შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი სიძულვილის ხუთი მიზეზი ( სრულად)


4-12-2023, 13:25
ავტორი ვე რა
ნანახია 18 380

მისი სიძულვილის ხუთი მიზეზი

(პირველი მიზეზი)

იმ დღეს, როცა გაუგებარი და სრულებით ამოუხსნელი მიზეზის გამო, მოწმენდილ ცაზე გავარდნილი მეხივით, მიმატოვა გაბომ, ბარში წავედით. წავედით რა? დაქალებმა მთელი სინსილაგასაწყვეტი საკაცეთის ჯინაზე წამიყვანეს. მომრთეს, მომკაზმეს და მხარზე გადებული წამიღეს. არც მებარებოდა, არც მესასმელებოდა და არც მეცეკვებოდა , მაგრამ რამდენიმე ჭიქა ამოუცნობი კოქტეილის შემდეგ ისე გავაფრინე, რომ სამყარომ ელვის სისწრაფით ზუსტად ჩემს გარშემო დაიწყო ბრუნვა და გაფართოება.

ჩემი განწყობა, რომელსაც რატომღაც ენისწვერზე წიწაკის სიმწარედ ვგრძნობდი, მუსიკის მიხედვით იცვლიდა გემოს და იმ საღამოს სიმწარეთა დაახლოებით ორმოცდაათ ელფერს მაინც მაზიარა. თავი მტკიოდა, და შიგადაშიგ კბილიც მიელავდა. ჩემი გაუაზრებელი შიშის თუ ფობიის გამო სტომატოლოგებისადმი, მხოლოდ უკიდურეს მდგომარეობაში თუ ვაკითხავდი მათ. ბართან მივედი და ბარმენს რამე წამალი ვთხოვე. გაოცებით ამხედ _დამხდა, მერე კი ხელუკუღმა გამომიწოდა პატარა პარკში მოთავსებული რაღაც აბი. ჯიბეში ჩავიდე, ვიფიქრე, ძაან რომ გაუტევდა კბილი მერე დამელია.

_ გამარჯობა!_ მომესმა ბარზე უაზროდ ჩამოყრდნობილს. ცალი თვალით გავხედე და ისეთი სიმპათიური ტიპი შემეფეთა, თავი ჰოლივუდში მეგონა წამით. გაოცებისგან მისალმებაც დამავიწყდა. მივჩერებოდი ასე თვალებგაფართოებული და არ მჯეროდა, რომ ნამდვილად მე მომესალმა.

_ გატყობ, ხასიათზე არ ხარ!_ გამიღიმა და აი უკვე ნამდვილი ჰოლივუდის ღიმილის ნახვის ღირსიც გავხდი. სიმწრით გამახსენდა ჩემი მტკივანი კბილი. გახსენება იყო და კბილიც ცოცხალივით აბორგდა. უსიამოდ შევიჭმუხნე შუბლი და ყბაზე ხელი მივიდე. უცნობს გაეღიმა.

_ კბილი გტკივა?_ კბილი რა მოსატანი იყო გატეხილ გულთან , მაგრამ მაინც თავი დავუქნიე.

_ თუ რამის მეშინია ამ ქვეყანაზე , ეს ეგ თეთრხალათიანი დემონები არიან სტომატოლოგიის სახელით ადამიანების ლეგალურ წამებაში რომ არიან ჩართულები!_ ვუთხარი მხრების აჩეჩვით.

_ წარმოგიდგენია, ხალხს სრულებით კანონიერად აწამებენ, პირდაპირ ბრტყელტუჩათი აგლიჯავენ კბილებს!_ თან ხელით იმიტაცია გავაკეთე კბილის ამოგლეჯვის. უცნობ "ალენ დელონს" გაეცინა და ჯიბიდან საფულე ამოიღო, საფულიდან ლამაზი სავიზიტო ბარათი და ღიმილით გამომიწოდა.

_ ამ კლინიკას მიმართე და აზრს შეიცვლი მაგ დემონებზე!_ მითხრა მხიარულად.

_ მგონი სახელი არ გითქვამს?_ ეშმაკობას მივმართე მე.

_ ილია ჭავჭავაძე!_ მშვიდად მითხრა უცნობმა და ხელი გამომიწოდა.

_ ოლღა გურამიშვილი!_ გავეკრიჭე ხუმრობის ხასიათზე მოსული მე. ისევ გაეცინა.

_ სასიამოვნოა ოლღა!_ ამყვა თამაშში. რამ მოაფიქრა მის მშობლებს მისთვის ილიას დარქმევა? ნუთუ ერთი ილია არ კმაროდა ჩვენს ლიტერატურას? რატომღაც მაშინვე დავიჯერე, რომ ილია ჭავჭავაძე, რომელ ეპოქაშიც არ უნდა ეცხოვრა მას, მწერალზე ნაკლები ვერაფრით იქნებოდა.

_ დალევ? დაგპატიჟებ, შეიძლება?_ აბა, როგორი საქმეა, სასმელზე არც მეტი არც ნაკლები თავად დიდი ილია რომ გპატიჟებს?!

_ დავლევ!_ დავუქნიე თავი.
ბარმენს შეკვეთა მისცა და ოდნავ ახლოს მოიწია.

_ აბა როგორ ხარ?_ მკითხა ძველი ნაცნობივით.

_ სამშობლოსავით!_ ვუთხარი მე სერიოზულად.

_ ეგ როგორ?_ აშკარად ხალისობდა.

_ უარყოფილი ჩემო ილია, უარყოფილი!_ გამეღიმა მწარედ.

_ მერე რატომ ხარ უარყოფილი?_ ჩემმა სიტყვებმა აშკარად დააინტერესეს.

_ იმიტომ რომ მეტისმეტად კარგი ვარ, თურმე!_ ისევ გამეღიმა, როცა გაბოს სულელური მიზეზი გამახსენდა. "ზედმეტად კარგი ხარ და ჩემზე უკეთესს იმსახურებო."

_ ვერაფერს იტყვი, კარგი ნამდვილად ხარ!_ მხარს უკან გადმომხედა და ჩემს აკრძალულ ზონებზე წამით შეაჩერა თვალი.

_ ნწ! აბა, აბა!_ გავუქნიე საჩვენებელი თითი._ მასეთი საქციელი შეგშვენის ამხელა ერის მამას?

_მართლა რა კარგი ვინმე ხარ!_ მისი კომპლიმენტი ისე ჟღერდა, აი პატარა ბავშვებს რომ ეფერებიან ხოლმე. ცოტა ხნის წინ მიტოვებულ ქალს უფრო სხვანაირი სიტყვები ესიამოვნებოდა წესით.

_ ვიცი!_ ვუთხარი და გაბოზე გაბრაზება რატომღაც მასზე გადავიტანე.
სასმელიც ერთი მოყუდებით გამოვცალე და ცარიელი ჭიქაც და მისი შიგთავსის შემკვეთიც უსიტყვოდ და უკანმოუხედავად მივატოვე. ერთხელ მეც მიმეტოვებინა ვინმე, რა დაშავდებოდა?!

პირდაპირ შემაღლებულ საცეკვაო მოედანზე ავძვერი და მთელი არსებით ჩავყვინთე სასმელისა და ხმამაღალი მუსიკისგან გამოწვეულ ექსტაზში.
იმდენად ფეხებზე დავიკიდე ხვალინდელი დღე, რომ დაქალები მიხვდნენ, თუ სასწრაფოდ არ გამაცილებდნენ იქაურობას, გამოუსწორებელ შეცდომას ჩავიდენდი. ახლა უკვე იღლიაში ამომიდეს და ისე გამომათრიეს კლუბიდან გარეთ.
ტაქსი გამოიძახეს, ჩამსვეს და სახლში გამომაცილეს.

რაც უფრო ტოვებდა ალკოჰოლი ჩემს ორგანიზმს, მით უფრო ფხიზლდებოდა ჩემს კბილში დროებით მიყუჩებული ტკივილის დემონი და სახლამდე დარჩენილ სულ რაღაც ხუთ წუთში მივხვდი, რომ დილამდე ასე ვერ გავატანდი.

_ უკაცრავად, მოვახედე მძღოლი._ სადმე სადღეღამისო სტომატოლოგიური კლინიკა თუ იცით?_ მძღოლმა საათს დახედა და ჩაუსტვინა.

_ სამი დაიწყო, არ ვიცი ახლა სად შეიძლება მისვლა!_ დროის მიუხედავად მაინც ვთხოვე რამდენიმე მისამართზე მივეყვანე. მანაც არ დაიზარა, ან რატომ დაიზარებდა, როცა მრიცხველი გამეტებით მუშაობდა. და ზუსტად მაშინ, როცა იმედი გადამეწურა, იმ ბიჭის მოცემული სავიზიტო ბარათი გამახსენდა. სწრაფად ამოვიღე ჩანთიდან და დაუფიქრებლად დავრეკე. აკი დღის ნებისმიერ მომენტშიო?! ასე ეწერა ზედ.
კარგა ხნის შემდეგ მიპასუხეს.
ისეთი მოგუდული, არაადეკვატური ხმით, რომ უცებ ვიფიქრე: " იქნებ ჯობდეს ეს სავიზიტო ახლავე ფანჯრიდან მოვისროლომეთქი." მაგრამ ამასობაში კბილში მთელი დრაკონი ჩასახლებულიყო და ალბათ ადგილის სივიწროვის გამო გამეტებით ბორგავდა.

_ გამარჯობა, სტომატოლოგი მინდა!_ ვუთხარი, რაც შემეძლო ზრდილობიანად.

_ ახლა?_ მკითხა მან.

_ ახლა აბა ხვაალ?_ წამომცდა მაინც.

_ ბატონო?_ ჩამეკითხა ის.

_ ახლა მინდა, ახლავე, კბილი მტკივა, დილამდე ალბათ მოვკვდები!

_ ახლა არ შემიძლია!_ გადამასხა ცივი წყალი.

_ რატომ?_ ვკითხე მე, გეგონება ის არ იყო საკმარისი, ღამის სამ საათზე რომ ვურეკავდი.

_ პირადი მიზეზების გამო !_ მიპასუხა უხეშად.

_ ორმაგს გადაგიხდი!_ შენობითზე გადავედი მე.

_ კარგი ერთი! _ შემომიტინა მანაც.

_ მისმინე, ადამიანი არ ხარ? მოვკვდები დილამდე!_ ცრემლი გავურიე ხმაში.
ცოტა ხანს დუმდა, მერე მაინც უარი მითხრა.

_ არა, არ შემიძლია!

_ ილია და ჯანდაბა მაგას!_ შევუკურთხე იმას, ვინც ასეთი უგულო ექიმი მირჩია. ნეტავ სტომატოლოგები არ დებდნენ ჰიპოკრატეს ფიცს?!

_ ბატონო? ილია რა შუაშია?_ მაშინვე დაინტერესდა.

_ ილიამ მომცა თქვენი ნომერი! _ მაშინვე ვაცნობე მე. "აჰა, თუ ისევ არ ყვავის ქვეყანაში ნეპოტიზმი!" გავიფიქრე იმედმოცემულმა.

_ ილიას საიდან იცნობთ?_ დავფიქრდი, რა შეიძლებოდა მეთქვა ისეთი , რომ უარი ვეღარ ეკადრებინა და გონებაც გამინათდა.

_ მე ილიას საცოლე ვარ!_ ვუთხარი სრული სერიოზულობით.

_ ვინ ხართ?_ აქ კი დაიბნა, ისედაც უცნაურად ლაპარაკობდა, თითქოს ენას უკიდებდა. თუმცა ამ მინუსებს რას დავეძებდი, მთავარი იყო ეს ოხერი კბილი ამოეღო ჩემთვის.

_ანუ საცოლე?_ ჩაილაპარაკა და მოულოდნელად, თუ ძალიანაც მოსალოდნელად დამთანხმდა.

_მითითებულ მისამართზე მოდით და იქ დაგხვდებით._ მითხრა და გამითიშა. მძღოლს მისამართი ვუთხარი და სავარძელს მივესვენე. კბილი ისე მტკიოდა უკვე გონებას ვკარგავდი. უცებ გამახსენდა, ბარმენმა რაღაც ცუცქნა აბი რომ მომცა, როცა წამალი ვთხოვე. ავდექი და ამოვქექე ჯიბეები. აბი ვიპოვე და მაშინვე უწყლოდ გადავყლაპე. რამდენიმე წუთში ვიგრძენი, რომ უცნაურად ავმჩატდი. აი სწორედ ეს სიტყვა შეეფერებოდა იმ ჩემს უწონო მდგომარეობას. კიდევ უფრო ცოტა ხანში ფერები გახდა საოცრად მჭახე და მკვეთრი, შემდეგ თითქოს გაიდღაბნა სამყარო. ერთი სიტყვით, როცა კლინიკასთან მივედით უკვე საკუთარი ორბიტა მქონდა დედამიწის გარშემო და ზედ სინათლის სისწრაფით დავქროდი. თუმცა რატომღაც არაფრით მავიწყდებოდა, რომ სტომატოლოგს ვეძებდი. აი კბილისა კი რა მოგახსენოთ, აზრზე არ ვიყავი, სად მქონდა მტკივანი კბილი.
ასე ფარფატით ავედი კიბეებზე და ზარს თითი გამეტებით დავაჭირე. დავაჭირე და ისე სასიამოვნოდ ჩამესმა ზარის ხმა, როგორც ანგელოზების გალობა.
კარი პირდაპირ სტომატოლოგების ღმერთმა გამიღო, ასეთი ტანადი, წიწკვი სტომატოლოგი არასდროს მენახა.

_ გამარჯობააა!_ საკუთარი ხმა სადღაც შორიდან მომესმა. სამაგიეროდ მისი ჩამესმოდა პირდაპირ გონებაში. მიუხედავად იმისა, რომ სახეზე ნიღაბი ეკეთა, მაინც ვიაზრებდი რამდენად სიმპატიური კაცი უნდა ყოფილიყო.

_ აქეთო!_მითხრა და უცნაურად შეაბარბაცა.

_ შენთანაც ბრუნავს არა?_ ვუთანაგრძნე მე._ აი ჩემთან ძალიან ბრუნავს!

სადღაც გონების შორეულ წერტილში ელავდა აზრი, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე, მაგრამ აზრზე ვერ მოვდიოდი რა.
გაკვრით მახსოვდა, როგორ ავძვერი იმ უზარმაზარ სამეფო ტახტივით სკამზე და ზედ თავზე როგორ ამენთო საოცარი ნათება.
მახსოვს, როგორ ვიცინოდი, როცა ლამის ორ მეტრიანი ნემსი გამიკეთა ყბაში. მართალი ყოფილა ბატონი ილია, სადღა იყო სტომატოლოგის და მისთანების შიში?!

და აი მერე აღარაფერი აღარ მახსოვდა.
სანამ დილა არ გათენდა და თავის გაუსაძლისმა ტკივილმა არ გამომაღვიძა, სადღაც ამოუცნობ საძინებელში.
ძლივს ავიზლაზნე ფეხზე, ოთახი მოვათვალიერე. არა, აშკარად ვერ მივხვდი ვისთან ვიყავი. კესოს ვარდისფერი ოთახი აქვს, ნასტის მწვანე. ირას დრაკულასავით შავი შპალერი აქვს გაკრული. აქ კი ნაზი ცისფერი კედლები იყო. ოთახი მოვათვალიერე. საწოლის გარშემო ეყარა ვიღაცის ჯინსის შარვალი, თეთრი ხალათი, ჩემი ბიუსჰალტერი... მოიცა თეთრი ხალათი? კადრი უკან გადავახვიე და ბიუსჰალტერს ისე წავუბრმავე თვალი, თითქოს არაფერს ნიშნავდა უცხო საძინებელში ურცხვად რომ გაგორებულიყო ვიღაცის ურცხვი ტრუსების გვერდით.

_ ვაიმე დედა!_ რაღაცნაირი თლიფინით ამოვთქვი და შევცბი. რა მჭირდა? რა ჯანდაბა მჭირდა?! ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი კარადის მოზრდილ სარკეს და შიგნით ჩავიხედე. სანახევროდ შიშველი ვიდექი, მაისურის ამარა, თმა კუდიანის ცოცხივით მქონდა გაფშეკილი, თვალები ზომბივით ამოდღაბნილი და ჰელოუინის თოჯინას უფრო ვგავდი, ვიდრე საკუთარ თავს. სიტუაციის აბსურდულობაზე გამეცინა და აი აქ მივიღე ნამდვილი შოკი. წინა ორი კბილის ადგილას კოსმოსური შავი ხვრელი შემომცქეროდა სარკიდან.

ავკივლდი, მაგრამ რას ავკივლდიიი!

ჩემს კივილზე წელსზემოთ შიშველი კაცი გიჟივით შემოვარდა ოთახში კბილის ჩოთქით ხელში და გამოქაფული პირით.
მეცნობოდა, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე ვინ იყო.

_ დილა მშვიდობისა ოლღა!_ მომესალმა და გაღიმება სცადა.

_შენ ვინ ხალ, ან ოლღა ვინ დანდაბაა!_ ავთლიფინდი ისევ საცოდავად. თან სუცარიელეს მიუჩვეველი ენა თავისით მოძვრებოდა კბილების ადგილას დატოვებულ სიცარიელეში.

_ მე ილია ჭავჭავაძე ვარ, შენი სტომატოლოგი!_ ამაყად მიპასუხა მან. არადა შეიძლებოდა ყველაფერი ეთქვა, მაგრამ ამ სიტუაციაში ჩემთვის საკუთარი თავის სტომატოლოგად წარდგენა, მისგან დიდ სიმამაცეს მოითხოვდა და არც მთლად უსაფრთხო იყო მისივე სიცოცხლისთვის.

_ ლა უყავი თემს კბილებს შე დამპალოოო!_ ვიკივლე და მის მოსაკლავად დაუფიქრებლად გავექანე.



(მიზეზი მეორე)

_ მოიცადე, დამაცადე, ახსნა მაცადე!_ უკან_უკან იხევდა და კბილის ჩოთქით, როგორც მოფარიკავე მახვილით ისე მიგერიებდა.

_ დაცდილი ხალ უკვე გესმის?!_ გავკიოდი და ეს დამახინჯებული ასოები უარესად მაგიჟებდნენ. ის კი სიცილს ვერ იშორებდა სახიდან.

_ ლა გამიკეთე შე ავადმყოფო? ეს ლა გამიკეთე?!_ კივილს პერიოდულად ტირილი ცვლიდა და მერე ისევ თავიდან მიტანდა მისი მოკვლის დაუოკებელი სურვილი.

_ მეც მთვრალი ვიყავი გესმის? არაფერი ვიცი რა და რატომ გავაკეთე! აი შენ სად იპოვნე ის ნარკოტიკი ეგაა საკითხავი_ რა ნარკოტიკი?! წამით შევჩედი და დავფიქრდი. გამახსენდა, იმ იდიოტი ბარმენის მოცემული "თავის ტკივილის წამალი" და ისიც გამახსენდა ამ ბედოვლათმა, რომ მითხრა: ვერ ამოგიღებ კბილს პირადი მიზეზების გამოო. ანუ რაც მჭირდა, მთლად მარტო მისი ბრალიც არ იყო?! დამშვიდება ვცადე.

_ ის მტკივანი კბილი მაინც თუ ამომიღე, ლომელიც მინდოდა?_ ვკითხე გამეხებულმა.

_ არა მგონია!_ ტუჩის კუთხეში ისევ გაეპარა ღიმილი და ამან დაღუპა

_ შე მანიაკო მოიცადე თუ ალ გიჩივლო!_ დავემუქრე თითის დაქნევით.

_ რატომ უნდა მიჩივლო?_ მართლა გაუკვირდა.

_ აბა ღა უნდა ვქნა? ასე ვიალო?_ ფართოდ გავიკრიჭე და აქ კი მართლა ვეღარ შეიკავა თავი და აყირავდა ხარხარით.

_ ახლა კი მიგაწვენ დიადი სეხნიის გველდით პანთეონში!_ გავექანე გაპარჭყული თითებით._ ილოცე ძილის წინ დეზდემონააა?!

მიხვდა ცუდადაა ჩემი საქმეო და სწრაფად მოუსვა, სააბაზანოში შევარდა და კარი შეიკეტა.

ისევ სარკესთან დავბრუნდი და მიმიკების გასასწორებელი ვარჯიშივით შიგადაშიგ გიჟივით ვიღიმოდი. სარკეში რასაც ვხდავდი, გულს ნამდვილად ვერ მიკეთებდა. ლამაზი, საყვარელი გოგო ვიყავი ერთდროს, ახლა კი უკბილო კუდიანს ვგავდი.

_ არა, სლული საშინელებაა!_ ჩავიქნიე ხელი გამწარებულმა. საწოლზე ჩამოვჯექი. ილიამ აბაზანიდან ჯერ თავი გამოყო და მხოლოდ იმის შემდეგ გამოიძურწა, რაც დარწმუნდა, რომ სიშლეგემ გადამიარა. ახლა უკვე დეპრესიის უმაღლეს საფეხურზე ვიყავი აცოცებული და ცოტაღა მაკლდა, რომ ბავშვივით ავბღავლებულიყავი.

_ ჩემო კარგო ქვეყანავ , რაზედ მოგიწყენია?_ წამიღიღინა ვითომ შესარიგებლად, გამეხუმრა თავის მოკლე ჭკუით. თან აქცენტს "რ" ასოზე აკეთებდა, რომელსაც მე ვეღარ ვამბობდი. მამისმკვლელი თვალებით რომ გავხედე, უხერხულად ჩაიცინა.

_ კარგი რა ოლღა მაგაზე დარდობ? ისეთ კბილებს ჩაგისვამ, ბარე ორს რომ არ ექნება!_ თავი დამიქნია დარწმუნებით. ანუ სრულიად საღი კბილები რომ დამაცალა, ვითომ ჩვეულებრივი ამბავი იყო.

_ სენ გგონია კიდევ გენდობი?_ რატომღაც ის პროექტი გამახსენდა "ღიმილიანი საქართველო" ვიღაც ქალი რომ ყვებოდა, სანამ ყველა კბილი არ დამაცალა ექიმმა, არ მომეშვა და ჯამი გაავსო ჩემი კბილებითო და ჩემდა მოულოდნელად, როგორც იმ ვიდეოს ყურებისას, ახლაც ისტერიული ხარხარი ამიტყდა. "ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო!" სწორს ღაღადებდა ძველების სიბრძნე. საწოლზე გულაღმა გადავგორდი და სანამ თვალებიდან ცრემლები არ წამსკდა, ვერაფრით შევწყვიტე სიცილი.
მომიახლოვდა შეშფოთებული და საწოლზე ჩამომიჯდა.

_ და რა უნდა მეკითხა, _ ჩაილაპარაკა მორცხვად._ წინა ღამეს რა მოხდა კარგად გახსოვს? მას შემდეგ, რაც სახლში დავბრუნდით.

_ სენ ლა გინდა, მალთლა სემომაკვდე?_ დავუბრიალე თვალები. _ ალაფელიც არ მომხდალა, უბლალოდ წამალმა და დასალევმა ძალიან დაგვაცხუნა და გავაფლინეთ.
" რ"_სთან ერთად "შ"_ მიუწვდომელი გამხდარიყო ჩემთვის.

_ არა უბრალოდ დასარწმუნებლად გკითხე!_ ამოისუნთქა დამშვიდებულმა.

_ ოთახიდან გადი, უნდა ჩავიცვა!_ ვუთხარი და ისიც მაშინვე გაქრა. თავი მოვიწესრიგე და ტელეფონს დავუწყე ძებნა.
გამორთული იყო. ჩავრთე და გაოცებისგან საკუთარ მკლავს ვუბწკინე. გაბოს ნარეკი დამხვდა, ლამის ორმოცდაათი ზარი.
ამას რაღა უნდოდა?! ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე. ავდექი და სამზარეულოდან მომავალ ხმაურს გავყევი. ილიას ჩაი დაედგა და ახლა ტოსტებზე ჯემს უსვამდა.

_ ხომ შეჭამ?_ მკითხა მეგობრულად.

_ კიი სევჭამ და სენს ტკბილ სისხლს დავაყოლებ ზედ დესელტად! დამცინი ალა?_ შევუღრინე ავად.

_ რა პრობლემაა, ჭამა უკვე შეიძლება!_ მიპასუხა მხიარულად. ვითომ კბილის ამოღებიდან საკმაო დრო გავიდაო.

_ ჩემს პლობლემას ლოდის უშველი?_ დოინჯით დავადექი თავზე. ახლაღა აღმოვაჩინე, რომ ქართველებს ზედმეტად გვყვარებია ეს დაწყევლილი ასო "რ".

_ერთ კვირაში, მაქსიმუმ ორში!_ გაიკრიჭა ისევ იმ ლამაზი ჰოლივუდის ღიმილით.

_ სენ ხომ არ გააფლინე და ლას მიბლძანებ, ოლი კვილა ასე ვიალო?_ თითით კბილთაშორის სიცარიელეზე მივუთითე. არა, ძალიან კი არა პირდაპირ ფეტიში გვქონია "რ"_ზე.

_ რა გიყო, ჯერ ეგ უნდა მოშუშდეს,მერე ზომები აგიღო, მერე დავამზადო!_ თვალები გადავატრიალე მის უდარდელ ტონზე.

_ დაგახლჩობ!_ დავიღრინე ავად.

_ და დარჩები უკბილო!_ თავხედი კი არა ჰიპერთავხედი იყო ეს კაცი.

_ ვინც სენ თეთლი ხალათი ჩაგაცვა!_ ამოვიოხრე საწყლად. უცებ ტელეფონი აზუზუნდა. დავხედე ისევ გაბო იყო .

_ ამას ლაღა უნდა?_ჩავუდუდღუნე და ვუპასუხე, რაც შემეძლო ცივად.

_ ლანა სად ხარ?_ შეშფოთებული ხმა ჰქონდა.

_ ლა სენი საქმეა?_ მივუგე უხეშად.

_ შენი ნახვა მინდა, უნდა გელაპარაკო!_ მთხოვა მუდარით.

_ ლატომ ალ იყო საკმალისი, ლაც მითხალი?_ ილია ინტერესით მისმენდა.

_ლანა, რა გჭირს? რანაირად ლაპარაკობ? შეცდომა დავუშვი და მაშინვე ვინანე! გუშინდელს აქეთ გეძებ! _ ხმა გაისერიოზულა გაბომ.

_ ხოდა აღალ მომძებნო აწი!_ ილია ხომ მძულდა, მაგრამ გაბო ასჯერ უარესად მეზიზღებოდა.

_ ყოფილია არა?_ მკითხა ჩემმა პირადმა სტომატოლოგმა. თავი დავუქნიე.

_ ეგ ვისი ხმა იყო? სად ხარ? ლანა ვისთან ხარ ამ დილაუთენია!_ მომაყარა გაბომ ინტერესით.

_ საქმლოსთან ვაო! გესმის? _ გამახსენდა წინაღამინდელი თავგადასავალის დასაწყისი, და რატომაც არა? გადავწყვიტე ეს მომენტი გამომეყენებინა. იქნება შელახული ღირსება ოდნავ მაინც აღმედგინა.

_ რას ამბობ გოგო, ხომ არ გაგიჟდი, მარტო 24 საათია რაც არ მინახიხარ!_ ჩამყვირა ტელეფონში გაცოფებულმა გაბომ.

_ ხოდა კიდევ ბევლი 24 საათი ვეღალ მნახავ!_ არ დავაკელი მეც და ტელეფონი გავუთიშე.

_ საქმროზე ხუმრობ ხო?_ ამომხედა აფერისტული ღიმილით ილიამ. იქვე დადებული გრძელტარიანი ტაფა ავიღე და მუქარით მოვუღერე.

_ სენ თუ ამ კბილებს ველ გამიკეთებ, ლოგოლც წესია ისე, გეფიცები ქმლად მალტო სენ მოგიყვან და მთელი ცხოვლება მოგიწევს საკუთალი სედევრით ტკბობა!_ დავემუქრე სრულიად გულწრფელად.
შევთანხმდით, რომ მეორე დღეს მივიდოდი მის დაწყევლილ კლინიკაში და თავისი გაფუჭებულის გამოსწორებას სასწრაფო წესით დაიწყებდა. ნომრები გავცვალეთ.

_ მართალა არ ინერვიულო ოლღა, ბევრად კარგი კბილები გექნება, მერე შემეხვეწები სხვებიც დამაცალეო._ მის ხმაზეც კი ალერგია მეწყებოდა უკვე. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სხეულზე მაყრიდა და კანი მეფხანებოდა. თავში აზრადაც არ მომსვლია მეთქვა, რომ ოლღა კი არა, ლანა მერქვა.

მისი სახლიდან ჯერ აფათიაქში შევიარე და პირბადეების მთელი ყუთი ვიყიდე. ნაკორონალ ხალხს სულაც არ გააკვირვებდა, თუ ვინმე ვირუსებზე ზედმეტად ჩაციკლული პირბადით ივლიდა ქუჩაში. ამიტომ ერთი ცალი იქვე მოვირგე და ქუჩას ფეხით დავუყევი გაჩერებამდე.
ახლაღა დავაკვირდი, რომ ილია გაბოს მეზობლად ცხოვრობდა, სულ რაღაც სამი კორპუსით ზემოთ. იმდენად ახლოს, რომ ერთი გაჩერება აკავშირებდათ.
იმის შიშით სადმე გაბო არ გადამყროდა, სულ ცუხცუხით გავირბინე ქუჩა და გაჩერებაზე დავდექი. მე შენ გეტყვი დროულად მოდიან ავტობუსები თუ რა? თვალებზე ქუდი ჩამოვიფხატე, პირბადეც თვალებამდე ავიწიე და ისე შევინიღბე, როგორც ფარული აგენტი.

_ აქ რას აკეთებ ლანა?_ მომესმა ზურგს უკან მოულოდნელად და მუხლებში გამცრა.

_ არ მოიხედავ?_ მხარზე შემახო ხელი, ას ხმაში გამოვარჩევდი, რომ გაბო იყო. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე, მაგრამ შელახულ თავმოყვარეობას მოვუხმე და მისკენ ამაყად შევბრუნდი.

_ ჩემი საქმლოც აქვე ცხოვლობს!_ თავი გავაქნიე ილიას ბინისკენ.

_ შეწყვიტე ეგ სისულელე ბოლო _ბოლო, ვიცი, აქ ჩემ სანახავად ხარ!_ ეგოც არის და სუპერეგოც!

_ ახლა მისმინე, ისედაც ალ ვალ სენ ხასიათზე და გამასწალი აქიდან, სანამ ლამაზი ხალ!_ ხმაში მუქარა გავურიე. გაეცინა.

_ ანუ ჯერ ისევ გელამაზები არა?_ თვითკმაყოფილი იდიოტი ხარმეთქი, ამის თქმა მინდოდა, მაგრამ ისეთი რამ მითხრა, სიტყვა ენაზე შემახმა.

_ ასე რატომ ლაპარაკობ? ან ეგ რაღად გინდა!_ თან ხელი პირბადეს წაატანა._ მიდი დამანახე შენი ლამაზი სახე, ხომ იცი მიყვარს შენი გაბუტული ტუჩების ნახვა!

უკან დავიხიე. კი აბა! ზუსტად მაგ ბედნიერებას მივანიჭებდი ამ საზიზღარს, რომ ის უზარმაზარი შავი ხვრელი ენახა ჩემს პირში და მერე მთელი ცხოვრება უკბილო ლანად დავხსომებოდი, ხელიდან გაშვებული შანსის ნაცვლად?!

_ გაწიე ხელი!_ ავირიდე მისი თითები. მაგრამ უცნაურად გაჯიუტდა.

_ ხომ ვიცი, გიყვარვარ! მაპატიე კარგი! უბრალოდ გუშინ რაღაც მოხდა და გავჭედე! მაგრამ ერთი დღეც საკმარისი იყო, რომ მომნატრებოდი!_ თავისას უბერავდა მაინც.. რომ არა ის ამოგლეჯილი ორი კბილი, ალბათ დაძაბულობის ნაცვლად ახლა გულისაჩვილებას ვიგრძნობდი და სულელივით დავთანხმდებოდი მის უთავმოყვარეო წინადადებას.

_ მოდი ნუღარ ჯიუტობ, პატარავ!_ ზიზღით გამაჟრიალა მის ამ სიტყვაზე, როგორ იყო, რომ სულ რაღაც ერთი დღის უკან, სწორედ ამ სიტყვაზე თვალები მიციმციმებდა ბედნიერებიდგან. ახლა კი ...

ისევ პირბადეს წაატანა ხელი და მოქნილად ჩამომაგლიჯა სახიდან თან ხელები მომხვია. ორივე ხელი პირზე მივიჭირე ძლიერად. იმ სულელს ეგონა, მის კოცნას ვარიდებდი თავს, მაგრამ მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში, რომ მისთვის ჩემი უკბილო პირის ჩვენებას, მერჩივნა იქვე ადგილზე გამეპნია სული.

_ რას აკეთებ? _ დამხედა ნირწამხდარმა. _ ასე ძალიან არ გინდა ჩემი კოცნა?
აშკარად იმედი გაუცრუვდა.

_ გასწიე ხელები!_ მეჯაჯგურებოდა გაბრაზებული. უკვე მაყურებლებიც შემოგვეხვიენ გარს. ზოგმა კამერაც მოიმარჯვა.

_ მაინც გაკოცებ, პატარავ!_ აი "პატარავო" რომ გაიმეორა, მანდ კი ამომასხა სიბრაზემ ყელში. ხელი ძლიერად ვკარი და გაცოფებულმა ვუღრიალე.

_ თავიდან მომწყდი და ახლოს აღალ გამეკალო, თოლემ ცოცხალი ველ გადამილჩებიმეთქი!_ და მხოლოდ ამ საწყალობელ თლიფინზე გავიაზრე, რაც გავაკეთე. უკან დაიხია და ისე მომაჩერდა, როგორც უცხოპლანეტელს. დედას გეფიცებით, ცოტაღა აკლდა თვალები გადმოსცვივდებოდა და ჩემს ფეხებთან გაუგორდებოდნენ.

_ ეს რა გჭირს ლანა?_ მკითხა თვალებდაქაჩულმა და გაცინება თავში აზრადაც არ მოსვლია. სამაგიეროდ გარსშემორტყმულ სეირის მაყურებლებს გადაუარა სიცილის ტალღამ.
გავმწარდი, ისე გავმწარდი იმ წამს ილია ახლოს რომ ყოფილიყო, იმ გაყინწულ ლამაზ კისერს უეჭველად წავაწყვიტავდი.

_ მძულხალ ილია ჭავჭავაძე, მძულხალ!_ დავიკივლე გაცოფებულმა.

_ ილია არ ვარ მე, გაბო ვარო!_ისეთმა დამფრთხალმა ჩაიღუღლუღა ჩემმა ექსბედნიერებამ, რომ ისევ იმ უკვე კარგად ნაცნობმა სიცილის სპაზმებმა დამიარა სხეულში. ისიც კი ვერ გაიაზრა, თუ ვინ იყო ილია ჭავჭავაძე და რა შუაში იყო ჩემთან. ამასობაში მთელი მონდომებით საიდანღაც გამოჩენილ ავტობუსში შევიჭეჭყე. და როცა უკან მოვიხედე, დავინახე გაოგნებული გაბო ისე მიყურებდა, როგორც ემიგრანტი მართლაც სამუდამოდ დაკარგულ სამშობლოს. ამოვიოხრე და დამშვიდობების ნიშნად ფართოდ გავუღიმე. დავინახე, როგორ გააკანკალა შეცბუნებულს.
მივხვდი, ახლა მართლაც საბოლოოდ დავშორდი გაბრიელს. არ ვიცი, ჩვენ ორს შორის მე უფრო ვიყავი ამ დაშორებით დამცირებული თუ ის, მაგრამ ეს მიზეზი სრულიად კმაროდა, რომ ილია, უკვე მეორედ, სადედმამიშვილოდ შემძულებოდა.




(მესამე მიზეზი)

_ ლანა სად ჯანდაბაში დადიხარ?_ მომწერა ირამ. ცალი ხელით ახალი პირბადე გავიკეთე და ცალით პასუხი დავუბრუნე.

_ ჯანდაბაში ვალ!

_ მოხდა რამე?_ რა იმათი ბრალი იყო,მაგრამ სადღაც იყო კიდეც. აბა სად გამიშვეს იმ მდომარეობაში?! რატომ არცერთი არ გამომყვა თან?

_ოოო ეს უნდა ნახოთ! სიტყვებით ველ გადმოვცემ!_ ვუპასუხე გამწარებულმა.

_ ნასტისთან მოდი, აქ ვართ!_ ავდექი და ნასტიასკენ წავედი. ჯერ კიდევ ვგრძნობდი სხეულში გამჯდარ წინაღამინდელ უცნაურ გაბუჟებას. მაგრამ მათთვის რომ არ გამეზიარებინა ჩემი ამბავი მოვკვდებოდი.

_ აბა ლაო? ლოგოლ ვალთო?_ თან ისე მინდოდა ვინმეზე მეყარა ჯავრი, ვკვდებოდი და მათზე დაბალ ღობეს სად ვნახავდი?!

_ რა მოგივიდა?_ სათითაოდ მათვალიერებდნენ. ცოტა ხანს ვუყურე სამივეს, მერე პირბადე აუჩქარებლად მოვიხსენი. ჩემს სერიოზულ სახეზე დაიძაბნენ, ინტერესით მომჩერებოდნენ. უცებ უფრო მეტი ეფექტურობისთის ერთიანად გავიკრიჭე და ხელები ნიკაპთან ჩარჩოსავით გავშალე.
წამიერად ვერც აღიქვეს ჩემი მთელი უბდურება, მერე კი ჯერ კესო გადაყირავდა ხარხარით და წამის შემდეგდ ორივე მოღალატეც შეუერთდა. აღიარება სჯობდა, ჩემს მდგომარეობაში რომ მენახა რომელიმე მათგანი, მეც გულიანად ვიცინებდი. ამიტომ მათი სიცილი არ მწყენია. უბრალოდ მათ წინ ჩამოვჯექი და დაველოდე სიცილის პირველი ციებ_ცხელება როდის გადაუვლიდათ. ის იყო ოდნავ ჩაცხრნენ, რომ ისევ გავიკრიჭე გიჟივით და ისინიც ისევ ახორხოცდნენ. და ასე მანამ სანამ ხველა არ აუტყდათ.

_ გაჩერდი გთხოვ!_ შემეხვეწა ბოლოს კესუნა._ მეტი აღარ შემიძლია, ფილტვები მტკივა სიცილისგან.

_ რა ჯანდაბა მოგივიდა გოგო?!_ სული მოითქვა ირამაც.

_ საბედისწელო სტომატოლოგი გავიცანი!_ ავიჩეჩე მიამიტად მხრები.

_ სად? ვინ?_ ვერ დაკმაყოფილდა კესო.

_ ბალდი, ალც მეტი არც ნაკლები, ბატონი ილია ჭავჭავაძე!

_ მოიცა რა, მართლა ილია ჭავჭავაძე გაიცანი? არ გადამრიო ახლა!_ თავი წამოყო ნასტიმ.

_ ლა იყო იცნობ?_ დამაეჭვა მისმა ინტერესმა.

_ მე არა, მაგრამ ჩემი ძმის ძველი ნაცნობია. დავურეკო იკას?_ უცებ მომარჯვა ტელეფონი.

_ ალა ხომ ალ გადაილიე? მაგასთანღა მაკლია თავის შელცხვენა!_ ვიუარე სასწრაფოდ.
იკა ჩემი დაქალის ნასტიას უფროსი ძმა, ჩემი ბავშვობის დროინდელი აკვიატება იყო და ამაზე მთელმა ჩვენმა სანაცნობომ იცოდა და იცინოდა. ვამტკიცებდი, რომ მიყვარდა და სულ კუდში დავსდევდი, მის ყოველ ახალ შეყვარებულზე მთელი სერიოზულობით ვეჭვიანობდი და ვუთვალთვალებდი, მაგრამ ეს მაშინ თინეიჯერობის აბდა_უბდა წლებში. თავად იკას არასდროს გაუცინია ჩემს სიყვარულზე. უბრალოდ თავზე ხელს გადამისმევდა და თმას მიჩეჩავდა ხოლმე. როგორც პატარა ბავშვს, როგორც უმცროსი დის დაქალს, სულ ეს იყო და ეს.

_ მოიცადე! ხომ უნდა გავიგოთ ნორმალურია თუ არა ეგ შენი ილია? აბა არ გამიგია მე სტომატოლოგმა წინა კბილები უმიზეზოდ დააცალოს პაციენტს!_ ხელის აწევით შემაჩერა ნასტიამ._ იქნება მანიაკია ქალო! ისე დარწმუნებული ხარ, რომ არაფერი მომხდარა მეტი?

თვალების მოწკურვით მკითხა. თავი დავუქნიე.

_ კაი ტიპი მაინცაა?_ ახლა ირა დაინტერესდა. დავფიქრდი, კაი ტიპი? ჰმ! ზედმეტადაც კარგია ის საზიზღარი! გავიფიქრე გონებაში.

_ სუპელია! მაგლამ მაგლად აფრენს!_ გავანეიტრალე მისი შესანიშნავი გარეგნობისგან გამოწვეული აღტაცება.

_ მე იკასთან ვრეკავ!_ ფეხზე წამოდგა ნასტია.

_ ალ გინდა ლა!_ გამოვეკიდე მე. ვერ ავიტანდი იკას ჩემი გასაცოდავების ამბავი გაეგო.

_ იკა როგორ ხარ? რაღაც უნდა მეკითხა შენთვის, შენ ილიას იცნობ ხომ ჭავჭავაძეს. არა იკა ერის მამას არა, სტომატოლოგს!_ ნასტიმ არაფრად ჩააგდო ჩემი ხვეწნა_ მუდარა და ძმას მაინც დაურეკა.

_ რატომ? მოდიხარ? ხო ძალიანაც კარგი მაშინ აქ ვისაუბროთ, უკეთესიცაა. ლიკუნაც მოგყავს, მართლა! გოგოები მყვანან და გავაცნობ ამათაც!_ ლიკუნას სახელის გაგონებაზე შევცბი. ის არ მეყოფოდა, რომ ბავშვობის სიყვარულს უნდა ვენახე ასეთი უკბილო და ახალა მაგის საცოლესაც უნდა შეეფასებინა ჩემს პირში გაჩენილი შავი ხვრელი?! არა ბატონო! შანსი არ იყო ჩემი ასეთი დამცირება ჩემივე ნებით დამეშვა. ჩანთას ხელი დავავლე და გიჟივით გამოვვარდი სახლიდან ნასტიას სხვა დროს ვუჩვენებდი სეირს. ახლა მათავარი იყო მათთვის გამესწერო.
კიბეებზე ჩავრბოდი თან ჩანთაში ახალ პირბადეს ვეძებდი. სადარბაზოდან ისე გამოვიქეცი, ცალი თვალი ჩანთაში მქონდა, ცალი გზაზე.

_ ლანა!_ მომესმა მოულოდნელად ნაცნობი ხმა. შევკრთი, მაგრამ არ გავჩერდი.

_ლანა! სად გარბიხარ, მშვიდობაა?_ გამომედევნა ხმა. მივხვდი თავს არ დამანებებდა. სადაა ეს წყეული პირბადეები?! ვფიქრობდი გამალებით. მაგრამ ვერაფრით ვპოულობდი. დაბნეულობისგან და ნერვიულობისგან მგონი სულ დავბრმავდი.

_ სად გარბიხარ გოგო!_ მკლავში ხელი ჩამავლო და უკან მიმაბრუნა იკამ.
თვალები სიმწრის ცრემლებმა ამომივსო.

_ რა ხდება? _ პასუხი რომ არ გავეცი, მაგრად შემანჯღრია.

_ ნუ გამაგიჟე ახლა, ნასტია ხომ კარგადაა?!_ რატომღაც თავისი დისკენ წავიდა მისი ფიქრები.

_ საყვარელო, ეს გოგო ვინაა?_ მხარში ამოუდგა რაღაც საოცრება ქალი. მგონი არც იყო დედამიწელი ისეთი გარეგნობა ჰქონდა.
ჩემი თვითშეფასება სადღაც ჩაქვესკნელდა.

_ ეს ლანაა, ნასტის ბავშვობის დაქალი და ჩემი პირველი ოფიციალური ფანი! გახსოვს რომ გიყვებიდი?!_ ღიმილით მომიჩეჩა თმები იკამ, სწორედ ისე, როგორც ბავშვობაში.

_ გამარჯობა!_ მომხიბვლელად გამიღიმა იკას საცოლემ და ხელი გამომიწოდა_ სასიამოვნოა , იკასგან მსმენია თქვენზე!
უცებ ისე გავბრაზდი ამ დეგენერატ იკაზე, რას ქვია ჩემზე უყვებოდა საცოლეს. რას უყვებოდა? აღადავებდა ჩემს ბავშვურ გრძნობებზე?! მერე რა თუ ბავშვი ვიყავი, სამაგიეროდ გულწრფელად მეგონა, რომ მიყვარდა. მომინდა შავი იუმორის მთელი მომხიბვლელობით დამეცინა მათთვის. ისე, რომ იკას სამუდამოდ დამახსოვრებოდა, როგორია საცოლესთან თავის ქება უარყოფილი ბავშვური სიყვარულის დაცინვის ხარჯზე.
მხრებში გავიმართე და ხელი თმამად გავუწოდე ქალბატონ სარძლოს. ნაბიჯი წინ წარვსდგი, იკა ზურგს უკან მოვიტოვე
და ისეთი ღიმილით გავუღიმე ქალს, ჰოლივუდს რომ არ დასიზმრებია. უცებვე შეცბა. სახეზე აკრული ოდნავ დამცინავი ღიმილი წამში ჩაუნაცვლა შეშფოთებამ. სცადა ხელი წაერთმია, მაგრამ არ დავანებე. მაგრად მოვუჭირე თითები და მივესალმე.

_ სასიამოვნოა შენი გაცნობა ლიკა! ანუ შენ ხალ "ის ძვილფასი" ლიკა?!_თავი საწყლად დამიქანცურა.
.
ხელი გავუშვი და ისიც მაშინვე მომშორდა ორი ნაბიჯით. ორივეს ზურგი ვაქციე და ნელი ნაბიჯით გავუყევი ქუჩას, თან იმას ვფიქრობდი, თუ როგორ მივასიკვდილებდი ილიას და ჩემსავე სამზარეულოში დავამზადებდი მისგან პაწაწუნა ლამაზ კატლეტებს.

_რა მოხდა ახლა?_ ჰკითხა ზურგს უკან იკამ საცოლეს.

_ ეს გოგო ნორმალურია?!_ მომესმა მისი პასუხი და გამეცინა გემრიელად.

მძულდა ილია ჭავჭავაძე, ის ოლღას ნამდვილი კი არა, ეს ჩემი ყალბი! ისე მძულდა, რომ ამ სიძულვილს გასაზომად ჩემი ხელისგულებიდან კოსმოსამდე მანძილიც კი არ იქნებოდა საკმარისი.

"რა უქნი გოგო ჩემს სარძლოს?!" გაკრეჭილ სმაილიანი მესიჯი მომწერა ნასტიამ საღამოს.

" გავუღიმე!" ვუპასუხე მე.

" გოგო იკამ მითხრა, რომ ილია ერთ_ერთი საუკეთესოა თავის საქმეში. და შეგიძლია მას ენდო თავისუფლადო. უბრალოდ, სასმელი მალე ეკიდება და არაადეკვატური ხდება ხოლმეო, ზუსტად შენსავით ყოფილა. ამიტომ იშვიათად სვამსო! ეტყობა მაშინაც რაღაც ასეთი დაემართა და ეგ იყო რა."

მაგარია! სათქმელად ადვილია არა? "რაღაც არაადეკვატური!"
ანუ სტომატოლოგმა რაღაც არაადეკვატური მიზეზის გამო ამომაგლიჯა სრულებით ჯანმრთელი წინა ორი კბილი! ბედი უნდა გეფიცებით ამ ამბავს. ბედი!

(მეოთხე მიზეზი)

საღამოს სახლში ვიჯექი გაბუსული. არც არავის ნახვა მსურდა და არც გარეთ გასვლა. ზოგჯერ მთელი წელი ისე გავა კაციშვილი არ შეგხვდება ნაცნობი. მე კი ჯინაზე ზუსტად დღეს შემხვდა ყველა, ვისაც ოდესმე ვიცნობდი.

უცებ ტელეფონი აწრიპინდა. დავხდე და მისი შეტყობინება იყო.

"აბა რას იტყვი, ვხვდებით ხვალ?" ჩემი პირადი სტომატოლოგი მწერდა. ლამაზ კბილებიანი სმაილით ბოლოში. აშკარად დამცინოდა.
" სხვა გზა მააქვს?!" ვკითხე მე.
"კი რატომაც არა?!"
" რას გულისხმობ?"
" ამო ჩემთან დავლიოთ, აშკარად არ იქნები ახლა ხასიათზე."
გამაოცა მისმა შემოთავაზებამ. რომელი მისი ძმაკაცი მე ვიყავი, ამო დავლიოთო, რომ მწერდა.
" ჰა, რას იბუტები?! ამო!"
" შენთან ერთად ჩემმა მტერმა დალიოს, ერთხელაც სრულებით მეყო!" მივწერე ნისნის მოგებით.
" მშიშარა!" მიპასუხა მან.
" მშიშარა კი არა გონიერი ვარ!"
" მაშინ მე ამოვალ!" თავხედი ესა.
"მომწყდი თავიდან!"
" კაი რა, არ დამაჯერო ახლა, რომ ჩემი ნახვა არ გინდა!"
" შენი ნახვა რა ჯანდაბად უნდა მინდოდეს?!" კი გავიოცე, მაგრამ საკუთარი თავი დავიჭირე იმ ფიქრში, რომ მისი სიმპათიური სახის ნახვა ძალიანაც მსურდა.

" ესეიგი არ მოგწონვარ?!"
"ვერ ხარ ნორმალური არა?!"
" ნუ გეშინია იკამ მკაცრად გამაფრთხილა უკვე, ჩემს დაიკოს თითი რომ დააკარო, თითის გარეშე დაგტოვებო!"
" მართლა?!" მომილბა იკაზე ნაწყენი გული. მგონი მისი საცოლის შეშინება და თავის მოგიჟიანება სრულებით ზედმეტიც კი იყო.

"მოწყენილობისგან შეიძლება მოვკვდე!"
ცოტახანში ისევ მომწერა. წუწუნა საძაგელი. მე თუ მოწყენილი ვიყავი მხოლოდ მისი ბრალი იყო და მაინც ის წუწუნებდა.
" კარგი, ჯანდაბას შენი თავი!" მივწერე და ხელი ჩავიქნიე, მეტი რაღა უნდა მომსვლოდა ნეტა?!

მისამართი მივწერე და უბრალოდ დაველოდე. გაპრანჭვა არც მიცდია, როგორ და რა ხერხებით უნდა გავპრანჭულიყავი ისე, რომ ის გადამეფარა, რაც მჭირდა. კაცმა რომ თქვას, არც შემშინებია, მართლა ფეტიში ხომ არ ექნებოდა უკბილო გოგოებზე ამ ანგელოზივით კაცს. აშკარად მოწყენილობა სჭირდა ჩემსავით.

მალევე მოვიდა და მოზრდილი ქაღალდის პარკი მოიყოლა, რამდენიმე სახის სასმელი, შოკოლადები და ხილი.

_ ეს ლა იყო სამუდამოდ მოდიხალ?_ გამეცინა მის მარაგზე.

_ არ ვიცი რა გიყვარს და ყველაფერი წამოვიღე!_ აიჩეჩა მხრები.
სამზარეულოდან ჭიქები მოვიტანე. რაღაცეებიც გამოვალაგე მაცივრიდან და ორკაციანი ქეიფიც შედგა. მხიარული, იუმორით სავსე და ამყოლი კაცი იყო ილია. და რომ არა ის, რაც გააკეთა წინა სიმთვრალის დროს, ალბათ მის მიმართ ბევრად პოზიტიურად განვეწყობოდი ვიდრე ახლა ვიყავი.

საღამო საუბარში ხუმრობაში და სიცილში გავლიეთ, თან სასმელს ვსვამდით და ვგრძნობდი თან და თან განწყობა სახიფათოდ მეცვლებოდა. თავში მასზე შურისძიების გეგმა მიელავდა.
ილია ბოლოს ისე დათვრა და ისე აჟღურტულდა, მივხვდი მზად იყო ჩემი ნებისმიერი თხოვნა შეესრულებინა.
ტაქსი გამოვიძახე, ილია თავის ქურთუკში შევფუთე და კიბეებზე ლამის ზურგზე მოკიდებული ჩავიტანე.

_ სად მივდივართ?_ მეკითხებოდა გზადაგზა სულელური ღიმილით.

_ ჩემი გაუბედავი ოცნების ასასლულებლად!_ გავუღიმე მე და ისიც ცხვარივით მორჩილად ჩაჯდა მანქანაში.
სანამ ადგილამდე მივედით კიდევ უფრო გამიჯდა ეს საძაგლი მოღალატე ალკოჰოლი ტვინში. და ბოლოს როცა დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ. სავარაუდოდ ისევ რაღაც გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, რადგან...

დილით ჩემს დივანზე ჩახუტებულებს გამოგვეღვიძა. უხერხულად გავუღიმეთ ერთმანეთს. რაღაც უცნაურად ნაცნობი და უცნაური იყო ეს დილაც.

_ რა მოხდა გუშინ?_ მკითხა მან. მე მხრები ავიჩეჩე. ილია წამოდგა. ოთახში მიმოიხედა და თვალში წინა ღამინდელი ჩემი შურისძიებაც მომხვდა. დავიზაფრე. თვალი მოვაშორე მის ყელს, რომელზეც მკვეთრად იკითხებოდა უცნაურად ლამაზი კალიგრაფიით გამოყვანილი სახელი "ოლღა".

_ რა იყო, მოხდა რამე?_ მკითხა , როცა ჩემს შეშფოთებულ სახეს მოჰკრა თვალი.
უცებ გონება კიდევ ერთმა წინაღამინდელმა ფრაგმენტმა გამინათა, რომელსაც ოდნავი წვა მოჰყვა ჩემს მარცხენა ლავიწზე, ზუსტად გულს ზემოთ.

_ ოღონდ ეს ალა!_ ჩავილაპარაკე და გიჟივით წამოვხტი ფეხზე. სააბაზანოსკენ გავიქეცი. ილიაც ფეხდაფეხ მომყვა.

_ რა მოხდა?!_ მომძახოდა უკნიდან.
საქმე იმაშია, რომ სულ მინდოდა ბეჭზე ბაბუაწვერას დახატვა, მინდოდა, მინდოდა, მაგრამ ვერასდროს გავბედე. აი ახლა კი აშკარა იყო სასურველი ნატვრა ავიხდინე. ოღონდ რატომღაც წვას ბეჭის ნაცვლად სულ სხვა ადგილას ვგრძნობდი. სარკის წინ ჰაერი ჩავისუნთქე. მაისური ერთი ხელის მოსმით გადავიძრე და
დანახულმა მოლოდინს გადააჭარბა.

"ილია " ზუსტად მისი ტატუს მსგავსი ლამაზად მოყვანილი კალიგრაფიით ამოესვირინგებინა ტატუ მასტერს და ბოლოში პაწაწა გულიც მიეხატა ბედნიერად.

_ მძულხალ ილია! მძულხალ!_ მივუბრუნდი გაცოფებული და დავინახე, როგორი თვალებდაჭყეტილი ითვალიერებდა ყელზე ცერად ამოსვირინგებულ "ოლღას".

_ რა მიქენი კუდიანო!_ ისეთი სახით მომაჩერდა, თითქოს ქვეყანა თავზე დაექცა.

_ ვინ ჯანდაბაა ოლღა?!_ ისე საშიშად მომიახლოვდა, ერთი კი ვიფიქრე, ჩემსავე სარკეზე ტვინს მიმასხმევინებდა.

_ სენ ჯობია ის ამიხსნა, სენი სახელი ლატომ მაწელია მე!

ჩხუბს აზრი არ ჰქონდა. გავაკვიეთ სად ვიყავით წინა საღამოს და ორივენი ერთად წავედით საჩხუბრად იმ სალონში, სადაც ასე ლამაზად მოგვხატეს. ვის გაუგია მთვრალებს და თანაც ასეთ მთვრალებს , ტატუ დაახტო?!
ისე გამეხებულები შვედით სალონში, როგორც ლომები და ბოლოს უპატრონო კნუტებივით გამოვიძურწეთ უკან. ვიდეო, რომელიც მათ გვაჩვენეს, ჩვენივე ხელით გვქონდა გაზიარებული ინსტაგრამზე, როგორც მათი სამადლობელი პოსტი, ვამბობდით, რომ ერთმანეთზე უგონოდ ვიყავით შეყვარებულები, რომ ერთმანეთთან ბედმა შგვყარა, რომ ილიას და ოლღას რეინკარნაციები ვიყავით და ჩვენი საიყვარულის მარადიულობის სიმბოლოდ ერთმანეთის სახელების ტატუს ვიკეთებდით.

_ კარგი და ოლღა საიდან მოიგონე?_ ჩავიბურტყუნე , როცა იქვე სკვერში სკამზე დავჯექით.

_ რა ვიცი, ეტყობა ჩვენი გაცნობის მომენტი გამახსენდა!_ მხრები აიჩეჩა ილიამ.

_ ესეც მეოთხე მიზეზი!_ ბედს შეგუებულმა ავხედე ცივ, უღონო, მაგრამ მაინც სიცოცხლის წყარო მზეს.

_ რისი მიზეზის?_ მკითხა მან.

_ შენი სიძულვილის!_ ვუპასუხე მე და რატომღაც გავიფიქრე, რომ ის გრძნობა, რასაც განვიცდიდი იმ წამს სიძულვილისგან ძალიან შორს იყო.
შევხედე და მის თვალებშიც გაიელვა ანცმა და მხიარულმა ნაპერწკლებმა. ტუჩებზეც ღიმილი შეეპარა.
წამის შემდეგ ორივე გიჟებივით ვიცინოდით, და რატომღაც მის გვერდით სულ არ მახსოვდა , რომ ჩემი სიცილი მთლად მომხიბვლელად ვერ გამოიყურებოდა.



(მეხუთე და საბოლოო მიზეზი)

იმ დღეს, როცა ილიამ მითხრა, რომ კბილებს როგორც იქნა დამიბრუნებდა, ისეთ ხალისიან განწყობაზე გავიღვიძე, ალბათ მთელი წელი რომ არ ვყოფილვარ. აივანი გამოვაღე და ბედნიერი ღიმილით შევეგებე მოჟამულ მზეს. ჩემთვის მაინც ისეთი დილა იყო, რომ თავისთავად ამაღიღინა. მოაჯირზე ყავის ჭიქა ჩამოვდე და ჩემი ხასიათის შემოქმედზე ჩაფიქრებულმა უნებურად ისევ გავიღიმე. თან ყურსასმენებში ძველი ნაცნობი და საყვარელი მელოდია ავაგუგუნე და ჩემი ჭკუით ხმადაბლა ავყევი.

_ იქ სადაც სდუმან პილამიდებიიი, უუუ,
მზის ქოლწილის დლოს
შენ მომინდებიი... უუუ ლალა ლალა

ისე ვიყავი ბოლო დროს საუბრის ამ არაორდინალურ მანერას შეჩვეული, ფაქტობრივად აღარც კი ჩამესმოდა ცუდად. მაგრამ მოულოდნელად მეზობელი აივნიდან მომზირალი თვალებდაჭყეტილი მანუჩარი მომხვდა თვალში, სიგარეტით ხელში გადმოყუდებულიყო აივნიდან და ჩემი სიმღერის უცნაურობას გულისყურით აკვირდებოდა. აშკარად ყურსასმენების გამო მეგონა, რომ ჩემთვის ვღიღინებდი.

_მანუჩალ პლობლემააა ლამე?!_ დავუქაჩე თვალები და მთლად გამოშტერდა კაცი.

_ იდიოტი!_ ჩავილაპარაკე და მთელი ეფექტისთვის ენა პირდაპირ კბილებს შორის სიცარიელედან გამოვუყავი.
ისე ეს რა მაგარი რამე იყო, ნებისმიერ წიწაკის სპრეიზე და ელექტროშოკზე უკეთ აფრთხობდა არასასურველ მოთვალთვალეებს.
ბავშვობიდან ვერ ვიტანდი მანუჩარს, ყველაფერს მახარბებდა ხოლმე და არაფერს მთხოულობდა. ნაბიჯით უკან დაიხია გაოგნებულმა და სახლში შებრუნდა ცივად. გავიგონე როგორ უთხრა დედამისს:

_ ამ საცოდავს საბოლოოდ გაუფრენიაო.

_კი, კი გეგონოს!_ ჩამეცინა მე. _აი დღეს ნახავ რა ზიზია კბილები მექნება! სულ ცეკვა ცეკვით წავედი ილიასთან, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, კბილების დაბრუნება მიხაროდა ასე, თუ ილიას ნახვა.

ვინმეს რომ მოეყოლა, თავადაც არ დავიჯერებდი, რომ ოდესმე შესაძლებელი შეიძლებოდა ყოფილიყო, უცხო ადამიანთან ამდენად გაშინაურება, თანაც სულ რაღაც რამდენიმე დღეში, როგორც ვგრძნობდი თავს ილიას გვერდით მომწონდა ამის შეგრძნება, მომწონდა ის, რომ ამ ადამიანთან არადროს არ მრცხვენოდა საკუთარი საქციელის, რომ თავის მოჩვენება არ მჭირდებოდა, როგორც მაგალითად გაბოსთან, რომ ვიყავი ის, ვინც სინამდვილეში. სწორედ ამ შეგრძნებამ გამოიწვია ის, რომ მის გვერდით ყოფნა არ მბეზრდებოდა.

ახალი კბილებიც, როგორც თავად დამპირდა ძველებს სჯობდა.
თუმცა ჩვენი ურთიერთობა ამით არ დასრულებულა. სულ ცოტა ხანში საუკეთესო მეგობრები გავხდით, უფრო სწორედ მე აშკარად მომწონდა, რადგან სულ მასზე ვფიქრობდი და მათ შორის ისეთ დროსაც, როცა ჯობდა, რომ ის არც კი გამხსენებოდა.
სულ მალე ისიც შევამჩნიე საკუთარ თავს, რომ მასზე საშინლად ვეჭვიანობდი. ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში იკაზე და ისე, როგორც არასოდეს გაბოზე.

მას კი ჩემსავით "მადლიერი კლიენტები", ჩემდა ნერვების მოსაშლელად, არ აკლდა. უნდა გენახათ მისაღებში როგორ მტრულად ზვერავდა უკბილო ქალთა ეს უცნაური არმია ერთმანეთს და კაბინეტში შესვლის წინ თმას როგორ მედიდურად იყრიდნენ მხარს უკან.

_ არ ფიქრობ, რომ ზედმეტად გახდი მასზე დამოკიდებული?_ მკითხა ერთ საღამოს ირამ. იმ საღამოს გოგოები, იკა მისი ლიკა, ლიკას გრძელფეხება დაქალი სოფი და ჩემი ძვირფასი სტომატოლოგი ბარში ერთად შევიყარეთ. ზუსტად იმ ბარში, სადაც ყველაფერი დაიწყო.

_ ვისზე?_ ვკითხე უგულოდ ირას, თან თვალს არ ვაცილებდი ილიას ყელზე ჰალტუხივით ჩამოკონწიალებულ სოფის.

_ ვისზე და ილიაზე! კარგი რა, აი ახლაც თვალებით ჭამ! მოიცა, იქნება შეგიყვარდა?!_მის კითხვაზე გაოცებულმა გამოვხედე.

_ იქნება შემიყვარდა? შემიყვარდა?_ ჩავილაპარაკე ჩემთვის.

_ რა რატომ გიკვირს, ძალიან საყვარელია!_ გეცინა კესოს_ ზედმეტადაც კი!

ისევ ილიას გავხედე და სურვილმა მომიარა, ის საძაგელი სოფი თმით მეთრია.

_ ეს გოგო გამარიდეთ, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!_ ჩავილაპარაკე დაბოღმილმა და კაი ლოთივით გადავკარი რომელიღაც ჭრელა_ჭრულა ალკოჰოლი.

_ გოგოს რას ერჩი? ეგ შენი ილიაც კარგად ეფათურება!_ მთლად ცეცხლი წამიკიდა ნასტიმ და ირას თვალი ჩაუკრა.

_ აუუ გოგოებოოო!_ წამოიყვირა კესომ_ ნახეთ გაბოა არაა? აუ რანაირად გიყურებს ნახე?
გავხედე და მართლაც ბართან გაბო იჯდა. თვალს არ მაცილებდა და ყურადღებით მაკვირდებოდა. გამეცინა, აშკარად აინტერესებდა, წინა შეხვედრაზე რამე ხომ არ მოეჩვენა.

_ ისე არ გინდა, ეს სულელი ილიკო რომ აეჭვიანო ოღლა?_ გაეცინა ეშმაკურად ნასტის.

_ იეჭვიანებს როო?_ ირონიულად დაამატა ირამ.

ვხვდებოდი ჩემი გველაძუა დაქალები რომ მახელებდნენ, მაგრამ რამდენიმე ჭიქა ალკოჰოლის შემდეგ ამ წინადადებამ მეც მომხიბლა.

_ რატომაც არა! ბოლო_ბოლო გაბოზე მაინც ვიძიებ შურს! ყველაფერი მაგის ბრალია, მაგის გამო აღმოვჩნდი ამ დღეში!_ ვგულისხმობდი ჩემს ცალმხრივ გატაცებას ილიათი. ავდექი და ბარისკენ წავედი. გაბო უცნაურად დაიძაბა.

_ სალამი ყოფილო!_ იმდენად ახლოს გავუღიმე, რომ დარწმუნებულიყო ის გიჟური " დეფექტი" აღარ მქონდა. ისე შანსი არ იყო, არ გამეკარებოდა.

_ როგორ ხარ ლან?_ გაებადრა სახე გაბოს.

_ გადასა"რ"ევად!_ გავუღიმე მეც.

_ ლანა შენთან ლაპარაკი მინდა!_ ისევ რაღაცას ცდილობდა ეს სულელი.

_ მე ცეკვა მინდა! შენთან!_ გაბოს ცდუნება ძნელი არ იყო.

_ მართლა?_ გათამამდა და ხელი წელზე მომხვია.
დარბაზის შუაგული, სადაც ილია სოფის ეხუტებოდა, ოდნავ შემაღლებული იყო, გაბოს ხელი დავავლე და პირდაპირ იქ გავაქანე. ილიას ამოვუყენე გვერდით და ნაქოვი კაშნივით შემოვეხვიე ყელზე. რით ვიყავი "ჰალსტუხ" სოფიზე ნაკლები რო?

დავინახე, როგორი ინტერესით შეგვათვალიერა ილიამ და ჩაეღიმა კიდეც.
"აჰაა ესეიგი იცინი კიდეც არა?!" გავიფიქრე გულში დაბოღმილმა.
ილია თვალებში მიყურებდა და სოფის წელზე უფათურებდა ხელებს. აშკარად მიწვევდა და ამას შევარჩენდი?! მეც ჯინაზე მთლად დავადნი, ჩემი მოულოდნელი დატკბობით გაოცებულ, გაბოს მკლავებზე.
ილიამ სოფი მკლავზე გადაიწვინა და დააბზრიალა.
ისე გავმწარდი, კინაღამ მეც ზუსტად იგივე ვუქენი იმ გამოშტერებულ გაბრიელს.მაგრამ დროზე შევიკავე ბრაზი და მხოლოდ მხარზე ჩამოვადე თავი. თან ილიას არ ვაცილებდი თვალს. ის დამპალი დაიხარა და აშკარად ყელში აკოცა პარტნიორს, არა კი არ დამინახავს, მაგრამ აშკარად მაგას აკეთებდა. გავშრი. გაბოს შევხედე, ისე მიყურებდა აშკარად ფიქრობდა, რომ ეს ცეკვა ჩვენი შერიგების ნიშანი იყო. ნელა დაიხარა ჩემკენ და სწორედ იმ წამს, როცა ჩემთვის უნდა ეკოცნა, ხელი ვკარი. ნაბიჯი უკან გადავდგი, ზურგი ვაქციე და ამაღლებული მოედნიდან პირდაპირ ნიკაპით დავასკდი მყარ იატაკს. თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა და მგონია პირიდან ჩემი "ზიზია" კბილებიც.
გაბოც და ილიაც ერთდროულად მეცნენ. მე კიდე ძლივს წამოვიწიე მუხლებზე.

_ როგორ ხარ?_ ორივემ ერთდროულად მკითხა და თან ერთმანეთს შეუბღვირეს.

_ მტკივა!_ ხელი ნიკაპზე მივიდე. ვიგრძენი, რაღაც ვერ იყო რიგზე.

_ ვაიმე მგონია ისევ გამცვივდა!_ ჩავილაპარაკე და იატაკი მოვათვალიერე.

_ რა გაგცვივდა?_ შეშფოთებით მკითხა გაბომ.

_ კბილები!_ ვუპასუხე და თითით სათითაოდ მოვითვალე პირში. ყველა ადგილზე რომ დამხვდა, ბედნიერმა გავიცინე.

_ ღმერთო მიშველე!_ უკან გაიწია გაბო_ რა ჯანდაბა გჭირს ლანა?
მიყურებდა შეშფოთებული და აშკარად ჩემი კბილების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული მისი სიყვარული.
ილიას შევხედე, ზურგით ამაღლებულ სცენას ეყრდნობოდა და მხიარულად იცინოდა. ისე გავბრაზდი მის მხიარულებაზე, მომინდა სულ სათითაოდ ამომეგლიჯა მისთვის ის ჩაკიწკიწებული ლამაზი კბილები.

_ ვგიჟდები შენზე!_ მითხრა, როცა სული მოითქვა.

_ მე კიდევ მძულხარ ილია!_ სულ არ მეცინებოდა გამწარებულს. აშკარა იყო იმ წამიდან მე მასთან ვეღარ ვიმეგობრებდი, რადგან ამდენად აშკარა იყო, რომ მის გამო თავს ვკარგავდი.

_ რატომ ჩემო ოლღა?_ მოიწია ახლოს და აინუშშიც არ ჩაუგდია ჩვენთვის ინტერესით მომზირალი გაბო და მთელი დარბაზი.

_ იმიტომ რომ სულ გამაგიჟე! უკვე შენი სიძულვილის მთელი ხუთი მიზეზიც კი მაქვს!
წამოდგა. ხელი გამომიწოდა და ამაყენა.

_ შენ ეტყობა არ გაგიგია, რომ სიძულვილი გადამეტებული და ზღვარგადასული სიყვარულია არა?!_ მკითხა იდუმალი სახით.

_ ანუ?_ რატომღაც ვიფიქრე იმას მეტყოდა, რისი გაგონებაც მე მსურდა.

_ ანუ ის, რომ შენ სულაც ხუთი მიზეზის გამო გძულვარ უკვე! ოღონდ მიუხედავად ამისა გულზე ჩემი სახელი გაწერია!_ ხელი ჩემს ტატუზე დამადო.

_ აბა რას იტყვი? კიდე არ გჯერა დიდი სიყვარულის რეინკარნაციის? _ ისე ჩამიხუტა ჩემი გულიდან ხელი არ აუღია.

_ სიყვარულის რეინკარნაციის?_ ისე მაბნევდა მისი შეხება, ვერც მივხვდი რა რეინკარნაციაზე საუბრობდა.

_ ილია!_ კაბა ოდნავ ჩამოსწია და თითი გადაუსვა საკუთარი სახელის ტატუს. მერე დაიხარა და ნაზად მაკოცა სახელის გვერდით დახატულ პაწაწუნა გულზე. გული კინაღამ მართლა გამიჩერდა.

_ ოლღა!_ თავი ოდნავ გადახარა, რათა მის ყელზე ნაწერი კარგად გამოჩენილიყო და თითი დაიკაკუნა ზედ. მივხვდი სანაცვლო კოცნას მთხოვდა. მთელი ჩემი გამბედაობა თვალსა და ხელს შუა გამეპარა. ნუთუ ეს რეალობა იყო? გაეცინა.

_ არაუშავს, ამის დროც მოვა!_ ის იყო დაიხარა, უნდა ეკოცნა, რომ მოულოდნელად გაბოს ხმა გაისმა.

_ ყველაფერი გავიგე, მაგრამ ოლღა ვინღა ჯანდაბაა?!

_ გურამიშვილი ყოფილო, გურამიშვილი!_ გავუღიმე სრულებით ბედნიერმა და კმაყოფილმა.

მაგრამ გაბომ ვერაფერი გაიგო, რადგან არასდროს აინტერესებდა საკუთარ ცხვირს მიღმა არავინ და სიყვარულის რეინკარნაციებისაც არაფერი ესმოდა. არც მე მანიტერესებდა იმ წამს არაფერი, ილიას გარდა.

_ილია, ანუ გინდა მითხრა, რომ შენი სიძულვილის ხუთივე მიზეზი...

_ სინამდვილეში სიყვარულისააა ჩემო ოლღა..._ თვალი ჩამიკრა იმ მომენტში ყველაზე ნამდვილ ოლღას რეალურმა ილია ჭავჭავაძემ.

(დასასრული ????)

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი მანჩო

აი ვხარხარებდი ცრემლებით ???? ???? ეს რა იყო... ნათლად წარმოვიდგინე მთელი სცენები და ჰაიიმეეეე... ????

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

ვაიმეე რა მაგარი იყოო და რა მაგარი გოგო ხარრ. მადლობა ამ ემოციებისთვის...

 


№3 სტუმარი ზამირა

მაგარი გოგო ხარ ვერა,საოცარი,გაიხარე❤️❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკა

აუ ვიხარხარე შენ გაიხარე ბრავო მომეწონა ძალიან❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი Sofi

უსაყვარლესია????????

 


№6 სტუმარი სტუმარი Sofi

სტუმარი Sofi
უსაყვარლესია, ძალიან ვიხალისე ამ ისტორიაზე

 


№7 სტუმარი ნანამია

მოკლედ შუაღამისას გაღვიძებულს ამდენი სიცილი თუ შემეძლო ვერ ვიფიქრებდი... ბოლო ხმაზე ვხარხარებდი.. სახლში მარტო ვარ, მაგრამ...იმედია მეზობლები არ გავაღვიძე... დიდი მადლობა ამდენი დადებითი ემოციისთვის... არაჩვეულებრივი ხარ...

 


№8 სტუმარი kati

ძალიან კარგია,იქნებ გააგრძელოთ.შესანიშნავად წერთ,მითუმეტეს კომედიურ ჟანრში წერა საკმაოდ რთულია,თქვენ კი ეს კარგად გამოგდით.

 


№9  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნანამია
მოკლედ შუაღამისას გაღვიძებულს ამდენი სიცილი თუ შემეძლო ვერ ვიფიქრებდი... ბოლო ხმაზე ვხარხარებდი.. სახლში მარტო ვარ, მაგრამ...იმედია მეზობლები არ გავაღვიძე... დიდი მადლობა ამდენი დადებითი ემოციისთვის... არაჩვეულებრივი ხარ...

სიცილი სიცოცხლეს ახანგრძლივებსო)))) მადლობა თქვენ, რომ ემოციების გაზიარება არ დაიზარეთ.

სტუმარი მანჩო
აი ვხარხარებდი ცრემლებით ???? ???? ეს რა იყო... ნათლად წარმოვიდგინე მთელი სცენები და ჰაიიმეეეე... ????

ხოო ღიმილიანი ამბავი იყო)))) მიხარია რომ დადებითად განგაწყოთ.

Daldoni Daldoni
ვაიმეე რა მაგარი იყოო და რა მაგარი გოგო ხარრ. მადლობა ამ ემოციებისთვის...

მადლობა რომ არასდროს არ მტოვებთ ემოციის გარეშე )))) იცით რა ძალიან მნიშვნელოვანია მკითხველის დამოკიდებულების ცოდნა?!))))

ზამირა
მაგარი გოგო ხარ ვერა,საოცარი,გაიხარე❤️❤️❤️❤️

მადლობა))))

სტუმარი მაკა
აუ ვიხარხარე შენ გაიხარე ბრავო მომეწონა ძალიან❤️❤️❤️❤️

მიხარია რომ მოგეწონათ))))

სტუმარი Sofi
სტუმარი Sofi
უსაყვარლესია, ძალიან ვიხალისე ამ ისტორიაზე

)))))მადლობააა

 


№10 სტუმარი ეთო

ძალიან ვიხალისე, შენ გაიხარე. საოცარი იუმორის გრძნობა გაქვს ????მადლობა და წარმატებები ჩემო კარგო ❤️

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ეთო
ძალიან ვიხალისე, შენ გაიხარე. საოცარი იუმორის გრძნობა გაქვს ????მადლობა და წარმატებები ჩემო კარგო ❤️

მადლობა, და წარმატებები თქვენც)))

 


№12 სტუმარი სტუმარი ნათია

მე ვიცინეეეე,არა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი ვიხარხარეეე.გავიგუდეეე.გადასარევია.ყველა სცენა წარმოვიდგინე და ცრემლები მდიოდა ისე ვხარხარებდიიი.შენ გაიხარე

 


№13  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნათია
მე ვიცინეეეე,არა უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი ვიხარხარეეე.გავიგუდეეე.გადასარევია.ყველა სცენა წარმოვიდგინე და ცრემლები მდიოდა ისე ვხარხარებდიიი.შენ გაიხარე

რა კარგია, რომ დადებითად შეხვდით ამ ამბავსაც, მიხარია და მადლობა.

 


№14 სტუმარი გიული

რამდენი ვიცინე..გაიხარე ,,პლობლემაა ლამე:))

 


№15  offline ახალბედა მწერალი ვე რა

გიული
რამდენი ვიცინე..გაიხარე ,,პლობლემაა ლამე:))

)))))) პილამიდებიიი ))))

 


№16 სტუმარი სტუმარი კეკე

სიცილიდან ჭიხვინზე გადავედი სული რომ ვეღარ მოვითქვი.შენ სულ უნდა წერო,იქნებ ამ დასტრესილ ხალხს რამე ეშველოს.

 


№17  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი კეკე
სიცილიდან ჭიხვინზე გადავედი სული რომ ვეღარ მოვითქვი.შენ სულ უნდა წერო,იქნებ ამ დასტრესილ ხალხს რამე ეშველოს.

როგორ მიხარია, რომ გამომივიდა ნათელი და სასაცილო))) მადლობა.

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინო

ძაან ვიხალისე:) გაიხარე

 


№19  offline წევრი GMG

ხმით ვხარხარებ,აღარ შემიძლია,მიყვარს შენი ისტორიები,სულ გვახალისებ,მადლობა შენ ამისთვის❤️❤️

 


№20  offline ახალბედა მწერალი ვე რა

GMG
ხმით ვხარხარებ,აღარ შემიძლია,მიყვარს შენი ისტორიები,სულ გვახალისებ,მადლობა შენ ამისთვის❤️❤️

მადლობები )))))

 


№21 სტუმარი სტუმარი იაკო

ვხარხარებდი ცრემლამდე...
კარგად გამოგდით წერა ამ ჟანრში, წარმატებები ????

 


№22 სტუმარი One

Vera❤️ vgijdebi tqvenze))

 


№23 სტუმარი Ნინო

Ვაი, ეს რა იყო, გვერდით 100 წლის ბებოს ეძინა ,მე კი საბანში თავჩარგული ბოლოხმაზე გიჟივით ვხარხარებდი. Ბოლოს სიცილის შემოტევამ რომ გადამიარა,ახლა იტალიელი ბებოს სახის დანახვამ გამაგიჟა . Ჩაბჟირებამდე მივედი. Შენ ვინ ყოფილხარ. Დიდი მადლობა რომ ასე გამახალისე. Ყველა შენი ისტორია მსურს გადავიკითხო
Გთხოვ ამ სიამოვნებას ნუ მომაკლებ. Ხშირად გაგვანებივრე. Გკოცნი და გეფერები იტალიიდან ❤❤????????

 


№24 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი იყო ძალიან მომეწონა საოცარი საინტერესო წასაკითხი იყო მხიარული წყვილით და კარგი დასასრულით ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებებიი ????????????

 


№25  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნესტანი
მაგარი იყო ძალიან მომეწონა საოცარი საინტერესო წასაკითხი იყო მხიარული წყვილით და კარგი დასასრულით ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებებიი ????????????

მადლობა)))

Ნინო
Გკოცნი

Ნინო
Ვაი, ეს რა იყო, გვერდით 100 წლის ბებოს ეძინა ,მე კი საბანში თავჩარგული ბოლოხმაზე გიჟივით ვხარხარებდი. Ბოლოს სიცილის შემოტევამ რომ გადამიარა,ახლა იტალიელი ბებოს სახის დანახვამ გამაგიჟა . Ჩაბჟირებამდე მივედი. Შენ ვინ ყოფილხარ. Დიდი მადლობა რომ ასე გამახალისე. Ყველა შენი ისტორია მსურს გადავიკითხო
Გთხოვ ამ სიამოვნებას ნუ მომაკლებ. Ხშირად გაგვანებივრე. Გკოცნი და გეფერები იტალიიდან ❤❤????????

უცნაური მე და რამდენიმე არისტოფანე ამით დაიწყეთ ძველების კითხვა )))) მადლობა))))

 


№26 სტუმარი სტუმარი შორე

გულიანად ვიცინე,მართლა კარგი იყო...

 


№27 სტუმარი სტუმარი ნატალია

ღმერთოოო
შიგადაშიგ თვალდახუჭული ვკითხულობდი, ამის საცოდაობებს ????
ძალიან სასაცილო იყო, საოცარი ფანტაზია გაქვს

 


№28 სტუმარი სტუმარი ნუკი

ვაიმეეე ძალიან ძალიან კარგი ამდენი დიდი ხანია არ მიცინია მადლობა შენ ამ ემოციებისთვის ????♥️

 


№29  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნუკი
ვაიმეეე ძალიან ძალიან კარგი ამდენი დიდი ხანია არ მიცინია მადლობა შენ ამ ემოციებისთვის ????♥️

მიხარია დადებითაი ემოციები)))))

 


№30 სტუმარი ნონა კვაჭაძე

ვხარხარებ ცრემლებამდე, შესანიშნავი იყო, ყოჩაღ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent