შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელი სიყვარული (თავი 3)


16-04-2024, 22:39
ავტორი Nemo_m
ნანახია 1 047

კარგი, პირველ რიგში ბედნიერი გამომეტყველება მჭირდება, რადგან ის ჩემს სახეს უფრო უყურებს ვიდრე... მოიცა ის სახეს ნამდვილად არ უყურებს, არამედ ლამის ჩაძვრეს ამ დეკოლტეში, წინ არსებული გზაც კი აღარ აინტერესებს.
შიგადაშიგ თვალებშიც მიყურებს, ამიტომაც მას ვუღიმი, გასვლამდე ლილეს ვხედავ, რომელიც ჟესტებით მეუბნება
,,რა ჯანდაბას აკეთებ?’’ მე კი ვანიშნებ, რომ მივდივარ და ხელს ვუქნევ, საპასუხოდ ხელს მიქნევს და თვალებ მოჭუტული მიყურებს, მისი ამ მზერის სახელია ,,შენს ამ საქციელს დიდი საბჭო განიხილავს’’ ამ დიდ საბჭოში კი თავის თავს და ჩვენ მეგობარ სქაის გულისხმობს .. რათქმაუნდა მანაც დაინახა ალექსანდრე, მისი რეაქცია და ამის გამო ვიცი, რომ მომხვდება...
ბარიდან გავდივართ და მისი მანქანისკენ მივემართებით და ვსაუბრობთ უფროსწორად თვითონ მიყვება თავის სამსახურზე, და მე გაღიმებული თავს ვუქნევ, უეცრად უკნიდან ქალის ხმა ისმის:
,,დავით!!! შე !! ვინ არის ეს !!’’
ოი, დავითი რქმევია. მოიცადე, მოიცადე მე ვიცი ეს ხმა, ეს... ამ ხმას ვერასდროს დავივიწყებ... ბრაზის ძლიერი ტალღა მივლის, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვცდილობ წარსულის მტკივნეული კადრები გავაქრო, მაგრამ, როდესაც დავითი ამბობს..
,,ჯანდაბა ჩემი შეყვარებული’’ მოულოდნელად წარბებს ვწევ
,,შენ ახლა შეყვარებული თქვი?’’
,,მე.. ხო.. მმმ...ყველაფერს აგიხს.....’’
,,არაა, საჭირო’’ მეღიმება, ბრაზისგან და ირონიისგან
ქალი მხარზე უხეშად მეხება, თავისკენ მაბრუნებს და ყურში ლამის ჩამჩხავის
,,ვინ არის ეს ძუკნ...’’ და როცა მხედავს სიტყვები უწყდება
,,karma is the bitch, რას იტყვი მაშო, განა ასე არ არის?’’ ვეუბნები ჩეს და გასაკვირად საკმაოდ მშვიდი ტონით.
ხო, მე მას ვიცნობ ჩემდა სამწუხაროდ, ეს ის დამატებითი მიზეზია ვის გამოც ჩემი პირველი ქორწინება დაინგრა.
,,შენ?’’
,,ხო მე! ძვირფასო, აბა, როგორ არის შენი საყვარელი ქმარი?’’ ჯანდაბა მართალია იმ ამბებიდან ლამის 4 წელი გავიდა, მაგრამ მაშოს წაკბენის შანს ხელიდან არაფრის დიდებით არ გავუშვებ, განსაკუთრებით ახლა!
,,რას ნიშნავს ქმარი?’’ კითხულობს სრულიად დაბნეული დავითი, ხოლო მაშოს სახეზე ფერი ეკარგება.
,,მაშო, რას ნიშნავს ქმარი, შენ რა დაქორწინებული ხარ?’’
,,ძვირფასო, ყველაფერს აგიხსნი, შენ კი ენა ჩაიგდე ჩიჩილაკო’’
ვერც კი ხვდება ეს ,,ჩიჩილაკი’’ როგორ ითმენს, რომ ასფალტზე სახით არ ათრიოს
,,ხო ქმარი დავით.. და მაშო, როგორ შეგრძნებაა? ალბათ ცუდი.. ისე რა ირონიულია არა? ქმარი შენს გამო დამშორდა, შენ კი მას ღალატობ, რა მოხდა გადაგინდა?’’
,,შენ კი ფურცლის მაგ გვერდზე ხარ გაჭედილი? ოი საწყალი ელენე ქმარს გადაუყვარდა და ბევრად უკეთესში გაგცვალა’’
,,ხო *ბევრად უკეთესში* და შენც *ბევრად უკეთესში* ცვლი’’
,,შეგიძლიათ ამიხსნათ აქ რა ჯანდაბა ხდება?’’ კითხულობს დავითი, მაგრამ ვაიგნორებთ.
,,იცი რა, ელენე ეს ნამდვილად არ არის შენი საქმე.. და საერთოდაც ახლა რას აკეთებ დავითთან, ცდილობ სამაგიერო გადამიხადო და ჩემი ბიჭი წამართვა?’’ მიწივის თავისი წვრილი ხმით
ჯერ ერთს ვუყურებ, შემდეგ მეორეს და მეღიმება ,, არა წართმევას არ ვაპირებ, მხოლოდ ამის გაკეთებას’’
დავითისაკენ ვბრუნდები, ხელს სახეზე ვხვევ, ჩემსკენ ვაბრუნებ და პირდაპირ ტუჩებში ვკოცნი. ოღონდ არ მკითხოთ ამას რა ჯანდაბის გულისთვის ვაკეთებ. ვიცი, ზედმეტად არაადეკვატურად ვიქცევი!
,,ახლა კი მაშო, ბედნიერებას გისურვებ, როგორც შენს ქმართან ისე საყვარელთან, კარგად’’
ქუსლზე ვტრიალდები და მივდივარ, უკან კი მოკამათე წყვილს ვტოვებ..
საკუთარი საქციელით არ ვამაყობ, უბრალოდ ზედმეტად გაღიზიანებული ვიყავი და ეს უნდა გამეკეთებინა!
მანქანისკენ მივემართები, გზაში დავითს ვლანძღავ, იმის გამო რომ მაშოს გადამყარა და მაშოს, რადგან ისედაც ჩემი გაღიზიანება გააორმაგა, მანქანაში წუწუნით ვჯდები და მალევე ვუბრუნდები ჩემს ცარიელ ბინას.
ფეხსაცმლებს შემოსასვლელთან ვტოვებ, მისაღებისკენ მივემართები ფეხშიშველი და პარალელურად ქვედაბოლოს და კარდიგანს ვიძრობ, შემდეგ ბიუსჰალტერს და საცვალს და სრულიად შიშველი მივდივარ საწოლისკენ, ერთადერთი, რაც მინდა ჩაწოლა და ძილია..
დაძინებამდე ტელეფონს ვიღებ ხმის გამოსართავად, ვხედავ, რომ საათი დილის 02:30 აჩვენებ, ტელეფონს ხმას ვურთავ და იქვე ტუმბოზე ვაგდებ, ბალიშს ვეხუტები და დაძინებას ვცდილობ, მაშინ, როდესაც ძილის ფაზაში ნელი ნაბიჯებით გადავდივარ კარზე ზარი და შემდეგ კაკუნის ხმა ლამის გულს მიხეთქავს, როგორ ვდგები არ ვიცი..
ჯანდაბა შუა ღამეა, რომელი იდიოტია კარზე, გაბრაზებული ვგმინავ. საათს ვუყურებ 3:20, სწრაფად ვეხვევი ხალათში და კარის გასაღებად მივდივარ... ნორმალური ადამიანი ჯერ იხედება, რათა შეამოწმოს ვინ დგას კარის მეორე მხარეს, იქნებ მანიაკია, რომელსაც შენი მოკვლა უნდა, მაგრამ არა, როგორ შეიძლება ეს ვქნა, სამაგიეროდ ბრაზის მოსასხამ მოსული იმის გამო, რომ დაძინება არ მაცადეს, ჯერ ბუზღუნით მივემართები კარისკენ შემდეგ კი პირდაპირ ვაღებ და თითქმის ღრიალით ვამბობ ,,რა!!!!’’...
,,თქვენც მშვიდობიანი ღამე ქალბატონო ელენე’’
ამას აქ რა ჯანდაბა უნდა, ,, შენ აქ რას აკეთებ?!’’
ის კარებში დგას, აშკარად მთვრალი, თავით კარის ჩარჩოს ეყრდნობა...
,,იმედია ხელი არ შეგიშალეთ თვენს ბიჭთან გართობაში?’’ მეჩვენება თუ ირონია იგრძნობა ამ სულელი ბავშვის ხმაში, დიახ ბავშვია, უფრო სწორად ბავშვივით იქცევა..
,,ერთადერთი ,,ბიჭი’’ რომელიც აქ არის შენ ხარ და ნამდვილად ძალიან მაბრაზებ’’ მკვახედ ვპასუხობ და ვაგრძლებ:
,,აქ ამ დროს რას აკეთებ? სახლში რატომ არ ხარ?’’
,,შენთან მინდოდა, ასევე მინდოდა მისთვის ხელი შემეშალა’’ ამბობს თავხედურად
,,მოკეტე’’ ამის თქმას ვახერხებ და მიწევს მას ხელი შევაშველო, რადგანაც წონასწორობას კარგავს...
შიგნით შემყავს და მდივანზე ვაწვენ, შემდეგ მის წინ ვდგები წელზე დოინჯ შემორტყმული ,,სრული იდიოტი ხარ და იმედია ამას იაზრებ’’
არ მპასუხობს, უბრალოდ გაბადრული მიყურებს ...
მის მზერას ვიჭერ, ჯანდაბა!! რატომ, მსიამოვნებს მისი ეს მზერა, როცა თვალებით მჭამს, რატომ!!! საკუთარ თავზე, ძალიან, ძალიან ვბრაზდები...
მის გვერდით ვჯდები, ხელს სახეზე ვადებ და ოდნავ ვეფერები, თავს მადებს, თვალებს ხუჭავს და ხელის გულზე ნაზად მკოცნის...
სხეული სითბოთი მევსება, მისი ტუჩები ჩემს კანზე ეს უბრალოდ თავბრუდამხვევია...
თვალზე ცრემლი მადგება,მგონია რომ გული ყელს მიებჯინა და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს..
ჯერ კიდევ ჩემს ხელის გულზე სახე მიკრული ჩურჩულებს ,,ვფიცავ, შემიძლია მუდამ ასე მქონდეს შენი პატარა ხელები ჩემს სახესთან’’
ვცდილობ ხელი წავართვა და ავდგე, მაგრამ ამჯერად მეორე ხელს წელზე მხვევს და თავისკენ მიზიდავს, სითბოს ტალღები მთელ სხეულში ვრცელდება, ვგრძნობ, სიმხურვალეს, მესმის ჩემი აჩქარებული სუნთვაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ აჩქარებულ გულზე, რომელიც ნებისმიერ წამს ამოხტება...
თავისკენ მიზიდავს და მეხუტება, უბრალოდ მეხუტება, თავს კისერში დებს, შემდეგ თმაში ასრიალებს ხელს და მის არომატს ისუნთქავს,.. მესმის მისი ჩურჩული ყურთან ,,მიყვარს შენი კულულები და მათი ქოქოსის დაუვიწყარი სურნელი’’ არ ვიცი ასე რამდენ ხანს ვართ, ნამდვილად არ მინდა ადგომა, მიუხედავად ამისა უნდა ავდგე და ლოგინში გადავინაცვლო დასაძინებლად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ ვახერხებ, რადგან ის თავისკენ კიდევ უფრო მიზიდავს მკლავებში მახვევს და თავს ჩემს კისერში რგავს..
,,გთხოვ დარჩი’’ ჩურჩულებს ზანტად, შემდეგ კი მშვინვას უშვებს..
იმის ნაცვლად, რომ ახლა ცარიელ ლოგინში ბალიშზე ჩახუტებული ვიწვე, ალექსანდრეს მკლავებში მოქცეულს მალევე მეძინება...

პ.ს
ესეც შემდეგი თავი, იმედია მოგეწონებათ
ველი შეფასებას




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent