შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამოუხსნელი სიყვარული (თავი1)


1-04-2024, 20:31
ავტორი Tata3109
ნანახია 696

დილით, ჩემი დის ტკბილმა კოცნამ გამაღვიძა.
- სამსახურში დააგვიანებ, თუ არ ადგები
-ჯერ 11საათია, მე 3ზე ვიწყებ, ხომ არ დაგავიწყდა? ვკითხე და თან ძილის შესაბრუნებლად მოვემზადე.
-გუშინ რას დამპირდი დაგავიწყდა დაო ჩემო? მკითხა სევდანაერვი ხმით
უცბად თავი წამოვწიე, შევხედე და გამახსენდა, იმ სპორტულების საყიდლად წასვლას დავპირდი, რომლის გამოც, უკვე სამიკვირაა მეწუწუნება...
-კარგი, დაო კარგი, ვდგები...
სიხარულისგან უცბად წამოდგა და გამზადება დაიწყო, მეც იძულებით ავწიე, ჩემი დამძიმებული სხეული საწოლიდან და დავიწყე ჩაცმა... სარკეში ჩემს თავს ვეღარ ვცნობდი... ჩემი ზედმეტი კილოგრამები, დროდადრო ქრებოდა, მაგრამ თავს მაინც მძიმედ ვგრძნობდი...
ზედმეტად ბევრი პასუხისმგებლობის აღება მომივიდა ჩემს თავზე... ამდენი პასუხისმგებლობა, ერთფეროვნება და ყოველდღე მუშაობა სულიერად მფიტავდა, მაგრამ ვგრძნობდი, დიდი სიახლეები მელოდა...
ფიქრებიდან ჩემი დია ხმამ გამომაფხიზლა: -თა, მე მზადვარ!
-კარგი, მარ 5 წუთი და გავიდეთ! ჩემი და ჩემზე 14 წლით დიდია, მაგრამ ეს სხვაობა არასდროს გვიგვრძნია, ჩემთვის დაზე უფრო მნიშვნელოვანია! 21წელია დედის მაგივრობას მიწევს. მზრდის, მასწავლის ყველაფერს და თან მეგობრის როლსაც ირგებს ჩემს ცხოვრებაში. დედა 15წელია ემიგრაციაშია... მამა არც არასდროს მინახავს... ჩვენი შუათანა და კი 4 წელია რაც სასწავლებლად სხვა ქვეყანაში გადავიდა. დავრჩით მხოლოდ მე, ჩემი და და მისი ოჯახი (ორი შვილი და მეუღლე).
-წავედით, ბავშვები წაიყვანე დღეს სკოლაში? ვკითხე და თან მანქანის გასაღები ავიღე
-კი, ტასიკოს 4ზე უნდა მივაკითხო, მიშო ვარჯიშზე მიდის სკოლიდან და საღამოს მოვა. შენ რასაპირებ, კიდე აპირებ იგნორი გაუკეთო იმ ბიჭს?
-იგნორს არ ვუკეთებ, უბრალოდ მიზეზს ვერ ვპოულობ მასთან საუბრის.
-იქნებ, ზოგჯერ მიზეზების ძებნას შეეშვა და უბრალოდ გააკეთო?
-კარგი, კარგი, წამოდი თორემ გადავიფიქრე
••••••••••
-ისევ დააგვიანე. ნაწყენი ხმით შემომეგება ჩემი დაქალი სამსახურში.
-უკვე აქვარ, ყავა მზადაა?
-გაცივდა უკვე
-ხომ იცი, რომ დავაგვიანებ, ასე ადრე რატომ ამზადებ ყოველთვის, სიცილით ვუთხარი და სალაროსკენ წავედი...
-შენს მოსვლამდე, იყო შემოსული. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, რამის ვუთხარი აგვიანებს, არაა აქთქო
-არ მაინტერესებს. და ნუ იცინი მაგ საკითხზე
-თათა! დროა თვალები გაახილო, მართლა დაინტერესებულია შენით, დასთანხმდი შეხვედრაზე, უცხო ხომ არ არის! შეიძლება ითქვას მის თვალწინ გაიზარდე, 4წლით უფროსია, შენზე და შენი ბავშვობა მაინც მშვენივრად ახსოვს
-ნუ იცინითქო!
-აი, ახსენე და კიდევ მოდის
-••••••



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

ეს პატარა თავი რა არის.ეტყობა გვზოგავთ რომ არ დავიღალოთ კითხვით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent