ყველა’ფერი (I)
სამშობლო. სამშობლო ყველასთვის ის საკითხია ალბათ, მისი ქება-დიდება რომ ვერასდროს მოგბეზრდება ადამიანს, ერთადერთი ადგილი , სადაც მშვიდად სუნთქვას შეძლებ და მართლა სახლში იგრძნობ თავს, ადგილი, რომელზეც ცუდს არავის ათქმევინებ და სამშობლოს გამართლებაში შენს პოზიციას რომ არაფრით არ დათმობ. სხვისთვის არ ვიცი ასე თუა, მაგრამ ამერიკაში სასწავლებლად წასული ნენე ახვლედიანისთვის ნამდვილად ასე იყო. სამშობლოში დაბრუნებული, აეროპორტიდან გამოსული მიწის დაკოცვნისგან ბიძაშვილის დანახვამ შეაკავა, ეგეც იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება დასცინებდა. - გიგი! - ნენეკო დაბრუნებულა! რაო, ახვლედიანების პრინცესა ჩამობრწყინდა სამშობლოში?! როგორ მომენატრე, გოგო! - ძალიან მაგრად მოეხვია ორი წლით უფროს ბიძაშვილს გიგი ახვლედიანი . უმცროსი ახვლედიანისთვის ნენე იყო საყრდენი , რომელმაც აადგმევინა ფეხი, ასწავლა კაცობა, ქალის პატივისცემა, ოჯახის პატივისცემა და ყველაზე მთავარი - ადამიანობა. არავინ ცხოვრებაში ისე არ ეძვირფასებოდა, როგორ ბიძაშვილი. -მეც ძალიან მომენატრე, გიგილო!-სასაცილოდ აუჩეჩა თმები და კიდევ ერთხელ ძალიან მაგრად ჩაეხუტა ბიძაშვილს, ძმისგან რომ არ არჩევდა და უკვე ძალიან რომ გაზრდილიყო. - დანარჩენები სად არიან? - ძმა, დეიდაშვილები და ბიძაშვილი იგულისხმა. - სახლში, გველოდებიან. - ჩემთან გავიაროთ მაშინ ჯერ, მოვწესრიგდები - გიგიმ საპასუხოდ მხოლოდ გაუღიმა და მისი სახლისკენ დაიძრნენ. მალევე მოწესრიგდა და გიგის სახლის გზას დააადგნენ. - გიგი.. - ცოტახნიანი საუბრის შემდეგ შეპარვით დაიწყო ნენემ. - ჰო, ნენეკო - ღიმილით გადმოხედა გიგიმაც, მიხვდა რაღაცის თქმა უნდოდა. - გახსოვს, სანამ ამერიკაში წავიდოდი ერთი ბიჭი იყო , გეგა ნიქაბაძე.. - მახსოვს - ხმა დაუსერიოზულდა უმცროს ახვლედიანს. ყველაფერს ეგუებოდა ბიძაშვილის ცხოვრებაში, მაგრამ ბიჭებს ვერასდროს.. იმის წარმოდგენაც აგიჟებდა, რომ შეიძლებოდა ნენეს ვიღაც შეყვარებოდა და ბიჭი გამოჩენილიყო მის ცხოვრებაში, გარდა მეგობრისა. ოდითგანვე ასეთი იყო გიგი, ოდითგანვე ამაზე ეჩხუბებოდა ნენე. ჯერ კიდევ მე-8 კლასელი აკონტროლებდა სად და ვისთან ერთად დადიოდა ნენე, ამაზე კი ძალიან ბრაზდებოდა ახვლედიანების ქალიშვილი. - რომ მოსწონდი, თუ რაღაც.. რატომ გაგახსენდა ახლა? - გიგი, - გაეღიმა ნენეს - მარტო მას კიარ მოვწონდი, მეც მომწონდა.. ურთიერთობაც ვცადეთ, უსტატუსო.. ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, თან მაშინ ჩემები.. - პაუზა აიღო ნენემ, უჭირდა მშობლებზე საუბარი. - მოკლედ , არ გამოგვივიდა ურთიერთობა. მაშინვე შევეშვი, როცა მივხვდი ვერ ვუგებდი, თუმცა თავს არ მანებებდა, გემახსოვრება.. - მახსოვს, მერე? - უკვე დაძაბული უსმენდა უმცროსი ახვლედიანი. - მერე , ერთ წელში სრულწლოვანი გავხდი და ამერიკაში წავედი, მაშინ ვუთხარი გადავდივარ და შემეშვი-თქო, ვიფიქრე მოვიშორებდი. არ შემეშვა კიდევ კარგა ხანს, მერე ვაიგნორებდი , ბოლოს მობეზრდა და შემეშვა თვითონაც.. წამოსვლამდე ერთი კვირით ადრე შემხვდა, ისევ ისე დაიწყო მოქცევა როგორც ადრე, მიყვარხარო, მომენატრე და არ მინდა სხვა არავინო.. გავბრაზდი და ძალიან ვეჩხუბე, მერე კოცნაც სცადა.. - დაძაბულმა გახედა ბიძაშვილს. ბრაზისგან ძლივს სუნთქავდა გიგი. ძალიან ნანობდა თავის დროზე ნენეს რომ დაუჯერა. - გავარტყი სახეში და წამოვედი, წამოსვლისას მომაძახა ჩემს იქეთ გზა არ გაქვს და საქართველოში შევხვდებითო.. - გოგო! - ხმამაღალ ტონში დაიწყო ლაპარაკი გიგიმ, მაგრამ რომ მიხვდა როგორც იქცეოდა ღრმად ჩაისუნთქა და ტონი დაიმშვიდა. - რას გეუბნებოდი მე შენ, მიმიშვი მაგ ტიპს დაველაპარაკები და შეგეშვება-თქო , რატო არ გესმის ერთი სიტყვა?! ახლა ლაპარაკით ვეღარ მოვგვარდები, შემთხვევით შემომელახება და თან შენს აზრსაც ვეღარ გავითვალისწინებ! - რას მეუბნები გიგი, გაგიჟდი?! 15 წლის ბავშვი მიმეშვი 18 წლის ბიჭთან სალაპარაკოდ?! შენ ხომარ გაგიჟდი?! ახლაც არ მითქვამს მაგისთვის, მოყოლა მინდოდა რომ მერე არ გეთქვა არ მოგიყოლიაო და არ გწყენოდა! - რას ბოდავ გოგო! შენ გინდა მაგ ნაბიჭ.. - მიხვდა გიგი მანდილოსანთან რომ იჯდა, თანაც იმ მანდილოსანთან ვინც ასწავლა რომ მსგავსად არ უნდა მოქცეულიყო ქალთან და შეჩერდა. - არაკაცს შევარჩინო ის, რომ ჩემს ბიძაშვილს გაუმწარა სიცოცხლე თუნდაც ერთი წუთით, და მერე მისი ბინძური ტუჩებით - წარმოდგენაზეც კი აჟრიალებდა გიგის - მასთან შეხება სცადა, თანაც უნებართვოდ?! - კი , გიგი. ზუსტად მაგას გეუბნები და ეგრეც მოიქცევი. თუ არა და, მერე არც იმაზე გექნება პრეტენზია, რომ რაღაცეებს გიმალავ, და არც იმაზე , რომ ძალიან გაგიჭირდება ჩემი შემორიგება. - ძალიან მშვიდად გააგრძელა საუბარი ნენემ. - გოგო-მეთქი! - ლამის გაგიჟდა გიგი. - გისმენ , გიგი. - ნენე, გადავირევი! - გაბრაზებულმა დაამუხრუჭა მანქანა, გაბრაზებული გადავიდა მანქანიდან და ასევე გაბრაზებული შევარდა მარკეტში. კარგად იცოდა ნენემ რა შედეგიც მოყვებოდა ამ ამბავს, უბრალოდ ვერ დაუმალავდა, მითუმეტეს არ იცოდა გეგა როგორ შეალამაზებდა ამ ამბავს. თავის დროზეც ბევრჯერ იჩხუბა გიგისთან გეგას გამო, ძლივს დაარწმუნა რომ არ დალაპარაკებოდა. მალევე დაბრუნდა გიგი მანქანაში, წვენებით და სნექებით. უბრალოდ ჩაუდო ნენეს კალთაში პარკები და დარჩენილი გზა ხმა არ ამოუღიათ თითქმის. - ნენეეე! - კივილით გამოვარდა ოთახიდან ელიზაბეტ მაჭავარიანი კარების ხმაზე. ელიზაბეტი იყო ნენეს საუკეთესო მეგობარი გაცნობის დღიდან. ერთმანეთის ყველაფერი იყო ეს ორი ადამიანი. მთელს ქალაქში ცნობილი მეგობრობა ჰქონდა ორ რაჭველს. მეგობრებზე მეტად, დები იყვნენ. ნენეს ოჯახი ლიზას ოჯახი იყო და პირიქით. სანდრო ლიზას ისე უყურებდა, როგორც ნენეს. ერთმანეთის ოჯახებში ისე გრძობდნენ თავს, როგორც საკუთარში. ვერცერთ საოჯახო ფოტოს ვერ ნახავდით, სადაც ლიზა იყო და ნენე არა, ან პირიქით, თუნდაც ყველაზე შორ ნათესავზე იყოს საუბარი. - ვაიმე, როგორ მომენატრე! - სულ ორი თვის უნახავი მეგობარი გულში ისე ჩაიკრა ლიზამ, თითქოს მართლა საუკუნეა არ ენახოთ ერთმანეთი. - ლიზიკო, მეც მომენატრე! - გამოდი ლიზა, მიმიშვი - ძლივს გასწია ნენეს უმცროსმა ძმამ, სანდრომ ლიზა და ისე ჩაიკრა გულში წლების უნახავი და, ლამის ძვლები ჩაუმტვრია. ყველა ღიმილით, თვალებაცრემლიანებული უმზერდა ერთმანეთზე ჩახუტებულ და-ძმას, ოდითგანვე საუკეთესო ურთიერთობა რომ ჰქონდათ. - სანდრიკ, გაზრდილხარ! როგორ მომენატრე, ჩემო პატარა.. - ვერ იღებდა ხმას უმცროსი ახვლედიანი. თვითონაც ცამდე ენატრებოდა და, უბრალოდ სიტყვის ამოღებას ვერ ბედავდა. ჯოჯოხეთად ეჩვენებოდა მისი დის გარეშე გატარებული 4 წელი სანდროს, ეშინოდა ნენე არ გამქრალიყო, მოჩვენება არ ყოფილიყო.. მშობლების დაღუპვიდან 1 წლის მერე წავიდა ნენე. შეთავაზება რომ მოუვიდა ისე დააპირა უარის გაგზავნა, არავისთვის უთქვამს სანდრომ რომ შეუსწრო და გააჩერა. რომ გაიაზრა რასაც აკეთებდა მისი და, მაშინვე გადარწმუნებაზე დაიწყო მუშაობა. ზუსტად იცოდა რამდენს ნიშნავდა ნენესთვის ამერიკა და ის უნივერსიტეტი. მთელი ცხოვრება მანდ მოხვედრაზე ოცნებობდა, ფაქტიურად მაგ უნივერსიტეტს შეალია ბავშვობა. კარგად ახსოვდა როგორ რჩებოდა სახლში, როცა მეგობრები ეძახდნენ, როგორ ბრუნდებოდა უახლოესი დაქალის დაბადების დღიდან ერთ საათში, რომ სწავლა გაეგრძელებინა. ზუსტად იცოდა,რომ მის გამო რჩებოდა. ვერ ტოვებდა უმცროს ძმას მარტო, ჯერ მხოლოდ 14 წლის იყო სანდრო. დაუფიცა სანდრომ, რა არ გააკეთა, ვინ არ ჩარია რომ ნენე დაერწმუნებინა და ძლივს დაითანხმეს ბოლოს. ნენე მალე ჩამოვიდოდა, ეს ზუსტად იცოდა. კარიერას იქ ვერ მოიწყობდა, თავის თავს უფლებას ვერ მისცემდა, თუმცა მაინც ეძნელებოდა ერთადერთი საყრდენის გაშვება. მშობლების დაკარგვამდეც, ნენეზე მეტად არასდროს არავინ ეიმედებოდა სანდროს. ნენე იყო ადამიანი, რომელიც ყოველი დამარცხებული მატჩის შემდეგ ფეხზე აყენებდა, ეუბნებოდა საჭირო სიტყვებს, მოგებული მატჩის შემდეგაც შესაბამისად ეპყრობოდა. პირველი კლასიდან გვერდში ედგა სწავლაშიც, გოგონების მოხიბვლაშიც ეხმარებოდა, რომელიც პატარა ასაკშივე დაიწყო, ყველას წინ ეღობებოდა მის გამო, მართალი იყო თუ არა მაინც. მერე, თუ ცუდად იქცეოდა, სულ ჩუმად ტუქსავდა ხოლმე, დედის თანდასწრებითაც კი არასდროს. ამიტომ ეძნელებოდა ნენეს გარეშე ყოფნა ეს წლები ასე ძალიან, მიუხედავად იმისა , რომ არც ნათესავები, არც ნენეს და არც მისი სამეგობრო მარტოს არ ტოვებდა. ძლივს რომ გაუშვა სანდრომ ხელი ნენეს, ამჯერად ელენა დაიძრა ნენესკენ. მისი უმცროსი დეიდაშვილი, პატარა ქალბატონი, რომელიც დასავით ჰყავდა და ნამდვილად არ არჩევდა გიგისგან. საერთოდ, ერთ დიდ ოჯახად ჰყავდა ნენეს ბიძაშვილ-დეიდაშვილები. მასზე უმცროსი სამივე მათგანი მისი გაზრდილი იყო სანახევროდ და არ ანსხვავებდა არცერთს სანდროსგან. - ნენეკო ჩამოსულა! მომენატრე, ნენე.. - მორიდებით გადაეხვია ელენა ნენეს.. ვერაფრით ივიწყებდა სამარცხვინო წარსულს, ერიდებოდა ნენესი.. მაშინვე მიუხვდა ნენე გასაჭირს და მაგრად ჩაეხუტა ელენას. - მეც ძალიან მომენატრე, ლენა. დამშვიდდი, თორემ რომ დაგიმარტოხელებ ძალიან გეჩხუბები. - ლოყები ტკბილად დაუკოცნა და ოთახს მოავლო თვალი. - მარიამი სად არის? - გიგის უმცროსი და, ბიძაშვილი იგულისხმა ნენემ. - დედასთან, სამეგრელოში. - მშვიდად უპასუხა გიგიმ. ნენეს ბიძა და ბიცოლა გაშორებულები იყვნენ, ასე რომ მთელი ბავშვობა ბიძაშვილებს მხოლოდ არდადეგებზე ნახულობდა, სამეგრელოში ცხოვრობდნენ. ამის მიუხედავად, ორივესთან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდა და-ძმას, პირიქით, მეგობრები გააცნეს ერთმანეთს და გიგი მაშინვე გახდა მისი სამეგობროს ნაწილი, მარიამი კი , ასაკობრივი სხვაობის გამო სანდროს სამეგობროს განუყრელი ფიგურა გახლდათ. - ვერ მოახერხა ჩამოსვლა? - ვერა, ემზადება გამოცდებისთვის. არც მითქვამს, რომ ჩამოდიოდი. მერე კონცენტრირება გაუჭირდა. - კარგი. - უთქმოდ შეუთანხმდა თვალებით გიგის ნენე, რომ ასე იყო საჭირო და მოგვარდნენ. მერე ნახა ქეთა, თათა, თაზო, ვატო, გადაეხვია მათაც გულთბილად, ბავშვობიდან ყველაზე სანდო ხალხს მისთვის. ღრმა ბავშვობიდან მოდიოდა მათი სამეგობრო. ბევრი იტირეს გოგონებმა, ბევრი იმხიარულეს ბიჭებმა. და ბოლოს, როცა ყველა ნახა, დაიძრა აქ მყოფთაგან ყველაზე უფროსისკენ, სანდოსკენ, რომელიც მშვიდად ელოდა ნენეს და მაქსიმალურად ცდილობდა მოუთმენლობა და მონატრება არ დასტყობოდა. ასეთი იყო ელენას უფროსი ძმა ,ნენეს უფროსი დეიდაშვილი, გიორგი ქავთარაძე. არ უყვარდა ემოციების სხვებისთვის დანახვება. -გიორგი.. - მშვიდად გაუღიმა ნენემ გიორგის. მშვიდი ღიმილი დაუბრუნა გიორგიმ ნენეს და მონატრებული ძლიერად ჩაიკრა გულში. ერთადერთი გოგო იყო ნენე მის ცხოვრებაში, ვისაც ბოლომდე ენდობოდა. ნენე იყო ადამიანი, ვინც გიორგის ყველა სიტყვას უთქმელად იგებდა. - როგორ მომენატრე, გოგო.. კიდევ ერთი თვეც რომ დარჩენილიყავი , გავაფრენდი უშენოდ, ნენეკო.. - ნენეს ყელში თავჩარგული "დის" სურნელ ღრმად ისუნთქავდა და ნენეს გასაგონად ბუტბუტებდა მხოლოდ.. - მეც ძალიან მომენატრე, გიო! - იქვე ყელში აკოცა ნენემ და დაელოდა , როდის შეწყდებოდა გიორგის ცრემლების ნაკადი, რომ სხვებს არ დაენახათ. მონატრების ცრემლები იყო, დანაშაულისაც ალბათ, ვინ იცის.. საკმაოდ გვიანი იყო ბავშვები რომ გააცილა ნენემ. შუაღამეს გადაცილებული იყო, თაზოს რომ გაახსენდა ნენეს ხვალაც დატვირთული დღე ელოდა. მთელი სანათესაო ჰყავდა მოსანახულებელი. ჰოდა, მალევე წამოყარა მეგობრები და დაიშალნენ. ნენე გიგისთან დარჩენას არ აპირებდა. სახლში უნდოდა წასვლა, დასვენება , თანაც გიგი ნენეს ხმას არ სცემდა მთელი საღამოს განმავლობაში და ეს აღიზიანებდა. ბავშვები რომ გააცილა სანდროს ოთახში აიხედა, სადაც თითქმის ცხოვრობდა უმცროსი ახვლედიანი ნენეს არ ყოფნის პერიოდში. სანდროს, ლიზას და ელენას ერთმანეთში გადახლართულებს ჩასძინებოდათ. გაეღიმა ნენეს. - გიგი, სახლში მივდივარ..- მეორე სართულის კიბეებიდან ყვირილით გასძახა სამზარეულოში მყოფს. - სანდროს,ლიზას და ელენას ზემოთ სძინავთ , გიო დარჩები შენ? - სად მიდიხარ ამ შუა ღამეს, ნენე - მშვიდი ხმა ჰქონდა გიგის, თუმცა გაბრაზების ნოტები ერეოდა ხმაში მაინც. - სახლში, გიგი. - მშვიდად და მტკიცედ უპასუხა ნენემ. - გიო, რჩები? - გიორგის მიუბრუნდა ისევ. - არა, მოვდივარ. მე გავიყვან გიგი , დაწყნარდი. - გაეცინა გიორგის. სანდო ხელში რომ დაიგულა გიგიმ ნენე, მაშინვე გაახსენდა დღევანდელი კამათი და სამზარეულოში შებრუნდა და კარგად-ო გამოსძახა დეიდაშვილებს. - აბა, არ მეტყვი რატომ გააბრაზე ჩემი ძმაკაცი და შენი ბიძაშვილი, ნენეკო? - სიცილით გადაულაპარაკა გიომ ნენეს მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ. ღრმად ამოისუნთქა ნენემ მოსალონდელი საუბრის დაძაბულობა რომ იგრძნო. იცოდა, გიორგი სხვანაირი იყო. პირველ რიგში იმაზე ძალიან გაუნაწყენდებოდა, აქამდე რომ არ მოუყვა ნენემ. ვერ ამტყუნებდა, მაგრამ დრო რომ უკან დაებრუნებინათ იგივეს გააკეთებდა. გიორგი არ ჰგავდა გიგის. მართალია, გიგის საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ რეალურად მართლა არ იყო ისეთი, როგორიც გამოჩნდა. პირიქით, ბიჭების თემებს გიგი ყოველთვის უფრო მშვიდად ხვდებოდა, მაქსიმალურად ცდილობდა გაეთვალისწინებინა ნენეს აზრი და სანამ მეორეჯერ არ შეეშლებოდა, ნენეს ნებართვიდ გარეშე არაფერს აკეთებდა. ამიტომ, უფრო მარტივად უყვებოდა გიგის მსგავსს საკითხებს. გიორგი კი.. გიორგი სხვანაირი იყო. ყველაზე მეტად სცემდა ნენეს გადაწყვეტილებას პატივს, მაგრამ ამ საკითხში ვერასდროს ითვალისწინებდა. რამდენჯერაც წამოსცდებოდა ნენეს, რომ წინა დღით ბიჭი გამოესაუბრა და ან ნენეს ან ლიზას ისე, რომ ეს მათი სურვილი არ იყო, ან არასწორად უთხრა რაღაც ბიჭმა, მეორე დღეს ორი მეტრის რადიუსშიც არ ეკარებოდათ ის ბიჭი. ეს აშინებდა ნენეს ახლაც. ზუსტად იცოდა, გეგა ახლა ვეღარ გამოძვრებოდა. - ჩემთან ამოხვალ? - დუმილის შემდეგ ჰკითხა ნენემ. - ამოვალ. - გაუღიმა გიომ. - წამო, მარკეტში გავიაროთ და ისე ავიდეთ. არაფერია სახლში, დილით ხო უნდა ვჭამოთ.. მარკეტში ბევრ ხანს იბოდიალეს. ფოტოები გადაიღეს, ძველი დრო გაიხსენეს და ბევრი იჭორავეს. არ ჰქონდათ დიდი ასაკობრივი სხვაობა ქავთარაძეს და ახვლედიანს, მხოლოდ 2 წლით იყო უფროსი ქავთარაძე, თუმცა, ყოველთვის "უფროსი". გვიან ავიდნენ სახლში. ძალიან ეძინებოდა ნენეს, მაგრამ გიოსთვის უნდა მოეყოლა. - გიო.. - ვერ გაუძლო გიორგის მზერას, როცა უთხრა ურთიერთობა ვცადეთ, მაგრამ ვერ გითხარიო.. იმედგაცრუებული მზერა ჰქონდა, ნაწყენი და უიმედო. საკუთარი თავის მიმართ უფრო, ვიდრე ნენეს მიმართ და ეს უფრო აგიჟებდა ნენეს. - მინდოდა გეგაზე მოყოლა, თუ დავრწმუნდებოდი.. მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა, არ მინდოდა შარში გამეხვიე.. თან, მაშინ არ იყო ამის დრო, ისედაც არ მნახულობდი და თავს მარიდებდი.. - თვალები ბრაზით გაუნათდა ქავთარაძეს ამ სიტყვების გაგონებაზე და ნენეს ანიშნა, ყველაფერი მომიყევიო. მოუყვა ნენემ როგორ არ ანებებდა თავს გეგა, როგორ შეხვდა ამერიკაში, როგორ სცადა კოცნა, ბოლო სიტყვები. ძარღვები ჰქონდა დაჭიმული ქავთარაძეს ბრაზისგან. ვერ არჩევდა ნენე ვისზე ბრაზობდა, საკუთარ თავზე, გეგაზე თუ ნენეზე.. - გიო, არ მეტყვი არაფერს? - სიჩუმეს რომ ვეღარ გაუძლო თვითონვე ჰკითხა გიორგის. - რა გითხრა, ნენეკო?! - გაეღიმა გიორგის, დაიძაბა ნენე. - არ ვიცი რა უნდა გითხრა. შენზე მინდა გავბრაზდე და თავს უფლებას ვერ ვაძლევ.. ჩემი ბრალი იყო ალბათ ასე რომ მოიქეცი. მე გავუჩინე ალბათ ბზარები ჩვენს ურთიერთობას. ალბათ, ყველა ვინც გამარჯობას გეტყოდა არ უნდა დამელურჯებინა და ადამიანურად შევხვედროდი, მაგრამ..- დაფიქრდა გიორგი ცოტახნით. -ნენე, შენს გვერდით გავლილ პატიოსან ადამიანზე ხელი ამიწევია? - თავი გაუქნია ნენემ. ახლა გაუგო უფროს "ძმას" ღრმად ჩასწვდა მის სიტყვებს. გაეღიმა გიორგის.- არ ვიცი, რა გითხრა, ნენე. დავტუქსო ჩემი თავი, ბავშვობიდან არაკაცებს შენთამ რომ არ ვუშვებდი? თუ დაგტუქსო რომ არ მენდე, ნენე? შენ როგორ ფიქრობ? -გიო..- ხმა ჩაუვარდა ნენეს. მიხვდა, უნდა ეთქვა. მიხვდა, გიორგისთვის თავის დროზე რომ ეთქვა ახლა გეგა ხმასაც ვერ გასცემდა და მშვიდად იქნებოდა. მიხვდა, თავის დროზე გიგი და გიორგი სიტყვით მოაგვარებდნენ. ვეღარაფერი უთხრა. - ტკბილი ძილი, ნენე - გაუღიმა გიორგიმ თბილად. კარგად იცოდა ნენემ რამხელა ტკივილიც იმალებოდა მისი ღიმილის უკან. ვერაფრით შეძლო ტირილის შეკავება და როგორც კი საძინებლის კარი მიიხურა გიორგიმ, მაშინვე ცრემლები გადმოსცვივდა. დიდ ხანს ვერ გაჩერდა ნენე. საწოლში რომ შეწვა აუტანელი სიცივე იგრძნო. პირველად იყვნენ ასე. როცა გიორგი ნენესთან რჩებოდა, ან პირიქით, ყოველთვის ერთად იწვნენ. ხან გიო შეუწვებოდა ხოლმე საწოლში და გაათბობდა ნენეს, ხან პირიქით. ამ ჩვევას სოფელში დაეჩვივნენ. ძალიან რომ ციოდა ხოლმე, თან ჭექა-ქუხილიც თუ იყო, ჩუმად მიიპარებოდა ნენე თავის გიოსთან. შეუწვებოდა საწოლში და გიორგიც თბილად ჩაიხუტებდა ხოლმე. მას მერე აღარ უძინიათ ნენეს და გიორგის ერთ ჭერქვეშ სხვადასხვა საწოლში. ვერ გაუძლო ნენემ. - გიო - საძინებლის კარი ფრთხილად შეუღო ნენემ. - გძინავს? - არა - ბოხი ხმით ამოილაპარაკა, ღიმილის ნოტებიც აშკარად რომ შეინიშნებოდა. - მოდი. - გიო, ბოდიში. მიყვარხარ და ბოდიში, რომ დაგიმალე. ვიცი, უსამართლოდ არასდროს არ იქცეოდი, მაგრამ შემეშინდა.. - ახლა რატომ აღარ გეშინია, ნენე? ზუსტად იცი მაგ საკითხში არ შევცვლივარ. იგივეს გავაკეთებ, რასაც მაშინ ვიზამდი, იგივე სიტუაცია რომ ყოფილიყო. რატომ აღარ გეშინია? - არ მინდოდა გეგასგან გაგეგო.. - შეგაწუხა, ნენე - გაეღიმა. - აღიარება არ გინდა, რომ სიტუაცია არ გაამძაფრო, მაგრამ გინდა აჩვენო ზურგს უკან ვინ გიდგას, რომ მეტი ვერ გაბედოს. დაინახავს, ნენე. - გიო.. - დაიძინე. -გააწყვეტინა გიორგიმ სიტყვა. მიხვდა ნენე, აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას. გიორგისგან მაინც მიიღებდა გეგა, მაინც ჩამოაშორებდა ნენეს. ტკბილად ეძინა ნენეს იმ ღამით. მშვიდად, სახლში, სახლთან. 4 წლის შემდეგ. დილაუთენია ლიზას კივილმა რომ გააღვიძა, მიხვდა ცხოვრებაში ამაზე მეტად არაფერი აკლდა. პირველი გვერდით გაიხედა ნენემ, შეამოწმა გვერდით თუ ეწვა გიორგი ისევ. იქ იყო, თვალებს იფშვნეტდა თმააბურდული და თვალებანთებული იყურებოდა. - ახვლედიანო, აღსდექ, თორემ მიგაყოლებ შენს ილიას იცოდე! - ჭავჭავაძეს გულისხმობდა მაჭავარიანი. გაეცინა ნენეს. - რა ხდება ელიზაბეტ, დავიბრუნეთ აფხაზეთი თუ რა გაკივლებს ამ დილაუთენია? - გიორგის ბოხი ბარიტონი გაისმა სახლში. გააჟრიალა ლიზას და მაშინვე დატუქსა საკუთარი თავი ამ საქციელის გამო. - ჯერ არა, მაგრამ ვიბრუნებთ, გიორგი. ადექით, ჰე - მაინც წამოყარა საწოლებიდან დეიდაშვილები. სულ ბუზღუნ-ბუზღუნით გავიდა სააბაზანოში გიორგი. - გავიგე, რომ მოგენატრა, მაგრამ ეს სახლში დადგომა და ჩემი გაღვიძება ამ უთენია რაღა უბედურებაა, ელიზა?! - ახვლედიანო, ხვალ გიპოვიან მთაწმინდის პანთეონში ილიას გვერდით-თქო! რეებს ბოდავ, გოგო! - ნეტავ აღიარებდე შენს თავთან მაინც, 14 წლიდან რომ ვერაფერს უხერხებ შენს თავს, მეტი არაფერი მინდა. - ხელი ჩაიქნია ნენემ. იმწამს გამოსული ქავთარაძის გამო პასუხი ვერ დაუბრუნა ლიზამ, მაგრამ ანიშნა გავაგრძელებთო. გაეცინა ნენეს. ზუსტად იცოდა, პირველად რომ ეღადავა გიორგიზე ელიზაბეტს სკოლაში, მას შემდეგ აღარ აღიქვავდა ძმად გიორგის გოგონა. გიგისთან უფრო სხვანაირად იყო, სანდროსთანაც, გიორგისთან სხვანაირი ხდებოდა. თავის თავს არ უტყდებოდა, თორემ ძალიან კარგად იცოდა მართალს რომ ღაღადებდა ნენე 14 წლიდან. - აბა, თუ გვეტყვი რატომ წამოგვყარე ამ დილაუთენია, ელიზაბეტ?! - გამოფხიზლებულმა წამოიწყო საუბარი გიორგიმ. - რატომ, ჩემო გიორგი და, მთელი სანათესაო შეიყრება მათე ძიასთან 2 საათში და ამ შეკრების მიზეზი ახვლედიანების გვარის წინ თმააბურდული ვერ წარსდგება! როგორ იქნა დიადმა გიორგი ქავთარაძემ თავს შუადღის 5 საათამდე ძილის უფლება მისცა?! სასწაულებისაც ვიწამე, ვფიცავ! - აუ, გეყოთ. - მათი კინკლაობით მობეზრებულმა ნენემ გააწყვეტინა მონოლოგი ლიზას. - ელიზა, შენ თუ გამიმზადებ დღეს რა ჩავიცვა წმინდანად შეგრაცხავ! - დამრგვალებული თვალებით მიუტრიალდა ნენე ლიზას. 2 საათი ჰქონდა საბანაოდ, საჭმელად, ჩასაცმელად, საბურთალოდან წყნეთში ასასვლელად და ნინო დეიდასთვის სუფრის გაშლაში დასახმარებლად, ამიტომ წყალივით სჭირდებოდა ლიზა. - აი, მე რო არ გყავდე რა - თავი გადააქნია ლიზამ სინანულით. - შეცუნცულდი საბანაოდ, კვერცხს შევწვავ უცებ და გაგიმზადებ ტანსაცმელსაც. - ლიზა, ჩემი ლაიფსეივერი ხარ! მიყვარხაარ- ბედნიერმა მიაძახა და სააბაზანოში გაიქცა. - მაშ, კვერცხი უნდა შემიწვას ლიზიკომ? - ლიზიკო არა, ლიზა. შენ არა, ნენეს, მაგრამ შენც ვერ დაგტოვებ მშიერს. - რატომ მენაგლები, ლიზიკო? - გაეღიმა, თავი გვერდზე გადახარა და ისე დაუწყო ყურება ლიზას. - ნუ მაშტერდები მასე.. - დაიბნა ლიზა. - მასე როგორ, ლიზიკო? - ღიმილს ვერაფრით ფარავდა ქავთარაძე. - აი, მასე. რაღაცნაირად. ნურც ლიზიკოს ნუ მეძახი, ბავშვი არ ვარ. არ გენაგლები, ნერვებს მიშლი უბრალოდ და თავისით მემართება. - რატო გიშლი ნერვებს, ლიზიკო? - ისე მიშლი, რად უნდა მაგას ბევრი მიზეზი.. - ბავშვობაში რომ მეპოტინებოდი სულ არ ფიქრობდი ეგრე, პატარა ლიზიკო.. - გიორგი! - გაწითლდა ლიზა და სიცილი ვერ შეიკავა ქავთარაძემ. - ნუ მახსენებ რა ცოდვებს ვიდებდი 5 წლის ასაკში, პატარა ვიყავი! - რატო, ლიზიკო? ხოარ გრცხვენია? ან რა იყო გოგო, ვის არ უკოცნია ბიჭისთვის, ცოდვაა ეგ? - ეცინებოდა გიორგის. - გიორგი-მეთქი! დარჩები დღეს უჭმელი! - შენ თუ არ მაჭმევ საათნახევარში ვგულაობ მათე ძიასთან, ლიზიკო. თავისუფლად მოგიშლი ნერვებს ისევ. - ისევ სიცილი განაგრძობდა გიორგი თავის საქმეს. ღრმად ამოისუნთქა ლიზამ. - გიორგი, თავს გაგიტეხავ იცოდე! - საჭმელი დაულაგა ლიზამ და ანიშნა გადმოსულიყო. - შხამად შემერგოს, ლიზიკო? თუ ვერ მიმეტებ პირველი კოცნის ქურდს მაინც? - დაგეწვას ენა, გიორგიი! - ყვირილით გავარდა ნენეს საძინებელში და უკან მოიტოვა გამხიარულებული ქავთარაძე ლიზამ. ღრმად ამოისუნთქა მარტო დარჩენილმა და ნენეს ტანსაცმლის არჩევას შეუდგა. სააბაზანოდან გამოსულ ნენეს გაეღიმა, რომ დაინახა მისი უახლოესი ადამიანი შეყვარებული ღიმილით როგორ კეცავდა ნენეს ტანსაცმელს. - რას გმართებს ეს ჩემი დეიდაშვილი, ელიზა?! გასატყეპია! - სიცილით უთხრა და გაცხარებული ლიზასგან თავის გადასარჩენად გიორგისკენ დაიძრა სიცილით. ამას ეძახდა ნენე ახვლედიანი ბედნიერ დღის დასაწყისს. ყველა'ფერს. რვის ნახევარი იქნებოდა, მათე ახვლედიანის სახლში რომ შედგეს ფეხი. ნახევარ სანათესაოს წყნეთში მოეყარა თავი და ნენეს სახლში დაბრუნებას აღნიშნავდნენ. სახლში შესული პირველი სამზარეულოსკენ დაიძრა, სადაც ბიცოლა ეგულებოდა. - ნინიკო, როგორ ხარ?- ზურგიდან მიეხვია ქალს და თბილად დაუკოცნა ლოყები. - ბოდიში, რო ვერ დაგეხმარე რა.. გავათენეთ გუშინ მე და გიომ, სანამ ლიზა არ დაგვადგა თავს ვაგვიანებთო ვერ გავიღვიძეთ.. - გოგო, შეგირცხვეს ნამუსი! რეებს მეუბნები, არ გრცხვენია?! როგორ მომენატრე, პატარა ქალბატონო.. გაზრდილხარ. - თბილად მოხვია ხელები ნინომაც. - შედი, დაიგვიანე ისედაც, გელოდება მათე.. მისაღებში როგორც კი შედგა ფეხი, მაშინვე ყველას მზერა ნენეზე გადმოვიდა. როგორ სძულდა, ასეთი შეკრებები.ორგანულად ეზიზღებოდა. თვალი რომ მოავლო იქ შეკრებილ საზოგადოებას და გადაპრანჭული ქალები დაინახა, სიცილი ვერაფრით შეიკავა. თვითონ ძალიან სადად, ჯინსის შარვალში, თეთრ მაისურში იყო გამოწყობილი და ზემოდან თეთრი პერანგი ჰქონდა შემოცმული. პირველი ბიძისკენ გაემართა, რა თქმა უნდა - როგორ მომენატრე, ბიძი..- მაგრად ჩაიხუტა ძმისშვილი გულში მათემ. - მეც მომენატრე, ძია.. - მოდი, ნახე სტუმრები. - თბილად გაუღიმა. უამრავი ჩახუტების, " დაქალებულხარ" , "როდის თხოვდები", "შეყვარებული არ გყავს?" და სხვა მრავალი უაზრო კითხვის შემდეგ, ძალაგამოცლილი დაჯდა ლიზას გვერდით და ნანატრი ხაჭაპური გაიქანა პირში. - ბათუმში როდის წავიდეთ? - ცოტახნიანი ჭორაობის შემდეგ იკითხა ლიზამ. - აი, შენებთანაც ვიქეიფებ ერთს და მერე.. - რამდენი ხნით? ან რას ვგეგმავთ ბათუმის მერე, სვანეთი თუ რაჭა? - რამდენი ხნით ხარ ჩემი, პატარავ? - გაეცინა ნენეს. - ბათუმში გავჩერდეთ ცოტახნით, ბავშვებს ვნახავთ, ზღვაზე გავივლით.. აგვისტოს შუა რიცხვებში რაჭაში ავიდეთ, მომენატრა მაროც და ანაც.. - გაეღიმათ მათ გახსენებაზე. მარო ნენეს ბებია იყო, ანა ლიზას.. - მერე სვანეთში, ცირა არ მოგენატრა? - შეიძლება ადამიანი ცირას იცნობდე და არ მოგენატროს? გაგიჟდება, რომ დაგინახავს! წინაზე რომ ვიყავი, სულ ნენე ეკერა პირზე, მეც კი დავიწყე ეჭვიანობა.. - გაეცინათ. ცირა მათი შეძენილი, მესამე ბებია იყო. ბავშვობიდან გიჟდებოდა ნენე სვანეთზე. პირველად რომ წავიდნენ, უშგული, მესტია და ცნობილი ღირსშესანიშნაობები მოინახულეს. მეორე ჯერზე ნენემ განაცხადა, სადმე სოფელში წავიდეთ და ვცადოთ რომელიმე ოჯახს შევაფარებინოთ თავიო.. ასეც მოიქცნენ. სოფელ ეცერისკენ აიღეს გეზი, ძალიან რენდომულად არჩეულისკენ.. ულამაზესი სანახაობა გადაეშალათ მაშინ თვალწინ. პირველი კარში ნიკო ბაბუ გამოეგებათ. თბილი, მაგრამ მაინც სვანური მკაცრი მზერით უცქერდა ბავშვებს. - ეძებთ ვინმეს, ბავშვებო? - იცით, ჩვენ.. - ცოტა დაბნეულმა დაიწყო ლიზამ. - გამარჯობა, პირველ რიგში - მშვიდი ღიმილით მიესალმა ნენე და ლიზას მადლიერი მზერა დააიგნორა. - დიდი ბოდიშის მოხდით, სადმე საოჯახო სასტუმრო ხომ არ არის? ადგილი, სადაც მინიმუმ ერთი კვირით დავრჩებით.. - აქ, შვილო? - გაუკვირდა კაცს. ძირითადად, ეცერს ტურისტები არ სჩვეოდა.. - მსგავსი ადგილი არ გვაქვს, მაგრამ ჩემთან შეგიფარებთ, რამდენ ხანსაც გაგიხარდეთ.. - შინ მიიპატიჟა ლიზა, გიორგი და ნენე. - არა, ვერ შეგაწუხებთ.. სხვა სოფელს მოვძებნით. - უხერხულად გაეღიმა ლიზას. გიორგისაც ჩაეღიმა, როგორც კი დაინახა ლოყები როგორ საყვარლად აუწითლდა.. - რამდენის ხართ, ბაბუ?! - თბილად გაუღიმა კაცმა. - ჩვენ 16, ის - გიორგისკენ ანიშნა ლიზამ - 18. - შემო ბაბუ, შემო.. - თბილი ღიმილით წაუძღვა წინ და სახლში შეიპატიჟა. შიგნით თბილად დახვდათ ნიკოს ცოლი, ცირა. მაშინ პირველად იყვნენ იმ ოჯახში. მეორე დღესვე წავიდა გიორგი, გოგონები დარჩნენ ორი კვირით. საუკეთესო დრო გაატარეს სვანეთში მაშინ. მას შემდეგნ, ყოველ ჯერზე, როცა რაჭაში ჩადიოდნენ, სვანეთშიც აუცილებლად მიდიოდნენ. მათი მესამე ბებო იყო ცირა, მესამე ბაბუ ნიკო. ძველ დროს იხსნებდნენ, გიგი რომ წამოადგათ თავზე. იცოდა ნენემ, ვერ იტანდა გიგი ასეთ სიტუაციებს , მაგრამ მაინც მივიდა. გადაკოცნა ნინო, მოიკითხა ნათესავები და ნახა მამაც. სიგარეტის მოსაწევად იყო გასული, ლიზა რომ წამოაგა თავზე. - შენი აზრით, სად შეეშალა ნენეს? - არ შეშლია ნენეს, ლიზა. - ღრმად ამოისუნთქა და მეორე ღერს მოუკიდა. იცოდა, რთული საუბარი ელოდა. სწყინდა ნენეს გიგი ხმას რომ არ სცემდა, ლიზა დაქალის წყენინებას არავის აპატიებდა. - აბა, რატომ არ სცემ ხმას? იმაში ადანაშაულებ, შარი რომ არ აგკიდა? გიოსი მესმის, მეც მეწყინებოდა. შენ? - გიგისკენ შეტრიალდა ლიზა. - ფილტვებს მოისპობ და მანერვიულებ მერე, შეეშვი მაგას! - სიგარეტზე ანიშნა. - უნდა მოეცა უფლება, რომ თავის დროზე მიმეხედა. - თავის დროზე , არაფერი ჰქონდა დაშავებული და ტყუილად უნდა გეცემა? - არ ვცემდი, დაველაპარაკებოდი. - სცემდი, გიგი. თავს ვერ შეიკავებდი. ჩვენ მაშინ ვგლოვობდით და შენზე სანერვიულოს ვეღარ დავიმატებდით. - ლიზა - ღრმად ამოისუნთქა გიგიმ და და'დ წოდებულს გადახედა. - რა გინდა? - ნუ ექცევი ნენეს მასე. არ იმსახურებს. ყოველ შემთხვევაში, შენგან არა. აქ არა. ამდენი ხალხის დასანახად არა. - კარგი. შედი ახლა, არ შეგცივდეს.. - ამის თქმა და გიორგის გამოსვლა ერთი იყო. გაეცინა გიგის. - რაღას შეხვალ, გამოვიდა შენი სიყვარული - თვალები გაუფართოვდა გიგის სიტყვებზე და გაშეშებულმა გააყოლა თვალი ახარხარებულს. - რა აცინებს ამას? - ღიმილით გააყოლა კარში შესულს თვალი გიომ. - რავი, ბოდავს რაღაცეებს.. შევალ მეც.. - გამირბიხარ , ლიზიკო? - თავი გვერდზე გადახარა და ისე გააგრძელა ღიმილით ყურება. - რა შუაშია.. - დაიბნა ლიზა. - რა ვიცი, სადაც მე ვარ შენ აღარ ხარ. სადაც ხარ, სულ მეჩხუბები. ვის არ უკოცნია ბავშვობაში ბიჭისთვის, ლიზიკო? - სიცილის ძლივს იკავებდა ლიზას აწითლებულ სახეზე. ჯერ ვერ გაერჩია, ბრაზისგან ასწითლებოდა თუ სირცხვილისგან. - მოგკლავ, ქავთარაძე! - რატო ლიზიკო, რას მერჩი? ვინ მოგიშლის ნერვებს მერე? - არავინ, მაგიტო გკლავ. დავისვენო უნდა. - ნწ, ვერ მომკლავ შენ, ვერ გამიმეტებ.. - მართლა მოგკლავ იცოდე. - ბრაზით ამოილაპარაკა ლიზამ . - გიო.. - ცოტახნის მერე ჰკითხა, კინკლაობისგან მობეზრებული ორივე ჩუმად რომ იდგა. - ჰო, ლიზიკო. - ნაწყენი ხარ ნენეზე? - ვარ. - არ შეურიგდები? - როდის ვეჩხუბე? - ხვდება, რომ ნაწყენი ხარ და ცუდად გრძნობს თავს. - რასაც დასთეს, იმას მოიმკი, ლიზიკო..- გაუღიმა გიორგიმ. - გიო. - ისევ ლიზამ წამოიწყო. - ჰო , ლიზა. - ნერვებს მიშლი ახლაც. - არაუშავს, ლიზიკო - გაუღიმა. - შედი, დაიღალა ნენე ძალიან, წადით სახლში. - არ გაგვიყვან? - არა, გაგიყვანთ გიგი. საქმე მაქვს მე. - ტაქსით გავალთ მაშინ. - რატო? - გაუკვირდა გიოს. მასთან მანქანაში ჩაჯდომაზე შეიძლება ეწუწუნა ლიზას, მაგრამ გიგისთან არასდროს. - ნერვებს მიშლის გიგი. ვერ გავიგე, ნენესგან რა უნდა. არ ელაპარაკება და გულს ტკენს გაუაზრებლად, ეგ არ მომწონს, მირჩევნია დალაგდეს და მერე ისაუბრონ. - მიზეზი აქვს იქნებ. - არ აქვს. - კაი, გაგიყვანთ.. - არა , დაიცა. სანდრო ამოვიდა. - თვალები გაუბრწყინდა ლიზას. მასაც განსაკუთრებით უყვარდა სანდრო. ფაქტიურად , ნენეს და ლიზას გაზრდილი იყო. გაეცინა გიორგის გახარებული ლიზას დანახვაზე. უცებ გაიქცა სანდროსკენ, სულ არ გახსენებია ვერანდაზე ჩაფიქრებული რომ დატოვა გიორგი.. - სანდრიკ! - მაგრად მოეხვია ლიზა. - აქამდე რატო არ ამოხვედი? - დამეზარა ეს ღრეობები.. სასწავლი მქონდა თან. - შუბლზე აკოცა ლიზას და ახალგამოსულ ნენეს გადაეხვია. - სანდრიკ, მალე წავიდეთ, რა - ძალიან სთხოვა ნენემ. - წავიდეთ.. მე ისიც გამიკვირდა, ამდენ ხანს რო დარჩი. სად არიან გიგი და გიო? - არ ვიცი. - ჰა? - გაკვირვებული თვალებით გადახედა ჯერ ნენეს, მერე ლიზას. - არც ერთი არ ელაპარაკება. - ლიზამ უპასუხა. - გეგას თემებში? - სანდრომ იცოდა, რა თქმა უნდა. ენდობოდა ნენე სანდროს ამ საკითხში. ზუსტად იცოდა, საქმეს ფიზიკურ ძალადობამდე არ მიიყვანდა. ნებისმიერი ადამიანი ჩუმდებოდა სანდროს დინჯ, გაწონასწორებულ საუბარზე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლის იყო - ხო. - კაი, დაველაპარაკები.. წამოთ. - არაა საჭირო. - ამდენხნიანი დუმილის შემდეგ მტკიცე ხმით განაცხადა ნენემ. ხმა აღარ ამოუღია სანდროს. ცოტახნით შევიდა სტუმრებთან, მათეს დაემშვიდობა და მალევე წამოვიდნენ. - ლიზაზუ, ჩვენთან ხო? - ჰო. ოღონდ, საჭმელი ვერ ვჭამე და რამე მზა წავიღოთ , რა. პიცა, ხინკალი, ან ბურგერი. - და-ძმას გაეცინათ და მაკდონალდსის დრაივზე შეიარეს გზად. - სანდრიკ, - ძალიან ბევრი ჭორაობის, სიცილის და ჭამის შემდეგ დაიწყო ნენემ. - ზეგ მივდივართ. - ბათუმში? - ჰო. ჯერ დედასთან და მამასთან, - გულში რაღაც ძალიან ღრმად შეერჭო სამივეს მათ ხსენებაზე და იმის გახსენებაზე, რომ ამჯერად სასაფლაოებს გულისხმობდა ნენე.. - მერე რაჭაში და მერე სვანეთში. - მთელი აგვისტო იქეთ ხართ ანუ? - დიახ. - ლიზა, სამსახური მერე? - შვებულება მაქვს, მაგრამ წამოსვლას ვგეგმავ. ერთად დავიწყებთ მე და ნენე სადმე ალბათ. - კარგი, ჩემო ქალბატონებო. - გაუცინა სანდრომ. - რომელზეა თამაში? - ატლეტიკო მადრიდის და რეალ მადრიდის თამაშს გულისხმობდა. - 1-ზე. -ეუ, დავწვები მაშინ.. მეცადინეობების მერე ვარჯიში მაქვს და თუ დამაკლდა ძილი დარეტიანებული ვივლი. - გაეცინა სამივეს. - ჭკვიანად! - მაგრად ჩაუკოცნა ლოყები ორივეს და ოთახში შევიდა. - ნწ, დაეტყო აბიტურიენტობა რა.. - სიცილით გადააქნია თავი ლიზამ და ახვლედიანიც გააღიმა. - რა ვქნა , ლიზა? - სიჩუმის შემდეგ იკითხა ნენემ. - გიგის დაელოდე, მოვა. გიორგისთან თვითონ მიდი. - რომ არ მოვიდეს? -მოვა. - გიო რომ არ შემირიგდეს? - ვერ გაძლებს უშენოდ. - გაეღიმა ლიზას. - ხო, როგორც უშენოდ ვერ ძლებს ხო? - სიცილით გადაულაპარაკა. - ახვლედიანო, ცეცხლს ეთამაშები-მეთქი! - თვალები ბრაზით აენთო ლიზას. მერე, გიგის საქციელზე მოუყვა და ახარხარებულ ნენეზე სანდრომაც კი ამოიზმუვლა. - კაი ვსო, დავზავდეთ! თამაში იწყება. - ცოტა ხანი სირბილის შემდეგ სიცილით ამოილაპარაკა ნენემ. თავი გააქნია ლიზამ შენ არაფერი გეშველებაო და ჩიფსებით მიუჯდა გვერდით. - აუ, ამერიკაში თამაშების მარტო ყურებას როგორ უქაჩავდი? არ მესმის, რა.. - გაეცინა ნენეს ისევ. - წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ შენ მყავდი გვერდით და ისე ვუყურებდი. - გაეცინათ. თამაშის ყურება დაიწყეს. ტელეფონმა შეტყობინების ხმა გამოსცა და ეკრანი განათდა. " ვგრძნობ,რომ მოგენატრე. ხვალ საქართველოში ვარ." ისხდნენ, ტელეფონს დაჰყურებდნენ და სულ არ აინტერესებდათ მათი საყვარელი გუნდის გოლი, რომლის ერთად აღნიშვნასაც ასე ელოდნენ. - ზუსტად იცი, რომ ისაა? - ჰო , ელიზა. ვინ უნდა იყოს აბა? - რას ვაპირებთ? - დაბნეული იყო ლიზა. - ბიჭებს უნდა ვუთხრა. - ხომ იცი, რასაც გამოიწვევს? - ვიცი, მაგრამ დამალვამ უარესი შედეგი მომიტანა. - მართალია. გავაღვიძო სანდრო? - თავი დაუქნია ნენემ პასუხად მხოლოდ. ცოტახანში უკან სანდროსთან ერთად დაბრუნდა ლიზა. - მაჩვენე. - ერთადერთი სიტყვა თქვა ბოხი ხმით სანდრომ მხოლოდ და ნენემაც მაშინვე გაუწოდა ტელეფონი. თავი გააქნია სანდრომ. -როდის ეტყვი? - ახლავე, დავურეკავ. - მოვიდნენ თან. გიორგი თავს ვერ შეიკავებს, ვერც გიგი. დაველაპარაკები და გავყვები. - ცრემლები მოადგათ თვალზე გოგონებს. როდის გახდა სანდრო იმხელა, რომ ბიჭებს მათი საქმის მოსაგვარებლად მიყვებოდა? - აუ, სანდრო.. - ვერაფრით მოითმინა ლიზამ და ცრემლები გადმოსცვივდა. - ლიზაზუ, რა გატირებს გოგო?! - თბილად შეხედა სანდრომ და აკანკალებული ლიზა გულში ჩაიკრა. - რამე რომ მოუვიდეთ.. - სლუკინით ამოილაპარაკა. - არ მოუვა შენს პრინცს არაფერი, ნუ ნერვიულობ... - ჩაეცინა სანდროს. აცრემლებული თვალები ბრაზით აენთო ლიზას და დაბნეულმა ახედა. - ვინ არის ჩემი ბიჭი, სანდრო? - იცი შენ ვინც.. როდის უნდა აღიარო? - ღიმილით გააქნია თავი. - დაურეკე, ნენე. არაფრის თქმა არ აცადა ლიზას, დამშვიდდიო უჩურჩულა და ნენეს ტელეფონზე ანიშნა, მოვუსმინოთო. გიორგისთან რეკავდა ნენე. - გისმენ, ნენე. - ბოხი, ნამძინარევი ხმით უპასუხა გიორგიმ. გააჟრიალა ლიზას, რაც შეუმჩნევლად არ დარჩენია და-ძმას და ორივეს ჩაეღიმათ. - გიო, ბოდიში რო გაგაღვიძე.. ჩემთან მოხვალ? - რა ხდება? სანდრო არაა სახლში? - მაშინვე წამოდგა გიორგი და ჩაცმა დაიწყო, ხმებით მიხვდა ნენე. - სახლშია. - აბა , რა ხდება? - გაუკვირდა გიოს. - მოდი და გაიგებ, გიგისაც დაურეკე და გელოდებით ორივეს. - გაუთიშა. ნახევარ საათში ატყდა კარებზე კაკუნი. ჩაწითლებული თვალების დასამალად ოთახში შევიდა ლიზა. - მოდით.. - სახლში შემოატარა ნენემ ბიჭები. ლოყაზე აკოცა ორივემ. - ლიზა სად არის? - რომ ვერ შეამჩნია, მაშინვე იკითხა გიომ. გაეღიმათ. - რაო , მოგენატრა აბესალომ ეთერი? - გაეცინათ ბავშვებს. - ძალიან. - ჩაეღიმა. - მოიცა, რაო?! - შეძახილები აღმოხდათ ბავშვებს. - ხო, რაიყო? ისედაც იცოდით რომ მიყვარს და რაღა აზრი აქვს დამალვას. - რაღაცის თქმას აპირებდა სანდრო, ნენემ რომ ანიშნა გაჩუმებულიყო. - თვალები ჩაწითლებული რატო გაქვს? - ხმა დაუსერიოზულდა გიორგის და ლიზას ისე დაუწყო ლაპარაკი, იქ მყოფი 3 ადამიანი სულ არ შეიმჩნია. - უძილობის გამო.. - მშვიდად გასცა პასუხი ლიზამ. - ლიზა, რა გატირებდა? - ღრმად ამოისუნთქა გიორგიმ. - ამოღერღავთ რა ხდება? - გიორგი, გეგამ მომწერა. - კარგად შენიშნა ლიზამ გიორგის დაძარღვული ხელები მის მოკლემკლავიან მაისურში. - მაჩვენე. - ამას რა ეწვის - ძლივს ამოიღო ხმა გიგიმ. - მაინც და მაინც დედა უნდა მოვუ**ნა ? - ცოფებს ყრიდა გიგი. - ნენეკო, ის ნომერი ჩამიგდე რომლითაც გწერდა. წავალთ ახლა ჩვენ, დაიძინეთ. - შუბლზე აკოცა ნენეს და კარებისკენ დაიძრა. - დამელოდე, გიო. - დაუძახა სანდრომ და ოთახისკენ დაიძრა , ჩასაცმელად. - ერთი წამით, სად მიდიხართ? - მკაცრი ხმით იკითხა ნენემ. - ეუ, ჩართო უფროსი და - გაეცინა სანდროს და ოთახში გაუჩინარდა. - გვიძაბავ, ნენე? - გიგისაც ეღიმებოდა. - შენ - გიგისკენ გაიშვირა თითი და მკაცრი ხმით დაიწყო,აშკარა იყო სულ არ ეღიმებოდა. - მაშინ, როცა გასაბრაზებელი მიზეზი არ გქონდა, ხმას არ მცემდი. იმდენ ხალხში, იმდენ ნათესავში, გამარჯობაც კი არ მითხარი, როცა გიორგიმ არც კი შეიმჩნია. ახლა გგონია, რამის უფლება გაქვს? შენი აზრით, რატო არ დაგირეკე? არ ხარ ღირსი და მაგიტომ! ახლა, ამ ყველაფერთან ერთად, აპირებ, რომ მანერვიულო? - ცრემლებს ღვრიდა ნენე და ყვიროდა. - ნენე.. - დამნაშავის ხმით ამოილაპარაკა გიგიმ. - რა ნენე, რა ნენე! გეკითხები , ნორმალური ხარ შენ?! - ბოდიში. - რა ბოდიში, გიგი , რა ბოდიში! - პანიკური შეტევა ჰქონდა უკვე. - როდის მიხვდებით, რომ ორი წლის ბავშვები აღარ ხართ? აღარ ხარ გიორგი 18 წლის, 17 წლის ბიჭები იმას გამო რომ ცემო, რომ მხრის გაკვირს გამო ბოდიში არ მომიხადა! თქვენ საერთოდ ფიქრობთ ჩემზე? მიპასუხეთ! ახლა თქვენ სანდრო რო არ მოგყვებოდეთ, იქეთ დასამშვიდებელი ლიზა მე დამიწყებდა გამხნევებას , იცით?! იცით როგორ გადამქონდა ყოველი თქვენი სახლიდან გასვლა, როცა ვიღაც ბიჭის სანახავად ჩემს გამო მიდიოდით?! არ იცით. არაფერი არ იცით, სულ არ გაინტერესებთ თქვენ მე.. - ვეღარ სუნთქავდა ნენე. თავჩახრილი იდგა ყველა , ლიზას გარდა. გიორგი მიეშველა. - ჩემო პატარა.. - თმებზე დაუწყო ფერება და დამშვიდება მშვიდი, დანაშაულით სავსე ხმით. - ბოდიში, ჩემო პრინცესა.. გეხვეწები, დამშვიდდი. აღარ განერვიულებ ასე, გპირდები. - იზამ, ვერ შეიკავებ თავს .. - ვერ ჩერდებოდა ნენე. - შევიკავებთ, ნენე.. მაქსიმალურად ვეცდები, შენს თავს გეფიცები.. მიდი, დაიძინე. - შუბლზე აკოცა. დამამშვიდებელი დაალევინა ატირებულს ატირებულმა ლიზამ და ჩაძინებული რომ დაიგულა ოთახიდან გავიდა. გარეთ გასულს, მხოლოდ გიორგი დახვდა მისაღებ ოთახში. - სად არიან? - სანდროს სძინავს, გიგი წავიდა. - შენ რჩები? - ვრჩები. - გაგიშლი საწოლს.. - არ მინდა, მივხედავ თვითონ. - კაი, დავწვები მაშინ. ნახევარი საათის შემდეგ შეაღო ლიზას ოთახის კარი. ტიროდა, აცახცახებულ მხრებზე ეტყობოდა. რაღაც ძალიან, ძალიან ღრმად ეტკინა გულში გიორგის. - გძინავს, ლიზიკო? - ხმა არ გასცა. იცოდა არ ეძინა. გვერდით მიუწვა ლიზას. - რას აკეთებ? - გაკვირვებისგან დამრგვალებული, ტირილისგან ჩაწითლებული და გასიებული თვალებით ამოხედა ლიზამ. - ვიძინებ, ლიზიკო. - სად იძინებ , ხო არ გაგიჟდი შენ - ცეცხლი აენთო თვალებში ქალს. - საწოლში, ლიზა. შენს გვერდით. - ჩაეღიმა. - გაგიშლი-თქო საწოლს, რა ჩემს გვერდით.. - შენთან მინდა მე. - გიორგი, აფრენ , ხო? - არ ვაფრენ. დაწყნარდი და შენს თავს მიეცი უფლება გააკეთოს ის, რაც სიამოვნებს. - გიორგი, მოგკლავ! - წამოდგომა სცადა ლიზამ, მაგრამ გიორგის მუცელზე მოხვეულმა ხელმა გააჩერა. - რას აკეთებ, გაგიჟდი?! გამიშვი,დავწვები ნენესთან. - სანდროს სძინავს ნენესთან. იწექი, ნუ ფართხალებ, არ გაგიშვებ მაინც. - გიორგი, ხომ არ გაგიჟდი მართლა?! დილით ნენე რომ შემოვა რა ვუთხრა, რატო სძინავს შენს იდიოტ დეიდაშვილს ჩემს გვერდით-თქო? - ჩემნაირი ჯიუტი არარის, უჩემოდ ვერ გაძლო და შემომიწვა-თქო. - ძალიან, ძალიან მაბრაზებ შენი უპასუხისმგებლო საქციელებით. - მაგალითად? - აი, ნენეს მიმართებაში თუნდაც. აღარ ხარ პატარა, რომ ვერ გაიაზრო რას გეუბნება. ნუ დასდევ იმ ბიჭს ისე , თითქოს ისევ თინეიჯერი ბიჭი იყო და მარტო მუშტებით იცოდე საქმის მოგვარება. არ არის გეგა ის ტიპი, ვისთანაც გაგივა მუშტების ქნევა. ამიტომ გაბრაზდა ნენე ასე ძალიან. - და ვინ არის გეგა? - ფულიანი მამიკოს ბიჭი, რომელსაც შენთვის უამრავი პრობლემის შექმნა შეუძლია. ამიტომ უნდა ნენეს, რომ თვითონ მოაგვაროს თავისი პირადი. არ არის პატარა ბავშვი, იცის რა უნდა და რა არა. არ უნდა , რომ ჩაერიოთ და ამის უფლება რომ არ მისცა გიგის, მაგიტო არ სცემს ხმას. მაგას ჰგონია ვერ ვხვდები, მაგრამ ვერ შეგაჩვიეთ, რომ ხუთი თითივით გიცნობთ. - და რას მთავაზობ ახლა, ასე გავუტარო გეგას ეს ყველაფერი? გამორიცხულია. არ მაშინებს მე მაგის ფულიანი მამიკო. არაფერს არ წარმოადგენს, თუ კაცობა არ აქვს, მაგას კი ზედ ეტყობა, რომ არ აქვს. - და გამოსავალი მუშტების ქნევა გგონია? შენ ჩემზე კარგად იცი, რომ სიტყვით საქმეს არ/ვერ მოაგვარებ. - ვეცდები, რომ მოვაგვარო. - არ გამოგივა. ძალიან გაბრაზდა ნენე. ხვალ ალბათ წავალთ და მერე არვიცი, რამდენხანს მოუნდება თქვენგან შორს ყოფნა, მაგრამ ვიცი , რომ ამაში ხელს შევუწყობ. - სად წახვალთ, გოგო.. - არ არის ეგ შენი საქმე. გადავწვები ახლა მე სხვა ოთახში, შენ დაეგდები ჩემს საწოლში და ამ საუბარზე ხმა არავისთან დაგცდება, იმაზე მით უმეტეს იმაზე, რომ საწოლში შემომიწექი. - არსად არ წახვალ-თქო , ელიზაბეტ. - სრული სახელით ერთმანეთს მხოლოდ მაშინ მიმართავდნენ, როცა ბრაზობდნენ. შეწინააღმდეგებისგან დაღლილმა ლიზამ თავი მიანება, იფიქრა ჩაეძინება და გავალო, თუმცა მასაც ჩაეძინა. დილით ოთახში თვალებდასიებულმა ნენემ რომ შეაკითხა, თვალები გაუფართოვდა გაკვირვებისგან, ერთმანეთში გადახლართული ლიზა და გიო, რომ დაინახა. ცოტა ხანს უყურა გაშტერებულმა წყვილს, მერე ლიზასკენ დაიძრა და გაღვიძება სცადა. გიორგის გამოეღვიძა, ლიზას მაგივრად. - სად მიგყავს ლიზიკო? - არ არის ეგ შენი საქმე.. შენ რატო გძინავს აქ საერთოდ, გამოუშვი ლიზა. - არ ვუშვებ, ძინავს. რომელი საათია საერთოდ? - გამოუშვი-თქო. გაიღვიძებს. - რატო მენაგლები, ნენე? - გაეღიმა გიორგის და ლიზას გაღვიძება დაიწყო. როგორც გაიღვიძა და გაიაზრა მთელი ღამე ვისთან ერთად გაატარა, მაშინვე წამოწითლდა სახეზე. - ნენე.. - ახსნასავით დაიწყო ლიზამ, მაგრამ მეგობრის მშვიდი ღიმილი რომ დაინახა დამშვიდდა. - ჩაიცვი, გავიდეთ.. - სად გავდივართ? - შენებთან. - გიორგის გადახედა ნენემ და ლიზა მიხვდა, რომ ბათუმის გზას ადგებოდნენ. - ნენე, რატო მტეხავ, გაგაბრაზე,პატარავ? - ღიმილის შეკავებას ძალიან ცდილობდა გიორგი. გიჟდებოდა ნენე მასზე რომ ბრაზდებოდა და ასე საყვარლად ებუტებოდა. - სად გყავს მანქანა, ლიზა? - ისე დააიგნორა გიორგი, არც შეუხედავს მისთვის. გაეცინა გიოს. - ლიზიკო, შენც მტეხავ? შენს დაქალს არ მივყავარ თავისთან. - ახლა ლიზას გადახედა. თვალებით ანიშნა ლიზამ, ამის დრო არააო და გიორგიც სიცილით და თავის ქნევით გავიდა ოთახიდან. - სად მივდივართ? - მარტო დარჩენილს ჰკითხა ლიზამ. - სვანეთში. არც იმის თავი მაქვს, ბათუმში ჩავიდე და სასაფლაოზე ისე დავეცე, ისევ გიორგის მისახედი რომ გავხდე და არც იმის, ანას და მაროს ავუხსნა ბიჭების გარეშე რატო ავედით.. სვანეთზე არავინ იცის თან გიორგის გარდა, გიორგიმაც მხოლოდ ის იცის, რომ ერთხელ ვიყავით. მოკლედ, ტვინს ვანიავებთ. - მერე, ჩემები? - ტანსაცმელი ხო უნდა აიღო, გავივლით.. თანხმობის ნიშნად ლიზამ მხოლოდ თავი დაუქნია. თავები მოიწესრიგეს, ნენეს ჩანთა ჩაალაგეს და სახლიდან გასვლისას, მხოლოდ სანდროს დაუბარეს სადაც მიდიოდნენ და ლიზას სახლის გზას დაადგნენ. - გააფრენს თინა, რო დაგინახავს - გაეცინა ლიზას. - როგორ მომენატრა თინა - ღრმად ამოისუნთქა. - დათოს რჩევა-დარიგებებიც ისე მაკლია.. - აპირებ დღევანდელზე მოყოლას? - არა , რა თქმა უნდა. არავის არ ვუყვებით, სანდროს გარდა. - თავი დაუქნია ლიზამ მხოლოდ. მერე იყო თინასთან შეხვედრა, ბევრი ტირილი , ჩახუტება და გულთბილი გამომშვიდობება და დაადგნენ სვანეთის გზას. ნენესთვის ვინმეს რომ ეკითხა, სად შეიძლებოდა თავისუფლების,სიმშვიდის და ბედნიერების პოვნა ერთად, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ სვანეთს. სვანეთის გზაზე მიდიოდნენ ლიზა და ნენე. ნენე და ლიზა. ერთმანეთისთვის ყველაზე ახლო, ყველაზე სანდო ადამიანები. ჩაფიქრებული, ჩუმად მიუყვებოდნენ გზას, რომელსაც თვალებდახუჭულიც გააგნებდნენ. - ჯანდაბა! - ჩაფიქრებულს ლიზას გაცოფებული ხმა მოესმა და უცებ გამოფხიზლდა. - რა მოხდა? - საწვავი აღარაა - ამოიხვნეშა ლიზამ და საჭეს დაადო თავი. - ჯაბდაბა, ჯანდაბა , ჯანდაბა!! - გამეტებით ურტყამდა საჭეს. - კაი გოგო, რაიყო - გაკვირვებულმა გადახედა ნენემ. - საწვავია, რაიყო.. გავავსებთ და გავაგრძელებთ გზას. - მეკაიფები ნენე, ხო? აქედან 40 წუთის გზაზეა ეცერი. ქალაქი, ან ნებისმიერი ადგილი, სადაც ბენზინგასამართი სადგური იქნება, მინიმუმ საათნახევრის გზაზეა, აქ კი მაქსიმუმ ნიკო ბაბუმ ჩამოიაროს ერთ-ორ თვეში. - გაეცინათ. - რა უნდა ვქნათ? - ხვალ რო კონტაქტზე არ გავალთ, სანდრო დაადგება სვანეთის გზას და გვიპოვის.. - ისევ გაეცინათ და მოულოდნელად სიგნალი რომ გაიგეს, შეხტნენ. მანქანიდან დაახლოებით მათი ასაკის ბიჭი გადმოვიდა, სანდომიანი სახით და ასეთივე ღიმილით. - გამარჯობა, დახმარება ხომ არ გჭირდებათ, გოგონებო? - თბილად გაუღიმა. - იცით.. - რათქმაუნდა დაბნეულმა და აწითლებულმა დაიწყო ლიზამ. გაეცინა ნენესაც და ბიჭსაც. - გამარჯობა, - გაუღიმა ნენემაც მშვიდად. - საწვავი გაგვითავდა და გზას ვეღარ ვაგრძელებთ.. - რომელ სოფელში მიდიხართ? - ეცერში. - ვა, - გაუკვირდა ბიჭს. - მეც. აქამდე არ მინახიხართ, არადა. იქაური ხართ? - თითქმის - გაეცინათ. - წაგიყვანთ - ბიჭსაც გაეცინა. - ზეგ მესტიაში მივდივარ და წამოვიღებ საწვავს, გაგივსებთ ავზს და უკან თქვენივე მანქანით დაბრუნდებით. - ძალიან, ძალიან დიდი მადლობა. - თბილად გაუღიმეს გოგონებმა და თავიანთი ჩანთების გადმოსაღებად წავიდნენ. ბიჭმა გამოართვა ჩანთები. - მე ალექსანდრე , თავად? - ნენე - გაუღიმა ნენემ - ეს კი, - ლიზასკენ ანიშნა - ელიზაბეტი, იგივე ლიზა. - სასიამოვნოა. - გაუღიმა ალექსანდრემ. მათ მანქანას რომ მიუახლოვდნენ, შიგ აშკარად კიდევ ერთი ვიღაც იჯდა და გოგონებმა გაკვირვებულებმა გადახედეს ერთმანეთს, რაც ალექსანდრეს არ გამორჩენია და გაეღიმა. - ეს ანდროა, ჩემი ძმა. - თავი დაუქნიეს გოგონებმა. მთელი გზა გათიშულს ეძინა ანდროს, სამეულმა კი ერთმანეთი გაიცნეს და კარგადაც გაუგეს. სოფელს რომ მიუახლოვდნენ, მხოლოდ მაშინ გაიღვიძა ანდრომ. გოგონებს გაკვრივებული თვალები მოატარა, ჩუმად ჩაილაპარაკა გამარჯობაო და მეტად უკან აღარ მოუხედავს. - ვისთან მიდიხართ ეცერში? - სოფელში რომ შევიდნენ, მაშინ ჰკითხა ალექსანდრემ. - ცირა ბებოსთან და ნიკო ბაბუსთან. - ამის თქმა, მანქანის დამუხრუჭება და ბიჭების გაოცებული სახეებით უკან მოხედვა ერთი იყო. - ანდრო, ბებოს და ბაბუს ჩვენი და მართას გარდა შვილიშვილები კიდევ ჰყავთ და არ ვიცოდით? - აღშფოთებული ხმით და ჩვეული სიცანცარით იკითხა სანდრომ. ჩაეღიმათ გოგონებს. - არ ვიცი, სანდრო. - მშვიდი, ჩვეული წარბშეუხრელი სახით უპასუხა ანდრომაც. - აი, იქნებ გოგონებმა გვიპასუხონ. - ბიოლოგიურად, არა. - ღიმილით დაიწყო ნენემ. - უბრალოდ, პირველად აქ 5 წლის წინ ჩამოვედით, მათთან დავრჩით და მას შემდეგ საკუთარ ბებია-ბაბუად მივიჩნევთ. ხშირად დავდიოდი, ამერიკაში წასვლამდე, ახლაც არ იციან, რომ მივდივართ. - აა დაიცა, თქვენ ის გოგოები ხართ ვისზეც გაუჩერებლად გველაპარაკება ცირა და ერთი სული აქვს, როდის გავიცნობთ? - გაეცინა ალექსანდრეს. - არ ყოფილხართ უცხოები მაშინ, ძვირფასებო. ბებიაჩემი იმდენს ლაპარაკობს ხოლმე თქვენზე, უნახავად გიცნობდით და ძლივს არ გაგიცანით,კაცო?! ხუთი წელია იმის რკვევაში ვარ, ვინ შეუყვარდა ცირას ჩემზე მეტად! - სამივეს გაეცინა ახლა, ანდრო კი , ჩვეულებრივ წარბშეუხრელად და ჩუმად იჯდა. - აუ , მართა გააფრენს. - ვერ ისვენებდა ალექსანდრე. - თქვენი დაა? - არა, ბიძაშვილი. ხუთი წელია თქვენი გაცნობის სურვილი კლავს. - ისევ ეცინებოდა. - ღადაობ , ტო?! ამდენი ხანია ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ერთიდაიგივე სოფელში ასე ხშირად დავდივართ, როგორ ვერ დავემთხვიეთ? - ენას ვერ აჩუმებდა ალექსანდრე. ეცერში, მის საყვარელ ეზოში რომ შესრიალდა მანქანა, ნენემ გაუაზრებლად იგრძნო სიმშვიდე. - ცირა, გამოცუნცულდი გოგო გარეთ! ნახე, ვინ მოგიყვანე.. - ყვირილით გადავიდა ალექსანდრე მანქანიდან. გაეცინათ გოგონებს. - დაგეწვას დაბადება, ალექსანდრე! - გოგოს ხმა მოისმა. - ხომ შეიძლება, ნორმალურად შემოხვიდე და ტყიურივით გული არ გამიხეთქო! - მართა, რა სიტყვებია ბებო.. გაგონილა ბიძაშვილზე მსგავსად საუბარი?! - დატუქსა მართა ცირამ და ახლა ალექსანდრეს მიუბრუნდა. - ვინ მომიყვანე, შე დასაწვავო, რომ შემიყარე აქ მთელი სოფელი.. - სიცილი ვერაფრით შეიკავა ნენემ, ეგ კიარა, ანდროსაც კი ჩაეღიმა.. - მე მოგიყვანა , ცირაკო! - მანქანიდან მშვიდად გადავიდა ნენე. - ვაიმე, ალექსანდრე ნაკანო, ახლა ეს თუ მეჩვენება, ცოცხალი ვერ ჩააღწევ თბილისში, იცოდე! - გულზე ხელი იტაკა ცირამ. - არ გეჩვენება ცირუშ, მართლა ჩვენი ნენეა. აკი დაგპირდი, ჩამოგიყვან მალე-თქო.. - სიცილით გადმოვიდა ლიზაც. - ვაიმე, ნენე, ბებო! - გონს მოსული ლამის სირბილით გაემართა ნენესკენ. - დედა, ჩემი ანგელოზი.. ვაიმე, როგორ შეცვლილხარ, ბებო! რამ დაგასუსტა,გოგო, არ გაჭმევდნენ იმ ოხერ ამერიკაში?! - გულში იკრავდა, თმებზე ეფერებოდა ატირებული ატირებულს და ბედნიერი ლაპარაკობდა. - ცირაკო, ვინ მაჭმევს მე შენნაირად.. - ტირილის შესაკავებლად ღრმად ამოსუნთქვას ამოაყოლა ნენემ სიტყვები. - როგორ მომენატრე, ცირა , შენ რომ იცოდე. - ვერაფრით ეშვებოდნენ ერთმანეთს შეძენილი ბებო-შვილიშვილი. - ჰე, ბებო! მომაქცევ ყურადღებას თუ გავმართო ეჭვიანობის სცენები?! - ალექსანდრეს ხმა რომ გაისმა უნებურად გაეცინა ყველას. - ცირა, უნამუსობაა რასაც შენ შვები ახლა! - სერიოზული სახით დაიწყო ლიზამ. - ოთხი წელი თვალით არ გენახვებოდა, სულ მე მოვდიოდი შენთან და მე სულ არ შემიმჩნიე.. მეწყინა, ჩავჯდები ახლა მანქანაში და გავბრუნდები. - ბები, რას ამბობ, შეგირცხვეს ნამუსი.. - ძლივს შეუშვა ნენეს ხელი ცირამ და ლიზასკენ დაიძრა. - ჩემი მზე, ჩემი მოსიარულე სიმშვიდე, ზრდილობა და სიმორცხვე! როგორ მომენატრე, ბება.. - ახლა ლიზას ეხვეოდა ცირა. - ბებო, რა ვეღარ დადგა ჩემი ჯერი.. - სანდრო, შეგირცხვეს ეგ ნამუსი, რავა წუწუნებ ქალივით სულ. - დატუქსა მაშინვე ცირამ. - დილით გაგიშვი მესტიაში, შე უდღეურო! - მერე, ჩახუტებას არ ვიმსახურებ ცირა? - მაინც თავისას აწვებოდა. ყველას გაეცინა. - უხ, შე აფირისტო.. სვანი კაცი და ასეთი ცანცარა, პირველი ხარ! - ბიჭებსაც გადაეხვია ცირა. - გამარჯობა, - სახლის კართან უხერხულად ატუზულ მართასკენ დაიძრნენ გოგონები და მაშინვე მიიქციეს ბებია-შვილიშვილების ყურადღება. სიამაყით გაეღიმა ცირას, ჩემი გოგონები არიანო. - მე ნენე, ეს ლიზა.. თავად?! - მშვიდად გაუღიმა ნენემ და მისი მშვიდი განწყობა გადაედო მართასაც. - მე მართა, - თბილად გაუღიმა. - სასიამოვნოა. - ჩვენთვისაც, დიდზე! - სასაცილოდ გაუღიმა ლიზამ. - ცირა, მაჭამე რამე, თორე ისე ჩაგაკვდები ხელებში ჭორებს ვერ გაიგებ! მაგიდას შემოსხდომოდნენ და ჭამდნენ, ჭიშკრის ჭრიალი , რომ გაისმა. ზუსტად იცოდნენ, მათი ნიკო ბაბუ, სხვა ყველასთან სვანი და მათთან "ნიკო ბაბუ" რომ იყო. ნენე წამოდგა პირველი, ჭიშკრისგან ზურგით, ანდროს მოპირდაპირედ მჯდომი. - ცირა, იმდენი ხანია ეს ჩვენი გოგო არ მინახავს, მოლანდებები დამწყებია.. - ჩვეული სვანური სიმკაცრით ამოილაპარაკა ნიკომ და გააღიმა ნენე. - ბა, მომიკვდეს ნამუსი, თუ გეჩვენებოდე - ღიმილით გაემართა ნიკოსკენ. - ნენეკო, გოგო! - უცაბედად შეეცვალა სახე ნიკოლოზ ნაკანს. - შენა ხარ, ბაბუ?! - მე ვარ, ბაბუ! - ცრემლიანი თვალებით უყურებდნენ ლიზა და ცირა. თბილად გადაეხვია ნიკო. ისე თბილად, შვილიშვილები გაოცებულები შეჰყურებდნენ, ასე ჩვენთან არ იქცევაო. - ლიზი , შენ არ მეხუტები, ბაბუ?! - აბა არ გეხუტები, ნიკუნკულა?! ხო კარგი საჩუქარი მოგიყვანე? - ძალიან. - გაეცინა მოხუცს, გოგონებს ხელები გადახვია და სუფრისკენ გაემართნენ. გვიანობამდე ისხდნენ სუფრასთან. ალექსანდრემ მოუყვა დანარჩენებს, სად გაიცნო გოგონები. მერე, ძველი დრო გაიხსენეს. საუბარში იმდენად ლაღად, ჩვეულებრივად ერთვებოდა ანდრო, გაკვირვებას ძლივს მალავდნენ ნენე და ლიზა. გვიან დაწვნენ იმ ღამით. ვერაფრით დაიძინა ნენემ, შეზარხოშებულ ლიზას კი, უკვე ღრმად ჩასძინებოდა. დილით ძალიან ადრე, 7 საათზე ადგა ნენე. ცირას ეღვიძა მხოლოდ. - რა იყო, ბება , ხომ მშვიდობაა? - გაკვირვებულმა იკითხა ცირამ. სულ იმაზე ეჩხუბებოდა ხოლმე, ნუ გძინავს შუადღემდეო და ახლა ძალიან გაუკვირდა ასე ადრე ამდგარი. - ჰო, ცირაკო.. ვერ დავიძინე. გარეთ გავალ, გავივლი ცოტას. - თანხმობის ნიშნად გაუღიმა ცირამ და ნენეც გარეთ გავიდა. ვეღარ ფიქრობდა უკვე. აშინებდა გეგა. ზუსტად იცოდა, რასაც წარმოადგენდა. ცნობილი პარლამენტარის ძმისშვილი იყო და ყველაფრის ისე შებრუნება შეეძლო, როგორც უნდოდა. ზუსტად ეს აშინებდა ნენეს. ეშინოდა, რომ ბრალს დასდებდნენ ბიჭებს უმიზეზოდ, ნენეს გამო. ამიტომ იკავებდა თავს მათთვის თქმაზე. ისიც ზუსტად იცოდა, არ დანებდებოდა გეგა. - ნენე, ხო?! - გული შეუტოკდა ანდროს ხმის გაგებაზე ნენეს, მაგრამ ფიზიკურად არ შესტყობია. - დიახ. - გეძებს ცირა. - გაეცინა ნენეს ოფიციალურობაზე და აკანკალებულს გადახედა. - გცივა? - ხო, ცოტა.. - დილის 9 საათზე, სვანეთის მთებში მოკლე მკლავიანი თეთრი მაისურით, უბრალო ჯინსით და თეთრი პერანგით იყო გამოსული. თავისი ჟაკეტი მოაფარა ანდრომ. - მადლობა. - გაუღიმა ნენემ და ღიმილი რომ მიიღო, გაკვირვება ძლივს დამალა. - რამ დაგაბრუნა, საქართველოში, ნენე? - ოჯახმა. - აღარ ამოუღიათ ხმა მეტად. სახლში მისულს, ლიზა ნაბეღლავით ხელში დახვდა, ალექსანდრე კი ტემპს არ აგდებდა და დასცინოდა. ზოგჯერ, როგორ გვიან ვხვდებით "ჩვენს ადამიანებს"?! მშვიდი ღიმილით გადახედა ნენემ ალექსანდრეს და მიხვდა, რომ ეს ადამიანი მათთვის სანდროსგან აღარ განსხვავდებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.