შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიამოვნოდ მწარე {3}


28-02-2024, 02:33
ავტორი venuslover
ნანახია 1 466

უნივერსიტეტის პირველი დღე იყო. აჟიტირებული და თან დამფრთხალი ათვალიერებდა გარემოს. აინტერესებდა კურსელები, ლექტორები, საგნები და ყველაფერი, რაც ცხოვრების ახალ ეტაპზე ელოდა. ნელი ნაბიჯებით მიიწევდა აუდიტორიის ნომრისკენ, რომელიც წინა დღით მიუვიდა უნივერსიტეტის მეილზე. ნელა შეაბიჯა და თავისუფალი ადგილი დაიკავა. ნელ-ნელა ემატებოდნენ სხვები.
კარში ორი მაღალი ბიჭი დალანდა. თუმცა ერთ-ერთმა მისი ყურადღება მიიპყრო. შავტუხა, თითქმის ნულზე დაყვანილი თმა, ხშირი წარბები და წამწამები, გამოკვეთილი ნაკვთები, თუმცა მასზე ლამაზ არითქმოდა, სიმპატიური უფრო ეთქმოდა. შეკრული წარბები ჰქონდა, კუშტი გამოხედვა და მზერა. ქეთი აკვირდებოდა შემდეგ კი არ შეიმჩნია მისდამი აღფრთოვანება. დაბნეული იყო და ცდილობდა გოგონებთან დაემყარებინა ურთიერთობა სწავლის პირველ დღეს.
საღამოს ლომიძე უკვე თითქმის ყველას იცნობდა. ძირითადად თავისი წრის საზოგადოებას დაუახლოვდა. იმათ, ვინც შორიდან ყავდა ნანახი. არუნდოდა, თვალში არ მოდიოდა დუდას წრე, მისი არაბრენდული ტანისამოსი და ტექნიკა. თვალში ეპიტნავა დუდას ტელეფონი, როდესაც მასზე ჩაკბეჩილი ვაშლის ლოგო ვერ დალანდა. ისიც არ მოეწონა ფეხზე გაცვეთილი ფეხსაცმელები, რომ ეცვა. თუმცა გონებას უთიშავდა დუდას მეტყველება. სამ წინადადებაშიც კი შეამჩნევდით, თუ რამდენად განათლებული იყო გიგაური.
თავმდაბალი იყო. კარგად აწონ-დაწონიდა და გაანალიზებდა ვითარებას და მერე გადაწყვეტდა რა უნდა მოექმედებინა. სწორედ ეს თვისება მოეწონა ქეთის მასში თუმცა თავს არ აყადრებდა ხევსურს.
დუდა ქეთის თავისი ინიციატივით, პირველად, შუალედურებზე გამოელაპარაკა. აინტერესებდა, რაიმე სხვაც თუ იქნებოდა გამოცდაზე, რამე ხომარ გამორჩენია. ქეთი საგამოცდო ოთახის კარის მოპირდაპირე მხარეს იდგა. არავინ იყო ქეთისა და იმ წამს მისული დუდას გარდა.
— გამარჯობა, ქეთი ხომ? — ფამილარულად მიესალმა გიგაური და თან ახლოს დადგა გოგოსთან.
— გამარჯობა. — ზედაც არ შეხედა შავებში შემოსილ ბიჭს, თან გული აუკანკალდა.
— ბოდიში, რომ გაწუხებ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს — მოწიწებით ამოილაპარაკა — იმ თემების გარდა, რაც ოთხშაბათს ჩაგვაწერინა სხვა რამე იქნება? — კითხა ფეხზე დგომით დაღლილ ქერა გოგონას.
— არამგონია. მოსულიყავი და გაიგებდი. — მხრები აიჩეჩა და მისკენ მომავალ გოგონებისკენ სვლა დაიწყო ლომიძემ, თან ცდილობდა აჩქარებული გული ცოტა დაეწყნარებინა.
ხევსური გაქვავდა. არეგონა მსგავს რაღაცას თუ გაუკეთებდა გოგო. ან კი რა დაუშავა ასეთი დამოკიდებულება, რომ ქონდა ქალს მის მიმართ? გაღიზიანდა. არ მოწონდა გოგოს გამაღიზიანებელი ქცევები.
ერთხელ, ლექციაზე დუდას გვერდით მოუხდა ლომიძეს დაჯდომა. მაინცადამაინც იმ დღეს მოუნდა ყველას ბატონი სოსოს ლექციაზე დასწრება. ადგილები გადაჭედილი იყო, პლუს დააგვიანა. სხვა გზა არ ქონდა ქეთათოს. გვერდით მჯდომი დუდა კი გრძნობდა მის ფორიაქსა და გულის გახშირებულ ცემას. ჩაეცინა. მოეწონა ქალის რეაქცია, გააგიჟა ლომიძის ქალმა.
მარიამი კი ის მურმანის ეკალი იყო, რომელიც არცეთს არ მოსწონდა, თუმცა, რატომღაც ვერცეთი იცილებდა თავიდან. ჩიქოვანსაც ჰქონდა თავისი სიმართლე. მან არ იცოდა ქეთისა და დუდას გრძნობების შესახებ. მსხვერპლი იყო მარო. ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანის მსხვერპლი. ყველაფერი იმ საბედისწერო ღამეს გაიგო. იმ ღამეს, რიმელსაც დუდასა და მარიამის ქორწილი ერქვა. იმ ღამით თავი ყველაზე ბედნიერ ქალად უნდა ეგრძნო თუმცა დაიშალა, დაიმსხვრა იმ სცენის შემყურე.

8888

უყურებდა კართან გაშეშებულ ქეთის, რომელიც კაბას მიშტერებოდა. კარისკენ დაიძრა. კაბა და თავისი ნივთები ხელში მოაგროვა და თან კარი გააღო.
— რამე გინდა ქეთი? — თვალებში შეხედა ცრემლებ დანამულ სახეზე ქეთის.
— დუდას სანახავად მოვედი, სად არის? — ზედაც არ შეხედა ისე შეაბოტა სახლში და დუდას ოთახისკენ დაიძრა. მარიამის ოთახის კართან შედგა. მის ოთახში ხედავდა მის საყვარელს. მძინარეს. მარიამს მიუახლოვდა.
— უნდა დაგელაპარაკო, ახლავე!
მარიამმა გაკვირვებულმა აატარა მზერა სხეულზე. ოთახში შევიდა და თავისი ნივთები საწოლზე მიყარა. მძინარე დუდას შეავლო მზერა და გამოსვლისას კარი გამოიხურა.
— აქეთ წამოდი. — სამზარეულოსკენ მიუთითა ხელით ძველ მეგობარს.

სამზარეულოს მაგიდაზე ისხდნენ. მარიამი ციტრუსების ჩაის მიქსს მიირთმევდა. ქეთი კი უკვე ცარიელ წყლის ჭიქას ათამაშებდა მაგიდაზე.
— დუდას უნდა დაშორდე… მე და მას … — სიტყვა შუაზე გააწყვეტინა მარიამმა.
— და რატომ? რატომ უნდა დაგიჯერო შენ? ქეთი ვინ ხარ, რომ შენი სიტყვები ყურად ვიგდო? — ირონიული ტონით კითხა ბავშვობის მეგობარს და უკვე შემთბარი ჩაი მოსვა. გული ეტკინაა ქეთის, არიცოდა რა ეთქვა.
— მარო..
— ამ სახელით ნუ მომმართავ ქეთი! — ისევ შეაწყვეტინა და ხაზი გაუსვა მის სახელს.
სამზარეულოში მთქნარებით შემოვიდა გიგაური და მარიამისკენ დაიძრა ტემპერატურის შესამოწმებლად, როცა ქეთის ჩრდილი, შემდეგ კი ფიგურა გაარჩია ადგილზე გახევდა.
— ქეთი, აქ რას აკეთებ? — მთელი სხეული დაჭიმვოდა გიგაურს. ვერ წარმოიდგენდა ლომიძეს თუ იხილავდა მარაიმის და საკუთარ სახლში. არეგონა ქალი ამდენს თუ გაბედავდა. მან ხომ მათი ურთიერთობის დასაწყისშივე გააფრთხილა, რომ მარიამს არ გაკარებოდა და მითუმეტეს, მათ სახლში არც კი მოსულიყო. გუშინდელის გამო ალბათ იიქრა, რომ ამის უფლება ჰქონდა.
— მარიამს ვუყვებოდი ჩვენი … — სიტყვა ისევ შუაგზაზე გააწყვეტინა გიგაურმა. სხეულში ცივ და ცხელ ტალღებს გრძნობდა.
— მარიამ, მე და ქეთი გავალთ! — თვალების ბრიალით ანიშნებდა საყვარელს თავის ცოლს გასცლოდა.
— მოიცა, დაასრულოს სათქმელი დუდა… — წყნარად მიუგო მარიამმა მეუღლეს. წვას გრძნობდა ორგანიზმში, რაღაც ცუდს უგრძნობდა ინტუიცია. ხელით ბწკენდა თავის ფეხებს. მარიამიც კი ვერიჯერებდა თუ რა ნამუსით გადაწყვიტა ქეთიმ აქ მოსვლა.
დუდამ კი არიცოდა რას გრძნობდა. ორ ცეცხლს შორის იდგა და არიცოდა, რომელი აერჩია. ვერც ერთს თმობდა. უყვარდა ქეთი, მაგრამ მარიამის გაშვება და დაკარგვა უბრალოდ არუნდოდა, ეგოისტობდა, ეჭვიანობდა მასზე. ვერიტანდა სხვის მზერას მარიამზე, თუმცა ქეთი მისი გულის სწორი იყო. მისი სიყვარული და უკვე თავისი შვილის დედა. თვალებში შესცქეროდა აღელვებულ ცოლს, ქეთის შეჩერება ვეღარ მოასწრო.
— ფეხმძიმედ ვარ! — წამოიყვირა. მარიამი გაფითრდა. სასწრაფოდ ჭიქას დაწვდა და წყალი ჩაასხა, შემდეგ ჭიქა ერთი მოსმით გამოცალა. ქეთის შეხედა, შემდეგ დუდას, რომელიც ქეთის მზერით ბურღავდა.
— ქეთი, მოვითხოვ ჩემი სახლი დატოვო ახლავე! — ხმაჩავარდნილი უყვიროდა თავის აწ უკვე ყოფილ სულიერ მეგობარს. — ახლავე გადი!
ქეთი უყურებდა, იცოდა რასაც აკეთებდა, თუმცა თავს ვერ იმორჩილებდა, მას ხომ შურდა მარიამის. მას მთელი ცხოვრება შურდა მარიამ ჩიქოვანის, რომელიც თავისი საუკეთესო მეგობარი იყო. ან ეგონა, რომ მეგობარი იყო.
— შენი სახლი როდის მერეა მარიამ? როგორც ვიცი ჩემი შვილის მამას ეკუთვნის და მეც ისეთივე უფლება მაქვს აქ ყოფნის, როგორც შენ!
დუდა მარიამს ვეღარ უყურებდა. ვერ შეხედავდა ხელმეორედ განადგურებულ ქალს. ქეთას მაჯაში ხელი წაავლო და გარეთ გაათრია. მანქანამდე მიიყვანა. ქეთი ამ დროის განმავლობაში უძალიანდებოდა, თუმცა ხევსურს გამწარებულზე სიტყვას ვერ აგონებდა. მანქანასთან მიიყვანა, ძალით ჩასვა და თავის მძღოლს უთხრა სადმე წაეყვანა.
— ამ საქციელზე მერე ვილაპარაკებთ! — საჩვენებელი თითი დაუქნია და თან კარი მთელი ძალით მიაჯახუნა. უკან შებრუნებულს მარიამი სამზარეულოში აღარ დახვდა. ვიტრაჟებიდან დაინახა ბაღში სწრაფად მოსიარულე ქალი. ხელში ნაცრისფერი კატა ეჭირა.. ეფერებოდა ლუის, რომ არ დაეფრთხო და თან ელაპარაკებოდა. სახე დანამვოდა ცრემლებისგან. გამოსავალს ეძებდა. დუდა მიუახლოვდა. ხმის ამოღება ვერ გაბედა, უყურებდა ქალს, რომელსაც ტირილიც ისე უხდებოდა, რომ უნდოდა სულ ეტირა. ალბათ სწორედ ამის გამო ატირებდა ხოლმე თვითნებურად მეუღლეს. არასდროს უყვარდა ქეთის ტირილი, ეჩვენებოდა, რომ უშნოვდებოდა და ცდილობდა არასდროს შეეხედა ტირილისდროს ქალისთვის. თუმცა მარიამი სულ სხვანაირი იყო. თითქოს ანათებდა გარშემო. დამუნჯდა გიგაური. დაბრმავებულმა ვერც კი შეამჩნია, როგორ მიუახლოვდა კაცს ჩიქოვანი.
— ხვალ ადვოკატს დავურეკავ, საბუთებს გამოგიგზავნის, გავეყაროთ. ეს სახლი მე მინდა. დღესვე შეგიძლია აბარგდე და წახვიდე. სხვა რაღაცების გაყოფაზე კი მერე ვილაპარაკოთ. — მიუგო ქმარს და ლუისთან ერთად დაიძრა სახლისკენ.
დუდა უკან აედევნა. ვერ იტანდა ქალის მსგავს დამოკიდებულებას მის მიმართ.
— არ გაგეყრები და არსადაც არ წავალ. მე აქ მინდა ცხოვრება! — ლამის დააყოლა შენთან ერთადო, თუმცა ენას კბილი მალევე დააჭირა.
— ნორმალური ხარ? მალე შვილი გეყოლება ვის რად უნდია პატარა მარო. აქამდედაც ხომ ისედაც თავს იკავებდი, გეშინოდა ჩემი რეაქციის, ხოდა ახლა მე გეყრები! არუნდა ამას ამდენი დრამატიზირება. აიკარი შენი გუდა-ნაბადი და წადი აქედან! — ბოლო წინადადება იყვირა. დამფრთხალი კატა ხელებიდან გადახტა და თავისი სახლისკენ გაიქცა თავის შესაფარებლად. — უბრალოდ წადი, ბევრს გთხოვ? — ამოიკვნესა ქალმა.
— მარიამ არ გაგეყრები და არსად არ წავალ! — თვალები ჩაუწითლდა ხევსურს. ცოტაც და ის მოთმინების ძაფიც გაწყდებოდა.
— მაშინ მე წავალ… — მხრები აიჩეჩა ქალმა. სახლის შემოსასვლელთან მდებარე კალათიდან გასაღები ამოიღო და სახლიდან გავიდა. დავიწყებოდა ფეხსაცმელების ჩაცმა. მისი თხელი, შიშველი ტერფებით მარტავდა მანქანას და არიცოდა სად მიდიოდა. არც ტელეფონი ქონდა, არც ფული. სხეულში უდიდეს სიმწარეს განიცდიდა. აქამდეც ტკიოდა, მეგობრის და ქმრის ღალატი მაგრამ ბავშვი? ეს მეტისმეტი იყო.
გაუაზრებლად მიადგა ტყის სახლს. მანქანა ნელა შეიყვანა ეზოში. კართან დარგულ მინიატურულ ხესთან მივიდა და ქვებს შორის გასაღების ძებნა დაიწყო. აქ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოდიოდა, როდესაც მარტო სურდა ყოფნა. სახლის არსებობა არავინ იცოდა. ბებიის საკუთრებაში იყო აგარაკი, რომელიც არასდროს ამოსულა აქ დასასვენებლად. სახლში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ზაფხულის საღამო იდგა, მარიამს აკანკალებდა. ისევ სიცხეს უწევდა. ემოციურმა და ფიზიკურმა გადაღლამ შედეგი გამოიღო და დაჯდომისთანავე გაითიშა ჩიქოვანი.

888

მთელი ქალაქი მოიარა მარიამის ძებნაში დუდამ. ლუკასაც კი დაურეკა მარიამს ვერ ვუკავშირდებიო. ყველგან ეძებეს, ბოლოს გიგაურმა მოსეს დაურეკა და კითხა სად შეიძლებოდა მისი ცოლი ყოფილიყო. ჩიქოვანი გაგიჟდა მისი ერთადერთი შვილის, მარიამის დაკარგვის ამბის გაგებისას. კაცი ცუდად გახდა. სასწრაფო გამოიძახეს. კარგ დღეში არც ეკა იყო, ქმრის გამო იკავებდა თავს, უფრო, რომ არ ანერვიულებულიყო. ქეთის ზარებს შეგნებულად არ პასუხობდა, იმ წამს ეზიზღებოდა საყვარელი ქალი.
სახლში ანერვიულებულმა ლელამ, მოსეს დედამ, შემოაბიჯა.
— ჩემი მარიამი, ნეტა სად ხარ ბებიკო? — ცრემლებს იმშრალებდა ქალი და თან ფიქრობდა. — ტყის სახლში თუ მოძებნეთ?
— ქალბატონო ლელა რა ტყის სახლი? — კითხა დუდამ შეშფოთებულმა. — ახლავე შევამოწმებ, მისამართი მითხარით! — ევედრებოდა ქალს. ამბავი ლომიძეებთანაც მივიდა. ყველა ერთად ეძებდა. ზოგი მთაში. ზოგი ზღვისპირეთში. ზოგიც ახლომახლო საავადმყოფოებსა თუ სოფლებში. დუდა კი ნაკარნახებ ლოკაციაზე მიაქროლებდა მანქანას. ცდილობდა, რაც შეიძლება სწრაფად შეემოწმებინა ლოკაცია. იქნებ მართლა იქ ყოფილიყო.
მალე დაინახა ეზო. ბევრი არუფიქრია, სასწრაფოთ გამორთო ძრავა და ეზოში შეაბიჯა. მოეშვა, როგორც კი მანქანა შენიშნა. სახლში შეიხედა. გული მოუკვდა ცოლის შემყურე. სავარძელში ეძინა, კანკალებდა. დილის სურათი გადაეშალა თვალწინ.
ხელში აიყვანა და საძინებელი მოძებნა, სადაც შეძლებდა მის ჩაწვენას. კომფორტულად მოათავსა მეუღლე და წამლების ძებნას შეუდგა, გათბობაც ჩართო. ბევრი ფიქრის შემდეგ, უბრალოდ გვერდით მიუწვა მარიამს და გულში ჩაიკრა. იმ საღამოს ტვინი გათიშა. არუნდოდა ბევრი ფიქრი იმაზე, თუ რა მოყვებოდა მის საქციელს მომავალში. მარიამზე დაკვირვებისას ჩაეძინა.


888


დილით უჰაერობამ გამოაღვიძა ჩიქოვანი. სხეულიც დაბუჟებოდა, ვერ მოძრაობდა, განა ასე ძალიან გაცივდა, სხეულს, რომ ვერ იმორჩილებდა? წამოწევა ცადა. გიგაურმა კი უფრო მეტად მიიხუტა და მის მკლავებში ჩამალა. გაიყინა მარიამი. თავი სიზმარში ეგონა ან იმიერ სამყაროში. ხელის ზურგზე იბრწკინა. არა, აშკარად მწარე იყო. აბა რახდება? დაუსვა საკუთარ თავს შეკითხვა და მძინარე დუდას დაძარღვულ ტორს დააკვირდა. კაცი რა წამსაც მოდუნდა ქალმა დრო იხელთა და წამოდგა. დუდაც გამოფხიზლებას იწყებდა, ქალს უფრო მიეკრა და ცალი თვალი გაახილა. სახე დასიებოდა მამაკაცს. ახალ გაღვიძებულზე ძალიან ესიმპატიურებოდა ჩიქოვას გიგაური.
— რახდება დუდა? — ჩახლეჩილი ხმით მიმართა მამაკაცს, თან გარემო მოათვალიერა — აქ რას აკეთებ?
— რას ვაკეთებ? — ხმა უფრო მეტად დაბოხებოდა — შენ საერთოდ ნუ ლაპარაკობ, ან რაუფლებით ლაპარაკობ?! გუშინ რა გაგვიკეთე ყველას? გვანერვიულე! მთელი საქართველო გადავქექეთ, რომ გვეპოვნე. ასე გაურბიხარ ცხოვრებისეულ მომენტებს? — შეჰყურებდა თვალ ამღვრეულ ქალს. — ღმერთო ჩემო, ამბის გაგება დამავიწყდა! უნდა დამერეკა ლუკასთვის… მამაშენს ლამის გულის შეტევა დაემართა! შენკიდე ასე, უპასუხისმგებლოდ, გამოიქეცი სახლიდან, ტელეფონიც კი არ წამოგიღია!
მარიამს გონებაში მხოლოდ მამამისის მდგომარეობა უტრიალებდა, თითქოს სხვა სიტყვები არ გაეგოს.
— მამაჩემი, მამაჩემი ახლა როგორაა? — კითხა შეშფოთებული ხმით ქმარს.
— კიდევ კარგი არაფერი დაემართა! — ცოლის გაკიცხვას არ წყვეტდა გიგაური — ადექი დავბრუნდეთ.
— შენ წადი, მე ვრჩები! — ცხვირაბზუებულმა მიუგდო ორი სიტყვა და ფეხზე წამოდგა. ისევ გრძელი კაბა ეცვა, ფრიალა, ჰაეროვანი. გიჟდებოდა დუდა მის მოკრძალებულ, ლამაზ სტილზე.
დუდაც წამოდგა და სააბაზანოსკენ მიმავალ მარიამს აეკიდა უკან.
— მარიამ ცუდადხარ, აქ ვერ დაგტოვებ, შინ უნდა დავბრუნდეთ! — სწრაფად, ლექსივით მიაწოდა ინფორმაცია ქალს, რომელიც სახის გასუფთავებით იყო დაკავებული. ყური არ შეუხრია მაროს. ცოტახნით უყურა ჩიქოვანს. უცებ მივიდა, დაიხარა, მუხლებში წაავლო ხელი და ტომარასავით გადაიკიდა ბეჭზე მოსეს ასული. ფართხალებდა მარიამი. მუჭებს ურტყამდა ზურგზე, თუმცა კაცს რეაქცია არ ჰქონდა მის გამოხტომებზე. მანქანასთან მიიყვანა, კარი გააღო და ჩასვა. მარიამი ისევ გაქცევას ცდილობდა ტუჩებზე რაღაც თბილი, რომ შეეხო. თვალები დაჭყიტა, ამას არელოდა. შეცქეროდა თვალებ მინაბულ გიგაურს, რომელიც ასე მონდომებით ეამბორებოდა ტუჩებზე. ადგილზე გაქვავდა ქალი. დუდას ჩაეცინა. მანქანის კარი მიხურა და გვერდით მიუჯდა.
— ამას აქამდეც გავაკეთებდი, რომ მცოდნოდა ასე თუ გაშეშდებოდი. — დასცინა ქალს, თუმცა მარიამს აზროვნების უნარი წართმეული ჰქონდა.



*****************
ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ნელნელა თავებს ვაპატარავებ. გადაკითხვის დროს თითქოს არ მყოფნის მასალა, თუმცა სიტყვების რაოდენობას, რომ დავხედავ მაკვირვებს ხოლმე ???? იმედია მოგწონთ! მაქსიმალურად ვცდილობ არ გავდეს ბანალურ სასიყვარულო ბალადას შეიფასეთ, ვიღებ კრიტიკას, რჩევას და ყველაფერს. აქ ხომ მთავარი თქვენი აზრია?! მადლობა, რომ კითხულობთ ???? ველი რეაქციებსა და კომენტარებს ????



№1 სტუმარი სტუმარი მია15

ძალიან საინტერესო ისტორია.მომწონს.ველი შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რატომღაც არ მომწონს ეს ქეთი და რატომ ხომ ვერ მეტყვით ჯიბრით მოიქცა და მოვიდა მარიამთან რომ ეხარებინა ბავშვს ელოდებოდა მის ქმრისგან ვა ვა ვა შოკი მაქვს და ან დუდადაც ვერ გაურკვევია რომელი უყვარს და რომელი უნდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????????

 


№3 სტუმარი Au magaria

მალე დადე გთხოვ

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

მალე დადე შემდეგი თავი არ მყოფნის ერთი ამოსუნთქვით წავიკითხეე აუუ ვერ მარიამს როგორ გაუკეთა ეს ????

 


№5 სტუმარი Ana-maria

ქეთი ნამდვილად არაა დადებითი გმირი. ერთ დღეს დუდაც მიხვდება,მაგრამ მთავარია გვიანი არ იყოს

 


№6 სტუმარი სტუმარი ქეთი

ველოდები გაგრძელებას????????

 


№7 სტუმარი თიკა

როდის დადებ ახალ თავს ? ველოდები ????

 


№8 სტუმარი სტუმარი ქეთი

გაგრძელება აღარ იქნება?

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

ძალია სასიამოვნო წასაკითხია. უკვე მომწონს დუდასა და მარიამის წყვილი, თუმცა ღალატის შემდეგ როგორ დაალაგებ მათ შორის ურთიერთობას არ ვიცი. ცოტა არ იყოს, რთულ და სენსიტიურ თემას ხარ შეჭიდებული. ამ ღალატის შემდეგ როგორ უნდა აღიდგინოს რეპუტაცია და ნდობა დუდამ არ ვიცი. იმედია რაიმე დამაჯერებელი ქმედება იქნება. ასევე იმედია ლოგიკურად მიყვები, ძალიან არ გაიწელება და გაბანალურდება. წარმატებები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent