შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი ( თავი 3 )


5-12-2023, 01:53
ავტორი რუსანა
ნანახია 11 092

გიორგიმ მთელი თავისი სამედიცინო ცოდნა გამოავლინა. ლიკუნამ , სიამოვნებით გაუნაწილა საწოლის ნახევარი.
-ოოოოჰ არასდროს გაჩუმდება ეს ძაღლი თუ რა ჭირს? ამოიგმინა ლიკუნამ. ბალიში თავზე დაიფარა.
- რატომ არ გიყვართ? სწრაფად მივარდა ფანჯარას.-ნახე რა ფუმფულიკოა.- სწრაფადვე დაიხია უკან ფანჯრიდან, როცა იქვე ეზოში მდგარი ირაკლი დალანდა .
-თვითონაც არავინ უყვარს .ირაკლის და შენ გარდა და იმიტომ .
-ბოდიში უნდა მოვიხადო . უმისამართოდ გახედა კარს. შეგიძლია ეს მათხოვო?-ფუმფულა ხალათისკენ თითი გაიშვირა.
-რათქმაუნდა . სად მიდიხარ?
-დაბლა შენს ძმას უნდა დაველაპარაკო.
-ალბათ იცი, რომ მაგ ხალათს უკან ყურები აქვს ხო?
-მერე რა. მხრები აიჩეჩა ნუცამ . ჩამქრალ შუქში ძლივს გაიკვლია გზა ნუცამ და კარებამდე რომ მიაღწია გაუბედავად გაიხედა , უკან შეტრიალება გადაწყვიტა ირაკლის გაბრაზებული ხმის გაგონებისას ვიღაცას თითქმის ყვირილით რომ გაუთიშა ტელეფონი, მაგრამ ძაღლმა შენიშნა და მისკენ გაიქცა. იძულებული იყო გარეთ გასულიყო.
-ღმერთო. ამოიგმინა ირაკლიმ თითქმის კურდღლის ფორმაში გამოწყობილი ნუცას დანახვისას .სახლში შესვლა დააპირა.
-მოიცადეთ. ფეხზე წამოხტა ნუცა და შეტორტმანდა .-უუი. იქვე კიბის საფეხურს ჩამოეყრდნო.
-თავი დაარტყი , თან ორჯერ,ორ დღეში , მგონია რომ მსუბუქი შერყევა გაქვს. დაუსვა დიაგნოზი ირაკლიმ და ისევ კარისკენ შეტრიალდა.
-მე ვთქვი მოიცადეთქო. უცნაური ტონით გამოუვიდა მისი შეჩერება.
- შენ თქვი მოიცადეო. ნუ რახან შენ თქვი მოვიცდი.დემონსტრაციულად შემოტრიალდა ირაკლი .ხელები გადაიჯვარედინა და დამცინავი მზერა ვერ მოიშორა.
-ბოდიშის მოხდა მინდოდა დილანდელისთვი და მადლობის საღამოსთვის.
-მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება დაიწყო დილა და დაასრულოს ადამიანმა რომელიც ენას ვერ იმორჩილებს . მიღებულია. თავჯ დაუკრა. უცნაური სიჩუმე ჩამოვარდა, ელოდებოდა რომ წავიდოდა თუმცა არც კი განძრეულა . ამიტომ თვითონ შეირხა რომ წასულიყო , როცა მოულოდნელად დაიძრა მისკენ ირაკლი და ისე ახლოს გაჩერდა იძულებული გახდა კიბის სახელურებს აკვროდა ისევ. - რატომ არ მიდიხარ სამსახურიდან? -კითხვა ისე დაუსვა თვალი არ მოუშორებია თვალიდან.
-მე , მიყვარს ეს სამსახური , ხალხი დაბნეულმა ამოილუღლუღა .
-ჰმმ, თვალები მოჭუტა ირაკლიმ და ისეთი სისწრაფით ჩააფრინდა მკლავებში ნუცამ შეჰკივლა. - შენს შეყვარებულს არ აწუხებს ეს ამბავი ? რას ფიქრობს კახუნა ?
-რაა? შეიშმუშნა , გათავისუფლება სცადა , მაგრამ გაბრძლოებამ მხოლოდ ის მოუტანა რომ უფრო მაგრად გააკავა და უფრო ახლოს მიიზიდა . -გამიშვი შეშლილიხართ?
-აჰამ, ვარ ეს ყველამ იცის . შენ ვინ ხარ ? ჰა? რა , რაას მალავ ამ ანგელოზივით უმანკო სახის უკან? სად მიგაქვს აქედან ამბები ? ვის ელაპარაკება ეს ლამაზი ტუჩები?
-მეშინია. თვალები აუწყლიანდა ნუცას ირაკლიმ ხელი მისი სახისკენ წაიღო, მაგრამ მიხვდა რომ თავი დაკარგა.საკუთარი გულის ცემა ყელში იგრძნო და ორივე ხელი ერთდდროულად შეეუშვა. ერთი ნაბიჯით უკან გაიწია. ჩვეული მშვიდი სახე მიიღო და გაუღიმა.
- ბოდიშის მოხდა დიდი სიმამაცეა. ღამემშვიდობისა ნუცა .

მთელი ღამე ყელში ბურთი ჰქონდა გაჭედილი . ვეღარ მოითმინა და ლიკუნა შეაჯანჯღარა .
-გაიღვიძე ლიკუნა .
-არაა რა გთხოოოვთ დამაძინეთ რა .
-რატომ ფიქრობს ყველა რომ მე კახას შეყვარებული ვარ?
-ალბათ იმიტომ რომ უყვარხარ არაა?
-და რატომ არ უყვარს შენ ძმას კახა?
-კახას უყვარს? ნახევრად მძინარემ ამოილუღლუღა ლიკუნამ.
-არ ვიცი არასდროს მიკითხავს.
-მოიცა მოიცა რა ? უცბად გამოერკვა ლიკუნა . ირაკლიმ რამე თქვა ?
-ხო გონია რომ ენა მიმაქვს კახასთან , მაგრამ რა უნდა გავიტანო ? რა სადილი
ჭამეთ? მაპატიე მაგრამ შენი ძმა ცოტა ვერაა.
-მისმინე ნუცა . ირაკლიმ თუ ამოგიჩემა ძალიან ცუდია , ცუდია , ძალიან ძალიან და მითუმეტეს, ცუდი თუ გონია და მაგისთვის ამოგიჩემა . ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა იმეორებდა გაუთავებლად.
-მოვერიდები სანამ აქაა .
-დაიმალე , გაქრი თორე იმდენს იზამს გაგიშვებს გესმის? ბაბუს და ბებოს უფროსი კიდე ეგაა. კახა და ჯანდაბა შენ.
-რა გინდა ლიკუნა? გაეღიმა ნუცას .
-მაინც ვერ ვიგებთ, თუ მოგწონთ ერთად რატომ არ ხართ და თუ არ მოგწონთ კიდე , რაღას ეწებებით ერთმანეთს.მოკლედ ,- კარგი მთხრობელივით დაიწყო.- ირაკლი და კახა, ჯგუფელები იყვნენ. ხო და ერთ დღესაც ერთი გოგო შეუყვარდათ ხო და ის გოგო ნუ იქნები გთხოოვ რა .
-რა სისულელეს ბოდავ. სიცილი აუტყდა ნუცას. დაიძინე რა .
-არ ვბოდავ, არადაა მანამდე განუყრელები იყვნენ.
-გოგოს გამო რომ გაიყარნენ, არ ყოფილან მთლად განუყრელები. ანუ ბავშვობის მერე ვერასდროს შერიგდნენ .
-ირაკლის რომ კედელია, კი მიხვდი ალბათ და როგორც ვიცი არც კახას აქვს კარგი ხასიათი.
-მშვენიერი ხასიათი აქვს და შენი ძმისგან განსხვავებით . ბოროტება ვარო არ ახატია სახეზე.
-ანუ მალავს . თვალი ჩაუკრა ლიკუნამ.
-არაფერს არ მალავს. ცხვირი აიბზუა ნუცამ.
-სიყვარული ბრმააო ხომ გაგიგია ?
-არ მიყვარს შეიგნეთ რა , უბრალოდ ვმეგობრობთ.
-აჰააა მეგობრობთ კი.

ისე გემრიელად ეძინა , საკუთარ საწოლშიც არ სძინებია ასე . ტელეფონის მაღვიძარას გაბრაზებულმა გადაუსვა ხელი და ამოიკვნესა. ზანტად წამოჯდა და გვერდით მწოლ ლიკუნას ხელი მიკრა . -გაიღვიძე ქალბატონო.
-არა რა .
-კი დღეს ჩემთან ერთად უნდა გაგეკეთებინა საუზე.
-აუ არაა რა .
-იცოდე შემეხვეწები მასწავლეო და ვერ ეღირსები. წამებში გაემზადა თმები ლამაზად შეიკრა და კიბეს ჩაუყვა. -დილამშვიდობისა . ღიმილით დაუქნია ხელი მისაღებში მოფუსფუსე ლილის .
-როგორ ხარ ქალბატონო მოუსვენარო? დოინჯი შემოიდო წელზე ლილიმ .
-კარგად . თითი შუბლზე ლამაზად მიკრულ სახვევზე დაიდო .
- დილამშვიდობისა ირაკლი. კარში შემოსულ შვილიშვილს სალამი შეაგება ლილიმ. -გიორგი შვილო რას იკლავ თავს ამ სირბილით აა? სახეზე აწითლებულ და სირბილისგან აქოშინებულ გიორგის დაუცაცხანა ლილიმ.
-სამსახური მოითხოვს . ამოაყოლა გახშირებულ სუნთქვას გიორგიმ . -ნუცა როგორ ხარ?
-კარგად . ჩვეული მხიარული ხმით შესძახა და გაუღიმა.
-არ გტკივა ?
-ცოტა , მაგრამ არ მაწუხებს .ჰეიი მისაღებში შემოვარდა ძაღლი და პირდაპირ მასთან გაჩერდა. -გამარჯობა ფუმფულიკო. ნუცაც ჩაიმუხლა და მიხვდა როგორ აუარა გვერდი ირაკლიმ უხმოდ აუყვა კიბეს . -საუზმე უნდა გავაკეთო მერე მოგეფერები . -ცხვირი გაუხახუნა და სწრაფად წამოხტა ჩვეული ენერგით. წამებში დაუბნელდა თვალთ ყველაფერი დატრიალდა კიბის სახელური სცადა ეპოვა მაგრამ იატაკზე ჩამოჯდა ისევ დაცემას ეს ამჯობინა .
-ნუცა , გიორგი მივიდა პირველი. ცოტახანში თითქმის ყველა შემოეხვია .
-უცბად ავდექი . უკვე კარგად ვარ . გაუღიმა და თვითონვე წამოდგა. მხოლოდ მაშინ შენიშნა კიბის თავში მდგარი ირაკლი , თვალს რომ არ აშორებდა. -საუზმე მალე იქნება . ლილის გაუღიმა და სცადა დინჯად გაეარა.
საუზმემ მშვიდად ჩაიარა . სახლში ისეთი სიწყნარე იყო პატარა ხმაც კი ხმაურად მოგეჩვენებოდათ.
-რაც ეს ბავშვი ჩამოვიდა ჰაერიც კი დაძაბულია. სამზარეულოშ შემოვიდა ასაკიანი ქალი .
-ლიანა, ვინაა ბავშვი ქალო მაგ მთასავით კაცზე იძახი? გამოეხმაურა მეორე .
-ისეთი ფუმფულა იყო პატარა . სახე გაუთბა ლიას . სუ ერთიბეწო მახსოვს.
-ყავა გინდათ გოგოებო? გაუღიმა ნუცამ .დედიატოლა ქალები იყვნენ გამუდმებით ცდილობდა ესიამოვნებინა სანაცვლოდ უამრავ სითბოს და სიყვარულს იღებდა მთელი დღე ჰყოფნიდახოლმე .
-მინდა ნუციკო მარა ცოტა ბევრი შაქარი ჩაყარე რა.
-კარგი რა ლიანა . ყავას კი არა სიროფს ვსვამთ შენს გამო .
-მიყვარს თქვენი კამათები . გაეცინა ნუცას .
-ნუცა მისაღებში გელოდებიან. ქეთოს მამა შემოვიდა და სინანულით შეხედა შუბლზე.
-რატომ? პასუხს არც დალოდებია ისე გავიდა და მხოლოდ ირაკლი დახვდა უცხო ასაკიან კაცთან . ზრდილობიანად დაუკრა თავი და მოემზადა, რომ მოესმინა რას მიირთმევდნენ მაგრამ დაიბნა როცა ირაკლი უხმოდ დაიძრა ბაღისკენ.
-გამარჯობა ნუცა .
-გამარჯობა. დაბნეულმა გახედა კიდევ ერთხელ ნელა მიმავალ ირაკლის .
-ექიმი ვარ . სცადა გაერკვია ნუცა . -ირაკლის ექიმი, მაგრამ ამჯერად აქ შენთვის ვარ.
-ჩემთვის ? რატომ ? დაუფიქრებლად დასვა კითხვა და მერე გაახსენდა რატომაც. -აჰ დიახ. წავიქეცი, მაგრამ კარგად ვარ . საჭირო არაა.- უხერხულად შეიშმუშნა და ისევ ჩუმად გააპარა თვალები . ყველაფერს იფიქრებდა მაგრამ მის ექიმს ვერა.
-მაინც გაგსინჯავ .
-არა .- თითქმის წამოიყვირა ნუცამ. ეშინია ექიმების . სიტყვა ექიმიც კი გულს უჩქარებდა მაგრამ სავარუდოდ თავის დახსნა გაუჭირდებოდა რომ მიხვდა ექიმმა ჩანთის გახსნა მისი არას მიუხედავად მაინც დაიწყო.
-დაჯექი. -ხელით ანიშნა კაცმა.
-საჭირო არაა , მართლა . ვერც კი ვგრძნობ რომ რამე მაქვს .
-ნუცა , მისმინე მეც ვხვდები რომ არაფერი გაქვს , თავის ტრამვა რომ გქონდეს ამდენი ლაპარაკის თავი არ გექნებოდა და ასეთი ატმისფერი, მაგრამ 3 საათი ვიმგზავრე იმისთვის რომ შენ გამესინჯე და კიდევ 3 საათი უნდა ვიმგზავრო რომ უკან დავბრუნდე და თუ ერთი პროცენტიც არის შანსი რომ თავი ცუდად იგრძნო ისევ უკან ჩამომიყვანს. გაეღიმა კაცს . ნუცას სახეზე რომელიც მთელი მიმიკებით გამოხატავდა თანაგრძნობას . -გთხოვ უბრალოდ გაგსინჯავ და წავალ . 10 წუთი მეტს არ წაგართმევ.
-10 წუთის გამო იმგზავრეთ ამდენი? პირი დააღო ნუცამ და წნევის აპარატის დანახვისას მაჯა ინსტიქტურად აწია .
-ერთხელ 6 საათი ვიფრინე, მაგ ძაღლის მსხვერპლის გამო. გაეცინა ექიმს. დამჯერი პაციენტი აღმოჩნდა ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც ეუბნებოდა .
-კარგადაა შენი გოგო . თვალებიდან სინათლე მოაშორა და ირაკლის შეუტრიალდა . როგორ შემოვიდა ვერ დაინახა ნუცამ , მაგრამ ექიმის რეპლიკაზე რომ გაეღიმა კარგად დაინახა . -შვილო ეცადე დღეს აღარაფერი მოიწიო . ნუცას ღიმილით მოუტრიალდა , თორემ კიდევ ერთ 3 საათიან გზას ვეღარ გადავიტან.
-ვეცდები. სერიოზულად უპასუხა ნუცამ. არც კი შეუმჩნევია ექიმი რომ ხუმრობდა ისეთი დაბნეული იყო. თავად ირაკლიმ მიაცილა , კარამდე ექიმი და თითქმის ლოცულობდა რომ შემობრუნდებოდა ნუცა იქ არ დახვედროდა . ალბათ მთელი თვალებით და შეიძლება სიტყვითაც მოეთხოვა აეხსნა მისი მოქმედება , რომელიც თვითინაც არ იცის რატომ გააკეთა. მაგრამ როდის იყო ასე ადვილად უხდებოდა ყველაფერი.
დახვდა და თან როგორ ? ოდნავ შევარდისფერებული ლოყებით და ჩვეულებრივი გაბრწყინებული თვალებით. ჯიბეში ჩაიწყო ხელები და თიქმის წინ ჩამოუდგა იმ კითხვის მოლოდინში რომელზეც უპასუხებდა რამე სარკასტულს.
-მადლობა. გაუღიმა ნუცამ და ახლა შეამჩნია ლოყის მაღლა პატარა ნაჩვრეტი ირაკლიმ .
-არაფერს . არ მკითხავ რა საჭირო იყო?
-არა , ვიცი . გაუცინა ისევ. -ნერას პირველი მსხვერპლი არ ვარ .
-ხო . ჩაეღიმა ირაკლის .
-მაგრამ მაინც მიყვარს . თავი ოდნავ გვერდზე გადაწია ნუცამ. ექიმები აქაც გვყვავს , საწყალმა კაცმა ამხელა გზა გამოიარა. გულწრფელი სინანული დაეტყო სახეზე. როგორ უყვარს ემოციების ყურება ირაკლის . სწავლობს , იმახსოვრებს და თითქმის ამ ჰობის გამო იქცა ექსპერტად . ზუსტად იცის როდისაა ისინი ყალბი. ამ გოგოსთან კი ყველა ემოცია ნამდვილი ნახა. ჯერჯერობით. ტკივილიც , სიხარულიც , სიკეთეც . იშვიათია ასეთი ადამიანები და ალბათ ამიტომაცაა ყველა ასე ბრმად შეყვარებული მასზე. თუმცა როგორც წესი , არაფერია უნაკლო დედამიწაზე . მისნაირ გოგოებსაც აქვთ ყველაზე ბნელი მხარე და ადრე თუ გვიან გამოაჩენს . რომელი ნუცაა ნეტა ბნელი ? იქნებ შეყვარებული ?
-ნუცა , შეყვარებული ხარ? მოულოდნელად ხმამაღლაა გააჟღერა და მთელი ინტერესი სახისკენ მიმართა.
-რა ? დაიბნა გოგო. სწრაფად გაუფითრდა ვარდისფერი ლოყები . სწორად გამოიცნო , საკუთარ თავს მიულოცა.
-შეყვარებული ხარ? ვნება შეურია ხმაში და გაუღიმა .
-არ მგონია თქვენი საქმე იყოს ეგ . სიბრაზე ვერ დამალა და გვერდის აქცევა სცადა რომ წასულიყო . თუმცა ისევ ირაკლი გადაუდგა . ორი თითით ნიკაპი დაუჭირა და თვალი გაუსწორა.
-ახლა უკვე ვიცი , ვის ელაპარაკება ეს ლამაზი ტუჩები . ისც ვისაც ეალერსება. სახეზე შეახურა , ტანში კი ისეთი სიცივე იგრძნო წამში გაეყინა ხელები ნუცას . უკან გაიწია . უნდოდა გაქცეულიყო მაგრამ ნაბიჯს ვერ დგამდა და შეტევა არჩია.
-ის გოგი არ ვარ უნივერსტეტში რომ გიყვარდათ. დაუფიქრებლად წამოისროლა და მიხვდა სახე როგორ შეეცვალა ირაკლის . - მე და კახა მეგობრები ვართ . კარგი მეგობრები . ზოგიერთებისგან განსხვავებით ადამიანებს იმიტომ არ იჩემებს რომ მათი მეგობარი არ მოწონს .
- ნუცა , სიცილი აუტყდა ირაკლის. - ის გოგო არასოდეს მყვარებია . ენაზე იკბინა მიხვდა ისევ სისულელე ქნა კარგად რომ არ მოაყოლა ლიკუნას ისტორია. - ის გოგო კახას უყვარდა .
-მაპატიეთ. ჩემი საქმე არაა , პატივს ვცემ თქვენ სივრცეს ამიტომ იგივეს მოვითხოვ. გაუბედავად დაიწყო. -არანაირი სხვა მიზანი არ მქონია აქ რომ მოვედი გარდა იმისა რომ თქვენთვის ხმა მომეწვდინა , მაგრამ ეს სამსახური მნიშვნელოვანია ჩემთვის. ეს ოჯახი მნიშვნელოვანია ჩემთვის და არასდროს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას რაც ლიკას ატკენს . გთხოვთ . მაშინებს ეს დიალოგები და თქვენი თამაშები.
-თამაშები? გაეცინა ირაკლის.
-ერთადერთი რაც მინდა ისაა რომ ყველა ბედნიერი და კარგად იყოს . ვეცდები თავი შორს დავიჭირო თუ ეს გაწუხებთ . სამზარეულოს არ გავცდები , მაგრამ აღარ მინდა ეს ეს .. გული აუჩქარდა და სიტყვას ვერ მოაბა თავი .
-ღმერთო რა სიცივეა. გარედან შემოსულმა ბაბუამ ნუცას გაუღიმა და მერე ირაკლის რომელსაც არც კი შეუმჩნევია თვალდაუხამხამებლად უყურებდა ნუცას . -ნუცა ცხელი ჩაი დამალევინე რა . ერთი ირაკლისაც მოუტანე .
-ახლავე. ისე გავარდა მისაღებიდან თითქმის გაიქცა და პირდაპირ ონკანს ეცა . რამოდენიმე ჭიქა წყალი ზედიზედ დალია და ამოიკვნესა.
-რამოგივიდა გოგო .
-ლია , მემგონი მალე გამაგდებენ .
-ლიკუნასთან იჩხუბე?
-არა იმასთან. ორი თითი თავზე დაილაგა რქებისთვის რომ მიემსგავსებინა.
-ოჰ კარგი ერთი. ლიკუნას ხათრით არ გიზავს არაფერს . ჩაის მომზადებას ბევრი დრო არ დასჭირვებია , მაგრამ ესიკვდილებოდა მისი მიტანა . კიდევ ერთხელ ვერ გადაიტანდა იმ კაცის უცნაურ მზერას , მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა . რამდენიმე დღე უნდა გაუძლოს შემდეგ წავა და წლები დაიკარგება . ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება . თანაც მარტო ის ხომ არაა, ყველა მის აზრრზეა რომ აუტანელია , მისი საკუთარი დაც კი ასე ფიქრობს. სწრაფად დაიმშვიდდა გონება და ლანგარით დინჯად გაემართა მათკენ. ჩაი ისე დადგა მაგიდაზე ერთხელაც არ გაუხედია მისკენ . მხოლოდ ბაბუას გაუღიმა .:- გემრიელად მიირთვით.
ზურგი ეწვოდა. იცოდა თვალს არ აშორებდა და ერთი სულო ჰქონდა გასცლოდა იქაურობას ,გაიქცეოდა რომ არ სცხვენოდეს , თუმცა ჩვეული ნაბიჯებით გაუყვა სამზარეულოს გზას.
იქამდე უყურა სანამ თვალს არ მოეფარა. შავი თვალები ჩამუქებოდა და ღიმილი დასთამაშებდა სახეზე . ზუსტად იცოდა როგორ უნდოდა გაქცევა ამ სიფრიფანა გოგოს რომელიც 5 წუთის წინ ეუბნებოდა რომ მისი ეშინია და მაინც მშვიდად მინარნარებდა.
-ნუცა კარგი გოგოა. ჩაის მორევას რომ მორჩა ბაბუა და თან ირაკლის მზერის შესწავლას მხოლოდ ამის მერე გაბედა ეთქვა.
-რა იცი ? ეჭვნარევი მზერა ესროლა ბაბუას.
-ვიცი , და მიხარია ჩვენი ოჯახი წევრი რომაა.
-და რატომაა ჩვენი ოჯახის წევრი?
-დეიდაშენი კარგად იცნობს მას . მისი დამრიგებელი იყო სკოლაში.
-აჰჰ, გასაგებია. რატომაც მოწონს სანდროს.
-და შენც. ფინჯანი მიიტანა ტუჩებთან და ქვემოდან გამოხედა შვილიშვილს.
-მეც. თავი დაუქნია .ბაბუიის მიზანი სწორედ ის იყო რომ ირაკლის არა ეთქვა.-ლამაზი გოგოა. უბრალო, იმდენად უბრალო და სათნო ეჭვიც კი შეიძლება შეგეპაროს ნამდვილია თუ არა. ირაკლიმაც აიღო ფინჯანი და მოსვა .- კარგი ხელი აქვს . ჩაი მისმა ცხვირმა და ყელმა ერთიანად შეიგრძნო და იმდენად ესიამოვნა თვალები დახუჭა. -თუმცა ორივემ ვიცით რომ ასეთ უბრალოებს ისეთივე უბრალო და სათნო
ჭირდებათ. მე კი ძალიან შორს ვარ უბრალოებისგან . ფინჯანი ცივად დადგა და ფეხზე წამოდგა . -სააქმები მაქვს . ვახშამზე არ დამელოდოთ. სინამდვილეში მისი საქმე ახლა მისი ახალი სახლის მალე დასრულება იყო , რომ რაიც შეიძლება სწრაფად დაეხწია თავი ოჯახისგან და კვლავ მაარტოობის სიამოვნებაში ჩაძირულიყო. ახრჩობდა ჯანდიერების მოგონებებით გაჟღენთილი მამული. ყველაფერი ზედმეტად სავსე იყო ემოციებით , ადამინებით. სძულს , ძალიან სძულს სავსე ადამიანების ცხოვრება. მარტოსული იყო , არის და აპირებს დაბერებას . თითო ჯერზე თითო ემოცია საკმარისია მისთვის. არ სჭირდება ყოველდღიურობის უფერულობა და ადამიანური ურთიერთობები. ემოციები სისუსტეა . დიდიხანია მიაძინა, ყველა ემოცა და მხოლოდ იმას იყენებს რომელიც მისსთვისაა უკეთესი. ამბიცია.

ახალი სახლი ლამაზი იყო , მაგრამ იმდენად განსხვავებული გარემოსგან , ოდნავ რომ სცხვენოდეს რაიმესი , აუცილებლად მოერიდებოდა იმ ხალხის რომლებსაც თავზე სასახლე წამოუჭიმა . ყველაფერი ისე იყო როგორ უნდოდა. დიდი სივრცე , ულამაზესი ნახატები , მინიმალისტური ავეჯი და არცერთი მცენარე. მხოლოდ ეზოს მოპირკეთება იყო დარჩენილი და გადასახლებასაც შეძლებდა , რომ არა ახალი პრობლემა . გაყინულ
ტბას შორიდან გახედა და თავი გააქნია . გამხმარი ხეებით შემორტყმულ ტბის მიღმა ჩანდა პატარა შენობა .
-ესსაა თავშესაფარი?
-სავარაუდოდ . დაეთანხმა გიორგი და პალტოს საყელოში ჩარგო თავი. თუმცა გათბობა არ დასცალდა . -ირაკლი , არაა მოიცადე . თითქმის სირბილით მიყვა სწრაფი ნაბიჯებით მიმავალს . 15 წუთიც არ დაჭირვებია . პატარა ორსართულიანი შემურული კედლების წინ იდგა და რედგენივით ავლებდა თვალებს ..
-გააღე . ანიშნა გიორგის უკან მდგარ არიტექტორს .
-ღიიაა. კარები მძლავარდ გამოწია ბიჭმაც. გუშინ გავაკეთეთ ნახაზები აი ესეთი იქნება . ფურცელი ამოაძვრინა ჯიბიდან თუმცა ისე აუარა გვერდი ირაკლიმ არც უფიქრია შეხედვა .
შიგნით უფრო ციოდა ვიდრე გარეთ . სინესტის სუნი ცხვირს წვავდა. ცივად მოავლო თვალი და თავი გააქნია . რა შეშლილი უნდა იყო ადამიანი რომ აქ ბავშვები გააჩერო . -რამდენი ოთახია ?
-7 საძინებელი და სახურავში მერვე ოთახია . წამობრძანდით. დაუღალავად უხსნიდა რგორ აპირებდნენ გადაკეთებას თუმცა ერთი სიტყვა არ გაუგია. უნებურად თავში მხოლოდ ის უტრიალებდა, რომ ხის ჭრიალა იატაკზე რომელიც სიარულისას ზანზარებდა ბავშვები დადიოდნენ. სიბრაზე მოაწვა თვალებში. სიბრაზე იმ უთავბოლო სისტემის მიმართ , რომელსაც ისედაც ყველაფრის გარეშე დარჩენილ ბავშვებს, აქ ყოფნას აიძულებდა. ერთ დროს თავადაც ობლად დარჩა , მაგრამ მხოლოდ ემოციურად იყო ობოლი ბავშვი . არასდროს შიებია . ჰმ , როგორ გაუმართლა ? სიმწრისგან ჩაიცინა .-აქ სახურავში პატარა ბიბლიოთეკას მოვაწყობთ, პატარა საკითხავი სივრცით. კარს დაეჯაჯგურა არქიტექტორი და პირველი შევიდა . აქ უფრო მეტად დაიწყო იატაკმა ზანზარი და სწრაფად გამოვიდა . -ჯობია სათითაოდ შევიდეთ. უხერხულად გაიღიმა და ირაკლის დაუთმო გზა.
-გამარჯობა ნუცა . ხმამაღლა აღმოხდა როცა კედელზე ფერადი საღებავებისგან დახატულ ნუცას პორტრეტს თვალი ვერ აარიდა. თითქმის მთელი კედელი ეკავა. მომღიმარი ნუცას ხელისგულები ედო ლოყებზე და ეშმაკურად იყურებოდა კედლიდან .
-სად ნახე ნუცა . თავი შემოყო ოთახში გიორგიმ. -ოჰო გაოცება ვერ დამალა .
-ხო ამ ნიკას ეს გოგო ძაან უნდა ჰყვარებოდა აკრილით კედელზე რომ მოხატა .
-ვის ? მთელი ტანით შეტრიალდა ირაკლი.
-პორტრეტის ბოლოს ხელი აქვს მოწერილი . ლამაზი ნამუშევარია , მაგრამ ხვალ ისტორიას გაჰყვება. თერმოსს თავი მოხსნა და მოსვა.
-ეს კედელი დაუზიანებელი უნდა დარჩეს .
-რაა? ყავა გაჭირვებით გადაყლაპა . -შეუძლებელია.
-იქნებ იმას გადავუხადო რამდენიმე ათასეული ვინც შეძლებს ?
-კედელს ვერ დავტოვებთ , ბატონო ირაკლი . ხომ გესმით რომ .. სიტყვა გიორგის მოძრაობამ გააწყვეტინა რომელიც ანიშნებდა გაჩუმდიო.არც გაუგია არქიტექტორის ყევლა ის დამაჯერებელი არგუმენტი რომელიც ამტკიცებდა რატომ იყო შეუძლებელი მისი დატოვება. -მაშინ მთელი შენობის მარცხენა მხარე უნდა დავტოვოთ. რაც მოითხოვს დროს ფულს და რესტავრატორებს
-ორივე ბევრი მაქვს . მესამე კი შენი საქმეა . მხარზე ხელი დაარტყა . კიბეს სირბილით ჩაუყვა . გასვლისას კიდევ ერთხელ ახედა შენობას და გაფითრებულ არქიტექტორს რომელიც გიორგის რაღაცას ეჩურჩულებოდა გამჭოლი მზერა ესროლა . - როცა ვთქვი რომ ხელუხლებელი მინდა არ მიხუმრია .

-ნეტა რას აკეთებ თუ იცი . გიორგი მოუჯდა გვერდით და გაყინულ ხელებს შეუბერა .-დავითასთან მივდივართ?
-ხო . მივდივართ. კიდევ ერთ ოჯახირ ვახშამს ვერ გადავიტან .
-ამ ტემპით თუ გააგრძელებ მალე აღსარებასაც ჩააბარებ.
-ხო და მარხვასაც დავიცავ. -სრული სერიოზულობით უპასუხა.
-მართლა ? -გულწრფელი გაკვირვება გამოეხატა გიორგის.
-არა დებილო. ხელი მიჰკრა ირაკლიმ .
-რა ლამაზია არა ? - მოთოვლილ მდელოს გახედა გიორგიმ.
-უბრალოდ თოვლია.-ტელეფონს ინტერესით ჩაჰყურებდა . -შენი ტელეფონი მომეცი .
-რატო ვითომ? -წარბი აწია .
-იმიტომ რომ შენ გევასება სოციალური ქსელები და რაც რამე ინტერნეტ *** არსებობს.
-მასე ზრდილობიანად რომ მთხოვ იმიტომაც გაძლევ. -ჯიბიდან გაჭირვებით ამოიღო ტელეფონი გაუწოდა. გაიცებისგან თვალები გაუფართოვდა , როცა წამებში მოხსნა კოდი. -ეეე, შე გესტაპო კაცო , საიდან იცი ჩემი კოდი?
-შენი კოდი , ბანკის პინი და კიდვ რა პოზა გირჩევნია მარიამთან .-ოდნავ გაუღიმა და რაღაცის ძებნას შეუდგა.
-რააა?- თავი ვეღარ შეიმაგრამ გიორგიმ.
-ვხუმრობ . სიცილი აუტყდა ირაკლის . -ისე შორს არ მიდიხარ ძირითადად ჩემს სტაფს ნომრავ ხო ?
-ღმერთო რა დავაშავე.-ორო თითი ამოისვა თვალში გიორგიმ.
-არა მესმის . არ განგიკითხავ. ლამაზი გოგოები გვყავს . ისე ბიჭებიც . არაა თედო ? -მძღოლს ომახიანად გასძახა. მის უცნაურ ხუმრობებს ყველა შეჩვეული იყო , ამიტომ უხმოდ გამოხედა სარკეში და საჭეს მაგრად ჩააფრინდა. -რა გვარია ნუცა ?
-მე რა ვიცი რა გვარია ნუცა . -წამოენთო
გიორგი.
-აბა როგორ ვიპოვო სოც ქსელში? -ტელეფონი თითქმის გადაუგდო
გიორგის . დაჭერა რომ არ მოესწრო მანქანის მინას ნამდვილად მოხვდებოდა.
-და რატომ უნდა იპოვო? -თვალები მოჭუტა.თუმცა მალევე მოუშვა როცა მეგობრის ოდნავ მომღიმარ სახეს კარგად დააკვირდა . დიდიხანია იცნობს . მისი ღიმილის ყველა ვერსია აქვს ნანახი და ეს რაღაც ახალი იყო.
-რაღაც აქვს .- სრული სერიოზულობით დაიწყო ირაკლიმ . იდაყვი მანქანის მინას მიადო და ხელის თითი ტუჩებზე მიიდო . -არ ვიცი რა , ზედმეტად უცოდველი ჩანს . ჩემი ჰობი კი ადამიანების შესწავალაა. -ისევ ეშმაკებმა გადაურბინეს სახეზე და გიორგის წამიერი სიმშვიდეც რომ რაღაც ახალი ხდებოდა მისი მეგობრის თავს ამ ეშმაკებს გაჰყვნენ .
-რატომ არ გჯერა რომ ამ მიყრუებულ პატარა ქალაქში , სადაც არც ბევრი ღამის კლუბია. ბევრი კი არა საერთოდ არ არის მგონი. არც ნარკოტიკი. საერთოდ არაფერი არაა , ცხოვრობდეს და არსებობდეს გოგო რომელიც უბრალოდ უბრალოა?
-უბრალოდ უბრალო არ არსებობს გიორგი .
-შეხედე მამა დავითს .
-მამა დავითამდე , დავითა იყო , რომელმაც მე- 7 კლასში დაიწყო მოწევა, მეთერტმეტეში კლასელი სასიკვდილოდ სცემა და…
-მაგრამ ეხლა სხვაა უნდოდა და განიწმინდა ,მარტო შენ არ იცვლები. -სინანული შეერია ხმაში.
-რატომ უნდა შევიცვალო თუ მე არ მინდა და ქვების სროლას რომ მორჩები საკუთარი ცოდვების ქისაში ჩაიხედე. ცვლილები კარგია ჩემო გიო მაშინ როცა ეს მართლა ცვლის რამეს.
ეჩვენება რომ ამ ქალაქში უფრო მალე ღამდება, უყვარს როგორ მიაძინებს ხოლმე ცის სიშავე ყველაფერს .ის კი რჩება და დაუღალავდ უსმენს სიჩუმეს . დიდი ხანია განუყრელ ნაწილად ექცა უძილო ღაამეები. ძილი არც ადრე უყვარდა ირაკლის. სიზმრებს ვერ უხერხებდა ვერაფერს . სიზმრები ერთადერთი იყო რასაც ვერ აკონტროლებდა ამიტომ ერჩივნა თავი არ მიენდო მათთვის. ისინი დაუნდობლები იყვენენ , გამეტებით აჭერდნენ ფეხს ყოველ ღამეს მის კარგად გამოკეტილ ფიქრებს და შიშებს . წამში ფილმად შეკრავდნენ და დაუსრულებლად უყურებდა ამ ფილმს ძილში. მისი რუტინა მარტივი იყო . 4 საათი. სრულიად სამკარისი რომ ფეხზე მდგარიყო, მაგრამ რაც აქ ჩამოვიდა ისიც ვერ ძინავს , საჭმელსაც ვერ ჭამს , არ ჭამს ერთი სული აქვს თავი დააღწიოს ოჯახურ ვახშამებს . სული ეხუთება . როცა ძველმა მეგობარმა ვახშმად მიიპატიჟა პირველი რაც გაიფიქრა ის იყი რომ თავისუფლად ისუნთქებდა და გაქცევა არ მოუწევდა . მანქანიდან გადასულს აღმზრდელივით წამოადგა თავზე თითქმის ცამდე აზიდული ტაძარი. კარში შესვლისას არსაიდან გადმოსულმა პატარა ბიჭის აჩრდილმა გაურბინა , შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცმა რომელსაც ბავშვს კისერში წაავლო ხელი სწრაფად აიტაცა და მხარზე მოიკიდა. ტაძრის კედლებამდე ასე სიცილით მიიყვანა და კედელში ისე გაუჩინარდნენ თითქოს არავის დაენახოს. სწრაფად დახუჭა თვალები ირაკლიმ , ერთი ღრმად ჩაისუნთქა და ისე გააგრძელა გზა ტაძრის მოპირდაპორე მხარეს მდგარ პატარა შენობისკენ თითქოს მას არ ჩაურბინა საკუთარმა პატარა მემ 5 წამის წინ.
-მობრძანდით . ხელგაშლილი და საოცარი მშვიდი სახით შემოხვდა მეგობარი. რამდენ მამაოს შეხვედრია , ვერასდროს გაიგო რა აძლევთ მღვდლებს ასეთ მშვიდ გამომეტყველებას. ყველანაირი ეკლეესიის მსახურს შეხვედრია მანკიერსაც , ხალხზე მზრუნველსაც და ყველას ერთი იერი აქვთ. იქნებ წვერი ? აგერ გიორგისაც აქვს წვერი მაგრამ ხან ირაკლისაც აშინებს როცა ცუდ ხასიათზეა. პატარა ოთახისკენ შეუძღვა . სახელდახელოდ გაეშალა პატარა სუფრა მამაოს.
-როგორც შეგპირდი სხვა არავინ , მაგრამ ჩემს ხელს უნდა დასჯერდე ირაკლი.
- პატივია . ეს ვინაა ? შეშის ღუმელთან ჩამუხლულ დაახლოვებით . 11-12 წლის ბიჭუნას თვალი შეავლო . ბიჭმაც სწრაფად დაიჭირა მასზე რომ ლაპარაკობდნენ.
-ეს ნიკოლოზია . სტუმრად არის ჩვენთან.
-გამარჯობა ნიკოლოზ._დიდივით გაუწოდა ხელი და მოზარდმაც არ დააყოვნა მარჯვედ შეაგება მტევანი . მერე ისევ ღუმელს მიუტრიალდა რკინის საჩხრეკი მოიმზადა. - რაც აქ ჩამოვედი პირველად მცემს საჭმლის სუნი და თან რა სასიამოვნო სუნია . რა გააკეთე?
-კარტოფილი . -ხმამაღლა გამოსძახა დავითმა . -მეტი მაინც არაფერი ვიცი.
-მამაო აქ ცხოვრობთ? თვალი კარგად მოავლო გიორგიმ ოთახს.
-აჰამ აქ ცხოვრობს . თავის სახლი დეიდა დიანას დაუთმო. -თითქმის ჩურჩულით უთხრა ბავშვმა . ისე თითქოს რაღაც საიდუმლოს გათქვავდა . -დიანას 6 შვილი ყავს და თავის სახლს ფანჯრები არ ჰქონდა . ირაკლიმ რატომღაც ბავშვს მზერაა არიდა . შერცხვა? არა სირცხვილი დიდი ხანია დაივიწყა , საკუთარი მე ეამაყება კიდეც , მაგრამ შეაწუხა, რაღაცამ მოუჭირა მარწუხები . კიდევ ერთხელ შეწუხდა თავის წარმომავლობის და ოჯახის გამო, რომელსაც არაფრად ღირდა გარდა ისტოორისაა და მაინც ყველაფერი ჰქონდათ. ისეთი უხერხულობა იგრძნო თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს ადამიანის ყველა პრობლემა.
-მოდით მოდით. -ხელები გაასავსავა მამაომ .-გემრიელად მიირთვით . ამ თავად კაცს გლეხურ სუფრაზე გეპატიჟები .
-დამიჯერე ეს ყველაზე გემრიელი რამეა რაც აქ ჩამოსვლის მერე ვჭამ. - გემრიელად გაღეჭა ლუკმა და ნიკოს ავად მოჭუტულ თვალებზე ჯერ ჩაეცინა მერე თვითონაც დაიბღვირა . -რა მოხდა? რამე პრობლემაა?
-პრობლემაა. -მტკიცედ განაცხადა. დიდივით გაიშალა წელში . იცოდა ბავშვი არ ხუმრობდა , მაგრამ ისეთი ძალისხმევით ცდილობდა სერიოზული გამოჩენილიყო , თავს ძლივს იკავებდა არ გასცინებოდა.
-ნუცა , მშვენივრად ამზადებს . -წამში გაუქრა მხიარულება ირაკლის. მაგიდაზე ჩამოდო იდაყვი და თვალები ისე დააჭირა დახუჭვის დროს ერთმანეთს ეტკინა , რამოდენიმე წამიანი პაუზის და უშედეგო მცდელობის არ ამოეხეთქა ვერ გაუძლო.
-რატომ იქცა ეს გოგო ჩემ წყევლად ვინმე ამიხსნის ? -გამწარებულმა წამოავლო ხელი ღვინის ჭიქას და ჩაცალა . -ერთი ლუკმა ვერ გადამიყლაპავს დავით. ნაბიჯი , ნაბიჯი არ გადამიდგია ჰკითხე თუ გინდა გიორგის . ვერაფერს ვაკეთებ ისე რომ თვითონ თუ არ გამომეჩხირა თვალებში , სხვები აკეთებენ მისი სახელით . -ისე იყო ემოციებში შესული ვერც კი მოხვდა რომ 11 წლის ბავშვს უმადლოდა თავის სიბრაზეს. –თითქოს წყეული ქალაქი არ მყოფნიდეს . - ისე მისჩერებოდა პატარა, მაგრამ დიდი ნიკოლოზი ვერაფერი გაიგო რა თქვა ცუდი. ირაკლიც მიხვდა სინანულით ამოიგმინა . -მომიტევთ წამიერი სისუსტე . -საკუთარ თავზე გაეცინა კიდეც და მთელი შემართებით წაავლო ისევ ჩანგალს ხელი . სადაც იყო პირთან უნდა მოეტანა .
-მამაო, ნიკოლოზ მოვედიიიი .მითხარით რომ ღუმელი ანთია გავიყინე . კარში თითქმის სირბილით შემოვარდა და ზურგს უკან კარგად დაკეტა კარი ნუცამ . კარის დაკეტვის ხმას ირაკლის ჩანგლის თეფშზე დახეთქება მოჰყვა. სკამის საზურგეს მიაწვა, თავი უკან გადაიწია და კიდევ ერთხელ ამოიგმინა .
-შეუძლებელია . -ჭერში უმისამართოდ აიხედა და ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს . მისი ყვების ჭრიალს გიორგის და დავითის ფხუკუნიც შერია . დინჯად მიმართა მზერა ნუცასკენ და თითქმის თვალის დაუხამხამებლად აკვირდებოდა, სიცივიგან გაწითლებულ თეთრ სახეზე .
- საღამომშვიდობის ,ხელს არ შეგიშლით , გააგრძელეთ .- ჩვეული ღიმილი აიკრა სახეზე . - მიდი ნიკუშ გაემზადე იმედია ბევრი არ ჭამე , წინ ქეთოს უაზრო სერიალი და ძალიან ბევრი ჩიპსი გველოდება . ბავშვიც უცერომონიოდ წამოდგა .
-მოდი დაჯექი . ხელით ანიშნა მაგიდისკენ მოძღვარმა .
-არა იყოს , აქ ვიქნები . ცეცხლი მირჩევნია.
-ღვინოც ათბობს . სწრაფად შეუვსო გიორგიმ და გაოგნებისკან ოდნავ პირიც გააღო როცა გააზრებაც ვერ მოასწრო როგორ გამოართვა ხელიდან .
-ეგეც მართალია . წამში გაჩნდა მაგიდასთან ბოკალი აიღო , პატარა ყლუპი მოსვა დაგემოვნა და პირი გააწლაპუნა. -ცოტა ტკბილია. ნიშნის მოგებით გადახედა მღვდელს. მაგიდაზე დადგა დაწუნებული ღვინო და ღუმელს აეკრა . -რატომ გაიგიჟა თავი ამ ამინდმა? ვის ჰკითხა ვერავინ გაიგო . პასუხის გაცემა არც უფიქრია ირაკლის , მაგრამ დაჟინებით აკვირდებოდა როგორ გაუთბა სახე ნუცას, ღუმელთან უფროდაუფრო ახლოს მიჩოჩდა გაყინული და პატარა , ვაშლებმა ლამაზი წითელი მიიღეს მის სახეზე .დაძაბული სხეული მოეშვა და გალურჯებული ტუჩები გაუატმისფერდა . დაძაბული თითები მოეშვა და გაბედულად ამოძრავებდა რომ გაესინჯა ნამდვილად გრძნობდა თუ არა სითბოს. მომღიმარი დაჰყურებდა საკუთარ ხელს , ჰაერში ათამაშებდა და ცეცხლის ფონზე წითელიც კი ეჩვენებოდა საკუთარი თითები. საკუთარ თავით ტკბობისგან ნიკოს ხმამ გამოარკვია . ირაკლის კი წარბიც არ შეუხრია. ისევ ისე აგრძელებდა მის ყურებას. რატომ ? არ იცის . უყვარს ადამიანების ყურება და სწავლა . მისი ეს ჰობი ყველანაირ ინტერსს ამართლებდა. იდიალური პასუხი იყო, ყველა დასმული კითხვა :- რატოსთვის .
- ნუციკოო , მზად ვარ .
-აჰ , ოდნავ შეირხა . -უნდა წავიდე. ბედნიერ საღამოს გისურვებთ . მხოლოდ მაშინ შეამჩნია ირაკლის დაჟინებული მზერა, უხერხულად შეიშმუშნა , მისმა ტვინმა უარი განაცხადა ნორმალურად რეაგირებაზე და ისევე სწრაფად გაქრა კარში როგორც შემოვარდა . კიდევ ერთხელ გააქნია ირაკლიმ თავი უკმაყოფილოდ და რომ მიხვდა ჩვეული სიმშვიდე დადგა ოთახში უკვე გაციებულ ლუკმას ისევ გამოსდო ჩანგალი და დინჯად მიიტანა პირთან .
-ისევ მე ვარ . ყიჟინით შემოირბინა ოთახში .
-ღმერთოო რა დაგიშავე . თვალები აატრიალა ირაკლიმ .
-ქუდი დამრჩა . თვალი მოავლო ოთახს . იქვე სავარძელზე მიგდებული ქუდი თავზე ჩამოიმხო და ისევ კარისკენ დაიძრა . მოულოდნელად მოტრიალდა ისევ წამში გაჩნდა მაგიდასთან ,ღვინის ბოკალს წაავლო ხელი და დაცალა . მაგიდაზე ხმაურით დადგა და ღრმად ამოისუნთქა . - ყინავს .- გადაჭრით თქვა და თითქმის ხტუნვით გავიდა კარში .
-რა ენერგია აქვს ამ გოგოს მაოცებს . გაკვირვებას ვერ მალავდა გიორგი.
-ვამპირის . -კბილებში გამოსცრა ირაკლიმ და ღვინო მოსვა.
-ჩემო ირაკლი , არცისეთი მაგარი ნერვები გგქონია. -გაეცინა დავითს .
-ყველა ასე მომღიმარი რომ იყის სამყარო ბედნიერი იქნებოდა . ყველა ადამიანს რომ შეეძლოს შავ წრეში , ერთი თეთრი წერტილის დანახვა განა ცუდია ირაკლი?
ამ გოგომ სიკვდილის და გლოვის მეტი არაფერი ნახა ცხოვრებაში და მაინც სიცოცხლე უყვარს . უფრო მეტად დააფასა . უფრო მეტად გრძნობს, უფრო მეტად უხარია , უფრო მეტად უყვარს , უფრო მეტად სტკივა . განა დანაშაულია რომ ის ხელი უნდა გაუწოდოს ყველას , რომელიც ღმერთმა მისცა და რომელსაც ასე ელოდება უამრავი ნიკოსნაირი? იცი ჩვენ ვერასდროს , გავიგებთ იმიტომ რომ არ განგვიცდია და გაგვივლია ეს გზა .
-და ვინ იცის რომც გაგვეარა დავრჩებოდით მისნაირები?
-და რა იცით რომ დარჩა ? ეჭვი გაერია ხმაში ირაკლის .
-არ გინდა ირაკლი. -თავი გააქნია დავითმა.
-და რა შეემთხვეა ? - იკითხა გიორგიმ , მარტო იმიტომ რომ იცის აქედან გავლენ თუ არა პირველი დავალება , ნუცას წარსულში ხელის ფათური იქნება . საქმე გაიმარტივა .
-გრძელი ისტორიაა , სევდიანი და თანაც სხვისი ცხოვრებაა . არ მგონია ჩვენი ბატონი ხასიათზე იყოს ისედაც ლუკმა ვერ ჩაყლაპა . მომეცი შეგითბო შე ბედოვლათო . ირაკლის თეფშს წაწვდა დავითი . კარში გავიდა თუ არა მთელი ტანით შეტრიალდა ირაკლი გიორგისკენ და ისე მიაშტერდა ლუკმა ყელზე დადგა და ძლივს ამოისუნთქა.
-გავიგე .
-არაფერი მითქვამს. -წარბი აწია ირაკლიმ.
-რამდენი დღე მაქვს ?
-2 . მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ.
-ორ დღეში შე კაცო ნახევარ ქალაქს ამოვთხრი მიწიდან. უდარდელად გააგრძელა ჭამა გიორგიმ .
რამოდენიმე ჭიქის შემდეგ სულ გადავიწყდა ირაკლის , სიბრაზეც ,ეჭვიც , ყველა გეგმა. მოეშვა და დროს მიენდო , ისე სასიამოვნოდ გაატარა საღამო ვერც კი შეამჩნია შუაღამე რომ იყო. გარეთ გამოსვლისას ცივმა ჰაერმა რომ დაჰკრა ფეხიც კი აერია კარგად შეზარხოშებულს და გაეღიმა . ჭიშკართან შედგა და რატომღაც ვერ გაუძლო ისევ შემოწოლილ მელანქოლიას . ჩუმად გააპარა თვალი იმ ბილიკისკენ სადაც ცოტახნის წინ პატარა ირაკლი მირბოდა და სწრაფადვე გაიხედა წინ . ვერ იტანს და არ უნდა , არ აქვს სენტიმენტალობის დრო. ზუსტად კართან იყო მისული თოვლში შავი ლაქა რომ შენიშნა .
-მეტიჩარა. -ამოიბუზღუნდა და დაიხარა. ერთმანეთში ახლართული ნახევრად გორგალს ქმნიდნენ. -ვერ ვიგებ რა საჭიროა ხელთათმანის ქონა თუ სულ კარგავ და იყინები . კარგად დაფერთხა თოვლი , რომ მოეშორებინა და ხელისგულზე დაიდო , მისი მტევანის ნახევარიც ვერ დაფარა . -ტუტუცი . -ისევ უკმაყოფილოდ გაქნია თავი. ახლა უკვე მარტოც ლაპარაკობს მისი გადამკიდე . წამში წამოუარა სიბრაზემ . კარგად მომუჭა ხელი და ლაბადის ჯიბეში ჩაიდო.
-ჰაერიიი , აი რატომ მიყვარს თოვლი . ღრმად შეისუნთქა გიორგიმ ჰაერი და სასმლისგან აწითლებული თვალები დახუჭა. ტაძრისკენ შეტრიალდა და მთელი პომპეზურიბით გადაიწერა პირჯვარი .
იმ ღამესაც ვერ დაიძინა , ხვალ ხუთშაბათია . შესაბამისად ხვალიდან დაიწყება სავარაუდო საქორწინო ორომტრიალი. რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს , სახლი მზადაა , ეზოს არ ქონას აიტანს როგორმე -3 გრადუსში. ისედაც ორი ჩემოდანი აქვს . არც უფიქრია რომ დიდხანს დარჩება , მაგრამ ვინ იცის იქნებ უკანასკნელად ხედავს მოხუცებს . ისეთი სასტიკიც არაა რომ ბედნიერების წინა დღეს მიატოვოს . ბებიას და ბაბუას რომ უყურებს ხანდახან ჰგონია რომ სიყვარული არსებობს , რომ რეზოს და მისნაირი კაცებიც იმსახურებენ ბედნიერებას , მაგრამ რაც უფრო ხშირად უსმენს მათ წარსულ
ისტორიებს , კარგად ხვდება რომ სიყვარული არაფერ შუაშია . ერთმანეთ შემორჩნენ. ერთმანეთი გამოსცადეს ყველაფერში და მაინც ერთმანეთს შემორჩნენ. -იქნებ სიყვარულიც ესაა? - ხმამაღლა დასვა კითხვა და გვერდი იცვალა საწოლში. რომც იყოს რა აზრი აქვს ? რატომ უნდა გინდოდეს ადამიანს დაიმატო ზედმეტი პასუხისმგებლობა ? ოჯახი , შვილები . ალბათ მისმა მშობლებმაც ვერაფერი გაიგეს . ალბათ კი არა ნამდვილად რადგან კიდევ 3 და-ძმა ჰყავს . მართლა ვერ იგებს ადამიანების რატომ მოჰყავთ ბავშვები ამ სამყაროში და მერე გამუდმებით იმაზე წუწუნებენ რა რთულია. მშობლებს მთელი დრო და არჩევანი აქვთ შვილის ყოლის , მაგრამ არავინ ამზადებს ბავშვებს , მშობლებისთვის. არავინ! არავინ ეკითხება უნდათ თუ არა მათ შვილებად ყოფნა. გაზრდიან , აჭმევენ ჩააცმევენ და მერე ავალდებულებენ რომ მადლიერები იყვნენ. ყოველთვის ასეა , მისი ფიქრები ყოველთვის ბავშვებთან სრულდებოდა . კარგად გაიაზრა უკვე წლებია რომ მისი პიროვნების ყველა პრობლემა ბავშვობიდან და მშობლებიდან მოდის, მაგრამ მოსწონს საკუთარი სამსჯავროსავით აწყობილი ხასიათი. თავს კომფორტულად გრძნობს. დიდიხანია თავისმა ეკლიანმა ხასიათმა , სხვა პასუხისმგებლობებისგან გაანთავისუფლა. ნათლიობასაც კი არავინ სთხოვს . ეშმაკირად ჩაეღიმა.: . “კაცი , რომელსაც სამყარო სძულს!” ერთხელ სტატიაც კი მიუძღვნეს , მაგრამ ვერაფერი გაიგო .რატომაა მარტოსულობის სურვილი , სამყაროს სიძულვილი ?! . ამ ფიქრებში ჩაეძინა , სასმელმა თავისი ქნა , ისეთ ღრმა ძილს მისცა თავი , მაღვიძარას ხმაც კი ვერ გაიგო. სწორწდ ამიტომ სძულს სასმელი და ყველანაირი ნარკოტიკი , ზედმეტად ლამაზია და მარტივია ცხოვრება , რამოდენიმე საათით , მაგრამ მაინც. კარგი თვისება ის აქვს რომ ნაბახუსევი არასდროსაა, ცუდი კი ის რომ ზედმეტი ძილისგან გამუდმებით დაღლილია. ვერ იტანს რუტინის დარღვევას , მაგრამ სირბილი არც უფიქრია , რომც ეფიქრა გიორგის კამპანიაზე არც უნდა ეოცნება, იცის რა მდგომარეობაშიცაა ახლა . არც შემცდარა .
-არ ვიცი რა დალიეთ , მაგრამ აშკარად კარგ დღეში ხართ ბიჭებო. გაახმოვანა მათი მდგომარეობა საუზმის დროს ბაბუამ , თითქოს ნათელი არ იყო გიორგის გაფითრებული სახე თვალებს ძლივს რომ ახელდა ტკივილისგან . ირაკლი შედარებით უკეთესად გამოიყურებოდა გიორგის გვერდით და უხაროდა კიდეც .
-რა დალიეს და მამა დავითის ტკბილი ღვინო. საიდან მოუახლოვდა ნუცა ვერ დაინახა და გიორგის წამოადგა თავზე წყლით და პატარა აბებით.
-წითელი? გაეცინა ბაბუას .
-ტკბილი ეძახე და კი მოგვსპო ორო კაცი .ამოიკვნეს გიორგიმ
და არც უკითხავს ისე გადაყლაპა.
-მე მშვენივრად ვარ . დაიქადნა ირაკლიმ . -და ხელი დინჯად გაუქნია უარის ნიშნად რომ დაინახა მეორე ჭიქა წყლის მომზადება დაიწყო ნუცამ .
-რა კარგ ვიდზე ხარ გიორგი. სიცილი აუტყდა ლიკუნას შემოსვლისთანავე . - არ ინერვიულოთ უცბად გამოგიყვანთ , დღეს მე მოვამზადე საუზმე . სიამაყით განაცხადა .
-ოღონდ ეს არა . ოთახში შემოსული ბექა ზურგით შებრუნდა . -ჩემი ბედი რა ვთქვი . გვერდით გაიწია და გზა სანდროს დაუთმო რომელიც უზარმაზარ ყუთს მოათრევდა .
-დედამ გამომატანა , ბებიას ანიშნა.
-მეზიზღებით. ძალდატანებული ღიმილით გამოსცრა ლიკუნამ.
-უკვე ? ჯერ არაფერი მითქვამს . მხრები აიჩეჩა სანდრომ .
-გირჩევ არ თქვა .- იგივე ღიმილით უპასახუა ნუცამაც .
- როგორ არ ვთქვათ კვებითი ინტოქსიკააცით მიპირებთ მოკვლას . -კედელს აეყუდა ბექა.
- და რას გიყვებოდი ლიკუნა ? - მთელი ტანით შეტრიალდა ლიკუნასკენ, -აჰ ჰო , გიყვებოდი რომ გუშინ ნიკოსთან ერთად ვბრუნდებოდი სახლში და ხომ იცი პატარა სკვერი რომაა აი თითქმის არსაიდან შუქი რომ არაა იქ დავინახე ..
-დაგეხმარებით. ისეთი სისწრაფით წაწვდა ბექა ლიკუნას ეტლს და გააქროლა სამზარეულოსკენ , ლიკუნამ შეკივლა .
-ჩვენ დროს მაგის მოპირდაპირე ადგილი იყო ხოლმე . სიცილით დაჰკრა მხარზე ხელი სანდრომ ირაკლის. ბევრი არაფერი შეცვლილა ჩვენი ახალგაზრდობის მერე. გახსოვს მატარებლების გაჩერების უკანაც ..
-ააააჰ სანდროო , საზიზღრები ხართ კაცები . თავი გააქნია და ყურებზე აიფარა ხელი. -არ მინდა მოსმენა . -სწრაფად მიყვა უკან ბექას და ლიკუნას გზას .
-რა ვთქვი ისეთი , შენ დროს არ იყო პატარა დამალობანები ბაბუ? ბაბუას შეუტრიალა კითხა თან ისე რომ ირაკლის მხარზე რტყმა არ შეუწყვიტავს .
-სანდრო , ხელს გამიშვებ თუ ავდგე ? -წარბაწეულმა ახედა ქვემოდან.
-ჩემზე 10 კილოთი მეტი რომ ხარ იმას არ ნიშნავს რომ რამე უპირატესობა გაქვს , “პროსტა “ მსუქანი ხარ რა . არა იმის თქმას ვცდილობდი რომ ცოტა ძვალი გაქვს მსხვილი. -ხმა ძალით მოისაწყლა როცა მომღიმარი ირაკლიც წამოდგა ფეხზე.
მათი პატარა ვითომ კამათი სამზარეულოდან გამოსულმა ხმამ გადაფარა . ცოტახანში მთლიანად ფქვილში ამოვლებული ლიკუნა გამოგორდა სიცილით და ერთი შეკვრა ფქვილით.
-აშკარად სამზარეულოში უფრო კარგად ერთობიან. -გულდაწყვეტილი მოუდგა დეიდაშვილს გვერდით სანდრო.
-იცოდე , მოგკლავ ბექაა . არ გაბედოოო. ყველაზე ახლო მანძილი სანდრომდე და ირაკლიმდე იყო დარჩენილი ამიტომ პირდაპირ მათკენ გაიქცა. არც ბექა იყო ნაკლებად სხარტი . გახსნილი ფქვილის შეკვრა მოიქნია და ამაყად გაიშალა მხრებში საკუთარ , გამარჯვებაში დარწმუნებული . რამოდენიმე წამში ფქვილის ბორიანდელიც ჩადგა და ყელი გაუშრა სიმწრისგან , ნერწყვის გადაყლაპვასაც ვერ ახერხებდა .
-მკვდარი ვარ . -ძმის და დეიდაშვილის გაქვავებულ ბიუსტებს თვალი მოაშორა და მათი ზურგიდან რომ გამოძვრა ნუცა , მისკენ დაიწყო ხელის გაშვერა.
-დღეს მშვივრები მოვკვდებით. -ხელი ჩაიქნია ჯანდიერმა .
-ირაკლი? -დეიდაშვილისკენ მიიწია სანდრო. თათბირი 5 წამიც არ გაგრძელდა .ისე მოწყდა ადგილს სანდრო სანამ ბექა გაერკვა უკვე მის თავთან იყო . კარგად წაავლო ხელები ძირს დააგდო და ხელები მკლავში წაავლო , ასე თრევით მიიყვანა სასადილო ოთახის კართან რომელიც ბაღზე გადიოდა. კარიდან მსუბუქი ტომარასავით მოისროლა თოვლში და ხელები დაიფერთხა . კარები არ დაუკეტავს , მომლოდინე თვალებით მიაჩერდა ირაკლის . აშკარად ნუცას ჯერი იყო , მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც არ უფიქრია .
-დამავიწყდა ჯელტმენი რომ ხარ , გაგიმართლა ქალბატონი ჭინკა. პასუხი არ გაუცია ნუცას მაგრამ ენა საყვარლად გამოუყო სანდროს.
-გემრიელად მიირთვით . ზრდილობიანად დაუკრა თავი ბაბუას და ფქვილი მხრიდან ჩამოიბერტყა .
-რას გავს აქაურობა ? -კივილით შემოვიდა ლილი . -ირაკლი არ გრცხვენია ? სანდროოო ამხელა კაცი ხარ .
-ბებოოო მიშველეე , როგორც იქნა თოვლიდან ამოყო თავი ბექამ . ხელის ქნევით მოაწყდა კარს , მაგრამ სანდრომ ცხვირწინ მიუკეტა.
-ლიკუნა შენც? თვალები გაუფართოვდა ქალს .
-ჩემი ბრალი არაა. ორივე ხელი აწია ლიკუნამ. ყველამ იცოდა როცა პირველი იწყებდა თავის გამართლებას , დამნაშავე ყოველთვის ის იყო. ირაკლის გაეღიმა . და მშრალი ფქვილის გემო რომ შეჰყვა ისევ მოიღუშა . უხმოდ დააპირა გასვლა როცა ბებიის ხმა მისწვდა.
-ირაკლი ვაჩნაძევ , 20 წუთში აქ იყავი. -ჯოხი დააკაკუნა იატაკზე და ქმარს მარჯვნივ მოუჯდა . -20 წუთში ყველა სუფთა და ლამაზი უნდა იჯდეს ამ მაგიდასთან , გასაგებია ? -შენ ქალბატონო ნუცა მაისურაძევ , უკვე სუფთა ხარ და ლამაზიც . -ჯოხით ანიშნა სკამისკენ .-დაჯექი . ისეთი ტონით უბრძანა შეპასუხება ვერც კი გაიფიქრა . სკამის კიდესთან ჩამოჯდა და უხერხულად შეიშმუშნა .

ცოტახანში ყველა მაგიდასთან იდგა . მხოლოდ ნუცა იჯდა . მიხვდა როგორ აეწვა ზურგი დარწმუნებული იყო თვალებით ბურღავდა ირაკლი . ბოლოსდაბოლოს მის ადგილზე იჯდა . გაუბედავად გაიხედა უკან და კედელს ერთი მხრით მიყუდებულ ირაკლის , მკლავები გადაეჯვარედინებინა . დამცინავი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და კაცმა არ იცის რას ფიქრობდა მასზე. ამ წამს ვისი დანახვა უფრო ძაბავდა უფროსი ჯანდიერების თუ ირაკლის ვერ წონიდა .
-ზეგ ჯვრისწერა მაქვს . ხვალიდან მინდა რომ ყველა ამაზე ფიქრობდეს. ყველა . თვალები დააკვესა. სანდრო რესტორანს მიხედავს . ლიკუნა ყვავილებს. ბექა , ბექაა მიხედავს … წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა და სიცილი აუტყდა ყველას.-ბექა თავის თავს მიხედავს , რომ რამე არ ჩაიდინოს ბექამ. -სრული სერიოზულობით განაცხადა.-შშშ -ჯოხი
დააკაკუნა ისევ. -გიორგი ტრანსპორტს მიხედავს .
-დიახ შეფ დაგიგეგმავთ . -შესძახა გიორგიმ. -მაგრამ იმას ფიზიკურად ვერ მოვშორდები . ირაკლის მიმართულებით გადაწია თავი.
-არ მოშორდე , ტრანსპორტთან ერთად ისიც გევალება რომ ზუსტად იმ დღეს არ გაქრეს და ბაბუამისზე ნაკლებად არ იყოს ჩაცმული . ჰმმმ.-თვალები მოჭუტა მოხუცმა და დაძაბულ ნუცას ეშმაკურად გაუღიმა .-შენ ქალბატონო , შენ ჩემთან ერთად იქნები დილიდან საღამომდე .
-მე ქორწილში ? არა არაა . -ხელები გაასავსავა ნუცამ . -ვერ ვიქნები . ხომ იცით რომ ყოველ შაბათ ტაძარში დავდივარ . ისედაც იქ გნახავთ ქალბატონო ლილი. მადლობა მოპატიჟებისთვის. -გაუბედავად წამოდგა .
-დაჯექიი.
-ისევ აქ? სკამისკენ გაიშვირა ხელი . -ადგილს ვიკავებ .
-მე ბექასაც მივხედავ ბეე და ნუცასაც . ბექა ნუცას ამოუდგა გვერდით .
-კავალერი უკვე ყავს . -პირთან მიტანილი ჭიქა წყალი უკან გადმოაფურთხა უფროსმა ჯანდიერმა . ცოლს წამით მიაშტერდა თითქოს თვალებში წიკითხა რაღაცო და ისევ მშვიდად გაგრძელა წყლის სმა .
-ქალბატონო ლილი , იცით მე არცისეთი კარგი მეგზური ვარ თან თქვენი ჯვრისწერისთვის .ქუსლიან ფეხსაცმელსაც კი ვერ ვიცმევ.
-იტყუება. ნანახი მაქვს როგორ ცეკვავ 40 სმ-იანი ფეხსაცმელებით. -დაადასტურა ბექამ რასაც ისედაც ყველა მიხვდა .
-უარი , არა და ვერა არ მიიღება . ერთი დღე მაქვს სიკვდილამდეე . -ყველაზე მგრძნობიარე წერტილს დააჭირა ყველასთვის ლილიმ და თავი აწია . -ახლა , ერთი საათის დაგვიანებით , მაგრამ მაინც იქნებ გვაღირსო საუზმე ლიკუნა ?
-მეე ?
აქ კიდე სხვა ლიკუნაა? გუშინდლიდან საუზმეს მე ვამზადებო და .
-ხო რათქმაუნდა. ნუცაა . -ფიქრებში წასული ნუცა რომელიც თავს იწყევლიდან ლიკუნამ გამოაფხიზლა.


გამარჯობათ , მეგობრებო ????

პირველი მადლობა რომ მოგწონთ და კითხულობთ და მეორე აზრს , რომ გამოხატავთ . ჩემთვის ყველათქვენგანის აზრი მნიშვნელოვანია.
ახლა რაც შეეხება მალ-მალე დადებას ვერ შეგპირდებით , მაგრამ ესე მოლოდინის რეჟიმში ყოფნა ვიცი თქვენთვის და ჩემთვისაც ძალიან შემაწუხებელია , ამიტომ ვფიქრობ კვორაში ერთხელ დავდო ახალი თავი. ბევრია?
დამეხმარეთ როგორ დავორგანიზდე , თორემ ჩემთვისაც ძალიან სტრესულია ეს ყველაფერი . :( სამსახური, დროის სხვაობა , სახლი და არანორმალური საშობაო რეჟიმი მაქვს . ????



№1 სტუმარი სტუმარი ლალი

რას ვიზამთ უნდა ველოდოთ,ეხლა მომავალ კვირამდე რა მოითმენს,4-5დღე არ გყოფნით?

 


№2 სტუმარი Елка

Исети саинтересоа ро квираши ерти тави цотаа нервеби ар гвекофа. Мадлоба

 


№3  offline წევრი Tatutatu

აი ამიტო არ უნდა დაიწყო რა თუ სრულად არ არის , მერე გაძლება ჭირს ???? არ მინდოდა ბოლოში ჩამოსვლა…ეს თავი გემრიელი ნუგბარივით იყო გეფიცები???? p.s პატარა ბატონი ნიკოლოზი ხომ
არ არის ნახატის ავტორიც?

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

მეტი რა გზაა. გელოდებით მარად და მარად. საოცრება იყო

 


№5 სტუმარი ცირა

ესეთმა ნიჭიერმა ადამიანმა სულ უნდა წეროს . არასდროს გაჩერდეთ უდიდესი პოტენციალი გაქვთ.

 


№6 სტუმარი სტუმარი maco maco

გამარჯობა ირაკლიი, ვამპირი ნუცა მოვიდა დალაგებული ნერვები უნდა აგირიოს სისხლთან ერთად :):)

 


№7  offline წევრი რუსანა

სტუმარი ლალი
რას ვიზამთ უნდა ველოდოთ,ეხლა მომავალ კვირამდე რა მოითმენს,4-5დღე არ გყოფნით?

❤️❤️

Tatutatu
აი ამიტო არ უნდა დაიწყო რა თუ სრულად არ არის , მერე გაძლება ჭირს ???? არ მინდოდა ბოლოში ჩამოსვლა…ეს თავი გემრიელი ნუგბარივით იყო გეფიცები???? p.s პატარა ბატონი ნიკოლოზი ხომ
არ არის ნახატის ავტორიც?

მიხარია თუ
მოგწონთ❤️

სტუმარი ნანა
მეტი რა გზაა. გელოდებით მარად და მარად. საოცრება იყო

ძალიან დიდი მადლობა ❤️

სტუმარი maco maco
გამარჯობა ირაკლიი, ვამპირი ნუცა მოვიდა დალაგებული ნერვები უნდა აგირიოს სისხლთან ერთად :):)



????????????????

 


№8 სტუმარი ნია

ერთი კვირა უნდა ველოდოოთ?ეს მეტისმეტია

ცოტა ჩვენც დაგვინდეთ და მალე დადეთ

 


№9 სტუმარი Sally

ხარისხი არ გააფუჭოთ და როცა მოგიხერხდებათ მაშინ დაბრუნდით ხოლმე

არ ვიცი მომეჩვენა თუ არა, მაგრამ ეს თავი ჰგავდა ნაჩქარევად დაწერილს და ამას ნამდვილად სჯობს ლოდინი და თქვენი ჩანაფიქრის ზუსტი განხორციელება

გელით ^^

 


№10  offline წევრი ვიპნი

კეთილი იყოს შენი დაბრუნება ♥️

 


№11 სტუმარი ნესტან

ძალიან მომეწონა ცოტა სევდიანი იყო მაგრამ საინტერესოა ნუცას წარსულში ისე რა შეემთხვა რამდენ ხანში გავიგებთ ვინ იცის ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინა

გთხოვთ მალე დადეთთ.

 


№13 სტუმარი სტუმარი სოფო

ძალიან მომწონს და სულ არ მყოფნის. . ???? მიხარია რომ დაბრუნდით.. ❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი ანაა

ძალიან მომწონს და გელოდებით დიდი სიყვარულით❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან საინტერესო იყო, მოუთმენდად ველოდები ახალ თავს❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი ნინი

რამდენიმე თვისწინ წავიკითხე თქვენი წინა ისტორიები ძალიან მომეწონა და ეხლა რომ ვნახე ახალი ისტორია დაგიწყიათ თვალებს არ ვიჯერებდი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას????

 


№17 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადებთ ახალთავს? ❤️

 


№18 სტუმარი სტუმარი ელენე

აღარ აპირებთ ისტორიის გაგრძელებას?

 


№19 სტუმარი სტუმარი Wero

აუ როდის დადებთ? გელოდებით სულმოუთქმელად

 


№20 სტუმარი სტუმარი ქეთი

აღარ გააგრძელებთ ისტორიას?

 


№21 სტუმარი სტუმარი ნინა

თუ აღარ აპირებთ გაგრძელებას დაწერეთ ტყუილად რომ აღარ ველოდოთ❤️

 


№22 სტუმარი თინა

ეხლა დავასრულე თქვენი წინა ნაწარმოების კითხვა და იმდენად კარგი და საინტერესო წერის სტილი გაქვთ, დაუფიქრებლად დავიწყე ამ ნაწარმოების კითხვაც, ხოლო თქვენს კითხვას რაც შეეხება ახალი თავების დამატებასთან დაკავშირებით, კარგი იქნება კვირაში ერთითავი მაინც რომ დადოთ, თუ ვერ ახერხებთ გირჩევდით, რომ მკითხველს ინფორმაცია მიაწოდოთ და უთხრათ, რომ ვერ ახერძებთ პატივი უნდა სცეთ თქვენს მკითხველს და მკითხველმაც ანალოგიურად, ასე არც არავინ არ დარჩება უკმაყოფილო❤️წარმატებებს გისურვებთ.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent