არაბულები. საზღვრის ამბავს ჯერ ბიძაშენი განაგებდა, მერე მამაშენი... ახლა შენი ძმა... სანდო ხალხი, ვისაც ყველა ენდობა, ყველა პატივს სცემს. ჩვენც ვუყვარდით ჯერ გოჩას, გურამსაც... მე კი შარში ვიყავი. მაშინ ავალიანები ახალი ჩამოსახლებული იყვნენ სვანეთიდან, ზედმეტად ხარბად ეძებდნენ თურმე ოქროს ენგურის კალთებზე... დიდი მიწა მივყიდე ოქროს მოპოვებას შეძლებთ-მეთქი აქ, მერე არაბულებთან მე მოვაგვარებ და რუსეთში გაგატანინებთ-თქო. მე არ მაქვს საშუალება, რომ მოვიპოვო და თქვენ წილი მომეცით-მეთქი. ყალბი დოკუმენტაცია დავუდე მაგიდაზე. დაიჯერეს. დედაშენი ორსულად იყო შენზე უკვე. ეტყობოდა, ბიჭის მუცელი ჰქონდა... ჩემმა რძალმაც მალე გაამხილა ორსულობა. შამანმა ყველას მოსდო ამ ორ ოჯახში დაბადებული შვილები თუ არ იქორწინებენ, წასულია მათი გვარის გაგრძელების ამბავიო. ასეთ რაღაცებს მარტივად იჯერებს აქაური ხალხი, თან ბევრი წარმატებული წინასწარმეტყველება ჰქონდა შამანს დასტურად. დამთანხმდა მამაშენი, მე მგონია უფრო მზიამ დაარწმუნა, მაგრამ ახლა რა მნიშვნელობა აქვს მაგას. მე დაზღვევა მჭირდებოდა მაშინ. ჩემი დაზღვევა თქვენი ნათესაობა იყო. მოვიდა ბიძაშენი და შეაბეს ჩვენი გოგოს აკვანს ყაწიმი... იმ მიწაზე არ აღმოჩნდა ოქრო, ავალიანებს რომ მივყიდე და ვიცოდი მე ეს. მაშინ ფული მჭირდებოდა. ლიქოკელებიც გავხვიე ამ სქემაში, მოკლედ, მთელი სოფელი გადავიკიდე თქვენ გარდა. გოჩა რომ მიხვდა, რაც გააკეთა, გვიანი იყო. მისი ძმისთვის არ უთქვამს, ან ვერ მოასწრო სიკვდილამდე, ალბათ, დამნაშავედ იგრძნო თავი... მეც აღარ ამომიღია ხმა... ორი დღის წინ მოვიდა ჩემთან მირზა ავალიანი. შენს ვალს დავივიწყებთ, თუ შენს გოგოს გამოატან ჩვენს ბიჭსო. ყვარებია ერეკლეს თამთა. დავივიწყებთ წყენას, მტრობას და ვალებს, ოღონდ თამთა გამოაყოლეთ ერეკლესო. შენ თუ არ წაიყვან, ისინი შეირთავენ და თავისუფალი იქნები შენ ჩვენგან. იმდენი ილაპარაკა მინდიამ, უკვე ეგონა რომ ეს ყველაფერი რაღაც აუხსნელი სიზმრის ნაწილი იყო, სადაც ერთმანეთშია გადახლართული ყველა და ყველაფერი და გაღვიძებისას საშინელი შეგრძნება გრჩება. ოცნებობ, არ დაგეძინა საერთოდ. გამყიფებოდა სხეული, სკამიდან რომ გადავარდნილიყო გატყდებოდა თითქოს. დარეტიანებული გამოვიდა იმ სახლიდან. უკან მიხედვაც აღარ უნდოდა. საერთოდ ამოშლიდა ამ სახლს მისი ფანჯრის ჰორიზონტიდან, რომ შეძლებოდა. იმ საძაგელ გოგოსაც თან გააყოლებდა და მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას. იმხელა ტვირთი აკიდეს მხრებზე, ძლივს მიათრია სახლამდე. თავისუფლად შეეძლო უარი ეთქვა, სიმართლე გაემხილა ყველასთვის და ისე გაეგრძელებინა ცხოვრება, თითქოს არც არაფერი ყოფილა აქამდე. თავად გამოისყიდდნენ ჭინჭარაულები თავის ცოდვას. ან ერთი, ყველაზე უდანაშაულო დაისჯებოდა ყველას გამო. ცოტა ხანს ძალაგამოცლილმა უყურა. ვეღარ ხვდებოდა თამთა, სად იყო და რა მდგომარეობაში. წარსულში იყო თუ ისევ იქ, იმ აწმყოში, სადაც თითქოს ყველაფერი დალაგდა და ნორმალურად სუნთქვა შეეძლო. გამოჩნდა ახალი სიმართლე, თავისი ცხოვრების დაკარგული ერთი პაზლი და უარესად წაუჭირა ხელები ყელში. ცრემლი რომ გადმოუვარდა, იგრძნო, როგორ მოარიდა თვალი თორღვამ და როგორ გამოეკვეთა დაჭიმული ყბები, დაეძაბა კისერი. ათასი კითხვა ფეიერვერკივით გავარდა ერთდროულად და ერთი წუთში მიმოიფანტა თამთას გონების კუნჭულებში. -არ იყავი ვალდებული... -თქვა ბოლოს და საკუთარ ხელებს დახედა. -ვიყავი. -რატო არ გააკეთე ის, რაც ბაბუაჩემმა გითხრა? ან რატომ არ მინახავს აქამდე არასდროს მე ის ადამიანი? რატომ დამიმალე სიმართლე თავიდანვე? -რა მეთქვა? იცი, რა ბაბუაშენმა გადაიფიქრა, ახლა სირზე უნდა მიგათხოვოს და ნახვამდის-მეთქი?! იმიტომ არ გინახავს, რომ არ იყო საჭირო გენახა. საერთოდ, რომ სუნთქავდეს, მაგის ღირსიც არაა, გამოსასყიდად რო მოგითხოვა. -და რა ქენი? შენ არ გამომისყიდე? თუ ისე გამანება თავი იმან, უბრალოდ... -მწარედ ჩაეცინა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მოიშორა. მისკენ გამოწეულს ხელი აუქნია, რომ არ მიახლოვებოდა. -ჩემი ცოლის გამოსყიდვა არ მჭირდება არავისგან. სისულელეებს ნუ ამბობ, რა, თამთა. -არ ვარ მე შენი ცოლი, არც არასდროს უნდა ვყოფილიყავი. უნდა გეთქვა აქამდე... -აქამდე როდის? -სანამ... -ხმა მოეგუდა, ყელში მოაწვა ცრემლები... -სანამ არ იქნებოდა ასე რთული. შენ ხვდები ახლა რას ვგრძნობ? ამას მერჩივნა ის სულელური მიზეზი ყოფილიყო მართალი... -ვიცი. -არა, არ იცი არაფერი! ვხვდები, რაც გააკეთე და დიდსულოვანი საქციელია, ვერაფერს ვიტყვი... არ უნდა გადაგეწყვიტა ჩემ მაგივრად... -თავი გააქნია და ცრემლები მოიწმინდა თვალებიდან, -ეს თუ იცოდი, საერთოდ არ უნდა მომკარებოდი... ახლოს საერთოდ არ უნდა მოსულიყავი ჩემთან... სიმართლე უნდა გეთქვა ჩემი წაყვანის ნაცვლად... -და იმას გაყვებოდი? -ვეღარ მოითმინა, -იმასთან გინდოდა? -იმას ვეტყოდი უარს! შენ ვერა... ვერ ხედავ სხვაობას? გავექცეოდი, წავიდოდი, თუ ეს დამპალი პასუხისმგებლობა არ მექნებოდა აკიდებული, რომ ჩემს ოჯახს დავამცირებდი ტრადიციების უპატივცემულობით. იმასთან არ მაკავშირებდა არაფერი ვალის გარდა. მხედავდი... ყველა ყველაფერს როგორ წყვეტდა ჩემი თანხმობის გარეშე, როგორ მიყენებდნენ რაღაც სარგებელის სანაცვლოდ და... სიამაყემ არ გაგიშვა, რომ გაგემხილა შენი ოჯახი მოატყუეს, რომ ბიძაშენი შეცდა, როცა ჩვენთან დანათასავებსა დათანხმდა, რომ ასეთ სულელურ ტყუილს წამოეგო ყველა... მდუმარედ უყურებდა. სული ელეოდა, ისე უნდოდა მოხვეოდა და მარტო არ მჯდარიყო ასეთ მდგომარეობაში. არაფერი უთხრა. ზუსტად ისე გაიგო ყველაფერი, როგორც ეშინოდა, რომ გაიგებდა. მართალი იყო თამთა. სიამაყემ არ გაუშვა. ვერ გაამხელდა, რომ ასე გააცურა იმ ოჯახმა, რომელსაც დაუფარავად ენდობოდა მამამისი, სუფრაზე ეპატიჟებოდა დედამისი... ვერ გაიმეტა თამთა. -შენ გგონია, რომ ჩემი ცხოვრებისთვის ბრძოლა არ შემიძლია. -ცრემლები რომ მოიშორა და ხმა დაიშოშმინა, გააგრძელა ისევ თამთამ. საშინლად იყო გულდაწყვეტილი და ვერაფერი აღადგენდა თითქოს იმ გაწყვეტილ ძაფებს. არაფერი იქნებოდა საკმარისი... არც ის, რასაც გრძნობდა. -ვიცი, მეც შეგეცოდე. -თამთა! -ნუ მეძახი ეგრე, -ცოტა აკლდა ყვირილამდე. ვერაფრით შეეგუა იმ გრძნობას, გულში რომ მოუღიტინა თავისი სახელის თორღვას პირიდან გაგონებისას. -თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ძალით გადამაგდე უფსკრულში, ჩემთვის ხელი რომ გამოგეწვდინა მერე... ამდენად მოგწონს შენ რომ მართავ ყველაფერს? გერმანიის უნივერსიტეტიდან ჩამომივიდა მოწვევა... ისე დალაგდა ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენს შორის ყველაფერი, ლამის უარი ვთქვი წასვლაზე. არ მინდოდა ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი დალაგებული თაროც ამერია. თურმე ვის ვატყუებ... -წახვალ? -ისე ჰკითხა, თითქოს არ აინტერესებდა პასუხი. ლაშას დატოვებული სიგარეტის კოლოფიდან ამოაძვრინა ერთი ღერი და მოუკიდა. ფანჯარა უფრო ფართოდ გამოაღო. მოჭუტული თვალებით აკვირდებოდა. ტუჩებიდან გამოუშვა ნაცრისფერი კვამლი. სუნთქვა გაეჩხირა ყელში თამთას. -წავალ... -გაბედულება აკლდა მის ხმას, მაგრამ მიღებული ჰქონდა უკვე გადაწყვეტილება. ძალიან უნდოდა მის თვალებში რამე დაენახა. ტკივილი. ტანჯვა. სამაგიერო უნდოდა გადაეხადა. უძლურად უნდოდა ეგრძნობინებინა თავი მის წინაშე. არაფერი თქვა თორღვამ, ფანჯარაში გააფრქვია ამჯერად ფილტვებიდან ამოღებული კვამლი. მოთმინებას ატანდა თითქოს თან, ნელ-ნელა ეპარებოდა სხეულში სიშმაგე და მოუთმენლობა. -წახვალ? -გაუმეორა ისევ შეკითხვა, სასურველ პასუხს რომ კარნახობდა იმ ტონით. უნდოდა წეღანდელ გაუბედავობას გაემარჯვა თამთას ხმაში. მიუახლოვდა ბრაზისგან სარბძოლველად შემართულს. ხევსური ქალის სითამამესა და სიმკაცრეს ეღვიძა მის თვალებში. ისეთი ლამაზი იყო, სიბნელე არ სჭირდებოდა თამთას რომ ებრწყინა. -ვერ გაიგე ერთხელ ნათქვამი? წავალ! კი, წასვლა მინდა. რომ მცოდნოდა, შენს ნაცვლად ერეკლესგან მოვისმენდი იმ დღეს სიმართლეს, არ ჩაგიჯდებოდი მანქანაში ცხვარივით! -ცეცხლზე ნავთს მონდომებით ასხამდა თამთა. ტკბებოდა მისი მდუმარე სხეულიდან წამოსული ყრუ მრისხანებით. -ნუ ახსენებ შენ მაგის სახელს! -თორემ რა?! -თამთა! -გაფრთხილებასავით გაჟღერდა ოთახში მისი ხმა. -ხელს გავაწერთ. რომ ჩამოვალ მერე, ახლა გიო კითხვების დასმას დამიწყებს. -შენ საერთოდ გააფრინე, გოგო?! -შენ მისვამ მაგ შეკითხვას? -გაეღიმა ისე ესიამოვნა მისი მრისხანება, -ცალკეც გადავალ. ჩემები ჩამოვლენ და ერთად ვიქნებით ისევ. შენ მადლობას გადაგიხდი გაწეული... -ჭკუიდან ნუ გადამიყვან! ნუ გამაკეთებინებ იმას, რაც არ მინდა... -არა უშავს, შენ სულ იმას აკეთებდი, რაც მე არ მინდოდა! -მართლა? სულ? ყოველთვის, თამთა? -წეღანდელი მრისხანე ხმა ავისმომასწავებლად დაუდაბლდა... ჩაუმუქდა მომწვანო თვალები და ისე ღრმად აუდიოდა გულ-მკერდი, უეჭველად აფეთქდებოდა კიდევ ერთი სარისკო სიტყვა რომ ეთქვა თამთას. თავი გადახარა გაშეშებულისკენ და კბილები გამოსდო ყელთან, მერე ნაზად აკოცა. ვერ ზომავდა ხელებში ძალას, ვერც მოქმედებას მართავდა... გულმკერდზე დაალაგა ხელები თამთამ და მთელი ძალით სცადა მოშორება იმის მიუხედავად, რომ ორივე მუხლში შეეპარა მისი კოცნისგან გამოწვეული სისუსტე. იცოდა, ბოლო შეხება იყო წასვლამდე და იქნებ საერთოდაც. -არ მოგცემ ჩემით მანიპულირების უფლებას. აღარასდროს. -ნუ მომცემ. -ერთი ნაბიჯით უკან დაუხია, ყველაზე მეტად იმ ნაბიჯის გადადგმა გაუჭირდა. -ნურც წახვალ.. -არ გაქვს მაგის თხოვნის უფლება! -თხოვნის უფლება მაქვს, თამთა. თხოვნის უფლება მაქვს. -გაუმეორა და თვალი მოარიდა. იცოდა, არ ჰქონდა აზრი და ისიც იცოდა, რომ უნდა წასულიყო. ეგოისტური სიხარულით ჰქონდა გაბერილი თამთას გული იმ წამს. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ბედნიერი, როცა ჩემოდანს ალაგებდა, ხარბი ადამიანივით ეწაფებოდა თორღვას ბრაზსა და მრისხანებას. ყველა არიდებული თვალი, უხმოდ გახურული კარები და დაკავებული დისტანცია რამდენადაც სიამოვნებდა, იმდენად უკაწრავდა შიგნეულს ისე უჭირდა თავის შორს დაჭერა მისგან. არცერთი ნივთი არ დატოვა იმ სახლში თავისი. ან წაიღო, ან გადაყარა... სასტიკად ექცეოდა, ბოლომდე ვერ ამართლებდა საკუთარ თავსა და საქციელს. ასე უნდოდა დაესაჯა, წასვლა არ იყო თითქოს საკმარისი, ყველაფერი უნდოდა თან წაეღო. გულსაც ამოაგლეჯდა და თან გაიყოლებდა ალბათ, რომ შეძლებოდა იმ წამს. -თუ რამეს გრძნობ ჩემ მიმართ, მიხარია, რომ ასეა. -უთხრა მანქანიდან გადმოსულმა. პირველად დაილაპარაკეს იმ ღამის შემდეგ. ცივი ხმა ჰქონდა თამთას. ვერ უყურებდა მაინც. ვერ ბედავდა. ეშინოდა იქ დანახულს ისევ სახლში გაბრუნების სურვილი არ გაეღვიძებინა. -თუ რამეს ვგრძნობ? -ლამის გამოგლიჯა ხელიდან ჩემოდანი. -თუ გგონია, რომ არაფერს ვგრძნობ, რატომ არ მიყურებ მაშინ თვალებში? გადმოუცვენელი ცრემლები გადაყლაპა თამთამ. -არ შემოხვიდე. -უთხრა აეროპორტის კართან და ჩემოდნისკენ გაუწვდინა ხელი, ძლივს გაუსწორა თვალები. ლოყაზე იკბინა შიგნიდან, გულისტკივლი რომ გაენელებინა. მანამ ჩაიდო ჯიბეში ხელი, სანამ თამთა მოასწრებდა სახელურზე შეხებას. განზრახ მოპარა თითქოს გამოსამშვიდობებელი შეხება, შემთხვევითად რომ მონათლავდა თამთა. მიიღო სასჯელი და მუხლებისკანკალით შეაბიჯა დიდ, განათებულ დარბაზში.... * გიოს გარდა არავისთვის უთქვამს, რომ ბრუნდებოდა. გამყინავი ზამთრები სცოდნია გერმანიაში. ყველაფერი აწყობილი საათივით მუშაობდა. რთული იყო ფეხი ვერ აგეწყო იქაური ცხოვრების წიკწიკისთვის. პირველი კვირა მარტივად გადააგორა, ათასჯერ დაიკარგა მეტროში, ავტობუსებსა და სავაჭრო ცენტრებში. გერმანულზე ფიქრობდა, რომ უხეში ენა იყო, მაგრამ ხალხი ზრდილობით ეკიდებოდა მის გატეხილ ენას... ყოველ საღამოს ურეკავდა გიოს, აღფრთოვანებული უყვებოდა ცხოვრების გასამარტივებლად თურმე რამდენ ჭკვიანურ რამეს იგონებდნენ და იყენებდნენ გერმანელები. შეთქმულივით კრინტს არ ძრავდა გიორგი თორღვაზე, სულხან-საბასაც არ დასცდენიათ მისი სახელი, არც ლაშას და დეკას. თითქოს არც არსებობდა. მახოს კითხულობდა მის ნაცვლად, თუმცა კატის ამბავსაც ისე აგებინებდნენ, მისი ქმრის ხსენებას გვერდს უვლიდა ყველა. ნაადრევი ივნისი იდგა თბილისში რომ დაცურდა მისი თვითმფრინავი. ერთი სული ჰქონდა ბორტიდან ჩამოსულიყო და აეროპორტის ასფალტი დაეკოცნა. ჰაერთან ჩახუტება რომ შეძლებოდა, იმასაც ხელებს შემოხვევდა ალბათ. უცნაურად იყო აღელვებული. საოცრად ამჩატებოდა სხეული. მარტო სამშობლოს მონატრებას ვერ დაარქმევდა იმას, რასაც გრძნობდა, მაგრამ არც ის სახელი მოსწონდა, რასაც მისი გული კარნახობდა. მაგრად ჩაეჭიდა ჩემოდნის სახელურს და შურდულივით გავარდა გარეთ. არავისთვის უთქვამს, გიოს გარდა.... მასაც ემუდარა, არ ჩამოხვიდე, მე თვითონ ჩამოვალ როგორც კი დროს გამოვძებნიო. გიო იქ რომ ჩასულიყო, იცოდა, თორღვაც იძულებული გახდებოდა დახვედროდა და მათი შეხვედრა ოთხი თვის შემდეგ გიოს წინაშე, წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ შედგებოდა. მძიმედ გადააგორა ყელში გაჩხერილი ბურთი. როგორ უნდა შეხვედროდა.... ჯიბეში მათი სახლის გასაღები გავარვარებული მეტალივით უწვავდა ფეხს. იქნებ, შატილში იყოს. იქნებ, არ დახვდეს.... ასე ურჩევნია... სამი საათია. ჯერ სამსახურში იქნება ალბათ. ლიფტში ხმაურით შეაგორა თავისი ჩემოდანი და სართულის მატებასთან ერთად აჩქარდა მისი გულის ძგერაც. ბოლოს სხვას ვერაფერს გრძნობდა გარდა გაგიჟებული გულის ფეთქვისა. ხელებაკანკალებულმა ძლივს მოარგო გასაღები კლიტეს. კარი რომ შეაღო ნაცნობი სუნი მოეღიტინა ცხვირში და ისე აეწვა თვალები.... ენაზე იკბინა, პირით ამოისუნთქა მერე. არ იყო სახლში. იგრძნობდა, იქ რომ ყოფილიყო. ყოველთვის სხვანაირად მშვიდი იყო ყველაფერი, როცა თორღვა დააბიჯებდა ოთახებში. ფეხის ხმაზე კნუტი ზანტად გამოძვრა ოთახიდან და სიხარულით მიცუნცულდა მონატრებულ პატრონთან. -მახო! სახლში ხარ?! -აიხუტა მონატრებული, -ანუ ისიც სახლშია? შენ საერთოდ არ გაიზარდე, გოგო? ისევ ისეთი კნუტი ხარ?! როგორ მომენატრე, მახო... -რძალო! -ღია კარში წამოეწია სუხოც, კნუტის საჭმელით ხელში იდგა კარებში. -ჩამოხვედი?! -სუხო, გული გამისკდა! -კატიანად ჩაეხუტა. მის ზურგსუკან მოათვალიერა ცარიელი სადარბაზო. არსად იდგა ის, ვისაც ასე ჩუმად ელოდა. -სიურპრიზი გაგვიკეთე, რძალო?! რა მაგრა მოგვენატრე! შენი მჟავე ქმარი სულ უფრო დაძმარდა.. -ხო, საბას ქორწილისთვის მინდოდა ჩამომესწრო... -რაღაც ტკბილ-ცხარე იგრძნო გულ-მუცელში მისი ხსენებისას. მეტი უნდოდა გაეგო. სად იყო? მახოს საჭმელს სუხო რატომ ეზიდებოდა? -მე დამიტოვა მახო... ბათუმშია თვითონ რაღაც საქმეებს აგვარებს ქორწილისთვის. -ბათუმშია ქორწილი? -ამიტო არ უნდა წახვიდე სადღაც დიდი ხნით, თამთა... -სულ სხვა რამეს გულისხმობდა სინამდვილეში სუხო, შეფარულად, მაგრამ მაინც მიუხვდა თამთა. -სახლში არ გამატანა არაფრით მახო, მიდი და იქ აჭამეო. დღეში სამჯერ მოვდივარ. -მე მოვუვლი... ჩვენ როდის მივდივართ ბათუმში? რომ მცოდნოდა, იქ ჩავფრინდებოდი პირდაპირ. -ხვალ არის ქორწილი და მე დღეს მივდივარ გვიან, გამომყევი თუ გინდა. თუ არა და, ხვალ დილით მოდის ჩემი და და იმას გაგაყოლებ. შენ როგორც გაგისწორდება.. -კარგი, შენს დას გამოვყვები მაშინ. არაფერი მაქვს მზად ჯერ... გაუღიმა მხოლოდ თამთამ. ხომ შეეძლო გაყოლოდა დღესვე. შეეშინდა. რაც შეეძლო, გადადება უნდოდა მასთან შეხვედრის. არ იყო მზად. არ იცოდა, რა ექნა... როგორ მოქცეულიყო. კვდებოდა ისე ენატრებოდა, ისე უნდოდა დაენახა. როგორც კი სუხო გაუშვა, საძინებელში შევარდა მაშინვე. ყველაფერი ისე იყო, როგორც დატოვა. თითქოს არც გასულა ეს დრო. ჯვრისწერას ვერ მიუსწრეს. პირდაპირ რესტორანში უნდა მისულიყვნენ თამთა და ლიზი, სუხოს და. ისე აინტერესებდა, როგორი იქნებოდა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი საბა, ვერ ითმენდა, სანამ რესტრონამდე მიაღწევდა. ძალიან მოინდომა იმ დღეს. შავი კაბა ეცვა, წვრილი, თითქმის შეუმჩნეველი ბრეტელებითა და ამოღებული ზურგით. მშვენივრად უკვეთდა ვიწრო წელს და მუხლს ქვემოთ ეშვებოდა თავისუფლად. გაშლილი თმა ნახევრად უფარავდა მოშიშვლებულ ზურგს... საქორწინო ბეჭდის გარდა სხვა სამკაული არ კეთებია იმ საღამოს. არც სჭირდებოდა. საუცხოოდ გამოიყურებოდა და ერთი სული ჰქონდა თვალში მოხვედროდა იმას, ვის გამოც ამდენი იწვალა. პატარძალზე ნაკლებად ნამდვილად არ ღელავდა და ყველაზე ნაკლებად უნდოდა ეს შესამჩნევი ყოფილიყო. -გუთენ თაგ, თამთა! -ხელი დაუქნია მანქანიდან გადმოსულმა ლაშამ რესტორნის ეზოში დაბნეულად მდგომს. -შე მაიმუნო... -ლაშა! -ისე გაუხარდა ნაცნობი სახის დანახვა, ოდნავ დაავიწყდა თავისი დაძაბულობა. მაგრად მოეხვია და დეკაც გადაკოცნა. -რა ლამაზი ხარ, დეკა! -შენი ქმარი და სიძე-პატარძალი არ მოსულან ჯერ, ფოტოსესიაზე არიან. ხო წარმოგიდგენია ის რამდენ ფოტოში გამოჩნდება? არც ერთში! -როგორ მაინტერესებს, საბა როგორი სიძეა... -საბა გაინტერესებს ხო? -მოჭუტული თვალებით გადმოხედა ლაშამ და ხელი გადახვია, გვერდზე გაიყვანა, რომ განმარტოვებულიყვნენ და თავისი ცოლი საბას უმცროს დას შეატოვა. -ჰა, დასაჯე შენი ქმარი? -არ გინდა ახლა... -მე მესმის შენი, თამთა, -შუბლზე აკოცა, -მოგვენატრე. ყველას. -მეც მომენატრეთ. -ყველა? -წარბები აზიდა ლაშამ. შეწითლებული ლოყების დანახვისას გაეღიმა. თვალი რომ მოარიდა რძალმა, უფრო მიიხუტა. -თუ რამეა დამიძახე და ვცემ, კარგი? -კარგი... ერთ მაგიდასთან ისხდნენ მთელი სამეგობრო და ყველაზე მეტად ისინი ხმაურობდნენ მთელს რესტორანში. არასოდეს მოსწონდა დიდი ქორწილები და ღრეობა, მაგრამ იმ დღეს რაღაც სხვანაირად ლამაზი იყო ყველა და ყველაფერი. -ჭამე რამე, -მხარი გაკრა დეკამ, -ნუ ხარ ეგეთი დაძაბული! -არ მშია... -ხო? -წარბები აწკიპა ზუსტად ისე, როგორც მისმა ქმარმა იცოდა ხოლმე. -ხო! ნუ დაიწყე შენც ახლა ლაშასავით... -მე არაფერი დამიწყია, -ეშმაკურად გაიღიმა, -აი, მოდის შენი ყველაფრის მიზეზიც... ძლივს შეიკავა თავი, მაშინვე რომ არ გაეხედა იქეთკენ, საითაც დეკამ მიანიშნა. რაღაც მძიმედ ჩასწყდა მუცელში და იქვე გაუქვავდა თითქოს. ყბები დაეჭიმა. -ისე არ მოიქცე, თითქოს მარტო შენ მოგენატრა. -არ მომენატრა. -არ გაუხედავს მისკენ, ისე გააგრძელა ლაპარაკი. გრძნობდა მოშიშვლებულ ზურგზე მოცურავე მის მზერას და მთელი სხეული აეწვა. -გაგივლის გაბრაზება. ამაღამ. -ყველა ჩემს საწამებლად ხართ აქ? -ლამის ტირილამდე მივიდა თამთა. -ჩვენ არა, ის - კი. -თავით ანიშნა მის ზურგსუკან დეკამ. ნაბიჯებით ცნობდა, რომ მიუახლოვდა. ისე დაგუბდა გარემო მის ირგვლივ, თითქოს ახმაურებული ქორწილიდან აკვარიუმში აღმოჩნდა. ერთი თავისუფალი ადგილი მის გვერდით ისე დაიკავა თორღვამ, თითქოს ერთი წუთის წინ გაირბინა გარეთ და ახლა უკან დაბრუნდაო. ტუჩები კბილებით დაიჭირა ლაშამ, რომ არ გასცინებოდა. დეკამაც მაშინვე ლიმონათი მოსვა, როგორმე სახე რომ დაეწყნარებინა. მთელი მხარი ეწვოდა მისი სიახლოვისგან. ლამის გაგიჟდა ისეთი მიმზიდველი იყო კლასიკურ შარვალსა და პერანგში გამოწყობილი, ერთი ღილი ჩახსნილი დაეტოვებინა ყელთან და ისეთ სურნელს აფრქვევდა, ალკოჰოლი აღარ დასჭირდებოდა თამთას თავისი გრძნობების გასანეიტრალებლად. -როგორ იმგზავრე? -გვერდულად გადმოხედა, როცა შეკითხვა დაუსვა. ისე იქცეოდა, თითქოს დიდად არ ადარდებდა, პასუხს გასცემდნენ თუ არა. -მშვენივრად. -ჭიქა გაუწოდა ლაშას, რომ მისთვისაც ჩამოესხა ღვინო. ვერ გაძლებდა ამ მდოგმარეობაში მის გვერდით ფხიზელი გონებით. რამე სისუელელე რომ ეთქვა და ჩაედინა, ალკოჰოლი დასჭრიდებოდა დასადანაშაულებლად. ნელა მოსვა ორი ყლუპი და მაშინვე იგრძნო მწველი სითხე როგორ გადაეღვარა გულზე და მუცელში ჩავიდა. წამოდგა, კაბა შეისწორა და სიძე-პატარძლის მაგიდისკენ წავიდა მოხდენილი ნაბიჯებით. იცოდა, რომ უყურებდნენ მისი თვალები, სხვა ვერავის მზერა ვერ დამართებდა იმას თამთას სხეულს, რასაც არაბულის გაყინული თვალები და დამალული ბრაზი უშვებოდა. -ჩემი ლამაზი რძალი! მოდი ჩემი ლამაზი ცოლი გაგაცნო... -საბა, გილოცავთ... -გაიცანი, ნინი. ეს თამთუშაა, ჩემი თორღვინიოს ოქროს ცოლი... -მაგრად აკოცა ლოყაზე თამთას საბამ. -მოგკლავ, გოგო, სად წახვედი ამდენ ხანს... -სასწავლებლად... -ისწავლე მერე ჭკუა? -გამომცდელად გადაუჩურჩულა საბამ, -დარწმუნდი რაღაც-რაღაცებში... -ყველამ პირი შეკარით? -აბა რა გეგონა, რომ დატოვე ის ოქროს ბიჭი მახოსთან მარტო? -მახო თქვენი შვილია? -ინტერესით ჰკითხა ნინიმ. სულხან-საბას სინქრონულად გაეცინათ. -აუ, შენ მახოს არ იცნობ, ხო?... -ამბის მოსააყოლად მოიმართა სუხო. -წადი ახლა თორე მოეღრინცა იმას კისერი. -კიდევ ერთხელ აკოცა მზრუნველად საბამ. მათი მაგიდისკენ ანიშნა თავით. -მაგრად მოგვენატრე. ყველას. -მეც მომენატრეთ. აკანკალებული ნაბიჯებით დაბრუნდა სუფრასთან. საშინლად ჩაიხუთა გარემო მეორე ჭიქის შემდეგ. ლაშამ ჯერ თავისი ცოლი გაიწვია საცეკვაოდ, შემდეგ - რძალი, მოხდენილად დაატრიალა დარბაზის ცენტრში. -მომწონს შენი შეუპოვრობა. -ვიცოდი, სალაპარაკოდ რომ დამიმარტოხელე და არა საცეკვაოდ, ლაშა! -მართლა გეუბნები, -ზემოდან დახედა გულწრფელი ღიმილით, -რთულია, როცა ორ ურთიერთსაპირისპირო ქმედებას გამართლებას უძებნი მაინც. ვიცი, რომ შენც გესმის მისი... ერთადერთი, რასაც გეტყვი ის არის, რომ შენ გამო კი არა, შენი გულისთვის გააკეთა ყველაფერი. უანგაროდ. ერთმანეთი რომ შეგიყვარდებოდათ, გარდაუვალი იყო ისედაც. დროის ამბავი მხოლოდ. არაფერი უთხრა თამთამ. ამაზე ფიქრის მეტი არაფერი უკეთებია, როცა აქ არ იყო. -ნანობდი? -ჰკითხა ისევ ლაშამ. -რას? -რომ წახვედი. -არა. -თავი მიადო მხარზე. -კარგია. აი, მოვიდა შენი მეწყვილეც. რეალურად მხოლოდ სიძის სუფრამდე უნდოდა მისვლა თორღვას, მკლავში რომ ჩააფრინდა ლაშა და ლამის ძალით ჩააკიდებინა ხელი თამთასთვის. სანამ რომელიმე წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა, მანამ ჩაირთო ყველაზე ნელი მუსიკა და მისი ხელი რომ იგრძნო შიშველ წელზე და სუნთქვა სახესთან ძალიან ახლოს, ძლივს გადააგორა ყელში გაჩხერილი ეკლიანი ბურთი თამთამ. გასქელდა და დაიძაბა ატმოსფერო ირგვლივ. შეთქმულებივით იდგნენ სულხან-საბა ქორწილის „დიჯეისთან“ და აიძულებდნენ მაქსიმალურად გაეწელათ მელოდია, თან ლაშას უკრავდნენ თვალს შორიდან. -მახეში გაგვაბეს. -თქვა თამთამ ბოლოს, ქვემოდან ახედა. ზედაპირულად დახედა თორღვამ და წარბშეკრულმა გახედა გამხიარულებულ მეგობრებს. -მე დიდი ხანია მანდ ვარ. ზედმეტი არაფერი გაუკეთებია. მოთმინებით ირწეოდა ნელ მელოდიაზე და ელოდა, როდის დამთავრდებოდა, რომ ამ მოშხამული ხაფანგიდან გაეღწია და სუნთქვა გაეგრძელებინა. ერთი ჭიქაც არ დაულევია იმ საღამოს თამთასთან განსხვავებით, რომელსაც სიმთვრალისა და ბრაზის კონცენტრაცია ერთიანად ეზრდებოდა სხეულში. მუხლებისტკივილამდე იცეკვა, გაუხარდა კიდეც ყველას მონატრება რომ მოიკლა ერთიანად. აივანზე გავიდა, გახურებული და გადაღლილი სხეული გრილი ნიავისათვის რომ მიეშვირა. ნინოს დაურეკა ტელეფონზე. -სურათები რატომ არ ჩამიგდე? მაინტერესებს როგორ გაქვს ეგ კაბა. -არ გადამიღია ბევრი... მერე განახებ. -ხის სკამზე ჩამოჯდა და ალიცლიცებულ ზღვას გახედა, მთვარე რომ ნაღვლიანად დაჰყურებდა ზემოდან. ესიამოვნა რბილი, მარილიანი სურნელი. -რაო იმან? -ხმადაბლა ჰკითხა ნინომ, თითქოს ვინმე გაიგებდა მათგარდა. -არაფერი. საერთოდ. -გულმოსულმა უპასუხა. -ანუ გაბრაზებულია კიდევ. ძალიან კარგი. -ხოდა, იყოს. -არ გინდა ახლა, შენ გეგონა ერთი ლამაზი კაბით გაეპრანჭებოდი და გული მოუბრუნდებოდა? ოთხი თვე არ გილაპარაკიათ... -გასაბრაზებელი არაფერი გამიკეთებია! -ვიცი, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ არ ბრაზდებიან ხოლმე ადამიანები... ექვსი თვის მოყვანილი ცოლი გაექეცი, რა ექნა? მშვიდად რომ შეხვედროდა ეგ გინდოდა? ძალიანაც კარგია, რომ გაბრაზებულია, ანუ გიჟდება შენზე. -საიდან ასკვნი ხოლმე ასეთებს... -ღიმილით გააქნია თავი და ზურგზე ჩამოყრილი თმა ცალი ხელით აიწია. ესიამოვნა გავარვარებულ, ოფლით დაცვარულ ზურგზე გრილი ნიავის შეხება. თვალები მილულა. -მაგის შიგნით მე რომ გასწავლე, ისეთები გაცვია? -ნინო! -რა იყო? მზად უნდა იყო ყველაფრისთვის... -არაფრისთვის მომზადება არაა საჭირო. არც შემომხედა წესიერად. -სუხომ მომწერა კისერი მოეღრინცაო, რა გავიგო ახლა მე? -შენ სუხოს ემესიჯები ჩემი ამბების გასაგებად? -ხო! რასაც შენ ვერ ამჩნევ, ის მეუბნება. ჰა, რა ფერის გაცვია, შავი თუ წითელი.. -ნინო, შემეშვი! -თავი დაიცავით... -ჩაჰკივლა ტელეფონში. გაუთიშა მაშინვე. ყველაზე ბოლოს ისინი წამოვიდნენ. როგორც ჩანს, თორღვა აგვარებდა რესტორნის ამბებს და სანამ ბოლო სტუმარიც არ გავიდა დარბაზიდან, იქ მოუწიათ დარჩენა. ათასჯერ შესთავაზა ლაშამ წაგიყვანო, მაგრამ საშინლად გაჯიუტდა. შემოსასვლელში რბილ თეთრ დივანზე იჯდა ფეხმორთხმით და ელოდებოდა, როდის მორჩებოდა, რომ განმარტოებულიყვნენ და რაღაც მაინც ეთქვათ ერთმანეთისთვის. -წავედით, -ნელა მიუახლოვდა და დაელოდა, როდის წამოდგებოდა ნახევრად მძინარე. ქუსლიან ფეხსაცმელზე ცეკვისგან დაწითლებოდა ფეხები. ძლივს გასწორდა. ძილი ართმევდა უკვე სიფხიზლეს და სიამოვნებით დათანხმდებოდა აქ დაძინებასაც, ისე იყო დაღლილი. -რატომ არ წაყევი ლაშას? -წარბშეკრული დაიხარა მისწინ და ფეხებიდან მოაშორა მტანჯველი ფეხსაცმელი. ამოიგმინა სიამოვნებისგან. თავად რატომ ვერ მოიფიქრა რომ გაეხადა? -არ ვიცოდი, სად უნდა დამეძინა. -დაბნეულმა შეხედა. არ ელოდა მისგან სიტყვის გაგებას, შეხებასა და მზრუნველობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. -ადექი, მოდი. -ფეხზე წამოაყენა და მუხლებქვეშ ამოსდო ორივე ხელი. კისერზე რომ შემოხვია მკლავები, დაკვირვებით შეხედა სახეზე, უნდოდა რამე წაეკითხა იქ, მონატრების, ან ბრაზის მსგავსი... თუმცა არაფერი საერთოდ. ისე იქცეოდა, თითქოს მოვალეობას იხდიდა მის წინაშე და საშინლად ატკინა გული ამგვარმა სიცივემ. -უკან დავჯდები, -უთხრა, როცა მანქანას მიუახლოვდნენ და სხარტად ჩამოხტა მისი ხელებიდან. წყენა ეტყობოდა დაგუდულ ხმაში. გამოაფხიზლა განთიადის სიგრილემ. სწრაფად გამოაღო უკანა კარი და მძღოლის სავარძლის უკან დაჯდა, მისი დანახვა რომ გაჭირვებოდა. უცებ მივიდნენ სასტუმრომდეც და წვალებით ჩაიცვა ისევ ფეხსაცმელი. აღარ უნდოდა ხელით რომ ეტარებინა და ისეთი გამომეტყველება ჰქონოდა, თითქოს დააძალეს. მიმღებში დატოვებული თავისი ნივთები წამოკრიფა და სააბაზანოში შევარდა გამოსაცვლელად. საწოლის საპირისპირო მხარეს შეძვრა საბანში და ისე შეიფუთა, თითქოს სციოდა. ზურგზე იწვა არაბული, როგორც ყოველვის და გაშლილი მხრებით ლამის საწოლის ნახევარს ფარავდა. დაღლილი თვალები მოეხუჭა, თუმცა გრძნობდა თამთა, რომ არ ეძინა. რაღაცის სათქმელად რამდენჯერმე გააღო პირი, თუმცა კრინტი არ დასცდენია. თითქოს ვინც პირველი იტყოდა რაიმეს, ამ ომში ის გამოცხადდებოდა დამარცხებულად. ძლივს გადაყლაპა ცრემლები და ბალიშს ჩაეხუტა მაგრად, მისი უსწორმასწორო სუნთქვა შეუმჩნეველი რომ დარჩენილიყო ქმრისთვის. -არაფერს მეტყვი? -ჰკითხა ბოლოს. -ან არ მკითხავ? პასუხის გაცემამდე წამები საუკუნოდ გაიწელა. -რა გინდა, რომ გითხრა? -მე არაფერი მინდა! შენ მაინტერესებს, რა გაქვს სათქმელი. -არაფერი. რამე რომ მქონოდა, გეტყოდი. -არ მომეკარო, იცოდე! -ზედმეტი ბალიში გახელებულმა ჩააგდო მათ შორის, -გადაწიე შენი ხელები! -თორემ გამშორდები? -ერთი ხელის მოსმით გადააგდო ბალიში იატაკზე. -ისედაც გაგშორდები! -კარგია, რომ ისევ იმავე აზრზე ხარ. -რა? -ჰკითხა ჩამწყდარი ხმით და მისკენ გადაბრუნდა. -შენ თანახმა ხარ? -არა, რა თქმა უნდა. მიხარია, რომ საპირისპირო აზრზე ხარ და საქმეს არ გიმარტივებ. -რა ბოროტი ადამიანი ხარ! საშინელი, მზაკვარი... აღარაფერი უთხრა არაბულმა, მხარი იცვალა მხოლოდ და მთლიანად გადახადა საბანი საწოლის მეორე ბოლოში მწოლიარეს. აქედან ისე არ წავიდოდა, ზღვაში რომ არ გაეცურა. ადრიანად ადგა, საცურაო კოსტუმში გამოეწყო და ის-ის იყო კარიდან უნდა გასულიყო, თორღვაც რომ გამოვიდა აბაზანიდან პირსახოცშემოხვეული. წარბებშეყრილმა აათვალიერა თავიდან ბოლომდე ნახევრად შიშველი ცოლი და თვალებით ჰკითხა, სად მიდიხარო. -ზღვაზე! სად წავალ? -კარისკენ გაწევა სცადა, წელზე რომ დაუხვედრა ხელი და თავის ადგილას დააბრუნა ისევ. -ასე? -თავიდან ბოლომდე შეათვალიერა შემფასებელი მზერით. -აბა, ანაფორას ხომ არ ჩავიცვამ?! ხო, ასე დადიან პლაჟზე! -რამე მოიცვი, შორია იქამდე. -ხუთი წუთის გზაა. -თამთა! თვალები გადაატრიალა მის მბრძანებლურ ტონზე. რატომ ჩათვალა რომ გუშინდელი უკომპლიმენტო საღამოს შემდეგ დღეს უფლება ჰქონდა ჩაცმულობაზე შენიშვნა მიეცა, საინტერესო იყო. წინ გადაუდგა კარამდე მისულს და წარბებშეყრილი, მოჭუტული თვალებით დააცქერდა ზემოდან. ბოლომდე არ შეშრობოდა კანზე წყლის წვეთები. დილის სურნელი ასდიოდა, წყლის და აკაციის... -რა გაააკეთე შენ წეღან? -რა გავაკეთე? -გულწრფელად გაიკვირვა, მიხვდა, დაფრუტუნებასა და თვალების ტრიალს რომ გულისხმობდა, მაგრამ თავის დაძვრენის მიზნით მოიტყუა. -ისედაც არაფერს გიფარავს ეგ ნაჭრები, -დაუწყო ახსნა ძალით დამშვიდებული ხმით. -შენ ნუ ღელავ, ძვირფასო... -გააწყვეტინა და მხარზე მოუთათუნა ხელი, -გამატარე.. ავად გაუღიმა თორღვამ. თითით გაეთამაშა ლიფის შუაში გაბანტულ წვრილ ზორტებს. -ამას ხელი რომ გამოვდო, რა მოუვა? -ერთ რგოლში თითი გაუყარა და თავისკენ მოქაჩა. თვალებით თამთას აკვირდებოდა თან. -ხოდა, გაუშვი! -მაჯაზე აუკრა ხელი. -და შენი თვალების ტრიალი ისე გავატარო...? -ოდნავ მოქაჩა ისევ. საგრძნობლად დაპატარავდა რგოლი, რამდენიმე სანტიმეტრიღა აკლდა ბოლომდე გახსნას. -გაატარე, რა მოხდა მერე? მე ხომ გავატარე გუშინდელი საღამო, -არსაიდან გამოძებნა გამბედაობა თამთამ, წელთან გადაკვანძულ პირსახოცს წაეთამაშა თითებით. -გუშინ რამე დავაშავე? -მარტო გუშინ არა... -ხელიდან გამოგლიჯა ნახევრად გახსნილი ბანტი გახელებულმა და უკან დაიხია. თავისი მაისური ამოიღო ჩანთიდან ამასობაში თორღვამ და ლამის ძალით გადააცვა. თმები ლამაზად ამოუწია საყელოებიდან. -პლაჟამდე სამი ქუჩა უნდა გაიარო. -შენ გიჟი ხარ! -შენ ყველაფერს აკეთებ მაგისთვის, ამიტომ ნუ გიკვირს! მთელი კვირა საწოლის უკიდურეს მხარეს ეძინა ორივეს. საშინლად ბრაზობდა ლაშაზე თამთა, იცოდა, განზრახ აიტეხა იმ ხუთვაში თბილისში დარჩენა, მათი წამებისთვის რომ ეყურებინა. ერთი წელი შეუსრულდებოდათ მალე ქორწინებიდან. მუქარად ტოვებდა განქორწინების საკითხს ისევ. არაფერი გაუკეთებია რამის შესაცვლელად. თამამად დააბიჯებდა საძინებელში ნახევრადშიშველი. მის ტანსაცმელსაც დაუკითხავად იცვამდა. არ უბარებდა, როცა სახლიდან გადიოდა, უკან გვიან ბრუნდებოდა და ყველაფერს აკეთებდა, რაზეც შეიძლებოდა არაბულს კომენტარი გაეკეთებინა. საბა და ნინი თაფლობის თვიდან როგორც კი დაბრუნდნენ, მაშინვე შეიკრიბნენ ყველანი მათ სახლში. მახო მთავარი პერსონაჟი იყო ამ შეკრებაში. -ბრაკია, მემგონი. -დაასკვნა საბამ, როცა მახოს არასტანდარტული ზომის განხილვა დაიწყო ყველამ. -უბრალოდ ლილიპუტია რა... -მე მომწონს ასეთი. -დაიცვა კნუტი თამთამ და კალთაში ჩაისვა. ისიც მონდომებით გადაბობღდა მისი კალთიდან თორღვას ფეხზე. -სულელი კატა! არაბულიც ნებიერად მოეფერა გატრუნულ მახოს და თვალებით ისე გახედა თამთას, თითქოს ეკითხებოდა, შენ ხომ არ გინდა მის ადგილას ყოფნაო. საღამოს სუხოც მოვიდა თავის ახალ მეგობარ გოგონასთან და ლიზისთან ერთად. კარგად შეზარხოშებულები იყვნენ, როცა აიშალნენ და დეკას და თამთას დარჩათ დასალაგებელი სახლი და შემთვრალი ქმრები. -ხვალ რა... -თვალებით შეუთანხმდა თამთას და ქმართან ერთად გაუჩინარდა საძინებელში დეკა. შემთვრალი, ამღვრეული მზერით აკვირდებოდა მის ყველა მოქმედებას თორღვა. ნელა, მონდომებით დაიწყო სუფრის ალაგება და სამზარეულოში გადატანა დასარეცხი ჭურჭლის. რამდენჯერმე ჩაუარა ცხვირწინ მოკლე კაბის ფრიალით. მესამე ჯერზე მკლავში დაქაჩა და კალთაში ჰყავდა უკვე. კაბა შესამჩნევად დაუმოკლდა და თვალებიც აემღვრა სხვანაირად. -დაანებე. -ისევ მოქაჩა თავისკენ, როცა მაგიდისკენ გასწია თამთამ ასადგომად. ნასვამი იყო თვითონაც და ვერ აგებდა პასუხს საკუთარ საქციელზე ვერაფრით. -გამიშვი. -ამჯერად სად? -თვალები დააწვრილა თორღვამ, ზურგზე მაისურქვეშ შეუცურა თითები და ერთი ხელის გამოკვრით შეუხსნა ლიფი. მხრებიდან გადაუწია ორივე სამკლაური და უცებ ამოაძრო მაისურიდან. -უნდა დავალაგო... შესამჩნევად გაუმაგრდა მკერდი თამთას, მიმზიდველად მოუჩანდა თეთრი მაისურიდან. -ასე ჯობია, -სურვილს ატანილი ხმით უთხრა და ყელში აკოცა. -ყველაფერი რატომ წაიღე, როცა წახვედი? -მჭირდებოდა... -მატყუებ, -მკერდზე გადაუტარა თითები ზედაპირულად, ყურთან აკოცა ფრთხილად. -არ გატყუებ. -მატყუებ, თამთა. -ბარძაყზეც მოუჭირა მეორე ხელი. -გინდოდა, მარტო მეგრძნო თავი... -მინდოდა... -რატომ? -იმიტომ, რომ გაბრაზებული ვიყავი... ვარ... -ხარ? -კაბისქვეშ შეუცურა თითები და ლოყაზე აკოცა ამჯერად. -ვარ... -ხო? -საცვლამდე რომ მიაღწია თითებით, უცნაურად დაუბოხდა ხმა, მკერდზე მოუჭირა თავისუფალი ხელი და ტუჩებით მოპარა ჰაერი, სანამ წამოკვნესას მოასწრებდა. -მინდოდა მოგნატრებოდი... -აღიარა თამთამ, როცა შეწყვიტა კოცნა. თეძოებში ჩაავლო ხელი და მისკენ მიაბრუნა მთელი ტანით ამჯერად არაბულმა. წელზე შემოაწყობინა ორივე ფეხი და მისიანად წამოდგა. -მეც მინდოდა, რომ მოგნატრებოდი. მოგენატრე, თამთა? -ჰკითხა, როცა მათ ოთახში აღმოჩნდნენ ერთად. საწოლამდე მივიდა და გადაწვა ზედ მასთან ერთად. თავი დაუქნია მხოლოდ. ვეღარ აზროვნებდა ამდენი გრძნობით დამთვრალი. -მითხარი, -უარესად გააწვალა ენით და თითებით, არ შორდებოდა ერთი მილიმეტრითაც კი. -ასე ახლოს რომ შეგეძლო ჩემთან ყოფნა და შენ წასვლა ამჯობინე... -თორღვა... -გისმენ... -კაბაც გააძრო და მაისურიც მის გზას გაუყენა. ზემოდან დაჰყურებდა მონატრებულ სხეულს, თითქოს გონებაში იღდგენდა გამოსახულებას და თავიდან იმახსოვრებდა. მუცლის ხაზს დაუყვა კოცნით. -მოგენატრე, თამთა? -კი. მომენატრე. ძალიან მომენატრე. -თმაზე დაქაჩა და თავისკენ ააწევინა თავი, რომ ეკოცნა. მთელი სხეულით დააწვა ზემოდან და აგრძნობინა, რომ იქ იყო... მასთან და საშინლად მონატრებული... -დააბრუნებ შენს ნივთებს კარადაში? ყველას. -თავად გადაწვა ზურგზე და ზემოდან მოიქცია ცოლი. -უკვე დავაბრუნე. დღეს დილით. -მეც მომენატრე. ეს ზარდახშა ბევრ ამბავს ინახავს. ჯერ ოცდასამი სამკაული დევს შიგნით და კიდევ იმდენი დაემატება, შეიძლება ვეღარც კი დაიტიოს ყველა მათგანი. არც ერთია უბრალო, მაგრამ თამთას ერთი უყვარს განსაკუტრებულად. ოცდამესამე. უცხო თვალისთვის დიდი ვერაფერია, რომ შეხედო, არც კი გამოარჩევ სხვებისგან, მაგრამ სამკაული ხომ მხოლოდ სამშვენისი არ არის, მათ განსაკუთრებულ ემოციებსაც ვუკავშირებთ ხოლმე ადამიანები. მეორე დილით ცარიელ საწოლში რომ გაეღვიძა, ჯერ წყენა იგრძნო, მერე კი საშინლად გაბრაზდა. ნინოსთან დარეკა მაშინვე, როგორმე ყურადღება რომ გადაეტანა რამეზე. ლაშა და დეკაც იმ დღეს წასულიყვნენ მაინც და მაინც შატილში და შუაღამემდე ისე მიაწია, თორღვას ლანძღვა არ მოსცილებია მის ტუჩებს. ღამის სამ საათზე ისე გაუღო კარი, ზედაც არ შეუხედავს. წარბებაზიდულმა გააყოლა გაცხარებულ ცოლს მზერა კოლიდორის ბოლომდე და მძიმე, დაღლილი ნაბიჯებით შეჰყვა საძინებელში. -არა, შენ აქ არ იძინებ! -რატო? -უდარდელად გადაწვა საწოლზე თორღვა და ღრმად ამოიხვნეშა. ძალიან დაღლილიყო. სახეზე ეტყობოდა მგზავრობის კვალი. -იმიტომ რომ ცუდი ქმარი ხარ! -პირდაპირ მიახალა თამთამ, წარბების აზიდვით შეხვდა წაყენებულ ბრალს არაბული და თავი წამოსწია მხოლოდ საწოლიდან, -რას მიყურებ?! მეგონა, ვლაგდებოდით, დილით რომ გავიღვიძე... ღმერთო! მეგონა დაგელაპარაკებოდი, ყველაფერს გავარკვევდით.... -ახლა მითხარი, რისი თქმაც გინდოდა. -ახლა აღარ მინდა! ან რატომ გაქრი ასე... გაუფრთხილებლად... -შატილში ვიყავი. -რა? რატომ? მოხდა რამე? -არაფერი. -სერიოზული სახით უთხრა და ჯიბეები მოიქექა. -შენ რა გქონდა გასარკვევი? -გიყვარვარ? მარჯვენა ჯიბესთან გაუშეშდა ხელი, ისე შეხედა გაოგნებულმა. თითქოს მოესმა შეკითხვა და გამეორებას სთხოვდა თამთას. -რა გჭირს? -რა უნდა მჭირდეს?! ვერ ვიგებ რას გრძნობ! არასდროს არაფერს მეუბნები.... -რამე უნდა გითხრა, რომ მიხვდე, რასაც ვგრძნობ? შენი აზრით, იმ დღეს აეროპორტიდან იმიტომ არ მოგაბრუნე, რომ არაფერს ვგრძნობ შენს მიმართ? -რა გინდოდა შატილში? ფეხზე წამოდგა თორღვა და მიუახლოვდა ნელა. რაღაც იპოვა ჯიბეში და ხელის გულით ეჭირა. -რაღაც ისეთი ჩამოგიტანე, რის გამოც ასეთ კითხვებს აღარ დამისვამ ხოლმე. -რას გულისხმობ.. ვერ გავიგე ვერაფერი... -შარშან რომ არ გკითხე, სამაგიერო სხვა ქვეყანაში გაქცევით გადამიხადე. ხოდა წელს გეკითხები, მერე არსად რომ აღარ მოგინდეს წასვლა.. ხელი დაუჭირა და არათითზე წამოცმული ბეჭედი მოაშორა. -რას აკეთებ? -ხმა გაუწყდა თამთას. თვალი მოარიდა, აშკარად ცდილობდა შესაფერისი სიტყვები მოეძებნა, რაც ხელისგულში ჩამალულ სამკაულს დაამშვენებდა ყველაზე მეტად. -გამომყვები? ცოლად... დასასრული ბევრი რამის დაწერას ვაპირებდი კიდევ, ხანდახან მგონია რო უსასრულოდ შევძლებდი ამ ამბის წერას, თუმცა მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი, სადამდეც გამიშვა ჩემმა მუზამ, აქ არის ყველა პერსონაჟი ერთნაირი არ არის, ვერც ყველა ამბავი იქნება ერთნაირი, იმის მიუხედავად, რომ ვიცი მილიონი ისტორიაა აკვანში დანიშვნასა და ქორწინებაზე, ჩემთვის მთავარი ამ ამბავში პერსონაჟების განწყობის გააზრება იყო სხვების გადაწყვეტილებების მიმართ, რამაც მათი ცხოვრება შეცვალა მოკლედ, იმედია სწორად მოვიტანე თქვენამდე მათი გზა, რომელიც არც მერე იქნება მარტივი, მაგრამ იმდენად რთული აღარ ვიდრე მაშინ იყო, როცა თავად ვერ იღებდნენ თავისუფალ გადაწყვეტილებებს.... მალე დავბრუნდები მე, დამამატეთ ფეისბუქზე იქ ვარ აქტიური ტასო იაშვილი 2023 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.