შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სუნთქვა მერვე თავი


24-02-2024, 22:56
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 866

ნერვიულობამ და ფორიაქმა ისე შეიპყრო ვეღარაფერს აკეთებდა, კონცენტრირება უჭირდა საქმეზე. თანამშრომლები, რომ ელაპარაკებოდნენ ვერაფერს იგებდა, სიტყვები ესმოდა, მაგრამ მათ მნიშვნელობას ვერ გებულობდა. რამდენჯერმე ხმა მაღლაც კი წამოიყვირა „სად ჯანდაბაში ხარ?“ და თანამშრომლებმა, რომ დაბნეულებმა შეხედეს და ჰკითხეს, როგორ იყო, მაშინ მიხვდა, თურმე, როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა მისთვის, როგორი განსაკუთრებული და ძვირფასი. ზოგადად ხომ ასეა, ვნერვიულობთ მათზე ვინც გვიყვარს. ენერვიულებოდა, მთელი დღე, რომ არ პასუხობდა ზარებზე, ლამის გული გაუსკდა, აღელვდა და კიდევ ერთხელ გამოცადა, როგორია ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შიში.
კიდევ ერთხელ დაურეკა და ისევ, რომ არ უპასუხეს, ტელეფონის ნომრით ადგილმდებარეობა გაიგო და საჩქაროდ გავიდა სამსახურიდან. რა ჯანდაბა უნდოდა კოჯორში ახლა? ან ასე, როგორ გაერთო ტელეფონის არსებობა,რომ დაავიწყდა? ხომ გააფრთხილა ყველაფერი უნდა ვიცოდე სად ხარ და როგორ ხარო? როგორ არის ასეთი დაუკვირვებელი? გაავებული და აფორიაქებული მართავდა მანქანას, გონებაში კი მხოლოდ ერთი ფიქრი ჰქონდა „ცოცხალი და საღ-სალამათი ენახა და სხვას აღარაფერს ჰქონდა აზრი“.
კოჯორში ძელსკამზე, რომ დაინახა ვიღაც ქერა თმიანთან ერთად, ჯერ იფიქრა მივალ და სასწრაფოდ წამოვიყვან იმ კაცისგანო, ეჭვიანობამ ისე შეიპყრო მთელი სხეული უცახცახებდა, ტვინში სისხლი ექცეოდა და ლამის საღი აზრიც დაკარგა, ისე შეუძვრა გულსა და სულში ეჭვები. ეჭვები იმისა, რომ ლუნას სხვა კაცი უყვარდა უკვე და არა დემეტრე, რა ექნა ეგოისტი და მესაკუთრე იყო ლუნას სიყვარულში. მერე დაინახა, როგორ წამოდგნენ ძელსკამიდან და თავიანთ მანქანასთან მივიდნენ. გამსახურდიამ აქამდე გაჩერებული მანქანა დაძრა და მათი მანქანის უკან გააჩერა მერე კი გაცეცხლებული და ნერვებისგან აკანკალებული მანქანიდან გადმოვიდა. გიორგობიანი, რომ საღ-სალამათი დაინახა უნდოდა გაქცეულიყო და ჩახუტებოდა, მაგრამ თავი შეიკავა და მის გვერდით მდგარ კაცზე გადაიტანა ყურადღება.
ზის ახლა სახელოსნოს ცივ იატაკზე და სასოწარკვეთილი შეყურებს მოულოდნელ სტუმარს.
- თორნიკე? - სწრაფად დაახამხამა თვალები და ფეხზე წამოდგა.
- აქ რა გინდა? - გაოცება და ბრაზი გამოსჭვიოდა უფროსი გიორგობიანის ხმაში. წამით თორნიკემ ისიც იფიქრა ეჩხუბნა მასთან და უხეშად, რომ ვთქვათ „გაელამაზებინა“ და ისე გაეშვა აქედან მეორედ აქ მოსვლა კი არა სახელოსნოს სიახლოვესაც ვეღარ გაევლო, მაგრამ მერე ლუნა გამოჩნდა კარში. გაახსენდა ისიც, რომ შვილთან ერთად იყო და კესოს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამახსოვრებოდა ასეთი მამიკო.
- თოკო? - საპირფარეშოს კარი გამოხსნა ლუნამ ლაპარაკის ხმა, რომ მოესმა.
- ლუნა აქ რა ხდება? - დაძაბულმა ამოილაპარაკა თორნიკემ და გვერდით მდგარი შვილის მაჯას ხელი მოუჭირა.
- მამიკო გამიშვი - ამოიწუწუნა ბავშვმა და ხელის განთავისუფლება სცადა. - მეტკინა.
- დემე ძია - სიხარულით გაიქცა და გულზე შეახტა ბავშვი კაცს.
- როგორ ხარ ჩემო პრინცესა? - გაუღიმა ბავშვს, როგორც შეძლო.
- კარგად, შენ როგორ ხარ? - ჰკითხა პრანჭიამ და კისერზე შემოხვეული მკლავები შეათამაშა, თითები კი ერთმანეთს გადააჭდო.
- კეს მოდი ჩემთან მამიკო, უცხო ბიძიებს ნუ ეხუტები. - ეცადა ბავშვი დემეტრესთვის მოეშორებინა, მაგრამ ბავშვი კიდევ უფრო ჩაეკრა გულში გამსახურდიას.
- მამიკო უცხო არ არის - გაიღიმა ბავშვმა - იცი მაკდონალდსში წაგვიყვანა მე და მამიდა. - ისე გულუბრყვილოდ წარმოთქვა ვერც გაუბრაზდა ლუნა, რატომ თქვიო.
- ააა უკვე მაკდონალდსშიდაც იყავით? - ირონია გაურია ხმაში თორნიკემ - ჩემთვის და ნორასთვის, როდის აპირებდი თქმას, რომ შეყვარებული გყავს? და თან ეს შეყვარებული დემეტრე გამსახურიდაა? - ბოლო სიტყვები ხმა მაღლა, ლამის ყვირილით თქვა.
- რა შეყვარებული თორნიკე? რაც არ იცი, ნუ ლაპარაკობ. - თვალები დააკვესა ქალმა.
- არ მითხრა, რომ მეგობრები ხართ თორემ ვიჩხუბებთ ლუნა, ნუ მომატყუებ! - მერე გამსახურდიას გაუსწორა მზერა - შენ კი აქედან აორთქლდი და მეორედ აღარ გნახო ლუნას სიახლოვეს. რის გადატანაც მოუხდა ისიც საკმარისია. - რამდენიმე წამი უყურა ასე დემეტრემ მერე კი ბავშვს ლოყები დაუკოცნა, ყურში რაღაც ჩაჩურჩულა და დაბლა დასვა.
- ძალიან ცდები და ინანებ შენს სიტყვებს დარწმუნებული იყავი. - თორნიკეს, რომ გაუსწორდა მხოლოდ, მაშინ ჩაილაპარაკა დაბალ ხმაზე და სახელოსნოდან გავიდა.
- ეს ლაწირაკი... - თავისთვის თქვა თორნიკემ, მაგრამ ლუნამ მაინც გაიგო.
- თოკო... აგიხსნი... - უთხრა ლუნამ და მისკენ წავიდა.
- არა! ახლა არა! სახლში აგვიხსენი მე და ნორას! - სახე საშინლად წითელი ჰქონდა და თავის კონტროლი უჭირდა.
- თოკო გთხოვ ნორს არ უთხრა, აგიხსნი. - მთელი გულით სთხოვა ქალმა. ნორასთვის ამ ამბის თქმა ლუნას სიკვდილს თუ არა იმას მაინც ნიშნავდა, რომ კარგად გამოლანძღავდა დედა. ეს კი რაც არ უნდა ყოფილიყო არ უნდოდა.
კარის ხმა იყო. მერე სწრაფი ნაბიჯით შემოვიდა კაცი შენობაში და უფროსი გიორგობიანის წინ დადგა.
- მისი ბრალი არაფერია, თუ გინდა რომ ქალბატონმა ნორამ გაიგოს მე თავად ვეტყვი რა ურთიერთობა მაქვს მის ქალიშვილთან და შენ თითის განძრევის უფლებასაც არ მოგცემ მის წინააღმდეგ. მერე რა, რომ ძმა ხარ და არ გინდა უმცროს დას უბედურს ხედავდე, მაგრამ დამიჯერე ერთ დროს საყვარელი ქალის უბედურება უკანასკნელ ადგილზეც არაა ჩემს სურვილებში. ნუ ჩაერევი და ნუ აიძულებ ის გააკეთოს რაც შენ გინდა. ზრდასრულები ვართ და თავად ვაგებთ პასუხს ჩვენს შეცდომებზე. - რაც შეეძლო მკაცრად და აუღელვებლად ჩაილაპარაკა, მაგრამ რა პასუხიც მიიღო იმას ნამდვილად არ ელოდა.
- მაშინ ზრდასრული არ იყავი? რატომ არ აგე, მაშინ პასუხი, როცა ლუნა არ დაიცავი? გეკითხები მაშინ არასრულწლოვანი იყავი? მიპასუხე! - უყვირა ბოლოს და საყელოში სწვდა, გაცეცხლებული სახე ჰქონდა თორნიკეს, თვალები ჩაწითლებული და გეგონებოდა კორიდაზე საბრძოლოდ გასასვლელი ხარიაო ისე დაბერვოდა ნესტოები. მაინც როგორ ჰგავდა და-ძმა ერთმანეთს, როგორც ლუნას ისე მასაც ეტყობოდა სიბრაზისგან და ემოციისგან ძარღვი შუბლზე.
- თორნიკე აქ კესოა - უყვირა ლუნამ და შეშინებული ბავშვი გულში ჩაიკრა. არასოდეს უნახავს მამიკო ასეთი გაბრაზებული და შეეშინდა. თითქოს ლუნას ხმამ მოიყვანა აზრზეო მხოლოდ ახლა შეხედა ბავშვს, მამიდას რომ ეხუტებოდა ათრთოლებული. მალევე აუარა გვერდი გამსახურდიას და ბავშვთნ ჩაიმუხლა.
- კეს - ხმა ჩაუწყდა - მამიკო მაპატიე. - თავისკენ შეაბრუნა ბავშვი და გულში ჩაიკრა ატირებული შვილი. თმაზე მოეფერა, ცრემლები შეუმშრალა და ხელში აყვანილი გაიყვანა მანქანამდე.
ლუნა და დემეტრე მარტო დარჩნენ სახელოსნოში. ორივეს ეტყობოდა უხერხულობა, ლუნას თორნიკეს გამო, ხოლო დემეტრეს თავისი თავის გამო. ერთ ხანს თვალებში უყურა ქალმა და მერე გამსახურდიამ, რომ უხერხულად მოინაცვლა ფეხი და ხელების სრესა დაიწყო თვალი აარიდა და სახელოსნოდან სირბილით გავიდა.
- თოკო... - იცოდა რის გაკეთებაც შეეძლო თორნიკეს, მშვენივრად იცნობდა თავის უფროს ძმას. განა მან არ ნახა, როგორ უჭირდა? განა მან არ იცოდა, როგორ იღვიძებდა წლების მანძილზე შეშინებული და აკანკალებული? თორნიკემ ყველაფერი იცოდა. აფსოლუტურად ყველაფერი და აღარ ემეტებოდა მეორე ჯოჯოხეთისთვის, მეორე წამებისთვის, კიდევ ერთი საშინელი კოშმარისთვის და ზუსტად ამიტომ უთხრა, რომ ნორას ეტყოდა ყველაფერს, ზუსტად ამიტომ უთხრა გამსახურდიასაც, რომ ლუნას სიახლოვეს აღარ ყოფილიყო.
- თოკო... - კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა მისი სახელი და ძმამ ახლაც, რომ არ მიაქცია ყურადღება, ახლოს მივიდა და მორიდებულად დაადო მხარზე ხელი.
- რა გინდა ლუნა? - ჰკითხა უფროსმა გიორგობინმა, რომელსაც პატარა ქალიშვილი ჰყავდა გულში ჩაკრული და ამშვიდებდა.
- მაპატიე, არასწორად გაიგე.
- მაგაზე მერე ვილაპარაკებთ...- არც შეუხედავს ქალისთვის ისე თქვა.
- კარგით ახლავე მოვდივარ - წარბშეკრული გამოვიდა სახელოსნოდან და ყინულივით მკაცრი ხმით ლაპარაკობდა ტელეფონზე. ლუნასკენ არც გაუხედავს ისე წავიდა თავისი მანქანისკენ.
- დემეტრე - ახლა გამსახურიდას მიმართა. თითქოს ორჭოფობდა ეკითხა თუ არა რამე მაგრამ კაცის ინტერესიანი და მოუთმენელი მზერა, რომ შენიშნა აღარ დააყოვნა - მოხდა რამე?
- რა? არა, არაფერი. - კეფაზე ჩამოისვა ხელი და მაისურზე ჩამოკიდებული სათვალე გაიკეთა. - ფრთხილად იყავით. წავედი. - საჭეს მიუჯდა და დიდი სიჩქარით მოწყვიტა მანქანა ადგილს.
- ორი დღის მკვდარი იპოვა მეზობელმა სახლში. ალბათ ოცდახუთ წლამდე იქნება გოგონა. გათხოვილი არაა. მარტო ცხოვრობს და მშობლები საქართველოში არ ჰყავს. - სიტუაცია გააცნო გამომძიებელმა დანაშაულის ადგილას მისულს. სისხლის გუბე იდგა, როგორც ჩანდა თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა გოგონას ჩარტყმული, რადგან გატეხილი ჰქონდა თავი, თუმცა შეუძლებელია მხოლოდ ამის გამო მომკვდარიყო.
- ექსპერტიზაზე გადაიყვანეს უკვე? - იკითხა საქმიანად.
- დიახ, ერთი საათის წინ.
- დასკვნა? - მონიშნულ ადგილს აკვირდებოდა, შემდეგ კი ხელთათმანები გაიკეთა და საფუძვლიანად დათვალიერება დაიწყო ყველაფრის.
- ჯერ დასკვნა არ არის. მხოლოდ ის ვიცით, რომ საშინელი წამების კვალი ეტყობა ყელზე. ასევე მაჯებზე აქვს სისხლჩაქცევევბი, როგორც ჩანს დაბმული იყო.
- მეზობლები დაკითხეთ? - იატაკზე დახრილმა მაცივრის ქვეშ რაღაცას მოჰკრა თვალი და როცა კარგად დააკვირდა მიხვდა, რომ ფოტო იყო.
- ჯერ არა. - უპასუხა გამომძიებელმა და თავადაც დააკვირდა ფოტოს, რომელიც ხელში ეჭირა პროკურორს. მოკლული იყო ამ ფოტოზე გამოსახული, სისხლის გუბეში მწოლიარე, ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა, ხოლო სახეზე თმა ჰქონდა ჩამოფარებული. - პროკურორო იქნებ ის მკვლელი... - სათქმელი ბოლომდე ვერ დაასრულა. სერიულ მკვლელზე ლაპარაკობდა, რომელსაც ათი ადამიანი ჰყავდა გატაცებული და აქედან ცხრა მოკლული. მეათე ლუნა იყო, რომლის გადარჩენაც საბედნიეროდ მოხერხდა. დემეტრეს ხმა არ ამოუღია, სადარბაზოში გავიდა და თქვა, რომ თავად უნდოდა მეზობლები დაეკითხა.
გვერდით კარზე დააკაკუნა, საიდანაც მოხუცმა კაცმა გამოხედა, რამდენიმე კითხა დაუსვა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ბაბუას სმენა დაქვეითებული ჰქონდა რის გამოც კარგად არ ესმოდა ყველაფერი, შესაბამისად არაფერი იცოდა.
შემდეგ კარზე დააკაკუნა, ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა კარიდან, რომელსაც დემეტრეს დანახვა გაუკვირდა და როცა გაიგო რის გამო იყო მისული, გადაწყვიტა ეთანამშრომლა გამოძიებასთან.
- რამე უცნაური ხომ არ შეგიმჩნევიათ გარდაცვლილზე? - ჰკითხა გამსახურდიამ მას შემდეგ რაც სახლში შეიპატიჟა მამაკაცმა.
- არა, ზრდილობიანი და წესიერი გოგონა იყო. ხშირად არ გვიწევდა შეხვედრა ასე, რომ ბევრი არაფერი ვიცი. - მთელი სერიოზულობით უპასუხა კაცმა.
- გასაგებია. გასულ დღეებში ხმაური ხომ არ გაგიგონიათ? - გამომცდელად უყურებდა მის წინ მჯდომ კაცს და მის თითოეულ ემოციას და მოძრაობას აკივრდებოდა.
- არა, ორი დღის უკან სახლში არ ვიყავი. - უდარდელად უპასუხა კაცმა.
- მე არ მითქვამს რომ ორი დღის წინ მოხდა მკვლელობა, თქვენ კი კონკრეტულად თქვით რომ ორი დღის წინ სახლში არ იყავით. - გამომცდელად შეხედა კაცს და დააკვირდა მის რეაქციას.
- ასე თუ ისე ახალი ამბები მალე ვრცელდება ასე, რომ ვიცი მკვლელობა ორი დღის წინ მოხდა. - ხელები უდარდელად აიქნა და მშვიდი, აუღელვებელი სახით შეხედა.
- გასაგებია. - რამდენიმე კითხვა კიდევ დაუსვა და შემდეგ დაემშვიდობა. - რამდენიმე დღეში დაგიკავშირდებიან და განყოფილებაში მოგიწევთ მოსვლა.
- დიახ, მოვალ. - ოდნავ აეპრიხა კაცს ტუჩის კუთხეები და პროკურორს დაემშვდობა.
- ნახვამდის. მადლობა, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობთ. - ხელი ჩამოართვა გამსახურდიამ და ბინიდან გამოვიდა.
ვიდრე დემეტრე გამოძიებას აწარმოებდა და მოკლულის სამეზობლოს კითხავდა, ლუნა სახლში წავიდა თორნიკესთან და კესარიასთან ერთად. ნორა არც უნახავს სახლის კარის ზღურბლს გადააბიჯა თუ არა თავისი ოთახისკენ აიღო გეზი. შევიდა თუ არა ოთახში საწოლზე დაეშვა, დემეტრეს სიტყვები გაახსენდა: „ჯიტი, თავნება და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი ხარ, გგონია ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა, მაგრამ ეს ცხოვრებაა, ომია, გესმის? ომია სადაც შენი წესები არავის აინტერესებს და თუ ამ წესებით ცხოვრება არ გინდა მე ნუ დამაბრალებ, თუ ერთ დღესაც უბედური იქნები“. რაც უფრო მეტს ფიქრობდა გამსახურდიას სიტყვებზე მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ის მართალი იყო. ალბათ მისთვის, არც უნდა დაებრალებინა ამდენ ხნიანი უბედურება, მაგრამ განა ვინ დატოვა მკვლელთან? იმ ჯოჯოხეთურ ადგილას ვინ დატოვა ფსიქოპატთან თუ არა გამსახურდიამ? ერთი ღრმად ამოისუნთქა და სააბაზანოში უნდა შესულიყო, რომ ნორას ხმა გაიგონა, მას ეძახდა.
- გისმენ ნორა. - მობეზრებული ხმით უპასუხა და კარის წირთხლს მიეყრდნო, ხელები გულზე გადაიჯვარედინა და ასე უყურებდა აფორიაქებულ ქალს.
- ლუნა, მოდი გთხოვ ტელევიზორს შეხედე. მგონი თვალს დამაკლდა და რაღაცები მეჩვენება.
- რა დაინახე ასეთი - ზოზინით მივიდა ტელევიზორთან და ეკრანს შეხედა. - დემეტრე? - თვალები დაქაჩა - აქ რა უნდა? - გახედა დედამისს.
- ანუ არ მელანდება. როდის ჩამობრძანდა ნეტავ - ისეთი ინტონაციით თქვა წამში მიხვდა ლუნა მისი და დემეტრეს შეხვედრაზე, რომ გაეგო ალბათ, არც ერთს არ აცოცხლებდა.
- მკვლელობა მოხდა? ღმერთო რა საშინელებაა. - ფეხზე წამოხტა და სასწრაფოდ ოთახში წავიდა დემეტრესთვის უნდოდა დაერეკა. რადგან ამ საქმის პროკური იყო უნდოდა მისგან გაეგო რა მოხდა. რამდენიმე ზარის შემდეგ ძლივს უპასუხა, ისეთი დაღლილი ხმა ჰქონდა შეეცოდა კიდეც ლუნას.
- როგორ ხარ? - ჰკითხა ქალმა და ტუჩზე იკბინა. იფიქრა, არ უნდა დამერეკაო.
- მე კარგად ვარ ლუნა, შენ როგორ ხარ? - ეტყობოდა, როგორ გაახარა გიორგობიანის ზარმა.
- კარგად. - შეყოვნდა, ფიქრობდა ეთქვა თუ არა - დემე... - გაჩერდა - კიდევ... ვინმე მოკლეს? - პაუზებით ლაპარაკობდა. განა რა იყო ამ ერთ წინადადებაში რთული სათქმელი, მაგრამ ლუნას ყოველი ახალი მოკლული, ყოველი ახალი გარდაცვლილის ჯოჯოხეთი და უბედურება თავის ტკივილს, საკუთარ იარებს ახსენებდა. ახლაც გამსახურდია ვიდრე უპასუხებდა მაჯებზე დაიხედა, შრამს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და გული მოუკვდა. ვინ იცის მის გარდა, რამდენი გოგო გახდა სასტიკი წამების მსხვერპლი.
- ლუნა ახლა სამსახურში ვარ, მაპატიე მერე დაგელაპარაკები. - უკვე უნდა გაეთიშა ლუნას ჩუმი ხმა, რომ მიწვდა მის სმენას.
- ფრთხილად იყავი. - ჩამოგორებული ცრემლები შეიმშრალა და ზარი გათიშა.
სერიული მკვლელი, რომელსაც ჯერ არ უგია პასუხი თავის ცოდვებზე, გარეგნულად აღარ ჰგავს მას ვინც წლების წინ იყო. ერთი შეხედვით ლუნას არაფერში სჭირდებოდა მისი პირადი მონაცემების ცოდნა, მაგრამ უნდოდა ცოდნოდა. შვიდი წლის წინ, როცა ლუნა იყო გატაცებული, არც დაინტერესებულა მკვლელის ვინაობით და ახლა რატომღაც სურდა ცოდნოდა ვინ იყო ის ადამიანი ვინც გაიტაცა.
ტელეფონის ვიბრაციამ დააბრუნდა რეალურ სამყაროში. დემეტრეს მესიჯი იყო.
„ლუ, მაპატიე“.
გადაურეკა. ვერ გაიგო რა უნდა ეპატიებინა ახლა მაინც.
- დემეტრე ვერ გავიგე, რატომ მომწერე...- ბოლომდე არ დაამთავრებინა ლაპარაკი.
- ლუ, ის დაბრუნდა.
- რა? ვინ დაბრუნდა დემეტრე? - ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი და წარბშეკრული ელოდებოდა, როდის გასცემდა კაცი პასუხს.
- გთხოვ ფრთხილად იყავი. - უკვე უნდა გაეთიშა გიორგობიანის ხმა რომ გაიგონა.
- დემეტრე წესიერად ამიხსენი ვინ დაბრუნდა?
- დაგირეკავ. - გათიშა.



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ვაიმე რა იყო ეს ყველაფერი ცუდი უნდა გაიხსენონ ამ საცოდავ გოგოს და ის მანიაკი ამას ახატინებს მსხვერპლის პორტრეტს შოკი მივიღე იმდენი ემოციები დამიტოვა ამ თავმა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

 


№2  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ნესტანი
ვაიმე რა იყო ეს ყველაფერი ცუდი უნდა გაიხსენონ ამ საცოდავ გოგოს და ის მანიაკი ამას ახატინებს მსხვერპლის პორტრეტს შოკი მივიღე იმდენი ემოციები დამიტოვა ამ თავმა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????

დიდი მადლობა, შეფასებისთვის. მიხარია, რომ მოგწონთ და კითხულობთ❤️
საღამოს ავტვირთავ ახალ თავს❤️

 


№3 სტუმარი ნია

უმაგრესი ისტორიაა. საოცარი სიუჟეტით. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

 


№4  offline მოდერი NiLLoIyA

ნია
უმაგრესი ისტორიაა. საოცარი სიუჟეტით. გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის????
საღამოს იქნება ახალი თავი

 


№5 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან მაგარი ისტორიაა. თქვენ კიდევ არაჩვეულებრივად წერთ <3 ველოდებიი <3

 


№6  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი ლილე
ძალიან მაგარი ისტორიაა. თქვენ კიდევ არაჩვეულებრივად წერთ <3 ველოდებიი <3

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის????
ვეცდები მალე ავტვირთო ახალი თავი????

 


№7 სტუმარი სტუმარი ლილე

NiLLoIyA
სტუმარი ლილე
ძალიან მაგარი ისტორიაა. თქვენ კიდევ არაჩვეულებრივად წერთ <3 ველოდებიი <3

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის????
ვეცდები მალე ავტვირთო ახალი თავი????




გელოდებით <3

 


№8 სტუმარი სტუმარი mika

ძალიან საინტერესოა, ველოდები შენდეგ თავს მოუთმენლად, წარმატებები❤️❤️❤️

 


№9  offline მოდერი NiLLoIyA

სტუმარი mika
ძალიან საინტერესოა, ველოდები შენდეგ თავს მოუთმენლად, წარმატებები❤️❤️❤️

დიდი მადლობა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent