შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი ( თავი 7 )


21-01-2024, 20:28
ავტორი რუსანა
ნანახია 2 926

კახა ? კახა იმ კატეგორიას მიეკუთვნება , მშობლები 10 წლმადე თოვლის ბაბუის არსებობის დაჯერებას რომ აიძულებდნენ. განა სიმართლე
არ იცოდა? იცოდა.. მაგრამ ვერ აწყენინებდა არათუ მშობელს , ალბათ ვერავის.. ყველაფერი ნამდვილი უყვარდა , ცხოვრებამ ორი განსხვავებული მშობელი აჩუქა , დედა რომელიც თითებს ფორტე პიანოსთვის ინახავდა და მამა რომლის ხელებიც სულ შავი და მიწაში ამოსვრილი იყო . მიუხედავად იმისა რომ თავზე საყრელი ჰქონდა ყველაფერი მის ოჯახს და არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ჯანდიერებს , მასაც სხვა ბავშვებივით უწევდა შრომა თავი რომ გაეტანა . სტუდენტობისას, ორშაბათიდან -კვირამდე გაწერილი ბიუჯეტი ჰქონდა , ბავშვობის მეგობრისგან განსხვავებით . “რა ყეყეჩიც იყავი ირაკლი იგივე დარჩი “ _გამწარებულმა მიარტყა თავი მანქანის საზურგეს . არადა დღემდე ახსოვს შახმატის თამაში გატარებული ღაამეები. მის გამო ნაცემი ირაკლი . ერთმანეთისთვის შეუცვლელი მეგობრები რამ გაყარა ? ისევ ირაკლის ყეყეჩობამ . ისე გადაწყვიტა რა იყო სიმართლე არც კი მოისმინა. ყველაზე მეტად კარგი, მეგობრის დაკარგვაა ცხოვრებაში მწარე , მაგრამ უსამართლობა უფრო მწარეა. უკვე ათ წელზე მეტია და არაფერი იცვლება მის მოგონებებში, საპატიო ადგილი უკავია ირაკლის . საუკეთესო მაგალითი იყო მისთვის , თუ რა შეუძლია ადამიანს, რომ ძმობიდან მტრობამდე ერთი წამია. არა არ უბრაზდება , შეუძლებელია გაუბრაზდეს , განა იმიტომ რომ დამნაშავე არაა? არა უბრალოდ იცნობს . ისე იცნობს როგორც საკუთარ თავს და რაც არ უნდა კარგად მალოს დიდად არ შეცვლილა . სხვანაირად არ შეუძლია ურთიერთობა ადამიანებთან ვისაც არ ჰყვარობს. სწყინს ? კი სწყინს ასე გადაუსვეს ხაზი თითქმის 16 წლიან მეგობრობას , მაგრამ ვერ იქნება ირაკლის მტერი. ზუსტად იცის გარემოებებმა მოიყვანა ორივე აქამდე და ამ მდგომარეობამდე და ქალებმა ჰო , ქალებმა .. სიმწრისგან დააჭირა ყბები ერთმანეთს. არ უნდა წარსულში ქექვა , მაგრამ ყოველი ირაკლისთან შეხვედრა ამით მთავრდება და ირაკლი ისეთი ხისთავიანია ლაპარაკიც არ უნდა . მთელიცხოვრება იმას ცდილობს ადამიანი დარჩეს და წამში დააკარგვინა წონასწორობა. ვისი ბრალია ვერ იგებს , იმის რომ ნუცა მეგობარზე მეტია მისთვის თუ ირაკლის რომელიც ჩვეულებრივი ეგოისტია , ბევრი ფულით და სახელით. ნუცას სამუდამო დაკარგვის უფრო ეშინია თუ ძველი მეგობრის მეხსიერებაში შემორჩენილი სახის არ იცის, მაგრამ როცა ირაკლის რამე უნდა იღებს. აუცილებლად კახასაც აიძულებს იმ გუბეში ჩაჰყვეს სადაც დიდი ხანია ბანაობს თავდა ირაკლი. რას არ გაიღებდა დროის დაბრუნება რომ შეეძლოს , საერთოდ გააქრობდა იმ პერიოდს როცა ერთმანეთს ვერ გაუგეს , არ აუხსნეს , მაგრამ არ შეუძლია.. არც ის შეუძლია ბედნიერებაზე უარი თქვას თუ რათქმაუნდა ნიცასაც იგივე გრძნობები აქვს. დიდი კვალი დატოვა თათამ. მას მერე არც კი უფიქრია საკუთარ თავზე და გულზე , მაგრამ ნუცა ზუსტად ის გოგოა როგორიც უნდა , ნუცას ზუსტად ის აქვს რასაც ასე ეტრფის და აშენებს , უბრალოება.მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი სული აარიდოს ცხოვრების სიბინძურეს , არ უნდა ისეთი იყოს როგორც სხვები , მედროოვები . ნუცას ისევე არ ჭირდება ბევრი რამ ბედნიერებისთვის როგორც მას , არც მისი ქონება და სახელი. სიამოვნებით აიშენებს პატარა სახლს ქალაქის განაპირას , საკუთარი ხელით მოიყვანს ხილს და ბოსტნეულს . უბრალოდ უნდა რომ უყვარდეს და უყვარდეთ . დაიღალა . სადმე დასახლდება , ეყოლება ბედნიერი ოჯახი , შვილები , იცხოვრებს ბედნიერად. მერე რა რომ დედამისს შეიძლება გული გაუსკდეს , ერთადერთი ვაჟი რომ ეტყვის სოფელში მინდა ცხოვრება , უბრალო გოგო და მიწაზე შრომაო. მზადაა , მაგრამ ვერაფრით გადადგა პირველი ნაბიჯი და აი სადამდე მოვიდა.. მომავლისთვის აწყმო
კი არა , საკუთარი წარსულის შეცვლა
მოუწევს, შეუძლებელი უნდა შეძლოს . მისი წარსული არ გაახარებს , იქამდე შეუკრავს სუნთქვას სანამ არ დაახრჩობს. მისი წარსული მისი ცხოვრების საუკეთესო მოგონება და ამავდროულად ცუდია. გამოდის ორივე უნდა დაივიწყოს? უნდა ? ის ცუდი ახსენებს დღემდე როგორი ადამიანი არ უნდა იყოს . მაგრამ სხვა გამოსავალი ააქვს კი? მაშინ როცა მის წარსულს თავად ირაკლი ჰქვია და იმ კაცს რომლადაც იქცა , არაფერი არ აქვს საერთო , მეგობართან რომელსაც სიცოცხლეს მისცემდა?
ქალის გამო გაბზარული მეგობრობა , საბოლოოდ ისევ ქალის გამო დაიშლევა ნაწილებად იცის..

******
—არა რა ქნაა ? _პირდაღებული ქეთა , პლედში გახვეულ დაქალს მისშტერებოდა .
-რამდენჯერ გაგიმეორო?
-მერე? მერე რა მოხდა.
-არაფერი , კახა წავიდა და იმან იკითხა ნეტა ხორცი გაცივდა თუ შეეძლო გემრიელად მირთმევა.
-არა ეს კაცი შეშლილია , გავიგეთ ყველა ამბობს , მაგრამ კახა ? კახუნა ? ასე მეგონა კახა კოღოს რომ კლავს იმასაც გლოვობს.
-მეც . _ნიშნის მოგებით ახედა .
-რის გამო იჩხუბეს ?
-არ ვიცი , მარტო სახელი თათა , გავიგე.
-ვინაა თათა .
-ალბათ ის გოგო , უნივერსტეტში რომ უყვარდათ .ლიკუნამ მითხრა. ჩაი დამიმატე რა? _დაქალს ცარიელი ფინჯანი გაუწოდა და თვალები მილულა.
-შენ მემგონი ავად ხდები .
-როგორ შეიძლება ისე ვინმე გიყვარდეს რომ ბავშვობის მეგობარი დაივიწყო?
-არ გყვარებია , ვერ გაიგებ. _სავსე ფინჯანი გაუწოდა.
-განა რა არის ისეთი რომ მთელი შენი მოგონებები გაასხვაფეროს? შეგცვალოს ? თან ისე რომ ერთმანეთ იარაღს უქნევდეთ ? კაი რაა. _თავი გააქნია ნუცამ.
-მგონია რომ ირაკლია დამნაშავე.-კახას ვიცნობთ. შეუძლებელია მისნაირმა ადამიანმა რამე ქნას ცუდი.
-ორივე დამნაშავეა. _გამოიტანა ვერდიქტი ნუცამ. -არ შეიძლება მეგობრობა ასე გაწირო.
-არ გაინტერესებს რა მოხდა ? _თვალები მოჭუტა ქეთამ . -ლიკუნას ეცოდინება .
-არა. არ ვაპირებ არაფრის ცოდნას . მერე ისევ მე დამბრალდება რომ ხელებს ვაფათურებ მათ საქმეში და არ ვაპირებ ბავშვთასახლის გეგმას რამე საფრთხე შევუქმნა.
-რომ გითხრას დამუნჯდიო? _გაუცინა ქეთამ.
-დავმუნჯდები.
-გაქრიო
-გავქრები ქეთა. ყველაფერს ვიზამ , ჩემთვის მთვარი ბავშვები არიან და ამისთვის თუ უნდა დავმუნჯდე იყოს ასე.
-და გგონია რომ მხოლოდ შენი მადლობა ეყოფა ამ ყველაფერს?
-რატომაც არა, მაგისთვის ეგ ფული ალბათ ერთი თვის სახარჯია.
-დაფიქრდი აბა .. ნუცაა ძაან აბდალი ხარ. ღმერთო ჩემო . ეგეთი კაცები უანგაროდ არაფერს აკეთებენ. ერთ კვირაში , გადაგარჩინა ექიმი მოგიყვანა , შენთან ერთად იმგზავრა , სურვილიც კი შეგისრულა .
-ჰჰჰ ქეთა, ქეთა .. უკვეე ააგე ფილმის სცენარი ? სრუტუნი დაიწყო და რამდენჯერმე დააცემინა .
-არა ფილმები შენ გიყვარს იდიოტო. ჯანმრთელობა . მალე გეტყვის რაც უნდა და მერე არ თქვა არ არ ველოდიო.
-გემუდარები ნუ ბოდავ , თავი მტკივდება .
-ნუცაა? კახას უყვარხარ. დროზეე დააყენე საშველი , ან შენ უთხარი რამე ან იმან
-მე არ მიყვარს , რა შემჭამეთ? _წამოიყვირა ნუცამ .-კი კაი ტიპია, კეთილია , მეოჯახეც ალბათ , სიმპათიური და სასიამოვნია , მაგრამ ვიცი რაცაა სიყვარული და არ გავს ჩემი გრძნობები იმას რასაც…
-წერენ? შეწყვიტე მაგ იდიოტური რომანების კითხვა შენი ჭირიმე რა . არ მომწონს მე ეს ამბავი. _ცოტახანს იატაკს მიაშტერდა ქეთა . -არაა , არ არსებობს . ეგაა .მივხვდი . ღმერთო ნუცა მაგარ შარში ხარ.
-კიდე რა მოიგონე . _ცხვირზე აფარებული პლედიდან თავი გამოყო .
-კახას უყვარახრ. მემგონი კინოს უარესს სცენარში ამოყავი თავი , ფეხზე წამოხტა ქეთა. -კახას უყვარხარ , მოწონხარ კაი ჯანდაბას რაც გინდა დაარქვი. ხო და ამ ტიპს კახა არ მოწონს და გიყენებს…
-რაა?
-გიყენებს ხო რომ კახა გაამწაროს . გეხმარება , საქვეყნოდ აჩვენებს ყველას რომ სიკეთე უნდა შენთვის და ჰოპ კახას ურტყამს რა .
-თავი მტკივა . მეტის მოსმენა აღარ მინდა . _სიცილი აუტყდა ნუცას .-მე კი არა შენ შეწყვიტე მაგ ინტრიგნული
რაღააცების ყურება . _ხელი აუქნია დაქალს . -წავედი ვიძინებ მე . ხვალ ვმუშაობ
-ხვალ მომაკვდავი იქნები და აი ნახავ მერე მეტყვი რა მართალი ვყოფილვარ.. _მიაძახა დაქალს.
არა როგორ შეიძლება გქონდეს ამდენი წარმოსახვის უნარი? პლედიანად შეძვრა სქელ საბანში და ფეხმოხრილი მიეკრო საწოლს . ცოტახანში გათბა მისი გაყინული საბანი და სიცივეზე გადართულის გონება მოუდუნდა , უნებურად მოდიოდნენ ფიქრები და შეწუხებული ვერაფრით იშორებდა. ჩვევად აქვს ძილის წინ საწოლში შემძვრალს პატარა ლოცვის წაკითხვა, მაგრამ ერთი ფრაზის დამთავრებასაც კი ვერ ახერხებდა ისე გადადიოდა მისი გონება სხვა რამეზე. ბოლოს მოეშვა , ბრძოლას და თავი გინებას მიანდო , რომელიც გამალებით ცდილობდა მის შეშინებას და ყველა ფორმით უგზავნიდა განგაშის სიგნალს. არ უნდა დაიჯეროს , მაგრამ იქნებ მართალია ქეთო? იქნებ ყველაფერი იმიტომ ხდება რომ ორმა ერთმანეთზე დაბოღმილმა
ადამიანმა
საკუთარი ეგო დაიკმაყოფილოს? არა კახასგან არ ელის ცუდს. ვერ დაიჯერებს და არც უნდა … იმდენი ხანია იცნობს, თითქმის ჯერ კიდევ მოზარდი იყო ერთმანეთი რომ გაიცნეს . მასშემდეგ სულ მასთანაა, ხელს უმართავს .. ხალხმა ისიც კი დაიჯერა რომ ერთმანეთი უყვართ.
მხოლოდ ხალხმა ნუცა ?_საკუთარ მეს ის კითხვა დაუსვა რომელიც ასე აშინებს .პასუხიც იცის და ეშინია. იცის რომ ყველაზე კარგი მეგზური იქნება მისთვის კახა, სულ უმეორებს ქეთოს დედა , რომ ხანდახან კარგად გათხოვება სამარცხვინო
არაა და ის გრძნობა რომელსაც ასე გამალებით ეძებს კახაში მერე მოვა, მაგრამ ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ჯერ კაცს. ყვავილები აჩუქა , მაგრამ დაბადებისდღეზე , მასე ბექამაც აჩუქა ყვავილები .. მოწონს , დარწმუნებულია მოწონს , გული უფრიალებს როცა ხედავს , როცა ახლოსაა და ისე სიამოვნებს მისი მზრუნველობა თავს უსაფრთხოდ გრძნობს , მაგრამ ვერასდროს გრძნობს იმ პეპლებს მუცელში და ეკლებს კანზე , როგორც აღწერენ წიგნებში.
მატყუარა.
წამოაძახა ვიღაცამ . გრძნობს , ეკლებსაც და კანის წვასაც , როცა ირაკლი უახლოვდება . -რას ბოდავ ნუცა . _გაყინული ხელი მიირტყა ლოყაზე . მეტი სადარდებელი აქვს ამ კაცს შენს გარდა და რომც ჰქონდეს ვერასდროს იქნება ირაკლის ნაირი ადამიანი კარგი. ამაყი , ეგოისტი , საკუთარ თავში
დარწმუნებული ადამიანია , არ სწამს დედამიწაზე არაფერი და მართალია ქეთო ._გადაჭრით გამოიტანა ვერდიქტი. მისნაირ ადამიანებისთვის ყველაფერი საქმეა რომელიც წარმატებით უნდა დაასრულოს, შურისძიებაც , ნუცაც და ალბათ ბავშვთასახლი. დარწმუნებულია ატყუებს . ხელს რა შეუშლის ბავშთასახლი თუ დააუნგრია ბავშვებს , მათ მოტყუებაში ხელს რა შეუშლის? როგორცვე დიდთოვლობა გადაივლის , იმ თოვლს გაჰყვება თავად ირაკლიც და მისი დაპირებაც. განა ასე არ ექცევა მათნაირ ხალხს , ყველა ვისაც რაიმე ძალაუფლება აქვს ? მაგრამ მეტს არაფერს ითხოვს, განა ის არ უნდოდა ბავშვების გატეხილი გული ირაკლის სინდისზეე შეეწმინდა ? ნეტა რას ეტყოდა მამა ახლა ? ეტყოდა რომ ის უნდა იყოს ვინცაა და არავითარი გარემოების გამო არ უნდა იქცეს იმ ადამიანად ვინც არ ფიქრობს სხვებზე . სიკეთეზე და მერე რა რომ ირაკლი ასეთია? არც მას არ უნდა მოექცეს ასე . იმიტომ არა რომ არ იმსახურებს . იმსახურებს , ღმერთო ყოველი ირაკლის ამოსუნთქვა სიცივით , ზიზღით და ეგოიზმითა გაჟღენთილი. საკუთარ თავს არ უნდა მოექცეს ასე , თავად ნუცა არ იმსახურებს ცუდად გადაქცევას , მიუხედავად ამისა რომ ბოლო დროს მხოლოდ ცუდს ხედავს . ადრე როცა სულ მარტო დარჩა , როცა ეგინა სამყარომ გადაყლაპა და ჯერ კიდევ ბავშვს ეგონა რომ არ დაწყებული ცხოვრება დასრულდა , სწორედ ადამიანებმა უშველეს. ასწავლეს , როგორ უნდა ყოფილიყო ცოცხალი , მათი ზრუნვით ისწავლა სხვებზე ზრუნვა და როცა თავადვე დაიწყო ზრუნვა სხვებზე , მაშინ იგრძნო ბედნიერება პირველად. მიხვდა ცხოვრება რომელმაც გადაყლაპა მადლობას უხდიდა. გარშემო
ყველაფერი უფრო ლამაზი ჩანდა და რაც მთავარია მისი სული იყო მშვიდად . საღამოს აღარ შფოთავდა , ძილის წინ მხოლოდ იმაზე ეფიქრებოდა რა შეეძლო
გაეკეთებინა მეორე დღეს და არ იმ კვამლის სუნზე ღრმა ბავშვობიდან რომ ახსოვს და ყოველღამე ახრჩობდა . დიდიხანია აღარ ეფიქრება , საკუთარ თავზე და ბედზე . ღრმა კუთხეში მიკუნჭა საკუთარი ფიქრები და სევდა და ბედნიერად ცხოვრებას ეტრფის . მან იცის თუ იცის რომ ყველაზე ხანმოკლეა ცხოვრება , იმისთვის რომ სევდას მისცეს თავი . არ შეუძლია , წამიერი სისუსტე და ისე წაიღებს შავი მდინარე ვეღარ შეძლებს წამოდგომას . წლებია აღარ ფიქრობს რომ არავინ ჰყვას . უნდა რომ ჰყავდეს ვინმე და უდიდესი ოჯახი ჰყავს . ცუდს მხოლოდ კარგი მხრიდან უნდა უყუროს . სხვა გზა არ აქვს . ერთი კვირააში კი ორჯერ მოუწია ბავშვობის კოშმართან შეჯახება ირაკლის წყალობით. ირაკლი ის განსაცდელია რომელიც წრეზე ბრუნავს და აგერ კიდევ 20 წლის შემდეგ დაბრუნდა მისთვის. მზადაა, ყოველთვის იცოდა რომ ცხოვრება ასეთი კეთილი და მშვიდი არაა და აუცილებლად მოუწევდა თვალების გასწორება , მაგრამ არ უნდა შეიცვალოს . იგივე უნდა დარჩეს , ერთხელ უკვე დაეხმარა მისი ეს ხასიათი განსაცდელის დროს ირაკლი ვერ აიძულებს კიდევ ერთხელ დაიხრჩოს . არ შეიცვლება . ტყუილით , მიუხედავად იმისა რომ იმსახურებს ეს გაზულუქებული კაცი ხელების შეწმენდას მხოლოდ საკუთარ თავს ვნებს . ნუცას ბრალი არაა , კახა თუ ასე გაამწარაა, ნუცა როგორ გაუძლებდა ? ვინაა თათა ? ალბათ ისეთი ვინმე ვინც ღრმა კვალს ტოვებს ადამიანებზე.. წესით ირაკლისნაირ ადამიანებზე ვერავინ და ვერაფერი მოქმედებს , მაგრამ ვინაა თათა??
ისე ჩაეძინა, მეორე დილით ვერაფრით გაიხსენა რაზე ფიქრობდა ბოლოს..


*****

-ირაკლი ვინაა თათა ? _ სამუშაო ოთახში შეყუჟულ ირაკლის თავზე წამოადგა გიორგი და წინ ჩამოუჯდა. ცხელ ყავის ფინჯანს შეეუბერა და პასუხის მოლოდინში ირაკლის მიაჩერდა.
-ვინაა თათა ? _ სასიამოვნო ღიმილმა გადაურბინა სახეზე ირაკლის და სავარძელს ზურგით მიაწვა.-თათა ის ქალია ვისაც ჩემი გული სამუდამოდ ეკუთვნის . _სრული სერიოზულობით განაცხადა და თვალი გაუსწორა გიორგის.
-რომ არ გიცნობდე რა უგულო ნაბი*** . დაგიჯერებდი. _უდარდელად მოსვა ყავა გიორგიმ .
-ასეთი დაუჯერებელია , რომ შეიძლება ვინმე მიყვარდეს ? _გაეცინა ირაკლის.
-ვინაა თათა ? ლეგენდების გარეშე გთხოვ .
-თათა ჩვენი მეგობარი იყო უნივერსტეტში . _სწრაფად მოძებნა რაღაც და გიორგისკენ მიატრიალა ლეპტოპის ეკრანი .
-მმმ , ლამაზია . _ ქერა ქალის ფოტოს თვალი შეავლო გიორგიმ რომელიც პატარა წითურ ბიჭს ეხუტებოდა .
-წარმოიდგინე 10 წლით ახალგაზრდა როგორი იყო . _გაეღიმა ირაკლის. -ყველა ბიჭის საჩალიჩო თემა ეს იყო .
-აჰ , გასაგებია და მაგიტომ ჭამთ ერთმანეთს შენ და კახა ?
- არა , როცა კახამ თქვა რომ თათა უყვარდა , როგორც მე შემეფერება ანუ ერთადერთ და განუმეორებელს, მეგობრულად გავდექი გვერდზე და გულწრფელად ბედნიერი ვიყავი მათით.
-მანამ სანამ ..
-მანამ სანამ იმ ყ*** მ არ გადაწყვიტა ყველაფერი გაეფუჭებინა და ორსული თათა ქუჩაში მოისროლა. უნივერსტეტის ბოლო წელი იყო . გადაწყვიტა რომ მზად არ იყო და შვილისთვის არცერთს ეცალათ და თანაც ქალბატონ დედიკოს უბრალო გოგოს და თან ორსულს ვერ მიუყვანდა .
-რაა? სერიოზულად?
-თათამ მისი სინდისის დასამშვიდებლად თქვა რომ ბავშვი მოიშორა. _ფოტოსკენ ანიშნა ხელით. -რამოდენიმე კვირაში საბუთები გავუკეთეთ , გაუმარჯოს ჯანდიერების ფულს არასდროს მაკლდა , ჰოლანდიაში წავიდა . რამოდენიმე წლის წინ პატარა სალონი გავხსენით და ცხოვრობს საკუთარ შვილთან ერთად .
-კონტაქტი გაქვს ?
-რათქმაუნდა._გაეცინა ირაკლის . -მიგიხვდი , არა , არაფერი გვქონია . უბრალოდ კარგი მეგობრები ვიყავით და დავრჩით.
-და კახამ არ იცის რომ 10 წლის შვილი ყავს?
-9 ის . არა არ იცის , მაგრამ ეგ მე არ მეხება . თათას არჩევანს პატივს ვცემ .
-და კახა ? კახა არ იყო შენი მეგობარი ? ხომ შეგეძლო დალაპარაკებოდი , აზრზე მოგეყვანა .
- გაგიკვირდება და ვცადე კი . თავს არაყში იხრჩობდა და თითქმის სიამაყით გამომიცხადა რომ უკვე გვიანი იყო , კარი ცხვირწინ მომიკეტა. ჩვენი ურთიერთობა გაცივდა , ვერ იგებდა რატომ ვუჭერდი მხარს თათას და არა მას , რომ ქალი რომელმაც ბავშვი მოკლა არ იმსახურებდა ამდენ ფოფინს და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა რომ ბედნიერი ვიყავი მათი უბედურებით და ასე გავიყარეთ.
-დღემდე არ დაქორწინებულა .
-ჰო თათას ნაირ ქალებს ადვილად ვერ ივიწყებენ , მაგრამ ახლა ნუცა ყავს . _ნიშნის მოგებით გადახედა გიორგიმ.
-კახა ცუდი ტიპი არაა . აღარც პატარა ბიჭია როგორც მაშინ და თუ ნუცას უნდა ნამდვილად გამოადგებიან ერთმანეთს , მაგრამ პრობლემა ისაა რომ კახა მთელიცხოვრება საკუთარ ოჯახზე ფიქრობს და მისი ოჯახი ამ საწყლ ნუცას ცოცხლად შეჭამს. იგივე ბედი ეწევა რაც თათას .
-ვითომ არ გადარდებს .
-აჰაჰ . მადარდებს კი . ნუცა იმ ნაყოფს გავს ხე რომ პირველად გამოიტანს და ვერავინ ბედავს მოწყვეტას რადგან არ იცი მწიფეა თუ არა . გეშინია რომ მოწყვიტო , ჭამისთვის უვარგისი გამოდგეს? გადაგდება მოგიწევს, დაუმწიფებლად გაფუჭდება . იმის თქმას ვცდილობ
, რომ მართობს კახასთან თამაში და ნუცას რეაქციები. ის , ახალია , სუფთაა, განსხვავებულია , ბრწყინავს , მაგრამ ორივემ ვიცით რა ემართებათ ადამიანებს ჩემთან. დღე და ღამე ვართ. მისნაირ გოგოებს სხვა რამე უნდათ. ძლიან ბევრი სითბო და სიყვარული , ყურადრება და გაუთავებელი სიყვარულის მტკიცება . მე ? მე უბრალოდ ქალი მინდა რომელიც უხმოდ დამელოდება , უხმოდ მომიკლავს სურვილს და პროტესტის გარეშე იქნება თავისთვის კუთხეში. პატარა ბიჭი არ ვარ და პატარაც რომ ვიყავი მაშინაც არ მირბენია ყვავილებით ასე რომ..
-და ასე გადგები განზე ?
-რატომ არ უნდა გავდგე ? თავდავიწყებით მიყვარს თუ ვნებას რომელსაც მიღვიძებს სხვა ქალი ვერ შვება ? ღმერთოჩემო 1 კვირაა ვიცნობ .
-და უკვე დამოკიდებული ხარ.
-დამოკიდებული არ ვარ , უბრალოდ დღე ისე არ გავა რომ თვალში და ყელში არ გამეჩხიროს და ნერვები არ დამაგლიჯოს. _სიბრაზემ წამოუარა ირაკლის.
-ირაკლი ლიკუნა და ნუცა მოვიდნენ . _ნახევრად შემოუღო კარი ნანამ.
-აჰა . _მაგიდას ხელი დაჰკრა ირაკლიმ და სიმწრიგსან ამოიგმინა. -რას ვამბობდი.
-ბედი ძმაო ბედი .
-ჩემს ბედს თვითონ ვქმნი , მაგრამ რაღაც არ მახსოვს ეს ჭინკა ჩამეფიქრა ჩემითავისთვის. _მძიმედ წამოდგა . პირველად გამოვიდა ლიკუნა მგონი სახლიდან განსაკუთრებული მიზეზის გამო
და თანაც მასთან მივიდა ? იქნებ აქვს კიდეც მიზეზი? რაც არ უნდა იყოს ახარებს . არაპროგნოზირებადი მიმართულება აიღო მისმა მოლოდინებმა , ვერასდროს იფიქრებდა რომ ასე მარტივად მოაგვარებდა დასთან ურთიერთობას .
-ლიკუნა , ჩემთან სტუმრობა რამ გადაგაწყვეტინა? _დასთან ერთად მოავლო თვალი სახლს . მერე მისკენ დაიხარა და თავზე აკოცა .
-ირაკლი აქაურობა ცარიელია. _გაკვირვებით აკვირდებოდა კედლებს .
-ზუსტად ისეთია აქაურიბა როგორც მე მინდა. მშვიდი და ყოველგვარი ზედმეტი ნივთების გარეშე. შეუმჩნევლად გააპარა თვალი ნუცასკენ , რომელმაც გამარჯობაც კი არ უთხრა, გამეტებით უკაკუნებდა ტელეფონს თითებს და ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-ერთი მცენარეც კი არ გაქვს .
-მძულს მცენარეები და იცი .
-ღმერთო ხეებიც კი არაა .
-მორჩი ჩემი სახლის კრიტიკას და გისმენ.
-მისმენ?
-ვიცი რაღაც მიზეზი გაქვს აქ ყოფნის ასე რომ ..
-არაა , ისე მოვედი დღეს ადრე გავიღვიძე და ..
-ლიკუნაა._ წამოაძახა ნუცამ.
- ნუცა ავადაა და დღეს სახლში რომ არ ემუშავა ჩემი თანხლება ვაიძულე .
-ლიკუნააა , ნერვებს მიშლი . _დაიღრინა ნუცამ.
-სიცხე აქვს და ახველებს.
-გოგოოოო.
-და მე ექიმი ვარ? _დის წინ ჩამოჯდა ირაკლი.
-იტყუება . დღეს ექიმთან აქვს შეხვედრა და არ უნდა სახლში შეხვდეს რომ ბებია და ბაბუა არ დაესწროონ . _წამში დააბეზღა ნუცამ .
-ნუცა ჭორიკანა ხარ.
-შენ კიდე მატყუარა.
-აღარ გელაპარაკები .
-ხო და ნუ დაემლაპარაკები. შენიაზრით ამხელა კაცი დებილია
მთელიდღე აქ რომ
ვიქნებით და შენი ექიმი აქ მოვა? თან გეგონება ისე ხშირად დადიხარ სტუმრად არავის გაუკვირდება რა .
-გიორგი თოვლი ისევ არ გაწმინდეს? _ამოიგმინა ირაკლიმ. მთელი დღე უნდა იტანოს ორი ბავშვი . დღის უარეს დასაწყის ვერ წარმოიდგენდა.
-ექიმი რანაირად მოდის აბა ? _ეჭვნარევი მზერა მიაპყრო გიორგის.
-მატარებლით. _ლიკუნამ გააქარწყლა
ირაკლის ეჭვები.
-მშვენიერია . საუზმეს გავაწყობ და სასადილო ოთახში გელოდებით. _ხელები შემოჰკრა ნანამ.
-მოგეხმარებით. _სირბილით მიჰყვა ნუცა.
-მე ბიჭებთან მაქვს პატარა საქმე. _გიორგიმაც მიზი იპოვა .
-ღელავ?
-ცოტა, მაგრამ მზად ვარ. რაც არ უნდა იყოს ვცდი .
-შრომა ყოველთვის ფასდება.
-უფრო ბრძოლა. _გაუღიმა დამ.
-მარტო არ ხარ ამ ბრძოლაში .
-მომშორდი და დაჯექი ერთ ადგილზე ადამიანო
რა . აი აქ იყავი და არ გაინძრე . _მკლავზე ხელმოკიდებულს მოათრევდა ნანა ნუცას . სავარძლისკენ ხელი მიჰკრა და მოისროლა.
-რა გატეხე? _გაუცინა ლიკუნამ.
-არაფერი , ტუჩი აიბზუა ნუცამ.
-გატეხვაღა აკლია აი . აცემინებს ახველებს , კვდება და მომინდომა ნამცხვრის გაკეთება . აქედან არ გაინძრე წამალს მოგიტან. _თითი დაუქნია ნანამ.
-წამლებს არ სვამს ._სიცილი აუტყდა ლიკუნას .-ვერ ყლაპავს.
-სასაცილო სულაც არაა , მეც არ მევასება წამლები . _ნუცას მოუჯდა გვერდით გიორგი და მხარი მიჰკრა.
-სახლს დამათვალიერებინებ გიორგი? _თამამად ითხოვა ლიკუნამ კუთხეში პატარა ლიფტის დანახვისას. სინამდვილეში დიზაინს სწორედ მის გამო ჩაამატებინა ირაკლიმ . იმედი ჰქონდა რომ როდესღაც მისი და სწორედ ასე ითხოვდა მის სახლში ბოდიალს.
-შენს სამსახურში მიგულე ქალბატონო. _მძლავრად წაავლო ხელები ლიკუნას ეტლს და სირბილით მიაწვა.-მაგრად მოეკიდე. _ლიკუნას სიცილი ლიფტის მინებიდანაც კი აღწევდა.
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა ცოტახანში და ნერვიულად დაიწყო ტუჩის კვნეტა ნუცამ . მზერა ბაღისკენ მიმართა და გაყინულ ტბას მონუსხული გაჰყურებდა. ისე ამშვიდებდა პეიზაჟი და გადათეთრებული სურათი ცოტახანში მთელი სხეული მოუდუნდა დაძაბულობა სადღაც გაქრა , მთელი ტანით შეტრიალდა სავარძელში შემინული
კედლისკენ, ხელები სავარძლის სახელურს ჩამოადო და ისეთი ინტერესით გააგრძელა ყურება თითქოს ფილმს უყურებდესო. ირაკლისთვის კი
ფილმი თავად ნუცა იყო . თვალდაუხამხამებლად ათვალიერებდა მომღიმარ სახის ნაკვთებს . მსუქან ნაქსოვ სვიტრში გახვეულ გოგოს . ლამაზი ცხვირი გაწითლებოდა და შიგადაშიგ სრუტუნებდა. ვირუსისგან ამღვრეულ თვალებს რიტმულად აფახულებდა და სადღაც შორს ბავშვობის მოგონებებში დაკარგული ვერც კი ამჩნევდა რომ ისე მისჩერებოდა ირაკლი როგორც მის კედელზე დაკიდებულ ნახატს .
-როცა ტბა ასე იყინებოდა , ღამე ვიპარებოდით რომ ტბაზე გვესრიალა. _დაიფიქრებლად გაახმოვანა საკუთარი ფიქრები .
- ხანდახან მგონია რომ შენს სახლში მე ვარ სტუმრად . _ სევდიანად გაეღიმა ირაკლის და ნუცაც გამოერკვა ფიქრებიდან. -იმის თქმა მინდა რომ ამ ადგილთან შენ უფრო ბევრი მოგონება გაქვს.
-ძალიან ბევრი . _კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა და ცემინებამ
შეაწყვეტინა. მერე ცივად გადახედა ტელეფონს და დამფრთხალამა გახედა ირაკლის .დანაშაულზე წასწრებული ბავშვის მზერამ გაყიდა.
-დაელაპარაკე . _შენი მშობელი არ ვარ რომ ზარები გიკონტროლო. გაეცინა ირაკლის და ფეხზე წამოდგა. მძიმედ დაიძრა საკუთარი კაბინეტისკენ და გული უცნაურად სჩხვლიტავდა .
-ვინაა თათა? _ზურგთან მოესმა ნუცას ხმა და კართან შეჩერდა.
-მე რატომ მეკითხები ? _კარი შეაღო და არ დახურა , ნუცასთვის ნიშანი იყო რომ უნდა შეჰყოლოდა. უჩუმრად მოავლო თვალი და ცოტახანს შთაბეჭდილების ქვეშმყოფი გაუნძრევლად იდგა. მერე დაუკითხავად ჩამოუჯდა წინ და თვალებში მიაჩერდა. ენას იკვნეტტდა სიმწრისგან . ჯერ კიდევ გუშინ თითქმის დაიფიცა რომ არფრის ცოდნა არ უნდოდა და მაგრამ კიდევ ერთხელ გაასწრო ენამ.
-ვინაა თათაა? უნდა ვიცოდე ?
-შენ მითხარი , გინდა ცოდნა ? _ეშმაკურად უღიმოდა ირაკლი.
-აი ისევ აკეთებ . _ამოიგმინა ნუცამ.
-რას ვაკეთებ? _ხმა მაცდური უხდებოდა ირაკლის.
- უცნაურად ლაპარაკს და მერე , მერე ტვინს მირევ და სულ სისულელებს ვაკეთებ.
-ჰმმმ, მართალია , ყველაზე დიდი სისულელე ის იყო რომ გადაწყვიტე მონსტრად გაგეყიდე 12 ბავშვის წინ .
-ბოდიში, მართლა არ ვიცი რაზე ვფიქრობდი.
-მანდარინი გინდა ? _გაუღიმა ირაკლიმ .
- შოკოლადი მირჩევნია . _თავი დაუქნია ყურებამდე გაცინებულმა ნუცამ.
-კახამ რა გითხრა? ვინაა თათა?
- რომ გითხრა მერე სიმართლეს მეტყვი? თქვა რომ თათა გოგოა რომელიც ორივეს გიყვარდათ . მან ის აირჩია და შენ არ ჩამდგარხარ შუაში.
გული ჩაწყდა რაღაც მომენტში
ირაკლის რომ კახამ არ მოიტყუა . ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ყველაფერი მისთვის მატყუარა რომ შეეძლოს უწოდოს . უჭირს აღიაროს მაგრამ , კახას ერთადერთი შეცდომა თათას უარყოფა იყო. მწარეა მაგრამ სიმართლეა , კახა იმსახურებდა ნუცას და სავარაუდოდ მიიღებდა კიდეც.
-კიდევ?
-კიდევ ის რომ პატარა და საკუთარ თავში გაურკვევლი ბიჭი იყო და მან გაუშვა თათა და შენ ვერ აპატიე მისი გულის ტკენა.
-აჰამ . სრული სიმართლეა , ერთი პატარა დეტალი გამორჩა კახას . თათა რომ მყვარებოდა , ახლა მასთან ერთად ვიქნებოდი. შენი კახა სევდიან იატორიას არ მოყვებოდა დაკარგულ სიყვარულზე და შენ ჩემო პატარა გოგო დაკარგული ბავშვივით ჩემს წინ არ იჯდებოდი სიმართლის მოლოდინში. სიყვარული , აკეთებს ამას , რაც ახლა შენსა და იმ კრეტინის თავს ხდება . სიყვარული კარგი არაა ნუცა . ერთი ჩვეულებრივი ეგოისტი გრძნობა რომელიც თავს გაკარგვინებს და ისეთ სისულელებს გაკეთებინებს როგორიც გუშინ კახამ ქნა ან ახლა შენ აკეთებ ჩემთვის კითხვების დასმით. _ლოყები აუწითლდა ნუცას . ნუთი ასეთი აშკარა რომ ასე ძალიან უნდა იცოდეს მათი წარსული? ერთი ის ამშვიდებს რომ ვერ მიუხვდა , მისი კითხვების უკან მისადმი ინტერესიც რომ მოიკლა ნუცამ.გამშრალ ყელში ცეცხლი ტრიალებდა ისე სტკიოდა და ნერვიულობისგან ხველა აუტყდა. სწრაფად შეუვსო პატარა ჭიქა წყლით და მიაწოდა. ერთი მოყუდებით ჩაცალა და როგორც იქნა ამოისუნთქა. იქვე მაგიდაზე მიყრილ ნახაზებს მოჰკრა თვალი როცა ჭიქა დადგა მაგიდაზე და უიმედო თვალები აარიდა ირაკლის. მთელი ძალით და სხეულით ცდილობდა ენის დამაგრებას რომ იგივენაირი სულელური კითხვა არ დაესვა , მაგრამ გვიანი იყო . ენამ თავისით გაითავისუფლა კბილებისგან თავი.
-მართლა ააშენებ ბავშვთასახლს?_ყველაფერს ელოდებოდა , მაგრამ იმას არა რომ კიდევერთხელ შეიტანდა ეჭვს მაშინ როცა საქმე ბავშვებს ეხებოდათ. ნუთუ ისეთი უსინდისო და უგოლო ჩანს მის თვალში რომ ჰგონია გუშინ იმდენი ხალხის წინ ასე თამამად მოიტყუა? გაუჭირდა გამოტყდომა .გულმა ისე მოუჭირა ტკივილისგან სუნთქვა შეეკრა. რა გააკეთა ისეთი ერთ კვირაში რომ ასეთი ნაძირალა წარმოუდგენია? განა არასდროს უნახავს მატყუარები ცხოვრებაში რომ ვერ არჩევს ? იქნებ იმიტომ რომ თითქმის მთელი წლები შესწირა საკუთარი იმიჯის შექმნას? განა თვითონ არ უნდოდა რომ ასეთი რეაქცია ჰქონოდათ მასზე როგორც ნუცას აქვს ? კმაყოფილიც კი უნდა იყოს . თავად ნუცას , რომელიც სულ სიკეთეს ხედავს ,ეჭვს იტანს მასში. ესეგი კარგად შეუსრულებია თავის საქმე , მაგრამ პრობლემა ისაა რომ არ უნდა , ნუცას ეჭვნარევი თვალების ყურება. ნუცასი არა. გადაჭრით თქვა მისმა გონებამ და ეს ინფორმაცია იმ ტალღასავით მიასკდა მის სხეულს და ყველა ძარღვს ყველაფერს რომ ანგრევს . წამში გადაუარაა ყველაფერს მის შიგნით და დააწმინდავა მისი ფიქრები. ახლა უკვე იცის რომ ადარდებს , რას ფიქრობს მასზე . ამისთვი მზად არაა , მზად არაა რომ ვინმე ადარდებდეს , მაგრამ რეალობა სხვანაირია. ადარდებს და თან როგორ სიმწრის სიცილს ვეღარ ფარავს და დამფრთხალ გოგოს უფრო აშინებს .
- ნუცა , ვფიქრობ შენთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს , რამდენადაც მახსოვს შენ მოიტყუე პირველმა არა? _ირონიას ვერაფერი მოუხერხა , ვერც სიბრაზეს. - შეგიძლია მარტო დამტოვო , სამუშაო მაქვს . _სახე გაეყინა ნუცას . ყველაფერი სიმართლეა რასაც ამ
კაცზე ფიქრობს და ცხოვრებაში ცვალებადი ყველაფერი სძულს. აღიზიანებს მისი ეს ცინიზმი და საკუთარ თავში დარწმუნებული ხმა. ფეხზე წამოხტა და სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო კარებისკენ სვლა. არა ვინმემ უნდა უთხრას სიმართლე ამ
თავხედ კაცს . ყოველთვის მართალი რომ ჰგონია თავი და ისე უყურებს ზემოდან თითქოს საბანკო ნგარიშის გარდა რამით იყოს უკეთესი.
-იცი რა ? _თვალები დააკვესა ნუცამ და მისი ტონით გაკვირვებული ირაკლი მთელი ტანით შეტრიალდა სავარძლიანად რომ კარგად დაენახა ნუცას სახე რომელიც მთელი თავისი გამომეტყველებით და სახით აჯანყებას აცხადებდა. -მე მოვიტყუე იმიტომ რომ სიკეთე მინდოდა, მოვიტყუე რომ ვინმე გამებედნიერებინა . აი შენ კიდევ ._თითი გაიშვირა მისკენ. -იმიტომ იტყუები რომ უბრალოდ მოგწონს, მოტყუებული ხალხის ყურებად და დიახ , სიმართლეა რასაც შენზე ამბობენ .
-ნუცა ნერვებს მიშლი და მოთმინებით არ გამოვირჩევი .
-ჯანდაბამდე გზა გქონია . შენც და შენს მოთმინებასაც. _ამაყად აწია თავი და კარი გაიხურა.
-თავხედო . _დასამშვიდებლად ღრმად ჩაისუნთქა ირაკლიმ. არა როდესმე იპოვის მშვიდობას ? საკუთარ სახლში თავს ხომ სტუმრად აგრძნობინებს და თან რომ ლანძღავს კიდეც . არა მისი ბრალია , ასეა როცა ქალს და მითუმეტეს ასე არანაირი მანერის მქონე თავხედს ცოტა მოუდუნდები . დროა ჭკუა ასწავლოს, მაგრამ როგორ? როცა ხედავს იმის გარდა რომ შეეხოს სხვა ვერაფერზე ფიქრობს. ტუტუცი გოგო . არა სიამოვნებას არ მიანიჭებს მშვიდად ისაუზმებს, ბოლოსდაბოლოს საკუთარ სახლში და ისაა სტუმრად .
ფეხიც კი აითრია სასადილო ოთახში შესვლამდე , მაგრამ ამაყად შევიდა , მაგიდას ჩვეული სიდინჯით მიუჯდა და ნანასაც ანიშნა დამჯდარიყო. სცადა გაკვირვება დაემალა , ვინ იფოქრებდა რომ საკუთარ მსახურებთან ერთად საუზმობს? იქნებ მთალდ ისეთი თავგადასულიც არაა როგორიც წარმოუდგენია ? ან იქნებ სხვა გზა არ აქვს , მარტოობისგან გაბეზრებულს . მისნაირი ადამიანები ხომ გამუდმებით მარტოსულები არიან , არა გადაჭრით არ იცის , უბრალოდ ასე წარმოუდგენია. შეუმჩნევლად გააპარა თვალი ირაკლისგენ , უხალისოდ აწვალებდა , ბოსტნეულს თეფშზე და ბოლოს ჩანგალი
დადო მადა დაკარგულმა . ნეტავ როგორია სინამდვილეში ? იქნებ სულ სხვანაირია და სულ სხვა როლს ირგებს როცა მარტო არაა? ძალიან ბევრი იქნებ აქვს მასზე ფიქრებში ნუცას. ეს კი კარგი არაა. ერთხელ ვიღცამ ბავშვობაში უთხრა სანუგეშოდ რომ ცხოვრებაში ყელაფერი ვერ გვექნება , თუმცა ბედნიერება , სიხალისე არჩევანია. აი მაგალითად ირაკლის ყველაფერი აქვს და მაინც გამუდმებით უხასიათოა . განა მისთვის უფრო მარტივი არაა ბედნიერება? რატომ არიან ადამიანები მარტოსულები ? ან რატომ გინია რომ მარტოსულია ? “რადგან შენ არ გაჩვენებს თავის სახეს? რატომ უნდა გაჩვენოს გასაგებად არ აგიხსნა რომ მეგობრები არ ხართ ?” კიდევ ერთხელ
შეუმჩნევლად გააპარა თვალი . პირველად შენიშნა რომ შავი თვალები ჰქონდა, ოდნავ თხელი წვერი და ხშირი შავი თმა . კარგად გამოკვეთილი ყვრიმალები, ცხვირთან პროპორციაში მოდიოდა . სწორად გადაწყვიტა , რომ მართლაც ყველაფერი აქვს . თვალები დაუკითხავად გაექცა , ამჯერად მისი მხრებისკენ და ჩანგალიც კი გაუსხლტა ხელიდან , რომ მიხვდა მისი მზერა დაიჭირა.
-ირაკლის დახურული აუზიც აქვს სახლში იცი ნუცა ? _აღრფთოვანებული ავლებდა თვალს ყველაფერს ლიკუნა .
-ირაკლის საკუთარი ტბაც აქვს იცი ლიკუნა? . _იგივე აღრფთოვანებული ტონით გაუმეორა .
-რამის თქმა გინდა ნუცა ?. _ჩანგალი მაგიდაზე მოისროლა ირაკლიმ .
-არრაა . _მხრები აიჩეჩა ნუცამ პატარა ორცხობილას გემრიელად უკბიჩა .
-რას გეუბნებოდი გიორგი ? . _გაეცინა ლიკუნას . -100 ლარზე დაგენიძლავები , რომ ესენი ერთიდღეც ვერ გაძლებენ ჩხუბის გარეშე .
-მოსულა. _ხელი გაუწოდა გიორგიმ ლიკუნას.
-მშვენიერია , ის არ გყოფნის აქეთიქით რომ დამატარებ ახლა ნიძლავებსაც დებ ჩემზე . _თვალები აატრიალა ნუცამ .
-50 ლარს დავამატებ , რომ პირველი შენი გოგო დაიწყებს ._ყურადღება არ მიაქცია გიორგიმ ირაკლის სახეს , რომელიც კარგს არაფერს მოასწავლებდა.
-ზეგ სანდროს დაბადებისდღეა._ძმას ეშმაკურად გაუცინა. -აქ იქნები ?
-არა.
-მაგრამ ხომ აქ ხარ ?
-არავის დაბადებისდღეს ვესწრები ლიკუნა , სანდრო განსხვავებულია ?
-საკუთარსაც ? _თვალები გაუფართოვდა ნუცას . ცოტახანს დაფიქრდა ირაკლი
და საკუთარ თავს არ დაუჯერა ნუთუ ადამიანმა შეიძლება ასეთი იდიოტური კითხვა დასვას ?
-აჰ ამის დაბადებისდღე ? _გიორგიმ გაიცინა .-ამის დაბადებისდღე არის..
-სახალხო დღესასწაულია არა ? _გაეცინა ლიკუნას .
-უარესი._ამოიგმინა გიორგიმ .
-სულ ეგრე იყო . _ახალი წელი რომ გაივლიდა იწყებოდა აურზაური, ახალწელზე მეტად ამის დაბადებისდღეს აღნიშნავენ .
-გშუურს? _გაუცინა გიორგიმ.
-არა . თხის რქის როგორ უნდა შემშურდეს?
-აჰჰ , გასაგებია ყველაფერი . _თავისთვის ჩაილაპარაკ ნუცამ. -თხისრქა იყო თითქმის ყველა ტირანი . _გადაუჩურჩულა ნანას.
-გემრიელად მიირთვით. _ხმაურით გაწია სკამი და ფეხზე წამოდგა .
-ირაკლი არაფერი გიჭამია.
-მერე ნანა , ჯერ არ მირბენია .
-აუ არააა რა . _ამოიოხრა გიორგიმ.
-დამშვიდდი , სახლიდან გასვლა არ მჭირდება , მარტო ტბისთვის შემორბენა მეყოფა. ტყუილად ხომ არაა საკუთარი? _ბოლო სიტყვები კბილებში გამოსცრა.
-მემგონი ჩემს ძმას არ უყვარხა . _კართან მისწვდა ლიკუნას ხმა.
-დარწმუნებული ვარ სიყვარულიც ტირანული იცის. _ აყვა სიცილში ნუცაც .
“ დამშვიდდი ირაკლი “ _ხმამაღლა ამშვიდებდა თავს საკუთარ საძინებლამდე. ტირანი ? განა რა გაუკეთა ისეთი რომ ეს იარლიყი მიაკრა? გადარჩინა, დაეხმარა , ექიმიც კი მოუყვანა , შეიძლება ითქვას თავისი კარგი მხრის მაქსიმუმი აჩვენა ალბათ ცუდი მხარე რომ დაანახოს ისე შორს გაიქცევა უკან არ მოიხედავს ან უარესი შეზიზღდება , მიუხედავად იმისა რომ ერთადერთი რაც ამ გოგოს არ შეუძლია ზიზღია. “ რაში გადარდებს ირაკლი ნუცას აზრი ? “ _მართალია რაში ადარდებს ? არ უნდა რომ ადარდებდეს . სისუსტის ერთი კვირა არ უნდა ერთ თვედ ექცეს . მოეშვა რაც ამ დაწყევლილ ქალაქში ჩამოვიდა . არაფერი არაა ისე როგორც უნდა იყოს და უკვე აღიზიანებს. გაერთო, ახალი ემოციები გატესტა, ადამიანები , ბებია ბაბუა , მაგრამ დიდხანა ასე დარჩენა არაფერს არგებს , აგერ უკვე ერთი პატარა თავხედი გოგო რომელიც , მისი დის პირადი გამრთობი და მზარეულია ტირანის დაძახებას უბედავს. არა სხვისგან შეიძლება კომპლიმენტად მიიღოს , მაგრამ ნუცასგან ამის მოთმენა? თავის დამდაბლების ტოლფასია. დღეს მას გაუტარებს რამეს, ხვალ მტრები
გაუბედავენ. ისე ღრმად წასული გაუყვა გზას , ვერც კი მიხვდა როდის გადავიდა სირბილზე . ისეთი სუფთა ჰაერია ალბათ მისი მწევლის ფილტვებისთვის მძიმე მოსანალებელი , ამიტომაც უჭირს ასე სუნთქვა . რამოდენი წრე დაარტყა ტბას და ვერაფრით მოიშორა სიმძიმის შეგრძნება გულიდან. მუხლებს ხელებით დაეყრდნო წელმოხრილი ფეხისხმისგან ახრაშუნებული თოვლის ხმა რომ შემოესმა . ხტუნვა ხგუნვით ჩაუარა წინ ცისფერმა ლაბადამ . თან ცდილობდა ფეხი იქ დაედგა სადაც უკვე ნაფეხური იყო ან თხლად იდო თოვლი. აშკარა იყო თოვლის საფარის გაფუჭება არ უნდოდა. ნუთუ არსებობენ ადამიანები ვინც თოვლს უფრთხილდებიან? -არა არ არსებობენ . მის დასანახად აკეთებს ამას , რაც უფრო მეტად ცდილობს მკაცრი იყოს ირაკლი . მით უფრო მეტად ეჩხირება თვალებში ? არა , ვერ დააბრალებს. იმდენი მომენტი ჰქონდა ერთხელ მაინც აჩვენებდა ,რომ მისი ყურადღების მიქცევა უნდა . მისგან ცოტა მოშორებით გაჩერდა უკვე ირაკლის ნაფეხურებისგან გათელილ კვალზე .
-ლიკუნამ მთხოვა რომ დამეძახა . თქვა რომ ექიმი მალე მოვა. _პასუხი არ გაუცია , უცნაურად მისჩერებოდა და თვალებს დაატარებდა მის სილუეტზე . -ირაკლიიიი .
-გავიგე. _ცივად აქცია ზურგი და სახლისკენ დაიწყო სვლა. თუმცა ისევ უკან შეტრიალდა რომ მიხვდა არ მისდევდა. ინტერესით ათვალიერებდა სახლს და მერე ისევ ჰორიზონტს გაჰყურებდა . პირველად შეამჩნია ნუცამ რა ლამაზი იყო ეს სახლი და რა სასიამოვნოდ ერწყმოდა ბუნებას . როგორი სიმშვიდე იდგა გარშემო და ალბათ რა ბედნიერება უნდა ყოფილიყო როცა ასე მარტივად შეგიძლია გქონდეს ასეთი სახლი და მაინც რაღაც აკლდა . არანაირი ხე არ ჩანდა სახლის წინ . არცერთი მცენარე და მიხვდა თოვლი ალამაზაებდა , გაზაფხულზე გარშემო ყველაფერი გალამაზდებოდა და მხოლოდ ეს სახლი დარჩებოდა ზამთარივით ცივი .
-რატომ არ გიყვარს მცენარეები?
-მცენარეებს მოვლა ჭირდებათ. _ისევ ზურგი აქცია . მასთან ლაპარაკის სურვილი არ აქვს მითუმეტეს მცენარეებზე .
-არ მითხრა რომ თვითონ უნდა მოუარო. _სირბილით დაეწია .
-ხო ფული არ მაქვს. _კბილებში გამოსცრა ირაკლიმ.
-მცენარეები ლამაზია .
- ჩემთვის არა .
-უცნაური ხარ .
-შენ კიდე ბევრს ლაპარაკობ .
-ვიცი , ენას ვერაფერს ვუხერხებ. _გულწრფელად დაეთანხმა .
-ნუცაა მართლა გულწრფელი ხარ ? _ამოიგმინა ირაკლიმ მთელი ტანით შეტრიალდა და მხრებში წაავლო ხელი.
-რომ არ ვიყო რა აზრი აქვს , მთელმა ქალაქმა იცის ბევრს რომ ვლაპარაკობ . _გაეცინა გოგოს და სწრაფად მოიღუშა რომ მიხვდა როგორ მძიმედ აჭერდა ხელებს .
-გულწრფელობა დასაფასებელია და იშივიათი , მაგრამ არ არსებობს . აღარ არსებობს . ერთი ჩვეულებრივო მატყუარა ხარ , რომელმაც საკუთარ თავსაც კი დააჯერა ტყუილი .
-შენ კიდე , ზედმეტად სასტიკი ხარ იმისთვის რომ ადამიანებ გულწრფელები იყვნენ შენთან _ რაღაცნაირად მოიშორა ხელები და გულნატკენ მზერას ვერაფრით მისცა სიბრაზის ელფერი. - ადამიანები იმას ფიქრობენ სხვებზე როგორიც თვითონ არიან. _ირაკლის გაცივებულ სახეს , თვალები აარიდა . -მართალი იყო კახა , შენგან თავი შორს უნდა დავიჭირო .. სირბილით წავიდა სახლისკენ .-შენი იმედი არ უნდა მქონოდა. _უცნაური ხმით მოაძახა . მოეჩვენა თუ ტირის?
-შეგიძლია გადასცე რომ უკვე გვიანია ._თითქმის კართან მისულს დააწია ფრაზა. ეშინია , კახას ეშინია და ამაზე დიდ სიამოვნებას ვერ მიღეებს დღევანდელი დღისგან ვიდრე ახალა გრძნობს . პრობლემა ისაა რომ მათ შორის ნუცაა და მისთვის ადგილი არ აქვს ირაკლი ცხოვრებაში . არც უნდა . მისნაირი გოგოები არანაირ ჩარჩოებში არ ჯდებიან , ვერაფრით გააჩერებს. არც ფული , არც ფუფუნება არ აბედნიერებს. ერთი შეხედვითაც ნათელია რომ ზედმეტად მოკრძალებულია, ტანსაცმლითაც ჩანს რომ მატერიალისტი არაა. რას აიჩემა ამდენი წლის მერე ეს უაზრო თამაში. იმიტომ არ უყვარს ეს ქალაქი . ისე იკარგება საკუთარ თავს ვეღარ ცნობს .
ან მეორე ვარიანტია , თავად თუ ვერ იქნება ის ადამიანი ვინც ნუცათი ითამაშებს და კახას წაართმევზ , შეუძლია ისეთი ვინმე იპოვოს ვინც ამას სიამოვნებით იზამს . ხანდახან საკუთარი ფიქრები აშინებს . სისულელეა. მოწონს კახას ისევ რომ აშინებს , მაგრამ ნუცას ვერ შეწირავს ამ თამაშს . მიუხედავად იმისა რომ სულაც არ ფიქრობს რომ სინამდვილეში ისეთი უმანკოა როგორც ჩანს. არაფერი დაუშავებია .ისე შევიდა სახლში და აღმოჩნდა სააბაზანოში მხოლოდ წყლის შეხებისას მიხვდა ._ მისი ბრალი არაა რომ ორი არანორმალური კაცის შუაში აღმოჩნდა .არ ანებებდა თავს ფიქრები .ვინ იცის იქნებ , მართლა უყვარს კახას . თანაც გაიზარდა ახლა უკვე კაცია და ისევ მხდალივით არ დაიმალება თუ კი ნუცა ეტყვის რომ ორსულადაა. საშხაპის მინას ხელებით მიეყრდნო. -რას ბოდავ ირაკლი? საკუთარ თავს გაუბრაზდა და გაანალიზა რომ უნებურად გაბრაზდა . თვითონაც ხომ გაიზარდა? განა ცუდია ნუცა თუ უნდა ? რამეს აშავებს ? რატომ არ აქვს უფლება ეფიქრებოდეს .იმიტომ რომ არ ჭირდება . იცის ყველაფერი გართულდება. ნორმალური ურთიერთობები არ გამოსდის . თავს მშვენივრად გრძნობს კიკისთან. ღამე მოდის და გათენებისას მიდის ,უხმოდ დაყვება ყველგან და ჩუმად არის .იდიალური პარტნიორია მისთვის და არც ირაკლი
აკლებს მის საფულეს რამეს , მაგრამ რატომ არ შეიძლება მასაც ყავდეს ოჯახი? შვილები არ უნდა ზუსტად იცის , მაგრამ ხომ
შეიძლება უყვარდეს და უყვარდეთ ? სიმართლე უთხრა , ზედმეტად სასტიკია ცხოვრება და იმდენად ცდილობს ფეხი აუწყოს , ვერასდროს იპოვის სიმშვიდეს და ბედნიერებას . უფლება არ აქვს , თავი დაკარგოს . გრძნობებს აყოლილი ირაკლი სასაცილოა. უბრალოდ არ ჭირდება . ყველაფერი აქვს , საათივით აწყობილია მისი ცხოვრება და არაფერი ახალი არაა საჭირო ამ
ეტაპისთვის.

ექიმი ასაკიანი ქალი აღმოჩნდა , თუმცა რეალურად ვერ გაარკვია რა ასაკის უნდა ყოფილიყო , ნამდვილად ეტყობოდა თავს კარგად უვლიდა და ინახავდა . მეგობრულად ჩამოართვა ხელი და კეთილგანწყობის გამოსახატად მეორე ხელი მხარზე დაადო . სძულს როცა ასე ესალმებიან .
-საშინელი გზაა . უკვე აღარ მეგონა თუ ჩამოვახწევდი. ბებიათქვენი ჩემზე მეტად ღელავდა. _ხაზი გაუსვა ოჯახის ნაცნობობას .
უკვე იცის რაც არ უნდა კარგი ექიმი იყოს და ეჭვიც არ ეპარება ასეა , მაინც ყბელაფერს იზამს რომ მის ხარჯზე გამდიდრდეს , ან უბრალოდ იმ სიაში ჩააეწეროს რომელიც მერე თავისუფლად სთხოვს სერვისს. პირველი 20
წუთი ჩვეულებრივ ორატორად გადაიქცა მათი სტუმარი . ერთი სიტყვაც არ მოუსმენია ,ნუცას გაბუტულ ტუჩებს თვალს ვერ აშორებდა , თეთრი სახეზე კარგად უჩანდა შეწითლებული ლოყები და და ერთხელაც კი არ შეუხედავს მისთვის. როგორც იქნა ნანამ ყავა მიაწოდა და ცხელმა სითხემ ცოტახანს დაადუმა ქალი . მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მოულოდნელად წამოდგა ფეხზე და კუთხეში მჯდარი სავარძელში მიყუჟული ნუცასკენ დაიძრა . ბეჭდებით გადატვირთული ხელი შუბლზე მიადო და ამაყად განაცხადა .- მაღალი სიცხე გაქვს გოგონავ. წითელი ლოყები , წყლიანი თვალები .
-ხომ გითხარი ნუცა , წამალი უნდა დალიო . წამო . _ხელით ანიშნა ნანამ გაჰყოლოდა .
-ბებიაშენმა კი მითხრა , მაგრამ ახლა კი მივხვდი რატომ მალავ ამ მარწყვივით გოგოს.
-რა? _პირთან მიტანილი ფინჯანი თეფშზე ხმაურით დადგა ირაკლიმ. გიორგიმ და ლიკუნამ ჯერ ერთმანეთს შეხედეს მერე მთელი მონდომებით სცადეს არ გაეცინათ მაგრამ ბოლოს ლიკუნას სიცილმა აიკლო იქაურობა . ერთხელ
და სამუდამოდ უნდა დაუსვავს წერტილი . ხვალ პირველი რასაც გააკეთებს ისაა რომ ბებიამისს შეაგნებინებს კარგად ყველაფერს. -საქმეზე გადავიდეთ არ ჯობია? _სწრაფად შეცვალა
საუბრის თემა ირაკლიმ.
-კი ბატონო გადავიდეთ.
მომდევნო ერთი საათი დეტალებში აცნობდა ყველა პროცედურას , მთელი ყურადღებით უსმენდა ლიკუნა და თავში მხოლლდ ერთი კითხვა უტრიალებდა . ნუთუ უღირს ამდენ წვალებად ? არც კი იცის იმუშავებს თუ არა? თან გარკვევით აუხსნა რომ მარტო დამღლელი კი არა ყველაზე მტკივნეული გზის გავლა მოუწევდა. მიეჩვია უკვე ასე ცხოვრებას , უნდა უნდა რომ იბრძოლოს და ბოლოს შედეგი დამარცხება იყოს? -ბოლო სიტყვა შენზეა ლიკუნა , რათქმაუნდა მთავრი შენ ხარ , თუ მზად ხარ ერთი წელი დაგვითმო ჩვენი კლინიკის მხრიდან სრული მზაობაა .
-მაგრამ , კლინიკაში არ მინდა. _თვალებინაუწყლიანდა ლიკუნას. ერთიანად დაუდგა თვალწინ ავარიის შემდეგ გატარებული 3 თვე თვალწინ.
-ჩვეულებრივი კლინიკა არაა, დამიჯერე სახლისგან ვერ განასხვავებ. _დამშვიდება სცადა ქალმა.
-არა . არ მინდა . _უკან დაიწია ეტლიანად.
-ლიკუნა _დამფრთხალ დას გაუსწორა თვალი .იცის რაღაც უნდა ქნას რომ აქამდე მოსული ლიკუნა ისევ უკან არ ჩაიკეტოს , მაგრამ არ იცის რა. გამალებით ეძებდა გამოსავალს რომელიც ენის წვერზე ედგა და კითხვის დასმას ვერ ბედავდა . არ უნდა სულელი გამოჩნდეს . გასაგებად აუხსნა ექიმმა რა რთული პროცესი აქვს გასავლელი . -კარგად უნდა დაფიქრდე . _სცადა მშვიდი ყოფილიყო.
-არ შეიძლება სახლში გაიაროს თერაპია ? _სადღაც ოთახის ბოლოდან მოესმა ნუცას ხმა და თითქმის მხსნელაად მოევლინა ირაკლის. მის მაგივრად დასვა სულელური კითხვა და მისგან განსხვავებით ნუცას არ ადარდებდა რომ ექიმს გაეცინა მის კითხვაზე . თვალებს უდარდელად აფახულებდა და მთელი ინტერესით შეჰყურებდა ქალს პასუხის მოლოდინში .
-ალბათ ხვდებით , რამხელა პროცესი გვაქვს გასავლელი ,თითქმის მთელი წელი მოგვიწევს პროგრამის მიყოლა და რათქმაუნდა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ექთნების და თერაპევტების თანხლებით ,როგორ ფიქრობთ რანაირად მოხერხდება ეს სახლში?
-ანუ მოუხერხებელია მაგრამ შეუძლებელი არა? _ჯიუტად შეუტრიალა კითხვა ნუცამ და პირდაპირ ირაკლის გვერდით ჩამოჯდა რომ ექიმი კარგად დაენახა.
-გოგონავ ,შეუძლებელი უკვე არაფერია . _ღიმილს ვერ ფარავდა ექიმი , მაგრამ საჭიროა სავარჯიშო მოწყობილებები , თითქმის პატარა სპორტ დარბაზი გვჭირდება , პროგრამა მოიცავს წყლის თერაპიას , გარდა ამისა მოგვიწევს ჩვენი სპეციალისტების მორიგეობით აქ გამოგზავნა .
-მერე რა ირაკლის ბევრი ფული აქვს. _ ირაკლისკენ შეტრიალდა გაბრწყინებული თვალებით ნუცა . ღიმილი ვერ დაფარა კაცმა . ისეთი მონდომებით ცდილობდა მის დას დახმარებოდა . -კი მაგრამ ალბათ ხვდებით რომ ეს ყველაფერი ძალიან ბევრ დროს მოითხოვს და რათქმაუნდა ადგილს . ფულზე ხომ არ გითხარით რამე , მემგონი ყველამ იცის და ცოტა უხერხულიც კია ირაკლისთან ფინანსებზე საუბარი. _თვალი ჩაუკრა ქალმა . -თანაც მამულში ნამყოფი ვარ აპრობირებული არაა ასეთი მკურნალობისთვის .
-და რატომ ვლაპარაკობთ დანარჩენზე ? _დას გაუღიმა . -დაიწყეთ მომზადება თუ პრინცესა ლიკა ვერ მიდის კლინიკაში კლინიკა მოვა მასთან ._მხრებჩამოყრილ დას ზურგთან დაუდგა და ხელები მოხვია. -ნახე ? რაღაცაში მაინც გამოგვადგება ეს აუზი და ლიფტი.
-რაა? _თვალები გაუბრწყინდა ლიკუნას . წარმოედგინა რომ სახლში იმკურნალებდა ალბათ დედაქალაქში, მათი სახლებიდან რომელიმეში და ყურებს არ დაუჯერა ირაკლის სიტყვები . -გინდა რომ აქ ? ჩვენს ქალაქში ? შენს სახლში?
- შენ სადაც გინდა იქ , შენი გადასაწყვეტია, თუ გადაწყვიტავ რომ მამულში უნდა დარჩე დარწმუნებული ვარ ბაბუა პატარა არქიტექტურულ
ჩარევაზე უარს არ გეტყვის თუ არა და სახლი შენს განკარგულებაშია . . _დის ბენდიერი თვალების დანახვისას თავს , მშვიდად და მსუბუქად გრძნობდა. სულ ასე იყო , მხოლოდ კმაყოფილი ლიკუნა აბედნიერებდა და დრო და პრობლემები ვერაფერს აკლებს მის გრძნობას დის მიმართ.
-ალბათ ხვდებით რომ სახლის გადაკეთებაზე დასაკარგი დრო არ გვაქვს. _უკმაყოფილებას ვეღარ ფარავდა ექიმი. -მაინც ვფიქრობ რომ გონივრული იდეა არაა სახლში …
-გადაწყვეტილია აქ , აქ ვიწყებბთ მკურნალობას . _პატარ ბავშვივით შემოჰკრა ხელები ერთმანეთს და ნუცას გაუღიმა .
- რა გაეწყობა. _ამოიოხრა ექიმაა და ფეხზე წამოდგა. ვეცდები ხვალიდან შევუდგე საქმეს . რაც ნაკლებ დროს დავკარგავთ მით უკეთესი ჩვენთვის.
დაგემშვიდობებით . _გარიგებით არც ისე კმაყოფილმა ექიმმა ვახშმად დარჩენა არ ისურვა . -მამულში მელოდებიან , ძველ დაქალს უარს ვერ ვეტყვი.
-ბებოს არ უყვარს უარს რომ ეუბნებიან, მაგრამ მთლად დრტალებსაც ნუ მოუყვებით გთხოვთ.
-ლიკუნა , ბებიაშენის მეგობრობამდე ექიმი ვიყავი.არ ინერვიულო. _ქალმა სწრაფად შეიკრა პიჯაკი .
-მძღოლი წაგიყვანთ._ბოლოწუთას შემოსული გიორგი გაყუნულ ხელებს ერთმანეთს უსმევდა.
-ოჰ არ ინერვიულოთ , უკვე მელოდებიან , ყველაფერზე იზრუნა ლილიმ. ახლა ერთადერთი სანერვიულო ეს გოგო გყავს . _ ანიშნა ნუცასკენ რომელიც ლიკუნასკენ მიჩოჩდა და რაღაცაზე ეჩურჩულებოდა.
-ალბათ ხვდებით ბებიაჩემს როგორ უყვარს რაღააცების გაზვიადება. კარამდე მიჰყვა ირაკლი.
-ოჰ არა ჩემო კარგო , ლილიკოს არ უთქვამს არც სახელი და არც არაფერი . ისე გელაპარაკე 29 წუთი სიტყვა არ გაგიგია . კაცებს თვალებით უყვართ.
-ქალებს ? _გაეღიმა ირაკლის.
-ქალებს ენით.

მიუხედავად იმისა რომ ზედმეტი იყო, სიყვარულზე ლაპარაკი
ირაკლისთვის , ფიქრობდა რომ იყო რაღაც აზრი ექიმის ფრაზაში.

ირაკლიიიი._ორი წუთიც არ აცადა გარეთ დარჩენა ლიკუნამ . კართან ელოდებოდა .
-რა მოხდა?
-მოდიი ._ხელით ანიშნებდა და რომ მასთან ახლოს მიწეულიყო. -ისს? _ჩურჩული დაიწყო ლიკუნამ.
-ვინ ?_დის წინ მომღიმარი ჩაიმუხლა.
-ესს. _თითით ანიშნებდა ზურგს უკან რაღაცისკენ.
-ლიკუნაა , შენს უკან კედელია.
-უიმეე , ნუცა ადამიანო . _თითქმის დარწმუნებული იყო რაც უნდა ეთქვა , ისიც იცის რას უპასუხებდა და უარყოფითი პასუხის გაცემა არც კი განიხილებოდა .გული ისე აუჩქარდა ვერც კი გაიგო რატომ?
-როგორც შენი გინდა ლიკუნა , თუ თვლი რომ შენთვის მნიშვნელოვანია , ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს . მე ის მინდა რაც შენ გაბედნიერებს.
-ნუცა , ჩემი ის მეგობარია რომელიც არასდროს მყოლია. _მოიღუშა ლიკუნა, იმის გახსენებაზე რომ მეგობრები რომლებიც ეგონა რომ ჰყავდა მაშინვე დაიკარგნენ როცა გაიგეს რომ სიარულს ვეღარ შეძლებდა. -მზარეულობას ვაბრალებ , მაგრამ მეშინია რომ თუ სამსახური არ ექნება ისიც წავა.
-ლიკუნა. ყველა იდიოტია ვინც შენგან წავიდა , ჩემი ჩათვლით გესმის? _ხელები მაგრად მოხვია და მკლავებში მოიქცია. -და თუ წასვლა გადაწყვიტა უნდა გაუშვა , რადგან არ იმსახურებენ შენს ცხოვრებაში ყოფნას .
-კი მაგრამ , სიკვდილივით ეშინია შენი , წავა აბა რას იზამს .
-ლიკუნა , აქ არასდროს არ ვარ. მაქსიმუმ თვეში ერთხელ მნახო, ისიც იმიტომ რომ ჩემი და ხარ განა მიყვარხარ. _ცხვირზე მოუჭირა ხელი. - ხომ იცი რომ შენს გამო ყველაფერს ვიზამ.
-ვიცი .
-ვინიცის იქნებ თვითონ არ უნდა აქ წამოსვლა?
-მმმ, გააჩნია რამდენი გემეტება ნუცასნაირი მზარეულისთვის?
- გააჩნია რას შემომთავაზებს. _ქვედა ტუჩი მოიკვნიტა დის დასანახად.
-ოოო ირაკლი . _ხელი მიჰკრა დამ . -მერე იტყვი ბებო საიდან იგონებს რაღააცებს .
-ლიკუნა არ უნდა წავიდეთ ?
-ვახშმად დავრჩეთ. _ნუცას უკმაყოფილო სახით მიხვდა ლიკა მთლად ადვილი არ იქნებოდა ნუცას აქ გადმოსვლის ამბავი , ამიტომ როგორც სჩვევია საყვარელი კატის თვალებით ძმას შეაჩეჩა პრობლემა. ცოტახანს დის წინ ჩამუხლული უსმენდა ნუცას , რომელიც დაბალი ხმით ცდილობდა მისაღების კუთხეში მიმალული ,კახასთვის ეთქვა რომ ვერ შეხვდებოდ. ძმის თვალებში ,დანახულმა ცეცხლმა უფრო შეაშინა ლიკუნა , წელში გამართული დაიძრა და ნუცას პირდაპირ ჩამოჯდა . შერცხვა ასე რომ იყენებდა თავის ავადმყოფობას , მაგრამ მარტოობას ვერ გადაიტანს კიდევ ერთხელ. მორცხვად დახარა თავი და მიზეზად მოიდო რომ ნახვა უნდოდა ნანა რას ამზადებდა .
-ნუცა, აქ იცხოვრებ. _თითქმის ბრძანებასავით ჟღერდა მისი ხმა და გიორგის ჩახველებით მიხვდა რომ არასწორი ტონი აიღო. -იმის თქმა მინდა რომ ლიკუნას უნდა გამოყვე, დარწმუნებული ვარ შენც არ გინდა ლილისთან მარტო დარჩენა.
-აქ რატომ უნდა ვიცხოვრო? _დაბნეული ახამხამებდა წამწამებს, თითქოს ახალი ამბავიდან მხოლოდ ეს იყო საგანგაშო. და მართლაც რატომ უნდა ეცხოვრა? საიდან მოიტანა რომ აუცილებელი იყო მისი აქ დარჩენა? მაგრამ აწყობს. უნდა და სჭურდება ზუსტად იცოდეს რომ მის სახლშია.
-იმიტომ რომ , საჭიროა.
-არა._თავი გააქნია ნუცამ. -შენს სახლში ვერ ვიცხოვრებ, მირჩევნია ყოველდღე ვიარო. პატარა ქალაქია. ასე ჩემს ცხოვრებასაც მივხედავ და … უნდოდა ეთქვა რომ რთული არ იყო მისთვის აქ სიარული ყოველდღე მაგრამ ირაკლიმ მხოლოდ ის გაიგო რომ სხვების აზრი დიდად ადარდებდა ამ გოგოს.
-იცხოვრებ. _კბილებში გამოსცრა
-ირაკლი იმის თქამს ცდილობს , რომ სავარაუდოდ თავიდან რთული და შეიძლება მტკივნეულიც კი იყოს ლიკუნასთვის ახალი მკურნალობა . _თითქმის ჩურჩულით უთხრა გიორგიმ და წამოეშველა ირაკლის. -არ მგონია მარტო ნანა და ექთნები დაეხმარონ .
-გეყოფა გიორგი , მისი დარწმუნება არ მჭირდება . ერთადერთი ის მინდა რომ აქ დარჩე და ლიკუნას მეგობარი იყო , სულ ფეხებზე , რას იფიქრებს შენი რომეო, მე შენ მჭირდები შენ კიდევ ბავშვთასახლი გჭირდება.
-რას აკეთებ ირაკლი? _ თვალებით ანიშნებდა გირგი გაჩუმდიო.
-იმას რაც ყველაზე კარგად გამომდის . მოლაპარაკებას .სანამ შანტაჟზე გადავალ. _აგრესიას ვეღარ ფარავდა უარით გაღიზიანებული ირაკლი. - მემგონი საქმე გაქვს აარა გიორგი . _უხმოდ გაეცალა გიორგი . იცის თუ ჩარევას მოინდომებს , უფრო
გაღიზიანდება . მართალიცაა ისე უცბად მოიცვა სიბრაზემ უკვე ვეღარ არჩევდა რას ამბობდა რას ფიქრობდა . უნდოდა მოსჩვენებოდა და მართლა არ ადარდებდეს ნუცას ხალხის აზრი , კახას აზრი. ჯერ კიდევ დილას გამეტებით ამტკიცებდა რომ ეს ორი ერთმანეთს იმსახურებს და ფაქტის წინაშე კი სრულიად უძლურია. იმაზე უფრო ცოფდება რომ თავს ვერაფერს უხერხებს თუ იმაზე რომ კიდევ ერთხელ უწევს განზე გადგომა კახას გამო .
-ისედაც ლიკუნას მეგობარი ვარ. _ყელში ჰქონდა ბურთი გაჩხერილი ნუცას. ვერაფრით გაიგო , რით დაიმსახურა ეს ტონი და ირაკლის ასეთი მიდგომა.რა საჭირო იყო მოლაპარაკება ან შანტაჟი , განა შეიძლება მეგობარი უყიდოს დას ? -მაღაზიაში ხომ არ ვიყიდები. _თვალები აუწყლიანდა . ისედაც სიცხისგან ეწვოდა არ გასჭირვებია ცრემლებს თვალის ჭრილის შევსება.
-ყველა და ყველაფერი იყიდება . ბევრად ადვილი იქნებოდა მაღაზიაში იყიდებოდე. _ნერვიულად შემოუარა მაგიდას და პირდაპირ ნუცას წინ ხის თეთრ პატარა მაგიდაზე ჩამოჯდა. კარგად გაუსწორა სახე და ირონია აიკრა.- გიყიდიდი და ნერვებს აღარ მომიშლიდი, ყოველდღე დიდი ლუკმასავით არ გამეჭედებოდი ყელში , მაგრამ
არ შემიძლია . ამიტომ შეთანხმების ყიდვა მომიწევს ქალბატონო ,შენ აქ რჩები და ერთადერთი რაც გევალება ლიკუნას მეგობრობა და ჩემი ღამის კომპანიონობაა ან დღის , გააჩნია რა ხასიათზე ვარ . _ეშმაკურად გაუღიმა. მე კი გარანტიას გაძლევ , შენი ბავშვები ლამაზ და თბილ სახლში იცხოვრებენ , ყველა შენს პრობლემას მოვაგვარებ და კიდევ ვისიც გინდა იმის._ ხელი სულერთიას ნიშნად აიქნია.-, ვიცი რომ ნახევარი ქალაქის უსაქმურებზე შენ დარდობ. ორივე კმაყოფილები ვიქნებით. _თავისი თავისაც კი გაუკვირდა როგორ შეძლო ერთ წინადადებაში თავის მოყრა ყველაფრის , მაგრამ კმაყოფილი იყო , საკუთარ მოლაპარაკების უნარს ვერაფერს დაუწუნებს.
-ხუმრობ არა? _სიცილი აუტყდა ნუცას .მერე უფრო უმატა ხმას და ბოლოს გულიანად იცინოდა. მომესმა ?არა ნამდვილად მოესმა . კომპანიონობა ? და-ძმამ დაიქირავეს ? დღე დას გაართობს , საღამოს ძმას . როგორია? როდის ? როდის მისცა იმის საბაბი რომ ეს გაუბედა . არა საბაბი არ მიუცია. მისი არსებობაა სააბაბი ირაკლისნაირი ადამიანებისთვის . მის თვალში არანაირი ფასი არ აქვს , იმიტომ რომ მასზე დაბალაა . ვერასდროს წარმოიდგენდა რომ როდესმე ასეთ რამეს შესთავაზებდნენ , ასე დააამცირებდნენ.
არანაირი ფასი არ აქვს მის არსებობას ირაკლისნაირ ადამიანებში, ალბათ რამდეჯერ დასცინა.ყველანაირი ადამანი
უნახავ ჰგონია , მაგრამ პირველად ნახა ადამიანი რომელმაც “ფასი” დაადო , პირდაპირი მნიშვნელობით. ვინ არის ნუცა? სიმწრის სიცილს ცრემლი შეერია. -შენი აზრით მე ნივთი ვარ? ან ან .. გაუჭირდა სიტყვის მოძებნა .-ან იაფასიანი გოგო რომელიც.. _ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერს უშვებოდა. მისი ხმა , შიშთან ერთად მიმალულიყო სადღაც მის სხეულში . ყველაფერს გრძნობდა , სიბრაზე , ტკივილს, დამცირებას მაგრამ
არა შიშს. არა არ ეშინოდა . მართალი იყო
არაფერი აქვს წამოსაძახებელი .მისი ბრალი არაა , რომ ეს კაცია გახრწნილი . უნდა უპასუხოს , ახლა

ამ საზიზღარი ადამიანისთვის პასუხის არ გაცემა უბრძოლველად დანებებას ნიშნავს .რა უნდა უპასუხოს ან როგორ? არცერთი ნერვი არ ემორჩილება. შეწითელბულ სახეზე ხელები აიფარა იმის იმედით რომ ხელები მაინც ექნებოდა ცივი , მაგრამ ხელები სახეზე მეტად უხურდა. გარშემო ყველაფერი ზანზარებდა , ნერვიულობისგან ყურებში უცნაური ხმა ჩაესმოდა . ფეხზე ფრთხილად წამოდგა , მასთან ერთად ირაკლიც და იმდენად არ მოეწონა მისი გამომეტყველება დაუფიქრებლად წატანა ხელი რომ დარწმუნებულიყო კარგად იყო. თუმცა წამში ჩამოწია, როცა გავარვარებული თითები შეეხო სახეზე და საკუთარი კანის ტკაცუნის ხმამ შეაწუხა. სახე თვითონაც აეწვა და ტუჩის კუთხე ენით გაისველა. ამაზრზენი დასანახი იყო ნუცასთვის , ირაკლის გამოხვედა ამ წამს . გულისრევის შეგრძნებაც კი დაეუფლა . სანამ ირაკლი დამცინავი ღიმილით ტექსტს ალაგებდა , სწრაფად გაუსხლტა ხელიდან. ცოტახანში გარედან მოესმა ხმა როგორ ცდილობდა გიორგი მის დარწმუნებას რომ თვითონ წაიყვანდა . თვალები დახუჭა, რომ გაეაზრებინა , რა მოხდა . თითქმის ახლიდან გაიარა მთელი სცენა და მიხვდა სიბრაზისგან დაბრმავებულმა მთლად ისე ვერ განახორციელა გეგმა როგორც უნდოდა.

-გეფიცები , ყველაფერს არანორმალური ხარ ._კარში შემოსულმა გიორგიმ ტაში დაუკრა .
-კრიტიკა შენთვის შეინახე.
- რა ჯანდაბა მოგივიდა?
-არაფერი._უდარდელად დაეშვა სავარძელში .
-რა დღეში ჩააგდე მაინც თუ მიხვდი ?
-ოჰჰ, ნუ დარდობ , დარწმუნებული ვარ დაფიქრდება და ხვალ თავად მოვა . _გიორგიმ სიცილი დაიწყო .უკითხავად შეუვსო ჭიქა და მიწოდა.
-მოვა? ელოდე . არაფერი არ აქვს საერთო იმ ქალებთან ვისაც იცნობ. _კარგად დააკვირდა ირაკლის ჩამუქებულ თვალებს.-გასაგებია , აჰჰ აქამდე როგორ ვერ მივხვდი. სწორედ ეგ გადარდებს რომ არ გავს არა? ვერ წარმოგიდგენია როგორ შეიძლება მისნაირი არსებობდეს რადგან , ვერ მიწვდები. ადვილად ვერ მოიქცევ კლანჭებში . შენი სიბრაზე და ეს ცხოველივით თავდასხმა იმ საწყალზე მხოლოდ იმის ბრალია რომ ზედმეტად კარგია შენთვის?
-მივწვდები , რომ მინდოდეს არ იდარდო.
-იმის მერე რაც დღეს ქენი ?_თავი გაუქნია გიორგიმ. -ვერა ირაკლი ვერ მიწვდები . იმიტომ რომ ერთადერთი რაც იცი შენი საფულის ტრიალია. ღმერთო ასე მოულოდნელად ჩემს თვალწინ , ფაქტიურად კონტრაქტი შესთავაზე . არა რას ფიქრობდი, საერთოდ თუ ფიქრობდი .
-ზედმეტად ხომ არ გადარდებს მისი ბედი , იქნებ რამე გაქვს ჩემთვის სათქმელი?
-ჰაჰ, და მე რომელსაც მეგონა რომ ოდნავ შეიცვალე. _ გაბრაზებულმა ხმაურით დადგა ჭიქა მაგიდაზე და გაეცალა.
ჰო თავის ღორსებების სიაში ადამიანების დამცირების და გაქცევის ნიჭს , საპატიო ადგილი უკავია. უხმოდ ცდილობდა სუნთქვა დაემშვიდებინა. სინანული არ სჩვევია და არ ნანობს . დრო რომ დააბრუნოს იგივეს იზამს , რადგან სხვანაირად არ შეუძლია. სხვანაირად ვერ აუხსნიდა რა უნდა მისგან . ლოგიკურია სანაცვლოდ რომ რაღაც შესთავაზა . უბრალოდ ეს გოგოა ზედმეტად სულელი , ასერომ უკრა ხელი გულუხვ შეთავაზებაზე. რატომ არიან ახალგაზრდა ქალები ასეთი იდიოტები? შეუძლიად სრულიად უფასოდ დაუთმოს ყველაფერი, გული , სხეული იმის მაგივრად რომ შანსი გამოიყენოს . თანაც ხომ იცის რომ ირაკლის ბიუჯეტს საზღვარი არ აქვს ? შეუძლია 22 წლის ასაკში ჰქონდეს ყველაფერი ის რაზეც ასე ოცნებობს ნებისმიერი ახალგაზრდა ქალი , მაგრამ არა ვინ მისცა იმის ბედი რომ ასეთი მარტივად დასარწმუნებელი გოგო შეხვედროდა? რათქმაუნდა დედამიწაზე ყველა მატერიალურ სიამოვნებისადმი ზიზღით განწყობილი გოგო მას უნდა ეპოვა . თუმცა ერთი რამე ავიწყდება მისი ცხოვრეების და ბედის მწერალს, არც ისაა ადვილად დასამორჩილებელი კაცი , რაც უფრო მეტად უძალიანდებიან უფრო მეტად იბრძვის . ზუსტად იცის ათასი უარის შემდეგ ათასმეერთე იქნება კი . შეიძლება ბედნიერება და სიმშვიდე არ იცის რა არის , მაგრამ რაღაცის ვერ მიღება ჯერ არ გამოუცდია და არც ეს პატარა ჭინკაა გამონაკლისი. ყველას და ყველაფერს აქვს ფასი, სიყვარულსაც , ღმერთო ჩემო მღვდლები სულსაც კი ყიდიან უკვე და ვერავინ დააჯერებს რომ ნუცას სხეულს ვერ იყიდის .
კი ადამიანები იყიდებიან , იყიდებიან ფულზე , ოქროზე , ძალაუფლებაზე , მთავარია გაიგოს ნუცა რაზე იყიდება… მაგრამ ჯერ ლიკუნას პრობლემა უნდა მოაგვაროს .ზუსტად იცის არაფერს აპატიებს ლიკუნა , დასაწყისისთვის უნდა დაითანხმოს რომ ლიკუნას გვერდით დარჩეს . რაც ძალიან მარტივია ამისთვის რაიმეს შეთავაზება არ ჭირდება გარდა ხელფასისა და სავარაუდოდ კარგი ბოდიშის მოხდა მოუწევს. ერთ მოყუდებაზე ჩაცალა ჭიქა . იცის სავარაუდოდ ფეხით წავიდა, სიცხიანი და ისეთ შოკშია ირაკლის პატარა შეთავაზების შემდეგ . ძალიან შორს არ უნდა იყოს და ამ ამბავს იქამდე მოაგვარებს ვიდრე ლიკუნა რამეს გაიგებს. იკაზეც იზრუნა რომ გარეთ მოუმზადებელი არ გავიდეს .
-გიორგი გასაღები._ჰაერში აწია ხელი , ჭიშკართან პატარა ოთახში მიაკითხა , პირველად ნახა ეს ადგილი და არც ისეთი პატარა იყო როგორც გარედან ეჩვენებოდა. ეხლა ხვდება რატომ ატარებს გიორგი უამრავ დროს სულ ასეთ პატარა ოთახში. უამრავი ეკრანი იყო ერთ კედელზე. პატარა სავარძელი , ხელსაბანი . ინტერესით ათვალიეფებდა და გიორგის წარბაწეულ მზერას რომ გადაწყდა , ხელი ჩამოწია .
-საით?
- გამოუსწორებელი ნაძირალა , ბოდიშს იხდის .
-აჰა და ხვალამდე ვერ მოიცდი, მაინდამაინც ამ შებინდებულზე უნდა იარო და თან მანქანით.
-კარგი , _ამოიოხრა ირაკლიმ. -იდიოტივით ვიჩქარე , რაც ნამდვილად არ შემეფერება , დამავიწყდა რომ მარტო ჩემი ჰორმონები არ იდო სასწორზე და ლიკუნა მიჭაჭვულია ამ , ამმ … ამ ტუტუც გოგოზე. რაც მალე მოვაგვარებთ ამ პრობლემას მით ნაკლებად მოგვიწევს ლიკუნას ცრელმების ყურება.
- მე არაფერი მიქნია. _მხრები აწია გიორგიმ .
-გიორგი? თავი მისკდება და ნერვები არ მაქვს რომ..
-მოდი. _ხელით ანიშნა შემოდიო.
-დრო არ მაქვს დროზე რა .
-მოდი მოდი დაჯექი რაღაც უნდა გაჩვენო . სავარძელში ადგილი დაუთმო გიორგიმ.
-მადლობა რომ გადაწყვიტე ანგარიში ჩამაბარო რაში ხარჯავ უსაფრთხოებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს , მაგრამ დრო არ მაქვს . უხალისოდ ჩაეხეთქა სავარძელში და ისე ესიამოვნა რბილი საზურგე გაკვირვებული თვალებით ახედა გიორგის. -ოჰჰ გიორგი , ეს სავარძელი მჭირდება .
-მანქანა არ გჭირდება . რამოდენიმე ღილაკს დააჭირა გიირგიმ და ორი ეკრანი გაადიდა მის წინ.
-ჯანდაბა შენ რა , მთელ ქალაქს უთვალთვალებ ?
-არა ნახევარს რომელიც შენი სახლის მხარესაა. _სრული სერიოზულობით განაცხადა . -ეს შენი სახლის შემოსასვლელია , წინა მხარე . ეს უკან . მეორე ეკრანზე თითით აჩვენა. -აი აქ გზაა გადის , რომელიც ქალაქს უერთდება და ავტობუსის ხაზი .
-გიორგი ,მომეცი რა გასაღები .
-ანუ ჩვენი სამოცდამეჩვიდმეტე კამერა სწორედ ამ გზას უყურებს და ავტობუსის გაჩერებას რომელიც დაახლოვებით 5 წუთშია და აი ისიც . შენი ნამოქმედარის შედეგი . ხელით მიაკაკუნა ეკრანზე . პატარა მინის გაჩერება თოვლით იყო დაფარული
და წერტილივით ჩანდა შიგნით სკამზე ფეხებმოხრილი ნუცა . ცისფერ ლაბადაში გახვეული .
-უკანა მხარეს უნდა გავიდე? _სწრაფად წამოხტა ირაკლი ფეხზე . -ავტობუსს რომ გაჰყვეს ?
-დღეს არცერთს არ გამოუვლია ._კარში გასვლა აცადა ირაკლის და კუთხეში მჯდარ ბიჭებს ანიშნა გაყოლოდნენ .- შორი დისტანციით ბიჭებო.


ზუსტად იგივე პოზაში იჯდა როგორც კამერაში ნახა. თავი მუხლებზე ედო . ხელებზე სვიტრის მკლავები ჰქონდა ჩამოფარებული რომ როგორმე გაეთბო, ფეხები ისე ჰქონდა გაყინული თითებს ვეღარ გრძნობდა . მხოლოდ ლოყები უხურდა ისიც სიცხისგან. აკანკალებდა , მაგრამ ვირუსს უნდა უმადლოდეს თუ ირაკლის ? ლოყებზე ჰქონდა შემშრალი ცრემლის კვალი და თავი და თვალები ისე ეწვოდა , თავი იმ ფილმში ეგონა სასოწარკვეთილი გმირები ემოციებისგან განადგურებულები აზროვნებას რომ კარგავენ. ალბათ ქეთა ეტყოდა რომ ცოტა გააზვიადა , მერე რა რომ უხამსი წინადადება მიიღო . ღიმილით უნდა ეპასუხა და გასცლოდა, რომ უფრო მეტად ჭკვიანი უნდა იყოს , მაგრამ მას არ მოსწონს ესეთი თამაშები. უბრალო გოგოა , უბრალო ოცნებებით და ამბიციებით. ბედნიერება უნდა , კარგი შეყვარებული , ოჯახი და არა ვიღაცის სათამაშოდ ყოფნა . მითუმეტეს კაცის რომელიც ასე აშკარად სთავაზობ მეძავობას და თანაც ყველას თვალწინ. არა პირდაპირ არ უთქვამს , მაგრამ რაღა უკლდა? ფულით უნდა იყიდოს მთელი მისი არსებობა . საკუთარ დასაც კი უნდა უყიდოს მეგობარი. შწურაწყოფილია , თავი ასეთ დამცირებულად აასდროს უგვრძნია. არასდროს შერცხვენია საკუთარი ისტორიის , მაგრამ ვიღაცამ მაინც ჩათვალა მის სისუსტედ მარტო ყოფნა და არაფრის ქონა . გადაწყვიტა რომ ადვილად ხელწამოსაკრავია, რომ ორ კაპიკზე გაიყიდება . -არ ვიყიდები . _სრუტუნს ამოყალა თავისთავთან მუსაიფით გაბმულმა .
-მე კი გითხარი რომ ყველა და ყველაფერი იყიდება. _ირაკლის ხმამ ისე შეაკრთო მხოლოდ მინას აეკრა და ფეხის ფაშლაც ვერ გაბედა ასადგომად. -მისმინე ნუცა ._გვერდით გაბედულად მოუჯდა და ახალდაგებულ გზას მიაშტერდა. -ჩემთვის ყველაფერა ფასი აქვს . შენთვის შეიძლება არა. ჩემთვის ყველაფერი ფულით და ძალაუფლებით წყდება , შენთვის შეიძლება სულ ერთია. იმის თქმას ვცდილობ , რომ ჩემნაირი ადამიანისგან ასეთი წინადადება არ უნდა გაგკვირვებოდა , ზუსტად ისე , როგორც მე არ მიკვირს შენი რეაქცია , მიუხედავად იმისა რომ მგონია , შენც გაქვს შენი ფასი. მე კი მიყვარს გამოცანები და გამოწვევები . _თავი დააქნია. -ჯანდაბა ნუცა , ძალიან მიყვარს და ზუსტად ასეთი გამოწვევა ხარ ჩემთვის. გესმის რის თქმას ვცდილობ.
-რომ კარგად გართობ ? _დაკარგული ხმა მოძებნა და ტირლნარევ ბგერებს თავი მოუყარა.
-ხო , ზუსტად . _გაუღიმა . -და იმის გამო ბოდიშს ვერ მოვიხდი , რაც ასე ძალიან მომწონს. რაც უფრო მეტად შემებრძოლები მით უფრო მეტად მოვინდომებ შენი ნამდვილი სახე ვნახო , რომელსაც ამ უბიწო მხიარული გოგოს უკან მალავ. რაც უფრო მეტად შეეცდები თავი ჩემგან შორს დაიჭირო , როგორც კახამ გითხრა მით უფრო მეტად ახლოს ვიქნები , რომ როცა ნიღაბს მოიხსნი წინა რიგში ვიყო . ბოდიშს ვერც იმის გამო მოგიხდი რომ მინდა ჩემთვის დაგიტოვო გემო გაგისინჯო , ყველა კაცს უნდა , ნორმალურია და სურვილში არაფერია მიუღებელი.
-არაფერია მიუღებელი ? _წამოენთო ნუცა . -ანუ ნორმალურია შენთვის , შანტაჟი და ფულით ნაყიდი მეგობრობა?
-სწორედ იმას გიხსნი რომ , ჩემთვის მიზანი ამართლებს საშუალებებს , თუმცა ნამდვილად მაქვს ბოდიში მოსახდელი , იმის გამო რომ შენი მეგობრობის ყიდვა ვცადე . ვიცი არ იყო საჭირო, ისიც ვიცი რამდენს ნიშნავ ლიკუნასთვის და ისიც რომ არავის თხოვნა არ გჭირდება და მასზე იზრუნებ. დანარჩენს არ ვნანობ და იგივე აზრზე ვრჩები, რომ ცოტა ჭკვიანი რომ იყო ჩემს წინადადებას დათანხმდები .
-ავადმყოფი ხარ . _ფეხზე წამოხტა ნუცა .
-მოიცადე . _მკლავში წაავლო ხელი. - რაღაცნაირად უნდა შევთანხმდეთ ლიკუნას გამო.
-არ მინდა შენთან შეთანხმება. _გაიბრძოლა რომ თავი გაეთავისუფლებინა .
-გინდა. _მეორე ხელიც წაავლო და მაგრად გააკავა. -ლიკას ჭირდები და შენი ძალით დატოვება , რომ მომიწიოს მაინც დაგტოვებ. _სიბრაზე მოერია კაცს . არა ბოდიში მოუხადა , 20 წუთია უხსნის მშვიდად რა უნდა მისგან , მეტი რა უნდა ქნას . -ერთადერთი მეგობარი ხარ მისი და იმ რთულ გზაზე რომელსაც იწყებს შენ ჭირდები. არც ისეთი ანგელოზი ხარ ასე რომ ტოვებ . ხედავ არაფერი შემშლია. _ირონია ვერ დამალა და ხელი შეუშვა .
-შენი დის მიტოვებას არ ვაპირებ.შენგან განსხვავებით , მეგობრობის და სიყვარულის ფასი ვიცი . _კბილებში გამოსცრა ნუცამ . სულ ერთი წინადადება თქვა და ზუსტად მოარტყა. არცერთი სანტიმეტრით არ აუცილებია .
-დასაწყისისთვის ერთი შეთანხმებაც არაა ცუდი, დამიჯერე ლილიზე უარესი უფროსი არ ვარ .
-არ მითქვამს რომ შენთან ვიმუშავებ. _ზურგი ცივად აქცია ნუცამ და გზა გააგრძელა . -მეგობრობას მუშაობა არ ჭირდება .
ნაადრევად იზეიმა გამარჯვება ირაკლიმ. სიმწრისგან კბილები დააჭირა ერთმანეთს და სცადა როგორმე რისხვა შეეკავებინა .-ნერვებს მიშლი, ნერვებს რომელიც არ მქონდა მეგონა. სწრაფი ნაბიჯით მიყვა უკან და ისევ ხელი წავლო . -მოდი აქ . ყელში ამომიხვედი . ერთი ხელი წელზე წაავლო
და წამში მოიკიდა მხარზე .
-რას აკეთებ.გამიშვი . _ჯერ ზურგზე ურტყავდა ბოლოს ფართხალი დაიწყო .
-დამივარდები . _ცდილობდა მაგრად გაეკავებინა და ორივე ხელით უჭერდა ფეხებს . სახლის ჭიშკარს რომ გაადაბიჯა , სწრაფად მოზომა თვალით სად იდო ყველაზე სქლად თოვლი და ტომარასავით მოისროლა. -აქ რჩები და ისე მოიქცევი რომ გიორგის ასი ლარი გიორგის დარჩეს . ორი სიტყვის მოსმენა მინდა შენგან , დიახ ან არა . ჩემთან იმ დღიდან იმუშავებ როცა ლიკა გადმოვა და 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი გექნება. ერთი დღე დასვენება , შეგიძლია ხელფასი და დღე თვითონ აირჩიო .
-ეეე , მე რატომ არ ვირჩევ ჩემ ხელფას? _ხელები გადაიჯვარედინა გიორგიმ და მომღიმარი დააშტერდა თოვლში ჩამუხლულ ირაკლის რომელსაც ისევ ნუცას ხელები ეჭირა.
-არა. _ ისევ გაფართხალდა ნუცა .
-შეგიძლია არა თქვა , მაგრამ იმედია იმდენი ეკონომია გააკეთე ჩემებთან მუშაობით რომ შენ მოგიწევს როცა შენი ქეთოს მშიბლების იპოთეკით დატვირთული სახლს ბანკი გაყიდის. ან დავითის სახლში მცხოვრებ 5 სულიან ოჯახი სოციალური დახმარების გარეშე დარჩება. როცა ქეთოს ცეკვის დარბაზს ავარიულობის გამო
დაკეტავენ ან როცა ლილი მამამის პენსიაზე გაუშვებს. ეს ისაა რაც ჩემით გავარკვიე თანაც ისე რომ ერთი თითიც კი არ გამინძრევია. წარმოიდგინე რამდენი ასეთი ადამიანის მოძიებას შეძლებს გიორგი რომ დავავალო?
-მანიაკი ხარ. _მთელი სხეული მოუდუნდა ნუცას , ძალა აღარ ჰქონდა ისეთი სიზუსტით ლაპარაკობდა ირაკლი , ამჯერად შიშისგან გააკანკალა და თვალები დახუჭა რომ ცრემლები შეეკავებინა . წამით გადაუარა სიბრაზემ ირაკლის , ოჰ, სძულს ცრემლები . მიხვდა ზედმეტად შორს წავიდა , ალბათ სამუდამო მონსტრის იარლიყი აირტყა ნუცას თვალში და გულმა მოუჭირა. -პირობა მარტივია, იმის თქმას ვცდილობ , რომ შენ ყველაფერს აკეთებ ჩემი საყვარელი ადამიანის გამო , მე კი ვეცდები შენს საყვარელ ადამიანებზე ვიზრუნო. _ერთი ხელი შეუშვა , გაცხელებულ ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს ცერა თითი გაუსვა და ხელი თავქვეშამოსდო . -მოდი , ადექი . სატირალი არაფერია. კარგი გარიგება კარგი მეგობრობის საწინდარია. არაფერია ამ ამბავში სატირალი , ისეთი არაფერი შემომითავაზებია რომ შენ არ გინდოდეს. _ფეხზე წამოაყენა და თოვლი ჩამოუბერტყა , ქუდიც კი საკუთარი ხელით შეუსწორა და გაფართოვებული თვალებით მიშტერებულს საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამოსდო . -დანარჩენს დრო გვიჩვენებს , რომელიც ძალიან ბევრი მაქვს. რამე მაგარს დალევდა კაცი , ერთმანეთს გაუსვა ხელები და სახლისკენ დაიძრა.
ზურგი კარგად აქცია თუ არა და თავი დაიგულა რომ არავინ უყურებდა გაღიმებული სახე შეეცვალა, რა ჯანდაბ ქნა ? რა უნდა? ახლახანს მინიმუმ 10 ადამიანს დაემუქრა , მხოლოდ იმიტომ რომ გაბრაზდა . ვეღარაფერა ვეღარ აკონტროლებს. ვერც თავს , ვერც სურვილებს . ერთს ფიქრობს და მეორეს აკეთებს და ყველაფერი ეს იმიტომ რომ ერთი კვირის გაცნობილი ატმისფერლოყება გოგო მის ნერვებზე ისე ცეკვავს , ვერც კი აანალიზებს. უყვარს ? არა სისულელეა , ასე მარტივად 19 წლისასაც კი არ უყვარდებოდა. უნდა ? უნდა , მაგრამ ისე არა რომ სხვაზე ვერ გადაიტანოს ყურადღება . ნუცა კი არა თავადაა გაამოცანა , ეშინია აღიაროს რომ საკუთარი თავისას ვერ იგებს.



№1 სტუმარი სტუმარი Wero

მადლობა ღმერთს გამოჩნდით. როგორ გელოდებოდით. სასწაული თავი იყო,შემდეგსაც ველოდები ოღონდ მალე,მალე. წარმატებები!)))

 


№2 სტუმარი ნია

სასწაული ისტორიაა მაგრამ იშვიათად დებთ გაგრძელებას. გთხოვთ არ დააგვიანოთ

 


№3  offline წევრი რუსანა

სტუმარი Wero
მადლობა ღმერთს გამოჩნდით. როგორ გელოდებოდით. სასწაული თავი იყო,შემდეგსაც ველოდები ოღონდ მალე,მალე. წარმატებები!)))

დიდი მადლობა ❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნიტა

საოცარი გოგო ხარ ❤️

 


№5  offline წევრი რუსანა

ნია
სასწაული ისტორიაა მაგრამ იშვიათად დებთ გაგრძელებას. გთხოვთ არ დააგვიანოთ
დიდი მადლობა ❤️

სტუმარი ნიტა
საოცარი გოგო ხარ ❤️

უღრმესი მადლობა ????

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

უჰააა .ისეთი მძაფრი ემოციებით სავსე ისტორიაა გამაოცე ,მიუხედავად იმისა რომ შენი წინა ისტორიები ჩემი ფავორიტია ,რატომ მგონია ,რომ ირაკლი ნუცას თქმის არ იყოს,გიგიზეც და ლევანიზეც ასე ვთქვათ მონსტრიაა.. რომელსაც არაფრისდაარავის რწმენა არა აქვს.ნუ ალბათ ეს მისი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, სიამოვნებით დაველოდები ერთი სიფრიფანა კეთიშობილი გოგონა როგორ დაამსხვრევს მის ეგოს...ნუცა რომელიც ყველანაირი ადამიანური ღირსებითა შემკული..ძალიან ძალიან კარგია..გელოდებით ახალი ემოციური ნაწილით.

 


№7 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან კარგი თავი იყო. ერთადერთი, რაც ცოტა უკმაყოფილების შეგრძნებას მიტოვებს. ის არის, რომ პერსონაჟების განვითარება დამაკლდა, რაღაცნაირად თითქოს გაიჭედე და ერთ ადგილს ტკეპნი. რათქმაუნდა ორ დღეში არ იცვლებიან ადამიანები, მაგრამ ძალიან გაგიგრძელდება ასე ისტორია. არ იფიქრო რომ წინააღმდეგი ვარ გრძელი ისტორიის უბრალოდ არ მინდა, რომ თავი დაკარგო და შუა გზაზე მიატოვო.❤️ ესე შორიდან მიყვარხარ და მოუთმენლად ველი გაგრძელებას❤️????იმედია მალე დაგვიბრუნდები ❤️

 


№8 სტუმარი Sally

ამ თავში ლუციფერად მოევლინა ეს კაცი ამ საწყალ გოგოს, კლანჭებითაა ჩაფრენილი რასაც ჰქვია, არადა მგონია ისედაც მიიღებს რაც უნდა.
ახლა ნუცამ უნდა იყოჩაღოს ^^

საოცრად გადმოსცემთ პერსონაჟების ემოციებს მაგრამ ვფიქრობ ასე დეტალურად აღწერაც ყველა კარტს გვიხსნის და ცოტა ინტრიგა არ აწყენდა სიუჟეტს, თუმცა შეიძლება უფრო მეტსაც გვიმზადებთ !

ყველა შემთხვევაში, მოუთმენლად გელით

 


№9 სტუმარი სტუმარი გვანცა

ცოტა განავითარეთ მოვლენები დიდხანს ნუ ჩერდებით ერთ ადგოლას. ძალიან ნუ გაწელავთ. ასე უფრო საინტერესოს გახდით

 


№10 სტუმარი ლილი

მალ მალე დამატეთ ახალი თავებიი რააა

 


№11  offline წევრი რუსანა

Daldoni Daldoni
უჰააა .ისეთი მძაფრი ემოციებით სავსე ისტორიაა გამაოცე ,მიუხედავად იმისა რომ შენი წინა ისტორიები ჩემი ფავორიტია ,რატომ მგონია ,რომ ირაკლი ნუცას თქმის არ იყოს,გიგიზეც და ლევანიზეც ასე ვთქვათ მონსტრიაა.. რომელსაც არაფრისდაარავის რწმენა არა აქვს.ნუ ალბათ ეს მისი მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, სიამოვნებით დაველოდები ერთი სიფრიფანა კეთიშობილი გოგონა როგორ დაამსხვრევს მის ეგოს...ნუცა რომელიც ყველანაირი ადამიანური ღირსებითა შემკული..ძალიან ძალიან კარგია..გელოდებით ახალი ემოციური ნაწილით.

დიდი მადლობა ❤️

სტუმარი ლიკა
ძალიან კარგი თავი იყო. ერთადერთი, რაც ცოტა უკმაყოფილების შეგრძნებას მიტოვებს. ის არის, რომ პერსონაჟების განვითარება დამაკლდა, რაღაცნაირად თითქოს გაიჭედე და ერთ ადგილს ტკეპნი. რათქმაუნდა ორ დღეში არ იცვლებიან ადამიანები, მაგრამ ძალიან გაგიგრძელდება ასე ისტორია. არ იფიქრო რომ წინააღმდეგი ვარ გრძელი ისტორიის უბრალოდ არ მინდა, რომ თავი დაკარგო და შუა გზაზე მიატოვო.❤️ ესე შორიდან მიყვარხარ და მოუთმენლად ველი გაგრძელებას❤️????იმედია მალე დაგვიბრუნდები ❤️

ძალიან დიდი მადლობა ❤️ ვეცდები იმედი არ გაგიცრუი და არ დავიკარგო ????

Sally
ამ თავში ლუციფერად მოევლინა ეს კაცი ამ საწყალ გოგოს, კლანჭებითაა ჩაფრენილი რასაც ჰქვია, არადა მგონია ისედაც მიიღებს რაც უნდა.
ახლა ნუცამ უნდა იყოჩაღოს ^^

საოცრად გადმოსცემთ პერსონაჟების ემოციებს მაგრამ ვფიქრობ ასე დეტალურად აღწერაც ყველა კარტს გვიხსნის და ცოტა ინტრიგა არ აწყენდა სიუჟეტს, თუმცა შეიძლება უფრო მეტსაც გვიმზადებთ !

ყველა შემთხვევაში, მოუთმენლად გელით

დიდი მადლობა ❤️

ლილი
მალ მალე დამატეთ ახალი თავებიი რააა

ვეცდები ❤️

 


№12 სტუმარი ნია

აზრი არ აქვს რამე დაწერო ან თხოვო, მაინც მაშინ დებს როცა უნდა.ჩვენი აზრი არ აინტერესებს რომ ასე ველოდებით

ასე რომ უნდა შევეგუთ და ველოდოთ

 


№13  offline წევრი penguin

აი რატომ არ ვიწყებდი კითხვაას დასრულებამდე????ისე ჩამითრიაა მოვწყდი ყველაფერს????ახლაა უნდა ველოდო მაგრამ ღირს ლოდინაად ვიციი❣️მადლობააა თქვესნ????????

 


№14  offline წევრი Annia

არ წავიკითხავ ამ და სხვა მომავალ თავებს სანამ ისტორია არ დასრულდება, თორემ შემდეგ ძააააან დიდი მოლოდინით ველი

 


№15 წევრი Tatutatu

ახალ თავს ვსაჭიროებთ რუსააა ))) გაგვახარეე.. მიყვარს შენი პერსონაჟები და რაგავაკეთო

 


№16 სტუმარი სტუმარი თამუნა

როდის დადებთ ახალ თავს ის მაინც გვითხარით ამდენი ადამიანი გელოდებით და თქვენ პასუხსაც კი არ გვწერთ

 


№17 სტუმარი სტუმარი ანა

ამ ტემპით ყოველ თავს თუ თითო თვე ველოდეთ წლები გავა თუ არ გაქვთ იმის ნებისყოფა და პასუხისმგებლობა რომ წეროთ რატომ წერთ და რატომ არაფრად აგდებთ მკითხველს ვერ ვიგებ

 


№18 სტუმარი სტუმარი ნათია

გთხოვთ დადეთ გაგრძელება❤️:(

 


№19 სტუმარი სესილი

აღარ აპირებთ გაგრძელებას? მთელი გულით გელოდებით. იქნებ ის მაინც გვითხრათ დაახლოებით როდის დადებთ ახალ თავს❤️????

 


№20 სტუმარი ლილი

გაგვახარე და სრულად დადეთ როცა დადებთ რაააა

 


№21 სტუმარი სტუმარი Wero

ძაან დამტანჯეთ(((( დადეთ ან არააა საააერთოდდდ

 


№22 სტუმარი ხათუთა

დიდი ხანი გავიდა. ხომ ჯანმრთელად ხართ? თუ კარგად ხართ, მაშინ უპასუხისმგებლო ყოფილხართ , მეტიც, უკულტურო .

 


№23 სტუმარი სტუმარი მარი

იმედია მშვიდობა გაქვთ დიდი ხანია გელოდებით. აღარ დადებთ გაგრძელებას? ეგ მაინც გვითხარით ტყუილად, რომ არ გელოდოთ. საიტზე, რომ შემოდიხართ ორი სიტყვა ვინმეს მაინც გვიპასუხეთ და გვითხარით გააგრძელებთ თუ არა

 


№24 სტუმარი სტუმარი Wero

ვახხხ,მსგავის უპასუხსმგებლობაა არსად,არმინახავს. თუარაგრძელებ ისტორიას,გვაფრთხილებენ მაინც,მაგრამ თქვენ ყველანაირად გვიკიდებთ ფეხებზე. მადლობა ნახვადმის.!!!!

 


№25 სტუმარი ნია

ან დადე სრულად ისტორია, თუ არადა შეგვეშვი. როგორმე გავძლებთ უშენოდ. გსიამოვნებს ასე რომ ჭიმავ ისტორიას და ალოდინებ ხალხს? ერთობიი. წადი რა. შეჭამა გული შტერი

 


№26 სტუმარი სტუმარი ანა

როგორც ბევრმა აღნიშნა მეც ველოდები გაგრძელებას.იმედი მაქვს კარგად გაქვთ ყველაფერი და თუ ასეა,მაშინ მწერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - მკითხველის მიმართ პატივისცემა და სიყვარული გაკლიათ ,ეს არის უპასუხისმგებლობა,საიტზე როცა შემოდიხართ შეგიძლიათ უბრალოდ,ორი სიტყვით მოიხადოთ ბოდიში და ჩვენც გვეცოდინება რატომ აღარ გრძელდება ისტორია და თქვენზე აღარ დამრჩება/დაგვრჩება ცუდი წარმოდგენა.

 


№27 სტუმარი გიული

რა კარგად წერთ,როდის გააგრძელებთ?

 


№28 სტუმარი სტუმარი Wero

2 თებერვლის მერე არშემოსულა და ხომ ა
კარგად არის?

 


№29 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან გული დამწყდა რომ აღარ გააგრძელეთ ისტორია იქნებ ხანდახან როცა თავისუფალი იქნებით მაშინ მაინც ატვირთოთ ❤️

 


№30 სტუმარი სესილი

დიდი ხანია უკვე რაც აღარ დაგიდიათ ახალი თავი მაგრამ არვიცი რატომღაც მოგეჯაჭვეთ ყოველ დღე შემოვდივარ და ვამოწმებ იქნებ დღეს მაინც დაამატოს მეთიქი. იმედი მაქვს მშვიდობა გაქვთ ამდენხანს რომ არ გამოჩნდით ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent