შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეკვიემი (ამბავი მეორე) (პირველი ნაწილი სრულად)


2-12-2023, 21:18
ავტორი Linda Gavasheli
ნანახია 1 175

თავი 1

საღამოს ბინდში ჯერ გარე განათების უღიმღამო შუქი აირია, შემდეგ ავტომობილების ფარებისგან გამომკრთალი სინათლე. ბოლოს დაღამდა კიდეც და ლამპიონების მბჟუტავი ნათებაც კიდევ უფრო უსიცოცხლო გახდა წყვდიადის ნისლში ვიდრე მანამდე იყო. აცივდა, წვიმის მსხვილ-მსხვილი, გახშირებული წვეთები ისე დაეშვნენ პირქუშად შეკრული ღრუბლებიდან, თითქოს ობოლი მარგალიტის მძივი გაუწყდა, რომელიღაც გულგატეხილ ბანოვანს. ქარმა ჩვეულად, სუსხიანად დაუბერა და შემოდგომიდან გადმოყოლილი უკანასკნელი ფოთლებიც შემოაძარცვა ხეებს. მოძრაობაც გაჭირდა, ნიაღვრები ყველა მხრიდან მოჰქროდნენ ახლად მოასფალტებულ გზებზე. შუქნიშნებთან საათობით იდგნენ საცობში მოყოლილი ავტომობილები და მოუთმენლად ელოდნენ საწვიმარ ლაბადაში გამოწყობილი, მსუქანი პოლიციელის სასტვენის ხმას. ცენტრალური უბნებისგან განსხვავებით გარეუბნებში მაგისტრალი უკაცურად გამოიყურებოდა და ისიც გიჟივით მიაქროლებდა ავტომობილს მოლიპულ გზაზე. სიჩქარეს თანდათან უმატებდა. ერთი სული ჰქონდა უკან მოეტოვებინა ყველაფერი, საკუთარი ფიქრების ჩათვლით. მოულოდნელად გააჩერა, ფანჯარას დაუწია და საშობაოდ ნაყიდი თეთრი ვარდების თაიგული მძიმედ მოისროლა. ფანჯარაში შემოჭრილმა წვიმის წვეთებმა სახე დაუსველა, თითქოს ესიამოვნა ეს სიგრილე, სიბრაზისა და ტკივილისგან გაავებულ სხეულს რომ დაუარა. წვეთები გამალებით სცემდნენ საქარე მინას და თვალთახედვას შეუძლებელს ხდიდნენ, მაგრამ იქნებ არც იყო საჭირო დანახვა... ხეობაში ადიდებული მდინარე ბობოქრობდა, გრუხუნებდა, ნაპირებიდან გადმოსული ჭალას დასტაკებოდა და ძირს უთხრიდა ავიშვიშებულ ხეებს, რომლებიც თითქოს გადარჩენას ითხოვდნენ, მაგრამ მათი არავის ესმოდა. ავტომობილი ისევ განაგრძობდა თავაწყვეტილ რბოლას, ვერც იგრნო როგორ შეცვალა მაგისტრალი აფალტავარდნილმა ჯერ კიდევ დაუსრულებელმა გზამ, ვერაფერს ამჩნვდა და არაფერი ესმოდა უბრალოდ იქამდე მიიწევდა წინ გონებადაბინდული, სანამ აზვირთებულ მდინარეში არ გადაეშვა ხიდიდან...
ეს თითქოს შვებასაც გავდა... მოგონებებმა გაცოცხლება დაიწყეს, ერთი მეორის მიყოლებით დაემშვიდობა გონება, თითქოს ბრძოლას აზრიც აღარ ქონდა... ასე სრულდებოდა უძილო ღამეების დეკადა და საშობაოდ ნაყიდი თეთრი ვარდების ამბავიც. ეს იყო დასასრული ტკივილისა და ბრაზისა ცხოვრებაზე, სიყვარულსა და უსამართლობაზე. დასასრული ყოველგვარი მოკვდავური ამაოებისა, რომელზეც ვხარჯავთ არსებობის უდიდეს ნაწილს და პასუხიც არ გვაქვს ღირდა ამისთვის ცხოვრება თუ არა...
იქნებ ყველაფრის დასრულება მისი არსებობის დასრულებასთან ერთად უკეთესი ყოფილიყო ვიდრე სიცარიელეში დაბრუნება, ვიდრე ტკივილთან გამკლავება, ვიდრე ბრაზის დამარცხება, ან კიდევ უარესი იქნებ ფიქრობდა, რომ ასე სჯიდა ან უნდოდა კიდეც სხვებსაც ეგრძნოთ დანაკარგით გამოწვეული ტკივილი. თვითონ კი ვეღარაფერს იგრძნობდა, იქ - მეორე მხარეს სრული სიმშვიდე ეგულებოდა და ამ სამყაროში დარჩენის ერთ მიზეზსაც ვერ პოულობდა. თუმცა რომც ეპოვა მდინარე მას აღარსად უპირებდა გაშვებას. ავტომობილი ტალახიანი, შლამნარევი წყლით მაშინვე გაივსო და სიღრმისაკენ დაიძრა. მდინარე კი ისეთივე ღრმა იყო, როგორც მისი ტკივილი...

- გადავარდა - შეჰკივლა ანამ და სახეზე ხელი ინსტიქტურად აიფარა.
ირაკლიმ სწრაფად დაამუხრუჭა ავტომობილი
- სასწრაფო გამოიძახე და მანქანიდან არ გადმოხვიდე! - მიაძახა ცოლს და თვითონ ელვის სისწრაფით გაჩნდა გადანგრეულ ჯებირთან. უკუნეთ სიბნელეში სადღაც ქვევით რაღაც შუქს მოჰკრა თვალი და თვითონაც აქაფებულ მდინარეში გადაეშვა. ინსტიქტი თორემ რომელი ჭკუათმყოფელი გაბედავდა იმ სიბნელეში მდინარეში გადახტომას.
ამ სურათის შემხედვარე ანას კივილის მსგავსი ხმა აღმოხდა, მუხლები და ხელები თანაბრად უკანკალებდა, ისე რომ მანქანის კარის გახსნასაც ვერ ახერხებდა. საიდანღაც რაღაც ბუნდოვანი ხმა მოესმა, ადამიანის ხმა. "ტელეფონი" შეშლილივით იკივლა გონებამ და ფეხებთან ჩავარდნილ ტელეფონი როგორც იქნა აკანკალებულ ხელებში მოიქცია. გაურკვევლად ლაპარაკობდა, მაგრამ ოპერატორმა მაინც შეძლო მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ამოკრეფა, "ავარია" "ძველი ხიდი" "გადავარდა" "გადახტა" "მდინარე". ერთდროულად გამოემართნენ სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ოპერატორი არ წყვეტდა პანიკაში ჩავარდნილ ქალთან კომუნიკაციას, მისი ხელოვნური, მონოტონური ხმა კიდევ უფრო აღიზიანებდა ანას და მეტი უსუსურობის განცდას მატებდა. ხან ბრაზით უტევდა და ხან დახმარებას ემუდარებოდა. მაშველები დროულად მოვიდნენ ზუსტად, რომ დროულად... ბედზე მიუსწრეს, იმ ღამეს სიკვდილი რომ არც ერთს ეწერა, ისეთ ბედზე... იქამდე სანამ ქარიშხალი გაასწორებდა მიწასთან ქალაქს, სანამ კომუნიკაცია ჯერ კიდევ არსებობდა სანამ საავადმყოფოები გადაივსებოდა, სანამ თავისუფალი საოპერაციობი მოიძებნებოდა...
ოპერაციაც წარმატებული აღმოჩნდა ორივე გადარჩა, მაგრამ უცნობს თითქოს გაღვიძება არ სურდა...
ირაკლის ღია ჭრილობები ჰქონდა, უფრო სწორედ მკლავისა და ზურგის მეტი წილი ნაფლეთებათ ჰქონდა ქცეული. მდინარე გაშმაგებით ცდილობდა არ გაეშვა არც ერთი მათგანი, ხან წაწვეტებულ ქვებს ახეთქებდა, ხან მოგლეჯილი ხეების ტოტებში ხლართავდა და მერე ისევ ქვებს ახეთქებდა, ხან სიღმისაკენ ითრევდა, ხანაც თავდაღმართში მიაქანებდა და ისევ რომელიმე მახეში უპირებდა გაბმას. მაგრამ სიცოცხლის წყურვილით შეპყრობილი ირაკლი დანებებას არ აპირებდა, უცნობს ხელს არ უშვებდა და ცდილობდა ნაპირამდე მიეღწია როგორმე. თუმცა რამდენჯერმე მაინც გამოსტაცა მდინარემ და ისეთი გამეტებით მიანარცხა ქვების გროვას დღის შუქი რომ ყოფილიყო და ეს სურათი ვინმეს დაენახა მისი გადარჩენის იმედი გადაეწურებოდა, მაგრამ არა მას. ის მკვდარსაც არ გაატანდა, უფლებას არ მისცემდა თავის ნებაზე ეჯიჯგნა მდინარეს. ყველაფერს აქვს თავისი წესი, მიცვალებული მიწას უნდა მიებაროს. ღრმად სწამდა, რომ ადამიანები ადამიანებად რჩებიან ცოცხლებიც და მკვდრებიც, ორივეს სჭირდება პატივისცემა და სულის სიმშვიდე. მისი სული კი სიმშვიდეს ვერ მოიპოვებდა თუ არ ეცდებოდა განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის დახმარებას, სინდისის ხმა მოსვენებას არ მისცემდა, არ აპატიებდა, თუ მის გადასარჩენად არაფერს მოიმოქმედებდა, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად! საფასური მართლაც რომ, დიდი იყო. რომ მომკვდარიყო ნეტავ ანა თუ აპატიებდა ამ საფასურის გადახდას, ან მისი ვაჟი თუ იამაყებდა მამაჩემი გმირი იყოო, საბედნიეროდ ამას ვეღარ გავიგებთ იმ გმირების წყალობით, რომლებმაც იმ ღამეს ასევე საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გაბედეს მდინარეში შესვლა და მათი გადარჩენა.
ანა ათასი დამამშვიდებლი ნემსითა თუ აბით ისე იყო გაბრუებული ინსტიქტურად გადი-გამოდიოდა კორიდორში, ვეღარაფერს გრძნობდა, ვეღარც ფიქრობდა, გონებაში ჩამოწოლილი ნისლი აზროვნებაში ხელს უშლიდა, აღარც ფეხები ემორჩილებოდა ან საერთოდ როგორ იდგა ისევ?! მაგრამ იდგა და ელოდა! ვერაფრით დააწვინეს პალატაში იქამდე მანამ, სანამ ქმრის ნახვის უფლება არ მისცეს. რომ დაიგულა საფრთხე აღარ ემუქრებოდა ერთიანად მოწყდა, ისე თითქოს ყველა აქამდე მიღებულმა დამამშვიდებელმა შეთქმულივით მაშინ დაიწყო მოქმედება და დილამდე აღარაფერი გაუგია, თვალი რომ გაახილა ირაკლი მის გვერდით იყო, პლასტერებსა და ბინტებში გახვეული, წვეთოვანი აპარატით ხელში და მაინც მის გვერდით...

თავი 2

საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ირაკლი ყოველ დღე მიდიოდა უცნობის სანახავად იმ იმედით, რომ ერთ დღესაც გაღვიძებული დახვდებოდა, თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმას დაუბრუნდა, ექიმები ამბობდნენ რომ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს და ახლა ყველაფერი თავად პაციენტზე იყო დამოკიდებული.
- როგორ თუ პაციენტზე? _ გაიკვირვა ირაკლიმ. არ ესმოდა რა უნდა ყოფილიყო დამოკიდებული კომაში მყოფ ადამიანზე იმაზე მეტი ვიდრე ექიმებს შეეძლოთ გაეკეთებინათ მის გასაღვიძებლად.
- მომისმინე შვილო - უთხრა ერთ-ერთმა ასაკოვანმა ნეიროქირურგმა, როცა მისი გულწრფელი გაოცება შენიშნა - ადამიანის ტვინი ერთი დიდი გამოცანაა, ხომ ხედავ სურათზე ყველაფერი რიგზეა, ყველა რეფლექსი მუშაობს და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია, არაფერი უშლის ხელს, მაგრამ მაინც არ იღვიძებს, თითქოს ღრმა ძილშია და გამოღვიძება არ უნდა. ეს მის სურვილზეა დამოკიდებული, მის გადარჩენის ინსტიქტზე, მის სიცოცხლის წყურვილზე - უხსნიდა ექიმი რაც შეიძლებოდა ადამიანურ ენაზე ლათინური აბდა-უბდას გარეშე. (თურმე ასეც შეიძლება თუ ნორმალური ადამიანი შეგხვდა და თავიდან არ გიშორებს ლათინური სიტყვების რაკარუკით...)
ირაკლი ერთხანს ისევ იჯდა უცნობის პალატაში და დაკვირვებით ათვალიერებდა, შემდეგ ანას დიდი ხნის მეგობარს მარის უხმო, რომელიც მოხალისედ მუშაობდა საავადმყოფოში და სთხოვა თუ რამე შეიცვლებოდა მისთვის აუცილებლად გაეგებინებინა.
ირაკლის ხშირად უწევდა ქალაქის დატოვება სამსახურიდან გამომდინარე, ანა მიჩვეული იყო მის მივლინებებში სიარულს, მაგრამ პატარა ლუკასი ვერაფრით შეეგუა მამა ხან, რომ ჰყავდა და ხან არა. ეჭვიანობდა მის სამსახურზე ამბობდა, რომ გაიზრდებოდა ისეთ მამას იშოვიდა სულ რომ გვერდით ეყოლებოდა, არ იმუშავებდა და სულ მასთან ერთად ითამაშებდა. ირაკლი განიცდიდა შვილის ასეთ დამოკიდებულებას, გადაწყვიტა სამსახური შეეცვალა, მაგრამ ბავშვის ფსიქოლოგმა ურჩია რომ ორივესთვის უკეთესი იქნებოდა თუ ასე არ მოიქცეოდა. ლუკასი 7 წლის ცელქი, სიცოცხლით სავსე ბავშვი იყო. მრგვალი სახით და დიდი ბრიალა თაფლისფერი თვალებით, ღია ჩალისფერი თმითა და პატარ-პატარა, ბრტყელ-ბრტყელი ჭორფლებით. ცელქი და ონავარი, ცოტა ეგოისტი, როგორც ყველა განებივრებული დედისერთა. გულღია და ხალისიანი, ლაღი და თამამი და ცოტა მავნეც, როგორც ყველა ბავშვი მის ასაკში. ყველაზე მეტად სიჩუმე და სიცარიელე არ უყვარდა, მამის გარეშე კი სახლი თითქოს ცარიელი იყო. ანას უყვარდა სიჩუმე, წიგნის კითხვა და მოდური ჟურნალების თვალიერება. ქსოვაც უყვარდა, მოკალათებდა ხოლმე დივანზე და საათობით ქსოვდა ფიქრებში გართული. ლუკასს კი სძულდა ქსოვაც და კითხვაც. ყველაფერი სძულდა რაც მისთვის სიჩუმესა და მოწყენილობასთან ასოცირდებოდა. ძილის წინ ზღაპრების მოსმენა უყვარდა მხოლოდ და დედაც სულ უკითხავდა. აი მამა კი სულ სხვა საქმე იყო. ყოველთვის მხიარულად ატარებდნენ დროს, ხან რას მოიფიქრებდნენ და ხან რას, მერე კი სახლიც თითქოს თავდაყირა იდგა მათთან ერთად. ბოლოს ასეთი გამგზავრებიდან დიდი დრო იყო გასული ახლა კი მაინც და მაინც ახალ წელს დაამთხვიეს ისედაც როგორი შობა ჰქონდათ.
-არსად წავალ, - მტკიცედ გადაწყვიტა გონებაში ირაკლიმ, ჯერ კიდევ მთელი სხეული სტკიოდა და მგზავრობაც გაუჭირდებოდა, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანი მიზეზი იყო. ახალი წელი მაინც ეკუთვნოდა ლუკასს.

******

ევას მეორე დამხმარე მარი ახალი წლის ღამესაც საავადმყოფოში ატარებდა, ამ ახალი წლისთვის გეგმები ჰქონდა, ანა მისი საუკეთესო მეგობარი იყო და ყოველ დღესასწაულს მათ სტუმრობდა, ირაკლისაც ძალიან უყვარდა მარი, ხალისიანი და გულღია მასავით ყოველთვის მზად სხვების დასახმარებლად... ამ წელსაც ელოდნენ, მაგრამ გადაწყვიტა, პაციენტებს მეტად სჭირდებოდა მისი იქ ყოფნა. ახალი წელი ყველგან ახალი წელია საავადმყოფოშიც კი. ფერადი ბუშტებით, შუშხუნებით და ტკბილეულით, მილოცვებით და კეთილი სურვილებით, მხიარული სიმღერებით და ხალისიანი განწყობით... საავადმყოფოშიც შეიძლებოდა თურმე პატარა ზეიმის მოწყობა...
უკვე შუაღამე იწურებოდა, როცა კომაში მყოფ პაციენტთან შევიდა და დივანზე მოხერხებულად მოიკალათა.
- ახალ წელს გილოცავ უცნობო - გაუღიმა მან და იქვე დადებულ წიგნს დასწვდა. მასაც ანასავით უყვარდა კითხვა, ოღონდ მისგან განსხვავებით ხმამაღლა კითხვა ერჩივნა. ახლაც იჯდა და ისეთი ხმით კითხულობდა, სპექტაკლის შესავალს რომ აქვს ხოლმე. თითქმის თენდებოდა წიგნი, რომ გადადო და თვალები მილულა. ჩაძინებამდე ფიქრებმა წაიღო, თავის უემოციო მსმენელზე ფიქრობდა მის გვერდით, რომ გაშოტილიყო და გაღვიძებას არ აპირებდა.
- ასე როგორ იცხოვრა რომ არც ოჯახი ჰყავს არც მეგობრები, ახალ წელსაც კი არ მოუკითხავს არავის! არადა როგორი სიმპტიურია, მეგობარი გოგოც არ ჰყავს ალბათ, თორემ ის მაინც ხომ მოაკითხავდა. -მსჯელობდა თავისთვის - იქნებ სულაც არ არის კარგი ადამიანი და მაგიტომ არ კითხულობს არავინ, იმედია ასე არ არის და მანიაკი არ გადაარჩინე ძმაო - ირაკლი იგულისხმა მარიმ და წარმოდგენაზე გააჟრიალა, მერე კი გაანალიზა, რომ ხმამაღლა ფიქრობდა. - ჯანდაბა ისევ ხამაღლა ვფიქრობ დატუქსა საკუთარი თავი - კიდევ კარგი არაფერი გესმის - უცნობს მიმართა მან და უძრავ სახეზე დააცქერდა - ან იქნებ გესმის კიდეც, მაგრამ რომ გაიღვიძებ თუ გემახსოვრება?! ჯანდაბა საკუთარ თავს ველაპარაკები თუ კომაში მყოფ ადამიანს ორივე სიგიჟეა! - ჩაილაპარაკა და პლედში ჩამალა თავი, თითქოს ეს დაიცავდა საკუთარი სიგიჟისგან, თუმცა გიჟი ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო.
საავადმყოფოს ადმინისტრაცია, თვალს ხუჭავდა მის გამოხტომაზე უცნობი პაციენტის პალატაში გაეთია ღამე. მთელ მის ხარჯებს ხომ მისი ახლობელი ანაზღაურებდა და თავად ისიც მოხალისედ მუშაობდა კლინიკაში, მაგრამ რა იქნებოდა ერთ დღესაც, მისი ოჯახი გამოჩენილიყო, როგორ მიიღებდნენ მოხალისე გოგონას იქ ყოფნის ამბავს, ან იქნებ ცოლი ყავდა და ღმერთმა იცის რა დღეს აწევდა, ქმრის პალატაში უცნობი მძინარე ქალი, რომ დახვედროდა.
-ყველაზე მცირე უხერხულობა გარდაუვალია თუ ოდესმე ვინმე მოაკითხავს ამ უბედურს! - ამბობდა განყოფილების გამგე, მაგრამ მარის მაინც არავინ უშლიდა იქ ყოფნას. ისიც შეეჩვია უცნობს, მასზე ჯერ როგორც სხვა რიგით პაციენტებზე ისე ზრუნავდა, მერე ირაკლიმ სთხოვა ყურადღების მიქცევა, როცა მისი მოხალისეობის შესახებ შეიტყო. მერე თავადაც ხშირად დახედავდა ხოლმე და უპასუხო დიალოგში შედიოდა. დიალოგის რა გითხრათ შეკითხვებს სვამდა და სავარაუდო პასუხებს არჩევდა. როგორი რთული და ამავდროულად როგორი ადვილია თავად შექმნა ადამიანის სახე, უცნობი მისთვის ჯერ არ დაწერილი წიგნის პერსონაჟს ჰგავდა, მწერალი რომ ჩაფიქრდება აღწერის წინ ზუსტად ისეთს. რასაც გინდა რომ წარმოიდგენ ხან საკუთარი წარმოდგენები, რომ დაგცემს თავზარს აი მაგალითად ისეთი სერიულ მკვლელად რომ წარმოიდგინა ან ისეთი ოცნების პრინცად რომ იქცევა და მთელ ჯადოსნურ სამყაროს გადაგიშლის. ნეტავ სინამდვილეში როგორი იყო? ფიქრობდა ის და მზრუნველი თვალებით დასცქეროდა. ასე გაიარა მთელმა კვირამ და ვინ იცის წინ კიდევ რამდენი დღე თუ კვირა იყო დარჩენილი პასუხების მიღებამდე, შეიძლება თვეებიც და წლებიც ექიმებისთვის რომ გეკითხა.
არა ამდენი დრო ვერ დარჩებოდა მარი მოხალისედ, მასაც ჰქონდა ცხოვრება, სამსახური და სხვა პასუხისმგებლობები სხვა ადამიანების წინაშე.

თავი 3

სუსხიან ზამთარის შემდეგ, ატმის ყვავილობის ეპოქაც დადგა. გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილ ჰაერს ოცნებებიც მოქონდა ახლად აყვავებულ იასამნის სურნელთან ერთად. მარი მოხალისედ აღარ მუშაობდა, მაგრამ ხშირად მიდიოდა საავადმყოფოში. არ რჩებოდა თუმცა იჯდა და საათობით კითხულობდა მისეული, თეატრალურად დრამატიზებული ხმით. უცნაური იყო მარის ჩვევად ქცეული სტუმრობები სამსახურის შემდეგ და ისიც აქამდე, რომ არავინ გამოჩნდა მომკითხავი, პოლიციის გარდა. მათაც საავადმყოფომ მიმართა პაციენტის იდენტობის დასადგენად. გაზაფხული ზაფხულმა შეცვალა, ზაფხული - შემოდგომამ დრო მიდიოდა, მაგრამ უცნობისთვის არაფერი იცვლებოდა. ისევ ჯიუტად ცდილობდა სამედიცინო პერსონალი გამოღვიძებას, მაგრამ მას თითქოს იმ უწვრილეს ძაფზეც გაეშვა ხელი რაც ამ სამყაროსთან აკავშირებდა. სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, ღრმა ძილში, სრულიად სხვა სამყაროში ცხოვრობდა. სამყაროში სადაც ბედნიერი იყო. სადაც თან არ სდევდა ყოველდღიურობის ტვირთად ქცეული სევდა. სამყაროში სადაც ღალატი, შური და ბოროტება არ არსებობდა, არც მატერიალური საზომები იყო და არც მავნე ჩვევები. სამყაროში სადაც მუდმივად სავსე იყო... მუდმივად ბედნიერი... სადღაც გონების, რომელიღაც კუნჭულში შემორჩენილი საღი აზრი ეუბნებოდა, რომ არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი რეალური ყოფილიყო. მაგრამ რაში სჭირდებოდა რეალობა?! რეალობა სადაც, მის ცხოვრებაში ყველაფერი ყალბი იყო კუპიურების გარდა! რეალობა სადაც, საოცრად მარტივად მიდიოდნენ ადამიანები. მიდიოდნენ და უპასუხო კითხვების კორიანტელს აყენებდნენ: ნუთუ ამას იმსახურებდა?! ნუთუ სულ ეს იყო?! ნუთუ არაფერი დარჩა ადამიანური?! ნუთუ აღარავის სჭირდება?! ნუთუ ამოწურა არსებობის ლიმიტი?! ნუთუ მხოლოდ მას შეუძლია ერთგულება?! ლოდინი?! დათმობა?! თანადგომა?! თუმცა გაქცევაც შეუძლია! საკუთარი თავისგან და რეალობისგან გაქცევა! ნარკოტიკების და ალკოჰოლის თავშესაფარში დაბანაკება. ყველა ემოციის აგრესიად გარდაქმნა და ამით სისუსტის კომპენსირება. მასაც აქვს სისუსტეები, თანაც როგორი! მაგრამ ის იბრძოდა! იბრძოდა ამ სისუსტეების დასაძლევად, ნარკოტიკის მოსაცილებლად! აგრესიის ჩასახშობად! უკეთესი მომავლის შესაქმნელად... თავგადასავლებისგან მობეზრებულმა, ერთ დღეს, ერთ წვეულებაზე იმედი დაინახა. საოცრად ლამაზი ღიმილი და უძირო თვალები ქონდა მის იმედს... თითქოს ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა, მოტივაცია მიეცა... ნაბიჯები გადადგა! გრძელი და მძიმე ნაბიჯები! რეაბილიტაციის კურსები, მკაცრი გადაწყვეტილებები... დაუსრულებელი ბრძოლები... უძილო ღამეები... ფიზიკური და სულიერი ტკივილები... და კიდევ უფრო მძიმე უნდობლობის ტკივილი... ის არ იმსახურებდა უნდობლობას! მას მართლაც შეეძლო სუფთა ფურცლიდან დაეწყო, ძველი ცხოვრების კარი გამოეხურა. ახალ ბილიკს შესდგომოდა. მაგრამ არ ენდნენ! მაინც ყველაფერი გააკეთა! თუმცა, მთავარი დაავიწყდა - არავისთვის არაფრის დამტკიცება იყო საჭირო, ამ ყველაფრს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის აკეთებდა! დაავიწყდა, რადგან მხოლოდ მასზე ფიქრობდა. იმ დღესაც მასთან მიდიოდა. უყვარდა და დაბრუნება ეიმედებოდა... მხოლოდ ეს იმედი აძლევდა ძალას. დიდი ხნის შემდეგ პირველად დაინახა სამყარო ფხიზელი თვალით. ყველაფერი ეუცხოვა, უცნაურად შეცვლილი გარემო და ადამიანები მის გარშემო, მეგობრებსაც რომ ვერ უწოდებდა. ადრე ყავდა მეგობრები, ძალიან ადრე... წარსული ისე შორეული გამხდარიყო... თითქოს გუშინ იყო, მაგრამ იმხელა უფსკრული გაჩენილიყო მიბრუნების შეეშინდა. უარყოფის, იმედგაცრუების, გაყოფილი გზების... რთულია უთქმელად შეწყვეტილ ურთიერთობებთან დაბრუნება. როცა გზები იყოფა, როცა გული ცივდება, იქ ყველაფერი მთავრდება... ურთიერთობა შეიძლება აღადგინო, მაგრამ ვეღარ გაამთელებ, "ძველებური" ვეღარ იქნება, რაღაც დააკლდება, რაღაც რაც ფერს აძლევს, რაც ავსებს და ჩვენეულს ხდის. ის რეალობა იქნება, რომელსაც ნებით თუ უნებლიეთ შევქმენით. ზუსტად ისეთი ადამიანიები იქნებიან გვერდით, როგორიც თავად ვართ საკუთარი თავისთვის. მერე, ოდესმე გამოვფხიზლდებით და აღმოვაჩენთ, რომ თითქოს სიბნელიდან ვუცქერთ მზის მხარეს დარჩენილებს...
იმ დღეს უკანასკნელი იმედებიც გაუცრუვდა. მის იმედსაც ეპოვა სხვა იმედი. მერე ყველაფერი ბუნდოვნად ახსოვდა მასაც და საშობაოდ ნაყიდ თეთრ ვარდების თაიგულსაც. თითქოს კოშმარი დაესიზმრა. თვალი უცხო სამყაროში გაახილა, ჯადოსნურ სამყაროში, სამყაროში სადაც აღარასდროს ეტკინებოდა! რომ არა ეს გონების რომელიღაც კუნჭულში შეჩენილი ეშმაკი, არასდროს იფიქრებდა რომ შეიძლება ეს ყველაფერი რეალური არ ყოფილიყო. როცა თავი უამრავი სისულელით გაქვს გამოტენილი საღმა აზრმა, რომც გაგიელვოს სულელური აზრები უარყოფენ, განდევნიან, საშვალებას არ მისცემენ განვითარდეს, რადგან ილუზიაში ცხოვრება ბევრად მარტივია. პასუხისმგებლობასავით არის თუ არ გაქვს ცხოვრება მარტივდება, სინდისის შემთხვევაშიც ასეა. ამიტომაც აივსო სამყარო უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანებით. ადამიანებით რომლებსაც სხვაზე ხელის გაშვერა ემარტივებათ, არც სხვის ხელებში ყურებას თაკილობენ და აღარც მადლიერების გრძნობა აქვთ. უპასუხისმგებლო, უმადურ და უსინდისო ადამიანებს, არც სიყვარული შეუძლიათ! მის ზღაპრულ სამყაროში კი ასეთი ადამიანების ადგილი არ იყო! ეს შეჩენილი ეშმაკი რომ არა, ნამდვილად დაიჯერებდა და კიდევ ის ხმა სხვა სამყაროებში, რომ მიყავდა. იმ სამყაროებში მათთან ერთად განიცდიდა ყველაფერს. ზოგი მოსწონდა ზოგი არა, ადამიანურ ცხოვრებას ჰგავდა. იდეალიზმის ილუზიაში გახვეულს კი ადამიანური აღარაფერი სურდა და ისევ თავის ჯადოსნურ სამყაროს უბრუნდებოდა. ისე შეიჭრა მარის ცხოვრებაში, ამის შესახებ არც კი იცოდა. არც ირაკლის, ანას და პატარა ლუკასის შესახებ იცოდა რამე. სიცოცხლით სავსე ბიჭუნას მამასთან მხიარული თამაშების ბედნიერება, რომ გამოსტაცა თავისდაუნებურად. ირაკლის მიღებულმა ტრავმამ დროთა განმავლობაში იჩინა თავი. თავიდან არ მიაქცია ყურადღება თვალს რომ დააკლდა სტრესს, დაღლილობას და მედიკამენტების გვერდით ეფექტს მიაწერა. იფიქრა გაივლისო, შემდეგ უფრო გაუფერულდა, ბუნდოვანი გახდა და ერთმანეთში აირია საგნები სიშორეში. შემდეგ ეს სიშორე მოახლოვდა, გაორდა და ნისლში ჩაიძირა. ზაფხულის მიწურულს საგნები ჩრდილებად გადაიქცნენ. ზამთარში კი აბსოლუტური სიბნელე ჩამოწვა. ექიმთან რომ მივიდა პროცესი უკვე შეუქცავადი იყო. განაჩენი საბოლოო. გამოსავალი ორივე თვალის გადანერგვა თუ ოდესმე გამოჩნდებოდა დონორი. პანიკაში არ ჩავარდნილა, ნელ-ნელა შეუდგა ცხოვრების ახალი გზის ათვისებას. გრძნობდა რომ მარტივი არ იქნებოდა, მაგრამ მისნაირი ადამიანებისთვის სიტყვა "შეუძლებელი" არ არსებობს. ანა თითქოს გატყდა... არ იმჩნევდა მაგრამ ვერ ეგუებოდა, მისი მზრუნველი ქმარი, რომ აქეთ გახდა საზრუნავი. გულის სიღრმეში იმ დღეს სწყევლიდა. რაღა მაინც და მაინც იმ დროს იყვნენ იმ ადგილზე! რატომ მაინც და მაინც ისინი?! რატომ მისი ქმარი?! ახლა რა უნდა ექნათ?! დანაზოგი როდემდე ეყოფოდათ?! ათას დაგეგმილ თუ დაუგეგმავ ხარჯს როგორ გამკლავებოდა?! რთულია როცა კითხვები მეტია ვიდრე პასუხები. ცხოვრებაში ერთი დღეც არ უმუშავია. პირველ კურსზე იყო ირაკლი რომ გაიცნო. იქამდე დაქორწინდნენ სანამ უნივერსიტეტს დაამთავრებდა. მშობლებისგან წინააღმდეგობა შეხვდა. დედას არ მოსწონდა სასიძო. მამა პერსპექტიულ ახალგაზრდად თვლიდა, მაგრამ მიიჩნევდა რომ ჯერ კარიერისთვის უნდა მიეხედა ერთადერთ ქალიშვილს. ანა მამასთან ყოველთვის უფრო მარტივად პოულობდა საერთო ენას, უფრო მეტად უყვარდა და აფასებდა. უნივერსიტეტიც მამის ხათრით დაასრულა. ამბობდა, რომ მე ისეთი მამა და ქმარი მყავს არასდროს არაფერი გამიჭირდებაო. მაგრამ დიდხანს არ ყოლია მამა და ქმარი ერთდროულად. მამა ლუკასის დაბადებიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. დედამ წელიც არ იყო გასული ახალი ურთიერთობები წამოიწყო. ანა ცდილობდა რაციონალურად ეაზროვნა, მაგრამ წარმოდგენაც არ შეეძლო მშობლიურ სახლში, მამის ნაცვლად ვიღაც უცხო კაცი დახვედროდა. დედამ გაწყვიტა მასთან ურთიერთობა თუ მან დედასთან ზუსტად არც ახსოვდა. რთული ზამთარი დადგა. დეპრესია, ჩუმი ცრემლები, გადასახადები, საავადმყოფოს ხაჯები... ნელ-ნელა დღითი დღე შეცვლილი გრძნობები. ვერ გაეგო თავი ეცოდებოდა მეტად თუ ქმარი. ლუკასი მამას არ შორდებოდა. ძველებურად ხალისიანი აღარ იყო, მაგრამ მასთან დროის გატარება მაინც უყვარდა. სეირნობაც, თავიდან გაუჭირდათ, მაგრამ ყველაფრის სწავლა შეიძლება. ლუკასი თითქოს ერთ ზამთარში გაიზარდა, ისწავლა როგორ, გამკლავებოდა ადამიანების სიბრალულით სავსე მზერას, ირაკლიმ კი სიბნელესთან გამკლავება ისწავლა. მაგრამ ანამ ვერ ისწავლა, როგორ გამკლავებოდა საკუთარ თავს. მორიგი მოგზაურობიდან დაბრუნებულ დედას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. დარჩენილი ფინანსები მხოლოდ ერთ წელს თუ ეყოფოდათ, წინ კი ბევრი ასეთი წელი იქნებოდა. სამსახურის დაწყებაზე არ ფიქრობდა. ხათრით აღებულ დიპლომს თაროზე ეკავა საპატიო ადგილი მხოლოდ. მარტივ ცხოვრებას შეჩვეულს ვერ, წარმოედგინა როგორ უნდა აეღო სამსახურეობრივი პასუხისმგებლობები. აქამდე მისი საზრუნავი მხოლოდ ლუკასის ძიძისთვის ყურადღების მიქცევა იყო. ახლა ძიძის დათხოვნაც მოუწევდა. კერძო სკოლის შეცვლაც. დაზოგილი თანხა კიდევ ერთ წელს მისცემდა, მაგრამ მერე მაინც იგივე ფაქტის წინაშე დადგებოდა. დედას ბევრი არ უსაუბრია. მხოლოდ ის უთხრა, როცა წასვლას გადაწყვეტ, შეგიძლია სახლში დაბრუნდეო. არც ლუკასზე უთქვამს რამე, არც რჩევა მიუცია. მხოლოდ სადილი და სიტყვები, რომლის გაგონებაც თითქოს ბნელ კუნჭულში მიმალულ ფიქრების გახმოვანება იყო. დიდი დრო არ დასჭირვებია გადაწყვეტილების მისაღებად, მხოლოდ ერთი ზამთარი, გამოზაფხულზე კამათის საგანი ლუკასის სკოლა გახდა. ირაკლი არ იყო თანახმა შეცვლაზე. მალე ამ კამათს განქორწინება მოყვა. ზოგჯერ აუცილებელია, რაღაც ისეთი მოხდეს, თუნდაც ცუდი, რაც გადაწყვეტილების მიღებას გაიძულებს! რაც გაიძულებს მეტს აღარ გაუძლო, მეტი აღარ მოითმინო! ირაკლის მოთმინებასაც ქონდა საზღვარი, ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა და ეს მეტად სტკენდა. რაღაცნაირად იპოვა ძალა წერტილი დაესვა ყველაფრისთვის! ერთ წამში მიიღო გადაწყვიტილება და თანხმობაც. ლუკასი მამასთან დარჩა. აღარაფერი დარჩა ანასთვის ტვირთად ქცეული პასუხისმგებლობებისგან, მხოლოდ მომავალი და რწმენა რომ, ყველაფერი კარგად იქნება.
განქორწინების იურიდიული ნაწილი სწრაფად მოგვარდა ანამ ქონების გაყოფა არ ისურვა, მხოლოდ ლუკასის ნაწილი იყო შესათანხმებელი, რადგან ბავშვს არ უნდოდა მამის გარეშე ცხოვრება.
დარჩნენ ირაკლი და ლუკასი მარტო ცხოვრების პირისპირ. რვა წლის ბავშვს ბევრად მეტი უნარი ქონდა თანაგრძნობის და გერდში დგომის ვიდრე ზრდასრულს. ირაკლიმ სახლი გაყიდა, პატარა ბინაში გადაბარგდნენ, მაგრამ სკოლის საფასური ბოლომდე გადაიხადა. უნივერსიტეტამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო. ფარ-ხმალს არ ყრიდა. ამის უფლება არც ქონდა. ლუკასს მამა სჭირდებოდა, ნამდვილი მამა და იყო კიდეც ის ასეთი.
სამი ფასდაუდებელი რამ გაგვაჩნია თვითეულ ჩვენგანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და დრო... ირაკლიმ თვითეულის ფასი იცოდა. თავის საქმეც იცოდა და ამ საქმის ცოდნის ფასიც. ახალ ცხოვრებაში დასაკარგი დრო არ ქონდა. წინ აუხდენელი ოცნებები და დასუხული მიზნები ელოდათ, თავის სირთულეებთან ერთად.
ირაკლის არასდროს უნანია უცნობის გადარჩენა, მარის ხშირად ეკითხებოდა მის ამბავს და მოთმინებით ელოდა როდის გაიღვიძებდა. წელიწადზე მეტი იყო გასული, როცა პოლიციამ ოჯახს მიაკვლია. დედა გამოჩნდა და პაციენტი რეანომობილმა უცნობი მიმართულებით გადაიყვანა. დარჩა ცარიელი პალატა და გადაშლილი დაუსრულებელი წიგნი მარის ცხოვრებაში.

მეორე ამბის პირველი ნაწილის დასასრული.



№1 სტუმარი სტუმარი ანა

საინტერესოა გააგრძელეთ როდის დადაებთ შემდეგ თავს

კომენტარების რომ ვერ წერენ არ გეგონოთ რომ არ კითხულობენ უბრალოდ ჯერ გაურკვევლობაშია ვართ შემდეგ თავში უფრო გავერკვევით დარწმუნებული ვარ კარგ დასასრულში არ მიგვატოვოთ

 


№2  offline წევრი Linda Gavasheli

სტუმარი ანა
საინტერესოა გააგრძელეთ როდის დადაებთ შემდეგ თავს

კომენტარების რომ ვერ წერენ არ გეგონოთ რომ არ კითხულობენ უბრალოდ ჯერ გაურკვევლობაშია ვართ შემდეგ თავში უფრო გავერკვევით დარწმუნებული ვარ კარგ დასასრულში არ მიგვატოვოთ


მოგესალმებით. მესამე ამბის პირველ ნაწილს ხუთშაბათს ავტვირთავ ☺️
რაც შეეხება ისტორიას, სრული სურათი უახლოეს მომავალში გაიშლება, როცა მეორე ნაწილზე გადავალთ ☺️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent