დრო! თავი34
თეოდორემ წვეულება ძალიან მალე დაასრულა და ხვდებოდა იმაზე მაგარი დღე გამოუვიდა და იმდენად მნიშვნელოვანიც რომ რაც არ უნდა გაეკეთებინა ამ დღისთვის მათ გარეშე ამას ვერ შეძლებდა, გეგმები სრულიად შეეცვალა და არც გამოუვიდა, თუმცა ამაზე სულ არ ბრაზობდა, პირიქით მსგავსად გეგმის ჩაშლამ გააბედნიერა კიდეც, - დაა აი ისიიც.... დიდი ქაღალდის პარკი ჩადო მაშომ მაგიდის შუაში კიდევ ერთი შენამატი და სალომეც ინტერესით წამოდგა, - ეს რა არის? - სუშიი მხიარულად გასცა პასუხი, რადგან ეს მას უნდოდა და სალომეც ადგილზე დაჯდა უკმაყოფილოდ ისევ, ზედმეტად შეჩვეული იყო ნაზის გემრიელ ნახელავს, - მონტე კარლოო ეწერა ამას, კალიფორნია კრაბით, სალმონ ტერიაკი, სიაკე მაკი და იასაი მაკი 42 ნაჭერი ეწერა ამას და კიდევ იყოო მაკი სეტიიო დაა აქ იყო ავოკადო მაკი, კრევეტები მაკი, კიტრი მაკი, სიაკი მაკი და კრაბი მაკი და აქ აზრზე არ ვარ რამდენი ნაჭერი ეწერა ბევრიი ჩანდა, გაზეპირებული შეკვეთა სწრაფად ჩამოარაკრაკა თან სწრაფად ამოაწყო მაშომ შეკვეთილი სუში და ბიჭებსაც სულ არ მიუქცევიათ ყურადღება მისთვის, რადგან სმითა და ლაპარაკით ახალი ამბებით გართულებს ყურადღება სხვაგან არც გაურბოდათ - და დემეტრეს გამახსენდაა რომ უნდოდა ქართული კერძები ამიტოომ ცოტა ხნის წინ ლევანიმ მოგვიტანა თავად ბებიას გამზადებულიი ჯერ ისევ ცხელი ხაჭაპური, ქათმის ცხარე ფრთებიი ძაან ცხარეს არ აკეთებს ხოლმე, სალათი შუბა, ქათმის სალათიც მანდ არი კიდე რაღაცეები იყო ამოალაგე რა მაგეთ დევს ახალიაო უთქვამს, კიდევ ახალი გაუხსნელი დიდი პარკისკენ ანიშნა დანარჩენებს და ინტერესით დაჯდა მაგიდასთან თან ბარბარეს დაელოდა, რომელიც ბებიას გაგზავნილ საჭმელებს მაგიდაზე ალაგებდა, მათი ზედმეტი მზადების გარეშე სულ რაღან ოც წუთში დამაკმაყოფილებლად მზად იყო მაგიდა და ყველაფრის ამოლაგების შემდეგ კმაყოფილი მაშო მიისვა თეოდორემ გვერდით, კმაყოფილი იყო უბრალოდ გვერდითაც რომ ეჯდა საუბარში გართული ისე შეჭამდა ხოლმე ერთ ორ ლუკმას, რომელსაც მაშო აწვდიდა, თავად მხოლოდ სასმელს სვამდა ერთმანეთს მიყოლებული ჭიქებით, სალომეც უცნაურად გახედავდა ხოლმე მათ, მაშო რომ ხელით მიაწვდიდა ხოლმე თეოდორეს ნაჭრებს და მერე რატის გახედავდა ხოლმე რომ რეაქცია ენახა, თუმცა ვერანაირ სერიოზულ რეაქციას ვერ ხედავდა და ამის შემხედვარე გატრუნული იჯდა და გეგმაშიც ჰქონდათ მასზე საუკეთესო იმფორმაცია ბარბარესგან მოეძიებინა - ოდესმე მსგავს საოცარ რამეს თუ გავსინჯავდი აღარ მეგონა, ან ძაან მონატრებული მაქვს ან უმაგრესი ბებო გყავს მაშო დიდი ლუკმის გადაყლაპვის მერე ნახევარი ემოცია აღნიშნა დემეტრემ და იმ ნახევარი ემოციის გამოხატვა ვეღარ შეძლო, ყველანაირ მონატრებას ატანდა ქართულ კერძებს და რამდენიმე ჭიქის მერე გამოხატა ის ემოციებიც რომ საოცრად ბედნიერი იყო ახლა ჭიქას თავის მიწაზე რომ წევდა, ჭიქის გამოცლის მერე ღიმილით გადახედავდა ხოლმე სალომეს ფეხზე ნაზად დაარტყავდა ხოლმე ხელს და ისე მიიხუტებდა ღიმილით, თავზე აკოცებდა და ისევ საუბარში ჩაერეოდა, გოგოებიც ნელ-ნელა ეპარებოდნემ აქეთ გადმოდგმულ შამპანიურს, თუმცა თითქოს შეუმჩნეველი იყო რომ მაშო უკვე გაფრთხილებაზე იყო და სასმელს არ ეკარებოდა, ვაშლის წვენი ჩამოესხა ჭიქაში ისე მოწრუპავდა ხოლმე კმაყოფილი, იტალისს დროც და საქართველოში მომხდარი აბებიც დაწვრილებით მოიკითხეს, მაშო და რატის ურთიერთობა ხომ ყველაზე მეტად საინტერესო იყო, რომელიც ახლა მალე სრულდებოდა ერთი დღეც და იცოდნენ რომ ურთიერთობაც დასრულდებოდა, მაგრამ ამავდროულად 10% ითაც კი არ ეფიქრებოდათ ამ ყველაფერზე. დიდხანს არ მჯდარა რატი მარტო, მაშოს გვერდით ინაცვლა მალევე და მისკენ მიჩოჩებულმა საუბარში გართულ თეოდორეს მაშო სრულად მოაშორა, წამით გახედა მოსაუბრე თეოდორემ როგორ ჩამოშორდა მაშო და ლაპარაკში გართულს არაფერი უთქვამს, რატიმაც წყნარად მოხვია მაშოს ხელი კმაყოფილი სახით და მის ჭიქას თვალი, რომ მოავლო ღიმილით დაიწია ყურთან - არ სვამ? დაბალხმაზე კითხა და მაშომაც უარის ნიშნად გაუქნია თავი წვენი გახსენებულზე მოსვა და მასაც მიაწოდა, იუარა რატიმ მაშოს წვენი ღიმილით დახედა ერთადერთ წვენით გამორჩეულს და საფეთქელზე მიაკრო ტუჩები, მაშომაც სკამითვე შეაქცია ზურგი ისე მიუახლოვდა კიდევ და რატის ზურგით გულზე მიეყრდნო, ღიმილით დახედა რატიმ და მაშოს ხელში მოქცეულ მტევანს ნაზად აკოცა - ხო არ გეძინება მაშა? თითქმის მის სიმაღლემდე დაწეულმა უთხრა მაშოს ისევ დაბალხმაზე და მაშომ რომ ისევ უარი უთხრა ჭიქების ხელახლად ავსებისას ვაჟას თავისი ჭიქაც გაუწოდა.... წყნარად აღნიშნეს მათი ჩამოსვლა მუსიკები, ცეკვა, მხიარულ ამბებზე სიცილი დალევა და მაქსიმალური გართობა მხოლოდ მათ წრეში, იმდენად ზედმეტი მოუვიდათ ბიჭებს საუბარზეც ეტყობოდათ რომ მათვის მეტი დალევა არ შეიძლებოდა და არა მხოლოდ ბიჭებს, გოგონებიც ისე უაზროდ იცინოდნენ სიცილისგან უწყლიანდებოდათ თვალები, მაშო კი მათ საქციელებზე იცინოდა ისეთ რამეებს აკეთებდა, რომ მერე მათი საქციელების ყურების დროს კარგად ემხიარულა, რატის ბებვრი არ დაულევია, თუმცა ხასიათის ცვლაში მასაც ეტყობოდა დათრობა, - აბაა ცეკვის დროოაა სიცილით ჩართო მაშომ ხმამაღალ ხმაზე ახალი მუსიკა და გოგოები სათითაოდ წამოაყენა, ლამის იქით-აქეთ გადაცვივდნენ უცებ წამოყენებულზე, თუმცა არც ცეკვის გარეშე დამსხდარან ცეცხლოვანი გახადეს საღამო მთვრალებმა, მაშო რატის ეყრდნობოდა საწრუპი მოეთავსებინა ტუჩებს შორის და ხმამაღლა ახარხარდებოდა რომელიმე რომ ბარბაცს აურევდა ცეკვაში, - ეე ბოროტო, ადექი და შენც იცეკვე ყურთანვე უთხრა რატიმ ღიმილით დახედა და მაშოც სწრაფად მოშორდა ისე ახედა თითქოს მზერითვე უთხრა " ეს რა მაკადრეო "შეცხადებული მზერის მერე სიტყვები საჭირო აღარც ყოფილა, ისევ მიეყრდნო და რატიმაც ხელები ისევ მხრების აჩეჩვით მოხვია - არ მინდა ყურება მეტად სახალისოა, ამოილაპარაკა და მაშინ დასრულდა სიმღერაც გოგოებიც ერთდროულად მოიხარნენ წელში თავის დაკვრის ნიშნად და სიცილით წამოვიდნენ მაგიდისკენ, სალომეს გარდა თითით ანიშნა აივანზე ავალო და მაშომაც თვალების დახუჭვით რომ ანიშნა თანხმობა სალომეც თითქმის უჩინრად ავიდა კიბეებზე, ვერავინ შეამჩნია თეოდორეს გარდა, ინტერესით გააყოლა მზერა და თვალს რომ ამოეფარა ჭიქა შეავსო, - რატი შენ ნუ ჟოშკავ სასმელს - ხო მეც რამდენჯელ უნდა შემევსო და სავსე გაქ თეოდორემ დაუდასტურა დემეტრეს და რატისაც გაეცინა მათ ბურდღუნზე - სახლში ხო უნდა გავიყვანო ესენი, მაშა დაიღალა თან და თქვენ ვაფშე რო ვეღარ ლაპარაკობთ თუ ხვდებით? ღიმილით გადახედა ბიჭებს და მათაც ხელი აიქნიეს პასუხად, - ფააარშევაააანგიიიი, ფარშშევანნნგიიიი, დაბოხებული ხმით გაიჯგიმა ვაჟა და ხმამაღლა დაიწყო პირველად გაფიქრებული სიმღერის სიმღერა - ფარშეეევააანგი გგაალიიაშიიიი განაგრძო და მაშომაც რომ ვეღარ შეიკავა სიცილი მის ღმუილზე და მთელი სახლი მისმა სიცილმა რომ მოიცვა სწრაფად გაჩუმდა ვაჟა შემდეგ გახედა სატრფოს, რომელიც მაშოს აყოლოდა ხარხარში და მას რომ დაუბღვირა ანანომაც გაგზავნილი კოცნით მოისყიდა - რა? თან ნაწყენი თან გაბრაზებული ტონით დაუსვა მხოლოდ შემორჩენილ მაშოს კითხვა და ფეხზე წამოუდგა - რა გაცინებს გოგო? - რა გაყროყინებს ბიჭო?! გაბედულად წამოუდგა მაშო და მსგავსად დაეყრდნო მაგიდას, - ე რამდენს ბედავს ეს ნახეთ! - ჰოოო რა თქმა უნდა, კმაყოფილი დაჯდა რატის მუხლებზე და ვაჟამაც მაგიდის მოვლა რომ დაიწყო მაშოც სწრაფად წამოვარდა - ქმარმა გაგრყვნა ასე? მე ასეთი არ გამიზრდიხარ, ინტერესით აეკიდა სიარულითვე და გზის მოჭრას ეცადა, - არა შენ გბაძავს ვაჟუულ, ჩხუბში გამოიწვია მაშომ და ვაჟაც რომ გაეკიდა დივანს კრუგი ხტუნაობით დაარტყა, მეორე კრუგზევე ნასვამი დივანზე გადაწვა ვაჟა და გრძნობა რომ ძალიან ცუდად იყო ეცადა გაეფანტა... მათ სიცილში და ერთმანეთის დევნაში ღიმილით ჩამოშორდა მაგიდას თეოდორე შეუმჩნევლად და მისამართი აივნისკენ დაგეგმა... აივნის მოაჯირს დაყრდნობოდა სალომე ისე ივსებდა ფილტვებს სუფთა ჰაერით, ღიმილით უყურებდა შორი ახლოს გამოჩენილ გზას და ჯერ ისევ იმაზე ფიქრობდა და ვერც იჯერებდა, რომ ახლა მისი ძმა მასთან ერთად იყო, ღიმილით ჩახარა თავი ამ ყველაფრის გააზრებაზე და მოულოდნელ ბოხ ბარიტონზე შეხტა - რაზე ფიქრობდი? ხმაზე სწრაფად შეტრიალდა ხმის მიმართულებით და თეოდორეს დანახვისთანავე გულზე მიიდო ხელი - შემაშინეე ხმადაბლა ამოილაპარაკა ისე აათვალიერა თეოდორე და ისევ მოაჯირისკენ მიტრიალდა, მშვიდად მიუახლოვდა თეოდორეც მოშიშვლებულ მხარზე ნაზად აკოცა და სალომემაც პროფილში გახედა ღიმილით, - ჩემ ძმაზე ვფიქრობდი, არ მეგონა თუ ასე მალე ჩამოვიდოდა, თეოდორეს კითხვას მაშინ გასცა პასუხი, როცა თეოდორე გვერდით დაუდგა, რომელიც მოაჯირებს მკლავებით დაეყრდნო და სალომეს მოსმენასთან ერთად გახედა, მანაც მშვიდად ახედა მამაკაცს - ჰო მთელი საღამო გეტყობა ცვლილება, - ვაა....და რა შემეცვალა? სწრაფად შემოტრიალდა, წელითა და საჯდომით მიეყრდნო მოაჯირს მკლავები ერთმანეთში ახლართა ისე გახედა გვერდზე მდგომს - მეტად თამამი და უშიშარი გახდი პასუხითვე გადაიწია მისკენ ისე მიკრა მხარი, სალომემაც სიცილით, როცა თავადაც ამჩნევდა რომ თეოდორე ნამდვილად არ ცდებოდა, ჩახარა თავი და თავბრუს ხვევის გამო ცოტახნით დახუჭა თვალები, უხმოდ დააკვირდა თეოდორეც შეცვლილი მზერით სალომეს და ფიქრების საშვალებაც კი არ ჰქონია უბრალოდ მისით გართული აკვირდებოდა ლამას სახეს, რომელსაც ოდნავ მომღიმარი თანაბრად გამოყვანილი ლამაზი ტუჩები ამშვენებდა, - ასე წაიქცევი, სალომეს წინ ჩამოდგა უცებ თეოდორე და მოაჯირს ჩაავლო ხელები ისე რომ მოაჯირსა და თავის შორის მოაქცია სალომე და გვერდითა გასასვლელებიც ჩაუკეტა, მისკენ დახრილიყო ისე რომ არ გადავრდნილიყო ნასვამი სალომე და თავადაც მთვრალი ცდილობდა ზედმეტად არ შეემჩნია დათრობა, მის ხმაზე გააცილა სწრაფად თვალები სალომემ და ამავდროულად მიახლოვებაც და მისი სურნელიც მეტად მკვეთრად და სასიამოვნოდ იგრძნო - ისევ შემაშინე მის ხმაზე თვალებ გახელილი სწრაფად დაიძაბა ახლოს მყოფის გამო და უკან უნდა გადაწეულიყო სწრაფად წაავლო ზურგზე თეოდორემ ხელი - სიკვდილი მოგინდა ამაღამ? - ხომ იცი რომ გაგიყოლებდი ღიმილით დახედა მისკენ წაწეულს ბაგეებზე სალომემ, როცა მისი მზრუნველობა იგრძნო დაჭერის გამო და კმაყოფილი დააკვირდა, გამომწვევად მოიქცია ქვედა ტუჩის კუთხე კბილებში და ნაზად გამოაცურა - ხომ იცი რომ არ გაგიშვებდი? კითხვა ჩვეულებრივ დასვა, თუმცა ქალის საქციელი ზედმეტად გამომწვევი იყო მისთვის, რომელიც სალომეს ნამდვილად არ გაეკეთებინა იმისთვის, რომ თეოდორეს გრძნობებს მიახლოვებოდა - არ ვიცი ღიმილით წაიწია თავადაც მისკენ ისე რომ ლამის ტუჩებს მისწვდა, თეოდორესაც მის სითამამეზე მეტად უკმაყოფილდებოდა მზერა და ვნებაც თანდათან აწვებოდა - გინდა ვცადოთ? თქვა თუ არა გაბედულად წაიწია მიზნად ამოღებული ვარდისფერად მბზინავ ტუჩებისკენ, სალომეც ღიმილით დაელოდა მისკენ მიახლოვებულს, როდის შეახებდა თითქოს მონატრებულს, სულ ცოტაც და ხელახლად დააგემოვნებდა თეოდორე განსხვავებული არმოატის ბაგეებს, როცა ღიმილითვე გაიწია სალომე და სიტყვებშივე დააპირა გვერდის ავლა - მოდი სხვა დროს იყოს დაბალხმაზევე შეუკავებელი ღიმილით ეცადა გვერდის ავლა, მაშინვე გეგმების წყალში ჩაყრით ჩახარა თეოდორემ თავი ღიმილით და გაუხედავად მოასწრო სალომეს მაჯით დაჭერა, ინსტიქტურად გახედა სალომემაც და თეოდორეს ხელს მიყოლილო დაბრუნდა ისევ უკან - მოიცა მაგით რას მეუბნები? ისევ წინიდან მოექცა თეოფორე კმაყოფილი ღიმილით და მისკენ ნელა დაიხარა ისევ - იმას რომ არასწორად გამიცანი..... ხან ერთ ხან მეორე თვალში უყრიდა მზერას სალომე და ცდილობდა არ დაბნეულიყო, რადგან მამაკიცს სიახლოვე მისი ღიმილი და საერთოდ ის სიახლოვე და მომენტი რაც მას ხდებოდა თავს, ძალიან ძაბავდა და აბნევდა, - არასწორ მომენტში, არასწორი აზროვნებით.... არ მინდა ვიღაც კახპა გეგონო, არ მინდა ფიქრობდე ისე რომ თუნდაც გზაში დარჩენილი ნებისმიერ რამეზე წამსვლელი ვარ რომ იდიოტურ წვეულებაზე გამიყოლონ, ან ბარში გამოლაპარაკების შემდეგ ვინმეს საწოლში ჩავუგორდე! არ მინდა რომ ფიქრობდე მაინც, ამაზე ფიქრიც კი საზარელია გესმის? შეუძლებელია! თემიდან თითქოს გადაუხვია, მაგრამ არა, სწორედ აქამდე მიყავდა თეოდორეს სასაუბრო და უკვე დასერიოზულებულ ნასვამს და მთელი გულით მოსაუბრეს, რომელიც თავის ტკივილის მცირედს ამჟღავნებდა კმაყოფილი ღიმილით დაჰყურებდა თეოდორე, კმაყოფილი უსმენდა და აკვირდებოდა მის საუბარს, რომელსაც ხელებსაც აყოლებდა, წარბებს სახის ყველა ნაკვთს ასაუბრებდა ტუჩებთან ერთად სალომე და სევდიანი წარბების შეხრით ახედა დასასრულს გაბადრულ თეოდორეს, რომლის ღიმილიც ეცადა დაეიგნორებინა - და შენთვის რა მნიშვნელობა აქვს მე რას ვიფიქრებ მაშინ როცა სხვა ამას არ ფიქრობს? ნიშნის მოგებით დახედა ისე გასწორდა და სალომემაც მზერა მისკენ ინაცვლა - ჯანდაბა აქვს! დიდი მნიშვნელობა აქვს თეოდორე! - და რა მნიშვნელობა? კიდევ გაუმეორა კითხვა და აღელვების ფონზეც მაშინვე დაიბნა სალომე ხელებიც, რომლითაც საუბრობდა კითხვისგან დაბნეულს ჰაერშივე გაუქვავდა და დაწყებული სიტყვის გაწყვეტის გამო პირ ღიავე ცდილიბდა მოეფიქრებინა პასუხი, რომლის ფიქრიც ძალიან გაუგრძელდა და ღრმად ამოსუნთქვით ჩამოუშვა ხელები - უბრალოდ მინდა იცოდე რომ მასეთი არ ვარ, არ მინდა რომ ვინმეს მითუმეტეს შენ გეგონო ისეთი, როგორიც ახლა გგონია, ისეთ მომენტში მნახე როცა არ უნდა გენახე და ისეთივე პერიოდში, როცა საკუთარი თავიც კი მძულდა! საკუთარი თავის დამდაბლებას და ტკივილის მიყენებას ვცდილობდი რაღაც ახალი, სულელური კუთხით....არ მინდა რომ ჩემზე ცუდს ფიქრობდე.... სიტყვის დაუსრულებლად ამოიოხრა ბოლოს, ხელახლა ეცადა გაეგებინებინა თეოდორესთვის ის რაც მას დიდი ხანია აწუხებდა და საუბარშივე აწვალებდა ტუჩებს, ხან ენას მოისვამდა ქვედა ტუჩზე ხან კი ნერვოზულად მოისვამდა ხოლმე ხელს კისერზე, თეოდორეც ინტერესით აკვირდებოდა უსმენდა და თან მის ქმედებებს სათანადოდ ინახავდა გონებაში, - ...მაშინ როცა არ ხარ, მისი სიტყვები განავრცო, ისე დაასრულა თეოდორემ სალომეს სათქმელი და ფართოდ გაღიმებულმა გაუცინა წარბებ შეხრილს, რომელიც ახლა იმაზე დაიბნა თუ რატომ იცინოდა თეოდორე, როცა სასაცილო სულ არაფერი უთქვამს - მერწმუნე არაჩვეულებრივად გაგიცანი ამ მოკლე დროში იმისთვის, რომ გავიგო რისი გამკეთებელი ხარ და რისი არა, ამ პატარა დროში იმაზე მეტად გაგიცანი ვიდრე შენ ფიქრობ და თან შენში ეჭვი არასდროს შემპარვია სალო, უბრალოდ ყოველთვის არასწორად ადგავდი ნაბიჯებს, იცი რატო? ბოლოს კითხვის დროს იმდენად სერიოზულად იკითხა სალომემაც დაძაბულმა გააქნია თავი ნიშნად თუ რატო, თეოდორეც სწრაფად დაიწია მისკენ ძალიან ახლოს ისევ სერიოზული მზერით - იმიტომ რომ შტერი ხარ, თავის დაკვრით დაუსაბუთა და ცხვირზე აკრა ნაზად თითი, - ოხხ!..თავხედო! მაშინვე ხელი მოუქნია გაბრაზების ნიშნად და თეოდორეც უკან დაიწია კმაყოფილი სიცილით, რომ ხელი აცდენოდა, უკვე გახსნილ გზაზე კი სწრაფად შევიდა სალომეც სახლში..... .... დიდხანს აღარც გაუგრძელებიათ მისახვედრი იყო რომ უკვე საკმარისი იყო ყველასთვის დალევა, რატიმ წამოაყენა ყველა მაშომაც მოიხვია დემეტრეს მკლავი ისე წავიდა ნელ-ნელა წინ და რატიც ეცადა სამივე გოგოს დახმარებოდა, თუმცა ბარბარე თავადაც მშვენივრად დადიოდა ოდნავი წაბარბაცებით, სასაცილოც კი იყო მათი აკრეფა, კუბიკებივით ელაგნენ ერთმანეთს, მაგრამ საუბრის და ფეხზე დგომის თავი ჯერ ისევ საშუალოდ შეეძლოთ - ვაჟას შემოვუვლი, სწრაფად გახედა ვაჟას რატიმ ის ერთადერთი რომ რჩებოდა, რომელიც დივანზე იწვა და საცერივით დაწვრილებული თვალებიდან ძლივს იყურებოდა, ღიმილით გადახედა თეოდორემაც ვაჟას და სალომეს გახედა, რომელიც დემეტრეს წაბარბაცების შემდეგ, იმდენად გულიანად და ხმამაღლა კაკანებდა უკან გადაწეული თავით, ყველას ყურადღების მიქცევის შემდეგ გააცინა ყველა, წინ წასული მაშოც მხრების აჩეჩით იყურებოდა უკან ისე დახედა ძირს დაკეცილ დემეტრეს, - გამივარდა, გაიკრიჭა და ხელთავიდან ეცადა დემეტრე ძლიერად გაეკავებინა ხელში რომელიც განზრახ იმჩნევდა სინთვრალეს, - გიჟია ეს გოგო, სიცილით ამოიჩურჩულა თეოდორემ და რატიმაც ჩაცინებით რომ გახედა შემდეგ დაუბრუნა ღიმილით პასუხი - იყოს.... ჩემთან იყოს პასუხი გასცა რატის ისე გადახედა ძმას და ნელ-ნელა გაყვა ეზოში სტუმრებს, ისევ მშვიდად დააკვირდა მათ როდის მოთავსდებოდნენ მანქანაში და სანამ მაშოც ჩაჯდებოდა ღიმილით გახედა მაშომ თეოდორეს დამშვიდობების მიზნით - მაშო... უნდა დამჯდარიყო სწრაფად დაუძახა და მაშომაც ღიმილით გახედა ისევ შორს მდგარს - მოდი ჩემთან, მაშომაც ღიმილით შეასრულა თეოდორეს სიტყვები და მიახლოებული ჩამოუდგა წინ, - კიდევ უფრო მასაც გადაედო მაშოსგან ღიმილი ჯერ ისე დააკვირდა უზომოდ მონატრებულ ჰოლივუდის საოცარ ღიმილს და მაშოც რომ კიდევ მიუახლოვდა ხელებიც თან მოხვია, - აი ასეეეე, კმაყოფილმა მოხვია თავადაც ხელები ისე აკოცა თავზე და მაშოს თმას დაუსვა ნაზად ხელი, რომელზეც ისევე აბოდებდა, როგორც მაშოს ღიმილზე - აწი არსად აღარ წახვალ! და ხვალიდან იწყება დრო როცა მოგიწევს ყველაფრის დეტალურად მოყოლა, ყველაფერზეე.... გამაფრთხილებლად დაუწყო საუბარი და მაშომაც თავი დაუქნია ღიმილით, ჩაფიქრების შემდეგ შეცვლილი ხმით განაგრძო თეოდორემ საუბარი - ხვალ არის დღე როცა შენი და რატის ხელშეკრულება სრულდება, თქვენი დაშორება კიდევ...... ახალი თემის წამოჭრისთანავე ეცვალა მაშოს სახე და ბოლოს რომ თეოდორემ წამოწია შიშით ჩახედა თვალებში, იცოდა რომ მათი ურთიერთობა არ დასრულდებოდა და ვერც დაასრულებდა შეუძლებელი ხდებოდა უკვე ეს ყოველივე და თეოდორეს დასამთავრებელი სიტყვების მოლოდინში გული ძლიერად უცემდა, წყნარად მოიქცია თეოდორემ მისი სახე ხელებში და უხმოდ ჩახედა თვალებში, - თქვენი დაშორება ყველაზე დიდი ცოდვაა მაშო, ხმადაბლა თქვა, თუ არა მაშინვე ეცადა სუნთქვა დაერეგულირებინა მაშოს, რომელსაც პასუხის მოლოდინში სუნთქვაც დავიწყებოდა, ნერვიულობდა თეოდორეს შეხედულებაზე რატის მიმართ მიუხედავად ამდენი ხნის გატარებული ცხოვრების გამო ფიქრობდა რომ თეოდორე ამას არც დააკვირდებოდა რაც ძალიან ანერვიულებდა ფიქრობდა, რომ ძალიან მარტივად გადაუსვამდა ამ ყველაფერს ხაზს, მან ხომ არ იცოდა თუ რა გამოიარეს ერთად მათ, - ასე არ უნდა გენერვიულა ღელვაც მაშინვე შატყო ისე ჩაუცინა და საკოცნელად მიხუტებულს თავზე აკოცა, დადუმებული უსმენდა მაშო დაწყნარებული და უკვე მშვიდად აგრძელებდა თეოდორეს სმენას - ამ მცირე დროში მაშო ამ ჩამოსვლის დღისთანავე, იცი რა შეცვლილიაა? ნასვამ ტონს ვერ მალავდა თეოდორეც ნასვამზე ლაპარაკის ხასიათზე მოსულს დაეყენებინა მაშო მოშორებით და გულწრფელად ესაუბრებოდა. რატიც უხმოდ ელოდა მანქანაში და ხანდახან გახედავდა ხოლმე შორს მდგომებს, უსიტყვოდ ელოდა და არც საუბარს აწყვეტინებდა ერთმანეთს მონატრებულებს, - ჩამოსვლის დროს რომ გოგოებს ნახულობდი ის მზერა თავიდან არ მშორდება მას მერე რაც ვნახე, შენ სიცილს როგორ უყურებდა.... გვერდზე რომ მოგიჯდა ის მზერა მაშო......არ ვიცი რა გაუკეთე, მაგრამ მას თუ ოდესმე ვინმე იმ დონემდე შეუყვარდებოდა რომ თვალებით მთელ სამყაროს გააგებინებდა არასდროს წარმომედგინა და საერთოდ ეს მზერა პირველად ვნახე, იცი რა საყვარლები უყურებდით ერთმანეთს?. თავი რომ დამადებინო იმ აზრზე ვიქნები რომ ერთიც და მეორეც ერთმანეთზე თავდავიწყებით შეყვარებულები ხართ..... მორჩა თუ არა თვალები დახარა მაშომ სირცხვილის დასამალად და სიმშვიდე კიდევ მეტად შეეტყო, სიამოვნემდა თეოდორეს სიტყვები და ამბავიც მათზე, ძალიან ახარებდა კიდეც ეს ამბავი - გიყვარს მაშო? ხელახლად დაუსვა კითხვა თეოდორემ წინ მდგარს, განა იმიტომ რომ არ იცოდა მაშოს გრძნობები, არამედ იმიტომ რომ თავად მისგან გაეგო სიტყვები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და მოსაფრთხილებელია, დაბნეულმა ახედა მაშომ, უხმოდ დააკვირდა ხან ერთ ხან მეორე თვალში, იმის ამოსაკითხავად თუ რატომ ეკითხებოდა თეოდორე ამას, იმის შემდეგ რაც მან ისაუბრა და არა მხოლოდ ისაუბრა არამედ იხილა, თუმცა პასუხი არ დაეზარა თვალი არ მოუშორებია მისთვის ისე გასცა პასუხი - მიყვარს თეოდორ, ძალიან მიყვარს! გულწრფელი პასუხის მერე გაშალა თეოდორემ ხელები და მაშოც მის საქციელს მიხვედრილი მიეხუტა მას, უხმოდ მოეფერა თეოდორეც რატის მანქანას გახედა, როცა ისედაც ზედმეტად დიდხანს შეაჩერა მაშო, იმის მიუხედავად, რომ ამდენი ხალხი ელოდებოდა, ახლა თავადვე უშვა ხელი უხმოდ მოავლო ისევ თვალი და ლოყაზე ნაზად უჩქმიტა - მიდი გაიქეცი ახლა, თავით ანიშნა თუ არა მაშომაც კმაყოფილმა დაიხია უკან და ისე მიაშუქა გაბრწყინებული მზერა უკან-უკან სვლით - კარგი, მიყვარხარრ უკვე ხმამაღლა უყვირა, შეტრიალდა თუ არა სწრაფად მიირბინა მანქანასთან და უკანა კარების გამოღებასთანვე სწრაფ შესკუპდა - ბოდიშიი და მადლობა, ღიმილით შეხედა რატის, რომელმაც ინტერესით გამოხედა და მაშოს თბილ მომღიმარ მზერაზე მასაც სწრაფად დაუთბა ირგვლივ არემარე, წინ დემეტრე იჯდა უხმოდ თავბრუსხვევას გაეჩუმებინა და უსიტყვოდ ელოდა მანქანის დაძვრას რომ სასტუმროში მისულს შესძლებოდა დასვენება, რატიმაც მშვიდად დაძრა მანქანა და პირველივე რეისი ბარბარეს სახლს ეკუთვნოდა, - გოგონებო ხო ხართ ლომებივით? ინტერესით გადმოძხა რატიმ უკნიდან და მშვიდად შევიდა მოსახვევში - კიიი, ერთხმად წამოიძახეს პატარა ბავშვებივით და ისევ უაზროდ აუტყდათ სიცილი, მომენტალურად გახედა მაშომ მათი სიცილით გახალისების მერე წინა სარკეს სადაც მხოლოდ რატის საოცრად ლამაზი თვალები ჩანდა რომელმაც 'მწვანე' მზერა მაშოს თვალებზე გადაიტანა, უცებ დაიბნა კიდეც მაშო, ღიმილი შეახმა სახეზე მოულოდნელი მზერისგან და მალევე ჩაუკრა თვალი, რატიმაც ღიმილით გადაიტანა მზერა გზაზე და მანქანაში ჩართულ მუსიკებზე აყოლილ გოგონების სიმღერით გაერთო..... - დარწმუნებული ხარ? წამოდით ეს ერთი დღე მაინც ბარემ ერთად, დემეტრეს წინ იდგა მაშო ნაწყენი და წარბებ შეხრილი და ხან სალომეს ხან დემეტრეს გადახედავდა წუწუნით - სულ ერთად ვიქნებით კაცო მაგაზე ნუ ნერვიულობ შენ სიცილით რომ ამოილაპარაკა უცებ წაბარბაცდა დემეტრეც და სალომეც მის დასაჭერად წავიდა, თუმცა თავადაც ძლივს იდგა ფეხზე, - თან ისეთი ნასვამები ხართ ხომ უნდა ააგნოთ ოთახს, კიდევ ერთი მიზეზი დაასახელა მაშომ იმის რომ სასტუმროში არ უნდა დარჩენილიყვნენ - თაან მანქანა ბარგი ორივესი ჩვენთან არი, - მაშოო! მაცადეეე! მკაცრად დახედა დემეტრემ და მაშოს ნაწყენ სახეზე ხელების უკან გადაქნევით დაიწყო სიცილი, - ბებიაას რა ვუთხრაა სალომეს რომ ართმეევ? ისევ არ აცადა მაშომ და დემეტრეც წყნარად დაიწია მისკენ ისე ჩაავლო სახეზე ნაზად ხელები, - მე თუ სალომეს ვართმევ, სამაგიეროდ მაშო ჩამოვუყვანე, მისი მაშო ჩამოუვიდა და სალომე ჩემია გამიგეე? გახედა თუ არა გაკრეჭილ სალომეს სიცილით მიიხუტა ცალი ხელითვე და ისევ მაშოს გამოხედა - ხვალ დილით გამოვდივართ წამოვიღებთ ყველაფერს თუ რატიმ არ დამასწრო ხვალვე გავალ თეოდორეს უბანში მართლა მაგარი საკაიფო სახლები იჩითეებაა და იმის ყიდვას რაღა უნდა ბოლო ბოლო და ვსო მეზობლები გავიჩითებით, ტაში შემოკრა ბოლოს და მაშოც მარტივად დააწყნარა - აიი რა მარტივად ლაპარაკობეეენ სახლიის ყიდვაზეეე, რაკაია! და მე ბავშვობაში სათამაშო კარავი მინდოდა და სამი თვე აგროვა ბებომ იმის ფული რომ ჩემთვის ეყიდა ის სისულელე და ეგეც გაჭირდა მერეე, გაოცებულმა აატრიალა მაშომ თვალები ისე დაიწია უკან მანქანაზე მიყრდნობილი რატისკენ და მასაც წამით მოავლო თვალი, შემდეგ გახედა ისევ დემეტრეს, რომელმაც პასუხად ცერა და საჩვენებელი თითის რბილები გაუსვა ერთმანეთა მოჭუტული თვალებით - ' მანი მაანიი' გაწელა სიტყვა და ისე ჩამოუშვა ხელები - ფულიი სამოთხესაც აღებს მაშუნა, - კიი ელოდე, მკლავები გადააჯვარედინა მაშომ და მერე წავიდა სალომესკენ ჩასახუტებლად - ერთად გავიდეეთ ბიჭო, დაველაპარაკები თეოდორეს და დაგირეკავ მერე, - ხარაშო ძმა წავედი ავედი ეხლა მე და აბა ჰეე, დასამშვიდობებლად დაარტყეს ხელები ერთმანეთს ისე ჩამოართვა ხელი ძლიერად დემეტრემ, - ხვალ გამოდით დროულად ხოდა ბუზღუნით დააყოლა მაშომ ბოლოს და ისე დააკვირდა დემეტრეს, რომლემაც დას მოხვია ხელი შენობაში შემავალმა კიდევ ეერთხელ აუწია წყვილს ხელი და აღარც მოუხედავს.... .... - მოხვედით დეე, ღიმილით დახვდა ნენე ახლად შესულებს სახლში და ღიმილით წამოდგა ფეხზე მასთან ერთად ელოდებოდა ნაზიც ბავშვებს და თვალები მონდომებული ძილისგან სულ დაპატარავებოდა შემოსულებს გადახედა და გულში უბედნიერესი იყო რომ კიდევ არ დააგვიანეს, - ჰიი გღვიძააავთ? რატომ არ დაიძინეეეთ, შეცხადებით შევარდა მაშო სახლში და ჯერ წამომდგარ ნენეს აკოცა შემდეგ ბებიას გვერდით ჩამოჯდა მისი კოცნითვე, - გელოდებოდათ და მეც აღარ შევსულვარ გულწრფელად გასცა პასუხი ნაზიმ მაშოს და შემდეგ მოავლო თვალი შემოსასვლელს - სად არიან ბავშვები? ინტერესით დასვა კითხვა და ნენესაც იგივე კითხვა რომ უნდა დაესვა სწრაფად შეახმა სიტყვა პირზე, - დემეტრე დარჩა სასტუმროში და სალომეც მასთან ერთად არის რატიმ გასცა მშვიდად პასუხი ჯერ ისევ შემოსასვლალში მყოფმა ფეხზე გაიძრო და მშვიდი ნაბიჯებით წავიდა მათკენ - მოიცა ნივთების გარეშე? გაოგნებულმა იკითხა ნენემ ისე გახედა ხან რატის ხან მაშოს - ხო ხვალ გამოვლენ წაიღებენ დილიდანვე და მერე ხვალ სახლზეც გავდივართ დედა, მშვიდად სიარულშივე გასცა პასუხი ისე აიღო აბაზანისკენ გეზი, მისი გასვლის მერე შეხედა ნენემ მაშოს, როცა ზესმწტად ეუცნაურა რატის მოკლე პასუხები უხასიათობა, მისალმების გარეშე შესვლა სახლში და გასვლაც - რა სჭირს? გაკვირვებულმა იკითხა და ჩაფიქრდა კიდეც მის მოწყენილ ხმაზე - დაიღალა ალბათ მხრები აიჩეჩა მაშომ და ჩანთა, რომელიც ჯერ ისევ მხარზე ეკიდა შესასვლელში ჩამოკიდა - აბა როგორ გაერთეთ? ბევრი ხალხი იყო? ინტერესით იკითხა ისევ ნენემ და თან თვალებს ისე მძიმედ ახელდა ეტყობოდა, როგორ ძალიან ეძინებოდა მასაც ამავდროულად კი ნაზი რომელიც უკან ზეზეულად მძინარი იდგა ხმას ვერ იღებდა, - კიი იყო თავიდან მარაა რაის ხალხიი მონატრებულებს სხვები არც გაგვხსენებია, მხიარულად გასცა პასუხი და ჩამოჯდომაც დააპირა ყველაფერი რომ დაწვრილებით მოეყოლა, თუმცა ნაზის დანახვისთანავე ეცვალა აზრი - და ბებიააა წადი დაიძინეეთ რაა და ხვალ ვისაუბროოთ, ბებიას რომ შეხედა ლაპარაკში ვეღარც მოითმინა სიტყვები, იწვოდა მისი ცოდვით ამ დრომდე რომ ფეხზე აყენებდა, კითხვებსაც კი ვეღარ სვამდა, არადა მისი კითხვები ყოველთვის უზარმაზარ ფურცელზე ჩამოსაწერი იყო, საუბარშივე გახედა გამოსულ რატის აბაზანიდან ოთახში უხმოდ რომ შევიდა ისე რომ არავისკენ გაუხედავს ტკბილიძილიო ყველასთვის ამოაყოლა და ოთახში შევიდა, ისევ გაკვირვებულმა გახედა ნენემ ქვედატუჩ გამოწეულმა და ისევ საშინლად არ მოეწონა რატის საქციელი - მაშოო რა ჭირსს რატიის? ისევ ამოიწუწუნა ქალმა და მაშოსაც გაეცინა ნენეზე ადგილზე რომ დააბაკუნა ფეხები, - აი გაგირკვევთ და გეტყვით ხვალ სიცილით უთხრა ისევ და ბებიამისს ხელი მოკიდა ისე უბიძგა ოთახისკენ, - ახლა თქვეენც, ძილის დროაა როგორ შეიძლება ამდენი ხანი ფეხზე ყოფნა თან ბრაზობდა მათ საქციელზე და ორივე რომ თავიანთ ოთახის კარამდე მიაცილა მოშორებით დადგა - ვსოო ტკბილიძილი! დაკეტეთ კარები, ტაში შემოკრა და ნენემაც თავი გააქნია, - დამიძახეთ თუ რამე ძლივს ამოილაპარაკა ნაზიმ და მაშომაც წარბები შეხარა მის ნატანჯ ხმაზე ძილისგან, - კი ბებო დაგიძახებთ მიდი, ტკბილიძილი მეც დავიძინებ, უკან უკან წავიდა და ნენემაც კოცნა რომ გაუგზავნა თვალების დახუჭვით გაუღიმა მაშომაც, უკვე ოთახში მარტო დარჩენილმა ჩააქრო შუქი თავადაც მალევე მოწესრიგდა აბაზანაში და უხმოდ შევიდა ოთახში, ღამის სანათი ენთო მხოლოდ, ზურგზე იწვა რატი და მაშომაც წამით მოავლო მზერა უსიტყვოდ გამოაღო კარადა ნახევრად ისე ამოეფარა და საღამურები რომ გადაიცვა ტანსაცმლის მილაგების მერე გახედა ისევ რატის, რომელიც ჩუმად აკვირდებოდა ისევ, მუხლებით აბობღდა მაშოც საწოლზე და უკვე რომ უნდა დაწოლილიყო რატის გადმოწეულ მკლავზე მიხვდა რა ანიშნა რატიმაც, კმაყოფილმა ჩამოდო მის მკლავზე ხელი უფრო მიიჩოჩა მისკენ შიშველ მკერდზე დაადო თავი ისე მოხვია ხელი, - რა გჭირს რატი? მშვიდად დასვა კითვა მაშომ და კარგად მოკალათებულმა რატის პრესებზე დაიწყო თითებით თამაში, - დავშორდეთ ხვალ მაშო? დაბალი ბოხი ბარიტონით დასვა კითხვა რატიმ და ჩაფიქრების მერე მშვიდად ახედა მაშომაც ისე დააკვირდა ბაგეებზე დიდხანს და უხმოდ, - თუ გინდა დავშორდეთ, დაბალხმაზე გასცა პასუხი მანაც და რატიც რომ წამოიწია მისი მკერდიდან წამოყო თავი, მისკენ გადატრიალდა რატი ისევ მისკენ გადაწია მკლავი და უკვე მას დააკვირდა, უხმოდ და უსიტყვოდ აკვირდებოდა, სახის ყველა ნაკვთს დეტალურად ისწავლიდა, ტკბებოდა და კმაყოფილდებოდა მისი ყურებით, მაშოც ღიმილით უყურებდა თან მის თბილ თითებზე სახეზე რომ სასიამივნოდ გრძნობდა გატრუნულიყო... - საბოლოოდ რა გჭირს? ისევ დაბალხმაზე დაუსვა მაშომ კითხვა, თუმცა აშკარად არ ჰქონდა საუბრის სურვილი რატის, მისკენ მიწეულმა ბაგეებზე მოწყვეტით მიაკრო ტუჩები და ისევ უხმოდ დააკვირდა, ნელა შეუცურა მაიკის ქვეშ ხელი რატიმ და მოურიდებლად დაიწყო სხეულის თითებით კიდევ 'შესწავლა' - ძილის დროა მე ვფიქრობ, ღიმილით დაიწია მაშო უკან თავის ბალიშზე ინაცვლა და რატის ხელიც ღიმილითვე ჩამოიშორა, ზურგზე დაწვა და ღრმად ამოიხვნეშა ისე მიაპყრო ჭერს კმაყოფილი მზერა და როცა რატის მწვანეებს ჯერ ისევ დაჟინებულად გრძნობდა ისევ მას გახედა - რა? მოკლედ იკითხა თუ არა მაშინვე წამოიწია რატი, - ჰო მაგრამ მე არ მეძინება პასუხი გასცა მაშოს პასუხს უარის ფორმით და ზევიდან მოექცა, მაშინვე ხელახლა წვდა ქალის სხეულს თითებით რატი და მაშოსაც მალევე დააცხრა ბაგეებზე მანამ სანამ რამეს იტყოდა, მანაც მოუთმენლად შემოხვია კისერზე ხელები და რატის ტუჩების მიმართულებამაც მის კისერზე რომ იცვალა მრავალი ემოციის ფონზე დახშული გმინვა აღმოხდა, იმდენი ემოციით მონატრებით და ვნებიანად კოცნიდა რატი არა მხოლოდ დახშულ ხმას არამედ სასიამოვნო შეხებებისგან გამოწვეულ სხეულის ემოციებსაც ვერ თოკავდა, რის გამოც ერთდროულად ცრიდა, აციებდა, ხორკლავდა და ჯამში საოცარს ხდიდა - სიგიჟემდე მომნატრეებია, ისევ მის ბაგეებს დაუბრუნდა თუ არა მის ტუჩებთანვე დახშული ხმით ამოთქვა და მაშოს საღამურისგან ლამაზი სხეული ნახევრად გაანთავისუფლა....... ...... ძალიან ადრე გაღვიძებული წამოხტა მაშო დილიდანვე მოფხიზლებული დილის გეგმებისთვის მზად მყოფმა გადაიცვა საღამურიას მაიკა ისე გავიდა ჩუმად ოთახიდან, ბებიას დიდი და ძველებური ზარდახშა კმაყოფილმა გახსნა, მოჭრაჭუნე თავი ახადა და მაშინვე წააწყდა ვარდისფერ ბაჩაჩებს, რომელიც ერთ დროს მას ეკუთვნოდა 'სკივრში' კიდევ ბევრი საინტერესო ნივთი იდო, თუმცა სრულიად კმაყოფილი იყო ბაჩაჩებით მაშო მასთან ერთად დაბრუნდა ოთახში და ბალიშისქვეშ დაიდო მშვიდად დაწვა ისევ და ღიმილით გაუშტერა თვალი მშვიდად მძინარ რატის - მიყვარხარ დაბალხმაზე ამოილაპარაკა რატისთვის განკუთვნილი სიტყვები და მშვიდად დახუჭა თვალები ძალიან ადრე რომ იყო დაუგეგმავადაც ჩაეძინა.... ..... მხოლოდ ერთი ცხელი კოცნა საკმარისი იყო მაშოსთვის მაშინვე სწრაფად გაახილა თვალები და საწოლი რომ მოათვალიერა ღრმად სუნთქვა ამოაყოლა გაღვიძებას, რატის მკერდიდან წამოყო თავი ისე ახედა მას და რატიც რომ თბილად აკვირდებოდა ბაგეები ჯერ ისევ თვალებ მოჭუტულს გაეხსნა, ისევ კომფორტულად დადო თავი მაშომ მამაკაცის მკერდზე და მისი ცხელი თითების თამაშით, რომელსაც მაშოს წელთან ათამაშებდა, მალევე გაიტრუნა, - დილამშვიდობისა? კითხვა ნარევი ტონით დასვა ღიმილით კითხვა რატიმ, ისევ რომ მინაბა თვალები მაშომ და მაშოც ხელთავიდან წამოიწია, - დილამშვიდობის, პასუხი გასცა და სულ ახლახანს გაახსენდა დილის გეგმები, წამით დაიძაბა ყველფერი ისე რომ არ წასულიყო, როგორც გეგმავდა, თუმცა დარწმუნებული იყო რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა, - დღეს რას ვშვებით აბა დაბალ ხმაზე იკითხა ისე რომ ღიმილსაც ვერ მალავდა ისე მიუწვა ისევ რატის, უცებ წამოიწია ისევ, რატის კისერში ჩარგო თავი ისე მოხვია ხელები და ღიმილის შეკავების მერე სველი და ცხელი კოცნები დაუტოვა მთავარ არტერიაზე, დილის გეგმების გახსენებაზე უკვე სწრაფადვე კარგი ხასიათით გამოფხიზლებულიყო და თამამი ქცევებით უსვამდა კითხვებს რატის - ოხ შენი, ამოგმინებასთან ერთად ვერ გააკავა ემოციები რატიმ ისე წამოიწია მაშოიანად და წამის მეასედში მოექცა ზედ, უკვე ქვევიდან უყურებდა კრავისთვალებით მაშო და რატიც ღიმილით დაჰყურებდა - ვიღაც ცუღლუტობის ხასიათზეა, - სანამ დავშორდებოდით რაღაც დასამახსოვრებელი ხომ უნდა გქონოდა? უცოდველი თვალებით ახედა და თლილი თითები ნაზად დაუსვა პრესებზე რატიმაც მაშინვე დახედა მის თითებს და ღიმილით გააყოლა თვალი, ისევ მაშოს ახედა ჩატეხილი ტუჩის კუთხეებით და მაშომაც დამნაშავესავით რომ ახედა ისე, რომ ქვედა ტუჩი კბილებს შორის გამოაცურა, რატიმაც სწრაფად გაუკავა მკლავები თავს მაღლა, - და მე თუ ამასაც ვიზამ..... მოქმედებასთან ერთად ამოილაპარაკა და თავად დააცხრა მაშოს კისერს, მაშოსაც მოულოდნელობისგან დაეჭიმა კისერი ზედმეტად მწველ ტუჩებზე, მჩხვლეტავ არსებებზე სხეულში, რომელიც სველი ვნებიანი კოცნისგან დარჩენოდა, მკლავები ერთიანად დაეხორკლა და სუნთქვის საშუალება რომ მიეცა ეცადა ხმა ამოეღო, - და ამასაც? გაწყვეტილი სიტყვა დაამთავრა და მაშოს მაიკის ქვეშ შეცურებული ხელებით მოიქცია მკერდი ხელებში, - რატიიი, გაცინებაც ვერ შეძლო ისე წაავლო მის ხელებს ხელები გარედანვე და რატიმაც რომ ღიმილით დახედა მთელი სახე აუხურდა, წამში ისე მოებრაწა ლოყები თურაშაულის ვაშლს დაემსგავსა, გაკვირვების ფონზე უშვა რატიმ ხელები და ღიმილი გაოცებისგან პირის დაღებაში ენაცვლა, - მაშა? ლოყებში ჩაავლო ხელები და სანამ მაშო ხმას ამოიღებდა გაკვირვებასაც ვერ მალავდა, - არ მჯერა ხმამაღლა ამოილაპარაკა რატიმ და მაშოც უხერხულად რომ შეიშმუშნა ' აუუუ' ს ამოძახებით ხმამაღლა ხარხარით გადავარდა უკან, მაშოც უკვე გაბრაზებული და ამავდროულად გაბუტული გადატრიალდა რატისგან ზურგით, მკლავები ახლართა ერთმანეთში და ზეწარი თავზეც გადაიფარა, ისე უსმენდა რატის გულიან დაცინვას, რომელიც თითქოს გაჩერებას საერთოდ აღარ აპირებდა - აუ წარმომიდგენია, გუშინნ.... როცა ვკოცნიდი რა ფერი გედო..... სიცილისგან წესიერად ვერც კი ამოთქვა სათქმელი, თუმცა საოცრად კარგი დასაცინი აღმოაჩინა და დილა უთენია კუჭის ტკენამდე ხარხარებდა, პრესებიც იმდენად დაეჭიმა ხელებს ვერ იშორებდა , - ააა მაშოოო მუცელიი, პრესებზე იჭერდა ხელებს დაწყნარების ჟამს ისე ქოთქოთებდა და მაშოს რომ გადახედა ყურებამდე გაიკრიჭა, მაშოც პლედის ქვეშ ლანძღავდა მოხარხარეს და თავქვეშ ამოდებული ხელებით ელოდებოდა როდის გაჩუმდებოდა, უცებ გადაძვრა საბანი და ისიც მაშინვე შეხტა მოულოდნელობისგან - ჭიტაა! სწრაფად დახედა და მაშოს მისკენ გადატრიალებას ნაზად ეცადა, თუმცა მაშოსც რომ ჟინიანად იქნევდა მხარს უკვე იძულებით მიაბრუნა მისკენ, - კაი რა იყო უკვე დამნაშავეს ხმით ამოილაპარაკა მაშოს გაბრაზებულ სახეზე და კეფაზე მოისვა ხელი, - შემეშვი! მკლავები გახლართა ისევ ერთმანეთში, წამით ჩაფიქრდა რატიც და თითქოს გაბრწყინებული გონებით წამოენთო ისევ, სწრაფად წაავლო ხელი მაშოს მკლავებს და მკერდზე დაიდო თუ არა აწითლების როლიც მაშინვე მოირგო, სწრაფად მოიშორა მაშოს ხელები და მკერდზე წაივლო ხელები, შეძლებისდაგვარად ქალის ხმებით გადატრიალდა მაშოსგან ზურგით და ტირილის ხმებიც მალევე გამოუშვა, - ააა, მაშოო, თავხედოო! ხელებით როგორ შემეხე!.. ქალის ხმებითვე ტიროდა გადატრიალებული, მკერდზე იჭერდა ხელებს წუწუნით სწრაფად რომ მოუტრიალდა მაშოს, ბალიშზე ჩამოდებულ იდაყვზე ჩამოდო თავი ისე დახედა მაშოს და ცალი თავისუფალი ხელით მისი ნიკაპი მოიქცია თითებშიი - გუშინ ხომ ცხელ, სველ კოცნებს მიტოვებდი, ისევ ბოხ ბარიტონში ეცვალა ხმა და მაშომაც მაშინვე აატრიალა თვალები - მართლა თავხედი ხარ! საოცრად უზრდელი იდიოტი! გაბრაზებული მზერა ესროლა რატის ისე ახედა მას შემდეგ რაც გადაწყვიტა დაცინვა ეპატიებინა და ხელახლად ეცვალა სახე - თუ ამას ქალბატონი მაშო მიდასტურებს ვიქნები, ღიმილით თქვა და მოწყვეტით აკოცა ბაგეებზე, - აუ გაეთრიე რა, ხელის კვრით მოიშორა და ასადგომად წამოიწია, სწრაფად ჩაავლო რატიმ მკლავში ხელი, მაშომაც მკაცრად გახედა საპასუხოდ, - კიდევ ციტახანს რა, თხოვნის თვალებით ანიშნა მკლავზე და ხელი უშვა ისე გაამზადა მკლავი და სრულად მაშოს გადაწყვეტილებას მიენდო, რომელიც საერთოდ არ იძვროდა - მოდი რა ხო ვშორდებით დღეეს, ამოიწუწუნა და მაშომაც ჩაშლილი გეგგმა ისევ აღიდგინა, გეგმის განხორციელების მიზნით მიუწვა ისევ და რატიმაც რომ ჩვეული მხურვალე ტუჩები შეახო თავზე, სიამოვნებისგან მინაბა წამით თვალები, მოუხერხებლად შეყო ბალიშის ქვეშ ხელი ისე გამოაცურა 'ბაჩაჩები' და ღიმილით შეხედა, - ხო საყვარელია? იმდენად თბილი ხმით იკითხა მის სითბოზე დათბა რატიც, მანაც ღიმილით დახედა თავის პრესზე დადებულ ბაჩაჩებს და მაშოს ხელში მოთამაშეს თავადაც შეეხო, - კი, მარა ეს ვის უნდა ჩაეტიოს, სიცილი ვერ დამალა რატიმ და მაშომ რომ ახედა ტუჩები მომუწა, - მას ვინც მუცელში ეტევა, ტუჩებ დაბუშტულმა გასცა პასუხი და რატიმაც ღიმილით დახედა ისე მოეფერა მოხვეული ხელით და მიმწვდარს შუბლზე აკოცა, მაშომაც ისევ ბაჩაჩებზე გადაიტანა მზერა, - იქნებ ცისფერი გვეყიდა? ან ღია ვარდისფერი? გაუბედავობის მერე დასვა კითხვა და რატისაც უნდა გაცინებოდა კითხვის მერე სახე სრულად დაუსერიოზულდა, თუმცა არც იჩქარა მაგრამ ამავდროულად ფიქრები თუ სხვა რისთვის დასჭირდებოდა მაშოს ჩვილის ფეხსაცმელები გონებიდან არ შორდებოდა - რად გვინდა მაშო? დიდი ნერწყვი გადაყლაპა ისე დასვა კითხვა რატიმ და მაშოც უკვე გაძლიერებულად გრძნობდა რატის გულისცემას, რომელიც რამდენიმე სიტყვამ გამოიწვია, იმდენად მკვეთრად შეეტყო რატის გულის აჩქარება, მაშომაც დაიწყო ნერვიულობა, მარტივად ჩაწვდა რატის გულს ბაჩაჩების ყიდვის იდეა ვინაიდან საყურებლად ნამდვილად არ იყიდდა მაშო - არა ჩვენ არ გვინდა.... თავადაც მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ისე ახედა რატის და ახლა თითქოს სინანულიც კი დაიწყო რომ ასე ეუბნებოდა, იქნებ მოეთმინა კიდეც და სხვანაირად ეთქვა, - მაგრამ მას ხომ უნდა? პასუხზე დახედა რატიმ მაშოს ისე თითქოს ელდა ეცა, გაკვირვებული წარბებ შეხრილი მზერით უყურებდა და ხელთავიდან გაიმეორა მაშოს სიტყვები გულში, მისმა სიტყვებმა კიდევ ბევრი მაშოს მსგავსი სიტყვა ამოუტივტივა, "გვჭირდები" " მასაც ძალიან უყვარხარ" " მაშო ვინ მას! ამიხსენი" "მე და მას გვჭირდები რატი" ყველა "მასზე" ნახსენები სიტყვები ამოუტივტივდა რატის ისე ამოუწითლდა თვალები, - რატი მაშოს დაძახებაზე კი დენდარტყმულივით მოშორდა მაშოს, უცებ შეკრთა მაშოც - მაშოო, მას?... ორსულად ხარ მაშო? დაჭიმულმა იკითხა უკვე მის წინ მჯდომმა და მაშოსაც იმდენად შეშინებული სახე ჰქონდა მალე გული გაუსკდებოდა, - მაშოო! ნერვიულების ფონზე თითქოს ამოიტირა და მაშომაც ისევ შეშინებულმა ხმა რომ ვერ ამოიღო ნერვოზულად დააქნია სწრაფად თავი, - კი , კი? ეს თანხმობა იყო? კი? ორსულად ხარ?... კითხვების ნერვოზულად დასმის მერე წამოხტა საწოლიდან ისე მიუახლოვდა ფანჯარას მოტრიალებულმა ჩამოისვა სახეზე ხელები ისე შეხედა მაშოს, - პატარა ხო? ანუ ბავშვი ხო? ხელებით ანიშნებდა ბავშვის ფორმას, პატარა ფორმებს და ისევ ნერვოზულად ისვამდა სახეზე ხელებს, წინდა უკან სიარულთან ერთად, მაშოც ისევ ნერვოზულსდ უქნევდა თავს, ისე სწრაფად მიუახლოვდა რატი მაშოს უცებ წაიწია მაშოც უკან, - მამა უნდა გავხდე მაშო? სწრაფად აიფარა სახეზე ხელები, ისე დაემანჭა სახე, კოპები სატირლად შეეკრა და მაშოც უკვე გაკვირვებული აკვირდებოდა, ვერ გაეგო მისი რეაქცია, ისევ თავი დაუქნია მაშომ და რატიმაც ხელები რომ ჩამოიშორა და სახე რომ ისე გაებადრა ვერც იკავებდა ღიმილს მაშოსაც მთელი გულით მოეშვა დაძაბულობა, ხელებს ისვამდა რატი სახეზე ისევ და ისევ უცებ ეცვალა სახე ქვედატუჩს იქცევდა კბილებს შორის ნერვულად და თვალები რომ ამოუწითლდა მაშოს კალთაში ჩადო თავი, - მეე მამა? ისევ წამოყო თავი ბედნიერი ღიმილით და მაშო მოიქცია მკლავებში, მისიანად წამოდგა ისე დასვა ძირს, - მაშოოო, მამააა, მისი სახე მოიქცია ხელებში და მაშოსაც უკვე ეცინებოდა მის მსგავს რეაქციაზე, როცა უკვე ყველანაირი დაძაბულობა მოეხსნა - ჩემი პატარა ხარ, მიყვარხარ მაშო! ჩემი ცხოვრება ხარ! ხელებში მოქცეულ სახეს დაჰყურებდა ისე უკოცნიდა ლოყებს და ბედნიერება სად ჩაეტია ვეღარ ხვდებოდა, ჯერ ისევ წესიერად ვერც გაეანალიზებინა რა ხდებოდა, ისევ უცებ წამოენთო ისე დაავლო მაშოს ხელი ჰაერში დაატრიალა და საწოლზე შემოსვა, - კიდევ თქვიი როგორ ხარ? ყური მიუწია ისევ და სუნთქვაც კი შეიკავა რომ კარგად გაეგო, - ორსულად ვარ რატი ღიმილით წამოიძახა მაშომაც და ისე უცებ დაავლო მაშოს ხელი უცებ წამოიკივლა, - დამსვიი, სიცილი ვეღარ შეიკავა მაშომ ისე დასვა რატიმ ფრთხილად და მუცელზე დახედა, - აქამდე რატო არ მითხარი! ახლა რატომ მეუბნებიი?! უცებ გაახსენდა რომ ეს ახალი არ იყო ისე დახედა ღრმად სუნთქვითვე და წელზე წაავლო თითები, - არ ვიცი, მაპატიე, თითქოს დრო მიჭირდებოდა, მომენტი, არ ვიცი, დაიბნა კიდეც რა უნდა ეპასუხა იატაკას უყურებდა ისე დაბნეულად დამნაშავედ საუბრობდა ისე აცეცებდა თვალებს და რატის ხმადაბალ გულიან სიცილზე ახედა გაკვირვებულმა, - ჩემო პატარა, თბილად წაავლო ისევ ხელები, - ამდენი გაკეთებული ჩათლახობების მერე ცხოვრებაში არასდროს მგონებია, რომ ოდესმე გავხდებოდი, თუნდაც შენი და მერე მამობის ღირსი! ბავშვობაში გახსოვს ხშირად მითქვამს რომ ცოლი უნდა მომეყვანა, პატიოსანი ცხოვრება მქონდა არჩეული, ბევრი შვილიც მინდოდა, მერე მიტირა ცხოვრებამ დედა, აღარასდროს მიფიქრია არც ცოლზე და არც შვილზე, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ყველაფერს დამსახურება უნდა მაშო, შუბლი შუბლზე მიადო თვალებ მინაბულმა, ხელებს ვერ აჩერებდა თბილად ეფერებოდა მაშოს სახეს საუბარშივე ამოწითლებოდა თვალები და მისი ბედნიერების მისი დაბნეულობის მიზეზსს ხსნიდა, - ახლაც ვერ გავიგე, ჯეკპოტი არ მომიგია, ან მაგარი ბედი მაქ ან ღმერთმა მაგრად დამინდო, არასწორი ვიყო დანდობა იქით იყოს რომელ დანდობაზე მელაპარაკები შენ მყავხარ, ისევ დახედა ისე დაუკოცნა მომღიმარს თვალები, თვალებიდან ასხივებდა გრძელ უფერო მბრწყინავ შუქს რატი - გახსოვვს რა მაგრად ვღადაობდით ჩემო ცხოვრება სიცოცხლეებს რო ეძახდნენ ერთმანეთს, გახსენებულზე ხმამაღლა დაიწყო ისევ სიცილი და მაშოს ღიმილიზე ტუჩები ვერ გააკონტროლა ისე წვდა ლოყებზე ხმაურიანად დაუკოცნა და ბაგეებზეც სწრაფად ინაცვლა, - ისიც ხო იცი რო მართლა ჩემი ცხოვრება რო გახდი? სწრაფად დაუქნია ღიმილით თავი მაშომ - და იმაშიც ხო დარწმუნებული ხარ, უშენოდ რომ ჩავძაღლდები? ქვედა ტუჩის გასველებით დახედა ღიმილით ხან ერთ ხან მეორე თვალში, მაშომაც თავი დაუქნია ისევ, - არა უშენოდ არა მაშა უთქვენოდ, სწრაფად დაწვდა ფეხებში ისე ააფრიალა მკლავებში და მისკენ რომ აწია ხმაურიანად აკოცა მუცელზე ხმამაღლა ახარხარებულ მაშოს, რომელიც რატის მხრებს ებღაუჭებოდა გადავარდნის შიშით, - დამსვი რატიი, სიცილით დაძახა მაშომ და რატიმაც ისევ ინსტიქტურად შეუსრულა თხოვნა, ისევ საწოლზე დასვა ბურდღუნით და უხმოს შეაჩერდა - მამა უნდა გახდე რატი, კიდევ გასამხიარულებლად ღიმილით უთხრა და რატიმაც ისევ მიმწვდარმა აკოცა ხმაურიანად მუცელზე - რა თქმა უნდა, წამოიძახა და კარებისკენ გავარდა სწრაფად ეცვალა მაშოს სახე ბაგეები ერთმანეთს დააშორა რატის საქციელზე სრაფად ჩამოხტა საწოლიდან და კარები გააღო თუ არა სწრაფად ჩაავლო მაშომ მის ტანზე ერთადერთ საცვალს ხელი, სწრაფად მოუტრიალდა რატი, ღიმილით, - რატიიი გაფართოებული თვალებით დაუძახა და მის გაბადრულ სახეზე ისევ ღიმილით ეცვალა სახე - რა? რა მოხდა? ისე მოუტრიალდა თითქოს მაშოს რამე სტკენოდა, - ჩაიცვიიი რატიი, ღიმილით დახედა საცვალზე და რატიმაც უკვე ღიმილით გადადგა მისკენ ნაბიჯი, ისე დაიხია მაშომ უკან, - მიყვარხარ ხმამაღლა უთხრა და ისე წვდა ტუჩებზე, სიარულშივე ისე მოულოდნელად წამოდო საწოლს ფეხი მაშომ და რბილად გადაეშვა საწოლზე, ღიმილით მოექცა რატიც ზედ კიდევ ერთხელ დაწვდა ბაგეებზე და სწრაფად მოშორდა, მიგდებული სპორტული შარვალი ამოიცვა და ეცადა თავი ხელში აეყვანა, ყველაზე ბედნიერი იყო, ბედნიერებაშივე სახავდა ბედნიერ მომავალს და გეგმებს ისე გავიდა ოთახში, მაშომაც უცებ გადაიცვა პირველივე შემხვედრი კაბა და ფეხშიშველი გაყვა რატის სიცილით, - ააუ ახლა არ ძინავდეთ ამათ თორე გამო.... და უცებ რომ მაშო ამოუდგა გვერდით ღიმილით გადახედა, პირზე შემხმარი სიტყვებითვე - მაშო ფეხზე ჩაიცვიი! სწრაფად ეცვალა სახე ისე დაავლო ხელი და ისევ ოთახში შეიყვანა, საწოლის გვერდით ჩუსტებთან ჩამოსვა და მაშომაც გაკრეჭვით წაკრა ფეხები ჩუსტებში..... სამზარეულოში აღმოაჩინა თუ არა ნენეც და ნაზიც რატიმ სახე ხელახლა გაებადრა, ნაზიმაც სწრაფად მოისვა თვალებზე ხელი ღიმილით დახედა წყვილს, სკამზე ასულმა, რომელიც მაღალ საინებს იღებდა, - თვალები მომჭერი რატი! ღიმილით მოისვა ისევ მაჯა ნაზიმ თვალებზე და სიცილით შეხედა ნენემაც რატის - მართლა რა გაბრწყინებული ხარრ რატი, მართლა სათვალეები დაგვჭირდება, თაან ჩაცმა დაგავიწყდა აშკარად სიცილით მოიკითხა ამბავი ნენემ და მერე მიესალმა ორივეს, რატიც წყნარად წავიდა ნაზისკენ ლაპარაკშივე ყურადღება არ მიუქცევია იმისთვის რომ წელსზემოთ შიშველი იყო - აი თქვენ თუ მეტყვით ჩემზე ბედნიერი ვინმე თუ კიდევ არსებობს, მიზეზს გაგიმხელთ, საუბარშივე გაუაზრებლად წაავლო ნაზის ხელები ისე ჩამოსვა ძირს რაზეც მაშომაც და თავად ნაზიმაც ყბა ძირს დააგდო და თვალები უკვე ნენეს ჩათვლითაც ყველას დაექაჩა, ისე აწია ხელი რატიმ ისევ ინსტიქტურად ჩამოუღო საინები კარადიდან და სკამიც მაგიდისკენ დააბრუნა, წარბებ აქაჩული უყურებდა ნენე მის საქციელს ისე წავიდა რატი მაშოსკენ ისევ, - არა ვერაფერს ვიტყვი, აშკარად მართლა არ არსებობს, გაოგნებული ხმით ამოილაპარაკა ნენემ და რატიმაც ტაში შემოკრა, ისე დაავლო მაშოს ხელი, - ჯერ ის მითხარით ამ პატარა საყვარლობაში ორი გული რანაირად უნდა ცემდეს, წინ დასვა მაშო და მაშომაც თვალები ააფახურა, რატი გართული იყო პასუხის მოლოდინში და მაშოც რომ უკან დაბრუნდა ისე ამოეფარა რატის, - ორი გული? - ხოო დედააა ორიი გულიიი, ყურებამდე მომღიმარმა სიცილიც ვეღარ დამალა და ნაზისაც უცებ დაუსერიოზულდა სახე, - მაშო! ნაზიმ მიიხმო, თუმცა სადღა იყო მაშო, რატის ამოფარებული სულ მთლად აორთქლებულიყო სამზარეულოდან ისე წაიღო რატიმ ხელი უკან რომ გამოეყვანა და ხელი რომ ვერ მოკიდა სწრაფად გაიხედა უკან, - ოხ მაშოო, ამოილაპარაკა და თან გაჰყვა, სწრაფად წასულს დაეწია თან ახალ შემოსულ სალომეს გახედა ისე დაავლო ხელი მაშოს ხელში ააფრიალა და ისევ დააბრუნდა სამზარეულოში, - გისმენთ, ხელახლა წამოიძა ნენემ და მაშომაც სახეზე აიფარა ხელი ღიმილით, - ორსულად ვართ, კმაყოფილმა ამოილაპარაკა და სიცილი რომ წასკდათ მერე გაანალიზა რა თქვა, - არა მე არა, მაშა, ისევ კმაყოფილმა თქვა და მაშოც მაქსიმალურად მიტრიალდა ისე აეკრო რატის თითქოს იმალებაო და კიდევ ერთხელ ახმაურდა სახლი ბედნიერებისგან, მაშო მალ-მალე ქრებოდა ხოლმე სახლიდან, ნაზიც სწრაფად დატრიალდა ორმაგად ძალ-ღონე მომატებული აკეთებდა საჭმელებს, მოესწრო იმას რაზეც დიდი ხანია ოცნებობდა, სულ გაიძახდა სიცოცხლეში მომასწრეო და ახლა ბედნიერებას გულშიც ვეღარ ტევდა, - აააა შეჩეემაა, ხმამარლა ყვირილით მიუახლოვდა დემეტრე რატის, მის ხელს დაარტყა ხელი, - მამააა? ხო არ ღადაობბ ორივე ერთად ხარხარებდა სახლში და რადგან შეასწრო ამ ამბის გაგებას მაშოს წინაშე ქედრს იხრიდა, - აწი უკვე შენ იქნები ქალი, რომელიც ძალიან დიდ რესფექთს იმსახურებს, უკვე რვა თვის შემდეგ მომხდარზე დაიწყო ლაპარაკი დემეტრემ და დივანზე მსხდომები საყვარლად ჭუკჭუკებდნენ, მაშო კიდევ უხერხულად გრძნობდა თავს, ეს არ იცოდა თეოდორემ, თეოდორეს გარეშე მოლხენა არც შეეძლო, რატის სთხოვა დაერეკა მისთვის ისიც ყოყმანის გარეშე მალევე გაჩნდა ოჯახში და ახლა ხმის ამოღებასაც ვეღარ ბედავდა, ისე მიეხუტებოდა ხოლმე მოსულს და რატიც გაბუტული დაქაჩავდა ხოლმე მკლავზე, ნაზიც ცრემლების ცვენით შლიდა მაგიდას და კიდევ მეტად უღმავდებოდა მაშოს ბედნიერებას, ამავდროულად მაშოს იმის შიშიც არ ჰქონია რომ ცუდი რეაქცია ექნებოდა თეოდორეს, რადგან იცოდა და სრულებითაც აკმაყოფილებდა ის პასუხი სიყვარულში, რომელიც თავად ენახა - ბებო რა გატირებს? სიცილით მივიდა მაშოც მისკენ საინები რომ ჩადო და ნაზიც თვალებ დახრილი ჩამოდგა მის წინ, - ძლივს არ მომასწარი შე ქალო?! - უიმეეეე სიცილით მოეხვია მაშო და თეოდორეც ღიმილით უყურებდა ბებია-შვილიშვილს მაგრამ თან გაურკვევლობაში იყო, - რა ხდება? რა გამოვტოვე? ღიმილით დაბნეულმა იკითხა და პასუხის მოლოდინში მოავლო თვალი ყველას, - ოო შენ ისეთი რამ გამოტოვე ჩემო ბატონო, ღიმილით შემოიტანა ხილი ნენემ დივნის შორის მაგიდაზე დადო თმა აუჩეჩა მის გვერდით მდგომმა და მანამ სანამ თეოდორეც გაირკვა თუ რა ხდებოდა, მაშო ისევ გაქრა, - მაშოოო და ისევ მისი სახელის ძახილი სახლში რომ მაშო გამოეყვანათ და ენახათ - სად გაქრა? გაკვირვებულმა იკითხა სალომემ და ხელახლა უნდა ენახა საწოლის ქვეშ მის წინ მდგომმა თეოდორემაც მაშინ გადაწყვიტა იგივე ადგილას მოძებნა, ერთდროულად დახრილებმა თავები მიარტყეს ერთმანეთს და ტკივილის ხმებით გასწორდნენ სწრაფადვე - აააააჰ - სსსსსს - რამხელა თავი გაქ თავზე ხელის სმით დახედა თეოდორემ სალომეს და სწრაფადვე აქცია ზურგი რომ არ გასცინებოდა შეტრიალებულმა უხმოდ ჩაიცინა და სალომეს 'თავხედოს' ყურადღება არ მიაქცია წინ წასულს უნდა გაყოლოდა სალომე თეოდორე სწრაფად მოტრიალდა და ეს უკანასკნელიც ხელახლა შეასკდა თეოდორეს, ინერციით გადავარდებოდა უკან რო არა თეოდორეს ძლიერი მკლავი და უკან გადაქანებული ხელახლა აიკრა სხეულზე, სალომემაც უნებურად ჩაავლო მის მაიკას მუჭები და ოთახში რომ ნენე შევიდა უხერხულად და სწრაფად მოშორდა, - ჩამოყალიბდი საით მიდიხარ! მკაცრად ამოილაპარაკა, ეცადა მაინც რომ მკაცრად ეთქვა ისე აუარა გვერდი, მშვიდი ძებნა მიმდინარეობდა ოჯახში უკვე გამოცდილი შევიდა რატი საპირფარეშოში და მაშოც მაშინვე დაიჭიმა, რატის აღმოჩენის მერე კედელს აეკრო ისე მოიქცია საჩვენებელი თითი კბილებს შორის და თვალები კედლისკენ გადაწია, - ვიღაც ძალიან მორცხვობს დღეს, დაბალხმაზე ამოილაპარაკა ისე წავიდა მისკენ და რამდენიმე ნაბიჯში აეკრო მაშოს, - აუუ რატიი დავიღალეე აბაა, ამოიწუწუნა ჩურჩულითვე და იმდენად უცოდველი თვალებით ახედა მართლა უცოდველი ანგელოზი გეგონებოდა, - მიყვარხარ, - აუ რატიიი, პასუხზე ისევ ამოიწუწუნა მისკენ ნელ-ნელა დახრილს დააკვირდა და მოუთმენლად ელოდა როდის დააცხრებოდა რატი მის ტუჩებს - უკვე მომენატრე, დაბალხმაზე ამოიჩურჩულა და მოლოდინშივე დააშორა მაშომ ბაგეები ერთმანეთს და რატის ხელს ჩაავლო ხელი, რომელიც საჯდომის მიმართულებით წასული თანდათან მაღლა წევდა კაბას, - ახლა არა რა, შეხებისგან დახშული ხმით ამოილაპარაკა იმდენად მოქმედებდა რატი მასზე წინააღმდეგობის გაწევა არც ისე მარტივი ყოფილა, - რა მნიშვნელობა აქვს სად და როდის? ბაგეებიდან უკოცნელად იცვალა მიმართულება და მაშომაც უნებურად გადაწია თავი უკან ცხელი სველი ბაგეები რომ შეეხო მთავარ არტერიაზე, პარალელურად კაბის ქვეშ შეეცურებინა ხელი ისე შემოიდო მაშოს ფეხი მენჯზე და წელვადი კაბა დაბლა დაწია ცალი ხელითვე კოცნით დაუყვა ლავიწებს, - რატი გეყოფა, - ეს თხოვნაა თუ მოთხოვნა? კამყოფილი გასწორდა ისე დახედა ბაგეებზე და სანამ რამეს იტყოდა მანამ დააცხრა ტუჩებზე, - რატიი... დაძახებულ, დახშულ, ინტერესიან ხმას რომ დაკაკუნება მოჰყვა ხელისკვრით მოიშორა მაშომ რატი, - მაშოო ტუჩებზე ენა მოისვა გაკვირვებულმა რატიმ და სიცილი ვერ შეიკავა, ისე დენდარტყმულივით მოიშორა მაშომ თითქოს ერთმანეთს დიდად არ იცნობდნენ და ახლა გამოიჭირესო - მოდი....., მოდი ჩემთან, ისეთი სახით თითქოს ეცოდებოდა ისე მიწია მისკენ და თვალების ფახურით მიიხუტა გულზე, ეს იმის ნიშანი იყო რომ რატის საქციელით არცერთი ზარალდებოდა და ვერც ვერავინ ვერაფერს იტყოდა ვინაიდან რატი მაშოს ქმარი იყო, უკვე უკითხავად გააღეს კარები იმის ფიქრით რომ იცოდნენ რატი მოსაძებნად შევიდა იქ და მათი პოზის დანახვისას გაკვირვებულმა აატრიალეს ხელები, - მემგონი ვერ არი, ჩურჩულით ამოილაპარაკა რატიმ და ცალი ხელით, საჩვენებელი თითი საფეთქელთან დაატრიალა, - არც მოგილოცო ცქნაფო? არ გინდა რომ გაზრდა მოგილოცო ჩემო პატარა? შორიდანვე დაუძახა თეოდორემ და ნენემაც და სალომემაც მშვიდად ჩაავლეს ხელები ისე გაიყვანეს თეოდორესკენ, დემეტრე კი ისევ ინტერესით ათვალიერებდა რატის, - რას მომაშტერდი, გამოსვლისთანავე დაბღვერილმა გადაძახა ჩურჩულით და სიარულშივე ამოუდგა დემეტრეც გვერდით ისე გაკრა მხარი - მოსაძებნად შეგიშვეს , მიხვედრილმა გადაჩურჩულა და რატიმაც კმაყოფილმა მოისვა ხელთავიდან ბაგეებზე ენა - ხოდა მოვძებნე, თვალის ჩაკვრით გახედა და წინ წავიდა, ისე დააკვირდა ჰაერში მყოფ მაშოს თეოდორეს მკლავებში და კმაყოფილი ჩამოჯდა დივანზე..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.