შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვის ქალაქი ( II თავი)


27-04-2024, 10:33
ავტორი tasusuna
ნანახია 985

გაქსუებული,პირზე დუჟმომდგარი მალხაზი ტყავის სავარძელში ჩაფლული მოუხერხებლად მჯდარიყო და,ინსულინის შპრიცში მოცეკვავე თეთრ კრისტალებს ქუსლიდან უშვებდა დამპალ სხეულში.
სოროში შემძვრალი,შიშით აცახცახებული დღენიადაგ დადარაჯებოდა უვერი უთურანის ყოველ ნაბიჯს,ოღონდ რამე მაინც დავარდნოდა შემთხვევით და,მის სხეულს მიღმა არსებული სხვა სამყარო შეეცნო.
ქუდზე კაცს გასწირავდა მხოლოდ იმის ცოდნისთვის,რა ჰქონდა მთასავით კაცს ისეთი,მუხლზე რომ დასცემდა და,მის სარჩულს გამოაკერებდა..
დრო ხელებში თეთრი ფხვნილივით ელეოდა..
თუ გზას არ იპოვნიდა,არც მისი მომავლის განჭვრეტა გაუჭირდებოდა..
-აი,მერე კი დადგება განკითხვის დღე..-აფორიაქებულმა გახედა ჰორიზონტს და ფიქრებს გამოეპასუხა უნებურად.გავეშებული მანამ ჭამდა მას,სანამ საბოლოოდ არ გამოელია ძალა და,არ მიესვენა ტყავის სავარძელს..
-რაღაც უნდა არსებობდეს!!ვგრძნობ!-უფრო საკუთარი თავის გასამხნევებლად ამოილაპარაკა და,გამყიდველს,რომელსაც პირველი გზავნილიდან შემოტანილი საქონლის გასაღება შეწყვეტილი ჰქონდა,
განკარგულება მოკლეტექსტური შეტყობინებით გაუგზავნა და,მინის ზედაპირიდან მისთვის განკუთვნილი,100% სუფთა კოკაინი შთანთქა.
სრულ სიცარიელესა და ათასფრად აციალებულ თვალთახედს მანამ უცქერდა,სანამ საბოლოოდ არ გაეთიშა გონება და,
არ მიესვენა..
მის მშვიდ სუნთქვას დადარაჯებული ივერი უთურანის ბობოქარი სული კი გამოსავლის ძიებაში ახლართულიყო..
მუდამ ერთი მიზნისკენ მიმართული მისი ყოველი ნაბიჯი,ნელნელა ირეოდა და,სიზუსტისა და,იდელიზმს მოყვარული მისი ხასიათი,ვეღარ ისვენებდა..
ბნელით მოცულ ქუჩებს მანამ უყურებდა,
სანამ საბოლოოდ არ გახვრიტა მისი საბურველი და,
გამთენიისხანი არ მოიყვანა..
ახალ ტანისამოსს ირგებდა ცა..
მუქი ცარცისფერი მოსასხამი შემოეხსნა დამძიმებული მხრებიდან და,
ღია კამკალა ლაჟვარდები გამოეფინა თვალის საამოდ.
სკამის საზურგეზე ეულად გადაკიდებული ლაბადა დაღლილ მხრებზე შემოისხა ივერიმ და,
ჯერკიდევ სუსხით სავსე ჰაერს შეერია..
მიაქროლებდა და,
არ იცოდა,სად მიუწევდა გული.
აწრიალებული სულის დამშვიდება ისე უნდოდა,
ვეღარც თამბაქო ულაგებდა აზრებს..
დაკისრებული უამრავი ვალდებულება მოდუნების საშუალებას არასდროს აძლევდა..
და,არც არასდროს გაურბოდა..
კარგად ესმოდა და იაზრებდა მის სახელსა და უკან ,ფარივით შემართულ ავტორიტეტს.
მუდამ ხიფათში გახლართულმა წლებმა თავისდაუნებურად მოუტანა ხალხი პატივისცემა და რიდი,რომელიც მუდამ უკან დასდევდა..
ყოველთვის ფრთხილად მოსიარულეს,
მხოლოდ ახლა შემოუძვრა გულში ძალიან დიდი ჭია..
ჰაერში გრძნობდა ჩამალულ საფრთხეს და,
კანი ეწვოდა,
ისე უნდოდა,
მანამ ეპოვნა ის,სანამ ადრესატამდე მიაღწევდა..
უკვე ქალაქიდან გადიოდა,
სვიმონის ზარმა რომ მოსწყვიტა ფიქრებს..
მოხუცის სარჩულამოკერებული მოკითხვიდან იგრძნო,მეტი რომ ჰქონდა მასთან სასაუბრო და,
გაუთიშა თუარა,
შემოვლითი გზით ორსართულია,
განცალკევებით მდგომ დაჩას მიადგა..
მოხუცს ოაზისი მოეწყო კარიბჭის მიღმა..
მარადმწვანე ნარგავებს ყელი მზისთვის მიეშვირათ და სითბოს კრებდნენ ჰაერიდან..
მზრუნველ ხელს სათითაოდ ჩამოევარცხნა ხეებისთვის შევერცხლილი ფოთლები და,
მათ ირგვლივ,
ხის ფანჩატური მოეწყო.
სწორედ იქ მიეგება ახალმისულს მასპინძელი..
კვირა იყო საერთო კრებიდან გასული და,კიდევ უფრო დაბერებული მოეჩვენა ივერის სვიმონი..
მუდამ პირდაპირ მოსაუბრეს,არც ახლა დაუწყია მოვლითი საუბარი..
მის წინ წელშიგამართულ,საბრძოლოდ შეყენებული მშვილდივით მოჭიმულ ივერის გახედა და,
მანამ აკვირდებოდა,სანამ მასში ის ძალა არ დაინახა,რასაც ყოველთვის ასხივებდა..
-მაგდა უნდა გამაყვანინო ქალაქიდან ისე,ცაში ჩიტმა და ძირს ჭიამ რომ ვერ დაინახოს..-რბილი,სისუსტე შეპარული ხმით მიუგო და დრო მისცა,
ყველაფერი ზუსტად გაეგო..
ივერსთვის რთული მისახვედრი არ იყო,
რატომ სურდა მისი ერთადერთი შვილის ქალაქიდან ჩუმად მოკვეთა მოხუცს,
მხოლოდ იმან ჩააფიქრა,
აქამდე უამრავ დაბრკოლებაგადატანილს,რატომ
ახლა იგრძნო იმაზე მეტი,ვიდრე აქამდე..
სვიმონმა რაღაც უფრო მეტი იცოდა,ვიდრე მან, და სწორედ ეს აძლევდა გადაჭარბებული სიფრთხილის საფუძველს..
გაეღიმა..
მასპინძელმაც სახემოღიმარმა ჩაქინდა თავი,თუმცა მხოლოდ წამით..
-როდის?!-ერთადერთი ჰკითხა.
არა მიზეზი..
არა მიზანი..
არა ის,რაც მხოლოდ მოხუცმა იცოდა..
დროის საკითხი იყო,მის ყურამდეც მოვიდოდა ის,რამაც მასპინძლის სიტყვები არ ამბობდნენ..
-უახლოესი წითებიდან,დღის დასრულებამდე.-პასუხიც კომკრეტული იყო..
აღარ დაუყოვნებია..
მთლიანად ჩაეფლო ბიუროკრატიულ საკითხებში და,
იქამდე არ ამოუსუნთქავს თავისუფლად,
სანამ გიგის ავტომობილში ეტლის სავარძელო არ ჩაკეცა და,
ხელშიაყვანილ სუსტ,კაფანდარა,ფერმკრთან,თვალებცწრიალა გოგოს არ დახედა თბილი ღიმილით..
22 წლისაც არ იყო და ისე შეეჭამა დარდს,
მოხუცს ჰგავდა..
გული მოეწურა ივერის..
შეეცოდა და არა იმიტომ,რომ მასზე ერთით ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა..
არა.. განა რას ნახავდა გასაცოდავებულ მიწაზე იმაზე მეტს,ვიდრე ახლა შეეძლო?!
მხოლოდ გული მოუკვდა,
სუფთა სულის ადამიანებს რომ უსამართლოდ ექცეოდა განგება..
-წარმოგიდგენია რის ფასად დაუჯდა მამას,სახლიდან გამოვეყვანე?!-დაიმარტოხელა თუარა უთურანი,
სახემოქუფრულმა ახედა..
მთლიანად აწყლიანებოდა თვალები..
სატირლად მოეწყო ნაკვთები და თავს იკავებდა,
მისი ბავშვობის ჩუმი სიყვარულის წინ..
უხმოდ დაუკრა ივერიმ თავი..
წარმოუდგენელმა სირცხვილის გრძნობამ დაუარა მოულოდნელად და ისე დაიბუდრა მასში,თითქოს,აღარც აპირებდა წასვლას..
-შეეცადე,რომ დავბრუნდები,ცოცხალი იყოს! -მისი სუნთქვა ჩააბარა გოგომ და,
იქამდე დაემშვიდობა,სანამ სულ მთლად დაიშლებოდა მის წინ კაცი...
დიდხანს გასცქეროდა ორი სხეული მანქანის საბურავებისგან დატოვებულ კვამლში ჰორიზონტს..
თითო ცდილობდა,თითო მომავლის ხილვას და,
ბურუსის მიღმა,გამოსავლის პოვნას..
-მე ჩაგითრიე ამ ტალახში სვიმონ..-დანანებით ჩახარა თავი ბოლოს უთურანმა..
იგრძნო,როგორ დააწვა უზარმაზარი ლოდი მხრებზე..
ვეღარ ამოისუნთქა სუფთად..
-ეს ქალაქი მხოლოდ შენი არაა ივერი!წყრომით,თუმცა,მამაშვილური შეგონებით გაუთბა ხმა მოხუცს..-შენ პირადი წყენა გაქვს,მე კიდევ,თითო ადამიანი ვალი..
-მხარზე სუსტად დაჰკრა ხელისგული და სახლისკენ გაბრუნდა..
აღარ დალოდებია ახალგაზრდას პასუხს..
სარკმლიდან უყურებდა,როგორ მოწყვიტა ადგილს მისი მანქანა ივერიმ და,გაეცალა ოაზისს..
ადრენალინის მიუხედავად,
ორმაგად არეული ფიქრები ოდნავადაც ვერ დაალაგა უთურანმა.
გზას გასცქეროდა,თუმცა,ფიქრებით სულ სხვაგან იყო..
ბოლომდე ჩაწოლილ გაზის პედალს ოდნავადაც არ აგდებდა..
თითქოს დაფრინავდა,
სული ელეოდა,ისე უნდოდა დრო ხელებში გასცლოდა..
თუმცა,დიდხანს ლოდინი აღარ დასჭირდა..
მის ტელეფონზე შემოსული ზარი იმაზე მეტი იყო,ვიდრე ახალი ინფორმაცია..
შეტყობინებაში ჩაგდებულ ახალგაზრდას არცერთი მისხალი არ ჰქონდა საერთო სიცოცხლით სავსე ლექსო მენაბდესთან..
წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფს ზემდეტი დოზისგან სახე გადაფითრებოდა და,
თვალები ჩაცვენოდა..
კანზე ტალები გასჩენოდა და,თითქოს,ერთიანად მომატებოდა ასაკი..
ზუსტად ახსოვდა უხარისხო ნარკოტიკისთვის დამახასიატებელი ჩვენებები ივერის..
ზიზღისგან სალონში მოისროლა ტელეფონი და ,
მანქანა სავალი გზიდან გადაიყვანა,აზრზე მოსასვლელად..
-იცოდი?!-მხოლოდ ერთი ჩასძახა გააფთრებულმა მას,ვისი სახლიც წუთების წინ დატოვა..
-ვინაობა არა..-მოპასუხემ გულისწყვეტით ამოისუნთქა.
გაირინდა..
გაყინული ხელის გულები სახეზე აიფარადა მანამ სუნთქავდა როგით,სანამ სრულად არ დამშვიდდა და საღი აზრი არ დაუბრუნდა..
თითქოს დაწყნარებულიყო,
მაგრამ,თვალებიდან უწყვეტ რისხვას ისროდა საქარე მინისკენ და,
იმის შეჭმა სურდა,ვინც ამ ეტაპამდე მიიყვანა ლექსო..
აქამდეც კარგად ესმოდა,
ჭყონია გაჩერებას არ აპირებდა,
მაგრამ,
არ ელოდა თუ მხოლოდ ექვსი დღე გასტანდა სიწყნარე.
ივერიმ პირობა დაუდო..
უთურანი სისხლის ფასად ასრულებდა მის სიტყვას..ეს მალხაზმაც კარგად იცოდა და უკვირდა,რატომ არაფრად უღირდა მისი ერთადერთი შვილი..
გაეღიმა..
მწარედ..
ქაღალდის დანომრილი დასტა ცოდვის ქალაქს ისეთი სიკაშკაშით ანათებდა,
უნიათოსაც კი ძარღვებში ძალას უსხამდა და გაუბედავს,აბედინებდა..
თუ მას ფონზე გასვლა სისხლით და,შეწყვეტილი სიცოცხლით სურდა,
არც ივერი იყო უკან დამხევი..
თუნდაც საკუთარ ხელებში გალეოდა მალხაზს სული..
უფიქრელად დაფარა მანძილი ახალგაზრდამდე მისასვლელი..
უთქმელად შეატარეს პალატაში ისიც..
საწოლზე უმოქმედოდ მწოლიარე მენაბდე კედელს მისცქეროდა და,
აცახცახებულ სხეულს ვერ იმორჩილებდა..
გაუჭირდა მასში იმ ადამიანის ცნობა,ყველას რომ პირველივე დანახვისთანავე ხიბლავდა..
არ გაკვირვებია სტუმრის გამოჩენა ლექსოს..
იცოდა,მივიდოდა და,
ბევრი კითხვები ექნებოდა მასთან,მაგრამ,
საკუთარი სიცოცხლე არაფრად უღიდა,მხოლოდ ერთადერთი მიზნისთვის ელოდა მას..
ეკრანზე გამოსახულ არასასიამოვნო მაჩვენებელს წყრომით გახედა ივერიმ და უზურგო სკამი მიაგორა საწოლთან..
თავჩაქინდრული იჯდა მანამდე,სანამ საბოლოოდ არ წაიშალა მის თვალწინ მწარე მოგონებები და,
ამოისუნთქა..
-რატომ?!-კონკრეტული პასუხი აინტერესებდა..
-სხვაგვარად მას ვერ მივუახლოვდებოდი,ივერი..-ძლივს ამოთქვა ბიჭმა და ღრმად ჩახედა მის ყორნისფერ თვალებს..
ახალგაზრდა ბიჭის ირისებს პატარა გოგოს სახე გამოესახათ და მასში,მარტივად დაინახა ნაცნობი ნაკვთები უთურანმა..
გაუკვირდა..
ამ წამს ზუსტად გაშალა მისი უცნაური სტუმრობა ანნას იუბილეზე და,
გული ძალიან სუსტად აუძგერდა..
-ის ნაბი*ვარი ნაგავს ყიდის ქუჩაშიც და,საახლობლოშიც ივერი..
არ მეგონა,მეც თუ გამაცურებდა და,სიკვდილამდე მიმიყვანდა..-დანანებით ჩაილაპარაკა,თუმცა,თავის მართლება აღარაფრად გაჭრიდა..
უთურანი მასში უკვე მხოლოდ დამოკიდებულს ხედავდა და კაცს,რომლის ნდობაც ვეღარ შეეძლო..
კარგად ხვდებოდა ლექსო ამასაც და,
მდგომარეობა უფრო უმძიმდებოდა..
-მათ სახელებს გეტყვი..-გაბრძოლება სცადა..ბოლო იმედს მოეჭიდა..
ირონიულად მოღიმარ ივერის წარბიც არ შეხრია..
-ხუთი თითივით ვიცი მისი სქემა.
სად,რომელ სარდაფში ასაწყობებს და რა გზებით ყიდის. ყველაფერს გეტყვი.-უკვე წამომდგარს მისუსტებულმა გასძახა..
აქ კი,საკუთარი თავი ვეღარ გააკონტროლა უთურანმა.
გავეშებული მიუბრუნდა და,
გაფითრებულ სახეზე არწივის მზერა აატარა.
-სულ მთლად ნუ გაყიდი სულს,ლექსო! პატარა ხარ ჯერ მაგისთვის!
კაცს,ქვეშძრომა არუნდა სჭირდებოდეს ქალის დასასაკუთრებლად.
მითუმეტეს,სოდის გაყნოსვა დამპალ ნესტოში.
გგონია მალხაზს აჭამე?!-სარკაზმისგან სახე მოეღრიცა ივერის.
-საკუთარ მდგომარეობას შეხედე..
ერთი სატვირთო გაგაშვებინა ფილტვებში და,
სანამ შენ ფიქრობდი,
როგორ შეძრომოდი მის ქალიშვილს კაბის ქვეშ,
მანამ ძირს გითხრიდა და,
ერთით ნაკლებ მეტოქედ აღგიქვამდა..
რა გგონია?!არ დაგიწვავდა?!
მალხაზი როგითი პაიკი ნუ გგონია,ლექსო!
დიდი გაქნილი ნაბო*არია და,
ერთადერთი შანსი დაგრჩა..
ან გონს ეგები და,
საკუთარ ჩასვრილს ხეხავ,
ან არადა,
ჭყონიას ჩრდილს ვეღარ მოიშორებ..
მერე ,
როცა იარაღს მოგცემს და,
მიმართულებას,
ივერი უთურანს შუბლი გაუხვრიტეო,
ძალიან გვიანი იქნება და არ მინდა,
მარტო იმიტომ გამოგივიდეს ჩემი სამ ასოზე გაშვება,რომ საკუთარ ხელებში გაზრდილს ტყვია ვერ დავახალე და,
ვერ შეგიზიზღე..- ხმაურით გადაუშვა ბოღმით სავსე ნერწყვი უთურანმა და,
მანამ დატოვა პალატა,
სანამ დაპატარავებული,
მიტკლის ფერი ლექსო მენაბდე საპასუხოდ ძალას მოიკრებდა..
არ ესიამოვნა დამხვდური სიმართლე..
ერჩივნა,
გადამყიდველისგან ყოფილიყო სიკვდილის ზღვარზე,
და არა,გამიზნულად,პირდაპირ მალხაზისგან..
იცოდა ივერიმ,
სიტყვები აღარაფერს გახდებოდა უკვე დაწყებულ საქმეში..
არც მისი გრძნობები იყო ანნას მიმართ მხოლოდ ვნება..
ბიჭის გულწრფელმა თვალებმა ზუსტად მიახვედრეს და,ამან უფრო დაამძიმა რეალობა..
მიზნისკენ მისაღწევი გზა ლექსოს გრძნობებმა ერთიანად მოუჭრეს...
საწამლავისგან აღგზნებული გონება სათანადოდ უნდა გაეთვალისწინებინა ივერის და,სხვა გზა უნდა მოეძებნა..
ჩიხში შესულმა ჩამობნელებულ ქალაქს შემაღლებულიდან მძიმედ გადმოხედა..
შუა ღამეს კარი კარგა ხნის წინ შემოეღო და,
თითქოს ემზადებოდა კიდეც,
გაეთენებინა..
მონაცრისფერებულ,
თითქოს,მოთეთრო ცას სახე უთურანისკენ შემოეტრიალებინა და,
მისკენ უშვებდა პატარა,
ციცქნა,
უფერულ მრავალწახნაგა ფიფქებს..
სხვა განზომილებაში გადაწყვეტილიყო ღამე..
წლის პირველი ფიფქები ხელისგულზე ჩამოუდნა მამაკაცს..
იქამდე ითვლიდა მისგან დანატოვარ წვეთებს,სანამ სულ არ დაენამა კანი და,
არ შეამცივნა..
ლამაზად თოვდა ცოდვების ქალაქში..
ცას თავი გადაედო უკანასკნელ ადგილას,ოღონდ კი სულ ციცქნა სხივი შემატოდა ქუჩებს და,ის ნაგავი ჩამოებერტყა,წვიმაც რომ ვეღარაფერს შველოდა..
მაგრამ,
ყოველი მისი მცდელობა უშედეგო იყო,
ყოველ წელს..
ერთადერთი,რაც
თითქოს ანეიტრალებდა ყველაფერს,
ის სხივი იყო,
უთურანის სულს რომ ქარცეცხლში ახვევდა..
ყველა გრძმობისგან დაცლილი,
გამოფიტული,
"სადრაფი"ს ზღურბლს ისე მიადგა,
ბევრი არ უფიქრია..
სათადარიგო გასასვლელს იქამდე უდარაჯებდა,
სანამ მისი კარები არ გაიღო და იქიდან ტანკერანი არ გამოვიდა..
ჩაეღიმა..
გამთეენიის შუქზე,მანქანის ცხაურაზე მიყრდნობილი ნაცნობი სხეულის ხილვისას,
გული ამოუჯდა მოულოდნელად ქალს..
ელოდა..
მთელი კვირა..
შვიდი დღე..
საათები იჯდა გასახდელში და,
იმ წამს ელოდა,როცა მის მოსვლას შეატყობინებდნენ და,
ისიც,მთელ მის ენერგიას ჩადებდა მოძრაობებში..
უკვირდა და თან შიში სჭამდა,რომ აღარ გამოჩნდა და,
ერთიანად მოვარდნილი აღფრთოვანება ვეღარ შეიკავა,
მოულოდნელად რომ იხილა..
არაფერი უთქვამს და,
არც თვითონ დაუძრავს ხმა..
გარემო იმდენად მშვიდი,
ცივი,
ფიფქებიანი და,
ვნებით სავსე იყო,
აღარაფრად უღირდა თითო სიტყვა..
ბუნებრივზე დაბალი სიჩქარით გაჰყავდა მანქანა ქალაქიდან ივერი უთურანსაც..
თამბაქოს ღერი ტუჩებშორის მოექცია და გრძნობდა,არასდროს ყოფილა ნიკოტინი ამაზე მეტად გემრიელი..
ნება-ნება,სურვილით,წყურვილით უშვებდა კვამლს ფილტვებში და ყველა გრძნობით ფანტავდა მას სალონში..
კანი აეწვა ტკაჩენკოს,ისე მოუნდა მისი ტუჩების გემო შეეგრძნო..
საჩვენებელსა და შუათითს შორის დატუსაღებული ყავისფერი ღერი მამაკაცს აართვა და,
ისე შეისუნთქა მწარე კვამლი,
თითქოს,უკანასკნელი ყოფილიყოს..
არასდროს ყოფილა წამი,
ქალი ამაზე მეტი სანდომი ყოფილიყოს ივერისთვის,
როგორც ახლა..
მისივე თამბაქოთი..
ისე გადააყენა მანქანა გზიდან,
აღარ უფიქრია შედეგებზე..
ქალის სუსტი სხეული ერთიხელისმოსმით გადმოისვა მუხლებზე და,
მის მოღერებულ კისერს ცივი ხელის გულები ვნებით ჩამოატარა..
თითქოს ცეცხლი შემოუნთესო,
დავლილი ჟრუანტელისგან ცხლად დაუარა ვნებამ ქალს..
უღმერთოდ იზიდავდა მისი ძლიერი მკლავები და,
მზერა,რომელიც მუდამ თანხმობას ელოდა..
ვნების ალში ხვევდა მისი არწივის გამოხედვა და სხივი,რომელიც კანის ქვეშ უძვრებოდა და სულს უშიშვლებდა..
მიიღო თუარა მისგან უსიტყვო პასუხი,
წამი არ დააყოვნა,
ისე შემოხსნა ქამარი და,
ხელის გულებში მოიქცია მისი წვრილი წელი..
თოვლივით თეთრ თეთრეულში გამოტკეცილი მისი მკერდი წვავდა უთურანს და მისკენ იზიდავდა..
წამში შეუხსნა აზღუდი და მოეშვა თუარა მის ტუჩებს,
მკერდს დაუყვა ცხელი,ვნებიანი ამბორით..
კბილებსშორის მოქცეული კერტები ქვასავით დაუმაგრდა აღგზნებულ ქალს და მთლიანად მიენდო შემოქმედს..
მუქი პერანგის ღილები გადაუხსნა და მამაკაცის ძლიერი მხრების შეგრძნებისას,
გონება სრულად გაეთიშა..
სული ელეოდა,
სანამ ალერსში გახლართული მამაკაცი ისევ მის ტუჩებს დაუბრუნდებოდა..
ბაგებზე დარჩენილ ნიკოტინის გემოს ჭკუიდან გადაყავდა და,
საკუთარ თავს აკარგვინებდა..
-ივერი,მაკოცე!-თხოვნად დაიღვარა დონკა..
ქალის სიშმაგისგან ირონიულად მოღიმარმა უთურანმა მწარედ მოიქცია ხელებში მისი სავსე თეძოები და მხოლოდ წამით წამოსწია..
მიზანს მიხვედრილმა ქალმა საქამრე შეუხსნა მამაკაცს და ნეტარების უჰორიზონტო წამების მოლოდინში ივერის ყელს ცხელი კოცნები დაუტოვა..
გული გაუწყდა,
მამაკაცის თითები რომ იგრძნო,საცვალი რომ უმოწყალოდ
მოგლიჯეს მის ტანს და,
მიმართულება მისცა,
ასოს დაუფლებოდა..
სიამოვნებისგან ამოხეთქილმა კვნესამ სალონში ჰაერი ერთიანად შთანთქა..
მამაკაცის გმინვა ჰარმონიულად ერწყმოდა ქალის, ასოზე აცეკვებულ სხეულს და,
ტემბრში ყვებოდა,
სანამ ერთიანად არ მოსწყდა მრგვალ,სავსე ტუჩებს ხმამაღალი კვნესა და,
ორგაზმისგან მოდუნებული სხეული,
გულზე არ მიაყრდნო ერთიანად გათანგულს..
-ღმერთო,ივერი!-სუნთქვა არეოდა და ხმა ნაწილებად დაშლოდა ვნებაში აშლილ ქალს..
გული საგულედან ამოვარდნოდა..
სუნთქვის დარეგულირებას სცდილობდა,
მაგრამ,
უთურანის მის შიშველ ხერხემალზე მოთამაშე თითები კიდევ უფრო რევდა..
ვეღარ დაითვალა კაცმა წუთები,
სანამ სრულად დამშვიდდებოდა და,
ჩაცხრებოდა მის სხეულში დატრიალებული ქარიშხალი.
მანამ,სანამ ბოლომდე არ ჩაუდგა პულსი მწყობრში,
მანამ ჰყავდა გულზე აკრული და,
არ გაუშვა..
თამბაქოს მომწყდარ წყურვილს რომ ვეღარ გაუმკლავდნენ,მხოლოდ მაშინ დასცილდნენ სხეულები ერთმანეთს და,
დაბარებულივით,
საქარე მინიდან შემოთენებულ დღეს გახედეს..
ქალის ქურდობას აღარ დაელოდა ივერი,
მესამე ნაფასზე ღერი გაუწოდა და,
უკვე მისგან გაფანტულლ ნიკოტინს უშვებდა ნახშირორჟანგით სავსე ფილტვებში..
-ღმერთს რომ სამართალი ჰქონოდა დონკა,ჩვენ სხვა დროს,სხვა ვითარებაში უნდა შევხვედროდით ერთმანეთს და არა ახლა,როცა ცხელი ტყვია დამყვება ჩრდილად.-მხოლოდ წამით გახედა..
ეგოისტურად ესიამოვნა,ქალს რომ შიში ვერ შეატყო..
თითქოს,ზედმიწევნით სცოდნოდა ტკაჩენკოს უთურანი,
იმდენად მშვიდი ჰქონდა მზერა და,
ხმა.
-ღმერთს რომ სამართალი ჰქონოდა,ივერი,მე ოჯახს არ გამიწყვეტდა და ძელზე მოცეკვავედ არ მაქცევდა.-ირონიისგან გაუფითრდა ლამაზი სახე,მაგრამ,მის ხმაში სინანული არ გარეულა..
-ჩვენ ერთმანეთს ვგავართ.-იდუმალი,ფიქრით სავსე მზერა მიაბყრო მისი სიმტკიცით ნასიამოვნებ კაცს..
-არცერთისთვის დახარჯულა განგება დიდად,ია-ვარდით მოეფინა გზა და,მარტივი ცხოვრება მოეცა..
აქამდე,
მხოლოდ ეკლიან,ცოდვით სავსე,ჩირქიან გზაზე ვიარე და თუ დღეიდან მას ტყვიაც შეემატება,
დამიჯერე,თავად დარჩება წაგებული,რადგან,არ გამოჩარხულა დედამიწაზე არცერთი ტყვია ბოშას და,განსაკუთრებით,მის რჩეულს რომ გაუკაწროს კანი.-ალმაცერად გაუღიმა მსმენელს და,ბოლო ნაფაზი ვალად დაუბრუნა.
პირველივე წამიდან გრძნობდა ივერი ქალის სხეულში დაბუდებული ამორძალის ძალას,
მაგრამ,მაინც სიამოვნებისგან გაეღიმა,
ქალის მყარ სიტყვებზე.
ერთი ხელიც საკმარისი იყო,ჩამოეთვალა სულ რამდენჯერ ჰყავდა ნანახი და მაინც,
არ არსებობდა მეორე,ვინც მასზე მეტად ესურვებოდა..
იყო ქალში რაღაც,რამაც მასზე მიაჯაჭვა და ასე უცხოს,მთელი მისი სული გადმოულაგა..
ერთადერთი,რაც სრულად მოდუნების საშუალებას არ აძლევდა,
შიში იყო..
შიში იმის,რომ ქალი მის სისუსტედ იქცეოდა..
___
მიყვარს ივერი და მისი ყოველი სიტყვა და აზრი!
მიყვარხართ თქვენც და უღრმესი მადლობაა..
აბა,რას ფიქრობთ,როგორ ხედავთ მომავალს?
თქვენი:ანასტასია



№1  offline წევრი penguin

ჰაიმეეეე,ანასტასია ეს რა იყოო????ეს მალხაზი აქაც მაღიზიანებს და მოდი მოვკლათ რაა????აიიი დონკაა და ივერიი არის ცეცხლიი,ტორნადოო,ქარიშხალი❤️მიყვარან უკვე თან ძალიან????რაც შეეხება მთლიან ისტორიას საინტერესოა,ვფიქრობ ეს მალხაზი ,,გამოიჭერს" დონკას ნუ ვფიქრობ არა დარწმუნებული ვარ და ივერისაც ,,ათამაშებს" მერე????არ მინდა ამ ისტორიაში არავის სიკვდილიიი????აიი მალხაზი მოკვდეს მაგაზე არ ვიტყვი არაფერს????????‍♀️ნუ მოკლეედ შენ რომ საოცარი ხარ მაგაზე აღარ ვამბობ არაფერს❤️მადლობაა შეენ❤️❤️

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

penguin
ჰაიმეეეე,ანასტასია ეს რა იყოო????ეს მალხაზი აქაც მაღიზიანებს და მოდი მოვკლათ რაა????აიიი დონკაა და ივერიი არის ცეცხლიი,ტორნადოო,ქარიშხალი❤️მიყვარან უკვე თან ძალიან????რაც შეეხება მთლიან ისტორიას საინტერესოა,ვფიქრობ ეს მალხაზი ,,გამოიჭერს" დონკას ნუ ვფიქრობ არა დარწმუნებული ვარ და ივერისაც ,,ათამაშებს" მერე????არ მინდა ამ ისტორიაში არავის სიკვდილიიი????აიი მალხაზი მოკვდეს მაგაზე არ ვიტყვი არაფერს????????‍♀️ნუ მოკლეედ შენ რომ საოცარი ხარ მაგაზე აღარ ვამბობ არაფერს❤️მადლობაა შეენ❤️❤️

ლილიი ♥️♥️♥️ აქ მართლა მარტო მალხაზია მგონი სიკვფილის ღირსი:სს თუმცა, რუავიცი,რა მომიფრენს ;დდდ მადლობა შენ! ♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი Ana-maria

ვაიმეე,ეს რა იყო...რაღაც ახალი,ვნებიანი და სიყვარულით სავსე ურთიერთობა იყო დონკასა და ივერის შორის. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent