შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასიამოვნოდ მწარე {4}


12-03-2024, 14:43
ავტორი venuslover
ნანახია 1 857

პირველი სემესტრი წარმატებით დაასრულა მარიამმა. ლექტორებს თავისი მათემატიკური აზროვნებითა და ხელოვნური ხედვით თავი მარტივად შეაყვარა. ვერ იტანდა მოდერნისტულ შენობებს, თუმცა უწევდა მათი ნახაზების დახაზვა. ცდილობდა თავის ნამუშევრებში ვინტაჟური და მოდერნისტული ნაწილები შეეზავებინა და დაებალანსებინა. უყვარდა რენესანსის ეპოქა, ბერძნული სკულპტურების ერა. უყვარდა ხელოვნება. უკვდავი ხელოვნება, შედევრები, რომლებმაც გაუძლეს საუკუნეებს. ჩინეთის კედელი და პირამიდები ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევდა მარიამში. სურდა მასაც შეექმნა იდეალური ნაგებობა, რომელიც საუკუნეებს დაუძლებდა და მასზე ლეგენდები მოედებოდა სამყაროებს. თუმცა ყველაფრის იმედი მაშინ გადაეწურა თავისივე ქორწილის დღეს, თავისმა აწ უქვე ქმარმა და ყოფილმა მეგობარმა დიდი სიურპრიზი, რომ მოუწყეს. არელოდა. ვერც კი წარმოიდგენდა. მონაყოლსაც ვერ დაიჯერებდა საკუთარი თვალებით, რომ არ ენახა.
ლამაზი, თეთრი, მაქმანებიანი, საპატარძლო კაბა ემოსა ქალს. მის წელი და თეძოები გულგრილს არა თუ კაცს, არამედ ქალსაც კი არ დატოვებდა. ხერხემალი მოშიშვლებოდა, კარგად უჩანდა ხერხემლის ხაზზე ჩამწკრივებული სამი ხალი. თებერვალი იყო. ყინავდა. შემცივნებულ პატარძალს გამოცვლა მოუნდა. დუდა თვალთახედვის არედან დაკარგვოდა. ნელა მიიწევდა სასტუმროს ნომრისკენ, სადაც უნდა განმარტოებულიყვნენ აწ უკვე ცოლ-ქმარი ქორწილის შემდეგ.
დაინახა ქეთა, დუდაზე მიწებებული. გიგაური აცრემლიანებული თვალით უხსნიდა ლომიძეს რაღაცას. ქალიც ალერსიანი თვალებით შეცქეროდა მამაკაცს და ნატრობდა იმ საღამოს მარიამის ნაცვლად თვითონ მდგარიყო დუდას გვერდით. ამ ყველაფერს კი ოდნავ შეღებულ კარში აკვირდებოდა მარიამი. გაყინული იდგა. ვერ წარმოიდგენდა. არელოდა ორ მხრივ ღალატს. არ ეგონა ორივე ერთ დროულად თუ დასცემდა მახვილს მის ზურგზე. ან კი რა უნდა გაეკეთებინა. ან კი რაიცოდა? მსხვერპლი იყო, სათამაშო, ორი ადამიანის, რომლებმაც ერთმანეთის გამო გაწირეს უდანაშაულო, უსუსური ქალი.
ჩიქოვანს ყველანაირი ცხოვრების უნარი დაკარგვოდა. შიშს შეეპყრო. ამ ამბის მერე ვის უნდა ენდოს?
თვალწინ დაუდგა მოგონებები.

888

— მარიამ, ხომ იცი, რომ ჩემთვის ერთადერთი ხარ? აკი, რა უნდა მოხდეს, რომ ერთმანეთს გავემიჯნოთ? — ოქროსფერ ქვიშაში ჩაფლული, მთვრალი ქეთი ქვემოდან უყურებდა თავზე წამომდგარ მარიამს, რომელიც ფიქრობდა, როგორ მიეყვანა სასტუმრომდე, შემდეგ კი საშხაპემდე.
— რაებზე ფიქრობ ქეთათო? — გაიკვირვა — აკი მართლა რა უნდა მოხდეს? ხომიცი, რომ შენსგარდა არავინ მყავს არა? — შეეკითხა გულუბრყვილოთ.
— მართალია, ყველას მე გირჩევნივარ! — აღტაცებით წამოიძახა ქვიშით დაფარულმა და წამოდგომას შეეცადა, თუმცა ისევ ქვიშაში ჩაეფლო.
— კარგი რა ქეთა, ნელა წამოდექი.
— ვცდილობ, მაგრამ ძალა არ მაქვს! — შეიცხადა ხმამაღლა — აუჰ, კარგია ეგვიპტე! — ამოიკვნესა და ქვიშაზე გაწვა.
— ოჰ, ქეთა, ქეთა…

888

—ჩამოხტი ნუ გეშინია მე ხომ აქ ვარ?! — ოკეანეში მონავარდე ქეთათო, იახტაზე მყოფ მარიამს ამხნევებდა.
— მეშინია! ზვიგენები, მედუზები, ვეშაპები! ღმერთო ჩემო, ქეთა ამოდი! — გაჰკიოდა მოაჯირზე ჩაჭიდებული. ხელებზე გასაბერი კამერები მოერგო. წყლის სათვალე შუბლზე ჰქონდა დამაგრებული. საყვარელი შესახედი იყო.
— მარიამ ჩამოდი, თან იცი, როგორი თბილი წყალია? შენ, რომ გიყვარს აი ისეთი!
— აუ არა მეშინია. — ტუჩი აიბზუა მარომ
— კარგი ხო ამოვდივარ.
ნელა, ელეგანტურად მიცურავდა ქეთა იახტის უკან, რათა გემზე ასვლა შეძლებოდა. მარიამმა შვებით ამოისუნთქა და ხელინელა შეუშვა მოაჯირს, რა წამსაც ქეთი დაეტაკა და ერთად ჩაცვივდნენ გემიდან.
— ქეთა! — ლამის ტირილამდე მისულიყო — კარგი რაა…
— კარგი რა მარო, მე აქარავარ? რისი გეშინია?! — ნაწყენმა მიუგო — ჰომიცი, რომ არ მიგატოვებ? თანაც ნახე, როგორ შეფუთნულხარ, რომ გინდოდეს ვერ ჩაიძირები! — დასცინა დაქალს.

888
— რა გჭირს მარუსი? — მარიამის გაბრაზებული სახის მიმიკაზე სიცილი ვერ შეიკავა ქეთიმ.
— რა მჭირს? მთელი სამი დღე ვაწყობდი მაკეტს და იცი რა მითხრა ბატონმა პავლემ? — აფოფრილიყო ჩიქოვანების ქალი — ეს ნახევარ საათში დამზადებული მაკეტი, რომ მომითრიეო ნორმალურად გემუშავაო! გჯერა რა მაკადრა?! — ცოტაც და ყვირილს დაიწყებდა.
— დაწყნარდი მარიამ, დაწყნარდი. ნახე სულ გაწითლდი სახეზე! — სიცილით მიუგო და თავის კურსელებს მიუბრუნდა.
— მეგობრებო, ეს მარიამია — ღიმილით გააცნო თანაკურსელებს — ესენი ჩემი კურსელები; ერეკლე, ვატო, ეკა, მანო, თეკლა და… დუდა — ბოლო სახელის წარმოთქმისას ხმა შეეცვალა.
— სასიამოვნოა! როგორია კანონების ზეპირობა? მე სუიციდის მცდელობები მექნებოდა თქვენს ადგილას! — ქოთქოთით მიუგო საზოგადოებას პოზიტიურად. თვალი მოავლო საზოგადოებას და თვალები დუდას შეავლო. აქამდეც შეენიშნა ბიჭი. ულვაშები მოზრდოდა. ძალიან ესიმპატიურა. მისი იგნორი კი გამოწვევად მიიღო.
— აუ ძალიან გვიჭირს, შენს კურსზე არარიან ლამაზი გოგონები, რომ გადმოვიდე? — წარბების თამაშით დაიწყო ბაასი ერეკლემ.
— მე თქვენი მათემატიკები და ჭრელა-ჭრულა ნახატები არ შემიძლია — ბუზღუნით მიუგო ეკამ მარიამს და ერეკლეს ზურგი აქცია.
— ძირითადად ბიჭები არიან. ერთი გოგოა ძაან ლამაზი, თან მგონი ერთნაირი სტილი გაქვთ! — აღტაცებით წარმოთქვა, თან თვალი შეავლო ერეკლეს ტანისამოსს, ეკას კომენტარი კი უბრალოდ დააიგნორა.
— წავედი ქეთუსა, დეკანატში უნდა, შევირბინო მოგწერ წასვლამდე!
დაქალი გადაკოცნა, იქვე მდგომ გიგაურს მზერა კიდევ ერთხელ შეავლო და დატოვა სამეგობრო.

888
— რა ლამაზი დღეა,
რა ნათელი მზეა!
იმიტომ, რომ დღეს მაროს
დაბადების დღეა!

ქეთა შუაღამით დადგომოდა ოთახში მარიამს მარწყვის ტორტით. დედაბუნებამ, სამწუხაროდ, სიმღერის ნიჭი არ უბოძა და მაქსიმალურად ცდილობდა ხმადაბლა ემღერა და არ შეეწუხებინა იუბილარი. მარიამი ყურადღებას არ აქცევდა ქეთას უნიჭო ხმას და სიხარულისგან გაკიოდა.
— მეგონა ბათუმში იყავი! როგორ მომატყუე?!- აღტაცებული ხტუნავდა ლოგინზე, თან სანთლების ჩაქრობას ცდილობდა.
— მიყვარხარ ქეთათო!
— მეც მარუს!

888

დუდამ თავისი ხელით შეუკრა ღვედი გაშეშებულ ფერდაკარგულ მარიამს. ცხვირში უღიტინებდა კაცის სურნელი. სხეულს ვერ იმორჩილებდა. გაყინულიყო. მონატრებოდა კაცის ამბორი. თვალები აცრემლიანებოდა.
— მარიამ კარგად ხარ? — შიგა და შიგ გადმოხედავდა მამაკაცი გვერდით მჯდომს. — მარიამ?
მანქანა გზიდან გადააყენა. სწრაფად გადავიდა მანქანიდან. იქვე კარში მოთავსებული წყლის ბოთლიც აიღო და მარიამის კართან მივიდა.
— მარიამ რა გჭირს? — ღვედი შეუხსნა. თეძოებზე ხელი მოხვია და მისკენ შეატრიალა მთელი სხეულით. — მარიამ! — უკვე ყვირილზე გადავიდა. ვერიტანდა მარიამის ასეთ მდგომარეობაში ხილვას. სასწრაფოდ მოხსნა წყლის ბოთლს თავსახური და ხელზე დაისხა წყალი. სახეზე მონოტორულად უსვამდა ნამიან ხელს. — გამოფხიზლდი!
ცრემლები წასკდა ჩიქოვანს. ტირილი ქვითინში გადაეზარდა. დუდამ უყურა. საოცარი სანახავი იყო მტირალა მაროს ხილვა. სახე ასწითლებოდ და ტუჩები დასიებოდა. არუნდოდა გიგაურს აღიარება იმისა, რომ მარიამი ამ მდგომარეობაში უფრო ელამაზებოდა. ქალს დიდი ზომის სვიტრი და სპორტული შარვალი ეცვა. ხელები სვიტრის შიგნით შეუცურა და გულზე აიკრა. ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს. ხელში აიტაცა, მის ადგილას მოთავსდა და კალთაში მოათავსა ხელში ჩაკრული, მოქვითინე ქალი. დატალღულ თმაზე ეფერებოდა. ატმის სუნს ისრუტავდა, სახლის სუნს, რომელიც მისი სუნიც გამხდარიყო.
ჩაეძინა.
ფრთხილად მიაწვინა სავარძელზე, ღვედი შეუკრა სავარძელიც უკან გადაუწია კომფორტულად, რომ ეგრძნო თავი. უნდოდა მარიამისთვის კომფორტი შეექმნა. არ ახსოვდა არც ქეთა, არც მათი ბავშვი. არავინ. თავადაც არ იცოდა, როდის მერე გახდა ასეთი დამოკიდებული მარიამის მიმართ.
გახედავდა ხოლმე, მიძინებულს, ამოწმებდა რაიმე თუ აწუხებდა.
იქვე ზუზუნებდა დუდას ტელეფონიც. გამოტოვებული ზარები და შეტყობინებები ჰქონდა ქეთასგან და ერეკლესგან. ბოლოს ზუზუნით შეწუხებულმა ერეკლეს ზარს უპასუხა.
— დუდა, რასაკეთებ სადხართ? ქეთა ძაან ნერვიულობს. — თავი დამძიმებულად იგრძნო.
— რა დაემართა? ხომ კარგადაა?
— გული წაუვიდა. გაითიშა დუდა!
— მოვდივარ! — პასუხის გაცემა არაცადა ისე გაუთიშა ტელეფონი.
გაორება სჭირდა. ორ ქალს შორის იდგა და არიცოდა, რომელი აერჩია. იცოდა არაკაცივით, რომ იქცეოდა, თუმცა საკუთარ გრძნობებს ვერ აბიჯებდა და ეს სისუსტე სულიერად ღრნიდა. დილემის წინაშე იყო.
ბოლოს, გაიაზრა, როგორ გულისამრევად იქცეოდა. როგორ ტოვებდა თავის შვილსა და საყვარელ ქალს მარტო. მარიამსაც აღარ გახედა. ჩიქოვანების სახლის გზას გაუდგა.

888
საავადმყოფოს სუნს ვერასდროს იტანდა, თუმცა მსხვერპლი უნდა გაეღო, რაღაც უნდა მოეფიქრებინა დუდას ყურადღების მისაპყრობად. გაათამაშა მისი ცუდად გახდომა. იცოდა, განა არ იცოდა, თუ როგორი საშინელი ქალივით იქცეოდა. სხვას დასცინებდა მსგავს სიტუაციაში ყოფნისას. ახლა კი თვითონ იქცეოდა ასე. ბავშვით დააბა დუდა ქეთამ. შური ჭამდა. ვერაზროვნებდა. იმდენად გაბოროტებულიყო არავიზე ფიქრობდა საკუთარი თავის გარდა.
გადასხმას უკეთებდნენ. საშინლად ეზარებოდა ეს პროცედურა. მალევე დუდაც მივიდა. დაღლილი ჰქონდა თვალები. თმები აბურდვოდა. არ გამოიყურებოდა საუკეთესოდ, არც ქონდა იმის დრო, რომ თავი მოეწესრიგებინა.
— რა დაგემართა, ბავშვი როგორ არის? — იქვე ჩამოჯდა და, როგორც იცოდა, წარბშეკრული, უმზერდა ქეთას ცისფერებს.
— უკვე კარგად… — სახე დაუმშვიდდა ქეთას.
— ერეკლემ დამირეკა, ახლა სადაა? — ხმა დაბოხებოდა. ქალს მიუახლოვდა და შუბლზე ეამბორა.
— არვიცი, წესით აქ უნდა იყოს სადმე. — გაინაბა დუდას შეხებისას.
— კარგი დავურეკავ, თან ექიმსაც ვნახავ.
— არა, არ გინდა, ექიმმა უკვე მოგვცა დანიშნულება!— სახე წაეშალა ჩიქოვანების ქალს.
— კარგი როგორც გინდა… — ისევ შეახო თავისი ტუჩები ქეთას შუბლს და ერეკლეს მოსაძებნად გავიდა.

888

— ბებიკო, როგორ გვანერვიულე ნეტავ იცოდე. კიდევ კარგი ქმარმა გიპოვნა. — თავს ევლებოდა ერთადერთ შვიიშვილს ლელა.
— კარგი რა ბებო, მარტოობა მინდოდა — ამოიწუწუნა მარიამმა.
— ძალიან კარგი ბიჭია. იცის, როგორ უნდა მოიქცეს საზოგადოებაში… — ქათინაურებით ამკობდა სიძეს.
— ვეყრები. — ხმა გაუმკაცრდა მარიამს საბნის ქვეშ დაიმალა. ისევ სიცხე ქონოდა და ლელა თავს დატრიალებდა თავისი მედიკამენტებით და საფირმო ჩაით.
— მარიამ, რას ნიშნავს ეყრები?! — წამოიკივლა ქალმა.
— იმას, რომ აღარ მიყვარს და აღარ მინდა მასთან თანაცხოვრება! — მკაცრი ტონით დაუყვავა მამის დედას. — საერთოდაც, არც ეგეთი წმინდანია თქვენი სათაყვანებელი დუდა, როგორიც გგონიათ…
— კარგი რა ბებო, ოჯახს ნუ დაანგრევთ. — ტკბილი ხმით უთხრა, იქვე ფეხებთან ჩამოუჯდა და კიდურებზე მოფერება დაუწყო.
— ოჯახი არც არასდროს ვყოფილვართ. — თვალები აატრიალა ყველაფერზე შეგუებულმა ქალმა. თუმცა ბავშვი, თანაც ქეთასგან, უკვე ზედმეტი იყო.

— ხვალ სოფელში წავალ და შეგიძლია დინას დაურეკო? გააფრთხილე, რომ მივდივარ. — ბებიას ზურგი აქცია და თავი ბალიშებში ჩარგო.

დინა მისი მამიდა იყო. გიჟდებოდა მასზე. ქალაქის ხმაურით მობეზრებულმა, თავი ლეჩხუმი სიწყნარეს შეაფარა. უკვე წლებია რაც სოფელში გაიხიზნა. უყვარდა დინასთან ჩასვლა და სიწყნარეში ყოფნა. ქალი ადრე დაქვრივდა, შვილი არ ყავდა და ვერც გიორგის, გარდაცვლილი მეუღლის, დავიწყებას ბედავდა. გრძელი სახე ჰქონდა, გამხდარი იყო, მის სახეზე ნაოჭს ვერ შეამჩნევდით. გაჭაღარავებულ თმაზე ყოველთვის ჰქონდა თავშალი შემოხვეული. შავებში შემოსილი ქალი, უცხოებს აფრთხობდა. მის თვალებში მხოლოდ ტკივილს თუ ამოიკითხავდით. უყვარდა მარიამი, ან როგორ შეეძლო არ ყვარებოდა ძმის შვილი.

888

დილით უკვე მოეგვარებინა ადვოკატთან საქმე. მხოლოდ დუდას ხელმოწერა სჭირდებოდა და თავისუფალი ქალი ერქმეოდა. გაქცევა უნდოდა. ტკიოდა შიგნეულობა, ეწვოდა სხეული. სულიერი ტკივილი ფიზიკურ ტკივილს აღემატება. აღარ იქნებოდა ქალი, რომელიც საყრდენი იქნებოდა კაცის.
დინასთან მიდიოდა. აბედნიერებდა ის ფაქტი, რომ მთაში, სოფლად მიდიოდა, თუმცა წვას გულის არეში ვერც ცივი წყლით და ვერც მუსიკების მოსმენით უშველა.
გვიანი იყო, რომ ჩავიდა. სიგრილე იყო, რაც ზაფხულში ცოტა გასაკვირიც კი გახლდათ. სუნთქავდა მცენარეების სუნით გაჯერებულ ჰაერს და ცოტა შვებას გრძნობდა.
ეუცხოვა გარემო, ალაგ-ალაგ ახალი სახლები აეშენებინათ. მუხის ხის ძირში თინეიჯერებს მოეყარათ თავი და რაღაცას თამაშობდნენ, თან მზესუმზირასაც აკნატუნებდნენ. გაეღიმა მარიამს, უყვარდა მსგავსი გარემო. იქვე ბავშვების ხმაურიც ისმსოდა, რომლებსაც სათამაშო ვერ გაეყოთ. მისი სახლის წინ არსებულ უბნის ფანჩატურში კი მოხუცებს მოეყარათ თავი და დომინოს თამაშობდნენ. ესიამოვნა მარიამს ასეთ გარემოებაში ყოფნა. ნელა დაიძრა ჭიშკრისკენ. ჭიშკარში ბობო შემოეგება კუდის თამაშინ.
— ბობო! როგორ ხარ ლამაზო? — დაიჩოქა ქართული ნაგაზის წინ და მოფერება დაუწყო. — იცი როგორ მომენატრე?
— მარიამ ჩამოხვედი უკვე? — კარიდან ქოთქოთით გამოვარდა დინა, ფქვილიან ხელებს წინსაფარზე იწმენნდა. — შემოდი, ხაჭაპურები დაგიცხე, დაღლილიც იქნები!
— მამიდა, როგორ მომენატრე! — გულზე აიკრა გაფქვილული ქალი. — ძალიან მშია! ლულუ სადაა? მომენატრა ეგ კაპარჩხალა.. — უცებ მოიკითხა თავისი კატა და სახლს თვალი მოავლო.
— სადღაც იქნება ჩაძინებული. არიცი რა ზარმაცია? — მხრები აიჩეჩა ქალმა და სუფრის გაწყობა დაიწყო. — ნახე ალადიკებიც გამოგიცხვე! — სუფრაზე მიუთითა ქალმა. მარიამმა მოათვალიერა მაგიდა და ორი თეფშის ნაცვლად ექვსს, რომ მოკრა თვალი გაიკვირვა.
— სტუმრებს ველოდებით?
— გვერდით, რომ ახალი სახლი ააშენეს თუ შენიშნე, ძაან კარგი ოჯახია და დავპატიჟე. დასასვენებლად არიან ჩამოსულები, თბილისში ცხოვრობენ, ისე ქუთაისიდან არიან. — უცებ გააცნო ახალი მეზობლები დინამ. უყვარდა ეს ქალი. ცუდს არავისზე არ იტყოდა. ამაგსაც არავის უკარგავდა. — ისეთი კარგი შვილები ყავს, რომ იცოდე… კოსტა და შოთიკო. ისინი მეხმარებიან რაღაცების გაკეთებაში. აბა მე კი დავბერდი და… — ბოლო სიტყვები ხმის კანკალით თქვა.
— კარგი რა დინა, რა ბერდები, ჩემზე კარგადაც კი გამოიყურები! — მიეხუტა მამიდას.
— ოხ შე აფერისტო! — მაგიდის ტილო აუქნია ძმის შვილს და ისევ სამზარეულოში გავიდა რამე ხომ არ მავიწყდებაო.

888

ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა დუდა. ხელში საბუთები მოექცია და ბოლთას ცემდა. რა უნდა ექნა? ასე უბრალოდ გაყროდა ცოლს? ქეთა საბუთების არსებობის შემდეგ ღიმილს ვერ იკავებდა. ბედნიერი იყო, როგორც იქნა მოიშორა მარიამი და საყვალის სტატუსიც აღარ ექნებოდა. ვერაფერს გრძნობდა გამარჯვების გარდა, ვერც იმას ხედავდა, რომ მის გარშემო ხალხს ანადგურებდა. ეგოისტი იყო ქეთა ლომიძე.
— არ აქვს უფლება ასე მომექცეს! — დაბოხებული ხმით ელაპარაკებოდა თავის თავს გიგაური. — მას ვუყვარვარ, ასე ვერ მიმატოვებს! — იღრინებოდა მამაკაცი.
— არგიყვარს, ამიტომ წასვლის საშუალება მიეცი. ქეთაც ცოდვაა, არ გებრალება აი მოვიდა კიდეც, ნუ აანერვიულებ! — სავარძელში მყოფმა ერეკლემ თვალი გააყოლა მოსიარულე მამაკაცას და მინის კარში მიეგება მეგობარს.
— დუდაა, მოაწერე ხომ უკვე ხელი? — ფრენით შემოვიდა ლომიძე მისაღებში, ერეკლეს მიესალმა თავის დაკვრით და დუდასკენ გაიწია ჩასახუტებლად. ხელი აუქნია გიგაურმა.
— ახლა არა ძალიან გთხოვ. — მობეზრებულმა აათვალიერა ქალი და კაბინეტში შეიკეტა.
— რა დაემართა? — სიბრაზისგან სახე აწითლებულმა კითხა გვერდით მდგომ მეგობარს.
— არვიცი ქეთა არვიცი, ვეღარ ვცნობ. — ერეკლემაც კაბინეტის კარს შეხედა.

888

უცდიდნენ მეზობლებს, სანამ გადმოვიდოდნენ მანამ ორი ნაჭერი ხაჭაპური მოპარა მამიდას. თავს უფრო მსუბუქად გრძნობდა, პატარა ბავშვივით აჟიტირებული იყო.
— მოვიდნენ მემგონი — ჭიშკრის გაღების ხმაზე მიუბრუნდა მამიდას, თან ლულუს ეფერებოდა, რომელიც სიამოვნებისგან ხმებს გამოცემდა.
— ეკა, მობრძანდით! — კარში შეეგება მასპინძელი სტუმრებს. — მოდი შოთიკო, ტაისია როგორ ხარ პატარავ, მამიკო არ წამოგყვა? — კარს უკან თვალებით ეძებდა ტაისიას მამას.
— არა დინა, რაღაც ონლაინ შეხვედრა აქვს და გადმოვა მალე. — ცნობისმოყვარეობა დაუკმაყოფილა სტუმარმა მასპინძელს.
— ჰო, მართლა, გაიცანით ჩემი ძმის შვილი, მარიამი. ესენი კი ჩვენი მეზობლები არიან; ეკა, შოთიკო და ტაისია. — გულში ჩაიკრა სამი წლის ბავშვი დინამ და მაგიდისკენ გაუძღვა სხვებს.
— დინა, არიყო ასე შეწუხება საჭირო — გაბადრული სახით ალაპარაკდა შოთა. — მარიამ, ძალიან გაგიმართლა, რომ ასეთი მამიდა გყავს. გუშინ კუბდარი მოგვიკითხა, საოცრება იყო. — შოთა თან ლაპარაკობდა თან შეექცეოდა ქართულ სამზარეულოს.
— ნამდვილად, კარგი ხელი აქვს. — გაუცინა ბიჭს.
ეკა და დინა ბაასობდნენ ყველაფერზე, მეზობლებზე, კლიმატის ცვლილებაზე, სამსახურზე, სოფელზე… შოთას კომენტარებზე კი სიცილს ვერიკავებდა. პარალელურად ტაისიას ეთამაშებოდა. ლამაზი ბავშვი იყო. შავგრემანი, მწვანე თვალებით.
უკვე დაშლას აპირებდნენ, კარში მაღალმა სილუეტმა, რომ შემოაბიჯა. შავები ემოსა, თვალებში სიცივის გარდა სხვა ვერაფერს ამოიკითხავდით. დამწუხრებული სახე და მიმიკური ნაოჭები ქონოდა კაცს.
— მაა! — აღტაცებული გაიქცა ბავშვი კარისკენ. კაცმაც გულში ჩაიკრა პატარა არსება, მის მკლავებში ბავშვი პატარა კნუტს გავდა.
— კოსტაც მოვიდა… — შოთა გაიბადრა. ცანცარა ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა; ქალური ნაკვთები ქონდა, ლამაზი იყო. ხასიათებითაც, არგაუჭირდებოდა მარიამს მასთან დამეგობრება.
თავის დაკვრით მიესალმა სახლში მყოფებს კონსტანტინე აბესაძე.
— მოდი კოსტა, მიირთვი. — უცებ ფეხზე წამოხტა ქალი და სუფრის შევსება დაიწყო.
ნელი, დინჯი ნაბიჯებით დაიწყო სვლა მაგიდისკენ მამაკაცმა. ხელში ქალიშვილი აეტაცებინა. ცისფერი თვალებიდან სიცივეს ასხივებდა.
— დინა, ძალიან მოხარჯულხართ, არიყო ამდენი რაღაცის გაკეთება საჭირო. — თვალი გადავსებულ სუფრას მოავლო.
— არა შვილო რას ამბობ. მართლა გაიცანი, ჩემი ძმის შვილი მარიამი.
— სასიამოვნოა. — ხმის კანკალით ამოთქვა სიტყვა. ძაბავდა ეს მამაკაცი, გრძნობდა სიცივეს, ტკივილს.
— ჩემთვისაც. — კაცს არც კი შეუხედავს ქალისთვის ისე დაუბრუნა პასუხი და პატარა ქალბატონი უფრო მჭიდროდ მიიკრა გულმკერდზე.
— ხომ არ ჭირვეულობდა? — კითხა ეკას.
— არა, ძალიან გაერთო, მარიამს არ მოშორებია. — ნასიამოვნები ხმით დაუბრუნა პასუხი ვაჟს. კოსტამ მარიამს მტრული მზერით შეხედა. არესიამოვნა უცხო ქალისა და ქალიშვილის ურთიერთობა.
ტელეფონი აზუზუნდა.
დუდა.
— მაპატიეთ, დაგტოვებთ ორი წუთით. — გარეთ გავიდა და აკანკალებული ხელით უპასუხა ზარს.
— გისმენ. — ხმაგატეხილმა ამოთქვა სიტყვა.
— მარიამ ვერ გაგეყრები! — ღრენით უპასუხა დუდამ.
— რას ნიშნავს ვერ გავეყრებით? მოკიდე ქეთის ხელი და როგორც შეეფერება ისეთი სტატუსი მიაკერე! შვილი გინდა გყავდეს? ქეთისაც გინდა დაუნგრიო ყველაფერი, აღარ დაიღალე? — აფეთქდა ჩიქოვანების ქალი. დუდა კი გაიყინა. მართალს ეუბნებოდა მარიამი. მარიამმა, ქალმა, გადადგა ის ნაბიჯი, რაც წესით მას უნდა გაეკეთებინა თავის დროზე. მამაკაცივით უნდა მოქცეულიყო და არა ლაჩარივით.
— მშვიდობაა? — ზურგს უკან მოესმა ცივი, ბოხი ბორიტონი. კონსტანტინე სიგარეტის მოსაწევად გამოსულიყო გარეთ.
— ხვალ ველოდები ხელ მოწერილ საბუთებს! — ტელეფონი გაუთიშა ქმარს და კოსტანტინეს მიუბრუნდა.
— იმედია ყველაფერი კარგად იქნება… — ორაზროვნად ჩაილაპარაკა, უფრო თავისი თავისთვის და სახლში შეაბიჯა.


**************
მაპატიეთ ასე, რომ დავაგვიანე... თავს შეუძლოდ ვგრძნობდი ეს პერიოდი და ფიზიკურად ვერ მოვახერხე ახალი თავის დადება.

გამიზიარეთ შთაბეჭდილებები <3 ველი კრიტიკასა და რჩევებს.



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მინდა მოინელოს გიგაური და შეატოვოს ქეთას. ბოლოს კი კიხვდეს რომ მარიამი უყვარს...
ისე შემძყლდა ქეთაც ხა დუდაც.
აი კოსტა კი სქინტწრეაოა ვიღაცა ჩანს. მალე დადე ხოლმე
2_3 დღეში ერთხელ , თორემ არ იქნება ბევრი მკითხველი. აღარ კითხულობენ თავებად დადებულა ბწვეი.
საინტწრეაოდ წერ და გელოდწბი...
თავები გაზარდე????????

 


№2  offline წევრი venuslover

სტუმარი მარი
ძალიან მინდა მოინელოს გიგაური და შეატოვოს ქეთას. ბოლოს კი კიხვდეს რომ მარიამი უყვარს...
ისე შემძყლდა ქეთაც ხა დუდაც.
აი კოსტა კი სქინტწრეაოა ვიღაცა ჩანს. მალე დადე ხოლმე
2_3 დღეში ერთხელ , თორემ არ იქნება ბევრი მკითხველი. აღარ კითხულობენ თავებად დადებულა ბწვეი.
საინტწრეაოდ წერ და გელოდწბი...
თავები გაზარდე????????

ვეცადე გამეზარდა, თუმცა დიდად არეტყობა ხო? ????

 


№3 სტუმარი სტუმარი მირანდა

როგორ ველოდი და გამახარეთ რო დამხვდა. წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ქეთა ვიცოდი რომ თვალთმაქცობა როგორი გაუსაძლისი საქციელი აქვთ ბოლოს ამ წყვილს ზუსტად შესაფერისები არიან ქეთი და დუდა ????????????როგორ შეუძლიათ ასეთი თვალთმაქცობა ადამიანს...მარიამი ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

როდის დადებ ახალ თავს?აღარ დააგვიანო, როგორ ველოდებოდი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე . იმედია დუდა მოვა აზეზე და გაახელს თვალს .

 


№6 სტუმარი სტუმარი მარინა

ქეთა ლომიძე ეგოისტი,თვალთმაქცია.მარიამი ჭკვიანია,საუკეთესოს იმსახურებს. დუდას არ უნდა მარიამთან გაყრა.საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.წარმატებებს გისურვებ.

 


№7 სტუმარი ნანამია

არ ვიცი როგორ განავითარებს ისტორიას ავტორი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ღალატის პატიება შეუძლებელია... ბევრი რამ შეიძლება აპატიო ადამიანს მაგრამ ღალატი არა... მითუმეტეს ორმაგი ღალატი...არც ქეთის და დუდას ეგოიზმი და ფულის სიყვარულია მარტივად ასატანი... საზიზღრობაა როცა ასე გიყენებენ.. მაგრამ როგორც წესი ბევრ განსაცდელს ბედნიერება , სიხარული და სიყვარული ცვლის , იმედი მაქვს მარიამიც იპოვის თავის სიყვარულს,(მაპატიეთ, მაგრამ როცა ასეთ დამვირებას იტან მამაკაცისგან სიყვარული არ მგონია...,) ველოდები ისტორიის გაგრძელებას... მადლობა... იქნებ მალე მალე დადოთ რა...

 


№8 სტუმარი სტუმარი ხათუნა

ყველაფრის პატიება შეიძლება თუკი სინანული აქვს ჩამდენს,გულწრფელი სინანული. დუდა ლაჩარია,სუსტი კაცია, ქეთა უყვარდა და მარიამი მოიყვანა - რისი გულისთვისაც მოიყვანა- გასაგებია. ქეთა ამაზრზენი არსებაა. საკმაოდ დიდი ხნის ვარ და ცხოვრებისეული გამოცდილებით ვიცი- ქეთასნაირები ძალიან ცუდად ამთავრებენ!!! დროებით შეიძლება იყოს ბედნიერი, მაგრამ სამყარო საშინლად უხდის ასეთ მოღალატე და ყველაფრისმკადრებელ ქალებს. ერთმანეთის ღირსნი არიან ლაჩარი და სუსტი დუდა და იუდა ქეთი ლომიძე. მარიამი ღირსეული პიროვნება ჩანს,თუმცა მსხვერპლია იმ ორის და ცოდოა ამ ტკივილისთვის. ვნახოთ როგორ განვითარდება მოქმედება, ველი შემდეგ თავს

 


№9 სტუმარი სტუმარი ქეთი

ახალი თავი მალე დადეთ მაინტერესებს როგორ განავითარებთ ისტორიის გაგრძელებას????

 


№10 სტუმარი ნია

კარგია მინდა დუდას სიგიჟემდე შეუყვარდეს მარიამი და მარიამმა დიდ წარმატებებს მიაღწიოს დედას უნდა ჩამოერთვას ყველაფერი რაც მისით შეიძინა ძირს დაანარცხოს სიყვარულიც სანატრელი გაუხადოს ქეთი და თუნდაც არ მგონია ერთად დარჩნენ არც ფეხმძიმედ არ არის ექიმთან სალაპარაკოდ არ გაუშვა დუდა იმსახურებენ დიდ სინანულს ასე რომ ატკინეს ამ გოგოს

 


№11 სტუმარი სტუმარი ქეთი

სამწუხაროა რომ არ დებთ ახალ თავებს

 


№12 სტუმარი სტუმარი მირანდა

სალამი როდის დადებთ ახალ თავს ველოდები მოუთმენლად

 


№13 სტუმარი გიული

სალამიი,როდის გააგრძელებთ?

 


№14 სტუმარი გიული

კარგით რაა,თუ დაიწყეთ გააგრძელეთ,გელოდებით დიდი სიყვარულით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent