შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი ( თავი 5 )


24-12-2023, 21:34
ავტორი რუსანა
ნანახია 3 338

თავი 5
საცოდავად გახედა ტაძრის ეზოში , თავმოყრილ უამრავ ხალხს .
-არ მითხრა რომ ხალხისაც გეშინია. - გაღიზიანება ვერ დამალა ირაკლიმ ხალხის დანახვისაა.
-არა , ხალხი მიყვარს . -ნუცას ღელვა უეცრად სადღაც გაქრა , თავი სამშვიდობოს რომ დაიგულა , მანქანის კარი დაუკითხავად გააღო და ისე გადახტა კარის დახურვა არც უფიქრია . კაბის ბოლოები კარგად აიწია და თვალისდახამხამებაში შეერია ხალხის ნაკადს.
-არაფრის . -გაეცინა ირაკლის.
- წამით სუნთქვაც კი შემეკრა ისეთი საყვარლები ხართ. -დამცინავი ღიმილი
აიკრა გიორგიმ და კარი გაუღო. -გაფრთხილებ არც კი იფიქრო რომ მხედველობიდან დამეკარგო.
-კარგი დედიკო. -პიჯაკი შეისწორა სიცივემ კარგად შეახსენა მისი ლაბადა ნუცამ რო გაიყოლა . -მხოლოდ ლილის თუ შეუძლია პატარა ჯვრისწერა ნაციონალურ დღესასწაულად აქციოს. ხალხს თვალი გაუსწორა , სხცა გზა არც იყო, ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული
უზარმაზარი წრე შეიკრა , ზოგი ისე უათათუნებდა მხარზე ხელს , თითქოს გუშინაც ერთად ივახშმეს . ნელ-ნელა მიიწევდა ტაძრის კარამდე , გზა რომ არ გალეულიყო ალბათ ისე დაიყვირებდა და უკან მოუხედავად გაიქცეოდა , თვალსაც ვერ მოჰკრავდნენ. ტაძარშიც არანაკლები რაოდენობა სანათესაო დახვდა, თუმცა სიტყუაცია უკეთესი იყო. ხალხი ხმაურს ერიდებოდა. თავდაჭერილი გამოჩენას ცდილობდა ყველა. ნორმალურიცაა , როგორც დედამისი იტყოდა “უგვარო” არავინ იყო. რათქმაუნდა არც დღეს დაანებებს თავს მის ფოქრებს ეს ჭინკა. უგვაროზე ნუცა გაახსენდა და შეუმჩნევლად დაუწყო ძებნა . მიუხედავად იმისა, რომ ტაძარში ბევრი ხალხი არ იყო , მაინც ვერსად შენიშნა . რა გასაკვირია , სულ არ ეგონა ასეთი პატარა და სიფრიფანა , რომ იყო, მადლობა ცისფერ ლაბადას და უზარმაზარ სვიტრს უნდა უთხრას . მის დღეს ბედნიერებისთვის კახა და დედამისი აკლია . პირდაპირ მისკენ აიღო გეზი , მაგრამ მერე გაანალიზა რომ თავად ბაბუის გვერდით იდგა და მასთან მისალმება არც უფიქრიათ ანთააძეებს. მოკრძალებულად დაუკრა თავი კახამ და ხელი მხოლოდ ჯანდიერს გაუწოდა.
-რა კარგი იდეა მოგსვლით. მართლაც დიდებულია. -შეუქო ლილის თამარამ და თავი ისე მაღლა აწია თითქოს ისედაც არ ჩანდა მისი სტატუსი.
- შვილებს დავასწარით. - გაუცინა ლილიმ. -ვინმემ უნდა გახსნას სეზონი, არა ირაკლი?
-ეჰ ახლაგზრდები არ იცი ჩემო ლილი? -შვილს ხელმკლავი გამოსდო და სიამაყით აღსავსემ ახედა. კახა რაღაცას მიშტერებოდა ირაკლის ზურგს უკან . როგორც იქნა დაამთავრეს , ზრდილობის გულისთვის გაბმული მუსაიფი, ქალბატონებმა და კახაც დედას გაჰყვა . ტაძრის მეორე მხარეს დადგნენ ზუსტად მათ პირდაპირ .
-გიორგი უკან გაიხედე .
-ვიხედები ადამიანო, არ მგონია ვინმემ ტაძარში უკნიდან დანა ჩაგარჭოს .
-გიორგი , ვინ დგას უკან .
-არავინ . -მხრები აიჩეჩა გიორგიმ. -არც ვიცნობ . ბექა და ნუცას გარდა არავის.
გაეცინა ,გამშრალ ტუჩებს ენა გაუსვა და თავი გააქნია . ისეთივე დაჟინებული მზერა მიაპყრო კახას , რომ უკანასკნელმაც ვერ აარიდა თვალი. მიხვდა , იცნობს. კარგად იცის ირაკლის ხასიათი და ახლა უსიტყვოდ ეუბნებოდა რომ იცის , მისი სუსტი წერტილი იცის . ირაკლის ეგოს მხოლოდ ერთი რამ აკმაყოფილებს შიში და კახი ერთადერთი იყო ვისაც არასდროს შეშინებია მისი. არც მეგობრობისას და არც მათი უცნაური გადამტერებისას. მხოლოდ ახლა აშინებს მისი ეს მზერა , რადგან წლებთან ერთად ირაკლის ადამიანობა იმ იარაღივით იწვრთნებოდა რომელსაც მჭედელი , ღამე ყველასგან ჩუმად აწრთობს. რაც უფრო მეტად მაგრდებოდა , მით უფრო ბასრი ხდებოდა . კი ამჯერად აშინებს , აშინებს რადგან მისი ნაცნობი ირაკლისგან მხოლოდ გარეგნობა დარჩა . ირაკლი რომელსაც მტრობდა , ღირსეული მეტოქე იყო , მაგრამ ირაკლი რომელსაც სახეზე ველური ამოუცნობი ღიმილი ჰქონდა აკრული , არ იცნობს. ტ მალე სანდროც შემოუერთდა ოჯახს და არც მეტი არც ნაკლები ბაბუასა და ირაკლის შორის ჩადგა.
-ირაკლი პრობლემა მაქვს . - ხმა წასვლოდა ნერვიულობისგან. ოდნავ გახედა დეიდაშვილს , იცის საქმე სერიოზულადაა, სანდრო არასდროს ითხოვს დახმარებას , სანდრო ის პიროვნებაა საათის სიზუსტით , წესების დაცვით რომ მუშაობს. სანდროსთვის არ არსებობს პრობლემა რომელსაც თავისი დიპლომატიურობით ვერ აგვარებს. სანდრო ოჯახის ის თითით საჩვენებელი კაცი იყო ნიმუში რომ უნდა აეღო
ყველას , მისი სისუსტე ქალების მიმართაც კი ოჯახში რატომღაც პლიუსად აღიქმეოდა.
-ახლა ?
- არა , საღამოს . -ნერვიულად გადააგორა ნერწყვი .
-დარწმუნებული ხარ?
-არა .
თვალით ანიშნა გარეთ გამოდიო , ირაკლიმ და პირველი დაიძრა გასასვლელად , სწორედ იმ ადგილს ჩაუარა სადაც ნუცა უნდა მდგარიყო მაგრამ ვერც ძმას მოჰკრა თვალი და ვერც ნუცას. ტაძრის კართან მამა დავითს გადააწყდნნე , გულთბილად მოიკითხა და ზრდილობიანად ითხოვა ნებართვა სატრაპეზოში განმარტოების.
კარი კარგად დაკეტა ზურგს უკან გიორგიმ , პირდაპირ იმ ოთახს მიაშურა ირაკლიმ სადაც ღუმელი ენთო , უხმოდ მიჰყვებოდა სანდროც .
-ბექა შენ დიდი ნაჭერი რატომ აიღე ? -გამოტენილი პირით ძლივს დაიბუზღუნა . პატარა პურის ნაჭერი ჰქონდა ხელში მოქცეული .
-იმიტომ რომ მე დიდი ვარ ტანით. ბევრს ნუ ლაპარაკობ ჭამე თორე საღამომდე ვერაფერს შევჭამთ.
-შეგერგოთ ახალგაზრდებო. - გაეცინა გიორგის. დანაშაულზე წასწრებული ბავშვებივით შემოტრიალდნენ და ნუცამ პურიანი ხელი უკანაც კი დამალა. საკუთარ ლაბადას დახედა ირაკლიმ . ზუსტად ცხელი შოთების გვერდით ჰქონდა მიგდებული, მაგიდაზე . რომ იცოდეს ამ ლაბადის შემქმნელმა , სად მოუწევდა მიგდება,მის ქმნილებას მიუხედავად 4 ნიშნა ციფრისა მაინც უარს იტყოდა , ირაკლისთვის მიყიდვაზე.
-ნახევრად შიშველი რატომ ხარ ამ -10 გრადუსში ? -სანდრომ თვალი აავლო ნუცას, ყელი გაუშრა ისეთი ლამაზი იყო და იმის მაგივრად რამე სასიამოვნო ეთქვა რაღაც მობოდა.
-მადლობა ბებიაშენს .
- მარტო დაგვტოვეთ. -ბრძანებასავით გაისმა ირაკლის ხმა. ერთწამში გაქრნენ ოთახიდან და დეიდაშვილს რომელიც ისევ კარს მისჩერებოდა თვალწინ გაუტკაცუნა. -გისმენ.
-მიყვარს . -ამოიგმინა სანდრომ. გიორგიმ ისე ჩაახველა გეგონება იხრჩობოდაო , სინამდვილეში იფიქრა ხველით გადაფარავდა სანდროს ფრაზას მაგრამ , ირაკლის სახის დანხვისას მიხვდა უშედეგოდ დაიხეთქა ფილტვები.
-პრობლემა თუ ესაა , მაშინ მართლაც სერიოზული პრობლემა გაქვს. -ხმა არც კი შეუცვლია , ისეთი სერიოზული იყო , ვერ გაიგეს ხუმრობდა თუ არა . -ჩემთან და კახასთან.- ბოლოს დააყოლა და ყბები ისე მაგრად დააჭირა ერთმანეთს ღრჭიალი თავადაც გაიგო.
-სერიოზულად? - პირი დააღო გიორგიმ.
-რა ხდება? -ვერ გაიგო სანდრომ მის ერთ ფრაზას რომელსაც ყველა ლამაზი გოგოს დანახვისას ამბობდა რატომ მოყვა ირაკლის გაბრაზება. -ააააა , აჰაჰჰა , -გულიანად გაიცინა სანდრომ და სკამზე ჩამოჯდა . ხელები სახეზე აიფარაა და გიორგიც აიყოლია.
-ერთი ნახვით ვერა , მაგრამ ერთ კვირაში შეუყვარდა . -დაადასტურა გიორგიმ.
- მე არ მიყვარს . თუმცა იმათ უყვართ ვინც მე მჭირდება. -ხალხს და იმ ს***ს . მცირე პაუზის შემდეგ დაამატა - ლიკუნასაც.
ერთი გასროლა ერთი დახარჯული ტყვია.
-შანსი არ გაქვს ირაკლი. -თავი გააქნია სანდრომ. - ცხენს თუ იყიდი და თავიდან აღიზრდები ან კახასნაირი კეთილშობილი თუ იქნები . არამგონია ყოველ კვირას საჭმლის დარიგება დაიწყო უპოვართათვის.
-ვიცი საიდანაც უნდა დავიწყო , ვფიქრობ სადარდებელი საკმარისი
გაქვს , რადგან ჩემს წინ აპირებ შენს პრობლემებზე საუბარს.
-პრობლემები რომ არ მადარდებს იცი. გაღიზიანდა სანდრო . -მაგრამ ჩვეულებრივი პრობლემა არ მაქვს .
-ანუ არაკანონიერად გინდა გადაჭრა შენი პრობლემა და ვინ გაგახსენდა თუ არა შენი შავბნელი დეიდაშვილი . ხელები გაშალა ირაკლიმ , პატარა სავარძლისკენ დაიძრა .
-ორი თვის წინ ვიღაცამ ჩემს ფერმაში მოწამლული საკენკი
შეიტანა.
-ჩვენს ქარხანაში. -შეუსწორა ირაკლიმ.
-ხო . ყველამ ვიცით ვის ფულს ვრეცხავთ. -დაეთანხმა სანდრო.
-როგორც იქნა გავედი კვალზე , პატარა ფაბრიკაა, ახლები არიან ბიზნესში , მაგრამ სხვა რააღაცებში გამოცდილები.
-ანუ ფრინველების მოწამვლაში. -პირდაპირ ამბობდა ირაკლის და დეიდაშვილზე ეღიმებოდა. ალბათ სიჩქარეც კი არასდროს გადაუჭარბებია სანდროს.
- მოკლედ , ავაწრიალე ნაცნობები , უცნობები და ინსპექცია გავუგზავნეთ . წარმოება რამდენიმე ხნით აუკრძალეს , რათქმაუნდა კანონიერად.
-რათქმაუნდა კანონიერად სცადე მოგვარება , შენგან სხვა რამეს არც მოველოდით. ვამაყობთ შენით. -გაეცინა ირაკლის.
-გეყოფა ირაკლი. აი ამიტომ არ გითხარი აქამდე.
-ეხლა რა შეიცვალა ?
-მეგონა სიტყუაციას ვაკონტროლებდი , თითქმის ერთი თვეა სიწყნარე იყო , ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიდა , მაგრამ გუშინ.-წამოდგა შარვლის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო
და ირაკლის გაუწოდა.
-ოოო, სანდრო , იმედი მაქვს მანქანა კარგად გაარეცხინე . - გიორგის მიაწოდა ირაკლიმ ტელეფონი.
-ვინ არიან? სახელი გვარი. -პირდაპირ საქმეზე გადავიდა გიორგი და სინანულით დახედა კიდევ ერთხელ ფოტოს , მანქანის უკანა სავარძელზე თავმოჭრილი მამალი ეგდო სისხლის გუბეში.
-ირაკლი , ისეთი რამე არ ქნა რომ ჭია სპილო გახდეს.
-სანდრო. ჭია სპილო რომ არ გახდეს ფეხი უნდა დაადგა და გაჭყლიტო . თორემ სპილო ჯერ ქათამს დაგიტოვებს მოჭრილი ხორთუმით, 60 000 იანი მანქანის სავარძელზე , შემდეგ კი მოგახრჩობს. -მძიმედ წამოდგა და მაგიდისკენ დაიძრა , თეთრი ნამცეცებით დაფარული
ლაბადა აიღო და მხრებზე მოისხა. -შენ ჩემო სანდრო უკვე აცადე ჭიას სპილო გამხდარიყო. ფრთხილად იყავი. გიორგი
იზრუნებს რომ თავი მხრებზე დაგრჩეს. -გამწარებულმა ჩამოიბერტყა ლაბადის კალთიდან ნამცეცები . -ფეთხუმი. ისე დატოვა აქ თითქოს მე ვიყო შიშველი. -ბუზღუნით გაუყვა გასასვლელისკენ გზას.
-არაფერი მკითხო. -თავი გააქნია გიორგიმ . -ყველანაირ ირაკლის ვიცნობ.შეყვარებულს არა.
-მე ვიცნობ . - ამაყად აწია თავი სანდრომ.- სკოლაში უყვარდა ერთი
გოგო. იცი როგორია შეყვარებული ირაკლი?
-არ მითხრა გთხოოვ.-ამოიგმინა გიორგიმ და თან ერთი წამით არ მოუშორებია თვალი ირაკლისთვის.
-შეშლილი.
-ანუ აქამდე ნორმალური იყო?
-წინ ვარ მაგრამ ყველაფერი მესმიის იდიოტებო. უცნაური სუნი უღიტინებდა ცხვირში , ცოტა ველური ყვავლების, ვანილის და ატმის . ტკბილი და ძალიან თბილი სუნი იყო იმ ცივი
ამინდისთვის რომელიც გარეთ იდგა. რაც უფრო მეტად უჩქარებდა ნაბიჯს , მით უფრო მეტად ერეოდა ეს სუნი მის ცხვირს და ცივ ჰაერს და თავბრუს ახვევდა . ტაძარში შესულს , გზა დაუთმეს რომ ოჯახთან მიეღწია.რიტუალი უკვე დაწყებული იყო, ამიტომ გადარჩა დედის მკითხვას. ზრდილობისთვის ოდნავ დაუკრა თავი, გამარჯობის ნიშნად და მომღიმარ დას გაბრწყინებული თვალებით რომ უყურებდა ბებიას და ბაბუას ლამაზად დავარცხნილ თმაზე გადაუსვა ხელი. სიჩუმე იყო . პირველად ნახა ამდენი ადამიანი და ისეთი სიჩუმე , რომ მამაოს სიტყვას ტაძრის კედლები ექოს აძლევდა. მხოლოდ ლიკუნას წაკისკისებამ დაარღვია , წამიერად სიჩუმე და ისევ დაბრუნდა. დის მზერას თვალი გააყოლა და ტაძრის ბოლოში
მდგარ ძმას ჰკიდა თვალი. დაელმებული თვალებით ენას უყოფდა ლიკუნას. თვითონაც გაეცინა . ცოტა უხარია კიდეც , ბექას ასეთი თავქარიანობა. ის იმ წლების ყველა სიამოვნებას ირგებს , რომელიც ირაკლიმ შრომაში გალია. იქვე ედგა ნუცაც გამწარებული სახით.
-გეყოფა რა. თავში წამოარტყა ნუცამ ბექას .
-რა გინდა ? მოსაწყენია აქ რა .
- სერიოზულად მოიქეცი, მოგკლავს ბებიაშენი.
-კი აბა , მე ყველაზე მეტად ვუყვარვარ.- ანთებული სანთელი თმასთან მიუტანა ბექამ . ზუსტად იმ დროს გაანძრია თავი ნუცამ და წამში აალდა მისი თმის ერთი კულული. თავში და ზურგში რტყმა დაუწყო ბექამ ჩასაქრობად. ლიკამ ორივე ხელი აიფარა სახეზე რომ თავი შეეკავებინა . ცოტახანში ხალხის უკმაყოფილებაც გაისმა .-შშშშ. -გეყოფათ. -ახლომახლოს მდგარი ხალხიდან , არვინ დაიშურა საყვედური. და სხვა გზა რომ არ იყო ორივე გარეთ გავარდნენ. 10 წუთში მეორე შემოსასვლელიდნან შემოვიდნენ , ბექა ირაკლის უკან დადგა ნუცა ლიკუნას დაუდგა ზურგთან და მხრებზე დაალაგა ხელები. ლიკუნამაც სწრაფად მიაგება ხელისგულები და გადაუსვა .
-არ ვიცი ბებიაჩემი რას ფიქრობდა ეს კაბა რომ გიყიდა.გაყინული ხარ. დაიჩურჩულა .
-რომ ნახევარი ქალაქის კაცებისთვის დორბლი ედინა . დისკენ გადაიხარა ბექა.
-ბექა იდიოტი ხარ. -ჩურჩულებდა ნუცა.
-შენ კიდე ენაჭარტალა. -კისერში გრძნობდა ძმის სუნთქვას ირაკლი.
-დებილო.
-საზიზღარო. - თმა მოქაჩა ბექამ . ნუცამაც არ დააყოვნა და გვერდზე უჩმიტა . ბექა დაიგრიხა და ირაკლის მიეჯახა. რამოდენიმე წამით სუნთქვა შეიკავა ირაკლიმ. წესით ეხმარება ხოლმე, სიბრაზის შეკავებაში , მაგრამ ნუცამ ამჯერად კლავზე უჩმიტა ბექას იმანაც ხელი აიქნია და ზურგში მოხვდა. გამწარებული შეტრიალდა ორივესკენ. ჯერ ბექას მერე ნუცას გადახედა , სიტყვის თქმა არ ჭირდებოდა , სახეზე ეწერა ყველაფერი. ორივე მაშინვე გასწორდა . მკლავში წაავლო ხელი ირაკლიმ ნუცას . წამის დახამხამებაში დაიყენა წინ . შეამჩნია ხალხს როგორ გაეცინა . ბექა ნუცას ადგილას გაიწია და ძმას დასჯილი ბავშვივით გახედა. -ბექა ხელებს დაგამტვრევ თუ გაინძრევი. -კბილებში გამოსცრა ირაკლიმ.
ამჯერად ნუცა გრძნობდა , ზურგს უკან მდგარი ირაკლის სუნთქვას . ისე ახლოს ედგა ხალხით გაჭედილ ტაძარში ძალიანც , რომ სდომნოდა ვერ გაიწეოდა. უკვე ვეღარ არკვევდა რის გამო გაეხორკლა მოშიშვლებული ზურგი. ირაკლის დაჟინებული მზერისგან მის ზურგს რომ სანტიმეტრებში სწავლობდა თუ სიცივისგან. მაშინ შენიშნა პირველად საკურთხევლის კუთხეში კახა. მამაკაცმა გაუღიმა და ტუჩები უხმოდ გაამოძრავა . ნუცამაც უხმოდ გადაუხადა მადლობა და ხელი ოდნავ აწია დასაქნევად და გაუბედავად ჩამოუშვა კახის დედის თვალებს , რომ შეხედა. ერთი ვერაგად გამოხედა ქალმა და მერე შვილს ახედა. არცერთი სცენა გამოპარვია ირაკლის მხედველობიდან. გასაგები იყო , რატომ არ დგავდა კახა პორველ ნაბიჯს , უფროსწორად ვერ დგამდა. ალბათ მხოლოდ დედამისი არ იტყოდა რომ ამ ტაძარში “უგვარო” მხოლოდ ნუცა იყო. ქალბატონი თამარა ყიფიანიც იგივეს ფიქრობდა. მიხვდა როგორ დახარა მზერა ნუცამ ,შემდეგ თავიც და საკუთარ კაბის კიდეებს მიაპყრო მზერა. შერცხვენილი თვალების დასამალად საუკეთესო გზას ვერ იპოვიდა. სწორედ ამიტომ ჰქონდა უცნაური რეაქცია როცა ეუბნებოდნენ რომ კახა მისით იყო
დაინტერესებული. ფიქრებშიც კი არ დაუშვია , შეუძლებელია სხვა ადგილი ჰქონდეს იქ მდგარ ხალხს შორის , გარდა ჯანდიერების მზარეულისა. პირველად არ გამოუტყდა თავს რომ მოსწონდა კახა, თუმცა დიდიხანია თავს აუკრძალა. ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და ყელშიგაჩხერილი ბურთიც გააყოლა. ხელები მკლავებზე შემოიჭდო, გაისვა და მომღიმარ ლიკუნას სიყვარულით დახედა. მხრებზე მოგდებული სიფრიფანა ნაჭრით სცადა დაეფარა მკლავებიც. მაგრამ პატარა ნაჭერმა არჩევნის წინაშეე დაყენა . თავიდან მოსძვრა. ან თავი ან ზურგი. ისევ თავზე მოიხურა და ხელზე გაკეთებული სამაჯურის ტრიალი დაიწყო , ყურადღების გადასატანად.
დღეს რამდენჯერ დახუჭა თვალები და შეიკავა სუნთქა ირაკლიმ , რომ ცივი გონება შეენარჩუნებინა აღარ ახსოვს. გამალებით ცდილობდა საკუთარ ირაკლისთან არ ჩაბმულიყო კამათშ. 70 ადამიანი მაინც მისჩერებია. იცის, ხვალ ათას ახალ ამბავს მოყვებიან მასზე. ისედაც არ აკლია ისტორიები, მაგრამ რა ქნას რომ თვალს ვერ აშორებს მის ზურგს და უკვე მეოთხედ დაითვალა სიცივისგან გაჩენილო პატარა წერტილები. ახლახანს გაანალიზა რომ მთელს მისი ავხორცობას ერთიანად გაეღვიძა და ლამობდა მისი ტვინი , გულო და სხეული ერთიანად მოეცვა. თანაც სად? ტაძარში. საბედნიეროდ ღმერთის არსებობის არ სჯერა, თორემ ეშმაკისასაც დაიჯერებდა და სინდისს ვერაფერს მოუხერხებდა, მაგრამ იცის მარტივი ბიოლოგიაა, მის ავხორც ფიქრებს ტესტოსტერონს უნდა უმადლოდეს და სინდისი სულაც არ აწუხებს. სიამოვნება , სექსი , ისეთივე მოთხოვნილებაა და ისეთივე საჭირო , როგორც ჭამა,ძილი. კიდევ ერთხელ მოუწია თვალების დახუჭვა , შეუმჩნევლად მაგრამ ღრმად ჩაისუნთქა. აღელვებული სხეული დაიმორჩილა და ძმას ფეხი მიჰკრა. მობილურზე რაღაც აკრიფა და ბექას მიუტრიალა. მანაც სწრაფად დახედა და თავი გაუქნია . ირაკლიმ წარბი აწია .
-არ შემიძლია. ტუჩების მოძრაობით ანიშნა . ტყავის კოსტუმში ისედაც სასაცილოდ გამოიყურებოდა , მაგრამ ნახევრად მხარზე გადაწია და ძმას თეთრი მაისურის ბრეტელი დანახა.-მომკლავს .-თითით დედაზე ანიშნა, რომ შესძლებოდა ისეთ სიცილს მორთავდა ვერავინ გააჩუმებდა , მაგრამ ტუჩები დაჭირა ერთმანეთს. სანდროს გახედა , საკმაოდ შორს იდგა და თანაც სანდროს ერთი ჟესტი ირაკლისაზე უარესი იყო. ყველამ იცოდა მისი დეიდაშვილის თავგადასავლები. გიორგისთვის არც შეუხედავს წლებია ერთიდაიგივე სტილის სვიტრი აცვია ყოველდღე. -ჰჰჰჰ, -ერთი ღრმად ამოისუნთქა და სწრაფად გაიძრო საკუთარი ლაბადა , რომელიც სპეციალურად შეკერეს მისთვის და დილიდან სულ 5 წუთი თუ ეცვა. სწრაფად მოახურა მის წინ მდგარ ნუცას და წამში შეუშვა ხელები . ისევ უკან დადგა და დაელოდა თავადვე გახვეულიყო შიგნით.
-მადლობა. -ოდნავი ღიმილი გაიმეტა და სითბო რომ მოედო მის სხეულს სიამოვნებისგან გაიყურსა. ირაკლიმ
კარგად მოავლო ტაძარს თვალი , მაგრამ ბევრი ემოცია ვერ შენიშნა , თავი დაიმშვიდა, ზედმეტად პოპულარული გონია თავი. მხოლოდ კახის თვალები აკვირდებოდნენ და უცნაურად ელავდნენ. “ალბათ უნდა შემეშინდეს? გეშინია ლაჩარო? გზა დაუთმო ფიქრებს. კიდევ ბევრს ისაუბრებდა საკუთარ თავთან , მაგრამ დროულიც კი იყო ცერემონიის დამთავრება . პირველი რაც გააკეთა ბაბუას და ბებიას მოულოცა. ვალი მოიხადა .
-არა მაინც რა ლამაზია ეს თხა ჰა ?- დეიდა ირაკლის ისე გადაეხვია თვალი არ მოუშორებია სანდროსთვის და ნუცასთვის . სანდრო რაღაცას უხსნიდა ხელებით ბექა კი გულიანად ხარხარებდა. -ვეუბნები სანდროს , რამე ქნას . ესეთი გოგოს გაშვება არ შეიძლება დედა, პატარა ხომ აღარაა? უთხარი რამე ირაკლი , ხან ვისთან დაძვრება ხან ვისთან. - ლილის თვალს შვილიშვილის უკმაყოფილო სახე არ ესწავლებოდა.
-დიანა , ეკლესიაში სალაპრაკო თემაა ეგ ახლა? -შეუღრინა შვილს. -ირაკლი სახლში შევხვდებით . საღამოს კი რესტორანში მოვლენ სტუმრები . ცოტა დრო გვექნება , რომ მოვწესრიგდეთ და გამოვიცვალოთ.
-ბოდიში , მაგრამ მე არ ჩამთვალო. ნახვამდის.
- ნუცა არ დაგრჩეს. -მიაძახა ბებიამ და გიორგის ჩაუკრა თვალი. უცბად გაშეშდა , ბებიისკენ შეტრიალდა და თვალი გაუსწორა.
-სანდროს უთხარი. - დამცინავად მიუგო.
-არა . წამოიყვირა ქალმა .
-ლილი, მისმინე, პატივს გცემ , მაგრამ შენი დახმარება არ მჭირდება და მითუმეტეს ქალებში. ყველაფერს მიგიხვდი , მე მომაჩეჩე ეს ტუტუცი გოგო , იმიტომ რომ შენი სიამაყე დაიკმაყოფილო ხალხში , რომ ეჭვი არავის შეეპაროს შენი ოჯახის ღირსებაში? იმის ღირსებას რა ფასი აქვს არა? მის ძარღვებში წითელი სისხლია და არა ცისფერი. დეიდა ტყუილად ცდილობ , სანდროს უფლებას არ მისცემს უბრალო გოგოს შემოყვანის . სწორედ ამიტომ არ უნდა . იცის შენი შვილის გულის ამბავი ისე გაებმევა სიყვარულისთვის ოჯახს გაყიდის.
-გეყოფა ირაკლი ზედმეტი მოგდის.
-არა , შენ გეყოფა . შეწყვიტე , შენი არჩეულო სათამაშოებით , შენივე თამაშს არ ვითამაშებ. სათამაშოები არ მომწონს . ტყუილად გამოაწყვე და გაყინე ეს საწყალი , არ მადარდებს. დარწმუნებული ვარ ნუცას ადგილს უპოვი სადმე. -უცერემონიოდ აქცია ზურგი , გაფითრებულ ბებია და დეიდას.
-რა პრობლემაა მამიდა , აგერ სუ თავისუფალი ვარ .-ყური მოჰკრა ლუკამ და რატომღაც გადაწყვიტა რომ მანქანების პრობლემა იყო. დაუკითხავად შეერია საუბარს .
-შენ .. -სწრაფად შებრუნდა ბიძაშვილისკენ და თითი მკერდზე მიჰკრა. -შენ ნერვებს მიშლი. თავი შორს დაიჭირე გაიგე? -ცოტა ხმამაღლა მოუვიდა .
-ირაკლი. -თავი გაუქნია გიორგიმ და ხალხისკენ ანიშნა . -წავედით , მზად ვართ. სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა და მაქანის კართან იყო თითქმის ხალხის ზუილში საკუთარი სახელი მოესმა და ნაბიჯს უფრო აუჩქარა.
-ირაკლი , ირაკლიიი . -ცდილობდა დაწეოდა .თან გაუთავებლად იმეოერებდა მის სახელს .
-რააა?. -უცბად გაჩერდა და შემოტრიალდა .
-უიჰ. - არ მოელოდებოდა რომ გაჩერდებოდა. პირდაპირ შეეჩეხა და ხელებით ოდნავ მკერდზე მიაწვა რომ თავი შეემაგრებინა. მერე უკან გაიწია და წინ გადმოყრილი თმები უკან გადაიწია. -შენი ლაბადა .-მოქნილად მოიძრო მხრებიდან და გაუწოდა. -მადლობა.
-ირაკლი უნდა წავიდეთ. -ხალხმაც დაიწყო გამოსვლა ტაძრიდან . ზერელედ გახედა ხალხს და ბრბოს წინ მომავალი კახაც შენიშნა , მანქანის გასაღებს ატრიალებდა ხელში და სწრაფად უახლოვდებოდა კარს .
-ნუცა , ან გადამარჩენ ან დამღუპავ იცი ? ერთი თავით მაღლიდან გადმოხედა, ღიმილმა გადაურბინა სახეზე და მანქანის კარს მოშორდა. -დაჯექი.
-არა , მანქანები არ… -სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო რომ წამში აღმოჩნდა , მანქანაში . მეორე მხარეს მიჩოჩდა და სანამ ირაკლი გამარჯვების მზერას ცვლიდა კახასთან კარგად დაება. არც კი შეუხედავს , იცის შიშისგან გაფითრებულია , ალბათ თვალდახუჭული უკვე 50-გაცდა ისეთი სისწრაფით ითვლის, მაგრამ ის უფრო
უშლის ნერვებს რომ ცოტახნის წინ ბებიის თვალწინ გამართული სცენა წამში წაშალა , მხოლოდ იმიტომ რომ მამაკაცური ეგო
დაიკმაყოფილა და კახა აეჭვიანა.

ახალი სახლის ეზოში, გაჩერდნენ , სინამდვილეში არც დაუნახავს სად იყვნენ , ისევ თვალდახუჭულმა გააღო კარი და გადახტა . თავი მიწაზე რომ დაიგულა ღრმად ამოისუნთქა და მხოლოდ მაშინ შენიშნა სად იყო. უინტერესოდ ჩაუარა გვერდით ირაკლიმ და სახლში შევიდა.
-მოიცა , მოიცა , აქ რა გვინდა ? -წამოეწია ირაკლის. თუმცა ხმის გაცემა არც უფიქრია, კიდევ ერთხელ გადმოხედა ზემოდან და პერანგის ღილების გახსნით აუყვა კიბეს. -გიორგიიიი.
-არაფერი მკითხო.
-რას ქვია არ გკითხო , ლილი მომკლავს .
-5 საათამდე დროა . აბა თქვენ იცით. -მალე დავბრუნდები , თითქოს ირაკლი
არ მეყოფოდა ახლა სანდროც მომაბარეს .

მარტოდარჩენილმა ნუცამ , სახლს თვალი მოავლო , იმდენად დიდი სივრცე იყო და ცოტა ავეჯი . სიცარიელე ხვდებოდა თვალებში მხოლოდ. .
არც დეკორაცია . არც ფარდები , კედლებიც კი ცოტა ეჩვენა ყველაფერი შემინული იყო . ეზოში არცერთი ხე არ იდგა , მხოლოდ დადუმებული სამუშოა ტექნიკა და იქ სადღაც შორს ტბის იქით მოსჩანდა მისი ბავშვობა . კარგად მოსჩანდა თოვლით დაფარული მდელო , გარეთ ყინავდა , მაგრამ სახლში ისე თბილოდა არ გაკვირვებია მოკლე მკლავიან მაისურში და ჯინსებში ირაკლის დანახვა. უხმოდ დააკვირდა როგორ არ იმჩნევდა მის აქ ყოფნას . შეუძლია თავი შეახსონოს , მაგრამ ის უფრო აშინებს რომ შეამჩნევს . რას ეტყვის? ააბნევს , უცნაურად გაუცინებს, გულს აუჩქარებს და მერე ისე დასცინებს და უსულო ნივთივით არ შეიმჩნევს როგორც ეს დღეს ქნა. ჯერ პირველი საათი იყო და ეჩვენებოდა რომ უკვე დაღამდა. იმდენი ენერგია გახარჯა ნუცამ, ყველაფერს გაიღებდა რომ თვალები დაეხუჭა, საკუთარ ბალიშს ჩახუტებოდა და დუსრულებლად ეძინა.
-გამარჯობათ.
-ნანა დეიდა? პირი დააღო ნუცამ ქალის დანახვისას .
-ნუცაა, აქ რას აკეთებ?
-თქვენ ? ხელები გაშალა ნუცამ და ქალს მოეხვია.
-ლილიმ დამირეკა , რომ ირაკლოსთვის სჭირდებოდა დამხმარე. -მოდი დაგინახო ირაკლი , რამხელა გახდი .-ამჯერად ირაკლისკენ გაემართა .
-ნანიკოო. -გულწრფელად გაუხარდა ირაკლის. -ზაფხულის ჯოჯოხეთი ზამთარში რატომ გამომიგზავნა ლილიმ?
-ასაკს მაინც ეცი პატივი .-დაუბღვირა ქალმა. - მთელი ზაფხული სულ მე მყავდა ხოლმე ეს მაიმუნებინ, ეხლა კიდე გაიზარდნენ და ვიღას ახსოვს საზაფხულო სახლი, ცხვირზე ბუზს არ ისვამენ. -რა ლამაზი ხარ გოგო ააა? ეგაა დაგირეკავო ? ჩამოხვედით დაისვენეთ და წახვედით ვიღას გავახსენდი მე.
-რა დაგავალა? - სავარძელში კომფორტულად მოთავსდა ირაკლი და ასაკიან ქალს გაუღიმა.
-არაფერი , ხანდახან უნდა მოვახსენო რა ხდება შენს საძინებელში , მაგრამ .. -ქალი უცბად ჩაფიქრდა , ჯერ ნუცა აათვალიერა , მერე ირაკლი. -არაა?
-არა , არაა . -ხელების ქნევა დაიწყო ნუცამ , როცა ქალს მიუხვდა უხმო მზერას.-ნანა დეიდა . გაფითრდა ნუცა. სიცილი აუტყდა ირაკლის. ბებიამისის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს .
-ვხუმრობ ოჰ. -ხელი აიქნია ქალმა , ვიცი ჯვრისწერის ამბები. ეგეც რომ არა, ამ
ვაჟბატონს , ქერები მოწონს .შენ კიდევ არ ვიცი , იმიტომ რომ არასდროს დამირეკეთ არც შენ და არც ლიკუნამ , ზაფხულის მერე. -თვალები დააკვესა ქალმა . -რამეს დალევთ?
-ყავა .
-მეც. გაუბედავად დაუქნია თავი. -მოგეხმარები.
-დარჩი აქ. მაგ კაბით ვის უნდა დაეხმარო, ყავის ლაქებით წადი ლილისთან კარგ დღეს გაგატარებინებს.

უხერხულად ჩამოჯდა სავარძლის კიდეზე ნუცა და იატაკს დააშტერდა , ისე ბზინავდა და სინათლე მოჩანდა თეთრი მარმარილოს სიღრმეში , მაღლა აიხედა რომ დაენახა რა ანათებდა ასე . მერე ისევ თვალი მოავლო მისაღებს და რამოდენიმე პორტრეტის. უცნაური ფიგურების გარდა ვერაფერი შეამჩნია. -არცერთი მცენარე. -თავისთვის ჩაილაპარაკა ნუცამ.
-რამე მითხარი? -ტელეფონს მოაშორა თვალი ირაკლიმ და მაგიდაზე დადო , თვალი გაუსწორა და რედგენივით დაიწყი მისი სახის შესწავლა.
-არცერთი მცენარე არაა.-ხმამაღლა გაიმეორა ნუცამ და ბაღს გახედა . -არც ხე. - ფეხსაცმელები გაიძრო და იქვე კუთხეში მიალაგა.
-შეგიძლია გაიხადო, 5 სათამდე ბევრი დროა . ნანას უთხარი რამეს მოგცემს და მცენარეები არ მიყვარს . ისინი იზრდებიან , კვდებიან , ისევ იზრდებიან და ასე დაუსრულებლად უნდა უარო და იზრუნო მათზე , ფაფუკები და ფაქიზები არიან . დროის ფუჭი კარგვაა. იქვე მიგდებულ სიგარეტის კოლოფს წაავლო
ხელი და ტბის მხარეს გზას გაუყვა. ისე უხურდა სახე , სიცივესაც კი არ შეუწუხებია. რა დამღლელია ისეთის გვერდით ყოლა რომელიც შენგან განსხვავებულია. აქამდე სულ ისეთი ადამიანები ეხვია გარს ვინც მის აზრს იზიარებს , ან არ იზიარებს მაგრამ
თავს კომფორტულად აგრძნობინებენ და ეთანხმებიან. ნუცა კი მისგან განსხვავებულია, არაფერი არ აქვთ საერთო . იქნებ ამიტომაცაა საინტერეო? ყველანაირი ქალი ჰყავდა , ამბიციური, წარმატებული, მეოჯახეც , მაგრამ ყველას ერთი რამე უნდოდა , ირაკლი . თავს კარგად გრძნობს ასეთ მარტივ ურთიერთობებში, არავითარი პასუხისმგებლობა. ნეტა როგორი იქნება ნუცასნაირ გოგოსთან ყოფნა. სულ არ ადარდებს ირაკლის კომფორტულად ყოფნას . დამღლელი , დამღლელი უნდა იყოს . ისე ჩაიწვა მის თითებში ანთებული ღერი , არც კი გაუსინჯავს . თოვლში გამწარებულმა მოისროლა და მეორეს მოუკიდა. ნელნელა შემოუარა ტბას და საათს რომ დახედა 2 აჩვენებდა უკვე. ცოტა სიცივემაც შეაწუხა და სახლში შევიდა. მაგიდაზე დადგმულ ცივ ყავას სინანულით გადახედა. -ნანააა, დამავიწყდა ყავა .
-ახალს მოგიტან -ჩურჩული დაიწყო ნანამ.
- რატომ ჩურჩულებ?- ქალმა მისაღების ბოლოში ბუხრისკენ ანიშნა თვალით.ფეხაკრებით გავიდა. ვერაფერი გაიგო , ბუხარი მოჩონდა მხოლოდ . მისკენ დაიძრა , კუთხის დივანს შემოუარა და მაშინ შენიშნა ხალიჩაზე ნახევრად სავსე ყავის ფინჯანი და ნუცა. ფეხმოხრილი იჯდა , შავი კაბა ლამაზდა ჰქონდა გაშლილი ერთი ხელი თავქვეშ ჰქონდა და დივანზე ედო. ლიყით აწვებოდა საკუთარ ხელს და გაბერილი ლოყა თვალს უფარავდა. ღიმილმა და უცნაურმა სიმშვიდის გრძნობამ დაუკითხავად აიღო კონტროლი მის სხეულზე. ფრთხილად ჩაიმუხლა და ახლოდან დააკვირდა. მძინარესაც იგივე იერი ჰქონდა, ნათელი და ბედნიერი .
იქვე დეკორააციისთვის დივანზე მიფენილ პატარა პლედს წაავლო ხელი. “როდის აქეთ მადარდებს ვინმეს მშვიდი ძილი” “ ამ წუთიდან” -საკუთარმა მემ დამცინავად უპასუხა და სიბრაზე მოერია , თითქოს ვინმე სიამაყეს ართმევდეს ერთი პატარა ჟესტით.
-ოთახები არ გვაქვს ? -პირევლად შევიდა სამზარეულოში და თვალი მოავლო.
- ეშინია კაბა არ დაეჭმუჭნოს.
-ოხ ეს ქალები. მაგიდას მიუჯდა და ყავაზე ანიშნა.- აპარატის ყავა არ მიყვარს.
-არც მე . -გაეცინა ქალს.
-ლილიმ რატომ გამოგზავნა ?
-ხომ გითხარი? -ფინჯანი დაუდგა წინ და თვითონაც მაგიდას მიუჯდა . -5 წელია არავის უნახიხარ ირაკლი. ნორმალურია რომ ყველაფერი აინტერესებთ. ეშინიათ. იცი როგორ დარდობდა ბაბუაშენი შენს წასვლას. ლიკუნას ამბავი . მერე ის ამბები რასაც ჰყვებოდნენ ტელევიზორში , ინტერნეტში.
-ნანა , გავიზარდე . -გაეცინა ირაკლის. -მათ , მათნაირი ირაკლი უნდათ. მათი გვარის.
-არა ირაკლი, ბებიაშენს უბრალოდ ბედნიერი ირაკლი უნდა, ოჯახით , შვილებით , ვერ გაუბრაზდები . ჩვენ ბებიებს , დედებს მხოლოდ ის გვინდა რომ შვილების დარდი არ გაგვყვეს .
-მაშინ მოუწევს შეეგუოს, რადგან ვფიქრობ ჩემი გვარი , ჩემთან ერთად ჩაქრება .
-რააა? -ძლივს გადაყლაპა ყელზე დამდგარი შოკოლადი ქალმა .
-ნანა , შეხედე მამაჩემს, მე , ლიკუნას. დაწყევლილები ვართ, რატომ უნდა გავიმეტო კიდევ ერთი ბავშვი იმ ბედისთვის რაც მე და ლიკუნას გვქონდა?
-იმიტომ რომ შენ მამაშენი არ ხარ.
-რა იცი ? -წამოიყვირა ირაკლიმ. -მიდი მითხარი რომ არ ვგავარ .
-ფიზიკურად? მისი პორტრეტი ხარ.აააჰ რა დამავიწყებს მამაშენი რომ გამოივლიდა გული ყელში ჰქონდა ყველას. -ღიმილი მოადგა სახეზე ნანას. -ხასიათითაც ისეთივე ჯიუტი ხარ, რა დამავიწყებს როცა ბაბუაშენმა დედაშენი და ანდრო გამოიჭირა . გვეგონა უკან მოუხედავად გაიქცეოდა , ის კი ყოველ დილას კართან ხვდებოდა დედაშენს. მსგავსება რაღაცეებში , იმას არ ნიშნავს რომ ისევე დაკარგავ თავს როგორც მან. მამაშენი ცუდ წრეში და ცუდ პერიოდში იყო .
-ანუ ცუდი პერიოდის ბრალია, ერთი დღე რომ ვერ ძლებდა წამლის გარეშე? პიროვნების ნანა , მისი პიროვნების ბრალია წამალი რომ ერჩივნა შვილებს.
-ოჰჰ, გეყოფა ერთი კაცო. რეებს ბოდავ ირაკლი. ეგეც რომ არა იქნება და მეორე 50% ბაბუაშენის ჯანდიერობის გაქვს ?
-გენეტიკა ნანო ბევრს … ჯერ გასროლის ხმა გაიგო , იცის გიორგი ამოწმებს ალბათ რომელიმე იარაღს.- გიორგი წმენდს ალბათ იარაღებს. -დაამშვიდა ნანა და რაღაცის გატეხვის ხმაც მოესმა, ამ ხმას ნუცას კივილიც მოჰყვა. წამში გაჩნდა მისაღებში .- ნუცაა რა მოხდა?- თავი პატარა ჩიტივით ამოყო დივნის საზურგიდან . სწრაფად აბობღდა და იატაკზე გადახტა. ირაკლისაც არ შეუწყვიტავს სიარული, ამიტომ ფეხშიშველს ბევრი ნაბიჯის გადადგმა არ დასჭირვებია . წამში აეკრო , ხელებით მაისურში ჩააფრინდა და მოიბუზა.
-ისვრიან , ისვრიან , ხმა გესმით? - მალე მეორე გასროლა გაისმა და მეორეს მესამე მოჰყვა. ყველა გასროლისას მთელი სხეული უკრთოდა და უფრო და უფრო მაგრად ეკვროდა . მხოლოდ ირაკლი იდგა ხელ გაშლილი და ხელის დადებას ვერ ბედავდა , მოშიშვლებულ ზურგზე.
-ნანა უთხარი , გაჩერდნენ. - ქალიც სწრაფად დატრიალდა . -ნუ გეშინია . გიორგია ან რომელიმე .არაფერია.
-მოვკვდებით , მომკლავენ , მომკლავენ. ერთი , ორი , სამი, ოთხი.- აკანკალებულმა დაიწყი ისევ დათვლა და თვალებს მაგრად აჭერდა ერთმანეთს. კიდევ ერთი აკვიატებული შიში სიკვდილის . -არავინ მოგკლავს , დამშვიდდი. მკლავებში ჩააფრინდა ირაკლი და სცადა უკან გაეწია რომ სახეში შეეხედა მაგრამ ტკიპივით იყი მიწებებული და დათვლას აგრძელებდა. -ნუცა მორჩა. თავი მაღლა აწია რომ კარგად ესუნთქა გოგოს, თორემ ისე მაგრად ჰქონდა ცხვირი ჩარგული, მისი სუნთქვისგან ყელი ეწვოდა. კიდევ ერთხელ სცადა ,უკან გაეწია. სცადა კი? ფორმალურად უბიძგა უკან , გიორგის და ნანას დანახვისას , რომლებიც არანაკლებ დაბნეულები იდგნენ და თვალს არ აშორებდნენ. ის კი ისევ ძეგლივით იდგა და ხელები სად წაეღო არ იცოდა. თვალები ავტომატურად დახუჭა , მის ცხვირს დილანდელი ნაცნობი სუნი რომ მიწვდა. თვალები გახილა და დიდად აღარც უდარდია ვინმე თუ უყურებდა , გულიც და ტვინიც მხოლოდლ იმას ლამობდა ეჭვი შეემოწმებინა . თავი ისევ დახარა და ცხვირი ოდნავ შეახო ნუცას თმას . გაეცინა, მართალი იყო სუნი რომელიც მთელი დღე ცხვირში უტრიალებდა მისი იყო . დაძაბული სხეული თავის ნებაზე მიუშვა, ერთი ხელი თავზე დადო და მეორეთი , მაგრად მოიქცია მკლავში. ნელ ნელა დაიწყო უსწორმასწოროდ დახვეულ თმის ტალღებში , თითების გახლართვა.
-წყალს მოვიტან. - უხერხულობისგან უმისამართოდ გაიხედა ნანამ.
-მეც. -გიორგიმ ისევ ტუჩები დააჭირა ერთმანეთს და ირაკლის გახედა . ისიც მიუხვდა მზერას გიორგის და გაეცინა .

მართლა წყალი რომ მოეტანა ნანას , ბედის დაცინვა იქნებოდა. იქნებ მართლა ამდენი დრო ჭირდება წყლის მოტანას? ირაკლისთვის იმ წამს დრო გაჩერდა. ნუცა კი უკვე 130 -ამდე იყო მისული. საკუთარი სახლის ეზოში, წვიმისგან დასველებულ საქანელაზე ფეხებით იდგა და აქეთიქით ქანაობდა . თან ითვლიდა , უფლება ჰქონდა 500-ამდე . შემდეგ ადგილი ძმისთის უნდა დაეთმო რომელმაც 500-ამდე დათვლა არ იცოდა და ყოველ 20 წამში ეკითხებოდა.:-უკვე თუთახია ნუცა? თუთახი როდის იქნება? “ ნელ ნელა მოიცვა სიმშვიდემ გოგოს სხეული, ყურში უცხო ხმა ესმოდა , რომელიც დაუღალავად უმეორებდა , არაფერი მოგივაო. თმაც სასიამოვნოდ ეწიწკნებოდა , კიდევ დიდხანს იქნებოდა სიმშვიდის მარწუხებში ასე გაყურსული და მიკედლებული, მის ცხვირსაც იმ სხვის სურნელი რომ არ მოლამუნებოდა. ხარბად შეისუნთქა . ნაცნობი სუნი უცნობი სხეულიდან . მუჭებში მოქცეული , მაისურიც იგრძნო ,ხელის გულები გაშალა , თითქოს საქანელას თოკებისთვის გაეშვას ხელი და რომ არ ჩამოვარდნილიყო ისევ მოკუმა. გაბუჟებულ თითებს , მგრძნობელობა დაუბრუნდა და თვალებმაც პროტესტი გამოთქვეს ამდენი დახუჭვისგან. ჯერ ქვემოთ დაიხედა და ირაკლის ფეხები მოხვდა თვალში, მისას მიკვროდა. მერე მაღლა აიხედა ყელთან ამობერილ რამოდენიმე ძარღვს მიაშტერდა და პირველი გრძნობაც მაშინ მოვიდა. -სირცხვილი. სირცხვილის გრძნობა. ლოყები ისე აეწვა , მალე ცეცხლი წაეკიდებოდა . მთელი სხეულით მიაწვა მამაკაცს და უკან გაწია. ირაკლიმაც სწრაფად გაუშვა ხელი და დაემორჩილა , რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და კარგად დააკვირდა. რატომ ელოდებოდა რომ რაღაც შეიცვლებოდა ამ მომენტის მერე არ იცის . ალბათ მასში დარჩენილი პატარა ბიჭის ფიქრებმა , წმიერი სისუსტით ისარგებლა. რადგან ნუცას სახეზე მხოლოდ შეწითლებულ ლოყებს ხედავდა და აღარც კანკალებდა. დრო იყო , მზრუნველ და მგრძნობაირე ირაკლის , ბარგი ჩაელაგებინა. ზედმეტად დიდხანს დარჩა .ღლის , ტვინს ურევს ბევრი ირაკლი და ყველაფერი ამ მეტიჩარას ბრალია. თვალები უცნაურად აუბრიალდა ირაკლის.
-ფინჯანი გავტეხე. -გამშრალ ყელში ძლივს გამოეტია სიტყვები . - ფეხი მივკარი . ხალიჩა დავსვარე . -რაღაცას თვალებით დაუწყო ძებნა. -აუცილებლად გავწმენდ . ხო ახლავე . - დაბნეული ტრიალებდა წრეზე და ხელსახოცს ეძებდა .
- კიდევ რისი გეშინია ? - ყურადღება არ მიუქცევია ნუცას წრიალისთვის.
- მაპატიე. -შუბლზე ხელი გაისვა ნუცამ და ხელი გაშლაა. -მეგონა ვინმე მოვიდა.
-ვინმე მოვიდა შენს მოსაკლავად.?-გაეცინა ირაკლის და დივნის ზურგს ორივე ხელით დაეყრდნო. -რატომ უნდა ვინმეს შენი მოკვლა ? ჩემს გარდა რათქმაუნდა რადგან ფეხიც კი არ დამიდგამს მაგ ხალიჩაზე და უკვე გადასაგდები გახადე.
-მაპატიე რა . -სახე შეეცვალა ნუცას . პატარა ბავშვივით დაბრიცა ტუჩები და დივანზე ჩამოჯდა. -მეგონა , რომ ისვროდნენ. ხშირად ამბობენ შენზე , რომ .. ცოტახანს წიბორძიკა ნუცამ , არ იცოდა უნდა ეთქვა თუ არა .
-რომ რა , მიდი თქვი . -ხელები გადაიჯვარედინა ირაკლიმ და გაუცინა. -ანუ ტყუილად გიმეორებდი ჩემთან არაფერი მოგივათქო , მთავარი საფრთხე მე ვყოფილვარ. -გულში რაღაც ჩაწყდა , ალბათ რა წარმოდგენა აქვს მასზე ნუცას.
-არაა, მაგის თქმა არ მინდოდა , უბრალოდ მეგონა რომ ისვროდნენ , ან რავიცი ჩემი მოგონილი ხომ არაა , ნახევარ ქვეყანას რომ არ უყვარხარ? -წამოენთო ნუცა იმაზე გამწარებული, იმის ფიქრის გამო რომ უწევდა თავის მართლება რაზეც ისედაც ყოველდღე ლაპარაკობდა ხალხი .
-და ჩემზე ამბობენ რომ ისეთი სუსტი ვარ , შეუძლიათ სახლში შემომივარდნენ ? -ხმაში ირონია გაერია ირაკლის. კუთხეში მდგარი სასმელებიდან ყველაზე მაგარი აირჩია და ახალი ბოთლი წამებში გახსნა. -დალევ?
-მე ? - გაიკვირვა ნუცამ.
-აჰჰ, ხო დამავიწყდა, არ სვამ , არ ეწევი, იდიალურად ამზადებ, მთელს ქალაქს უყვარხარ, ნუ ქვეყანა არ გიცნობს თორემ ქვეყანასაც ეყვარებოდი. კეთილი ხარ. -ჭიქა შეავსო და პირდაპირ მის წინ დაჯდა წამიერად შეათვალიერა, თითქოს რაღაცას ამოწმებსო და დარწმუნებით თქვა.- და ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი რომ.. -ჰჰჰმ ამოიგმინა სასმლისგან დამწვარ ენას კბილები დაჭირა და თავი დააქნია , ისე აუჩქარდა გული სანამ სიტყვას ეძებდა რისთვის შეედარებინა უკვე არითმიადავადებულივით სუნთქავდა. ნელ ნელა მიიწევდა ვნება ტვინამდე ეჭვიც არ შეპარვია ნუცასაც ესმოდა მისი გულის უეცარი აჯანყება . დააკვირდა, ამ დროს ემოციების წაკითხვა არ ჭირდება ხოლმე , ყველა ქალს უხმოდ ესმის მამაკაცის ეს მზერა და სუნთქვა. ადუღებულ სისხლს ერთი მთლიანი ჭიქა ვისკი მიაშველა რომ გაეზავებინა , რადგან არაფერი ჩანდა მის სახეზე . წესით ამ დროს სხვა ნებისმიერი ქალი თავადვე გაიძრობდა იმ კაბას რომელიც ასე უჭერდა და ვისკის დალევასაც არ დააცდიდა ისე მოექცეოდა მის კალთაში და მერე ალბათ მთელს სახლს გააყრუებდა ვნების მუსიკა . ის კი , უდანაშაულო ბავშვივით იჯდა , რომელიც ვერაფერს იგებდა და თვალებს აფახულებდა. ლამაზი ვარდისფერი ქვედა ტუჩი კბილებში ჰქონდა მოქცეული და თეთრ ფაფუკ ხალიჩაზე ლაქად გამშრალ ყავას და ფინჯნისგან დარჩენილ ნაწილებს სინანულით დაჰყურებდა. თვალები დახუჭა დამშვიდებული სხეული ისეთი მძიმე გაუხდა, გაახელაც კი გაუჭირდა . ფეხზეც ისე წამოდგა თითქოს მთელი მისი სხეულის წონას , მუხლები ვეღრა უძლებდა. -ბუხრის თავზე დადო ცარიელი ჭიქა და გაუღიმა.- არ იდარდო . ალბათ ტელევიზორში იმასაც ამბობენ რომ ახალი ხალიჩის ყიდვა შემიძლია. უცერემონიოდ აქცია ზურგი და ერთერთ კარში გაუჩინარდა.

გულმა ვერ მოუთმინა , მაინც გამოსტყუა ნანას , საწმენდი საშუალება და იქამდე ასუფთავა ლაქა სანამ ხელი არ გაუშეშდა დაღლილობისგან.
საათ 4 ს აჩევენებდა , ალბათ ლილი მოკლავს . უკვე გაუმზადა სამარე და წამების მინიმუმ 2 ააათიანი სეანსი. არც ტელეფონი აქვს . ალბათ რამდენჯერ დაურეკა . თავი სიმწრისგან გააქნია . სინამდვილეში ლილი , კმაყოფილებისგან ნაბავდა თვალებს , როცა საათს უყურებდა და კიდევ კაი ფიქრებს ხმა არ ჰქონდათ თორემ შერცხვებოდა კიდეც ამ ხნის ქალს . ბევრს კი ყვიროდა მისი ირაკლი , მაგრამ საწოლში თუ არა მინიმუმ მკლავებში უნდა ჰყავდეს მოქცეული. ისეთი მზერა ჰქონდა , ლიკუნა შეშინებული უყურებდა.
-რა ჩაიფიქრე ბებო?
- ცოლი ირაკლის არ უნდა .
-ოოჰ ისევ. - ამოიგმინა ჯანდიერმა და ფეხზე წამოდგა . -გაემზადე უნდა წავიდეთ.
-ქალი მაგას არ უნდა. -არ მიაქცია ქმარს ყურადღება და ყავის წრუპვა გააგრძელა. - შვილი გააჩინოს ვინმესთან და მე მივხედავ კაცო .
-სუროგატებიც არსებობს ბებო.
-გააჩუმე გოგო ენა . ეგღა მაკლია ვინმე უცხოსგან მომიყვანოს ბავშვი და კაცმა არ იცის მერე ვინ იქნება. ისევ ფიქრებმა წაიღო ლილი. ნუცა იდიალური ვარიანტია. ოჯახი არ ჰყავს, არავინ არ ჰყავს , რამეც რომ იყოს ადვილია მისნაირი გოგოების მართვა . კეთილია , ლამაზი . იცხოვრებს მათთან და მერე რა რომ ცოლი არ ერქმევა. ეხლა მოდაში აღარცა დაქორწინებაა. ირაკლი წავა , მაგრამ
ადრე თუ გვიან იქ დაბრუნდება სადაც შვილი ეგულება. საათივით ააწყო ირაკლის , მომავალი . ნუცას ისე გადაუწყვიტა ფიქრებში ყველაფერი წამითაც არ დაუშვია რომ რამე წინააღმდეგობა შეხვდება. -მიყვარს ეს გოგო განა არ მიყვარს. -ხმამაღლა მოუვიდა ფიქრები.
-ვინ გიყვარს? -ჩაეძია ლიკა.
-ნუცა , მიყვარს , მაგრამ სად ჯანდაბაშია ? -ყალბად აიკრა გაბრაზებული სახე. რომ უყვარს და მოწონს იმიტომაც არგო ირაკლის გვარის გადარჩენა. უჭირს აღიარება , მაგრამ ანდრო ვაჩნაძე ერთადერთი წესიერი გვარის იყო ვინც მათ ოჯახში შემოვიდა, ბედნიერება არ ყოფილა მისი მიღება , მაგრამ ანდრომ ირაკლი მოავლინა , პირველი ვაჟი მათ ოჯახში. ეხლაც ახსოვს ბედნიერებისგან ატირებული ჯანდიერი ,გვარის წყევლის დასასრული იარაღის გასროლით რომ აღნიშნა, 1 საუკუნიანი შიშის შემდეგ რომ ჯანდიერები გაქრებოდნენ , ირაკლიმ აასრულა მათი ოცნება . -უფლებას არ მივცემ თავისთან ერთად ჩააქროს გვარი.
-ბებოოოო, თუ რამე გაქვს სათქმელი თქვი რა. - გაეცინა ლიკუნას .
-მაქვს . -ჯოხი დააკაკუნა ლილიმ. -გეფიცები მალე შენი ძმა სიყვარულის ცრემლებით იტირებს.
-აჰაჰაჰ, -სიცილი აუტყდა ბაბუას . - არ ვიცი რა ყრია მაგ ყავაში ქალო , მაგრამ ყველაფრის გამო შეიძლება იტიროს მარა მაგისთვის ნამდვილად არა.
-ერთი შენ არ დაიწერე ჯვარი 70 წლის ასაკში ჩემზე და მეორე ეგ არ შეიყვარებს ვინმეს.
-რას გადაეკიდე , დაანებე თავი ქალო ბავშვს .
-რომელ ბავშვს , ამხელა კაცია. შენ არ იყავი სავადმყოფოში რომ მოსთქვამდი ისე გავქრებით როგორც მტვერიო?
-რაზე ლაპარაკობთ ვერაფერი გავიგე.
-ლიკუნა , ირაკლისთან დამირეკე. -ხელში ჩაბღუჯული ტელეფონისკენ ანიშნა.
-ნომერი არ ვიცი . -უნიჭოდ იცრუა.
-ლიკუნა იციდე არ გამამწარო. -თვალები მოჭუტა ლილიმ. -ცხენებს წავაყვანინებ.
დაუფიქრებლად გაუწოდა მობილური ბებიას . ცოტახანს ჯოხის კაკუნით ელოდა ზარს , მაგრამ იცის უპასუხებს. ლიკას ჯოჯოხეთიდანაც უპასუხებს. სწორედ ამიტომ რეკავა მისგან. -გამარჯობა ირაკლი. ბებიკო მოდიხართ? აჰჰჰ , მაგრამ ნუციკო რომ უნდა მოვიდეს ხომ იცი .ცოტახანს დადუმდა და ისეთი სახე მიიღო უკმაყოფილო ჯანდიერმა თავი ვეღარ შეიკავა და დატოვა ოთახი. არა არა , შენ არ იდარდო ბებო ლუკას გამოვუშვებ, მარტო მანქანაში ცოდოა , ალბათ უკვე ნახე როგორ ეშინია. არც დალოდებია პასუხს ისე გაუთიშა , ყოველგვარი ცერემონიების გარეშე. მთავარი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი ირაკლის, ნუცა ? ნუცა არ ადარდებს , ირაკლის უნდა ჰქონდეს გრძნობა და მერე თავად მიხედავს ყველაფერს, თითის განძრევაც არ დაჭირდება. როცა მის შვილიშვილს რამე უნდა , აუცილებლად იღებს. გულში რაღაც წიწკნიდა,მაგრამ მთელი თავისი ცხოვრება იმაში გაატარა რომ , ჯანდიერების სახელი ისეთივე მტკიცე ყოფილიყო როგორც ქვა. შვილების არეული ცხოვრების დალაგებას შეალია წლები და ერთ ძალაუფლებისგან გათავხედებულ ბიჭს რომელსაც გონია რომ ცხოვრებაზე ყველაფერი იცის , უფლებას არ მისცემს ყველაფერი გაანადგუროს . ის და მისი ქმარი ამ სადარდებლით არ წავლენ , ჯერ კიდევ სავადმყოფოში დაიფიცა , როცა მოხუც ჯანდიერს გულზე ოპერაციას უკეთებდნენ . სწორედ ამიტომ იწერს ჯვარს , 70 წლის ასაკში ეხლისება პატარა გოგოსავით ქორწილი? უარესზეც წავა , თუ საქმე მოისთხოვს. -ლუკააა, ლუკაააა მოდი აქ მამიდა .


-ნუცა რას აკეთებ? -თავზე წამოდგა ხალიჩაზე დამხობილ გოგოს.
-ჩვენც მაგას ვეუბნებით. -გიორგიმ ფეხი ფეხზე გადაიდო და ირაკლის შეხედა.-უთხარი რამე . ეს ახალი ხალიჩა მანანდეც არ იყო ისეთი თეთრი . - ჩაი ხმაურით მოუსვა .
-გეყოფა. ადექი .-მკლავში წაავლო ხელი და წამოაყენა . - ვის ადარდებს ხალიჩა . ვიხუმრე როცა გითხარი შენი სიკვდილი მინდათქო. ადამიანებს ამის გამო , არ ვკლავ.
-დაა ისე კლაავთ? -თვალები გაუფართოვდა ნუცას .
-და მერე ჭამს . -ნუცას შიშს მარილი მოაყარა გიორგიმ.
-ფეხსაცმელები მოძებნე. დედოფალი ბალზე გიხმობს. -გიორგის მოუჯდა გვერდით ირაკლი და მუხლზე დაარტყა ხელი .
-რა გინდა ? ხელებს რომ მითათუნებ ვიცი რაღაც ყ*** ბა უნდა მთხოვო .
-ლუკა მოდის . ნუცას წასაყვანად . -ფეხსაცმელების კაკუნით მოუახლოვდა ნუცა .
-მზად ვარ.
-გიორგი წაგიყვანს . -კიდევ ერთხელ შეათვალიერა , დიდხანს უყურებდა მისი ნება რომ იყოს , ისე ამშვიდებს , მაგრამ არ შეუძლია. სწრაფად უნდა გაუშვას , თორემ მერე ვერაფრით ახსნის რატომ არ უშვებს ლუკასთან ერთად.
-თმა მაინც შეისწორე. -დასცინა ნანამ . -წამოდი.
დიდხანს არ დარჩენილა საბაზანოში , სწრაფად შეისწორა ყველაფერი , მაგრამ ირაკლისთვის უკვე გვიანი იყო. არ იცის რა სიჩქარით იარა მისმა ბიძაშვილმა მაგრამ , 10 წუთში ეზოში შემოვარდა და მანქანის ტორმუზს ფეხი გამეტებით დააჭირა რომ გაჩერებულიყო მოყინულ ფილებზე და მოჭარბებული ადრენალისგან წამოიყვირა. გვიან გაახსენდა ლუკას გატაცება , მას ყველაფერი უყვარდა რაც ადრენალინს ანიჭებდა. -ამან უნდა წაიყვანოს? -ხელი ეზოსკენ გაიშვირა გიორგიმ.
-ხო.
-და გაუშვებ.
-რატომ არ უნდა გავუშვა?
-ნახვამდის ნუცა .
-კარგაად. ხელი გაუქნია და კიბიდან პირდაპირ კარისკენ წავიდა.
-გააკეთე რამე , ხო იცი რომ ეშინია? -ფეხზე წამოხტა გიორგი.
-მერე რა ? მისი არც ძიძა ვარ და არც …
-ირაკლი , ისე ნუ იქცევი თითქოს არ გადარდებს უცხოს რომ ატან ამ გოგოს და თან ..
-არ მადარდებს . - სცადა სულერთია სახე მიეღო.
-დაგინახე , შენი თავი შეგიძლია მოატყუო, მე ვერა. - დასცინა გიორგიმ . -გადარდებს და თან როგორ ნეტავ შენი სახე დაგანახა.
- ყველას რატომ გინდათ რომ ვინმე ქალი მადარდებდეს და თან ეს , ესს -სიტყვას ეძებდა რა ეწოდებინა ნუცასთვის და პირველად ვერ იპოვა , მიუხედავად იმისა რომ აქამდე არასდროს გამოლევია მისთვის დასაძახებელი სახელები.
-იმიტომ რომ საჭიროააა. -ნანამ და გიორგიმ ერთდროულად უპასუხეს .
-გულს ჭირდება შვილო.
-სად აქვს გული ნანა დეიდა. -დაიღრინა გიორგიმ.


როგორ მიიტანა , სული რესტორნამდე ? არ იცის.
რას ელაპარაკებოდა ლუკა მთელი გზა? არც ეგ .
იქნებ უნდა გაეფრთხილებინა და გაემხილა
სრულიად უცხო კაცისთვის თავის შიშები ? ალბათ კი , მაგრამ უკვე გვიანი იყო .
გაბრაზებული იყო, გული ყელში რის გამო ჰქინდა ამოსული ? ეგეც არ იცის . იმიტომ რომ ასე გამოუშვა სახლიდან თუ შიშისგან. მანქანიდან გადასულმა პირველი რაც გააკეთა სირბილით გაიქცა საპირფარეშოსკენ , გული ერეოდა…
სიბრაზისგან და სპაზმებისგან სახეზე ყველა კაპილარი ეტყობოდა. ცივი წყალი უხვად მიისხა სახეზე და საკუთარ თავს სიბრალულით გაუღიმა. -რა გაბრაზებს ნუცა ? ვინ ხარ , ვინ ხარ . ცრემლზე ხელის გული გაისვა და თვლა
დაიწყო .-ერთი , ორი , სამი , ოთხი .


პირველ რიგში დიდი მადლობა ,რომ დროს თმობთ და კითხულობთ. მადლობა თითოეული , ლაიქისთვის, კომენტარისთვის და შწნიშვნებისთვისაც , ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია , ყველა აზრი , ამიტომ არ მოგერიდოთ. ყველაფერს ვკითხულობ და ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს. შექებაც და კრიტიკაც . მაქსიმალურად ვცდილობ დიდი ყურადღება მივაქციო რომ გამართული იყოს და სასვენი ნიშნები სწორად გამოვიყენო , მაგრამ ალბათ მიხვდით , რომ აკასემიურობა ჩემი ძლიერი მხარე არაა და ბოდიში ამისთვის . ????
ახლა რაც შეეხება , შემდეგი თავისთვის გასათვალისწინებელად მჭირდება , თქვენი პასუხები.
რას ფიქრობთ?
რა არ მოგწონთ ? ან რა მოგწონთ და ხომ არ თვლით რომ ძალიან ნელა და მდორედ ვითარდება მოქმედება ?



№1 სტუმარი სტუმარი ნატა

მომწონს ძალიან. თუ უფრო სწრაფად დადებ ხოლმე უფრო მომეწონება :)))))

 


№2  offline წევრი Mmarriamkk

ძაალიან ძააალიააან მომწოოონსს!!!! მომწონს როგორ გადმოსცემთ პერსონაჟების ემოციებსა და გრძნობებს და ძალიან კარგად წერთ❤️❤️❤️ ველოდები შემდეგ თავს!!

 


№3 სტუმარი სტუმარი მეგი

კარგი თავი იყო, სიუჟეტს რაც შეეხება არ გააბანალუროთ ნუცას პერსონაჟი და არ დაუკარგოთ საკუთარი ღირებულებები და პრინციპები, ძალიან არ მინდა, რომ დავდახრილმა იაროს ყველას თითის დაქნევაზე

 


№4 სტუმარი Saly

საოცარ ისტორია ქმნით ❤️????

 


№5  offline წევრი რუსანა

სტუმარი ნატა
მომწონს ძალიან. თუ უფრო სწრაფად დადებ ხოლმე უფრო მომეწონება :)))))
❤️❤️❤️❤️

Mmarriamkk
ძაალიან ძააალიააან მომწოოონსს!!!! მომწონს როგორ გადმოსცემთ პერსონაჟების ემოციებსა და გრძნობებს და ძალიან კარგად წერთ❤️❤️❤️ ველოდები შემდეგ თავს!!

ძალიან დიდი მადლობა ????

სტუმარი მეგი
კარგი თავი იყო, სიუჟეტს რაც შეეხება არ გააბანალუროთ ნუცას პერსონაჟი და არ დაუკარგოთ საკუთარი ღირებულებები და პრინციპები, ძალიან არ მინდა, რომ დავდახრილმა იაროს ყველას თითის დაქნევაზე

❤️❤️???? ძალიან დიდი მადლობა , აზრის გამოთქმისთვის ❤️

 


№6 სტუმარი Елка

Далиан момцонс каела . Нуца сакварелиа да цодваа лилис гегмиствис. Мадлоба

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგად წერთ. ირაკლის პერსონაჟი ცოტა ჩაკეტილია და უფრო გაარომანტიკულეთ. ისტორია უფრო გახსნილად და ცოტა მარტივად დაწერეთდა უფრო მალე დადეთ.

 


№8  offline წევრი რუსანა

სტუმარი ნანა
ძალიან კარგად წერთ. ირაკლის პერსონაჟი ცოტა ჩაკეტილია და უფრო გაარომანტიკულეთ. ისტორია უფრო გახსნილად და ცოტა მარტივად დაწერეთდა უფრო მალე დადეთ.

ძალიან დიდი მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის , ვცდილობ მარტივი იყოს , მაგრამ წერის პრცესში ვერ ვაკონტროლებ , ამიტომ ბოდიში თუ დისკომფორტს გიქმნით . უფრო მეტად ვეცდები . რქც შეეხება ირაკლის პერსონაჟს , იდია სწორედ ისაა რომ რომანტიკული არ იყოს და შემდეგ თავებში მის გარდასახვას ალბათ იხილავთ ❤️❤️???? დიდი დიდი მადლობა გულწრფელი კომენტარისთვის ❤️

 


№9 სტუმარი სტუმარი lia

dzalian kargia. ???? veli sul moutqmelad. warmatebebi. ????

სტუმარი lia
dzalian kargia. veli sul moutqmelad. warmatebebi.

 


№10  offline წევრი რუსანა

სტუმარი lia
dzalian kargia. ???? veli sul moutqmelad. warmatebebi. ????

სტუმარი lia
dzalian kargia. veli sul moutqmelad. warmatebebi.

უღრმესი მადლობა ❤️

 


№11  offline წევრი დარინა

მიხარია შენი დაბრუნება ჯერ რომ ვნახე შენი ექაუნთი თვალებს ვერ დავუჯერეე, ყვრლა თავი ერთად წავიკითხე, ნუცა ამდენი ტკივილის ბავშვთა სახლში გაზრის მიუხედავად როგორი ფერადია, ირაკლი კი ასე ვთქვათ ყვლაფერი რომ აქვს რაც შეიძლება ადამიანმა ინატროს და პირიქით ცივი უგრძნობი და გულქვაა, სწორედ ნუცასბაირი ფერადი ადამიანები ახდენენ ირალკისნაირების შეცვლას და ცხოვრების სხვა თვალით დანახებას.

 


№12  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგია ,საინტერესო და მძაფრი, ურთიერთსაპირისპირო ემოციებით სავსე პერსონაჟები ,სულმოუთქმელად ველოდები ჯანდიერის გარდასახვას ...შენეული კარგი ისტორიაა..

 


№13 სტუმარი ნანო

მატივად რატომ უნდა წეროს, როცა ასე მშვენივრად წერს.მშვენიერი ისტორიაა.სავარაუდოდ ნუცას ოჯახის ტრაგედია უკავშირდება ირაკლის ოჯახს.

 


№14 სტუმარი ლილი

კარგი ისტორიაა,კარგია ისიც რომ ნელ ნელა მიგყავთ ირაკლის პერსონაჟი შეცვლისკენ,კარგი იქნება თუ თამამად გამოახატინებთ გრძნობებს შემდეგ თავებში რომ ააფორიაქოს ნუცაც????????

 


№15 სტუმარი სესილი

ძალიან ვაფასებ თქვენს შრომას, კარგად წერთ აი, რომ იტყვიან ხოლმე, რაღაც თქვენეული პეწი გაქვთ. სხვა მუხტი მოდის თქვენი ისტორებიდან და სწორედ ეს გამოგარჩევთ სხვებისგან, მიეცით თქვენს შესაძლებლობებს გასაქანი და ბოლომდე გაშალეთ ფრთები. წარმატებები ❤️❤️

 


№16 სტუმარი სტუმარი maco maco

ზოგადად იმიტომ მიყვარსე შენი სტილი გაქვს, შენი ინდივიდუალური გადმოცემა, შენ როგორც ავტორი თვლი და ხედავ შენ პერსონაჟებს გამოდის ასეთი იატორიაც, ნუცა გოგო შეიძლება ირაკლიზე ძლიერიც კი აღმოჩნდეს როგორც ადამიანი და პიროვნება, არაპოგნოზირებადია ორივე და როგორი ადრენალინია არ იცი რა გელოდება მაგრამ სასიამოვნო :):) go girl go……

 


№17 სტუმარი სტუმარი mancura

რუსა ცრემლები მომადგა!ვინ ხარ შენ ნუცა,ვინ ხარზე კი გადმომცვივდა.აი ირაკლი რომ არ ვნახო ნუცაზე გაგიჟებული და იქეთ არ ეხვეწებოდეს და ცოტა მაინც არ დაიტანჯოს გავგიჟდები,გავგიჟდები ნამდვილად გავგიჟდებიიიი.

 


№18  offline წევრი Annia

სანამ საბოლოოდ არ მოვიცალე და უბრალოდ მშვიდად წამოწოლილ მდგომარეობაში არდავიგულე თავი მანამდე ცოცხალითავით არ ვხსნიდი მეხუთე თავს, მინდოდა ბოლომდე შემეგრხნო ყველა სიტყვა და ეს იყო შესანიშნავი, თავიდან ცოტა დავიბანი, ადვილად ვერ გავარჩიე ნაწერი და შემდეგ ყვეკაფერი გამიმარტივდა <33 წარმატებები შენ

 


№19 სტუმარი სტუმარი მარიკა

გამარჯობა..მთავარია განავითარო სიუჟეტი და ირაკლის გული გაალბო.
მალე დადე ხოლმე რა თავები. მგონი მთელი საიტი შენ გელოდება ხოლნე????

 


№20 სტუმარი ნია

გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

 


№21  offline წევრი Tatutatu

რუსაა იდიალურად მიდიხარ ნამდვილად… ყველა პერსონაჟს თავისი პეწი აქვს … ასე გააგრძელე , არაფრის გამარტივება არ არის საჭირო,შენებურად გააგრძელე ისევ … არც ნუცაა გააბბანალურო
და ირაკლისაც ნუ მოტეხავ ბოლომდე რქდბს???????? შენ გამორჩეულად საყვარელი ავტორი ხარ ჩემი????

 


№22 სტუმარი Gvanca

Gagrzelebas velit❤❤❤

 


№23 სტუმარი გიული

ძალიან კარგია,ნუცას წარსული მაინტერესებს

 


№24 სტუმარი სტუმარი ნინო

მალე დადებთ ახალ თავს?

 


№25 სტუმარი სტუმარი დიანა

როდის დადებთ ახალ თავს?

 


№26 სტუმარი სტუმარი სალომე

იქნებ დაწეროთ ხოლმე, როდის მოახერხებთ ახალი თავის ატვირთვას, დიდ უპატივცემულობად მიმაჩნია თქვენი საქციელი მკითხველის მიმართ, ხომ შეგიძლიათ დაწეროთ, რომ ვერ ახერხებთ ამ ეტაპზე ატვირთვას ან აღარ აპირებთ გაგრძელებას მკითხველიც ჩააყენოთ საქმის კურსში, რადგან ტყუილად არ გელოდოთ, არ მინდა ცუდად გაიგოთ მაგრამ მკითხველის თვალითაც თუ შეხედავთ ამ ყველაფერს გაგვიგებთ, ძალიან კარგი ადამიანი ხართ და ძალიან გაფასებთ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent