შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და შეგიყვარებ,მე შეგპირდები(თავი 2)


14-04-2024, 01:28
ავტორი Leosita
ნანახია 1 567

2015წ,15 სექტემბერი

    შემოდგომის მშვენიერი დილა იყო. დილის მზის სხივები საამურად ბრწყინავდა სხვადასხვაფრად შეფოთლილ ხეივნებსა და ჯერ კიდევ ახლად დამჭკნარ ყვავილებზე.
    სკოლა 9-ზე ეწყებოდა, ნინუცას კი მთელი ღამე ისედაც ვერ დაეძინა. დღეს,ხომ სკოლის ბოლო პირველი დღე ჰქონდა.
     8-ის ნახევრისთვის უკვე ფეხზე იყო, ნერვიულად მოაწესრიგა ოთახი, შემდეგ კი საკუთარ თავზე გადავიდა.
   წყალი გადაივლო, შემდეგ თმა გაიშრო და კარგად დაივარცხნა. ჩაცმულობაზე ბევრს არასდროს ფიქრობდა, მაგრამ არც სჭირდებოდა,მის სკოლაში ხომ ფორმები ჰქონდათ.
    თეთრი საროჩკა,მუხლზე ოდნავ ზემოთ მდგომი ქვედაბოლო და შავი ფეხსაცმელი უმალვე ჩაიცვა. თმა ზურგზე გადაიწია, მარცხენა ხელზე პატარა საათი გააკეთა და საკუთარ თავს შეხედა სარკეში.  უკმაყოფილო ნამდვილად ვერ დარჩა.
    რამდენიმე რვეული და კალამი ჩაიდო შავ ჩანთაში, ოთახი ბოლოჯერ შეათვალიერა და საბოლოოდ დატოვა.
    ჩანთა მისაღებ ოთახში დივანზე დადო და მთელი სახლის ფანჯრები გაღო.
-დილის ჰაერი მაინც სულ სხვაა არა? დილამშვიდობის ნინუცი.-თქვა საძინებლიდან ახლად გამოსულმა ნინამ და ერთერთ გაღებულ ფანჯარას მიუახლოვდა,ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ კი ყავის ჭიქასთან ერთად სამზარეულოში გადაინაცვლა.
-დღეს ჩემს დასთან გავალ, ამაღამ სავარაუდოდ იქ დავრჩები... ოღონდ შენ და მამაშენმა სახლი არ გადაწვათ რა.- ღიმილით თქვა ქალმა, მაგიდასთან დაჯდა და შვილი შეათვალიერა.
-აბა რას ამბობ ნინა? მე და ნინუცა ერთად ცხრა მთასაც კი დავლაშქრავთ...-ახლა გაგრძელა რეზომ, რომელიც პიჯაკის ღილებს იკრავდა და თან ისე საუბრობდა.
-თუმცა ერთ ნორმალურ ჩაისაც ვერ გაკეთებთ.- კვლავ ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა და ქმარს ღილები საკუთარი ხელით შეუკრა, შედეგად კი რეზომ გულწრფელად აკოცა შუბლზე.
   ნინუცას ჩაღიმება ორივე მშობლმა იგრძნო, რომელიც კუთხიდან უყურებდა ამ ყველაფერს.
-მამას ერთი ცალიი, მშვენიერი ხარ ნინუცი!- წამში აღმოჩნდა ნინუცა რეზოს მკლავებში,გოგონა სასაცილოდ შეიშმუშნა, მაგრამ მამის მკლავებს რას დაღწევდა თავს.
-დედასს ჰგავსს!-წამოყო თავი ნინამ.
-ჩემი ასლია, ტყუილად ცდილობ.- არ დაუთმო რეზომ და შვილს შუბლზე აკოცა.
-მამა ისევ გადათენე?- ახლაღა იკითხა ნინუცამ,რეზოს ჩაშავებული თვალები რომ დაინახა.
-დღეს სასამართლო მაქვს... ჩემი დაცვის მყოფი არაფერ შუაშია, მაგრამ მეორეს ნაცნობები ყავს მთავრობაში.- სევდიანად ჩაილაპარაკა კაცმა,მაგიდას მიუჯდა და კვლავ უამრავ ფურცელში ჩაყო თავი.
-კორუფცია გამეფებულია ჩვენს ქვეყანაში.- თქვა ნინამ და ქმრის დოკუმენტებს თვალი გადაავლო,რომ ვერაფერი გაიგო გვერდით გადადო.
    ნინუცაც მიუჯდა რეზოს გვერდით. ეს მისი ფავორიტი ნაწილი იყო, თვითონაც მამამისივით კითხულობდა უამრავ დოკუმენტებს და  შემდეგ თავის მოსაზრებას გამოთქვამდა ხოლმე, რეზოც დიდი ყურადღებით უსმენდა. 
-ნინუცა,მე გავდივარ, შენც არ დაგაგვიანდეს... ხვალ დილით, რეზო გამომივლის.-თქვა უკვე ჩაცმულმა ნინამ, რომელიც არანაკლებ ლამაზი იყო და რომელსაც ასაკი ვერაფერს აკლებდა. შვილს თმაზე მიეფერა, ქმარს გაუღიმა და სახლიდან გავიდა.
   ნინუცამ საათს დახედა, უკვე ცხრის ნახევარი იყო,მისი გასვლის დროც დამდგარიყო.
-წაგიყვანო ნინუც?-იკითხა რეზომ რომელიც კვლავ დოკუმენტებში იყო გართული.
-არა,კარგი ამინდია, ფეხით წავალ...-თქვა გოგონამ, ჩანთა აიღო და მამას კიდევ ერთხელ მოეხვია.
-ხომ იცი რომ მოიგებ...-თქვა ნინუცამ.
-ვიცი, მაგრამ მაინც ვნერვიულობ.- ჩაილაპარაკა რეზომ.
-ყველაზე მაგარი მყავხარ!
-შენ კი ყველაზე ტკბილი!არ გშიოდა?
-მამა პატარა ხომ აღარ ვარ არა...
- ჩემთვის მაინც ის შვიდი წლის ნინუცა ხარ, ყოველ წამს მამას რომ გაიძახოდა. არ დაგაგვიანდეს ჩემო  მერცხალო.- თქვა კაცმა და შვილს თვალებით  წრფელად გაუღიმა.
- წარმატებული დღე მამა.
-შენც ჩემო გოგო. დღეს შეიძლება შემაგვიანდეს, თუ ეს საქმე მოვიგე, აღნიშვნის გარეშე ვერ გავატარებ.
-კარგი,კარგი...-თქვა ნინუცამ ღიმილით და საბოლოოდ დატოვა სახლი.
    დიდი ჯიხაიშის დაღმართზე დაეშვა გოგონა. თითქოს ყველაფერი თვლემდა შემოდგომის მზის სხივებზე. ჰორიზონტის დასასრულს მარგალიტივით თეთრი ღრუბლის ქულებით დაფარულ ლაჟვარდოვან ცას ხედავდა.ბუნების ამ სილამაზეში განსაცვიფრებელი არაფერი იყო, მაგრამ ეს გულს სიამოვნებით ავსებდა.
    სკოლამდე სულ ღიმილით იარა,კარგი ამინდი უდაოდ კარგად მოქმედებდა მასზე.
    სკოლიდან უკვე ისმოდა ბავშვების ჟრიამული. ეზოში წააწყდებოდით, დაბნეულ პირველი კლასელებს და მათ მშობლებს, მეშვიდე/მერვე კლასელებს რომლებსაც თავი უკვე დიდი ეგონათ, ბედნიერ სახეებს რომლებსაც სკოლის დაწყება უხაროდათ, საშინლად მომტირალ სახეებს რომლებიც აშკარად არ იყვნენ მოხარულები სკოლის დაწყებითი, ახალ და ძველ მასწავლებელს, უამრავ მანქანას...მოკლედ ნამდვილად დატვირთული  დღე იყო.
   პირველი გაკვეთილზე არაფერი უკეთებით, წიგნები აიღეს,ახალი ცხრილი ჩაიწერეს,ახალი მასწავლებელები გაიცნეს, ერთმანეთი მოიკითხეს და კიდევ სხვა პატარა დეტალები.
   მეორე გაკვეთილი ყველასგან სამწუხაროდ ჩატარდა,არადა ყველა იმ იმედით მოვიდა პირველი დღეს რომ გაკვეთილები გაცდებოდა. თუმცა ფიზიკის მასწავლებელი,რის ქალი იყო, რომ პირველივე დღეს პირდაპირ ახალი გაკვეთილი არ აეხსნა.
    მესამე ქართული ლიტერატურა ჰქონდათ,ამ საგანს თვითონ დამრიგებელი ასწავლიდა ამიტომ შედარებით უყვარდათ.
    დოდო ლორთქიფანიძე დიდი სიხარულით და გულწრფელობით ესაუბრებოდა მის მონატრებულ მოსწავლებს,ზოგიც აქტუალურად იყო ჩართული საუბარში, ზოგიც კი თავის სტიქიაში იყო. ნინუცას თავი ფანჯარაზე ედო და სკოლის ეზოში იყურებოდა,სადაც დაბალკალასელები  თამაშობდნენ.
    მოულოდნელად კლასის კარზე კაკუნი გაისმა. ყველამ ყურადღება გაღებული კარისკენ გადაიტანა,ვინ მოვიდა სკოლაში მე-3 გაკვეთილზე? რათქმაუნდა იოანე ახმეტელი და გიგი თორაძე!
-შეიძლება ქალბატონი დოდო?- იკითხა იოანემ და საკლასო ოთახში თავი შემოყო.
-მესამე გაკვეთილზე მოსვლა რა წესია ბიჭებო?-სახე დასერიოზულა დოდომ.
    იოანე და გიგი ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგნენ, მოულოდნელად ოდნავ განზე გაიწივნენ, შუაში კი ლევან შარტავა გამოჩნდა.
     იოანეს და გიგის ოდნავი ღიმილით გადახედა,კარი კიდევ უფრო გაღო და მარჯვენა ფეხი მხიარულად შემოდგა კლასში.
-კარგოოოოოოოოოო-დაიწყო ხმამაღალი ღიღინი ლევანიმ, იოანეს და გიგის სიცილი აუვარდათ.
-მინდაა რომმმ ჰგავდეეე მაისსსსს-ჩაიმღერა დოდოს წინ ლევანმა,ხელი შემოჰხვია და დატრიალა.
-მინდა გიყვარდეე მაინცცც-ახლა აყვნენ გიგი და იოანე ხელიხელგადახვეულები.
-ჩემო,ჩემოო ლამაზოოო- დაასრულა ლევანმა და უკვე თვალებ გაბრწყინებულ დოდოს ტიტები გაუწოდა.
    ყველანი ჩუმად ვიჯექით,შიგადაშიგ ყველას გვეღიმებოდა.
-ლევან,ახლა რომ მაისი აღარა?-იკითხა სიცილით დოდომ და ყვავილები გულში ჩაიკრა.
-მე მოვიყვან მასწავლებელო,მაისს მე მოვიყვანნნ,ეს კი არა თუ თქვენ მეტყვით ერთ მეცხალს გაზაფხულსაც მოვაყვანინებ-იძახდა ღიმილით ლევანი და დაფას ეყუდებიდა.
-რა დამპალი და კარგი ხარ! შენი თავი რომ მოიყვანო დროზე ხოლმე ეგ უფრო მაწყობს!- სახე ისევ დასერიოზულა დოდომ.ლევანიმ, გიგიმ და იოანემ ერთმანეთს გადახედეს, ვერ მიხვდნენ მართლა გაბრაზებული იყო თუ არა დოდო, დოდოს მათ დაბნეულ სახეებზე გემრიელად ჩაეცინა.
-მოდით,მოდით...როგორ დაკაცებულხართ ამ სამ თვეში!- კვლავ ღიმილი გადაიკრა სახეზე ქალმა და სამივეს კარგად მოეხვია,დოდოს მართლაც ძალიან უყვარდა ეს ტრიო, რომელიც მშვიდად ცხოვრობას არასდროს აცდიდნენ.
    ლევანი სკოლაში თითქმის არცერთ მასწავლებელს უყვარდა, ყოველთვის ამრეზი თვალით უყურებდნენ შარტავას. შესაბამისად ლევანისაც იგივე დამოკიდებულება ჰქონდა მათ მიმართ, მაგრამ დოდო...დოდო მართლა უყვარდა. დოდო ის მასწავლებელი იყო, რომელიც ყოველთვის მის მხარეს იყო, მასაში ისევ მე-5 კლასელ ბავშვს ხედავდა,იცავდა ყველასთან და ყოველთვის, ყოველთვის კარგისკენ უთითებდა... მოკლედ მეორე დედასავით იყო მისთვის.
-წადით ახლა მომშორდით, თქვენს ადგილებზე დაჯექით და დღეს თვალით აღარ დამენახოთ!-ცხადია ხუმრობით თქვა დოდომ და სამივე კიდევ კარგად შეათვალიერა.
    ბოლო მერხებისკენ რიგრიგობით წავიდნენ ლევანი,გიგი და იოანე. თავიანთ მაგიდებზე მხიარულად შემოსხდნენ და კლასი შეათვალიერეს.
      ლევანი და გიგი ერთმანეთის გვერდით ისხდნენ, იოანე კი ერთერთ კლასელ გოგონას მიუჯდა რომელიც აშკარად შორიდან ეპრანჭებოდა.
    ამბობენ კლასელები და-ძმასავით არიანო, თუმცა ამ შემთხვევაში ასე ნამდვილად ვერ ვიტყვით. გიგის და იოანეს,და მითუმეტეს ლევანის მოსვლამ გოგონებს მოსვენება დაკარგვინა. თმებს, ტანსაცმლის,მაკიაჟს ყველაფერს ისწორებნენ რაც კი შეიძლებოდა. თვალები ბოლო მერხისკენ გაურბოდათ, ლევანის და გიგის  თვალებით ელაპარაკებოდნენ და არც ლევანი და გიგი აკლებდნენ.
    ნინუცა კი იჯდა, კვლავ ქვემოთ მოთამაშე ბავშვებს უყურებდა ღიმილით და გონებაში ჩარჩენილ ,,კარგო,მინდა რომ ჰგავდე მაისს" ღიღინებდა. გვერდით გიორგი კანდელაკი უჯდა, რომელსაც თავი მერხზე ედო, ნახევრად ეძინა თუმცა მზის სხივები სტანჯავდა და აღარ იცოდა სახე საით წაეღო.
ნინუცას ჩაეცინა მისი ასეთ მდგომარეობაში დანახვისას.
-ნუ დამცინი.- თვალებ დახუჭულმა თქვა ბიჭმა.
-არ დაგცინი.-  სიცილი ძლივს შეიკავა გოგონამ, განძრახ ფანჯარა კიდევ უფრო გაღო და გიორგისაც საბოლოოდ კარგად აეწვა სახე.
-ნუცა!- თავი წამოწია გიორგიმ  და ოდნავ ხმამაღლა წამოიყვირა.
- რა მოხდა?- უცოდველად ჩაილაპარაკა გოგონამ და გახედა.
-აუ ასე ხო?დამაცადე ჯერ...-თქვა ბიჭმა და ნინუცა, თავის სკამიანად ახლოს მიწია თავისთან. თავი მხარზე ჩამოსდო და კვლავ არხეინად მიხუჭა თვალები.- არც კი გაბედო და არ გაინძრე.- ბოლოს ჩუმად ჩაილაპარაკა ბიჭმა და ფხიზელ ძილში წავიდა.
ნინუცამ კი მარტივად შეითავსა ბალიშის ფუნქცია და მართლაც აღარ განძრეულა. პირიქით ლამის თვითონაც კი წაუძინა.
    ზარის ძლიერმა ხმამ ყველა გამოაფხიზლა,ყველა წამოდგა და კლასი უმალვე დაცარიელდა. მხოლოდ ნინუცა დარჩა, აშკარად ხასიეთზე ვერ იყო. წინასწარ დარდობდა უამრავ სამეცადინოზე და  წლის ბოლოს სატესტატო გამოცდებზე.
     თავი მერხზე ჩამოდო და თვალები დახუჭა.
   კვლავ შესვლის ზარი რომ დაირეკა და კარი გაიღო მაშინ წამოსწია თავი. მათემატიკის მასწავლებელი იყო, ტესტებით ხელში. ნინუცა შეკრთა. მათემატიკაში ყველაზე სუსტი იყო. თითები ნერვიულად ათამაშა და ქალს წყნარად მიესალმა.
    კლასმა შევსება ნელნელა დაიწყო.
ნინუცა იმდენად იყო გართული ნერვიულობაში რომ მისკენ მიმავალი ლევანი ძლივს შენიშნა, როგორც ყოველთვის.
    ბიჭი კმაყოფილად მიუჯდა გვერდით და შეათვალიერა,არ გამოპარვია ნინუცას აკანკალებული ხელები. სახეზე ოდნავი სიმაკაცრე დაეტყო ლევანს, თუმცა არაფერი უთქვამს.
-ლევან აქ ვზივარ.-მხოლოდ გიორგის ხმამ გამოარკვია ნინუცა, რომელსაც თავის ადგილას ლევანი დაუხვდა.
-ვიცი.- მოკლედ უპასუხა ლევანმა ისე რომ გიორგისთვის არც შეუხედავს.
-ჩემი ადგლისას ზიხარ ლევან.- კიდევ დაამატა გიორგიმ.
-შენ წარმოადგინე და ეგეც ვიცი.
-ლევან...-ჩაილაპარაკა გიორგიმ.
-რამდენს მალაპარაკებ?- ახლ უკვე უკმაყოფილოდ ახედა ლევანმა გიორგის.
   გიორგისაც აღარაფერი უპასუხია,ან ვერ. უხმოდ მიუჯდა გიგის გვერდით და თავი კვლავ მერხზე დადო.
    ნინუცა ოდნავ დაიძაბა,ვერ გაეგო ეს ლევანის გამო იყო თუ ტესტების.
   ,, მიუხედავად იმისა რომ პირველი დღეა, მაინტერესებს ვის რა გახსოვთ გასული წლიდან. დღეს ყველას შეგამოწმებთ, ვიმედოვნებ იმედგაცრუებული არ დავრჩები" თქვა მათემატიკის მასწავლებლმა და ტესტები ჩამოარიგა.
   არავინ ელოდა ამას, საერთოდ ნანობდნენ დღეს სკოლაში წამოსვლას. იჯდნენ და უბრალოდ უყურებოდნენ ტესტებს.
   ნინუცა ცდილობდა რამდენიმე მაინც ამოეხსნა და გამოსდიოდა კიდეც, მაგრამ რამდენად სწორედ არავინ იცის. 
    ლევანიმ კარგ ხანს უყურა თავის ცარიელ ტესტს და ნინუცას აკანკალებულ თითებს,რომლებსაც კალამი ძლივს ეჭირათ. უყურებდა გოგონას და მის ათრთოლებულ სახეს.
    ბიჭმა კალამი აიღო, პირველი დავალების პირობა წაიკითხა და დაწერა. დიახ დაწერა. ლევან შარტავამ ცხოვრებაში პირველად დაიწყო ტესტზე მუშაობა. მიუხედავად იმისა რომ არასდროს სწავლობდა,დედის ნიჭი მაინც მოსდგავდა და ტექნიკური საგნები არასდროს უჭირდა.  არც მეტი არც ნაკლები, ბოლოში მხოლოდ ათ წუთში გავიდა და მშვიდად გადადო კალამი ისევ მაგიდაზე.
   კვლავ გოგონას გახედა,რომელიც ჯერ შუაშიც არ იყო.
   ლევანიმ თავის ფურცელს კუთხეში გარკვევით და ლამაზად დაწერა ,,ნუნუცა ნერჩელი".
   შემდეგ ნინუცას ხელებიდან უპრობლემოდ სწრაფად გამოაცურა გოგონას ფურცელი.
-რას  აკეთებ?- თქვა გოგონამ,მას შემდეგ რაც თვალსა და ხელს შუა აცალეს ტესტი.
   ლევანმა ნინუცას ტესტს კუთხეში  ,,ლევან შარტავა" მიაწერა და სხარტად წამოდგა ფეხზე. ორივე ტესტი მასწავლებელს ჩაბარა და კლასიდან გავიდა.
    რა გააკეთა? ნინუცას ტესტი თავისად,ხოლო თავისი ნინუცას ტექსტად გასაღა.
    ამას როგორც კი მიხვდა ნუცა,ფეხზე წამოდგა და კლასიდან სწრაფად გავიდა.  თვალებით ლევანის ძებნა დაიწყო და მალე მოჰკრა კიდეც თვალი,კიბებზე ჩადიოდა. მისკენ ფაქტიურად სირბილით წავიდა გოგონა.
-მე ეს არ მითხოვია!- თქვა გოგონამ უკვე რომ ბიჭს წამოეწია.
-რა არ გითხოვია ნინუცა?- იძახდა ბიჭი ისე რომ ნინუცას არც უყურებდა.
-შენი დახმარება.
-დაგეხმარე?როდის?
-ახლა!
-რაღაც არ მახსოვს.
-მერჩივნა ჩემით დამეწერა და ის ქულა ამეღო რასაც ვიმსახურებდი.
-არ ვიცი რაზე საუბრობ.
-ლევან!- ხმამაღალა თქვა გოგონამ.
-გისმენ?- მშვიდი ხმით უპასუხა ბიჭმა და გოგონას ახედა.
-ასე აღარ მოიქცე!
-როგორ?
-კარგად იცი როგორც.
-აქამდე მითქვამს რომ ლამაზი თმა გაქვს?- თქვა ბიჭმა,ნინუცას წინ დაუდგა და სწორ შავ თმაზე გაეთამაშა.
-მე რაზე გელაპარაკები და შენ რაზე...- იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა გოგონამ.
-აზვიადებ ნინუცი.
-არა,ეს შენ იქცევი საშინლად.
-შენ საშინლად ბევრს მეტლიკინები. წამოდი რა...-თქვა ლევანიმ და ნინუცას ხელი გაუწოდა.
-რა?
-გამომყევი.-კვლავ არ დაუშვია ბიჭს გაწვდილი ხელი.
-სად, ახლა მალე მეორე გაკვეთილი დაიწყება...- ნერვიულად ჩაილაპარაკა ნინუცამ ზემოთ.
-წამოდი,მაგას მერე მოვაგვარებ.- დარწმუნებით უპასუხა ლევანმა და თვალებით კიდევ ერთხელ ანიშნა, თავის თავის გაწვდილი ხელისაკენ.
   ნინუცა დადუმდა.ბოლოს მამის სიტყვები გახსენდა.
-არა.- თქვა არცისე ხმამაღლა და უკან გაბრუნდა, თუმცა ლევანის მკლავი არ დასცილდა. წამში ჩაჰკიდა ბიჭმა გოგონას ხელი და  მესამე სართულიის კიბეებს სულ სირბილით ჩაუყვნენ.
ლევანის სულ არ ადარდებდა, დანარჩენი მოსწავლების უცნაური და ინტერესისნი მზერა, რაღა თქმა უნდა არც მასწავლებელების. სირბილით მიდიოდა ჯერ მესამე, შემდეგ მეორე ბოლოს კი პირველი სართულის კიბებზე და თან ნინუცაც მიყავდა.
    უკვე სკოლის ეზოში რომ იყვნენ, მხოლოდ მაშინ გაჩერდა ლევანი. გაბრაზებულ ნინუცას სახეს რომ შეხედა რომელიც ძვლივს სუნთქავდა,სიცილი აუტყდა, სანაცვლოდ გოგონასგან კარგი დარტყმაც მიიღო. ერთერთი სკამზე  ჩამოჯდა გოგონა და შეეცადა აჩქარებული გულის ცემა ჩაეწყნარებინა.
   ლევანის გვერდით ჩამოუჯდა და ღიმილით შეჰყურებდა ნინუცას, რომელიც მზის შუქზე კიდევ უფრო ელამაზებოდა.
-ლევვაააააანნნნ,ლევანნნნნნნ-მხიარული ყვირილით მორბოდნენ ლევანისკენ მეორე კლასელიი რამდენიმე ბიჭი.
   ლევანიმ ყურადღება მათკენ გადაიტანა,კიდევ უფრო ჩაეღიმა მათ  სასაცილო სირბილზე.
     ჩაიმუხლა ლევანი და მათკენ მომავალ ბავშვებს ხელგაშლილი შეგება. ისე ჩაეხუტნენ ეს პატარა არსებები ლევანს, როგორც უფროს ძმას. მკლავები მჭიდროდ შემოხვიეს,ცარიელი ადგილი აღარ დაუტოვეს,ზედ აეკრნენ და ყურებამდე იღიმოდნენ. ლევანიც ყველას ერთდროულად უნაწილებდა სითბოს და ჩახუტებას.
    მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ დასრულეს მონატრებული ჩახუტება. ნინუცა ამ ყველაფერს თან ღიმილით მაგრამ თან გაკვირვებით უყურებდა, აინტერესებდა ვინ იყვნენ ეს ბავშვები.
-ლევან,იცი როგორრრ მოგვენატრე?- დაიწყო ერთერთმა საუბარი და განათებული თვალები შეანათა ლევანის მომღიმარ სახეს.
-მე უფრო მომენატრეთ, როგორ გაზრდილახართ...უკვე კაცები ხართ რა!- ღიმილით საუბრობდა ბიჭი,და ბავშვების კმაყოფილ სახით კიდევ უფრო ტკბებოდა.
-იცი,ლევან,მთელი დღე გეძებდითთ- დაიწყო ახლა მეორემ.
-და აი მიპოვეთ კიდეც! მომიყევით, სანამ მე აქ არ ვიყავი რას აკეთებდით...- ლევანის ყოველ სიტყვაში ჩანდა მათთდამი უდიდესი სიყვარული.
- სანამ შენ აქ არ იყავი, შენზე ვლაპარაკობდით, შენ გელოდებოდით. შენთან თამაში მოგვენატრა ლევანნ,ხომ გვეთამაშები?- ახლა თავი წამოყო მესამემ.
-როგორ არ გეთამაშებით...მაგრამმმმ
-მაგრამმ?- სამივემ იკითხა ერთდროულად ხმამაღლა.
-ჯერ ამ ლამაზ გოგონას გაეცანით.- თქვა ლევანიმ და ბავშვებს თვალებით ნინუცასკენ ანიშნა.
   ნინუცამ უმალვე იგრძნო ინტერესიანი სახეები, რომლებსაც ძალიან აინტერესებდათ ვინ იყო. კიდევ უფრო ჩაეღიმა. ქვემოდან მორცხვად იყურებოდნენ ეს პატარა არსებები და ნინუცას ათვალიერებდნენ.
-მაშ,ჯერ თქვენ გისმენთ. გამეცანით!- კმაყოფილად ღიმილით თქვა ნინუცამ.
-შარტავას ბავშვები არ იცი?- მორცხვად თქვა პირველმა.
-ასე გქვიათ?- ლამის სიცილი აუტყდა ნინუცას.
-ხედავთ როგორ დაგვცინის?- თქვა ვითომ გაბრაზებულმა ლევანიმ და ბავშვებს თვალებით ანიშნა უფრო ახლოს მისულიყვნენ.
-მოკლედ ნინუცი,დადგა დრო ჩემი ძმაკაცები გაგაცნო.ეს ნიკოლოზია,ეს დემეტრეა და ეს ყველაზე ონავარი რაღა თქმა უნდა ჩემი მოსახელე, ლევანია!-თქვა ბიჭმა და ნინუცას გახედა. შემდეგ ბავშვებს მიუბრუნდა და ნინუცას ხელი გადახვია. - ეს კი დეიდა ნინუცაა!  ჩათვალეთ რომ  როგორც მე გიყვარვართ,ისიც ასე უნდა გიყვარდეთ. შევთანხმდით?- მხიარულად დასრულა ბიჭმა.
-შევთანხმდით!!!-სამივემ ხმამაღლა წამოიყვირა.
-ხოდა ჩარტყით!- თქვა ლევანიმ და ყველას სათითაოდ დაურტყა ხელი ხელზე.
-შენი ვინაა?- ეშმაკური ღიმილით იკითხა ერთერთმა.
- ხომ გითხარი, ერთი ნამეტანი ონავარი ლევანია თქო.- თქვა ლევანიმ ნინუცას ყურთან და ბავშვის შეკითხვა უპასუხოდ დატოვა.
-ლევან, ფეხბურთს გვეთამაშები?- გაგრძელა მეორემ.
-გეთამაშებით თუ....
-თუუ?
-თუ ნინუცაც ჩვენთან ერთად ითამაშებს!
-ლევან ფეხბურთი არ ვიცი!- უმალვე საყვარლად წამოიყვირა გოგონამ.
- ჩვენ გასწავლით ადვილია!- თითქმის სამიმივემ ერთდროულად თქვა.
-აი ხედავ.- ნიშნის მოგებით თქვა ლევანიმ.
-წავიდეთ რა.- ისეთი თხოვნით და გულწრფელობით სავსე თვალებით თქვა ერთ-ერთმა რომ ნინუცამ უარის თქმა ვერანაირად ვერ გაბედა.
-წავიდეთ!- დარწმუნებით თქვა ნინუცამ და ბიჭების გაბრწყინებულ სახეს მოავლო სახე.
   ხელი არ მოუშორებია ლევანს ნინუცას მხრიდან. ესიამოვნა კიდეც ნინუცას ლევანის სითბო და სიახლოვე, თუმცა ყველანაირად ცდილობდა ეს ყველაფერი უერყო.
  დარბაზში არ შესულან,სკოლის უკანა მოედანზე გავიდნენ.
  მზე კარგა მაღლა ამოწვერილიყო და მცხუნვარე სხივებით ავსებდა არემარეს.
     მალევე მათ კიდევ უფრო მეტი ბავშვი შემოემატათ. ფიზკულტურის მასწავლებელს არანაირი პრობლემა არ ჰქონია,მეტიც გაუხარდა კიდეც. თავისთვის ჩამოჯდა ხესთან და გაზეთის კითხვა განაგრძო. ბავშვები კი ლევანს და ნინუცას მიაბარა.
    ბიჭები გოგოებზე თამაში გადაწყვიტეს,პოზიციები გადანაწილეს და პატარა ფიფაც ჩატარეს.
    ისმოდა ბავშვების გაბმული ჟრიამული, ჩიტების ჭიკჭიკი და შემოდგომის სასწაული ხმაური. მომღიმარი სახები,ჯერ კიდევ მწვანე ეზო, საოცარი ამინდი, პატარა მხიარული არსებები,ნინუცა,ლევანი, ფეხბურთი და პატარა დედამიწა!
   ცხადია გოგოებმა მოიგეს, შეიძლება ითქვას მოაგებინეს თუმცა მთავარია მოიგეს. სანამ ამ დიდ გამარჯვებას ზეიმობდნენ პატარები ნინუცასთან ერთად, ლევანი ჩამოჯდა.
    გულიდან ყრუ ტკივილი კვლავ იგრძნო,არ შეიმჩნია და სიგარეტს მოუკიდა. ღიმილით შესცქეროდა ნინუცას,რომელსაც პატარები გარს დასტრიალებდნენ.
- შენი შეყვარებული არაა?- მიუახლოვდა მისი მოსახლე და გვერდით მიუჯდა.
-ჯერ არა.- კმაყოფილად თქვა ლევანმა.
- თუმცა მალე იქნება?- არ დანებდა ბავშვი.
-იქნება კი.- თქვა ბიჭმა და სიგარეტი გადააგდო,არ უნდოდა ამ ბავშვის ფილტვებიც დაეზიანებინა.- რას იტყვი,ლამაზია არა?- კვლავ გაგრძელა ლევანიმ.
-ლამაზია და მგონი ჩვენც ვუყვარვართ.
-გადაეცით მეც შემიყვაროს.- ჩაეცინა ლევანს თავისივე ნათქვამზე.
-მეც მყავს ჩემი ნინუცა, ოღონდ ანანო ჰქვია.
-როდის უნდა გამაცნოთ ბატონო?
-აი ისა...- თქვა ბიჭმა და თითით ნინუცას გვერდით მდგომ პატარა გოგონასკენ მიუთითა.
- კარგად შეწყნენ არა?- თქვა ისევ ლევანიმ ღიმილით.
-ასე ჩანს
-გამომართვი და ვარდები უყიდე,წერილსაც თუ დაუწერ მთლად უკეთესი.- თქვა ლევანიმ საფულედან  ასლარიანი ამოაცურა და ბიჭს ჯიბეში ჩაუდო.- დამიმახსოვრე მხოლოდ სასარგებლოდ დახარჯე,უვარგისად მე რომ ვხარჯავ ეგეც მეყოფა.- თქვა და თმაზე ხელი გადაუსვა ბიჭს.
-მადლობ ლევან მადლობბბბ!- სიხარულით თქვა ბიჭმა და თვალებგაფართოებული გაიქცა.
    ლევანიმ მისკენემიმავალი ნინუცა რომ შენიშნა თვალები სხვანაირად აუკიაფდა.
-დეიდა არა?- თქვა გოგონამ და ბიჭთან ჩამოჯდა.
-ნინუცა დეიდა, მშვენიერი სტატუსია.
-ლევან ბიძიაც არა ცუდი.
-მე პირადად მომწონს.
- შარტავას ბავშვები ვინ მოიფიქრა?
- თვითონ დაირქვეს,ცუდად ნამდვილად არ ჟღერს.
- მათთვის უფროსი ძმისავით ხარ,უნდა გენახა როგორი სიყვარულით გიყურებდნენ.
- კარგები არიან,უბოროტოები, კეთილები, სუფთები,ჯერ კიდევ ბავშვები...- ჩაილაპარაკა ლევანმა.
- იცი რომ ერთი გაკვეთილი გავაცდნეთ?- იკითხა ნინუცამ.
-ნანობ?
-არა.
-მაშინ ჩათვალე არც გაგიცდენია.- ფეხებს ერთ ადგილას ვეღარ აჩერებდა ლევანი,მოწევა უნდოდა მაგრამ ნინუცას გვერდით ვერ ეწეოდა.
-უნდა მოვწიო.- თქვა მოულოდნელად ლევანმა.
-წეღან ხომ მოწიე, დავინახე.
- გადაგდება მომიწია,იმ ბავშვსაც ხომ არ გავანადგურებ ფილტვებს.
- თუ იცი რომ ფილტვებისთვის საზიანოა, მაშ რატომ ეწევი?- მარტივად იკითხა ნინუცამ.
- მე ისიც ვიცი რომ სიგარეტის კვამლზე ალერგია გაქვს, ამიტომ თუ უბრალოდ ხუთი წუთი დამელოდები მოვწევ და მოვალ...მერე,მერე მოვიფიქრებ და სადმე წავიდეთ.
- კლასში უნდა ავიდე, დღეს მეტს ვეღარ გავაცდენ.
- ხომ გითხარი მოვაგვარებ- თქო.
-არა ლევან, წლის ბოლოს გამოცდა გვაქვს.
- ამ ერთხელ რა მხოლოდ, მხოლოდ დღეს დამიჯერე...არა სხვა დროსაც, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად დამიჯერე. ხუთ წუთში აქ ვიქნები.- თქვა ბიჭმა და გოგონა მოედანზე დატოვა.
    კვლავ თვალი მოავლო გოგონამ არემარეს. იცოდა რომ მამამისი გაბრაზდებოდა,ახლა ასე რომ დაენახა და ეს ყველაფერი გაეგო. მაგრამ ვერ ჩერდებოდა, მოსწონდა ეს ყველაფერი და დასრულება რატომღაც საერთოდაც არ უნდოდა.
  ლევანის გადახვეული ხელის გახსენებისას კიდეც ჩაეღიმა. მეტიც,მგონი ლევანის გვერდით ყველაზე მეტს იღიმოდა.
   ზუსტად ხუთ წუთში ბიჭი მართლაც დაუბრუნდა, თავის და ნინუცას ჩანთით ხელში.
- კლასშიც იყავი?
-ვიყავი.- თქვა ბიჭმა და გაიღიმა.-დღეს სახლში რომელ საათზე უნდა იყო?- გაგრძელა საუბარი ლევანიმ.
-დედაჩემი სახლში არა, მამაჩემს სავარაუდოდ შეაგვიანდება...რატომ კითხულობ?
-დღეს შეკრებას ვაპირებდით დათასთან, შენც წამოდი.
-დათა ვინა?
- ჩემი ძმაკაცი.
-სკოლის უნიფორმით სად წამოვვიდე?
- აუცილებელია გამოიპრანჭო?
-მოვწესრიგდებოდი მაინც.
-მე  თუ მეპრანჭები პირდაპირ მითხარი.
-შენ?
-ხოო,მე.
-ცდები.
-ვცდები?
- ძალიან.
-მაგასაც ვნახავთ. ესეგი მივდივართ დათასთან?- ჩანთა ცალ მხარზე აიკიდა ბიჭმა.
-მე კი არ მითქვამს!
-ეს უკვე კი იყო.- თვალის ჩაკვრით თქვა ბიჭმა და წინ წავიდა.
   ლევანის მანქანამდე უხმოდ მივიდნენ, ლევანი წინ მიდიოდა ორი ჩანთით, ნინუცა კი უკან მიყვებოდა ბავშვივით.
-მართვის მოწმობა გაქვს?-იკითხა ნინუცამ უკვე მანქანასთან მისულმა.
-აუილებელია?- თქვა ლევანიმ და ნუნუცას გვერდით მანქანას მიეყრდნო.
- რა თქმა უნდა!
- ჩათვალე რომ არ არის.
-ლევან!
-რაო ნინუცი?- მხიარულად გამოხედა ბიჭმა.
-ფეხით წავიდეთ მაშინ.
-რატომ ჩემს ნატაშას რას უწუნებ?- თქვა ბიჭმა და თავის BMW M5 2014-ს ნაზად გადაუსვა ხელი.
-ნატაშას?
-ასე ჰქვია ჩემს კრასავიცას.- თქვა ლევანმა და თვალებით კიდევ ერთხელ ანიშნა მანქანაზე.
-გიჟი ხარ!
-მეც ძალიან მომწონხარ, მაგრამ მოდი ეს ცოტა მოგვიანებით განვიხილოთ, ახლა კი დაბრძანდით მადმუაზელ!- თქვა ბიჭმა, მანქანის სალონის კარი გაღო და თავი დაუკრა. ნინუცას სახე ყოყმანი დაეტყო, თუმცა ლევანის ჟესტზე ღიმილი ვერ შეიკავა.
-პირველად მენდე რა,უპრავო სასიძო ვარ... თუმცა უდიპლომო სასიძოც სიამოვნებით ვიქნებოდი.- ღიმილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და კიდევ უფრო გაუბრწყინდა სახე ნინუცა რომ მანქანაში ფრთხილად ჩაჯდა.
   სირბილით და სიხარულით მოუარა მანქანას,საჭეთან მხიარულად მოათავსდა და მანქანაც უმალვე დაძრა, მანამდე კი თავის ხელით გაუკეთა ნინუცას ღვედი.
     მანქანაში მძაფრი სურნელება ტრიალებდა. ლევანის სურნელი სუფევდა ყოველ კუთხე კუნჭულში.ნინუცამ  თავი მანქანის მინას ჩამოსდო და  თვალი ლევანისკენ გაპარა.
   და მაინც რა უცნაურად კარგი იყო ეს უკანასკნელი. კარგი და თან ცუდი. თავისებური, თავის წესებითა და თავის პატარა არეული განსხვავებული ცხოვრებით. ლევანი,ლევანი რომელსაც არაფერი და არავინ ადარდრბდა. ლევანი რომელიც მხოლოდ დეტალებით ტკბებოდა. ლევანი რომელსაც ხალხის არც აზრი და არც საუბარი არ აინტერესებდა. ლევანი სხვა გალაქტიკა იყო.
   თეთრი საროჩკა ეცვა,ოდნავ შეხსნილი, შავი კომფორტული ფეხსაცმელი და ამავე ფერის შარვალი. შავი ყორანივით შავი თმა ოდნავ აჩეჩილი ჰქონდა,ეს ყოველივე კი ერთად აღებული ლევანს ჰქმიდა.
    ძალიან შავი, წითელად შეფერილი თვალები ჰქონდა რომლებიც მრავალი ღამის უძინარი იყო. თვალები რომლებისაც 17-წლის ასაკში იმაზე მეტი ენახათ,ვიდრე ეს საჭირო იყო. თვალებს რომლებიც ბევრ ისტორიას გვიყვებოდნენ. ცოდვისფერი თვალები ჰქონდა ლევან შარტავას.
     უყურებდა ნინუცა და მის ყოველ დეტალს დაწვრილებით არჩევდა.
საჭეს ცალი, მარჯვენა ხელით ატრიალებდა, მარცხენა კი მუხლზე ედო. ხელებზე კარგად შეამჩნევდით ნაკაწრებს, შრამებს... საერთოდაც მისი ხელები ყოველთვის წითელი იყო, ყოველთვის დასახჩრებული.
  დათას სახლამდე უხმოდ მივიდნენ. მანქანა სახლთან გააჩერა ლევანმა,ნინუცას კარის გაღება არ დააცადა და თვითონვე გაუღო.
-დღეს ჩემი მეგობრების გაცნობის დღეა როგორც მივხვდი.- ჩაილაპარაკა ბიჭმა და ფანჯრიდან მომყურალ უცნობ ბიჭს ხელი დაუქნია.- შევიდეთ ნინუცი.- მიუთითა კარისკენ ბიჭმა.
  ნანობდა ნინუცა წამოსვლას. სართოდ რას აკეთებდა ლევანისთან. ვერც კი გაიგო როგორ მოახერხა ბიჭმა მისი აქ წამიყვანა, საშინელ ქაოსში იყო.
    კერძო არც დიდი, მაგრამ საშუალო ზომის ზედმეტად მყუდრო სახლი იყო რომელიც ზედგამოჭრილია მეგობრული შეკრებებისთვის. კარზე დააკაკუნებული არ ჰქონდა ბიჭს, დათამ რომ კარი გაუღო. აშკარად ერთი სული ჰქონდა დათას გაეგო ვინ იყო ლევანის გვერდით მდგომი გოგონა.
-დათა,ჯერ დამეკაკუნებინა მაინც.- თქვა ლევანიმ და უფროს ძმაკაცს მჭიდროდ მოეხვია. დათამაც იგივე ჟესტით უპასუხა და თვალებით ნინუცაზე ანიშნა, ბიჭმაც უბრალოდ გაუღიმა და არაფერი უპასუხა.
-შემოდით დანარჩენები შიგნით არიან უკვე.- თქვა დათამ და ორივეს წინ გაუძღვა. ლევანიმაც ნინუცას ერთად განაგრძო გზა, ბიჭი გრძნობდა გოგონას მორცხვ სახეს და ამაზე გემრიელი სიცილიც კი უნდოდა.
   მისაღებში შესვლისას ლევანი ყველას რიგრიგობით მოეხვია, ზოგსაც უბრალო ხელი ჩაურტყა.
- მოსულა ჩვენი ლეოოო!- წამოიყვირა ერთერთმს და ლევანს მჭიდროდ ჩარტყა ხელი.- სულ ათი წუთით დაიგვიანე და უკვე ჭკუაზე აღარ ვიყავით ლევან.- წრფელი ღიმილით თქვა ბიჭმა.
-მოვედი,მოვედი. თქვენ როგორ დაგტოვებდით აბა.- ბიჭმაც ღიმილით უპასუხა და ჩამოჯდა.
    ნინუცა კი იდგა კვლავ კუთხეში პატარა ბავშვივით. ლევანი ამ ყველაფერზე საშინლად ხალისობდა, მშვენიერად იცოდა ნინუცა რომ ბრაზდებოდა მის ამ უყურადღებობაზე. ისე იქცეოდა ლევანი თითქოს ნინუცა იქ თვითონ არ მიუყვანია, დანარჩენებიც უცხოდ უყურებდნენ გოგონას და მაინდამაინც სახარბიელო მზერებით ვერ გამოარჩევდით. განსაკუთრებით იმ ლამაზმანებს რომლებიც აქ მხოლოდ ლევანის გამო იყვნენ და აღარ იცოდნენ ბიჭისთვის თავი როგორ მოეწონებინათ.
   ლევანიც თავისუფლად უღიმოდა ამ ქალბატონებს, თუმცა შეხებას და ტყუილად დაიმედებას არ ბედავდა.
   სამაგიეროდ ნინუცა იყო აჭრილი, თავმომწონედ მომღიმარი ლევანის დანახვისას.
    ცოტაც და თავის ფეხით გაქცევას აპირებდა, სამზარეულოდან რომ ორსული მასზე ოდნავ უფროსი გოგონა გამოვიდა. გოგონას თბილი ღიმილი მაშინვე გულზე ნაზად მოხვდა ნინუცას,თვალებით რამდენიმე წამს უყურეს ერთმანეთს შემდეგ კი უკვე მისკენ კვლავ ღიმილით წამოვიდა გოგონა.
-გამოვიცნობ...ნინუცა ხო?- ღიმილით იკითხა გოგონამ და ოდნავი ეჭვიც შეპარა თვალებში.
-სწორია, მაგრამ საიდან?- ინტერესიანად იკითხა ნინუცამ.
-ზუსტად ისეთი ლამაზი ხარ, როგორც აგღწერა.- ცხადია საუბარი ლევანიზე იყო. ანუ ლევანი, მასზე მეგობრებთან საუბრობდა, დათას თვალების ჟესტიც ამის მტკიცებულება იყო. - მე მარიამი ვარ, დათას ცოლი.- დაამატა ბოლოს გოგონამ.
-ცოლი?- ოდნავ გაუკვირდა ნინუცას, შემდეგ კი მიხვდა რომ ცოტა უცნაურად გამოუვიდა მაგრამ საბედნიეროდ მარიამს ცუდი რეაქცია არ ჰქონია.
-ხო ცოლი. დათას არ იცნობ არა?- წარბები ოდნავ ათამაშა გოგონამ.
-არა, დღეს პირველად ვნახე.
-მაშ, წამოდი.- თქვა მარიამა,ნინუცას ხელი ჩაჰკიდა და სამზარეულოში შეიყვანა, კარი მიხურა და მაგიდას შემოუსხდნენ.
-მე იმათთან მაინც ვერ ვერთობი, მხოლოდ ლევანი რომ მღერის მაშინ გავდივარ ხოლმე, ამიტომ ბევრი დრო მაქვს ყველაფერს მოგიყვები.- თქვა მარიამა და მართლაც დაიწყო მოყოლა.
     როგორც მარიამის საუბრიდან გაიგო ნინუცამ დათა აფრასიძე 25 წლის ყოფილა, მარიამი კი 22ის თუმცა ორივე უფრო პატარას ჰგავდა. დათა და ლევანი კარგა ხნის მეგობრობი იყვნენ, დათა მისთვის ფაქტიურად უფროსი ძმისავით იყო. მარიამი 8 თვის ორსული ყოფილა, უბრალოდ მუცელი მაინც არ ეტყობოდა ძალიან. კიდევ ბევრი რამ მოისმინა, დათას და ლევანის სასაცილო ისტორიებზე კიდევ უფრო ბევრი იცინა ნინუცამ, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ლევანს რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა. ყურადღებით ისმენდა მარიამის და დათას ქორწილის ისტორიებს და კიდევ უამრავ რამეს, ფოტოებიც კი ნახა. გაიგო რომ თურმე ბიჭები ყოველ ორშაბათს იკრიბებიან დათასთან, ერთგვარი ტრადიცია ჰქონიათ. მოკლედ უამრავი რამ მოისმინა, მარიამი კი პირდაპირი მნიშვნელობით შეუყვარდა. უშუალო, თბილი, გულწრფელი და ულამაზესი იყო. ნინუცა უმალვე მიიღო მომავალ მეგობრად.
-მარიამ... გეძებდი და აქ ყოფილხარ.- თქვა სამზარეულოში ახლად შემოსულმა დათამ და ორივეს ქალს თვალი მოავლო.
- იტყუება, ლევანის გამოგზავნილია. აინტერესებდა რას აკეთებდი.- თვალის ჩაკვრით თქვა ქალმა და ქმარს კმაყოფილმა ახედა.- ასე არა?
-ასეა,ასე.- ჩაეცინა დათას და ნუნუცას შეხედა.- ეჭვიც არ მეპარება რომ მარიამმა უკვე ყველა ენაზე გამჭორა შენთან, თუმცა მაინც გაეცნობი. ერთი საწყალი ნახალოვკელი ბიჭი ვარ,ამ ეშმაკი ვაკელის ხელში.- ღიმილით თქვა ბიჭმა და ცოლისგან გემრიელი დარტყმაც მიიღო.- აი ხომ გითხარი!- წამოიყვირა დათამ და სამივეს სიცილი აუტყდათ.
-მე ნინუცა ვარ ნერჩელი.- წყნარად თქვა გოგონამ და დათას ხელი ჩამოათვა.
    სიტყვა დასრულა თუ არა ნინუცამ, ოთახში კიდევ ერთი ბიჭი შემოვიდა.
-დათა,ლევანიმ სად წავიდაო?- იკითხა საცოდავად ბიჭმა.
-ნინუცა,წამოდი გავიდეთ თორე სადაცა საქართველოს სპეცრაზმს გამოგზავნის შენს მოსაკითხად.- თქვა დათამ და მარიამისა და ნუნუცას წინ გაუძღვა.
   მარიამის გვერდით წყნარად მოთავსდა ნინუცა და ლევანს თვალი არიდა,რომელსაც სახეზე  კვლავ ღიმილი დასთამაშებდა.
   ყველა ერთმანეთში ლაპარაკობდა, ნინუცა ისევ მარიამს ესაუბრებოდა.
   ლევანის და ნუნუცას თვალები კიდევ ერთხელ წააწყდნენ ერთმანეთს. ბიჭს თვალი არც კი შეუტოკავს, ნინუცაც არ დანებდა და თვალის კონტაქტი არ გაწყვიტა.
   ფეხზე რომ წამოდგა ლევანი მხოლოდ მაშინ შეკრთა ნინუცა.
  მარიამაც უმალვე დაღალატა ნინუცა და ლევანს ადგილი დაუთმო, თან თვალებით ბოდშს იხდიდა.
    ლამის კალთაში გადაისვა ბიჭმა გოგონა,ისე მჭიდროდ შემოჰხვია ლევანმა ნინუცას ხელები, შუბლზე და ყელზე ნაზად აკოცა. ნინუცა რომ ლამის ხელებში ჩადნა და საერთოდ მოეშვა მის მკლავებში,ამ ფაქტმა კიდევ უფრო გაგიჟა ბიჭი.
-სად გამეპარე?- გოგონას ტუჩებთან ამოილაპარაკა ბიჭმა და ნიკაპზეც აკოცა. როგორ უნდოდა ახლა ნინუცას გემრიელად ეცემა ეს უკანასკნელი, მაგრამ ვერც იმას უარყოფითდა რომ ეს ყველაფერი საშინლად არ მოეწონა.
-მე არსად არ გავპარულვარ.- მაინც მტკიცედ უპასუხა ნინუცამ და მისკენ მიმართულ სახებს კიდევ ერთხელ დაემალა ლევანის თბილ მკლავებში.
- როგორ არა... თანაც ორი კაცის გამოგზავნა დამჭირდა შენს დასაბრუნებლად. გამიბრაზდი?- კლავ საშინლად გამომწვევი ჩურჩულით იძახდა ბიჭი ამ ყველაფერს, ლევანისგან წამოსული წითელი ღვინოს სურნელი კიდევ უფრო აბრუნებდა ნინუცას. არა ლევანი მთვრალი ნამდვილად არ იყო, უბრალოდ რამდენიმე ყლუპი თუ ექნებოდა გასინჯული.
-გაგიბრაზდი?
-შენი თავი რომ არ წარვუდგინე.
-ცდები.
-ვითომ? მე არადროს ცდები.
- ჩემთთან ყოველთვის სცდები.
- ხედავ? გაბრაზებული კი არა გაცეცხლებული ხარ,დიდი სიამოვნებით მომკლავდი ახლა არა?
-სწორი ხარ ლევან,მერე თითებსაც სათითაოდ დაგაცლიდი ასე ურცხვად რომ დაბოდიალებ ახლა.- თქვა გოგონამ და ბიჭის წელზე შემოხვეული ხელის გაწევა სცადა თუმცა უშედეგოდ.
-ამაზე რომანტიული არაფერი მომისმენია იცი?- ოდნავ ჩაცინებით თქვა ლევანმა.
-მთვრალი ხარ?- წარბ აწევით იკითხა ნინუცამ.
-მხოლოდ შენი სიყვარულით ნინუც.- უმალვე უპასუხა ბიჭმა და გოგონა კიდევ უფრო ახლოს მისწია.
-ლევან, მორჩი. გამიშვი ხელები.- შეიშმუშნა ნინუცა.
-რატომ? არაკომფორტულად ხარ?
- რა თქმა უნდა!
- თუ უბრალოდ გრცხვენია, ჩემს შეხებას არ ხარ მიჩვეული და თავს დამნაშავედაც კი გრძნობ ამდენის უფლება რომ მომეცი?- ფაქტზე დაწვა ლევანიმ ნუნუცა.
-ლევან, გამიშვი.- თვალებით შესთხოვა გოგონამ.
-გიგიშვებ,ნინუცი გაგიშვებ.- თქვა ბიჭმა და შუბლზე კიდევ ერთხელ აკოცა. ხელები ფრთხილად ალაგა ნინუცას წელიდან.
-ლევან,არ გვეტყვი ვინაა ეს გოგონა?- თავი წამოყო ერთერთმა ბიჭმა ინტერესიანად.
-ეს ჩემი ნინუცაა.- ამ სამი სიტყვით ყველაფერი თქვა ბიჭმა. ყველამ ყველაფერი გაიგო. დათას და მარიამს ღიმილი შეპერათ სახეზე, ბიჭებსაც გაუხარდათ დათას პასუხი აი გოგოებს კი ვერ გეტყვით.
  კმაყოფილად გახედა ლევანმა ნინუცას, ნინუცამ კი თვალი არიდა. არადა მოეწონა ახალი სტატუსი,ლევენის ნინუცა.
-ახლა ერთიღა გვიმღეროს ლეომ და დავიშალოთ.- თქვა ახლა სხვამ და ლევანის გიტარა გაუწოდა.
    მაშინვე იცნო ნინუცამ ლევანის შავი გიტარა, რომელსაც ლევანი ალამანტერას ეძახდა.
    ალამანტერა უმალვე მოიქცია ხელებში ლევანიმ,სიგარეტს მოუკიდა და ტუჩებს შორის მოითავსა. ფეხები ოდნავ განზე დაწყო და თავიდან თითები გავარჯიშა.
-დღეს რას ვმღერით დამსწრე საზოგადოებავ?- იკითხა და ნაფაზი დარტყა.
-შენ გადაწყვიტე  ლევან!- ყველამ თითქოს ერთდროულად შესძახა ბიჭს.
   ლევანიმ ჩაიცინა,ნინუცას გახედა, შუბლზე კიდევ ერთხელ აკოცა, სიგარეტი საფერფლეზე დადო და სიმღერაც დაიწყო,დაკვრასთან ერთად.
-ცოდვისფერი
თვალებით სულს შენამდე დავიყვან,მე იმდენად მიყვარხარ სამოთხეში წაგიყვან...-მღეროდა ლევანი დანარჩენი ყოველი სხვა კი სულგანაბულები უსმენდნენ. დათა მარიამს მუცელზე ეფერებოდა და ჰკოცნიდა,ქალიც გულთბილად უღიმოდა. ერთერთი კამერით ხელში იყო და ლევანს უღებდა, შიგადაშიგ ყველა ღიღინებდა პარალელურად ალკოჰოლს ეტანებოდნენ. 
    ნინუცას ანგელოზის ხმასავით ჩაესმოდა ლევანის სევდნარევი დახრინწული,ბოხი თუმცა სასიამოვნო ხმა. პირველად ისმენდა მის სიმღერას ასე ახლოდან, პირველად გრძნობდა ლევანის ყოფას ასე ახლოდან.
   სიმღერას რომ მორჩა, ყველამ ტაში შემოჰკრა. ლევანი კი ნინუცასკენ გადაიხარა და არცისე ხმადაბლა უთხრა.
-ნინუცი,მე იმდენად მიყვარხარ სამოთხეში წაგიყვანნნნ!- თქვა ბიჭმა და კიდევ ერთხელ აკოცა გოგონას ლოყაზე მოწყვეტით. შემდეგ წამოდგა და თავი დაუკრა ყველასმაშ, ჩვენი წასვლის დროც დამდგარა.- თქვა ბიჭმა და დათას მიუბრუნდა.
-ლევან არ დარჩები?- თქვა ეთერმა ბიჭმა რომელიც უკვე კარგად გაბრუებული იყო და თითებში კარგად შეამჩნევდით რამდენიმე ჯერ გამოუყენებელ ნევს.
-ლევან...-შიშით აღმოხდა მოულოდნელად ნინუცას, მშვენივრად იცოდა ამ ნევსებს რისთვისაც იყენებენ. გული მოუკვდა ლევანს, ნინუცას შეშინებული თვალების დანახვისას. შეშინდა. შეშინდა რომ დასთანხმდებოდა ლევანი და რომ დარჩებოდა. დარჩებოდა და კიდევ ერთხელ მოიწამლავდა სისხლს. სხვა დროს ასეც იზავდა ლევანი, მაგრამ ახლა, ახლა როცა ნინუცა მის გვერდით იყო,ვერ გაბედა.
-წავედით ნინუცა.- თქვა ბიჭმა და თვალი არიდა მის შეშინებულ თვალებს. დათამაც მშვიდობით ამოისუნთქა, ლევანის უარყოფის მერე.
     ნინუცა მარიამს, ლევანი კი დათას დაემმშვიდობა.
-კარგი გოგოა ლევან.- თქვა დათამ და ძმადნაფიცს მჭიდროდ მოეხვია.
-ჩემთვის ზედმეტად კარგიც კია არა?- ნაღვლიანად უპასუხა ბიჭმა.
-იცის შენზე?
-იცის.
-და მაინც მოსწონხარ?
-საიდან იცი რომ მოვწონვარ? მგონი დასანახად ვერ მიტანს.
-შენზე უფროსი ვარ ლეო,ქალებს ვერ მასწავლი მე. არც მარიამს მოვწონდი თავის ჭკუაში, მაგრამ უყურე,კი ხდება ჩემი შვილის დედა ერთ თვეში.- თვალის ჩაკვრით თქვა დათამ და მარიამს გახედა.
-ოხ, დათა, დათა...- ჩაილაპარაკა ლევანიმ.
-ოხ, ლევან, ლევანნნ. ჭკუით ბიჭო!- თავს მოვუფრთხილდი და ამ გოგოსაც.
-ხვალ გამოგივლი აფრასიძე, სახლში იქნები?
- სახლში ვიქნები ლეო, სახლში.- თქვა დათამ და ზურგზე ხელი დარტყა ლევანს.- მართლა ჩემი პატარა ძმა ხარ რა!- დაამატა ბოლოს. დათას 15 წლის გარდაცვლილი ძმა ჰყავდა, ლევანი კი ყოველთვის მის მაგივრობას უწევდა.
-დათა ჩემო დათა,მე უფროსი ძმა ყოველთვის მყავდა, მაგრამ შენაირი ძმობა არ გაუწევია.- თქვა ლევანმა და საბოლოოდ გავიდა სახლიდან ნინუცასთან და ხელში ალამანტერასთან ერთად.
    მანქანაში უხმოდ ჩასხდნენ, არცერთს ხმა არ ამოუღია.
-თავი რომ დანებო რა მოხდება?- დაიწყო საუბარი ნინუცამ, ლევანიმ მშვენიერად იცოდა რაზეც საუბარობდა გოგონა.
-ვერ ვანებებ.
-რატომ?
- ასე ადვილიც არაა.
-გიცდია?
-ვერც კი წარმოიდგენ რამდენჯერ.
-თავს ინადგურებ.
-არაფერი მომივა ნინუც.
-ლევან...
-იცი თვალებში როგორი შიში გაგიჩნდა ნინუც?
-რომ იმკურნალო ლევან?
- გიჟი ვარ ნინუც?
- არა, ლევან... უბრალოდ დაგეხმარებიან.
- სისულელეა.
- სიმართლეა, უბრალოდ შენ არ გინდა ამ ჭაობიდან გამოხვიდე.
-შენ რატომ ფიქრობ ამდენს ამაზე? გადარდებ?
-მე ის ლევანი მადარდებს დღეს დილით რომ ფეხბურთის თამაშობდა. ლევანი, ჯანმრთელი და ფხიზელი! ლევანი, ცოცხალი და ლაღი!
-იცი,მე მართლა ძალიან მომწონხარ.- თქვა მოულოდნელად ლევანმა,ამის შემდეგ კი ორივე დადუმდა. ნინუცას სისხლი გაეყინა.
-მაგრამ თან იცი, მე ვერც ბედნიერების გარანტიას მოგცემ და ვერც დაგპირდები რომ შევიცვალები. ეს ვარ რაც ვარ ნინუც. მე ვერაფერს მოგთხოვ, მაგრამ ვერც გეშვები იცი? ბათუმშიც კი გადავიკარგე და იქაც მხოლოდ შენ მყავდი გონებაში. რა გიყო ნინუც?
-ლევან,მე ვერ ვიცხოვრებ შენი ცხოვრებით.
-ვიცი ნინუცა, ვიცი.
-სცადე, ბოლოჯერ სცადე ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა.
-შენ რომ იცოდე რამდენჯერ ვცადე, მაგრამ ჭაობიდან უშედეგოდ ამოსვლის მცდელობის შემდეგ კიდევ უფრო ღრმად იძირები.- თქვა ხმაჩამწყდარმა ლევანმა და მანქანა გააჩერა.
    აწყლიანებული თვალებით მშვიდად და ნელა გადავიდა მანქანიდან ნინუცა. თავი ვერ შეიკავა ბიჭმა, მაინც გადაყვა და უკვე კართან ჩაიკრა გოგონა გულში. მთელი არსებით ეხუტებოდა ნინუცას,საფეთქელზე ჰკოცნიდა და თმაზე ეთამაშებოდა.
ლევანის მკლავებში სრულ სიმშვიდეს ჰპოვებდა ხოლმე გოგონა და ახლაც მის მკლავებში ტირილი არ მორიდებია.
- აბა მითხარი, შენი ცრემლები ჩემს თავს როგორ ვაპატიო ჩემო ნარჩიტა?- თქვა ბიჭმა და ამაზე კიდევ უფრო ატირდა ნინუცა.
-ლევან...- ამოილაპარაკა ნინუცამ და ლევანმაც ცრემლები მოსწმინდა.
- ჩემი გაზაფხული ხარ, ჩემი მაისი ხარ ნინუც!- თქვა ბიჭმა და მალევე ნინუცას ტუჩებიც იგრძნო.
    ფეხისწვერებზე საყვარლად წამოიწია ნინუცა, ლევანის მკლავებს დაეყრდნო და საბოლოოდ აკოცა ბიჭს. საბოლოოდ გასთქვა თავისი სიყვარულიც ლევანისადმი.
    წამში ჰაერში აიტაცა ბიჭმა, მჭიდროდ მოჰხვია გოგონას ხელი და მთელი არსებით შეიგრძნო. პირველი კოცნა. სწრაფი გულისცემა. ათრთოლებული სახე და ცაზე მოელვარე საღამოს მთავრე.
-მიყვარხარ,ამას დღეში ასჯერ გაგიმეორებ და არ მომწყინდება!- თქვა კოცნის გაწყვეტის შემდეგ ბიჭმა.
-ვერ გიტან ლევან, საშინლად ვერ გიტან.- იძახდა გოგონა და კვლავ ბიჭის მკლავებში იმალებოდა.
- შემიძლია საათობით მყავდე ასე, ჩემთან ნინუცა.
- გამოსწორებული იდიოტი ხარ!
-შენი გამოუსწორებელი იდიოტი ვარ მხოლოდ!- ამაზე ორივეს ჩაეცინათ.
-ეს არაფრის დასასრულია ნინუც, პირიქით დასაწყისია ხომ იცი? ახლა სახლში შეხვალ და ჩემზე ფიქრით დაიძინებ, ხვალ, ხვალ კი მთელი დღე ჩემი ხარ! მთელი ცხოვრება! თუ სხვა ცხოვრება არსებობს,სხვა ცხოვრებაც ჩემი ხარ.-თქვა ბიჭმა და კიდევ ერთხელ აკოცა გოგონას.
    ლევანი ბოლომდე უყურებდა ნინუცას, სანამ ბოლომდე სახლში არ შევიდა გოგონა.
   ბიჭი სირბილით ჩაჯდა მანქანაში და სახლში რამდენიმე წუთში გაჩნდა.
    მხიარულად ყვირილით გადმოვიდა მანქანიდან.
-ვუყვარვარრრრ!ვუყვარვარრრრრრრ!- ყვიროდა ლევანიი ბოლო ხმაზე, იმდენად რომ მთელ სამეზობლოს ესმოდა მისი.
-ვის უყვარხარრრ ლევანნნნ?- გადმოიძახა ერთერთი ფანჯრიდან სამეზობლოს ლოთმა გია კამიკაძემ, ხელში არყით.
-ჩემს ნინუცასს ვუყვარვარ გიააა, ჩემს ნინუცასსსს!- ხელებგაშლილი განათებული სახით იძახდა ლევანი.
-გილოვაცცცც ლეოო,გილოცავვვვვ! - უპასუხა სიცილით კამიკაძემაც. - გიჟი ხარ ლევან, გიჟიიი ყველაზე კარგიიიი გიჟი ხარრრ!- გემრიელად ჩაეხუტა უკვე გარეთ გამოსული მოხუცი კამიკაძე ლევანს.
- ყველაზე ბედნიერიცცც!-დაამატა ლევანმა და თავის სახლისკენ გაიქცა.
   კიბებზე უკვე გამოსული დახვდა. ქალი ხელში აიტაცა და შესძახაა.
-დედააა, ვუყვარვარ დედაააააა! ჩემს ნინუცასსსს ვუყვარვარრრრრრ!- ყვიროდა ბიჭი,ქალს კი ოდნავი ემოცია არ დასტყობია.
-ლევან, გთხოვ წადი,წადი სანამ მამაშენმა დაგინახა.- თქვა ქალმა წაშლილი სახით და შვილის გაყვანა სცადა.
-რა მოხდა დედა?- უმალვე შეცვალა სახე ბიჭს.
-წადი ლევან,წადი გთხოვ.- იძახდა ქალი, ლევანი კი განუძრევლად იდგა.
   დედისთვის აღარაფერი უთქვამს ბიჭს, პირდაპირ სახლის კარი შეაღო. მალევე მიჰვა აკანკალებული დედაც.
    მისაღებში დივანზე იწვა გრიგოლი, არჩილი და ნიკა კი თავზე ადგნენ.
   შესვლისთანავე საყელოში სწვდა არჩილი ლევანს,გიტარა კი კედელს მიახეთქა. ალამანტერა ნაწილებად დაიშალა.
-სად ჯანდაბაში ხარ მთელი დღე? ძმა ლამის მოგიკლეს და შენ სად დაეხტები? სად ეგდე ლევან? სად იყავი,ლევან შენ ძმას რომ უნივერსიტეტთან აყაჩაღებდნენ და სცემდნენ? სადდდ ჯანდაბაში ეგდეე?- ყვირიდა არჩილი და ლევანს რომელსაც ჯერ გააზრებულიც არ ჰქონდა რა ხდებოდა, ყელზე უჭერდა.
- ყველაფერი წაიღეს,საფულე, მანქანა შემდეგ სცემეს და იქვე დაგდეს. და ამ დროს სად ხარ შენ?იმის მაგივრად რომ ძმას დაეხმარო, სად ჯანდაბაში დადიხარ?როგორ გაბედე და სახლშიც როგორ მოხვედი? გარწარი ხარ,არაფრის მაქნისი, გამოუყენებელი.- ყვიროდა არჩილი და ლევანს იქამდე უჭერდა,სანამ ბიჭმა უხეშად არ მოიშორა. მთლიანი საროჩკა გახია ლევანმა უჰაერობისგან.
    სუნთქვა შეკრულმა ლევანმა ფხიზელ გრიგოლს დახედა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ჩალურჯება ჰქონდა სახეზე.
-ამას ეძახი სასიკვდილოდ ცემას მამა?-ხმაგამტყდარმა დაიყვირა ლევანმა.- ესაააა სასიკვდილოდდდ ცემაა??იცი რა არის სიკვდილი მამააა?? იციი რა არისს? აი წეღან რომ ლამის გამგუდე ეგაა სიკვდილი მამააა!
ამის გამო დამისახიჩრე მთელი ყელიიი? ამის გამო მკლავდი ორი წუთის წინნნ? ამოიღე ხმაა!- ბოლო ხმაზე ყვიროდა ლევანი არჩილის სახესთან.- სადდ ვეგდეე? სადდ ჯანდაბაში ვიყავიიიი? და შენ სად ეგდეე მე რომ პირველად მცემეს,მე რონ პირველად გამასინჯეს ის საწამლავი, პირველად რომ შემაგდესსს კაზინ*ოში? სადდ ეგდეე? სად ჯანდაბაში იყავითთთ? მითხარიიი! ან შენ,ან ნიკა ან გრიგოლი რომელიმე ნორმალურად დამალაპარაკებიხართ? მუდმივად მუშტიკრივი გქონდათ გამართული ჩემთწნ. ნუ მთხოვ,ნუ ითხოვვ ჩემგან რომ რომელიმეე დავიცვა! ცხოვრებაში არცერთს, არცერთს ჩემთვის არ მოგიხედავთ! არცერთს არც მამობა და არც ძმობა არ გაგიწევიათ. მე ვარ ყველაზე პატარა მამააა,ლევანია პატარააა! ჯერ ლევანისთვის  უნდა მიგეხედათ მამააა! თქვენი ბრალია, ყველაფერი თქვენი ბრალია! თავიც დაიღუპე და მეც დამღუპე. შენს რეპუტაციას შემწირე. შენ გრიგოლზე კი არ დარდობ, შენ იმაზე დარდობ რომ შენ შვილს ვიღაცამ ცემა გაუბედა. რა გინდა მამაა? რა ჯანდაბაა გინდაა? არ მინდა ეს შენი მონობა არაა! მოვკვდები და შენი მონა მორჩილი არ გავხდები მამა! მოვკვდები და შენს ჭკუაზე არ ვივლი მამა!- ყვიროდა ემოციებგამოცლილი ლევანი და ხელში რაც კი ხვდებოდა ყველაფერს ლეწავდა.
    ოთახში შევიდა, კარი გადაკეტა. ესმოდა არჩილის ყვირილი კართან თუმცა აღარ უსმენდა. გახეული საროჩკა საწოლზე დაგდო და კარადიდან სხვა თეთრ მაისურს იღებდა რომ ჩაიკეცა.
     გულიდან წამოსულმა ტკივილმა ყველაფერამდე მიაღწია. თითქოს ფეხბი დაუჩეხესო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა. კარადასთან დავარდა, იატაკზე იწვა. ვეღარც კი მოძრაოვდა. ვენებში გამავალ ყველა სისხლის წვეთს გრძნობდა. სუნთქვა შეეკრა. თითქოს ისევ არჩილი უჭერდა ყელზე. კვლავ მამამისის ხელებს გრძნობდა ყელზე. თავის კომოდამდე ხოხვით მივიდა, უჯრიდან უკვე დოზა გამზადებული ნემსი ამოიღო და ხელში შეიყვანა. თავი კედელს მიადო და თვალები დახუჭა. არანაირი ენერგია აღარ ჰქონდა. კვლავ ესმოდა რეზოს გინება და დედამისის ტირილი.
ყველაფერი სტკიოდა უკვე. როგორც კი დოზამ იმოქმედა წამოდგა.
   ფანჯრიდან ნელა გადაძვრა და სამეზობლოდან გავიდა.
   უკვე ღამის თერთმეტი იყო. მანქანამდე მისვლაც კი ვერ შეძლო, მაინც ვერ ატარებდა.
    კვლავ გულზე იჭერდა ხელს და ისე მიდიოდა ქუჩაში. როგორმე დათას სახლამდე უნდა მიეღწია. ჩაბნელებულ კუთხეში იდგა და ცდილობა ესუნთქა.
-ლევან შარტავა,გაბომ მოკითხვა გადმოგცა.- ესღა გაიგო ბოლოს და უკნიდან ბიტა მოხვდა. პირდაპირ ასფალტზე დავარდა.ბიტა,კასტეტი და წიხლი მონაცვლეობით ხვდებოდა.
     ძველაბამდე აღწევდა ტკივილი. ყვირილის და შეწინაღმდეგების უნარიც კი აღარ ჰქონდა.
      თვალები დახუჭა, დახუჭა ისე როგორც პატარაობაში ხუჭავდა ხოლმე დედა რომ ზღაპრის მოყოლას იწყებდა. რატომ არ დამთავრდა ზღაპარი ამჯერად კარგად?
    ბოლოს პოლიციის გაბმული სირენების და სასწრაფოს ხმაღა გაიგო.

///// გრამატიკული შეცდომები



№1 სტუმარი სტუმარი ხათუნა

საინტერესო თემაა. მტკივნეულიც. მომეწონა დოდოსთან შეხვედრის ეპიზოდი. ისე წერთ, თითქოს თქვენს თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. ვიცნობდი ლევანის მამის მსგავს საზიზღარ არსებას. ჩემი თხოვნაა სანამ აქ დადებთ, გადაიკითხოთ და შეცდომები გაასწოროთ. ველოდები გაგრძელებას. მადლობა

 


№2 სტუმარი მატიამი

გაგრძელებაა????????????????????

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატალია

საინტერესოა ძალიან. სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას. შეცდომები დაიხვეწება არაუშავს. წარმატებები.❤️????

 


№4  offline წევრი Leosita

მატიამი
გაგრძელებაა????????????????????
მესამე თავს როგორც კი მოვიფიქრებ დავწერრრ აუცილებლად♥️ მადლობა წაკითხვისთვისს:))

სტუმარი ხათუნა
საინტერესო თემაა. მტკივნეულიც. მომეწონა დოდოსთან შეხვედრის ეპიზოდი. ისე წერთ, თითქოს თქვენს თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. ვიცნობდი ლევანის მამის მსგავს საზიზღარ არსებას. ჩემი თხოვნაა სანამ აქ დადებთ, გადაიკითხოთ და შეცდომები გაასწოროთ. ველოდები გაგრძელებას. მადლობა

ძალიან ძალიან დიდიი მადლობა თქვენ წაკითხვისთვისს♥️♥️ აუცილებლად:))

სტუმარი ნატალია
საინტერესოა ძალიან. სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას. შეცდომები დაიხვეწება არაუშავს. წარმატებები.❤️????

ძალიან მალე იქნება,ვეცდებიი რომ იყოს. მადლობა წაკითხვისთვისს♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი მარინა

ცხოვრებისეულია, მტკივნეული თემაა. ლევანის მამას მისთვის რომ მეტი ყურადღება მიექცია,არც კაზინოში მოხვდებოდა, არც ნარკოტიკს არ გაუსინჯავდა გემოს, არჩილს ლევანისთვის ნამდვილი მამობა არ გაუწევია.როგორი ლაღი იყო ნინუცასთან.მადლობა.სიამოვნებით წავიკითხე.წარმატებები შემოქმედებით საქმიანობაში

 


№6 სტუმარი Елка

Левани далиан шемецода . Ну даамтавребт гтховт гаагрзелет. Мадлоба

 


№7  offline წევრი Leosita

Елка
Левани далиан шемецода . Ну даамтавребт гтховт гаагрзелет. Мадлоба

აუცილებლად გავაგრძელებ ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent