შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 13)


3-02-2024, 17:40
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 890

ასეთი სევდიანი და ბრაზისგან აკანკალებული ქმარი არასდროს ენახა თაკოს. ვერაფერს ხვდებოდა, თუმცა უნებურად, საყვარელი მეუღლის მდგომარეობის შემხედვარეს, ცრემლი ჩამოუგორდა.
- გთხოვ მითხარი...
- შემაცდინა თაკო... მომატყუა... - გააწყვეტინა ცოლს. რამდენიმე წამი დადუმდა და ისევ განაგრძო - ყველაფერი მარტივად ჩანდა. - უნდა გამომეყვანე და გავპარულიყავით. სამშვიდობოს გაგიყვანდი და უკან მივბრუნდებოდი... პირობა დამადებინა, თუ რაიმე აირეოდა შენ გამეყვანე და მისი დახმარება არ მეცადა. მე სულელი დავთანხმდი. დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდოდა. ის კი გრძნობდა თურმე...
- იქ ლაშა იყო... - ბორძიკით ჩაილაპარაკა გოგომ. - აქამდე როგორ ვერ მივხვდი...
- სხვას ვის შეეძლო ასე სროლა...
- ლაშა თუ იყო, იმ დამპალს როგორ ვერ მოახვედრა?
- არც უცდია.
- როგორ თუ არ უცდია?
- მე დამიტოვა... ის ჩემი ხელით უნდა მოკვდეს!
- ზვიად...
- საკუთარი თავი მძულს! გესმის?! მძულს...
- დამშვიდდი გთხოვ, შენც მისნაირად მოიქცეოდი ჩემო სიყვარულო, განა არ მოქცეულხარ?
- სულ მე ვლაპარაკობდი ძმობაზე. მის სიწმინდეზე. ის კი ღიმილით შემომხედავდა ხოლმე... ეს წლები გულში სულ ვსაყვედურობდი. გული მომდიოდა მასზე. მაგრამ არაფერი მითვამს, ან რა უნდა მეთქვა. ვფიქრობდი დაავიწყდათქო ჩვენი ძმობა. იმასაც ვფიქრობდი, მაშინ პატარა ბიჭები ვიყავით, სისხლი უფრო სრაფად გვიჩქებდა, ახლა ჩვენ ჩვენი გზა ვიპოვეთ, ის დაღვინდა მე კი ვერ გავიზარდეთქო. მაგრამ... ხედავ რა ჰქნა? როგორც ადრე... ზედმეტი სიტყვების ნაცვლად, ისევ საკუთარი სიცოცხლის გარიკვით დამანახე რა არის ნაღდი ძმობა! მე კი, ბოღმიანი და ეჭვიანი დედაკაცივით ვფიქრობდი!
- დამშვიდდი გთხოვ...
- მალე უნდა წავიდე თაკო! გამიგონე ახლა კარგად, შუა დღემდე თუ არ მოვბრუნდები...
- მობრუნდები და მე აქ დაგელოდები. - არ დაამთავრებინა ქმარს.
მზე უკვე ნახევრად ამოწვერილიყო. გულდამძიმებული ლიქოკელი მანქანიდან გადმოვიდა. სიჩუმე იდგა ნაომარ ქალაქში. სროლის ხმა არსაიდან აღარ ისმოდა. მხოლოდ ფოთლების შრიალი და უპატრონო ლეკვის წკმული თუ არღვევდა დუმილს. ცვიოდა ხმელი ხის ფოთლები ძირს. უმტკივნეულოდ გადაჰქონდათ სიცივისგან დამზრალ ტოტებს ეს ცვენა.
თაკო მანქანიდან უმზერდა მიწაზე ჩამომჯდარ, თავჩანქინდრულ მეუღლეს. გაბზარულ კედლებს ჰგავდა კაცის სხეული, სინდისის წვეთები, რომ წვეთავდა. უძრავად მჯდარი კაცი უეცრად ფეხზე წამოხდა. რამდენიმე ნაბიჯით წინ გაიჭრა. გაჩერდა. რაღაცას მიაყურადა.
- რა მოხდა? - მიუახლოვდა მეუღლე.
- მოიცა! - ხელის აწევით შეაჩერა ზვიადმა
რამდენიმე წამში ფრინველის საამური გალობა გაისმა. სტვენა პერიოდულად წყდებოდა. ყოველ გამეორება კი უფრო და უფრო ახლოდან მოდიოდა.
- გემის?
- რა?
- სტვენა გესმის? - იკითხა ჩურჩულით
- ჰო.
- ვიფიქრე ხომ არ მეჩვენებათქო. - ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
- მოიცა, ეს ის სტვენაა? - თვალები გაუფართოვდა გოგოს.
ზვიადმა არაფერი უპასუხა. კვლავ მიწაზე ჩამოჯდა, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა. გაუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- ზვიად ის არის?! - მის წინ ჩაიმუხლა დაბნეული გოგო.
ქმარმა თავი უხმოდ დაუქნია.
- მიესალმე შენი ბავშვობის მეგობარს! - ჩაილაპრაკა ლიქოკელმა და ცოლს თვალების მოძრაობით მიანიშა მის წინ, ნელი ნაბიჯით მომავალ ლაშა არაბულზე.
თაკო ფეხზე სწრაფად წამოიჭრა. სწრაფად მიტრიალდა, ფერდობიდან ლაშასკენ დაეშვა და მაშინვე ჩაეხუტა.
- ძნელო... - მტკივნეული ღიმილით ამოთქვა ბიჭმა.
- რამდენი წელია ასე აღარ დაგიძახია, დეგენერატო.
- შენ კი დეგენერატი აღარ დაგიძახია.
- აბაა. - ბედნიერების ცრემლები მოსძალებოდა თაკოს. ერთი კიდევ შეხედა, თმები, ბავშვობაში რომ იცოდნენ, სწრაფად აუჩეჩა და ისევ ძლიერად ჩაეხუტა.
- კარგი გამიშვი, ნუ გამგუდავ ახლა.
- რამე ხომ არ იტკინე?
- არაფერი ისეთი, ბევრი ვირბინე. შენი ქმარი გაბუტულია? - ჩურჩულით ჰკითხა ლაშამ და ბალახზე მჯდომარე, თავჩანქინდრულ ძმადნაფიცს კიდევ ერთხელ გახედა.
- არა, რატომ?
- ვიცი მაგის ხასიათი... წამო მივიდეთ.
გახარებული გოგო მეუღლისკენ გაქანდა. ლაშა კი მძიმედ მიუყვებოდა ფერდობს. ზვიადის მახვილ თვალს მისი მოძრაობა არ გამოჰპარვია. გულმა ცუდი უგრძნო. ფეხზე წამოიჭრა. მანქანას მივარდა. საბარგულში სამედიცინო ყუთი მოძებნა. მიდორზე გადმოდო. მის წინ ჩაიმუხლა და სწრაფად გახსნა.
- ეგ რაში გჭრიდება? - თავს წამოადგა თაკო.
- დაჭრილია!
- რაა?
- ხელებზე დაიხედე!
თაკომ ახლაღა შენიშნა, ხელის მტევნები სისხლში ჰქონდა მოსვრილი. საკუთარი სისხლი არ იყო. აღტაცებისა და სიხარულისგან იმდენად იყო გაბრუებული, რომ მეგობრის ჭრილობა, ვერ მისი ჭრილობიდან ნადენი სისხლით მოსვრილი ხელები ვერ შეემჩნია.
- ვაიმე! - აღმოხდა გოგოს.
- ზვიად ლიქოკელის ცოლს სისხლის არ უნდა ეშინოდეს. - მტკივნეული ღიმილით ჩაილაპარაკა მოახლოვებულმა ლაშამ. ჩამუხლულ ზვიადთან მივიდა და მის წინ მძიმედ ჩამოჯდა.
- დაწექი. - თავის მოუბრუნებლად ჩაილაპარაკა ზვიადმა, რომელსაც საჭირო სამედიცინო ნივთები უკვე მომაზადებული ჰქონდა.
ქურთუკი მოუღეღა. თერმული მაისური მაკრატლით ფრთხილად გაუჭრა და ჭრილობის ადგილს დახედა. ჩანდა ლაშას თავად ეცადა ჭრილობის დამუშავება. წებოვანი საფენი ელასტიური ბინტით შეეკრა. თუმცა ბინტიც და სახვევიც ნახევრად ამძვრალიყო და მუცლის ღრუ მთლიანად სისხლით ჰქონდა მოსვრილი. ამის დანახვაზე ზვიადს წამიერად თავზარი დაეცა, მაგრამ როცა სახვევები ნელნელა მოხსნა, ჭრილობა და სისხლიანი სხეული სპირტით გაუწმინდა შვებით ამოისუნთქა. გამოჩნდა რომ მხოლოდ ერთი, გამავალი ჭრილობა ჰქონდა. მცირე ხანს შეათვალიერა. მალევე მიხვდა, ტყვია შინაგან ორგანოებს არ შეეხებოდა.
- ისევ იქ მოუხვედრებიათ ბიჭო. - ცხინვალის მსუბუქი ჭრილობა შეახსენა ძმადნაფიცს.
- ჰო, გამეცინა რომ დავხედე. ზუსტად იმ შრამთან გაიარა.
- ძაან გაგიმართლა. საერთოდ არაფერს შეხებია ტყვია. - ჩურჩულებდა ზვიადი და ახალ სახვევს ადებდა.
- ახალბედებს უმართლებთ. - გაიღიმა არაბულმა.
- უკბილოდ ხუმრობ. შენ მართლა არაფერი დაგვიწყებია. ისევ ის ჰოლანდიელი ხარ!
- კომპლიმენტად მივიღებ.
- ბევრი სისხლს დაკარგავდი. თავბრუ ხომ არ გეხვევა? - სახვევის დადებას მორჩა ზვიადი.
- ამის დრო არ არის ძმაო. უნდა ვილაპარაკოთ. ვფიქრობ დავუსხლტი, მაგრამ შეიძლება ისევ კვალში ჩამიდგნენ.
- კითხვაზე მიპასუხე გთხოვ. თავბრუ გეხვევა?
- დამშვიდდი, არაფერია.
- არ უნდა გერბინა ლაშა. ტყეში, სადმე დამალულიყავი დროებით. როცა კვალი აერეოდათ, მერე ნელნელა წამოსულიყავი ჩვენსკენ. სირბილის გამო გაგეხსნა სახვევები, ბევრ სისხლს დაკარგავდი.
- სხვა გზა არ მქონდა... თავიდან მარტივად გამოვიპარე. სამშვიდობოს ვიყავი. შორიდან ვუთვალთვალებდი.
- მერე?
- თითქმის ყველა შენი მიმართულებით წამოვიდა.
- როგორ მიხვდენენ სად ვიყავი?
- არ მგონია შენი ადგილსამყოფელი სცოდნოდათ. მაგრამ თუ სიახლოვეს გაივლიდნენ შეიძლება შეემჩნიეთ.
- და ყურადღება შენზე გადაატანინე...
- ჰო.
- მაგ დროს დაგჭრეს?
პასუხის ნიშნად თავი უხმოდ დაუქნია.
- სხვა გზა მართლა არ მქონდა. უნდა შევემჩნიე და ჩემსკენ წამოსულიყვნენ. ერთ-ერთ მანქანას ვესროლე. ლოკაცია განზრახ არ შევიცვალე. გაჩერებული მანქანებისთვის კიდევ უნდა მესროლა, რომ შევემჩნიე. მაგრამ მათმა სნაიპერმა დამასწრო.
- დაგასწრო? - გაოცდა ზვიადი.
- უყურადღებოდ მოვიქეცი. მეგონა მათთან ერთად იქნებოდა. სხვა ადგილიდან მზვერავდა თურმე. დარწმუნებული ვარ, მანამდეც იცოდა სად ვიყავი.
- რატომ მანამდე არ გესროლა?
- აი მაგას ვერაფრით ვხდები...
- წავიდეთ ბიჭებო. გეხვეწებით დროზე წავიდეთ. - მუდარის ტონით ჩაეთო გოგო.
- მართალს იძახის. დროულად უნდა წავიდეთ სანამ ჩემს ცრუ კვალზე დგანან. თაკო გავიყვანოთ და მერე როგორც შენ იტყვი ისე იქნება. - შეხედა ძმადნაფიცს ლაშამ.
- მოიცათ თქვენ რა, ისევ აქეთ მობრუნებას აპირებთ?! ვერ ხედავთ რამდენნი არიან? როგორ უდრეკად არიან?!
- ჰკითხე აბა შენს ქმარს, უდრეკ საგნებს რა შეიძლება დაემართოს?
- რა ემართებათ? - ახლა ზვიადს გახედა გაკვირვებულმა თაკომ.
- იმსხვრევიან! - მტკიცედ ჩაიპარაკა ზვიადმა და ფეხზე წამოდგა. თაკოს ანიშნა საჭესთან დამჯდარიყო. სამედიცინო ნივთები წამოკრიბა და საბარგულში მოათავსა. შემდეგ ლაშას დასახმარებლად ხელი გაუწოდა. ნელნელა წამოაყენა და მანქანისკენ წაიყვანა. ის ის იყო უკანა სავარძელზე მოათავსა, რომ ლაშამ მოულოდნელად გონება დაკარგა.
- ლაშა! ლაშა! - რამდენჯერმა ჩასძახა ზვიადმა, თუმცა უშედეგოდ.
სასწრაფოდ რუკა მოიმარჯვა. თაკოს გვერდით სავარძელზე მიუჯდა. მიმართულება მიუთითა და ანიშნა დაძრულიყო.
- ბოლომდე მიაწექი და რაც არ უნდა მოხდეს არ გაჩერდე.
მანქანა ადგილს მოსწყდა და გეზი აღმოსავლეთისკენ აიღო.
- ბევრი სისხლი დაკარგა. აქაურობას უნდა მოვშორდეთ და საავადმყოფო ვნახოთ.
- სისხლის გადასხმა სჭირდება?
- ჰო.
ზვიადი, თითქმის ყოველ წუთს უკანა ხედვის სარკისკენ იმზირებოდა. დიდი დრო არ იყო გასული, რომ ავი წინათგრძნობა აუხდა. შავი, ნაცნობი ჯიპები სწრაფი სვლით მათკენ მიიწევდნენ. ქამარში პისტოლეტი მოსინჯა. ავტომატი და სათადარიგო მჭიდი მოიმარჯვა. მერე კი უკანა სავარძლისკენ გადაიხარა და ლაშას შაშხანას დასწვდა.
- თაკო!
- ზვიად! - ავისმომასწავლებლად ჩაესმა ავტომატის ჩხაკუნი გოგოს. - რა ხდება?
- მოგვდევენ.
- რა უნდა ვქნათ?
- როცა გეტყვი გააჩერებ. მე ჩავალ და სწრაფად გააგრძელებ გზას!
- ზვიად...
- ნუ მაწყვეტინებ გთხოვ, ამის დრო არ არის. ასე რომ არ მოვიქცე ყველა დავიღუპებით.
- კარგი...
- აღმოსავლეთისკენ იარე. არსად გაჩერდე. როგორც კი შედარებით მშვიდ ქალაქში ან სოფელში შეხვალ საავადმყოფო იკითხე. თუნდაც რაიმე საველე ჰოსპიტალი იყოს. როცა მიხვალ შენი და ლაშას პისტოლეტები სადმე მანქანაში დამალე. ექიმებს უთხარი, რომ ბევრი სისხლი დაკარგა და გადასხმა სჭირდება. პირველი დადებითის. არ დაგავიწყდეს, პირველი დადებითი.
- კარგი.
- ლაშას ქურთუკში ექნება სომხური პასპორტი. ექიმებს აჩვენე, სომხეთის მოქალაქეათქო. რაიმე მოატყუე. მნიშვნელოვანი ადამიანიათქო. ასე უფრო დროულად მიხედავენ. - ყველა დავალებას ერთი ამოსუნთქვით აძლევდა მეუღლეს. უკანა ხედვის სარკეს კი თვალს არ აშორებდა.
მანქანები უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ. ცოტაც და სასროლ მანძილამდე მოვიდოდნენ.
- ყველაფერი გასაგებია?
- კი.
- გააჩერე!
მანქანა საბურავებით ჭრიალით გაჩერდა თუ არა, იარაღ ასხმული ზვიადი მანქანიდან გადახტა.
- წადი. დროზე წადი! - ნერვიული ტონით მიმართა ცოლს.
- მიყვარხარ... - ცრემლიანი თვალები შეანათა გოგომ.
- თაკო! - ყვირილზე გადავიდა ზვიადი. - დროზე!
გოგომ ცრემლები მოიწმინდა და მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა.
„მეც მიყვარხარ“ - თავისთვის ჩაილაპარაკა ზვიადმა. გზის განაპირას გადაირბინა. მოზრდილ ხეს მიეყრდნო და ძმადნაფიცის შაშხანა მომართა.



№1 სტუმარი One

Ra vqnat axla chven?))
Daviwyot kalendarze dgheebis monishvna:)
Rogor uceb sruldeba da ar gvyopnis))
Gadaval isev molodinis rejimze))
Bednieri da muzebis weli tqven))

 


№2 სტუმარი სტუმარი ხატია

როგორ გამიხარდა ამ ისტორიის დაბრუნება. მეგონა შეწყვიტე წერა და გული მწყდებოდა. გთხოვ არ შეწყვიტო და ბოლომდე მიიყვანე. წარმატებებს გისურვებ. ახალი თავი ძალიან არ დაგვიგვიანო. გახსოვდეს ჩვენ ერთგული მკითხველები სულ მოუთმენლად გელით.

 


№3 სტუმარი სტუმარი ელზა

როგორც ყოველთვის ინტრიგა შენარჩუნებულია და მომდევნო თავამდე არ გვაძლევ მოდუნების საშუალებას.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინი

მალე გააგრძელეთ♥️♥️♥️♥️

 


№5  offline წევრი ვიპნი

ვახ რა სიურპრიზია :)

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

სიურპრიზები ბევრი გველოდება მგონი მაგრამ რატომ ვნერვიულობ ხომ არ იცით.როდ7ს წავიკითხავ შემდეგ თავს ვაიმე შოკში ჩამაგდო ამ სამა რა იყო ეს რომ არ მინდა ამ სამს რამე მოუვიდეს...ცუდია ლოდინი ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️❤️♥️????

 


№7 სტუმარი სტუმარი Nikoloz

დღეს დავიწყე და მაგრად მომწონს

 


№8 სტუმარი სტუმარი იაკო

ძალიან მომეწონა, თან ისეთს შეეხე
რეალურ ცხოვრებაშიც არ გვაწყენდა
ასეთი პერსონაჟები..
არ,, მოკლა,, ზვიადი გთხოვ ☺️
ველოდებით გაგრძელებას, წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent