75-ე სპექრტაკლი (მეორე ნაწილი)
მეორე ნაწილი 2023წელი. 7 ნოემბერი სამსახურიდან მოსული ეგრევე აბაზანაში შევედი. მე და ჟანს შეხვედრა 8 საათზე გვქონდა დათქმული და არ მინდოდა დამეგვიანა. მასთან შეხვედრის შემდეგ უცნაურად ვგრძნობ თავს. შემდეგი 2 დღე სამსახურშიც არ ვყოფილვარ. მეტი დღის გაცდენა არ შეიძლებოდა, თორემ კიდევ არ წავიდოდი. თითქოს ჟანის გამოჩენამ ისევ ძველ დროში დამაბრუნა. ფიქრები, ოცნებები, რაც ღრმად გულის სიღრმეში იმალებოდა ნაპირზე გამორიყა. გამოვედი ჩემს ახალ ბინაში, რომელიც ახლახანს ვიყიდე. ჯერ ზუსტად ისეთი უსიცოცხლოა, როგორიც ჩემი საავადმყოფოს კაბინეტი, მაგრამ უფრო მდიდრული. თავზე პირსახოცით დავტრიალებ კარადას, ვერ გადავწყვიტე რა ჩავიცვა. მგონი ახლა აღმოვაჩინე, რომ ნორმალური არაფერი არ გამაჩნია. ყველაფერი ერთ ფერში, ერთნაირი და არაფერი განსხვავებული. ამოვარჩიე შავი ძველი მუხლამდე კაბა, რომელიც ძალიან დიდი ხანია არ მცმია, შავი ზედა, ოდნავ თბილი და ზემოდან წითელი პიჯაკი, რომელიც მაჩუქეს და პირველად მეცვა. თმა გავიშალე, გაგიკვირდებათ და დიდიხანია თმაც არ გამიშლია, თვალზე ტუში წავისვი, ტუჩზე ისევ ადრინდელი, ნაჩუქარი წითელი პომადა. შავი დიდი ჩანთა, ჩანთა ყოვედღიურობიდან, ფეხზე შავი მაღლები, დაბალ ძირზე, რომელიც მეზიზღება, და კარიდან გავედი. შეხვედრა ერთ ვინტაჟურ კაფეში იყო დაგეგმილი. ადგილზე მივედი და გავშეშდი. ვდგავარ და მეშინია შიგნით შევიდე, ფეხი ჩემს ძველ და ყველაზე კარგ ცხოვრების მოგონებებში შევდგა. ჩანთა გავხსენი, სიგარეტი და სანთებელა ამოვიღე და მოვუკიდე. ხო, მე ვარ კარდიოლოგი, რომელიც წლებია ეწევა. ალბათ ერთადერთი საქმიანობაა წარსულიდან, რომელიც დავიტოვე. ერთადერთი რამ, რაც შვებას მგვრის. შევედი და დავინახე ჟანი. ნერვიულობდა, მიცდიდა მაგიდასთან. როგორც კი დამინახა წამოდგა და მთლიანი სახით გამიღიმა. მივედი და გადავეხვიე. ეს არ იყო უბრალოდ ჩახუტება. ისე მივიკარი გულზე თითქოს ვთხოვდი არასოდეს არ გამიშვა მეთქი. მისი ერთი ხელი ზურგზე მეფერებოდა, მეორე კი თავზე. ბოლოს ძლიერად მიმიკრა და თავზე მაკოცა. თითქოს მარტო ჩვენ ორი ვიყავით და ირგვლივ ყველაფერი გამქრალიყო. დავსხედით და სიჩუმეში ვისხედით ცოტახანი. ეს არ იყო უხერხული სიჩუმე, თითქოს ესეც კი საკმარისი იყო ორივესთვის. მიმტანი ისე მოვიდა ვერცერთმა შევამჩნიეთ. გოგონამ მხარზე ხელი დამადო და რას ინებენთ ქალბატონოო მითხრა. მივხვდი, რომ ალბათ დიდიხანი იდგა მაგიდასთან და გველოდებოდა. ჟანმა მე მანდო არჩევანი: - წითელი, მშრალი და თქვენი საფირმო დაფა - ელოდებით კიდევ ვინმეს? - მკითხა მიმტანმა. - არა, მადლობთ, მხოლოდ ჩვენ. - მივაწოდე მენიუ. რაღაც გაკვირვებული იყურებოდა, ალბათ დიდიხანი გველოდებოდა. - ისევ ჩვენ დავრჩით. - ძალიან კარგად გამოიყურები. - ეკეცება ლოყა და მიღიმის. - მადლობა, არადა საერთოდ არ ვგავარ ჩემს თავს, ჩემს ძველ თავს. - უხერხულად ვგრძნობ თავს. მგონია, რომ ვეღარ მცნობს, მგონია, რომ სხვა ადამიანს ელაპარაკება და გაქცევა უნდა. არა, არა მას ეს არ ეტყობა, მაგრამ მე მეშინია, რომ ისევ ისე წავა, როგორც მე წავედი ადრე. ხომ იცით, სხვა ადამიანი იმას გგონია გააკეთებს, რისი გამკეთებელიც შენ ხარ. - შეიძლება გარეგნულად, საქმიანობით სხვა ხარ, მაგრამ ვერ დავიჯერებ, რომ სიყვარული გაგიქრა. - დავიბენი. სიყვარული? მისდამი? ყველაფერზე ზედმეტს ვფიქრობ. ვცდილობ თავი მომეჩვენებინა თითქოს არ შევცვლილვარ, მაგრამ ჟანი ხო მე ყველაზე კარგად მიცნობს. - სიყვარლი, თეატრის სიყვარული. - ხოო, თეატრი. - თავი ძირს დავხარე და მთლიან ტანში ცხელი ლავა ვიგრძენი. - ნუ მოიწყინე. - არ მოვიწყინე, უბრალოდ ყველა მოგონება იმდენად კარგია, მიჭირს დაჯერება, რომ ოდესღაც მეც მაგ სამყაროს ნაწილი ვიყავი. - გახსოვს რა პატარები ვიყავით, მეოცნებეთა გუნდი, რომელშიც მხოლოდ ჩვენ ვიყავით და სხვამ არავინ იცოდა ამის შესახებ.უამრავი ახალი იდეითა და გეგმებით. გვეგონა, რომ ჩვენ ორი და თეატრი ყველას წინააღმდეგ უძლეველნი ვიქნებოდით. - ისე მიყურებდა, რომ სულს მითბობდა. მიმტანი მოვიდა, შეკვეთა მოიტანა. მან კი ცოტახნით საუბარი შეწყვიტა. მეორე ჭიქა დაავიწყდა, როგორც ჩანს, შევახსენე,მოიტანა მეორეც და წითელი, ჟანის საყვარელი, ღვინის ფონზე განვაგრძეთ საუბარი. - კი, ყველაფერი მახსოვს. მართალია, ვცდილობ წარსულზე არ ვიფიქრო, მაგრამ სიზმრებში მაინც ყოველთვის მანდ ვარ. - ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ინტერიერი, ფარდები, შენი საყვარელი. - ვაკვირდებოდი და ყველაფერი ახსოვდა. როგორ მაინტერესებდა ახლა როგორი იყო. ისევ ისეთი? მგონი კი. ზუსრად ისეთი იყო. ვისხედით, ვლაპარაკობდით და არ მყოფნიდა, რადგან ვიცოდი, რომ დამთავრდებოდა. - ყველაფერი მახსოვს. - იდაყვები მაგიდაზე დავდე,თვალები დავხუჭე და ნიკაპის ქვეშ ხელები ამოვიწყვე. - აი, ახლა ვხედავ ჩვენს თეატრს, ყველა დეტალი მახსოვს და ვიცი, თითქოს ახლაც იმ სამყაროში ვარ. - შენ მაინც ყოველთვის იქნები იმ სამყაროს ნაწილი, ხომ იცი ეს? - უკვე მგონია, რომ ის სამყარო აღარ მიმიღებს. - ჩემივე სიტყვები არ მესმის. თავს ვერ ვთოკავ, აგონიაში ვარ, ვერ ვიაზრებ სად ვარ, ვისთან ერთად. უჩვეულოა, მაგრამ ამაზე მეტად საშიში. მეშინია ჩემს წარსულს დავუბრუნდე. მეშინია ამჯერად, რომ გაიმარჯვოს ჩემმა სიყვარულმა. იკითხავთ, ეს ხო კარგია? არა, მე უკვე ისე შევტოპე, დავაგვიანე, რომ ყველაფერი გვიანია. - ყოფილი არტისტი არ არსებობს. გახსოვს მეუბნებოდი ჩვენს პირველ პაემანზე, რომ მოიწამლე თეატრის მტვრით და ვერასდროს დააღწევდი ამას თავს? - მისი თვალები ანათებდა. ცოტ- ცოტას ვსვამდით, ვლაპარაკობდით და თვალებს ეთმანეთს არ ვაშორებდით. უსასრულობაში ვიყავი გადასული. მხოლოდ ჩვენ ორი ვიყავით და ერთმანეთის გარდა ვერავის ვამჩნევდით. თითქოს ჩემი თვალებიც აინთო მის ამ სიტყვებზე. პირველი პაემანი, ზღაპრული, რომანიკული, განსხვავებული და არტისტულად მოფიქრებული. ნეტავ ისევ იქ ვიყო. 2006 წელი. 29 მარტი. დაახლოებით 2 თვეა რეპეტიციებია. არ ვიცი ამაზე დიდი სიამოვნება რა შეიძლება იყოს, ალბათ პრემიერის ბოლოს პაკლონი და ხალხისგან დაბრუნებული ენერგია, ოვაციები. ერთი თვე ხან რას და ხან რას ვიგონებდი, ჩუმად რეპეტიციებზე დავდიოდი. ვიტყუებოდი, რომ, რაღაც კლუბში გავწევრუანდი სკოლაში, ზოგჯერ სამეცადინოდ ვიყავი. ხშირად ბაბუასთან ვრჩებოდი, მას ყველაზე მეტად უხაროდა ჩემი ამბავი და ყველანაირად ხელს მიწყობდა. მამას ძალიან გადარტვითული გრაფიკი ჰქონდა, სხვა ქალაქში მიიწვიეს რამდენიმე კვირით და საერთოდ იქ აპირებდნენ წასვლას. ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ მიდიოდა და მე ამას მაქსიმალურად ვიყენებდი, მაგრამ ვიცოდი, რომ ოდესმე სიმართლის თქმა მომიწევდა. რეპეტიციები ძალიან კარგად მიდიოდა. მე და ჟანი ძალიან დავმეგობრიდ, დავახლოვდით. ყოველ დღეს ერთად ვატარებდით. რეპეტიციების შემდეგაც ერთად ვიყავით. გაუჩერებლივ ვსაუბრობდით სპექტაკლებზე, ფილმებზე და ყველაზე მთავარზე - ჩვენს როლებზე. უფრო კარგად უნდა გავიცნოთ ერთმანეთი და უფრო უკეთ გავიცნობთ ჩვენს პერსონაჟებსო, ამბობდა. ძალიან ბევრს ვიცინოდით, ყველაფერზე ვლაპარაკობდით, უსასრულოდ შემეძლო მასთან ყოფნა. ერთმანეთზე უკვე ყველაფერი ვიცოდით, საყვარელი სპექტაკლი, ფილმი, ფერი, სასმელი.ერთმანეთის ოჯახებზე, სასაცილო ამბები თუ სევდიანი ისტორიები. რეპეტიციის შემდეგ თეატრში ვრჩებოდით. სკამებს შორის, ზუსტად შუაში ვსხებოდით და ვეწეოდით. ზოგჯერ ჩუმად ვისხედით. უბრალოდ სიჩუმეში და ესეც საკმარისი იყო. ვფიქრობ, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელსაც სრულებით ესმის ჩემი, უსიტყვოდ. თომასი ჩვეულ ფორმაში - მიყრდნობილი სკამს, ხელში მეასე სიგარეტი უჭირავს, წინ ფურცხლები უყრია მაგიდაზე, მარჯვენა კუთხეში მოხატული საფერფლე ავსებული ბიჩოკებით. მეორე მოქმედება, სცენა მე-4: ჟანი-რა არის? მარტა-ჩაი, თქვენ რომ მოითხოვეთ. ჟანი-მე არაფერი მომითხოვია. მარტა- ა, მოხუცმა ვერ გაიგო ალბათ. ხშირად სანახევროდ ესმის.(ლანგარს მაგიდაზე დებს. ჟანი რაღაცის თქმას აპირებს.) წავიღო უკან? ჟანი-არა,არა,პირიქით,გმადლობთ. მარტა ჟანს უყურებს. შემდეგ გადის. დავამთავრეთ მე-4 სცენა და თომასმა ადრიანად წასვლა გადაწყვიტა. არ სჩვევია ხოლმე ასე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯერ მხოლოდ საღამოს 7 საათია და უკვე თავისუფლები ვართ. - დღეს თომასმა დისკი მოიტანა, სპექტაკლისთვის შერჩეული ყველა სიმღერაა. მოდი მოვუსმინოთ. - არ ვიცოდი, რა თქმა უნდა, უნდა დავრჩეთ. - აღტაცებით ვუპასუხე. - უბრალოდ უნდა გავიდე, შენც წადი, დაახლოებით 2 საათში ისევ მოვიდეთ.- ღიმილიანი სახით მეუბნება. - მე ვფიქრობ, დავრჩები. - არა, არა. წადი შენც შენებიც ნახე.- ჩემს გადარწმუნებას ცდილობდა, არ ვიცი რატომ. იმაში კი მართალი იყო,რომ ჩემები უნდა მენახა. დავთანხმდი და სახლში წავედი. მხოლოდ დედა ვნახე. თითქოს მამჩნევდა,რომ ვიტყუებოდი და დროის ნახევარზე მეტს მეცადინეობაში არ ვატარებდი, მაგრამ ერჩივნა არაფერი ეკითხა. თუ რამეს გაიგებდა უნდა შემწინააღმდეგებოდა, ამიტომ ჩუმად ყოფნას ამჯობინებდა. - როგორ ხარ? - მკითხა ცოტა სევდიანად და თან თავზე მეფერებოდა. - კარგად, ძალიან კარგად. - თითქოს მეც მინდოდა ჩემი ბედნიერების გაზიარება, მაგრამ მეშინოდა და მეც ჩუმად ვიჯეკი. - მიხარია თუ ბედნიერი ხარ.- უჩვეულოდ იქცეოდა. წამოიწია და ძალიან მიმიკრა. ასე ჩახუტებულები ვიყავით ცოტახანს. დიდიხანია ასე არ მოქცეულა. თითქოს გულში თითონაც მალავდა რაღაცას. ეს მჭირდებოდა. არ ქონდა მნიშვნელობა მან იცოდა თუ არა რამე, მაინც მეგონა, რომ ამ ჩახუტებით მთელი ჩემი ამბავი მოვუყევი. დედას დავემშვიდობე და თეატრისკენ წავედი. სიგარეტს მოვუკიდე შენობაში შესულმა და დიდი კარი შევაღე. ფარდები გადაწეული, ჟანი უკვე მისული, თომასის მაგიდაზე 2 ძველებური ჭიკა რეკვიზიტებიდან და წითელი ღვინო იდო. კუთხეში კი ისევ ის საფერფლე, ოღონდ გასუფთავებული. - შენ არც წასულხარ. - ვიღიმი და ვგრძნობ, რომ რაღაც ახალი ხდება ჩემს თავს, სხვაგარად აფორიაქებულ ჟანს, რომ ვხედავ. - არა. - მთლიანი სახით იღიმის. ერთი ხელი ზურგს უკან წაუღია. ვუყურებ, ნელ-ნელა ვუახლოვდები, სიგარეტს ვაქრობ და მის წინ ვდგები. ხელი წინ გამოწია, ყვითელი მზესუმზირა ეჭირა, ულამაზესი ყვითელი ყვავილი. - როგორც იცი, ვერ ვიტან შაბლონურ და ბანალურ რომანტიკულ საქციელებს, არც ფილმებსა და სპექტაკლებს ვაღიარებ მსგავსს, ამიტომ ეს არის ჩემებური რომანტიკა. აი, სწორედ ამიტო მოგოტანე მზის ყვავილი. ჟანმა იცოდა, რომ ყვავილები ძალიან მიყვარდა, იცოდა, რომ დიდი თაიგულები კი არა, პატარ-პატარა ყვავილები უფრო მიხარებდა გულს. მთლიანად პარალიზებული გავხდი. რა ხდებოდა? ღვინო? სიგარეტი და ყვავილი? ეს უკვე იმაზე მეტი იყო, რაც გვქონდა, მაგრამ სწორედ ის იყო რაც მე მინდოდა. - იდეალურია, ყველაფერი იდეალურია. - თავი რეპეტიციაზე მგონია,თითქოს რიგითი სპექტაკლის გმირები ვართ.ყვავალი გამოვართვი. ხელით თომასის სკამისკენ მანიშნა თვითონ კი გვერდით მომიჯდა. ღვინო დაასხა და მაგნიტოფონი გვერდით სკამზე დაიდო. - ყველაზე მთავარი კი მუსიკებია, ხომ არ დაგავიწყდა? ოცი სიმღერა მაინც იქნებოდა, სავარაოდი სიმღერები, უკვე ზუსტად არჩეულები, თანმიმდევრობით. ზოგიერთ სიმღერას 2-ჯერაც მოვუსმინეთ. ვლაპარაკობდით, მაგრამ ამჯერად ჩვენს ლაპარაკს სხვა ელფერი შესძინა ჟანის ქცევამ. 1 ბოთლი ღვინო დავცალეთ, მეორე დავიწყეთ. - მგონია, რომ რაც არ უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში აქაურობას თავს ვერ დავაღწევ. ვფიქრობ, საკმარისად მოვიწამლე თეატრის მტვრით და ცხოვრების ბოლომდე ამ ადგილს მინდა ვეკუთნოდე. ეს სუნი როგორ მიყვარს. - მე, შენ და თეატრი - მიღიმის. - თეატრი ოცნებების ასრულების ადგილია. - იცი რა არის ჩემი ოცნება? - ვკითხე ჟანს. - რა? - ერთი სპექტაკლი 75-ჯერ შევასრულო. - ცოტა გაკვირვებით გამომხედა, ერთი ყლუპი მოსვა და თავი გააქნია. - 75-ჯერ რატომ? იღბლიანი რიცხვია? თუ ვინმეს რეკორდი გინდა მოხსნა. - გავიღიმე. - არა, პატარა როცა ვიყავი, ბაბუმ ერთხელ მითხრა - მსახიობი ყოველ ჯერზე, თუნდაც ეს ერთი და იგივე სპექტაკლი იყოს, სხვადასხვანაირად ასრულებს თავის როლს. რაღაცას აკლებს, რაღაცას ამატებს. 75-ე სპექტაკლი კი იდეალურად ითვლებაო.ნამდვილი მსახიობი მაშინ ხარ თუ 75-ჯერ შეასრულებ როლსო. მინდა, რომ ყველა სპექტაკლი თუ არა, ერთი მაინც შევასრულო 75-ედ ანუ იდეალურად. - შენი ოცნებაა, არ ვერევი, მაგრამ არ გეთანხმები.-იღიმის. - როცა უკვე იგრძნობ, რომ არტისტი ხარ, როცა უკვე იგრძნობ, რომ ამ სამყაროს ნაწილად იქეცი, მაშინ უკვე ხდები ნამდვილი მსახიობი. არ გჭირდება ამისთვის 75-ჯერ შესრულება. - კი, ვიცი შეიძლება სულელურად ჟღერს და საერთოდ არ იყოს სიმართლესთან ახლოს, მაგრამ მინდა ბავშობაში გაგებული ლეგენდა სინამდვილედ ვაქციო. - როგორც შენ ისურვებ, დაე შევასრულოთ ეს სპექტაკლი 75-ჯერ. - მიღიმის და შემდეგ მუსიკას რთავს - „Jacques Brel - La valse à mille temps “. - ჩემი პირადი ფავორიტია. - თქვა მან. გამიღიმა ხელი მომკიდა, ჭიქა მაგიდაზე დავდგი. ამაყენა, წელზე ხელი მომხვია და სკამებს შორის ცეკვა დავიწყეთ. თავიდან უცნაურად წინ და უკან დავრბოდით. სრულიად შეუფერებელი, ოდნავ სწრაფი მოძრაობებით ვცეკვავდით, ორივე ძალიან ხმამაღლა ვიცინოდით. სცენაზე ავიყვანე იქ დავიწყე ცეკვა, უფრო და უფრო ვგრძნობდი ალკოჰოლის სიმძაფრეს, თუ როგორ მოიარა მთლიანი სხეული და მთლიანად დამიბუჟა. ჟანი იდგა და მიყურებდა. ისევ ცეკვა გავაგრძელეთ. მის ერთ ხელს წელზე ვგრნობდი, მეორე - ჩემი ხელის გულზე ედო. ავყევით მუსიკის ხმას. სრულიად ცარიელ დარბაზში ჩვენ ორისთვის პატარა სპექტაკლი მოვაწყვეთ. მართლა სპექტაკლის პერსონაჟები ვიყავით. მიმიხუტა, თავი მის მხარზე მედო და არასოდეს მინდოდა ეს წამი დასრულებულიყო. ბევჯერ დამატრიალა, ბოლოს ჰაერში ამიტაცა. გულიანად ვიცინოდი, შემოვეხვიე. ღიმილიანი სახით ვუყურებდით ერთამენთს. ვგრძნობდი მის სუნთქვას ჩემს სახესთან. როგორ მიყურებდა ჯერ თვალებში და შემდეგ ტუჩებზე. როგორ სურდა, რომ უფრო ახლოს მოსულიყო, მაგრამ ვერ ბედავდა. მე მივიკარი. ახლა ვიგრძენი ჟანი მთლიანად. მისი დიდი ტუჩები მეგონა ჩემსას შეუერთდა. ჩვენი პირველი კოცნა ისეთივე განსაკუთრებული იყო, როგორც ჩემი პირველი პრემიერა, პირველი პაკლონი, პირველი ემოციები. - მგონი ეს იყო ბანალური სპექტაკლის ბანალური მომენტი. - გულიანად გაიცინა და მეც ძალიან გამეცინა. კოცნის შემდეგ უხერხული მომენტის მაგივრად, შვება ვიგრძენი. სწორედ აქ მივხვდი, რომ ჟანი იყო ჩემი ადამიანი. ეს დღე მაგიური იყო და ნეტავ არც არასოდეს დასრულებულიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.