შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გერგეთისკენ მიმავალნი 2 (თავი 14)


19-02-2024, 16:19
ავტორი ჰოლანდიელი
ნანახია 836

გოგომ ცრემლები მოიწმინდა და მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა.
„მეც მიყვარხარ“ - თავისთვის ჩაილაპარაკა ზვიადმა. გზის განაპირას გადაირბინა. მოზრდილ ხეს მიეყრდნო და ძმადნაფიცის შაშხანა მომართა. მიზანი მხოლოდ ერთი იყო, მანქანების შეჩერება. სხვა დანარჩენზე არ ადარდებდა.
უცნაურად ელფერი დაჰკრავდა ზვიად ლიქოკელს. რაღაც ამოუცნობი გრძნობა შიგნიდან ათბობდა და ღიმილის ჰგვრიდა. ბედნიერების ღიმილს. ბედნიერება ხომ გონების მდგომარეობაა. ეს არ არის ის, რისი ყიდვა ან იძულებაც შეიძლება საკუთარი თავისთვის. ეს არის არჩევანი, რომელიც პერიოდულად უწევს ადამიანს, რათა იპოვოს სიხარული ცხოვრების აღმავლობებსა და ვარდნაში.
ღმერთს გულში მადლობას სწირავდა. ორი საყვარელი ადამიანი სამშვიდობოს გაუშვა. სწორედ ასეთ სიკვდილზე თუ იოცნებობდა როდისმე. საყვარელი ადამიანებისთვის სიკვდილზე. „ღმერთო, თუ სიბერემდე სიცოცხლე არ მიწერია, სჯობს ეს ახლა იყოს“ – პირჯვარი გამოისახა ზვიადმა. მერე კი პირველი მანქანის სასროლ მანძილამდე მოახლოების წამებს დათვლა დაიწყო.
საბურავებისთვის სროლა არც უფიქრია. პირდაპირ მძღოლი ამოიღო მიზანში. პირველი გასროლა უშედეგო გამოდგა. ვერც მეორე მოხვდა სამიზნეს, მხოლოდ საქარე მინის კუთხეში გაიარა ტყვიამ. მესამე გასროლამ კი ყვრიმალის ძვალი შეუნგრია მძღოლს. ავტომობილმა წონასწორობა დაკარგა. სავალი გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მეორე ავტომობილი, რომელიც უკან მოჰყვებოდა სასწრაფოდ გაჩერდა. ოთხი შეიარაღებული ადამიანი სწრაფად გადმოხტა მანქანიდან და ტყეში შევარდა. „სულელები“ - გაიფიქრა ზვიადმა. ორიოდე წუთი კიდევ ჰქონდა. სამიზნეში ნაავარიები მანქანა შეათვალიერა. მგზავრები უგონო მდგომარეობაში იყვნენ. სანამ გონს მოვიდოდნენ და მანქანიდან გადმოვიდოდნენ მანამდე უნდა გაენადგურებინა. სამწუხაროდ ბენზინის ავზი საწინააღმდეგო მხარეს იყო. გასროლით მის აფეთქებას ვერ შეძლებდა. მოწყვეტით გაქანდა, ჟილეტზე მიმაგრებული ხელყუმბარა იძრო და მანქანაში შეაგდო. უკან გამოიქცა, დარჩენილი იარაღები აკრიფა. ორიოდე ნაბიჯი და მტრის ნასროლმა ბარძაყი გაუკაწრა. სახე წამიერად დაემანჭა. კბილები გააჭრიალა და სხვლას აუჩქარა. მტრის მიმართულებით გარბოდა და ავტომატიდან უწყვეტად ისროდა. რამდენიმე მეტრით მარჯვნინ გადაუხვია. უზარმაზარი ხის ფესვებს მიეყრდნო, იარაღს მჭიდი შეუცვალა და ბოლო ხმაზე დაიღრიალა.
- თქვენი თანამებრძოლების ნაფლეთები გზაზე ყრია. თუ სიცოცხლე არ მოგბეზრებიათ წადით, თორემ მათ ბედს გაიზიარებთ!
პასუხად მხოლოდ უმისამართო სროლად მიიღო. ჩანდა მისი სამალავი ვერ შენიშნეს. რამდენიმე ავტომატი ერდროულად ისროდა. შორს არ უნდა ყოფილიყვნენ. ზვიადის ვარაუდით ორმოცამდე მეტრში თუ იქნებოდნენ. მოცდა არ ივარგებდა. თუ შეტევაზე გადმოვიდოდნენ მერე უფრო გაუჭირდებოდა. ხის გამხმარ ნაჭერს დასწვდა. კვალის ასარევად, მოწყვეტით ისროლა მეორე მხარეს. ხმაურზე ავტომატები კვლავ აკაკანდნენ, ახლა უკვე იმ მიმართულებით სადაც ზვიადის ნასროლი ხის ხის ნაწერი დაეცა. სწორედ ამას ელოდა. ხმაურით ისარგებლა. მოწყვეტით გაქანდა, ერთი წუთიც არ იყო გასული რომ მტერს ზურგს უკან მოექცა. ოციოდე მეტრში ხელის გულივით მოჩანდა ოთხი გამოუცდელი მებრძოლი. სროლა შეეწყვიტათ. ხეებს ამოფარებულები მონაცვლეობით აპარებნენ თვალს ადგილისკენ, სადაც მტერი ეგულებოდათ. ზვიადმა ხელყუმბარას დამცავის მოხსნა, „მე გაგაფრთხილეთ“ - ჩაილაპარაკა და მებრძოლებისკენ ისროლა. როგორც კი ყუმბარა აფეთქდა, მაშინვე მათთან მიირბინა. სამ კაცს სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. მხოლოდ ერთი გადარჩენილიყო. ყუმბარის ნამხვრევებს მხოლოდ კიდურები დაეზიანებინა.
- გევედრები ნუ მომკლავ, სამი შვილი მყავს... - აღმოხდა სომეხს.
- მანქანის გასაღები! - წარბშეუხრელად ჩაილაპარაკა ზვიადმა.
- ნუ მომკლავ...
- გასაღებითქო!
- მანქანაში დავტოვეთ... ნუ მომკლავს. - კვლავ აგრძელებდა დაჭრილი.
- არ ხარ ღირსი?!
- მე არა... მე არაფერ შუაში ვარ. მე მხოლოდ გრიგორიანების დავალებას ვასრულებდი.
ზვიადმა თავი
- გიფიქრია სიკვდილზე? - გამომცდელად ჰკითხა ზვიადმა და მის წინ მძიმედ ჩამოჯდა.
- მიფიქრია. - მიიღო პასუხი.
- როგორ?
- არ ვიცი, მიფიქრია.
- გწამს ღმერთის? - მოღეღილ ყელზე დაკიდებული ჯვარი შენიშნა ზვიადმა.
- კი.
- დამიჯერე, უფლის წინაშე რომ წარსდგები, ვერ ეტყვი სხვის დავალებას ვასრულებდიო. ჩემს დროს ღირსება არ ფასდებოდა. ამით ვერ გაიმართლებ თავს. არ იქნება საკმარისი დამიჯერე.
- მომკლავ?
ზვიადი მძიმედ წამოდგა. ბევრი დრო არ ჰქონდა. როგორმე თაკოს უნდა დასწეოდა. მიმოფანტული იარაღები სწრაფად მოაგროვა, აისხა და პასუხად ყრუდ ჩაილაპარაკა.
- არ მოგკლავ... ოღონდ ეცადე შენ სიცოცხლეს ფასი ჰქონდეს.
***
ქალაქ შუშას შუაგულში, უზარმაზარი ტენტით გადაფარებულ სივრცეში ლაშა არაბული გონს მოდიოდა. დაჭრილი ჯარისკაცების კვნესამ ღრმად მივიწყებული მოგონებები გაუღვივა. ძველებური, საკეცი საქოლიდან მძიმედ წამოჯდა და იქაურობას თვალი მოავლო. „საველე ჰოსპიტალში ვარ“ - გაიფიქრა. გონს მოსული პაციენტის დანახვაზე ერთ-ერთი მედდა, ადგილს მოსწყდა და სწრაფი ნაბიჯით მაშინვე მასთან გაჩნდა.
მაღალი, სუსტი აღნაგობის, შავრგვრემანი გოგონა სასთუმალთან ჩამოჯდა. სამედიცინო ზეწარი ჩამოუწია და ჭრილობის სახვევი კიდევ შეუმოწმა. პაციენტის დაკუნთული სხულის კიდევ ერთხელ დანახვაზე გოგონას წამით სუნთქვა შეეკრა. გონს მალევე მოეგო, ლამაზი, ციმციმა თვალები შეანათა და რუსულად, მორიდებულად ჩაილაპარაკა.
- მთელი სხეული ნაიარევებით გაქვთ სავსე...
პასუხად მხოლოდ მსუბუქი ღიმილი მიიღო.
- თავს როგორ გრძნობთ ბატონო გევორქ? - განაგრძო მედდამ.
- მმმ... კარგად.
- მთელი ღამეა თქვენს გონს მოსვლას ველოდები. მიხარია, რომ კარგად ხართ.
- მადლობა...
- არაამქვეყნიური სილამაზის პატრონი, ძალიან კეთილიც ყოფილხართ.
- მადლობა. - მორცხვად ჩაილაპარაკა გოგომ. - საშიში აღარაფერი უნდა იყოს. უბრალოდ ბევრი სისხლი დაკარგეთ. ჭრილობაზე ახალი სახვევი დაგადე, სისხლიც გადაგიხსი. მალე უკეთ იგრძნობთ თავს და წახვალთ. მეც დამიმთავრდა აქ ყოფნის დრო. ერევანში, უნივერსიტეტში უნდა დავბრუნდე.
- სტუდენტი ხარ?
- დოქტორანტი, წელს ვამთავრებ.
- ახლა რა დროა? რამდენი ხანია ასე ვარ?
- ახლა დილაა. აქ გუშინ მოგიყვანეს.
- ვინ მომიყვანა?
- ქალმა. ძალიან შეშინებული იყო. პანიკურად ყვიროდა, სასწრაფოდ სისხლი გადაუსხითო. მაგრამ სისხლის მარაგი ამოწურული გვქონდა. ერევნიდან ველოდებოდით ახალ მარაგს... ხომ ხედავ რამდენი პაციენტი გვყავს? - თავის მოძრაობით ანიშნა სხვა დაჭრილებზე.
- ის ქალი სად არის?
- ბედად, ორიოდე საათში მისი მეუღლე გამოჩნდა. მითხრა, რომ თქვენი მეგობარი იყო. ფეხში მსუბუქად იყო დაჭრილი. საერთო სისხლის ჯგუფი გქონდათ და მან გადაგისხა. საბრალო, იმდენი სისხლი აგვაღებინა თავადაც ძლივს გავიდა აქედან. მერე კი შენი პერსონალური მეთვალყურეობის საფასურად, ასევე ჩუმად ყოფნისთვისაც, კარგ გასამრჯელოს დამპირდა. მაგრამ... - გოგონა წამით დადუმდა.
- რა მაგრამ?
- არ მინდა არაფრის გადახდა.
- რატომ?
- არ მინდა იფიქროთ, რომ ასე პერსონალურად ჯილდოს გამო გიპატრონეთ.
- მაშ რატომ?
- არ დაგიმალავთ. თავდაპირველად სწორედ ეს იყო მიზეზი, თუმცა ახლა მინდა ასე არ იფიქროთ. მაინც არ ავიღებ არანაირ ჯილდოს...
- ვერაფერი გავიგე. - მეამიტი სახე მიიღო ლაშამ.
- დაივიწყეთ გთხოვთ. ნუ მომაქცევთ ყურადღებას, სისულელეებს ვროშავ. - ჩაილაპარაკა დაბნეულად.
- კარგი.- გაიღიმა ლაშამ. - შენ ის მითხარი, როგორ გამოიყურებოდა კაცი, რომელმაც სისხლი გადამისხა?
- აქვეა, შორიახლოს. მითხრა გონს როცა მოხვიდოდი მასთან მიმეყვანეთ.
- რა ვიცი, რომ არ მატყუებ? - გამომცდელად შეხედა ლაშამ.
- უცნაურია... - გაიღიმა მედდამ. - თუ არ დამიჯერებდი მითხრა გადმომეცა, რომ თქვენ კვლავ გააჭენებთ გერგეთისკენ.
- გასაგებია, ახლავე წავიდეთ.
- ასე ვერ გავალთ. ცოტა ხანს მოვიცადოთ, როგორც კი ექიმი თვალს მოეფარება, დავიძრათ. მანამდე კი, აი შენი ტანსაცმელი, ეცადე შეუმჩნევლად ჩაიცვა.
დაწოლილს ორიოდე წუთი დასჭირდა ტანსაცმლის ჩასაცმელად. მთავარი ექიმი კვლავ შორიახლოს ტრიალებდა.
- რა გვქია?
- ტაისია.
- ტაისია... ტაისია... უცნაური სახელია.
- არ მოგწონს?
- მომწონს.
- თქვენ რა გქვიათ?
- გევორქ ასატრიანი. წეღან ხომ სახელით მომმართე?
- დიახ... მაპატიეთ. - კვლავ დაიმორცხვა გოგომ.
- რა ლამაზი ხარ... - მოულოდნელად ქართულად ჩაილაპარაკა ლაშამ და გოგოს რეაქციას შეფარვით დააკვირდა. ტაისიას სახეზე აღბეჭდილმა აღტაცებამ ადვილად მიახვედრა, რომ მას ქართული ესმოდა.
- ესეიგი ტაისია ხომ?
- არასდროს გსმენია? როგორც ვიცი საქართველოშიც ბევრს ჰქვია ასე...
- რა შუაშია საქარველო?
- ვიცი რომ ქართველი ხარ...
- ჰოო?
- ქართულ ენაზე ბოდავდი.
- საუბრობ ქართულად?
- სულელი არ ვარ, მივხვდი რატომაც ჩაილაპარაკე „რა ლამაზი ხარო“.
- არაამქვეყნიუირად ლამაზი... კეთილი... ახლა უკვე ვხვდები, რომ ჭკვიანიც გოგოც ყოფილხარ.
- საქართველოში გავიზარდე. - უაქცენტო ქართულით გააწყვეტინა გოგომ. - სკოლის შემდეგ ერევანში გადმოვედით საცხოვრებლად.
- რატომ ქართულად არ დამელაპარაკე? თუკი იცოდი რომ ქართველი ვარ.
- შემეშინდა... არ მინდოდა გცდონოდათ ჩემი ეჭვების შესახებ...
- რა ეჭვების.
- ყველაფერს მოგიყვებით. ოღონდ დამიჯერეთ, დედას გეფიცებით არავის არაფერს ვეტყვი. - დაიჩურჩულა თავჩახილმა.
- გუშინ სანამ თქვენ მოგიყვანდნენ, გრიგორიანების ავაზაკები მოგვიცვივდნენ. ქართველ დაჭრილს ეძებნენ. მერე ჭორად გავარდა, ორ ქართველს მათი ბევრი ხალხი დაუხოცავთო.
- რატომ?
- ერთ-ერთი ცოლი მოუტაციათ და მათ კი შური იძიესო. ამ ქართველებს გოგო გამოუხსნიათ და ბევრი სისხლი დაუღვრიათ. გააფთრებულები გინებით შემოცვიდნენ, ყველა პაციენტს ამოწმებდნენ, რომ ვერაფერი ნახეს უკან წავიდნენ, ალბათ სხვა საავადმყოფოების შესამოწმებლად.
- და გგონია რომ ის ორი ქართველი მე და ჩემი მეგობარი ვართ?
- დიახ. როცა თქვენ ნაირევებს შევხედე მივხდი, მხოლოდ თვენ და თვენნაირ ადამიანს თუ შეეძლო გრიგორიანების წინააღმდეგ წასვლა.
- კომპლიმენტად მივიღებ...
- მაპატიეთ, რომ თავს ვიკატუნებდი, უბრალოდ მეშინოდა.
- ახლა აღარ გეშინია?
- აღარ...მერე მივხვდი, რომ ადამიანები ვინც ქალის გამო მთელ არმიას შეერკინებიან, არ არსებობს სხვა ქალს რაიმე დაუშავონ.
- კარგი ტაისია, დროა წავიდეთ. - დაიჩურჩულა ლაშამ და გოგოს თვალით ანიშნა, ექიმი აღარსად ჩანდა.



№1 სტუმარი სტუმარი ელზა

არასოდეს არ მყოფნის ეს ნაწარმოები. ძალიან პატარაა. მაგრამ საოცრად საინტერესო.

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მათალი ხართ ერთი ამოსუნთქვით იკითხება და მერე არ მყოფნის...ძალიან კიარგო თავი იყო მომეწონა და გამიხარდა ცოცხლები რომ გადარჩნენ,ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️❤️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინი

ყოველდღე ვეძებ გაგრძელებას გთხოვთ ნუ გვალოდინებთ♥️❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი ვიპნი

კარგია,გადავრჩით საიტიდან მოთხრობის წაშლას. ჰოლანდიელო იქნებ ცოტ გაზარდო თავების სიდიდე,დარწმუნებული ვარ უფრო მეტი გექნება დაწერილი ????

 


№5 სტუმარი სტუმარი ხატია

როგორც იქნა ვიხილე. ერთი წამით ვერ ვწყვეტ თვალს რომ ვიწყებ. სრასდროს მყოფნის.... მალე ახალსაც ველოდები.. წარმატებები...

 


№6 სტუმარი ნინო 123

ძალიან დაგვიანებაით წერთ, მაგრამ კარგად წერთ. ველოდები

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

"ჰოლანდიელო"ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები,გთხოვთ მალ-მალე შემოგვაშველოთ ახალი თავები????აღარ გვყოფნის????????

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

[quote=სტუმარი ნანა]"ჰოლანდიელო"ძალიან მომწონს თქვენი ისტორიები,გთხოვთ მალ-მალე შემოგვაშველოთ ახალი თავები.აღარ გვყოფნის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent