შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელი სიყვარული (თავი 1)


9-04-2024, 13:41
ავტორი Nemo_m
ნანახია 1 548

ჩვეულებრივი , მაგრამ თან უჩვეულოდღეა. როგორც იქნა ბათუმში მზემ გამოანათა, ვფიცავ უკვე მენატრებოდა მზიანი დღეები. ყიველ დღე წვიმა ან ქარი, მაგრამ დღეს? დღეს არც ერთი, მგონი, როგორც იქნა იწყებს ზაფხული დადგომას.
საკმაოდ ადრე გამოვედი, სავარაუდო საცობითვის თავის ასარიდებლად და სწორადაც მოვიქეცი, ყოველ წუთში ვჩერდები გადატვირთული მოძრაობის გამო, საბედნიეროდ მუსიკების მოწყენის საშუალებას არ მაძლევს, საკმაოდ მხიარულია ჩემი ფლეილისთი, რითმებს აყოლილი ვცეკვავ და ვღიღინებ.. ყველა ხედავს ჩემს საფირმო ცეკვას საჭესთან, მაგრამ ვის ადარდებს? ისედაც გადატვირთული დღე მელის, და დილის გართობის გაფუჭებას ნამდვილად არ ვაპირებ ვიღაცების უაზრო კომენტარების ან დამცინავი მზერების გამო. ბედნიერი ვარ ამინდით და დღის დასაწყისით.
შუქნიშნები წითლად ანათებს, რასაც ყურადღებას აღარ ვაქცევ, მანქანას თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვაჩერებ ავტობუსის გვერდით, თვალის კუთხით მზერებს ვგრძნობ, და ერთე-ერთ მადგანს განსაკუთრებით, თავს ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად ვატრიალებ და მომღიმარ ახალგაზრდას ვამჩენვ, რომელიც ხელს წევს მოსალმების ნიშნად და მიღიმის, წამიერად ვშეშდები ამ ნაცნობი სახის დანახვაზე, შემდეგ საპასუხოდ ვუღიმი და კვლავ წინ ვიხედები ,,ხო ნამდვილად არაა უხერხული, როდესაც სტუდენტი, რომელსაც შენთან ფლირტით სული ძვრება მკერდმოღეღილს გხედავს’’ ვწუწუნებ გონებაში, ამასობაში მანქანები მოძრაობას იწყებენ და მეც გზას მივუყვები და მივარდება თუ არა შანსი უნიმდე მისვლამდე მაშინვე პერანგის ღილებს ვიკრავ. ალბათ არავინ არ ზის პერანგშეხსნილი საჭესთან, მაგრამ ასე რომ არ მოვიქცე სენდვიჩში არსებული კეტჩუპი ჩემს თეთრ პერანგზე აღმოჩნდება, მე კი რათქმაუნდა მსგავსი შემთხვევისთვის ზედმეტი მაისური არ მომაქვს.
შენობაში შესვლისთანავე გეზს დეპარტამენტისკენ ვიღებ, ჯერ კიდევ გუშინ მითხრა ქეთევანმა ხვალ, რომ მოხვალ ლექციამდე შემომიარეო, აქედან პირდაპირ ჩემი კაბინეტისკენ მივდივარ, ნივთების დალაგების შემდეგ კი აუდიტორიისაკენ მივდივარ, როდესაც ზურგში ისარივით მხვდება ხმა...
,,ქ. ელენე, ერთი წუთით შეიძლება?’’ ნახევრად მომღიმარი და ნახევრად სერიოზული სახით ვბრუნდები მომმართველისკენ..
,,დიახ, ძვირფასო, რაშია საქმე?’’ რა? ძვირფასო? ღმერთო ჩემო ელენე რა გჭიირს? ...
რაც შეეხება მას, ის იბნევა და ეს ძალიან სასაცილო სანახავია.
,,ამმ, ხო დიახ, მეე...’’ ასე ძალიანაც არ უნდა დაბნეულიყო, ნუ რა მნიშვნელობა აქვს, მის პირისპი ვდგავარ მომლოდინე სახით..
,,გისმენ ალექსანდრე და ხო წინასწარ გაფრთხილებ თუ წასვლას მომთხოვ პასუხი უარყოფითი იქნება’’ ღიმილით ვამბობ და ხელებს ვაჯვარედინებ...
,,ა, არა, რათქმაუნდა არ ვაპირებ გაცდენას, მითუმეტეს თქვენი ლექციის’’ ამბობს და იღიმის. სანამ რამის თქმას მოვახერხებ ის აგრძელებს,
,,კონფერენციისთვის თემა უკვე მზად მაქვს, როგორც მითხარით მეილზე გადმოგიგზავნეთ’’
ტუჩის ღეჭვით ვარ დაკავებული, რომ რამე ვუპასუხო, მაგრამ პასუხი საჭიროა, რადგან მომლოდინე სახით მიყურებს და მეც ვათავისუფლებ ქვედა ტუჩს და ვპასუხობ
,,პუნქტუალური ხარ’’ ვიღიმი ,,კარგია, უკვე მზად გაქვს, კარგი, გადავხედავ, სულ ეს არის? რამე კითხვა ხომ არ გაქვს? ‘’
,,ჯერ-ჯერობით არა, დროებით’’ მპასუხობს ერთ ნაბიჯს დგამს და ,,თუმცაა..’’ იწყებს თავისი მაცდური ღიმილით და ლამის ჩურჩულით მეუბნება ,,ეს კითხვა არ არის, მაგრამ დღეს საკმაოდ საოცარი სანახაობა მქონდა, ეს პერანგი საოცრებაა, მაგრამ თქვენ, მანქანაში მოცეკვავე იმ ტოპით, ეს ჩემს ფანტაზიებს სცდება, ჯანდაბ ელენე, მინდოდა მოვსულიყავი და ისე ძლერად მეკოცნა, და ეს ისევ მინდა....’’
ამას, მეუბნება შუა დერეფანში, სადაც ჯერ კიდევ მიდი-მოდის ხალხი, თავს ისე ვგრძნობ თითქოს ვიღაცამ მდღარე წყალი გადამასხა, ვიწვი.. იმის გაფიქრებაც მზარავს, რომ მის სიტყვებს ვინმე გაიგებდა, ჯანდაბა სულელო ბავშვო, სწორი დრო და ადგილი შეარჩიე მსგავსი დიალოგისთვის, ადგილზე გაყინული, შოკირებული სახით და ალბათ საკმაოდ წითელიც ალექსანდრეს საკმაოდ მკაცრი სახით ვუყურებ, ვცდილობ რაიმე ვუპასუხო, ამ თავხედ არსებას, რომელზედაც ვერ ვბრაზდები, წამით სუნთქვაც კი მავიწყდება და გული ცემას წყვეტს.. პირს ვაღებ, მაგრამ სიტყვები არ გადმოდის, ამიტომაც ისევ ვხურავ. ბოლოს მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ ,, შენ.. რა?... რას ამბობ!’’ ვცდილობ ეს რაც შეიძლება მკაცრად ჟღერდეს, მაგრამ ჯანდაბა, არ გამომდის... ის კვლავ იღიმის..
,,სემინარზე შევხვდებით ქალბატონო ელენე. დროებით...’’ თავხედური და თვითკმაყოფილი ღიმილით მტოვებს შუა დერეფანში, რამოდენიმე წუთი ასე ვდგავარ და ვცდილობ გავაანლიზო... ახლა რა მოხდა? მან რა თქვა? მეკოცნაო? ეს სერიოზულად თქვა? მას უნდოდა ჩემი კოცნა? და მას ახლაც უნდა, რომ მაკოცოს? ჯანდაბა, მან ფანტაზიები ახსენა?ჯანდაბა! მან კოცნა ახსენა!! მას რა ჩემზე აქვს ფანტაზიები? ჩემზე? და უნდა, რომ მაკოცოს? მე? ჯანდაბა, მე მასზე 9 წლით ვარ უფროსი, არ შეიძლება მოვეწონო, არ შეიძლება უნდოდეს კოცნა, არა, მე მისი ლექტორი ვარ და არ უნდა ქონდეს ჩემზე ფანტაზიები.. მოიცადე, შეიძლება არც მოვწონვარ... მოიცა იმედია ამას ნიშნის გამო არ აკეთებს. ამის გაფიქრება გულს უფრო მტკენს... მაგრამ არა, ის ასეთი არ არის, ის კარგია, ჭკვიანი და ნიჭიერია, ის მონდომებული და საოცრად პუნქტუალური, მაგრამ.... ამ ფიქრებში ჩაფლული, ვერც კი ვხვდები, როგორ ვცდები აუდიტორიას, სადაც ლექცია მაქვს, როცა უცებ ჩემს წინ ვიღაც ჩნდება..
,,ოი’’ ვხტები მოულოდნელობისგან
,,შენც გამარჯობა ელენე’’ ამბობს ნიტა ღიმილით
,,ხო, გამარჯობა’’ ვბურტყუნებ დაბნეული
,,ახლა 42-ში არ გაქვს ლექცია?’’
,,რა? ხო, მეც მანდ მივდივარ’’
ნიტა ცოტა უცნაურად მიყურებს ,,ხო ოღონდ 5 ოთახით გაცდი’’ ამბობს და ვხედავ ეს მაწაკი ღიმილს, როგორ იკავებს..
,,ხომ ყველაფერი რიგზეა? დაბნეულად გამოიყურები’’
,,ხო, კი, უბრალოდ ფიქრებს შევყევი. აუდიტორიაში შევალ სანამ დავაგვიანე’’
,,5 წუთით უკვე დააგვიანე’’ მპასუხობს ეშმაკურად და, როცა ხედავს ჩემს გაფართოებულ თვალებს ღიმილს ვეღარ იკავებს
,,ჯანდაბა!!! მე წავედი... და ღვთის გულისთვის ნიტუ შეწყვიტე’’ ამაზე კიდევ უფრო იცინის
აუდიტორიაში შევდივარ. ბავშვები მაშინვე წყვეტენ ზუზუნს და ფეხზე დგებიან, მესამე ლექციაა და ყოველ ჯერზე ვეუბნები, რომ ეს არაა საჭირო, მაგრამ ესმით? არა. ამიტომაც უბრალოდ ვესალმები და მაგიდისკენ მივემართები.
,,ბავშვებო, ბოდიში დაგვიანებისთვის’’ ვამბობ და ვიღიმი..
შემდეგ კი ლექციის წაკითხვას ვიწყებ...
დრო ისე იწურება, ვერც კი ვხვდები, ამას ისევ ბავშვები მახსენებენ და ამისთვის მადლიერიც ვარ...
ლექციის შემდეგ კაბინეტში ვარ და დასკვნითის ტესტებში რედაქტირება შემაქვს და ვაგზავნი.
სემინარამდე უნივერსიტეტის კაფეტერიას ვსტუმრობ ცხელი ყავისთვის და მაშინვე დეპარტამენტში შევდივარ, ბატონ შალვასთან კომფერენციის დეტალების დასადასტურებლად..
ჩემდა გასაოცრად დრო ძალიან სწრაფად გადის, სემინარი და ლექცია ერთმანეთს ენაცვლება და დაღლილობის გრძნობაც წინა პლანზე იწევს, საბოლოოდ კი დღე დასასრულს უახლოვდება, ბოლო ლექცია არქეოლოგიის მაგისტრებთან 6ზე, ამის გააზრება და ალექსანდრეს ნათქვამი ფირივით იწყებს ტრიალს გონებაში,,
მუცელში ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს პეპლების გუნდმა ერთდროულად დაიწყო ფრთების ქნევა.. რატომ ვარ ასე? თითქოს და პირველად ვხედავ მას, თითქოს და აქამდე არ მქონდა მის მიმართ ინტერესი... მასთან ,,მსუბუქი’’ფლირტის მიუხედავად, რასაც საბოლოოდ ყველა სიცილში ვატარებდით, მე არასდროს დამიშვია, რომ შეიძლება რაიმე გრძნობა ჰქონოდა, მართალია ეს ახლაც არ ვიცი დაზუსტებით, შეიძლება ეს მისი ფლირტის ახალი ლეველი იყო და არაფერი ჰქონდა საერთო გრძნობებთან, მაგრამ ჯანდაბა, შუძლებელია ასეთი მსახიობი იყოს...
თავს ვაქნევ ფიქრების განსადევნად...
საათს ვუყრებს და ვხვდები, რომ დროა 120-ე აუდიტორიისაკენ ავიღო გეზი...
ეს აუდიტორია ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია, განსაკუთრებით დიდი ეკრანის გამო, რომელიც ლექციებზე ჩემი მარჯვენა ხელია..
აუდიტორიაში ჯერ არავინ არ არის, ტექნიკურ მხარეს ვაწესრიგებ, რომ ჩემი ფატასტიკური ხუთეული ჩვეული მხიარული ხმაურით შემოდის, ამაზე მეღიმება..
,,ჩემი ბავშვები’’ ვყვირი და ხელებს სიხარულის ნიშნად ჰაერში ვაქნევ
,,საღამო მშვიდობის’’ თითქმის ერთ ხმაში იძახიან და ღიმილით იკავებენ ადგილებს..
,,ალექსანდრე, სერიოზულად? ბარემ მეორე კაბინეტში დაჯექი’’ ვეუბნები წარბშეკრული
,,მაგგრამ დამტენთან ახლოს ვარ’’ მპასუხობს საწყალი ხმით..
,,ტელეფონი დატოვე და გადმოიწიეთ გეთაყვა’’
,,მერე თავის ახალ გოგოს ხომ ვეღარ ემესიჯება’’ ამბობს თამთა ხითხითით
,,ის არ არის ჩემი გოგო და მე მას არ ვწერ’’
ხო, მე მას ნამდვილად არ ვაინტერესებ, აი მტკიცებულებაც, საკუთარ სულელურ ფიქრებზე მეღიმება, მაგრამ ამავდროულად ძლიერ ტკივილსაც ვგრძნობ... ჯანდაბა, მაშინ რატომ მითხრა, ეს უბრალოდ... ღრმად ვსუნთქავ.. შემდეგ კი გაღიმებას ვცდილობ..
,,კარგი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე ლექცია ყველა შემთხვევაში უნდა დავიწყო’’
ალექსი გაპროტესტებას იწყებს, მაგრამ ხელით ვანიშნებ, რომ გაჩერდეს...
ლექციის 2 საათი საკმაოდ მალე გადის, შესვენების გამოყენების გამო მათ დროზე ადრე ვუშვებ..
ყველა გადის, ყოველ შემთხვევაში მე მგონია ასე, ნივთების შეგროვების შემდეგ კარებში მდგარ ალექსანდრეს ვაწყდები..
,, მეგონა ყველა წახვედით’’
,,მე უბრალოდ მინდოდა ამეხსნა’’
,,აგეხსნა რა ალექს’’
,,ის გოგო..’’
,,გთხოვ არა, ეს ნამდვილად არ არსი ჩემი საქმე და შენც არ ხარ ვალდებული რამე ამიხსნა’’
,,მაგრამ მე მინდა’’
ვბრუნდები და მის პირისპირ ვდგები
,,კარგი ძვირფასო გისმენ’’
,,ის ჩემი ყოფილია, დედამისი ცუდად იყო და გამხნევება სჭირდებოდა, მეც ვცდილობდი მხარში დავდგომოდი ბავშვებმა კიდე არასწორად გაიგეს და..’’
,,ძვირფასო, ეს შენი მხრიდან ძალია კარგი საქციელი და მაინც შენ მართლა არ ხარ ჩემთან ვალდებული თავი იმართლო’’
,,მის მიმართ გრძნობები მართლა არ მაქვს’’ ამატებს და ჩემს ნათქვამს იგნორირებას უკეთებს
,,კარგი?’’
,,სამწუხაროდ ვის მიმართაც გრძნობები მაქვს ის ვერც კი მამჩნევს’’
მართალია სევდა მიბყრობს, მაგრამ ვცდილობ გავიღიმო და ვახერხებ კიდეც
,,ოხ ძვირფასო,მგონი ერთ ნავში ვსხედვართ’’
,,რას გულისხმობ, შესაძლებელია შენ ვინმემ ვერ შეგამჩნიოს? სერიოზულად მითხარი ვინ არის ის ბრმა, გევედრები, მითხარი, რადგან ვუთხრა, რომ გაიკეთოს სათვალე, იმიტომ, რომ აშკარაა მას საშინელი მხედველობა აქვს’’
,,ალექსანდრე გთხოვ...’’ ვცდილობ ეს სულელური საუბარი შევაწყვეტიო ,,ამაზე ნამდვილად არ უნდა ინერვიულო, ეს სრული სისულელეა, მართლა. მე ნამდვილად არ უნდა გამჩენოდა პრეტენზია, რომ მას შევემჩნიე..’’
,,ქალბატონო ელენე, ეს არ არის სისულელე’’ მეუბნება მთელი გულმოდგინებით..
,,ნამდვილად ნებისმიერ კაცს გაუმართლებს ვიც თვქენთან იქნება..
გთხოვთ მითხრათ ვინ არის ის ბრმა, რადგან კარგი ოფთალმოლოგი ვურჩიო, ვერც კი წარმომიდგენია არსებობდეს კაცი ვინც ვერ დაინახავს თუ, როგორი საოცარი ხარ, ის ვიღაც ნამდვილად სულელი იდიოტია, რომელსაც თვალებზე საშინელი პრობლემა აქვს’’ წინადადებას ამოსუნთქვის გარეშე ასრულებს და მომლოდინე სახით მიყურებს
ვაპირებ ვუთხრა, რომ ეს ნამდვილად არ არის მისი საქმე, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეს ვაკეთებ, ხელჩანთიდან ჩემს საკითხავს სათვალეს ვიღებ და მის ცხვირზე ვაკოსებ
,,აბა, უკეთესად ხედავ ალექსანდრე?’’ ვეკითხები ნამდვილად გამოფიტული ხმით, ის კი თავს აქნევს, ნამდვილად არ იცის რა უნდა თქვას.
დაბალ კვნესას ვუშვებ და მხრებს ვიჩეჩავ. თუ ამის შემდეგაც ვერ ხვდება, ის უბრალოდ დაინტერესებული არ არის ჩემით და ყოველის ის ფლირტი უბრალოდ ხუმრობა ოყო.
,,ხედავ ძვირფასო.. ნამდვილად არაფერია საერთო კაცის თვალებსა და იმ ყველაფერთან რაც ჩემთანაა’’.
მის დაბნეულ და წარბშეკრულ სახეს კიდევ ერთხელ ვათვალიერებ და კარებისკენ მივდივრა, როდესაც ხელზე მის ხელს ვგრძნობს. ის მაჩერებს..
,,ელენე, შენ.. შენნ იმას ამბობ რაც მე მგონია? ’’
,,ალექსანდრე, რას გულისხმობ’’ ვეკითხები ისე, რომ სირცხვილისგან, იმედგაცრუებისგან და ნერვიულობისგან მოძალებულმა ცრემლებმა არასაჭირო დროს არ დატოვონ თავიანთი ადგილი..’’
,,რომ შენ...’’ იწყებს თქმას, როდესაც კარზე ჯერ კაკუნი შემდეგ კი დაცვის თანამშორომელი ყოფს თავს..
,,გამარჯობა? ყველაფერი რიგზეა ქალბატონო ელენე?’’
ვგრძნობ როგორ წყვეტს გული ფეთქვას, მგონი ამ მომენტში სუნთქვასაც ვწყვეტ და ბორძიკით ძლივს ვახერხებ ხმის ამოღებას..
,,რა? ხო, დიახ ყველაფერი რიგზეა’’ ვეუნები დაცვას და შემდეგ ალექსანდრესკენ ვბრუნდები ,,და რაც შეეხება საკომფერენციოს ალექსანდრე, როგორც გითხარი ყველაფერი იდეალურია, მხოლოდ დასკვნით ნაწილს გადაავლე თვალი, სულ ეს იყო თავისუფალი ხარ’’
,,ახლა კი თქვენის ნებართვით’’ დაცვას ვუღიმი
,,კარგად ალექსანდრე’’ ვამბობ და მივდივარ..




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent