შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ირგვლივ მხოლოდ ნანგრევებია(1 თავი)


22-03-2024, 02:03
ავტორი ავრორა
ნანახია 638

***
კიბის საფეხურებზე სწრაფად არბოდა , ყურებში მხოლოდ ინტერვიუს ერთი და იგივე ფრაზები მეორდებოდა ,სული ეხუთება , მთელი სხეულით კანკალებს ,
1...2...
,, პირველ რიგში უბედნიერესი ვარ,ეს კი რა თქმა უნდა ,ჩემ გვერდით არსებული, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ქალის დამსახურებაა..."
3....4....
,,ის იმსახურებს ყველაფერს და ალბათ არ არსებობს იმაზე დიდი სასწაული რომ ცხოვრების მეგზურად მე ამირჩია...."
5....6....
,,ხანდახან მგონია რომ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილი,შესაბამისად.....
,, ვქორწინდებით....."
,,ვქორწინდებით ...."
,,,ვქორწინდებით , ერთ კვირაში "
- 7,8, არ მშველის, ღმერთო არაფერი არ მშველის,მინდა რომ ეს ხმა უბრალოდ გაჩუმდეს ....- ვერც კი გაიაზრა როგორ ჩამოდიოდა ცრემლები სახეზე ,
ქორწინდება 25 დეკემბერს , მათ დაგეგმილ თარიღზე მაგრამ არა მასზე,არამედ სხვა ქალზე ,3 წლის შემდეგ....
აკანკალებული ხელით გახსნა კარები, სამზარეულოდან აშკარად მოისმოდა თამრიკოს გულისწამღები დიალოგი დამხმარე ქალთან, მის დანახვაზე ორივე გაჩუმდა,განზრახ ათვალიერა თავიდან ბოლომდე წითური გოგონა და ტუჩები უკმაყოფილების ნიშნად მოკუმა თამრიკომ :
-სად არის?
- გააჩნია ვის კითხულობ .
-ამ სახლში ვის უნდა ვკითხულობდე თუ არა ჩემს უძვირფასეს მეუღლეს -არანაკლებ ირონიული ხმა ქონდა ,
- ჯერ ცრემლები შეიწმინდე ,არ გიხდება გათხოვილ ქალს სხვა კაცზე ტირილი,მითუმეტეს როცა ეს კაცი შენი ქმრის ....
- უი მართლა?ქორწილშიც ხომ არ წავიდეთ მაინც ძმიშვილად გეკუთვნის
-არ მგონია შენ და ლაზარე დაპატიჟებულთა სიაში ეწეროთ , ბოლოსდაბოლოს ჩემმა შვილმა ხომ შენ გამო დაინგრია ცხოვრება და საერთოდ ყველა მისთვის ძვირფას ადამიანზე უარი თქვა...
- რა სიას ვარჩევთ დილიდან ჩემო ქალბატონებო ?- სამზარეულოში შემოსულმა იქ მყოფებს თვალი მოავლო, თუმცა განსაკუთრებულად ერთ-ერთ მათგანს რომლის ზიზღით სავსე თვალებიდან ტირილის კვალი მაინც არ ქრებოდა.
-ისე ნუ იქცევი თითქოს გუგას ინტერვიუ არ გინახავს,მთელი ინტერნეტი მოიცვა , უამრავი სტატია ,,ნახეთ ვინ არის ცნობილი კალათბურთელისა და ფანგანების ოჯახის ვაკო ფანგანის საცოლე "
,,ნახეთ როდის ქორწინდება ვაკო ფანგანი თავის რჩეულზე "
-ალბათ შენ ჯერ კომენტარები არ წაგიკითხავს ,მაგრამ არ ინერვიულოთ შენი და ლაზარეს სენსაციას მაინც ვერ აჯობებს ,
- დამშვიდდი რა თამრიკო,რამდენიმე სტატიაში ახლაც ვართ ნახსენები.
-კიი შვილო,იქნებით ეჭვიც არ მეპარება , ბოლოსდაბოლოს ყველა მეორე ქართველი კი არ არის ჯერ ერთი ბიძაშვილის შეყვარებული,საცოლე ,ნა*ა და მერე ამ ბიჭის მამიდაშვილს მიყვება ცოლად
-დედა რა სიტყვებს ხმარობ.- მაცივრის კარი ხმაურით მიხურა ლაზარემ.
-გაგიკეთებ რამეს - ფეხზე წამოდგა დამხმარე,რომელიც ამ დრომდე ჩუმად უყურებდა ოჯახში მიმდინარე მოვლენებს და ბოლო 3 წელში მიეჩვია კიდეც.
-სერიოზულად ეხლა მადა გაქვს ლაზარე?-შეტევაზე გადავიდა ლილეანა.
-ჩემი ბრალი რა არის?ის რომ ტელევიზიაში მიიწვიეს? თუ ის რომ ჩემ ბიძაშვილს ცოლი მოყავს ?
-მისი ცოლი მე უნდა ვყოფილიყავი...
ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მეზიზღები,-მიუხედავად იმისა რომ იცოდა,მიუხედავად იმისა რომ ლილეანას ასეთ რეაქციას ელოდა მაინც რაღაცა ძალიან დიდი სიმწარე იგრძნო მთლიან ორგანიზმში, თითქოს ვიღაცამ ერთდროულად ძვლები ჩაუმტვრია,მთელი გამეტებით მოიჭირა ჭიქას ხელი ,მაგრამ მკს წინ მდგომი წითური ამას აშკარად ყურადღებას არ აქცევდა - მინდა რომ ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ
მოკ....
-არ თქვა ეგ , მე თუ მცემ ოდნავ პატივს ოღონდ ეგ არ თქვა ...-შეეხვეწა დამხმარე ,რომელსაც ლაზარე ალბათ, გადამეტების გარეშე , შვილივით უყვარდა .
ლილეანამ კიბეები აირბინა,აშკარად დახმარების და დასვენების საშუალებას დამაძინებლებში ეძებდა.
-და აი წლის ყველაზე მოსიყვარულე ცოლ-ქმარი,შენ მართლა გსურს ასე გალიო წესით ყველაზე ბედნიერი წლები შვილო? ,ლაზარე...-მიუბრუნდა გაშეშებულ შვილს .
-მე მივდივარ , პროექტი დასამთავრებელი მაქვს...



№1  offline წევრი Ninit nini

ასე გააგრძელე <3 კაია

 


№2  offline წევრი ავრორა

Ninit nini
ასე გააგრძელე <3 კაია

მადლობა ძალიან დიდი❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთა

საინტერესოა, ველი გაგრძელებას.

 


№4  offline წევრი ავრორა

სტუმარი ქეთა
საინტერესოა, ველი გაგრძელებას.

მადლობა ძალიან დიდი❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

რაიყო ესშოკი ქარიშხალი გვიახლოვდება თუ უფრო უარესი,მომწონს საინტერესო ჩანს ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????♥️♥️

 


№6  offline წევრი ავრორა

სტუმარი ნესტანი
რაიყო ესშოკი ქარიშხალი გვიახლოვდება თუ უფრო უარესი,მომწონს საინტერესო ჩანს ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ????????♥️♥️

მადლობა ძალიან დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent