გერგეთისკენ მიმავალი 2 (თავი 10)
ვართანი ჩაფიქრდა. სხვა დროს ამაზე დიდად არ იდარდებდა. პირიქით მონატრებულ აზარტშიც ჩააგდებდა მტერთან ბრძოლა. მაგრამ ახლა ამის დრო არ ჰქონდა. დიდი ოდენობის ოქრო ჰქონდა ქალაქიდან გასატანი, ამიტომ არაფრით არ სჭირდებოდა ახლა დამატებითი პრობლემები. ამ ომიანობის დროს ისედაც ვერავინ იფიქრებდა, როდის სად ჩამოვარდებოდა აზერბაიჯანელების ნასროლი ჭურვი. ამას კი ორი შურისმაძიებელი ქართველი დაემატა. საჭირო იყო პრობლემის დროული გადაჭრა. „იქნებ არც ფიქრობენ შურისძიებაზე? იქნებ დავუბრუნოთ ეგ გოგო და მარტივად მოგვარდეს ყველაფერი?“ - ფიქრობდა ხანდაზმული გრიგორიანი. დაცვას სათვალთვალო კამერების ჩანაწერი მოატანინა. ნათესავებთან ერთად რამდენჯერმა უყურა დაუპატიჯებელი სტუმრის მოსვლისა და წასვლის კადრებს. ამის შემდეგ სამველამ ვარაუდი სტუმრის ვინაობაზე აშკარად დადასტურა. უფროსმა გრიგორიანმა ბიჭებს თაკოს მოყვანა სთხოვა. რამდენიმე წუთში ოთახში ქართველი ტყვე შემოიყვანეს. ფერწამხდარი, შიმშილიგან დაუძლურებული გოგო, მაგიდასთან, სკამზე დასვეს და მოზრდილი თეფშით საჭმელი დაუდეს. - ჭამე. - მშვიდად უთხრა ვართანმა. თაკომ ამრეზით დახედა. არა თუ მადის ქონა, გონებაც აღარ ეუბნებოდა, რომ უნდა ეჭამა. არ ეგონა, თუნდაც სამველასნაირი ადამიანი, ნახატის გამო, რომ სასიკვდილოდ გაიმეტებდა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ გაუშვებდა. ახლა ეს აღარ აინტერესებდა. აღარ ადარდებდა საკუთარი თავი. იცოდა, კაცი, რომელიც მეათე წელია თავდავიწყებით უყვარდა, მის გამო ყველაფერს გააკეთებდა, სიცოცხლესაც კი დათმობდა. იქნებ დათმო კიდეც? იქნებ ცოცხალი ვერ გამოვიდა იმ შეტაკებისას? იქნებ რომელიმე დაბობვას ემსხვერპლა? ცივი ოფლი ასხამდა ამის გაფიქრებაზე. თუმცა ამ ფიქრების ჭეშმარიტებაში ნელნელა რწმუნდებოდა, სწორედ ამის გამო იყო, რომ უმიზნოდ დარჩენილი, შიმშილისგან დაუძლურებული გოგო ჭამაზე უარს ამბობდა. - არ დაიღალეთ? მესროლეთ, თვენც დაისვენებ და მეც. - ჩაილაპარაკა თავჩახრილმა. - შენი ქმარი მკვდარია! - დაიხრილა სამველამ. - ნუ შეჭამ! მასთან წასვლა გეჩქარება ალბათ! - წყნარად! - დაუბღვირა ვართანმა. - ახლა ვიდეოს გაჩვენებ. - მიუბრუნდა ქეთის, სადაც შენი ქმრის მეგობარს დაინახავ. ამის შემდეგ მინდა მითხრა, თუ გაგიშვებთ მასთან, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ წახვალთ და ზემდეტ პრობლემებს არ შექმნით? თუ არ გაჩერდება, ისიც მოკვდება და შენც. მაინც ასაკიანი კაცი ვარ, არ მინდა ზედმეტი სისხლი კისერზე. - იცრუა ვართანმა. ჩანაწერის ნახვის შემდეგ თაკო შესამჩნევად გამოცოცხლდა. თავი წამოსწია, სახე გაუნათდა. ჩანგალს ნელნელა აიღო და ჭამა დაიწყო. ახალი იმედი გაუჩნდა. იმედი შურისძიებისა. გული, რომელიც აქამდე მოწმენდილ ცასავით სუფთა ჰქონდა, სისასტიკის გრძნობით ევსებოდა. - ოჰ, სიკვდილი გადაგიფიქრები. - მიაჩერდა გოგოს სამველა. - ჯერ შენი სიკვდილი უნდა ვნახო! - ავად გამოსცრა გოგოს. - გაათრიეთ აქედან. - მოთმინებამ უმტყუნა ვართანს. ოთახის ბოლოში მდგარი დაცვის წევრი სასწრაფოდ მივიდა გოგოსთან. მკლავში ჩააფრინდა, სკამიდან წამოაყენა და გასასვლელისკენ ჩქარი ნაბიჯით წაიყვანა. - ჩემი ქმარი ცოცხალია! ის აუცილებლად განანებთ ამ ყველაფერს. - აყვირდა თაკო. - აი მას კი არასდროს არ უნდა გაექცეთ! - ვის? მფრინავ ჰოლანდიელს?! - დამცინავად დაადევნა კითხვა ვართანმა. - რატომ ვითომ? - დაღლილი მოკვდებით! - იყო პასუხი. - როგორ ფიქრობთ, გაჩერდებიან გოგოს გადაცემით? - გოგოს გასვლის შემდეგ იკითხა ვართანმა. წუთიერი დუმილი ჩამოწვა. არც ერთ გრიგორიანს, სამველას გარდა არ სურდა დამატებითი პრობლემები. მხოლოდ სამველას არ ადარდება ოქრო. მას მხოლოდ საკუთარი თავი და ნახატები აინტერესებდა. - არ მგონია. - დუმილი ყოფილმა სამხედრო სნაიპერმა დაარღვია. - ვფიქრობ გოგოს წაიყვანენ და ჩვენსკენ მაინც მობრუნდებიან. - რატომ? - მისი მიზანი გოგო დაბრუნებაა, მაგრამ ბევრი მსმენია ჰოლანდიელზე და ვიცნობ მის ფსიქოლოგიას. ის თუ სანადიროდ გამოვიდა ხელცარიელი ვერ წავა. მე მგონია, რომ ამდენი წელი ჰორიზონტზე არ ყოფნით, სისხლს უნდა იყოს მონატრებული. - არტურ! ისეთი ხარ აღტაცებული ამ ჰოლანდიელით, მგონი აზვიადებ. - ხელი აიქნია ვართანმა. - ვიცნობდი ხალხს, ვისაც ის ნანახი ყავდათ. იცი რას ამბობდნენ მასზე? - რას? - მტერთან მისი გამოჩენა უცილობლად მტრის სიკვდილით მთავრდებაო. მის თვალში ჩვენ მტერი ვართ. ის ბრძოლაში მუდამ უჩინარი იყო. 2008 წლის ომის დროს, ის უნიღბოდ ქართველ ჯარისკაცებსაც კი არ ენახებოდა. აქ ის უნიღბოდ მოვიდა. რა გგონიათ, მხოლოდ ერთი გეგმა ექნება? - რას გულისხმობ? - მფრინავი ჰოლანდიელი სასტიკი და ამასთანავე ძალიან ჭკვიანია. რაკი აქ მოვიდა, მან იცის სამველა და გოგო აქ არიან. ისიც ახსოვს, რომ სამველა სახეზე იცნობს. აუცილებლად დაუშვებდა იმ გარემოებასაც, რომ შეიძლება გამოაშკარავებულიყო მისი სიცრუე, თითქოს სამინისტროს თანამშრომელია. ამის მერე რა გამოდის? ჩვენ, მისმა მტრებმა, ჰოლანდიელი უნიღბოდ ვნახეთ... - ხელები გაშალა არტურმა. არტურის სიტყვები და მოსაზრებები სამველას სურვილებისკენ მიდიოდა. - ისინი აუცილებლად უნდა მოკვდნენ. - ამოიხავლა ბოლოს. *** გრიგორიანების სამფლობელოდან მობრუნებული ლაშას მონაყოლმა ერთიორად გააშმგა ზვიად ლიქოკელი. გააშმაგა და შეაშინა. - ხომ არ... - ნუ ფიქრობ მაგაზე! - გააწყვეტინა ლაშამ. - დარწმუნებული ვარ ცოცხალია. ხომ გითხარი, შენი აღწერილი მანქანა, რითიც სამველა იყო, იქვე ეყენა, ეზოში. დაფიქრდი, მოკვლა რომ სდომოდა აქამდე რატომ წამოიყვანა? - არ ვიცი ლაშა, აღარაფერი არ ვიცი... ვითომ რაც გაიგო, რომ კვალზე ვადექი სავაჭროდ სჭირდება? - მთელი კრიმინალური დაჯგუფებაა ბიჭო, არ მგონია ერთი კაცის ეშინოდეთ და ამის გამო სავაჭროდ იტოვებდნენ... - რომ არ დარეკოს იმ ვიღაც ვართანამ? - იმედი დავიტოვოთ, რომ დარეკავს. თუ არ დარეკა სხვა გზა აღარ რჩება, ეგრევე უნდა შევუტიოთ. ხვალ-ზეგ თუ აზერბაიჯანმა სახმელეთო ჯარი შემოიყვანა, ესენი შარშანდელი თოვლივით გაქრებიან აქედან. - ეგ არის რომ მაშინებს და გულს მიხეთავს. ამიტომ მინდა ამაღამვე დავეცეთ. - არ აჰყვე მაგ ემოციებს და შიშებს ზვიად. - მახსოვს მეუბნებოდი შიში ცუდი არ არისო...შიში სიფრთხილისკენ გვიბიძგებსო. ეგრე არ იყო? - ეგრეა. შიში კარგი მსახურია, მაგრამ ცუდი ბატონია იცოდე. არ ვარგა შიში ბატონად. შიშის გამართლება ხშირად არ ვარგა. მისი კონტროლია საჭირო. - შენც არანაკლებად იყავი მაშინ... - აგვისტოს ომის დროს ქეთის ტყვეობა გაახსენა. - ისე რა ბედი გვარგუნა ღმერთმა, ჰა, ლაშა? - ჩვენს შემთხვევაში, მგონი სიყვარული მართლა ხარკი ყოფილა ბიჭო, რომელსაც ღმერთი ამ ქვეყნად მოვლინებისთვის გვაკისრებს. - გაიღიმა არაბულმა. - რაღაც მინდა წინასწარ იცოდე. - გისმენ. - თუ შენი გეგმა გაამართლებს, თუ დაიჯერებენ შენს მონაყოლს და თაკოს მოიყვანენ, მე სახლში წასვლას არ ვაპირებ. გავიყვან სამშვიდობოს და უკან მოვბრუნდები. - მე კი აქ დაგელოდები. - მართლა? - სახე გაუბრწყინდა ზვიადს. - რა იყო გაგიკვირდა? - იწყინა ძმადნაფიცმა. - არა, უბრალოდ ვიფიქრე თუ თაკოს წამოვიყვანდით... - კარგი რა. - გააწყევიტინა ლაშამ. - ახალგაზრდობის გასახსენებლად ამაზე კარგი მიზეზი როდისღა მომეცემა? ძლიერმა აფეთქების ხმამ შეაწყვეტინათ საუბარი. შორიახლოს აფეთებულმა ჭურვმა ცეცხლთან მჯდომნი კედელს შეანარცხა. გამაყრუებელი აფეთქებიდან ორიოდე წუთში პირველი ზვიადი მოეგო გონს. მაშინვე ირგვლივ მიმოიხედა. არავინ ჩანდა. კედლის ნანგრევებთან მიწოლილ უგონოდ მყოფ ლაშას ეცა. ნანგრევები მოაშორა. ზურგზე გადმოატრიალა. მის წინ ჩაიმუხლა, სასწრაფოთ გულისცემა და პულსი შეუმოწმა. შემდეგ სხეული დაუთვალიერა, დაჭრილი არ იყო. „ლაშა! ლაშა!“ - რამდენჯერმე დაუყვირა ბოლო ხმაზე. ფეხზე წამოიჭრა, მანქანისკენ გაიქცა და სასწრაფოდ წყალი მოიტანა. სახეზე ნელე-ნელა დაასხა. პირის მობანვას რომ მორჩა, ყურის ბიბილოების დასრესვა დაუწყო. არაბული გონს არ მოდიოდა. „კანტუზია“! - გაუელვა გონებაში. „ოღონთ ეს არა“. - გამოცდილ სამხედროს კანტუაზია უამრავჯერ ენახა ავღანეთშიც. კარგად იცოდა, რომ იგი შეიძლება წვრილი ქვების ან ქვიშის სხეულზე დაყრის შედეგადაც კი განვითარდეს, ჩამოგრევის ან ჩამოზვავების დროს. სწავლებებიდან კარგად ახსოვდა, კანტუზიას ახასიათებდა გენერალიზებული დარღვევები, უპირველეს ყოვლისა, ცნობიერები დაკარგვა, რომლის ხანგრძლივობაც კანტუზიის სიმძიმეზე იყო დამოკიდებული. „ღმერთო, რა დავაშავე ასეთი“! - გაავებულმა ამოიგმინა, ცად აპყრობილი თავი ნელ-ნელა ქვემოთ დაუშვა. სიმწრის ცრემლი ჩამოუგორდა. - ნუ მოსთქვამ დედაბერივით! - მოესმა ძმადნაფიცის სუსტი ხმა. - ჰოლანდიელო! - სიმწრის ცრემლი მოიწმინდა გახარებულმა ზვიადმა. - თუ გინდა გამოვიცნობ, კანტუზია გეგონა. - ზლაზვნით წამოდგა. - ჰო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.