შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი ( თავი 8 )


22-02-2024, 14:12
ავტორი რუსანა
ნანახია 3 143

თავი 8

-შენი აზრით შენ დას უნდა ვუთხრა რომ 1 საათში წააგო ? თუ …
-მოკეტე. _ ორი თითი ჰქონდა შუბლზე მიდებული
და მაგიდას ჩამოყრდნობილი რაღაცას მიშტერებოდა.

ვახშამმა ისე ჩაიარა როგორც წარმოედგინა , უხმოდ , არცერთი ლუკმა არ გაუსინჯავთ არცერთს. მხოლოდ გიორგის და ლიკუნას სიცილი არღვევდა უხერხულ სიჩუმეს . თითქმის 9 საათზე დაამთავრა ლიკუნამ ნუცას ჯოჯოხეთად ქცეული დღე . ისეთი დაღლილი და გამოფიტული იყო , ნანასთან გამომშვიდობებაც კი დაავიწყდა , მანქანაში პანიკამ რომ მოიცვა , იმის გამოხატვის თავიც არ ჰქონდა . ხელებით მუხლებს ჩააფრინდა და თვალები დახუჭა.
-ნუცა. მე აქ ვარ . _ხელი გაუწოდა ლიკუნამ.
-მადლობა .
-პირიქით მე უნდა გადაგიხადო მადლობა . იმდენ რამეს აკეთებ ჩემთვის.შენ რომ არა ვინ მომცემდა ამდენ მოტივაციას?
-არაფერს ვაკეთებ ლიკუნა . _გაუღიმა ნუცამ . ისე დამაჯერებლად უთხრა , თითქოს ყელში არ უჭერდეს სიბრაზე , დამცირება, თითქოს ლიკუნას გამო არ იყოს იმ შარში სადაც ახლაა. ვერ დააბრალებს ლიკუნას .არა უნდა შეწყვიტოს ფიქრი. ლიკუნას ბრალი არაა მისი ძმა რომ მონსტრია. ვინ იცის ? მასაც რომ ჰყოლოდა ვინმე , ვინმე თუნდაც ირაკლისნაირი მონსტრი .ოღონდ ჰყოლოდა ოჯახში . მასაც რომ ელოდებოდეს ვინმე , ვისი იმედიც ასე უსიტყვოდ ექნებოდა , როგორც ლიკუნას აქვს მისი ძმის. ასე დაამცირებდა ? გაუბედავდა?
რათქმაუნდა გაუბედავდა , ირაკლის სითავხედეს საზღვარ არ აქვს , უბრალოდ მას არ შეეშინდებოდა ასე ., თავს ასე დაუცველად არ იგრძნობდა და უფრო
თამამად გასცემდა პასუხს.


-შენი აზრით ქეთა ასე ადვილი ხელწამოსაკრავი იმიტომ ვგონივარ ყველას , რომ ობოლი ვარ და არავინ მყავს? _საწოლში შეყუჟული ქეთას კალთას აფარებდა თავს .
-რას ბოდავ ნუცა , რა სისულელეა. ვინ გითხრა რომ არავინ გყავს ? შეეშვი მაგ ოჯახს , ხომ ხედავ რანაირები არიან ?
-არ შემიძლია. სამსახური მჭირდება. _ვერაფრით გააგებინებს ქეთას , რომ მხოლოდ მისი ბინის ქირის ფული არაა მის სამსახურზე დამოკიდებული. რომ სადღაც ვიღაც ზის და თითის დატკაცუნებით შეუძლია გააქროს ის რაც შეიძლება სხვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პირველად წლების შემდეგ , პირველად და მძაფრად იგრძნო სიძულვილი და მისი სუნი. სუნი რომელიც ირაკლის მძაფრი სუნამოს იდენტური იყო. კარგად იცის რა სუნი აქვს სიკვდილს , მისთვის სიკვდილს მინდვრის ყვავილების სუნი აქვს , მშვიდი , ლამაზი , ჰაეროვანი და თან ისეთი მძიმე და ძლიერი სუნთქვა ეკვრის … ახლა უკვე სიძულვილის სუნიც იცის , სიძულვილს ირაკლის სუნი აქვს .

*****
ადრე სიხარულით იღვიძებდა , ყოველი დილა ღვთის დალოცვად მიაჩნდა. იმ დღეს კი პირველად დაიფარა სახეზე ბალიში, მაღვიძარას ხმა რომ არ გაეგო .

-ხმა აღარ გაქვს იცი ? _შეახსენა ქეთამ თითქოს თვითონ ვერ ხვდებოდეს რომ ყველა ძვალი სტკივა.
-ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ჭიკარტები გადავყლაპე .
-და სად მიდიხარ მერე ამ მდგომარეობაში ?
- არსად . _ჯიქურად განაცხადა ნუცამ . დღეს სახლში ვრჩები .
-მეც მასე ვფიქრობ რომ ფიზიკური და მენტალური მომზადება გჭირდება , მომავალი უფროსისთვის .
-ვერაფერს მიზამს , ერთი წელი გავუძლებ როგორმე , ფულს შევაგროვებ და წამოვალ .
-ფულს ნამდვილად შეაგროვებ , ყველა კი არ ირჩევს თავის ხელფას.
-იმდენი რომ შევაგრო ბინა ვიყიდო , საკმარისია .
-ვერ შეაგროვებ ნუცა . _გაეცინა ქეთას . -ყველა შეაგროვებს შენს გარდა .უკანასკნელ თეთრსაც კი ხალხს აძლევ .
-რაღაც უნდა მოვახერხო ქეთა. ზუსტად ვიცი დიდხანს ვერ გავჩერდები იქ და წამოსვლა მომიწევს . მერე ქირის ფულსაც ვერ გადავიხდი შენებისთვის . პატარა ბინა მჭირდება ერთი ოთხაიც საკმარისია.
-და პირდაპირ რომ უთხრა ბინა გიყიდოს არ იზავს ? _თვალი ჩაუკრა სიცილით. -დარწმუნებული ვარ , მეტსაც იზამს , ერთ ღამეს თუ გაიმეტებდი .
-არა , მართლა მაინტერესებს რა ხდება შენს ტვინში. სამზარეულოდან გამოსძახა. -საერთოდ თუ გაქვს .
-აბა დაფიქრდი . _სირბილით შევარდა და გვერდით ამოუდგა . -სიმპათიური ხო არი ? არ მოიტყუო ფოტოები მაქვს ნანახი . მდიდარი ხო არი? კახასგან განსხვავებით ოჯახს არ ეკითხება არაფერს და არც სამუდამოდ საოჯახო ვალდებულებს გთავაზობს. უბრალოდ უნდა რომ დრო გაატაროს ადამიანმა და შენც გაგატარებინოს .
-უბრალოდ შენც ავადმყოფო ხარ მგონი . გინდა უცხო ადამიანთან დავწვე რომელსაც არც კი ვიცნობ და მაშინებს?
-მერე რა , იცი რამდენ გოგოს აქვს ერთი ღამის ურთიერთობა?
-ნეტა დედაშენი გისმენდეს.
-დედაჩემა მასწავლა რომ სიმპათიური და შეძლებულ კაცთან არც სიყვარული იგვიანებს.
-ფულით ყველაფერს ვერ იყიდი , რატომ არავის არ უნდა გაგება ?
-იმიტომ რომ უფულოდაც არ მოდის სიყვარული . შემომხედე. გიჟივით მიყვარდა . მთელი ჩემი გული , ტვინი, სხეული მივეცი . სხვათაშორის უანგაროდ უფასოდ და გულწრფელად. სადაა ეხლა ? _კედლის საათს გახედა ქეთამ , სავარაუდოდ თავისი ცოლის მკერდს ეფერება. _გულდაწყვეტა ვერ დამალა.
-ყველა კაცი მისნაირი ხომ არაა?
-არა , ზოგი ირაკლისნაირია და გულწრფელად ამბობს იმას რაც სურს . არ გატყუებს .
-ანუ მადლობა უნდა გადავუხადო ? _გაბრაზებულმა
დადგა ტოსტების თეფში .
-მადლობა არ ჭირდება ._თვალები მოჭუტა ქეთამ .-იცი რაც უნდა .
-არა. _სიცილი აუტყდა ნუცას .-22 წელი იმიტომ არ ველოდე ნამდვილ სიყვარულს და პეპლებს , რომ ირაკლისნაირ , გაბღენძილ , საკუთარ თავში დარწმუნებულ , ეგოისტ კაცს , რომელსაც არანაირი გრძნობა , ემოცია და სინაზე არ გააჩნია თავი მივყიდო . აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი .
-კარგი , მაგრამ მერე არ თქვა რომ რჩევა არ მოგეცი .
-სულელური რჩევა , მაგრამ მაინც . _ვისაუზმებ და შენთან ერთად გამოვალ. ბანკში მივალ და მერიაშიც .
-ისევ სახელოსნოს ამბავზე ?
-ხო, ახლა როგორც არასდროს ისე მჭირდება რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს სახელოსნოს ამბავი .
-ისევ გაყიდვა გინდა?
-ხო . ცოტა სესხს დავამატებ და მგონი მომივა რაღაც პატარა ბინა .
-იმედია ამჯერად მაინც გაანძრევს ერთ ადგილს მერი . წლებია უკვე სადავოა .
-ხო თუ ჩემია მითხრას თუ არაა და თქვას არა. ოჰჰ ქეთა როგორ დავიღალე რომ იცოდე .
-მარტივი გზა ვიცი ,მაგრამ …
-იდიოტო. გამომყვები? ვიცი რომ დღეს ისვენებ .
-გამოგყვები ხო . რამე მოკლეს ჩავიცმევ იქნებ ჩემი ფეხების ყურებისას ხელი ისე მოაწეროს სახელოსნოს დოკუმენტს ვერაფერს გაიგებს.
-არა მართლა მინდა ერთხელ დედაშენმა გისმინოს.



******
-იცი რა მაინტერესებს ირაკლი , ვერ ვიგებ როგორ შეიძლება გძულდეს და აშენებდე ?
-რა , ქალაქი ? _ პლანშეტს თვალი მოაშორა ირაკლიმ და მანქანის მინას გახედა .
-ხო , როგორც წესი რაც არ გიყვარს ანადგურებ .
- პირველი , იმედია ხვდები , რომ ქალაქს ვერ გავანადგურებ . მეორე ჩემი გრძნობები ამ
ქალაქის მიმართ , შურისძიება არ უნდა იყოს ამ ქალაქის მცხოვრებლებისთვის და მესამე, ყოველთვის არსებობს მეორე ვარიანტი , რთული გრძელი , მაგრამ შესაძლებელი . შეცვლა . ამ ქალაქს იქამდე შევცვლი სანამ აღარაფერი დარჩება იმ ქალაქისგან რომელიც მახსოვს.
-და რატომ გძულს ასე, ნახე რალამაზიააა , თეთრსაფარში გახვეულ
ქალაქს გახედა გიორგიმ.
-ახალი ხელი აწყენს ?
-და სწორედ იმიტომ მიდიხარ მერთან ? საწყალს ერთ კვირაში მეორედ ადგები თავზე, ალბათ მალე გულისშეტევა დაემართება.
-არაუშავს , შემცვლელს ვუპოვით. ან აქამდე რატო ვაწუხებ ხალხს რომ სკამი შეინარჩუნოს ვერ ვიგებ.
-იქნებ თავისი ლამაზი გოგოს გამო .
-ხო , მართლა ლამაზი იყო . _ღიმილმა
გადაჰკრა ირაკლის , მაგრამ ზედმეტად ტრადიციული.
-მერედა როგორ გიყვარს ტრადიციების დაცვა , ქორწილამდე ქალს არ ეკარები ხო ? _სიცილი ვერც გიორგიმ შეიკავა.



****
-მისმინეთ , ამ თვეში უკვე ორჯერ მოვედი და არცერთხელ პასუხი არ მიმიღია.
- გოგონავ, მე მხოლოდ მდივანი ვარ , მეტ პასუხს ვერ გაგცემთ.
-შეხვედრა მინდა მერთან , ვინმესთან ვინც პასუხისმგებელი პირია , ან კომპეტენტური ამ საკითხში . _ნერვიულად აბაკუნებდა ფეხებს , შუახნის ასაკის ქალთან რომელიც არანაკლებ ჯიუტად უყურებდა .
-უკვე აგიხსენით , რომ მერი აქ არაა.
-ღმერთო ნეტა როდესმე ამ ქალაქს ეღირსებოდეს წესიერი ხალხი სათავეში . _უკვე გაღიზიანებას ვერ ფარავდა ნუცა . ის იყო წასვლა დააპირა , რომ კიბეზე ჩამოსულ მერს თვალი მოკრა და სიმწრისგან გაეცინა . -არა ნამდვილად მასხრად მიგდებთ? _გამწარებულმა გადახედა ქალს და ისეთი სისწრაფით გაეკიდა მერს , თვალის მოკვრაც ვერ მოასწრო მდივანმა . -ბატონო შალვა . _გამეტებით ცდილობდა ხმა დაეწია , მაგრამ ისე გაბიდა გარეთ , მერი არც კი შეუნიშნავს რომ ვიღაც მისდევდა , ან იქნებ არ უნდოდა რომ შეენიშნა ვინ იცი. სამაგიეროდ ნუცამ იცის ძალისხმევის გარეშე ცხოვრებაში და მითუმეტეს ამ ქალაქში არაფერი გამოდის. ნაბიჯს უფრო აუჩქარა , ბოლოს სირბილზე გადავიდა და ნახევრად გაღებულ კარში ძლივს გაძვრა. კარების წინ მოყინულ ქვის ფილაზე ჯერ წაიბორძიკა , ხელით სცადა წონასწორობის დაცვა და მუხლებით დაეცა , ორივე ხელი მიიშველა საყრდენად და მარცხენა ხელი ისე გამეტებით დააჭირა ყინულს ტკივილისგან წამოიკივლა და თვალები სიმწრის ცრემლებით გაევსო .
-რათქმაუნდა ამის გარეშე ჩემი დღე როგორ დაიწყებოდა. _მერისთვის ხელისჩამოსართმევად გაწვდილი მკლავი ჰაერში აწია ირაკლიმ და ცას ახედა .
-დილამშვიდობისა. _ზურგს უკან მოესმა უცხო ხმა და მიხვდა ვღაცამ როგორ გაჰკრა მხარი გვერდით გავლისას . პირდაპირ ნუცას მიაშურა და მოხერხებულად გამოსდო
თითები მკლავებზე რომ წამოეყენებინა . -აქამდე მთელი მაინც რომ ხარ ეგ მიკვირს ცუციკო .
“ცუციკო “ კიდევ რამდენ ვერსია არსებობს ამ გოგოსი ? ყველა კაცს საკუთარი ჰყავს და ყველა ისეთი სითბოთი გამოთქვამს ტვინი ეწვის უკვე ირაკლის.
-შვილო , ნელა უნდა იარო , ნელა ._წამოეშველა აქამდე გახევებული შალვა მეორე მამაკაცს და იქვე შენობის ეზოში მოპირდაპირე მხარეს, მოსაწევად განკუთვნილი კუთხის სკამისკენ აჩვენა ჩამოჯექიო.
-10 წუთი რომ გამოგენახათ დრო , იქნებ ნელა მეარა კიდეც ._ნაწყენი ხმა არ დამალა
და შუბლი, შეჭმუხნა .
-არ მცალია , ნუციკო . შეხვედრა გვაქვს . აგერ , ნოეც აქაა დაგიდასტურებს.
ნოე ქალაქის დაგეგმარების უფროსი იყო , სახელით მიხვდა ირაკლი და მის აქ ყოფნას და იმას რომ გამეტებით უთათუნებს ხელს მხარზე ნუცას საკუთარ თავს უნდა უმადლოდეს. -ორი საათისთვის რომ მოხვიდე კი მოვიცლი . _ხელით ანიშნა ირაკის და გიორგის კარისკენ მობრძანდითო.
-რათქმაუნდა , ხალხზე მნიშვნელოვანი ვინაა , თუ არა ეს მონსტრი . შეხვედრა კი აბა ._დუდღუნი დაიწყო ნუცამ დაბალ ხმით. კართან წამით შედგა ირაკლი . გაიგო , გაიგო და ნერვები ბოლო სიმს წყვეტდა , მაგრამ სახლისგან განსხვავებით , შუაქალაქში ვერ დაიწყებს კამათს მასთან.უფლება არ აქვს ასე საჯაროდ გაერთოს , მისი ოდნავ შეწითლებული ლოყებით, ტკივილისგან შეწუხებული სახით და მტკივანი ყელით , რომელიც აშკარად მის ხმას შეხო და ნაზი ხმას ოდნავ უხეში ელფერი მისცა.
-შშშ. _გაუღიმა ნოემ .-ორისთვის მოდი ისევ აქ ვიქნები , ცოტას წამოგეშველები .

თითქმის ერთი საათი ცდილობდა ნოე , აზრი შეეცვლევინებინა , რომ ტბის შემოღობვა კარგი იდია არ იყო და ხალხის გაჩუმება მარტივი არ იქნებოდა, თუმცა უშედეგოდ .
-ირაკლი , მართლა დიდი ამბავი მოყვება , ქალაქს სხვა მოსასვენებელი სივრცე არ აქვს.
-იცით ალბათ ამ დილას ეგ ტბა მიზერულ
თანხად რომ იყიდა? _არაფრის მომცემი საუბრისვან დაღლილმა გიორგიმ ჩარევა გადაწყვიტა. -ხალხს რომ აუხსნათ , ტბის მაგივრად უტ***ო მთავრობას შეუღრინოს ბევრად უფრო კეთილ საქმეს იზავთ მეგობრებო.
-აქ ტბაზე სალაპარაკოდ არ ვარ . ტბა ჩემია , ტბა შემოიღობება და ხალხთან ჩემი სახლის ეზოს გაზიარებას არ ვაპირებ. _მძიმედ წამოდგა და ოთახის მინებს მიუახლოვდა . -რადგან ქალაქის ერთადერთი მოსასვენებელი სივრცე მივითვისე , მზად ვარ ქალაქის ახალი პარკის მშენებლობა დავაფინანსო , წესიერი პარკის და არა ამ საცოდაობის._თითით ანიშნა მინისკენ და თვალებს არ დაუჯერა . ისევ იმ სკამზე იჯდა გვერდით მეგიბართან ერთად და რაღაცაზე გულიანად იცინოდა. ცოტახანს დადუმდა. თუმცა მალევე გაერკვა უცნაური სიჩუმე რომ იდგა და ისე განაგრძო თვალი არ მოუშორებია ფანჯრისთვის. -პარკი, ატრაქციონები პატარებისთვის და სრული ინფრასტუქტურა , უბრალოდ ის გევალებათ რომ წესიერი ადგილი მონახოთ ამისთვის და არც იფიქროთ ჩემს ხარჯზე ფულის ჯიბეში ჩადება , ამჯერად პირადად ვიზრუნებ რომ ნამდვილად ის იყოს რაც ამ ქალაქს სურს.
-არც კი ვიცი რა ვთქვა . _აიბნა ნოე. -იცით რომ ძალიან დიდ თანხებზე ვლაპარაკობთ ?
- ეს დიდი თანხები , საკმარისი იქნება ხალხის გასაჩუმებლად? _მაცდურმა ღიმილმა გადაურბინა.
-სრულიად. _ მერმა უხერხულად ჩაახველა. -ნოე , რას ფიქრობ , სად უნდა იყოს ეს ადგილი?
-ასეთი დიდი პროექტისთვის დიდი სივრცე და მშრალი ადგილი
გვჭირდება .
-სწორედ ამიტომ ხარ აქ ნოე არა ? _გაუღიმა ირაკლიმ.
-რათქმაუნდა . სწრაფად გახსნა ჩანთა და რამოდენიმე ფურცელთან ერთად ლეპტოპი ამოაძვრინა.
-შენ რაში გვჭირდები ვერ ვიგებ გარდა იმისა რომ რაიმე დასალევი შემოგვთავაზო და მერე იმ გოგოს შეხვდე გარეთ რომ იყინება . _სინანულით გახედა ეზოს კიდევ ერთხელ ირაკლიმ .
-ვის? _უკვე სუნთქვა უჭირდა მერს.
-ნუცას გარდა სხვა ვინმე გელოდება კიდე მამა ? _ნოემაც ვეღარ შეიკავა მამის დაბნეულობით გამოწვეული სიბრაზე.
-აჰ ჰო , ნუცა ? _შალვა ფეხზე წამოხტა .-შევხვდები აბა რას ვიზამ .


***
ნერვიულად აბაკუნებდა ფეხებს ნუცა სანამ მერი გამეტებით ეძებდა რაღაცას ფურცლებში.
-ნუცა , მოკლედ სულ ესააა რაც მოვიძიე ._ფურცლები გაუწოდა.-არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს რომ ფართი მამაშენს ეკუთვნოდა.
-კი მაგრამ , შეუძლებელია . _ხმაში შიში შეეპარა ნუცას . -ყველამ იცის , რომ მამასია , მახსოვს პატარა რომ ვიყავი სკოლის შემდეგ მივყვავდი, რომ მუშაობდა იქ ვმეცადინეობდი .
-ვიცი . _ნუცას სახის დანახვისას გული შეეკუმშა კაცს .- მართლა ძალიან მინდა რამით დაგეხმარო , მაგრამ არაფერი შემიძლია. ფართი დალუქულია და ძალიანაც რომ მინდოდეს ასე ვერ მოგცემ .
-ჰაჰ, რათქმაუნდა . _სიმწრისგან ყბა მოიკვნიტა.- მე ხომ ის არ ვარ . _გვერდით კედლისკენ რომელიც ირაკლისგან აცალკევებდა თითი გაიშვირა.
-ხომ იცი რომ უძლური ვარ. _უმწეოდ აზიდა მხრები კაცმა.
-გასაგებია . _თვალები აუწყლიანდა ნუცას და უკანასკნელი ძალით ცდილობდა უიმედობა როგორმე ტვინში შეეკავებინა რომ მთელს სხეულა არ მოსდებოდა .
-არქივი დაიწვა , ხანძრის დროს უამრავი დოკუმენტია დაკარგული და დამწვარი . სულ მცირედი შანსი რომ იყოს დამიჯერე ძალას არ დავიშურებდი , მამაშენის ხათრით მაინც ვიზამდი სულ, მაგრამ მართლა არაფერი შემიძლია.
-საერთოდ არაფერი ? _უმწეობისგან ხმაც კი აუკანკალდა . -იმედი რომელიც ასე უყვარდა ნელ ნელა ზურგს აჩვენებდა და ყველაზე მტკივნეული მისთვის ის იყო რომ ასე დალაგებით მისდევდა ცუდი ამბები ერთმანეთს .
-გამარჯობა ნუცა, ავად აღარ ხარ ? _კარი ენერგიულად შემოაღო ირაკლიმ, დამცინავად აავლო თვალი და პირდაპირ მის წინ მიუჯდა მაგიდას.
თვალის გასწორებაც ვერ გაუბედა . სილუეტს სწრაფად შეავლო თვალი და ფეხზე წამოხტა გოგო .
-მადლობა ._მხოლოდ შალვას გამოემშვიდობა და კარისკენ დაიძრა. ერთი ნაბიჯი ჰქონდა დარჩენილი სახელურამდე რომ იგრძნო როგორ წასწვდა წელზე , ორივე ხელი მაგრად შემოაჭდო და ჰაერში აწია . ისევ სკამთან მიიყვანა და ხელით მსუბუქად უბიძგა . მერე კაცს ანიშნა თვალით რომ მარტო დაეტოვებინა . -თავს რატომ არ მანებებ? _უენერგიოდ მიაპყრო მზერა. ერთადერთი რაც უნდა ისაა რომ სახლში წავიდეს და დაწვეს . რამოდენიმეჯერ იტიროს რომ სხეული არასასიამოვნო ემოციებისგან დაცალოს და ცხოვრება გააგრძელოს.
-მე კიდევ მგონია რომ შენ არ მანებებ თავს._ზუსტად მის გერდით მაგიდაზე ჩამოჯდა და ოდნავ გადაიხარა . -ეს რა არის ? _ხელში ჩაბღუჯული ქაღალდები ხელიდან გამოგლიჯა და გადაშალა . -საინტერესოა. ხედავ ნუცა . სწორედ ასეთ პატარა პრობლმებზე გეუბნებოდი , რომ არ შეგაწუხებს თუ .._სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო ისე წამოხტა ნუცა და ხელიდან გამოგლიჯა გადაშლილი საქაღალდე .
-შენი არაფერი მინდა , უანგაროთაც რომ შემომთავაზო რამე . გასაგებიაა? _მკერდზე საჩვენებელი თითი მიჰკრა და ზურგის შექცევას აპირებდა . თუმცა ირაკლის ძალის წყალობით , გატოკებაც ვერ შეძლო . ისე აღმოჩნდა მის მკლავებსა და ფეხებს შუა ვერაფრით გაიგო , რატომ ეთამაშება ეს არანორმალური ისე თითქოს წრუწუნა იყოს . გულისცემას ყელში გრძნობდა , მაგრამ მაინც სცადაა მკერდზე ხელებით მიწოლდა , რომ როგორმე მოშორებოდა . უშედეგოდ ფართხალებდა , მანამ სანამ ირაკლი მომღიმარი დაატარებდა მის სახეზე თვალებს. მაგიდაზე შემომჯდარიც კი ერთი თავით მაღალი იყო .
-მმმ , საინტერესოა . პირველი მორჩი ფართხალს , ხელს მიშლი , მეორე უანგაროდ არაფერს ვაკეთებ და მესამე უფრო მაღალი მეგონე . _კიდევ ერთხელ აათვალიერა.
-გამიშვი რა .
- გაგიშვი . _მოულოდნელად შეუშვა ხელი .-ყველა ჩემს ღირსებებთან ერთად არც მოძალადე ვარ . მინდა რომ კარგად დაფიქრდე და გადაწყვეტილება ისე მიიღო სანამ ჩემს შემოთავაზებაზე უარს იტყვი . მოდი 2 დღეს მოგცემ , ნუ ორო დღე მე მჭირდება კონტარქტების მოსამზადებლად , შენ შეგიძლია ახლავე გადაწყვიტო.
-რას ბოდავ ? _გაოგნებული ნუცა , ვერც კი ხვდებოდა რომ ხელები გაუშვა და ისევ იგივე ადგილზე იდგა.
-არ მითხრა რომ ლილისთან არაოფიციალურად მუშაობ, უფროსწორად მუშაობდი დღევანდელ დილამდე . _შეიცხადა ირაკლიმ.- რავქნა მე ზედმეტად მიყვარს საბუთები , გარდა ამისა შეუცვლელი დამამტკიცებელი საბუთია. _ნუცას სახით ხვდებოდა რომ ვერაფერი. გაიგო და ვერც მის რიტმს მიყვებოდა . -დღეს დილით სამსახურიდან გაგათავისუფლეს.
- რატომ გადამეკიდე?
-არ გადაგეკიდე, შენმა საყვარელმა ღმერთმა დაგიფაროს მე რომ გადაგეკიდო.
-აბა რა ჰქვია ამას ?
-სურვილი . მე შენ მინდიხარ ჯერჯერობით. ვინ იცის იქნებ ხვალ გადამიაროს , ვნახოთ ვნახოთ , მაგრამ რეალობა დღეს ასეთია ._საჩვენებელი თითით ტუჩების კონტურს გაუყვა , თუმცა დასრულება ვერ მოასწრო , რამოდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან ნუცამ . გამშრალი ტუჩები სცადა შეუმჩნევლად გაელოკა ისე ეწვოდა.- ოჰჰ ნუცა ,როგორ მინდა რომ… ._თავისდაუნებურად ღიმილთან ერთად აღმოხდა მამაკაცს და წამში გაუცივდა სახე. თითქოს ცივი წყალი გადასხესო და ასეც იყო . ახლახანს გაანალიზა რომ მის სურვილს სახელი ჰქონდა, რომ მისი სხეულზე მეტად ნუცას სულელური მანერები იზიდავდა . საყვარლად ეჩვენებოდა .ყველა იმ ქალისგან განსხვავებით ვისაც იცნობდა , არანირი სექსუალურობა , გამომწვევი ჩაცმულობა და ვნებიანი ხმა არ ჰქონდა და მაინც ისე იზიდავდა , სურვილს ვერაფერს უხერხებდა.
-მინდა რომ თავი დამანებო , შენი დის სიმშვიდე თუ გინდა. _მუქარასავით გამოუვიდა ნუცას .
- ორი დღე ნუცა . ორიი. _ორი თითი აწია ჰაერში.
-შეშლილო, ერთხელ უკვე გითხარი არა და არაფერი შეიცვლება . _ხმა ვეღარ გააკონტროლა ნუცამ.
-ნუ ყვირი . _ფეხზე წამოდგა ირაკლი და გვერდი აუარა. -როგორც უკვე გითხარი გადაწყვეტილებას შენ იღებ . თუ ფიქრობ რომ ლიკუნას კომპანიონობა სავსებით საკმარისია , შენს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ , მაგრამ ჩემთან მოსვლა
მაინც მოგიწევს . პასუხისმგებლობას გაფორემება ჭირდება , არ მინდა რამდენჯერაც თავს ცუდად იგრძნობ იმდენჯერ მარტო დარჩეს ლიკუნა. რას ვიზამთ სამსახური სამსახურია და როგორც ვხვდები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამ ქალაქის მოსახლეობისთვის. დროებით ნუციკო. _კარი ისე გაიჯახუნა თვითონვე შეაწუხა ხმამ .

*****

მეორე დილით უკეთესად იყო , ამიტომ მაინც გადაწყვიტა ჯანდიერების მამულში წასვლა, მიუხედავად იმოსა რომ ინფორმაცია რომ იქ აღარ მუშაობდა ნამდვილად სიმართლე უნდა ყოფილიყო , ერთადერთი რაც კარგად გაიგო , ირაკლი როცა რაღაცას გადაჭრით ამბობდა არ იტყუებოდა. ჩვეულ დროს მივიდა ,თუმცა უჩვეულოდ ადრე დახვდა გაღვიძებული ლილი. რომელმაც არცმეტი არც ნაკლები ჩაი შესთავაზა დილიდან და სამზარეულოდან თითქმის ყველა გაუშვა . ხელები ჩაკიდა და წინ ჩამოისვა.
-გუშინ ირაკლი იყო . არ ვიცი როგორ აგიხსნა , მეც ვერ ვიგებ რა ლიკას აკვიატებაა ეს ირაკლისთან გადაბარგება , მაგრამ ჩემო ნუცა არც კი ვიცი როგორ გითხრა._გაუცივებელი ჩაი დაუფიქრებლად მოსვა ლილიმ .
-იქ უნდა გავყვე ლიკუნას. _გაუღიმა ლილის. -არ ინერვიულოთ. უკვე გამარკვია დეტალებში თქვენმა საყვარელმა შვილიშვილმა . _გაღიზიანებას ვერ ფარავდა რამდენჯერაც ირაკლის სახელი ესმოდა.
-ცოტა რთული ბიჭია . _გაუღიმა გოგოს.- დამიჯერე ისეთი ცუდიც არაა , როგორადაც თავს აჩვენებს ყველას.
-არა , ცუდად არ მითქვამს ._კიდევ ის გაიგო
კარგად ნუცამ რომ ლილის აბეზარი ირაკლი ყველაფერს ურჩევნია და ფრთხილად უნდა იყოს მის წინ მასზე საუბრისას.
-რაც ირაკლი ჩამოვიდა , სულ გაკვირდება . _ჩურჩულით დაიწყო საუბარი ქალმა. -მგონია რომ მოწონხარ. _თვალებმოჭუტულმა მიაბჯინა მზერა ნუცას . ყველაფერს წარმოიდგენს , მაგრამ 78 წლის ქალთან თუ მოუწევს გრძნობებზე საუბარი და თან ლილისთან ვერა.
-მემგონი გეჩვენებათ. _უხერხულად ჩახველა ნუცამ .
-არა არ მეჩვენება. _ ჯიუტად გააქნია თავი ქალმა. -განა ცუდი ბიჭია ? იშვიათი გარეგნობა აქვს არა? _ისე შეუტრიალა კითხვა უარი არ გაბედოვო სახეზე ეწერა .
-ნამდვილად. _ უნდა დაეთანხმოს სხვა გზა არ აქვს თანაც ხომ ვერ მოიტყუებაა? მართლაც უზადო გარეგნობა აქვს . რაღაც მაინც უვარგა .
- შენც ლამაზი გოგი ხარ.
-ოჰჰ, მადლობთ . _სიწითლემ გადაურბინა სახეზე და ჩაის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა .
-წარმოიდგინე როგორი შვილები გეყოლებათ. _მეოცნებეს მზერა აიკრა ლილიმ და ვერაფრით გაიგო რა თქვა ისეთი რომ კინაღამ ჩაით დააიხრჩო ნუცა .
- არ მოუსმინო ნუცა , კარგი რა ბებო რა . არ გითხრა გუშინ ირაკლიმ რომ გაგონება არ უნდა მაგ თემის და შეიგნე ერთხელ რა. _ახალგაღვიძებული იყო ლიკუნა თმაზე ეტყობოდა. -გამარჯობა ნუცა . რა კარგია უკვე აქ რომ
ხარ დღეს სანდროს დაბადების დღეა , რა ვაჩუქო
არ ვიცი .
-პატარა სმს გამომიგზავნა მოპატიჟების და თან როგოც ყოველ წელს ბანანის ტორტი ითხოვა ვფიქრობ თუ ერთიორ კვერცხს გატეხავ , კარგ საჩუქრად ჩაგითვლის .
-რას იცმევ ?_კვერცხი გაიგო თუ არა თემის შეცვლა სცადა ლიკუნამ .
-კვერცხისფერ კაბას . _ნიშნის მოგებით გახედა მაგიდაზე დალაგებულ რამოდენიმე კვერცხს .
-არ გამომდის ეს თითხნაობა რა გავაკეთო?
- გამოგივა . შენი დეიდაშვილის ხათრით.
-ვუთხარი აქ გადავიხადოთქო . მეზიზღება მაგათ სახლში სიარული. _ჯოხს გადახედა ლილიმ. - მაგათი პრიალა იატაკი რომ არა ხომ არ ვივლიდი მესამე ფეხით.
-შენ ჯერ ირაკლის ახალი სახლის იატაკი არ გინახავს.
-არ დავუპატიჟებივარ შვილო და როდის ვნახავდი?
- არც მგონია დაგპატიჟოს ბებო , ისე მაჭანკლობ._დასცინა ლიკუნამ.
-აი, რო დარჩებით სულ მარტოები და ინატრებთ ვინმე გვყვოლოდა ნეტაო , მერე გაიხსენე ეს მაჭანკალი. _გამწარებული წამოხტა ლილი ფეხზე .
-ეხლა ბაბუს მოუშლი ნერვებს.
-უცნაური ქალია ბებიაშენი . როგორ შეხვდნენ შენი გადასვლის ამბებს ?
-თავიდან იწუწუნა , მაგრამ რომ ვუთხარი კიბის გვერდით ლიფტის ჩამატება მოგიწევსთქო ხმა აღარ ამოუღია. მართლა რას იცმევ ნუცა?
-არ მოვდივარ ლიკუნა, ტორტს გავაკეთებ და წამოვალ . არ მინდა , ხალხში უხერხულად ვარ და თან თავი არ მაქვს , ისევ ავად ვარ .
-მაშინ არც მე წავალ.
-ლიკუნა ხანდახან მგონია რომ 3 წლის ხარ .
-ცოტა მეტის 6 -ის .
-ერთად წავალთ , დიანას მივეხმარებით და მერე ვნახოთ. გაემზადე მიდი.
-მართლა ეგრე მოდიხარ?
-ხო . სამზარეულოს სავსევით აკმაყოფილებს ჩემი ლუქი.
-რა ჯიუტი რამე ხარ რა .
-ვინ მეუბნება .
-ხომ იცი რომ დეიდაჩემი არ გამოგიშვებს , მე გაგაფრთხილე . მერე არ იწუწუნო .
-ხო და არაუშავს. ჩემი ჯინსები ძალიან უხდება სანდროს დაბადებისდღეს. იქ შევხვდებით.
-არ მითხრა რომ ფეხით აპირებ წასვლას . _ნუცას მომღიმარ სახეს უკმაყოფილო სახე შეახვედრა. -რათქმაუნდა ფეხით აპირებ წასვლას .
ფეხით სიარული ჯანმრთელობაა , ჯანმრთელობა კი სიცოცხლის საწინდარია მისთვის. მას კი ისე უყვარს და უნდა სიცოცხლე , როგორც არავის .

გზად მაღაზიაშიც შეიარა ,მაღაზიებიც ისეთივე პატარა და მოსაწყენი აქვთ , როგორც თავად ქალაქია , თუმცა სანდროსთსვის საჩუქრის შერჩევა რთული არასდროს ყოფილა . აგერ უკვე 6 წელს ითვლის მათი ნაცნობობა და ყოველჯერზე წიგნს ჩუქნის . დიდი მკითხველი ვერაა ბატონი სანდრო , მაგრამ ნუცას მიტანილ რომანებზე უარს ვერ ამბობს . გამოუსწორებელი რომატიკოსია თავად სანდროც . ხარისხით და ფურცლების სისქით ვერ დაიკვეხნის მისი შერჩეული “სიამაყე და ცრურწმენა “ მაგრამ რა მნიშვნელიბა აქვს , მთავარი ხომ ის ისტორიაა რასაც ფურცლები ჰყვება. რამოდენიმე ბურთიც გააბერინა . 30 წლის კი გახდა , მაგრამ პატარა ბავშვივით უხარია თავის დაბადებისდღე . გაუმართლა ქალაქის ცენტრიდან არცისე შორს ცხოვრობენ . საოცარი კონტრასტია სანდროს ოჯახსა და დანარჩენებს შორის. უბრალო კერძო სახლში ცხოვრობენ ყოველგვარი გადამეტების გარეშე . სანდროს დედას პედაგოგობა არასდროს შეუწყვეტია და როცა ნუცას დამრიგებელი იყო კარგად ახსოვს , მისი დასერილი ხელები , როცა ზამთრისთვის ბოსტენულს ინახავდა . ყოველთვის განსაკუთრებულად უყვარდა ნუცა , ლალის . ალბათ მისი ისტორიის დამსახურებით , მაგრამ არასდროს უგვრძნია სიცივე მათგან , ამიტომ თავადაც არ იშურებს ენერგიას და თუ უამრავი ბურთი უნდა ატაროს ყინვაში წუწუნს არ დაიწყებს. სანდროს სახლამდე მხოლოდ სამი ბურთი შემორჩა . გახეთქილი ბურთების გაცალკევება სცადა მაგრამ ისე იყო გადაბმული ერთმანეთზე ვერაფრით მოაბა თავი და სხვა გზა არ ჰქონდა . შინაურივით შეაღო ეზოს კარი და კარიდან დაიწყო სიმღერააა. მთელი თავისი ვოკალური მონაცემები გამოავლინა და ენერგია ჩადო სიმღერაში სიმღერის დასასრულოს ერთი ბურთი შემოეცალა ხელს . ისე დაიფშუტა ხმაც კი არ ჰქონდა.
-ყოველ წელს უფრო უარესად რატომ მღერი ? _ გაუცინა სანდრომ და ხელები მოხვია . გაბრწყინებული სახე უფრო გაუნათდა სანდროს , ჭიშკარში ირაკლიც რომ შენიშნა . თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა ვითომ ეჩვენებოდა და ნუცას მკლავები მოაშორა , თან ისე რომ თვალი ნ არ მოუშორებია დეიდაშვილისთვის . ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ხელები ჰაერში აწია . -ხალხი ერთმანეთს მადლობის ნიშნად ეხვევა._ხმამაღლა და ხაზგასმით დაიწყო ლაპარაკი. -მეც მადლობა ვუთხარი და ეხლა ერთი მეტრით გავიწევი. დეიდაშვილებს ერთმანეთი უყვართ . იცი ირაკლი დეიდაშვილის მკვლელობა დიდი ცოდვაა..
-რა იდიოტიც ხარ ისევ იგივე რჩები . _უკმაყოფილოდ გააქნია თავი ირაკლიმ .ამასობაში კიდევ ერთი ბურთი აფეთქდა და ნუცაც შეკრთა. საწყლად ახედა ხელში ობლად შემორჩენილ ერთცალ ბურთს და იმის შიშით რომ ის ერთიც ხელებში შემოასკდებოდა , სანდროს გაუწოდა.
-მადლობა ნუცა . დედა გელოდება . _უხმოდ გაეცალა იქაურობას . დეიდაშვილის ხელში შერჩენილ წიგნს დააკვირდა. რათქმაუნდა , სხვა თუ არა რომანი
და თანაც როგორი
იდალური კაცის და ქალის ისტორია. ნუცას. ნერვები ეშლება და მართალიცაა დღე არ გასულა ერთმანეთს არ გადაეყარონ და თანდათან შემაწუხებელი ხდება მათი შეხვედრები. ისე აბნევს , გამარჯობის თქმაც კი დაავიწყდა .
აცახცახებული ხელებით ცდილობდა ქუდისგან აწეწილი თმები გაესწორებინა , სანდროს ღრიალმა რომ მოიცვა იქაურობა .
-რა აყვირებს? შეშინებული გამოვარდა დედამისი და კარს ეცა . თოვლში დამხობილი შვილი რომ დაინახა ხელები სახეზე აიფარა.
-რა მოხდა ? _დაბნეულმა გამოყო თავი კარში ნუცამაც .
- არ არსებობს . არ ქენი . მეჩვენება ? _ფეხზე წამოხტა სანდრო . ხელში ჩაბღუჯულ საქაღალდეს კიდევ ერთხელ დახედა და ხელები თავზე აიფარა. -ირაკლიიი . _უაზროდ ყვიროდა და ხტუნაობდა .-დედა ნახე , მაჩუქა , ღმერთო ჩემო , ყველაზე შეშლილი კაცი ხარ დედამიწაზე .
-სანდრო 30 წლის გახდი , 3 წლის ბავშვის ტვინი რატომ გაქვს ? _სანდროს ემოციებით გამხიარებულმა ირაკლიმ ახლა შენიშნა დეიდა და ხელი გადახვია .
-რა ხდება შვილო , რა აცანცარებს ?
-რა ჯანდაბა დაემართა ქალო ? _ღვინის ბოთლებით მარნიდან ამოსული თმა კარგად შევერცხლილი კაცი არანაკლებ გაოგნებული მისჩერებოდა ეზოში ხან თოვლში დამხობილ და ხან მოხტუნავე შვილს . -ოჰ ირაკლის დაუდია პატივი ჩვენთვის. _ცოლს მიაწოდა ღვინის ბოთლები . ხელები ტანსაცმელზე გაისვა და შეუმჩნევლად გადახედა რომ დარწმუნებულიყო სუფთა ჰქონდა თუ არა და ისე გაუწოდა ჩამოსართმევად. არაფერი გამოჰპარვია ნუცას . ერთი ოჯახის ორი სახე იმდენად თვალში საცემი იყო , მძაფრად იგრძნო იმედგაცრუება.-რა აჩუქე ისეთი რომ ვეღარ აეფხიკა მიწიდან ?
- გუნდიიი. _ჰაერში აფრიალა ისევ ფურცლები . -საკუთარი გუნდი მყავს . _ხელები თაავზე დაილაგა . -არ მჯერა.
- გუნდი , მთლიანად? რათქმაუნდა . _წაიჩურჩულა ნუცამ და ცივად შეტრიალდა ოთახში. რატომაც არა , როცა მთელი ქვეყანა შენი სათამაშოა , როცა შენს საფულეს ძირი არ აქვს და ჩვეულებრივზე მეტად დიდი ფანტაზია გაქვს . ვიღაც სადღაც იქვე მათ ქალაქში ერთმანეთს პურს ჩუქნის . ვიღაც კი დილით იღვიძებს და ამბობს , ოჰ ნახე დღეს დაბადებისდღეზე ვარ წასასველელი , მოდი საფეხბურთო გუნდს წავიღებ საჩუქრად. სიმწრისგან კბილები დააჭირა ერთმანეთს და გამწარებულმა აიწია სვიტრი მკლავებზე. ფქვილის ყუთს წაწვდა და ხელები მიაშველა რომ არ დაპნეოდა. ცხოვრება ესეთია , უსამართლო ,ვიღაც ჭამს ვიღაც კი უბრალოდ ამზადებს , მაგრამ უბედურება ისაა რომ სწორედ მჭამელი ვერ იგებს გემოს , მაშინ როცა სხვა ყველა ინგრედინეტს გრძნობს . ნეტავ ღარიბებიც ისევე კარგავენ გემოს როცა მდიდრდებიან ? თუ მხოლოდ მდიდრები არიან ასეთი თავზე ხელაღებულები ? ნეტავ გლეხსაც ავიწყდება წარმოშობა? რატომაა სირცხვილი შრომისგან მოსვრილი ხელის გაწვდა იმ ადამიანისთვის ვისაც არასდროს უშრომია?
როგორც იქნა სანდრომ ემოციების გამოხატვა დაასრულა და სახლში შეიპატიჟა . უცნაური ის იყო რომ ირაკლი რომელიც არასდროს არავისთან მიდიოდა და მითუმეტეს დაბადებიადღეზე , კომფორტულად მოკალათდა სავარძელში და უარიც კი არ უთქვამს დარჩენაზე. რაც უფრო მეტად აკვირდებოდა და ესაუბრებოდა , მით მეტად ხვდებოდა რომ გარშემო ყველაფერი უცნაური იყო
პირველად შენიშნა დძაბულობა დეიდაშვილის სახეზე მასთან ლაპარაკისას ,სანდროს მამაც კი ერიდება რაც მოვიდა , მიუხედავად თბილი შეხვედრისა . მხოლოდ დეიდა შეხვდა სიხარულით , მაგრამ სულ სამზარეულოშია. მართლა არავის უნდა მასთან ერთად ყოფნა?
-სანდრო , ვის ელოდები ?
-არავის , ამინდმა ყველაფერი ჩაშალა , ჩვენები მოვლენ და კიდე ჩემი ორი აქაური მეგობარი .
-შემიძლია დავრჩე ანუ ? _ ცინიზმი შეერია ხმაში .
-მაგდენს ვერ მოგთხოვ, საკუთარი ხელით საჩუქრის მოტანა უკვე ბევრია.
-ანუ , ზრდილობიანად მეუბნენი რომ უნდა წავიდე?
- მოიცა მართლა აპირებ დარჩენას ? არ ხუმრობდი?
-რავიცი ვიფიქრე , რომ 30 წლის ყოველდღე არ ხდები და გაგიხარდებოდა შენი ერთადერთი და განუმეორებელი დეიდაშვილის გვერდით ყოლა .
-ღმერთო როგორ გიყვარს შენი თავი . _ამოიგმინა სანდრომ .
-სანდრო , წითელი ხილით თუ ბანანი ? _სამზარეულოდან გამოსძახა დედამ .-ვერ გადავწყვიტეთ მე და ნუცამ .
-ბანანი დედა რა . _პატარა ბავშვივით გაუყვა სამზარეულოს გზას სანდრო .
-მე ბანანი არ მიყვარს . _ზურგთან წამოადგა დეიდაშვილს და კარის ჩარჩოს მხრით მიეყრდნო .
-მაშინ წითელი ხილი უქენი ნუცა. _გადაწყვიტა დეიდამ და ნუცას ალეწილ სახეს თვალი აარიდა . ნერვებს უშლის როგორ ტრიალებს ყველა ამ
ყეყეჩის გარშემო . მაშინაც კი მის სიტყვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა , როცა ..
-სანდროს დაბადებისდღეა ისაა მთავარი გმირი . _ხმამაღლა დაამთავრა საკუთარი ფიქრები .
-მე კი დაბადებისდღეების ქურდი . _ ღიმილმა გადაურბინა სახეზე . ზუსტად იცის რასაც ფიქრობს მასზე, უსიტყვოდ ამბობს მისი სახე ყველაფერს და მაინც რაც უფრო მეტ უარყოფით ემოციას აწყდება , მით მეტად იზიდავს . გაუნძრევლად იდგა და ისე დაჟინებით ათვალიერებდა , სახე აეწვა ნუცას . მთელი მონდომებით ცდილობდა არ შეეხედა და ზედმეტად არაბუნებრივად გამოსდიოდა გამუდმებით თავდახრილი დგომა . უდავოდ ლამაზია . ბუნებრივი სილამაზე აქვს . ქვედა ტუჩს კბილები დააჭირა . ისეთი თხელი და ჰაეროვანია შეუძლებელია ვინმეს არ მოეწონოს და ამიტომაცა ფეხქვეშ რომ ეგება მათი სქესი , თუმცა პირველად გაანალიზა რომ გარეგნობის გამო არ იზიდავს , მასზე ბევრად ლამაზებიც უნახავს . ღრმად წავიდოდა ფიქრებში იმის ძიებაში რა აგიჟებდა ასე ამ გოგოში , რომ არა დეიდის უცნაური მზერა . მარტო არ იყო ნუცა . მარტო ნუცა არ დაიძაბა , გარშემო და ისეთი უხერხულობა გამოიწვია ირაკლის ურცხვმა მზერამ , თავხედურად რომ დაატარებდა თვალებს მის სხეულზე , იძულებული იყო შეეწყვიტა. უცერემონიოდ აქცია ზურგი და მომღიმარი დაუბრუნდა მისაღებს.
-დავინახე როგორ უყურებ. _გვერდით ჩამოუჯდა სანდრო.
-როგორ ვუყურებ ?
-როგორც , საჭმელს .
-იქნებ იმიტომ რომ მშია.
განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე იყო სანდრო , მალე მეგობრებიც შემოუერთდნენ . მიუხედავად იმისა რომ არავინ ეცნობოდა , თავს კომფორტულად გრძნობდა იქამდე სანამ ოჯახი არ შემოუერთდა და დედასთან მოუწია პირისპირ შეხვედრა . ზრდილობიანად მოიკითხა და დაძაბული სცემდა დედის მიერ დასმულ კითხვებს პასუხს. ბოლოს ქალიც მიხვდა რომ უშედეგოდ ცდილობდა რაიმე გრძნობის დანახვას გაყინული შვილის სახეზე და თავი დაანება. მალე მისი დისკომფორტი ჯოჯოხეთად გადაიქცა , ბებიის გვერდით მოუწია დაჯდომა სუფრასთან და მზად იყო დაევიწყებინა
ყველანაირი კულტურა და უკანმოუხედავად გაქცეულიყო , როცა ბებიამ სწრაფად გაათავისუფლა ადგილი და თითქმის ძალით დასვა უკევ წასასვლელად გამზადებული ნუცა . თავად ქმარს მიეკედლა . სიმწრისგან ჩაეცინა ირაკლის ბებიის სახის დანახვისას . არაფერი განსაკუთრებული , ჩვეულებრივ ვახშამს დაემსგავსა მალე სანდროს დაბადებისდღე , იქამდე სანამ ბექა არ შემოუერთდა და პირდაპირ ლიკუნას და ნუცას შუაში გადაწყვიტა დაჯდომა და მალე ყველას გადასდო თავის ხასიათი. სუფრა რამოდენიმე ნაწილად გაიყო ერთადერთი ვინც დროს კარგად ატარებდა ბექა და ლიკუნა იყო . ცოტახანში ნუცაც გაანთავისუფლეს სიმროცხვისგან . რამოდენიმე ჭიქის მერე აღარც ახსოვდა რომ ცოტახნისწინ უხერხულობისგან ხელები სად წაეღო არ იცოდა და მთელი სხეულში რაღაც უხილავი დაფრინავდა . სასმლისგან გათამამებულმა , გემრიელად ჭამაც დაიწყო , რიცა მიხვდა გვერდით მჯდარი ირაკლი თვალს არ აშორებდა . ყბაში მოქცეული ხაჭაპური დაუღეჭავად გადაყლაპა და რომ არ დამხრჩვალიყო წვენის ნახევრად ცარიელ ჭიქას წაწვდა,მისდა სამწუხაროდ საკმარისი არ იყო , თვალებით დაიწყო ახლოს მდგარი ბოთლის ძებნა, რომელიც ახლოს სულაც არ იყო . ისე უჭერდა ყელში გაჩხერილი ლუკმა , ბევრი არც უფიქრია ყველაზე სავსე ჭიკას წაწვდა და სულმოუთქმელად ჩაცალა . რომ მიხვდა გადარჩა , მაშინღა მოავლო თვალი მაგიდას და რამოდენიმე მიშტერებულ წყვილ თვალს გაუცინა . ცარიელი ჭიქა თავის ადგილზე დააბრუნა და მაშინ გაანალიზა რომ ირაკლის ჭიქას დაეუფლა ცოტახნის წინ და მთელისაღამოს განმავლობაში პირველად შეხედა .
-ახალს მოგიტან . _სწრაფად გაწია სკამი უკან და ფეხზე წამოხტა . ნაბიჯიც ვერ გადადგა ისე დატრიალდა ოთახი და უკან დაჯდომა გადაწყვიტა. მანძილი სკამსა და მასშორის იმხელა იყო , მოწყეტით დაეცემოდა და ალბათ კარგახანს იქნებოდა სტუმრების გართობის საგანი ხელი რომ არ შეეშველებინა ირაკლის .მაგრად გამოსდო ხელი წელზე და ფეხზე წამოდგა. უკან მიწეული სკამი ახლოს მიაჩოჩა და მსუბუქად უბიძგა.თავადაც ადგილს დაუბრუნდა და დაცლილი ჭიქა თავადვე შეივსო , არც ნუცა დაავიწყდა . წვენით სავსე ჭიქა გოგოს მხარეს მიაჩოჩა და თვალისდახამხამებაში
ააცალა ღვინის ჭიქა .
-კარგი რა ირაკლიიი. _ლუღლუღით ამოთქვა ლიკუნამ .
-აუუ კაი რააა , არადა რა ჯიგარი მეგონეეეეე._წუწუნს შეუერთდა ბექა.
-საკმარისია ბავშვებო , მემგონი მართლა ბევრი მომივიდა . _უხერხულად გაუღიმა ირაკლის და ისევ ფეხზე წამოდგა ამჯერად მთელი ძალით სცადა არაფერი შესტყობოდა და ზრდილობიანად გამოემშვიდობა თითქმის ყველას .
-წაგიყვან . გაჭირვებით წამოდგა ფეხზე სანდროც და გაეცინა ნუცას წარბაწეული სახის დანახვისას . -ფხიზელს არ უჯდები მანქანაში არავის . უკან მიმაქვს შემოთავაზება .
-მე წაგიყვან . _ ინიციატივა არ დაიკლო ბექამაც და გიორგი მიხვდა რომ უნდა ჩარეულიყო , ზედმეტად კარგად იცნობს ირაკლის . თითების მაგიდაზე თამაშს რომ იწყებს იცის ბევრი არ უკლია აფეთქებამდე და ყველაფერი იმის გამო რომ ახლა ნუცასთვის რაიმეს შეთავაზება მისთვის აღიარებაა რომ აინტერესებს . იცის ორი ირაკლი გამალებით ებრძვის ერთმანეთს და კარგად არასდროს მთავრდება ეს ბრძოლა.
-ჩევენს მძღოლს ენდობა ნამდვილად . _გადაჭრით თქვა გიორგიმ. -აპაპ უარყოფა არ გაბედო ქალბატონო. _ფეხზე წამოდგა და ხელმკლავი გამოსდო . კარგახანს ესმოდა ნუცას ჯუჯღუნი კარის უკნიდან და გიორგის სიცილი , ბოლოს ვეღარ მოითმინა და ფეხზე წამოდგა. სიგარეტის კოლოფს ხელი დემონსტრაციულად წამოავლო თითქოს დამამტკიცებელი საბუთი ჭირდებოდა რომ მოსაწვედა გადის და არა იმიტომ იქ ეგულება.
-რატომ ეხვეწები ამდენს გიორგი? ან ჩასვი ან გაუშვი . _ხმაში გაღიზიანება შეეპარა ირაკლის და თოვლში შემორჩენილ ფეხარეულ ნაკვალევს დახედა რომელსაც ფიფქები ავსებდა .
-სად გავუშვა ამ ღამეში?
-პატარა ბავშვი კი არ ვარ . _ხელები გადაიჯვარედინა და ტუჩები გაბერა .
- არა მთვრალი ხარ . _ სიგარეტს მოუკიდა მამაკაცმა და მთელი ყურადღება კვამლის პირველ ამოსუნთქვას მიუძღვნა.
-მთვრალი არ ვარ და ისე ვიცნობ ამ ქალაქს როგორც საკუთარ თავს . _ჯიუტად დააქნია თავი .
-სიჯიუტე ადამიანს ღუპავს. _ირონია შეეპარა ხმაში ირაკლის .
-ირაკლი . _ხელით ანიშნა გიორგიმ ჭისკრისკენ ბარბაცით მიმავალი ნუცასკენ .
-გიირგი ძიძები ხომ არ ვართ . არ მგონია პირველად ბრუნდებოდეს სახლში მარტო და მთვრალი . მშვიდ მოიქცია თამბაქოს ღერი ტუჩებში და უდარდელად აყოლებდა ბარბაცით მიმავალ გოგოს თვალს.დაინახა , ყინვისგან გაჭედილ სახელურს დაეჯაჯგურა, კარმაც არ გაუწია ბევრი წინააღმდეგობა , ჯერ შუბლში მოხვდა და მერე უკან გადავარდა. ტკივილისგან კვნესაა აღმოხდა და შუბლზე აიფარა ხელი . - ერთი , ჩვეულებრივი ნერვების მჭამელი ჭინკა ხარ . _ნერვებმა უ
წამში
უმტყუნა ირაკლის , სიგარეტი თოვლში მოისროლა , იმის გაანალიზებისას როგორ უნდა სტკენოდა სიბრაზე მოაწვა . სწრაფი ნაბიჯებით უახლოვდებოდა და თან ეპითეტებს არ იშურებდა . -თავხედი , სულელი და ტუტუცი ._ მხრებში წაავლო ხელი და წამოაყენა . კარგად დაკვირდა , რომ დარწმუნდა არაფერი ჰქონდა ნატკენი . გაგრძელა .- როცა შენზე უფროსი გეუბნება რომ არაა კარგი იდია , უნდა მოუსმინო და 3 წლის ბავშვივით არ იჭირვეულო .
-გამიშვი . _გაბრძოლება სცადა და არ მოელოდებოდა ასე სწრაფად თუ შეუშვებდა ხელს . ჰაერმა სასმლის ეფექტი გააორმაგა და უკან გადასადგმელად გამზადებულ ფეხებს ძვრა ვერ უყო და კიდევ ერთხელ დაეცემოდა ირაკლი რომ არ დაეგულებინა ახლოს . მაგრად ჩააფრინდა მხრებში , ხელისგულებში მოიქცია სვიტრიც და ირაკლის კანიც . თავი ფეხზე რომ დაიგულა ხელები გაუშვა და მატეერის გასასწორებლად რამოდენიმეჯერ გადაუსვა ხელი მხრებზე . -რა საოცარი ნაქსოვია? ქაშმირია ? _თვალები ახლოს მიიტანა მხრებთან . _მმმ , რა კარგი სუნი გაქვს . _ურცხვად შეისუნთქა ჰაერი .
-ნუცა უსაშველოდ მთვრალი ხარ . ._სიცილი ვერ შიეკავა ირაკლიმ, რომ გამოფხიზლდება და გაახსენდება ზუსტად იცის სირცხვილისგან გული გაუსკდება .
-მთვრალი ? აჰაამ ცოტა , მთვრალი ვარ თან უმუშევარი და … შენი წყალობით.რა ლამაზი ცხვირი გაქვს . _თითი გაიშვირა და სცადა ცხვირზე შეხებოდა . - დიდი ხარ , ძალიან დიდი და ძალიან ცუდი . _საჩვენებელი თითი მიჰკრა მკერდზე . -ყველაფერი წამართვი ირაკლი . _პირველად წარმოთქვა მგონი მისი სახელი როცა მიმართა.
-არაფერი წამირთმევია ნუცა . ნუ ჯერჯერობით . _თვალი ჩაუკრა. წამში მოხვია ხელი და ჰაერში აიტაცა . -სახლში წასვლის დროა .
-სახლი ? _ძალა
გამოცლილმა მიადო თავ მხარზე . - სახლი შენ წამართვი და საკუთარი აიშენე . . _სასიამოვნოდ უღიტინებდა ირაკლის სუნამო ცხვირში სასმლისგან დამძიმებულ სხეულს ვერაფერს უხერხებდა რომ წინააღმდეგობა გაეწია . -მეძინება . _დამძიმებულ თვალებს ვერაფრს უხერხებდა .
-არ დაიძინო , ჰეიი .
-უკვე გითხრეს რომ რომელიმე ღმერთს გავხარ? _თვალი კიდევ ერთხელ
თამამად ააყოლა მის
სახეს და სხეულს .
-ნუცა სად ცხოვრობ? ნუცააა . _ისეთი დაბალი ხმით ცდილობდა შეეფხიზლებინა თავისი ხმა
თავად არ ესმოდა . სინამდვილეში დიდად არ ადრდებდა გაიღვიძებდა თუ არა , მისმაართის ცოდნა რომ უნდოდეს სახლში მინიმუმ 10 ადამიანს მაინც იპოვის ვინც იცის სად ცხოვრობს . ფორმალურად ცდილობს თავი თუ გიორგი მოატყუოს რომ სხვა გზა არ აქვს და თავისთან იმიტომ არ უშვებს რომ თვითონ უნდა .
-არ მინდა მანქანაში . _გაჭირვებით გაიბრძოლა .
-არაფერი მოგივა . გპირდები
-არ გენდობი . _მანქანიდან გადმოსვლა სცადა. თუმცა ისევ უკან შეატრიალა და კართან ჩაიმუხლა .
-ნუცა მისმინე , ნდობას არ გთხოვ. უბრალოდ გპირდები რომ არაფერი მოგივა . არ მაწყობს რომ რამე მოგივიდეს , ჯერ მჭირდები . იქამდე მჭირდები სანამ შენი სხეულის ყველა ნაწილს არ ვისწავლი . _ყურთან ეჩურჩულებოდა და სასმლის მძაფრმა და გოგონას ტკბილმა სუნმა მასაც თავბრუ დაახვია. ღვედი კარგად შეუკრა და ცხვირზე მიჰკრა თითი . -ჭკვიანად იყავი . სახლში ნანა დაგხვდება . კარი იქამდე მიუჯახუნა სანამ ნუცამ ისტერიკის მოწყობა და გაპროტესტება დაიწყო და მძღოლს ანიშნა წასულიყო . -ნანას დაურეკე უთხარი რომ ყავა და აბაზანა გაუმზადოს. ნახევარ საათში გავდივართ ჩვენც.
-მეგონა გაყვებოდი .
-აჰჰ , ახლა ? ნუცას და აქედან ? _სახლისკენ სიცილით გაიხედა ირაკლიმ.
-რა აზრი აქვს მოცდას , ხვალ ბებიაშენი საგვარეულო ბეჭედს მოგცემს . _ფარდის უკან ნახევრად გამოყოფილი თავი ჰქონდა ლილის და მოჭუტული თვალებით ცდილობდა ყველაფერი დაენახა . როცა ირაკლიმაც გაუსწორა მზერა ფარდა უცბად გადაწია და მიიმალა.
-ეს ოჯახი ბოლოს მომიღებს . _უხმოდ გაძლო კიდევ რამდენი წუთი მაგიდასთან და როგორცვე მიხვდა რომ მეტი აღარ შეეძლო სადღეეგრძელოების მოსმენა , საკუთარი ჭიქა რომლესაც მოსვლის წუთიდან წრუპავდა ჩაცალა და ომახიანად განაცხადა რომ მიდიოდა .
-მოიცა სად მიდიხარ ირაკლი , შენც ვინმე არ გელოდებოდეს სახლში რა . _ნიშნის მოგებით წამოაძახა ბებიამ.
-რა იცი რომ არ მელოდება ? _ინტრიგა არ დააკლო
ირაკლიმაც . მხოლოდ სანდროს გამოემშვიდობა ახლოდან და ისე გაუჩინარდა სიტყვის უთქმელად დანარჩენი ოჯახისწევრებისგან როგორც მთელი დღე გაატარა. ელოდებოდა , ელოდებოდა დედა რომ უბრალოდ ნახვამდის არ დაენანებოდა , მაგრამ ვერა , ვერაფრით დაიმსახურა ირაკლის ყურადღება .
არაფერი უკეთებია , მაგრამ
მაინც დაღლილი მივიდა სახლში და უცნაურ ღიმილს ვერაფრით იქრობდა სახიდან . მანქანიდან სახლმადე
მანძილი ისე გაიარა ვერ მიხვდა . “ნეტავ ძინავს ? ბევრი იწუწუნა ? რა ქნა როცა აქ მოვიდა სახლის ნაცვლად ? “ უცნაური სიჩუმე იყო პირველ სართულზე ამიტომ
გეზი პირდაპირ მეორესკენ აიღო და კიბეზეე გაადაწყდა ნანას . ხელში ნუცას ტანსაცმელი ჰქონდა ჩაბღუჭული და უკმაყოფილო დაჰყურებდა.
-ირაკლი , უკვე დაბრუნდი ? ტანსაცმელს გავრეცხავ . ხვალ დილით სუფთა რომ დაჰხვდეს , ტუტუცი გოგო ამდენი დალევა შეიძლება ? _წუწუნით ჩაუყვა კიბეს ნანა. ძნელი გამოსაცნობი არაა რომელ ოთახში უნდა იყოს , პირველივე ოდნავ შეღებულ
კარს ხელი მიაწვა და ჩაბნელებულ ოთახის ნახევარს მოავლო თვალი . გარედან შემოსული სინათლე ოთახს ნახევრად ანათებდა. ღამის სიჩუმე ისეთი იდუკალი იყო , სცადა თავადაც ფეხი აეწყო . მძიმედ და ნელა უახლოვდებოდა ოთახის ცენტრს . ისეთი პატარა იყო უზარმაზარ საწოლში , ღიმილი მოადგა . ნახევრად იყო საბანის ქვეშ სრულიად შიშველი მოქცეული და წაბლისფერი თმა უსწორმასწოროდ ეყარა გარშემო . ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქის გამო ლურჯი ფერი დაჰკრავდა მოშიშვლებულ ზურგზე . მონუსხული იდგა კარგახანს საწოლთან და ისე თითქოს ხელოვნების ნიმუშს უყურებდა. უფროდაუფრო ახლოს მივიდა და გული აუჩქარდა, არ ახსოვს ბოლოს ვინ აუჩქარა გული ასე მაგრამ ,მნიშვნელობაც არ ჰქონდა. ახლა და ამ
წამს მისი გული ამოვარდნას ლამობდა და გამშრალი ყელი უკვე აწუხებდა . ისე ღრმად ეძინა სუნთქავდა თუ არა ეჭვიც კი შეეპარა. საწოლის კიდესთან ჩამოჯდა და სხეულზე რომელიც ნახვერად უჩანდა ხელის აყოლება დაიწყო , არა შეხებას ვერ გაბედავს , რამოდენიმე სანტიმეტრი აშორებს რომ იგრძნოს როგორი კანი აქვს. უნდა ,აქმდე თუ ეჭვი ეპარაბეოდა , ახლა
ზუსთად იცის. ნუცა , ნუცა უნდა და თან ისე რომ საკუთარ სხეულს ვერაფრით იმორჩილებს. ისე უნდა როგორც , წარმატება უნდოდა, ისე ჭირდება როგორც ის მოტივაცია , რამაც აქამდე მოიყვანა . ისე უნდა დატკბეს მისით როგორც საკუთარი ძალაუფლებით და ისე , ისე იბრძოლებს მისთვის როგორც ცხოვრებაში იბრძოლა
რომ გამხდარიყო ის ვინცაა.
რამოდენიმეჯერ შეწუხებულმა ამოიკვნესა , ძილში და გვერდი იცვალა , საბანი რომელიც ნახევარს ძლივს უფარავდა , ქვემოთ ჩამოცურდა და უდარდელად გააგრძელა ძილი , რა იცოდა რომ ისე მწარედ მოიკვნიტა ტუჩი სისხლის გემო
იგრძნო პირში ირაკლიმ ,იმ მკერდის დანახვისას ასე დაუნდობლად რომ მიატოვა თეთრმა საბანმა . კიდევ ერთხელ თავხედურად ჩააყოლა თვალი მკერდის ღარს, გამოკვეთილ წელს და ღიმილმა
გადაურბინ სახეზე. საკუთარ თავზე ეცინება,იმ პატარა ბიჭივითაა აღელვებული პირველად რომ ხედავს ქალის სხეულს.სასაცილოა აბა რაა , ვინიცის მერამდენეა მისთვის ეს სხეული და მაინც იმ 17 წლის ბიჭივით ადგება ნერწყვი. ახლა უკვე ზუსტად იცის მას ის ტორტი უნდა რომელიც მაგიდაზე დევს და სულ
თავისთვის უნდა , ვერავის დაელოდება რომ
გაუნაწილოს , ყველა ნაჭერი მისია და ვერავინ შეეცილება. პრობლემა ისაა რომ შეიძლება ბევრი ტკბილისგან ავად გახდეს , კარიესი დაემართოს ან დიაბეტი. ზუსტად იცის რომ
რაღაც მოუვა , მაგრამ რა ? არ ადარდებს . ისეთი არაფერი დაემართება რომელ
დაავადებასაც ექიმებით და ფულით ვერ უშველის . მთავარი ისაა რომ მას ის ტორტი უნდა რომელიც მაგიდაზეა და აუცილებლად მიიღებს. მსუბუქად გამოსდო თითები საბანს და კარგად დააფარა . გვერდებიც კი შეკეცა . გასვლისას კიდევ ერთხელ გამოხედაა რომ დარწმუნებულიყო არ მოეჩვენა და ნამდვილად იქ იყო.
იმ ღამეს პირველად ეძინა . ეძინა მშვიდად , ღრმად და მსუბუქად . იმ ღამეს იმ ქალაქში ეძინა რომელიც ძილს უფრთხობდა . დილით ჩვეულებრივზე ადრე გააეღვიძა . ირაკლი იმ კატეგორიას ეკუთვნის წესები და რეჟიმი
რომ შეუცვლელია. ვერავინ და ვერაფერი აიძულებს შეცვალოს თავისივე შედგენილი კანონები. ექვსი საათიც არ იყო რომ სარბენად მოემზადა . გულგრილმა ვერ ჩაუარა ოთახის კარს სადაც ნუცა ეგულებოდა. ახალი მიზეზი , გასართობი , ახალი გამოწვევა და ჯილდო . რამოდენიმე ნაბიჯით გასცდა და შედგა . რას დააშავებს რომ თვალი შეავლოს . საიდუმლო
თავად ნუცასთვიც არაა რომ თვალი დაადგა. მსუბუქად დაწია კარი და ხმაურის გარეშე სცადა შესვლა. ყველაფერა მოელოდებოდა იმის გარდა რომ უკვე გაღვიძებული დახვდებოდა . საწოლის თავთან მიყუჟულიყო
და ფანჯრისკენ რაღაცას ისე გაჰყურებდა ვერც კი შეეამჩნია როგორ შეუუღო კარი.
-გამთენიამშვიდობისა. _კარს ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო და გულიდასწყდა , მისი ხმის გაგინებისას ისედც კარგად აფარებული საბანი კისრამდე რომ აიფარა. თითქოს მან არ შეისწავალა მისი სხეულის ნაწილი გუშინ .-ან შემიძლია ნაბახუსევმშვიდობისა გითხრა. _თამამად დაიძრა და პირდაპირ საწოლის წინ მდგარ მაგიდას მიეყუდა. უფრო კარგი ხედი ჰქონდა. აწეწილი თმები , ძილისგან თუ სასმლისგან შესიებული სახე და ატმისფრად შეფერილი ლოყები რომლებსაც მის ვიზიტს ოთახში უნდა უმადლოდეს. -კარგად ხარ ? _იძულებული
გახდა ეკითხა , უცნაურად ჩუმი ეჩვენა. კითხვას უარის ნიშნად თავსი გაქნევით უპასუხა და უფრო დაპატარავდა .-თავი გტკივა და პირი გიშრება . გაგივლის . _დამშვიდება სცადა .
-აქ რატომ ვარ ?ჩემი ტანსაცმელი სადაა? _საკუთარი კითხვა ძლივს გაიგო .
- აჰჰ , შენი ტანსაცმელი . _კეფაზე დაიდო ხელი და უხერხულობა მთელი სხეულით გამოხატა. რამოდენიმე ნაბიჯში საწოლის ბოლოში გაჩნდა და ჩამოჯდა.- მაპატიე , ცოტა ნასვამი იყავი , არც მე ვარ ძალიან მშვიდი ტემპერამენტის ადამიანი და..
-რაა? _ისეთი კივილი ახმოხდა გოგოს ირაკლიც შეცბა. -არა , არაა , არააა . _ სქელი საბანი კარგად შემოიხვია და ფეხზე წამოხტა . -მატყუებ ? _ფანჯარას აეკრა და ერთი ხელით საბანს იჭერდა მეორეს პირზე იფარებდა .-არა , ეს არ ვქენი .
-მას შემდეგ რაც გამომიტყდი რომ რომელიღაცა ღმერთს ვაგავარ ?_გადაწყვიტა ცოტაც ენერვიულებინა.
-არაა , არააა . _თავს უიმედოდ აქნევდა ნუცა . -არ მჯერა , რომ ეს ვქენი თუნდაც მთვრალმა .მითხარი რომ ტყუილია.
-ეს ? _ღიმილმა გადაჰკრა სახეზე ირაკლის- სექსს გულისხმობ? _ნერვებს უშლის ნუცას რეაქცია , ნუთუ ისეთი წარმოუდგენელია მისთვის ირაკლისთან ყოფნა რომ მთვრალიც ვერ დაუშვებს?
-არა , შეუძლებელია , შენა არა , შენ ვერ , ვერ იქნები არ მინდა რომ შენ იყო . შეუძლებელია შენ არ გაგიზიარე ჩემი სხეული პირველად . _წამში მოიცვა პანიკამ ნუცას გონება და სხეული ისე აუკანკალდა ყველა კუნთი სხეული გაჭირვებით გადადგა ნაბიჯი და საბანში ახლართული მუხლებზე დაეცა . სამაგიეროდ ირაკლიმ გაიაზრა წამებში რაც მოხდა . ყურებს ვერ დაუჯერა მაგრამ არც ძალიან ეუცხოვა . წამოდგომაში დაეხმარა და საწილზე ჩამოსვა.
-გეხუმრე , რათქმაუნდა გეხუმრე . _ღიმილს და დაბნეულობას ვერ ფარავდა. -ნანა, ნანამ მოგხედა. _
რომ მიხვდა დაუჯერა , ფეხზე წმოდგა და ციტახანს დააკვირდა . რომ არ ეცოდებოდეს და დარდობდეს მასზე ალბათ ისე დასცინებდა ვერავინ შეეაჩერებდა. ახლა გასაგებია რატომ აღიქვა მისი წინადადება ასე მძაფრად , მაგრამ შწუძლებელია , ზუსტად 1 კვირაში გაიგო რომ ამ ქალაქის ყოველი მეორე მცხოვრები ნუცას სხეულზე ოცნებობს და ვერავინ შეძლო მისი გულის მოგება ?
? შეუძლებელია , სხვა თუ არა კახა მაინც უნდა იყოს ნუცას სიაში პრველი. უნდა გაუხარდეს რომ არავინ ჰყოლია ? საქმეში მისი სტრატეგიულად მოაზროვნე ტვინი ჩაერთო . რათქმაუნდა არა არ უნდა გაუხარდეს . ყველაფერი რთულადაა . ეს ყველაფერი ერთ რამეს ანიშნებს , მას ნუცა უნდა , ნუცას კი ის პერსონაჟი რომლებსაც ასე ჰყვარობს რომანებში და ეს მისი უბრალო სურვილი არაა , .ელოდება და სჯერა. იმსახურებს. სრული უფლება აქვს.. მაგრამ ჯერ არ იცის ასე გამეტებით რომ ემალება რეალობას სქელი საბნის უკან , თავად რეალობამ ამოიჩემა. ცოტახანს მიაჩერადა .-კიდევ რამდენჯერ გამაოცებ ნუცა? _თვალი გაუსწორა. - სულის სიწმინდეზე რომ გაქვს პრეტენზია გავიგე , მაგრამ სხეული ? _გაღიზიანებას ვერ მალავდა .ნერვები ღალატის პირას იყო . კარგად იცის ნუცას იდეალებთან არანაირი საერთო არ აქვს . -დაუჯერებელია . _თავი სიცილით გააქნია და ფეხზე წამოდგა .
-მინდა რომ თავი დამანებო არ ვაპირებ ჩემს პირად ცხოვრებაზე შენთან საუბარს . დაუჯერებელი არაფერია იმაში რომ პირველივე შემხვედრს არ ვეკიდები და ჩემთვის გრძნობები მნიშვნელოვანია შენგან განსხვავებით.
-თავი დაგანებო ? არ მინდა .
-ჩემთვის სულ ერთია რა გინდა ._ფეხზე წამოხტა და წინ დაუდგა . -სულ არ მადარდებს შენ რა მოგწინს და რა გინდა . არც ის მაინტერესებს ვინ ხარ და ვერ შემაშინებ . შენი არ მეშინია . რა გაცინებს ?
-იცი რა საყვარელი ხარ , მაგრამ წარმოდგენა არ გაქვს რა შემიძლია.
-არც მაინტერესებს .
-ნუცა ისეთი პატარა ხარ . ისეთი გემრიელი უნდა იყო. _ხელები წაავლო და ახლოს მიიზიდა . -რომ არ გაგსინჯო მოვკვდები . _ქვედა ტუჩს კბილები დააჭირა .-ნებით თუ ძალით , მაინც გაგიგებ გემოს. რაც უფრო შორს წახვალ უფრო მოვინდომებ რომ ახლოს ვიყო . რაც უფრო უარმყოფ უფრომეტად მომინდება რომ ჩემი იყო . აზრი არ აქვს, პირველი ვიქნები თუ მეასე , მაინც ვიქნები შენს ცხოვრებაში და ვერაფერს მიზამ. _ტუჩით ოდნავ შეხო მის ტუჩს და თავი რომ გადაწია უკან , წინააღმდეგობის ნიშნად , სიბრაზემ წამოუარა . შეუძლებელია არ მოწონდეს და ასე უარყოფდეს , ჯერ არავის უთქვამს მის ტუჩებზე უარი . ხელი თავქვეშ მოსდო და მაგრად გააკავა . რამოდენიმე წამით დააკვირდა , მაგრამ ჯიუტი თვალების გარდა ვერაფერს წააწყდა . -ამ თვალებისთვის სასჯელს იმსახურებ . _დაუკითხავად მოიქცია ნუცას ლოყა კბილებში. გაფართხალება სცადა თუ არა უფრო მაგრად გააკავა და უკვე თავისუფლად იპოვა მისმა ტუჩებმა , გზა მისი ტუჩებისკენ. იმ ტუჩებისკენ რომელიც ამდენი ხანია იწვევს, ეძახის , უნდა და ჭირდება . მთელი თავისი განოცდილება ჩადო , ამ კოცნაში , მიუხედავად იმისა რომ ვერაფრით აიყოლია მისი ტუჩები, ვნებამორეული ჩაუყვა ყელს და სანამ თვითონ ტკბებოდა მონდომებით ცდილობდა არცერთი მილიმეტრი გამორჩენოდა მის ტუჩებს , მიხვდა როგორ სიმივით დაიჭიმა ნუცას სხეული მის მკლავებში , ქანდაკებასავით უძრავი გახდა და ნახევრად გათენებას უნდა უმადლოდეს მის მიტკალივით თეთრ ფერს თუ საკუთარ თავს არ იცის . სუნთქვა არეული შეეშვა მის სხეულს. რას არ მისცემდა , ერთი სულ პატარა ნიშანი ჭირდება რომ სქელი საბანი ნაწილებად შემოაცალოს და მერე თავი დააკარგვინოს სიამოვნებისგან , მაგრამ ვერაფერს ხედავს გარდა ჩამქრალი წყლიანი თვალების და აკანკალებული სხეულისა. -ნუცა მე შენ მინდიხარ , შენ კიდევ ტირი?
-მე არ მინდა გესმის ? არ მინდიხარ არა? _უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და პირველივე კარისკენ გაიქცა რომელიც დაინახა. სააბაზანოს კარი გადაკეტა და მის ბოლოში ჩამოჯდა. გახურებულ ტუჩებს თითები ააფარა და იატაკს მიშტერებული რამდენ ხანს იჯდა არ იცის .



№1 სტუმარი სტუმარი Wero

მადლობა უფალს რომ გამოჩნდით. უკვე იმედიც აღარ მქონდა! ხომ კარგად ხართ? ისეთი თავი იყო რომ დასრულება არმინდოდააა. და გთხოვ რომ
მალეე დადოთ.გემუდარებით,გევედრებით.ესთი სააცარი ისტორია გაქვთ და ასე წელავთ((( წარმატებებიი შეხვედრამდე.***

 


№2 სტუმარი სტუმარი ხათუნა

უფ,რა კარგად წერთ????ნუცა უსაყვარლესია,მაგრამ ირაკლი ჯენტლმენი მეგონა და სამწუხაროდ, არაა, როგორ შეიძლება მამაკაცმა ნუცასნაირ სიწმინდეს უთხრას იცი მე რა შემიძლიაო.ეს არ უხდება ირაკლის. მალე დაგვიბრუნდით რაა.

 


№3 სტუმარი Елка

Карги ико ираклис укварс нуца маграм ар унда ро агиарос. Ну игвианебтхолме гтховт. Мадлоба

 


№4 სტუმარი Nia

საოცრად წერ , ემოციები ხასიათი ???? არ გაჩერდე

რატომ გვალოდინებთ ამდენს , ესეთ ისტორიას არ უხდება ლოდინი მინდა რომ სულ ვიკითხოო❤️????

❤️❤️❤️ გელოდებით

 


№5 სტუმარი ნანო

ძალიან საინტერესოდ წერთ

 


№6 სტუმარი Nino

Ra upativcemulobaa amdeni xans lodini damaviwydit ukve

 


№7  offline წევრი Tatutatu

რუსააა საცემიი ხარრ )) ???? ასე წერდე ადამიანი და უცებ გაქრეე არ გეკადრებაა მართლა… ერთხელ კიარ ვამოწმებდი დღეშიი?ბეევრჯეეერრრ!!! მესმის ყველაფერი მააგრამ კონატაქტი მაინც იქონიე მკითხველთან , თორემ ცუდათ ჩანს???? ამ ისტორიის გმირები მიყვარააანნ, მათი ხასიათით და ემოციებიით… სიღუნღულე იყო ეს თავი რაგავაკეთოო

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

მალე დაგვიდეთ რა შემდეგი ????

 


№9 სტუმარი სტუმარი maco maco

წლების ლოდინიც მიღირდა, თვეების და დღეების ლოდინიც მიღირს, შენი ისტორიებისთვის❤️

 


№10  offline წევრი duchi_duchi

ირაკლი ისეთი სენი შეგეყრება და ისეთი დაავადებიით დაავადდები ვერცერთი ფული და ექიმი ვერ გიშველის.მხოლოდ ნუცასთან დაჩოქილი მისვლა თუ გიშველის და წრფელი სიყვარულის დამტკიცება,და ჰო გეფიცები არ შემეცოდები, რადგან ღირსი იქნები ისე გატკინოს მისმა სიყვარულმა რომ ნატრობდე ნეტავ 5 წუთით დამანახა და ჭირსაც წაუღია ჩემი ძალაუფლებაო.

 


№11 სტუმარი სესილი

თვალებს არ დავუჯერე ახალი თავი რომ დავინახე. სულმოუთქმელდად ჩავიკითხე. არ ვიცი რა სიტყვებით შეიძლება შეგაქო მაგრამ ფაქტი უდაოა რომ ძალიან კარგად გამოგდის რასაც აკეთებ ამ საიტზე ძალიან ცოტაა ვისაც ასე კარგად გამოსდის წერა არვიცი შეიძლება ზედმეტად სუბიექტური ვარ მაგრამ ჩემთვის ამ გვერდზე უდაო ფავორიტი მწერალი ხართ განსაკუთრებით ამ თავმა გაამყარა ჩემი შენდამი დამოკიდებულება მიყვარხარ. ისე გააგრძელე როგორც შენი გული გიკარნახებს ❤️წარმატებები გოგონი❤️❤️

 


№12 სტუმარი ნია

ისევ ერთი თვე უნდა გელოდოოთ

1 თვე უდოდა ამ პატარ თავის დაწერას?

 


№13 სტუმარი სტუმარი ანა

საოცრად წერთ… ????❤️

 


№14 სტუმარი Gvanca

Kargia cotaaa agvianeb

 


№15 სტუმარი სტუმარი Katerina

მალე დადეთ რა, ძალიან კარგი ისტორიაა????♥️

 


№16 სტუმარი სტუმარი Katerina

ამ ისტორიას ველოდები საუკუნეა და ასე რომ წელავთ, ტანჯავთ მკითხველს, გთხოვთ რომ მალე დადოთ????

 


№17 სტუმარი სტუმარი გვანცა

ნუ გვტანჯავთ. ძალიან გთხოვთ მალე დადეთ, გსიამოვნებთ დროის გაწელვა და მკ8თხველის დატანჯვა? პატივი ეცით მკითხველს

 


№18 სტუმარი სტუმარი ხათუნა

კიდევ წავიკითხე. მეორედ წავიკითხე. ირაკლის უკვე უყვარს ნუცა. ასე ვფიქრობ. ის მეორე სადაა, დედიკოს ბიჭი,კახუნა????

 


№19 სტუმარი სტუმარი Wero

არა იცით რომ ამდენი ლოდინისგან ჩვენ აქ ძალიან ვბდაზდებით. ისიც იცით რომ პასუიხის დაწერა შეგიძლიათ. აი რატო აკეთებთ ასე დღემდე ვერ ვხვდები. წელავთ,წელავთ ისტორიას. ამდენხანში დასრულებულიც გექნებოდათ,მაგრამ ჯერ მხოლოდ 8 თავი გიდევთ. კარგით რა კარგით!!სულ არ გეფიქრებათ თქვენც მკითხველზე.შეუგნებლი ბრძანდებით,რომ გითხრათ სიმართლე. არანირიი პასუხისმგებლობის გრძნობა თქვენ არ გაგაჩნიათ. მესამე კვირა დაიწყო და არგვაღირსეთ. მადლობა ნახვამდის….

 


№20 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ბრწყინვალედ წერთ. საინტერესო ისტორიაა. შემოვედი და ახალი თავი არ დევს. არა უშავს, დაველოდებით, ალბათ გაქვთ მიზეზი. წარმატებები. მალე გაგვახარეთ????

 


№21 სტუმარი სტუმარი თათი

არ მესმის თქვენი, როცა ამდენი ადამიანი გაფასებთ და ყველაფრის მიუხედავად, მაინც, მოთმინებით ელიან,თვენს თუნდაც ერთ სიტყვას თქვენ კი ასე უდიერად ეკიდებით მათ. თუ მკითხველის აზრი და გრძნობები, მათთან ურთიერთობა არ გაინტერესებთ, რატომ აქვეყნებთ ნაწარმოებებს? თქვენს ლეპტიპში ვერ ინახება?

 


№22 სტუმარი სტუმარი გვანცა

მაზოხისტი ხაართ?რატომ გვტანჯავთ. ადამიანი ხომ ხარ რა მოგივიდა. ყველა ასე როგორ გკიდია

 


№23 სტუმარი ნია

მწერალო პასუხი გაგვეცი

 


№24 სტუმარი სტუმარი ნინა

როდის დადებთ გაგრძელებას. იქნებ რუცანა პასუხი დაწეროთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent