შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერკე მიდასი - გოლიათი (თავი 3)


27-10-2023, 14:55
ავტორი ერკე
ნანახია 814

დილით ადრე გაეღვიძა, დაღლილ-დაქანცულს ძილი კი ესაჭიროებოდა, თუმცა არ ეკარებოდა. საათს რომ გახედა ღამის ბინდბუნდში ძლივს გაარჩია რომ ექვსის ოცი წუთი იყო. გვერდით ტუმბოზე მდგარი ციფერბლატებიანი საათიც ამას მოწმობდა. მზის ნასახიც არსად შეინიშნებოდა.
-რა ჯანდაბაა? - ამოიხავლა და ღამის სიჩუმეში ძალზედ უცნაური ექო გამოსცა მისმა სიტყვებმა. თითქოს ექოდ კი არ გარდაისახა, არამედ სხვა ადამიანმა გაიმეორა იგივე. თითქოს მარტო არ იყო. წამოჯდომის მცდელობაში ოდნავ წამოწია მთელი სხეული და საშინელმა ტკივილმა დანებება აიძულა. თავი, მკერდი, ნეკნები, ყველაფერი სტკიოდა. ჭრილობა კი საშინლად ექავებოდა და თავს ძლივს იკავებდა რომ ეს სურვილი არ აესრულებინა.
„სად მოვხვდი ამის დედაც... საერთოდ რა ადგილია?“ - ეჭვები ღრღნიდა, თავი სიზმარში ეგონა, თუმცა შეგრძნებები ნამდვილი იყო. უცნაური სიჩუმე იდგა, არც მოძრავი ფოთლების შრიალის, არც ოდნავ მოქროლილი სიოს, არც რაიმე ცხოველის თუ ფრინველის უეცარი ხმა, არც გალეშილი მთვრალის უაზრო გინება, ფეხის ნაბიჯების ხმაც არ ისმოდა ქუჩაში, თითქოს მარტონი ყოფილიყვნენ და მთელ სამყაროს სძინებოდა. საათის წიკ-წიკის ხმაც არ ესმოდა. – „დავყრუვდი?“ - ფიქრობდა. – „არადა ხომ კარგად გავიგე გუგას ნათქვამი სიტყვები, გვერდითი ეფექტია ტკივილის? თუ რა ხდება?“
„საერთოდ გუგა ჩემი წარმოსახვის ნაყოფი ხომ არ არის?“
სიჩუმე უეცრად გამკივანმა ხმამ დაარღვია.
-მიშველეთ, ღმერთო, მიშველეთ. - ქალი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, მარტო არ იყო, პატარა თოთო ბავშვის გამკივანი ღრიალიც ერთვოდა ამ ქალის სასოწარკვეთილ ამოძახილს და ირაკლის ადგომა ახლა ყველაზე ძალიან სურდა. კვლავ წამოჯდა, მაგრამ როგორც კი შემოტრიალება სცადა მთელი სხეულით მაშინვე იგრძნო როგორ გაეხსნა ჭრილობა და სისხლმა გვერდიდან იწყო დინება. მაშინვე უღონოდ მიწვა საწოლზე და ხელი მაგრად დააჭირა ჭრილობას.
-მიშველეთ, ხალხი არ ხართ? დამეხმარეთ.
-მოეთრიე შენი! - უცხო მამაკაცის ძლიერი ტონალობა მოისმა. ამ კაცის ხმას ტყვიის გავარდნის ხმა ერთვოდა. სულ აფორიაქდა იკა, ადამიანის დახმარებისთვის მოწოდებული, საკუთარი ინსტიქტები ჩაერთო, მაგრამ ადგომას ვერ ახერხებდა, ტანჯავდა მსხვერპლის ხმის მოსმენა, როცა იცოდა რით უნდა დასრულებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ თავად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ვერაფერს აკეთებდა. გონებით შორეულ წარსულში გადავარდა, როდესაც ათი წლის იყო და მამის მომღიმარ სახეს უცქერდა. სამაგალითო პიროვნებად მიაჩნდა მამა, მიუხედავად მისი პროფესიისა და სულაც არ ეთაკილებოდა ოქრომჭედელის შვილობა და იმდენად მოსწონდა მისი დახმარება თავადაც ამ პროფესიის არჩევად გეგმავდა. ბატონი ივანე ქებურია სულ იმას უმეორებდა საკუთარ შვილს, რომ არ შერცხვენოდა მამამისის, როდესაც ეს უკანასკნელი სკოლიდან ნაჩხუბარი მოდიოდა მამის შეურაცხყოფის გამო, ბავშვები მას დასცინოდნენ და ეს არ სიამოვნებდა მას.
„შვილო, ნუ მოუსმენ ხალხს თუ რას გეტყვიან, ვინ ხარ შენ, ან ვინ არის მამაშენი. ნუ მოუსმენ მათ, ვინც მიგითითებს არასწორი გზისკენ, თუ რა უნდა გააკეთო. მოუსმინე გულს შენსას და ის არასოდეს შეცდება. მე საოცარი გზა გავიარე, ყოველთვის ვიცოდი რომ საუკეთესო რამ რაც შემიქმნია ეს შენ იყავი ჩემო ბიჭუნა და ჩემ პროფესიას კი უამრავი ადამიანის გახარება შეუძლია. მე ადამიანებს ვუმზადებ იმ ოქროს რგოლებს, რომლითაც საკურთხევლის წინ ერთმანეთს თავს აყოფინებენ ხოლმე. მართალია მათთან ერთად არ ვარ ამ დროს, მაგრამ საოცარი შეგრძნებაა, როცა ამ ყველაფრის მონაწილე ხარ, ასე არაა? მათი ბედნიერება აქედან იწყება. ნუ მოუსმენ მათ, ვინც სიყვარულს არაფრად აგდებს და გრძნობების დაჩრდილვას გაიძულებს, სიყვარული საოცარი გრძნობაა, გამოსახატად უზარმაზარი ენერგია სჭირდება და ვისაც ეს შეუძლია ის თავისთავად ბედნიერი კაცია. მე სიყვარულის უნარით დავიბადე და ვამაყობ, რომ შენც მამას ჰგავხარ.“
ერთ დღეს კი 12 წლის ბიჭი უმწეოდ უყურებდა როგორ დაახალა ნიღბიანმა მამაკაცმა ტყვია, მძარცველმა, რომელიც იმ განძის მოპარვას ცდილობდა, რაც სამჭედლოში ივანეს გააჩნდა. ივანე კი არაფრით არ თმობდა, ირაკლი მაგიდის ქვეშ დამალული, შეშინებული უყურებდა როგორ უმიზნებდა ნიღბიანი მამაკაცი იარაღს მამამისს და როგორ უყვიროდა. ეწადა გამოვარდნას, ხელიდან წაეგლიჯა იარაღი და თავად დაეხალა ტყვია, მაგრამ უსუსურობის განცდის გამო ეს ვერ შეძლო, ვერ გაბედა სიკვდილის შიშის განცდის გამო და ის მაგიდის ქვეშ მიმალული, უმოქმედობისგან სასო წართმეული უცქერდა მამის სიკვდილს, გასროლის ხმა... როგორ იფეთქა სისხლმა თავიდან... როგორ დაეცა იგი იატაკზე და სახეზე კვლავ მოსიყვარულე მამის იერი ჰქონდა, რადგანაც იცოდა შვილი უყურებდა და უნდოდა სიყვარულით დაემახსოვრებინათ ის.
სწორედ იგივე შეგრძნება ეუფლებოდა ახლა, რის გამოც ქვეყნის სადარაჯოზე დადგომა გადაწყვიტა და ვერაფრით ახერხებდა დახმარებოდა უმწეო ბავშვიან ქალს, რომელიც ალბათ ბავშვით ხელში, მხოლოდ მის კეთილდღეობაზე ფიქრობდა და არა საკუთარზე.
-არა, ღმერთო, არა... არ გინდა, გთხოვ... ნუ იზამ ამას... - წამით გახევდა, ხმა მიწყდა და ირაკლიც ამ საზიზღარ დუმილში გაშრა.
-შენი პატრონი.... შენი დე... - რაღაცამ გააჩერა მამაკაცის ღრიალიც, მაგრამ რამ ვერ გაარკვია.
-ნამა... - უფრო მეტი ეშხით გაისმა ბავშვის ხმა. - ნამა, ნამა, ნამა... მანა...ნამა... ნამა...
-გაჩუმდით! გაჩუმდით თქვენი ძაღლიშვილი... გააჩუმე შენი ნაბო**არი, თორე აქვე ჩაგმარხავთ ორივეს...
-კაი დედი, დაწყნარდი, დამშვიდდი. ჩუ...ჩუ.. ჩუ... - ცრემლიანი თავს ძლივს იკავებდა უფრო მეტად არ ეტირა.
-შენ რა სიცოცხლის ღირსი ხარ, ქალი კი არა ადამიანიც არ ხარ ჩემს თვალში. ამ ბავშვს მე წავიყვან, შორს... შენ კი აქ ჩაძაღლდები.
-არა! - დაიყვირა ქალმა. იარაღის გასროლის ხმამაც კი ვერ გადაფარა და უეცრად ყველაფერი მიჩუმდა. მხოლოდ ბავშვის ტირილი არღვევდა სიჩუმის აკვანს და იმ კაცს ეს ფეხებზე ეკიდა. ფეხის ნაბიჯების ხმაც მიქრა, ბავშვის ტირილი კი დარჩა.
-არაკაცი! - დაიყვირა უეცრად ირაკლიმ და თავადაც გაუკვირდა. აქამდე ხმა არც კი ამოსდიოდა ყელიდან.
მის ხმაზე ოთახში ექიმი შემოვარდა.
-ჭრილობა გაგხსნია, აკი გითხარი ბევრს ნუ მოძრაობ-თქო. - ექიმს უემოციო მზერა ჰქონდა, არც არაფერს აუღელვებია და არც ბავშვის ღრიალი ესმოდა თითქოს.
-ექიმო? თქვენ რა ადამიანთა სიცოცხლის დაცვის სადარაჯოზე არ უნდა იდგეთ? წადით იმ ქალს მიხედეთ, მე გადავრჩები. ვიღაცას ესროლეს, ნუთუ არ გესმით?
-თქვენ ეს ახლა გაიგეთ პირველად, ჩვენ მაცხოვრებლებს კი თითქმის ყოველ ღამე ამის მოსმენა გვიწევს და ჩვენი ყური იმდენად მიეჩვია, რომ აღარ გვაღელვებს.
-მე რატომ გადამარჩინეთ?
-თქვენ უნდა გამოასწოროთ ეს ყველაფერი და იმიტომ.
-მე? საკუთარი ძალებით? მარტო? - ძლივს საუბრობდა ირაკლი, მაგრამ მაინც ახერხებდა მთელი ხმით ყვირილს, ექიმი კი ჭრილობას უკერავდა.
-დიახ, აქ სიცილიამ მოგიყვანათ და რაღაც მიზეზი აუცილებლად ექნებოდა ამას. ყველა ვერ შემოდის, ყველა ვერ არღვევს იმ ბარიერს, რითიც გარშემორტყმულნი ვართ. შენ გამონაკლისი ხარ და ეს რაღაცას ნიშნავს. იმედი არ დაკარგო, ყველაფერს შეძლებ, მე ამის მჯერა... შენ სიცილიამ აგირჩია...
-ვერაფერი გავიგე, ძალიან დამაბნიეთ.
-ახლა იმ მდგომარეობაში არ ხართ, რომ რამე გაიგოთ. უნდა იწვეთ და თავს გაუფრთხილდეთ. არანაირი დაძაბულობა და წამოდგომის მცდელობა. გესმით?
-დიახ.
-დანარჩენი მოგვიანებით გავაგრძელოთ.
-არა... ახლა... - სანამ ბოლომდე დაასრულებდა სათქმელს ირაკლი ექიმი ოთახში აღარ იყო. ჭრილობა უფრო მეტად სტკიოდა და ეწვოდა, თუმცა გრძნობდა რომ ეს ყველაზე ნაკლები იყო, რაზეც აქ მოხვედრის და ფეხზე წამოდგომის შემდეგ უნდა ედარდა.





პ.ს.
ვიცი პატარა თავია ძალიან, მაგრამ ვეცდები ხვალაც დავამატო, თუ ვერ მოვიცალე ამდენ ხანს მაინც არ გალოდინებთ. მთავარია თქვენგან დაინტერესებას ვგრძნობდა და არა მარტო ელასგან :დ მადლობა დიდი... წარმატებები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent