შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც გიწერია ( სრულად )


27-04-2024, 00:00
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 8 966

- შეიძლება რომ დღეს თაკოსთან დავრჩე? -ბიჭის წინ იდგა და საყვარლად უჟუჟუნებდა დიდ შავ თვალებს, მოკლე ფერადი შორტი ეცვა და ფართო თეთრი მაისური, გრძელი მუქი ყავისფერი თმა ორ ნაწნავად ჰქონდა დაწნული და მხრებზე გადმოგდებული, გამხდარი იყო, იმდენად გამხდარი რომ მოგენდომებინათ თხელ, სიფრიფანა მკლავებზე სათითაოდ დაუთვლიდით სისხლძარღვებს, სანდომიანი იყო, ბავშვურად ლამაზი და საყვარელი, გრძელ კნაჭა ფეხებს მოუთმენლად აბაკუნებდა და ღიმილს არ იშორებდა სახიდან, თავი ვერ შეიკავა დათამ, ფრთხილად გადაუსვა ხელი თმაზე, მერე დაიხარა და ნაზად აკოცა შუბლზე.
- წადი კატო, წადი, ოღონდ იცოდე ხვალ დილით ადრე მოგაკითხავთ შენ და თაკოს და მე წაგიყვანთ სკოლაში, შევთანხმდით?
- შევთანხმდით, ვგიჟდები შენზე, საუკეთესო ხარ, -მთელი ხმით იყვირა და კისერზე ჩამოეკიდა ბიჭს, -სკოლის მერე ნაყინის საჭმელად ხომ წაგვიყვან?
- აბა რა, მერე თუ გინდა ის ახალი ანიმაცია ვნახოთ კინოთეატრში შენ რომ გინდოდა ყურება.
- სერიოზულად? აკი ანიმაციები არ მიყვარსო.
- ამ ერთხელ როგორმე ავიტან, -ცალყბად გაიღიმა და ძალით ჩამოაწევინა ხელები, -წადი გაემზადე.
გოგონა ხტუნვა-ხტუნვით წავიდა სახლისკენ, ერთხანს თვალს არ აშორებდა, მერე კეფაზე შემოიჭდო ორივე ხელი და ამოიოხრა.
- ფუ ამის, ეს რა დღეში ჩამაგდე მაკა...
- რა გჭირს უკვე შენს თავთან დაიწყე ლაპარაკი? -ნაცნობი ხმა რომ მოესმა მოულოდნელობისგან ერთ ადგილზე შეხტა.
- შენ ხარ იკა? როდის მოხვედი?
- ახლახანს, წამოდი დავსხდეთ მგონი მართლა ვერ ხარ კარგად შუაგულ მზეში დგახარ, ოხრავ და საკუთარ თავს ელაპარაკები.
- შენი აზრით შეიძლება რომ კარგად ვიყო? -ხელები გაშალა და სიმწრის სიცილმა გაუპო ბაგეები, -ვინ წარმოიდგენდა რომ ოცდახუთი წლის ასაკში თოთხმეტი წლის ბავშვი მეყოლებოდა მისახედი.
- ბავშვი რომელსაც რატომღაც შენი ცოლი ჰქვია.
- ნუ მახსენებ, -ჩაიღრინა და იქვე ხის ჩრდილში მდგარი სკამებისკენ წავიდა.
- ისე ბრაზობ თითქოს შეგეძლოს დავიწყება, -არ დაუთმო იკამ, უკან მიყვა და მის გვერდით ჩაეშვა სავარძელში, -როდემდე აპირებ ამ ყველაფრის გაგრძელებას?
- ხუმრობ? რას ნიშნავს როდემდე ვაპირებ, შენი აზრით სხვა გზა მაქვს?
- შეგიძლია ოჯახში დააბრუნო.
- მშვენივრად იცი რომ დავაბრუნებ თუ არა ის პირველივე მსურველს გაატანს ცოლად და ხომ წარმოგიდგენია რა დღეშიც ჩააგდებენ, წარმოდგენაც კი მზარავს რომ ვინმემ შეიძლება რამე დაუშავოს, მე უბრალოდ ვერ ავიტან რომ...
სიტყვა შეწყვიტა და სახლიდან გამომავალ ზურგჩანთა მოკიდებულ კატოზე გაუშტერდა მზერა, მისკენ შემობრუნდა გოგონა, ორივე ხელი დაუქნია ყურებამდე გაღიმებულმა, არც თუ ისე შორეული წარსული გაახსენდა დათას, მის საწოლთან თეთრად გატარებული ღამეები, ახლაც ყურში ჩაესმოდა სიტყვები, -ვერ გიტან, მძულხარ, მეზიზღები...
გაახსენდა როგორ აღვიძებდა კატოს ღამით კოშმარები და როგორ ხდებოდა იძულებული იმ ადამიანის მკლავებში განაბულს ეძებნა შვება ვისაც მაშინ თვალის დასანახად ვერ იტანდა, უამრავი დრო დასჭირდა იმისთვის რომ ეს პატარა ველური შეეჩვია, მოეშინაურებინა და მის სახეზე ისევ დაებრუნებინა ღიმილი, ისეთი ფერადი გახდა, ისეთი მხიარული და ხალისიანი როგორიც არასდროს ყოფილა და ახლა არავის მისცემდა უფლებას მისთვის ისევ ეტკინათ გული.
- კატო აქ დარჩება ჩემთან, -ხმამაღალ სუნთქვას ამოაყოლა სიტყვები და იკას ირონიული ღიმილი რომ არ დაენახა თვალები დახუჭა...
-
რამდენიმე თვის წინ
-
ფარდებჩამოფარებულ ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ვნებიანი ოხვრა და კვნესა აწყდებოდა კედლებს, შეშლილებივით ეალერსებოდნენ ერთმანეთს, ახალგაზრდა მამაკაცის სხეულზე ზემოდან მოქცეული ქალი რიტმულად მოძრაობდა, სხეულს არხევდა და უფრო და უფრო მეტად აგიჟებდა პარტნიორს, ლამაზი იყო, ჩამოსხმული სხეულით და გრძელი ქერა თმით, უკან თავგადაგდებული, თვალებმილულული მისცემოდა ნეტარებას... როდის როდის დაცხრნენ და ერთმანეთს მოშორდნენ, ერთხანს გაუნძრევლად იწვნენ და აჩქარებული სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდნენ, მერე ქალი წამოიწია, იდაყვს დაეყრდნო და ზემოდან დახედა ბიჭს რომელსაც ჭერისთვის უაზროდ გაეშტერებინა მზერა.
- უნდა წავიდე, დღეს უფრო დიდხანს ვერ დავრჩები, -თბილი ხმა ჰქონდა, მერყევი, თითქოს შეწინააღმდეგებას ელოდა, თხოვნას, თუმცა იმედი არ გაუმართლდა, ბიჭმა ზანტად გაიღიმა და თვალები მილულა.
- კარგი, თანაც მეც გასასვლელი ვარ, საქმე მაქვს.
- ასე რატომ მექცევი დათა, ერთხელ მაინც დაგწყდეს იმის გამო გული რომ შენთან ღამით დარჩენას ვერ ვახერხებ, ერთხელ მაინც რომ მთხოვო არ წავიდე რა მოხდება, -ნაწყენი ჩანდა და ალბათ ცოტათი სასოწარკვეთილიც, ჩანდა რომ მთელი ძალით ებრძოდა თვალებზე მოწოლილ ცრემლებს.
- ძალიან გთხოვ სცენებს ნუ მომიწყობ მაკა, -სრულიად მშვიდი ჩანდა დათა, აშკარად არ მოქმედებდა მასზე მაკას აცრემლებული თვალები.
- სცენების მოწყობას არ ვაპირებ, უბრალოდ სულ ცოტა მეტი სითბო რომ...
- გეყოფა, უკვე ვიცი საითაც მიგყავს საუბარი, -თავმობეზრებულმა აუქნია ხელი, წამოდგა, შორტი ამოიცვა, ფანჯარასთან მივიდა და ფარდები გადაწია, ბინდდებოდა... საწოლში მჯდარ, შიშველ ქალს გაუსწორა მზერა და ამოიოხრა.
- მისმინე, კიდევ ერთხელ ვიტყვი და აღარ მინდა რომ ამაზე საუბარი დაგვჭირდეს, თავიდანვე შევთანხმდით იმაზე რომ ჩვენს შორის სერიოზული არაფერი იქნებოდა, უკვე ერთი წელია ერთმანეთს ვხვდებით, სექსი გვაქვს, საწოლში კარგად ვეწყობით, ორივე ვიღებთ სიამოვნებას, ამაზე მეტს რომ ჩემგან არაფერს უნდა ელოდო ხომ იცოდი? შენთვის არასდროს არაფერი მომიტყუებია.
- ჰო მაგრამ მე შემიყვარდი... ჩავარდნილი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა და დათამ დაინახა როგორ ჩამოეღვარა ცრემლები სახეზე, გეფიცები არ მინდოდა მაგრამ შემიყვარდი, ან როგორ შეიძლება შენ ვინმე გიცნობდეს, შენთან ასე ახლოს იყოს და არ უყვარდე, არაფერი დამიგეგმავს, ერთი წლის წინ როცა ერთმანეთს იმ წყეულ კლუბში შევხვდით მხოლოდ გართობა და შენთან სექსი მინდოდა, დაგინახე თუ არა მიმიზიდე, შენმა სახემ, ულამაზესმა მწვანე თვალებმა, უნაკლო სხეულმა მიმიზიდა, ისეთი გამოხედვა გქონდა, ისე მეხებოდი... ისე მიყურებდი თითქოს მზერით მაშიშვლებდი, მაგრამ მერე როცა უფრო ახლოს გაგიცანი, როცა დრო გავიდა მივხვდი რომ ყველგან და ყოველთვის მენატრებოდი და მინდოდი, ვერ შევძელი რომ არ შემყვარებოდი.
უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები დათამ, ახლა პრობლემები არაფერში სჭირდებოდა არადა ეს მასზე შეყვარებული ქალი ნამდვილად დიდი პრობლემა იყო.
- ასე ვეღარ გაგრძელდება მაკა, -ნაძალადევი ღიმილით გაშალა ხელები, ალბათ თვითონაც ხვდები რომ ყველაფერი დამთავრდა.
- ჩემი ასაკის გამო? იმის გამო რომ შენზე უფროსი ვარ? ამის გამო იკავებ თავს? ამის გამო არ გინდა რომ ჩემზე სერიოზულად იფიქრო? ვიცი რომ ასეა, -მაკას სასოწარკვეთილება თანდათან ბრაზში გადაიზარდა, გამწარებული წამოხტა საწოლიდან და წინ აესვეტა, -რა არის იმაში ცუდი რომ მიყვარხარ და შენზე ვგიჟდები, ოცდათექვსმეტი წლის ვარ, სულ რაღაც თერთმეტი წლით ვარ შენზე დიდი, ამის გამო გრცხვენია ჩემი გამოჩენა შენს გვერდით?
- გეყოფა, შენი ასაკი რა შუაშია, -უკვე ნერვები ეშლებოდა დათას, მაკა მოსწონდა მაგრამ არც იმდენად რომ მისი პანიკა და უაზრო გამოხტომები აეტანა, მხსნელივით მოევლინა ტელეფონის ხმა, გაცოფებული ქალი უხეშად გასწია გვერდით და განათებულ ეკრანს დახედა, ერთხანს მოღუშული კითხულობდა შეტყობინებას მერე კი მაკას მიუბრუნდა...
- შენ რა გათხოვილი ხარ?
-
- არ მესმის როგორ შეძლო და ასე გამაბრიყვა, -ბარში იყო მეგობრებთან ერთად, წინ სასმლით სავსე ჭიქა ედგა თუმცა არ სვამდა, მის წინ მჯდარი გამხდარი ქერათმიანი ბიჭი ღიმილს ვერ იკავებდა.
- გოგას რომ არ მოეძიებინა ინფორმაცია ალბათ კიდევ დიდხანს მოგატყუებდა.
- იკა აზვიადებს, სპეციალურად არ მიძებნია, -ხელები მაღლა ასწია გოგად წოდებულმა შავგვრემანმა სიმპათიურმა ბიჭმა, -უბრალოდ თამაზთან ვიყავი ოფისში, მამაჩემმა და მან რაღაც საერთო საქმე წამოიწყეს, ჰოდა იქ ვნახე ერთ-ერთ თანამშრომელთან იყო მოსული, მაშინვე ვიცანი, თუმცა მას არ დავუნახივარ, მერე იგივე კაცთან ერთად სხვაგანაც შემხვდა და დავინტერესდი, ბევრი არ მიწვალია პირდაპირ თამაზს ვკითხე, ის თანამშრომელი მაკას ქმარი ყოფილა, შვილიც ყავთ, პატარა გოგო, ალბათ თხუთმეტი წლის თუ იქნება...
- ჯანდაბა, ხომ იცით როგორი დამოკიდებულება მაქვს ქმრიანი ქალების მიმართ, რომ მცოდნოდა... თავიდანვე რომ მცოდნოდა... -ერთი მოსმით გამოცალა დათამ ჭიქა და მიმტანს ანიშნა კიდევ მოიტანეო.
- ჰო მაგრამ არ იცოდი, -გულიანად გაეცინა იკას, -მაგარი ვიღაც აღმოჩნდა, ერთი წელი როგორ მოახერხა იმის დამალვა რომ ქმარი და შვილი ჰყავდა, ხომ გეუბნებოდი თავიდანვე ცოტა ფრთხილად იყავი მაგასთანთქო, ქალი ნამდვილი მანიაკია, თანაც შეუყვარდი.
- სერიოზულად? -გოგამ გაოცებულმა შეუსტვინა, -თვითონ გითხრა რომ უყვარხარ?
- ჰო თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, -დათას ხმაში ადვილად შესამჩნევმა ზიზღმა გაიჟღერა, -მაკა ჩემს ცხოვრებაში აღარ არსებობს, ჯობია შევეშვათ მასზე საუბარს და გავერთოთ.
კლუბს თვალი მოავლო, შავთმიან ლამაზ ახალგაზრდა ქალზე შეაჩერა მზერა, რომელიც თვალდახუჭული აყოლებდა სხეულს მუსიკას და მოკლე გულამოღებული კაბიდან ურცხვად ამზეურებდა სხეულს, ჩაეღიმა, წამოდგა და მისკენ ნელი, შემპარავი ნაბიჯით დაიძრა...





- უკვე რამდენი ხანია რეკავს, ვინ არის? -ლამაზმა წაბლისფერთმიანმა გოგონამ ტელეფონს დახედა და შემდეგ იქვე მჯდარ დათას გაუსწორა მზერა.
- ყურადღებას ნუ მიაქცევ სოფ, -უგულოდ გაიღიმა დათამ და ტელეფონი საერთოდ გათიშა, უკვე ორი თვე იყო რაც მაკას დაშორდა და მაინც არ ეშვებოდა ქალი, ურეკავდა, რამდენჯერმე სახლშიც მიაკითხა, დამუქრებაც კი გაბედა თავს მოვიკლავ და შენი ბრალი იქნებაო, ქმარს გავეყრები ოღონდ არ მიმატოვოო ეხვეწებოდა, უშენოდ ვერ ვიცოცხლებ, ოღონდ ჩემს გვერდით იყავი და ყველაფერზე თანახმა ვარო, უკვე ძალიან შემაწუხებელი იყო მისი ასეთი ავადმყოფური დამოკიდებულება.
- ყველაფერი კარგად არის? რაზე ფიქრობ? -სოფო ახლოს მიიწია მასთან და ნიკაპი მხარზე ჩამოადო, საყვარლად აუხამხამა დიდი ცისფერი თვალები, თავისდაუნებურად გაეღიმა დათას, მოსწონდა ეს უბრალო, საყვარელი გოგონა, მართალია იმას რასაც მის მიმართ გრძნობდა ჯერ სიყვარული არ ერქვა მაგრამ არაფერი იყო გამორიცხული, თავიდან მშობლებმა ძლივს დაითანხმეს რომ გაეცნო, დიდი ხათრი ჰქონდა მშობლების, განსაკუთრებით მამამისის წყენას უფრთხოდა, ორი წლის წინ მისი არასრულწლოვანი დის დაუკითხავად გათხოვება არასასურველ სასიძოზე ძლივს გადაიტანა, ინსულტი მიიღო, მას მერე სასტიკად ჰქონდა აკრძალული ნერვიულობა, ეშინოდათ რომ ისევ გაუმეორდებოდა, სოფოს ახლოს გაცნობა რომ სთხოვეს, არ შეწინააღმდეგებია, მამამისი ისეთი მონდომებული იყო გული არ დასწყვიტა, ერთი-ორჯერ ჰყავდა დანახული შორიდან, მამამისის უახლოესი მეგობრის ქალიშვილი იყო სოფო, ერთხელ თუ შევხვდები არაფერი დაშავდებაო იფიქრა, ოჯახურ ვახშამზე შეხვდნენ პირველად, თუმცა ყველაფერი სულაც არ წარიმართა ისე როგორც დათა მოელოდა, მაშინვე მოხიბლა საყვარელმა, ლამაზი და მშვიდმა გოგონამ და აი უკვე ერთი თვეა რაც ურთიერთობის აწყობას ცდილობდნენ...
- ყველაფერი კარგად არის, -წელზე მოხვია ხელი, მიიზიდა და ,ნაზად აკოცა შუბლზე, თვალები მინაბა სოფომ ატყობდა დათა რომ სოფო შეყვარებული იყო მასზე, ნამდვილად არ იყო ძნელი ამის შემჩნევა, თუმცა თვითონ... თვითონ ჯერ ვერ გაერკვია რას გრძნობდა, ამიტომაც არ ცდილობდა მათი ურთიერთობისთვის სახელის დარქმევას და გულიანად ეცინებოდა ხოლმე დედამისის გადაკრულ საუბრებზე მომავალი ქორწილის შესახებ.

- გვრიტებო გამოფხიზლდით, -შავ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი იკა დაადგათ თავს, -ადექით წასვლის დროა, ალბათ უკვე ყველა იქ არის.
- გოგა არ მოდის? -დათა წამოდგა და თაკოც წამოაყენა.
- მოდის კი არა დილიდან იქ არის, -გულიანად გაიცინა იკამ, -ის გოგო მოსწონს წვეულებას ვინც უკეთებს ორგანიზებას.
- თიკუნა მოსწონს?
- იცნობ?
- საკმაოდ კარგად და შემიძლია გითხრა რომ გოგას ზედაც არ შეხედავს, ტყუილად წვალობს ის სულელი.
- ვითომ რატომ არ შეხედავს.
- იმიტომ რომ მთელი არსებით სძულს მექალთანეები.
- ანუ შენც სძულხარ? -დაუფიქრებლად მიახალა იკამ და მერეღა მიხვდა რომ ცუდად გამოუვიდა, დამნაშავე ბავშვის ღიმილით შეხედა სოფოს რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.
- მე რატომ უნდა ვძულდე, -უდარდელად აიჩეჩა მხრები დათამ, -ბავშვობიდან ვმეგობრობთ და სანამ მკითხავ მანამდე გიპასუხებ, იმიტომ არ იცნობთ რომ ბოლო რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს და მუშაობს, ახლახანს დაბრუნდა საქართველოში.
- ანუ ამბობ რომ გოგას მძიმე დღეები ელის?
- ასეა და წავედით თორემ დაგვაგვიანდება და რა ამოვა მერე მამაჩემის ყბიდან, თანაც არ მინდა რომ ვანერვიულო ეს საღამო ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის, ჩვენი კომპანიის ახალი პარტნიორები და ინვესტორებიც ესწრებიან, ყველაფერმა უნაკლოდ უნდა ჩაიაროს.
- ჩემებიც იქ იქნებიან, -სოფო უკმაყოფილოდ დაიმანჭა და ქვემოდან ახედა დათას, -დამპირდი რომ არ გაბრაზდები თუ ისევ ქორწილზე დაიწყებენ საუბარს.
არადა დათა დარწმუნებული იყო იმაში რომ სულაც არ იყო სოფო ასეთი საუბრების წინააღმდეგი, თბილად გაუღიმა, დაიხარა და მსუბუქად შეეხო ტუჩებზე.
-
დარბაზი ხალხით იყო სავსე, სპეციალურად ამ წვეულებისთვის ძვირფასი ბრენდების სამოსში გამოწყობილები, ბრჭყვიალა სამკაულებ ასხმულები აგემოვნებდნენ ძვირფას სასმელებს და სახეზე ირონიულ ღიმილ აკრულები ჭორავდნენ ერთმანეთს, მიმტანები ოსტატურად დადიოდნენ მათ შორის და პატარა მრგვალ ლანგრებზე დაწყობილს დაატარებდნენ შამპანურს და დელიკატესებს.
- პირველი რათქმაუნდა თავის მშობლებს მიესალმა დათა მერე სოფოს მშობლებიც მოიკითხა და არ გამოპარვია როგორ მოწონებით დახედა სოფოს დედამ მათ ჩაკიდებულ ხელს, სანამ მათ მომავალზე დაიწყებდნენ საუბარს მანამ მოასწრო და ღია აივნისკენ წაიყვანა მასზე ტკიპასავით აკრული გოგო, სასმელით სავსე ჭიქა გამოცალა და უკმაყოფილო სახით მიეყრდნო ქვის მოაჯირს.
- ვიცი რომ არ მოგწონს ასეთი წვეულებები, მალე წავიდეთ, -სოფომ სიყვარულით სავსე მზერით შეხედა გაღიზიანებულს და თხელი გრილი თითებით ნაზად მიეფერა ლოყაზე, არაფერი უგრძვნია დათას ეს გოგო რაც არ უნდა მონდომებული ყოფილიყო მასში იმ გრძნობებს ვერ აღძრავდა რაც წესით საყვარელი და სასურველი ქალის მიმართ უნდა ეგრძნო, მათ შორის არ იყო ის ყბადაღებული ქიმია ასე ხშირად რომ ახსენებენ ხოლმე სასიყვარულო რომანებში, სოფო ალბათ საუკეთესო ცოლი და დედა იქნებოდა, მაგრამ...
- ხომ იცი მამაჩემის და კომპანიის გამო მიწევს ასეთი სიყალბის ატანა, არ მინდა გული ვატკინო თანაც ახალი პარტნიორებიც ძალიან გვჭირდება, ის პროექტები რაზეც ახლა ვმუშაობთ მათ უნდა დააფინანსონ იმისთვის რომ კომპანიამ შეუფერხებლად იმუშაოს ამ წვეულებამ კარგად უნდა ჩაიაროს, ხვალ ჩვენთან ოფისში მოხდება ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა, ამის შემდეგ ბევრად გავიზრდებით და გავფართოვდებით... -ლაპარაკობდა, უხსნიდა თუმცა ხვდებოდა რომ სოფოს ნაკლებად აინტერესებდა კომპანიის საქმეები, ალბათ ერთი სული ჰქონდა დედამისთან და მის გადაპრანჭულ დაქალებთან როდის წაიჭორავებდა, ხელით ანიშნა ერთად მდგარ ქალებზე რომლებიც გულიანად კისკისებდნენ ერთ-ერთის ხუმრობაზე.
- არ გინდა რომ შეუერთდე?
- ჩემთან ერთად ყოფნა არ გსიამოვნებს? -წარბები შეკრა სოფომ.
- მე მსიამოვნებს მაგრამ აშკარაა რომ შენ არ გრძნობ თავს კარგად, მიდი მათთან გაერთე და მეც შემოვალ ცოტა ხანში, -ღიმილით მიუთითა კარისკენ, სოფოს აღარაფერი უთქვამს, სახემოღუშული დემონსტრაციულად შებრუნდა და დარბაზში შევიდა, ღრმად ამოიოხრა დათამ, კიდევ ერთხელ დაკვირვებით შეათვალიერა შეკრებილი საზოგადოება, წარბი გაკვირვებით აზიდა როცა ნაცნობ სხეულს მოჰკრა თვალი, ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა მაკა ამ წვეულებაზე მითუმეტეს რომ მისი მეუღლე უკვე აღარ მუშაობდა გოგას მამის მეგობრის კომპანიაში, სულ რაღაც სამი კვირის წინ გაათავისუფლეს ფინანსების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გამო, აშკარად მეუღლის გარეშე იყო მაკა მოსული, ღრმად გულამოღებულ შავ კაბაში გამოწყობილი იდგა ახალგაზრდა ბიზნესმენის ვაკო ნადირაძის გვერდით და სახეში შესცინოდა, მაკას გვერდით მდგარ საცოდავად მხრებაწურულ მობუზულ გოგონას შეავლო მზერა დათამ რომელსაც ულამაზესი, მბზინვარე წელამდე ტალღებად ჩამოშლილი ყავისფერი თმა და სიცხისგან თუ უხერხულობისგან საყვარლად ავარდისფრებული ღაწვები ჰქონდა, იმისდა მიუხედავად რომ ასაკისთვის შეუფერებლად გამომწვევი საღამოს კაბა ეცვა, მისი გამხდარი, ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი სხეული, დახრილი თვალები და ნერვიულობისგან მაგრად შეკრული მუშტები იმაზე მიუთითებდნენ რომ თხუთმეტი წლის თუ იქნებოდა.
- ალბათ მისი შვილია, ნეტავ აქ რატომ მოიყვანა თანაც ასე გამოწყობილი, -ხმამაღლა ჩაილაპარაკა და მოღუშულმა გადააქნია თავი, თუმცა მაშინვე ყველაფერს მიხვდა როცა დაინახა როგორ დაადო ვაკომ წელზე ხელი გოგონას, როგორ შეუმჩნევლად ჩააცურა ქვემოთ და თეძოზე მოუჭირა, მაკამ კი მიუხედავად იმისა რომ მშვენივრად დაინახა ყველაფერი საერთოდ არ შეიმჩნია ისე გააგრძელა მასთან ღიმილით საუბარი, დაძაბული და სიბრაზისგან ყბებდაჭიმული უყურებდა დათა საცოდავ ბავშვს რომელიც ადგილიდან განძრევას ვერ ახერხებდა და გაჭირვებით იკავებდა ცრემლებს, ის იყო აივნიდან გასვლა და მათთან მიახლოება გადაწყვიტა რომ დაინახა როგორ წაიყვანა ვაკომ გოგონა გასასვლელისკენ მაკამ კი ღიმილით გააყოლათ მზერა, თვალები მაგრად დახუჭა და გაშლილი ხელი გამეტებით დასცხო კედელს, იცოდა ახლა მასთან მისვლა არც თუ ისე ჭკვიანური საქციელი იქნებოდა მაგრამ ასე უბრალოდ და უმოქმედოდ გაჩერებაც რომ არ შეეძლო...

- აქ რას აკეთებ? -შეუმჩნევლად მიახლოვებული გვერდით ამოუდგა მაკას, ქალს სულაც არ გაჰკვირვებია დათას დანახვა, მისკენ შებრუნდა და მომხიბვლელად გაუღიმა.
- მომენატრე საყვარელო, ვიცოდი რომ აქ გნახავდი, -ხელი მაღლა ასწია რომ სახეზე შეხებოდა და დათამ თავი რომ აარიდა ირონიულად ჩაიცინა, -სადამდე აპირებ ჩემგან გაქცევას?
- გაქცევას? პატარა ბავშვები არ ვართ მაკა, თავიდანვე ვიცოდით ერთმანეთისგან რაც გვინდოდა, ერთი განსხვავებით, შენ მატყუებდი, ქმარი გყავს და შვილი, -მაჯაში შეუმჩნევლად წვდა და ისე მოუჭირა თითები მაკამ გამწარებულმა დაიკვნესა.
- ვერ ვხვდები რას ცვლის ის რომ ქმარი მყავს.
- ეგ უკვე ნაკლებად მაინტერესებს, რაც გინდათ ის ჰქენით შენ და შენმა ძვირფასმა მეუღლემ, -კბილებში გამოსცრა დათამ და დარბაზს მოავლო მზერა, ჯერ ისევ არ დაბრუნებულიყო ვაკო, -ის ბავშვი ვინ არის თან რომ გახლდა და იმ ნაბიჭვართან ერთად რა უნდა? სად წაიყვანა?
- სად უნდა წაეყვანა, აქ სული ეხუთებოდა კატოს და გარეთ გაჰყვა, ჩემი შვილია და ის როგორც შენ უწოდებ პატივსაცემი ბიზნესმენი, კატო მოსწონს და რამდენიმე წელიწადში ჩემი სიძე გახდება, როგორც კი...
- გაგიჟდი? შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს ვინ არის ვაკო ნადირაძე და რას წარმოადგენს, რამდენი წლის არის შენი შვილი? თოთხმეტის? თხუთმეტის? სულ მთლად ბავშვია, ასეთ მონსტრს და არაკაცს შენი ნებით უგდებ ხელში? შენ რა სულ გააფრინე? ამას რატომ აკეთებ, ფულის გამო? ბავშვზე საერთოდ არ ფიქრობ? შენი აზრით სიამოვნებს ის ცხოველი რომ ხელებს უფათურებს...
- შემეშვი, -გაცოფებულმა გამოსტაცა მაკამ ხელი, -შენ არავინ გეკითხება რას ვუზამ ჩემს შვილს, ვაკო საუკეთესო ვარიანტია მისთვის.
- მისთვის თუ შენი და შენი ძვირფასი მეუღლისთვის, რას დაგპირდათ ვაკო ვალების გასტუმრებას? ზემოდან რამდენი დაგიმატათ, რამდენად მიჰყიდეთ შვილი, რაზე შეუთანხმდით? -სიბრაზისგან ცახცახებდა დათა ძლივს ახერხებდა თავის შეკავებას.
- ზედმეტი მოგდის, -მაკამ როგორც იქნა ინება კლანჭების გამოჩენა და ახლა გაცეცხლებული შეჰყურებდა დათას, -მართალია მიყვარხარ და შენზე ვგიჟდები მაგრამ უფლებას არ მოგცემ რომ ჩემი ოჯახის საქმეში ჩაერიო, მითუმეტეს უფლებას არ მოგცემ რომ ვაკოსთან გამიფუჭო ურთიერთობა, კატოს არაფერი უჭირს, შევთანხმდით რომ სანამ ცოლად არ მოიყვანს ზედმეტად არ დააკარებს ხელს... თუმცა მოიცა, მოიცა, შენ რაღაც ზედმეტად ხარ დაინტერესებული მისი ბედით, შენც ხომ არ მოგეწონა? შენც მოგხიბლა იმ პატარა ალქაჯმა? იქნებ გინდა რომ ვაკოს ადგილი დაიკავო, -ამაზრზენი ღიმილი გაუკრთა ტუჩებზე და თვალები ისე აუელვარდა აშკარა იყო მის გონებაში რაღაც ახალი გეგმა იწყებდა მომწიფებას, მისი სიტყვებით და საქციელით სულით ხორცამდე შეძრულ დათას აღარაფერი უთქვამს, მაკა იქვე მიატოვა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ...





დერეფანში არავინ იყო, ყურადღებით მოათვალიერა იქაურობა და ის იყო ეზოში გასასვლელი კარისკენ წავიდა რომ დერეფნის მარჯვენა მხარეს ჩაყოლებული ერთ-ერთი ოთახიდან ხმაური მოესმა და შედგა, ცუდი წინათგრძნობით შეპყრობილი ფრთხილად მიუახლოვდა ოდნავ შეღებულ კარს, ტირილის და მუდარის ხმა რომ მოესმა არაფერზე უფიქრია ისე შევარდა ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში, მის თვალწინ გადაშლილმა სანახაობამ სულით ხორცამდე შეძრა...
ვაკო დივანზე გაწოლილ, გაფითრებულ, კაბაშემოხეულ გოგონას გადამხობოდა ზედ, ყურადღებას არ აქცევდა მის ტირილსა და მუდარას, გახელებული უკოცნიდა სახეს, ერთი ხელით ხელებს უკავებდა თავს ზემოთ მეორე ხელით კი მის საცვალში შეძრომას ცდილობდა, თვალები მაგრად ჰქონდა დახუჭული კატოს, აღარ უწევდა წინააღმდეგობას, უკვე ტირილსაც კი ვეღარ ახერხებდა, მისმა უმწეობამ კინაღამ გული გაუჩერა დათას, თვითონაც ვერ მიხვდა როგორ გაჩნდა მათთან, ვაკოს მხრებში დაავლო ხელი და ისეთი ძალით მოიქნია მამაკაცი იქვე მდგარ კარადას დაეჯახა და გაბრუებული ჩაცურდა ძირს, თავისუფლება რომ იგრძნო თვალები გაახილა კატომ, წამოიწია, ამღვრეული მზერა შეანათა მის თავთან დახრილ მამაკაცს, გონებაარეულს საერთოდ არ გაუგია მისი ხმა დაწყნარებას და დამშვიდებას რომ სთხოვდა, ვერც ცნობდა, ისევ ვაკოდ აღიქვამდა, რომლისგანაც მთელი შერჩენილი ძალით ცდილობდა თავის დაღწევას, ტიროდა, ყვიროდა, უაზროდ, უმისამართოდ იქნევდა ხელებს, დათას იმის დრო ნამდვილად აღარ ჰქონდა შეემჩნია როგორ წამოდგა ვაკო და როგორ გაიძურწა უჩუმრად გარეთ, მთელი ძალით და მონდომებით ცდილობდა ლამის ჭკუაზე შემცდარი გოგონას დამშვიდებას, თვითონაც ვერ იყო კარგად რომ უყურებდა რა დღეში იყო კატო, ცდილობდა ცალი ხელით მისი ხელები დაეჭირა მეორეთი კი გულში იხუტებდა.
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად არის, მე შენთან ვარ, ვეღარაფერს დაგიშავებს, -უმეორებდა და გრძნობდა როგორ ნელ-ნელა დუნდებოდა მის მკლავებში მოქცეული სხეული…

- აქ რა ხდება? დათა შვილო რას აკეთებ? -კარი რომ შემოგლიჯეს და თავზე სახეშეშლილი დედამისი რომ დაადგათ ირონიულად მომღიმარ მაკასთან ერთად თავიდან ვერ გაიაზრა რატომ ჰქონდა დედამისს ასეთი სახე, რატომ მიჩერებოდა ასე იმედგაცრუებული და შეშინებული, მერე როცა კარი საგულდაგულოდ გადაკეტა ქალმა, იქვე მდგარ სკამზე დაეშვა ღონემიხდილი და თავში წაიშინა ხელები, მწარედ გაეღიმა, მიხვდა რაც იფიქრა ქალმა, რაც წარმოიდგინა თუმცა ახლა მხოლოდ კატოზე დარდობდა იმაზე რომ ეს პატარა უმწეო გოგო უნდა დაეცვა და დახმარებოდა.
- სასწრაფო და პოლიცია გამოიძახე, ახლავე, -იქვე მიგდებულ ტელეფონზე ანიშნა მაკას რომელიც ანთებული თვალებით უყურებდა მის მკლავებში მოქცეულ ერთადერთ ქალიშვილს და აშკარა იყო სულაც არ აწუხებდა მისი ამ მდგომარეობაში ხილვა, არაფერი უთქვამს, უცნაურად ჩაეღიმა, დათას დედას გადახედა და ტელეფონს დემონსტრაციულად დასწვდა, ის იყო ნომერი აკრიფა რომ აქამდე უღონოდ მჯდარი ქალი წამოფრინდა და ხელებში ეცა.
- გაგიჟდით? ახლა სასწრაფოს გამოძახება არ შეიძლება, არც პოლიციის, დათა შვილო, იცი რა მოყვება ამ ყველაფერს, ჟურნალისტებმა რომ გაიგონ...
- რა, რა უნდა გაიგონ? -უნებურად ხმას აუწია საბამ და რომ იგრძნო როგორ შეკრთა აქამდე გასუსული კატო თვითონაც აიძულა საკუთარი თავი დამშვიდებულიყო, -დედა შენ რა მართლა ფიქრობ რომ შეიძლებოდა მისთვის რამე დამეშავებინა? თქვენ რა სულ გააფრინეთ? მე უბრალოდ მის დახმარებას ვცდილობდი, კიდევ კარგი მოვუსწარი...
- გაჩუმდი, ახლავე გაჩუმდი და თავს ნუ იმართლებ, ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახეთ, -როგორც იქნა აქამდე ჩუმად მდგარმა მაკამაც ამოიღო ხმა, -დავინახე როგორ უყურებდი და მერე როგორ გაყევი უკან ჩემს გოგონას, რომ აღარ დაბრუნდით დედაშენს ვთხოვე გამომყოლოდა და თქვენ მოძებნაში დამხმარებოდა, საკუთარი თვალით დაინახა როგორ ცდილობდი მასზე ძალადობას, ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი, როგორ შეგეძლო, ის ხომ ჯერ სულ მთლად ბავშვია.
დივანთან მიიჭრა მაკა, მისი საქციელისგან გაოგნებულ დათას ხელიდან გამოგლიჯა კატო და თვითონ ჩაიკრა გულში.
- მაპატიე პატარავ რომ შენს გვერდით არ ვიყავი, დამშვიდდი, ნუ გეშინია ეს მოძალადე ყველაფრისთვის აგებს პასუხს.
- მე... მე... ის... მას უნდოდა რომ... -გაუგებრად ლუღლუღებდა კატო და შეშლილივით აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, გაცოფებული წამოდგა დათა ფეხზე.
- ახლავე მე თვითონ დავრეკავ პოლიციაში და გამოძიებას მოვითხოვ, არა მგონია გაუჭირდეთ იმის დადგენა თუ ვინ არის დამნაშავე, -ირონიული ღიმილით გადახედა მაკას და მერე დედამისს ანიშნა ხმა არ გაიღოო.
- დამნაშავე შენ ხარ და ამისთვის პასუხს აგებ, -მთელი ხმით იყვირა მაკამ, -ისე ვიზამ რომ ყველამ გაიგოს შენი საქციელის შესახებ, არ გაპატიებ რომ ჩემი გოგონა ასეთ დღეში ჩააგდე.
- დამშვიდდით, დაწყნარდით, ყველაფერს მოევლება, დათა შვილო მომისმინე, -მკლავზე ჩაეჭიდა ქალი და მუდარით შეხედა თვალებში, -არ ვიცი ეს რატომ გააკეთე მაგრამ ახლა ამის შესახებ ხმები რომ გავრცელდეს, ყველა გარიგება ჩაიშლება რაზეც მამაშენი ასეთ იმედებს ამყარებს, კომპანიას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება და ამას მისი ავადმყოფი გული ნამდვილად ვერ გაუძლებს, მოკვდება გესმის?
- ჯანდაბა, რატომ არ გჯერა რომ მე არაფერ შუაში ვარ, -სიმწრის სიცილი აუტყდა დათას, ერთხანს გიჟივით იცინოდა და მერე ერთბაშად მოეღუშა სახე, -ამდენად არ იცნობ შენს შვილს დედა? გგონია რომ შემიძლია ბავშვზე ვიძალადო?
- მე დაგინახე...
- მის დახმარებას ვცდილობდი, ეს ქალი კი, -მაკასკენ გაიშვირა თითი, -უბრალოდ უნდა რომ რაღაც შარში გამხვიოს.
- ამის რა ინტერესი უნდა მქონდეს, რატომ უნდა მინდოდეს შენი შარში გახვევა, -მაკამ გოგონას ხელი გაუშვა წამოდგა, დათას დედას წინ აესვეტა და მისი ხელი ხელში მოიქცია, -ქალბატონო მარიამ, თქვენც დედა ხართ და ჩემი უნდა გესმოდეთ, არავის ვინც არ უნდა იყოს ის, ჩემი ერთადერთი ქალიშვილის შეურაცხყოფას არ ვაპატიებ, თქვენმა შვილმა პასუხი უნდა აგოს იმისთვის რაც ჩაიდინა, დაინახა ჩემი გოგო, მოეწონა და შედეგიც სახეზეა, ახლა რა უნდა გავაკეთო? ჩემმა ქმარმა რომ გაიგოს...
- მომეწონა? ეს ბავშვი? ღმერთო ჩემო, საოცარი მსახიობი ხარ მაკა, ოღონდ ვერ ვხვდები რაში გჭირდება ეს ყველაფერი, ან მე რას მერჩი ან შენს შვილს, -თავი გადააქნია და ხელით მიეყრდნო კედელს, მეორე ხელი კი თმებში შეიცურა, აცოფებდა სიტუაციის აბსურდულობა თუმცა მშვენივრად იაზრებდა იმას რომ ახლა მაკას პოლიციაში რომ დაერეკა და დაედანაშაულებინა მართლაც ცუდად ექნებოდა საქმე, იმაში ეჭვიც არ ეპარებოდა რომ საკუთარ უდანაშაულობას დაამტკიცებდა მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მანამდე პარტნიორები მათ კომპანიასთან თანამშრომლობაზე უარს იტყოდნენ, არავის ენდომებოდა ასეთ გულისამრევ სკანდალში გახვეულ ადამიანებთან პარტნიორობა, ამას მართლა ვერ გადაიტანდა მამამისი.
- ნუ ნერვიულობ მაკა, მოდი შევთანხმდეთ, -მარიამი ყველანაირად ცდილობდა რომ მშვიდად ესაუბრა, -მოდი ასე გავაკეთოთ, შენ პოლიციაში არ რეკავ და ამ ამბავს არ ახმაურებ, მე ჩემი მხრიდან გპირდები რომ დათა თავის საქციელზე პასუხს აგებს, მითუმეტეს თუ ასე ძალიან მოსწონს შენი გოგო უკვე ვიცი როგორც უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გავკეთოთ.
ცრემლი რომ ჩამოუგორდა მაკას ლოყაზე და საცოდავად რომ აუცახცახდა მხრები, მთლად გაოგნდა დათა, დედამისი გასამხნევებლად რომ მოეხვია ქალს და თან მუქარანარევი მზერით გადმოხედა შვილს მაშინ უკვე მიხვდა რომ ცუდად ჰქონდა საქმე.
-
- არ მჯერა, ეგ ქალი ნამდვილი მანიაკია, -იკამ კეფაზე შემოიჭდო ხელები, თავი უკან გადასწია და ღრმად ამოიოხრა, -ასეთი რამ როგორ მოიფიქრა.
- შეიძლება გავგიჟდე, -დათამ გამეტებით დაახეთქა მაგიდაზე ჭიქა, -ყველაზე ცუდი ისაა რომ დედაჩემს ჩემი არ სჯერა, დედაჩემმა და მან უჩემოდ გადაწყვიტეს ყველაფერი, წუხელვე გამომიტანეს განაჩენი.
- მამაშენმა გაიგო რამე?
- არა და არც უნდა გაიგოს.
- აბა რა უნდა ქნა? ის ბავშვი მართლა ცოლად უნდა მოიყვანო?
- არა რა თქმა უნდა, მაგრამ გამოსავალსაც რომ ვერ ვპოულობ...

- მოვედი როგორც იქნა, -გოგა ხმაურით შემოვარდა მისაღებში და მათი დანახვისას ერთ ადგილზე შედგა, -რა ხდება რა სახეები ჩამოგტირით?
- ამას უყურე რა, რა ბედნიერი სახე აქვს, საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება მის გარშემო, -იკა ხელი ჩაიქნია აწკრიალებულ ტელეფონს დახედა და წამოდგა, -კახა რეკავს ვუპასუხებ და მოვალ.
- რატომ არ უნდა მქონდეს ბედნიერი სახე, -გოგამ გაოცებულმა აიჩეჩა მხრები, -თიკუნა შეხვედრაზე დამთანხმდა, თქვენ რა გჭირთ, რა ხდება?
- უნდა გავიდე საქმე მაქვს, იკა მოგიყვება ყველაფერს, -წამოდგა, გასაღებს და ტელეფონს ხელი დაავლო და სწრაფი ნაბიჯით გავიდა სახლიდან.
-
კაფეში იჯდა, წინ ცხელი სურნელოვანი სითხით სავსე ჭიქა ედგა და უემოციოდ უყურებდა მის წინ მჯდომ მიამიტურად მომღიმარ ქალს.
- აქ რისთვის დამიბარე მაკა, ამოწმებ შეთანხმების დარღვევას ხომ არ ვაპირებ? -ცივი იყო დათას ხმა, თუმცა მაკაზე მის სიცივეს არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
- ვერ დაარღვევ, -ჩაიცინა და ნაზად შეახო ტუჩები ყავის ჭიქას, -თუ გადაიფიქრებ იცი რაც მოხდება, თანაც შეიძლება ჯერ კიდევ ვერ იაზრებ მაგრამ ამ ყველაფერს შენთვის ვაკეთებ, აქ იმიტომ დაგიბარე რომ ყველაფერი აგიხსნა, გუშინ წვეულებაზე როცა დავინახე როგორ უყურებდი ჩემს გოგონას არაჩვეულებრივი იდეა მომივიდა, მერე კი ვაკოს საქციელმა ჩემს წისქვილზე დაასხა წყალი, კარგად მომისმინე, მიყვარხარ, ვიცი რომ შენც გიყვარვარ და თავს ჩემი ქმრის გამო იკავებ, კატოს თუ მოიყვან ცოლად ჩვეულებრივად შევძლებთ ურთიერთობის გაგრძელებას, ნებისმიერ დროს შეგვეძლება შეხვედრა ისე რომ ეჭვი არავის გაუჩნდება, ისევ ერთად ვიქნებით გესმის?...





ჩაფიქრებული იჯდა და თვალს არ აშორებდა მაკას რომელიც ერთი წუთითაც კი არ აჩერებდა ენას, საკუთარი თავის უკვირდა დათას, როგორ შეეძლო ასეთი ბრმა ყოფილიყო და ვერ შეემჩნია თუ რამდენად არანორმალური იყო მის წინ მჯდარი ქალი, ქალი რომელიც საკუთარი ავხორცი ვნებების დასაკმაყოფილებლად მზად იყო ერთადერთი ქალიშვილი ფეხქვეშ გაეთელა და გასაყიდი ხორცის ნაჭერივით გადაებარებინა მისთვის...
- მგონი არ მისმენ, -მაკა მისკენ გადმოიხარა, ისედაც მოშიშვლებული მკერდი კიდევ უფრო მოიშიშვლა და დათას თითებს დასწვდა, მაგრად მოუჭირა ხელი.
- გისმენ მაკა, გისმენ, კიდევ რა დაგრჩა სათქმელი, -ხელის განთავისუფლება არ უცდია ისე დახედა ტელეფონის განათებულ ეკრანს, იკა კახასგან მოსულ შეტყობინებას უგზავნიდა.
- სათქმელი ბევრი მაქვს საყვარელო, -ხმა დაიშაქრა მაკამ და ტუჩები გამობურცა, -სიმართლე რომ გითხრა არ ველოდი რომ ასე კარგად წავიდოდა ყველაფერი, მეგონა საბოლოოდ დაგკარგე, შენიც მესმის, ოჯახის და ხალხის გამო იკავებ თავს თუმცა თუ კატოს მოიყვან ცოლად ისევ შევძლებთ ერთად ყოფნას.
- გუშინდელს აქეთია ვფიქრობ რომ რაღაც საშინელ კოშმარში ვარ და სინამდვილეში არ აპირებ საკუთარ არასრულწლოვან ქალიშვილზე შანტაჟის მეშვეობით დამაქორწინო, ჩემი თავი ჯანდაბას მაგრამ კატოზე საერთოდ არ ფიქრობ? როგორ შეგიძლია ასეთი გულცივი იყო, ჯერ სულმთლად ბავშვია...
- შენთან კარგად იქნება დატა დარწმუნებული ვარ.
- იმის იმედით მატან რომ არაფერს დავუშავებ და არ შევეხები თუ საერთოდ არ გაინტერესებს რას ვუზამ? -გამომცდელად შეხედა დათამ და დაინახა როგორ შეეცვალა მაკას სახე, მოიღუშა, თვალები ბრაზით და ეჭვით აევსო, სუნთქვა აუჩქარდა.
- შენ რა კატო მართლა მოგეწონა?
- ვთქვათ რომ ასეა, რას გააკეთებ? -დათა სპეციალურად ცდილობდა საუბრის გაჭიანურებას და თან კახას მიერ გამოგზავნილ ვიდეოს უყურებდა ცალი თვალით.
- ის შენი ცოლი იქნება და რასაც გინდა იმას გააკეთებ, უბრალოდ არც კი იფიქრო რომ მე თამაშიდან გავალ, ისეთივე ურთიერთობა გვექნება როგორიც ადრე გვქონდა, კატოს რაც შეეხება არ მგონია ასეთი ლაწირაკები გიზიდავდეს, ცოტას გაერთობი და მოგბეზრდება დარწმუნებული ვარ.
ამას რომ ამბობდა უკვე დამშვიდებული იყო მაკა, თითებს ათამაშებდა მაგიდაზე ად ჩვეული მიამიტური ღიმილი ჰქონდა სახეზე აკრული.
- დარწმუნებული ხარ რომ ნამდვილად შენი შვილია? -ძლივს ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას, -იქნებ ნაშვილები გყავს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ნაშვილებს კი არა უბრალო გამვლელს არ მოექცევა ადამიანი ისე შენ რომ მას ექცევი.
- საინტერესოა სოფო რას იტყვის თუ გაიგებს რაც მოხდა, -მაკას საერთოდ არ მიუქცევია მისი სიტყვებისთვის ყურადღება, ისევ შანტაჟით ცდილობდა მასზე ზეგავლენის მოხდენას, სიგიჟემდე უნდოდა დათასთან ურთიერთობის გაგრძელება და ამისთვის ყველაფერზე იყო წამსვლელი, მერე რა თუ საამისოდ კატოს გამოყენება სჭირდებოდა, დათას იმაზე კარგად იცნობდა ვიდრე ეს დათას წარმოედგინა, დარწმუნებული იყო კატოს ზედმეტად არა შეეხებოდა და არაფერს გაუჭირვებდა, მაგრამ რაღაც რომ მომხდარიყო, დროთა განმავლობაში მის მიმართ გრძნობა რომ გასჩენოდა... უსიამოვნოდ შეეჭმუხნა სახე, პირველად იფიქრა რომ მისი გეგმა არც თუ ისე იდეალური იყო, გულში ეჭვის ჭია შეუძვრა და უსიამოვნოდ აფუთფუთდა...
- შეხედე და დატკბი, -დათამ ტელეფონი რომ გაუწოდა ინსტიქტურად, უსიტყვოდ ჩამოართვა, გამშრალი, ენაჩავარდნილი უყურებდა ვიდეოს და არ იცოდა რა უნდა ეთქვა.
- ეს საიდან გაქვს? -სახეაწითლებულმა, თვალებამღვრეულმა შეხედა ირონიულად მომღიმარ მამაკაცს რომელიც აშკარად ერთობოდა მისი ასეთი მდგომარეობით.
- გეგონა გამიჭირდებოდა იმის გარკვევა რომ რესტორნის დაცვის უფროსი მამუკა შენი კლასელი და შენზე უგონოდ შეყვარებულია? ბავშვობიდან არანორმალურად უყვარხარ იმ იდიოტს და ამიტომაც უსიტყვოდ დაგთანხმდა კამერების ჩანაწერების ნაწილის გაქრობაზე და ნაწილში ცვლილებების შეტანაზე, იცი რომ ახლა შემიძლია ცილისწამებისთვის გიჩივლო და ძალიან ცუდ დღეში ჩაგაგდო?
- დათა მე... მე უბრალოდ...
- არ გინდა თავს ნუ დაიღლი, არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, უბრალოდ შევთანხმდეთ რომ ახლა ადგები აქედან წახვალ და სამუდამოდ დამივიწყებ და კიდევ ერთი, კატოს თავს დაანებებ და აცდი რომ ისე იცხოვროს როგორც მისი ასაკის ბავშვი უნდა ცხოვრობდეს.
- კატო შენ არ გეხება, ის...
- გაჩუმდი, -ხმას აუწია და მაშინვე შეაწყვეტინა სიტყვა, -სწორედაც რომ მეხება, ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ ცოლად მატანდი ხომ არ დაგავიწყდა, იცოდე რომ გავიგო იმ ნაბიჭვარ ვაკოსთან ან ვინმე სხვასთან აიძულებ ურთიერთობას ასეთი ლმობიერი აღარ ვიქნები.
მის პასუხს არ დალოდებია, წამოდგა და უკანმოუხედავად გავიდა გარეთ, უცნაური შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ყველაფერი მოაგვარა მაგრამ მაინც ვერ გრძნობდა თავს ისე მსუბუქად როგორც წესით უნდა ეგრძნო, ცალკე დედამისზე იყო ნაწყენი იმის გამო რომ მისი არ დაიჯერა, ცალკე კატოზე ფიქრს ვერ იგდებდა თავიდან, ნეტავ ახლა როგორ იყო...
-
- ანუ ყველაფერი მოგვარდა? -გოგამ სასმლით სავსე ჭიქა გაუწოდა დათას მაგრამ მან უარის ნიშნად თავი გაუქნია და მოცეკვავე სხეულებს შეავლო არაფრისმთქმელი მზერა.
- მგონი კი, მოგვარდა და არამგონია კიდევ შემაწუხოს.
- თუ ასეა სახე რატომ ჩამოგტირის?
- არ ვიცი რაღაც ცუდი წინათგრძნობა მაქვს.
- შენ რა ბებიაჩემივით ლაპარაკობ, -იკამ სიცილი ვერ შეიკავა.
- ბებიაშენი არ ვიცი მაგრამ რატომღაც მგონია რომ იმ საწყალ ბავშვს რამეს დაუშავებენ, ცოდოა ასეთი მშობლების ხელში.
- კახას რომ ვუთხრათ?
- კახა რა შუაშია? -გოგას უკვე იმდენი ჰქონდა დალეული ნახევარსაც ვერ იგებდა რასაც ელაპარაკებოდნენ.
- რა შუაშია და ერთ-ერთი საუკეთესო იურისტია ამ ქალაქში, გვირჩევს რისი გაკეთება შეიძლება, ასე ხომ ვერ ვუყურებთ როგორ აუბედურებენ თოთხმეტი წლის ბავშვს, -იკას აშკარად ეტყობოდა რომ გულწრფელად განიცდიდა კატოს მდგომარეობას.
- ხვალ დაველაპარაკები, -ტელეფონს დახედა დათამ და მერე ფეხზე წამოდგა, -მივდივარ ბიჭებო, სოფო მირეკავს, უნდა შევხვდე.

კლუბიდან გამოსულმა ღრმად ჩაისუნთქა ღამის გრილი ჰაერი და მერე უღრუბლო, მთვარიან ცას შეავლო მზერა, ამოიოხრა, ისეთი დაღლილი იყო ახლა ერთი გვარიანი გამოძინება ყველაფერს ერჩივნა მაგრამ სოფოს უარი ვერ უთხრა შეხვედრაზე, აუცილებელი საქმე მაქვსო წერდა...
- ყველას ახლა რატომ მოუნდა ჩემთვის ტვინის ბურღვა, -ჩაილაპარაკა და იქვე მდგარი ავტომობილისკენ წავიდა ნელი ნაბიჯით, საჭესთან მოთავსდა თუ არა მეორე შეტყობინება მიიღო, ადგილმდებარეობას უგზავნიდა სოფო ერთ-ერთი გარეუბნიდან, ჩემს მეგობართან ვარ და აქ მომაკითხეო, ოც წუთში უკვე მიახლოებული იყო დანიშნულების ადგილთან, ის იყო კიდევ ერთ ვიწრო ქუჩაზე შეუხვია რომ თითქოს არსაიდან გამოჩენილმა სილუეტმა გადაურბინა წინ, ძლივს მოასწრო რეაგირება, შეძლებისდაგვარად სწრაფად დაამუხრუჭა, სწრაფად გადმოვიდა და ორიოდე მეტრის მოშორებით ასფალტზე უძრავად მწოლ სხეულთან დაიხარა, ქუჩის მკრთალი ყვითელი განათების ფონზე მკაფიოდ ჩანდა გამხდარი, გრძელთმიანი გოგონა, პირველ რიგში არტერია მოუსინჯა და შვებით ამოისუნთქა, კაცმა რომ თქვას იცოდა კიდეც რომ არაფერი სჭირდა, არც კი შეხებია, ალბათ შიშისგან თუ დაკარგა გონება, ფრთხილად გადაუწია სახიდან თმები და კარგად დააკვირდა...
- დამცინი ღმერთო? -აღმოხდა და მერე ნერვიული სიცილი აუტყდა, მის წინ ტუჩგახეთქილი და ლოყადალურჯებული კატო იწვა უგონოდ.
-
გაუნძრევლად იჯდა, დივანზე მწოლ კატოს დაჰყურებდა და წინასწარ ეშინოდა იმის რაც მისი გამოფხიზლების მერე მოხდებოდა, თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ არ წაიყვანა საავადმყოფოში...
- სად ვარ, რა ხდება? -გაჭირვებით გაახილა თვალები კატომ და წამოიწია, წამოჯდა, იქაურობა მოათვალიერა და დათა დაინახა თუ არა შეშინებული მიიკუნჭა დივნის კუთხეში, თვალები ცრემლებით აევსო, ხმას ვერ იღებდა, ვერაფერს აკეთებდა, მისი მდგომარეობის შემყურე დათა კი სადაც იყო სიმწრისგან ღრიალს დაიწყებდა.
- ნუ გეშინია, არაფერს დაგიშავებ, შემთხვევით გადამირბინე გზაზე, ქუჩაში ასეთ მდგომარეობაში ვერ დაგტოვებდი, ამიტომ წამოგიყვანე ჩემთან, -ფრთხილად ელაპარაკებოდა, თბილად, ცდილობდა სიტყვები შეერჩია რომ უფრო მეტად არ დაეფრთხო.
- საავადმყოფოში რატომ არ წამიყვანე, -საცოდავად ამოიკნავლა კატომ და უფრო მაგრად მიეკრო დივნის საზურგეს თითქოს ასე შეძლებად გაქცევას იმ გარემოდან რომელშიც ახლა იმყოფებოდა, უნებურად გაეღიმა დათას, ისეთი პატარა იყო, ისეთი უმწეო, ისეთი საყვარელი...
- არ ვიცი რატომ არ წაგიყვანე, ახლა შემიძლია წაგიყვანო თუ თავს უფრო მშვიდად იგრძნობ, ჩემი არ შეგეშინდეს კარგი? მართალია არ გახსოვარ მაგრამ...
- მახსოვხარ, მახსოვს რომ წვეულებაზე გნახე, -ხმაში სითამამე შეეპარა კატოს მაგრამ შემდეგ ისევ მოიბუზა, არც იყო გასაკვირი, ალბათ რა საშინელებები ახსენდებოდა ახლა.






- კარგია რომ გახსოვარ, ახლა ის მითხარი თავს როგორ გრძნობ, ხომ არაფერი გტკივა?
- კარგად ვარ, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და გაჭირვებით გაუსწორა მზერა.
- სახეზე რა გჭირს? ქუჩაში ასეთ მდგომარეობაში რას აკეთებდი?
- არაფერი არ მჭირს? -მოიღუშა და გაბრაზებულმა გაბუსხა ტუჩები.
- გინდა შენებს დავურეკოთ და გავაგებინოთ რომ აქ ხარ? არ ინერვიულონ.
- არ მინდა, არ დაურეკო, -ისეთი ხმით იყვირა დათა მოულოდნელობისგან შეხტა, -არ დაურეკო გთხოვ, არ მინდა იცოდნენ სად ვარ, -ცრემლებით აევსო თვალები და მუხლებზე შემოჭდობილი ხელები აუკანკალდა, -არ დაურეკო თორემ მოვლენ და სახლში წამიყვანენ.
- სახლში წასვლა არ გინდა? -მისი მდგომარეობით დაზაფრული დათა ყველანაირად ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, პირველად იყო ასეთ სიტუაციაში წარმოდგენა არ ჰქონდა რა უნდა გაეკეთებინა, იმაზე ფიქრიც კი არ უნდოდა რა უნდა შემთხვეოდა ამ პატარა გოგოს ისეთი რომ ასეთ დღეში იყო ასე შეშინებული...
- გთხოვ მათ არ დაურეკო, დედა... დედა მაიძულებს რომ... -ტირილი აუტყდა კატოს, ცრემლებისგან დაებინდა თვალები, უფრო მეტად აცახცახდა, -დედა... დედამ მითხრა რომ მაინც გამათხოვებს იმ საზიზღარ კაცზე, გუშინ მეჩხუბა, დამარტყა, ადრეც ცუდად მექცეოდა მაგრამ არასდროს ვუცემივარ, გუშინ მცემა, მამა ისევ სვამდა ამ ბოლო დროს სულ სვამს, არ გამომსარჩლებია, მგონი მასაც უნდა რომ იმ ვაკოს ცოლი გავხდე, რამდენიმე დღის წინ ჩვენთან იყო მოსული და გავიგონე როგორ საუბრობდნენ რაღაც საერთო საქმეზე, გუშინ კი დედამ უმიზეზოდ მცემა, არაფრის მაქნისი ხარო, არაფერში არ მადგებიო, დღეს კი... საღამოს ის გვესტუმრა.. ყვავილები მოართვა დედაჩემს, ჩემს გვერდით იჯდა და ქორწილს გეგმავდნენ ისე თითქოს ჩემზე ძალადობა არ ეცადა, ვეღარ გავუძელი, დედას ვუყვირე, ვაკოსაც, ვუთხარი რომ ჩემთვის თავი დაენებებინათ, ოთახში შემიყვანა და ჩამკეტა, მითხრა ხვალვე წაგიყვანსო, სათადარიგო გასაღები მქონდა ძლივს შევძელი გამოპარვა, იქ აღარ დავბრუნდები, იმ საზიზღარ კაცთან ერთად ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია...

იჯდა და უსიტყვოდ უსმენდა ენად გაკრეფილ გოგონას რომელიც სლუკუნ-სლუკუნით უყვებოდა ყველაფერს და ეტყობოდა როგორ ამშვიდებდა სრულიად უცხო ადამიანისთვის გულის გადაშლა, თავს რატომღაც დამნაშავედ გრძნობდა მის წინაშე, მაშინ რომ ასე არ გაეშვა დედამისთან ერთად, იმ დღეს რესტორანში მის დასაცავად რამე რომ გაეკეთებინა...
- ახლა რა უნდა ვქნა? -ისევ მისმა ხმამ მოიყვანა დათა გონს, ცრემლიანი თვალებით უყურებდა კატო თითქოს ისევ მისგან ელოდა ხსნას, თავს ძალა დაატანა რომ გაეღიმა.
- ამაღამ შეგიძლია აქ დარჩე, თავისუფალი საძინებელი მაქვს მაგრამ იქ ჯერ ავეჯი არ არის, ჩემს საძინებელში დაიძინებ, მე ამაღამ დივანზე დავწვები, -სწრაფად დაამატა ბოლო სიტყვები როგორც კი დაინახა როგორ შეკრთა კატო.
- და ხვალ? ალბათ დედა უკვე დარეკავდა პოლიციაში და მეძებენ.
- ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს შეგიძლია მენდო, არაფერზე იფიქრო კარგი? ახლა მხოლოდ დასვენება და კარგად გამოძინება გჭირდება, იქნებ გშია კიდეც თუმცა არ ვიცი მაქვს თუ არა რამე...
- არ მშია, მაგრამ მართლა ძალიან მეძინება, -მორცხვად შეაწყვეტინა კატომ სიტყვა, წამოდგა და მხრებაწურული, მობუზული აისვეტა მის წინ, -ბოდიში რომ გაწუხებ, მე შენ არ გიცნობ არადა იძულებული ხარ ამიტანო და მომიარო, ბოდიში, -ისევ ცრემლებით აევსო თვალები, ძლივს შეიკავა თავი დათამ რომ არ ჩახუტებოდა, წამოდგა, ფრთხილად შეეხო ნიკაპზე და თავი ააწევინა.
- არაფერზე იფიქრო კარგი? რა მნიშვნელობა აქვს გიცნობ თუ არა, დახმარება გჭირდებოდა და გეხმარები, ახლა წამოდი აბაზანას გაჩვენებ, თბილი წყალი გადაივლე და მერე დაწექი დაისვენე.
აბაზანა აჩვენა, ხალათი და პირსახოციც დაუკიდა საკიდზე და მარტო დატოვა, დაბნეული, ტვინარეული გამოვიდა მისაღებში, იქვე მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს დასწვდა და კახას ნომერი აკრიფა.
- შენთვის ძალიან სერიოზული და საინტერესო საქმე მაქვს მეგობარო.
-
დივანზე იჯდა ჩაფიქრებული, უამრავი რამ უტრიალებდა გონებაში მაგრამ ერთადერთი რაც დანამდვილებით იცოდა იყო ის რომ იმ პატარა შეშინებული გოგონას დაჩაგვრის უფლებას აღარავის მისცემდა, კახასთან ერთად აუცილებლად იპოვიდა გზას მის დასახმარებლად, ბოლოს და ბოლოს ტყუილად ხომ არ იყო ერთ-ერთი საუკეთესო იურისტი, მაკა კი... მაკას აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს ყველაფრისთვის...
- მე... ბოდიში... უბრალოდ... იქნებ მაჩვენო სად არის საძინებელი, -მორცხვი, მორიდებული ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები რომ მოესმა თავი ასწია და გულიანად გაეღიმა მის ხალათში საგულდაგულოდ გახვეული კატო რომ დაინახა რომელსაც სველი თმა მხრებზე ჩამოშლოდა და ძლივს უსწორებდა მზერას.
- წამოდი, -წამოდგა და ანიშნა უკან გაჰყოლოდა, საძინებლის კართან რომ მივიდა შედგა, -ჯერ თმა გაიშრე თორემ ასე გაცივდები, მერე კი ამ ოთახში შედი და დაიძინე, სანამ შენ თმას გაიშრობ მე მანამდე თეთრეულს გამოვცვლი და ჩემს მაისურს დაგიტოვებ რომ ჩაიცვა, -მის პასუხს არ დალოდებია ისე შეაღო კარი, კარადიდან ახალი თეთრეული გამოიღო და გამოცვალა, მაისურიც გადაფინა საწოლზე, თვითონაც გამოიცვალა და მერე უხმაუროდ გამოიხურა კარი, მისაღებში შესულმა განათება ჩააქრო და დივანზე მიწვა, დაღლილობამ თავისი გაიტანა და მალევე ჩასთვლიმა.

უცნაური რამ ეზმანა, მთვარის შუქით განათებულ, მწვანედ აბიბინებულ მინდორზე გარბოდა ფეხშიშველი, მის წინ მორბენალ თეთრ კაბაში გამოწყობილ გრძელთმიან გოგონას მისდევდა, არ იცოდა ვინ იყო, უნდოდა დასწეოდა რომ მისი სახე დაენახა მაგრამ ვერ ახერხებდა, ხედავდა როგორ უფრიალებდა ქარი თმებს და კაბის კალთას, მის ჩამოქნილ ფეხებს ხედავდა და მაცდურად მოშიშვლებულ მხრებს, მისი მხიარული კისკისი ესმოდა მაგრამ მიახლოებას ვერ ახერხებდა, ტყეს უახლოვდებოდა გოგონა ჩაბნელებულს და სახიფათოდ გაყურსულს, არ ანელებდა ნაბიჯს, სადაც იყო ხეებს შეერეოდა და თვალთახედვიდან დაეკარგებოდა, უნდოდა დაეძახა, შეეჩერებინა, გაეფრთხილებინა, ეთქვა რომ ტყეში შესვლა სახიფათო იყო მაგრამ ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა, ამაოდ აფჩენდა პირს მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა, გულამოვარდნილი შედგა როცა ხეების მიღმა წითლად მოელვარე თვალები დაინახა, მერე საშინელი ღრენა მოესმა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თმა ყალყზე დაუდგა...
- მიშველე, -შემზარავი ხმით იკივლა გოგონამ, -დამეხმარე...
შეშინებული წამოხტა საბა, რამდენიმე წამი დასჭირდა იმის გასააზრებლად რომ საკუთარ ბინაში საკუთარ მისაღებში იყო და არა სადღაც შუაგულ ტყეში, საათს დახედა, სულ რაღაც რამდენიმე წუთის ჩაძინებული იყო, რაღაც ქვითინისმაგვარი ხმა რომ მოესმა საძინებლიდან თავიდან ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ფრთხილად მივიდა კართან და შეაღო, გული მოეწურა საწოლში საცოდავად მოკუნტული მტირალი კატო რომ დაინახა.
- არ მინდა, არ შემეხო, არ მომეკარო, -ბოდავდა კატო და უაზროდ იქნევდა ჰაერში ხელებს, მის ასეთ მდგომარეობას ვეღარ გაუძლო საბამ, მიუახლოვდა, საწოლზე ჩამოუჯდა და ფრთხილად დაუჭირა ხელები.
- რასაც არ უნდა ხედავდე უბრალოდ სიზმარია გესმის? -თბილი და მშვიდი ხმა ჰქონდა, ყველანაირად ცდილობდა უფრო მეტად არ შეეშინებინა, -მე შენთან ვარ, შენს გვერდით ვარ, ვერავინ ვერაფერს ვერ დაგიშავებს...
ელაპარაკებოდა რომ დაემშვიდებინა, დროდადრო თმაზე და ცრემლიან ლოყებზე ეფერებოდა, როდის როდის დამშვიდდა კატო და საბა ამდენი ნერვიულობით და უძილობით გადაღლილი თვითონაც ვერ მიხვდა როგორ მიუწვა გვერდით და ჩაეძინა.
-
ლამაზად გაწყობილ სუფრასთან იჯდა სოფო და თითქმის ბოლომდე ჩამწვარ სანთლებს შეჰყურებდა ამღვრეული თვალებით, ღრმად გულამოჭრილი შავი კაბა ეცვა, მაკიაჟიც შესაბამისი ჰქონდა გაკეთებული მკვეთრი და გამომწვევი, საბას ცდუნება ჰქონდა ჩაფიქრებული, უნდოდა როგორმე გაექრო მათ შორის მდებარე თითქოსდა გადაულახავი ბარიერი, ეგონა დღეს მაინც მოახერხებდა ამას და მათი ურთიერთობა შედარებით სერიოზულ სახეს მიიღებდა, თუმცა ყველაფერი ჩაეშალა რაც ჩაფიქრებული ჰქონდა, ის არ მოვიდა, შეპირდა მოვალო მაგრამ არ მოვიდა...
- ჯანდაბა შენს თავს, -გამწარებულმა დაიკივლა და მაგიდიდან ერთი მოსმით გადაყარა ყველაფერი ძირს, ხმაურით დაენარცხა ნაცრისფერზოლებიან ფილაქანს ძვირადღირებული ღვინით სავსე ბოთლი, ბევრი აღარ უფიქრია, სიბრაზე და რამდენიმე ჭიქა სასმელი მის გარეშეც აკეთებდა გასაკეთებელს, პირდაპირ საღამოს კაბაზე მოიცვა ტყავის ქურთუკი, შეამოწმა ჩანთაში საბას ბინის გასაღები ედო თუ არა და ხმაურით გაიხურა კარი.

უხმაუროდ შეაღო კარი, თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ იქცეოდა ასე და რა აიძულებდა ამის გაკეთებას, ალბათ ინსტიქტი ან წინათგრძნობა თორემ საბა რომ არ ღალატობდა ამაში რატომღაც დარწმუნებული იყო, უბრალოდ უნდოდა გაეგო რის გამო არ მოვიდა მასთან რა იყო მასზე მეტად მნიშვნელოვანი, შეყვარებული იყო საბაზე, მანიაკალურად, სიგიჟემდე, უსაზღვროდ... უბრალოდ ყველანაირად ცდილობდა საბას მისი ასეთი დამოკიდებულება არ შეემჩნია, არ უნდოდა შეეშინებინა, არ უნდოდა ჩანასახშივე დაესრულებინა ურთიერთობა, ჯერ უნდა შეეჩვია, ურთიერთობა გაეღმავებინა, თავი შეეყვარებინა...
ყურადღებით მოათვალიერა მისაღები და სამზარეულო, საეჭვო რომ ვერაფერი შეამჩნია საძინებლისკენ წავიდა და ფრთხილად შეაღო კარი...




ფანჯრებიდან შემომავალი მთვარის შუქი მკრთალად ანათებდა საძინებელ ოთახს, ტკბილად ეძინა კატოს, ღრმად სუნთქავდა, დათას მკლავზე ედო თავი, ზურგით მკერდზე ეკვროდა, ტალღებად იყო გადაშლილი ქათქათა ბალიშზე მუქი ყავისფერი თმის კულულები, მეორე ხელი მის წელზე ედო დათას, თვითონაც ღრმად იყო წასული სიზმრების სამყაროში...
- აქ რა ხდება? -ნერვიულად აცახცახებულ ტუჩებს ძლივს უყრიდა თავს სოფო, სიბრაზე და ჭარბად მიღებული სასმელი დაფიქრების და გააზრების საშუალებას არ აძლევდა, ან რა იყო დასაფიქრებელი, ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს, შედგა და დაკვირვებით დააცქერდა დათას მკლავებში განაბულ გოგონას, ეცნო, თვალები აენთო რესტორანში მომხდარი რომ გაახსენდა, დათას დედას გაყვა მაშინ უკან, ოდნავ შეღებული კარიდან უთვალთვალებდა, შემდეგ იმაზე ბრაზობდა რომ დათამ არაფერი მოუყვა, ახლა კი უკვე საკუთარ თავზეც იმის გამო რომ მისი უდანაშაულობა ირწმუნა არადა ის რასაც ახლა ხედავდა საწინააღმდეგოზე მეტყველებდა, როგორ შეეძლო... როგორ შეეძლო ამ ლაწირაკთან ეღალატა მისთვის...
- განანებ დათა, თავბედს გაწყევლინებ, -ჩაილაპარაკა, მობრუნდა და უჩუმრად გამოიხურა კარი, მისაღებში გასულმა დათას დედის ნომერი აკრიფა...

მშვიდად ეძინა დათას, სითბოს გრძნობდა მკერდთან და ნაზი, სასიამოვნოდ გრილი სურნელი უვსებდა ნესტოებს, ამოიხვნეშა და ღიმილი გადაეფინა ტუჩებზე, თუმცა წამშივე შეკრა წარბები კარის ჯახუნი და ხმადაბალი თავშეკავებული წამოკივლება რომ მოესმა, შეირხა და ქუთუთოები აახამხამა თუ არა იმ წამს ანთებულმა განათებამ მოსჭრა თვალი, გაოგნებულმა წამოიწია და საწოლის თავს მიეყრდნო თავზე დამდგარ ქალში დედამისი რომ შეიცნო, მის უკან კი მაკა იდგა ტუჩებზე ირონიულ ღიმილგადაკრული.
- აქ რა ხდება დათა? -მარიამი ასეთ სიტუაციაშიც არ კარგავდა თავის დიდებულებას, მაშინვე მიხვდა დათა რაც მოხდა, არ გასჭირვებია სიტუაციის აღქმა არც კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი სოფოს არეული, ამღვრეული მზერა გამორჩენია, ჯერ კიდევ ღრმად მძინარე გოგონას დახედა, ფრთხილად წამოდგა საწოლიდან და პლედი მზრუნველად გადააფარა.
- მისაღებში გავიდეთ, იქ ვისაუბროთ, -თავზე სულთამხუთავებივით წამომდგრებს მკაცრი მზერა შეავლო და კარისკენ წავიდა ნელი ნაბიჯით, ჩაეღიმა როცა დაინახა როგორ დაიხია შეშინებულმა სოფომ უკან.
-
- როგორ არის? -იკამ თავით ანიშნა კარისკენ და დათაც რათქმაუნდა მაშინვე მიხვდა რომ მეგობარს კატოს მდგომარეობა აინტერესებდა, ამოიოხრა და თავი გააქნია.
- როგორ უნდა იყოს? თითქმის ორი კვირაა ნორმალურად არ უძინია, საჭმელს არ ჭამს, იძულებული ვხდები ძალით ვაჭამო რომ შიმშილით არ მოკვდეს, მეუბნება რომ ვერ მიტანს და ვეზიზღები, ღამით კი როცა კოშმარები აღვიძებს მაინც მე მიწევს მისი დამშვიდება, რომ ნახო ნახევრად მძინარი და გაბრუებული როგორ მეხუტება ხოლმე და როგორ მთხოვს მარტო არ დავტოვო...
- დედამისი და მამამისი არ მოდიან მის სანახავად?
- მამამისს მხოლოდ ის თანამდებობა აინტერესებდა რაც მიიღო და ახლა აღარც ახსოვს შვილი, მაკა რათქმაუნდა მირეკავს და იმ საბაბით რომ მისი ბედი აწუხებს თითმის ყოველდღე მოდის მაგრამ სახლში არ ვუშვებ, არ მინდა კატოსთან რამე ურთიერთობა ჰქონდეს.
- კატოს არ უნდა მისი ნახვა?
- არ უნდა, რომ უნდოდეს რათქმაუნდა ნახავდა, არავის ნახვა არ უნდა, არც ჩემი, ვერ მიტანს, ჰგონია რომ მე მინდოდა ის რაც მოხდა, თუმცა რა მიკვირს, დედაჩემსაც კი არ ჯერა ჩემი და ფიქრობს რომ იმ ღამით... ჯანდაბა ენაც კი არ მიბრუნდება რომ ვთქვა.
- ფიქრობს რომ იმ ღამით კატოსთან იწექი, -დათას ვერნათქვამი სიტყვები გააჟღერა იკამ და მერე აწკრიალებულ ტელეფონს დახედა, -გოგა მწერს, მგონი ის კაცი დაითანხმა რომ სახლი მოგყიდოს, მაინც ვერ ვხვდები რატომ აიჩემე კერძო სახლის ყიდვა თანაც იმ მიყრუებულ უბანში.
- იმიტომ რომ სიწყნარეა, უზარმაზარი ეზო აქვს და კატო იქ უფრო მშვიდად და კარგად იგრძნობს თავს.
- კატოს გამო იყიდე? -იკამ გაკვირვებულმა აწკიპა წარბები.
- რაც არ უნდა გაგეფიქრებინა შენთვისვე ჯობს არ თქვა, -დათამ მუქარით დაუქნია თითი, წამოდგა და ნელი ნაბიჯით მივიდა ფართოდ გამოღებულ ფანჯარასთან, რაფას დაეყრდნო და სიცხისგან გავარვარებულ ქალაქს მოავლო მზერა, -ჩემი მეგობრები ხართ იკა, შენ და გოგას მაინც უნდა გჯეროდეთ ჩემი, მშვენივრად იცით რომ თოთხმეტი წლის ბავშვს როგორც ქალს ისე არასდროს შევხედავ, უბრალოდ სიტუაციამ მაიძულა ჩემთან დამეტოვებინა, დედაჩემს ჩემი არ ჯერა თუმცა როგორღაც მოახერხა მამა დაერწმუნებინა იმ აბსურდში რომ ეს საწყალი ბავშვი შემიყვარდა, მაკა და მისი ბედოვლათი ქმარი საკუთარი შვილით მევაჭრებიან და შანტაჟს მიწყობენ რომ რაც შეიძლება მეტი გამორჩენა ნახონ, ცალკე სოფოსთან ლოლიავი მჭირდება რომ ამ ამბავმა პრესაში არ გაჟონოს, იმ ღამით ფოტოები გადაუღია ჩვენთვის საწოლში, ისეთ დღეში ვარ ალბათ მალე გავაფრენ და თქვენ მაინც ნუ დამიმატებთ, მინდა უბრალოდ მის მეურვედ ჩამთვალოთ და არა ქმრად გესმის?
- დამშვიდდი, არაფერი გაქვს სანერვიულო, -იკა გვერდით ამოუდგა, -ხომ იცი ჩვენ ყოველთვის დაგიჭერთ მხარს რაც არ უნდა მოხდეს.
- ვიცი იკა, ვიცი.
- მაინც ვერ გავიგე რას აპირებ, როგორ უნდა იცხოვროთ ერთად.
- როგორ და ჩვეულებრივად, დრო გავა და შემეჩვევა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ თავი კარგად იგრძნოს, იცი რა საშინელება იყო როცა დედამისმა უთხრა რომ სახლში ვერ დაბრუნდებოდა და ჩემთან უნდა დარჩენილიყო ჩემი ცოლის სტატუსით, სულ რამდენიმე წუთით დავტოვე მასთან საძინებელში და შესულმა ჩემი ყურით გავიგონე როგორ ეუბნებოდა რომ რაც შეიძლებოდა ბეჯითად უნდა შეესრულებინა ჩემი ცოლის როლი, დათას მოსწონხარო უთხრა და შენც უნდა ეცადო ასიამოვნოო, პანიკური შეტევა ჰქონდა საწყალ ბავშვს, მას მერე აღარ მენდობა, ვერაფრით მოვულბე გული...
- შეგეჩვევა სხვა რა გზაა, -იკამ დანანებით გადააქნია თავი, -არ მესმის დედას როგორ შეუძლია შვილს ასე მოექცეს, ამას რატომ აკეთებს.
- მაკა არ არის ნორმალური და ძალიან მიკვირს მისნაირ შეშლილს კატოსნაირი შვილი რომ ჰყავს, თუმცა რაც მთავარია ახლა ჩემთან არის და ვეღარასდროს მიუახლოვდება და ვერაფერს დაუშავებს, მთავარია სულ ცოტა მაინც დავუახლოვდე და მერე ფსიქოლოგთანაც ვატარებ, ლეილასაც უნდა დავურეკო, იქნებ მის სკოლაში დავაწყებინო სწავლა რას იტყვი?
- სკოლაში უნდა იაროს?
- ეს რა კითხვაა, რა თქმა უნდა უნდა იაროს, ახალი სასწავლო წლიდან გააგრძელებს სწავლას.
- უბრალოდ ვფიქრობ ცოტა გაუჭირდება...
- არ არის საჭირო ყველამ ყველაფერი იცოდეს, ლეილა მიხედავს, თან ნათიას ტყუპები მის კლასში იქნებიან, დარწმუნებული ვარ მათთან დამეგობრებას მოახერხებს.
- ჰოო სულ გადამავიწყდა რომ თაკო და ლუკა იმ სკოლაში სწავლობენ.
- სკოლაში ივლის, ისწავლის, მეგობრები ეყოლება, ისეთ ცხოვრებას შევუქმნი როგორსაც იმსახურებს, ვერავინ ვეღარასოდეს ატკენს გულს, -უნებურმა ღიმილმა გაუპო ბაგეები და გონებაში წარმოდგენილმა სცენამ საოცარი სიმსუბუქით აუვსო მთელი არსება.
- კარგი კაცი ხარ შენ, -მხარზე დაჰკრა ხელი იკამ და როგორც იქნა თავისუფლად ამოისუნთქა.
-
- შენთვის სიურპრიზი მაქვს, -ისეთი გახარებული და აჟიტირებული იყო დათა დაკაკუნების გარეშე შეაღო საძინებლის კარი და კატოს მოღუშული სახის დანახვისას თვითონაც წამში შეეცვალა გამომეტყველება, ფრთხილად მიუახლოვდა სავარძელში უძრავად მჯდარ გამხდარ გალეულ სხეულს და მის წინ ჩაიმუხლა, ჩაცვენილი ლოყები ჰქონდა კატოს, ჩაშავებული უპეები, ფერდაკარგული ტუჩები, ახლა უფრო პატარა ჩანდა, უფრო ნაზი, უფრო სუსტი ვიდრე ოდესმე, ფრთხილად წაიღო ხელი მისი ხელისკენ და როცა დაინახა როგორ შეკრთა მაშინვე წამოდგა და უკან დაიხია.
- იქნებ ცოტა ხნით ეზოში გამოხვიდე, მინდა რაღაც გაჩვენო, -თითქოს ემუდარებაო ისეთი ხმა ჰქონდა, თვალი აარიდა კატომ.
- აქ ვიქნები, -ძლივს გაიგონა დათამ ორად ორი სიტყვა.
- გთხოვ, რამდენ ხანს აპირებ ასე გაგრძელებას, ეს სახლი შენთვის ვიყიდე, უზარმაზარი ბაღი აქვს, უამრავი ხე და ყვავილია ბაღში, ჰამაკიც გავაბი, აუზიც გვაქვს...
- არ მინდა მეთქი არ გესმის? -მთელი დარჩენილი ძალა ჩააქსოვა კატომ ამ ბრაზით და ზიზღით გაჟღენთილ სიტყვებში, ის იყო თვალები დახუჭა და უფრო უკეთ მიეყრდნო საზურგეს რომ აივნის ღია კარიდან საბრალობელი წკმუტუნი მოესმა, მაშინვე ჭყიტა თვალები და დაეჭვებულმა შეხედა დათას? -რა ხდება? შენ რა ძაღლი გყავს?
- ჩამოდი ქვემოთ და ნახავ, ხომ გითხარი შენთვის სიურპრიზი მაქვს, ვიღაცას ძალიან უნდა შენი ნახვა, ჩამოდი გელოდებით, -თბილად გაუღიმა და უხმაუროდ გავიდა ოთახიდან, ზურგს უკან კარი მიიხურა თუ არა ღონეგამოცლილი მიეყრდნო კედელს და მაგრად დახუჭა თვალები, უკვე უჭირდა ამ ყველაფერთან გამკლავება, ძალიან უჭირდა, კარის ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან, მოკლე ცისფერ სარაფანში გამოწყობილი იდგა კატო მის წინ და წარბებ შეკრული უყურებდა ქვემოდან.
- ჩავიდეთ ქვემოთ, მაჩვენე რა სიურპრიზზე ლაპარაკობდი, -ჩაილაპარაკა, ზურგი შეაქცია და შიშველი ფეხების ტყაპატყუპით წავიდა კიბეებისკენ, ღიმილი ვერ შეიკავა დათამ, წამში გამოუკეთდა ხასიათი, გახალისებული აედევნა უკან...




- როდის უნდა შეგვირიგდე? -ქალბატონი მარიამი დათას სამუშაო ოთახში იჯდა და უყურებდა როგორ მუშაობდა მისი შვილი, დაღლილი სახე ჰქონდა დათას ეტყობოდა რომ ძლივს ახელდა თვალებს.
- რომელ შერიგებაზე მელაპარაკები, თქვენზე გაბრაზებული უნდა ვიყო რომ შეგირიგდეთ, რაღაცებს ნუ იგონებ დედა, -ხმაზეც ეტყობოდა დაღლილობა, კომპიუტერის ეკრანს თვალი მოაშორა, საზურგეს მიეყრდნო და ღრმას ამოისუნთქა, -რატომ მოხვედი?
- აი ისევ, მეუბნები რომ გაბრაზებული არ ხარ არადა მეკითხები რატომ მოხვედიო, მიზეზი მჭირდება იმისთვის რომ თქვენს სანახავად მოვიდე?
- ჩვენში ვინ იგულისხმე საინტერესოა? -ირონიული ღიმილი გაუკრთა ტუჩის კუთხეში, ზუსტად მისნაირად გაიღიმა მარიამმაც საოცრად გავდნენ დედა-შვილი ერთმანეთს.
- ხომ იცი ვინც ვიგულისხმე, ღმერთო ჩემო, ისიც კი არ ვიცი რანაირად მოვიხსენიო, უკვე თითქმის ორი წელია ერთად ცხოვრობთ და ჯერაც ვერ ვაიძულე ჩემი თავი რომ შენი ცოლი ვუწოდო.
- არც უნდა უწოდო, კატო უბრალოდ... ის... ის უბრალოდ კატოა და არავის ცოლი არ არის, მითუმეტეს ჩემი, ბავშვია დედა ბავშვი, რით ვერ შეიგნეთ, ამასწინათ კინოთეატრში ვიყავით და დოდო შეგვხვდა, შვილიშვილები ჰყავდა წამოყვანილი, გაბედნიერება მოგვილოცა და დაგვმოძღვრა მალე გამრავლდითო, კატო უნდა გენახა რა დღეში ჩავარდა, ხომ იცი რა ცუდად იყო, ხომ იცი რაც გადაიტანა, ათასჯერ გაგაფრთხილეთ რომ არავისთან გელაპარაკათ იმაზე რაც მოხდა, დოდომ საიდანღა გაიგო ვერ მეტყვი?
- მაპატიე შვილო, იმ დღეს ჩვენთან იყო სტუმრად და წამომცდა ანდაც რაღაა დასამალი კატო უკვე თექვსმეტი წლისაა, შემახსენე როდის აქვს დაბადების დღე? მგონი ხვალ არა?
- რის თქმას ცდილობ? -ხმა შეეცვალა დათას, მაშინვე იგრძნო მარიამმა მისი სიბრაზე და ღიმილით ასწია ხელები ზემოთ.
- დამშვიდდი, ვიცი მას როგორც უყურებ, სიმართლე რომ გითხრა ვამაყობ შენით, უბრალოდ არ ვიცი როგორ გითხრა, დრო გადის დათა, მალე კატო სრულწლოვანი გახდება და თავის გზას იპოვის, არ ფიქრობ რომ დროა ნამდვილი ოჯახი შექმნა?
- გინდა ამ თემაზე გეჭორავო?
- არა, მე უბრალოდ... ეს რა ჯანდაბაა? -შეშინებულმა იკივლა როცა ფეხებზე ფუმფულა, ლურჯთვალება ბეწვის გორგალი გაეგლასუნა.
- ჩვენი ფისოა, -გაეღიმა დათას.
- სახლში კატა გყავს? შენ ხომ კატები არ გიყვარს.
- მეგონა რომ არ მიყვარდა მანამ სანამ კატომ ქუჩაში არ იპოვა და სახლში არ მოიყვანა, -დათამ ხელები ფართოდ გაშალა და ვერაფრით შეიკავა ღიმილი კატოს გახსენებამ რომ მოჰგვარა, გაახსენდა თუ როგორ ემუდარებოდა დავიტოვოთო, თვალები აუციმციმდა და ერთიანად მოდუნდა, წარბი მაღლა ასწია მისმა შემხედვარე მარიამმა და ლამაზად შეღებილი ფრჩხილები აათამაშა სავარძლის სახელურზე.
- მაშინდელი ამბების გამო მართლა არ ბრაზობ ჩემზე?
- არ ვბრაზობ, რომ დავფიქრდი შეიძლებოდა შენს ადგილზე მე უარესად მოვქცეულიყავი, ყველაფერი ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს, ჯერ ვაკო, მერე მაკა და სოფო...
- იმედია ის ალქაჯი აღარასდროს შეგაწუხებს.
- არ ვიცი სოფოს ისეთი რა უთხარი რომ საზღვარგარეთ წავიდა და აქეთ გამოხედვაც აღარ უნდა მაგრამ შენი მადლობელი ვარ, მაკას რაც შეეხება...
- საეჭვოდ დუმს, რაღაც არ მომწონს, -ჩაფიქრებულმა გააქნია თავი მარიამმა და თვალი გაუსწორა შვილს, მიხვდა რომ დათაც იგივეს ფიქრობდა.
-
- პატარავ როგორ მოგწონს დღევანდელი საღამო? -დათამ ბაღში აუზთან შეკრებილ მეგობრებს თვალი მოავლო და მერე საყვარლად წარბებშეკრულ კატოს მოხვია ხელი, დაიხარა და შუბლზე აკოცა გაძალიანებულს, თან სიცილს ძლივს იკავებდა, -რა გჭირს რატომ ფართხალებ?
- იმიტომ რომ მაბრაზებ, -მკერდთან გადაიჯვარედინა მკლავები და ტუჩები საყვარლად დაბრიცა, -ხომ გითხარი ასე არ დამიძახოთქო, ხან პრინცესას მეძახი თითქოს მართლა პატარა ბავშვი ვიყო, ხან ციცქნას, ხან პატარას, არ ვარ მე პატარა.
- ჰო აბა რა, უკვე დიდი ხარ, თან ძალიან დიდი, მთელი თექვსმეტი წლის, -სახეზე ჩამოყრილი თმა შეუსწორა, ლოყაზე ნაზად მოეფერა და რომ დაინახა როგორ მინაბა თვალები კატომ ცივად ჩამოუშვა ხელი, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და ნაძალადევად გაიცინა, -ნუ მებუტები, დღეს შენი დაბადების დღეა და ჩემთან კამათში ნამდვილად არ უნდა გაატარო, წადი მეგობრებთან გაერთე, -მისი მომლოდინე ტყუპებისკენ ანიშნა და თავად ბიჭებისკენ წავიდა რომლებიც მაყალს დასტრიალებდნენ თავს.
- რა ხდება რა სჭირს კატოს? -როგორც ყოველთვის იკას არც ახლა გამორჩენია მათი კამათი და კატოს მოღუშული სახე, ამ დროის განმავლობაში რაც კატო დათასთან ცხოვრობდა იკასთან და გოგასთან დამეგობრებაც მოახერხა, ორივე ძალიან უყვარდა თუმცა იკასთან უფრო მეტად პოულობდა საერთოს, იკასაც რომ იტყვიან მზე და მთვარე ამოდიოდა მასზე, უფროსი ძმასავით უვლიდა, იცავდა ყველასა და ყველაფრისგან, მისი მესაიდუმლე იყო.
- მგონი გავაბრაზე, ზედმეტი მომივიდა, -დათამ ღიმილით გახედა კატოს რომელსაც უკვე გადავიწყებოდა წყენა და ახლა, ხმამაღლა კისკისებდა საყვარლად ლოყებ აწითლებული.
- ასეთი რა უთხარი რომ შენზე გაბრაზდა? -გოგას გულწრფელად გაუკვირდა, მართლაც გასაკვირი იყო კატოს საქციელი თუ იმას გავითვალისწინებთ რომ გიჟდებოდა დათაზე, ზედმეტად იყო მასზე დამოკიდებული, მაშინაც კი როცა თიკოსთან რჩებოდა ღამით შეეძლო შუაღამისასაც კი დაერეკა მისთვის, სახლში ყოფნისას კი გვერდიდან არ სცილდებოდა, ღამით მის გვერდით ეძინა, დათა ცდილობდა აეხსნა მისთვის რომ უკეთესი იყო თუ ცალ-ცალკე საძინებლები ექნებოდათ, კატოც თანხმდებოდა ხოლმე მერე კი გვიან ღამით მის საძინებელში იპარებოდა, უჩუმრად უძვრებოდა საწოლში და დილით ჩახუტებულებს ეღვიძებოდათ.
- არაფერი მითქვამს, ახლა ისეთი ასაკი აქვს ყველაფერზე ბრაზობს, ვცდილობ რომ არ გავაღიზიანო არადა გაბრაზებული ისეთი საყვარელია... -იკას აწეული წარბები არ შეიმჩნია და ის იყო მწვადს დასწვდა რომ უნებურად ჭიშკრიდან ბაღისკენ მომავალ ბილიკზე მდგარი მაკასკენ გაექცა მზერა, სადღესასწაულოდ გამოწყობილი, საგულდაგულოდ მაკიაჟ და თმაგაკეთებული მოდიოდა მათკენ მაკა, ხელში პატარა ყუთი ეკავა ვარდისფერი ბანტით შეკრული.
- ამას აქ რა უნდა, -ცოტა არ იყოს ხმამაღლა მოუვიდა ლადოს.
- კატოს მიხედეთ, არ მინდა ეს დღე ჩაუმწაროს, ისე გააკეთეთ რომ ცოტა ხნით სახლში არ შემოვიდეს მე კი მანამდე მოვაშორებ ამ ქალს აქედან სანამ კატო შეამჩნევს მის ყოფნას, -დათა სწრაფი ნაბიჯით წავიდა მომღიმარი მაკასკენ, მკლავში უხეშად ჩაავლო ხელი და სახლისკენ წაიყვანა.
- რას აკეთებ? გაგიჟდი? ახლავე გამიშვი, -გაუძალიანდა მაკა, თუმცა მისი წუწუნისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ძალით მიიყვანა სახლამდე და მხოლოდ მისაღებში შესულმა გაუშვა ხელი, დამნაშავე ბავშვივით აიტუზა მის წინ მაკა.
- მხოლოდ კატოს ნახვა მინდოდა მეტი არაფერი, -ჩაილაპარაკა და თვალები აუცრემლიანდა, გულწრფელი ჩანდა, შეცვლილი იყო, ზედმეტად გამხდარი, იდეალური მაკიაჟის მიუხედავად მისი ავადმყოფური შესახედაობა აშკარა იყო, სავარძელზე ჩამოჯდა დათა და მასაც მიუთითა დაჯექიო, მის მოპირდაპირედ დაჯდა მაკა, ხელები კალთაზე დაიკრიფა...
- რისთვის მოხვედი? -დათას ხმა ცივად ჟღერდა თუმცა აქ არაფერი იყო გასაკვირი, მაკასგან ყველაფერი მოსალოდნელი იყო.
- ვკვდები, -ერთადერთი სიტყვა დასცდა მაკას და ნაძალადევმა ღიმილმა დაუმახინჯა ლამაზად შეღებილი ტუჩები, -ასე ნუ მიყურებ, ამჯერად არაფერს გატყუებ, ავთვისებიანი სიმსივნე მაქვს თანაც ისეთ სტადიაში მკურნალობას რომ არ ექვემდებარება, ჩემმა ქმარმა გაიგო თუ არა მაშინვე მიმატოვა, სულ მარტო დავრჩი, ამ ბოლო დროს ბევრი დრო მაქვს იმისთვის რომ განვლილ წლებზე და დაშვებულ შეცდომებზე ვიფიქრო, არა, არ იფიქრო რომ ვნანობ რაც შენს გამო გავაკეთე, ახლა რომ ვუფიქრდები ყველაფერი რომ განმეორდეს ისევ იგივეს და უფრო მეტსაც გავაკეთებდი შენს შესანარჩუნებლად, კატოს რაც შეეხება როგორ გითხრა... მისთვის კარგი დედა არასდროს ვყოფილვარ, დედობა არასდროს ყოფილა საჩემო საქმე, მაგრამ მაინც ჩემი შვილია, მე გავაჩინე, მე გავზარდე და ჩემებურად მიყვარს, მე ბევრი დრო აღარ დამრჩა და მიხარია რომ შენთან არის, ვიცი შენს გვერდით კარგად იქნება, გერმანიაში მივდივარ ჩემს დასთან, ალბათ აღარ, უფრო სწორად ვეღარ დავბრუნდები, ახლა წავალ, უბრალოდ მინდა გთხოვო რომ გერმანიაში წასვლამდე კატოს ნახვის და მასთან დალაპარაკების უფლება მომცე, გთხოვ უთხარი რომ მისი ნახვა მინდა...
- გაოგნებული უსმენდა დათა და სიტყვის თქმას ვერ ახერხებდა, ძველი მაკასგან აღარაფერი იყო დარჩენილი, მის წინ მჯდარი გამხდარი, თვალცრემლიანი, მხრებში საცოდავად მოხრილი ქალი ახლა მხოლოდ სიბრალულს იწვევდა მასში, ჭიშკრამდე გააცილა და დაპირდა რომ კატოს მის დანაბარებს გადასცემდა და თუ ის მოისურვებდა აუცილებლად შეახვედრებდა, უცნაურად დაბნეული და დასევდიანებული დაბრუნდა უკანა ეზოში, მიუხედავად იმისა რომ კატო საერთოდ არ ახსენებდა მაკას და არც მისი ნახვის სურვილს გამოთქვამდა მაინც დედამისი იყო და ის ამბავი რომ მალე მოკვდებოდა ალბათ ძალიან ცუდად იმოქმედებდა მასზე...
- სად იყავი? -წელზე ნაცნობი მკლავები რომ მოეხვია და ზურგზე მისი სითბო და ცხელი სუნთქვა რომ იგრძნო უნებურად გაეღიმა, ეს პატარა გოგო საოცრად მოქმედებდა მასზე, წამში ავიწყებდა ყველა პრობლემას და საფიქრალს, შებრუნდა, მოეხვია და მაგრად, ძალიან მაგრად ჩაიკრა გულში...




საშინლად დაღლილი თუმცა კმაყოფილი გამოვიდა შენობიდან დათა, დიდი ხნის ნანატრ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, მოქუფრულ ზეცას ახედა, ჟინჟლავდა, არ უყვარდა კატოს ასეთი ამინდი, ნეტავ ახლა რას აკეთებსო გაიფიქრა უნებურად და ღიმილმა გაუნათა დაქანცული სახე, ამ ბოლო დროს სულ ასე ემართებოდა, ყველაფერი მას ახსენებდა, თავის პატარა, საყვარელ კატოს, გოგონას რომელმაც მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა და თავდაყირა ამოატრიალა...
- რა გჭირს, რამდენი ხანია ასე ერთ ადგილზე დგახარ და იღიმი, -გოგამ ხელი დაჰკრა მხარზე და მერე იქვე გაჩერებული მანქანისკენ მიუთითა, -შენი მანქანა ჯერ არ მოუყვანიათ სახელოსნოდან, წამოდი მე მიგიყვან სახლამდე.
- იყოს, ფეხით გავივლი ცოტას და მერე ტაქსით წავალ, -გოგას გამომცდელი მზერა და აწეული წარბი არად ჩააგდო, ზურგი შეაქცია, ნელი ნაბიჯით გავიდა ეზოდან და აღმა აუყვა ქუჩას.
- სად მიდის ამ წვიმაში? -გოგას იკა ამოუდგა გვერდში და გაკვირვებული მზერა გააყოლა დათას.
- შუა ეზოში იდგა გაშეშებული და იღიმოდა, მერე ცოტა ფეხით უნდა გავიაროო, რა ჭირს ვერ ვხვდები, ამ ბოლო დროს ძალიან არის არეული.
- კარგი რა, რა ჭირს და კატო, სხვა რა უნდა ჭირდეს, უბრალოდ ცოცხალი თავით არ აღიარებს, თუმცა მესმის მისი, ნამდვილად არ არის ადვილი, არადა როგორ მეგონა რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, იმდენი ხანი გავიდა...
- გახსოვს კატო როგორი პატარა და საყვარელი იყო? -გოგას ღიმილი გადაეფინა სახეზე.
- რა მალე გაიზარდა, გუშინდელივით მახსოვს როგორი ერთი ციდა, უმწეო და შეშინებული იყო, პატარა ველური ცხოველივით მოიშინაურა დათამ, რა აღარ გადაიტანა სანამ შეეჩვეოდა, ახლა კი... -იკამ ჩაფიქრებულმა გადააქნია თავი და მოქუფრულ ცას ახედა, -წავიდეთ, ნათიამ უამრავი რამ დამაბარა და თუ არ მივუტან ცოცხალი ვერ გადავურჩები, გოგაც წამოვიდესო დღეს დამირეკა, შენ რომ გიყვარს იმ ალუბლის ნამცხვარს აცხობდა დილით.
- ყოჩაღ რძალს, წავედით რაღას დგახარ, -გახარებული გოგა სირბილით წავიდა მანქანისკენ, სიცილით მიყვა უკან იკა.
-
არ იცოდა რამდენ ხანს მიუყვებოდა ფეხით ქუჩას, ვერც იმას მიხვდა როგორ აღმოჩნდა იმ კაფესთან ასე ძალიან რომ უყვარდა კატოს, უგემრიელეს ცხელ შოკოლადს ამზადებდნენ ამ კაფეში, რატომღაც ძალიან მოუნდა გაესინჯა მიუხედავად იმისა რომ არ უყვარდა, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, თითებში მოქცეული ცხელი, სურნელოვანი სითხე რომ წარმოიდგინა, ის იყო შესასვლელისკენ წავიდა რომ ფერადი მინის, გამჭვირვალე კედლისკენ გაექცა მზერა, კედელთან მდგარ მაგიდასთან კატო იჯდა მეგობრებთან ერთად, მისი დანახვა არ გაკვირვებია, თუმცა რომ დაინახა გვერდით მჯდარი ბიჭი როგორ უყურებდა და როგორ ეხებოდა მხრით მხარზე... გულში უცნაური ჩხვლეტა იგრძნო და სიბრაზე საკუთარი თავის მიმართ, ულამაზესი იყო კატო, გრძელი თმით, უმაკიაჟო ბავშვური სახით, ისეთი ლაღი ჩანდა, ისეთი მხიარული, ისეთი თავისუფალი... უხმოდ შებრუნდა უკან, ის იყო რამდენიმე ნაბიჯი გადადგა რომ ფეხის ხმა და საკუთარი სახელი მოესმა.
- დამელოდე, სად მიდიხარ, გაჩერდი დათა.
მის წინ იდგა კატო და საყვედურნარევი მზერით უყურებდა, თითქოს ცდილობდა ამ მზერით დაენახვებინა მისთვის თავისი სიბრაზე, წყენა და გულისტკივილი.
- წვიმს, ჯობს თუ შეხვალ, -დათამ წვიმის წვეთებისგან დასველებულ ლოყაზე ჩამოუსვა თითები და სევდიანად გაუღიმა.
- გამოსამშვიდობებელი შეხვედრა მომიწყვეს მეგობრებმა, მოგწერე რომ მოსულიყავი, არ გინახავს? თუ არ გინახავს აქ რატომ ხარ ან რატომ არ შემოხვედი?
- მაპატიე არ მინახავს, უბრალოდ შემთხვევით მოვხვდი აქ, მიდი დაბრუნდი მეგობრებთან ოღონდ სახლში არ დააგვიანო ბარგი გაქვს ჩასალაგებელი.
- არ მინდა წასვლა, -საცოდავად ამოიტირა კატომ და თვალები აუწყლიანდა, -გთხოვ დათა, არ მინდა აქედან წასვლა, შენთან მინდა დარჩენა, უშენოდ იქ რა უნდა გავაკეთო, არ გამიშვა, უშენობისთვის ნუ გამიმეტებ გთხოვ, -ათრთოლებული ჩაეკრა მკერდში, მაგრად შემოხვია წელზე ხელები, -მიყვარხარ, -მოესმა დათას მისი ჩურჩული, -ძალიან მიყვარხარ...

- რატომ გაუშვი? -იკა ჩაფიქრებული უყურებდა დასევდიანებულ მეგობარს, აეროპორტში იყვნენ, რამდენიმე წუთის წინ გააცილეს კატო.
- მისთვის ასე იყო საჭირო, -დათა გაჭირვებით ინარჩუნებდა სიმშვიდეს, -მინდა რომ საკუთარი თავი იპოვოს და საკუთარ გრძნობებში გაერკვეს.
- ფიქრობ რომ შენგან შორს უკეთ გააკეთებს ამას?
- ახლა ძალიან დაბნეული და არეულია, გონია რომ ვუყვარვარ.
- იქნებ მართლა უყვარხარ.
- ანდა სულაც მადლიერებაში ერევა სიყვარული, -მწარედ ჩაეცინა დათას, -ჯერ იყო და თოთხმეტი წლის ასაკში აიძულეს ვიღაც უცნობ კაცთან ერთად ეცხოვრა, მერე ძალაუნებურად შეეჩვია მას, მის მიმართ მადლიერების გრძნობა გაუჩნდა... -ჯანდაბა იკა, არ მინდა რომ მადლიერების გამო მიხსნიდეს სიყვარულს, მინდა შანსი მივცე, მინდა აქაურობის გარდა სხვა რამეც ნახოს, ისწავლოს, სხვა ხალხს შეხვდეს, ნამდვილი გრძნობები გამოცადოს...
- იქნებ ცდები, იქნებ ის არის ნამდვილი რასაც შენს მიმართ გრძნობს, პატარა ბავშვი აღარ არის რომ რაღაც ეშლებოდეს, უკვე ცხრამეტი წლისაა...
- თუ ვცდები დაბრუნდება და მე აქ დავხვდები, წავედით უამრავი საქმე გვაქვს, -ნაძალადევი ღიმილი აიკრა სახეზე და გასასვლელისკენ წავიდა, გარეთ გასულმა დახედა ორიოდე წუთის წინ მოსულ შეტყობინებას.

'' ვიცი ასე რატომაც მოიქეცი და ისიც ვიცი რომ შენ უფრო გჭირდება ეს განშორება ვიდრე მე, იმდენ დროს გაძლევ რამდენიც დაგჭირდება იმისთვის რომ საკუთარ გრძნობებში გაერკვე, დაფიქრდი რა გინდა ამ ცხოვრებისგან და ჩემგან, მერე კი უბრალოდ დამიძახე...''
-
ორი წლის შემდეგ
-
წვეულება როგორც ყოველთვის ახლაც საშინლად მოსაწყენი იყო, უამრავი ძველი თუ ახალი სახე, ყალბი ღიმილი და ბევრი ძვირადღირებული სასმელი, ახალ პარტნიორებთან ჰქონდა შეხვედრა დათას, მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი რომელიც აუცილებლად საჭიროებდა აღნიშვნას.
- კარგი წვეულებაა თუმცა ძალიან დავიღალე, -ღია აივანზე მოაჯირთან მდგარ დათას ამოუდგა გვერდით ერთ-ერთი პარტნიორი, ლამაზი ქალი იყო ლენა, ისეთი რომელთან ერთად ყოფნასაც ნებისმიერი მამამკაცი ინატრებდა თუმცა ის დათას მეტს ვერავის ამჩნევდა.
- თუ დაიღალე მძღოლს ვეტყვი წაგიყვანოს, -დათას საერთოდ არ შეუმჩნევია მისი სურვილისგან ანთებული მზერა და გახშირებული სუნთქვა.
- შენი მეუღლე ისევ არ ჩანს, მართლა გყავს თუ თაყვანისმცემლების დასაფრთხობად გიკეთია ეს ბეჭედი, -ლენა აშკარად არ აპირებდა დანებებას, უფრო ახლოს მიიწია მასთან, ხელზე დაადო ხელი, ოქროსფერ რგოლზე გადაუსვა თითი.
გაეღიმა დათას, გაახსენდა კატოს გაცილების შემდეგ აეროპორტიდან დაბრუნებულს საძინებელში კომოდზე რომ დახვდა ეს ბეჭედი და მერე შეტყობინებაც მიიღო, კატო საკუთარი ხელის ფოტოს უგზავნიდა იგივენაირი ბეჭდით, გაახალისა მისმა ბავშვურობამ თუმცა ბეჭედი გაიკეთა და მას მერე არც მოუხსნია.
- ჩემი მეუღლე... ჩემი მეუღლე... ის აქ არის, -თვითონვე გააკვირვა საკუთარმა სიტყვებმა, თვალებს არ უჯერებდა, მის გაოცებულ და აღფრთოვანებულ მზერას გააყოლა თვალი ლენამ, მათკენ ულამაზესი ახალგაზრდა ქალი მოდიოდა, მბზინვარე თმა ტალღებად ეყარა მოშიშვლებულ მხრებზე, მაცდურად მოარხევდა თეძოებს, თვალები უციმციმებდა და პირზე ღიმილი არ შორდებოდა, დათას შეავლო მზერა ლენამ და დანანებით ჩაიღიმა, მიხვდა რომ აქ ზედმეტი იყო და შეუმჩნევლად დაიხია უკან.

ერთმანეთზე აკრულნი ცეკვავდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ ცნობისმოყვარეთა მზერას, ხარბად ისუნთქავდა დათა მონატრებულ სურნელს, მთელი ძალით იკრავდა გულში და ეგოისტურად სიამოვნებდა მისი შეხების გამო ათრთოლებული სხეულის შეგრძნება.
- ველოდი, -მხოლოდ ერთი სიტყვა დასცდა კატოს ბაგეებს.
- რას? -კითხა მიუხედავად იმისა რომ იცოდა რასაც გულისხმობდა.
- რომ დამიძახებდი, მაგრამ ალბათ სიჯიუტემ გძლია.
- სიჯიუტემ არა, შიშმა.
- რისი თქმა გინდა?
- შემეშინდა, ხანდახან ვფიქრობდი რომ არ უნდა გამეშვი, რაც დრო გადიოდა მით უფრო მეტად მეშინოდა რომ დაგიძახებდი შენ კი არ მოხვიდოდი, -მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი დათამ და გაჭირვებით გაუსწორა მზერა, როგორც იქნა ხმამაღლა თქვა ყველაფერი, აღიარა, არადა საერთოდ ვერ გრძნობდა შვებას, დაკვირვებით უცქერდა კატო, ისე თითქოს მის სულში შეძვრომას, თითქოს მისი გონების წაკითხვას ცდილობსო, მერე კმაყოფილი ღიმილი გადაეფინა სახეზე, თითისწვერებზე აიწია და ნაზად შეეხო მის მომლოდინე ბაგეებზე.
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი გიული

საყვარელი ისტორიაა,მომეწონა

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

გიული
საყვარელი ისტორიაა,მომეწონა


მადლობა heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო განსხვავებული ძალიან თბილი საყვარელი ნაწარმოები

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ????????????

 


№5  offline წევრი Daldoni Daldoni

კარგი იყო..ძალიან ძალან კარგიი...

 


№6 სტუმარი სტუმარი ლია

საბა თუ დათა? რა ქვია მთავარ გმირს? როცა წერთ ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოთ თქვენი დაწერილი და მერე გამოაქვეყნოთ თუმცა წერა შეგიძლიათ

 


№7  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი ლია
საბა თუ დათა? რა ქვია მთავარ გმირს? როცა წერთ ერთხელ მაინც უნდა წაიკითხოთ თქვენი დაწერილი და მერე გამოაქვეყნოთ თუმცა წერა შეგიძლიათ


თქვენ არ იცით რას რამდენჯერ ვკითხულობ ასე რომ თავს თუ შეიკავებთ ასეთი უხეში მბრძანებლური ტონისგან კარგი იქნება, მომიტევეთ თუ ერთ-ერთ მომენტში რამდენჯერმე შემეშალა მთავარი გმირის სახელი და დისკომფორტი შეგიქმენით კითხვისას :)
წერა ნამდვილად შემიძლია და ეს კარგად ვიცი, რომ არ შემეძლოს ნამდვილად არ გამოვაქვეყნებდი ჩემს ნაწერებს, თუმცა მადლობა რომ აღნიშნეთ :)

 


№8  offline წევრი TamoTi

ძალიან კარგი იყო♥️♥️თბილი,ტკბილი ისტორია♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent