შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატმისფერი ( თავი 9 )


10-03-2024, 03:27
ავტორი რუსანა
ნანახია 2 685

თავი 9

სირბილის დროს , ნუცას “არ მინდა “ უტრიალებდა თავში. უკვე მის თავმოყვარეობას ურტყამს , ნუცას არ მინდა. ისე ღრმადაა დარწმუნებული იმაში რომ ყველას ჭირდება ერთი ირაკლი ცხოვრებაში , ნუცა ვერ იქნება გამონაკლისი . აუღებელი ციხესიმაგრე არც ეს გოგოა. უბრალოდ ჯერ არ დასჭირვებია, უფროსწორად ისე არ გაუჭირდა რომ ადგილი უპოვოს თავის ცხოვრებაში. ხანდახან პატარა ბიძგი ჭირდებათ ადამიანებს და სწორედ ეს ბიძგი უნდა მისცეს . პრობლემებს ადვილად აგვარებს . განსაკუთრებით იმ პრობლემებს რომელსაც თავად ქმნის. ბოროტმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. ხანდახან საკუთარი ეშმაკი აშინებს . ნაყოფიერად ირბინა , თითქმის 9 საათი იყო სახლში რომ შევიდა. არც უფიქრია რომ იქ დახვდებოდა , უკან მოუხედავად გაიქცა მართლაც. ისეთი უცნაური ეჩვენა ნანას კარგახანს დარდობდა . კარგი ამბით დახვდა გიორგი . ხილვადობა უმჯობესი იყო ამიტომ წასვლა შეეძლოო. დროულა მისი წასვლა. იქნებ სულაც გადაუაროს ახირებამ სახელად ნუცა ? ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება , ჩვეულ რიტმს და გარშემო იმდენ ქალს რამდენიც უნდა . აღარც გაახსენდება ნუცა თავი ღრმად დაარწმუნა რომ ყველაფერი მალე ჩვეულებრივად იქნებოდა. ისე ესიამოვნა ცხელი წყალი , მთელი ტანი მიუშვირა და საბაზანოს კედელს ხელებით მიეყრდნო . ცდილობდა , გონებაც ისე დაესვენებინა როგორც მისი სხეული ისვენებდა , მაგრამ ტვინი გამუდმებით დილანდელ კადრებს უტრიალებდა თვალწინ . მთელს სხეულს სასიამოვნოდ უვლიდა მოგონებებისგან გამოწვეული ვიბრაცია . ისტერიკული სიცილი მორთო იმის გაანალიზებისას რომ სანამ მისი გული წასვლის და სიმშვიდის გეგმას ალაგებდა , მისი ტვინი და ყველა კუნთი სხვა რამეზე ფიქრობდა. ნაწილებად იშლება , ერთი მთლიანი ირაკლი , ნაწილებად იშლება და ყველა
ნაწილი სხვადასხვა მხარეს ლამობს გაქცევას . ასე დანაწევრებული კი ადვილი სამართავია და არ უნდა ვინმესთვის სათამაშო იყოს. თუმცა ვერაფერს უხერხებს თავს . ოთახიდან რამოდენიმე ნაბიჯი გაძლო ისე რომ არ ეფიქრა და იმ ოთახს სადაც ის ეგულებოდა ისევ ვერ ჩაუარა ურეაქციოდ , მიუხედავად ამისა გემრიელად ისაუზმა . ნანას დასევდიანებულ სახეს გაუღიმა . -ნუ დარდობ ნანიკო , სულ მარტო ხომ არ რჩები აგერ გიორგი, რამდენიმე ბიჭს გიტოვებს , მალე პატარა სახლსაც დაასრულებენ პერსონალისთვის და ღამეც გეყოლება ვინმე . ლიკუნაც გადმობარგდება და თვითონ ინატრებ მარტო ყოფნას .
-კიდევ 5 წელი ვერ გნახავთ?
-ამდენ ხანს არ მოგანატრებ თავს. ვფიქრობ ახალ წელს და დაბადებისდღეს აქ ავღნიშნავთ.
-ყველა ? _გიორგიმ გაოცება ვერ დამალა .-შენი დაბადებისდღე ასს კაცს მაინც ითვლის ირაკლი .
-არ მგონია ასივეს ისე ვუყვარდე რომ აქ წამოსვლა გადაწყვიტონ. წასვლისას ლიკუნას უნდა შევუაროთ . დაუმშვიდობებლად ვერ წავალ .კიდევ ერთხელ . უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა .
-რა უნდა გავამზადო ?
-არაფერი ნანა , ტანსაცმლის უკან წაღებას არ ვაპირებ. _გაუცინა ნანას .


სანამ ირაკლი გემრიელი საუზმით ტკბებოდა , ნუცა საკუთარ სახეს სწავლობდა სარკეში . თავს დამცირებულად გრძნობდა ? იმაზე მეტად არა ვიდრე ასე თამამად შესთავაზა საყვარლობა . გაბუჟებულ ტუჩებს თითს უსმევდა და საკუთარ გულს ვერაფერს უხრხებდა .
-მოგეწონა ? _საწოლზე უდარდელად წამოგორდა ქეთა. -ქეთა გთხოვ . არც თავი მაქვს და არც ნერვები.
-ოჰჰ , ნუცა ნუ გიყვარს ყველაფრის დრამატიზება. გაკოცა ხო არ.. _სიტყვა აღარ დაამთავრა ნუცას თვალებს რომ დააკვირდა .
-რა უნდა ვქნა ქეთა? _წინ ჩამოუჯდა . - მეშინია , მინდა რომ თავი დამანებოს . უცნაური ადამიანია. არანაირი სინაზე , ზრდილობა . იმას აკეთებს რაც უნდა და როცა უნდა . მნიშვნელობ არ აქვს შენ რა გინდა , არ გეკითხება.მე არ მინდა . მინდა რომ თავი დამანებოს , აღარ მინდა რომ შემეხოს .
-არ მოგეწონა ? _ეშმაკურად მოჭუტა თვალები და კითხვა გაუმეორა
-ღმერთო ქეთა შენი ტვინი სხვა რამეზე ფიქრობს?
-ქალო ღმერთკაცმა გაკოცა და იმის ღირსიც არ ვარ ვიკითხო ? ოჰჰ ნუცა შენი ბედი რომ მომცა , ჯერ კახას გავაცლიდი ტყავს და მერე მაგ შენს ბატონ ყოვლისშემძლეს. _თვალები დახუჭა და გაინაბა.-როგორია ?
-ველური .
-კარგი რა , როდემდე უნდა ოცნებობდე ჯელტმენზე , ჯოხით , პიჯაკზე მიბმული საათით და თქვენობით მიმართვაზე.
-ოცნება , უფასოა, ქეთა და მომწონს.
- სულ არაფერი ? აი სულ პატარა ნაპერწკალიც არ იგრძენი ?
-არა ._თავი გაუქნია .- შემეშინდა , მაგ კაცთან ყოფნა საშიშია , ვერ ვენდობი
-მოგიწევს , ცოტახანი გაუძელი , ცოტა ჭკუა რომ იხმარო მუშაობაც არ მოგიწევს . აყიდინე რაც გინდა და გაუშვი ჯანდაბაში.
-შეიშალე? არ მინდა . არავისი არაფერი არ მინდა .მერე წამოსაძახებელი რომ მქონდეს რამე ? არა . ერთხელ ვცხოვრობ , ერთხელ , საკმარისი პრობლემები მაქვს კიდევ პირად ცხოვრებაში რომ არ დავიმატო უბედურება. არ მინდა . _ კომფორტულად მოკალათდა .- ნახე , ბინა ვნახე , ხშირად აგირავებენ 2- 3 წლით , თუ ორი თვე ვიმუშავებ კიდევ საკმარისი მექნება , ქირის გადახდა აღარ მომიწევს , იქ თუ ვიცხოვრებ. ვიცი შენებისთვის ცუდი ამბავია მაგრამ ადვილად იპოვიან მდგმურს . ხო და არ ვიცი რამდენს გადამიხდის ლიკუნა რადგან სამზარეულოში აღარ მომიწევს ყოფნა მაგრამ რაც არ უნდა იყოს ცოტას შევაგროვებ , იმდენს მაინც რომ როცა გირაო მორჩება და ფულს დამიბრუნებენ სადმე წავიდე , სადმე საქართველოდან შორს დარწმუნებული ვარ იქაც არ გამიჭირდება , მიყვარს მუშაობა . _სიბრალულით სავსე თვალებ ვერ აშორებდა ქეთა. თვალწინ ჩაუარა იმ დღემ როცა გაიცნო პირველად . ბინას ეძებდა ერთი ჩემოდანი დაჰქონდა და მათთანაც ასე მოვიდა. ერთი თვის ქირის ფული და იმედით სავსე თვალები ჰქონდა. აგერ უკვე 2 წელია მათთან ცხოვრობს და უკვე მისი ოჯახიც ვერ ანსხვავებს . რამდენჯერ შესთავაზა მამამ რომ მათთან ჩასულიყო და ახალ მდგმურს ნახავდნენ, მაგრამ იმდენად თავმოყვარეა ეს პატარა გოგო არაფერი უთაკილია , რომ თავი მარტოს გაეტანა.
-არაფერი მეზარება , შენც ხომ იცი .
-ვიცი ნუცა , ვიცი . ყველაფერი გამოგივა ._იცის ყველამ იცის , როგორ არ უნდა იცოდნენ? რამდენჯერ გაუთენებია რომ ღამის სმენები გაადაება , ერთხელ გულიც კი წაუვიდა ჭამა დაავიწყდა , უტვინოს. არასდროს დაუწუწნია , მისგან განსხვავებით . ერთხელაც არ უწყენინებია . გამუდმებით იმედს არიგებს და უანგარო ბედნიერება არ ენანება არავისთვის . პირველად რომ ნუცას ისტორია მოისმინა , იქით ამშვიდებდაა.ნუცა სიმსუბუქეა გარშემო ყველასთვის , შეუძლებელია ვინმემ თავი ცუდად იგრძნოს მის გვერდით .
-როგორ მიყურებ? _ეუცნაურა ქეთას მზერა .
- გოგოები რომ მომწონდეს , მეც მენდომებოდააა, როგორ გითხრა ? გასინჯვა .
-ის მანიაკია , შენ რა ჯანდაბა გჭირს ? _სიცილი აუტყდა ნუცას . -ისე რა უცნაურია არა? ოჯახში ყველა თავისებურია , მაგრამ ირაკლი არაფრით არ გავს მათ.
-იქნებ აყვანილია . _შემდეგში სანამ გაკოცებს ეგ უთხარი და გარანტიას გაძლევ აღარ მოგეკარება.
-კარგი რჩევაა. კოცნის მაგივრად პირდაპირ მომკლავს.


- კარგი ამბავი ისაა რომ მივდივართ , ცუდი ამბავი ისაა რომ კიკიმ ამიკლო. _ მანქანის სავარძელს თავი გამეტებით მიადო გიორგიმ .
-ხოო? _უინტერესოდ გამოეპასუხა.
- ძნელია ერთი კვირა კაცის გარეშეო.იმედია ფორმაში ხარ , მართლაა გელოდება . _გაეცინა გიორგის
-როდის აქეთ საუბრობთ მსგავს თემებზე ?
-მას შემდეგ რაც ,შუაგულ ეზოში გამართეთ ორგია და მინიმუმ 10 უსაფრთხოების კამერამ გიყურათ და ჩაგიწერათ. _ამჯერად მძღოლმა წაიფხუკუნა , რაც იმის მანიშნებელი იყო , რომ არ ამეტებდა არაფერს.
- კარგად გამოვიყურებოდი?
-არ ვიცი , ვიდეო არ მინახია , არ მინდა რამდენჯერაც დაგელაპარაკები და შემოგხედავ შენს შიშველ ტ** ზე ვფიქრობდე .
-არადა რომ გეყურებინა , კიკისაზე იფიქრებდი . _ყველაფერს აქვს დადებითი მხარე . _ფურცლებს თვალს არ აშორებდა .
-რა საზიზღარი ხარ ღმერთო . მალე ვიქნებით .
-გაფრთხილებ , რაც არ უნდა შემოგთავაზონ არ ვრჩებით გაიგე ? საჭმელი , სასმელი , ტკბილეული . ვიცი შენი კუჭის ამბავი .
-ჩემი კუჭიც ადამიანია. _ამოიოხრა გიორგიმ.
-არ ვხუმრობ გიორგი .
-კარგი ხო , კარგი . ნეტა ერთხელ გემრიელად ვჭამო იქ სადაც შენ ხარ .
-რაღაც გუშინ არ ეტყობოდა შენს წინ მდგარ თეფშებს რომ ვერ ჭამე.
-იმის თავი გქონდა რომ , ჩემთვის გეყურებინა ? მეგონა მარტო ნუცას უყურებდი.
- როგორცვე ამ ქალაქს გავცდები ერთი მარტივი წესი შემომაქვს , არავინ ახსენოს ის ტუტუცი .

ცოტახანში სავარძელში იჯდა და მოთმინებით უსმენდა როგორ ხვრეპდა ბაბუამისი ჩაის . თან შიგადაშიგ კოვზით ურევდა და ჭიქის კედლების წკარუნი აყრუვებდა ოთახს. კიდევ 5 წუთი რომ დარჩენილიყო ალბათ ნერვები უმტყუნებდა . დას საქაღალდე ჩაუდო ხელში და აუხსნა რომ ნუცას კონტრაქტი იყო .
-ამდენი ?_გაკვირვებით დახედა სქელ საქაღალდეს .
-აჰამ . _გაუღიმა დას .-ხელფასის გრაფა ცარიელია , ვნახოთ რამდენად აფასებს თავს . _ირონია
შეერია ხმაში.
-ირაკლიიი._ტუჩები დაბერა დამ.
-სახლი შენს განკარგულებაშია . _შუბლზე რამოდენიმეჯერ აკოცა და ლილიმაც კი შეამჩნია, როგორ მილულა თვალები და-ძმამ .
-უნდა წავიდე , საკმაოდ დამღლელი გზა მელის.
-კიდევ როდის მაღირსებ შენს ნახვას ? _წუწუნით გაყვა შვილიშვილს უკან ლილი. ბავშვები მაინც გვყვავდეს ყურადღებას გადავიტანდი .
-ლილიი? _უკანასკნელ ნერვზე ფსონი გააკეთა ირაკლიმ და თავის შემაგრება სცადა. -ბებო , ჩემგან შვილიშვილს ვერ ეღირსები . ასე რომ მოდი აქვე გავარკვიოთ ეგ ამბავი . ან თავს დამანებებ და სხვა შტოს მიაწვები ან აღარასდროს მნახავ.
-რას ბოდავ ირაკლი . _წამოენთო ქალი და კარში გაჩერდა. -აბა ვინ უნდა გამრავლდეს ? სანდრო გიორგობიანია , ბექა კიდე არ გაიშვა მაგათი ლომიძეობა . ერთი შენ ხარ ჯანდიერი მამაკაცი .
-გეყოფა , საკმარისია. _ხმას აუწია უნებურად. ყველაზე მეტად სძულს როცა იმას ახსენებენ რის მოშორებასაც ასე ძალიან ცდილობს.
-არ ვარ . არა . _უკანასკნელი ნერვი რომელზეც ასე ამყარებდა იმედს, გაწყდა. მუჭი პირში ჩაიდო და კბილები დააჭირა.
-ხარ . _ჯოხი დაჰკრა იატაკს ლილიმ .
-კარგი , ჯანდაბას ვარ , ვარ და მერე რა . ვიღაც ჯანდიერმა , ვაჩნაძესთან რომ ნა*** ვარი გაჩინა და იმის შთამომავალი ვარ შენ რა . ამ დედააფეთქებულ დაწყვევლილ ქალაქს და თქვენი გვარის ისტორიას რა? მაშინ რომ გემააყა ასე როცა შენი შვილი მოგვარეს გაჰყვა და ცხოვრება ჯოჯოხეთად არ გექცია , ვინ იცის იქნებ ახლა მეც არ მძულდეს ეს წყეული გვარი ? მაშინ სად იყავი . სად ? _ყვირილზე ისე გადავიდა ვერ მიხვდა და კართან მოგორებულ ლიკუნას გვიან მოჰკრა თვალი .
-გითხრა სად იყავით ? გვარის შეცვლის ამბებით იყავით დაკავებული , ერთადერთი რაც იმ არაკაცს გააჩნდა გვარი იყო და ისიც წაართვით . რომ არ დაგემალაა ვინ იცის ახლა ამ ბორბლების ტრიალი მოუწევდა ? შეხედე ? შეხედე სად არიან შენი შთამომავალი ჯანდიერები ნახე რას დაგვამსგავსეთ . ისე მოდიხარ და ითხოვ იმის გაგრძელებას რაც დიდი ხანია წყევლად გვექცა თითქოს დალოცვად გადაიქცევა . საკმარისია გესმის ? საკმარისია. _ ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა და სიტყვა დაამთავრა თუ არა ღრმად ამოისუნთქა . თავი პირველად იგრძნო მსუბუქად დიდიხნის შემდეგ . მიხვდა როგორ დაიცალა მისი ვენები შხამისგან და აჩქარებულ გულს ყური მიუგდო. როგორ უნდოდა ამოეთქვა . გარდაუვალიც იყო , იცოდა რომ ერთი დამპალი კვირა ზედმეტი ტვირთი იყო მისთვის ამ ქალაქში. გაფითრებულ ბებიას და დას თვალი აავლო . როდის გახდა ასეთი უხეში არ იცის , ალბათ ხუთი წლის წინ როცა ხაზი გადაუსვა ყველაფერ ადამიამურს . მოხუცია , ბებიამისის გარდა მის წინ მდგარი ქალი მოხუცია და სულ მცირედი პატივისცემა უნდა გამოხატოს , მაგრამ არ შეუძლია. აღარ შეუძლია. როცა წარსული საყვარელ
ადამიანებს დაღად გასვამს სხეულზე , ყველა იარა გძულს . მისი იარები მისი ოჯახია. ცივად აქცია ზურგი და რამოდენიმე საფეხური უნდა ჩაეარა , რომ მიხვდა მუხლი აუკანკალდა. სადღაც მოისმინა წარსულის გარეშე მომავალი არ არსებობსო . მას კი წარსული , გამუდმებით წარსულში ეპატიჟება , ექაჩება . როცა გონია რომ წინ გადადგა ნაბიჯი უცბად არსაიდან ჩნდება წარსული და უკან ითრევს . ბედის ირონია ისაა რომ მისი წარსულიც კი არაა , გონია რომ სტუმარია ამ წარსულში , მაგრამ თავს მაინც ვერაფრით აღწევს . მამა რომელიც აღარ ახსოვს , დედის რომელმაც თავად დაივიწყაა. იცის თავადაც რომ ადამიანის სახე დაკარგა. ვიღაც ეტყვის რა შენი დარდია , უბრალოდ იცხოვრეო . არ შეუძლია . ზედმეტად მწარედ ახსოვს მამის ავტოფარეხში ჩამოკიდებული სხეული . დედის გრანდიოზული თეთრი კაბა და ესეც რომ არა ლიკას სხეულს , კონსერვის ქილად ქცეულ მანქანაში ვერასდროს დაივიწყებს , მაგრამ ვერავინ აიძულებს კიდევ ერთხელ შეეწიროს საკუთარ გვარს და წარმომავლობას. ვერავინ აიძულებს იმ გვარისთვის გაიღოს მსხვერპლი და ის გააკეთოს რაც არ უნდა , გვარისთვის რომელიც არაფერს იმსახურებს. ამ სახლში , მას ბავშვობა მოუკლეს. _მანქანის მინიდან უკანასკნელად გახედა ჯანდიერების წამოჭიმულ მამულს . -ამ მამულში , ის ყოველთვის , პირველი შვილიშვილი იყო , დიდი ძმა , უფროსი დეიდაშვილი . გვარის გამგრძელებელი . ამ სახლში მას უამრავი სტატუსი ჰქონდა. ამ სახლში მას ყველაფერი მისცეს გარდა იმისა რაც ასე სურდა , ნახევრად დაობლებულ მარტოსულ ბავშვს , რომლის თვალებმაც 10 წლის ასაკში ყველაფერი ნახა . არასდროს უთხოვია რომ პირველი ყოფილიყო , მხოლოდ სიყვარული ჭირდებოდა, სიყვარული რომლისთვისაც არავის ეცალა. ის ხომ უკვე დიდი იყო . დიდი იყო , წუწუნისთვის , დიდი იყო ცუდად მოქცევისთვის , დიდი იყო ტირილისთვის , ავადმყოფობისთვის და ტკივილისთვისაც დიდი იყო . უნდა დაეთმო , ეზრუნა , გაენაწილებინა , ის ხომ პირველი და დიდი ბავშვი იყო ოჯახში. ვეღარავინ აიძულებს , ვეღარავინ ეტყვის რა უნდა გააკეთოს სხვებისთვის , ის უკვე მართლა დიდია. საკმარისად დიდი და იმდენად ძლიერი რომ თავად ამბობს ვინ რა უნდა აკეთოს. სიამაყე და ტკივილი ერთმანეთს ეცილებოდნენ მის თვალებში ადგილს. ამიტომ ოროვე მიაჩუმა . თვალები დახუჭა და დათვლა დაიწყო . სწორედ ისე როგორც …. სახელის წარმოთქმა თავად აკრძალა ცოტახნის წინ და ენის წვერზე ადგია. ღიმილი მოედო , სხეული მოუდუნდა და თვალწინ კიბის ქვეშ მოკუნტული ნუცა დაუდგა. ნეტავ როგორია მისი ფიქრები? იქნებ კარგიცაა , მოყოლილი რომ იცის მხოლოდ და არაფერი ახსოვს? განა შეძლებდა ნუცასნაირი ადამიანი ამხელა
ტვირთის ტარებას? როგორი ბავშვობა ჰქონდა ? როგორია ობლის ცხოვრება მაშინ როცა მართლა არავინ გყავს ნეტა? _თვალებით მანქანის ჭერს მიაჩერდა. ნუცასგან განსხვავებით მას ვერცხლის ჩანგლით აჭმევდნენ და მაინც ტრაგედიაა მთელი მისი განვლილი წლები . წარმოდგენაც ვერ შეძლო რა შეიძლება გადაეტანა სკოლაში პატარა გოგოს ან ბავშვთასახლში . ღმერთო რა შემაწუხებული შეცოდების თვალებს რომ დაატარებენ შენზე და ნუცა ყოველდღე აწყდებოდა, მიუხედავად ამისა მაინც ნუცად დარჩა . ობლობა , მარტოობას არ ნიშნავდა ირაკლისნაირი ბავშვებისთვის გარშემო მთელი საგვარეულო შემოევლო , მაგრამ ნუცა ? გაგონილი აქვს ბავშვობაში რას ნიშნავდა როცა “პრიუტის “ ბავშვი იყავი. ერთი კლასელი ჰყავდათ სკოლაში,ვერავინ იგებდა მათ სკოლაში როგორ მოხვდა. ახლაც ახსოვს რა ჯოჯოხეთი გაატარეს . 20 წლის გოგომ კი თავი გაიტანა , საკუთარი ისტორია და წარსული შეიყვარა და მერე სხვებსაც შეაყვარა. არც საკუთარი გრძნობები გაუყიდია და არც თავი. სწორედ ეს განასხვავებს დანარჩენებისგან . მიუხედავად იმისა რომ ისევ ღრმად სწამს რომ მისი ყიდვაც შეუძლია . უბრალოდ ფასი ვერ უპოვა . ახლა სახლში სავარაუდოდ კიკი ელოდება რომელსაც სულაც არ ჰყავს ცუდი ოჯახი მაგრამ ისიც გაიყიდა . საკუთარი სილამაზე იცის როგორ გამოიყენოს. აგერ უკვე 3 წელია , პრესტიჟულ უბანში ცხოვრობს , 2 თვის წინ თავად ირაკლიმ ჩაუდო მანქანის გასაღები ხელში . გაეღიმა . ხო კარგი , თავს ხომ ვერ მოატყუებს ხელში არ მიუცია , მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს . სწრაფად გაახსენდა კიკის და მისი თავაშვებული ექსპერიმენტები და პირველად გახსნა კიკის მოწერილი 20 ესემესიდან ერთი , კვირის განმავლობაში და მოკლედ დაწერა. “ მოვდივარ” რამოდენიმე საათში საკუთარი უაზროდ დიდი სახლის ეზოში იყო და ღრმად სუნთქავდა . აქ არავინ იყო ის ვინც ოჯახთან აკავშირებდა . აქ ის უბრალოდ ირაკლი იყო და საქმეს აკეთებდა, ყველაზე კარგად მხოლოდ საქმის კეთება გამოსდის და .. ტუჩი მოიკვნიტა სახლის შესასვლელის კიბეზე ავაზასავით გაწოლილი ქალის დანახვისას , თხელი ხალათი ეცვა და ვერაფერს მალავდა. გარუჯული კანი ოქროსფრად უპრიალებდა და ლამაზი წაბლისფერი თმა რამდენჯერაც თავს ანძრევდა შუქზე ფერს იცვლიდა.
-ოჰჰჰ ნოოოო , არაა რა , კარგით რააა, _კარში შესულმა გიორგიმ წამოიყვირა და ზურგით შებრუნდა. -ავადმყოფები ხართ რა . კარი ხმაურით გაიჯახუნა.
-ახლახანს ვფიქრობდი რომ საქმე და სექსი ყველაზე კარგად გამომდის მაგრამ რომელია პირველი? . _კართან დააგდო ლაბადა და ნელი ნაბიჯებით დაიძრა კიბისკენ თან პერანგს იხსნიდა.
-მაგას ხვალ გეტყვი?
-ხვალ ? _გაეცინა ირაკლის . ხვალამდ არასდროს რჩება მასთან .- კარგი მცდელობა იყო. _ ირაკლის რეპლიკა არ შეიმჩნია და ენით გაისველა წითელი ტუჩები და უკვე ნახევრად შიშველი ირაკლის ტანს თვალი აავლო. როცა მიუახლოვდა წამოდგომა დააპირა თუმცა ხელებით უბიძგა ისევ იატაკისკენ . -შეგვიძლია აქედან დავიწყოთ.
უხმოდ მიუხვდა ქალიც რა უნდა ექნა და არც ძალისხმევა დაუშურებია , ერთი კვირა თავის შეკავება , მისი ტემპერამენტის კაცისთვის ძნელია მაგრამ ვერ იტყვის რომ გაუმართლა,ის ვინც ასე უნდოდა მთლად წმინდანი აღმოჩნდა . სანამ კიკი გამეტებით ცდილობდა მთელი თავისი მონატრება , ტუჩების მოძრაობაში გამოეხატა და არც ირაკლის სასქესო ორგანო იყო წინააღმდეგი , ტვინი სადღაც სხვაგან იყო. ირაკლი რის ირაკლია? როცა თქვა რომ ერთერთი რაც ყველაზე კარგად გამოსდის სექსია არ უხუმრია. სწრაფად უბრძანა ტვინს და გულს ცოტახანს დაესვენათ და მთელი სხეული ჰორმონებს მიანდო . რომელ საათზე დაიწყო მათი აღვირახსნილი მოგზაურობა კიბეზე არ ახსოვს მაგრამ გამთენიისას როგორღაც დაოკდნენ . ძალაგამოცლილი და თმააბურდული მიესვენა მის მკერდზე და დაძაბულ ირაკლის ხელი აუსვა.
-5 წუთი, ამოვისუნთქებ და წავალ. _კიკიმ იცის რომ ხუთ წუთში უნდა ადგეს და წავიდეს, შეიძლება არც წავიდეს მაგრამ მათი ურთიერთობა იმას არ სცდება რაც ახლა მოხდა და არც არასდროს გასცდება. სწორედ ამიტომ უყვარს ირაკლისთან მოსვლა. ირაკლი არასდროს უქმნის პრობლემებს , არ ეჭვიანობს , არ აიძულებს იმას რაც არ უნდა და რაც მთვარია იმდენად გულუხვია ამისთვის თუ ღამე უნდა გაეცალოს ან სხვაგან დაიძინოს პრობლემა არ აქვს. იდიალური საყვარელია ირაკლი , თუმცა დიდიხნის წინ მიხვდა რომ მეორენახევრად არ ივარგებდა და ოცნებებოდან მიწაზე დაეშვა. ერთმანეთს კარგად ეწყობიან.
-რა ფერი კანი გაქვს? _თითი აუსვა მკლავზე .ახლახანს შეამჩნია რომ რუჯის გარეშე არასდროს უნახავს.
-თეთრი . _ ეუცნაურა კითხვა.
-ძალიან თეთრი?
-არა , ნორმალური რავიცი , თოვლს არ ვგავარ. _გაეცინა ქალს.
-და რატომ მალავ?
- არასექსუალურია , მგონი არცერთ კაცს არ მოწონს ქაღალდივით თეთრი კანი.
-რატო? _არ ეშვებოდა ირაკლი.
-რავიცი , შენ მოგწონს ? _კითხვა შეუტრიალა უცნაურად მომზირალ კაცს .
- თეთრი კანი ლამაზია, როცა ატმისფერი ედება. _გაეღიმა ირაკლის , რომ მიხვდა ფიქრები ისევ სხვაგან აბრუნებდა.
-ის თეთრია ? ლამაზია _ეშმაკურად მოჭუტა თვალები კიკიმ.
-არა , საყვარელია . _კიკისთან სიყალბე არასდროს დასჭირვებია.
-კიდევ როგორია ? _საწოლში წამოჯდა და ინტერესით დააკვირდა მამაკაცს .
-მეტიჩარა , ჯიუტი და რომანტიკოსი და ზედმეტად გამოუცდელი .
- ოჰ , მასწავლებლის როლში კარგად გაერთე ?
- გავერთე? _სიბრაზე მოერია ირაკლის იმის გახსენებაზე როგორ უარყოფს . -როცა გითხარი ჯიუტიათქო არ მიხუმრია და თან შენთან ვხვდები რამდენად მნიშვნელოვანია როცა გამოცდილი პარტნიორი გყავს ._კომპლიმენტი უთხრა თუ დასცინა რომ ბევრი პარტნიორი ჰყავდა კიკისაც, ვერ გაიგო. .-წყალს გადავივლებ . რამე გჭირდება ?
-რამე ? _დაბნეულმა გაუმეორა კითხვა .
-ხო რავიცი რამოდენიმე ასეული , ან ათასეული.
-არაა , უხერხულად შეიშმუშნა კიკი.
-შენ არ გეკითხები. შენს პირს ვკითხე. ჩემო ძვირფასო საღამოს გმირი ეგაა.
-უხამსი ხარ ირაკლი. _საბაზანოს კართან დააწია , ბალიში. -იმიტომაც მიიღე უარი._
-უარი თქვა , მაგრამ ჯერ არ დავთანხმებულვარ . _საბაზანოდან გამოსძახა ,

******
-მიყვარხარ ნუცა . _ გვერდით მჯდომ გოგოს თვალი აარიდა და ქალაქის ხედს გადახედა. - მიყვარხარ . _გაუბედავად გააცურა ხელი მისი ხელისკენ და გაფართოვებულ თვალებს თვალი გაუსწორა კახამ . იმ დღეს არც თოვდა არც უწვიმია. იმ დღეს ქალაქის თავზე სინათლე იდგა . იმ დღეს მარტო ნუცამ არა , ამინდმაც პირი იცვლა.

****

თავს მშვიდად გრძნობდა , ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ერთ კვირაში ირაკლის არსებობას მხოლოდ მისი სახლი ახსენებდა , სანამ ლიკუნას გადაბარგებაში ეხმარებოდა , თავის ამბებიც მოაგვარა და ქეთას მშობლებისგან წინააღმდეგობა არ შეხვედრია. არც ლიკუნას გადასვლა ყოფილა ახალ სახლში . ცხოვრებაში პირველად აღფრთოვანებულს ხედავდა კიდეც თითქოს შორს წასულიყვეს , მამულიდან პრობლემა მხოლოდ ის იყო , რომ ვერაფრით შეთანხმდნენ სად უნდა დაეძინა , რამოდენიმე დღიანი კამათის შემდეგ მაინც თავისი გაიტანა და პატარა ერთსართულიანი სახლში რომელიც მორიგე პერსონალისთვის აშენდა ის ოთახი აირჩია რომლის ფანჯრიდანაც ყველაზე კარგად მოჩანდა ტბა. მოჩანდა ცოტა ზედმეტი ნათქვამია თავი მთლიანად უნდა გაეყო
და 180 გრადუსით დააეტრიალებინა რომ რაღაც დაენახა, მაგრამ სულ არაფერს ჯობდა . რამდენჯერაც იმ ოთახში დარჩა იმდენჯერ იმაზე ეფიქრებოდა რომ ყველაფერი ტრიალებს , ცხოვრებაც კი. ისევ ერთი ოთახი , ერთი ჩემოდანი და ხედი ტბაზე ჰქონდა. თითქოს მშვიდად იყო , მაგრამ იქ სადაც მისი არაფერი არ იყო . მცენარეებსაც მოუძებნა ადგილი ზოგი საერთო საცხოვრებლის მისაღებში დადგა ზოგი საძინებელში და ნანას წინააღმდეგობის მიუხედავად პატარა ქოთნის კაკტუსი დიდი სახლის სამზარეულოსაც შეუხამა.
-ირაკლიმ თუ დაინახა ორივეს გაგვიბრაზდება .
-ვერ დაინახავს ნანა , მეც ვერ ვხედავ ისეთი პაწაწუნაა. თან თუ აქ შემოვა ._ქოთანს ხელი წაავლო და სამზარეულოს უჯრაში ჩადგა .-ჰოპ . გაქრება .
კიდევ ერთი გადაუჭრელი პრობლემა , მისი ხელფასი იყო . ჯიუტად განაცხადა უარი , თვითონ შეევსო ხელფასის გრაფა და მაგ თემაზე საუბარი აკრძალა . ორი კვირის თავზე შუა დეკემბერსაც გაადაცდნენ და სახალწლო ცციებცხელებაც შეეტყო ქალაქს , ყველაფერი ანათებდა და ბზინავდა , მიძინებული ქალაქი უცნაურად აფორიაქდა . გაბრწყინებული თვალებით დადიოდა ქუჩაში თითქოს პირველი ახალიწელი ყოფილიყოს მისთვის და ბავშვივით უხაროდა ნებისმიერი დეკორააცის და სათამაშოს დანახვა . ერთადერთი რაც ნერვებს უშლის პიროტექნიკაა. ყოველი ფეიერვერკის ხმაზე გული უსკდება და ხან მადლობელიც კია ასე განაპირას რომ დგას ირაკლის სამფლობელო არავის და არაფრის ხმა არ ახწევს . ცოტა მოწყენილობაა, მას კი მოწყენილობა სტკივა , ძალიან ბევრ რამეზე აფიქრებს , მისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ცუდ რაამეებზე არ იფიქროს.
-ლიკუნა ამ სახლს საახალწლო განწყობა აკლია. რა მოხდება ნაძვისხე რომ დავდგათ ?
-არ ვიცი. _თერააპიის შემდეგ საწოლში მოკუნტული ლიკუნა უენერგიოდ სცემდა პასუხებს.
-ხო და დავდგათ.
-ირაკლის დიდად არ უყვარს დეკორაციები .
-რას გაიგებს ?
-შეიძლება ჩამოვიდეს .
- პატარა დავდგათ სამზარეულოში . გინდაც რამე თქვას ნანას დავაბრალოთ .
-ერთ დღეს ნანა მოგკლავს .

თითქმის ერთი კვირა იყო დარჩენილი ახალიწლის მოსვლამდე რომ ირაკლის გრაფიკსაც დაეტყო , ყველა შვებულებაში იყო და ნახევარი დღე ისე გადიოდა ვერაფერს აკეთებდა . ჯერ კიდევ ორჭოფოდა რა უნდა ექნა დარჩენილი ერთი კვირა რომ ლიკუნას მოწყენილმა ხმამ და ტკივილისგან გადაღლილმა სახემ კიდევ ერთხელ გაადაწყვეტინა წასვლა.
-დიდხანს დარჩები ? _აბაზანიდან გამოსული კიკი კაბას გაჭირვებით იკრავდა .
-წამოხვალ ? _მოულოდნელმა კითხვამ ისე დააბნია ცოტახანს გაშეშდა ?
-შენთან ერთაად ?
- კიდე სხვა ვინმე გინდა ? მმ შეგვიძლია დავიმატოთ არაა პრობლემა მთავარია შენზე ნაკლებად მოქნილი არ იყოს. _საწოლის საზურგეს კარგად მიეყრდნო .
- ნუცაზე რას იტყვი? _წამოსცდა სახელი და ენაზე იკბინა იმის გააზრებისას რომ ახლახანს გიორგი გაყიდა. რამოდენიმეჯერ ჩამოუგდო
ლაპარაკი რაც დაბრუნდა თუმცა სახელი არასდროს უხსენებია თავად ირაკლის . ძნელი მისახვედრი არაა , სახელი ვინ უთხრა თუმცა არაფერი შეეიმჩნია მანაც .
-არ მგონია უნდოდეს რომ პირველივე ჯერზე ორი პარტნიორით დაიწყოს. _სიცილი ვერ დამალა ირაკლიმ. ყოველ ნუცას ხსენებაზე უცნაური გრძნობა უჩნდება და იმის გაფიქრება რომ ახლა მის სახლშია ართობს , თუმცა ღრმადაა დარწმუნებული რომ მის გამო არ გადაწყვიტა იქ დაბრუნება . იშვიათად თუ გაახსენდებოდა რაც აქაა და აღარც ისე სურს და ბრაზობს .
-რა გაცინებს? _ნაწყენი მოტრიალდა კიკი და საწოლზე ჩამოჯდა რომ ფეხსაცმლის თასმები შეეკრა. -სასაცილო სულაც არაა , მისი სხეულია და არჩევანი.
- ქალური სოლიდარობა ? გულს და სხეულს ერთი რამე უნდა კარგი ცხოვრება, არა ?
- გაგეცინება და ყველა ქალი ერთნაირი არაა. გულწრფელად ვიმედოვნებ რომ მაგ გოგოს გზაზე ერთადერთი მონსტრი ხარ ვისაც გადაეყრება ცხოვრებაში. როგორც წესი მასეთი ადამიანები ვარსკვლავებში ცხოვრობენ და როცა რეალობას ხშირად ეჯახებიან ნაწილებად იპნევიან. ფრთხილად იყავი ირაკლი .
-გახსოვს შენი პირველი ვინ იყო ? _გვერდი იცვალა ირაკლიმ და კარგად დააკვირდა .
-ასეთ რაამეებს არ ივიწყებენ . _ჩანთიდან ტუჩსაცხი ამოაძვრინა და სარკეს მიუჯდა.
-რტომ მაიძულებ კითხვები დაგისვა მოყევი რა ? _გაეცინა ირაკლის .
-ვითიმ ძალიან გაინტერესებდეს ჩემი ამბავი .
-კარგი რა . ხომ იცი რომ მაინტერესებს , ის რომ ერთად ვწევართ იმას არ ნიშნავს რომ მეგობრობა არ გამოგვივა.
-ირაკლი , შენ ის უფრო გაინტერესებს რას ფიქრობს მისნაირი ქალი და ცდილობ ჩემი გამოცდილება გამოიყენო .
-აი ამიტომ მომწონხარ კიკი . პირდაპირობა ხარისხიანი თვისებაა. არ მიპასუხე, წამოხვალ ?
-რაში გჭირდები ირაკლი ?
-იმაში რომ გრძელი და აუტანელი ახალიწლის დღეები გადამატაინო და თანაც დაისვენებ , იმ წყეულ
ადგილას არაფერი არ ხდება.
-შენები რას იტყვიან ?
-იმას რომ როგორციქნა ქალი ნახეს ჩემს გვერდით და ლილის აუტანელი კომენტარების მოსმენა არ მომიწევს.

****
გზა საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა , ვერაფრით ისვენებდა და თავი ისე სტკიოდა წამალმაც არ უშველა. ერთი სული ჰქონდა მანქანიდან გადასულიყო , ვეღარ უძლებდა კიკის მძინარე სხეულს თავი მძიმედ ჩამოედო მის მხარზე და ყელში აფრქვევდა სუნთქვას . უხერხულად გამოეცალა და გვერდი უცვალა . მაქსიმალურად შორს სცადა გაეწია და თითქმის მანქანის კარს აეკრა იმის შიშით რომ მძინარე ისევ იპოვიდა მისკენ მისაჩოჩებელ
გზას . უკვე აღარ ეგონა თუ დასრულდებოდა ეს გზა. თითქმის სიბნელეში გავიდნენ და უკვე კარგად გათენებული იყო , გიორგიმ რომ დაანონსა ქალაქში შევდივართო. ინტერესით ათვალიერებდა ქუჩებს და ისევ იგივე გრძნობა ჰქონდა . ჯოჯოხეთში ჩასვლას ჰგავს მისი , ყოველი აქ ჩამოსვლა . ეზოში ელოდებოდნენ ნანა და ლიკუნა , სქელ პლედში კარგად გახვეული ეჭვნარევი მზერით აკვირდებოდა მანქანიდან გადმოსულ კიკის და ფეხებიდან თმამდე ათვალიერებდა . მერე ძმასაც იგივე გაურკვეველი მზერით დაუწყო თვალიერება და როცა მის წინ ჩაიმუხლა დის საკოცნელად , წამი იპოვა რომ წაეჩურჩულა .-არ მომწონს. _გაბუტული ტუჩები მიაწება ძმას და ნაძალადევად გაუღიმა კიკის გაცნობისას.
-ირაკლი რა ლამაზია აქაურობა. _თვალი აავლო ყურებამდე გაცინებულმა კიკიმ და ღრმად ჩაისუნთქა.
-შენ ჯერ უკანა მხარე არ გინახვს. საკუთარი ტბაა აქვს ._ინტერესი უფრო გააუღვივა გიორგიმ.

-ჰეეე, ბიჭბოოოოო , მოვედიიიიიი . _რკინის კარზე კაკუნი ატყდა .
-ისევ ქვით აკაკუნებს ეს ველური ? _ნანამ პირზე აიფარა ხელი რომ არ გასცინებოდა გიორგის გაოგნებული სახის დანახვისას .
-ალბათ იცით რომ ვხედავთ , ვინ მოდის და ვინ არა და კარის გვერდით ღილაკია . _გაოგნებული მიშტერებოდა კარს .
-არ იცის გიორგი შვილო , საიდან ეცოდინება , ძირითადად კედელზე დაძვრება .
- დაიწყო . _ამოიგმინა ირაკლიმ ჯიბეში ჩაწყობილი ხელებით დას დაუდგა ზურგთან . სანამ პატარა კარი გაუღეს უზარმაზარ ჭიშკარიდან იქამდე არ გაჩერდა.
-დილამშვიდობისა . _ხმაურით მიესალმა და ზურგით შევიდა კარში.
-მოგეხმარო ? _ინიციატივა აიღო ერთერთმა ბიჭმა.
-არა იყოს . _ოდნავ მოხრილი რაღაცას დაეჯაჯგურა და ასე თრევით შეიტანა .-ლიკუნაააა გამოდიი , ყველაზე ლამაზი ნაძვი მოვიტანე ._ფეხზე წამოაყენა ნაძვი და თან უკან გაიხედა რომ კიდევ ერთხელ დაეყვირა ლიკუნასთვის და ირაკლის რომ მოჰკრა თვალი , ნაძვისხეს ხელი გაუშვა . სწრაფად შეტრიალდა მათკენ და სცადა ისე დამდგარიყო რომ ნაძვისხე გაადაეფარა. უდანაშაულო კრავივით აფახულებდა თვალებს და რამოდენიმე წყვილ მიშტრეებულ თვალებს უხერხულად გაუცინა. ხელი ჰაერში აწია მისალმების ნიშნად . საპასუხო ღიმილი და გამარჯობა შეაგება თითქმის ყველამ . დაძაბულმა გააპარა თვალები ირაკლისკენ რომელიც სულაც არ მალავდა რომ მას აკვირდებოდა და შიგადაშიგ უცნაური ღიმილი ურბენდა სახეზე . გაშეშებული იდგა და ცდილობდა ხელები განზე გაეშალა რომ არც ისე თხელი ნაძვისხე ზურგს უკან დაემალა . რა უნდა ქნას ? გინდაც ახლა კარგად დაფაროს სად უნდა წაიღოს ამხელა ნაძვისხე ? არცის ადარდებდა რომ ირაკლის თვალები ყოველ მის სუნთქვას ითვლიდა , არც იმას კიდევ ვიღაც უცხო და ძალიან ლამაზი ქალი , საყვარლად რომ უცინოდა , ერთადერთი ნაძვისხე უტრიალებდა თავში . სულელი არავინ არაა , დარწმუნებულია ყველამ დაინახა . ცოტახანში უდანაშაულო სახე დამნაშავე ბავშვის იერმაა ჩაანაცვლა და მხრებჩამოყრილი გაიწია გვერდით და ნაძვის ხე გამოაჩინა. -ნაძვის ხე მოვიტანე. _ამოილუღლუღა და ნანასკენ წავიდა .
-ძალიან ლამაზია . _დაუდასტურა კიკიმ. ადვილად მიხვდა ირაკლის სახით ნუცა უნდა ყოფილიყო. -არა ირაკლი?
-არა . _მოკლედ მოუჭრა და სახლში შევიდა.
-არ იდარდო , ირაკლის არ უყვარს ესეთი რაამები . _პირდაპირ ნუცასკენ დაიძრა და მხარზე ხელი დაადო .-კიკი .
-ნუცა.
-მივხვდი . _გაუღიმა ქალმა.-სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც .
-ნუცა , სამზარეულოში დავდგათ . _ გიორგიმ ნაძვის ხეს წამოავლო ხელი .-იქ მაინც არ შედის .
-მგონი ჯობია არ დავდგათ ._მოწყენილმა გააყოლა თვალი კარს სადაც ცოტახნისწინ ირაკლი შევიდა.
- ნწუ , რას ქვია არ დავდგათ. ჩვენ ადამიანებს გვჭირდება ახალი წელი . ეგ გრინჩია.
- სათამაშოებიც მაქვს . _წამში გადაუარა მოწყენილობამ და ხტუნვახტუნვით მიჰყვა გიორგის . ცოტახანში ყველა სათამაშო ჩამოკიდეს რაც ჰქონდათ და კმაყოფილები შეჰყურებდნენ .
მხოლოდ ირაკლი იჯდა უძრავად ბუხართან და წიგნს ჩაჰყურებდა . კიკი ტელეფონს. ბოლოს ვეღარ მოითმინა და კითხვა შეაწყვეტინა .
-იქით სხვა გარემოა აქეთ სხვა .
-თუ გინდა შეგიძლია იქით წახვიდე .
-და რას გიშლის ნაძვი ამხელა ადგილია აქ.
-კიკი წლებია ,ვერ ვიტან ამ უაზრო ბრჭყვიალა რაღააცებს ამიტომ იმ სახლის აჯონჯვლას უაზრო სათამაშიებით არ ვაპირებ რომელიც მილიონახევარი დამიჯდა.
-მეტი არა ? _ ენაზე იკბინა , ისევ გაასწრო მის ფიქრებს ნუცას ენამ .
-შეიძლება უფრო მეტიც . ._წიგნი გვერდზე გადადო და თვალი აავლო . თავხედურად და დაუფარავად ათვალიერებდა , თეთრი ფართო ყელიან სვიტრში კარგად ფარავდა წვრილ ყელს და აჩქარებულ გულს . ახლახანს შეამჩნია ირაკლიმ კონტრასტი კიკისა და ნუცას შორის . არაფერი არ ჰქონდათ საერთო
და მაინც ერთმანეთს მონუსხულები შეჰყურებდნენ. არ გამოპარვია მის თვალს როგორ ათვალიერებდნენ ერთმანეთს .
-ნანა დაკავებულია ._თითქოს თავი იმართლა იქ ყოფნისთვის.-რამე ხომ არ გინდათ ?
-ანუ კიდევ ერთი დახმარე გვჭირდება ? . _მოკლედ მოუჭრა ირაკლიმ.
-კი , მე ყავას დავლევ .
-ახლავე მოვიტან .
-რა , მე წამოვალ . _ფეხზე წამოდგა და ხელმკლავი გამოსდო ნუცას . -სინამდვილეში , იქ
მინდა სადაც ნაძვისხეა._ყურში უჩურჩულა და ირაკლის ნიშნის მოგებით გახედა.
ისე უშლიდა ნერვებს სამზარეულოდან გამოსული მხიარული ხმები , თავი სამუშაო ოთახს შეაფარა და მაგიდაზე დადებულო საქაღალდე ეცნო . ისეთი სისწრაფით მოისროლა
წიგნი უჯრაში და გადაფურცვლა დაიწყო თითქოს რამე სასწაულს ნახავდა , ჯერ დაბადებისდღის გრაფას დააკვირდა ინტერესით , -22 ივნისი , .- ზაფხულის გოგოა . ისევ თავიდან იწყებ ირაკლი . _ნერვებმოშლილმა
გახედა ეზოს . ძლივს დამშვიდა , გადავიწყდა კიდეც და ზუსტად 1 საათია რაც ნახა , ყველა აკვიატება ერთად იყრის თავს. მერე ხელფასს მიადგა და სიმწრისგან ხმამაღლა გაეცინა ისევ ცარიელი რომ დახვდა. სწრაფად წამოდგა ფეხზე და სამზარეულში შევიდა.
-ნუცა , ვფიქრიბ დროა შენს კონტრაქტს მივხედოთ. _პასუხს არ დაელოდა ისე აქცია ზურგი . სინანულით გადახედა ყავის ფინჯანს და ხელი წამოავლო და თან გაიყოლა .
-შეიძლება აქ დავლიო ? _მორცხვად დაუდგა მაგიდის წინ პატარა ვარდისფერი ფინჯნით , რომელსაც უამრავი ყავილი და ბრჭყვიალები ჰქონდა მიკრული .
-ყავას იმედია მეც მსგავსი ფინჯნით არ მომიტანენ . _ ხელით ანიშნა დაჯექიო.
-არა ეს ჩემია , 4 წელია უკვე . ძალიან მიყვარს . სადაც მივდივარ თან დამაქვს და სულ ამით ვსვამ . მეთვითონ გავაკეთე . _უხერხულად ჩაახველა , როცა მიხვდა რომ სულ არ აინტერესებდა ირაკლის მისი ფინჯნის
ისტორია .
-სავარაუდოდ კიდევ უამრავ მბზინავ რამეს ვიხილავ ამ სახლში .
-არა , მარტო ეს , თან სამზარეულოშია , კიდევ ნაძვისხე ისიც სამზარეულოშია და კიდევ .. _რამის მცენარეებიც გაყიდა და ტუჩები დააჭირა ერთმანეთს. ცოტახანს დაფიქრდა უნდა მოეტყუებინა თუ არა. არა , მაშინ ნუცა აღარ იქნება , ვერ იტანს ტყუილს და სანამ ირაკლიმ გააღო პირი დაასწრო .
-ყვავილები მოვიტანე . სახლში მქონდა , ქეთას ვერ დავუტოვებდი არ მოუვლიდა , სულ ავიწყდება წყლის დასხმა , ამიტომ აქ წამოვიღე , გეფიცები შენ ვერ დაინახავ , იქ დავაწყვე , ჩემს ოთახში , პატარა სახლში ხომ მაინც არასდროს მიდიხარ იქ ჩვენ გვძინავს.
-ნუცა თავი მტკივა . _შუბლზე ხელი
აიფარა ირაკლიმ.
-წამალი გინდა? ეხლავე მოვიტან ._ფეხზე წამოხტა .
-დაჯექიიიიი ._დაყვირებასავით გამოუვიდა და თავადაც შეწუხდა .-გთხოვ . _ხელით ანიშნა სავარძლისკენ. -ყვავილები , ნაძვისხე , შენთვი წესები არ არსებობს?
-არა . _ამაყად აწია თავი და უცბად დასერიოზულდა . -დიახ , არსებობს , მაგრამ მართლა ვერ დავტოვებდი.
-პატარა სახლში რატომ აირჩიე ოთახი?
-იმიტომ რომ ვმუშაობ.
-მერე რა , შენი სამსახური ლიკუნასთან ახლოს ყოფნას არ მოითხოვს ?
-არა , თუ დავჭირდები შემიძლია დავრჩე მასთან რათქმაუნდა მაგრამ არ ჭირდება .
-და იქ შებარგდი შენი ყვავილებით . რატომ ?
-მაშნ აქ უნდა მომეტანა ჩემი ყვავილები და მერე გადაყრიდით.
-რატომ? _ღიმილი ედებოდა სახეზე .
-უკვე მეორედ მეკითხები .
-რატომ ? _არ ეშვებოდა მომღიმარი ირაკლი . -გირჩევნია უცხო ადამიანებთან ერთად გეძინოს იმ სახლში და ჩაკეტილ კარში ვიდრე აქ ? მე გამექეცი?
-კარს აქაც ჩავკეტავდი . ასე რომ .. სხარტად სცემდა პასუხებს . ფინჯანს თითები გამოსდო და ორივე ხელით მიიტანა ტუჩებთან.
-ფიქრობდი ჩემზე ? _მოულოდნელად დასვა კითხვა ნაცნობი მაცდური ხმით.
-ყოველ დღე . _ტუჩები ფინჯანს მოაშორა .- ვფიქრობდი
რა ჯოჯოხეთი მელის როცა ეს დღე მოვიდოდა და რა კარგი იყო სანამ აქ არ იყავი. _ ყალბად გაუღიმა .
-პროგრესი გვაქვს . უკვე შენობით მომმართავ და თანაც ჩემზე ფიქრობდი . საქმეს მივხედოთ?
-აჰამ , ვიცი რაც უნდა მკითხო და წინასწარ ვამბობ ხელფასს მე არ ავირჩევ .უკვე ვუთხარი ლიკუნას.
-მაშინ , მოვილაპარაკოთ . როგორც საქმიანმა
ადამიანებმა.
-კარგი ._მხრები აიჩეჩა გოგომ
-ლილი რამდენს გიხდიდა ?
- 1000 ლარს , მაგრამ აქ არაფერს ვაკეთებ , ეგ ძალიან ბევრია. _მომღიმარი ირაკლის სახეს რომ წაწყდა მიხვდა აზრი არ ჰქონდა რამის მტკიცებას და სწრაფად წამოხტა ფეხზე . მაგიდას შემოურბინა საქაღალდე გამოაცალა
და ხელი წაავლო რომ კალამი აეღო . სწრაფად ჩაწერა რაღაც და გამარჯვებული სახით ზემოდან გადმოხედა -ნახევარი , ნახევარზე თანახმავარ.
-მეტი არ გიღირს შენი დრო და რადგან აქ ვარ შენი ნერვები ? _ამღვრეულმა ააყოლა თვალი მასთან ძალიან ახლოს მდგარ გოგოს. ფეხზე რომ წამოდგეს თითქმის ერთმანეთს მიეწებებიან , მაგრამ ვერ იზამს . პირველივე დღეს თავს ასე ვერ დაკარგავს . მზად არაა რომ თავს გამოუტყდეს , როგორ უნდა და გამალებით ცდილობდა არ ეფიქრა . რამოდენიმე კვირის წვალება ასე ერთ წამში გაანიავოს? არა არ შეიძლება . კალამი დაუბრუნა და საყვარელ
ფინჯანს დაუბრუნდა .
-შეიძლება წავიდე? რა დაწერე? _თვალები მოჭუტა .
-ხელი მოვაწერე ._მაცდურად გაუღიმა . -კიდევ ერთი ამბავი. _ამჯერად ეკრანი მიუტრიალა .
თავიდან დაბნეულმა შეხედა , მერე მიხვდა ანიშნებდა გადაყევი სურათებსო . ნელნელა ათვალიერებდა ცარიელი შენობის ფოტოებს , რომელსაც სქემა და გრაფიკული ფოტოები მოჰყვა როგორი გახდებოდა ეს შენობა. ვერაფრით გაიაზრდა და დაიჯერა რომ ოთახები რომელიც საოცარი ფერებით იყო მოწყობილი 4 საწოლს იტევდა . თითი აუკანკალდა და მუჭი შეკრა. გაუბედავად მოაშორა თვალი ეკრანს და არ იცოდა უნდა ეკითხა თუ არა , იქნებ ეშლება და ბავშვთასახლს არ აჩვენებს ? ან იქნებ უბრალოდ ისევ ეთამაშება ? ისეთი ლამაზი იყო , თვალები დახუჭა რომ წარმოედგინა რეალურად როგორი იქნებოდა ყვითელი საწოლები . ბავშვების მხიარული ყიჟინიც კი ჩაესმა ყურში .
უხმოდ უყურებდა , სავარძელში კარგად მოთავსებული ირაკლი და ყველა ემოციას სწავლობდა. არაფრის გამოტოვება არ უნდოდა და თვალისდახამხამებაც კი დაავიწყდა , ნუცას გამთბარ სახესთან ერთად მისი სახეც გათბა და მხოლოდ მაშინ შეკრთა დღის შუქზე უცნაურად რომ
გაიბრწყინეს ნუცას თვალებში დაგუბებულმა ცრემლებმა . - ღმერთო ჩემო , ნუცა მხოლოდ პროექტია. რა გატირებს . _სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა ლოყებზე დაუკითხავად ჩამოცურდნენ ცრემლები და სიცილი ვერ შეიკავა , ყბების დაჭერით რომ ცდილობოდა ტირილის შეკავებას. სახეს ძაბავდა და სასაცილოდ იმანჭებოდა.
-ახალი ბავშვთასახლი იქნება . მართლა ააშენებ . _ფეხზე წამოხტა და რამოდენიმეჯერ შეხტა ჰაერში ტაშის შემოკვრით.- ახალი , ახალი ოთახები იქნება , ყველასთვის . გამოვიდა ._ტაშს უკრავდა და უაზროდ ხტუნაობდა . -მართალი თქვი , არ მოგიტყუებია . ლიკუნას უნდა ვუთხრა , ქეთოს , მამა დავითს . _თითებზე თვლიდა რომ არავინ გამორჩენოდა . -ყველას უნდა ვუთხრა. _სირბილით და ყვირილით გავარდა კარში და რამოდენიმე წამში უკან შემოვარდა . კარის დასაკეტად წამომდგარი ირაკლი მაგიდასთან გაჩერდა იმ იმედით რომ ამჯერად მაინც გაიხურავდა -მადლობა , შენც მადლობა უნდა გითხრა. _ისევ უკან გაიქცა და კარში შეჩერდა , ამჯერად მთელი ინერციით შემობრუნდა და წამში გაჩნდა მამაკაცთან . -მადლობა ._თითისწვერებზე ჰაეროვნად შემოდგა და თავი მხარზე დაადო. პორველად დაიბნა ირაკლი ,ისე მოულოდნელად გაჩნდა მასთან . გაჭირვებით აწი ხელი ჰაერში და უნდა ზურგზე დაედო რომ ნელნელა ჩამოიწია ფეხისწვერებიდან და უკან გადადგა ერთი ნაბიჯი . მაგიდას გადახედა სადაც ცოტახნისწინ ფოტოებს ათვალიერებდა და მერე ეჭვით სავსე თვალები მიაპყრო. სანამ ნუცა სიტყვებს ეძებდა როგორ ეკითხა თავად ირაკლი მიუხვდა ფიქრებს . უხმოდ , უკითხავად დაინახა როგორ გაათავისუფლა იმედმა , იმედისგაცურეებისთვის ადგილი და ვერც გაამტყუნებს , ყველაფერი გააკეთა რომ ცუდად ფიქრობდეს მასზე , სრული მიზეზი აქვს რომ შიშმა შეიპყრო მის წინ მდგარი გოგო.
სწრაფად დაპატარავდა , დამძიმდა , სიხარული სადღაც გაქრა და მოლოდინი , მოლოდინი ეწერე სახეზე , მაგრამ პასუხისთვის კითხვა უნდა დასვას . მან კი არც კი იცის როგორ უნდა ჰკითხოს. -გაუბედავად გააღო პირი და ენისწვერზე მომდგარ სიტყვებს დალაგება დაუწყო . -იმიტომ აკეთებ რომ..
-რომ შენ რამე გაიძულო? _ორი თითი მოუჭირა ცხვირზე . -არა , იმიტომ ვაკეთებ რომ ბავშვებს შევპირდი . _ხელები ზურგს უკან დაიწყო და ოდნავ გადაიხარა , ოდნავ მაგრამ საკმარისად ახლოს რომ თითქმის მილიმეტრები იყო დარჩენილი მათ ტუჩებს შორის. -შენთვის სხვა გეგმები მაქვს . _სწრაფად დაუბრუნდა ჩვეულ პოზას და სავარძელს მიაშურა -კარი დახურე და ეს ჭიქა მომაშორე აქედან. _ხმაც , მზერაც , სხეულიც ყველაფერი ძველებურად იყო. ისე თითქოს ის არ იყო ბედნიერი ნუცას ბედნიერებით. ვერც ნუცამ გაიგო რა შეიცვალა ასე წამებში , თუმცა დიდად არც უფიქრია , საყვარელ ფინჯანს ხელი წამოავლო და კარში გაუჩინარდა. რა შეიცვალა ? ყველაფერი . ირაკლისთვის ის შეიცვალა რომ ახლა ყოველი მისი დიალოგი , მოქმედება თუ მიახლოვება ამ გოგოსთან , მისთვის დაგებულ მახედ აღიქვამდა ნუცა. რა შეიცვალა ? ცხოვრებაში პირველად არ უნდა მახის დამგები იყოს და მაინც , თუ ისე შეშალეს მისმა სურვილებმა იცის რაზეა წამსვლელი , კარგად იცნობს საკუთარ თავს , ყველაზე ჭკვიანია ადამიანების ჟანტაჟში და მახეში მოქცევაში. ისეთი დაღლილია
და ჯერ დილა არ გადასულა . ისევ წიგნს დაუბრუნდა , ამჯერად მის სამუშაო ოთახში მდგარ პატარა დივანს მიშურა. ისეთი პატარა იყო , ძლივს დაიტია მისი სხეული . ნერვებმოშლილმა მოისროლა
ბალიშები იატაკზე რომ ადგილი გაენთავისუფლებინა და ის ის იყო ერთი გვერდი ჩაიკითხა იგრძნო
როგორ დაუმძიმდა თვალები, მგზავრობამ
და უძილობამ თავისი გაიტანა და თავს უფლებას მისცა ძლიში წასულიყო. ასეც იქნებოდა , კარი ხმაურით შემოუღო .
-მოვედი . წამალი მოგიტანე . _პატარა ხელისგული გაუშვირა რომელზეც თეთრი აბი ედო და წყალი .
-წამლები არ მიყვარს .
-არც მე , წამლებს ცუდი გემო აქვთ, მარწყვის გემო აქვსო აწერენ , ბავშვებისაც კი ვცადე გეფიცები ბოლოს მაინც მწარეა. _უცბად ააცალა აბი ხელისგულიდან , იმ იმედით რომ გაჩუმდებოდა.
-ნუცა სულ ბევრს რატომ ლაპარაკობ ? _ჩვეულ პოზას დაუბრუნდა და ქვემოდან ნახევრად თვალმოჭუტულმა ახედა , ისე სტკიოდა თავი .
-როცა ვნერვიულობ ბევრს ვლაპარაკობ._როგორც ყოველთვის გულწრფელი პასუხი დაუბრუნა .
-მე განერვიულებ ?
-ძალიან . _გაეცინა ნუცას. -ვერასდროს ვიგებ რა ხასიათზე ხარ . ხან ესე ხან ისე , ხან ესე ხან ისე . _უცბად დასერიოზულდა და ირაკლისკენ გადაიხარა . -ლოყები გაგიწითლდა იცი ? მემგონი სიცხე გაქვს . _ხელი დაუკითხავად წაატანა მის სახეს და ცხელი ხელის გული ჯერ ლოყაზე მიადო და შუბლისკენ აპირებდა გადანაცვლებას რომ ხელზე წაავლო ხელი და მოაშორებინა . -კარგად ვარ . დასვენება, სიმშვიდე და მჭირდება რომ ფეხებში არ გამეხლართო .
-მე გეხლართები ფეხებში ?
-აჰამ შენ . _ნუცას სიბრაზისგან ანთებულ სახეს გაუღიმა.
-მისმინე , შენ მაიძულე აქ მოსვლა . ასე რომ სანამ რამეს დამაბრალებ გაფრთხილებ კარგად .. _მუქარაზე გადავიდა და თითი აწია ჰაერში რომ მიხვდა ცოტახნის წინ ყველაზე დიდი ბედნიერება აჩუქა .თითი უხერხულად მოხარა და ორივე ხელით ცარიელ ჭიქას დაეჯაჯგურა რომელიც ისევ ირაკლის ეჭირა. -ვეცდები არ შეგაწუხო . ჩათვალე არ ვარსებობ . _ისე გაქრა როგორ მოულედნელადაც შემოვიდა .
-სიამოვნებით ჩავთვლიდი , აქ რომ არ იყო . _შუბლზე ხელი გაისვა და შემდეგ თითები თვალებს მიაჭირა , თითქოს ასე შეიკავებდა ტკივილს . მალევე ჩაეძინა და რამდენმე საათი ეძინა. კიდევ სიამოვნებით გააგრძელებდა , პატარა დივანზე მოკეცილს , ყველა ძვალი რომ არ ასტკივებოდა . როგორც იქნა გამოერკვა ღრმა ძილიდან სახემდე აფარებული პლედი მოიშორა და გაჭირვებით გაიშალა მხრებში.
-ვახშმის დროააა გაიღვიძე მზეთუნახავოო . _ კარი გიორგიმ შემოუღო ამჯერად და უკმაყოფილოდ გაუქნია თავი.
- უკვე ? _წამოჯდა და თვალები მოისრისა. -რამდენი ხანი მეძინა ? რა ჯანდაბა დამალევინა ? _ხმამაღლა ამოიგმინა ფეხზე რომ წამოდგა.
-ირაკლი იცი ბერდები ძმაო .
-ბებერიც შენზე სიმპათიური ვიქნები . _წაკბინა გიორგის .
-ხო სანამ ფული გაქვს . _ნიშნის მოგებით გახედა გიორგიმ. -და სანამ სიკეთის ნაპერწკალი შეგრჩენია.
-გიორგი თავი მისკდება . არც ხუმრობის თავი მაქვს , არც ჭამის და საერთოდ არაფრის .
-ავად ხარ?
-დღეს ყველა რატომ მეკითხება რომ ავად ვარ . არ შეიძლება მეც ისე როგორც სხვა ადამიანებდა დავიძინო?
-ძაან ტრ*** ლ ხასიათზე ხარ . _ხელებაწეული გაეცალა გიორგი . -მემგონი არ შია . _ამცნო მისაღებში ყველას და თვითონ წავიდა პირველი სასადილო ოთახისკენ .
ცოტახანში თავადაც შეუერთდა და უხალოსოდ მიუჯდა მაგიდას . ყველა , ყველა იყო ნუცას გარდ .ცარიელ ადგილებს მაგოდასთან შეუმჩნევლად მოავლო თვალი .
-მოდი შვილო წვნიანს დაგისხავ , წასვლამდე ნუციკო დამეხმარა . _ქოთქოთით წამოდგა ფეხზე ნანა .
- უგემრიელესი ხელი აქვს ._სასიამოვნოდ მილულა თვალები კიკიმ პირველი ლუკმის გასინჯვისას . -სასწაულად გემრიელია . -თვალი მოვკარი რომ მიდიოდა ისეთი საყვარელია . _კომპლიმენტებს არ იშურებდა კიკი. -ვერ ვკითხე რატომ არ დარჩა , მაგრამ მგონი ვიცი ვიღაცას პაემანი აქვს . _ლიკუნას ეშმაკურად გადახედა.
-მე არაფერი ვიცი . _მხრები მიწურა ლიკუნამ .
- უნდა ჰქონდეს აბა რა , კახა კარგი ბიჭია . _ისევ ხმაურით მიუჯდა მაგიდას ნანა და წარმოდგენა არ ჰქონდა რას იწვევდა კახას ხსნება ირაკლში ამიტომ უდარდელად ლაპარაკობდა .- ნუცაც კარგი გოგოა, დროზე უნდა ჩაბარდეს პატრონს თორემ ისეთი კარგი გოგოა დიდხანს ასე არავინ დატოვებს .
-თორემ რა ნანა ? _გაღიზიანება ვერ დაფარა ლიკამ.-რას ქვია ჩაბარდეს პატრონს ? რომელი საუკუნეა ღმერთო ..
-არ იცი რეები ხდება ამ ქალაქში ? ისე ლაპარაკობ თითქოს აქ არ ცხოვრობდე რა ? ოჰ , აგერ ისევ იტაცებენ აქ ქალებს და იძახე რომელი საუკუნეაო . _დატუქსა ნანამ . -ირაკლი ჭამე რამე შვილო .
-არ მომწონს .
-კარგია . _ხელი წაავლო ირაკლის თეფშს და თავისკენ მიიწია გიორგიმ.
- რა გჭირს ირაკლი ავად ხარ? _შეშფოთდა ლიკუნა .
-არა. გემრიელად მიირთვით . _მძიმედ აითრია ტანი საკუთარ ოთახამდე და ტანსაცმლის გახდის თავიც არ ჰქონდა ისე დაემხო საწოლზე . მკერდზე დაილაგა ხელისგულები და პრიალა ჭერს მიაშტერდა , მის სახეს ნახევრად ირეკლავდა და უცნაური ფორმისას აჩენდა.

*******

-ეს რა არის ? _ღიმილით ჩაჯდა მანქანშიდა სავარძელზე დადებული ლამაზი სასაჩუქრე პარკი ხელში აიღო .
-გახსენი . _მონუსხული უყურებდა კახა . ხანდახან გონია რომ სიზმარია მათი ურთიერთობის ასე განვითარება. დიდიხნის წინ ჩამქრალი ნაპერწკალი , ნათების პიკზე იყო . შეყვარებულია და თან ისე რომ გამუდმებით ეიფორიაშია . დილით მხოლოდ იმიტომ იღვიძებს რომ იცის , აი ასე მომღიმარი უნდა ნახოს . მერე რამე სისულელეს ეტყვის ,სასაცილოს არა მაგრამ გულიანად აცინებ ისეთ საყვარელ სახეს იღებს . შეუძლია საათობით ჰყავდეს მოქცეული ხელებში და მისი თმის სურნელით დატკბეს . უკვე ორი კვირაა ელვის სისწრაფით დატრიალდა მის თავს ყველაფერი , უკვე ორი კვირაა ბედნიერიაა.
-კახა , ყოველკვირას უნდა მაჩუქო საჩუქრები ? _პარკიდან ლამაზი ყელსახვევი ამოაძვრინა . -რა ლამაზია . რა იცოდი რომ დავკარგე ?
- ჩიტმა მომიტანა ამბავი . სად წავიდეთ ?
-სადაც გინდა ._გაუღიმა .
- კაარგი .
-მართლა საოცრად ლამაზია . _უამრავი ფორმა სცადა როგორ მოიხვევდა , მერე თავზე მოიხურა და უნდა ეკითხა მიხსდებაო ? რომ შენიშნა ქალაქიდან გადიოდნენ . -სად მივდივართ? ქალაქს ვტოვებთ? რას აკეთებ?
-მოგიტაცე . _თვალი ჩაუკრა .
-გაგიჟდი ?
-დიდი ხანია გაგიჟებული ვარ შენზე ნუცა . _ცოტაც და პანიკას დაიწყებდა რომ არ დაემშვიდებინა .- არ მიყვარს რომ ნერვიულობ , თორემ კიდევ გაწამებდი . პატარა რესტორანში მივდივართ .
15 წუთიც არ იყო გასული , პატარა ხის ერთსართულიანი შენობის წინ გაჩერდნენ .
-რესტორანი ესაა? _დაბნეული გადმოხტა მანქანიდან გოგო და თვალი მოავლო. რესტორანს არა ზღაპრებშინრომ ხის დიდი სახლებია , მხოლოდ კვამლი რომ ამოდის იმას უფრო მიამსგავსა . ბავშვობაში დიდიხნის განმავლობაში ოცნებობდა რომ ასეთი პატარა სახლი ჰქონდა თუნდაც ტყეში და სულ მარტოს .
-აჰამ , დიდი არაფერი გარეგნულად , მაგრამ ნახავ უგემრიელესი რაღააცები აქვთ. წამო ._ხელი გადახვია თავისკენ შეეატრიალა და სანამ ნაბიჯს გადადგავდა კიდევ ერთხელ წარგო თავი მის თმებში .ცოტახანს თითს უსმევდა ლოყაზე, თითქოს ყოველჯერზე როცა უნდა აკოცოს ნებართვას ელოდება , თუმცა ოროვეს ესმის ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი ცოტა უხერხულობა ნორმალურია. პატარა პაუზის შემდეგ თვითონ ნუცა აიწია თითის წვერებზე და ტუჩები მიადო . რამდენჯერაც კოცნის იმდენჯერ ადარებს და ხან თავს დამნაშავედ გრძნობს . კახას ტუჩები და კოცნა ისეთი ნაზია , უკვე აღარც კი იძაბება , მთელი სხეული მოდუნებას ლამობს და ისე სწრაფად გადის დრო ვერ იგებს. ირაკლის კოცნა ? ოჰ საუკუნედ მოეჩვენა . ყველა ძარღვი ეტკინა და კანი ეწვოდა . არანაირი მანერები ,გრძნობა . კოცნიდა და თვითონ ტკბებოდა . კახასთან ყველაფერისხვანაირადაა , გულს არ უჩქარებს მისი ახლოს ყოფნა , არც იძაბება , არც სუნთქვა უხშირდება . არც მისი ხელები წვავს . თბილია , მზრუნველი და გამუდმებით არ ცდილობს მის საწოლში შეთრევას. თავს მშვიდად გრძნობს კახასი არ ეშინია და არც ლოყები ეწვის მისი შეხებისას. ჰგონია რომ ზუსტად ის იპოვა რაც ასე ძალიან ჭირდებოდა . თუმცა გამუდმებით ეჭვი ღრღნის , იცის რომ იპივა მაგრამ როგორ უნდა მიხვდეს რომ ნამდვილია ეს ყბელაფერი და მერე მწარე რეალობას არ შეეჯახება .მთელი საღამო სახე უცინოდა კახას , იქამდე სანამ აღფრთოვანებულმა არ ამცნო ახალი ამბავი . გაბრწყინებული თვალებით უღწერად როგორი ფერადი იქნებოდა , ახალი ბავშვთა სახლი , რომ ყველას საკუთარი სასწავლო კუთხე და ბიბლიოთეკა ექნებოდათ . მალე ნუცას აღრფრთოვანებაც გაქრა, კახას სახეზე რომ შეამჩნია .
-რა მოხდა ? _დაბნეულმა ფრთხილად გააპარაა ხელი რომ მის ხელს შეხებოდა .
-ჩამოვიდა ? _ხმა უცნაურად შეეცვალა .
-დილაას .
-სანაცვლოდ რა ითხოვა ?
-არაფერი . _შეშფოთდა ნუცა . არაფერი უთქვამს , ირაკლის შესახებ , არც კოცნის ამბავი მოუყოლია . პირველი რაც თავში მოუვიდა ის იყო რომ საიდანღაც გაიგო . შეუძლებელია ქეთამ იცის , ის კი საკუთარი თავივით ენდობა ასე არ გაყიდიდა .
- ირაკლი არაფერს აკეთებს ისე თუ რამეს არ ელის. _ღვინით სავსე ჭიქა რომელისათვისაც პირი არ დაუდია აქამდე ერთჯერზე დაცალა .
-მართლა არაფერი უთხოვია . ბავშვებს შეპირდა და ..
-ნუცა რა გულუბრყვილო ხარ . _ჩაეცინა კახას . -წამოდი მაგ სახლიდან .
-მაგაზე უკვე ვილაპარაკეთ .
-ნუცა, წამოდი მაგ სახლოდან , ხომ იცი რომ თავისუფლად შემიძლია დაგეხმარო ? შეიძლება ჩემი ფინანსები ახალ
ბავშვთასაახლს ვერ ეყოს , მაგრამ უზრუნველად შემიძლია გაცხოვრო , არ მინდა თავს ვალდებულად გრძნობდე . ზუსტად ეგ უნდა .
-კახა , უკვე გითხარი , იქ ლიკუნას გამო ვარ , საკმაოდ მივეჩვიე და ახლა
განსაკუთრებით ვჭირდები .
-რა საჭიროა მასთან ცხოვრება ? _სრულიად ლოგიკური კითხვა დასვა , იგივე კითხვა გაუჩნდა თვითონაც თავიდან იქამდე სანამ საქმეში მუქარას არ ჩართავდა ირაკლი , მაგრამ ისე უცბად დასთანხმდა თითქოს მართლა შუსრულა მუქარა . ქვეყან ჩალით ხომ არაა დაფარული ? ერთი
ადამიანი ვერ გადაწყვიტავს ათასის ბედს და თანაც ჯერ არ დაწყებულ ურთიერთობას რომელიც ასე მოსწონს , სასწორზე ერთი გაბღენძილი კაცისთვის ვერ დადებს .და აი ისიც , შიში . არასდროს უყვარდა გადაწყვეტილებების მიღება იმიტომ რომ არჩევანი არ აქვს , მაგრამ იცის კახას რეაქციიდან გამომდინარე მალე მოუწევს ..-ნუცა , შენი ცხოვრებაა , დამოუკიდებელი ადამიანი ხარ. _ წამში შეეცვალა კახას ხმა და ჩვეულ მშვიდ სახეს დაუბრუნდა .- ვერავინ ვერაფერს გაიძულებს , გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღო და მე პატივს ვცემ . თუმცა ალბათ ხვდები რა არასასიამოვნოა საღამოს შენი იქ დატოვება.
- ასე ძალიან რატომ გძულთ ერთმანეთი ?
-მძულს ? გეშლება არ მძულს . პირიქით მემგონი იმდენად გვიყვარდა ერთმანეთი რომ პატარა უსიამოვნებაც ვერ ავიტანეთ . შეუძლებელია ირაკლი გძულდეს . ყოველშემთხვევაში დიდხანს ._ჩაეცინა კახას .
-რატომ ? მე ვფიქრობ რომ ბოროტია და თან იცის . _უფრო ეძიებოდა ნუცა და თან ცდილობდა მაქსიმალურად უინტერესო
სახე მიიეღო . თითქოს ეშინოდა და სცხვენოდა საკუთარი კითხვების .
-უბრალოდ ირაკლი , ირაკლია . მისთვის ნორმალურია , როგორიც არის . მისთვის სამყარო ისეთი უნდა იყოს როგორიც უნდა , ესაა ნორმა და არა ის რაც ახლა ხდება. რაღაცის ახსნა თუ გვინდოდა მახსოვს მთელი დღეღამე იყო საჭირო და თუ თვითონ არ სწამს ან არ სჯერა, აზრი არ აქვს . _ღიმილი არ შორდებოდა სახიდან კახას .- ის რაც ჩენთვის არ ჯდება ნორმებში , მისთვის სრულიად ნორმალურია და თან მაშინ როცა გაგდის , უფრო და უფრო უარესი ხდები . ასე მოვიდა აქამდე. შეიძლება ჰუმანისტების სიაში ბოლოში დგას , მაგრამ ბოროტი არაა , უბრალოდ ყოველთვის ცდილობს ყველაფრისგან რაღაც მიიღოს და გამოიყენოს. მშვიდად ჯდომა ლექციის დროსაც არ შეეძლო , გამუდმებით რაღაც სხვას აკეთებდა . ზედმეტად ბევრ რამეს ეჭიდება.
-გგონია რომ ისიც ეგრე ფიქრობს?
-რას რომ არ ვძულვარ?
-არ ვიცი . შეგიძლია ჰკითხო , თუ კიდევ შესაძლებელია ჩემი სახელის ხანებე მისი ყურებისთვის. _
-როგორ შეიძლება ამდენი კარგი თვისება იყოს ერთ ადამიანში ?_ თბილად გაუღიმა კახას.
-
-გავწითლდები . მოგწონს აქაურობა ? _თემის შეცვლა ყურადღების სხვა რამეზე გადატანით სცადა.
-კი . მყუდრო გარემოა , ზღაპრულ სახლს გავს . იცი სულ მინდოდა ესეთ სახლში მეცხოვრა .
-ხიის ? _გაეცინა კახას.
-ხო. რა გაცინებს ?
-არაფერი . უცნაური ოცნებები გაქვს ნუცა .

დრო ისე გაეპარათ ვერც კი მიხვდნენ , ღმერთმა იცის როგორ უმძიმდა , ირაკლის ჭიშკრის წინ ნუცას დატოვება და რამდენჯერ შემოაბრუნა და მოიქცია მკლავებში . თითებით წაეთამაშა თმაზე , ისე უმძიმდა მისგან მოწყვეტა , როგორც მწყურვალს წყალთან უჭირს განშორება. ჯერ კიდევ ვერ გააქრო უხერხულობა , რამდენჯერაც ეხება იმდენჯერ პატარა ბავშვივით იშმუშნება და უკან დახევას ცდილობს , მაგრამ სიცოცხლეს გადაიხდის , თუკი დასჭირდება .
-არ მომწონს უშენობა .
-კახა ._ სცადა ხელებიდან გამოძვრომოდა და ჭიშკარს გახედა .
-გეშინია რომ ვინმე დაგვინახავს ? _ხმა აემღვრა მამაკაცს .
-არც ისე ბევრი დროა რაც ერთად ვართ . სიმართლე გითხრა კი._ზედმეტად კარგადაა ყველაფერი ნამდვილი რომ იყოს.
-ნუცა ნამდვილი ვარ . _მისი ხელები სახეზე მიიდო. -აქ ვარ .
-ვიცი .
-აბა რატომ ყოყმანობ ?
-არ ვყოყმანობ უბრალოდ არ ვიცი , მე არასდროს მყვარებია და ვერ ვიგებ … მსიამოვნებს შენთან ყოფნა ,თუმცა არ უნდა ავჩქარდეთ. მართლა უნდა შევიდე . უკვე 12 საათია .
-ნუცა არ მომწონს აქ რომ გტოვებ . მირჩევნია მე მაგვიანდებოდეს და კართან შენი თვალები მელოდებოდეს . _მანქანას მიეყრდნო
და უფრო მაგრად მოუჭირა ხელები .-რას იტყვი ? მოდი პატარა სახლი ვიყიდოთ.აი ისეთი წეღან რომ ვნახეთ ხის და უბრალოდ დავიკარგოთ . მე ჩემს მთელს გონებას და გულს გთავაზობ. _სცადა მხატვროვნად ეთქვა და რომ არ გამოუვიდა გულიანად გაეცინა .
-მემგონი ცოტა ბევრი დალიე . _გაეცინა ნუცას და სიცილით სცადა შიშის გადაფარვა. ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები მის თავს ისედაც ეშინოდა , მაგრამ ამჯერად ისე მძაფრად იგრძნო გულიც კი აუჩქარდა . ისიც კი არ იცის რას ჰქვი სიყვარული , კახა კი ისე ჩქარობს , თავბრუ ეხვევა და უფროდაუფრო იკარგება თავის ფიქრებში .
-ცოლად გამომყევი ნუცა . _დასერიოზულდა მამაკაცი .-არ ვხუმრობ . ზუსტად ვიცი რომ ის ხარ ვისთანაც თავს ყველაზე კარგად ვიგრძნობ მთელი ცხოვრება .
-გეყოფა რა . _სიბრაზე შეერია ხმაში, უკან დაიხია . - მგონია რომ მასხარად მიგდებ . ორი კვირის წინ ერთმანეთის ნაცნობები ვიყავით .
-ორ კვირაში კი შეგვიძლია ერთად ვიცხოვროთ. _სიცილი დაიწყო , რომ მიხვდა ნუცას სახე უცნაური გაუხდა .-გეხუმრე კარგი . ცხვირზე მიჰკრა თითი , ზუსტად ისე როგორც ირაკლიმ. ნეტავ როგორაა? უშველა წამალმა ? თვალები აეწვა სიბრაზისგან . ასე დაუკითხავად რომ მოაკითხა ირაკლიზე ფიქრმა და თან რომ ადარებს? არა ნამდვილად შეიშალა . შორს ღრმად დაიკარგებოდა ფიქრებში , რომ არა ისევ კახა.
-გაიქეცი წადი . ისევ გაცივდები . _ შუბლზე მიაწება ტუჩები და მაგრად მოჭერილი ხელები შეუშვა . დაელოდა სანამ ჭიშკარს გაუღებდნენ და მხოლოდ მერე წავიდა თვითონაც . იმდენხანს იღიმოდა იოდოტივით სახის კუნთები ეტკინა და უფრო გაეცინა. დიდი ხნის შემდეგ კახასაც შეუძლია თქვას რომ ბედნიერია და რა სასიამოვნოთ მსუბუქად გრძნობს თავს . ერთადერთი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი დედა. . სახლში შესულს ქორივით დააცხრა ნინო .
-ისევ იმ გოგოსთან იყავი ხო ?
-ხო ._მოკლე მოუჭრა და სამზარეულოსკენ დაიძრა .
-რა გაგიკეთა ? რა გიქნა ესეთი რომ სხვა ვერაფეეზე ფიქრობ . ნახე ეკუნა , ხვალვე გამოგყვება ცოლად რომ მოინდომო რა ვერ მოგაწონა თავი . რას უწუნებ . გვარი , ოჯახი გარეგნობა თუ
-თუ დედა თუუუ ..
-იდიოტი ხარ კახა . აი ნახავ როცა მიხვდები რატომ გამოგიჭირა მერე ამოირტყავ ცხვირში . _ცოფებს ყრიდა ქალი .
-მერეზე , მერე ვიფიქრებ . _ონკანს მიუშვირა ჭიქა.
-შე სულელო , მთელი ქალაქი ლაპარაკობს რომ ირაკლისთან ცხოვრობს . ლილიმ თქვა საკუთარი ენით იმდღეს ტა
-მერე რა .
-ღმერთო რამ გამოგაშტერა ასე . _სახეში ხელი შემოირტყა ქალმა . -მე მივხვედავ .
-დედა გაფრთხილებ არაფერი ქნა , თორემ გეფიცები შვილის დავიწყება მოგიწევს.
-ისედაც დაგივიწყებ მაგ გოგოს თუ მომიყვან სახლში .
-ხო და არ მოგიყვან შენს სახლში . იმ სახლში მივიყვან რომელიც ჩემი იქნება . _გვერდი აუარა ღიმიმილით დედას .

****
-დილამშვიდობისა ._ხტუნვა ხტუნვით შევიდა სასადილო ოთახში და რომ მიხვდა მხოლოდ ის იყო ბოლო და მხოლოდ კიკის გვერდით იდო ცარიელი თეფში , უხერხული ღიმილით მოუჯდა გვერდით .
-აბა , ვინაა ის იღბლიანი ? _სრულიად მოურიდებლად დასვა კითხვა კიკიმ . ისე თითქოს დიდიხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ .
-დღეს ცოტა დათბება . _გიორგიმ ისე სწრაფად ჩააკვეხა წინადადება , ნუცამ პირის გაღება ვერ მოასწრო .
- თოვლიც დადნება მალე . _საუბარში სიცილით აყვა ლიკა გიორგის და ძმას ენა გამოუყო .
-გვიან დაბრუნდი ? _თვალები მოჭუტა კიკიმ , გიორგს ჯიბრით უფრო ხმამაღლა აგრძელებდა კითხვების დასმას .
- ანგარიში შენ უნდა გაბაროს ? _გაღიზიანდა გიორგი .
-რათქმაუნდა არა . ისე ვიკითხე . იმედია ისეთივე სიმპათიურია , როგორი ლამაზიც შენ ხარ .
-კიკი საკმარისია . _მოკლედ და გადაჭრით თქვა ირაკლიმ .- ახალწელს აქ შევხვდებით . რამოდენიმე სტუმარი გვესტუმრება.
-ორგანიზატორიც თბილისიდან ჩამოვა ? _დაინტერესდა კიკი.
-რატომ ? ადგილობრივ ბიზნესს რომ დაეხმაროთ არ შეიძლება ? _ისე თქვა არც უფიქრია ვინმე მოუსმენდა თუ არა , თუმცა ყველამ ერთიანად შეხედა . -ამ ქალაქშიც გვყვავს ადამიანები ვინც კარგ დეკორაციებს აკეთებენ. სულ ესაა. _მხრები აიჩეჩა.
-ნუცა შენ უნდა იყო ქალაქის მმართველი . _გაეცინა გიორგის . -ყველაზე მეტად შენ დარდობ ამ ქალაქსა და ქალაქელებზე .
-ბევრი დარდობს , უბრალოდ ხმას ვერ იღებს , ან ეშინიათ. _ნიშნის მოგებით თქვა და სცადა შეუმჩნევლად გაეხედა მაგიდის იმ ბოლოსკენ სადაც ირაკლი იჯდა, მაგრამ თვალები დახარა . ოდნავ უღიმოდა მას .
-ნუთუ შეიძლება ხმის ამოღების ეშინოდეს ვინმეს ? _შეიცხადა კიკიმ. -ხმის ამოღების კი არ ეშინითა საკუთარ ხმას ყიდიან იმიტომაც არასდროს არაფერი ეშველება ხალხს . ადამიანის ბუნება ასეთია.
-ადამიანის ბუნება ? _ხელში ჩაბღუჭული ფინჯანი ხმაურით დადგა . - ხალხს შია . _თვალები დააბრიალა და პირდაპირ კიკისკენ შეტრიალდა მთელი ტანით . -გგონიათ რომ , მამას რომელსაც სახლში მშიერი შვილი ელოდება , იმაზე ფიქრის თავი აქვს რომ ხმა ამოიღოს ? დედას რომელსაც შვილისთვის წამალი არ აქვს ,აუხსნი რომ არა ხმა არ გაყიდო ახლა , ცოტახანში გეშველება ? მის შვილს ახლა სცივა და სტკივა . რა ადვილია ადამიანების განსჯა და მითითება იმისი რა უნდა აკეთოს , როცა თბილ სახლში ზიხარ.
-მე არავის არაფერს ვუთითებ. უბრალოდ ხალხის მართვა ძალიან ადვილია . _ცხვირი აიბზუა ქალმა . -ხელის განძრევა არავის უნდა , მაგრამ ფული ყველას.
-ღმერთო ჩემო . _წამოიყვირა ნუცამ .-ვინმეს შესთავაზე სამსახური და არავინ დაგთანხმდათ ? ერთი ჩვეულებრივი განათების დასაყენებლადაც კი ვიღაც მოგყავთ ჯანდაბიდან , იმიტომ რომ ყველა თქვენნაირი ფიქრობს , რომ ამ მივიწყებულ ქალაქში შეუძლებელია რამე ან ვინმე საქმეს აკეთებდეს . ასე მიდის უკან ყველაფერი . ყველა რეგიონს ჰყავს ერთი ამის ნაირი შეშლილი მილიონერი ._ხელი ირაკლისკენ გაიშვირა .-რომელმაც სახლის ასაშენებლადაც კი უცხოელები მოიყვანა . რომ ეჩვენებინა როგორ ინვესტირდება საკუთარ ქალაქში , იქნებ ხალხსაც უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდეს . _ გაცხარებულს თვალები უელავდა .
-შეშლილი? _ხაზი გაუსვა იმას რაც უფრო აწყობდა კიკის და ირაკლის გახედა . გაკვირვება ვერ დამალა მისმა თვალებმა , ისე უცნაურად უღიმოდა სახე და სკამის საზურგეს მიყრდნობილი , ოდნავ გვერდ გადახრილი თავით , თვალს ვერ აშორებდა შეწითლებულ გოგოს .
-არა , იმის თქმა არ მინდოდა რომ … იმის თქმას ვცდილობ რომ ყველამ ვისაც რა შეუძლია ის უნდა მისცეს საკუთარ მიწას . _საკუთარ თავზე გაბრაზდა ამჯერად . -ხანდახან იმას ვამბობ რასაც..
-რასაც ფიქრობ? იმას რასაც სხვა ვერ ამბობ ან ვერ ? . _მისი ფრაზა დაამთავრა ირაკლიმ და ოდნავ შეირხა . -არასდროს შეიცვალო ნუცა . _სასიამოვნოდ გაუღიმა. -მოდი ვნახოთ რა შეუძლია ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩემს სახალწლო ღამეს შენ განდობ ქალბატონო პატრიოტო . _იორინია შეერია ხმაში .
-მეე? _თითი მკერდე მიიდო ნუცამ.
-აჰამ შენ .
-მე არაფერი არ ვიცი .
-წეღან სხვა რამეს ამტკიცებდი . იპოვე ვინც იცის .
-კი მაგრამ ..
-მაგრამ რა ? _ისე გაუღიმა ირაკლიმ როგორც საყვარელ ბავშვს და ფეხზე წამოდგა . კიკის გვერდი აუარა და ნუცას ზურგთან გაჩერდა , ორი თითი ცხვირზე მოუჭირა და მერე თმა ოდნავ აუწეწა. - მაჩვენე რატომ უნდა ჩავდო ჩემი ინვესტიცია ამ ქალაქში . გემრიელად მიირთვით , სანამ მთელი ქვეყანა გამოთვრა , რამდენიმე საქმე მაქვს . _ისე გავიდა სასადილო ოთახიდან სამუშაო ოთახში რომ ღიმილი არ მოშორებია სახიდან . არასდროს შეხვედრია ადამიანი ვინც ასე იცავს იმას რაც წესით მისთვის უსიამოვნო მოგონებებთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული . საოცარი გრძნობა ჰქონდა ალბათ იმ წამს ყველაზე მეტად უნდოდა ნუცას თვალები ჰქონდა , რომ სამყარო მისი თვალებით დაენახა. ნუთუ რაც იცხოვრა და გამოიარა ვერასდროს გადაეფარა ბინდად ისე რომ ასე არ უყვარდეს ყველა და ყველაფერი. ნუთუ ნამდვილია ? ნუთი მართლა არსებობს ადამიანი რომელიც მართლა ბედნიერია , მიუხედავად იმისა რომ არ აქვს ის რაც უნდა . კარი წამის დაკეტილი ჰქონდა ზურგს უკან კაკუნი რომ შემოესმა . სახელური ჩამოწია რომ გაეღო და ამ დროს მიაწვა მთელი ტანით ნუცაც . კარის მისაწოლად გამზადებული , ირაკლის გამოღებულ კარს გაჰყვა და ხელი რომ არ შეეშველებინა ისევ დაეცემოდა.
-ნუცა , არსებობს დღე , როც რამე არ გემართება ?
-არა. კი გუშინ და გუშინწინ არაფერი მიტკენია . არა გატყუებ გუშინ თავი მივარტყი კედელს . _ჩვეული ენერგიით დაიწყო ლაპარაკი ნერვიულობის გადასაფარაად . ისევ ირაკლის ხელებს ეჭირა , ძალიან მაგრად და ისე ახლოს მის სუნს მძაფრად გრძბობდა და ყველა მუცლის კუნთი ისე სტკიოდა , პეპლები დაფრინავენო ქეთამ რომ აუხსნა, როცა ადამიანი გიყვარსო , წარმოუდგენლად მოეჩვენა ნამდვილად. ვერაფერი გაფრინდებოდა იმ წამს მის სხეულში , პულსის გარდა. გამოღებული კარს ფეხი მიჰკრა ოდნავ ირაკლიმ , რომ უფრო მეტად არ გაღებულიყო და ხმაურით დაიხურა თუ არა ეს უკანასკნელი , რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა , ხელებში მოქცეულ
გოგოსთან ერთად. კარს მსუბუქად აეყუდა რომ არავინ შემოსულიყო , თითქოს ეშინიაო. ინტერესით ჩააყოლა თვალი ჯერ სახეს და მერე მსუბუქ სხეულს, მისი ხელების საფარში რომ კარგად გახვეულიყო და მგონი პირველად იგრძნო საკუთარი გულისცემა . იგრძნო და ზუსტად იცის იმიტომ არა რომ ქალის სხეულს ეხება , რომ სადაცაა მისი ტუჩები და სხეულიც კონტროლს დაკარგავს . იმიტომ არა რომ ასე სურს, უნდა . იმიტომ რომ ქალბატონს არ უჩქარია მისი ხელების მოშორება , იმიტომ რომ გაყურსული დგას და არანაკლები უცნაური მზერით ათვალიერებს ირაკლის სახეს და სხეულს . ქეთასთან 2 საათიანი სატელეფონო საუბრის მერე გადაწყვიტა რომ საკუთარ სხეულს უნდა მოუსმინოს. გრძნობებს და რეაქციებს უნდა მიაქციოს ყურადღება რომ მიხვდეს რა გრძნობა აქვს კახას მიმართ და რა სხვა ჩვეულებრივი კაცების მიმართ რომელიც მის ცხივრებაში არიან . ელვის სისწრაფით დგას ნაბიჯებს კახა მათ ურთიერთობაში . ისე თითქოს ვინმე მოსდევდეთ და მან ზუსტად უნდა იცოდეს , რას გრძნობს რომ არ შეეშალოს. ერთი ცხივრება აქვს და იმ ადამიანთან ვერ გახარჯავს რომელიც შეეცდომაა , მხოლოდ იმიტომ რომ გამოუცდელია და არ შეუძლია გაიგოს რას უნდა გრძნობდეს . ორივეს გული თითქმის სამმაგი სისწრაფით ცემდა და სისხლს ალბათ ვენები გაჭირვებით იკავებდა . ისევ იმ მცირე პატარა ნიშანს ელოდება ირაკლი , მის სახეზე . წამით ყურადღება საათის ისრის ხმაურისკენაც კი გაექცა და ეს წამიც ინანა . სულ ერთი პატარა ნიშანი ჭირდება , ნიშნაი რომელსაც ყოველ მის სიახლოვეს ელოდება რომ საკუთარი ვნების ქსელში გაახვიოს , მაგრამ იგივეს იღებს ყოველ ჯერზე . დაძაბული სხეული, უდანაშაულო წითელი ტუჩები , ატმისფერი ლოყები და უბრალო არაფრის მთქმელი მზერა , სარკესავით თვალები , რომელშიც მხოლოდ საკუთარ ანარეკლს ხედავს. არაფერი არ ჩანს მის სახეზე , საერთოდ არაფერი .
ვერაფერს ვერ იგებს ვერც ნუცა . ასწავლა კი ქეთამ , უნდა უსმინოს საკუთარ სხეულს , მაგრამ არაფერი ესმის. ვერაფერს იგება ან როგორ უნდა გაიგოს წელი უხურს სადაც ეხება . წამში გაუთბა სხეული , ისე ფარავს მთელი ტანით . სცხელა კიდეც . რას უნდა უსმინოს როცა სადაცაა ყელში ამოვა მისი გული და ძალა ეცლება . იქნებ სწორედ ესაა ნიშნები და არაა პეპლები ? იქნებ ის კომფორტი რომელსაც კახა აძლევს არაა ყველაფერი და პირიქით , იქნებ ყველაფერია ? იქნებ ის რასაც კახას შეხებისას გრძნობს სწორედ იმას გრძნობენ როცა უყვართ და არა იმას რომ ირაკლის ტუჩები წვავს? შეიძლება არც წვავს , კარგად არც ახსოვს რა იგრძნო როცა პირველად აკოცა . პირველი კოცნა პირველად რჩებაო , გოგოებისგან მოისმინა . მას მხოლოდ შიში ახსოვს . იქნებ ყველაფერი შეიცვალოს და სხვა თვალით შეხედოს თუ მეორედ აკოცებს ? დაუფიქრებლად გადაწია თავი უკან , მუჭები რომელიც ირაკლის მკერდზე ელაგა დემონსტრაციულად , თითქოს მისი ორი პატარა მომუჭული თათით შეაკავებდა მთასავით აკვრულ სხეულს მასზე .გაშალა და ხელისგულები გაუბედავად და მსუბუქად დაალაგა მკერდზე , ისე მსუბუქად რომ არ დაენახა ირაკლის , ვერც კი იგრძნობდა . სასიამოვნო ღიმილმა
გადაურბინა სახზე . ნიშანი რომელსაც ასე ეძებდა მის თვალებში სინამდვილეში სულ
სხვაგან იყო . ბოლოსდაბოლოს ზეპირად იცის სხეულის ენა და სირცხვილიც იქნებოდა რომ ვერ გაეგო. ჯანდაბას ცოდნა , რაც იცნობს ამ ნიშნანს ელოდება . უკანასკნელად გაადამოწმა რომ არ მოეჩვენა და ნუცას დახუჭულმა თვალებმა ყველაფერი თქვა . უკვე დარწმუნებულმა რომ არაფერი შეშლია კმაყოფილი ღიმილი ვერ დააფაარა. იცის რა უნდა და ყოველთვის იღებს. ახლა და ამ წამს შეუძლია დაეუფლოს . ბოლოს როდის იგრძნო
ასეთი
სიამოვნება გამარჯვებისგან არ ახსოვს . თითის წვერებზეც კი აიწია ნუცა , რომ საქმე გაემარტივებინა მისთვის. წელზე შემოჭერილი ხელები სწრაფად შეუშვა , თავისივე მკერდზე დალაგებულ ხელებს დაალაგა, მუჭში მოიქცია. რამოდენიმე წამი გრძნობდა გახურებულ ხელებს საკუთარ ხელებში . მთელი სხეული ექაჩება, თითქმის მის ყველა უჯრედს სურს ის , მაგრამ მთლად არ დაუკარგავს გონება. ფრთხილად ააღებინა თხელი თითები , სხეულიდა და ისე გააწევინა რომ ხელები არ შეუშვია. შეეშინდა რომ გახურებულ ხელებს შესცივდებოდათ თუ ასე უცბად მიატივებდნენ მის თითებში ახლართული საკუთარი ხელის მტევნები. მაგრამ რატომღაც არ უფიქრია რომ იმწამს თავად ნუცას შესცივდა . ცხოვრებაში პირველად იგრძნო , როგორ გააკანკალა , მის გრძნობებს გონებას და სხეულს იმის გამო , რომ უარყვეს . ცხოვრებაში პირველად მიართვა თავი ადამიანს ასე და უარი თქვეს . გაწითლებულ სახეზე თეთრმა ფერმა გადაჰკრა და ერთი ნაბიჯით დაიხია უკან. გაბუჟებული ხელები გამოაცალა ტორებიდან და გაყინულ ლოყებზე მიიდო.
-რამე გინდოდა?_უდარდელად აეკრო ისევ კარს ირაკლი და ხელები გადაიჯვარედინა .
-დამავიწყდა . _ მოტყუებაც არ შეუძლია .სიმართლე იყო მართლა დაავიწყდა და ბავშვივით გამოუტყდა პირველივე კითხვაზე . სიცივისგან გათეთრებული სახე , სირცხვილისგან ისევ შეუწითლდა. უხერხულად ჩაახველაა და ზურგი აქცია . აზრების მოკრება სცადა , იმ იმედით თითქოს რამე ეშველებოდა იმ ფაქტს რომ მთელი სხეულით შეეხვეწაა იმ უკანასკნელ კაცს კოცნას , რომელიც შეიძლებოდა მის ახლოს წარმოედგინა.
- რომ გაიხსენებ , იცი სად უნდა მიპოვო . _კარს მოშორდა და გაუღო , რაც იმის მანიშნებელი იყო რომ უნდა წასულიყო . გაჭირვებით გადადგა გახევებული ფეხებინდა ზღურბლს რომ გადასცდა ზურგთან მოჯახუნებული კარის ხმაზე შეკრთა . უაზრო მზერა გააყოლა კარის ორნამენტებს და ასე გახევებული გაუყვა გზას ეზოსკენ . ისე უცბად აეწვა სხეული ყველაფერი რომ გაიარა ხელახლა თავში. ვერც კი იგრძნო როგორ ყინავდა . თხელ სვიტრის ყელში ცხვირი წარგო და ნახევრად დამდნარ თოვლში ფეხების ჭყაპუნით დაიწყო სიარული . წრეზე დადიოდა თუ სულ წინ დიდად არ მიუქცევია ყურადღება , ფიქრებში დაკარგულს . საკუთარ ფეხებს იყო მიჩერებული და საკუთარი გრძნობების და იმ მომენტის გაანალიზებით რაც ცოტახნისწინ თავს გადახდა. როგორ დაემართა ეს ? როგორ მოვიდა აქამდე ? როგორ აპირებდა იმ კაცის ხელებში მოქცევას რომელსაც ისეთი არა უთხრა განხილვაც არ უფიქრია ? თან როდის ? როცა შეყვარებული ჰყავს ? მთლად შეყვარებულს ვერ დაარქმევს ჯერ არაფერი უთქვამს თავად , მაგრამ მაინც.
ჯერ კიდევ გუშინ კახას ტუჩებს ეწებებოდა და დღეს? კახამ რომ გაიგოს ? როდის იქცა ასეთად? მას შემდეგ რაც ირაკლი გამოჩნდა ..
-ბავშვები მივატყუე . საკუთარი თავი მოვატყუე. _ხმამაღლა დაიწყო კითხვაზე პასუხის გაცემა და ნაბიჯებს უმატა. - თავი დავიმცირე , კახა ? კახასაც ვატყუებ.
-ააჰ , კახას მოტყუებაზე დიდად არ ვინერვიულებდი . უყვარს კიდეც როცა ატყუებენ . _ზურგს უკან მოესმა და იგრძნო როგორ ჩააფრინდა ვიღაც მკლავებში. უკან გაწია და ზურგთან აეკრო. -იმიტომ არ გამომიშვიხარ რომ ტბაში დაიხრჩო . წინ იყურე. _მაშინ გაანალიზა რომერთი ფეხი ტბის გაყინული თხელ ფენაზე ედო . _ისე შეკრთა მთელი ძალით სცადა უკან დახევა და ისე მიაწვა ვერც ირაკლიმ შეიკავა თავი და ერთდროულად დაეცნენ თოვლში . -ნუცაა , მეგონა წეღან რომ
წამოგეშველე ერთი დღე მაინც დავამატე შენი უსაფრთხო დღეების სის .
-უსაფრთხო დღეები არ არსებობს. _ფეხზე სწრაფად წამოხტა და სახეზე ჩამოყრილი თმები უკან
გადაიწია. -საფრთხე შენ ხარ . _ თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა და პატარა სახლისკენ
სირბილით გაიქცა.
-როდის აქეთ გადავწყვიტე რომ აი ესეთი ტუტიცები მომწონს ? _ჯერ ცას ახედა ირაკლიმ და მერე ფეხზე წამოდგა. -ვინ დამწყევლა? _უმისამართოდ გახედა ჰორიზონტს და განზე გაშალა ხელები.





ხალხო , უამრავი ხართ და ყველა მიყვარხართ ის ვინც მწერს , მელოდება მაკრიტიკებს და არ გიმსახურებთ ვიცი , ჩემი უპასუხისმგებლობის გამო
, მაგრამ მაინცა არ შემიძლია თქვენს გარეშე მიყვარს თქვენი აზრები ჩემს გმირებზე და იდეები . ვერსიები რომლებსაც წარმოიდგენთ. იმედია მომაქვს პერსონაჟები თქვენამდე .

ერთი კითხვა თუ ინტრიგა

რას იტყვით კახაზე ? კახა ვინაა ?



№1 სტუმარი სტუმარი მეოცნებე

სამკუთხედი რომ არ შეკრულიყო ხომ შეიძლებოდა, არ მინდოდა ნუცაც ჩვეულებრივი რიგითი ქალი ყოფილიყო ერთ წამს ერთს კოცნის მერე მიდია და მეორეს უვარდება მაშინ კახა არ უნდა მიეშვა ახლოს, ირაკლი ხომ უაზროა და არაფრის მომცემი პერსონაჟი მარტო საკუთარი თავის იქეთ არავის და არაფერს რომ ხედავს, კიკისნაირი ქალებია კი საერთოდ არ მესმის. საერთო ჯამში ნუცამ გამიცრუა ყველაზე მეტად იმედები საკუთარ პრინციპებს უღალატა ასე მგონია

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან მომწონს ეს ისტორია. მოუთმენლად ველოდები, საოცრად წერთ. ძალიან გთხოვთ თქვენი სხვა ისტორიების სახელები დაწერეთ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ, წინასწარ დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ

 


№3 სტუმარი სტუმარი ხათუნა

კარგად კი არა- ბრწყინვალედ წერთ. Great ! ირაკლი მონსტრი მეგონა,მაგრამ ყველა თავის ბავშვობიდან მოდის. რაც არ უნდა ეცადოს- ბავშვობას ვერ გააქრობს ადამიანი. ქვეცნობიერში რჩება. არაა ირაკლი ცუდი. გარემოებამ შექმნა, ირგვლივ გამეფებულმა სიბილწემ . ნუცა იგრძნო ირაკლიმ და ვერ გაუშვებს ვერაფრით,ნუ ასე მგონია მე. კახა პატიოსანი ადამიანია, სუსტი პიროვნება მგონია,თუმცა დედასთან ბოლო საუბარმა ჩემს თვალში უფრო აამაღლა როგორც კაცი. კახა თბილი სახლია და მზრუნველი ქმარი,მამა,მეგობარი- ყველაფერი ერთად აღებული -- ნუცასთვის. რთულია ამ მომენტში განვსაზღვრო რას იზამს კახა მისი გიჟი და ამპარტავანი დედის საქციელებზე- აწი რომ ჩაიდენს ეს გაფხორილი ინდაური,ეს უაზროდ ამაყი ქალი. ნუცას ქიმია აქვს ირაკლის მიმართ, ნდობა და პატივისცემა - კახას მიმართ. არადა, სიყვარული 3ვე ამას მოიცავს.თუ შევძლებთ ავტორი, მალე დადევით რა შემდეგი. თუ შევძლებთ. მადლობა დიდი, ვისიამოვნე ამ თავით

 


№4  offline წევრი რუსანა

სტუმარი ხათუნა
კარგად კი არა- ბრწყინვალედ წერთ. Great ! ირაკლი მონსტრი მეგონა,მაგრამ ყველა თავის ბავშვობიდან მოდის. რაც არ უნდა ეცადოს- ბავშვობას ვერ გააქრობს ადამიანი. ქვეცნობიერში რჩება. არაა ირაკლი ცუდი. გარემოებამ შექმნა, ირგვლივ გამეფებულმა სიბილწემ . ნუცა იგრძნო ირაკლიმ და ვერ გაუშვებს ვერაფრით,ნუ ასე მგონია მე. კახა პატიოსანი ადამიანია, სუსტი პიროვნება მგონია,თუმცა დედასთან ბოლო საუბარმა ჩემს თვალში უფრო აამაღლა როგორც კაცი. კახა თბილი სახლია და მზრუნველი ქმარი,მამა,მეგობარი- ყველაფერი ერთად აღებული -- ნუცასთვის. რთულია ამ მომენტში განვსაზღვრო რას იზამს კახა მისი გიჟი და ამპარტავანი დედის საქციელებზე- აწი რომ ჩაიდენს ეს გაფხორილი ინდაური,ეს უაზროდ ამაყი ქალი. ნუცას ქიმია აქვს ირაკლის მიმართ, ნდობა და პატივისცემა - კახას მიმართ. არადა, სიყვარული 3ვე ამას მოიცავს.თუ შევძლებთ ავტორი, მალე დადევით რა შემდეგი. თუ შევძლებთ. მადლობა დიდი, ვისიამოვნე ამ თავით



დიდი მადლობა ❤️

სტუმარი გვანცა
ძალიან მომწონს ეს ისტორია. მოუთმენლად ველოდები, საოცრად წერთ. ძალიან გთხოვთ თქვენი სხვა ისტორიების სახელები დაწერეთ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ, წინასწარ დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ

????????????????????

 


№5  offline წევრი Tatutatu

რაა კარგიაა!!! მოვლენები სავსებით ლოგიკურად მიდის ჩემთვის… ნუცას განცდები სრულებით გასაგებია , კახასკენ მისი მიახლოოების მცდელობაც გასაგებია… ფიქრობს ადამაიანურიი ბიჭია ბევრი საერთო აქვთ, არ ძაბავს … მაგრამ კახა ნუცას დაცვას ვერ შეძლებს საკუთარი დედისგანაც ასე მგონია , და ეგ ქალი კიდევ აწყენინებს ნუცას ძალიან… ირაკლის დასამშვიდებელი და დასაცავი გახდება

შენი გამოჩენა იმდენ მკითხველს ახარებს ნუუ იკარგეები…

 


№6  offline წევრი tatuli)

ახალ თავს როდის დადებთ? ძალიან კარგი ისტორიაა! <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

გთხოვთ მალე დადეთ ახალი თავი
ნუ გვაწვალებთ. დიდხანს არ გვალოდინოთ

 


№8 სტუმარი Sally

მგონია, რომ კახა ნუცაში თავისი კომპლექსებისგან გაქცევის და იმის დამტკიცების გზას ხედავს, რომ ყველას შეიძლება დაუდგეს წინ, რაღაცნაირად ჯიბრიანი ტიპია. კი რბილია, გამგები მაგრამ ნუცას გრძნობებს, წარსულს, თუმდაც ყოყმანს ვერ ატყობს აშკარად.

აი ნუცას კიდევ აშკარად აუფორიაქეს მიძინებული ემოციები :დ აშკარად მეტი თავგადასავალი და ემოცია მოუნდა რომელსაც ასე მალავდა თავის თავში, არაფერი ზედმეტის უფლებას რომ არ აძლევდა თავს და მხოლოდ კარგი გოგოს ინსტიქტებს მიჰყვებოდა.

იმედია სამივე ისე ძალიან ცუდადაც არ დაეჯახება ერთმანეთს, როგორც სიტუაცია მიდის ახლა.

 


№9  offline წევრი CinemonGirl

მგონია, რომ ამ რამდენიმე კვირაში ირაკლი ძალიან გაიზარდა. ნუცამ კი საკუთარი თავის უკეთ შეცნობა დაიწყო. იმ მიმალული კუნჭულების, რომელიც ალბათ არც კი იცოდა რომ გააჩნდა. წინა თავებში ირაკლი საერთოდ არ მომწონდა, ზედმეტად ირაკლი იყო.(თუ შეიძლება ასე ითქვას.) მისი დამოკიდებულება და ზედმეტად სტერეოტიპული შეხედულებები ქალებზე, მატერეალიზმი "მქრინჯავდა", ცოტა მეზიზღებოდა კიდეც ამის გამო. ახლა კაცს გავს უშუალო, ბუნებრივ კაცს.
შენს პერსონაჟებს არაფერს ვერჩი, იდეალურად წარმოაჩენ, მაგრამ ნუცას ტიპის გოგოები პირადად არ მომწონს. არ მგონია, რომ ასეთი გოგოები თამაშობენ სიწმინდეს და ასე შემდეგ, უბრალოდ არ იცნობენ საკუთარ თავებს და იმ ბნელ წერტილებს ვერ ხედავენ, რაც ყოველ ჩვენგანშია. ამის უგულებელყოფა არ ღირს, მითუმეტეს მაშინ თუ გვინდა, რომ უკეთესები გავხდეთ.
ძალიან მომეწონა ამ თავში, როგორ ბუნებრივად დაგვანახე განსხვავება ირაკლისა და კახას შორის. ირაკლის და ლილის დაპირისპირების მაგალითზე და კახას და დედამისის. ფაქტობრივად ორივე თავის "გამზრდელს" დაუპირისპირდა პირადი ცხოვრების დეტალებზე და ემოცია, რომელიც ირაკლის ჰქონდა ის სიმძიმე, რაც იგრძნო და კახას ის გაღიმება და უბრალოდ პრობლემისგან გაქცევა ძალიან კარგად იყო გადმოცემული.
ირაკლის მოსწონს ნუცას უმანკოება, რადგან მისთვის გამოცანაა ამ სიბინძურით აღსავსე ქალაქში ასეთი ყვავილი, როგორ ყვავის. კახას კი ვფიქრობ უბრალოდ მოსწონს ნუცას უმანკოება რადგან თვლის, რომ ესაა ის რისთვისაც ღირს ადამიანის დაფასება. შესაძლოა მისთვის ნუცა ის ჯილდო იყოს, რასაც ვერავინ დაეპატრონა მის გარდა. კახა გულით ბოროტი არ მგონია, რომ იყოს უბრალოდ მალავს თავის რეალურ მიზნებს, რაც ირაკლის მიმართ დადებითად განგვაწყობს, რადგან მას არასდროს დაუმალავს თავისი ფიქრები და მიზნები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ირაკლი ბევრად ღირსეულია.
მინდა გითხრა, რომ ძალიან დიდი ნიჭი გაქვს. ვფიქრობ, უფრო დიდ ნამუშევარსაც თავისუფლად შეეჭიდები და გამიხარდება, მომავალში შენი წარმატება და მაშტაბების გაზრდა.
მადლობა, რომ აგრძელებ და არ ჩერდები.

 


№10  offline წევრი რუსანა

CinemonGirl
მგონია, რომ ამ რამდენიმე კვირაში ირაკლი ძალიან გაიზარდა. ნუცამ კი საკუთარი თავის უკეთ შეცნობა დაიწყო. იმ მიმალული კუნჭულების, რომელიც ალბათ არც კი იცოდა რომ გააჩნდა. წინა თავებში ირაკლი საერთოდ არ მომწონდა, ზედმეტად ირაკლი იყო.(თუ შეიძლება ასე ითქვას.) მისი დამოკიდებულება და ზედმეტად სტერეოტიპული შეხედულებები ქალებზე, მატერეალიზმი "მქრინჯავდა", ცოტა მეზიზღებოდა კიდეც ამის გამო. ახლა კაცს გავს უშუალო, ბუნებრივ კაცს.
შენს პერსონაჟებს არაფერს ვერჩი, იდეალურად წარმოაჩენ, მაგრამ ნუცას ტიპის გოგოები პირადად არ მომწონს. არ მგონია, რომ ასეთი გოგოები თამაშობენ სიწმინდეს და ასე შემდეგ, უბრალოდ არ იცნობენ საკუთარ თავებს და იმ ბნელ წერტილებს ვერ ხედავენ, რაც ყოველ ჩვენგანშია. ამის უგულებელყოფა არ ღირს, მითუმეტეს მაშინ თუ გვინდა, რომ უკეთესები გავხდეთ.
ძალიან მომეწონა ამ თავში, როგორ ბუნებრივად დაგვანახე განსხვავება ირაკლისა და კახას შორის. ირაკლის და ლილის დაპირისპირების მაგალითზე და კახას და დედამისის. ფაქტობრივად ორივე თავის "გამზრდელს" დაუპირისპირდა პირადი ცხოვრების დეტალებზე და ემოცია, რომელიც ირაკლის ჰქონდა ის სიმძიმე, რაც იგრძნო და კახას ის გაღიმება და უბრალოდ პრობლემისგან გაქცევა ძალიან კარგად იყო გადმოცემული.
ირაკლის მოსწონს ნუცას უმანკოება, რადგან მისთვის გამოცანაა ამ სიბინძურით აღსავსე ქალაქში ასეთი ყვავილი, როგორ ყვავის. კახას კი ვფიქრობ უბრალოდ მოსწონს ნუცას უმანკოება რადგან თვლის, რომ ესაა ის რისთვისაც ღირს ადამიანის დაფასება. შესაძლოა მისთვის ნუცა ის ჯილდო იყოს, რასაც ვერავინ დაეპატრონა მის გარდა. კახა გულით ბოროტი არ მგონია, რომ იყოს უბრალოდ მალავს თავის რეალურ მიზნებს, რაც ირაკლის მიმართ დადებითად განგვაწყობს, რადგან მას არასდროს დაუმალავს თავისი ფიქრები და მიზნები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ირაკლი ბევრად ღირსეულია.
მინდა გითხრა, რომ ძალიან დიდი ნიჭი გაქვს. ვფიქრობ, უფრო დიდ ნამუშევარსაც თავისუფლად შეეჭიდები და გამიხარდება, მომავალში შენი წარმატება და მაშტაბების გაზრდა.
მადლობა, რომ აგრძელებ და არ ჩერდები.



ღმერთო რა ძალა აქვს სიტყვებს ❤️ უდიდესი მადლობა შენ შენი აზრის განოხატისთვის და იმისთვის რომ დრო გამონახე ასე დეტალებში გაგეზიარებინა ❤️ დიდი მადლობა ❤️

Sally
მგონია, რომ კახა ნუცაში თავისი კომპლექსებისგან გაქცევის და იმის დამტკიცების გზას ხედავს, რომ ყველას შეიძლება დაუდგეს წინ, რაღაცნაირად ჯიბრიანი ტიპია. კი რბილია, გამგები მაგრამ ნუცას გრძნობებს, წარსულს, თუმდაც ყოყმანს ვერ ატყობს აშკარად.

აი ნუცას კიდევ აშკარად აუფორიაქეს მიძინებული ემოციები :დ აშკარად მეტი თავგადასავალი და ემოცია მოუნდა რომელსაც ასე მალავდა თავის თავში, არაფერი ზედმეტის უფლებას რომ არ აძლევდა თავს და მხოლოდ კარგი გოგოს ინსტიქტებს მიჰყვებოდა.

იმედია სამივე ისე ძალიან ცუდადაც არ დაეჯახება ერთმანეთს, როგორც სიტუაცია მიდის ახლა.

უდიდესი მადლობა , დროს ნახულობთ ????????

Tatutatu
რაა კარგიაა!!! მოვლენები სავსებით ლოგიკურად მიდის ჩემთვის… ნუცას განცდები სრულებით გასაგებია , კახასკენ მისი მიახლოოების მცდელობაც გასაგებია… ფიქრობს ადამაიანურიი ბიჭია ბევრი საერთო აქვთ, არ ძაბავს … მაგრამ კახა ნუცას დაცვას ვერ შეძლებს საკუთარი დედისგანაც ასე მგონია , და ეგ ქალი კიდევ აწყენინებს ნუცას ძალიან… ირაკლის დასამშვიდებელი და დასაცავი გახდება

შენი გამოჩენა იმდენ მკითხველს ახარებს ნუუ იკარგეები…

დიდი მადლობა ❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიკა

როგორ მინდა ნუცა ირაჯლისთანბხარჩეს და ყველა იარა მოუშუშოს.
ნუცამაც იგრძნოს დამდვილი სიყვარული

 


№12 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რატომ ნუცა...მე განსხვავებული მეგონა...რას ვიტყვი კახაზე ვერაფერს არ მომწონს როგორც პიროვნება შეიძლება ნუცა კახასთან უფრო ბედნიერი იყოს მაგრამ ნუცას რომ არ უყვარს არარი კარგი ტყუილი ირაკლის რომ გაექცეს იმიტომ მიეკედლოს კახას ტყუის არ იმსახურებს...ეს ირაკლიც ბოლომდე ვერ გავიგე რა კაცია შეუცნობელი....ნუცა არ შეუცვლება როგორიც იყო ისეთი დარჩებს... კახას დედა მერამდენე პრობლემა...მეცოდება ნუცაც ობოლია და ვის უნდა ესწავლებინა როგორია სიყვარული სულ მთლად ამრია ყველაფერი...მაგრამ ნუცა არ უნდა დარჩეს კახასთან...თუ ირაკლისთან დარჩება ჯერ ნუცას ფასს უნდა იცოდეს....ბევრი ხომ არ მოვინდომე ველოდები ახალთავს მიყვარს ატმისფერი მადლობა წარმატებები♥️♥️❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი Wero

ყველაზე მეტად მე ვბრაზობდი შენზე. სულ გელოდი((ახლა კი რომ გნახე თვალებს ვერ დავუჯერე.რატომ მაფორიაქებ? ხოიცი რომ მე ამისტორის გაარეშე არშემიძლიააა.!!!! სასწაული თავი იყოო,ველი სულმოუთქმელად. მეტი ვნება და სიყვარული მჭიედებაა!!! აი ნუცას აფორიაქება და ირაკლის გაგიჟებაა მინდა ვნახოო.. დროეებით <3

 


№14 სტუმარი სტუმარი ლიკა

დიდხანს არ გვალოდინოᲗ. სულ, სულ გელოდებიᲗ. მიყვარს ეს ისტორია

 


№15 სტუმარი სტუმარი გვანცა

სასწაულია. გთხოვთ არ გვალოდინოთ

 


№16 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან კარგი იყო გამიხარდა შენი გამოჩენა. არ ვიცი კახა ზედმეტად მეუცნაურება ბოლომდე ვერ ამოვხსენი როგორც პერსონაჟი, მაგრამ არამგონია ბოროტი იყოს, რადგან მან ნუცასთან საუბრისას ისე დაახასიათა ირაკლი, ამას ბოროტი ადამიანი ასე ღიად არ გააკეთებდა, მაგრამ ასე რომ ჩქარობს, თითქოს რაც შეიძლება სწრაფად უნდა ნუცას თავისად ქცევა და საერთოდ არ ითვალისწინებს ნუცა რას გრძნობს და რა უნდა, ცოტა მაეჭვებს მის ჭეშმარიტ გრძნობებში. ირაკლისგან განსხვავებით იმის ნებისყოფაც არ აქვს, რომ თავის ოჯახს აღუდგეს წინ. ვერ შეძლებს ნუცას დაცვას, თუნდაც თავისი ოჯახისგან… რაც შეეხება ნუცას, ამ თავში თითქოს დავკარგე მისი პერსონაჟი რადგან, როგორც მე გავიცანი ნუცა მგონია რომ ერთგული ადამიანია და ურთიერთობის სიწმინდე მისთვის ყველაფერს ნიშნავსეს. თითქოს არაფერი ისეთი გრძნობებში გარკვევას ცდილობს, მაგრამ ვფიქრობ მისი საქციელი ეწინააღმდეგება იმ ნუცას პრინციპებს ვინც აქამდე იყო.

 


№17  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან კარგია მტკივნეულად თუმცა ნელნელა თბება ურთიერთსაპირისპირო ბუნების მქონე წყვილის ურთიერთობა ..

 


№18 სტუმარი სტუმარი ნინა

გთხოვთ მალე გააგრძელეთ

 


№19 სტუმარი სტუმარი სტუმარი

Dislike button დამეჭირა და ბოდიში :))
ძალიან კარგად გადმოსცემთ პერსონაჟების ბუნებას და განცდებს. ერთ- ერთი საყვარელი ისტორიაა საიტზე და იმედი მაქვს დაასრულებთ,წარმატებები ❤️❤️

 


№20 სტუმარი სტუმარი გვანცა

ველით გაგრძელებას მოუთმენლად

 


№21 სტუმარი სტუმარი თა

ხოო არ მეგონა ესე თუ შეიცვლებოდა სიტუაცია,მაგრამ მომწონს ყველა თავის სისუსტეს და ძლიერ მხარეს აჩენს თავისებურად.მომწონს ეს ისტორია თან ძალიან და მოუთმენლად ველი შემდეგ თავებსაც.მართლა საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები❤️❤️

პ.ს. რატომ მგონია რომ ირაკლი თათას ჩამოიყვანს ბავშვთან ერთად და კახას ძველი სიყვარული აღდგება და ნუცასთან შეცდომას არ დაუშვებს

 


№22 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგი ოყო, გთხოვთ გაგრძელებაც მალე დადეთ❤️❤️

 


№23 სტუმარი ელენე 1511

ვერ წარმოიდგენთ როგორ გელოდებით თქვენ და თქვენს შემდგომ მეათე თავს

 


№24  offline წევრი რუსანა

სტუმარი მარიკა
როგორ მინდა ნუცა ირაჯლისთანბხარჩეს და ყველა იარა მოუშუშოს.
ნუცამაც იგრძნოს დამდვილი სიყვარული

????????????

სტუმარი ნესტანი
რატომ ნუცა...მე განსხვავებული მეგონა...რას ვიტყვი კახაზე ვერაფერს არ მომწონს როგორც პიროვნება შეიძლება ნუცა კახასთან უფრო ბედნიერი იყოს მაგრამ ნუცას რომ არ უყვარს არარი კარგი ტყუილი ირაკლის რომ გაექცეს იმიტომ მიეკედლოს კახას ტყუის არ იმსახურებს...ეს ირაკლიც ბოლომდე ვერ გავიგე რა კაცია შეუცნობელი....ნუცა არ შეუცვლება როგორიც იყო ისეთი დარჩებს... კახას დედა მერამდენე პრობლემა...მეცოდება ნუცაც ობოლია და ვის უნდა ესწავლებინა როგორია სიყვარული სულ მთლად ამრია ყველაფერი...მაგრამ ნუცა არ უნდა დარჩეს კახასთან...თუ ირაკლისთან დარჩება ჯერ ნუცას ფასს უნდა იცოდეს....ბევრი ხომ არ მოვინდომე ველოდები ახალთავს მიყვარს ატმისფერი მადლობა წარმატებები♥️♥️❤️

ძალიან დიდი მადლობა ????

სტუმარი Wero
ყველაზე მეტად მე ვბრაზობდი შენზე. სულ გელოდი((ახლა კი რომ გნახე თვალებს ვერ დავუჯერე.რატომ მაფორიაქებ? ხოიცი რომ მე ამისტორის გაარეშე არშემიძლიააა.!!!! სასწაული თავი იყოო,ველი სულმოუთქმელად. მეტი ვნება და სიყვარული მჭიედებაა!!! აი ნუცას აფორიაქება და ირაკლის გაგიჟებაა მინდა ვნახოო.. დროეებით <3

ვეროო ????

სტუმარი მარიამი
ძალიან კარგი იყო გამიხარდა შენი გამოჩენა. არ ვიცი კახა ზედმეტად მეუცნაურება ბოლომდე ვერ ამოვხსენი როგორც პერსონაჟი, მაგრამ არამგონია ბოროტი იყოს, რადგან მან ნუცასთან საუბრისას ისე დაახასიათა ირაკლი, ამას ბოროტი ადამიანი ასე ღიად არ გააკეთებდა, მაგრამ ასე რომ ჩქარობს, თითქოს რაც შეიძლება სწრაფად უნდა ნუცას თავისად ქცევა და საერთოდ არ ითვალისწინებს ნუცა რას გრძნობს და რა უნდა, ცოტა მაეჭვებს მის ჭეშმარიტ გრძნობებში. ირაკლისგან განსხვავებით იმის ნებისყოფაც არ აქვს, რომ თავის ოჯახს აღუდგეს წინ. ვერ შეძლებს ნუცას დაცვას, თუნდაც თავისი ოჯახისგან… რაც შეეხება ნუცას, ამ თავში თითქოს დავკარგე მისი პერსონაჟი რადგან, როგორც მე გავიცანი ნუცა მგონია რომ ერთგული ადამიანია და ურთიერთობის სიწმინდე მისთვის ყველაფერს ნიშნავსეს. თითქოს არაფერი ისეთი გრძნობებში გარკვევას ცდილობს, მაგრამ ვფიქრობ მისი საქციელი ეწინააღმდეგება იმ ნუცას პრინციპებს ვინც აქამდე იყო.

მიყვარს თქვენი კომენტარები ????????????

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან კარგია მტკივნეულად თუმცა ნელნელა თბება ურთიერთსაპირისპირო ბუნების მქონე წყვილის ურთიერთობა ..


ჩემი ერთგული მკითხველი , სულ მახარებს შენი კომენტარი ????????????

სტუმარი სტუმარი
Dislike button დამეჭირა და ბოდიში :))
ძალიან კარგად გადმოსცემთ პერსონაჟების ბუნებას და განცდებს. ერთ- ერთი საყვარელი ისტორიაა საიტზე და იმედი მაქვს დაასრულებთ,წარმატებები ❤️❤️

საბოდიშო არაა არაფერი , მადლობა შენ ???? რომ დრო
გამონახე წაიკითხე და შეაფასე ????

სტუმარი თა
ხოო არ მეგონა ესე თუ შეიცვლებოდა სიტუაცია,მაგრამ მომწონს ყველა თავის სისუსტეს და ძლიერ მხარეს აჩენს თავისებურად.მომწონს ეს ისტორია თან ძალიან და მოუთმენლად ველი შემდეგ თავებსაც.მართლა საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები❤️❤️

პ.ს. რატომ მგონია რომ ირაკლი თათას ჩამოიყვანს ბავშვთან ერთად და კახას ძველი სიყვარული აღდგება და ნუცასთან შეცდომას არ დაუშვებს

???????? მიყვარს თქვენი ვრცელი კომენტარი მადლიბა აზრისთვის ????

სტუმარი ანა
ძალიან კარგი ოყო, გთხოვთ გაგრძელებაც მალე დადეთ❤️❤️

დიდი მადლობა ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent