შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სუნთქვა 3 თავი


20-02-2024, 23:59
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 809

არც შეუხედავს მანქანისთვის, ისედაც მიხვდა ვინ იქნებოდა და მობეზრებულმა გადაატრიალა თვალები მერე კი გზა გააგრძელა და საავადმყოფოს ეზოდან გავიდა. მანქანაში მჯდომმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და რომ იტყვიან „კუს ნაბიჯებით“ გაყვა უკან. დაასიგნალა, მაგრამ გიორგობიანს, რომ რეაგირება არ ჰქონდა ნერვებმა უმტყუნა და საჩქაროდ გადაიყვანა მანქანა სავალი ნაწილიდან.
- ღმერთო ისევ საშინლად ჯიუტი ხარ - გულზე გადაიჯვარედინა ხელები და ღრმად ამოისუნთქა.
- დღეს უკვე მეორედ მეუბნები მაგ სიტყვებს - თვალები აატრიალა და შებრუნდა, რომ წასულიყო.
- ლუნა - ცოტა ხმამაღლა წამოიძახა ქალის სახელი, რის გამოც გიორგობიანი იმ წამსვე გაჩერდა - მე წაგიყვან - დაეჭვებით, რიდით თქვა, ისე თითქოს წინასწარ იცოდა, რა პასუხსაც მიიღებდა.
- ცდა ბედის მონახევრეაო? - ოდნავ წინ გადაიხარა გულზე ხელებ გადაჯვარედინებული, ტუჩები მოკუმა და წარბები აზიდა.
- კი ცდა ბედის მონახევრეა - ჩაეცინა გამსახურდიას - კესო როგორ არის? - ისე სწრაფად შეცვალა თემა ლუნას დრო დასჭირდა გაასაზრებლად.
- კარგადაა, მამამისთან დარჩა - გაეღიმა. მართლა გულწრფელად გაეღიმა და დემეტრე მიხვდა, როგორ აუკანკალდა და აეწვა ჯინსის ჯიბეებში ჩაწყობილი ხელები, არა იმიტომ რომ შეხება უნდოდა, იმიტომ რომ უნდოდა მისი ღიმილი სამუდამოდ დამახსოვრებოდა, ფოტოს გადაღების სურვილით ეწვოდა თითები.
- კარგია, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ - წარბები შეკრა. ისე მოულოდნელად გადავიდა ამ თემაზე მხოლოდ მაშინ მიხვდა ხასიათი, რომ წაუხდა და ბრაზმა მთლიანად მოიცვა.
- მადლობა. - დაძაბულობისგან ვეღარ გაიგო რა ექნა და ფეხი მოინაცვლა - მე წავალ. - შებრუნდა და უნდა წასულიყო მაჯაზე, რომ იგრძნო თბილი თითების შემოხვევა. იმდენად თბილი იყო გამსახურდიას თითები, იმდენად თბილი, რომ ეგონა მაჯაზე ცეცხლი ეკიდა და სასწრაფოდ ეცადა ხელის განთავისუფლებას.
- გითხრი მე წაგიყვანთქო - ნაწყენმა ამოილაპარაკა არ მოეწონა პირველად ნათქვამი, რომ ხუმრობაში ჩამოართვეს და უფრო მეტი სერიოზულობით თქვა ახლა. - ცდა ბედის მონახევრეა, მაგრამ ამ შემთხვევაში მინდა, რომ ცდამ უეჭველად გაამართლოს და ახლა ჩემს მანქანაში ჩაჯდე. - ისეთი დარწმუნებული იყო საკუთარ თავში და იმაში, რომ რამდენიმე წამში ლუნას თავის მანქანაში ნახავდა იოტის ოდენა ეჭვიც არ ეპარებოდა.
- მადლობა, ტაქსის გამოვიძახებ - ეცადა ზრდილობიანად მოეშორებინა. მაინც რანაირი დღეები უთენდება, რა ცოდვა ჩაიდინა ასეთი დილიდან საღამომდე, რომ წარსულის კოშმარს ხვდება, თან ისეთ კოშმარს გარეგნულად, რომ პროგრესი განიცადა, გალამაზდა, მაგრამ შინაგანად რეგრესის მეტი არაფერი განუცდია.
- ლუნა მანქანაში ჩაჯექი, ვიდრე ზრდილობიანად გთხოვ - თვალები ჯერ ბრაზისგან დაუბრილა, მაგრამ რომ მიხვდა აზრი არ ჰქონდა ნერვებ მოშლილმა წამიერად დახუჭა და ის უთხრა რაც იცოდა უეჭველად გაჭრიდა. - ნუ დარდობ, შენს ქმარს არაფერს ვეტყვი - შავი თვალები კიდევ უფრო გაუშავდა და აუელვარდა.
- დემეტრე გთხოვ წადი და დამანებე თავი. როცა მჭირდებოდი მაშინ არ მედექი გვერდით და ახლა უკვე გვიანია. - გაბრაზებულმა ხმამაღლა დაუყვირა. - ნუღარ მოდიხარ ჩემთან, ნუღარ მაჭერ მაზოლზე ფეხს და ნუღარ მახსენებ დაწყევლილ წარსულს. რამდენჯერაც არ უნდა ვიფიქრო მაინც იმ აზრამდე მივდივარ, რომ ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვი შვიდი წლის წინ შენთან ურთიერთობის დაწყება იყო. - ბოლო სიტყვები განსაკუთებით მწარედ მოხვდა გულზე დემეტრეს, მაგრამ დემეტრეს გულს სულ არ წუხდა. ისე იყო გამწარებული აღარაფერი ადარდებდა, იმასაც არ წუხდა ხალხი, რომ იკრიბებოდა ნელ-ნელა მათ გარშემო და მიუხედავად იმისა არც ერთი მათგანი იცნობდა ბრბოს შუაგულში მდგარ წყვილს მაინც, ყველას აინტერესებდა, რატომ ყვიროდა ახალგაზრდა ქალი და რატომ იდგა გამეხებული სახით მის წინ კაცი. - გაფრთხილებ დღევანდელი დიალოგი და შენი საქციელები ბოლო იყოს. - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად და გაცეცხლებული გავარდა ბრბოდან.
ტაქსი გამოიძახა და მხოლოდ მასში ჩაჯდომის შემდეგ მიხვდა, როგორ კანკალებდა ნერვებისგან და რამდენი ტყუილი თქვა მარტო იმისთვის დემეტრეს მანქანაში არ ჩამჯდარიყო. ცრემლები უკანასკნელი იყო, რასაც შეეძლო ახლა გადაერჩინა და დაემშვიდებინა, გაეთავისუფლებინა იმ ემოციისგან, რაც თავისი სიტყვების და ზოგადად დღევანდელი დღის შემდეგ დარჩა. ახლა ყველაფერზე მეტად ცაცხვის ჩაი და ნორას კალთაზე ტირილი უნდოდა, მასთან გულახდილი საუბარი, იმის თქმა რაც აწუხებდა ანუ ის უნდოდა, რასაც სულ აკეთებდა და ბოლო შვიდი წელია აღარ გაუკეთებია. ხანდახან ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს განვლილი შვიდი წელი არ არსებობს, ისე იშლება თითოეული დღე, ისე ქრება თითქოს, არც არასოდეს გათენებულა. ცდილობს გაიხსენოს დრო, როცა დემეტრე აღარ იყო მის ცხოვრებაში, მაგრამ ვერაფერს იხსენებს იმის გარდა, რაც დემეტრემდე იყო. გიორგობიანი ახლა ისე იყო დაღლილი ემოციებისგან და ნერვიულობისგან, აღარაფერზე უნდოდა ეფიქრა, ისიც არ უნდოდა გამსახურდიას უსაზღვროდ სევდიანი სახე და თვალები გაეხსენებია და არც ის, როგორ გახევებული იდგა და გაოცებისგან ენას ვეღარ იბრუნებდა პირში, ვერ გაეგო რა ეთქვა ან რა გაეკეთებინა, მაგრამ დემეტრემ იცოდა ლუნას არც ერთი სიტყვა ტყუილი არ ყოფილა. ქალმა ის სიმართლე მიახალა, რასაც წლებია გაურბის და ემალება, რასაც ამდენი ხანი არ აღიარებდა და რაშიც თავს არწმუნებდა ტყუილიაო ერთ წამში დაანგრია თავზე. ბრბოს შუაგულში მარტო დარჩენილს ეგონა ყველაზე ძლიერმა და დამანგრეველმა ქარიშხალმა გადაუარა და მართალიც იყო, ქალები უსაზღვრო ძალის პატრონები არიან, შეუძლიათ ისე გაანადგურონ ნებისმიერი თვალიც არ დააფახურონ. ლუნა ზუსტად ასეთი ქალი იყო, ერთი შეხედვით, მშვიდი, გაწონასწორებული, თბილი და მზრუნველიც, მაგრამ ვაი იმის ბრალი ვინც მას გააბრაზებდა, მისთვის უკეთესი იქნებოდა არც დაბადებულიყო.
ორი ქუჩის მოშორებით გააჩერა ტაქსი, ფეხით გავლა გადაწყვიტა. მზე ანათებდა, სეირნობისთვის ედეალური ამინდი იყო. ჩუმად მიუყვებოდა ქუჩას და ისევ ეტირებოდა, გამსახურდიას კი არა თავისი თავის გამო, გრძნობდა დემეტრე ბრუნდებოდა, არა მარტო ქვეყანაში და ქალაქში არამედ მის ცხოვრებაშიც. როგორ აძლევდა ისევ მის ცხოვრებაში შეჭრის უფლებას ვერ ხვდებოდა, ამდენი ტკივილის მიყენების შემდეგ ან თვითონ, როგორ ბედავდა ლუნასთან ახლოს ყოფნას? სიგნალის ხმა გაიგონა და გაიფიქრა თუ ისევ დემეტრეა მოვკლავო, მაგრამ შეცდა. თეთრი ბეემვედან თავმომწონე ღიმილით იყურებოდა და უქნევდა ხელს დანიელი.
- დანიელ? - გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა და მანქანისკენ დაიძრა. შიგნიდან გაუღო კარი, არც კი შეუწუხებია თავი მანქანიდან გადმოსვლით.
- ლუნა სად მიდიხარ? წაგიყვან.
- სახლში მივდიოდი. არ შეწუხდე გზას აღარ გაგიმრუდებ. - თავაზიანად უთხრა ლუნამ.
- სახლში არ მივდივარ, აქვე საჭმელად მივდიოდი, შემომიერთდი. - არაფრის ხალისი არ ჰქონდა და თავიდან შეეწინააღმდეგა კიდეც, მაგრამ რატომღაც ძალიან ჩააცივდა კაცი და დასთანხმდა.
- კარგი, შემოგიერთდები. - მანქანაში ჩაჯდა და დამცავი ღვედი გაიკეთა.
- როგორ ხარ? იმ დღეს ისე გამომაგდო ნანუკამ ნორმალურად ვერც ვილაპარაკეთ. - ჩაეცინა და თან საჭე გადაატრიალა და მოსახვევში შევიდა.
- მადლობა კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? ნანუკა სულ ეგეთი იყო, არ იცნობდე მაინც - გაიცინა თავადაც.
- დარწმუნებული ვარ, ვიდრე წამოვიდოდი ცნობისმოყვარეობა კლავდა რაზე სალაპარაკოდ მიხვედი - მართალი იყო, ნანუკა მსოფლიოში ყველაზე ცნობისმოყვარე ქალბატონი გახლდათ.
- საშინლად ცნობისმოყვარეა.
- შენ რას საქმიანობ ლუნა? - წამით გახედა გვერდიდან.
- მხატვარი ვარ. ჩემი სახელოსნო მაქვს და შეკვეთებს ვიღებ.
- ანუ ოცნება აიხდინე, მაგარია.
- შენ რას საქმიანობ? - ახლა ქალმა შეხედა.
- ტურისტული კომპანია მაქვს.
- მაგარია, როგორც მახსოვს ყოველთვის პოლიციელობა გინდოდა. ლურჯი მუნდირი მომიხდებაო ამბობდი ხოლმე. - ბავშვობის გახსენებაზე გულწრფელად გაეღიმა.
სუფრასთან ისხდნენ უკვე, ლუნამ განაცხადა არ მშიაო და მხოლოდ ყავა აიღო.
კითხულობდნენ ერთმანეთის ამბებს და ბავშვობას იხსნებდნენ, გიორგობიანი ისე გულიანად იცინოდა დემნასთან ჩხუბი სულ გადაავიწყდა.
გარედან ვიღაც უყურებდა ბედნიერ წყვილს. კაცი, რომელსაც დღეს ათობით ადამიანის თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენეს და რომ უყურებდა რა ლაღი და ბედნიერი იყო ლუნა გული ტკიოდა, წარსულსში დაშვებული შეცდომების ნაყოფს იმკიდა. კაცის სახე არ ჩანდა ზურგით იჯდა, მაგრამ მასაც ეტყობოდა, როგორი ბედნიერი იყო.
ასეთ დროს ყველაზე უფრო ეგოისტი ხდებოდა გამსახურდია და დაიფიცა, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო ლუნა უნდა დაებრუნებინა. თუ საჭირო იქნებოდა ქმარს დააშორებდა და ცოლად შეირთავდა. საშინლად ეგოისტი იყო ლუნას სიყვარულში და ვინ იცის კიდევ რა დონემდე შეეძლო ეგოისტობა.
- მაშინ ალბათ სირცხვილისგან გავქრებოდი - სიცილი აუტყდა დანიელს.
- რომელიღაც კლასელმა მითხრა, კარგად აღარც მახსოვს - გაეცინა ქალსაც.
სკოლის ამბებს იხსენებდნენ მაშინ ალბათ მეორე კლასში იყვნენ, დანიელს ლუნა მოსწონდა და ვერ ეუბნებოდა მერე, რომელიღაც კლასელმა უთხრა ლუნას დანიელს მოსწონხარო და კიდევ კარგი თავად დანიელი არ შეესწრო ამ ამბავს იმდენი იტირა სანამ ცრემლი არ გაუშრა. ახლა სიცილად არ ჰყოფნიდა და მაშინ იმხელა ტრაგედიად მიაჩნდა ლუნას, უდიდეს პრობლემად და აღარ იცოდა რა ექნა. ნორას ისიც კი უთხრა სხვა სკოლაში გადამიყვანეო, მაგრამ არ გადაიყვანა. მალევე კი სულ გადაავიწყდა ეს ამბავი თან დანიელიც მსოფლიოს მეორე ბოლოში წავიდა მშობლებთან ერთად, მერე კი კონტაქტიც დაკარგეს. ისე გაერთნენ ლაპარაკში ნორას ზარი კარგა ხნის შემდეგ გაიგო.
- გისმენ, ნორა.
- სად ხარ ლუნა?
- მეგობართან ერთად ვარ, რა ხდება?
- არაფერი, უბრალოდ ასე არ დაგგვიანებია კარგა ხანია და ვინერვიულე. აღარ დაიგვიანო მალე მოდი.
- კარგი, ნორა უკვე ისედაც მოვდიოდი. - გაუთიშა და დანიელს, რომ შეხედა მან უკვე იცოდა ლუნა უნდა წასულიყო.
- წავედით?
- კი, ნორა მარტოა სახლში და ინერვიულა, რომ დავიგვაინე.
თანხა გადაიხადა და მერე მანქანით მიაცილა სახლში.
ლუნა მანქანიდან სანამ გადმოვიდოდა მადლობა უთხრა დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის და დაემშვიდობა.
- იმედია კიდევ შევხვდებით, კარგი იყო დროის შენთან ერთად გატარება. - გაუღიმა ქერა თმიანმა კაცმა და ვიდრე მანქანას დაძრავდა ლუნამ კარი მიუხურა და გაღიმებულმა დაუქნია ხელი.
სახლში მისულმა გუშინდელივით შეიკეტა ოთახის კარი და ისე იყო ტირილიც ვეღარ შეძლო. ნორამ მიუკაკუნა, რამდენი ხანია ოთახში ხარ ხომ კარგად ხარო? აშკარად შეშინებული იყო ნორა და დილით თუ ცოტა მაინც ეპარებოდა ეჭვი, რომ ლუნა ცუდად იყო ახლა დარწმუნებული იყო ლუნას ავადმყოფობაში და ალღოთი გრძნობდა მისი ავადმყოფობა უბრალო გაციება არ უნდა ყოფილიყო.
- ლუნა - განმეორებით მიუკაკუნა კარზე - კარგად ხარ?
- კარგად ვარ ნორა, კარგად დილიდან დაკითხვა მომიწყვე - მცირე პაუზის შემდეგ უპასუხა - უბრალოდ დაღლილი ვარ და თავი მტკივა.
- არ ვარ დარწმუნებული, რომ ორი დღე თავის ტკივილებს იტან თან ისე, რომ არაფერი თქვი - თავის ტკივილი ყველაფერზე მეტად აწუხებდა ხოლმე, იმდენადაც კი, რომ ხუთი წუთიც ვერ ძლებდა წამალი, რომ არ დაელია.
- დედა გეყოს ძალიან გთხოვ, სერიოზული არაფერია - მობეზრებულმა გასძახა უკვე საწოლში ჩაწოლილმა.
- იცოდე ხვალ ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ. - მეტი არაფერი უთქვამს ოთახის კარს მოშორდა და სამზარეულოში გავიდა.
თავზე ბალიში დაიფარა და კივილი დაიწყო, იქნებ ასე მაინც მომეხსნას გულიდან ლოდიო ფიქრობდა, მაგრამ ფიქრი ფიქრად დარჩა, ვერაფერი შვება იგრძნო.
მხოლოდ მაშინ შეძლო გამფიხიზლება თორნიკემ, რომ მიუკაკუნა კარზე, ეკითხებოდა როგორ ხარ? რამე ხომ არ მოხდაო? არაფერი არ მომხდარა უბრალოდ დავიღალე და თავი მტკივაო ძლივს გასაგონად ამოილაპარაკა. ეს ღამე წინაზე ორჯერ უფრო რთული და საშინელი იყო. ვერაფრით იძინებდა, თითქოს გამუდმებით ერთსა და იმავე ფილმს უყურებსო განვლილი წლები ახლაც ისე, როგორც გუშინ გონებაში ცოცხლდებოდა და თავს არ ანენებდა. დილის ცხრა საათი იქნებოდა ნორამ, რომ შეაღო ოთახის კარი და შორიდანვე მიხვდა კარგი არაფერი ხდებოდა. ნორა ტიროდა. ფრთხილად ჩამოუჯდა საწოლის კიდეზე და რამდენიმე წამი შეიცადა ვიდრე დაწყნარდებოდა და მერე ლუნას გაღვიძება დაიწყო (ეს ნორას ეგონა აღვიძებდა, თორემ ლუნას არც დაუძინია).
- ლუნა, გაიღვიძე შვილო - მხარზე შეეხო და ოდნავ შეარხია. - ლუნა, ლუნა გძინავს?
- დედა - ისე გაახილა თვალები ნორას ეჭვიც არ შეპარვია, რომ რამდენიმე წამის წინ ღრმა ძილში იყო. - ნორა რა ხდება? რატომ ტირი? - წამში შეეცვალა ხმის ტემბრი და სიმართლე ითქვას აფორიქდა კიდეც.
- ბებია - ცრემლები ჩამოუგორდა და ხმა აუკანკალდა.
- რა დაემართა ბებიას? ნორა მითხარი რა ხდება?
- ინსულტის ნიშნები აქვს - ახლა უკვე ხმამაღალი ქვითინი წასკდა.
- რა? - სახეზე აიფარა ორივე ხელი - ახლა როგორ არის? საავადმყოფიშია?
- სახლში ჰყავთ ისევ სასწრაფო მთელი ღამით ყოფილა იქ - საწოლიდან წამოდგა და ჩაცმა დაიწყო. - შეძლებ წასვლას?
- კი ნორა ახლავე წავალ. ღმერთო ჩემო - თან იცვამდა და თან ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო-ს გაიძახდა.
- მოვლას საჭიროებს, სიარული არ შეუძლია. - ისევ ატირდა ნორა.
- ნორა გთხოვ ნუღარ სტირი. ახლავე წავალ და ხვალ აქ ჩამოვიყვან. - ეცადა დაემშვიდებინა სიგიჟის ზღვარზე მყოფი დედა.
საჩქაროდ აიღო საშუალო ზომის ჩანთა, ტანსაცმელი და სხვა ნივთები ჩაილაგა და სოფლის გზას დაადგა. გული გაუწვრილდა სანამ თხუთმეტი კილომეტრი გაიარა. ბებოს შინდისში ჰქონდა სახლი, ახალგაზრდა დაქვრივდა და იმის მერე მარტო ცხოვრობდა.
გზაში ახსენდებოდა ბებოსთან გატარებული დღეები, როგორი ტკბილი ყოფილა ბავშვობა, როცა ბებო ხაჭაპურებს უცხობდა, არ უწევდა ფიქრი და წუხილი არაფერზე, ხშირად ისიც კი არ ადარდებდა მუხლებს, რომ გადაიყვლეფდა ხოლმე და უკვირდა ბებო სულ, რატომ ტიროდა ამ დროს და კაბის კალთით, რატომ უწმენნდა მუხლებს, როცა თავად საერთოდ არ აწუხებდა ეს ფაქტი. ახლა თავად მოუწევდა ეზრუნა მასზე, ახლა მას უნდა გაეწმინდა “გადაყვლეფილი მუხლები“ ბებოსთვის. ახლა ხვდებოდა, რატომ განიცდიდა და რატომ ტიროდა ბებო მაშინ როცა ეცემოდა, როცა რამეს იტკენდა ხოლმე, მთელი გულით ყვარებია ბებოს. თავად მხოლოდ ახლა იგრძნო წლების, შემდეგ პირველად საყვარელი ადმიანის დაკარგვის შიში, როგორ შეუძვრა სულში და მერე როგორ აუფრიალა გული, როგორ აუწვა შიგნეული. ეზოს წინ გააჩერა ტაქსისტმა მანქანა და მანამ გადავიდა ვიდრე ძრავს გამორთავდა და სირბილით შევიდა სახლში, ბებოს საწოლთან მიირბინა თუ არა წყვილი ცრემლი ჩამოცვივდა.
- ბებო - ჩუმად ჩაილაპარაკა და საწოლში საწყლად მოკუნტული ქალის დანახვაზე ერთიანად ამოაფრქვია რაც კი გზაში ცრემლი ითმინა. - ბებო... - კიდევ უფრო აუკანკალდა ხმა. ახლა უკვე გაიგონა ქალმა და მისკენ შეაბრუნა სახე. სუსტი ღიმილი გაკრთა ბებოს სახეზე და გიორგობიანიც აქამდე ოთახის ზღურბლზე უძრავად მდგარი მიუახლოვდა და გვერდით მიუჯდა. არ უნდოდა შეტყობოდა, როგორ ნერვიულობდა და ხმის ამოუღებლად დაუწყო მოფერება ხელებზე, თავისი თხელი თითებით ეფერებოდა სიფრიფანა კანზე რომელსაც წლები დატყობოდა და დანაოჭებულიყო.
- შენ გენაცვალოს შენია ბებო - ჩაილაპარკა ბებომ და ლუნას სახეზე ჩამოუსვა ხელი. - როგორ გამახარე ნეტა იცოდე. - მიუხედავად იმისა რომ ცუდად იყო ეტყობოდა აშკარად უხაროდა შვილისშივილის ნახვა. ერთმანეთის მოკითხვასა და მოსიყვარულებაში თითქმის ერთმა საათმა განვლო, თბილისში წაყვანაზეც დაითანხმა ლუნამ ამასობაში და ახლა ძალა გამოცლილს ეძინა.
სამზარეულოში იჯდა ნორამ დაურეკა დედის ამბავს კითხულობდა, ბარგს ჩავალაგებ და ხვალ დილითვე ჩამოვიყვან სახლში-ო დაჰპირდა დედას.
ბებიას ტანსაცმელი და ნივთები ჩაალაგა, ფოტო ალბომები სადაც ბებოს ახალგაზრდობიდან მოყოლებული ლუნას ფოტოებით დამთავრებული თითქმის ყველა მომენტი იყო აღბეჭდილი. თითქმის ყველაფერი ჩალაგებული ჰქონდა კარადის ყველაზე ბნელ კუნჭულში პატარა ყუთი რომ დაინახა, იფიქრა ბებოსიაო, ცნობისმოყვარეობამ კი სძლია და ყუთი გახსნა. პირველი რაც იდო მისი ფოტო იყო წლების წინ გადაღებული შემდეგ რაღაც წერილები და ოთხად გაკეცილი თაბახის ფურცელი. ხელში აიღო, გაშალა და ისეთი რაღაც დაინახა რაც აღარც კი ახსოვდა თუ არსებობდა. ფურცლის ქვეშ კი ფოტო იყო სადაც მეტად გაბრწყინებული სახით იდგა, ჯერ კიდევ არათითზე მოთავსებული ბეჭდით.



№1 სტუმარი სტუმარი ნელი

ასეთ ადგილზე შეწყვეტილი მალევე უნდა გააგრძელო. ჩვენ ნერვებს მოუფრთხილდი რააა

 


№2  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ნელი
ასეთ ადგილზე შეწყვეტილი მალევე უნდა გააგრძელო. ჩვენ ნერვებს მოუფრთხილდი რააა

კი კი მალე ავტვირთავ ახალს❣️
მადლობა რომ კითხულობთ❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან დამაინტერესა. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

 


№4  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ნანა
ძალიან დამაინტერესა. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

რამდენი წუთში უკვე აისახება, რომ ატვირთულია????
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent