შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოდვის ქალაქი (V თავი)


2-05-2024, 17:16
ავტორი tasusuna
ნანახია 955

დეკემბრის ცივ,ყინულიან გამთენიისხანს ქალაქი ზანტად ეგებებოდა.
არ ემეტებოდა მზის სხივისთვის ჭუჭყით სავსე ქუჩები და ცოდვებით დახუნძლული მივარდნილი,უპატრონო ჩიხები.
ავის შემოქმედნი ნელნელა მიიწევდნენ მალული ბუდისკენ და,
სახეზე სხვა ნიღაბს ირგებდნენ.
სისხლში მოარული სიბოროტისგან გამძღარ სულს საფარველში ახვევდნენ და,ლპობადაწყებულ კანზე ძვირადღირებულ მოსასხამებს ივლებდნენ.
საზოგადოებაში გასასვლელად ემზადებოდნენ.
პირს ღიმილისთვის ავარჯიშებდნენ და,
მლიქვნელ ხასიათს სულში აბრუნებდნენ.
ცოდვის ქალაქში მორიგი ცოდვისთვის ახალი დილა იწყებოდა და,
ერთი სული ჰქონდათ,როდის გადმოუშვებდა კაბადონი ისევ დაუშვრელად თოვლს,რომ სისხლის კვალი წაეშალა მათ ნაბიჯებზე.
სულ სხვა,
რისხვისგან დაგლეჯილი ვენებით,
გაშმაგებული სახითა და არწივივით მოელვარე თვალებით ალღობდა არემარეს ივერი უთურანი.
საათიც კიარ იყო გასული,რაც დონკას გაუჩინარებას შეესწრო და უკვე მუხლებით მოევლო ყველა ის შესაძლო ადგილი,სადაც ტკაჩენკო ეგულებოდა.
მანქანის სალონში ჩამოწოლილ ბურუსში გაეხვია მისი გვერდით მჯდონი და უკან ადევნებულ მანქანებს ხელით ანიშნებდა მიმართულებებს.
-ცხვირწინ არ დაგვიდებდა ფაქტივით ივერი,იქ უნდა ვეძებოთ,სადაც ყველაზე ნაკლებად ვიფიქრებდით მის ყოფნას.-უთურანის ფიქრებს ახმაურებს სვიმონი.
აღარ ჰყოფნიდა მსმენელს ნერვები.
მანქანა სრული სიჩქარით მიჰქროდა,თუმცა,კანი ეწვოდა,ისე უნდოდა უფრო ჩქარა გასულიყო ფონს.
სრული დატვირთვითაც მუშაობდა გონება.
გზის მაგივრად თვალწინ ივერრის დონკას სახე უდგებოდა და მთლიანად კარგავდა მცირე მოთმინებასაც.
გულგახეთქილი ჩაუქრობლად ეწეოდა და,
ჰაერში მონაბერ სასოწარკვეთად უშვებდა ფილტვებიდან.
რომ მიხვდა,სრულიად არაადეკვატური ხდებოდა უთურანი,
სვიმონმა მხოლოდ ერთი გახედა და,
მამაშვილურად,
როგორც ყველაზე ძვირფასზე იდარდებ,
დაჭიმულ მკლავზე ხელი დაადო .
-ივა,გადააყენე. მე დავჯდები!-მშვიდი,გაწონასწორებული ხმით მისი ყურადღება მიიბყრო და ძალითნ გამოიყვანა თვითგვემის იმ სოროდან,ასე ღრმად რომ შესულიყო..
გონებას მალამოდ მოედო ზამთრის სუსხი.
მაგრამ,აალებულ ივერის არცერთი ყინულივით ცივი ჟანგბადი არ უღირდა არაფრად,
იმდენად ეწვოდა კანი.
მთელ ქალაქს გააგონა ყელიდან წამოსული დაჭრილი ლომის ღრიალი..
შუა გზაში,
თოვლში ჩაფლული უმისამართოდ ბრაზობდა ყველა სულიერზე და,
ჯოჯოხეთის ცეცხლს პირდებოდა მალხაზ ჭყონიას.
გულზე გადახსნილი ახალი ჭრილობა ფარფატა ფიფქებისთვის მიეშვირა და, ამაოდ ელოდა დაამებას.
ყოველი ახალი წამი ახალი ზარით სრულდებოდა.
ცას არღვევდა მისი სიშმაგისგან გახეთქილი ყელი.
მთასავით ედგა დარაჯად სვიმონი..
იარაღი რომ იშიშვლა ივერიმ და ვერ გაიმეტა მალხახისთვის შენახული ერთადერთი ტყვია,
ოთხამდე ნაბიჯმოშორებულმა მისი ესროლა .
ცის კამარას დააცალა უთურანმა მთელი მჭიდი..
ახალი წინ გადაჭრილ ჰორიხონტს გაუშვიდა და მანამ აპობდა ჰაერს ტყვიის წვერი,
სანამ მთლიანად არ დაიცალა გულში დახვეული შემჭმელი სიბრაზისკენ..
არ შემცდარა მის გადაწყვეტილებაში სვიმონი,
მისკენ გამობრუნებული ივერი სრულიად სხვა,
უფრო მაღალ საფეხურზე ასულიყო და,
თუ აქამდე მის თვალებში სიშმაგე იკითხებოდა,
ამწამს,
არწივისთვალას ყინულივით ცივი,მშვიდი,ზარივით საშიში სიჩუმე ჩადგომოდა.
არ უქადდა ეს თვალები მიზანში ამოღებულს კარგს.
ის ენერგია,რაც მისგან მოდიოდა,
ცოდვებით სავსე ქალაქს დიდ განსაცდელს პირდებოდა.
-“სარდაფისკენ” სვიმონ!-მოკლედ მისცა მიმართულება მის მომლოდინეს და,
სალონში სრულიად სხვა დაბრუნდა..
მიაქროლებდა მოყინულ ასფალტს ასაკოვანი და,
ფიქრებში ცურვას აცდიდა გვერდით მჯდომს.
ამალა,რომელიც უკან ადევნებოდა,
ხელის ერთი ჟესტით დაშალა ივერიმ და თითქოს გეგმას ხაზავდა,
ჰორიზონტს დაუწყო მოუცილებელი ჭვრეტა.
-არ შემომყვე სვიმონ!-მიუახლოვდნენ თუარა ნაცნობ ცოდვის ქუჩას,
ცივი,ყინულივით ცივი ხმით უთხრა.
არ ესიამოვნა მოხუცს ივერის ნათქვამი,
კარგად არ ენიშნა ,თუმცა,ვერც მის ნებას გადააბიჯებდა.
დადუმებული,
დილის რიჟრაჟში გახვეული დამპალი ქუჩა სისხლის წყურვილით გამოეგება ნაცნობ სხეულს..
გაახვია მასში მონატრებული და თავისდაკვრით მიესალმა.
ზიზღით დააფურთხა მის გულს უთურანმა.
გუმანი,რომელმაც აქამდე მოიყვანა,გონებაში ზარს სცემდა.
არეული ფიქრებისას გავლილი კილომეტრებკ ინანა,
მაგრამ,
არც ის იყო მარტივი,
მალხაზის მწარე ტყავში გახვეულიყო და მისებურად დაეწყო ფიქრი.
როგორც კი გათავისუფლებულ გონებაში წამით დაუშვა მისი თავი,
სულმა იმწამსვე ხის ძველ,ორფრთიან კართან მოიყვანა.
სწორ მისამართზე რომ მოვიდა,ამას იმწამსვე მიხვდა,როგორც კი შევიდა და მთლიანი დატბაზი ცარიელი დახვდა..
არცერთი ხმა არ გამოდიოდა ესკორტების სამფლობელოსგან..
ის ერთი,ნაზი ხავერდით შეფუთული კარი კი ღია იყო და,
მას ელოდა..
ჩაეცინა ივერის.
თან ისე მწარედ,
წინ შემოგებებულ ორ ახმახს სახეზე ფერი დაეკარგათ.
მის გასაჩხრეკად მოსულები უკან წავიდნენ ხელშეუხებლად და,
დერეფანში გაატარეს ახალმოსული.
ვინ გაბედავდა გამძვინვარებული ცხოველის შეხებას?!
ცოფიანი ძაღლივით თვალებაგიზგიზებული უთურანი მზერით იგერიებდა მათ და ანიშნებდა,არ ღირდა მასთან მიახლოება.
მაიმც,
არსაიდან მოსული სიმშვიდით შევიდა ოთახში..
იმ ოთახში,დონკა ტკაჩენკო რომ გაიცნო და თან, შეიცნო.
იმ ოთახშიც,სადაც ქალაქის მნიშვნელოვანი საკითხები წყდებოდა და ,
იკრიბებოდნენ რთულ ჟამს.
ამწამს,ბოლო ჟამი ზუსტად მის წინ მჯდომს დადგომოდა..
მალხაზ ჭყონიას ტყავის სავარძელზე ფეხები გულისამრევად გადაეშალა
და ვისკის ნება-ნება სვამდა.
-ძლივს არ მომაგენი ივერი?!-მასპინძელმა
ხელები სარკასტულად გადაშალა
და ხმითაც კი გამოიწვია.
ალბათ,მთელი მისი ცხოვრება დასჭირდა უთურანს,სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ცივი გონებით გაჰყოლოდა.
კანის შიგნით,ყველა მისხალი ეგლიჯებოდა მწარე სიბრაზისგან,ისე უნდოდა ნაწილებად დაეშალა მისი სხეული,
მაგრამ,მის მოლოდინს არ გაამართლებდა.
მალხაზს საქმეს არ გაუადვილებდა.
-მერე და,მისამართი დაგეწერა პირდაპირ,მხატვრულად რომ მოგინდა სცენიდან გასვლა-ირონიულად ჩაიცინა ივერიმ და,ოთახს მოავლო მზერა.
არიყვნენ მარტო.
მესამე და მთავარი სხეული ძელზე ბორკილებით მიება მხეცს და,
მისთვის პირი აეკრა.
მხოლოდ წამით გაცვალეს ორმა სხეულმა
მზერა
და საკმარისი იყო,
დონკას ის მცირე შიშიც კი შემოძარცვოდა მხრებიდან.
გამბედაობა,რომელმაც არ მისცა დანებების უფლება,ამწამს გაუასმაგდა და დამცინავად დაასო მზერა მალხაზს.
ფსიქიკას ურყევდა ორი სარკასტული მზერა ჭყონიას,მაგრამ,მაინც არ იხევდა უკან.
-ბო*ი იქ უნდა მოგეძებნა,საიდანაც წაიყვანე!-ცეცხლზე ნავთი მოასზა მალხაზმა,
წამით სისხლი ააწვა ტვინში ივერის,
მაგრამ,მაინც მოახერხა თავის დაჭერა.
ისევ ჩაიცინა.
ისევ სარკასტულად.
-მე შენ არსად წამიყვანიხარ,ღმერთია მოწმე მალხაზ!-მხრები აიჩეჩა უთურანმა და მის შეცვლილ სახეზე ერჩივნა მთელი გულით გადაეხარხარა.
დადუმდა ჭყონია.
მასაც მთელი მოთმინება სჭირდებოდა მიზნის მისაღწევას.
მასაც მისი ჰქონდა სათქმელი.
მძიმედ გადაყლაპა არწივისთვალას სიტყვები.
მზერა,რომელიც არ შორდებოდა,უკვე აეჭვებდა..
უკვე აღარ იყო მყარად დარწმუნებული,რომ დონკა ივერის სუსტი მხარე იყო..
მამაკაცი საერთოდ არ აქცევდა ქალს ყურადღებას.
საერთოდ არ იმჩნევდა ოთახში მის არსებობას.
ნერვებმა აიტანა.
ხელებში მოქცეული ოქროს წკირიდან ნერვიულად გაიყნოსა წინ გაშლილი ერთი ჰორიზონტი და თვალებდასისხლულმა გახედა ისევ ივერის.
უთურანს კიდევ უფრო აუციალდა მზერა.
ყორნისფერი თვალები სულ დაუმუქდა..
-ჩემი შვილი სადაა ივერი?-სკამზე ერთ წუთში უკვე მეათედ შესწორდა მალხაზი,იმდენად ვეღარ ინარჩუნებდა წონასწორობას.
სახეზე გადაფითრდა და თვალის გუგები საცრისხელა გაუხდა.
-სადაც შენ ვერ მიაგნებ,იქ!-ნიშნისმოგებით აზიდა შეყრილი წარბი და კომფორტულად მოთავსდა სკამზე.
მის წინ დადებული სინიდან სასმელიც კი ჩამოისხა.
-ახლა შენ ადგილს მეტყვი და მეც დონკას ვუშვებ.-მისი სიტყვის სერიოზულობის ხაზგასასმელად კარებთან მდგარ ბიჭებს მოუხმო და ქალისკენ ანიშნა.
-დავლურსააც ხოარ ჩამოვუარო,შენ გახარებას?!-მაინც ქვასავის მტკიცედ დაუხვდა მორიგ შეტევას.
როდემდე შეივსებოდა ფიალა?
როდის იფეთქავდა უთურანი?!
ღმერთმაც უწყოდა,
ნაგრამ,
მისი სიმშვიდე ისე რევდა მალხაზს,მზად იყო უთურანი მთელი ცხოვრებაც კი ეთმინა ეს სპექტაკლი.
-დავლურს არა,მაგრამ,მინიმუმ კუბოს შემოუვლი თუ გონს არ მოეგები!-უჯვე ყელზე ებჯინებოდა დახეთქვამდე მისული ძაღვები მალხაზს.
-შენსას?!დიდი სიამოვნებით!-ხელოვნურად გაიხარა ივერიმ და ფეხზეც კი წამოდგა.
გახევებული უყურებდა ჭყონია როგორ უვლიდა ირგვლივ უთურანის მხრებშიგადაალილი სხეული.
ისე,როფორც სამძიმარზე მისული ჭირისუფალი,თავი დანანებით გადააქნია ივერიმ და წინ აესვეტა.
-გვამები არ ლაპარაკობენ მალხაზ!-თვალები მოულოდნელად ისეთი რისხვისგან აევსო უთურანს,ცივმა ეკალმა დააყარა დონკასაც კი.
გააცივა.
ადგილზე გაყინა ჭყონიაც.
-ამიტომ ყურადღებით მომისმინე მხოლოდ! -ხმა ყინულივით ცივი გაუხდა,
სასტიკი და შეუბრალებელი.
-ახლა მე და შენ დონკას მის გზაზე გავუშვებთ და როგორც ცივილურ ადამიანს შემეფერრბა,შევეცდები შენს დონემდე დაცემას და,გაგესაუბრები,მიუხედავარ იმისა,რომ ამის სურვილით არ ვკვდები.-მისკენ იხრება და სახეში იმ მზერით დაცქერის,დედამიწის ზურგზე ვერავინ რომ უძლებდა.
მიუხედავად იმისა,სხეულში სისუსტე იგრძნო ჭყონიამ,
მაინც ჩაეცინა მწარედ.
-ხელს შეახებ და შენს თვალწინ გავაფორმებ!-მრავლისმთქმელი მზერა გაუცვალა მალხაზმა სახეგაყინულ ივერის და ის დღე გაახსენა,
“სარდაფი”დან უკანმოუხედავად რომ წაიყვანა დონკა.
მხრებში გასწორდა ივერი.
სხეულში აბსოლუტურად ყველა ძარღვი თითქოს გაქვავებოდა,იმდენად მტკიცე იყო მისი ანფასი..
სავარძელში ჩაფლულ მალხაზს დამცინავად დახედა და,
მოულოდნელად ისე იფეთქა,
ირგვლივ თავმოყრილმა საზოგადოებამ გონზე მოსვლაც კი ვერ მოასწრო.
ჭყონიას დაცვამ რომ მოიხედა,
უკვე უთურანს მთლიანად გადაევლო მისთვის და,
ძირს გაერთხა.
მთელი სხეულით უწევდა მისკენ დონკაც,მაგრამ,ხელებზე დამაგრებული ხელბორკილი განძრევის საშუალებას არ აძლევდა.
მთლიანად დაეკაწრა მაჯები.
-ჰოდა,მეც დაგპირდი ნაბო*არო,შემდეგი შეხვედრა ტყვიით დასრულდებათქო! -გააფთრებულმა იარაღი იმარჯვა და,
გაცეცხლებულს სასხლეტი უნდა დაეშვა,
გადამწყვეტ წამს სვიმონის ღრიალმა
რომ გააჩერა წუთი.
დონკას მთელი სხეული ივერისკენ მიემართა, თვალები წარმოუდგენელი რისხვისგან კოცონივით უელავდა.
უთურანს სასროლად შეყენებული იარაღი ხელში ჩახმობოდა,მოულოდნელი ხმისგან.
მალხაზი,რომელიც აქამდე შეშინებული,ფერწასული ძირს ეგდო, დრო ეხელთა და წამომდგარიყო.
როგორც ჩანს,მისი გეგმა ზედმიწევნით განხორციელდა.
სახეზე დაუთვლელი კმაყოფილება ეხატა.
-სასხლეტი დაუშვი ივა,ცოცხალი უნდა გავიდეს ეგ ნაბი*ვარი.-სახე მთლიანად შეშლილი ჰქონდა სვიმონს.
არასდროს ეხილა აქამდე ივერის მწყობილებიდან გამოსული და თან, ამდენად ინერტული მოხუცი.
სახე მთლიანად მოეშალა, მამაკაცი მალხაზის წინ რომ დაჯდა და,ხელები მაგიდაზე დააწყო.
-რაგინდა *ირო?!-სახეში ველურის მზერით დააჩერდა.
მისი ნაწილებად შეჭმა უნდოდა ამწამს სვიმონს,მაგრამ,წლების გამოცდილება მოთმინებას კარნახობდა.
ის არ იყო ივერი,
ახალგაზრდა,სისხლმოწოლილი,წამებში რომ
დაელია მისთვის სიცოცხლე და,შედეგებზე არ ეფიქრა.
ცნობები,რომელიც ბოლო წუთს მიიღო,საკმარისი იყო,ყველა მტკიცე გადაწყვეტილება დროებით გადაედო და მცირე დათმობაზე წასულიყო.
არ ჯეროდა მომხდარის ივერის,თვალებს არ უჯერებდა,მაგრამ,
ისიც ზუსტად იცოდა,
სვიმონი ასე არ მოიქცეოდა,თუ გარეთ შესაბამის ფონს არ შეამჩნევდა.
რაღაცისთვის,ან იქნებ,კონკრეტულად ვიღაცისთვის სციმონი უკან იხევდა,ეს კი პირველად ხდებოდა.
მალხაზის კმაყოფილებით სავსე სახე უთურანს ძარღვებს უხეთქავდა.
-გზიდან ჩამომეცილებით!
არანაირი აფეთქებები,
არანაირი საზღვარზე დამწვარი ტვირთი!
გზას მისცენთ ჩემს მხარდამჭერებს და, დამაცფით სულის მოთქმას!-ისე,თითქოს უმარტივესი დავალება გაეცა,ხელები კმაყოფილმა გადააჯვარედინა და,
ივერის დამცინავად ახედა.
სისხლი გაეყინა.
ისედაც ყორნისფერი თვალები სულ მთლად ჩაუმუქდა და,
წამი აკლდა,ერთიანად ფეთქვამდე.
მაგრამ,სვიმონის უცნაური,ნამსხვრევებად ქცეული და თან,არწივის მზერა ადგილზე აკავებდა.
-ჩათვალე გაკეთებულია!-უმოკლესად დაუკრა კვერი მოხუცმა და მაგიდაზე დადებულ გასაღებს დაწვდა.
ძელზე თითქოს შეყინულ ბოშას ხელები შეუხსნა და წამოდგომაში დაეხმარა.
სახე თბილი ჰქონდა,
მამაშვილური,
პირზე აკრული ნაჭერი მოაშორა და ივერისკენ უბიძგა.
-მას შენ გაბარებ,დონკა! ისე გაავდება,ვერავინ შეაკავებს..გაიყვანე აქედან და ხუთი წუთი დამელოდეთ. მასთან კიდევ ერთი საკითხი მაქვს გასავლელი.-მხოლოდ მისთვის გასაგებად უთხრა და ივერის ხელებში გადასცა ბრძოლისგან დასუსტებული სხეული.
არ უნდოდა ოთახის დატოვება,მაგრამ,როგორც სვიმონმა გაითვალისწინა,
ისე გახდა თვითონაც იძულებული.
ქალს,რომელსაც ფეხებში ყველანაირი ძალა ელეოდა,ხელი ძლიერად ჩაეჭიდა ივერისთვის და მხოლოდ ის უნდოდა,დაწყევლილი ადგილი როგორმე უფრო სწრაფად დაეტოვებინა.
უთურანი არ ჰგავდა ადამიანს.
თუკირამ სიბრაზე ჰქონსა სხეულში,ყველა სახეზე მოწოლოდა და ცეცხლის ალს გავდა.
ჭირივით სძულდა გაუგებრობა,ამწამს კი,ყველაზე დიდ ორმოში იყო.
არ ამოუღია ხმა,სანამ ორფრთიანი ხის კაცი უკან არ მოიტოვა..
შუადღე დახვდა გარეთ და თან ისეთი ჩამუქებული,
ისეთი ღრუბლიანი და თოვლიანი,
სულიერის ჭაჭანება არ იყო.
სარდაფებში გახიზნულიყვნენ ცოდვის მქმნელები.
დღის შუქი ხომ კანს უწვავდათ.
დღის შუქი ხომ აბრმავებდათ.
მანქანისკენ დაიძრა ივერი,
თუმცა,დონკამ რომ შეაჩერა,უკვე გაწყვეტილი ჰქონდა მოთმინების ძაფი.
-მანქანა დანაღმულია ივა..-სადღაც,ჰაერში გაეპარა ხმა დონკას და,
ის პირველი,ყველაზე ახლოს წარმოთქმული მისი სახელი ფიფქებივით შემოადნა კანზე უთურანს..
თქმულის გააზრებაც კი გაუჭირდა,დამძახებლისკენ რომ გაიხედა და ,
გახევებულ გონებაში დონკას სახე შემოუშვა.
ქალი,
ამორძალი მაგრამ,ფრთამოტეხილი ფეხზე ძლივს იდგა..
მთლიანად გალღვა ივერი..
სახე ოდნავ შეუთბა და,
თითქოდ ახლა ამოესუნთქა ჯეროვნად,
გულზე მიიკრა მისი სხეული..
არ იყო მიჩვეული,
არც კი არასდროს ჰქონია მის გულს ერთდროულად ამდენი ემოციისგან დატვირთული ცემა და,
უჭირდა გაემიჯნა ერთმანეთისგან სიბრაზე,სიმხეცე და,სინაზე,დონკასთან რომ
სჭირდებოდა.
-ნუ გეშინია,დონკა,ჩაიარა..-სულ მთლიანად უნებურად,გულიდან წამოსული სიტყვები შემოაფარა მხრებზე,გასათბობად.
გული შეეკრა ქალს,მის სულს სულ სხვა რამე სწვავდა..
სულ სხვა ჯავრი..
-ის შენს აფეთქებაას აპირებდა ივა..-სახე მის მკწრდში ჩარგო და ალბათ,ბავშვობის შემდეგ,პირველად ატირდა გულამომჯდარი..
მთლიანად განიარაღდა ივერი.
საერთოდ შემოეძარცვა ირგვლივ დაუტეველი სიბრაზე..
ხელები ძლიერად შემოახვია მის მხრებს და იქამდე ყავდა გულში გამოკრული,
სანამ ცრემლებმა მკერდი არ დაუსველა..
გრძნობა,რომელიც სულში უძვრებოდა,
სიხარული იყო..
სიხარული,რომ ვიღაცას ისე არ ემეტებოდა სასიკვდილოდ,
ცრემლებს უღვრიდა..
მარტოდ,ხროვის გარეშე მოარულ ივერის,უცხოდ მიაჩნდა ყველა ის ფრძნობა,რაც სითბოს მოუტანდა,
მაგრამ,
ახლა,
ამწამს,
ეს აბედნიერებდა.
მიუხედავად იმისა,გვერდით ცხოვრება და,ირგვლივ ქალაქი ემხობოდა თავზე.
ალბათ,საუკუნოდ ვერ შეელეოდა მის სხეულს, სვიმონი რომ არ გამოსულიყო და,
ჰაერი მძიმე ამოსუნთქვით უფრო არ გაეყინა..
-ჩემთან წავიდეთ,ივერი,დიანას ოთახი დონკას ძალიან მოეწონება,დარწმუნებული ვარ..-ქალს მკრთალად გაუღიმა და იმწამის მოსულ მათ ბიჭებს მანქანაში ჩაუსხდნენ.
“სადრაფთანვე” დატოვეს ივერის დანაღმული მანქანა.
სადღაც,ქალაქის ბოლოში,მისივე სახლი უკვე ფერფლად ქცეულიყო..
სწორედ ეს ცნობა იყო,
სვიმონს გზიდან რომ გადაახვევია და,ნაბიჯებით უკან დახევა აიძულა..
მალხაზი პირდაპირ დაემუქრა ყველას,ივერი უთურანის გაქრობით..
კაცი,რომელიც არსად,არასდროს იმალებოდა,რთული დასაცავი იქნებოდა ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებული სიკვდილისგან.
უკან დახევა კი,
მალხაზს ცოტა ხანში ისე მოადუნებდა,რომ მისი გაბმა უფრო მარტივი იქნებოდა.
სწორედ ამას განიხილავდნენ სვიმონი და ივერი,
ბუხრის წინ,
ხის სავარძლებში ჩამსხდრები.
დონკას თავი მეორე სართულზე გაეხიზნა,რბილ საბანში,ვარდისფერ ოთახში,თავს იმ ბავშვად გრძნობდა,რომელიც არასდროს ყოფილა..
იმ პატარა,გულის ფორმის ბალიშს ეხუტებოდა,არასდროს რომარ ჰქონია და,
ეგოისტურ იმ გულის ტკივილს იამებდა,მთელი ცხოვრება რომ ტანჯავდა.
-ველოდი მალხაზისგან ამ ნაბიჯს ივა,ყოველ დღე!-ცეცხლს თვალი მოაშორა სვიმონმა და,
თავჩაქინდრულ ივერის გახედა.
თვითგვემა,რომელიც ყოველ წამს უფრო უორკეცდებოდა,სჭამდა შიგნიდან უთურანს.
მისი სიცოცხლე არ იყო მისთვის იმდენად ფასეული,ქალაქი გადაყოლოდა..
ერჩივნა ნაწილებად დაშლილიყო,ვიდრე მალხაზს მცირე გამარჯვებით ეზეიმა.
იჯდა მის წინ,
თვალებში უყურებდა,
მაგრამ,მამის ტოლას ვერ პატიობდა .
-დიანა კიარა,შენ უნდა გამერიდრბინე ამ ქაოსს.-ცალყბად ჩაიღიმა მოხუცმა და მის აელვებულ თვალებზე უკვე გულიანად გაეცინა.-არა ივა,
არასწორად იგლეჯ ახლა გულს.
ყველაფერი რომ ისე მომხდარიყო,
როგორც აპირებდი,
რა დააკავებდა გიგის?!
რა დააკავებდა ლექსოს?
-გზა უფრო ფართოდ ანახა უთურანს სვიმონმა და,ნელნელა დაუწყო მომავალი.
-ხელჩართულ,ცივსისხლიან ომში გადაიზრდებოდა ყველაფერი..
შენს სისხლს არავინ შეარჩენდა მალხაზს,
მისხალმისხალ ავაქნიდი ტანზე ყველა ხორცს და,
იგივეს იმოქმედებდა ყველა,ვისთვისაც ძვირფასი ხარ.
-ხელი რომარ შეგეშალა,მალხაზი ახლა გასტუმრებული იქნებოდა..-შეაწყვეტინა უთურანმა.
გაეღიმა სვიმონს.
-გასტუმრებული იქნებოდი შენც! ივერი!-ხმა ოდნავ გაუცივდა,თუმცა,ის სითბო,რომლითაც მხოლოდ უთურავს უყურებდა სვიმონი,მაინც ჰქონდა თვალებში.
-არ შემიძლია ეს საქმე მხოლოდ იმიტომ დავაპაუზო,რომ საფრთხე მემუქრება,სვიმონ!
პასუხისმგებლობა მაქვს,
თან იმ წონის,წელში მწყვიტავს,
მაგრამ,ვზიდავ!
პასუხს ვაგებ ორ საფლავთან და,
საკუთარ სინდისთან .
კაცურად,მარტო იმიტომ,რომ შენს ავტორიტეტს და სიტყვას პატივს ვცემ,ნუღა მომაბრუნებ გზიდან.
მე ჩემი გასაკეთებელი მაქვს,
მესმის და მადლობა,რომ როგორც შვილს,ცხოველიდან მგლიჯავ,
მაგრამ,
მას შემდეგ,რაც პირველად მნახე, 15 წელია გასული და იმდენი გავიარე,რომ საკუთარ ქმედებაზე პასუხისგება შემეძლოს.-ფეხზე დამდგარი დინჯად,აუღელვებლად საუბრობს მაგრამ,მოხუცს არც მისი აღელვებული მზერა რჩება უყურადღებოდ.
გულში დაუტეველი სიამაყის გრძნობისგან სახე ღიმილით ექცევა.
წარბშეხრილი ხვდება ივერი.
-და მერე დონკა?!-მწარე,წვეტიანი,ავტომატის ტყვიასავით იმოქმედა მისმა სიტყვას მსმენელზე.
დონკა.
ოთახში ძალიან მძიმედ დაეკიდა მისი სახელი და გაყინა ივერი..
არასდროს იტოვებდა უკან დასახევს..
ყოველ მოსახვევს იხერგავდა და,
მძიმედ აჭედებდა ლურსმანს ფუძეზე.
აქამდე მხოლოდ წინ,
ჰორიზონტისკენ იყო სავალი გზა..
ახლა და ამწამს კი,
არ ელოდა,თუ დააფიქრებდა ერთი სახელი სამომავლო გეგმებზე.
სვიმონმა მიზანში მოარტყა.
სიტყვის მხოლოდ ერთი გათქმით მთლიანად მოატრიალა ივერის საჭე და,
გადაწყვეტილების იმ სისწორეში დარწმუნდა,
წეღან რომ მიიღო.
როცა დაინახა,როგორ ხდებოდა მკვლელი ნახევრად მისი გაზრდილი ივერი.
აღარ უთქვამს არაფერი.
დაღლილ მუხლებს მძიმედ დაეყრდნო,გაიმართა,
ბუხრისაკენ პირით შებრუნებულ ივერის მხარზე ხელი მამაშვილურად დაჰკრა და, სარდაფისკენ დაიძრა.
-დონკა კლდეა-პირისპირ,მაგრამ,ზურგსუკან დამფრთხალი კოლიბრი.
მიდი მასთან ივერი!
ქალი არაა კაცის სისუსტე..
სიყვარული ვერასდროს იქნება სუსტი!
შეიფარე და მიიღე ის..
უშფოთველად და სინდისის ქენჯვნის გარეშე.
ხვალიდან კი,
იმ გზას მივყვეთ,რომელიც დაწყებული გაქვს!
დიდ ბალახამდე,ჯერ სარეველები მოვსხიპოთ მალხაზის ირგვლივ.
მანამდე კი ჯეროდეს,რომ გაგვაბა.
მოთმინებით იგებს კაცი,ეს მე წლებმა მასწავლა ივერი და,
მამაშვილურად,დამიჯერე!
არააა აუცილებელი,საკუთარ ტყავზე იწვნიო ყველა გადაწყვეტილება.
აღარ ხარ მარტო..-შეგონება დიდ ფიქრად დაუტოვა ღამის ქალაქში სვიმონმა,ივერი უთურანს..
არასდროს ყოფილა გაორებული ფიქრებისგან ამდრნად დახუნძლული.
მხრებზე თითქოს სამყაროს წონა ჯავრი დააწვა.
შუა ღამის პირველი იყო ცოდვების ქალაქში,
დონკასთან რომ მივიდა ივერი.
ქალი ოთხად მოკეცილიყო,თავს დაუცვრლად გრძნობდა მისი სხეული.
ძინავდა,ალბათ,გადატანილი ესიზმრებოდა,სახე ჯერკიდევ სველი ჰქონდა..
შესცივდა სხეულზე ივერის.
იმდენად შესცივდა,
კანკალმა აიტანა..
ერთიანად დაიღალა.
ერთიანად მოწყდა..
ფრთხილად მიუწვა გვერდით..
მის ზურგს როგორც რიგში მწყობი,აეკრა და ხარბად შეისუნთქა ქალის უცხო სურნელი..
სითბო,რომელიც კანიდან კანზე შემოუძვრა,
სასიამოვნო და უცხო იყო..
-ივა..-მძინარე ხმა ოთახში სასიამოვნოდ გაისმა..
ეკლად დაუარა მამაკაცის ცივმა,ძლიერმა ხელებმა დონკას..
მისი უხილვობა ვეღარ აიტანა,
გადმობრუნდა და გულში ჩაეკრა..
გაეხვა სიმშვიდეში.
მონატრებულ უსაფრთხო ხელებში..
-არ გაბედო სიკვდილი,ივერი,თორემ გეფიცები,რომ გადარჩე,საკუთარი ხელებით მოგიღებ ბოლოს.
მძიმე დღის შემდეგ,როგორც იქნა მშვიდად გაეცინა უთურანს.
გამკეთებელიც იყო,ესეც იცოდა და ამან უფრო გაულღო მხიმე ჯავრი.
რომ შემოათენდა და ისევ გულში ჰყავდა ჩაკრული,ეუცხოვა მისი თავი.
მშვიდად სუნთქავდა და საერთოდ სხვაგვარად უყურებდა დღის დასაწყისს.
მზად იყო,
უკან ერთი ნაბიჯით დაეხია ,
ოღონდ ხვალინდელი დღე ჰქონოდა.
ამას მხოლოდ ახლა მიხვდა,
საყვარელი ქალი რომ გულზე ეწვა.
__
მომენატრეთ
მოვედი და ახალი თავიც
მოვიტანე ..
გელით,შეფასებებით და თქვენი მოსაზრებებით.
ივერი მიყვარს !
თქვენი:ანასტასია



№1 სტუმარი ნი-კე

იმდენად სწორი სიტყვებით საუბრობენ შენი პერსონაჟები, მე მიჭირს კომენტარის გაკეთება,,მოხუცი სვიმონის სიბრძნე და აზროვნება შეუფასებელია..ახალგაზრდა და ვაჟკაცი ივერი ,კი ცხადია ცხოვრებისეულ გამოცდებს აბარებს სვიმონის რჩევით და დახმარებით..მე მჯერა საუკეთესოდ ,,ჩააბარებინებ" ყველა გამოცდას ივერის❤️❤️წარმატებები

 


№2 სტუმარი One

Me shen miyvarxar qalbatono taso❤️
Vaax, es gaidzvera naxet))
Dzalian sainteresod vitardeba, geli ❤️

 


№3  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნი-კე
იმდენად სწორი სიტყვებით საუბრობენ შენი პერსონაჟები, მე მიჭირს კომენტარის გაკეთება,,მოხუცი სვიმონის სიბრძნე და აზროვნება შეუფასებელია..ახალგაზრდა და ვაჟკაცი ივერი ,კი ცხადია ცხოვრებისეულ გამოცდებს აბარებს სვიმონის რჩევით და დახმარებით..მე მჯერა საუკეთესოდ ,,ჩააბარებინებ" ყველა გამოცდას ივერის❤️❤️წარმატებები

როგორ მიხარია,რომ მოგწონთ! ♥️♥️ სვიმონის სწორი პოზიიციები მეც მომწონს და იმედია,ბოლომდე ზყატად მიყვება ივერი ❤️❤️❤️❤️ მადლობა,რომ სულ ჩემთან ხართ ❤️❤️❤️
One
Me shen miyvarxar qalbatono taso❤️
Vaax, es gaidzvera naxet))
Dzalian sainteresod vitardeba, geli ❤️

ჩემი ქეთუუ ♥️♥️♥️♥️
ლავ იუუუუ ♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

გამიხარდა ახალი თავი და ისეთი კარგი იყო იმდენი ემოციებით სავსე მომწონს არა მიყვარს ეს წყვილი მიხარია ივერიმ რომ იპოვა ბოშა ...ყველა სიტყვა მოქმედება გათვლილი გაქვს ნიჭიერი გოგო ხარ ძალიან მადლობა წარმატებები შენ ტასო❤️♥️????????

 


№5  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ნესტანი
გამიხარდა ახალი თავი და ისეთი კარგი იყო იმდენი ემოციებით სავსე მომწონს არა მიყვარს ეს წყვილი მიხარია ივერიმ რომ იპოვა ბოშა ...ყველა სიტყვა მოქმედება გათვლილი გაქვს ნიჭიერი გოგო ხარ ძალიან მადლობა წარმატებები შენ ტასო❤️♥️????????

მახლობა ნესტან თქვენ ❤️❤️❤️ თანადგომა დიდ მოტივაციას მაძლებს,რისთვისაც მადლობებით არ დავიღლები ♥️♥️♥️

 


№6  offline წევრი Life is beautiful

დიდი ხანია არ შემოვსულვარ და მეთქი შევიხედავ, რა ხდება?!
თურმე ძაანაც ხდება.
ეს, ის ივერი და დონკა არაა?
თავიდან გადავიკითხე 5 თავი და ვაჰ, ამ აქციებისა და კანონის ფონზე ძლივს განვიტვირთე.
მომენატრა შენი წერის სტილი, მაგრამ უფრო ის შეგრძნებები, რასაც ვიღებ კითხვისას და ვუალააა!
ახლა ისეთ მომენტში გაწყვიტე თხრობა, რომ სანამ ახალ თავს დადებ ისე შეწუხებული ვიქნებით, როგორც ადრე შუქის წასვლაზე :D და დადება ისე გაგვიხარდება, როგორც შუქის მოსვლა. :D
აჰ, ძალიან გამიხარდა, მართლა!
ხომ, და კიდევ, მრავალს დაესწარი, აღდგომის დღესასწაული გვიახლივდება <3

 


№7  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Life is beautiful
დიდი ხანია არ შემოვსულვარ და მეთქი შევიხედავ, რა ხდება?!
თურმე ძაანაც ხდება.
ეს, ის ივერი და დონკა არაა?
თავიდან გადავიკითხე 5 თავი და ვაჰ, ამ აქციებისა და კანონის ფონზე ძლივს განვიტვირთე.
მომენატრა შენი წერის სტილი, მაგრამ უფრო ის შეგრძნებები, რასაც ვიღებ კითხვისას და ვუალააა!
ახლა ისეთ მომენტში გაწყვიტე თხრობა, რომ სანამ ახალ თავს დადებ ისე შეწუხებული ვიქნებით, როგორც ადრე შუქის წასვლაზე :D და დადება ისე გაგვიხარდება, როგორც შუქის მოსვლა. :D
აჰ, ძალიან გამიხარდა, მართლა!
ხომ, და კიდევ, მრავალს დაესწარი, აღდგომის დღესასწაული გვიახლივდება <3

უიი მეც როგორ გამიხარდა შენი დაბრუნებააააა. ♥️♥️♥️♥️
მეთქი,სადაა? რატომ არ ჩანს? ♥️♥️♥️♥️
კი ისინი არიან და სულ თავიდანვე რომ მომყვებოდი,ეგეც მახსოვს მეეე ♥️♥️♥️
მადლობა რომ
დამიბრუნდიიი ❤️❤️❤️
შენც შეენც მრავააალს ❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი Ana-maria

სიმშვიდეა დიდი ბრძოლის წინ. მალხაზი არაკაცია,ამიტომაც არ ღირს ივერი მის გამო მკვლელი რომ გახდეს. ივერის და დონკას სიყვარული ძლიერია და ყველა წინააღმდეგობას გაუძლებს.წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
სიმშვიდეა დიდი ბრძოლის წინ. მალხაზი არაკაცია,ამიტომაც არ ღირს ივერი მის გამო მკვლელი რომ გახდეს. ივერის და დონკას სიყვარული ძლიერია და ყველა წინააღმდეგობას გაუძლებს.წარმატებები და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს

მიხარიაა უზომოოოდ ♥️♥️♥️♥️♥️ ქარიშხალის წინ სიმშვიდე ჩამოწვა,მეც ესე ვფიქრობ ♥️♥️

 


№10 სტუმარი ეთული

შემდეგი თავი მალე დადეთ გთხოვთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent