შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და შეგიყვარებ,მე შეგპირდები(თავი 3)


19-04-2024, 14:56
ავტორი Leosita
ნანახია 1 271

     თბილისში ხმა გავარდა, რომ საქართველოს ნომერ პირველი მოსამართლის შვილი სიკვდილის პირას იყო. საავადმყოფოს გარშემო უამრავი ჟურნალისტი ტრიალებდა, ყველა არჩილის გამოჭერაზე იყო.
   არჩილს,არც საავადმყოფოს მესამე სართულის დაკეტვა და არც საავადმყოფოსთვის გალავნის შემორტყმა არ გასჭირვებია.
    თვითონვე აკონტროლება ყველა ექთანისა და ექიმის ინფორმაციას, რომელსაც ლევანთან შეხება ჰქონდათ.
ზეპირად იცოდა ყოველი ექიმის და ექთნის სახელი,გვარი და მათი სხვა მონაცემები. ლევანის გარშემო მხოლოდ არჩილისთვის კარგად ნაცნობი და საქვეყნოდ აღიარებული ექიმები ტრიალებდნენ.
    მთელი ერთი თვის განმავლობაში სადავეები არჩილ შარტავას განკარგულებაში იყო, შვილის პალატის ფანჯარასთან ზედმეტი ჩიტიც კი არ გაფრინა.  მესამე სართულზე არა უცხო პირებს,არამედ ნათესებსაც კი არ უშვებდა ლევანის სანახავად.
    კაცი ჰოლში იჯდა, ხელში გაზეთი ეჭირა სათაურით  ,, ცოცხალია თუ არა ლევან შარტავა?" მთელი ქვეყნისთვის უცნობი იყო ლევანის მდგომარეობა, კაცი საგულდაგულოდ მალავდა შვილის და მის მდგომარეობას. შემდეგ გვერდზე გადაფურცლა, შემდეგი სათაურები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო. ,, ფულით ნაყიდი სიცოცხლე" კაცს ჩაეცინა,ფეხზე წამოდგა და ჯერ კიდევ ღია საოპერაციო ოთახში შეიხედა.
     ლევანს გულის კორონარული დავადება ჰქონდა, რომელიც უმალვე საჭიროებდა შუნტირებას. აორტო კორონარული შუნტირება არის ქირურგიული პროცედურა, რომელიც გამოიყენება გულის კორონარული დაავადებისას.
პროცედურის დროს ხდება შევიწროებულ ან დათრომბილ არტერიებში სისხლის მიმოქცევის აღდგენა შემოვლითი გზით, რაც ხელს უწყობს გულის ჟანგბადით და საკვებით მომარაგებას.შუნტირების დროს სხეულის სხვა ნაწილიდან იღებენ სისხლძარღვს - ძირითადად გულ- მკერდის არიდან, ფეხიდან ან მხრიდან - და აკერებენ კორონარული სისხლძარღვის შევიწროებული ან დახშული ადგილის ზედა და ქვედა ნაწილზე. . სისხლის შემცირებულმა დინებამ შესაძლოა გამოიწვიოს მკერდის ტკივილი(ანგინა), სუნთქვის უკმარისობა ან რაიმე სხვა სიმპტომი. არტერიის სრული დახშობა იწვევს გულის შეტევას.
   მთელი ეს დრო, ლევანის გულის ყრუ ტკივილები ანგინა იყო. ტკივილის ეს ფორმა, რომელსაც ანგინა ეწოდება, ძირითადად გამოწვეულია ფიზიკური ან ემოციური სტრესით. ტკივილი ძირითადად ჩერდება სტრესული აქტივობის დასრულებიდან რამოდენიმე წუთში. ამას ემატება სუნთქვის უკმარისობა, რადგან გული ვერ ახერხებს ორგანიზმის მოთხოვნის შესაბამისად საკმარისი სისხლის გადასროლას.  ეს ყოველივე კი გამოწვეული იყო სისტემატიური მოწევით, არაჯანსაღი ცხოვრებით და
მე***ფეტამინით, რომელიც  იწვევს გულსისხლძარღვთა მრავლობით პრობლემებს, მათ შორის გულის სწრაფი შეკუმშვებს, არარეგულარული გულისცემას და გაზრდილი არტერიული წნევას.
-ნერვიულობ ზაზა?- იკითხა არჩილმა და კარდიოქირურგს გახედა, რომელიც ხელებს იბანდა.
-არ ვნერვიულობ არჩილ.- ხმაც კი არ შეკრთომია კარდიოქირურგ ზაზა აბაშიძეს, რომელიც არჩილის ბავშვობის მეგობარი იყო.
-საერთოდ არა?- არ მოეშვა არჩილი.
-არა.
-სასწორზე ჩემი შვილის სიცოცხლე დევს ზაზა,ახლა ყველაზე მეტად უნდა ნერვიულობდე.- ოდნავ ხმამაღლა თქვა კაცმა.
-მაგიტომაც არ ვნერვიულობ. სასწორზე შენი შვილის, ლევან შარტავას სიცოცხლე დევს, რომელიც იმაზე მეტად გგავს,ვიდრე ეს შენ გგონია. ლევანს,ახლა ვერავინ ვერ მოკლავს. ლევანი,მანამ არ მოკვდება სანამ ეს თვითონ არ მოუნდება, სანამ ამას თვითონ არ დაუშვებს. და შენ რას ფიქრობ? ახლა, იმ საოპერაციო მაგიდაზე რომ შენი შვილი წევს გგონია ახლა სიკვდილს დანებდება? ალბათ ერთი სული აქვს წამოდგეს და შური იძიოს. როდის იყო შარტაველები ასე ნებდებოდით? შვიდი დღეში ფეხზე დადგება, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა. ახლა კი გადი,დროა ანესთეზია გავუკეთოთ.- თქვა ზაზამ და მშვიდად გახედა არჩილს.
    არჩილმა საოპერაციო ოთახს მოავლო თავი, თითქმის ნახევარი საქართველოს საუკეთესო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფი ტრიალებდა ოთახში.  გულ-სისხლძარღვთა ქირურგი რომელმაც ამ შემთხვევაში მთავარი წამიყვანი ექიმი იყო,ანესთეზიოლოგი,
პერფუზიონისტი,ქირურგის ასისტენტები, დამხმარე მედდა და კიდევ ექთნების ცალკე ესკორტი.
    ყველა საოპერაციო მაგიდაზე მწოლ ბიჭს დასტრიალებდა, რომელსაც წუთი წუთზე ანესთეზიას უკეთებდნენ.
-დავიწყოთ?- თქვა ანესთეზიოლოგმა და წამყვან ექიმის გახედა.
-დავიწყოთ.- არ დააყოვნა პასუხი მთავარმა ექიმაც.
-რამის თქმა გინდათ?- თქვა კვლავ ანესთეზიოლოგმა, ანერვიულებული არჩილი რომ დაინახა.
   ყველამ კაცს გახედა,რომელიც შვილს გაყინული უყურებდა. ლევანთან ახლოს მივიდა არჩილი,ყელზე ხელები მოჰხვია და თვალი გაუსწორა.
- ამ ოთახიდან თუ ცოცხალი არ გამოხვალ, საფლავსაც არ გაღირსებ.- თქვა კაცმა ბიჭის ყურთან, შუბლზე აკოცა და მოსცილდა.
      ყველამ ერთმანეთს გადახედა, თუმცა არცერთს არაფერი უთქვამს.
-ვიწყებ...ლევან,ეცადე რაიმე კარგზე იფიქრო.- თქვა ანესთეზიოლოგმა და ბიჭის თითქმის უკვე მინაბულ, ჩაწითლებულ თვალებს შეხედა.
  დაიძინა ლევანმა, ცოტახნით დაემშვიდობა ტკივილს და გადაეშვა ტკბილ სიზმრებში.
     კავთისხევის ქუჩას მიუყვებოდა, სახლთან უკვე ახლოს იყო. გზაში ლოთი გია კამიკაძე გადაეყარა,მოეხვია და დალოცა ბიჭი. ლევანს კაცის თბილი ჩახუტება ესიამოვნა და კვლავ ღიმილით გაგრძელა გზა. სახლის აივანზე დედა შენიშნა რომელიც წიგნს კითხულობდა, მალევე არჩილიც გამოვიდა აივანზე,ცოლს შუბლზე აკოცა და გვერდით მიუჯდა. ლევანი კიბებს აუყვა,ორივე მშობელს თბილად მოეხვია,სახლიდან ახალად გამოსულ ნიკასა და გრიგოლსაც შეგება. უფროსი და შუათანა ძმები, გვერდით ამოუდგნენ და ხელი გადაჰხვიეს. არჩილი ღიმილით შეყურებდა თავის სამ ვაჟს, ეკატერინე კი სამივეს შესციცინებდა. ბიჭი სახლში ღიღინით შევიდა, მისაღები მხიარულად გაიარა და თავის ოთახში შესულს, საწოლში მონატრებული ცოლი დახვდა. ვარდის წითელი ფურცლებით გაეთამაშა ნინუცას ლოყაზე, გოგონაც საყვარლად შეიშმუშნა და თვალები ოდნავ გახილა. აკოცა ლევანმა, მონატრებულს და ყველაზე ძვირფასს. გვერდით მიუწვა და გულზე მიიხუტა, საიდანაც ყრუ ტკივილი აღარ მოდიოდა. ჯანმრთელი ხელები მოხვია ცოლს, რომელიც მუდმივად აღარ  კანკალებდა, ჯანმრთელი თვალებით მოეფერა ცოლს რომელიც აღარ იყო ჩაწითლებული. იყო ლევანი და ნინუცა ერთად ბედნიერი და ჯანმრთელი, არჩილი ამაყი და კმაყოფილი, ეკატერინე ბედნიერი,ნიკა და გრიგოლი კარგი ძმები. შორიდან ესმოდა თავის სახელი და ვერ ხვდებოდა რატომ ქრებოდა ყველაფერი.
-ლევან,ლევან...- მხარზე ნაზად ეხებოდა ვიღაც. ბიჭი კი სულაც არ ფიქრობდა ტკბილი სიზმრის დატოვებას და გამოღვიძებას.
-გახილე თვალი ლეო...- კვლავ ყურში ჩამესმოდა ხმა ლევანს, მოულოდნელად ნინუცაც გაქრა, სახლიც და ვარდებიც. თვალი რომ ოდნავ გახილა, მაშინვე სითეთრემ მოჭრა თვალი და კვლავ დახუჭა.        წამით კი იფიქრა მოვკვდი და სამოთხეში ვარო, მაგრამ შემდეგ ისიც იფიქრა მე სამოთხეში ვინ შემიშვებდაო და ახლიდან სცადა თვალების გახელა, ამჯერად ნელ-ნელა.
     არ გასჭირვებია ზაზას სახის გარჩევა, რომელსაც კარგად იცნობდა.
დაინახა როგორ ჩაეღიმა კაცს.
-გადაეცით ჟურნალისტებს, რომ ფულით სიცოცხლის ყიდვაც შესაძლებელია.- ეს სიტყვები გარჩია მხოლოდ ბიჭმა და კვლავ ძილს მიეცა.
     ლევან შარტავამ გაიღვიძა. თუმცა ამის შესახებ კვლავ არავის არაფერი გაუგია გარდა არჩილისა და მესამე სართულისა. თვით ეკატერინესაც კი არ ანდობდა, არჩილი ლევანის მდგომარეობას, არამცთუ საზოგადოებას. არჩილს ერთი სურვილი ჰქონდა, უნდოდა ყველასთვის დაენახებინა რომ მის შვილს ასე ადვილად ვერავინ გადაუვლიდა. არ დაუშვებდა რომ საზოგადოებას, ლევანის ყოველი ოპერაცია თუ დაზიანება სახალხოდ გაზეთში განეხილათ,არ დაუშვებდა რომ ხალხს გაეგო როგორ სასტიკად უცემეს შვილი. არ დაუშვებდა მის მტრებს ამით ესარგებლათ. მთელი ამ დროის განმავლობაში არაფერს იმჩნევდა კაცი, თითქოს შვილი დასასვენებლად ყავდა გაშვებული. არ აცდენდა არცერთ სასამართლოს თუ გასართობ ღონისძიებას. ვერ შეატყობდით რომ საავადმყოფოში მომაკვდავი შვილი ეწვა. ყველა გაზეთი და ყველა ჟურნალისტი თავიდან მოიშორა, რომელმაც ოდნავი სიმართლე მაინც იცოდა ლევანზე. ყველა გაზეთი მოაშორა სადაც კი ლევანი იყო ნახსენები. ეკატერინეს კითხვას თუ როგორ იყო ლევანი, მხოლოდ ერთი სიტყვით პასუხობდა ,, კარგადაა". ლამის ჭკუიდან გადავიდა ქალი, თუმცა კაცს ვერაფერი გამოსტყუა.
     ლევანს წესით შვიდი დღის შემდეგ უკვე სახლში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არჩილის დაჟინებული თხოვნით რეაბილიტაციაც საავადმყოფოში გაიარა ბიჭმა. ერთი სრულიად ჯოჯოხეთური თვე იყო ლევანი სავადმყოფოში და ბოლოს ძლივს დაღწია თავი ამ ყოველივეს.
-დედამ იცის?- იკითხა ბიჭმა და მოსაცმელი შემოიცვა, დღეს საბოლოოდ მიდიოდა სავადმყოფოდან.
-არ იცის...არ მითქვამს,არ იყო საჭირო.- უპასუხა არჩილმა და ოთახში შემოსულ ზაზას მიესალმა.
-მიდიხარ ლევან?- იკითხა ზაზამ და ბიჭი შეათვალიერა.
-მივდივარ ზაზა, მივდივარ, მაგრამ ვერ შეგპირდები რომ აღარ დავბრუნდები.- უპასუხა ლევანმა და კვლავ საწოლზე ჩამოჯდა.
-წამლები დალიე იცოდე, თავს გაუფრთხილდი და მოეშვი ყველაფერ ცუდს.- წყნარად იძახდა ზაზა და თავის სიტყვების თვითონაც არ სჯეროდა.- სიარული ოდნავ გაგიჭირდება ჯერ...ხელჯოხებს წაიღებ?- კვლავ განაგრძო ექიმა.
    ლევანს ჩაეცინა, ხელჯოხებით სიარულს სართოდ არ სიარული ერჩივნა. ღმერთმანი, როგორ ჰგავდა არჩილს. ორივე, ორივეს ერჩივნა მომკვდარიყვნენ ვიდრე სისუსტე გამოეჩინათ და ვინმესთვის დახმარება ეთხოვათ.
-მოაშორე ეგენი ზაზა, თვალით აღარ დავინახო.- თქვა ბიჭმა და კუთხეში მიყუდებულ ჯოხებს ამრეზით გახედა.
    კიდევ რამდენიმე წუთი დაჰყო ზაზამ პალატაში, შემდეგ კი ყველა ერთად გამოვიდა ოთახიდან.
    მთელი მესამე სართული ცარიელი იყო.
-არ მითხრა რომ მთელი მესამე სართული დაკეტე.- თქვა ლევანმა, რომელიც მამის გვერდით ნელი ნაბიჯით მიდიოდა.
-მადლობა მითხრან, მთელი სავადმყოფო რომ არ დავაკეტინე.- არ დაყოვნა კაცმა პასუხი და ლიფტში შევიდა.
-უკანა კარიდან მაპარებ მამა?- სარკაზმულად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
- ვერტმფრენს არ ელოდო, ჩვეულებრივი მანქანით მიმყავხარ სახლში.- არ დაკლო არჩილმაც სარკაზმი.
   შავი დაბურული Toyota Land Cruiser-ი სავადმყოფოს გარეთ ელოდა მამა-შვილს. 
-მოგენატრე  ჩიტოვიჩ?- თქვა ბიჭმა მანქანაში ჩაჯდომისას და მამის ერთგულ მძღოლს გადასწვდა.
- ისევ ისეთი ხარ რა.- ჩაილაპარაკა კაცმა და მანქანა დაძრა.
- ჩიტოვიჩ, ჩემს ნატაშას ხომ ყურადღებას აქცევდი სანამ მე,შენს ძვირფასს არჩილს სავადმყოფოში ვყავდი გამოკეტილი?- კვლავ არ ისვენებდს ბიჭი.
-აი დაიწყო.- წუწუნით ჩაილაპარაკა კაცმა და მიხვდა რომ ლევანი მთელი გზა პირს აღარ გაჩუმებდა.
    სახლამდე მართლაც არ გაჩუმებულა ლევანი, არჩილმა ლამის მანქანიდანაც კი გადაგდო, თუმცა მაინც ვერაფერს გახდა ლაპარაკ მონატრებულ შვილთან.
   ეკატერინეს თითქოს გული უგრძნობდა რომ  შვილი სახლში მისდიოდა, აივანზე იდგა და ეზოში შემოსულ ქმრის დაბურულ მანქანას აკვირდებოდა.
-მოვედი,დედი....- ყვირილით გადმოვიდა მანქანიდან ხელებგაშლილი ლევანი. ქალი კიბებზე სწრაფი ნაბიჯებით დაეშვა, ლევანიც მისკენ შეძლებისდაგვარად გაიქცა და მონატრებულ დედას მკლავები შემოჰხვია. ქალი რამის ხელებში ჩადნა შვილს, მთელს სახეს უკოცნიდა და თან მწარე ცრემლით ტიროდა. ხელებიც კი დაუკოცნა ნაბორალა შვილს. ჰკოცნიდა მონატრებულ შვილს, მონატრებულ ლოყებზე,ყელზე, შუბლზე,ნიკაპზე... მისთვის კვლავ ლევანის ბავშვურ სურნელს ღრმად ისუნთქავდა და მისთვის კვლავ ნორჩ თმაზე ეფერებოდა.
-დედას კაცი, ჩემი სიცოცხლე... ჯანმრთელი და ცოცხალი ხარ.- ტირილით იძახდა ეკატერინე და შვილს არ შორდებოდა.
-შენ როგორ დავტოვებდი ჩემო ქალბატონო.- იძახდა ლევანი და დედას მჭიდროდ ეხვეოდა, მონატრებულ და მისგან ნატანჯ დედას.  ბიჭს გული უკვდბოდა დედის ასე დანახვისას და საკუთარი თავიც კი სძულდა ეკატერინეს ამ დღეში ჩაგდებისთვის.
   უკვე საღამო იყო.  ლევანი სავარძელზე იჯდა, რვა საათი ხდებოდა ბიჭსაც უკვე ეძინებოდა. გვერდით დედა ეჯდა რომელიც ლევანის ბავშვობის ფოტოალბომს ათვალიერებდა.
-ნეტავ მეტი დრო დამეთმო დედა შენთვის...ნეტავ უკეთესი დედა ვყოფილვი ჩემო ანგელოზო.- იძახდა ქალი და შვილის ბავშვობის ფოტოს სევდით უყურებდა.
-შენზე უკეთეს ვერავის ვინატრებდი დედი, ჩემო ძლიერო და ლამაზო.- თქვა ბიჭმა დედა ახლოს მოსწია და შუბლზე აკოცა.
-არჩილ,ნახე ამ ფოტოში როგორც გგავს...-თქვა ქალმა და მაგიდასთან მჯდომ კაცს გახედა, რომელებიც წამლების აღწერას კითხულობდა.
-რომელში ეკატერინე?- თქვა კაცმა და ცოლისა და შვილის გვერდით დაჯდა.
ეკატერინემაც ფოტო გადააწოდა. ლევანი ამ ფოტოზე დაახლოებით რვა წლის თუ იქნებოდა. ეს ფოტო ბორჯომში იყო გადაღებული, არჩილი შვილს ეხუტებოდა და რვა წლის ჯერ კიდევ უდანაშაულო ლევანიც წრფელად იღიმოდა. უხაროდა საბოლოოდ მამამ რომ დრო რომ გამონახა მისთვის.
-მგავს კი...- მხოლოდ ეს თქვა კაცმა და წამოდგა, შვილის ცოდვისფერ თვალებში ვერ ჩახედა. ასეა, ლევანს, თვალებში ვერ უყურებდა, რადგან ამ თვალებში მხოლოდ მის ყოველ დარტყმულ ხელს ხედავდა, ხედავდა ასევე პატარა ლევანს, რომელიც თამაშს სთხოვდა, იმედგაცრუებულ პატარა ლევანს, რომელიც ელოდა, როდის მივიდოდა მამა მის ფეხბურთის თამაშზე, ხედავდა საწყალ,დაჩაგრულ ბავშვს რომელმაც მშობლების ყურადღება ვერაფრით დაიმსახურა, მანამ სანამ კლდიდან არ გადაიჩეხა.
     ეკატერინემ შვილს წამლები მისცა, ბიჭმაც დედას მეტად აღარ ატკინა გული და უხმოდ დალია. ცხრა საათისთვის უკვე საწოლზე იწვა ბიჭი, ნოემბერი იყო და ცოტა ციოდა კიდეც.
   გვერდით ეკატერინე უჯდა, რომელიც შუბლზე ეფერებოდა.
-დედას ანგელოზი კაცი,დედას საოცრად თბილო და მოსიყვარულევ, დედას დაჩაგრულო... ჩემო ვაჟკაცო, დედას ერთი ციდა ხარ, ჩემო გადარეულო ბიჭო. შენ რო რამე მოგსვლოდა დედი,მე ამ ქვეყნად რა გამაჩერებდა,ჩემო ტკბილო.- იძახდა ქალი ჩამწყდარი ხმით და ნახევრად ჩაძინებულ შვილს ეფერებოდა.
-არსად მივდივარ დედი, არსად. შენთან ვიქნები მარად და ყოვლად.- ჩურჩულებდა ბიჭი რომელიც ნელნელა ღრმა ძილში მიდიოდა.
   ეკატერინესაც მალევე ჩაეძინა ლევანის გვერდით,ლევანს შიგადაშიგ თუ გამოეღვიძებოდა ხოლმე. ბიჭს არ გამოპარვია, თუ როგორ გაფრთხილა არჩილმა ნიკა და გრიგოლი არ უხმაუროთ, ლევანს სძინავსო,არც ის გამოპარვია როგორ გაუსწორა საბანი შვილსაც და ცოლს, შემდეგ კი ორივეს შუბლზე აკოცა.
   მეორე დღე გათენდა უფრო სხვანაირი და ნათელი. პირველი საათისთვის გაეღვიძა ბიჭმა, სულ რამდენიმე  წუთიღა გაჩერდა საწოლში და შემდეგ მალევე წამოდგა.
   საძინებელშიც ვეღარ გაჩერდა ისეთი გემრიელი სურნელი გამოდიოდა სამზარეულოდან, გაუკვირდა წესით, ეკატერინე ახლა უნივერსიტეტში უნა ყოფილიყო.
    ოთახიდან გავიდა თუ არა მაშინვე სამზარეულოს მიეშურა, სადაც მოფუსფუსე დედა დახვდა. ბიჭს ჩაეღიმა,დედას მიუახლოვდა და მოულოდნელად აკოცა.
-გაიღვიძე ლეო?- იკითხა სასიამოვნოდ გახარებულმა ქალმა და შვილს მოეხვია.
-გავიღვიძე დედი...ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემთვის?- იკითხა ოდნავი გაოცებით ბიჭმა,მაგიდა რომ გაწყობილი დახვდა სახვადასხვა ქართული ტრადიციული და ლევანის საყვარელი კერძებით.
-მხოლოდ შენთვის ჩემო მონატრებულო.- თქვა ქალმა და მაგიდაზე კიდევ რამდენიმე თეფში ჩამატა.
-უნივერსიტეტში არ უნდა იყო დედი?- იკითხა  ლევანმა და მაგიდას მხიარულად მიუჯდა,სწრაფი მოძრაობის გამო დისკომფორტიც კი იგრძნო, მაგრამ არ შეუმჩნევია.
-რამდენიმე დღიანი შვებულება ავიღე, შვილი ფეხზე მყავს დასაყენებლი.- თქვა ქალმა და შვილს კიდევ ერთხელ აკოცა.
     სამზარეულოში არჩილიც რომ შემოვიდა, ბიჭს მართლა გულწრფელად გაუკვირდა. წესით ამ დროს სახლში არავინაა ხოლმე. არჩილი მაგიდის თავში არ დამჯდარა, ჯერ ცოლს აკოცა შემდეგ კი, ლევანს მიუჯდა გვერდით. შეიძლება ითქვას რომ ბიჭი თვალებს ვერც უჯერებდა.
   მალევე გრიგოლი და ნიკაც შემოუსხდნენ მაგიდას და საბოლოოდ ეკატერინეც ლევანის გვერდით დაჯდა. სიჩუმე ლევანის ტელეფონმა დარღვია, დათა იყო. ბიჭი წამოდგა და აივანზე გავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხა დათას.
-ლეო, გამოხვედი?- წამში თქვა დათამ ისე რომ ლევანიმ ნორმალურად ვერც გარჩია სიტყვები.
-გამოვედი დათა, გამოვედი. დღეს ამოვალ შენთან, სახლში იქნები?
-შენთვის სულ სახლში არა ვარ ბიჭო? მოდი საუკუნეა არ მინახიხარ, არჩილი ს ფინიები სავადმყოფოში არაფრის დიდებით მიშვებდნენ.
-ახლა უნდა წავიდე, ჩათვალე ერთ საათში მანდ ვარ.- თქვა ლევანმა.
-ჭკუით,კიდე რამე არ მოიწიო.- უპასუხა დათამაც და გათიშა.
   კვლავ მაგიდაზე დაბრუნდა ბიჭი.
-ვინ იყო?- იკითხა არჩილმა.
-დათა.- მოკლედ უპასუხა ბიჭმა.
-ვერც შენ და ვერც იმას ვერაფრით ვათქმევინე ვინ გცემა.- დაიწყო არჩილმა სერიოზული ხმით.
-ესეგი ასე იყო საჭირო.- უპასუხა ლევანმაც.
- ეს ყველაფერი უნდა შეჩერჩეს?- ოდნავ ხმამაღლა იკითხა არჩილმა.
-შენ თუ მაგაზე ნერვიულობ, შეგიძლია დაწყნარდე. არავის არაფერს შერჩება.- წყნარად უპასუხა ბიჭმა.
-დღეს საღამოს საქველმოქმედო ღონისძიება იმართება, საკმაოდ ბევრი გამოჩენილი ხალხი იქნება თავის ოჯახით და არამარტო. -  განაგრძო არჩილმა საუბარი, ლევანიმ უკვე იცოდა რაც უნდოდა არჩილს.
-გინდა რომ ხალხმა დაინახოს რომ ცოცხალი ვარ არა?რომ შენ შვილს ვერავინ მოკლავდა?- ჩაეცინა ლევანს თავისივე სიტყვებით. -ვინ იქნება მაგ შენ საქველმოქმედო ღონისძიებაზე?- კვლავ განაგრძო ბიჭმა საუბარი.
-სრული სია არ მაქვს...სხვა მოსამართლეები, პოლიტიკოსები, ალბათ დეპუტატებიც, ინვესტორები, ბიზნესმენები, ქველმოქმედები და ა.შ.-  ჩამოთვალა კაცმა, ლევანმა კი მისთვის დამახასიათებელი პასუხი მაინც ვერ მიიღო.
-ადვოკატებიც?- იკითხა მოკლედ ბიჭმა.
-ადვოკატებიც კი.
-არ ვგულისხმობ სახელმწიფო ან მთავრობის მოსყიდულ ფინია ადვოკატებს.
-პირდაპირ მითხარი ლევან.
-რეზო ნერჩელი იქნება?- არ დაყოვნა ბიჭმა.
-სავარაუდოდ იქნება, მაგრამ შენ რა საერთო გაქ მაგ კაცთან?- ეჭვით იკითხა არჩილმა.
-რომელ საათზეა ღონისძიება?- უპასუხოდ დატოვა ბიჭმა კაცის შეკითხვა.
-6-ზე.
- ახლა დათასთან უნდა გავიდე,ექვსამდე მოვალ.- მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და წამოდგა. დედას კიდევ ერთხელ აკოცა და სახლი დატოვა.
-ჩემო გოგო,ჩემო ნატაშა მოგენატრე კრასავიცავ?- მხიარულად დასტრიალებდა თავის BMW M5 2014-ს  ბიჭი და თან საგულდაგულოდ ამოწმებდა,ზედმეტი ნაკაწრი ხომ არ ჰქონდა მანქანას.
-ჩემი ჭკვიანი, ჩემი ლამაზი გოგო.- იძახდა უკვე საჭესთან მჯდომი ბიჭი და თან საჭეს სახელურებს ჰკოცნიდა, თავის საქციელზე თვითონაც ეცნებოდა, მაგრამ რა ექნა, უყვარდა თავის გოგო.  ეს მანქანა ბაბუამ მე-17 დაბადების დღეზე უყიდა და მას შემდეგ ერთად მიდიოდნენ და ნელ-ნელა იზრდებოდნენ. მანქანაში სიგარეტის მოჰკრა თვალი, ერთი თვე მხოლოდ რამდენიმეჯერ თუ მოეწია სიგარეტი პალატის საბაზანოში. ცდუნებას ვერ გაუძლო,სიგარეტი ტუჩებს შორის მოითავსა,მოუკიდა და მანქანა დაძრა.
   60 SECOND ASSASSINS- ჩართო,მანქანის მინები ჩასწია, პირველი ღრმა ნაფაზი დარტყა და ნოემბრის ნახალოვკის ქუჩებს ჩაუქროლა.
    ქალაქში ნაცნობი მანქანა გამოჩნდა,ყველამ იცნო არჩილ შარტავას უმცროსი ვაჟი ლევან შარტავა. ყველს აცნობა, თავის დაბრუნების შესახებ. მთელ თბილის გაგებინა რომ ლევან შარტავა კვლავ ხაზზე იყო.
     ქუჩაში ხალხი თვალს აყოლებდა მანქანას, თვითონ კი რეპს ყვებოდა, ყველანაირი წესის დარღვევით მოძრაობდა და მხოლოდ თავისას ისწორებდა.
   დათამ ლევანი რომ მოდიოდა,ჯერ კიდევ მაშინ გაიგო ბიჭი დედაქალაქის ცენტრში რომ იყო. ნატაშას ხმას დათა მშვენივრად ცნობდა, მითუმეტეს ახლა როდესაც საჭეზე სიჩქარეს და აზარტს მონატრებული ლეო იჯდა.
    ზუსტად ბიჭის სახლთან გააჩერა მანქანა.
-ლეო, ჭიშკარი გაიღო თუ ჭიშკრიანად შემოხვალ?- თქვა ფანჯრიდან თავ გამოყოფილმა დათა აფრასიძემ, რომელიც პარალელურად ეწოდა და ძმაკაცს ღიმილით დაჰყურებდა.
-აფრასიძე, შენ თუ ფიქრობ რომ ახლა მე მაგას ვერ ან არ ვიზავ ცდები,ხომ იცი.- არ დაკლო ლევანიმ და მანქანის ფანჯრიდან გადაიხედა.
-გადარეულო,დამაცადე ჩამოვალ და გავაღებ.- თქვა სიცილით დათამ, სიგარეტს თითები გაუშვა და ჭიშკრის გასაღებად ქვემოთ ჩავიდა.
-როგორ ხოდზეა უყურე რა.- თქვა დათამ მას შემდეგ რაც მანქანა ახლიდან შეათვალიერა.
-ჩემი შავი ტროიკა,მეხსაც კი ასწრებს...კლასიკა რა.- იძახდა ლევანიც და ნაფაზს არტყავდა.
-ფორმაში ხარ არა ლეო?- იკითხა დათამ, ძმაკაცი რომ ფერზე დაინახა.
-იასნა,იასნა- უპასუხა ბიჭმაც და მანქანიდან გადმოვიდა.
    დათაზე წინ შევიდა სახლში და მისაღებში კომფორტულად მოთავსდა.
-სადაა ჩემი ლამაზი რძალი?- იკითხა ლევანმა მარიამი რომ ვერსად დაინახა და სამზარეულოდან ლუდით მომავალ დათას გახედა.
-დედამისთანა... დღედღეზე მშობიარობა ეწყება და მე ხშირად ვერ ვარ სახლში. სჯობია იქ იყოს, უფრო წყნარად ვარ ესე.- თქვა დათამაც და მაგიდაზე დადო ლუდის ორი ბოკალი.
-ესეგი მალე ნათლიას ბიჭი იბადებაა- თქვა ლევანიმ და ცივი ლუდი გასინჯა.
-სახელი ჯერ არ მომიფიქრებია.- დაიწუწუნა დათამ და სიგარეტს მოუკიდა.
-ეგ არაფერი, ექთანი რომ გკითხავს რას არქმევო მაშინ დაიწყე ფიქრი.- უპასუხა ლევანმა.
-შენ ნუღა მიმატებ რა... ხო მართლა შენი ალამანტერა ჩემთანა, არჩილმა მომცა,შეაკეთეო.... ახალივითაა.-თქვა დათამ და ბიჭს კუთხეში მდებ გიტარისკენ მიუთითა, ლევანს კი მხოლოდ ამის შემდეგ გაახსენდა,რომ მაშინ არჩილმა გიტარა კედელს მიახეთქა. მოკლედ კაცმა თავის დამტვრეული გიტარა, თავის ხელითვე შეაკეთებინა. ფეხზე წამოდგა ბიჭი გიტარა აიღო და სიმებს გაეთამაშა.
-დათა,ამაზე მშვენიერი გიტარა გინახავს?- თქვა ბიჭმა და თავის განუყრელი მეგობარი,გიტარა გვერდით დაიდო.
-გადავიდეთ საქმეზე ლევან,რომელმა ახვ*რმა გაბედა ამდენი?- სერიოზული ხმით თქვა დათამ და თითქოს ყბებიც  კი დაეჭიმა. ლეოს ძმაკაცის ფსიხობაზე ოდნავ ჩაეცინა, მაგრამ სინამდვილეში ერთი სული ჰქონდა წიხლქვეშ გაეფინა გაბრო.
-გახსოვს ზაფხულში, ბათუმში რომ გაბრო ასლას 3 000$ მოვუგე? ალბათ გვიან მიხვდა რომ ვითაღლითე და ბიჭებიც გამოგზავნა.
-იმ ბებერ ს*რზე იძახი?
-ბებერი ეძახე და კი გამისტუმრა ლამის.
-რას ვაპირებთ?
-ვესტუმრები ამ დღეებში ბათუმს,გავივარჯიშებ ხელებს. მთელ ბათუმს გავაგებინებ რა კაციცა, ზურგიდან მოპარვა სჩვევია თურმე.
-ეგ არ მოისვენებს მაინც
-ხომ არ მოვკლავ არა? მუშტის გემოს რო გაიგებს გაჩერდება.
-ლევან, შეუგნებელი ყლ*ეა.
-ვიცი დათა, მაშინაც მაგარი ავარდა პროსტა გავუტარე. დროა ჭკუაზე მოვიყვანო,ეგ გაბლატავებული.
-და მაინც რო არ მოისვენოს?
-მოისვენებს!
-და რო არ მოისვენოს ლევანნნ? უთხარი არჩილს და მოიშორებს.
-არჩილს რომ ვუთხრა მოკლავს,ისეა გაცეცხლებული ახლა ვინმე ნეკა თითაც რომ შემეხოს გაციმბირებს.
-შენ თავიდან უნდა გენახა, სახლში მომადგა,ლევანი ვინ სცემაო.
-საღამოს რაღაც საქველმოქმედო ღონისძიებაზე მივსდევ.- თქვა ბიჭმა და კიდევ ერთხელ მოსვა ლუდი.
-შენ ეგეთ ფსიხობებზე როდის მერე დადიხარ?
-ნინუცას ვნახავ წესით.
-ერთი თვე სართოდ თვალით არ გინახავს?
-არა, საიდან.
-გაიგო მაინც სავადმყოფოში რომ იწექი?
-არ ვიცი დათა,იმ საღამოს ისეთი გახარებული ვიყავი და მაინდამაინც იმ დღისით მომიხდა ყველაფერი.
- არაუშავს ლეო ყველაყველაფერი წინაა, მთავარია ცოცხალ ხარ.
-რას იზავ, წამოხვალ საღამოს?
- არა სად წამოვალ,პაბეგზე ვარ.
-რა მოიწიე დათა?
-არაფერი ისეთი, პატარა ამბავი მომიხდა და თან მანდ მთელი პოლიციის ესკორტი იქნება.
-მერე, შენ მასეთების როდის მერე გეშინია?
-რას ვიზავთ ლეო, ყველა შენაირი იღბლიანი არა ვართ. თვით პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ქალიშვილმა დაგადგა თვალი.- ღიმილით იძახდა ბიჭი.
-ატრაკებ რა, მოვახსენებ ამ ყველაფერს მარიამს იცოდე.- თქვა ბიჭმა და ჩაეცინა.
    კიდევ უამრავ რამეზე ისაუბრეს, საბოლო ლევანმა 6ის ნახევარზე დატოვა დათას სახლი.
-სად ხარ აქამდე?- ისმოდა ტელეფონიდან არჩილის მკაცრი ხმა.
-უჩემოდ წადით და მოვალ.
-ლევან, იცოდე რომ არ მოხვიდე- წინადადება გაწყვეტინა  ლევანმა კაცს.
-მოვალ არჩილ, მოვალ,მაგრამ დამაგვიანდება.- თქვა ბიჭმა, გათიშა და ტელეფონი გამორთო.
   პირველ რიგში ავტო სამრეცხაოში გაჩერდა ბიჭი, თავის ნატაშა გაპრიალა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა სახლში.
    წყალი გადაივლო და ჩაცმაც დაიწყო. შავ პერანგზე, შავი პიჯაკი შემოიცვა და იდაყვამდე აიწია, შემდეგ შავი ფართო კლასიკური შარვალიც და ამავე ფერის კედებიც. თმა უბრალოდ ხელით შეისწორა,როლექისის საათიც გაიკეთა, Creed Aventus-ი ყელზე შეიფკურა და ოთახს თვალი მოავლო.
   დიდ ხნიანი ფიქრის შემდეგ, ბლოტერი ენის ქვეშ დაიდო. ეს ენ*ომი იყო, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებდა თუ ზედმეტი დოზა არ მოუვიდოდა. მაინც ვერ თქვა უარი, მაინც ვერ მოიშორა ჩვევა და სავადმყოფოდან გამოსვლიდან მეორე დღეს ფსიქოდელიურ ნარკო*იკს მიეძალა.
   სახლი ეუფორიის შეგრძნებით დატოვა, უკეთესად აღიქვამდა სინათლეს და ფერებს, მაგრამ ოდნავ თავბრუსხვევის შეგრძნება აწუხებდა.
    უკვე რვის ნახევარი იყო და საკმაოდ ჩამოღამებულიყო. მანქანის საჭეზე დაჯდა,საფარე მინაში საკუთარი თვალი შეათვალიერა,სიგარეტს მოუკიდა და მანქანა დაძრა. ფანჯრები კვლავ ჩაწეული ჰქონდა, მანქანაში გრილი ნიავი ტრიალებდა. ბიჭი მაღალი სიჩქარით მიჰქროდა ნოემბრის თბილისის ქუჩებში თან 2Pac-ის  Starin' Through My Rear View-ს მღეროდა.
- Starin at the world through my rearview
Go on baby scream to God, he can't hear you
I can feel your heart beatin fast cause it's time to die
Gettin high, watchin time fly, ya know/and we'll be- სიმღერას ყვებოდა ბიჭი, ეწეოდა და ამ წამს ალბათ მთელი სამყარო ეკიდა.
    შენობის წინ დაპარკინგა მანქანა, გადავიდა და თეთრ შენობას კარგად მოავლო თავი.
   მდიდრულად მორთულ დარბაზში შეაბიჯა ბიჭმა.ჯერ არ უნდოდა გამოჩენა შორიდან შეათვალიერა სიტუაცია.
    სანახაობა მისთვის იმდენად საზარელი იყო, რომ აქაურობის გადაწვაც კი მოუნდა. გარშემო მდიდრულად შემოსილი მაღალი წრის საზოგადოება ტრიალებდა, რომელებიც  ერთმანეთს თბილად ესაუბრებოდნენ, სინამდვილეში კი ერთმანეთის ალბათ მოკვლა სურდათ. ეს კაპიტალისტი საზოგადოება იყო. დადიოდნენ ჭიქა შამპანურებით ხელში და თავს იწონებდნენ. უნდოდათ ყველაზე და ყველაფერზე მეტნი ყოფილიყვნენ. თავს იწონებდნენ ახალი ბეჭდებით,ყელსაბმებით,საათებით, მანქანებით, ტანსაცმელით... მოკლედ ყველაფერით რითაც კი შეიძლებოდა.ლევანს საშინლად სძულდა ასეთი ყრილობები. იმ ფულის ნახევარი რაც ამ ღონისძიებას მოხმარდა,სხვა ნებისმიერ მართლა საჭირო რამეს, რომ მოხმარებოდა ცხადია უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რას ვიზავთ უყვარდათ ამ ხალხს ფულის გაფლანგვა,დაბოღმა და ერთმანეთის კბენა. ლევანს, აქ მყოფ ყველა ამაზრენი ადამიანი  დასანახად სძულდა.
   ნელი ნაბიჯებით შევიდა დარბაზში ბიჭი, იგრძნო ინტერესით მიმართული სახები და რამდენიმე მისალმებაც, მაგრამ ყურადღება არავის მიაქცია და პირდაპირ მამის მაგიდისკენ გაემართა, სადაც არჩილი მარტო იდგა.
ნიკა და გრიგოლი სხვა ბიჭებთან ერთად იდგნენ, რომლებიც ლევანს ასევე დასანახად სძულდა, ეკატერინეც იძულებული იყო სხვა მსგავს ქალებთან ესაუბრა.
   არჩილი კი იდგა მარტო, არჩილი ამ დარბაზში მყოფ არცერთ ადამიანს არ აღიარებდა, თავი მათზე მაღლა ეჭირა და მათთან საუბარიც კი დაბალ დონედ მიაჩნდა.
-უკვე გული მერევა...- თქვა ბიჭმა როგორც კი მამას მიუახლოვდა და ჭიქა შამპანური მაშინვე ბოლომდე დალია.
-რომ მოგესალმნენ, რატომ არ მიესალმე შენც?- წყნარი ხმით იკითხა კაცმა.
-გავარტყი ყველას.- მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და გვერდით ამოუდგა მამას.- ნიკას და გრიგოლს რა უნდათ იმ ტვინგამორეეცხილ დედიკოს ბიჭებთან?- გაგრძელა მალევე.
-შეშვი.
-შეშვებული ვარ.- მოუსვენარად თქვა ლევანმა.
-ვერ ისვენებ არა? რაღაცის გაფუჭება გინდა და ფიქრობ რა გაფუჭო.- თქვა კაცმა და შვილს პიჯაკი შეუსწორა.
-იცი რა მინდა არჩილ?
-რა გინდა ლევან?
-ამ სი*რბის გადაწვა, როგორ ვერ ვიტან ამ მდიდარ ბურჟუებს. ნებისმიერი ნარკომანი მირჩევნია ამათ.
-რას ერჩი ამ ხალხს?
-ესენი მამა? ესენი ყველაზე საშინელი ხალხია. ჩათვალე რომ,მათ ბრალია ყველაფერი.ამათი ბრალია ქვეყანა რომ  ასეთ დღეშია, კორუფცია და კაპიტალიზმი რომ მეფობს ჩვენს ქვეყანაში. შეხედე პოლიტიკოსებს ქვეყანა რომ დაქციეს,დაყეს და გაუბედურეს,
შეხედე, დეპუტატების რომ აღარ იციან რა დალიონ,რა შეჭამონ და რა ჩაიცვან, შეხედე ამ პოლიციელებს ნარკომანებს რომ დასდევენ და თვითონ სახლებში პლანტაციები აქვთ გაშენებული, შეხედე ამ ინვესტორებს და ბიზნესმენებს ღარიბების ხარჯზე რომ ცხოვრებენ.- ამრეზით იძახდა ბიჭი ამ ყოველივეს.- გგონია აქ რომელიმე ჩემზე ნაკლებიმოთამაშე და ნარკომანია? ჩემზე უარესებიც კი არიან.
-ფული ჯოჯოხეთს ანათებს ლევან. ნუ სთხოვთ მთავრობას პრობლემების მოგვარებას – მთავარი პრობლემა თვითონ მთავრობაა. რას იზავ ლევან, ცხოვრება ასეთია. ახლა კი ნიღაბი აიკარი და გაიღიმე, თორემ უკვე ხვდებიან მათი გადაწვა რომ გინდა.
-სული მეხუთებაა.
- სული მაშინ არ გეხუთება იმ საზიზღარობებს რომ იჩხირავ ხოლმე?
-ახლა უფრო მეხუთება.- უპასუხა ბიჭმა და კიდევ ერთი ჭიქა შამპანური დალია და მისკენ მიმავალი ესკორტი დაფიქსირა.
-ლევან, ჩემო ბიჭო რა კარგად გამოიყურები!- თქვა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა  და ბიჭს გადაეხვია, ლევანს კი სახეზე ოდნავი ემოციაც არ დასტყომია.
-სად იყავი ლევან,რომ არ ჩანდი?- ახლა იკითხა ერთერთმა დეპუტატმა.
-ბალის კუნძულზე ვისვენებდი პატივცემულო, ჩემი რუჯი ვერ შეამჩნიეთ?- სრული სერიოზული ხმით თქვა ბიჭმა და არჩილმა რომ თვალები დაუბრიალა ლამის სიცილი აუტყდა.
-კარგი ხარ ლევან,კარგი.- თქვა მძაგი ხმით იგივე დეპუტატმა და ბიჭს მხარზე ხელი დარტყა, ლევანი კი მოურიდებლად გაიწია,მიმტანის დაფიდან მთლიანი ბოთლი შამპანური აიღო, საყელო შეიხსნა და იქაურობას გაეცალა. როგორ ჩანს არ გამოუვიდა ნიღაბის აკვრა. დარბაზის კუთხეში ჩამოდგა ბოთლით ხელში, აჩეჩილი თმით, გაცრეცილი თვალებით და შეხსნილი საყელოთი.
   უყურებდა  გარშემო მყოფ საზოგადოებას და საშინელი გრძნობაა ეუფლებოდა. როგორ სძულდა ეს ხალხი. როგორ ვერ იტანდა, მათ და მათ სტანდარტებს. 
-ზედგამოჭრილი მამაშენი ხარ.- თქვა პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა და ბიჭს გვერდით ამოუდგა.
-მაინც?- მოკლედ იკითხა ბიჭმა.
-მისი მზერა გაქვს, ისიც ზუსტად ასეთი სახით გვიყურებდა ხოლმე.
-რა გასაკვირია.
-რა ხდება ლევან,სად იყავი დაკარგული?
-მოგენატრეთ?
-იცი კი... თუმცა ცოტა დავისვენე კიდეც, ყოველდღე აღარავინ მირეკავდა შენი პატარა პატარა დანაშაულების გამო.
- მერე მაგას რა ჯობია...
- ჩემს შვილს მოსწონხარ.
-ვიცი.
-მერე?
-მე არ მომწონს...დამიჭერთ?
-რომ დაგიჭირო ალბათ არჩილი თავის ხელით მომკლავს.
-ეგეც მართალია.
- რა გაუკეთე?
-ვის?
- ჩემს შვილს.
-არაფერი,მეტსაც გეტყვით ერთხელაც კი არ გვისაუბრია.
- საერთოდ არ მოგწონს?
-არა.
-აი არჩილს კი მოსწონს სარძლოდ, ეკატერინესაც.
- არჩილს და ეკატერინეს კიდევ ორი ვაჟი ყავთ, ქორწილში დიდი სიამოვნებით მოვალ თუ დამპატიჟებთ.
-რა გიჟი ხარ ლევან!
- რა პატივია!
-ეგ ბოთლი საიდან?
- არ ვიცი, რომელიღაც მიმტანს გამოვართვი.
-ეს მე მომეცი, შენ წადი ახალი აიღე.- თქვა კაცმა სიგარეტს მოუკიდა და ბიჭს ბოთლი გამოართვა. ლევანს კაცის საქციელზე ჩაეცინა კიდეც, ზურგზე ხელი რამდენჯერმე დარტყა და ხმაც მომესმა.
-ლევან მოდი აქ...- კვლავ ის დეპუტატი ეძახდა, როგორ უნდოდა ბიჭს დღეს ეს კაცი არ შემოჰკვდომოდა. ბიჭი ნაძალადევად მიუახლოვდა ე.გ ,, ბავშვების მაგიდას" სადაც ამ მდიდარი საზოგადოების შვილები და შვილიშვილები იდგნენ ხოლმე, უმეტესი ლევანის ტოლი ან ოდნავ დიდი იყო.
   ბიჭმა ყველას ამრეზით მოავლო თვალი და ბოლოს არჩილს გახედა ,, ოღონდ ახლა ესენი მომაშორე" თვალებით.
- რა ხდება?- აგდებით იკითხა ბიჭმა და დეპუტატს მიუბრუნდა.
- თქვენ ჩვენი მომავალი ხართ, ჩვენ რომ აღარ ვიქნებით თქვენ უნდა გააგრძელოთ ეს ტრადიცია. მინდა რომ ყველა ერთმანეთს იცნობდეთ და კარგი ურთიერთობა გქონდეთ.- თქვა დეპუტატმა და ლევანისაც ჩაეცინა.
- შენთვის ეს ყველაფერი სასაცილოა?- მოულოდნელად გამოხტა ნიკას გვერდით მდგომი ბიჭი და ლევანს სერიოზული ხმით ჰკითხა. ლევანმა ყბაზე იკბინა და კვლავ ჩაიცინა.
- ჩემთვის ეს ყველაფერი სი*ობა, თუ ძალიან გაინტერესებს.- თქვა ლევანმა და კვლავ ერთი ჭიქა შამპანური აიღო.
ყველამ არჩილს გადახედა, კაცმაც არ დაყოვნა.
-მე ტყუილად მიყურებთ, თქვენ დაუძახეთ და თქვენვე გაუმკლავდით. ჩემს იმედზე არ იყოთ,მე ყველაფერი შემიძლია, მაგრამ არა ლევანის მორჯულება.- თქვა კაცმა, ჭიქა ჰაერში ასწია და შემდეგ დალია.
-რას ჰქვია სი*ობა?- არ დანებდა ბიჭი.
-დაგიმარცვლო?- მოკლედ უპასუხა ლევანმა.
- და რა მაგარი ტიპი ხარ ამით?- ახლა გამოხტა მეორე.
- მამის კალთას მოშორდი და ისე მელაპარაკე.- არ დასცილდა ლევანი და მართლაც მამის უკან მდგომ ბიჭს პირდაპირ უთხრა.
-შარზე ხარ ლევან?- გამოხტა ახლა მეორე.
- ლევან გაჩერდი რა.- აჰყვა ნიკაც დანარჩენებს.
    ლევანს ტვინში სიბრაზემ დაარტყა. არჩილი უყურებდა,უყურებდა შვილს და აინტერესებდა რას იზავდა. მშვენივრად იცოდა, რომ შეძლო ახლა სამივე წიხლქვეშ გაეგდო ლევანს,ნიკას ჩათვლით.
ლევანი კი იდგა. იდგა და ფიქრობდა. მთელ ორგანიზმში დაუოკობელი სიბრაზე დასტრიალებდა, მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა. ცოტაც და ამ ფარატინა მაგიდას თავზე გადამტვრევდა ყველას, ვისი ერთი სიტყვაც კი არ მოეწონა. არჩილის თვალებში მშვენივრად კითხულობდა კაცის ინტერესს. გაიცინა, ჭიქა მაგიდაზე დადო და  ხელი ნიკას გადახვია.
-ნიკა, ჩემო ნიკა.- ერთადერთი ეს თქვა ლევანმა და გაიღიმა. სრულიად გაუგებარი საქციელი იყო ეს ლევანისგან, შეიძლება ითქვას რომ თვით არჩილიც კი გაკვირვებული იყო.
-შეხედე,შეხედე...მოვიდა.- ხელი გაჰკრა პირველმა ბიჭმა მეორეს და ორივემ ერთი მიმართულებით გაიხედა. ლევანიმაც თვალი გაყოლა მათ მზერებს და ნინუცას, თავის ლამაზ ნინუცას,რომ წაწყდა გული შეკუმშვა.
   გოგონას გვერდით მამა და დედა ედგა, სერიოზული დახვეწილი მზერით ათვალიერებდა გარემოს. ნინუცა მშვენივრად გამოიყურებოდა. წითელი გრძელი ზურგამოღებული კაბა ეცვა,სწორი თმა მხრებზე დაეფინა, მქრალი მაკიაჟი და ელეგანტური, მინიმალისტური სამკაულები კი ამ ყოველივეს აგვირგვინებდა და სრულყოფილ, ულამაზესი ნუცა ნერჩელს ჰქმნიდა. ბიჭი გოგონას ყოველთვის აღმერთებდა, მაგრამ ამ მომენტში განსაკუთრებით. ნუცას დანახვისას ლევანს ყველანაირი დარდი მოშორდა. მონატრებული ნინუცა პირველად რომ დაინახა, მაშინვე იგრძნო სითბო გულში და იმ ღამით მორჩენილი კოცნის გემო.
   ლევანს სახე მხოლოდ მაშინ წაეშალა ნინუცას წელზე რომ იმ ბიჭის ხელი შენიშნა, რამდენიმე წუთის წინ რომ მზად იყო მოეკლა. მისი მაგიდისკენ ისე მოვიდნენ რომ ბიჭს, თვალი არ მოუშორებია ნინუცას წელზე დაბრძანებული ხელისთვის.
-გაიცანით ეს ნინუცაა ნერჩელია.- თქვა ბიჭმა უკვე მაგიდასთან რომ მივიდა, ლევანს სისხლიც კი გაეყინა. 
   ნინუცას თვალები არიდა და შამპანური მოსვა. სადაც იყო სიცილი აუტყდებოდა,ეს ბიჭი იმ გოგოს აცნობდა ერთი თვის წინ რომ ქუჩაში ჰკოცნიდა.
-ლამაზი გოგონა ლუკა... ალბათ შენი- სიტყვა გააწყვეტინა გოგონამ ქალს.
-მისი ნაცნობი ვარ.- მოკლედ მოუჭრა გოგონამ და შეეცადა წელიდან ბიჭის ხელის მოშორებას, მაგრამ უშედეგოდ.
    ეს ყველაფერი არ გამოპარვია ლევანს,არც რეზოს შეწუხებული სახე გამორჩენია რომელიც შვილს ამ წუთას ვერაფერს შველოდა.
-ყველაფერი ხომ ნაცნობობით იწყება არა?!- უმალვე ღიმილით უპასუხა ქალმა. თუმცა ნუნუცა აღარავის უყურებდა გარდა ლევანისი, ლევანისი რომელიც მის წინ ცოცხალი და ჯანმრთელი იდგა. როგორ უნდოდა ახლა მოჰხვეოდა, შემდეგ გაელანძღა უამრავი კარგი და ცუდი რამ ეთქვა.
   თვალებით საუბრობდნენ. ლევანითვალებით ეფერებოდა და თან კბენდა ნუნუცას.
-ლევან, სად აპირებ ჩაბარებას?- გაისმა უცბად კითხვა მეორე ბიჭისგან.
-ალბათ კაი ბიჭობაზე აბარებს.- ცინიზმით თქვა ახლა მესამემ.
-ახლოს ხარ, ყოჩაღ.- მოკლედ თქვა ბიჭმა და კვლავ გოგონას თვალიერება განაგრძო.
- მართლა სად აბარებ? თუ მუდამ ასეთ ბინძურ ცხოვრებას აპირებ?
-და შენ სად აბარებ?- კითხვა შეუბრუნა ბიჭმა.
- მამაჩემის აზრით ჩემითვის შესაფერი კარიერა არქიტექტორობა, ამიტომ არქიტექტურაზე.- ამყად წარმოთქვა ბიჭმა, ლევანს კი ხმამაღალი სიცილი აუტყდა.
- არ მოგბეზრდა ეს საშინელი სიცილი? შენს თავს დასცინი? თორემ ჩვენ რა გვაქვს დასაცინი? არც ვეწევით,არც ვთამაშობთ და არც სავადმყოფოში არ ვწევართ ერთი თვე.- მწარედ წამოაძახა პირველმა ლევანს ყველაფერი. ლევანმა არჩილს გადახედა, კაცმა თვალი ჩაუკრა, ბიჭს კიდევ ერთხელ გაეცინა.
-რობოტები,მონები...ესა რაც თქვენზე მახსენდება პირველი.- თქვა ბიჭმა და გაიღიმა.
-კითხვაზე არ გიპასუხია ლევან,რა იყო პასუხი არ გაქვს?- ისევ განაგრძო პირველმა.
-იცი- ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა.-ადამიანი იმიტომ არის მონა, რომ თავისუფლება ძნელია, მონობა  ადვილი.  შენ ჩემთვის ტიპიური მონა ხარ ახლა იცი?- თქვა ბიჭმა მშვიდად.
-რა სისულელეებს ბოდავ.
-  თუმცა მე ვერაფერს ვიზავ, თქვენ მონობას ბავშვობიდან გინგრევდნენ, თქვენ ბავშვობიდან გაცლიდნენ საკუთარ აზრს. იცი, მირჩევნია არსად ჩავაბარო ვიდრე მამაჩემის ჩაწყობილი საქმით მოვხვდე უნივერსიტეტში, მირჩევნია არსად ჩავაბარო ვიდრე მამაჩემის არჩეულ ფაკულტეტზე ჩავაბარო მიუხედავად იმისა მომწონს ეს თუ არა. თქვენმა დამონების ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, სრულიად ტვინგამორეეცხილები ხართ. ეს შეხვედრაც ერთი დიდი მარაზმია. საზიზღარი ყრილობა. ამაზე გულის ამერევი ცხოვრებაში არაფერი მინახავს. დამიჯერე, არცერთი ნარკოტიკი ისეთი რთული ასატანი არა როგორც ეს შეხვედრა, არცერთი კა*ინო ისეთი გულის ამერევი არა როგორც აქაურობა და ეს ხალხი. ასე რომ თქვენ წარმოიდგინეთ და აქ მოსვლას ისევ კა*ინოში შესვლა სჯობს.
-ლევან,ეს რა ლაპარაკია?!- წამოენთო ახლა ვიღაც სხვა.
-მოკეტე რა.- მოკლედ თქვა ბიჭმა, წამოდგა და პირდაპირ ვერანდისკენ წავიდა.
    ახლა ან უნდა მოეწია,ან აქ მყოფი ყველა ადამიანი გემრიელად ეცემა რომ გული ეჯერა.
    ვერანდაზე გავიდა ბიჭი, სიგარეტს მოუკიდა,პიჯაკი ვერანდის მოაჯირზე გადაკიდა და ცივი ჰაერი შეიგრძნო.
თბილისის ულამაზეს ხედს გადაჰყურებდა, მაგრამ კიდევ უფრო ლამაზი არსება ნელნელა უახლოვდებოდა.
-წესით გაბრაზებული მე უნდა ვიყო.- თქვა ბიჭის უკან მდგომა გოგონამ.
-ანუ ჩემი გაბრაზება უსაფუძვლოა?
-სავსებით.
-რა გინდა ნინუცი?- თქვა ბიჭმა და შემობრუნდა.
-შენთან საუბარი.
-არ ვარ ლაპარაკის ხასიეთზე.- თქვა ბიჭმა და  ნაფაზი დარტყა.
-და მეც,ასე უნდა გელოდო როდის მოხვალ ლაპარაკის ხასიათზე?- ხმამაღლა სერიოზული ხმით თქვა გოგონამ.
-ჰო რა იყო, წინააღმდეგი ხარ?- წყნარი ხმით ამოილაპარაკა ბიჭმა.
-რანაირად მელაპარაკები?
-რანაირად გელაპარაკები?- კითხვა შეუბრუნა ბიჭმა.
-ასე არაფერი გამოვა ლევან.
-და რა უნდა გამოსულიყო?
-დაივიწყე.- თქვა ხმა ჩამწყდარმა გოგონამ რომელიც ახლა საშინლად გაბრაზდებული იყო და ბიჭის სიტყვები კიდევ უფრო ცეცხლში აქცევდა. გოგონა რომ შებრუნებას და წასვლას შეცადა, მაშინ შემოეხვივნენ ლევანის ხელები.
-ისევ იმ ახ*ართან მიდიხარ?- ამოილაპარაკა ბიჭმა, გოგონას წინ დაუდგა,წელზე ხელი შემოჰხვია და ვერანდის კიდეში მიმწყვდია.
-ეგაა შენი მთავარი პრობლემა?- თქვა გოგონამ.
- როგორ ფიქრობ, ჩემი პრობლემა არა რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ ვიღაც ნაბიჭვა*ი გეხუტებოდა?- მკაცრად იძახდა ბიჭი.
- და ის არა პრობლემა რომ ერთი თვე არ გამოჩენილხარ?
- ეს ერთი თვე დასასვენებლად არ ვყოფილვარ.
-ვიცი, მშვენიერად ვიცი რაც ხდებოდა... ყოველ შემთხვევაში გვიან გავიგე, მამაშენი კარგად მალავდა ყველაფერს თუმცა ერთი ზარიც არ დამიმსახურებია ლევან? უბრალოდ ის მაინც რომ გეთქვა რომ ცოცხალი ხარ.
-ახლა,ხომ მხედავ ცოცხალსა და ჯანმრთელს.
- ერთი თვე ცოტაა ლევან?
-არც ბევრი არაა.
-ჩემთვის არის!
-ნუ მიტრაკებ ნინუცი.
-ლევან!
-რაო?- თქვა ბიჭმა და გოგონას შუბლზე აკოცა.-ვინა ის ნაბიჭვა*ი შენი?- იკითხა კვლავ ბიჭმა და გოგონა ვერანდის მოაჯირზე შემოსვა, ლევანის ერთი ხელიც რომ გაეშვა ახლა ნინუცასთვის გოგონა თავისუფლად გადავარდებოდა.
-მკლავ?- იკითხა ნინუცამ და უნებურად ლამის ფეხებიც კი შემოჰხვია ლევანს.
-დაუმსახურებლად არა.
-შენგან განსხვავებით მე ყოველ ასეთ შეხვედრაზე მიწევს მისვლა და ლუკასაც ხშირად ვხედავ.- ჩაილაპარაკა გოგონამ.
-თურმე სახელიც გცოდნია.- თქვა ლევანიმ, გოგონას კიდევ უფრო მჭიდროდ შემოჰხვია ხელები და თვალი გაუსწორა.
-რა გინდა?
-არაფერი განსაკუთრებული, თუმცა ახლა დიდი სიამოვნებით გავალამაზებდი...რაო?რაო? რა ჰქვიაო? შენ უკეთ იცი...ლუკაო ხო? ხო,ხო ლუკას.- თქვა ბიჭმა და გოგონას მხრიდან შავი სწორი თმა გადაუწია,რომელსაც გრილი ნიავი აქეთ-იქით დაათამაშებდა.
-სამისო არაფერი გაუკეთებია ლევან.
-მართალია,უფრო მეტიც გააკეთა.
-შეშვი!
-რა იყო, გეცოდება?
-გეყოფა ლევან.
-რა მეყოფა ნინუცი?
-აქეთ მეჩხუბები? არადა წესით მე უნდა ვიყო ის ერთი რომელიც ახლა საშინლად უნდა გლანძღავდეს.
-გამლანძღე მერე, სიამოვნებით მოგისმენ.
- იდიოტი ხარ!
-შესწორება, შენი იდიოტი!- თქვა ბიჭმა,გოგონას წელიდან ცალი ხელი მოშიშვლებულ ზურგზე გადაიტანა,ცალიც ყელზე შემოჰხვია, ახლოს მისწია და აკოცა. ლევანს არ გამორჩენია, როგორ მოდუნდა ნინუცა და როგორ ენდო იმ წამს. ბიჭის ზედმეტი ხელის მოძრაობას შეეძლო ყველაფერი ტრაგიკულად დასრულებინა, თუმცა ნუნუცა იმდენად ენდობოდა ლევანს რომ არანაირი დისკომფორტი უგვრძნია. ნინუცა,რომ კოცნაში აჰვა მაშინ ლევანმა საბოლოოდ დაიმშვიდა ნერვები.
-იმ ახ*არის გვერდით აღარ დაგინახო, თორემ არც კი ვიცი რას ვუზავ.- ჩაილაპარაკა ბიჭმა კოცნისას.
-დაინახე პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ქალიშვილი როგორ გიყურებდა? ყველას სცოდნია რომ მოსწონხარ.- არ დაკლო გოგონამაც, ბიჭის ტუჩებს წამით მოშორდა და თვალებში შეხედა. მის ცხელ სუნთქვას გრძნობდა მთელს ყელსა და სახეზე, თვალები, ლევანის თვალები იმ წამს და ალბათ ზოგაადადაც ყველაზე მეტად უყვარდა.
-როგორი ეჭვიანი ხარ, მომწონს.- თქვა ღიმილით ბიჭმა და საპასუხოდ გოგონასგან მსუბუქი დარტყმაც მიიღო.
-ახლა რომ მოგიტაცო, რეზო ძალიან გაბრაზდება?- მოულოდნელად იკითხა ბიჭმა.
-მომიტაცო?- ოდავ გაკვირვებულმა თქვა გოგონამ.- სხვა დროს იყოს, დღეს მეძინება.
-არასაკმარისი მიზეზია ჩემო მაისო.- თქვა ბიჭმა და გოგონა მოაჯირიდან გადმოსვა.
-შევიდეთ?- იკითხა გოგონამ და ბიჭს ახედა.
-შევიდეთ ნინუცი.- უპასუხა ბიჭმა, გოგონას კიდევ ერთხელ აკოცა ამჯერად შუბლზე და წინ გაუძღვა.
-არა, არა....მოიცა ლევან.- ბოლოს ამის თქმაღა მოასწრო გოგონამ, მაგრამ ლევანი უკვე დარბაზში იყო. ნინუცამაც ვერაფერი იღონა.
    დარბაზში შესვლისას ნინუცა რეზოსკენ წავიდა, ლევანი კი არჩილისკენ.
   მაგიდასთან ახლა უკვე ეკატერინე და არჩილი დახვდნენ,ორივე უცნაურად იყურებოდა თუმცა ბიჭი ვერაფერს მიხვდა. ეკატერინეს უცნაურადაც კი ეღიმებოდა.
-რა ხდება დედა?- იკითხა ინტერესით ბიჭმა,დედის სახეზე რომ ეშმაკური ღიმილი ამოიკითხა.
-ლევან, წითელ ტუჩსაცხს დიდი ხანია რაც იყენებ?- თქვა ახლა რეზომ.
-რა?- დაიბანა ლევანი.
-ღმერთმანი მოდი აქ....- თქვა რეზომ, მაგიდიდან თეთრი ხელსახოცი აიღო და თავისივე ხელით მოაშორა ბიჭს ტუჩებიდან წითელი ტუჩსაცხის ნაკვალევი.
   ლევანს ჩაეცინა, აღარც ახსოვდა ნინუცას წითელი ტუჩსაცხი რომ ესვა.
-ვინ იყო დედი?- თქვა ღიმილით ეკატერინემ და შვილს გვერდით ამოუდგა.
-შენი მომავალი რძალი.- მოკლედ თქვა ბიჭმა და დედას მოეხვია.- ვიცეკვოთ დედა?- იკითხა ბიჭმა ხალისიანად.
-მე და მამაშენმა უკვე ვიცეკვეთ.- თქვა ქალმა კმაყოფილად.
-ვაა, მოსამართლები ცეკვავენ კიდეც? მე მეგონა მხოლოდ იმ ჯოხის კაკუნი იცოდით.- თქვა ბიჭმა და მამას გახედა.
- მაგ ჯოხს გიკაკუნებ თავში, მომშორდი ახლა.- თქვა კაცმა და ბიჭი გაგდო. ლევანი სიცილით მოშორდა ოჯახს და ახლა რეზოს მაგიდისკენ გაემართა.
-გამარჯობა ბატონო რეზო.- თქვა ბიჭმა და ზუსტად რეზოს წინ ჩამოჯდა.- გამარჯობა ქალბატონო ნინა.- თქვა ბიჭმა, ოდნავ წამოიწია ქალს ხელზე აკოცა და შემდეგ ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ნინას ეს ჟესტი სავსებით ესიამოვნა,რასაც ვერ ვიტყვით რეზოზე.
-გამარჯობა ლევან. რა გინდა?- სერიოზული ხმით თქვა რეზომ და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. ბიჭი მიხვდა რომ რეზოსთან არაფერი გამოუვიდოდა ახლა, ამიტომ ნინას მიუბრუნდა, პარალელურად ნინუცას დაძაბულ სახეზე ეცინებოდა.
- თქვენზე გავიგე რომ შემოქმედი ხართ.- თქვა ბიჭმა და ქალს ღიმილით გახედა.
- სწორედ გაგიგია.- მშვიდი წყნარი ხმით თქვა ნინამ და შამპანურის ჭიქა გადადო.
-მაშ,ვგონებ უარს არ მეტყოდით ერთ ცეკვაზე.- თქვა ბიჭმა და პიჯაკი შეისწორა.
-ცეკვას გააჩნია.- კვლავ მშვიდად ამოილაპარაკა ქალმა.
-თქვენ ბრძანეთ,მე ავასრულებ.- თქვა ბიჭმა და რეზოს დაბნეული სახისას ლამის სიცილი აუტყდა.
-ვალსი?- ნაზად იკითხა ქალმა.
-ვალსი!- დარწმუნებით თქვა ბიჭმა. -მაესტრო ვალსი, თუ შეიძლება.- ოდნავ ხმამაღლა თქვა ბიჭმა და მალე მთელს დარბაზში სასიამოვნო მელოდია გაჟღერდა.-გთხოვთ ქალბატონო ნინა...- თქვა ბიჭმა და ქალს ხელი გაუწოდა. ჩაიცინა ნინამ, შემდეგ წამოდგა და ბიჭის გამოწვდილ ხელს გაჰყვა.
-ჭკვიანი ხარ.- თქვა ნინამ ტრიალისას.
-ვერ მივხვდი.- უცოდვად უპასუხა ბიჭმა.
-ჩემი სუსტი წერტილი იპოვე.- თქვა ქალმა.
-ანუ სწორედ მივდივარ.
-მე ადვილად ვიყიდები, ერთ ცეკვაზეც კი. რეზოს გულის მოგება მეტად რთულია.- კმაყოფილად თქვა ბიჭმა.
-დროის ამბავია ვფიქრობ. დღეს რომ ნინუცა სახლში მე მივიყვანო ძალიან გაბრაზდება?
-მე სამი აზრი შემიძლია გითხრა.
-სამივეს მოვისმენ!
-როგორც დედა შენზე ძალიან გავბრაზდები, როგორც ცოლი არ მომეწონება ჩემი ქმრის სიტყვის წინააღმდეგ რომ წახვიდი, ხოლო როგორც ქალი, გეტყვი რომ დღეს ალბათ ამაზე უკეთესს ვერაფერს გაკეთებ.- თქვა ნინამ წყნარად,მელოდიაც შეწყდა, ქალიც გაღიმებული ბიჭს მოსწყდა და სხვა ქალების მაგიდასთან მივიდა. ნინუცაც ცალკე გოგონებთან იდგა, როგორც იქნა მარტო დაიჭირა ლევანმა რეზო.
-ბატონო რეზო,ნინუცა უნდა წავიყვანო.- თქვა ბიჭმა და კაცს წინ დაუდგა.
-ლევან, შარს ეძებ?- თქვა კაცმა და ბიჭს ახედა.
-შარს და თქვენი შვილის გულის გასაღებს ვეძებ.
-ერთს იპოვნი,მეორეს ვერა.
-მეორე უკვე ვიპოვნე, პირველი კი პროცესშია.- ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-ლევან ნინუცა შენთვის არაა.
-ნინუცა ნივთი არა რომ ვინმესთვის იყოს.
- მე ეგ არ მიგულისხმია. ერთადერთ შვილს ვერ გავწირავ,არ მივცემ უფლებას თავი გაიუბედუროს. შენს გვერდით ბედნიერი ვერასდროს იქნება, შენს გვერდით მშვიდად და წყნარად ვერასდროს იქნება.- საუბრობდა რეზო, ბიჭს კი ყოველი სიტყვა ცუდად ხვდებოდა გულზე.- უბრალოდ შეშვი, ორივესთვის ასე აჯობებს.
-გვიანია რეზო.
-სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო.
-ეს ანდაზა არადროს მომწონდა.
- შეიძლება არ მოგეწონს, მაგრამ მართალია.
-მიყვარს.- თქვა ბიჭმა არცისე ჩუმად.
- ლევან...- ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა.
-არავითარი ლევან ბატონო რეზო, ახლა ნინუცას წავიყვან, ზედმეტად არ დავაგვიანებ,არ შეგეშინდეთ. არც სხვა გეგმები მამოძრავებს მშვიდად იყავით, შვილს სახლში ისეთივეს მოგიყვანთ როგორსაც წავიყვანთქვა ბიჭმა,რეზოს პასუხს აღარ დაელოდა და წამოდგა.
     იმ მაგიდასთან მივიდა სადაც ნინუცა დანარჩენ გოგონებთან ერთად იდგა.
-წავედით ნინუც...- თქვა ბიჭმა და გოგონას ხელი გაუწოდა. დაიბნა ნინუცა,ვერ მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა. -ნინუც...- მოესმა ისევ ლევანის წყნარი ხმა. ხმა რომელიც ასე ძალიან და გამალებით უყვარდა.
ხელი ჩასჭიდა გოგონამ ბიჭს, ლევანიმაც ჩაიღიმა, შუბლზე აკოცა და დარბაზიდან ორივე ღიმილით და სირბილით გავიდა ხელიხელჩაკიდებულები. არც ხალის ჩურჩულისთვის მიუქცევიათ ყურადღება და არც მათი სახეების თვის. ყოველ შემთხვევაში ყველა მიხვდა რომ საქართველოს წამყვან მოსამართლის უმცროს ვაჟს ადოვაკატის ერთადერთ ქალიშვილს რაღაც აკავშირებდათ.
    უკვე შენობის გარეთ რომ იყვნენ ლევანი გაჩერდა, თავის პიჯაკი გოგონას შემოაცვა და სახიდან თმა გადაუწია. ნინუცაც ლევანს განათებული ვარსკვლავივით უყურებდა და მისი არსებობაც კი ახარებდა.
   მოულოდნელად ტაქსმა ჩამოიარა, მხიარულად გადმოყო ფანჯრიდან მოხუცმა თავი და ახალგაზრდობის დანახვისას კიდევ უფრო გაუბრწყინდა სახე.
-საით ახალგაზრდებო?- იკითხა ღიმილით მოხუცმა.
-საითაც გული წაგვიყვანს ბატონო.- თქვა ლევანმა და კაცს გაუღიმა.
-მაშ დაბრძანდით.- უპასუხა კაცმა და უკანა სალონის კარები გაღო.
   ნინუცამ და ლევანიმ ერთმანეთს გადახედეს,ორივეს ესიამოვნა კაცის საუბარი, ორივე მიხვდა რომ ნამდვილად კარგი პიროვნება იყო.
    დაუფიქრებლად ორივე უკან დაჯდა და მანქანაც დაიძრა.
    17 ნოემბერის გრილი საღამო იყო. თბილისი უჩვეულოდ ლამაზი და მაჯესტიკურიც კი იყო. თითქოს თბილისიც კი მხარს უბავდა ნინუცას და ლევანის სიყვარულს.
-ცოლ-ქმარი ხართ ახალგაზრდებო?- კვლავ ღიმილით იკითხა მოხუცმა.
-ჯერ არა.- სხარტად უპასუხა ლევანმა და კიდევ ერთხელ აკოცა მის გულზე მიხუტებულ ლევანს.
-რა კარგები ხართ! როგორ უხდებით!- იძახდა მოხუცი და ნინუცაც და ლევანიც მხოლოდ მადლობთ თუ პასუხობდნენ.- რა სჯობია ახალგაზრდობას ბავშვებო, ყოველი წუთით დატკბით, ყოველი წამი და წუთი შეიყვარეთ! ეს საუკეთესო დროა, რომელიც სამწუხაროდ აღარასდროს დაბრუნდება!- თქვა კაცმა და ზუსტად მთაწმინდის ფუნიკულიორთან გაჩერა.
     ის საღამო ალბათ ორივეს მეხსიერებაში  სამუდამოდ დარჩა.
ნინუცა, ლევანი, მთაწმინდა და მათი სიყვარული. პარკში სეირნობა, ლევანის არეული საუბარი,ნინუცას სიცილი,გრილი სასიამოვნო ნიავი, განათლებული ანძა- ეს ყოველივე ერთად აღებული საოცარ საღამოს ჰქმნიდა რომლის დასრულებაც არცერთს არ უნდოდა.
   იყო მხოლოდ ნინუცა და ლევანი.
- მიყვარხარ და ეს სიყვარული იქამდე იარსებებს სანამ ჩემი გული იფეთქებს.- თქვა ლევანმა,ნინუცა რომ უკვე სახლთან მიყვნა, საპასუხოდ გოგონამ აკოცა და სახლში ნელი ნაბიჯებით შევიდა.
   ბიჭი დიდი ჯიხაიშის დაღმართზე დაეშვა, სიგარეტს მოუკიდა და დათას მოუკიდა.
-რაო ლეო...- გაისმა დათას ხმა ტელეფონიდან.
-ბიჭო,ეს  სიყვარული რა კარგი რამე ყოფილა...-თქვა ლევანიმ და ორივეს ჩაეცინათ.
    მიდიოდა ლევანი ჯიხაიშის დაღმართზე,მიდიოდა და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.



№1 სტუმარი Ana-maria

მიუხედავად იმისა,არის შეცდომები,ისტორია მომწონს. იმედია ნინუცას სიყვარული აჯობებს ლევანის ყველა დამარჩენ "სიყვარულს".წარმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

საოცარი ისტორიაა. იმედია ლევანი გამოსწორდება

 


№3 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან საინტერესოა.საუკეთესოა.იმედია ლევანი კარგ გზას დაადგება.გაიხარეთ.

 


№4 სტუმარი სტუმარი Kkk

როდის დაიდება ახალი თავი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent