შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ირგვლივ მხოლოდ ნანგრევებია(თავი 2 )


24-03-2024, 13:09
ავტორი ავრორა
ნანახია 317

***
სიზმარს ხედავდა, უკვე უამრავჯერ ნანახს და ნამდვილად გადახდენილს , დაზეპირებულიც კი ქონდა,უბრალოდ მოგონებები თავად არ ანებებდნენ თავს :
,,ის და ვაკო წყნეთში არიან, 12 წლისები ცოტათი მოიწყინეს კიდეც ,ამიტომ უმიზეზოდ დაყიალობენ,გასართობს ეძებენ...
დაინახა თუ არა გაიფიქრა,,ღმერთო რა ლამაზია ,"...
არცთუ ისე მაღალ გალავანზე შემომჯდარიყო , წიგნს კითხულობდა , მათ დანახვაზე ჩამოხტა
-რაპუნცელს გავხარ" თქვა ვაკომ და გოგონა გაწითლდა
,,მაგრამ რაპუნცელს წითელი თმა არ აქვს "გაიფიქრა ლაზარემ.
-მე ლილეანა მქვია,მაგრამ ყველა ლილეს მეძახის ,შენც ასე დამიძახე...ამის უფლებას ყველას არ ვაძლევ
-ვაკო -ხელი გაუწოდა, -რას კითხულობ?
-პატარა პრინცი.
-უი ეს ჩემი მამიდაშვილია ლაზარე.-დიდი ყურადღება ვერ დაიმსახურა, მხოლოდ ცხვირი შეჭმუხნა.
ალბათ გოგონა მართლაც რაპუნცელს გავდა,რომელიც პრინცს ეძებდა ,ანუ ვაკოს,რადგან დედის მოყოლილ ზღაპრებში ლაზარე პრინცი არასდროს ყოფილა.
ასე გრძელდებოდა ყოველი ზამთრის არდადეგებზე , მხოლოდ 2 კვირა წყნეთში ხვდებოდნენ ერთმანეთს ,
ყოველ წელს 12 წლიდან მოყოლებული იმ ორ კვირას მოელოდა სულმოუთქმელად,წესით მისი საყვარელი სეზონი ზაფხული
იყო ,მაგრამ ,რადგან ლილეანას მხოლოდ ზამთარში ნახულობდა სეზონი შეიცვალა. ზუსტად იცოდა მის გრძნობებს რა სახელიც ქონდა , მაგრამ არავის არ უმხელდა , ერთ ზაფხულს,როცა 17 წლისები იყვნენ ვერ წავიდა წყნეთში,თამრიკომ ოპერაცია გაიკეთა და მარტო არ დატოვა , 2 კვირის შემდეგ თბილისში ჩამოსულმა ვაკომ განუცხადათ რომ ის და ლილე შეყვარებულები იყვნენ , 25 დეკემბერს , ლილეს დაბადების დღეს...
აქედან დაიწყო უამრავი კოცნა მის თვალწინ,ლოყაზე,ზოგჯერ ტუჩთან ძალიან ახლოს, ღიმილი რომელიც მხოლოდ ვაკოს ეკუთვნოდა ,სიცილი რომლის ხმაც ყველა სიზმარში დაყვებოდა და ყველა სიზმარს კოშმარად აქცევდა რადგან არცერთხელ მისი ადრესატი თავად არ ყოფილა...მხოლოდ ზიზღის."
როცა გაიღვიძა ოფლში ცურავდა ,
ტუმბოზე დადგმული წყლის ჭიქა გამოცალა,მხოლოდ მშვიდი სუნთქვა ისმოდა გვერდითმწოლის,და იცოდა რომ ეს მშვიდი ძილიც,რეალურად დამაძინებლებმა განაპირობა .
ტელეფონი აიღო, ეკრანზე თარიღი გამოჩნდა 25 დეკემბერი, მწარედ გაეცინა,როცა საათის ისრებს დახედა და ნახა რომ 6-ს 48 წუთი აკლდა ცოტა დააკლდა საკუთარ ბედზე ახარხარებულიყო.
-ბედი მეღადავება ...თან მწარედ...-საწოლიდან ადგა , სამზარეულოში შესულს დამხმარე უკვე ფეხზე მოფისფუსე დაუხვდა.
-კარგი რა ბელა, ნუთუ საერთოდ არ გძინავს ...ტყუილად წუხდები...
ლილეანა ამ დღეს არ აღნიშნავს .
-რა უცნაურია არაა?საკუთარი დაბადების დღე არ აღნიშნო.
არაფერი არ უპასუხია ,
-შეგიძლია დაისვენო...თავს უნდა გაუფრთხილდე,
-მე ესეც კარგად ვარ , ლაზარე,ხო რომ იცოდებ, გუშინ საღამოს დედაშენი თავის სახლში წავიდა , ვაკოს ქორწილში რომ წავიდეს ,თან პრესა თვალს ადევნებს ყველაფერს და არ უნდა რომ ...
-კარგი, ყავას მეთვითონაც გავიკეთებ,შენ ისედაც, გღლის თამრიკო .
გასვლისას ისევ შეავლო თვალი მოფისფუსე ქალს ,ბისკვიტს რომ კრემავდა
-ბელა ...
-გისმენ შვილო ,
-არ გაუბრაზდე ხოლმე ლილეანას ზოგჯერ თუ ბრაზმორეული შენ გაწყენინებს , მასეთი არაა ...მითუმეტეს შენზე არ უნდა გადმოიტანოს.
-რას ამბობ ჩემი წყენინება რა მოსატანია ,მთავარია თქვენ მოგვარდეთ. თანაც ტორტს ვუცხობ გაბრაზებული რომ ვიყო ასე ხომ არ მოვიქცეოდი ,თუ რა თქმა უნდა ,საერთოდ ჩამოვიდა ოთახიდან...იცი არ უნდა გეუბნებოდე,მაგრამ გული არ მითმენს ,ხან მთელი დღეები წევს საწოლში და სძინავს ,მთავარი ისაა რომ ოთახის დალაგებისას ყოველთვის დიდი რაოდენობით გათავებულ წამლებს ვხედავ...ცოტათი მეშინია.
-უბრალოდ განტვირთვაში ეხმარება... ექიმმა იცის ...
****
საშინლად არ უნდოდა იმ დღისით გაღვიძება , საერთოდ გააქრობდა მისი ნება რომ ყოფილიყო ,
ისევ შეიბრუნებდა ,,გათიშვის ფაზას" მის ძილს ძილი არც ერქვა,რადგან სიზმრები დიდი ხანია არ უნახავს , საწოლთან დადებულმა კონვერტმა ყურადღება მიიქცია . იცოდა ვისგანაც იყო,ამიტომაც არ აინტერესებდა რა ეწერა შიგნით და აიგნორებდა კიდეც, სანამ ბრაზი არ მოაწვა :
,,ბოდიში ,რომ დღევანდელი დღე არ გიყვარს ,ვწუხვარ რომ ეს დღე მხოლოდ თქვენ ორისაა,და სხვებისთვის ადგილი არ არის.
ბელა ტორტს გიცხობს , სამზარეულოში ჩადი ,თუნდაც 5 წუთით , მხოლოდ იმიტომ რომ დააფასე...
P.s თუ ტელეფონზე ბლოკს ამხსნი ბევრად გამიმარტივდება მოწერა,ვიდრე ბატის ფრთით და მეცხრამეტე საუკუნის ხერხებით ."
ჯერ ნერვები კიდევ უფრო მოეშალა ,ამიტომ ისიც კი გაიფიქრა საერთოდ დავაიგნორებ არსადაც არ ჩავალო ,მაგრამ დაახლოებით საათნახევრის მერე ,ხალათი შემოიცვა ,სარკეში არც ჩაუხედია ისე დაუყვა კიბეებს ,შუა ნაწილში გაშეშდა , არ უნდოდა ისე გამოჩენილიყო თითქოს ლაზარეს თხოვნას ასრულებდა ,მაგრამ არც ბავშვობა არ სურდა.
- გილოცავ , მრავალს დაესწარი და უბედნიერესი გოგო ყოფილიყავი მთელი ცხოვრება , ყველა დასახული მიზანი აგსრულებოდეს...აღარ ვიცი მადლობა რა გითხრა.
-მადლობა ,ესეც საკმარისია-მიხვდა რომ მკაცრად გამოუვიდა- ...არ მინდა უხეშად გამომივიდეს ,მართლა ძაან დიდი მადლობა ბელა, არც ველოდი.
-რატომ წინა წელსაც გამოგიცხვე ტორტი , ეს ჩემი ტრადიციაა , ქალბატონი თამრიკოს, ლაზარეს დაბადების დღეზე მუდამ ვაცხობ და შენც შესაბამისად, შენც მათი ოჯახის წევრი ხარ.- ბოლოს კი ენაზე იკბინა .
-ეტყობა თამრიკო რომ არ არის სახლში , თორე შეგეწინააღმდეგებოდა , ისე ჩვენ არ უნდა ვიყოთ დაპატიჟებული?- ზედმეტი სიხალისით თქვა .
-ვინ ჩვენ ლილე?-ხმაში ეჭვი შეერია ქალს .
-მე და ლაზარე ....კარგი ვხუმრობ .
-იცი რა რჩევას გეტყვი? -მალევე გაჩუმდა .
- ტორტი რისაა?
-შოკოლადის .
-მარწყვზე ლაზარეს ალერგია აქვს .-თვითონვე გაუკვირდა რა შუაში იყოო.-თუ უბრალოდ არ ჭამს ? კარგი, აბა რას მეტყვი.
-არაფერს.
-მირჩევნია პირდაპირ მითხრა ,გავითვალისწინებ თუ არა ჩემი გადასაწყვეტია,მაგრამ მაინც მირჩევნია რომ რასაც ფიქრობენ პირდაპირ მითხრან.
- ცხოვრება განაგრძე... აი ასე მოკლედ , ლაზარე ....
-ცხოვრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აგრძელებენ როცა ვინმე უკვდებათ და მათ დამშვიდებას ცდილობენ.
-როცა ვინმეს კარგავენ მაშინაც და შენი აზრით დაკარგული არაა კაცი რომელიც სხვაზე დაქორწინა ან შენ იმისთვის ?
- ვინმემ დაგარიგა ბელა რო ესე უნდა მელაპარაკო?ხოდა მაშინ მეც გეტყვი ,რომ არ მჭირდება ეგ აზრები.
-შენ უკვე თქვი რომ გირჩევნია პირდაპირ გითხრა , ამიტომ კიდევ ერთს გეტყვი ერთადერთი გარდაცვლილი კარგავს ყველაფერს, სხვა ყველასთვის აზრი აქვს ცხოვრებას ,ადამიანმა თურმა უნცა ცადო რომ ე ყველა არ დაკარგო შენ ბრძოლებში .
-უი მე მეგონა უკვე დავკარგე .
-ყველა ჯერ-ჯერობით არა ,მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი შენი თავი დაკარგე .
- აშკარად ფსიქოლოგობა გინდოდა და ვაი წუთისოფელი, ,,სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა!"
- ჩემზე ხო იცი რო ეგ ირონია და სარკაზმი არ ჭრის ,ბოლოსდაბოლოს შვილმკვდარ დედას რაღა უნდა ჭრიდეს და უკლავდეს გულს ამ ფაქტზე მეტად ?!
-ბელა...ეგ მართლა არ მიგულისხმია...ვაიმე ზოგჯერ მართლა რა საზიზღარი ვარ ღმერთო...-მთელი ჭეშმარიტებით წარმოსთქვა. -ისა და ლაზარე სად არის?
-იპოვე ქალბატონო თემის გადატანის საშუალებაა ?!-გულწრფელად გაეცინა ბელას.-არ ვიცი,დილით ადრე ადგა და მალევე წავიდა სახლიდან,ალბათ მუშაობს . მოგიჭრა ტორტი?
-აუუ კი და შენთვისაც მოიჭერი ,მარტო არ მინდა იცოდე ...
-კარგი როგორც იტყვი
,,მაინც გავხართ შენ და ლაზარე რაღაცეებშიო"გაიფიქრა , მაგრამ არ უთქვამს.

***
ტელეფონს ხელში აწვალებდა , უკვე ნახევარი საათი იქნებოდა ,
-კაიი რაა ,თუ გინდა მიწერა მიწერე და მორჩა.
-ღადაობ ოთო ,რა მივწერო რო ,, ვაკო გილოცავ ქორწილს" თუ ,,ისეთი წყვილი ხართ ფერი ფერსა მადლი ღმერთსაო "
-რავი თუ მასეა ღმერთმა სულ ერთად შეგაბეროთო ეგ მიწერე...
-შანსი არაა ,ვერ გამოვა -სახეზე ხელი ჩამოისვა .
-აუუ ჩემ ფილოლოგ დედიკოს უნდა ვუთხრა სკოლაში ხიდჩატეხილობას რო ახსნის თანამედროვეობაში პარალელი გაავლოს თქვენთან.-ღადაობით თქვა და სკამზე კიდევ უფრო გადაწვა.
-ეგ სოციალურ ფენათა უთანასწორობაზეა ჭკვიანო.
-კაი ეხლა ლიზიკო,სადაც მოსწავლეებისათვის უარქვამს ჩემი ოთო ბავშვებო ხანდისხან დიდოსტატში ,რომ კონსტანტინე არსაკიძეა ,იმას მაგონებსო
-ლიზიკოს ნუ მეძახი თქო რამდენჯერ გითხარი ,-მაგიდაზე რაც მოხვდა პირველი თვალში საკოლმე იყო ამიტომ გაუქანა სახეში.-და სად გყავს შორენა ?
-ეჰჰ ნუ იტყვი, თურმე ესე ყოფილა, მე ეხლა დედაჩემის ნათქვამის ციტირებას ვახდენ რომ სოფელში არისო ,მაგრამ ოთომ მუშაობა და კარიერა არჩიაო.
-ვა ოთარ რაღაცა სხვა თვალით შემოგხედე, ეტყობა დედაშენმა არ იცის ყოველ დღე რო აგვიანებ სამსახურში და მთლად კარიერის არჩევანში ბედნიერი არა ხარ .-სახეზე ხელი ჩამოისვა ისევ .-სადღაც უნდა დავრეკო და მოვალ. -
მართალია ოთოს ეგონა რომ ვაკოსთან მიწერას აპირებდა მაგრამ თან სხვა რაღაც გულს უღრღნიდა .
რეალურად არ იცოდა სწორი საქციელი იყო თუ არა რასაც აპირებდა ,ბოლოს მაინც დარეკა
- გამარჯობა ბატონო რამაზ, ლაზარე ვარ ....ალბათ გახსოვთ რომ დღეს ლილეს დაბადების დღეა ...დიახ დღეს არის ....მემგონი დიდად არც თქვენ არ დარდობთ იმ ფაქტზე რომ ლილეს თქვენი დანახვა არ უნდა ...მაგრამ ამისთვის არ დამირეკავს...ერთი წუთით თუ შეიძლება , მშობლებს ჩვენ არ ვირჩევთ ,ასე რომ ვფიქრობ მაინც გაუხარდება თქვენი დანახვა., გულის სიღრმეში,გინდ არ შეიმჩნიოს ..კარგი პირდაპირ გადავიდეთ მაშინ საქმესე ,რამდენი გინდათ იმისთვის შენ და ეკას რომ დღეს ,
არა დღეს მე არ ამოვალ .... ანგარიშზე ჩაგირიცხავ ...ღმერთო რას ქვია რამდენი საათი,რამდენი საათიც შვილის დაბადების დღეზე უნდა დარჩეს მშობელი, მადლობელი ვიქნები თუ ამ ფულის სიყვარულს ცოტა შვილის სიყვარულად გადაიტანთ დღეს.
ღამის 11 საათისთვის ტელეფონში შეტყობინება მოუვიდა , ცოტათი ეძინებოდა მაგრამ მაინც გახსნა გადაწყვიტა :
ლილე:"და"ს წინ მძიმე არ იწერება
ლაზარე :ვერ მივხვდი
ლილე :შენს მოწერილ ბარათზე გეუბნები , დას წინ მძიმე არ უნდა დაგეწერა .
ლაზარე :შემდეგში გავითვალისწინებ. უი ბლოკიც აგიხსნია .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent