შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაცემული ანგელოზები თავიl (სრულად)


7-11-2023, 20:21
ავტორი Thousand Thoughts
ნანახია 2 655

***
-რას იტყვი დიანა? - ჰკითხა ჭაღარაშეპარულმა შუახნის მამაკაცმა - გაქვს რაიმე იდეა რასთან შეიძლება, რომ გვქონდეს საქმე?
-მართალია ჯერ ახლა დავიწყეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ დიაგნოზი, რომელსაც ახლა დავსვამ საბოლოო იქნება, რადგან ის ნამდვილად ამჟღავნებს ანტისოციალური პიროვნების სინდრომებს.
-წამოდი ჩემს კაბინეტში დავსხდეთ უფრო დეტალებში გამაცანი რას ფიქრობ - თქვა და დერეფანში გაუძღვა ახალგაზრდა ქალს.
-ყავას მიირთმევ?
-ერთი ჭიქა კოფეინი ნამდვილად კარგი იქნებოდა - თქვა დიანამ და მაქსიმალურად ეცადა დაძაბულობა, რომელიც მისი ბოლო სეანსიდან მოყოლებული არ ტოვებდა მის სხეულს, რამენაირად უკუეგდო და არსებულ დიალოგზე მოეხდინა კონცეტრირება.
-მაინც და მაინც რატომ ანტისოციალური პიროვნება?
-ჩემი აზრის გამჟღავნება შეიძლება ამ ეტაპისთვის მართლაც ადრეა, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და პაციენტის ბუნებამ ჩემში ძალიან არასასიამოვნო შეგრძნებები გამოიწვია. არ ვიცი საიდან დავიწყო.. ასეთი ადამიანები ძირითად შემთხვევაში თბილი და მზრუნველი ოჯახებიდან მოდიან, კარგი ურთიერთობები და სანაცნობო წრე ჰყავთ, როგორც მინიმუმ მანამ, სანამ თავიანთ ნამდვილ ბუნებას არ გამოავლენენ. მათ აქვთ ადამიანური სურვილი ცნობიერად მოახდინონ სხვების მანიპულაცია მეტი სარგებლის მისაღებად.
-მაგრამ თუ ამ გზით ვიმსჯელებთ გამოდის, რომ ფსიქოპათიური პიროვნების დიაგნოზს არანაირი კავშირი არ აქვს აშკარა კრიმინალთან ასე არ არის? - იკითხა გაკვირვებულმა.
-დიახ ნაწილობრივ შეიძლება ითქვას, რომ ასეა. მარტივად, რომ ვთქვა მაღალი დონის ფსიქოპატები არ სწავლობენ გრძნობებს რაციონალური გზებით, ისევე როგორც ამას უმეტესი ჩვენგანი აკეთებს. როგორ ვთქვა - საჭირო სიტყვების მოძებნას შეეცადა დიანა - ისინი სწავლობენ ემოციური საუბრის უნარს, როგორც „მეორე ენას“ იმისთვის, რომ მოახდინონ სხვა ადამიანების მანიპულირება. ფსიქოპატ ადამიანებს აქვთ საშუალოზე მაღალი ბარიერი სასიამოვნო აღგზნებისკენ. მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სიამოვნება მივიღოთ ბუნებრივი სილამაზით, დავტკბეთ ხედით, მოსვუმინოთ მუსიკას, გვქონდეს ჯანსაღი ურთიერთობები, მათ სჭირდებათ რაიმე ბევრად უფრო ძლიერი და მკვეთრი გამოცდილება იმისთვის, რომ თავი ცოცხალ ადამიანებად იგრძნონ.
-კიდევ რისი თქმა შეგიძლია?
-პირველადი დაცვის მექანიზმი ფსიქოპატ ხალხში არის ყოვლისმომცველი კონტროლი . მათთვის ძალის დემონსტრირება უმნიშვნელოვანესია. ეს ფარავს მათი სირცხვილის გრძნობას. გავრცელებული ფაქტია, რომ ფსიქოპატებს აქვთ სინდისის ნაკლებობა, რაც დასტურდება არამხოლოდ სუსტი სუპერ ეგოს ქონით, არამედ სხვა ადამიანებთან პირველადი მიჯაჭვულობის სიმცირითაც. სხვა ადამიანის მნიშვნელობის აღიარება ფსიქოპატისთვის ამცირებს შანსს, რომ იქონიოს მათზე გავლენა. გასაოცარია ფაქტი, რომ ისინი ჩადიან ბევრად დიდ და უპატიებელ დანაშაულს, უფრო მცირე და უმნიშვნელო დანაშაულების დასაფარად, რადგან ეს მათთვის წარმოჩენილია, როგორც სისუსტე.
დიანას ცოდნამ და გამოცდილებამ ნამდვილად გაკვირვა შოთა, მაგრამ ამავდროულად გაოცება გამოიწვია მასში იმ ფაქტმა, რომ ამ ასკის პაციენტი და თანაც მდედრობითი სქესის, ამჟღავნებდა ანტისოციალური პიროვნების ნიშნებს. აღნიშნული აზრი უფრო განავრცო, რადგან ფსიქოპატია მამაკაცებში უფრო ხშირი და გავრცელებულია ვიდრე ქალებში. ეს ფაქტი შესაძლებელია იმით აიხსნას, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო ადრეული ასაკიდან აწყდებიან მათთვის დაწესებულ „ლიმიტებს“ რაც საკუთარ თავში მოიაზრებს „ჩვენ გვიწევს ფეხმძიმობასთან გამკლავება, ჩვენს სქესს უფრო მეტი საშიშროება აქვს გაუპატიურებასა და ფიზიკურ ძალადობის და ა.შ.“
-დიანა - თქვა და მზრუნველი მზერით შეხედა მის წინ მჯდომ ქალს - გააგრძელე ამ პაციენტთან მუშაობა. თუ თვლი, რომ ამას თავს გაართმევ მაქსიმალურად ვეცდები, რომ ყველანაირი რესურსი გქონდეს, რაც დაგჭირდება.
-დიახ მადლობელი ვიქნები - თქვა დიანამ და შეეცადა არ მოესმინა იმ ფიქრებისთის, რომლებიც მას არწმუნებდა ამ სიტუაციის ერთდროულად ამაზრზენობასა და ძალიან დიდ ტრაგიზმში..


ელენე.
ძილ-ბურანში ვარ, როცა ვიაზრებ რომ მისაღებ ოთახში ჩამეძინა. ზანტად ვახელ თვალებს. თეთრ ფარდაში მზის სხივები იპარება და მთელ ოთახს იმედის სურნელით ავსებს. სიჩუმეა. ვფიქრობ სიმშვიდე, რომ ფერი ყოფილიყო სწორედ ეს ყვითელი იქნებოდა. უცნაურია ადამიანებს და მოვლენენს ფერებთან, რომ ვაიგივებ? ნელ-ნელა ვდგები. ჩახუტებულ რბილ სათამ,აშოს ფრთხილად ვდებ დივანზე და ვიმართები. პირდაპირ სააბაზანოში შევდივარ. ცხელ შხაპს აზრზე მოვყავას. ჩემს თავზე მეცინება. მგონია, რომ ბევრი რაოდენობით თხევად დასაბან საშუალებას შეუძლია გუშინდელი დღის „ჩამორეცხვა“.
გიფიქრიათ ოდესმე? რომ შეიძლებოდეს მართლა იმ ყველაფრის წაშლა და სამუდამოდ გაქრობა, რაც აქამდე გამოგივლიათ? მე ხშირად ვფიქრობ და ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ არაფერს არ შევცვლიდი იმ ერთის გარდა... რადგან ბოლოს და ბოლოს სწორედ ის ტკივილი და ცუდი დღეები გვაყალიბებს იმად, რაც ვართ. გვაძლევს იმ გამოცდილებას, რომლითაც ცხოვრება უნდა განვაგრძოთ, რაღაც კონკრეტულ წერტილამდე. აბა ყველაფერი მარტივი, რომ იყოს და ბედნიერებაც ყველას ხელეწაფებოდეს განა რაღა დარჩება ამ დალოცვილ სამყაროში ჩვენთის ღირებული.
მსგავსი ფიქრებით ვტოვებ სააბაზანოს. სარკის წინ ვჩერდები და წამით საკუთარ თავს ვუყურებ. ვცნობ ამ ადამიანს? დიდ ხნას ვაკვირდები საკუთარ ნაკვთებს და ძლივს თვალებში ისევ იმ ნაპერწკალს ვხედავ, რომელზეც ერთ დროს ყველა ლაპარაკობდა მანამ სანამ, მისი ჩაქრობისთვის ცხოვრება ძალიან რეალურ მიზეზს მომცემდა. პირველად დიდი ხნის მანძილზე მაქვს იმის განცდა თითქოს მზად ვარ პირველი ნაბიჯები გადავდგა ნორმალური ცხოვრებისკენ.
უნივერსიტეტისთვის შესაფერის ტანსაცმელს ვეძებ. იყო დრო, როცა სწავლაზე მეტად არაფერი მინდოდა. შემეძლო საათობით არ გამოვსულიყავი ბიბლიოთეკიდან და ჩემთის საინტერესო ინფორმაციებზე წიგნები წამეკითხა. ვინ იცის რამდენი სიტყვა ვშთანთქე იქამდე სანამ არ დანაყრდა ჩემი გონება. ფროიდი, ალან პიზი, ბარბარა პიზი, ზიმბარდო და ა.შ. ვიცვამ და თან ძველ დროს ვიხსენებ. მართლაც რამდენად დიდი გამბედაობის მიცემა შეუძლია ოცნებებს ადამიანისთვის.
ლოგინის კიდეზე ვჯდები და მოგონებებს ფილმის ძელი ფირივით ვახვევ გონებაში. არ გასულა ძალიან დიდი დრო, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს მსგავსი სცენები წინა ცხოვრებიდან მახსოვს.

ადრე.
ბარში ვდგავარ და მობილურის ისე დაჭერას ვცდილობ, რომ კამერამ არ დამაფიქსიროს. ბედნიერებისგან თვალები ცრემლებით მევსება. იმის პეესპექტივა, რომ შესაძლოა მალე სხვა ქვეყანაში წავიდე სასწავლებლად რამდენიმე თვით, ჩემში უამრავ ემოციას იწვევს ერთდროულად. სოციალურ ქსელში დედაჩემს ვუგზავნი ტექსტურ შეტყობინებას.
ნენე: მართლა გეუბნები მაგდამ მითხრა, რომ საკმარისია დავთანხმდე და ყველაფერი მზადაა. საცხოვრებელი ადგილი, დაფინანსება ყველაფერი. ეს ისეთი შანსია, რომელიც შეიძლება ერთხელ მომეცეს. ძალიან გთხოვ იცი რამხელა მნიშვნელობასაც ვანიჭებ, თან ენაც ვიცი არ გამიჭირდება. მხოლოდ ორი თვით ძალიან გთხოვ. ხელფასიდან თანხის ნაწილი გადავინახე. ფინანსურად ცოტა ხნით დამეხმარე და მერე მაგ თანხას უკან დამიბრუნებენ.
ლია: მერე პასპორტი არ გჭირდება? ეგ კიდე ცალკე ფულია.
ნენე: არა თურქეთში პირადობითაც შევძლებ გადასვლას.
ლია: უფრო დეტალურად გაარკვიე. რომ ჩახვალ ვინ უნდა დაგხვდეს? ან ვისთარ ერთად უნდა იცხოვრო ის ორი თვე?
ნენე: სხვადასხვა ქვეყნებიდან იქნებიან სტუდენტები. სტაჟრებას გავივლი სერთიფიკატსაც მომცემენ, ჩემი განვითარებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა.
ლია: არ ვიცი მამაშენს დაელაპარაკე.
ნენე: შენ თუ გამიშვებ მამა არაფერს არ იტყვის ხომ იცი. ძალიან გთხოვ ამ ერთხელ.
ლია: მერე ფული? წადი წამოდი. ორი თვე ჭამა და ჩაცმა არ გინდა? თან უცხო ქვეყანაში მაგდენი ფული საიდან მოვიტანო?
ნენე: იქნებ რამენაირად მოაგვარო ხომ გითხარი უკან დამიბრუნებენ - ვწერ და ვცდილობ ყელზე მომდგარი ბურთი გადავყლაპო იმ სიმწრის ცრემლებთან ერთად, რომლებიც უკვე მოზღვავებულად მაქვს და თავს ვეღარ ვიკავებ.
ლია: წადი მე არ გაკავებ, მაგრამ იცოდე მე ფინანსურად ვერ დაგეხმარები.
არ მაკავებ... მომენტალურად ვიწყებ წინ და უკან სიარულს. მეტად როგორ შეიძლება, რომ დამაკავო? გაუაზრებლად ვისწორებ სახეზე ჩამოყრილ თმას. სულ რაღაც 18 წლის ვარ. თვეში ანაზღაურება იმდენად სასაცილო მაქვს, რომ სწავლის საფასურსა და რამდენიმე დღის ჯიბის ფულად ძლივს მყოფნის. ისევ სხეულის მარჯვენა მხარე მიბუჟდება და მგრძნობელობას ვკარგავ. თურქეთში ორი თვით წავიდე ისე, რომ მშობლებმა ფინანსურად მხარი არ დამიჭირონ... როგორ მოვახერხებ? საქმეც ესაა, რომ ვერ მოვახერხებ.
ფეინთრიში გავდივარ და პატარა ბავშვივით ვზლუქუნებ. უკვე მერამდენედ.. ოჯახის გამო უკვე მერამდენედ ვამბობ უარს ჩემს სურვილებზე.. რა სულელი ვარ?! მე მეგონა ლიას ვეტყვი გაეხარდება და ჩემით იამაყებს თქო. თურმე პრობლემა მხოლოდ მატერიალურ საკითხებშია და სხვა არაფერში. „დამშვიდდი.. ახლა არა.. ოღონდ ახლა არა..“ ვბუტბუტებ და ვცდილობ დავწყნარდე.
უსიტყვოდ ლოცვა გაგიგიათ? როცა არ შეგიძლია სიტყვებში ჩაატიო ის ტკივილი და განცდა, რაც შენს შიგნით არის. როცა სხვა ადამიანს არ ძალუძს გაიგოს და გაიზიაროს შენი.. იმ მომენტში, როცა მხოლოდ შენ იცი შენი თავის და კიდევ იმ ერთმა.. „ღმერთო გემუდარები...“ ვამბობ და მუხლები მეკვეთება. „გემუდარები კიდევ ერთი დღე.. ეს ერთი დღეც..“

ახლა.
„რასაც ვერასდროს ვერ დაივიწყებ, იმას წარსული არ უნდა ერქვას“.
-ოთარ ჭილაძე.
სადარბაზოდან გავდივარ და სუფთა ჰაერს ვისუნთქავ ღრმად. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და უკნიდან ჩემი სახელი მესმის. ხმას მაშინვე ვცნობ და ჩემდაუნებურად მეღიმება. ვბრუნდები და სოსოს გაბადრულ სახეს ვხედავ.
სოსო: ოჰოო გამოსულა დედოფალი სასახლიდან. რამე დღესასწაულია თუ ისე უბრალოდ გაშალე ფრთები? - მეკითხება და რაც ძალი და ღონე აქვს მეხუტება.
ნენე: დღესასწაულს ვერ დავარქმევდი, მაგრამ მარტივად გეტყვი მნიშნელოვანი ლექცია მაქვს ამიტომ ვიფიქრე გასვლა ურიგო არ იქნება თქო.
სოსო: მშვენიერია გამოდის დეპრესიული პერიოდი წარსულ დღეებს მიაბარე? - მეკითხება და თვალები უბრწყინავს. უხერხულად ვუღიმი, რადგან ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.
სოსო: კარგი რაც არ უნდა იყოს წამოდი ჩვენ გაგიყვანთ - მეუბნება და ჩემთვის გაუგებარი მიმართულებისკენ მიბიძგებს.
ნენე: ჩვენ? - ვეკითხები გაკვირვებული.
სოსო: ააჰო ეგ სულ დამავიწყდა. დემეტრეე - ტონს აუწია - რა იყო კარში გაიჭედე? - როგორც ყოველთვის ისევ თავის ხუმრობაზე ატეხა სიცილი როგორც სჩვევია.
სადარბაზოდან გამოვიდა თუ არა მაშინვე გავიაზრე... ზუსტად ისეთი დიდი და ყველაფრისმთქმელი თაფლისფერი თვალები. ადგილზე გავიყინე.. სუნთქვაც კი დამავიწყდა. არ მეგონა დედამიწაზე თუ არსებობდა ვინმე, ვისაც თუნდაც მსგავსი თვალები ექნებოდა, მაგრამ თურმე შევცდი. რაც უფრო ახლოს მოდიოდა მით უფრო გახევებული ვუყურებდი.
სოსო: გაიცანი ეს დემეტრეა ჩემი ბავშვობის მეგობარი - ხელი მხარზე დაადო - ეს კი ელენეა ჩემი მეზობელი და ასევე ბავშვობის მეგობარი, რაც თავი მახსოვს სულ გვერდით იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მაინც ხო გვერდძე მეზობელი ხარ.
დემეტრე: სასიამოვნოა შენი გაცნობა - ხელი გამომიწოდა და შესამჩნევად გაიღიმა.
ნენე: ჩემთვისაც სასიამოვნოა - ხელი ჩამოვართვი და სოსოს დავეყრდენი, რომ იქვე არ დავცემულიყავი.
სოსო: მოკლედ წამოდი ჩვენ გაგიყვანთ.
დემეტრე: საით?
სოსო: ჭავჭავაძეზე. ლექცია აქვს აგვიანებს მარტო ხო არ წავა არა? წამოდი უცბად ჩახტება მანქანაში და ილიასთან დავტოვოთ.
დემეტრე: წამოდი რა პრობლემაა - თქვა და მძღოლის ადგილზე დაჯდა.
უკანა სავარძელზე მოვთავსდი. ფანჯარა ჩამოვწიე და ისე გავისუსე, რომ საკუთარ არსებობაში მე თვითონ შემეპარა ეჭვი. მანქანა დაიძრა. იმდენად ვცდილობდი, რომ თავიდან ამერიდებინა მისთვის შეხედვა, რომ ზედმეტი მცდელობებისგან უფრო ხშირად იკვეთებოდა ჩვენი მზერა. სოსოს მთელი გზა ენა არ გაუჩერებია. ხანდახან მეც ვერთვებოდი საუბარში შეძლებისდაგვარად. შევამჩნიე, რომ მიხვდა მის გვერდით რამდენად არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს. „ოღონდ საცობი არ იყოს და მალე მივიდეთ ჭავჭავაძემდე და მეტი არაფერი არ მინდა“ ვფიქრობდი გულში.
დემეტრე: რაზე სწავლობ?
ნენე: მე?
დემეტრე: ჰო აბა სოსოს ხო არ ვკითხავ.
ნენე: ფსიქოლოგიაზე.
დემეტრე: მერამდენე კურსზე ხარ?
ნენე: მეორე.
დემეტრე: კარგია. მოგწონს?
ნენე: მე.. ისა.. უკვე დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ უნივერსიტეტში, მაგრამ როცა დავდიოდი მაშინ მომწონდა.
დემეტრე: რატომ არ დადიოდი?
ნენე: ბლიც ინტერვიუს მართმევ?
სოსო: ჰოო ისე დიდი ხანია აღარ შევხმიანებულვართ ნენე არა? - უცბად შეცვალა სასაუბრო თემა.
ნენე: ჰო ასე გამოვიდა. თან შენც დიდად აე გცალია აშკარად ძვირფასი მწზობლისთვის თორემ აქამდე შემოივლიდი.
სოსო: ხო ახლა თავის მართლებას არ დავიწყებ, რაც მართალია მართალია. მაგრამ გამოვისყიდი ოქეი?
ნენე: ოქეი - ვეუბნები სა ღიმილზე ღიმილით ვპასუხობ.
დემეტრე: მოვედით.
ნენე: მადლობა დიდი საჭირო არ იყო, მაგრამ მაიმც მადლობა. მე ახლა წავალ ლექციაზე. ფართხა-ფურთხით ავკრიფე ჩემი ნივთები და მანქანიდან გადმოვედი.

დემეტრე.
სოსო: დაძარი რაღას ელოდები?
დემეტრემ მანქანიდან გადასულ დაბნეულ არსებას გააყოლა თვალი.
დემეტრე: ჰო ერთი წუთით რა ნახე - შეუღრინა გვერდით მჯდომ მეგობარს.
სოსო: რას იღრიჯები?
დემეტრე: არაფერი არაფერი.
სოსო: ამოთქვამ თუ გინდა გათქმევინო? - წარბი აუწია ძმაკაცს
დემეტრე: ეს შწნი მეზობელი…
სოსო: ჰო?
დემეტრე: ცოტა ძაან ხოარ იყო დაბნეული?
სოსო: ვიცოდი მაგას, რომ იტყოდი. ახლა შემომხედე. თუ ფიქრობ, რომ ეგ გოგო გავს იმ ერთ დღიანებს შენ, რომ გყავს ძაან ცდები. ეს ერთი. მეორე, თუ ფიქრობ რო მისი დაბნეულობის მიზეზი შენ ხარ ნაწილობრივ მაგაშიც ცდები ძმაო. გეუბნები არ გინდა.
დემეტრე: ნაწილობრივ? ეგ როგორ გავიგო?
სოსო: მოკლედ, ელენე ახლა კი ცხოვრობს მარტო, მაგრამ სულ ეგრე არ იყო. დიდი ამბავია, მაგრამ მოკლედ მოგიყვები. არ ქონიათ ოჯახური იდილია. ყოველშემთხვევაში მანამ, სანამ დათუჩა არ გაჩნდა. რო დაიბადა ეგ მაიმუნი ელენე 11 წლის იყო. რა დამავიწყებს ყველგან დავათრევდით ჩვენს ხელში გაიზარდა. გიჟდებოდა თავის ძმაზე, რასაც ქვია მზე და მთვარე ამოსდიოდა. ყოველ ხელფასზე რაღაცას ყიდულობდა. სკოლაში დაჰყავდა, ამეცადინებდა. სულ ვეხუმრებოდი ეგ ბავშვი ერთი არ გაგიჩენია თორე დანარჩენი ყველაფერი შენ გაუკეთე თქო.
დემეტრე: მერე?
სოსო: ჰოო ელენე კი გააბედნიერა ძმამ, მაგრამ მშობლებს შორის არსებული დაძაბულობა ვერ გააქრო. ხშირად ჩხუბობდნენ. ახლა იმის ახსნას არ დაგიწყებ ოჯახური სიტუაცია რო ბავშვებზე ყველაზე უარყოფითად აისახება. მოკლედ ერთ-ერთი კამათის დროს აივნის კარი ღია დარჩათ. ჩხუბის დროს ბავშვი სულ დაავიწყდათ და… მოკლედ - შეიშმუშნა სოსო და ამღვრეული თვალებით გახედა დემეტრეს - ვერ გადაარჩინეს… ნენეს დედა საზღვარგარეთ გაიქცა და ქმარს გაშორდა. მამამისმა ვითომც არაფერიო და წავიდა მეორე ცოლი მოიყვანა. ეს გოგო დატოვეს აქ ბედის ანაბარა. ფულს კი აძლევენ და არ აკლებენ, მაგრამ მარტო ეგ ხომ არაა. არავინ არ ჰყავს.
დემეტრე: არ არის კარგი ამბავი… მაგრამ ის მაინც ვერ გავიგე რატომ მიკავშირდწბა ელენეს დაბნეულობა ნაწილობრივ მე?
სოსო: ეჰ… დათუჩას ზუსტად შენნაირი დიდი თაფლისფერი თვალები ჰქონდა. ელენე გიჟდებოდა ისეთი ნაპერწკალი თვალებში მას, რომ აქვს სხვას არავის არ აქვსო. სოციალურ ქსელშიც სულ ტვირთავდა მის სურათებს… მოკლედ როგორც გითხარი არც გაბედო და არ იფიქრო, რომ ეგ გოგო შენი გულისთვის დაიბნა.
დემეტრე: გასაგებია - თქვა და გულდამძიმებულმა დაქოქა მანქანა. არა განა იმ ფაქტმა გაანაწყენა, რომ ელენე მისით არ იყო აღფრთოვანებული… უბრალოდ იფიქრა, რომ… ყველას თავისი ჯოჯოხეთი აქვს…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent