შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო (სულ)


22-03-2024, 00:24
ავტორი ვე რა
ნანახია 4 499

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო
1

ჩვენს პატარა ქალაქში, სადაც ყველა ყველას სახეზე იცნობდა და შეხვედრისას ესალმებოდა, ყველა, როგორც ერთი თანხმდებოდა, რომ ჩემი ქმარი იდეალური მეოჯახე იყო და ოჯახიც ამისდა შესაფერისად თითით საჩვენებელი ჰქონდა. კი ნამდვილად, ასეც იყო, ბედის საწუწუნო არაფერი მეთქმოდა. ჩემი ოჯახი ნამდვილად საამაყო იყო ჩემთვის. ამას პლიუს ჩემი ქმრის იდეალური გარეგნობა, თეთრი კანი, ლურჯი გამჭოლი თვალები, შავი ხვეული თმა, ნატიფი გრძელი თითები, რაც ასე უცნაური იყო ხის გაწაფული ხელოსნისგან, ეს სრულებით კმაროდა, რომ მის მოცუცქნულ მშობლიურ ქალაქში ის ყველა მანდილოსანს ყვარებოდა, ჩემთვის კი ნაწილს შურის თვალით, ნაწილს კი ამრეზით ეცქირა, როგორც მისთვის ერთობ შეუფერებელი პარტნიორისთვის. თუმცა არც კი ვიცი, რატომ მიმიჩნევდნენ მისთვის არასაკმარისად, ეს ალბათ იმიტომ, რომ ანდრია იყო უნაკლო და იდეალური.
მე რაც შემეხება, ზუსტადაც რომ ვამაყობდი ჩემი საოცარი ქმრით და ერთგვარ მადლიერებასაც კი ვგრძნობდი მის მიმართ, იმ ყველაფრისთვის, რაც მისი წყალობით მქონდა.
თუმცა ეს აღტაცებული განწყობა მანამ მქონდა, სანამ ერთ ჩვეულებრივ, ერთფეროვან საღამოს ფარეხის მიღმა ტყიდან მონაქროლმა ნიავმა უცნაური ყრუ ჩურჩული არ მოიტანა ჩემამდე.
მაშ ასე მეგობრებო, ყურადღებით მომისმინეთ, ახლა რასაც გიამბობთ, ესეც მორიგ გამონაგონ ამბად არ მიიჩნიოთ და გაიხსენეთ, რომ მონსტრები სწორედ ჩვენს გვერდით მშვიდად დააბიჯებენ და მანამდე ახერხებენ თავიანთი ორმაგი ცხოვრებით ტკბობას, სანამ მათ მშვენიერ ნიღბებს ერთი პატარა დაუფიქრებელი შეცდომა არ გაბზარავს და ამ პატარა ნაპრალიდან მათი თვალების ბოროტი ცეცხლოვანი ნაპერწკალი არ გამოკრთება.

_ ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!_ ჩემი რვა წლის გოგონა, მაკო, მეგობრებთან ერთად თამაშობს უკანა ეზოში. მე კი ეზოზე გამავალ ფანჯარასთან დარეცხილ ჭურჭელს მშვიდად ვამშრალებ, ყვავილებით მოხატული ჩაის ტილოთი. თან ცალი თვალი ბავშვებისკენ მაქვს.
კარგად ვხედავ ფარეხის უკან ჩამალულ გიუშას და ონოს. მეღიმება, ისეთი გაფაციცებული სახეები აქვთ, თითქოს მართლაც მტერს ემალებოდნენ და მათი სიცოცხლე მათ პოვნა _არ პოვნაზე იყოს დამოკიდებული.

_ ერთი...ოთხი.. შვიდი..ათი!_ ითვლის ნელა და ხმამაღლა მაკო, კაკლის ხესთან სახით მდგარი._ ვინც დამალული არ არის, ჩემი ბრალი არ არის!
ამთავრებს თვლას და სახეზე აფარებულ თითებს იშორებს.
საათს ვუყურებ, შვიდია. სადაცაა ანდრია მოვა. მიუხედავად რთული სამუშაოსი ის იშვიათად მოდის სახლში დაღლილი. ალბათ წელიწადში ერთხელ თუ ხდება მსგავსი რამ.
სადღაც ახალი წლის მოახლოებასთან ერთად თითქოს მისი ენერგიაც ერთბაშად იკლებს. ინერტული ხდება, ამ დროს ხშირად ზის უკანა ვერანდაზე და ჩამქრალი თვალებით გასცქერის ფარეხს მიღმა გადაჭიმულ უსიერ ტყეებს. ამ დროს არ ვიცი რით ვანუგეშო და დავამშვიდო ჩემი ქმარი. ვერც იმას ვიგებ ხოლმე, რატომ იწყენს ასე უმიზეზოდ ყოველი დეკემბრის მიწურულს. ვკითხე კიდეც თან არაერთხელ, მაგრამ მას ამაზე საუბარს დუმილი ურჩევნია. რას ვიზამთ, ალბათ ასეც უნდა იყოს, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენი პარტნიორის პირად სივრცს. შემდეგ ყველაფერი იმით სრულდება, რომ მთელი ოჯახი სადმე კურორტზე მივდივართ და ახალი ენერგიით ვივსებით. და ეს ოჯახური რიტუალი მე ძალიან მეძვირფასება.
ფიქრებიდან ისევ ბავშვების ხმა მაფხიზლებს. აწითლებულ ცხვირებზე ემჩნევათ, რომ ყინვა ძლიერდება. ამ ღამესაც ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. და მთელი კვირა ყინვებია გამოცხადებული. უსიამოდ ვაქნევ თავს. უკვე ერთი სული მაქვს როდის წავალთ ჩვეულ "ცხელ" მოგზაურობაში. ნეტავ წელს საით მივყავართ ჩემს ბიჭს? თუმცა, კაცმა რომ თქვას, ეს სულ ერთია, მთავარია რომ ოჯახი ერთად ვიქნებით. ფანჯარას ვხსნი და ბავშვებს სახლისკენ მოვიხმობ.

_ მაკოო, სახლში შემოდით დე, ცივა უკვე!_ პატარა სახეებს უკმაყოფილოდ იჭმუხნიან. მეცინება. თუმცა ვიცი როგორც შემოვიტყუო ეს სამი ონავარი._აბა არავის უნდა ცხელი კაკაო და ვანილის ბისკვიტი ?
ბავშვებს სახე უნათდებათ. ონო სწრაფად მოძვრება ფარეხის აჭედილი ფანჯრიდან. ისევ აინტერესებს, რას უმალავენ დაკეტილ კარს მიღმა. თუმცა ამ ექვსი წლის უკან, როცა მაკო შემთხვევით ფარეხში გაჭრილ მანქანის სარემონტო ორმოში ჩავარდა გამწარებულმა და შეშინებულმა ანდრიამ, იმ ორმოსაც გაუკეთა ბოქლომიანი თავსახური და ფარეხიც ბავშვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე სრულიად შეუღწევადი გახადა. თუმცა რასაც გიკრძალავენ ხომ ზუსტად ის გაინტერესებს? სწორედ ასე იყო ეს ინტერესიანი ონოც. გამუდმებით ცდილობდა ჩვენს ფარეხში გადამალული საიდუმლოს პოვნას და მის ჯიუტ მცდელობებზე ანდრია გულიანად იცინოდა ხოლმე. ბავშვებს ტელევიზორში მულტფილმი ჩავურთე და ნუგბარი ჩამოვურიგე. ეს სამნი ლამის დაბადებიდან ერთად იზრდებოდნენ. რაც თავი მახსოვს მეგობრობდნენ. ონო და გიუშა მაკოს ერთგული მცველები და თავგადაკლული მესაიდუმლეები იყვნენ ბაღშიც, სკოლაშიც ერთად დადიოდნენ და სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ოჯახებით დავახლოვდით. თვეში ერთხელ მაინც, რომელიმეს ეზოში ვიკრიბებოდით და გულიანად ვმხიარულობდით ხოლმე.
დაახლოებით ცხრა საათისთვის ლევანმა, ონოს მამამ, მოაკითხა ბავშვებს.

_ ნათია როგორ ხარ? სადა შენი ქმარი? რა ხანია არ შემხმიანებია!_ მკითხა მხიარულად.

_ თქვენი რა ხანია ვიცი მე რაცაა! მხოლოდ ოთხი დღეა რაც ლუდი არ დაგილევიათ! ლამისაა თქვენზე დავიწყო უკვე ეჭვიანობა! მოვა აწი, ომარ ფანჯიკიძის სახლში მუშაობს ახლა. შიდა კიბეს ამონტაჟებენ. ჩუქურთმიანი ხის მოაჯირით. რაღაც პომპეზური რამე გამოდისო ანდრიამ. _ ვუპასუხე ლევანს მხიარულად.

_ ჰოო, ომარის ყურამდეც მივიდა არა ანდრიას ოქროს ხელების ამბავი?_ მართლა გულით ამბობდა. უხაროდა მეგობრის წარმატება. ომარი ჩვენი რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. ერთობ პატივსაცემი კაცი.

_ კარგი ნათია, წავიყვან აწი ბავშვებს. დაგღალეს ალბათ! თან თორმეტისკენ მელსას მინდა გავუარო ცენტრში, მესიჯი მომწერა, მე თავად მოვალო. დამოუკიდებლობა უნდა, არადა არ მინდა მარტომ იაროს, სავსეა მანიაკებით ქვეყანა._ დამემშვიდობა ლევანი. ბიჭებს ღვედის გაკეთება შეახსენა. ხელი დამიქნია და მანქანაში ჩაჯდა. სულ მეზედმეტებოდა მისი გადამტებული მზრუნველობა და შიში უფროსი ქალიშვილის მიმართ. მელისა 23 წლის მოხდენლი, პირმცინარი და თვალმისავალი გოგონა იყო. კარგად სწავლობდა და დამოუკიდებლობას ცდილობდა, ქალაქის ცენტრში დრაივზე მუშაობდა. დილით კოლეჯში იყო და სწავლას ღამის ცვლას უხამებდა. ერთი სიტყვით ამ გოგონათი აღტაცებული ვიყავი. ანდრიას სულ ვეუბნებოდი, რომ ეს გოგო ამ შემართებით ცხოვრებაში რაღაცას აუცილებლად მიაღწევდა. ნეტავ თავის დროზე მეც მქონოდა ეს შემართება და სიჯიუტე. ამოვიოხრე და სახლში შევბრუნდი. საათს გავხედე. ანდრია როგორც წინა საღამოს, ახლაც იგვიანებდა, საერთოდ ჩემს პედანტ და ზედმეტად პუნქტუალურ ქმარს არ სჩვეოდა ხოლმე უმიზეზო დაგვიანებები. ავღე მობილური და დავურეკე. ტელეფონი გამორთული ჰქონდა. გამიკვირდა, მაგრამ არ შევშფოთებულვარ. ჯერ ათიც არ იყო. მაკო მოვაწესრიგე და ლოგინში ჩავაწვინე. ძილის წინ ცოტა ხანს დედაშვილურად ვიჭორავეთ. შემდეგ მთხოვა, გრძელი თმა ისე დამეწნა, როგორც ამას მამამისი აკეთებდა, ორ ნაწნავად ჩამოვუწანი და საბანი ამოვუგე.
_ თუ გცივა, ადიელას დაგიმატებ დე!_ ვუთხარი და სანათს ჩავიწიე.

_ არა, არ მინდა, კარგად ვარ, ღამე მშვიდობისა დედიკო!_ დამემშვიდობა მაკო და თვალები დახუჭა. ალბათ ყველას გამოგიცდიათ მსგავსი სიმშვიდის მომენტი, როცა მძინარე შვილს უყურებთ. ეს უცნაური მომთენთავი ბედნიერების შეგრძნებაა. ფიქრებში გართულს შემოსასვლელი კარის ხმა მომესმა. აშკარა იყო ჩამი ქმარი შინ დაბრუნდა. ბავშვის ოთახის კარი გამოვხურე და კიბეები ფრთხილად ჩავიარე.
ანდრია სამზარეულოს ნიჟარასთან იდგა და ხელებს იბანდა.

_ დააგვიანე ანდრია, მშვიდობაა?_ ვკითხე და ზურგიდან მოვეხვიე. ხელებით მის ფართე მხრებს მოვეფერე. შემდეგ კი ორივე ხელის თითები მის მკერდზე გადავხლართე ერთმანეთში.

_ მაკოს სძინავს?_ ისეთი ხმით მკითხა, მუხლებში ჟრუანტელმა დამიარა. ვიცოდი ამ კითხვას რაც მოსდევდა ხოლმე.

_ არ გშია?_ ვკითხე, თითქოს ვალდებულების მოხდის მიზნით.

_ კიი, მაგრამ საჭმელი არა!_ შემობრუნდა და სველი ხელებით თმა გადამიწია სახიდან._ წამოდი ჩემთან!
მიყვარდა მისი დომინანტობა, როცა საქმე სიყვარულზე მიდგებოდა. ლამაზი ლურჯი თვალები ხარბი სურვილით ენთო.
სააბაზანოში შევედით. ანდრიამ ცხელი წყალი ჩართო და აბაზანაში სურნელოვანი სითხე ჩაასხა.
_ ახლა შენი მოფერება თუ დამეხმარება დაღლილობის მოხსნაში!_მითხრა ჩურჩულით და სქელი ნაქსოვი სვიტრი სწრაფი მოძრაობით მომაშორა ტანიდან. თავისი ლამაზი თითებით თმა გამიშალა. მახსოვს უცნაური სპირტის სუნი მეცა, მწარე და უსიამო. თუმცა თვალებში რომ შევხედე, წამით გამიკვირდა კიდეც. ნასვამი არ იყო. ალბათ ვიფიქრე, რომ უბრალოდ მომეჩვენა. ან იქნებ ფიქრის თავიც აღარ მქონდა იმ წამს. გავუღიმე და პირსაბანს მივეყრდენი. ანდრიამ ნელა გაიხადა, ხელში ამიყვანა და ჩემთან ერთად ჩააბიჯა ცხელი წყლით სავსე აბაზანაში. ნეტარებისგან თვალები დავხუჭე...

_ ამ ორი დღის უკან ბილეთები ვიყიდე გითხარი? ზეგ მივფრინავთ!_ მის მკერდზე დაყრდნობილი წამოვიწიე.

_ ზეეგ?
_ კი, რა იყო? მომზადებას ვერ მოასწრებ? ახალ წლამდე კვირა ნახევარია დარჩენილი. ჩვენ ორი კვირით წავალთ._ მხრები აიჩეჩა მან და ისე მიპასუხა, რომ თვალი არ გაუხელია. ყელზე გამომწვევად უფეთქავდა საძილე არტერია. ტუჩები შევახე. მისი სურნელი ჩავისუნთქე. ცხრა წელი სრულდებოდა მის გვერდით ვცხოვრობდი და მაინც არასდროს მყოფნიდა და მბეზრდებოდა ეს კაცი. ხელი ნელა ჩააცურა ჩემს წელზე.

_ არ მკითხავ, სად მივდივართ?_ ჩაეღიმა სიამოვნებით.
_ სად?
_ იმ შენი სანატერლი პირამიდების სანახავად!_ ეს რომ მითხრა, სიხარულით შევკივლე. პირამიდები?! ეს ხომ ჩემი ოცნება იყო.

_ ხოდა მგონი ჯილდოს ვიმსახურებ, არა?_ შემომანათა თავისი სასწაული თავალები და ორივე ხელი მომხვია.

_ არ ვიცი, რა სიკეთე გავაკეთე ასეთი წინა ცხოვრებაში, ახლა შენ რომ დაგიმსახურე!_ ვუთხარი სიხარულით აჟიტირებულმა და ტუჩებზე დავეწაფე.

ის ორი დღე, სახლიდან არსად წასულა. მე გასამგზავრებლად ვემზადებოდი და ასე მეგონა, ჩემზე ბედნიერი ქალი არ დადიოდა დედამიწაზე.
ანდრია კი თავისი საბარგულიანი მანქანის გარემონტებით იყო დაკავებული, რომელსაც სამუშაოსთვის იყენებდა მასალის და ხელსაწყოების გადასატანად. სწორედ იმ საღამოს, როცა დააგვიანა, რაღაც ნაწილი გაუფუჭდა და ცდილობდა თავისი ხელით მოეწესრიგებინა. უყვარდა მსგავსი ჩხირკედელაობა და კარგადაც გამოსდიოდა. ლამის დილიდან საღამომდე ფარეხში იყო ჩაკეტილი. მე და მაკო კი საყიდლებზე დავრბოდით, ხან რაზე და ხან რაზე.

_ მამას არაფრის ყიდვა არ უნდა?_ მეკითხებოდა გაოცებული ბავშვი.

_ აი დე, მაგაშია ზუსტად კაცობის მთელი ხიბლი. ორი შორტი, ორი მაისური, ბოტასი და კაცი მზადაა სამოგზაუროდ!_ ვიცინოდი მე და ერთი სული მქონდა იმ მომაბეზრებელ ზამთარს როდის დავაღწევდი თავს.

თუმცა მთელ ჩემს სიხარულს ერთი მოულოდნელი ამბავი ჩრდილივით დააწვა. მელისამ, ლევანის ქალიშვილიმა, სრულიად მოულოდნელად ჩვენი პატარა ქალაქი აუხსნელად მიატოვა. მშობლებს მესიჯით შეატყობინა, რომ დედაქალაქში გადადიოდა საცხოვრებლად. მათ ზარებს არ პასუხობდა და რაც ყველაზე უცნაური იყო, საქმროც ასე ყველაფრის აუხსნელად დატოვა. ლევანი და მისი მეუღლე მაია, ვერაფრით ხსნიდნენ შვილის ამ უცნაურ საქციელს.

_ დრო მიეცით!_ ამშვიდებდა შეწუხებულ მშობლებს ანდრია. _ მელისა არაა უპასუხისმგებლო ბავშვი. ალბათ აზრების მწყობრში მოყვანა უნდა, ცოტა ხნით მარტო ყოფნა. დამშვიდდება, დალაგდება და დაბრუნდება. რა იყო ახალგაზრდები არ ყოფილხართ? გაქცევა არასდროს გდომენიათ?
_ რისგან გაქცევა?_ გაუკვირდა ლევანს. _ მელისას რა აქვს გასაქცევი?

_ ასეა ძმაო!_ რომაც, გიუშას მამაც, მხარს უბამდა ჩემს ქმარს._ მელისა ჭკვიანი გოგოა! მე და ლიკო ვსაუბრობდით გუშინ და ჩვენც ასე ვფიქრობთ. ისე ლუკასთან კამათი ან გაუგებრობა ხომ არ მოსვლია?

_ არ ვიცით არაფერი, ლუკაც ჩვენსავით გაოგნებულია! არადა სახლის გირაობას აპირებდნენ, ხელის მოწერის მერე. ხოო, და ლუკა რომ გაძარცვს ეს იცით? მანქანიდან ამოაცალეს საფულე. ბავშვები ერთად აკეთებდნენ დანაზოგს, ვიღაცამ მისი საბანკო ბარათები სულ დააცარიელა. ლუკამ პოლიცია ჩარია, მაგრამ ჯერ არაფერია!._ ხასიათს ვერ იკეთებდა მაია._ ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ ჩვენც პოლიციაში უნდა განვაცხადოთ! ცუდი წინათგრძნობა მაქვს!

_ და რომ განაცხადო, რას იტყვი? სრულწლოვანმა გოგომ მარტო ცხოვრება გადაწყვიტაო?_ თავი გადააქნია ანდრიამ._ დააცადეთ ერთი ორი დღე და თუ არაფერი შეიცვალა, მერე ვიფიქროთ პოლიციაზე!

ვფიქრობდი და ვერაფრით ვიგებდი, რა უნდა მომხდარიყო მელისას თავს ისეთი, რომ ასე რადიკალურად შეეცვალა თავისი გეგმები.

_ რა ცუდად გაყუჩდნენ ეს მაიმუნები!_ ჩაილაპარაკა მოულოდნელად ანდრიამ და უკანა ეზოს მიაყურადა._ გავხედავ ერთი!
წამოდგა და გარეთ გავიდა. გვესმოდა მისი ხმა.

_ რას აკეთებთ აბა! რა გითხარით მე? გამოდი ონო აქეთ! აღარ დაგინახო ფარეხზე ამძვრალი, თორემ ძალიან გაგიბრაზდები იცოდე! მოყინულია ყველაფერი, ფეხი რომ დაგიცდეს და გადმოვარდე ეს გინდა?_ მის ხმაში ბრაზთან ერთად აშკარა მზრუნველობაც ისმოდა. ონო ისევ ფარეხს უთვალთვალებდა ალბათ და ის კუდებიც არ იქნებოდნენ ნაკლებ დღეში.

_ ვგიჟდები, რა ყურადღებიანია ეს ბიჭი!_ უცნაური ღიმილით გახედა ფანჯარას ლიკომ. ის სულ უჩიოდა თავისი ქმრის უყურადღებობას და ალბათ ამიტომ იყო, რომ ამის საპირისპიროდ ანდრიას მზრუნველი და მამაშვილური დამოკიდებულება მაკოსადმი ასე ხიბლავდა. უცებ მოულოდნელი მესიჯის ხმაზე ყველამ მაიას გავხედეთ.

_ მელისაა?_ ჰკითხა აღელვებით ლევანმა. მაიამ თავი დაუქნია და მობილური გაუწოდა აცრემლებული სახით.

_ დედა, კარგად ვარ! არ ინერვიულო. ცოტა ხანს მარტო მინდა ყოფნა. მინდა დავფიქრდე, რა მინდა ამ ცხოვრებაში. რას ვეძებ და სადაა ჩემი ადგილი. განა ასე ბევრს ვითხოვ?!_ ხმამაღლა და ხმის კანკალით წაიკითხა ლევანმა ქალიშვილი მონაწერი.

_ მთავარია, რომ კარგადაა!_ მხარზე ხელი მოვუჭირე გასამხნევებლად აცრემლებულ მაიას._ დაძალებით ყველაფერი არ გავაფუჭოთ.

გამგზავრების წინა საღამოს უკანა ვერანდაზე ვიდექი, როცა უცნაურმა შიშის და მარტოობის გრძნობამ ამიტანა. თითქოს შინაგანად მაკანკალებდა. თითქოს სიცივე ჩემს სხეულში შემომძვრალიყო, ყოველი კუნთი მიხტოდა. ხელი შუბლზე მივიდე. ახლა გაციების დრო არ იყო. სახლისკენ შევბრუნდი, რათა სანამ დრო იყო რამე გაციების ჩაი დამელია. მოულოდნელად ტყის მხრიდან გამჭოლმა ქარმა დაუბერა და ქარის უცნაურ ჩურჩულში გარკვევით გავიგონე ქალის ტირილი.

_ მცივა, მცივა, მცივა!_ ეს სამი სიტყვა ფილტვებში ყინულის სამი ლოლოსავით ჩამერჭო. სუნთქვა გამიჭირდა. აკანკალებულ თითებს დავხედე და დავინახე, რომ ისე გამლურჯებოდა, თითქოს მოყინული მქონდა. შეშინებულმა სახლის კარი გავაღე. შიგნით შევვარდი და ონკანში ცხელი წყალი მოვუშვი. თითები ცხელ წყალს შევუშვირე. გაბუჟებამ ათასი ნემსივით დამინესტრა თითის წვერები. ტკივილისგან შევკივლე.

_ ნათია რა მოხდა?_ ჩემს ხმაზე ანდრიამ შემოირბინა სამზარეულოში._ რა გჭირს?

_ გარეთ ვიყავი და შემცივდა! უცნაური ხმა გავიგონე, თითქოს ვიღაც ტიროდა!_ ამოვილაპარაკე ხმის კანკალით. მეტი სხვა რა უნდა მეთქვა აბა? ანდრიამ ინტერესით შემომხედა. შემდეგ ძლივს ფერმოსული თითები საკუთარი ხელით მზრუნველად შემიმშრალა.

_ წამოდი, გამათბობელთან!_ მხარზე ხელი მომხვია. ოთახიდან გამოსვლისას უცნაურად გახედა ფანჯარას. თითქოს ზიზღით და ბრაზით. _ სულ ცოტაც მოითმინე სიხარულო და უდაბნოს ცხელი ქვიშა დაგვავიწყებს ზამთრის ამ აუტანელ ყინვებს!


2

ორი კვირა არაფერზე მიფიქრია, იმის გარდა, რომ ჩემი ცხოვრებით სრულებით ბედნიერი ვიყავი. ეს ბედნიერების შგრძნება ჩვენს ქალაქში დაბრუნების წამიდანვე გამიქარწყლდა. ქუჩის განაპირა განათების ბოძებზე გაკრულ სურათებზე ნაცნობ, ღიმილიან სახეს რომ მოვკარი თვალი, გულზე მარწუხად მომიჭირა ტკივილმა.

_ ანდრია შეხედე!_ ვუთხარი ჩემს ქმარს და მანქანის ფანჯრიდან თითით განცხადებაზე მივუთითე. ანდრიამ მანქანა გააჩერა და გადავიდა. მეც მონუსხულივით მივყევი უკან. აკანკალებული თითები მელისას სურათს გადავუსვი. განცხადება გვამცნობდა რომ 23 წლის მელისა არდია უგზო_უკვლოდ დაიკარგა და თუ ვინმე სადმე მსგავს გოგონას დაინახავდა, აუცილებლად დაერეკა ცხელი ხაზის მითითებულ ნომერზე.
სახლში არ წავსულვართ. პირდაპირ ლევანისკენ გადავუხვიეთ. მათ ეზოში უჩვეულო სიწყნარე სუფევდა. არავინ ჩანდა,
ონოც კი არ ჩხირკედელაობდა ჩვეულად. გული საშინელი წინათგრძნობით შემეკუმშა.
მისაღებში იჯდა ლევანი. ჩართული ტელევიზორი უხმოდ მუშაობდა. ის კი ცარიელი შუშის თვალებით თითქოს მის მიღმა უყურებდა რაღაცას. ტუჩი მოვიკვნიტე, რომ ტირილი შემეკავებინა. იმის გააზრებამ, რომ როცა მე სადღაც გადაკარგულში ბედნიერებით ვტკბებოდი ჩემი მეგობრების თავს რაღაც გაუგონარი საშინელება ტრიალებდა, გული მომიკლა. თავი დანაშავედ ვიგრძენი. როცა ჩვენ დასასვენბლად მივდიოდით, ერთ მარტივ წესს არასდროს ვარღვევდით. ყველა ქსელს უბრალოდ ვეთიშებოდით და მთელ დროს მხოლოდ ერთმანეთს ვუთმობდით. აზრადაც კი არ გამივლია ასეთი რამ. წამითაც კი არ მიფიქრია, რომ მელისას წასვლას ასეთი შედეგი შიძლებოდა მოჰყოლოდა, თორემ იმ ოხერ ეგვიპტეში რა ჯანდაბა წამიყვანდა?!

თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ანდრია ლევანთან მივიდა და მის გვერდით ჩამოჯდა. მათთვის აღარ მომისმენია, მაიას სანახავად სამზარეულოსკენ უხმოდ წავედი.
მაია ნიჟარასგან იდგა. ხელში აქაფებული ღრუბელი ეჭირა და თვალგაშტერებული დასცქეროდა გასარეცხ თეფშს. ფიქრებით აშკარად სადღაც სხვაგან იყო. გაფითრებულ სახეზე და დასიებულ თვალებზე ემჩნეოდა, რომ ღამე ტირილში ჰქონდა გათენებული.

_მაიკო!_ ფრთხილად შევეხე მხარზე. ნელა და უაზროდ ამომხედა. თითქოს შენელებული კადრი იყო. თვალებში უზომო მწუხარება და სიცარიელე ერთდროულად მოუჩანდა. შემზარა იმ შიშმა, რომელიც მის მზერაში დავინახე.

_ რა ხდება ჩვენს თავს მაი?_ ვკითხე ხმის კანკალით და რაღაც წარმოუდგენელი საშინელებისთვის მოვემზადე.

_ მელი გაიტაცეს!_ მიპასუხა ხმაჩამწყდარმა. მხრები ნელ_ნელა აუკანკალდა და ბოლოს თავშეუკავებლად აქვითინდა. ხელში დაბღუჯული თეფში და ღრუბელი გამოვართვი. ონკანი დავკეტე. შემდეგ კი მაია მაგიდასთან მდგარ სკამზე ფრთხილად ჩამოვსვი.

_ მომიყევი, თუ შეგიძლია, რა ხდება?_ სულსწრაფად მაინტერესებდა, მაგრამ რაც შემეძლო მშვიდად ვკითხე.

_ თქვენი წასვლის მერე, ერთი დღე კიდევ დავიცადეთ და პოლიციაში წავედით. თავიდან სერიოზულად არ მიიღეს ჩვენი განავხადი, მაგრამ ლევანმა ომარი შეაწუხა და იმის ხათრით საქმეს ხელი მალევე მოჰკიდეს. დრაივის კამერის ჩანაწერები ამოიღეს ნათი და იმ ჩანაწერებით ყველაფერი გაირკვა, ვიღაც არაკაცმა იარაღის მუქარით გამოიყვანა ჩემი გოგო და წაიყვანა. ზუსტად ხუთი წუთით დააგვიანა ლევანმა._ მაიას ისევ ტირილი აუვარდა. გული ამოუჯდა. ვერაფრით დავამშვიდე. ციებიანივით აკანკალდა და სუნთქვა გაუჭირდა.

_ ანდრია,ლევან მიშველეთ!_ დავუძახე შეშინებულმა კაცებს, როცა მივხვდი, რომ ისტერიკა დაეწყო მაიას.
ლევანმა ხელი მოხვია გაგიჟებულ ქალს და მკერდში ჩაიკრა. ხელით მხრებზე ეფერებოდა, ბავშვივით არწევდა და დამამშვიდებელ სიტყვებს ეუბნებოდა.

ცოლს დამამშვიდებელი წამალი ძალით რომ დაალევინა და საძინებელში აიყვანა, ლევანი ისევ ჩვენთან დაბრუნდა.

_ ძმაო, რა უნდათ? რისთვის გაიტაცეს? იქნებ უყვარდა კიდევ ვინმეს?_ ანდრია იმ მიზეზებს ეძებდა, რაზეც ლევანს პასუხები არ ჰქონდა.

_ ვერ გეტყვი, ერთი კვირის უკან მელოსას ნომრიდანვე მოვიდა მესიჯი, რომ გამოსასყიდს მოითხოვდნენ, მაგრამ ლოკაციას ვერ მიაკვლიეს. როგორც სჩანს რაღაც წინასწარ გამოგზავნილი მესიჯი ყოფილა.

_ ეგ რას ნიშნავს?_ ჩაეკითხა ანდრია. დიდად ვერ ერკვეოდა ინტერნეტის და სოციალური ქსელების ამგვარ დეტალებში. თავად საკუთარ სოც. ქსელიც კი არ ჰქონდა, სამუშაოდაც ძველებურად მობილურს იყენებდა. ამბობდა, რომ თუ ვინმეს მისი პოვნა დასჭირდებოდა ასეც კარგად მოაგნებდა.

_ ეგ მნიშნავს, რომ მედიჯი რამდენმე ხნით ადრეა გამოგზავნილი, უბრალოდ მითითებულ დროს მოვიდა._ ავუხსენი მე. ანდრიამ თავი გადააქნია.

_ და აქამდე რას ელოდება, თუ გამოსასყიდი უნდა? ან რა შეგაგულათ? რა ფულს მისცემთ?_ ლევანი ისევე, როგორც ჩვენი ქალაქის უმეტესობა უბრალოდ ცხოვრობდა, შრომობდა და ამ შრომით ინახავდა ოჯახს. მაგრამ არანაირი დანაზოგი, მით უფრო, რამე ისეთი რომ დაინტერესება გამოეწვია არ ჰქონდა.

_ არ ვიცი ანდრია, არაფერი ვიცი! გავგიჟდები მალე!_ საღამომდე დავრჩით მათთან. საღამოს რომა მოვიდა და ლიკოც მოჰყვა ცოტა ხანში. მაიას ისევ ეძინა დამამშვიდებლის ზემოქმედების ქვეშ.
ჩვენ მისაღებში ვისხედით და ვცდილობდით, რამე გამოსავალი გვეპოვნა, რამე ლოგიკური ახსნა მოგვენახა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი ყოველი მცდელობა უბრალოდ თავის მოტყუება და ლევანის გამხნევების სურვილი იყო. ჩვენი განწყობა ბავშვებსაც გადაედოთ და აბუზულები ისხდნენ ონოს ოთახში.
ბოლოს ისევ ანდრიას დაებადა ლოგიკური და აზრიანი იდეა.

_ არა, ასე უაზრო ლოდინი არ გვარგებს! ფულის მობილიზება უნდა ვცადოთ.
დაახლოებით რამდენს მოითხოვენ ეგ არაკაცები? ოცს? ოცდაათს? ორმოცდაათს? არ ვიცით როდის და რამდენს მოითხოვენ, ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია და ქალაქიც დავიხმაროთ!_ ლევანს თვალებში იმედის ნაპერწკალი გაუკრთა. სწორედ ისე იყო, წყალწაღებული რომ ხავსს მოებღაუჭება.
პატარა იმედი გაუჩნდა და სცადა მას დაყრდნობოდა.

მეორე დღესვე დაიწყეს ბიჭებმა მობილიზება, განცახდებები გაავრცელეს, ყველა სინფირმაციო, თუ სოც სივრცეში შედარებით ცნობილი ნაცნობი მოიხმარეს და დაახლოებით ერთ კვირაში ორმოცდარვა ათასი ააგროვეს. იმ დროისთვის მელისა სამ კვირაზე მეტის დაკარგული იყო. ანდრიას თქმით, ფანჯიკიძის საუბარში ვერავითარ იმედს ვერ პოულობდა, რომ გოგონა ისევ ცოცხალი შეიძლებოდა ყოფილიყო. დრო უმოწყალოდ ნელა გადიოდა.

უცნაური შიშები დამჩემდა. ღამე გარეთ ვერ გავდიოდი, მით უფრო უკანა ეზოს ვერ ვეკარებოდი. ტყისკენ გახედვა მზარავდა და ქარის ყველა წამოქროლვაზე გული მიკრთოდა. რამდენჯერმე, როცა რაღაც აუცილებლის გამო უკან გასვლა მომიწია სახლამდე ყურებზე ხელებაფარებული გამოვიქეცი, რათა ქარის ხმაში ისევ ის საშინელი, იმედდაკარგული ჩურჩული არ გამეგონა. ანდრია ამბობდა, რომ ჩემი შიშები მელისას ამბიდან გამომდინარე დეპრესიით იყო გამოწვეული. არ შევკამათებივარ. სწორედ მისი გაუჩინარების ბტალი იყო, რომ მთელი ქალაქი დაზაფრული სუნთქავდა უარესის მოლოდინში.

ოცდასამ იანვარს მელისას ნომრიდან შეტყობინება მიიღო ლევანმა, მითითებულ ანგარიშზე უნდა დაერიცხა ორმოცი ათასი. თუმცა ანგარიში დაცული და ინკოგნიტო იყო. მობილირის ანძამ ქალაქის განაპირას დააფიქსირა. ამჯერად არანაირი წინასწარი შეტყობინება, მესიჯი რეალურ დროს რეალური ნომრიდან ფიქსირდებოდა.
ომარის უიმედო სახე და ხმა კარგს არაფერს მოასწავებდა, თუმცა უარი არ უთქვამს ამ გადარიცხვაზე. რადგან იმედი ჰქონდათ, ფილის გასანაღდებლად მისულ დამნაშავეს სადმე მაინც დააფიქსირებდნენ. ამიტომ მითითება გაიცა, რომ თანხა მინიმუმ ოთხ ნაწილად გაეყოთ და სხვადასხვა დროს დაერიცხათ.
თანდათან სიტუაცია დამძიმდა. მაიას უკვე ცარიელა იმედით ვეღარ ვკვებავდით, ონოც კი ავიწყდებოდა უბედურ ქალს. ბორგავდა, სწუხდა, ჯერ სულ არ ეძინა, თუ წამით ჩათვლემდა, ტირილით იღვიძებდა. შიგნიდან მჭამდა მისი ტკივილი.

ერთ საღამოს ვახშმობის შემდეგ, ჭურჭელს ვრეცხავდი. მაკო მამამისმა დასაძინებლად აიყვანა. ფიქრებში გართულს თვალი ფარეხისკენ გამექცა. უცნაურმა სიცივემ თითქოს ფანჯრიდან სახლში შემოაღწია. ფეხებს ამოუყვა და გულთან ჩამასო ყინულის ნატეხი.
_ რატომ არ დამეხმარე?რატომ არ მომისმინე? რატომ... რატომ... რატომ...._ იმ წამს დავიფიცებდი, რომ ეს ხმა მელისას ეკუთვნოდა. მომეჩვენა, რომ მჭიდროდ დაგმანული ფარეხის კარი რატომღაც საზარლად გამოიყურებოდა . საკუთარ თავს შემოვუძახე. ონკანი გამოვრთე და ფანჯარას მოვშორდი. მუხლებაკანკალენულმა ძლივს ავიარე კიბეები. ანდრიას ისე ვეძებდი, როგორც თავშესაფარს შიშისგან დაზაფრული.
მაკოს ოთახიდან ჯერ ისევ გამიდიოდა სინათლე. კარი უხმაუროდ შევაღე. მაკო საწოლში იჯდა, მის უკან კი ფეხაკეცილი ანდრია სავარცხლით ხელში. თმას ნელა და სათუთად უვარცხნიდა. მერე სავარცხელი გადადო და თითების გაწაფული მოძრაობით უცებ ჩამოუწნა წელამდე თმები. მაშინ პირველად გავიოცე, სხვა კაცებისგან განსხვავებით რამდენად მარჯვედ აკეთებდა ანდრია ამას. ლევანს უბრალო ცხენისკუდის აკვრაც კი უჭირდა ხოლმე, როცა მელისა პატარა იყო.

უცებ ასე ფიქრებში გარინდულს ანდრიამ ამომხედა. შემაკრთო მისმა უცნაურმა მზერამ. ცივმა, დაუნდობელმა, საზარელმა.

_ მოხვედი საყვარელო?_ მზერისგან სრულებით განსხვავებული თბილი ხმა ჰქონდა. მაკომ გამიღიმა. მეც საპასუხოდ გავუღიმე და როცა ჩემს ქმარს ისევ შევხედე თვალებში ჩემი თავის გამკვირდა, თუ რა სისულელეებს ვფიქრობდი მასზე წამის წინ.

_შენც მოდი ჩვენთან!_ საბანი გადასაწია და ხელით მიმიხმო. მივედი და ქმარ_ შვილს შევუწექი. მაკო შუაში იწვა.

_ მოდი დღეს ყველამ ერთად დავიძინოთ!_ გვთხოვა ანდრიამ და ორივეს ერთად გადაგვხვია ხელი. გულში ჩაგვიკრა და თვალები დახუჭა. ისევ ის მომადუნებელი, ბანგივით სიმშვიდის შეგრძნება დამეუფლა, რაც ყოველთვის, როცა ანდრია ამ დაუნდობელ სამყაროსთან ფარად მეგულებოდა.
უცნაურმა შგრძნებამ გამომაღვიძა. მობილურს გადავწვდი. ეკრანი გავანათე, ღამის სამის ნახევარი სრულდებოდა. საწოლს გადავხედე, მაკოს მშვიდად ეძინა, მაგრამ ანდრია ჩვენთან არ იყო. ფრთხილად მოვიცილე ბავშვის ხელი და საწოლიდან ავდექი. ოთახიდან გამოვედი და დაბლა ჩავედი. დავინახე ანდრიამ როგორ გაიხადა ქურთუკი და ბათინკები და კარი როგორ გადარაზა.
ჩემს ხმაზე უკან წარბშეკრულმა მოიხედა.

_ რას აკეთებ საყვარელო?_ ვკითხე მისი უცნაური საქციელით გაოცებულმა.
ფართოდ გამიღიმა. მომიახლოვდა და ჩამეხუტა.

_რაღაც ხმა მომესმა და ეზო შვამოწმე.

_ შენ ხომ არ გაგიჟდი, ამ დროს გარეთ რამ გაგიყვანა? იქნებ ვინმე მანიაკი იყო? ამ დროს ნორმალური ვინ იქნებოდა აბა? რამე რომ დაეშავებინა?_ იმის გაფიქრებაზე, რომ ჩემი ქმარი ვიღაც უჩინარ მტერს შუაღამისთ ეზოში დაეძებდა უარესად შემეშინდა. თან სიამაყით ავივსე, რომ ამდენად მამაცი კაცი მყავდა მფარველად.

_ და შენ ჩემს გამო ღელავდი?_ ნიკაპი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა.

_ იმის გაფიქრებაც კი მომკლავს, რომ შენ რამე დაგიშავდება!_ ვუთხარი გულწრფელად.

_ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ?_მითხრა მაცდური ღიმილით და ჩემი საღამური ნელ _ნელა ააცურა მაღლა. ჩემი თმა ხელზე დაიხვია, თავი უკან გადამაწევინა. ყელში ვნებიანად მაკოცა.

_ წამოდი მაღლა!_ ვუთხარი მისი სურვილით ატანილმა.
_ არა! აქვე მინდიხარ! აქვე და ახლავე!_ ხმაც და ლამაზი თვალებიც ჩვეულად მბრძანებლური გაუხდა. ნელა დაეშვა თავისი ხელით მოჩუქურთმებულ ხის კიბეზე. ძლიერი მკლავები მომხვია და მთელი სხეულით გადამფარა.


3

დილით ისეთ სიმშვიდეში გამეღვიძა, ისეთ უზრუნველ ხასიათზე, რომ რაღაც მომენტში ისიც კი არ მახსოვდა, რა უბედურებაც ჩვენს ქალაქში ტრიალებდა. ხალათმოსხმულმა სამზარეულოში შევაბიჯე, ჩვენს მხიარულ საათს ავხედე, ათი სრულდებოდა. ნუთუ აქამდე მეძინა?! მაცივრის დიპენსერიდან ცივი წყლით გავივსე ჩემი საყვარელი, ბროლის, მოზრდილი, გამჭვირვალე ჭიქა და ის იყო ტუჩზე დასალევად მოვიყუდე, რომ მოულოდნელად ჭიქა ხელში შემაცივდა. საზარეულს ფანჯრიდან ისეთი უცნაური სურათი გადამეშალა, რომ წამის მეასედში ამომიფრიალა გონებაში მიძინებული მთელი უსიამო გძნობების კორიანტელი.
ფარეხის კარი ცალი ფრთით ბოლომდე ღია იყო. ხოლო მაკო ფარეხის წინ თავის ყვითელ ველოსიპედზე წრიულად კატაობდა.
ნელა დავდგი ჭიქა და ეზოში პირდაპირ ხალათიანი, საღამურის ამარა, გავედი. როგორც მონუსხული ისე გავემართე იმ დაწყევლილი ფარეხისკენ. დაუჯერებელია, მაგრამ წლები იყო იქ ფეხი არ დამედგა. ისიც კი ვერ გავიხსენე ბოლოს როდის, ან რისთვის ვიყავი იქ. რატომღაც ისე მქონდა გონებაში გამჯდარი, რომ იქ არაფერი მესაქმებოდა, რომ იმის ნაცვლად ეს უცნაური აზრი გამკვრვებოდა, ის მიკვირდა, ახლა რასაც ვხედავდი. არადა რა იყო საოცარი იმაში, რომ ფარეხის კარი ღია ყოფილიყო? არც არაფერი! მე კი საშიში წინათგრძნობით ავსილი, ფრთხილი ნაბიჯებით ვეპარებოდი ფარეხს.
კარის ღია ფრთას გვერდი ავუარე და ჯერ შორიდან მოვათვალიერე ოდნავ ჩაბნელებული ოთახი. იდეალური სისუფთავე და წესრიგი შორიდანვე ჩანდა. ფრთხილად შევაბიჯე ფარეხში. ჩემდა გასაკვირად სარემონტო ორმოს თავსახურიც გადახსნილი იყო. იქვე კედელზე საშუალო სიგძის ასე ათ საფეხურიანი კიბე იყო ჰორიზონტალურად მიყუდებული. უამრავი სხვადასხვა იარაღი წესრიგის მიხედვით, არა უფრო პედანტური სიზუსტით ეწყო თაროებზე. ხეზე სამუშაო სხვადასხვა ხელსაწყო ეწყო კედელთან მიდგმულ ვიწრო, ზედ ჩარხდამაგრებულ მაგიდაზე.
ჩემს ყურადღებას მაინც ვიწროდ გაჭრილი ორმო იზიდავდა. ფრთხილად მივედი და ორმოს ჩავხედე. მის ძირზე ფარეხთან შედარებით კიდევ უფრო ბნელოდა და ეს სიბნელე თანდათან იმატებდა და მუქდებოდა. უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ნაცნობი სიცივე მოცოცავდა ორმოდან. მუხლები ამიკანკალდა. ორმოზე თვალგაშტერებულმა უკან_ უკან დავიხიე და მოულოდნელად რაღაც მყარს შევასკდი. კივილით შევბრუნდი უკან და ანდრიას მკლავებში აღმოვჩნდი მომწყვდეული. ჩამოწოლილი სიბნელე უცბად გაიფანტა. თითქოს ანდრიასი უფრო შეეშინდა. აკანკალებული თითები მის ქურთუკს ჩავჭიდე. იმედით მოვებღაუჭე. უცნაურად მიყურებდა. თვალმოჭუტული. ჩემს მკლავებზე ეკიდა ხელი და არც ახლოს მიშვებდა და არც მიშორებდა.

_ რას აკეთებ საყვარელო?_ მკითხა ინტერესიანი ხმით

_ იქ ძალია ცივა!_ ვუპასუხე და უკან მივიხედე. ინტერესით გადახედა ორმოს და თვალებში ისეთი ემოცია გაუკრთა, რისი ამოცნობაც მე ვერ მოვახერხე.

_ ცივა? ნახევრად შიშველი დგახარ ამ ყინვაში და შეგცივდება, აბა რა იქნება?_ მკითხა ბოლოს თბილი ღიმილით. ახლაღა მივხვდი, რომ შუა იანვარში საღამურის ამარა ვიდექი გარეთ. ეზო მოვათვალიერე.

_ მაკო სადაა?_ ვკითხე გაკვირვებულმა.

_ მაკო?_ ახლა მართლა გაოცებით ჩამომხედა_ მაკო გიუშასთან წაიყვანა ლიკომ რა ხანია.

_ რა ხანია?_ გამიკვიდა კი არა, კინაღამ პირი გავაღე გაოცებულმა. _ამ წამს აქ არ თამაშობდა!
მაკოს ველოსიპედი იქვე ხეზე იყო მიყუდებული.

_ მგონი ცუდად ხარ! წამოდი სახლში_ მითხრა ჩემმა ქმარმა. ფარეხი დახურა. ხელი მომხვია და სახლისკენ გამიყოლა.
სამზარეულოში დაკიდულ ლიმნებიან საათს რომ შევხედე, აი მანდ კი მართლა შემეკრა სუნთქვა. ათს აკლდა ათი წუთი. ანუ გამოდის იმ ფარეხში ლამის მთელი საათი ვიყავი? არადა მეგონა ორი წუთიც კი არ იყო გასული. შუბლზე ხელი მივიდე და თავი დაეჭვებით გადავაქნიე.

_ მგონი სიცხე მაქვს ანდრია!_ ვუთხარი ქმარს სერიოზულად. მოვიდა, შუბლზე მაკოცა, ტუჩები წამით შეაყოვნა. მერე ტუჩებში მაკოცა.

_ რას იტყვი ხალხური და გამოცდილი მეთოდით რომ გიმკურნალო, სანამ მაკო დაბრუნდება?_ მიჩურჩულა ყურში.
მე კი მის მხარს უკან ფანჯრის მიღმა ფარეხის სახურავს ვუყურებდი და რატომღაც ქმრის ალერსის ნაცვლად, იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორი სიცივე იქნებოდა ღამით იმ წყეულ ორმოში.

ერთ საღამოს უცხო მანქანის ხმა გაისმა ჩვენს კართან. ანდრიას ორივე მანქანას ხმაზე ვცნობდი. ოჯახისთვის განკუთვნილ შავ მერსედესსაც და იმ მუქ ლურჯ ფურგონსაც, რომელსაც ის სამსახურისთვის იყენებდა. ხოდა,როცა ანდრიას ხმაც შემომესმა, მადლობას რომ უხდიდა ვიღაცას დახმარებისთვის, ფარდა გადავწიე და ფანჯრიდან გავხედე. ჩემი ქმარი უკმაყოფილო სახით შემოვიდა პატარა ჭიშკარში. დამინახა, რომ ვუყურებდი და ხელი დავუქნიე. გამიღიმა. დიდი ჭიშკარი გამოაღო და ფურგონი თავისით შემოაგორა.

_ რა მოხდა ანდრი?_ ვკითხე, როცა სახლში შემოვიდა.

_საბოლოოდ მოეღო ბოლო! ჯართშია გადასაგდები უკვე! _ ხელი ჩაიქნია მან.

_ ასე ცუდადაა მაგის საქმე?_ რაც თავი მახსოვდა ეს მანქანა სულ ჰყავდა. მიუხედავად მისი ხშირი გაუმართაობისა, ცოტას ხელს შეავლებდა ხოლმე და ყოველთვის მოჰყავდა ფორმაში. ვერაფრით ელეოდა. ამბობდა, რომ მამისგან დარჩა სახსოვრად და ასე ამიტომ უყვარდა. მაგრამ ახლა რახან ამბობდა, რომ აღარ ვარგოდა, გამოდის მართლა ასე იყო. სინანულით გავხედე ლამის ოჯახის წევრივით მანქანს და გულში დავემშვიდობე.

_ აბა ახლა რა უნდა ქნა?_ ვკითხე და საჭმელთ სავსე თეფში წინ დავუდგი მაგიდასთან მჯდარს.

_ ამას ჩავაბარებ და რამეს სხვას ვიყიდი, ამის მსგავსს, მაგრამ უკეთესს!_ აიჩეჩა მხრები. დიდ ხანსაც არ უყოყმანია. მეორე დღესვე წაიღო ფურგონი და ჩააბარა.

თანხის ბოლო ნაწილი თებერვლის რვაში გადარიცხა ლევანმა და სწორედ მაშინ, როცა ყველა იმედი გადაწურული ჰქონდათ. დამნაშავემ პირველი შეცდომა დაუშვა. ჩვენი რაიონის მიმდებარე სოფლის მარკეტის წინ მდგარი ბანკომოტის კამერამ დააფიქსირა მისი თეთრი ფორდის მარკის გადაკეთებული სამარშუტო ფურგონი.
ალბათ დაუდევრობამ ან ზედმეტმა თავდაჯერებამ ჩაადენინა ეჭვმიტანილს ასეთი სულელური შცდომა. თუმცა მაშინ ეს მხოლოდ პოლიციამ იცოდა და ჩვენ არავის ამაზე წარმოდგენაც არა გვქონდა.

ამასობაში მაიამ ჭამა საერთოდ აიკრძალა. ოთახიდან აღარ გამოდიოდა. ფარდებდახურულ საძინებელში იწვა და თითქმის აღარ საუბრობდა. მისი ცოდვით ვიწვოდით. რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე საშინელი? ერთია, როცა ადამიანი მოკვდება, წინ გისვენია, ხედავ და იჯერებ, რაც არის, ეგუები. ემორჩილები, მაგრამ როგორი გრძნობაა, არ იცოდე ცოცხალია, თუ მკვდარია შენი სიცოცხლით სავსე ქალიშვილი?! ორი თვე არ გქონდეს წარმოდგენა სადაა. იქნებ სტკივა? ყვირის? იქნებ დასახმარებლად გიხმობს მშობელს? იქნებ სიკვდილიც სანატერლი აქვს? ამ ყველაფერს უკეთ ვიაზრებდი, როცა ვფიქრობდი, რომ ოდესმე მაკოსაც შეიძლებოდა მსგავსი რამ მოსვლდა.

_ რაზე ფიქრობ ნათი?_ თავზე მაკოცა ანდრიამ. სამზარეულოში გარინდებით მჯდარს.

_ გაგეცინება, რომ გითხრა.

_ აბა მითხარი, და ვნახოთ გამეცინება თუ არა?_ გვერდით მომიჯდა და ატმის წვენი ჩამოისხა ჭიქაში.

_ ანდრი, როგორ გგონია, ღამით იმ ორმოში ძალიან ცივა?_ დავინახე როგორ შეაცივდა ჭიქა ხელში. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.

_ სად ორმოში?_მკითხა ისე, რომ არ შემოუხედავს.

_ ფარეხის ორმოში!_ დავუკონკრეტე მე. უცნაურ აკვიატებად მექცა ამაზე ფიქრი.

_ ძალიან გაინტერესებს?_ რომ შემომხედა, სიცივის და ზიზღის მეტი არაფერი დამინახავს მის ლურჯ თვალებში. ამოუხსნელი შიში ვიგრძენი. ვიგრძენი, რომ უნდა განმემუხტა სიტუაცია და ჩემდა მოულოდნელად უბრალოდ გავუღიმე.

_ სისულელეა ვიცი, ყურადღება არ მომაქციო, უბრალოდ ვხუმრობ!_ ხელზე ხელი მოვკიდე და თითებზე ვაკოცე. სიცივე და ზიზღი კი გაუქრა თვალებიდან, მაგრამ ამოუხსნელი ინტერესი ჩაუსახლდა. იმ საუბრის შემდეგ ხშირად ვამჩნევდი, როგორი დაკვირვებით მიყურებდა. თითქოს პირველად მხედავდა და ახლიდან მეცნობოდა.

ფანჯიკიძესთან დასრულებულ სამუშაოს გვარიანი ხელფასი მოჰყვა.
ანდრიამ თქვა, რომ ცოტა ხნით არანაირ დავალებას აღარ მოჰკიდებდა ხელს და დროს ოჯახში გაატარებდა. იმ დღის შემდეგ ფარეხის კარს სულ უფრო ხშირად ვხედავდი ღიას. თუმცა ახლოს აღარ ვეკარებოდი. ფანჯრიდან თვალთვალსაც ვჯერდებოდი და მაკოსაც ტვინი შევუჭამე, რომ ახლოს არ გაკარებოდა იმ ოხერ ნაგებობას.

_როგორ გგონია ანდრია, მელისა ჯერ კიდევ ცოცხალია?_ ჩვევად მექცა ჩემი ქმრისთვის სრულიად მოულოდნელად მელისაზე კითხვების დასმა. მაკვირვებდა მისი გაუგებარი რეაქციები ჩემს დასმულ კითხვებზე. ახლაც წამით გაშრა. მაგრამ სულ წამით, შეიძლებოდა კიდეც, რომ მომჩვენებოდა და ასე არც ყოფილიყო.

_ არა მგონია, მესამე თვე იწყება უკვე. გამოსასყიდიც გადახდილია. ცოცხალი რომ იყოს, დააბრუნებდნენ. _ სრულებით გარკვევით მიპასუხა ქმარმა.

_ იქნებ თავად დაგეგმა ეს გაუჩინარება?_ ვკითხე იმედით. ყველაფერი მერჩივნა იმის დაშვებას, რომ მელი აღარასდროს დაბრუნდებოდა. ანდრეას უცნაურად ჩაეცინა.

_ ძალიან ბევრ კინოებს უყურებ საყვარელო!_ მიპასუხა სერიოზულად.

_ ანდრი ყველა ჩვენგანი შეიძლება იყოს მელისას მკვლელი, არა?

_ ყველა ჩვენგანი, ანუ შეენც?_ მომიბრუნა კითხვა.

_ მეც, შენც!_ მისმა თვალებმა უცნაური სიძულვილით გაიელვეს. ალბათ ამის წარმოდგენაც კი არ შეეძლო._დავუშვათ მკვლელს ოჯახი ჰყავს! წარმოიდგინე, სადღაც ჯურღმულში დამწყვდეული ჰყავს მელისა, თავად კი ამ დროს სახლში მყუდროდ მჯდარი ცხელ ჩაის სვამს!

_ ხოო, ჩაის ლიმნით!_ დააზუსტა ცივი ღიმილით ანდრიამ ჩემი ნათქვამი და საკუთარ ფინჯანს ჩახედა, სადაც მისი სიტყვების არ იყოს, ღია ნარინჯისფერ სითხეში ერთი მწვანე ლიმნის ნაჭერი სამაშველო რგოლივით ტივტივებდა.



4

ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო 4
#ცეცხლიაინთოთამაშიდაიწყო

_არ მიყვარს მარტი._ ჩავილაპარაკე ფანჯარასთან მდგარმა. მომაბეზრებელ წვიმას წარბშეკრულმა გავხედე. ატალახებულ ეზოში სისველისგან გამუქებული ფარეხი კიდევ უფრო საზარლად გამოიყურებოდა. რატომ მაშინებდა ასე? რატომ მძაბავდა? არადა ერთი ჩვეულებრივი ფარეხი იყო, არაფრით გამორჩეული სხვა ათასისგან, მაგრამ რატომღაც ისე მქონდა ამ ბოლოს ათვალწუნებული, ანდრიას რომ უფლება მოეცა, მიწასთან გავასწორებდი. ავიკვიატე, რომ ეზოს ხედს აუშნოვებდა და გამუდმებით ამაზე ვწუწუნებდი.

_ ანდრიი, წარმოიდგინე ფარეხის ადგილას ლამაზი აყვავებული საზაფხულო ფანჩატური! რას იტყვი?_ გამოვხედე დივანზე ფეხაკეცილ ქმარს.

_ და რას მიბრძანებ, სად შევინახო ჩემი ხელსაწყოები?_ გამომხედა კუშტი მზერით._ ვერ ვხვდები, რატომ ამოიჩემე? რა ხდება?

_ ასე მგონია, რაღაც საზარელ საიდუმლოს ფარავს!_ მე მხოლოდ ხუმრობა ვცადე, მაგრამ მისმა გაოგნებულმა სახემ კი მართლა გამაოცა. ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა მასზე თვალგაშტერებული.

_ გისმენ მაიკო._ ვუპასუხე ჩემს უბედურ მეგობარს. გამიკვირდა მისი ზარიც და მისი აღტყინებული ხმაც.

_ რა? მართლა? კვალზე გავიდნენ?_ახალი ამბით გახარებულმა ანდრიას გავხედე. დაძაბული მისმენდა.დაჭიმული ქვედა ყბა თითქოს ოდნავ უკრთოდა კიდეც.

_ რაო რა გითხრა?_ მაშინვე მკითხა, როგორც კი საუბარი დავასრულე.

_ დეტალები თავადაც არ იცის, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ პოლიცია გამტაცებლის კვალზე გავიდაო. წარმოგიდგენია, არადა ხელი მქონდა უკვე ჩაქნეული._ გულწრფელად მიხაროდა, რომ რაღაც შეყოვნების შემდეგ ოდნავი ძვრა მაინც ჰქონდა ამ ბურუსით მოცულ საქმეს.

_ ის მაინც გავიგოთ, რა მოხდა, ალბათ მელისას ცოცხლად მიგნების იმედი აღარ უნდა გვქონდეს, არა?_ თვალები ცრემლებით ამევსო._ განა შეიძლება ადამიანი არაფრის გამო გაიტაცო? ან უფრო უარესი მოკლა და ისე გააქრო, თითქოს წიწილა იყო და მეტი არაფერი?!

_ არაფერი? როგორი მრავლისმომცველი სიტყვაა თუ ხვდები?_ ჩაილაპარაკა თავისთვის.
ანდრია ცოტა ხანს მდუმარედ იჯდა,მერე დაიბარა, ლევანთან წავალო და სახლიდან გავიდა.
მოსაღამოვდა, ნიჟარაში ჩაგროვილი ჭურჭლის გარეცხვა გადავწყვიტე. ასეთი მონოტონური საქმე ფიქრში მეხმარება ხოლმე. მაგრამ მოულოდნელად ონკანი გაფუჭდა. წყალის ძლიერმა ჭავლმა გაასხა ჩამკეტის ყელთან. სწრაფად გადავკეტე და მობილური ამოვიღე. რამდნიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, ანდრიასთან რეკვას თავი დავანებე. სანტექნიკის ასე თუ ისე მესმოდა , პრობლემა მხოლოდ საჭირო ხელსაწყოებში იყო. ფარეხს გავხედე მოღუშულმა.

_ კარგი რა ნათია!_ შევუძახე საკუთარ თავს._ საკუთარ სახლში რის გეშინია? ფარეხის ფობია? ეს ალბათ რაღაც ახალია?
თბილი ჰუდი და ბოტები ჩავიცვი. ფანარი გავანათე. ფარეხის კარი ჯერ ისევ თითების კანკალით გავხსენი. გაგონილი მქონდა, შიშს მხოლოდ მისსავე თვალებში ჩახედვით დაამარცხებო. ხოდა გადავწყვიტე სწორედ ასეც მოვქცეულიყავი.
ფარეხის კარი გავაღე და ჩამრთველი გადავატრიალე. კარშივე გავშეშდი. ორმოს თავს პირი მონსტრის ხახასავით დაეფჩინა. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე. ორმოს ფრთხილად მივუახლოვდი და შიგნით ინტერესით ჩავიხდე. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ რომელიღაც მითიურ მხეცს საშინელ ეშვებს ვუთვლიდი. ფანარი ორმოში ჩავანათე. იქაურობა მოვათვალიერე. სრულ სიბნელეში ვარდისფერი ნივთი მომხვდა თვალში. დღესაც არ ვიცი რა ჯანადაბაზე ვფიქრობდი მაშინ, როცა კედელთან აყუდებული კიბე მოვათრიე და ორმოში ჩავუშვი. ნელა დავუყევი საფეხურებს და ორმოს ფსკერზე მყარად დავაბიჯე. საშინელი სივიწროვე იყო. მოტრიალებითაც კი თავისუფლად ვერ მობრუნდებოდა ადამიანი. თან მართლაც საშინლად ციოდა. კანკალმა ამიტანა, მაგრამ მაინც გადავდგი რამდნიმე ნაბიჯი და ის ვარდისფერი ნივთი, რომლის გულისთვისაც იქ ჩასვლა გავბედე, ხელში ავიღე.
სპორტულის ჯიბეში ჩავიჩურთე და სწრაფად ამოვძვერი ორმოდან. ჩემი კლაუსტროფობია მეტად იქ გაჩერების უფლებას აღარ მაძლევდა. სული მეხუთებოდა.
ორმოდან ამოსულმა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ახლაღა გამახსენდა, რის გამოც ფარეხში შემოვედი. ხელსაწყოების ძებნა დავიწყე. აფორიაქებულ გონებას კონცენტრაცია უჭირდა. ჩარხის მაგიდის ქვედა უკრა გამოვაღე, ხელი მოვაფათურე და გასაღების აცმის და რამდენიმე ხის საჭრელის გარდა ხელში არაფერი მომყვა. გასაღები ამოვიღე და ფანრის სინათლეზე დავათვალიერე. რკინის მოზრდილი ვეცხლსფერი გასაღები იყო. შევათვალიერე. ვერ მივხვდი რისი გასაღები შეიძლებოდა ყოფილიყო. ახლა ფარეხის მოვავლე ფანრის სინათლე. რადგან დაბალვატიანი ნათურა არცთუ კარგად ანათებდა იქაურობას. კუთხეში რკინის სეკრეტარის მოვკარი თვალი. აშკარად მისი უნდა ყოფილიყო. შინაგანმა ხმამ მიკარნახა, გასაღები თავის ადგილას დამებრუნებინა და იქაურობას გავცლოდი, მაგრამ ინტერესმა არაფრით გამომიშვა. გაუბედავად მოვარგე გასაღები უჯრის საკეტს და არც კი გამკვირვებია, რომ უჯრა გაიღო. ფანარი უჯრაში ჩავანათე და უბრალოდ ადგილზე გავიყინე.
გონს საკუთარმა გულისხმამ მომიყვანა. უჯრაში რამდენიმე სხვადასხვა სიგრძის და ფერის თმის ნაწნავი იდო. ფერადი თმის რეზინებით შეკრული. ერთ მათგანს ფერადი ლენტაც კი ჰქონდა შიგნით ჩაწნული. ხელის კანკალით ამოვიღე ერთი მათგანი. ლამაზად ჩამოწნული წაბლისფერი, აშკარად ბუნებრივი, თმა მეჭირა ხელში. შეძრწუნებულმა ხელი გავუშვი და ინსტიქტურად უჯრა ისევ დავხურე. გადავკეტე, გასაღები თავის ადგილზე დავაბრუნე და ამოუცნობი შიშით და განგაშით ავსილი გამოვვარდი ფარეხიდან. ფარეხის კარიც ჩვეულად გადავკეტე და სახლში დავბრუნდი. ბოტები იქვე ვერანდაზე დავტოვე და სამზარეულოში შევაბიჯე. საათს ავხედე ცხრა იყო. მაკოს ოთახიდან მისი საყვარელი კორეული ჯგუფის მუსიკა ისმოდა. ანდრია კი ჯერ არ იყო დაბრუნებული.
ნერვიულობით, თუ მართლაც სივივით, კანკალატანილი დივანზე დავჯექი. დაჯდომისას რაღაც შემერჭო მუცელში. ჰუდის ჯიბეში ხელი ჩავიყავი და ფარეხის ორმოში ნაპოვნი ნივთი ჯიბიდან ამოვიღე.
რატომთაც არც გამკვირვებია მისი დანახვა.
ხელში ვარდისფერი, ცალპირა, სქელკბილებიანი სავარცხელი მეჭირა.

ვისაც ფაზლების აწყობა გიყვართ, გამოცდილი გექნებათ ერთი შეხედვით როგორი ქაოტური სჩანს მაგიდაზე გაშლილი ფაზლის ცალკეული ნაწილები. მაგრამ როცა ყოველ მათგანს კარგად შეისწავლი, როგორღაც ეს ცალკეული ნაწილები ერთიანი სურათის ფრაგმენტების ფორმას იძენენ და ახლა უკვე მთელის ცალკეულ ნაწილებს ხედავ. და მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი სურათი ჯერ კიდევ არ არის აწყობილი, შენს უკვე ხვდები, როგორი მოლოდინი უნდა გქონდეს, უკვე იცი, რაც გელოდება წინ, ზღვა, მთა, ყვავილები თუ ვისიმე პორტრეტი.
სწორედ ასე დამემართა მეც. კარის ხმაზე მივხვდი ანდრია დაბრუნდა და იმასაც მივხვდი, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახეზე არაფერი დამტყობოდა. სავარცხელი ისევ ჯიბეში ჩავმალე და თვალებზე რატომღაც მომდგარი ცრემლები სწრაფად შევიმშრალე.

_ ნათი საით ხარ საყვარელო?_ გამომძახა ჰოლიდან. ქურთუკი საკიდზე დაკიდა. მანქანის გასაღები კი იქვე კომოდის ფაიფურის ვაზაზე დადო.

_ სად იყავი, გირეკავდი!_ მივეგებე .

_ სად იყავი, რატომ ხარ დასვრილი? _ მკითხა და ეჭვით შემათვალიერა. ახლაღა დავინახე, რომ მკლავზე ტალახი მეცხო. ალბათ კიბე რომ ჩავდე ორმოში მაშინ თუ დავისვარე და გამახსენდა ჩემი საბედისწერო შეცდომა, რომელსაც უკვე ვეღარ გამოვასწორებდი. მე ხომ კიბის უკან ამოღება არც კი გამხსენებია.

_ხოო , ფარეხში ვიყავი!_ ვუთხარი და ღიმილით გავიფერთხე მკლავი.

_ ფარეხში? მართლა?_ გამომხედა თვალმოჭუტულმა.

_ ხოო, ოკნკანი გაფუჭდა და ხელსაწყოებს ვეძებდი, მაგრამ ვერაფერი ვნახე. იმ ოხერ ორმოშიც კი ჩავედი, ვიფიქრე, იქ ხომ არ დატოვე!

_ ორმოში ჩახვედი? _ თავს აჩრდილივით წამომადგა. პირველად მომეჩვენა
ერთდროს ჩემთვის საყვარელი დაკუნთული და დაძარღვული მკლავები საფრთხედ.

_ რა მექნა? არ გაგიგია, გასაჭირი მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო? წარღვნა მქონდა სახლში!_ გავუღიმე მხიარულად. უსიტყვოდ მიბრუნდა სამზარეულისკენ და ონკანი გახსნა. წყალმა ოთხივე მხრით რომ გაასხა მის სახეზე მხიარული ღიმილი ნაწვიმარ ცაზე ცისარტყელასავით გადაიჭიმა.მოეშვა. მოდუნდა. დამიჯერა.
ონკანი წამში შეარემონტა. შემდეგ კი სწორედ იმ წამს, როცა ის სავარცხელი დივნის ბალიშს და ბალიშს შორის საგულდაგულოდ ჩავმალე, გვერდით მომიჯდა. თავი კალთაში ჩამიდო და მუხლებზე მაკოცა.

_ რას იტყვი, ამ დღეებში მე და შენ პიკნიკი ხომ არ მოვაწყოთ ტყის ქოხში?_ ამომხედა ცასავით კამკამა ლურჯი თვალებით. ინსტიქტურად და მხოლოდ ჩვევას დამორჩილებულმა სხეულმა რომ იცის ისე, შუბლიდან ხუჭუჭი თმა გადავუწიე. ინტერესით დავჩერებოდი. ნუთუ ეს ადამიანი სრულებით უცხო იყო ჩემთვის? ნუთუ მე მას არ ვიცნობდი? კი მაგრამ როგორ? გამახსენდა ჩვენი უცნაური შეხვედრა, გაჩერებაზე მდგარს წვიმისგან სველს და გაყინულს, როგორ გადამაფარა თავისი ქოლგა. შემდეგ კი როგორ დამპატიჟა ყავის დასალევად და გასათბობად იქვე კაფეში.
მან ხომ პირველივე ნახვიდან მომხიბლა და დამატყვევა? სწორედ ის დღე იყო, როცა წელამდე გაზრდილი თმა ბიჭურად შევიჭერი.
ანდრიამ მხარზე გადმომიყარა თმები და სახეზე ფუნჯივით გადაისვა. გამაკანკალა, ის ნაწნავები გამახსენდა, იქ უჯრაში ჩაკეტილი.

_ როგორ მიყვარს შენი თმა, მწიფე ატმის სურნელი აქვს! ყოველთვის როცა ამ სურნელს ვგრძნობ, შენი შეჭმა მინდება, იცი?_ მკითხა ვნებიანი ჩურჩულით და სახით ჩემს კალთაში ჩაემხო. გახელებით მაკოცა ბარძაყებზე. სიმწრით დავხუჭე თვალები და სიამოვნების ნაცვლად ახლა ზიზღით დავიკვნესე. ეჭვი აღარ მეპარებოდა, ის ახლა სისხლზე დაგეშილი მხეცი იყო ,მე კი მისი ნადავლი, რომელსაც ისე ეთამაშებოდა, როგორც კატა თაგვს. დრო უნდა მომეგო. სულ ცოტა დროსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ახლა ჩემთვის. ახლა ეს ყველაფერი მხოლოდ დიდი თამაშის პატარა დეტალები იყო. თამაშის, რომელიც საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად უნდა მეთამაშა.
და როცა ჩემი ქმარი იქვე, მისაღებშივე, იკლავდა თავის გაუმაძღარ სურვილს და ვნებას, მე რომ მთელი ცხოვრება სიყვარულის ცეცხლი მეგონა სწორედ იმას, მე საკუთარი თავის დასამშვიდებლად, გონებაში საბავშვო გათვლას ვჩურჩულებდი.
"ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო! ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!'

5

დიდხანს ვიჯექი და ვფიქრობდი. ვერაფრით ვუყრიდი იმ მინიშნებებს თავს, რაც საკუთარი თვალით ვნახე. ჩემი გონება ისევე უარყოფდა ჭეშმარიტების აღიარებას, როგორც სხეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ახლადგადანერგილ ორგანოს უაყოფს ხოლმე. არ მინდოდა იმ საზარელი რეალობის მიღება და დაჯერება, რაც ჩემს გონებაში ქარიშხალივით დაქროდა იმ წამს. ჩემს გვერდით მძინარე ანდრიას გადავხედე. ტორშერის დაბალ სინათლეზეც კი გარკვევით მოჩანდა მისი სახის იდეალური ნაკვთები. თვალებზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადავუწიე. მაღალ, ფართო შუბლზე მივეფერე თითებით. გრძელი ერთმანეთში ახლართული შავი წამწამები ჰქონდა. როგორ მიყვარდა ამ წამწამებს შორის გამომკრთალი კამკამა ზეცა. სუფთად გაპარსული ლოყები, უნაკლო ტუჩები. არა! ეს უბრალოდ შეუძლბელი იყო. არ შეიძლებოდა ამდენად იდეალურს და სრულყოფილს სული ასეთი სახიჩარი ჰქონოდა. ამდენი წელი მის გვერდით ვცხოვრობდი, აქამდე რამეს როგორ ვერ შევამჩნევდი? ნუთუ ამდენად ბრმა ვიყავი?! ის ხომ ერთგული მეგობარი, საუკეთესო მეუღლე, მოყვარული მამა იყო. უცბად გონების სიღრმეში გაელვებულმა სურათმა ტკივილივით გამიარა მკერდში. პირსმომდგარი კივილი საკუთარ თითებში ჩავახრჩვე. საწოლზე წამოვჯექი. ნათლად ვხედავდი, როგორი მზრუნველობით და სიმარჯვით უწნავდა ანდრია მაკოს თმას იმ საღამოს და როგორი ცივი, სასტიკი მზერით მიყურებდა მე.

_ ღმერთო ჩემო!_ ჩავილაპარაკე შიშით აცრილმა. _ არა, შეუძლებელია!
ჩემი წინააღმდეგობა უკვე აღარ იყო უწინდებურად მტკიცე და მაინც, თუ ჩემი მიხვედრა მართალი იყო, გამოდის საფრთხეში მხოლოდ მე არ ვიყავი. იქნებ ვაჭარბებდი, იქნებ მეჩვენებოდა? მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, აუცილებლად უნდა მემოქმედა, რაღაც უნდა გამკეთებინა, მაგრამ რა?
ჩემს მოუსვენრობაზე ანდრია შეიშმუშნა. ადგილზე გავიყინე. მძინარემ მკლავი მომხვია წელზე და სხეულზე ამიკრა. ცხვირი ჩემს გაშლილ თმაში ჩარგო და მძინარემაც კი ნეტარებით ჩაისუნთქა ჩემი თმის სურნელი.
ვინ იცის, იქნებ მეც ამის გამო ამომარჩია მაშინ? და სწორედ იმან მიშველა, რომ იმ საბედისწერო საღამოს გაჭირვებულ სტუდენტს ფული დამჭირდა და საკუთარი თმა გავყიდე? და მერე... მერე უბრალოდ მომეჩვია?... არა, ფიქრის გაგრძელება ვეღარ შვძელი.... უჰარეობასავით მახრჩობდა საკუთარი მოგონებები. რომლებიც თითქოს სწორედ ამ წამს უცდიდნენ, რათა მახსოვრობის ზედაპირზე დაეწყოთ ამოსვლა...

_ მამაჩემმა უბრალო გამოსავალს მიაგნო, ის პროფესია აირჩია, რაც ამშვიდებდა და აბედნიერებდა!_ ჩამესმოდა ანდრიას ხმა წარსულიდან.
_ და რა ხელობისაა მამაშენი?_ ვკითხე მაშინ მხიარულად.
_თმას ჭრის საკუთარ სალონში!_ მიპასუხა მან და ირონიულად ჩაეცინა.
_ მამაშენი სტილისტობაზე ოცნებობდა?_ მართლა გამიკვირდა, რადგან ახლაც კი, ლამის ოთხმოცი წლის ასაკში ჯარისკაცის აღნაგობა ჰქონდა ჩემს მომავალ სამამამთილოს. ყველაფერს წარმოვიდგენდი მასზე, მაგრამ არა ამას.
_ რას იზამ ძვირფასო, ყველას არ ჰყოფნის გამბედაობა სიგიჟეების ჩასადენად!_ უცნაური აღტყინებული მზერით დამხედა ანდრიამ და ტუჩებში მოურიდებლად მაკოცა. _ როგორი ჯანსაღი თმა გაქვს. ელვის სისწრაფით გეზრდება.
თვალდახუჭულმა ჩამისრიალა თითები ცხენისკუდად შეკრულ თმაზე.
მაშინ მოხდა კიდევ ერთი გაუთვალისწინებელი ამბავი, მე მაკოზე ორსულად დავრჩი. ეს იყო ჩვენი გაცნობიდან ერთი წლის თავზე და ახალი ამბიდან ერთი თვის შემდეგ ხელიც მოვაწერეთ.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, გამოდიოდა, რომ მე კი არ ვაჩუქე ჩემს შვილს, არამედ თავად მან მაჩუქა სიცოცხლე....

....იმ დღეს მაკო სკოლაში არ გამიშვია. ამ ფაქტით გაკვირვებულ ანდრიას ავუხსენი, რომ ბავშვს მუცელი სტკიოდა.
_ რა დაემართა? _ მკითხა ინტერესით და მამობრივი მზრუნველობით. იმდენად გულწრფელი მღელვარება გაუკრთა თვალებში, რომ კიდევ ერთხელ ვუსაყვედურე საკუთარ თავს წინაღამინდელი აკვიატებული ფიქრების გამო.
_ ალბათ აწყინა რამემ!_ ავიჩეჩე მხრები.
_ ექიმს ხომ არ ვანახოთ? დავრჩე სახლში? _ კიბეს ახედა. მაკოს ჯერ ისევ ეძინა.
_ არა, არ მგონია დასჭირდეს ექიმი. _ თავი გავაქნიე მე._ დღეს მაიკოსთან უნდა ავიდეთ, რა ხანია არ მინახია, სირცხვილია. _ თავი მშვიდად დამიქნია. სამსახურში წასაღებად გამზადებული საჭმლის პატარა კონტეინერები ჩანთაში მშვიდად ჩაილაგა. ფასთფუდის მოყვარული არ იყო ჩემი ქმარი. ერჩივნა ჩემი გამზადებული საჭმელი სახლიდან ეტარებინა. ხშირად ამბობდა, რომ ჩემში გაუმართლა, რომ მისდა გასაოცრად, როცა ეგონა, რომ იდეალური ქალები არ არსებობდნენ, ჩემი უკეთ გაცნობის შანსი მიეცა. და მე ეს მიხაროდა, ისე, როგორც პატარა ბავშვს უხარია მშობლისგან წამახალისებელი შექება და თავზე ხელის გადასმა. წასვლისას, ჩვეულად მაკოცა და დამემშვიდობა. როგორც კი ჭიშკრის ხმა გავიგონე მაშინვე დივანთან მივვარდი და ბალიშებს შორის ხელი ჩავყავი. კარგა ხანს ვეძებე, ბოლოს სულაც ავშალე დივანი, მაგრამ სავარცხელი იქ აღარ იყო. მუჭები შევკარი საკუთარ თავზე გაბრაზებულმა. თუ ანდრიამ ის წყეული სავარცხელი იპოვნა ალბათ ისიც გაიაზრა, რომ სწორედ მას დავუმალე. ანუ ეს ნიშნავდა, რომ რაღაცას ვეჭვობდი. კიბეები ავირბინე და მაკო გავაღვიძე.

_ ადე დე! გაიღვიძე!_ მხარზე ფთხილად შევეხე.
ბავშვმა კარგად გათენებულ დღეს ფანჯრიდან გახედა და გაოცებით მითხრა..
_ დაგვეძინა?
_არა, დღეს გოგონების დღე გვაქვს! ადე, ადე. ჭამე და ყველაფერს გაზაში მოგიყვები!

ცოტა ხანში ხელჩაკიდებულები სეირნობით მივუყვებოდით ქუჩას. მაღაზიის ერთ_ერთ სარკესავით კრიალა ვიტრინაში არეკლილი ჩვენი გამოსახულება მომხვდა თვალში. ძალიან ვგავდით ერთმანეთს. მუქი თვალის ფერით. შავგვრემანი კანით, სიმაღლით, ცოტაც და ჩვენზე იტყოდნენ, რომ დები ვიყავით და ყველაზე მეტად მაინც წელამდე ჩამოზრდილი მუქი წაბლისფერი თმით მგავდა ჩემი გოგონა.
_ დე ნახე ნამდვილი რაფუნზელები ვართ!_ მაკოს უეცარმა რეპლიკამ გული ამიჩქარა.
რაფუნზელები? საკუთარ ანარეკლს დავაკვირდი. ვიღაცას მაგონებდა ჩემი თავი. არა, უფრო სწორედ, ვიღაცას კი არა, საკუთარ თავს წლების წინანდელს.

_ მაკო რას იტყვი? გოგოებმა ერთნაირი ახალი ვარცხნილობა ხომ არ შვირჩიოთ?_ საკუთარი ხმა ვერ ვიცანი. მხოლოდ ერთი უცნაური აზრი ციმციმებდა ჩემს გონებაში. რომ მაშინ, მაკომდე, სწორედ ჩემმა სპონტანურმა გადაწყვეტილებამ გადამარჩინა. და ვინ იცის, იქნებ ახლაც მომცემდა სულ პაწაწუნა ფორას?!

ახლა რომ ვფიქრობ, დღეს აღარ მიკვირს ჩემი მაშინდელი უცნაური უმოქმედობა. აღარ მიკვირს რადგან, ნორმალურ ადამიანს იმ სიმართლის მიღება, რასაც ჩემი გონება მთავაზობდა, უბრალოდ არ შეუძლია. ამ დროს, თუ რაიმე გარეშე ფაქტორი პირდაპირ მოგახლის ჭეშმარიტებას, შესაძლოა ჭკუიდანაც კი შეცდე ადამიანი. სწორედ ეს დამცავი მექანიზმი მოქმედებდა ჩემში, ის მაიძულებდა სიმართლის შხამი წვეთ_წვეთად მიმეღო და მის მიმართ საკუთარი ანტიტოქსინი გამომემუშავებინა, ვიდრე შხამის მთელ დოზას წამში გაეჩერებინა ჩემი გული.
ნაცნობი პატარა, მაგრამ ქალაქში ყველაზე სანდო და პოპულარული სალონის კარი შევაღეთ.
_ ოჰ, ნათიი, რა ქარმა გადმოგაგდო, რა ხანია აქ აღარ დაგიდგამს ფეხი? პატარა ქალბატონო შენც აქ ხარ?_ სალონის მეპატრონე და ერთადერთი სტილისტი ზოია მხიარულად გამოგვეგება. გამეცინა, წითლად შეღებილი აბულულებული თმა კბილებიანი თმისსამაგრით მაღლა აეკეცა და იგივე ფერში შეღებილ ბუთქუნა ტუჩებს განაზებული ბუსკავდა, აქაოდა შენზე ნაწყენი ვარ, რომ დამივიწყეო.

_ ზოიი, როგორ ხარ, ფუმფი?_ გადავეხვიე მეც.
_ ყავა, ჩაი?_ მაშინვე შემოგვთავაზა მან. უარის ნიშნად თავი გადავაქნიე.
_ არა სამუშაო ბევრი გაქვს, ჩვენ ორივეს ერთნაირი ვარცხნილობა გვსურს, ზო! _ ჟურნალი ავიღე და ინტერესით ჩავათვალიერე. _ აი დაახლოებით ასეთი!
და თითქი ჰოლი ბერის მსგავს მოკლე, სასაცილო ვარცხნილობას დავუკაკუნე.
შემდეგი ნახევარი საათი ვიჯექი და სანამ ზოია რაღაცას მექაქანებოდა, რასაც საკუთარ ფიქრებში ჩაფლული მხოლოდ სანახევროდ ვუსმენდი. მოულოდნელად თვალი კედელზე გაკრული ფოტოკოლაჟისკენ გამექცა.

_ ეს რა სუათებია ზო?
_ ეს კლიენტების ფოტოებია, ვისაც ვარცხნილობები მე თავად გავუკეთე._ ბედნიერი ღიმილით მამცნო მან. თვალი ერთ ფოტოზე გამიშტერდა. ნერწყვი ძლივს გადავიტანე ყელში. პასუხი უკვე ვიცოდი, მაგრამ მაინც აუცილებელი იყო მეკითხა. უფრო კი გარდაუვალი იყო ამ კითხვის დასმა. ძალა მოვიკრიბე და ხმა ჩამწყდარმა მივუთითე.

_ ეს ვინაა ზოი?_ სურათზე გოგონას სახე არ ჩანდა. მხოლოდ გრძელი ლამაზი ნაწნავი, გადმოეგდო დაჭორფლილ მხარზე, ნაწნავი, რომელშიც ფერადი ლენტები ჩაექსოვა სტილისტს. ზოიას მხიარული სახე მომენტალურად ჩაუქრა.

_ იცანი არა? ეს მელისაა, საწყალი გოგო სწორედ გაუჩინარებამდე ერთი დღით ადრე გავუკეთე ეს ნაწნავები. უბედური დედამისი, წარმომიდგენია, რას განიცდის საწყალი ქალი! ღმერთო ყველა მშობელს არიდე....
მე მეტი აღარაფერი გამიგონია. ყველა ემოცია დავკარგე. რობოტივით მონოტონურად ვმოძრაობდი. ისიც კი არ მახსოვდა, სახლში როგორ დავბრუნდი. არც ის გამხსენებია, მაიას რომ დავპირდი სტუმრობას. ინსტიქტურად მივიწევდი სახლისკენ, არადა წესით მთელი ძალით უნდა გავქცეულიყავი იქიდან. თუმცა როგორც წყალწაღებული ხავსს ისე ვეჭიდებოდი უკანასკნელ იმედს, რომ მე როგორღაც მაინც ვცდებოდი.

ანდრია მისაღებში იჯდა. წესით უნდა გამკვირვებოდა, ჯერ ადრე იყო მისი მოსვლა.
რომ დაგვინახა, ჯერ გაოცდა, მერე სახეზე უცნაურმა ირონიულმა ღიმილმა გადაუარა.
_ ეს რა გიქნიათ საყვარელო?_ მომიახლოვდა და ხელი შეჭრილ თმაზე გადამისვა.
_ გვიხდება არა მა?_ შესცინა მაკომ.
_ ულამაზსი ხარ მა!_ ბავშვს ლოყაზე აკოცა._ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგოები მყავს!
მაკოსთან ერთად მეც ჩამიხუტა. თმისგან თავისუფალ კისერზე მაკოცა და ჩურჩულით ჩაილაპარაკა:
_ მგონი ასე ჯობია კიდეც! როგორი ნაზი და დაუცველი სჩანხარ ახლა!_ გამაკანკალა მის ორაზროვან ნათქვამზე.
_ დედაშენმა დარეკა დღეს, მაკო მომენატრა და გამომიყვანეთ რა იქნება, ნუ დამანატრეთ ბავშვიო!_ ისე უბრალოდ საუბრობდა, როგორც ყოველთვის, მაგრამ ახლა მისი ხმა უცნაურ მუქარად ჟღერდა ჩემს დამფრთხალ გონებაში.
_ ჰოო? _ გამიკვირდა, დედაჩემმა ჩემს ნაცვლად მას რომ დაურეკა.
_ ჰოო და რას იტყვის მაკო? უნდა ბებიასთან წასვლა?_ გახედა სიხარულით აღტყინებულ ბავშვს.
_ მინდა! მინდა!_ ლამის ცეკვა დაიწყო მაკომ.
_ აბა რას იტყვი წავიყვანოთ? დღეს მაგიტომ მოვედი ადრე, ხვალ აღარ მეცლება!_ წელზე მოხვეულ ხელს არ მიშვებდა და შიგადაშიგ ყელში მკოცნიდა. მის ყველა შეხებაზე სხეული უნებლიედ მიკრთოდა.
_ სკოლას ვერ გავაცდენთ!_ ძლივს ამოვიკნავლე მე.
_ დღეს თუ გააცდინა? თან ხვალ პარასკევია, და მერე სულაც ისვენებს. განა ასე არაა საყვარელო? თუ სხვა მიზეზით გინდა სახლში იყოს? თუმცა არც ეგაა პრობლემა, შენ გადაწყვიტე!_ წელზე მოხვეული თითები ნელა და ძლიერად ჩამასო ფერდში.
მივხვდი მემუქრებოდა. მივხვდი იცოდა, ყველაფერი იცოდა.
_ მე ... ისა... მე .._ ავბლუყუნდი საცოდავად. მოულოდნელად ჯიბიდან
ის ორმოში ნაპოვნი ვარდისფერი ლამაზი სავარცხელი ამოიღო და მაკოს დაანახა.
_ დედაშენისთვის მინდოდა, მაგრამ ვფიქრობ აღარაფერში სჭირდება!
_ რა ლამაზია, მომეცი რა მა, ჩემს ბარბებს დავუვარცხნი თმას, თანაც მეც ხომ ისევ გამეზრდება თმა!_ ხელი გამოუწოდა მაკომ. ანდრიამ ნიკაპზე ხელი ამომდო და თავი მაღლა ამაწევინა. თვალებში ჩამხედა. ერთ დროს ჩემი სიყვარულის ორი საზომი ახლა ცივი ირონიული ალით უელავდა.
_ აბა რას იტყვი, მივცე? თუ შენ დაიტოვებ?_ ასე პირდაპირ და თან გადატანითი მნიშვნელობით მომთხოვა არჩევანის გაკეთება. "სულელო! აქ როგორღა დაბრუნდი? აქ რა ჯანდაბამ მოგიყვანა? " გულში საკუთარი თავი მივალანძღე და მან ჩემი ფიქრები გადაშლილი წიგნივით ამოიკითხა.
_ გვიანია მაგაზე დარდი საყვარელო, რასაც ვეღარ შეცვლი უბრალოდ უნდა დაემორჩილო! ხომ ასეა?_ სხვა გზა აღარ მქონდა, თავი მორჩილად დავუქნიე.
_ მიდი მა, გაემზადე! ბებოსთან მიდიხარ! _ მხიარულად შეუძახა ბავშვს და როგორც კი მაკომ კიბეზე აირბინა, მაშინვე სახით თავისკენ შემატრიალა.
_თაგვმა თხარა თახარო, არა საყვარელო?_ ჩამხედა თვალებში და ისე შეისუნთქა ჩემი სურნელი, თითქოს დამახსოვრებას ცდილობდა.
_ ამას რატომ აკეთებ?_ ვკითხე და თვალები ცრემლებით ამევსო.
_ ჰოო, სწორედ ამიტომ!_ ჯერ ერთ თვალში მაკოცა, მერე მეორეში._ და შენ ყველაზე მეტად აღმაგზნებ მათ შორის!
_ მათ შორის?_ სული შემიგუბდა.
_ შენც ერთ_ერთი მათგანივით აგარჩიე, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემდა გასაკვირად შემიყვარდი!_აღიარებასავით ჩურჩულებდა ჩემს ყელთან._ მერე მაკო გაჩნდა, მაგრამ იმ დღეს რომ თმა არ შეგეჭრა, ალბათ დღეს აქ არ იქნებოდი! ბედისწერაა არა ძვირფასო?
_ რატომ ანდრია, რატომ?_ ორივე ხელი მკერდზე მივაჭირე და უკან გადავიხარე. აღარ შემეძლო მის ახლოს სუნთქვა, ამ თავისუფალ სივრცეშიც კი კლაუსტროფობია მიტევდა მის სიახლოვეს.
_ რა ნაზი ხარ, როგორ მომწონს, რომ გეშინია ჩემი! ხომ გეშინია? მომწონს რომ კანკალებ! მომენატრება ეს ყველაფერი! ვწუხვარ ჩემო გოგო, უბრალოდ ნაკლები ინტერესი უნდა გამოგეჩინა!
კიბეებზე მაკომ ჩამოირბინა და ოდნავ გაიწია ჩემგან. უმისო ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე.
_ მზად ხარ?_ გახედა მაკოს. მე კი დრო ვიხელთე და პატარა ხილის საჭრელი დანა ჯინსის ჯიბეში ჩავიცურე.
_ აბა გავედით!_ მაჯაში ხელი ჩამავლო და სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გამიტაცა.

მაკო დედაჩემთან დავტოვეთ. მანქანიდან არ გადავსულვართ, "სტუმრად გვეჩქარებას!" საბაბით, დედაჩემს კი არაფერი უეჭვია. რადგან ანდრია ყველა ჩემს მიმიკას აკონტროლებდა.

ტყისკენ რომ გადაუხვია, მივხვდი სადაც მივყავდი.
_ ანდრია არ გინდა გთხოვ!_ ვხვდებოდი არანაირი აზრი არ ჰქონდა ახლა ამის თხოვნას, ასე მხოლოდ მის ნარცისულ ეგოს თუ გავახარებდი, მაგრამ თხოვნა თავისდაუნებურად დამცდა პირიდან.
_ არ მინდა? _ გაეღიმა_ არც მინდოდა, კაცმა რომ თქვას, შენთან თავს კარგად ვგრძნობ! მართლა მიყვარხარ, ხომ იცი?!
_ გიყვარვარ? ესაა სიყვარული? ამას სიყვარულს ეძახი?_ ჩემს ემოციებს ვერ ვაკონტროლებდი. შიშის მიუხედავად ვბრაზობდი მასზე.
_ ამდენი წელია გიყურებ და თავის შეკავებას ვახერხებ! ამის დედაც!_ გაშლილი ხელი საჭეს დასცხო._ აბა რა არის ეს, თუ არა სიყვარული?
მის ყვირილზე ადგილზე შევხტი და კარებს ავეკარი.შემომხედა, უცებ დამშვიდდა და თბილად გამიღიმა. მერე მანქანა გზიდან გადააყენა და გადავიდა. ჩემი მხრიდან მოუარა, კარი გააღო და გადმოდიო თავაზიანად მთხოვა. გადავედი და მიმოვიხედე. ტყისპირას ვიყავით. მანქანა მოფარებულში გადაეყენებინა. უცხო თვალისგან მოშორებით.
_ მომეცი მობილური!_ მიბრძანა მკაცრად. არ გავნძრეულვარ. გაშეშებული ვიდექი. ამოიოხრა და თავად მომიახლოვდა. უცებ გამახსენდა ჯიბეში რომ დანას ვმალავდი,
ამიტომ ისევ თავად ამოვიღე ტელეფონი. გავუწოდე და ნაბიჯით უკან დავიხიე. ამაზეც გაეცინა.
_ გვიანია საყვარელი ჩემგან გაქცევა!_ ხელით იქვე გაჩერებულ თეთრ ფურგონზე მიმითითა _ ჩაჯექი!
ისევ უკან დავიხიე.
_ ანდრია გთხოვ, მაკოს ხათრით გამიშვი!_ შევეხვეწე ისევ უიმედოდ.
_ არ შემიძლია! მინდა, მაგრამ არ შემიძლია._ ისეთი გულწრფელობით მითხრა, რომ არც ამ სიტყვებში შემპარვია ეჭვი.
_ გთხოვ დაჯექი!_ გამიმეორა უკვე თხოვნის კილოთი და კარი გამიღო. ძლივს მივლასლასდი და ჩავჯექი.
_ არადა მიყვარდი ანდრი, არ მჯერა, რომ შენნაირი მონსტრის შეყვარება შემეძლო!_ ვუთხარი აცრემლებულმა.
_ არა, შენ მე არ გყვარებივარ! შენ ეს ლამაზი ფუტლიარი გიყვარს მხოლოდ! ისევე, როგორც ყველას! _ სიმწრის ღიმილი გადაეკრა სახეზე._ შენ ის თითით საჩვენებელი კაცი გიყვარდა, ვის როლსაც მე ასე მონდომებით ვთამაშობდი! შენ რომ მე მართლა გყვარებოდი .. ვინ იცის ..
აღარ დაასრულა, მაგრამ მე მის სიტყვებში მოულოდნელად ხსნის გზა დავინახე. სწორედ! უნდა მომეხეხებინა და ის ჩემს სიყვარულში დამერწმუნებინა. მე შვილი მყავდა და მას საფრთხე ემუქრებოდა, ვინ იცის დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, რა მოუვლიდა თავის ავადმყოფ ტვინში?! ამიტომ მე ყველა ხერხი უნდა მეხმარა გადასარჩენად. ამის სრული უფლება მქონდა, არა! ვალდებულიც კი ვიყავი!
_ ამას რატომ აკეთებ ანდრი? რა გაიძულებს ამის ჩადენას?_ ვიცოდი გულახდილობა სურდა, ერთხელ მაინც ენდომებოდა ვინმესთან გულწრფელად საუბარი, დაცლა და საკუთარი სატკივარის ამონთხევა. ასეთი უცნაური არსებაა ადამიანი, მუდამ საუბრისკენაა მიდრეკილი.
ჯერ გამომხედა, შეამოწმა რამდენად გულწრფელი ვიყავი. თვალებში ჩამხედა და ისევ გზას დაუბრუნდა.
_ერთ დღეს, კარადაში დამალულმა ჩემი თვალით ვუყურე, როგორ მოკლა მამაჩემმა დედაჩემი, შემდეგ როგორ გაუწმინდა სისხლისგან მთელი სხეული. როგორ ჩამოუწნა გრძელი წელამდე თმა. და როგორ მოაჭრა შემდეგ ძირში. დედის სიკვდილი არავის გაუგია. რადგან მამამ ისე მოაწყო, თითქოს დედაჩემმა მიგვატოვა. ყველამ გაიგო ეს ამბავი და მამას ყველამ უთანაგრძნო. დედას კი ყველა ლანძღავდა იმ ცოდვისთვის, რომელიც არასდროს ჩაუდენია. შემდეგ ერთი აქსიომა აღმოვაჩინე, ის რომ ყველაზე დიდი მონსტრი ყველაზე ლამაზ და უდრტვინველ არსებად აჩვენებდა თავს სამყაროს. მამაჩემთან თავის ფეხით მოდიოდნენ ქალები! ვხედავდი მის თვალებში ანთებულ სურვილს და ვტკბებოდი მისი გაუბედაობით. _ ჯიბიდან სავარცხელი ამოიღო._ სწორედ ამ სავარცხლით დავარცხნა თმა მან დედას, და იმ საძაგელ ქალებსაც ამით ვარცხნიდა შეჭრამდე. ვხედავდი, როგორ სიამოვნებას იღებდა ის ცვედანი ამ პროცესით. ვიცოდი უფრო მეტი უნდოდა, მაგრამ საკუთარ გაუბედაობას ვერაფრით ამარცხებდა. აი მე კი... მე მას ათასჯერ ვჯობივარ! გესმის? მე არ ვარ მასავით ლაჩარი!
ვუყურებდი და არ მჯეროდა, როგორ შეიძლებოდა ეს სულით ავადმყოფი მსოფლიოში საუკეთესო მამაკაცი მგონებოდა? ვერაფერი შემემჩნია და მადლობელიც კი ვყოფილიყავი მისი. საკუთარი თავი შემძულდა. ვუსმენდი მის უაზრო ბოდვას და ვხედავდი მის აღგზნებულ თვალებს და ერთადერთი სურვილი მქონდა, რომ სამუდამიდ დადუმებულიყო. აი ასე! ჭეშმარიტებამ და მისი მახინჯი სულის გაშიშვლებამ სიყვარულის ყოველგვარი დაბინდული საფარველი ჩამომგლიჯა თვალებიდან. ჩამომგლიჯა ისეთი ძალით, რომ სასტიკად მეტკინა სხეული. მკერდში უცნაურ წვას ვგრძნობდი. თითქოს მე ვიყავი დამნაშავე მელისას და კიდევ ვინ იცის რამდენი გოგონას სიკვდილში. მე მონსტრის სიყვარულით დაბრმავებული, საცოდავი ქალი. მე_ ვინც ვერაფერი შენიშნა! და აჰა ახლა ალბათ კუთვნილ სასჯელსაც მივიღებდი ჩემი სიბრმავისთვის.

ტბის ზედაპირი სარკესავით ირეკლავდა ზეცას.ჩამობურული ნაძვები გვირგვინივით ერტყა წყლის გამჭვირვალე სივრცეს. ისეთი მყუდროება სუფევდა ირგვლივ, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ეს სამოთხის მსგავსი მიდამო, ამ ლამაზი ნიღბის მიღმა სისხლიან საიდუმლოს წლების მანძილზე ერთგულად ინახავდა.
მანქანა გააჩერა და ჩამოსვლა მაიძულა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და თვალთ დამიბნელდა. ხელი რომ არ შეეშველებინა ალბათ წავიქცეოდი. ისე მზრუნველად ჩამიხუტა, თითქოს ძალიან დარდობდა ჩემს გამო.
_ ცუდად ხარ ნათი?_ მკითხა და ხელი მომხვია.
_ არა, მე თავადაც შევძლებ!_ მისი შეხება გველთან ჩახუტებას უდრიდა. ვცადე მოვშორებოდი, მაგრამ ხელი არ გაუშვია ისე შემიყვანა "ჩვენს" პატარა ქოხში. ყოველ ზაფხულს ამოვდიოდით აქ ერთი კვირით. ქალაქს და ხალხს მოწყვეტილები დროს ერთად ვატარებდით სიმშვიდეში. ყოველ შემთხვევაში მე მეგონა ასე. მას კი თურმე მხოლოდ პირადი კატაკომბების მონახულება სურდა. ზიზღით გამაკანკალა. ღებინების შეგრძნებამ კუჭის თავი ამიწვა.

_ გცივა საყვარელო?_ არ ვიცი, მეოჯახის როლიდან ვერ გამოდიოდა,მასხრად მიგდებდა, თუ ასე ერთობოდა, მაგრამ იმდნად ჩვეულებრივი იყო,წამიერად ისიც კი გავიფიქრე, რომ რაღაც მჭირდა და ეს ყველაფერი მეჩვენებოდა.
_ მოიცადე, ახლავე ავანთებ ცეცხლს!_ გამიღიმა მზრუნვლად და სწორედ ასეთი უნაკლო ღიმილით გამიკოჭა ხელები.
_ რას აკეთებ ანდრია? ეს რა საჭიროა? გგონია გავიქცევი?_ ვკითხე უკმაყოფილო სახით.
_ გაიქცევი? ვერა ვერ გაიქცევი, მაგრამ არ გენდობი და ტყუილი სირბილიც მეზარება ამ ტალახიან ტყეში. ასე უფრო მშვიდად ვიქნებით!_ რას მეთამაშებოდა? რა მიზანი ჰქონდა?
ცეცხლი მალევე აანთო. ზედ ჩაიდანი შემოდგა და სავარძელში საცოდავად მოკუნტულს თბილი პლედი მზრუნველად მომაფარა.
_ აქ ცივა ხოლმე ამ დროს!_ ჩემს პირდაპირ ჩამოჯდა და ჩემი მობილური ამოიღო. ცოტა ხანს ვიღაცას ემესიჯა. დაფიქრებული სახით კრიფავდა ტექსტს. ალბათ ჩემი სახელით გამოსამშვიდობებელ წერილებს თუ აგზავნიდა, სწორედ ისე, როგორც ეს მელისას შემთხვევაში ქნა
_ მელისა უკვე მკვდარია არა, ანდრია?_ იმდენად მოულოდნელი იყო მისთვის ჩემი კითხვა, შეკრთა, მაგრამ მალევე მოუხმო წონასწორობას. უბრალოდ თავი დამიქნია.
_ რატომ მელისა ანდრი? ის ხომ შენ მეგობრის შვილი იყო?!_ ვკითხე სევდიანად.
_ რატომ? ის, სხვა?დავიჯერო მთავაზობ აქაც ნეპოტიზმით ვიხელმძღვანელო?_ გადაიხარხარა მხიარულად._ ალბათ ამიტომ მიყვარხარ, იცი?
მობილური მოშორებით დადო და ფეხზე წამოდგა.
_ძალიან დავიღალე ჩემო ლამაზო! მოდი დავიძინოთ და ჩვენი მნიშვნელოვანი საქმეები ხვალისთვის გადავდოთ, რას იტყვი?_ ისე მაცდურად გამიღიმა , როგორც სჩვეოდა. მაგრამ მე გული აღარ ამჩქარებია. ახლა არც კი ვიცოდი რა უფრო საშინელებად მეჩვენებოდა, მისი ალერსი, თუ მისი ხელიდან სიკვდილი?
_ გაიხადე! მინდა შენი სხეული დეტალებამდე დავიმახსოვრო!_ მითხრა და ხელები ცოტახნით შემიხსნა. უარი არ მითქვამს, ან რა აზრი ჰქონდა? ძალით მაინც ვერ მოვერეოდი და ჰქონდა კი მის უაზრო პროვოცირებას რაიმე აზრი? თანაც არ მსურდა ჩემი პატარა საიდუმლო ეპოვნა. ამიტომ ავდექი და უსიტყვოდ და მორჩილად გავიხადე...
....ღუმელში ცეცხლი ენთო და ჩვენი თამაში კარგა ხნის წინ იყო დაწყებული...

_პირველი და უკანასკნელი მართლაც განუმეორებელია არა ჩემო სიცოცხლე?_ გვერდზე გადაწვა და ამოსუნთქვის საშუალება მომცა._ აბა, რას იტყვი, ხომ ექსტრემალურია? შენც კი გაგიკვირდა, რომ გესიამოვნა, არა? მათაც შენსავით უკვირთ ხოლმე. _ პლედი თავისი ხელით გადამაფარა შიშველ სხეულზე. ლოგინის თავზე მიკოჭილი მაჯები შემიმოწმა. მკერდზე თავი დამადო და თვალები დახუჭა.
_ ღამე მშვიდობისა საყვარელო!

დილით ისევ შემიხსნა ხელები. ტანსაცმელი ჩავიცვი, შემდეგ მითხრა, რომ ჯობდა ტვალეტი მომეთავებინა, რადგან კაცმა არ იცის, როდის მექნებოდა კიდევ ამის შესაძლებლობა. გაოცებით გავხედე. მიხვდა ვერაფერს მივხვდი. მაჯებში ხელი მომკიდა და კალთაში ჩამისვა.
_მისმნე ნათია! შენ უკვე იცი მე ვინც ვარ, და რაც არ უნდა უცნაური იყოს, თავს პირველად ვგრძნობ ასე მშვიდად და თავისუფლად. მე ეს მჭირდებოდა და აქამდე ვერც ვხვდებოდი!_ ვერც ახლა მივხვდი რას გულისხმობდა. ინტერესით ვუსმენდი._ მინდა, რომ შენ გამიგო, გამიგო და მხარი დამიჭირო!
ამ სიტყვებზე თვალები გამოვქაჩე. ანუ რას გულისხმობდა?
_ხო, რატომ გიკვირს? იცი რა ძნელია ამ ტვირთის ზიდვა მარტოობაში? თუმცა ამას ხომ ვერავის გაანდობ არა? მაგრამ შენ სულ სხვა ხარ, მინდა, რომ ისეთი მიმიღო, როგორიც ვარ! ვიცი, ახლა შენი ნდობა არ შეიძლება! რომც დამთანხმდე მაინც მომატყუებ და პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩამიშვებ! რადგან მონსტრი გგონივარ. მაგრამ შეუძლებელიც არაფერია! ცოტა დრო უნდა მოგცე, შეგაჩვიო, მოგანდომო და იქნებ ერთ დღეს შენც მიიღო ამისგან ისეთივე აზარტი და სიამოვნება, როგორსაც მე დღეს!_ ჩემს წაშლილ სახეზე გაეცინა_ გახსოვს ადრე არც ზეთის ხილი გიყვარდა, ახლა ხომ გიყვარს? ახლა ხომ არ ნანობ, რომ მაშინ დამიჯერე და რამდენჯერმე ძალით გასინჯე?
ეს არანორმალური კაცის კვლას და ზეთის ხილის ჭამას ერთმანეთს ადარებდა?! რა ურჩხული იყო ამისთანა?!
_ ხოდა,ამასაც შეეჩვევი და მოგეწონება! შანსი არაა არ მოგეწონოს! ხომ გჯერა ჩემი?_ მკითხა და ალესილი პურის საჭრელი დანა მკერდზე ჩამომისვა.
_ ვერც კი ვიგებ, ამას როგორ ახერხებ!_ ტუჩი მოილოკა და თვალი მოშიშვლებულ მკერდზე დამასო._ მგონი შენთან დამშვიდობება არ მინდა! ვერ გელევი! მე შენ მიყვარხარ, მე შენ მინდიხარ, მე შენ მჭირდები! თანაც სიკვდლი არსად გაგვექცევა, ყოველთვის მოვასწრებთ! ხომ ასეა არა?

შებინდებისას პატარა გაცვეთილი ნოხი გვერდზე გასწია, პატარა კარი გააღო და ჩადიო მიბრძანა. ალბათ ესეც ახალი გაკეთებული ჰქონდა, რადგან აქამდე მის არსებობაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. სხვა რა გზა იყო? მივხვდი, კიდევ ერთხელ გამიღიმა ბედმა. ალბათ ამ ნაბიჭვრისთვის მართლაც მნიშვნელოვანი ვიყავი.
_მე უნდა წავიდე, მაგრამ არ იდარდო, მონატრებასაც ვერ მოასწრებ, რომ ისევ დავბუნდები, ახლა როცა აქ ამ მდგომარეობაში მეგულები, შენგან შორს რა გამაჩერებს? _ ბოლოჯერ გამიღიმა და პატარა მოცუცქნულ ორმოს თავი ღიმილით დაახურა.
არ ვიცი ვინმეს გამოგიცდიათ როგორი შეგრძნებაა კლაუსტროფობია? ნელ_ნელა სიბნელემ და უჰაერობამ ჩემი სხეულის ამოვსება დაიწყო. სიმძიმე და დახუთულობის შეგრძნება მქონდა. მეგონა, რომ კედლები ვიწროვდბოდა და მე ვისრისებოდი. ვკიოდი, ვხაოდი, უბრალოდ მეგონა ვიგუდებოდი. მუხლებზე ჩაჩოქილი საკუთარ მილიონჯერ აჩქარებულ გულისხმას ვუსმენდი. და შიში ჭკუიდან მშლიდა. საღად აზროვნების უნარს მართმევდა. სწორედ ამ ცხადისა და პანიკური სიგიჟის გზაგასაყარზე მომესმა ნაცნობი ხმა:
_ მცივა, მცივა!
_ მელისა!_ ამოვიკვნესე საცოდავად._ მელისა სად ხარ!
ვიცოდი ცოცხალი აღარ იყო. ვიცოდი, მაგრამ მისი ხმა სიბნელეში იმედის სხივს ჰგავდა.
_ნუ დანებდები, ჩვენს გამო სამაგიერო გადაუხადე! _ მეჩვენებოდა, თუ მართლა მესმოდა, ახლაც კი არ ვიცი.
ახლაც, როცა ამაზე ვფიქრობ, ვერაფრით ვხსნი იმ უცნაურ მოვლენას. მაგრამ ფაქტია მელისას ხმამ ძალა შემმატა და გამომაფხიზლა. მუცელთან გაკოჭილი ხელებით ადვილად ამოვიღე დანა და მჭიდროდ ჩაჭერილი თოკის გადაჭრა დავიწყე, უკუნეთი იყო და ესეც ართულებდა საქმეს, რამდნჯერმე ხორცი გადავისერე და ჩემმა კივილმა კიდევ უფრო მეტი ძალა მომცა. ცოტა ხნის შემდეგ თოკი მოვიშორე და დასერილ, დაბუჟებული ხელები მოვისრისე. ფეხზე ავდექი და დაკეტილი კარის გასნას შევეცადე. მიუხედავად მისი სიმძიმისა გამაოცა იმან, რომ კარი სათანადოდ ჩაკეტილი არ იყო. ალბათ იმდენად სუსტად და უხეიროდ მთვლიდა, რომ კარის ჩაკეტვა საჭიროდ არც მიიჩნია. ან ჩემი კლაუსტროფობიის გამო არ იზრუნა ამაზე, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთი იყო, ორმოდან თავის დაღწევა მოვახერხე, ქოხიდან გამოვვარდი და ტყეს შევერიე. არ ვიცი რამდენ ხანს გავრბოდი ასე უგზო_ უკვლოდ, ალბათ მანამდე ვირბინე, სანამ არ დავრწმუნდი, რომ იმ საშინელ ადგილს დიდზე დავშორდი. მხოლოდ ამის შემდეგ გავჩერდი და იქაურობა დავათვალიერე. იმ ტყეში ლამის ყოველ წელს დავდიოდით, მაგრამ ასეთი ბნელი ღამით იქ არასდროს მევლო. მანამ ვიარე, სანამ ფეხებში ძალა არ გამომელია და არ წავიქეცი. იქვე ხის ძირში მოვიკუნტე და გადავწყვიტე გათენებას დავლოდებოდი. ბოლო_ბოლოს მთელი ცხრა წელი სამყაროში ყველაზე ულმობელი და ჭკვიანი მონსტრის გვერდით ვცხოვრობდი და მაინც გადავრჩი, ალბათ ახლაც გამიმართლებდა.

დილას უცნაურმა ძახილმა გამომაღვიძა. ვიღაც მეძახდა. არა უფრო სწორედ ერთდროულად რამდენიმე ათეული ხმა ექოდ იმეორებდა ჩემს სახელს. ძილბურანს თავი დავაღწიე და წამოვდექი. მივაყურადე. არა სიზმარი არ იყო. თავიდან შემეშინდა, მეგონა ანდრია მეძახდა და გაქცევა დავაპირე, მაგრამ მერე გავიაზრე, რომ მართლა ბევრი ადამანი ერთდროულად იმეორებდა ჩემს სახელს.
_ მაშველი? _ჩავილაპარაკე იმედმოცემულმა და ხმის მიმართულებით გავიქეცი.
როცა პოლიციელები და ამრეკლავ ჟილეტებში გამოწყობილი სამაშველო სამსახურის ბიჭები დავინახე სიხარულის ელდამ მუხლებში მომცელა. იმ წამს დავიჯერე, რომ მართლა გადავრჩი. იქვე ჩავჯექი და მთელი ნერვიულობა, ტკივილი შიში და სიხარული ცრემლებად დაიღვარა ჩემი გადაღლილი სხეულიდან. მერე თითქმის არაფერი არ მახსოვდა, ნაგვიანევი შოკი იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.


6



გონს საავადმყოფოს პალატაში მოვედი. თვალებამოღამებული, გამხდარი და დარდისგან ნაადრევად დაბერებული მაიკო იჯდა ჩემს გვერდით და ფანჯარაში უაზროდ იხედებოდა.
_ მაი!_ დავუძახე ხმადაბლა. მოიხედა და სუსტი სევდიანი ღიმილით გამიღიმა.
_ გაიღვიძე ნათი?
_ მაი!_ ისევ ტირილი ამივარდა_ მაპატიე მაი! მაპატიე გთხოვ!
_ შენ რა გაპატიო? _გაეღიმა მწუხარედ._ ალბათ რა წამები გამოიარე, არა?
_ როგორ მიპოვნეთ?_ მინდოდა გამეგო როგორ მიხვდნენ,თუ სად ვიყავი.
_ იმ არაკაცს უთვალთვალებდნენ. შეცდომა დაუშვა, როცა ბოლოს ფული გამოიტანა. ის ახალი ფურგონი მოხვდა კამერის არეალში. კვალს გამოჰყვნენ და ტყიდან მომავალს მანქანასთან ჩაუსაფრდნენ. გვეგონა ვერც შენ მოგისწრებდით. არაფრით აღიარა სად ყავდი დამწყვდეული. ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მოგაგნებდით თავად რომ არ გემარჯვა.
_ მაი რაღაც უნდა მოგიყვე, და არ ვიცი დამიჯერებ თუ არა!_ ვუთხარი მტკიცე ხმით. შემდეგ კი ყველაფერი ვუამბე. მას უნდა სცოდნოდა, რომ მისი შვილი მკვდარიც კი ვერ დაამარცხა იმ მონსტრმა. მაიკოს უნდა სცოდნოდა, რომ მისმა შვილმა გადამარჩინა იმ საფლავში ცოცხლად ჩამარხული. რომ მან ამიხილა თვალი. ეს უნდა სცოდნოდა, რომ ცხოვრება აქ არ მთავრდენოდა, ეს უნდა სცოდნოდა სიცოცხლის გასაგრძელებლად.

რატომ აკეთებდა ანდრია ამ საშინელებებს?რამ გამოიწვია მისი ასეთ ადამიანად ჩამიყალიბება? არ ვიცი, ამაზე სპეციალისტებმა იმსჯელონ. მე მხოლოდ ერთ რამეს მივხვდი, რომ მონსტრები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, ჩვენს გვერდით სუნთქავენ და ისე უბრალოდ დააბიჯებენ ახლომახლო, ჩვენ აზრადაც არ მოგვივა მათი სიახლოვე. და გინდაც წამით მათი ნამდვილი სახე დავინახოთ, მაინც დავაჯერებთ საკუთარ თავებს, რომ რაღაც მოგველანდა.
არადა ინტუიცია მგონი არასდროს ცდება. ზოგჯერ ჯობია ეჭვები გადავამოწმოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ის, რისი აცილებაც მე შემეძლო საკუთარი თავისთვის რომ მომესმინა.

მელისას და კიდევ რვა გოგონას სხეული იმ ტბაში იპოვნეს, სადაც ანდრიას ქოხი ჰქონდა აშენებული. იმ ფულს, რასაც ის გარდაცვლილი გოგონების ოჯახებს სძალავდა , ისევ მათ გატაცებას და ამ საზარელი საქმიანობის საჭიროებებს ახმარდა. როგორც მერე აღმოჩნდა, ლუკას გაძარცვაც ანდრიას გმირობა იყო. ვინ იცის იმ პატარა ხულიგნობასაც რომ ყურადღებით მოჰკიდებოდნენ.... აღიარების სანაცვლოდ მხოლოდ ერთი რამ ისურვა ანდრიამ, რომ მაკოს არასდროს არაფერი გაეგო მისი საზარელი დანაშაულის შესახებ.

ფანჯარასთან ვდგავარ და უკანა ეზოში მდგარ ლამაზ ფანჩატურს გავცქერი. დღეს მელისას დაღუპვის წლისთავია. მაიკომ ონო მოიყვნა და დროებით ჩემთან დატოვა. საღამომდე უამრავი საქმე აქვთ. ონო, გიუშა და მაკო ისევ დახუჭობანას თამაშობენ. მე კი იმაზე ვფქრობ, რომ იმ დღეს, როცა მელისა გაუჩინარდა და ონო ჩვენთან დატოვეს, ის ჩვეულად ფარეხის ფანჯარაზე აძვრა. მას ჰქონდა უცნაური წინათგრძნობა, რასაც მაშინ ყურადღებაც კი არ მივაქციე. არადა სწორედ იმ წამს, როცა ონო ფარეხის დაბურულ ფანჯარაში ინტერესით იჭყიტებოდა, მისი საცოდავი, სასიკვდილოდ განწირული და ორმოში ჩაგდებული და სიცოცხლის უკანასკნელ საათებს ითვლიდა. ალბათ სულ ახლოდან ესმოდა საყვარელი ძმის ხმა და საკუთარი უმწეობისგან გიჟდებოდა....
....ჭიქას წყლით ვივსებ და სულმოუთქმელად ვცლი. ვერაფრით ვახერხებ, რომ ამაზე არ ვიფიქრო....

_ ცეცხლი აინთო თამაში დაუწყო!_ ყვირიან ბავშვები ეზოში უდარდელად.

დასასრული

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ანა

ფილმის სცენარს მეგონა ვკითხულობდი,თითქოს ცოტა დეტალები დამაკლდა დამნაშავის უკეთ აღსაქმელად ,თუმცა ისეთი კარგი სტილი გაქვთ წერის,სიტყვებით თამაშობთ არაჩვეულებრივად და იმდენად თანმიმდევრულია ყველაფერი,რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება,
P.S. სულ წერეთ !!! ჩვენ კი ამით სიამოვნებას მივიღებთ ....))))

 


№2 სტუმარი გიული

ემოციებით ვარ დატვირთული,ძალიან

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ანა
ფილმის სცენარს მეგონა ვკითხულობდი,თითქოს ცოტა დეტალები დამაკლდა დამნაშავის უკეთ აღსაქმელად ,თუმცა ისეთი კარგი სტილი გაქვთ წერის,სიტყვებით თამაშობთ არაჩვეულებრივად და იმდენად თანმიმდევრულია ყველაფერი,რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება,
P.S. სულ წერეთ !!! ჩვენ კი ამით სიამოვნებას მივიღებთ ....))))

მადლობა. მიხარია, რომ მოგეწონათ, კი ეს თემა ახალია ჩემთვის და ჯერ კიდევ ვეჩვევი.

 


№4  offline წევრი ვიპნი

გათხოვება გადამინდა :D

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ვიპნი
გათხოვება გადამინდა :D

რატომ სანამ გაიგებდა კი იყო მშვენივრად, მთავარია ინტერესმა არ დაგღუპოს ნათიასავით და არ ცოდნა არ ცოდვაა )))))))))

 


№6 სტუმარი სტუმარი ნატალია

რა ძალიან საინტერესო იყო ვერა.
დიდი მადლობა შენ

 


№7  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნატალია
რა ძალიან საინტერესო იყო ვერა.
დიდი მადლობა შენ

მოხარია, რომ ეს უცნაური მოთხრობაც მოგეწონათ.))))

 


№8 სტუმარი სტუმარი მანჩო

აი ვიცოდი!მელისას "სახლიდან წასვლის" წაკითხვისთანავე მივხვდი დამნაშავეს ვინაობას ???? აფსუს,რა გამომძიებელი დაკარგა საქართველომ ჩემი სახით(ამას გულწრფელდ ვამბობ სუუუულ)

 


№9  offline წევრი Annia

მძიმე იყო… ყველაზე მეტად ამ საკითხებზე ვფიქრობ რაც აქ იყო გადმოცემული. თუნდაც დღეს სამსახურის პირველი დღე მქონდა, 13 და 17 წლის ბავშვებმა გაქურდავ მოინდომეს ჩვენი, ყველაფერი ძირს დაყარეს და გატეხეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს და არანაირად არ დასჯილან.
მინდა რომ ყველა დამნაშავე, წვრილი დანაშაულისთვისაც და დიდისთვისაც ბოლომდე სჯიდნენ, განურჩევლად ასაკისა.
გთხოვთ მოუფრთხილდით ყველა პატარას, მეგობარს, ნათესავს და სიკეთის ნერგვა ასწავლეთ.
შენ კი მადლობა ასეთ მძიმე თემაზე კარგად და “ადვილად” წასაკითხი ისტორია რომ შექმენი.

 


№10 სტუმარი სტუმარი ნელი

მადლობა ვერა, დიდი ხანია ასეთი მძაფრი შინაარსის ნოველა არ წამიკითხავს, უდავოდ ნიჭიერი ხარ და კარგად წერ.ასე გააგრძელე და ახალც ველოდები.წარმატებებს გისურვებ.

 


№11  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნელი
მადლობა ვერა, დიდი ხანია ასეთი მძაფრი შინაარსის ნოველა არ წამიკითხავს, უდავოდ ნიჭიერი ხარ და კარგად წერ.ასე გააგრძელე და ახალც ველოდები.წარმატებებს გისურვებ.

მადლობა დიდი, მიხარია რომ მოგეწონათ. ჩემთვის ცოტა ახალია მსგავსად წერა. და მთლად დიდი მოლოდინები არ მქონია.

 


№12 სტუმარი ნა ნა

კარგი რაააა.ეხლა ამ ღამე ამის დრო იყო?მეშინია დაძინების????????????

 


№13  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნა ნა
კარგი რაააა.ეხლა ამ ღამე ამის დრო იყო?მეშინია დაძინების????????????

ასეთი ამბები ღამისაა )))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent