შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩაკეტილი სივრცე 20 თავი


16-04-2024, 08:03
ავტორი ნეაკო
ნანახია 1 246

სუსხიანი ნოემბრის დასასრულს ნიცა ისევ გაცივდა. წამლების ფული არ მქონდა, ამიტო იძულებული გავხდი მიასთვის გამომერთმია ბანტიკისთვის ნაგროვები ფული. ხელები მიკანკალებდა აფთიაქში როცა მისი წვალებით ნაგროვებ ფულს ვხარჯავდი. იმ დღეს კიდევ ერთხელ განვიცადე ძლიერი ცხოვრებისეული მარცხი.
-ნინი აქ რას აკეთებ?-მიას ხმამ შემაკრთო
-არაფერს ისე უბრალოდ გამოვედი აივანზე
-არ გცივა?
-არა
-რა ლამაზად თოვს
-სახლში შედი გაცივდები
-შენი მარტო დატოვება არ მინდა
-კარგად ვარ
-არ ხარ
-გაგიჭირდება დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასვლა
-არაუშავს
-მია!
-კარგი რა ნინი ისე ნუ მელაპარაკები როგორც ბავშვს!
-ჩემი ყველაზე ტკბილი და თბილი გოგო ხარ შენ!
-შენ ჩემი- გამიღიმა და ჩამეხუტა
-ისე, ანდრია ხშირად გაკითხავს ხოლმე სკოლაში?
-ნიცამ გითხრა რამე?
-არა
-მართლა?!-ჩემეკითხა
-მართლა!- სიცილი ვერ შევიკავე
-პატარა ჭორიკანა!-გაბრაზდა
-რა ხდება თქვენ შორის-უცებ დავსერიოზულდი
-ერთო ორჯერ მომაკითხა სკოლაში სულ ესაა
-ერთი ორჯერ თუ ერთი ოთხჯერ?-წარბები შევკარი
-რა განსხვავებაა?
-მია!
-ახლოს რომ არ იცნობ და იმიტომ გგონია ამპარტავანი და უხეში
-კი არ მგონია არის!
-კარგი რა ნინი
-მგონი დროა დედას დაელაპარაკო
-შანსი არაა
-ვინმე კეთილის მსურველი მაინც ეტყვის ხომ იცი არა?
-ვიცი მაგრამ
-არავითარი მაგრამ, დაელაპარაკე!
-აზრი?
-უბრალოდ დაელაპარაკე, სიტუაცია აუხსენი.
საბოლოოდ მაინც მე დამადანაშაულებს მომხდარში, ვაჩეს და ანდრიას ნაცნობობის გამო მაგრამ...
-ზოგჯერ მგონია რომ საერთოდ არ ვუყვარვართ
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ
-შენც დედა ხარ, შენც რთულ სიტუაციაში ხარ მაგრამ ნიცასთვის არასდროს გიგრძნობინებია ის იმედგაცრუება და სასოწარკვეთა რასაც შინაგანად გრძნობ! არასდროს დაგიდანაშაულებია მომხდარში, არასდროს!
-უკვე გვიანია მიდი დაწექი დაიძინე-საუბრის თემა შევცვალე
-შენ?
-მე ცოტა ხანს კიდევ ვიქნები
-არ გაცივდე
-არ გავცივდები ნუ ღელავ, მიდი დაწექი და დაიძინე.
-კარგი-ლოყაზე ხმაურით მაკოცა და აკანკალებული სახლში შევიდა. ცოტა ხნაში დედა გამოვიდა და მკაცრი ტონით მკითხა
-ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ?
-ისე, უბრალოდ გამოვედი-მხრები ავიჩეჩე
-ვინმეს ელაპარაკები?-ხმა დაეძაბა
-ტელეფონი თან არ მაქვს-დავამშვიდე
-სახლში შემოდი- მიბრძანა
-აქ ყოფნა მინდა
-გაცივდები
-როგორმე მივხედავ ჩემს თავს
-სახლში შემოდი!-ხმას აუწია- შვილისთვის საყიდელი წამლის ფული არ გაქვს და კიდევ ბევრს ლაპარაკობ
-მექნება-ტირილის ნოტები შემეპარა ხმაში
-გეუბნებოდი გეგას არ გაშორდე გაგიჭირდება-თქო მაგრამ შენ არ დამიჯერე. შეხედე შენი შვილი რა მდგომარეობაშია! ამ თვეში უკვე მეორედ გაცივდა, შენ კი წამლის საყიდელი ფულიც არ გაქვს... რა? გგონია გეგა დაგეხმარება? არ დაგეხმარება! არაფერს არ გააკეთებს შენთვის! თუ გგონია ნიცას შეიცოდებს ძალიან ცდები! შენ თუ მასთან არ დაბრუნდები ბავშვზეც უარს იტყვის! წავა და შენზე უკეთეს იპოვის! არცერთი გოგო არ ეტყვის უარს! სახლი აქვს! კარი აქვს! სამსახური აქვს! მანქანა ჰყავს! დედა საბავშვო ბაღის დირექტორია! ძმა პროგრამისტი! ვინ დაერიდება?არავინ! ნახავ მერე როგორ გაგიჭირდება! იმ დღეს თბილისში რომ გაიქეცი ადვიკატთან შესახვედრად-გაეცინა- რა? გგონია გეგა მართლა შეეცდება შენთვის ბავშვის წართმევას? არ ეცდება! არაფერის გაკეთება არ დასჭირდება, ნიცა თვითონ წავა მასთან!-გადაჭრით მითხრა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- გესმის რას გეუბნები? დაიღლება ამ სიღატაკეში ცხოვრებით და მამამისთან თვითონ წავა! არც ისე პატარაა... ახლა კი უნდა გეგას რომ შეურიგდე, მაგრამ მალე მობეზრდება შენი ლოდინი და სხვას იპოვის, შენი შვილი კი დაიტანჯება.
-შეწყვიტე
-არავის უნდა ხელმოცარულთან ცხოვრება! მე შემომხედე! ამის ნათელი მაგალითი ვარ! არასდროს გიყვარდით შენ და მიას რადგან...
-ჩვენ შენ ძალიან გვიყვარხარ, მაგრამ შენ ამ სიყვარულის მიღება არ გინდა, ან უბრალოდ არ შეგიძლია არ ვიცი
-როგოც ყოველთვის ახლაც მე მადანაშაულებ-თვალები ცრემლებით აევსო დედას
-არ გადანაშაულებ კარგი?-გავღიზიანდი
-რაც გინდა ის გიქნია-წამში შეეცვალა სახის გამომეტყველება და სახლში განრისხებული შევარდა.
დეკემბრის დასაწყისში სოფო გვესტუმრა ჩვეული ზიზღით მოავლო თვალი ჩვენს საღებავაყრილ იატაკს, შეშის ღუმელს, ძველისძველ შპალერს, გაშავებულ ჭერს და ფეხმორყეულ დივანს
-ალბათ ყავას არ დალევთ ხო?-ცინიკურო ტონით კითხა მიამ და ოთახში შეიკეტა
-ბებოს სიხარულო-ნიცას მოეფერა- ცეკვის მასწავლებელმა დამირეკა, საახალწლოდ კონცერს მართავენ სტეფანწინდაში, უნდა რომ შენც იცეკვო
-მართლა?-თვალები გაუბრწყინდა ნიცას
-წამოხვალ ჩემთან ერთად თბილისში დედიკოს გარეშე? რეპეტიციებზე რომ ვიაროთ?
-წამოვალ-იყვირა გახარებულმა და სევდიანი მზერით მე გამომხედა-დედიკო შეიძლება რომ წავიდე?- თანხმობის ნიშნად თავი დავჯქნიე დ აძლივს შევიკავე თავი რომ არ მეტირა.
-ხომ გეუბნებოდი-ცინიკურით ტონით მითხრა დედამ როცა ტაქსიში ჩასხდნენ ნიცა და სოფო
-უშენოდ დიდხანს ვერ გაძლებს-გამამხნევა მიამ
-საჩუქრებით თავბრუს რომ დაახვევენ შეიძლება აქ დაბრუნება საერთოდ აღარ მოუნდეს- დანანებით თქვა თინა ბებომ და წნევის აპარატი მოიმარჯვა-მია შვილო მოდი ერთი წნევა გამიზომე.
დღეში რადენჯერმე ვურეკავდი სოფოს, ხან მალაპარაკებდა ნიცას ხან არა. მაგიჟებდა მისი სიმშვიდე და ურეაქციობა მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. თვალები ცრემლებით ამევსო როცა გამთენიისას მოულოდნელად სახლში მოიყვანა გეგამ.
-დედიკო-ატირებული გამოქანდა ჩემსკენ და ჩამეხუტა
-უშენოდ ვერ გაძლო-ღიმილით მითხრა გეგამ
და სანამ ნიცამ არ დაიძინა იქამდე ჩვენთან სახლში დარჩა.
-რატომ მოხვედი?-ბრაზნარევი ტონით ვკითხე როცა იავანზე გავიდა მოსაწევად
-შენ გოგო!- ხმას აუწია-ვერ დაინახე ბავშვი რა მდგომარეობაში იყო? შუაღამისას ატირდა დედიკო მინდაო არ უნდა მომეყვანა?
-ხომ მოიყვანე? ახლა წადი!
-რამდენიმე დღეში ისევ მოვალ მის წასაყვანად
-არ მინდა რომ მოხვიდე
-მკ*დია შენ რა გინდა და რა არა!
-აქ მაშინ ვერ მოხვალ როცა მოგინდება და ნიცას ვერ წაიყვან!
-შენ მე ვერაფერს ამიკრძალავ!
-რა გაყვირებთ ამ შუაღამისას?-დაფეთებული დედაჩემი გამოვიდა სახლიდან
-ისეთი არაფერი მარინა დეიდა არ ინერვიულო-თბილად გაუღიმა გეგამ-კაი მე წავედი-უმისამართოდ თქვა და კიბეები ჩაირბინა.
-ავადმყოფი!-ზიზღით მივაყვირე
-წესიერად ილაპარაკე- მიბრძანა დედამ
-რა ხდება?-ნახევრად მძინარე მია გაწეწილი თმით გამოვიდა
-ასე განზრახ იქცევა! უნდა რომ გამაგიჟოს!- უმისამართოდ ვიყვირე- ეს ავადმყოფი და დედამისი ნიცას გრძნობებზე თამაშობენ! ბავშვს თვეობით არ ნახულობენ, მერე უცბათ ჩნდებიან მის ცხოვრებაში... თავბრუს ახვევენ ახალი სათამაშოებით და ძვირადღირებული ტანსაცმლით
-ხომ გეუბნებოდი?-გაბრაზდა დე- ჯერ სად ხარ! ნახავ ნელ-ნელა ერთმანეთს როგორ დაგაშორებენ!
-დედა-თვალები დააჭყიტა მიამ
-ღმერთო როგორ დამღალა ამ ყველაფერმა- ბოლო ხმაზე ვიყვირე და ქუჩაში გავვარდი ატირებული. ცოტა ხანს უაზროდ ვიბოდიალე ატალახებულ ორღობეში და უკან დავბრუნდი
-რას დაბოდიალობ ქუჩაში?- ეზოში დამხვდა საჩხუბრად გზადებული დედაჩემი
-აუ თავი დამანებე რა
-აქ შენს ნებაზე ვერ ივლი წინ და უკან ხალხი ჭორაობას დაიწყებს
-მკ*დია! -უმისამართოდ ვიყვირე და სახლში შევვარდი.
გეგას და სოფოს სტუმრობა სისტემატიური ხასიათი მიიღო ხან ერთს მიყავდა ნიცა თბილისში ხან მეორეს, უკან კი ყოველთვის ძვირადღირებული საჩუქრებით დატვირთული მოჰყავდათ. ამას იმიტომ აკეთებდნენ რომ უნდოდათ ნიცას განსხვავება ეგრძნო ჩემსა და გეგას ფინანსურ შესაძლებლობებს შორის. მაგიჟებდა მათი ეს თავხედური ქცევა მაგრამ ვერაფერს ვამბობდი. ნიცას უნდოდა მათთან ყოფნა ამიტომ იძულებული ვიყავი ეს ყველაფერი მომეთმინა . დღეები დღეებს მიდევდა და ჩემი ცხოვრება ნელ-ნელა ჯოჯოხეთს ემსგავსებოდა. თუმცა ახალიწლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ეს პატარა ცვლილება ერთმა სატელეფონო ზარმა გამოიწვია.
სურსათის მაღაზიაში დავიწყე მუშაობა კონსულტანტად, მაგრამ თავს მაინც ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობდი რადგან ცხოვრებაში პირველად სხვაზე დამოკიდებული აღარ ვიყავი. მქონდა ჩემი ფული, ცოტა მაგრამ ჩემი შრომით მოპოვებული. პირველივე ხელფასზე მიას უკან დავუბრუნე თავისი ფული, რომელიც ბანკეტისთვის ჰქონდა შეგროვებული.
-ეს შენ უფრო გჭირდება- არ მართმევდა
-მია მაბრაზებ!-თვალები დავუბრიალე და ხელებში შევაჩეჩე 200 ლარი.
რა თქმა უნდა გეგას არ ესიამოვნა როცა ეს ამბავი გაიგო. ეყო თავხედობა და ისიც კი შემომთავაზა მაგ 700 ლარს მე მოგცემ ოღონდ მუშაობას თავი დაანებეო. გავბრაზდი მაგრამ მის სიტყვებს ყურადღება არ მოვაქციე, ჩემთვის სულ ერთი იყო ის რას ფიქრობდა ამ საკითხთან დაკავშირებით. თავიდან ყველაფერი კარგად იყო მაგრამ ნელ-ნელა მაღაზიაში მოსვლას მოუხშირა. ამის გამო ხშირად ვჩხუბობდით სახლშიც და ქუჩაშიც. ვერ იაზრებდა რომ მე მისი საკუთრება არ ვიყავი და ვალდებული არ ვიყავი ის გამეკეთებინა რაც მას სურდა. ბოლოს ისე გაგვირთულდა ურთიერთობა რომ ჩვენთან სახლში მოსვლა ავუკრძალე. რა თქმა უნდა ჩემი სიტყვები არაფერად მიიჩნია და ძვალებურად განაგრძო სიარული. რამდენიმე კეთილისმოსურნე და ცნობისმოყვარე მეზობელმა მკითხა რა ურთიერთობა გვქონდა მე და გეგას ერთმანეთთან. ვიცოდი ინტერესით რომ კვდებოდნენ ამიტომ მათ კითხვებს არ ვუპასუხე.
ჩემდა გასაკვირად მენეჯერმა ,,დაწინაურების" ღირსად ჩამთვალა და მოლარე-კონსულტანტად მუშაობა ,,შემომთავაზა" . ეს ისე ფორმალურად თორემ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. სალაროსთან მუშაობა გამიჭირდა. მარტივი არ იყო ფულთან მუშაობა მითუმეტეს მუდმივი სტრესის და დაძაბულობის ფონზე. ადამიანებთან ურთიერთობას კი ყოველთვის თაროებზე დასალაგებელ პროდუქტთან მუშაობა მერჩია.
-უკაცრავად ხომ არიცით მენეჯერი სად ვნახო?-ზურგს უკნიდან მომესმა ნაცნობი ხმა
-ლევან?-მისკენ მივტრიალდი გაკვირვებული სახით



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

ასეთი საინტეტესო და კარგად დაწერილი ისტორია დიდი ხანია არ წამიკითხია. მადლობა თქვენ. ერთს გთხოვთ არდააგვიანოთ დაწერა და დადება . ძალიან დინამიურად ვითარდება მოვლენები

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან გამიხარდა თქვენი ისტორია რომ დავინახე, მიხარია რომ მალმალე დებთ. ველით გაგრძელებას. კარგი იქნება თუ თავებს გაზრდით.პატივისცემით

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

სულმოუთმენლად გელოდებით. გააგრძელეთ გთხოვთ და ცოტა გაზარდეთ თავები არ გვყოფნის

როდის დადებთ გაგრძელებას?

 


№4 სტუმარი ნია

გააგრძელეთ გთხოვთ, ლევანის გმირი ძალიან მომწონს, იმედია უფრო საინტერეოს გახდის ისტორიას

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

გააგრძელეთ ისტორია, ამდენი ხანია წერთ და საინტეტესო იქნება როგორ დამთავრდება, მაგრამ დროში ძალიან წელავთ. პატივი ეცით მკითხველს

 


№6  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი გვანცა
ასეთი საინტეტესო და კარგად დაწერილი ისტორია დიდი ხანია არ წამიკითხია. მადლობა თქვენ. ერთს გთხოვთ არდააგვიანოთ დაწერა და დადება . ძალიან დინამიურად ვითარდება მოვლენები

ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️

სტუმარი ნინა
ძალიან გამიხარდა თქვენი ისტორია რომ დავინახე, მიხარია რომ მალმალე დებთ. ველით გაგრძელებას. კარგი იქნება თუ თავებს გაზრდით.პატივისცემით

მადლობა გამოხმაურებისთვის და აზრის გაზიარებისთვის ❤️❤️❤️

სტუმარი ნანა
სულმოუთმენლად გელოდებით. გააგრძელეთ გთხოვთ და ცოტა გაზარდეთ თავები არ გვყოფნის

როდის დადებთ გაგრძელებას?

პატარა თავების დადება არც მე მინდა ხოლმე მაგრამ გარემო პირობებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ მეტის ატვირთვას ❤️❤️❤️

ნია
გააგრძელეთ გთხოვთ, ლევანის გმირი ძალიან მომწონს, იმედია უფრო საინტერეოს გახდის ისტორიას

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

სტუმარი ნინო
გააგრძელეთ ისტორია, ამდენი ხანია წერთ და საინტეტესო იქნება როგორ დამთავრდება, მაგრამ დროში ძალიან წელავთ. პატივი ეცით მკითხველს

კი მესმის, მაგრამ სამწუხაროდ გარემოპირობებიდან გამომდინარე მეტის ატვირთვას ვერ ვახერხერხებ ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent