შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განთიადი (მეხუთე თავი)


23-05-2024, 20:57
ავტორი დეკა
ნანახია 2 156

“7 წლის წინანდელი, იქ სადღაც, მთებში.”
-თორნიკე, ეს გოგო ვინაა?!
მანქანაში მჯდომ დეიდაშვილს მონუსხულმა გადახედა, თედომ.
-ეს დეკაა, აქ ცხოვრობს.
-იცნობ?!
-მაგას ვინ არ იცნობს?!
-ვინაა ასეთი?
ინტერესიანი მზერით გახედა გოგონას.
-ჩემი მომავალი ცოლია თედო.
-რასამბობ თორნიკე?! ეს?
თვალები დაექაჩა გაოცებისგან.
-კი, რაიყო? 4 წელია მიყვარს. ჯერ ბავშვია ვაცდი და შემდეგ მე ვიცი.
-იცის თვითონ? უთხარი რომ გიყვარს?
-იცის.
-და რაო?
დაბნეული უსვამდა კითხვებს, დეიდაშვილს.
-მე არ მიყვარხარო. არადა არ ეტყობოდა ეგრე. უბრალოდ ბავშვია ჯერ, ცოტას დავაცდი. მაგრამ ცოლი გახდება ჩემი, აუცილებლად.
აღარ უპასუხია თედოს. ანდაც რა ეპასუხა?! შენ რომ ოთხი წელია გოგონა გიყვარს, მე სულელს ერთი შეხვედრით ჩამივარდა გულშიო? არა! ეს არ იყო თედოს კაცობა. ასე ახლობელს, არ აკადრებდა, მისი სიყვარულისთვის შეხედვას, თუნდაც არასდროს დათანხმებოდა დეკა, თორნიკეს.დახარა თავი.


“აწმყო, ტკივილებით და სიხარულით სავსე დღეებით”

გათენდა, კვლავ დაიწყო ახალი დღე, ძველის მივიწყებას ცდილობდა ღამესთან ნაბრძოლველი ქალი.
უყურებდა გვერდით, მწოლიარე შვილს და ფიქრებით დაჰქროდა სხვაგან.

-ნიკო დე, მოდი გავიღვიძოთ რა, ბაღში დააგვიანებ.
-აუ დეე, ციტასაც დავიძინებ.
ძლივს ამოილაპარაკა ბიჭუნამ.
გაუკვირდა ქალს, არასდროს ყვარებია ნიკოლას ძილი, ყოველთვის ასწრებდა დედას გაღვიძებას.
-დედი დააგვიანებ და აღარ შეგიშვებენ. მეც სამსახურში უნდა წავიდე.
თბილად შეაღვიძა ისევ, მძინარე. შვილის ლოყაზე საკოცნელად მიდებული ტუჩები აეწვა ქალს.
-ვაიმე ნიკო, რა ცხელი ხარ. დე გამოფხიზლდი რა. ნიკოლა.

აღვიძებდა ბავშვს, უშედეგოდ.
ამოახველა თვალებდახუჭულმა და აუტყდა უეცარი ღებინება. გონზე ვერ მოჰყავდა დედას. პანიკაში ჩავარდნილმა შვილის მოფხიზლება დაიწყო.
სასწრაფოში დარეკა ქალმა თან ცდილობდა, დასვრილი ტანისამოსი მოეშორებინა ბავშვისთვის.
-წყალი მინდა
ამოიხრიალა ფერდაკარგულმა ბიჭუნამ.
სირბილით გაიქცა სამზარეულოსკენ ქალი, კარში დოდო შეხვდა.
-რახდება შვილო რა სახეგაქვს.
-ნიკოა ცუდად დოდო დეიდა. წყალი შემოგვიტანე რა.
ეს უთხრა და შებრუნდა შვილთან.
-დე, ჩემო სიხარულო. მოდი წამოჯექი მაისურს გაგხდო.
-აი დედი წყალი, როგორაა?
შემოვიდა ჩქარი ნაბიჯით, დოდო.
-აღებინებს და სიცხე აქვს. სასწრაფოში დარეკილი მაქვს, გონზე ვერ მომყავს.
აფორიაქებულმა ამოილაპარაკა გოგონამ.
-კარგი დედი, მოდი გამოვუცვალოთ, ჩაიცვი შენც. კარგად იქნება ყველაფერი, ვირუსია ალბათ რამე.
მზრუნველად გადახედა დედაშვილს და საქმეს შეუდგა.
კარზე გაბმულ კაკუნს, ორი გოგონას შემოსვლა მოყვა, ოთახში.
-პაციენტი რომელია?
იკითხა ერთ-ერთმა.
-აი ექიმო, ღამით კარგად იყო, არაფერი შემიმჩნევია. ვაღვიძებდი და გონზე ვერ მოვიყვანე ამ დილას. სიცხე აქვს და აღებინა.
-ჯობია გადავიყვანოთ კლინიკაში. უკეთ გავსინჯავთ და სისტემასაც დავუდგავთ.
საუბრობდა ექიმი, თან ბიჭუნას გასინჯვით იყო დაკავებული.
-დიახ, როგორც მეტყვით.
თავი დაუქნია და მორჩილად მიყვა უკან.

ხელში ჰყავდა აყვანილი პატარა ნიკო. გულზე მიხუტებულს მიჰყავდა მანქანისკენ. კვლავ მარტო იყო, თავისი შვილის ერთადერთი იმედი. კვლავ მას ეკუთვნოდა, ყოფილიყო ძლიერი, არ გაშვებოდა ხელი, შვილის მტევანზე ჩაჭიდებული.

-დეკა, ჩვენ აუცილებლად უნდა წავიდეთ. ხოიცი ყველაფერი როგორ გვაქვს მიტოვებული. ადგილიც დავჯავშნეთ მარშუტკაზე. ნუგზარის წამლებიც სოფელშია. მარტო არ ხარ დედი, დემეტრე მოვა, ლილე მოვა და არ შეგეშინდეს. დაგირეკავ და ნიკოს ამბავი მითხარი დედი.
სასწრაფოს მანქანაში ასულს თბილად დაემშვიდობა დოდო. მანაც თბილი მზერით დაუკრა თავი ქალს. დაიძრა მანქანა, დაჰყურებდა საკაცეზე მწოლიარე პატარა სხეულს და გული ეწვოდა.

სასწრაფოს მანქანას უკან მიჰყვებოდა, ვერცხლისფერი მერსედესი. საჭესთან მჯდომი, ნერვიულად აკაკუნებდა თითებს საჭეზე და ცდილობდა არ ჩამორჩენილიყო, წინ მიმავალთ.

საკაცეზე დააწვინეს პატარა ნიკო. ფეხ და ფეხ მიყვებოდა დეკა. მჭირდოდ ჩაეჭიდა შვილისთვის ხელი და პანიკურ კანკალს ვერ იჩერებდა.
მოუხურეს კარი, უნდა გავსინჯოთო და დატოვეს კარს მიღმა ანერვიულებული.

კედელთან ჩაიკეცა, ცრემლები უნებართვოდ მოსდიოდა მწვანე თვალებიდან. მხრები უცახცახებდა და ვერ აწყნარებდა თავს.

-წყალი დალიე, დამშვიდდები.
-შენ? შენ აქ რაგინდა?!
-ახლა ამის დროა? დალიე წყალი.
-მადლობა.

წყლის ჭიქა გამოართვა მამაკაცს. მალევე წამოდგა ფეხზე და ახლა ნერვიულად დაიწყო სიარული, საავადმყოფოს დერეფანში.

-რა დაემართა?!
-თედო აქ რა გინდა?
-ჯერ გამაგებინე რა სჭირს ბავშვს.
-არვიცი, მაღალი სიცხე და ღებინება. გონზე ვერ მოვიყვანე.
ტირილით ამოილაპარაკა.
-კარგად იქნება, მოიწამლა ალბათ.
-არაფერი უჭამია ისეთი, რომ მოწამლულიყო.
-რაიცი შენ? გასართობად წასულს ძალიან არ განაღვლებდა რას შეჭამდა?!
-არ მიკვირს იცი? შენგან ეს სიტყვები.
მაგრამ დადგება დღე, როცა ბოდიშის მოსახდელად თავის დახრა მოგიწევს, არ დაგავიწყდეს ჩემი თვალები. ჩემს ატკიებულ სულს შენი ბოდიში არ დასჭირდება. შენ დაგჭირდება ჩემგან პატიება, ღვთისგან შენდობა და არ მოგერიდოს თედო. არ მოგერიდოს შერცხვენილმა ინანო რა კაციც დღეს ხარ.

ცრემლებს ამოყოლა სიტყვები, ორი თავით მაღალ მამაკაცს, მტკიცედ უდგა წინ და არ აშორებდა, ნამდვილ თვალებს, მართალს და სუფთას.

-ნიკოლა გოგოჭურის მშობლები თქვენ ხართ?
-დედა ვარ. რა სჭირს ექიმო?
ძლივს აკავებდა ცრემლებს.
-ენტეროვირუსული ინფექცია აღენიშნება, რამაც გამოიწვია მაღალი სიცხე და ღებინება. გადამდებია და შესაძლოა ვინმესგან მოხდა ინტოქსიკაცია. საშიში არაფერია. დროულად მოხვედით. სისხლში არაფერი აქვს. გადასხმას გავუკეთებთ, მკურნალობის კურსს დავუნიშმავთ და ორ დღეში კარგად იქნება.
-კიმაგრამ გონება რომ დაკარგა?!
ჩაეკითხა დეკა, რომელიც მაინც ვერ მშვიდდებოდა.
-მაღალმა სიცხემ გამოიწვია. ყველაფერი რიგზეა, სისტემას დაუდგამენ და ექთანი შესვლის უფლებას მოგცემთ, მაგრამ როგირც გითხარით, გადამდებია და ნუ შეხვალთ ბევრი ადამიანი. მხოლოდ დედა თუ შევა, უმჯობესია.
უკან მდგომ თედოს შეხედა ექიმმა და აშკარად მას მიმართა ბოლო სიტყვები. თავი დაუკრეს ექიმს. მადლობა გადაუხადეს და თეთრხალათიანიც მოეფარა დერეფნის კუთხეს.

-მისმინე, მეც მინდა ვნახო ნიკოლა. მაქვს უფლება როგორც ბიძას და არ დამიშალო იცოდე.
-თედო ეს რა ტონია?! ვინმე მოვიდა და შვილი დავუმალე?! მობრძანდით და ნახეთ დაგიშალეთ? ნეტა კი ნახავდეთ, ნეტა კი მოიკითხავდეთ ბავშვს, რომელსაც აინტერესებს სად ყავს ახლობლები და რატომ არ უყვართ მათ. ვის მოუნდა ენახა ბავშვი და არ მივეცი უფლება?!
-ნანის და გელას, ხომ არ აჩვენებ?
-ნანის და გელას ბავშვის ნახვა, არც კი უცდიათ თედო. არ მოსულან არასდროს, ერთი თვის წინ დაბადების დღეც არ მოულოცეს და კიდევ მე ვარ დამნაშავე?
-და თუ არ იკარებ საწ....ბს?
-სანამ შენი მეზღაპრე, კარგად წერს ამბებს, მანამ ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ. ბავშვის ნახვა გინდათ? ნახეთ. მაგრამ ზედმეტად, შეხება და გულის ტკენა რომ მოინდომოთ ვინმემ, მთებს შევძრავ დაიმახსოვრე. ჩემს ბოლო ამოსუნთქვას იმაზე დავხარჯავ, რომ ნიკო იღიმოდეს. არ გაქვთ უფლება რამე მედავოთ, ნუ მოინდომებ, არ გამოგივა. ჩემს სისუფთავეს, ჩემს სიმართლეს ღმერთი ხედავს, თქვენ რა გგონიათ რამეს გახდებით?!

-დეკა, დეკა რამოხდა? აქ რატომხართ? ნიკოლა როგორაა? რატომ არ დამირეკე?
დერეფანში ლუკა შემოვიდა ჩქარი ნაბიჯით.
-კარგი ბიჭო, ცალცალკე კითხე, ვერ ხედავ რასგავს?!
-რას გვხარ შენ თუ კარგია.
ბრაზით გადახედა ლუკამ უკან მომავალ დემეტრეს.
-აქ რა გინდათ?
-დოდოშკამ დარეკა. პანიკაში იყო, ბავშვებს მიმიხედეთ მალეო. ლილე სამსახურში იყო უკვე და ლუკას დავურეკე.

ქოშინით უხსნიდა დემეტრე, სიტუაციას.

-აუ რეებს ლაპარაკობთ ხალხო? რადროს ეგაა? ბავშვი როგორაა დეკა?! რა სჭირს ნიკოლას?!
ლუკა ერთ ადგილს ვერ პოულობდა, გულწრფელად ღელავდა ნიკოზე და არც უცდია დაემალა ეს გრძნობა.
-ახლა კარგადაა ლუკა. გადასხმას დაუდგამენ და შევალ მერე, ენტეროსვირუსული ინფექციაო.
ამოილაპარაკა და შუბლით მიეყრდნო დემეტრეს მკერდზე.
-დავიღალე დემე. შეგიძლია წყალი ამომიტანო?!
-ახლავე. გოგო ნუ გადამრევ, ყველაზე “ვოლკი” მყავსთქო ვამბობდი და, შენ მართლა რას გავხარ?!
-დავჯდები რა.
თავდახდილი წავიდა სკამისკენ, თითქოს დემეტრეს დანახვამ, ძალა მისცა, ყოფილიყო ცოტა ხნით სუსტი.
-ამან ვოლკი რო ვთქვი არ მცემა, მართლა ცუდადაა. ლუკა მიმიხედე, ახლავე ამოვალ.
-შენ მიგიხედავ მე კარგად.
მრისხანედ შეხედა ლუკამ მეგობარს.

-დეკა, დამშვიდდი რა, ექიმმა თუ თქვა კარგადააო, რა გჭირს?! გაივლის ყველაფერი ხომ იცი?!
მის წინ ჩაიმუხლა ლუკა.

ცრემლიანი, ჩაწითლებული თვალებით ამოხედა გოგონამ, გულში რაღაც მწარედ ეტკინა ლუკას, მისი ერთადერთი ქალის თვალები, ეტკინა ისე, როგორც სტკივათ საკუთარი ტკივილი.
-რამე სერიოზული რომ ყოფილიყო, ნიკოს რომ რამე დამართნოდა?!
-დამშვიდდი, შენთან ვარ, ხომ ხედავ?!შენთან ვარ. ხომიცი ასე იქნება, შენ ოღონდ დაგჭირდეს, მე სულ აქ ვიქნები შენს წინ, შენს გვერდით. აი ნახავ, ნიკო რა მალე გამოჯანმრთელდეს.
-მადლობა ლუკა.
ესღა თქვა ქალმა და ცხელმა ცრემლებმაც იწყედ დენა. მიიხუტა გოგონა მკერდზე. უცემდა გული, ჯერ არ განცდილი ფეთქვით.
იქვე, კედელზე მიყუდებული თედო, უყურებდა სანახაობას და ვერ გაერკვია რა ხდებოდა, რა უნდა ექნა.

-ბოდიში, ჟღურტულში ხელს თუ გიშლით გვრიტებო, მაგრამ საქმე მაქვს დეკა.
-ეს ვინაა დეკა?
გაოცებულმა ჰკითხა ლუკამ.
-ნიკოლას ბიძაა, გისმენ თედო.
-მე დავფარავ ხარჯებს. ნიკოლა რომ გამოკეთდება, მინდა პირდაპირ სოფელში წავიყვანო დეიდასთან, ხომ ხედავ ვერ უვლი სათანადოდ და არ მინდა ზედმეტი პროცედურები, საქმე რომ წამოვიწყო, მაინც მე გამატანენ და ნუ გაიხდი საქმეს, ასე რთულად.

დეკას სახეზე იტყოდით, ძუ ლომი განრისხდაო. მისი მზერა ამბობდა ყველაფერს. წამოდგა ფეხზე. შებარბაცებულს წააშველა ხელი ლუკამ.

-ჩემს შვილს შეეხები და მოგენატრება მშვიდი სიცოცხლე. მე ნიკოლას იქით არაფერი გამაჩნია საარსებოდ. ჯერ მე მაჯობე, მომიყვანე პოლიცია, წამოიწყე ეგ შენი, უკვე მონაგები პროცესი და ვნახოთ, როგორია ნიკოლას შეეხოთ. მე ხმას არ ვიღებ, დეიდაშენის და ბიძაშენის ასაკის გამო, მაგრამ იცოდე, ნუ დამაჭირვებთ ლაპარაკს.
-დეკა დამშვიდდი რა, სულ კანკალებ, დაჯექი და დამშვიდდი უბრალოდ. ვერავინ შეგეხებათ. ვერავინ გაბედავს.
ელაპარაკებოდა ლუკა და მხრებზე მოხვეული ხელით, კვლავ სკამზე აბრუნებდა.
ამ დიალოგში, წყლის ჭიქით, ხელში შემოვიდა, დერეფანში დემეტრეც.
-და შენ ვინ ხარ?! ვინ ხარ ესეთი, რომ ერევი ჩვენს საუბარში?!
-მისმინე კარგად, მე არ ვიკადრებ დეკას წინ გელაპარაკო, თავისი დარდიც ბევრი აქვს. შენ თუ ის გინდა გაიგო, მე ვინ ვარ, ქალის წინ ნუ მკითხავ. დაინახე მარტო მყოფი? კარგია ქალთან “ხიპიში?!” რაო იჩაგრება ადვილად?! არა მეგობარო, ასე არ ხდება. ჯერ რომც მოინდომო, მის დაჩაგვრას ძალა ჭირდება, გააქვს მაგდენი?! სიმართლე ჭირდება, გემართლება ბიჭო?
-და შენ რაგომ აძლევ, თავს იმის უფლებას, მის წინ დადგე და მელაპარაკო?
-გითხარი თედო, არ მინდა აქ, არ მინდა დეკას წინ. შენც ნუ ჩამოხვალ ესე ქვემოთ. ნუ იქნები ის კაცი, ქალს მის ძალას რომ აჩვენებენ. ვილაპარაკებთ, შენ დეკას თუ ამდენ უბედავ, მე არ დაგტოვებ ულაპარაკოს, შენ რომც არ გინდოდეს. ოღონდ აქ არა, ახლა არა.

მშვიდი იყო ლუკა, არ აღელვებულა წამითაც.
-მისმინე ძმაო
ჩაერია საუბარში დემეტრე.
-ჩათვალე ძმას ელაპარაკები მისას, არ გეგონოს მარტოა, არ იფიქრო მარტივია მისი გადავლა. ჯერ მე გამცდი, ჯერ ჩემთან დაამთავრე, მაგის მერე შეგეძლება დეკასთან მისვლა.

მრისხანება აღებეჭდა თედოს სახეზე. გამწარებული მზერა მიაპყრო ბიჭების ზურგს ამოფარებულს.
-იცოდე დეკა, თორნიკეს ხსოვნაზე დაფურთხებას, მის კაცობაზე გადავლას, მე არ შეგარჩენ არასდროს. არ დაგიტოვებ ნიკოლას შენს სამყაროში. არ მოგცემ ამ ბავშვის გასვრის უფლებას.
დაეძაბა ლუკას, აქამდე მშვიდი სახე. ვერ აიტანა დეკასკენ მიმართული მსგავსი ტონი, მსგავსი სიტყვები.
-თქვენ კი, გნახავთ. აუცილებლად გნახავთ, ამ ქალისთვის თუ კი ღირს რამე.

სწრაფი ნაბიჯით მიბრუნდა და ჩაირბინა კიბეები. მიმღებში ხარჯების გასანულებლად მისულს, გადახდილი დახვდა. დემეტრეს მოუსწრია, წყალზე ჩასულს გადაეხადა ბარემ.

გაბრაზებულმა გააქნია თავი თედომ. მანქანის კარი, მძიმედ მიიჯახუნა და დაადგა გუდამაყრისკენ მიმავალ გრძელ გზას.

“6 წლის წინანდელი”
გუდამაყრიდან გამოვიდა ლურჯი ოპელი, მამის მანქანაზე თავმომწონეთ იჯდა თორნიკე გოგოჭური.
-თოკო, იცოდე ცოლი უჩემოდ არ მოიყვანო რა. ორ წელიწადში ჩამოვალ და მერე.
-მოიცა ბიჭო, შენ თუ გელოდე, დავრჩები შვილმომავლის გარეშე და გელას როგორ ჩავხედავ თვალებში?!
-ბავშვი ხარ ჯერ, რადეოს ცოლია
-ბავშვი ხარ შეწნ, ჩემზე ორი წლით დიდი ბავშვი, აი თარიღი რო მეტველებს მხოლოდ, თორემ განვითარება და კაცობა ჩემგან გაქვს ნასწავლი.
-არ უნდა გამეზარდე, კიარა და, ხეზე ასვლა არ უნდა მესწავლებინა. დამნაშავე მე ვარ მხოლოდ…

იცინოდნენ გულიანად და მიდიოდნენ გვერძე სოფელში, სადაც ცხოვრობდა დეკა.
ჩოხში იყო ის მაღაზია, სადაც თორნიკე სიგარეტის საყიდლად დადიოდა. თან მალულ მზერას შეავლებდა ხოლმე, იქ დაგულებულ მომავალ ცოლს.

მოდიოდა გოგონა, სკოლის ჩანთა მოეკიდებინა, სიცხისგან ლოყები წითლად ჰქონდა შეფარკლული. გრძელი ნაწნავი მხარზე ჰქონდა გადმოშლილი და მწვანე თვალებში უელავდა, რაღაც, არაამქვეყნიურად ლამაზი.

ერთხელ შეხედა თედომ. გაახსენდა, თორნიკეს სიტყვა, ცოლია მომავალიო, კვლავ დახარა თავი და მწარედ დახუჭა თვალები.
ღიმილით შეხედა თონიკემ, გოგონას. ცინიკურმა გამომეტყველებამ გადაჰკრა სახეზე.
-ისე იფასებს თავს, თითქოს ამდენად ღირდეს.
ჩაიბურდღუნა ამრეზით.
-რაო?!
გაიოცა თედომ.
-არაფერი, არაფერი. წავედით ნანი გვიცდის.

“დღევანდელი დღე”
იმ ღამით დატოვეს ნიკოლა საავადმყოფოში, დეკამ სამსახურიდან თავისუფალი დღეები ითხოვა. ხელფასიდან დაუქვითავდნენ, მაგრამ ნიკოს ხომ ვერ დათოვებდა?!
გვერდიდან არ მოშორებიან დემეტრე და ლუკა, საღამოს, 6 ხდებოდა, დემეტრეს რომ დაურეკეს. მის მინი კომპანიას პატრა პრობლემა ჰქონდა და სასწრაფოდ მოუხდებოდა წასვლა.
-დეკა, წასასვლელი ვარ, მაგრამ იცოდე, კონტაქტზე ვარ და რამე თუ დაგჭირდება მაშინვე დამირეკე.
-არაფერია დემე, ყველაფერს მოვაგვარებ აქ მე.
-მიმღებში ანგარიში გავასწორე მე და აღარ იწვალებ არაფერზე. დამირეკე რა, თუ დაგჭირდები. დილანდელივით აღარ მოიქცე.
-რატომ დაიხარჯე?! მაქვს დანაზოგი მე გადავიხდიდი.
-მერე მე რომ დავვირუსდები ენტერულად, შენ გადაიხადე.
-მადლობა დემე.
ღიმილით ჩაეხუტა მიმავალს. მანაც თბილად ჩაიკრა გულში დადწოდებული და ჩქარი ნაბიჯით წავიდა გასასვლელისკენ.
-ლუკა, წადი შენც, ნუღარ გაწვალდები მეტად.
მიუბრუნდა სკამზე მჯდომს.
გაბრაზებული მზერა შეავლო მამაკაცმა.
-დეკა, მე თუ შენით გავწვალდე, აბა ვისითღა ვიქნები კარგად?
-არ გინდა გთხოვ. ისედაც საკმარისზე მეტი გააკეთე, არ მინდა ასე ხდებოდეს, არ ხარ ვალდებული.
-ვალდებულებებს არ ვასრულებ მე, მხოლოდ იმას რისი გაკეთებაც მინდა. ეს ისაა რასაც გულით ვაკეთებ. შენს გვერდით ყოფნაა ჩემთვის სურვილზე მეტი და ნუღა მელაპარაკები.

მორჩილად დაუქნია დეკამ თავი, აღარ ქონდა იმის ძალა, რომ რამე ეთქვა მამაკაცისთვის. სკამის საზურგეზე მიადო თავი და დახუჭა ჩაწითლებული თვალები.
უცებ წამოხტა, უცებ გაახსენდა ახალი სამსახური, დღეს ხომ ორშაბათი იყო, საღამოს შვიდზე დასალაგებლად უნდა მისულიყო.
-ვაიმე, როგორ დამავიწყდა.
-რა მოხდა?!
გაოცებულმა შეხედა ლუკამ.
-სამსახურში უნდა წავსულიყავი, პირველ დღესვე რომ ვერ მივალ, ალბათ დავკარგავ ამ სამუშაოს.
ნაღვლიანად ამოილაპარაკა და ტელეფონს დაუწყო ძებნა, იმ დღეს დამხვედრთან, ქალბატონ ნანასთან რომ დაერეკა.
-მოიცა დეკა, რა სამსახური?! შენ ხომ მუშაობ ისედაც?
-არა, დამატებითიც ვნახე, მაგრამ რომ ვერ მივალ, ალბათ გამომიშვებენ.
-ხოდა წადი, ნიკოსთან მე გავჩერდები. თუ რამე დასჭირდება დაგირეკავ, დიდი დრო გინდა იქ? რომ გიკითხოს და ავუხსნა, მაგიტო გეკითხები, თორემ მე რამდენი ხანიც საჭიროა, იმდენი ხნით მეყოლება ნიკო.
-არა 2-3 საათი, მალე დავალაგებ, ვიჩქარებ იქნებ უფრო ადრეც მოვრჩე.
ამ ერთხელ ლუკა, უბრალოდ ისეთი ადგილია, ვერ დავკარგავ, ძალიან მჭირდება ეს სამსახურიც.
ცრემლები აუკიაფდა მწვანე თვალებში. არ უნდოდა შვილის დატოვება. თუმცა არც უთქვამს უარი, იმ დახმარებაზე, რაც შესთავაზეს. თავისი შვილისთვის ჭირდებოდა, ვერ დაკარგავდა სამსახურს, მაშინ როდესაც შეეძლო ესარგებლა ამ გამოსავლით.
გული შეუფართხალდა ლუკას, ასეთ ქალს, ასე რატომ ჩაგრავსო ცხოვრება. ნაზად გაუღიმა.
-დამშვიდდი დეკა, საავადმყოფოში ვართ, აქ არაფერი მოხდება, რომ ვერ მივხედოთ ნიკოს. წადი, მე მივხედავ, გპირდები თუ დასჭირდი დაგირეკავ მაშინვე.
-მადლობა ლუკა, ვერასდროს გადაგიხდი სათანადოდ ამ სიკეთისთვის.
-ნიკოსთან დარჩენის გამო, მადლობა არ მინდა დეკა. მინდა გაიგო, ნიკოლა ჩემთვის იმაზე მეტია, ვიდრე გვერდიდან ჩანს.
ნელა მიუახლოვდა ქალს, მისი მტევანი მოიქცია თავისაში და ნაზად აკოცა ხელის გულზე.
დაიბნა დეკა, ვერ მიხვდა, რა გრძნობა იყო ასეთი, თითქოს მიწამ იწყო ფეხქვეშ გამოცლაო. ნაზად გაუღიმა მამაკაცს. შვილის პალატაში შევიდა, მძინარეს ფრთხილად აკოცა შუბლზე და ჩუმად გამოიხურა კარი.
-თუ დაგჭირდებით დარეკე რა, მაშინვე წამოვალ.
-დეკა დაგაგვიანდება ასე, მივხედავ მე, არ ინერვიულო.
ნაზად უღიმოდა აღელვებულ ქალს. ამშვიდებდა დეკასაც მისი მშვიდი გამომეტყველება.
წავიდა.
ფიქრები დატოვა იმ პალატაში, სადაც ეძინა პატარა ნიკოს.
ფეხები უკან რჩებოდა და თავს ეძალებოდა, მიეხედა საქმისთვის.

პალატაში ჩუმად შევიდა ლუკა. ნაზად გაეღიმა საყვარლად მძინარე ბიჭის დანახვაზე. იქვე სავარძელში ჩამოჯდა და დააკვირდა ნიკოლას სახეს.
როგორ გავს დედასო გაიფიქრა. მასსავით, მშვიდია, მისი სახეო. გაეღიმა, დეკას გახსენებაზე, უნებურად გაუპო ბაგე ნაზმა ღიმილმა.
ნელა გაახილა თვალები, პატარა ნიკომ.
-დედა სადაა?
ოთახში რომ ვერ დაინახა, მისთვის ერთადერთი, უცებ იკითხა საწოლზე წამომჯდარმა.
-სამსახურში წავიდა. ამ დრომდე აქ იყო, მაგრამ რომ არ წასულიყო, მერე აღარ მიიღებდნენ და სხვა გზა არ ქონდა.
-ვიცი, რომ შეძლებოდა არ წავიდოდა.
-საიდან იცი შენ?!
-დედა ასეთია, თუ შეუძლია სულ ჩემთანაა. როცა სხვა გზა არ გვაქვს მერე უწევს წასვლა.
მსუბუქად გაეცინა ლუკას. სახეზე ჩამოისვა ხელები და კვლავ მიუბრუნდა ნიკოლას.
-რამე ხომარ გტკივა, ან რამე ხომ არ გაწუხებს, ექიმს დავუძახებ.
-არა არაფერი მინდა. დედას დაველოდები.
-ერთად დაველოდოთ, მეც აქ ვიქნები ხო?
-კარგი.

სიჩუმე ჩამოვარდა, ფიქრობდა ლუკა, რა რთულია როცა ადამიანი გეძვირფასებაო, რა ძნელია შეარჩიო სიტყვები, მასთან მისასვლელადო.
კვლავ დაარღვია სიჩუმე, კაცმა.

-ნიკო, არაფერი გინდა რომ ჭამო?
-კი მშია, მაგრამ აქ რა უნდა ვჭამო.
ამოიბუზღუნა საყვარლად.
-მოდი მობილურს მოგცემ, რამეს უყურე. მე გავალ ვიკითხავ რა გეჭმევა და ამოგიტან კაფიდან კარგი?!
-დედამ თქვა მობილური, დიდებისთვის განუკვილი ნივთიაო.
ხმით გაეცინა ლუკას, ბიჭის სიტყვებზე.
-ალბათ განკუთვნილიო ხომ?
-ალბათ, ეგ სულ ეგრე მელაპარაკება და ყველაფერს ვერ ვიმახსოვრებ.
-არაუშავს, ნელ-ნელა ყველა სიტყვას ისწავლი და ნახავ რა მაგარი კაცი იქნები.
-მართლა დამიტოვებ ტელეფონს?
-დედას თუ არ ეტყვი, შეიძლება…
ეშმაკურად ჩაუკრა თვალი, ფეხზე წამომდგარმა.
-დედას ვეტყვი, მაგრამ ისე რომ არ გაგვიბრაზდეს.
-ნიკო, შენ როგორი კაცი ხარ ჰა? შენ როგორი ბიჭი ხარ იცი?
-კარგი და საუკეთესო.
თავმომწონედ ამოიტიტინა.
-ეგ საიდანღა იცოდი?
გაეცინა ლუკას.
-დედა სულ მეუბნება ხოლმე.

ღიმილით დატოვა პტარა ბიჭუნა,
ექთანმა ფუნთუშების და ჩაის ჭამის უფლება მისცა პაციენტს. ლუკამაც მალევე შეაღო პალატის კარი, ლანგარით ხელში.
-აი მოგიტანე.
-მიყვარს მე ბულკი, ოღონდ დედიკოს არ უთხრა ბულკი რომ დავუძახე.
ისევ გაეცინა მამაკაცს.
-ფუნთუშებთან რამე პრობლემა გაქვს?
-არა, უბრალოდ ყველა ბულკს ეძახის და მეც მეზარება დამატებით სახელების სწავლა.
-არადა ნახე, რალამაზი სიტყვები გვაქვს ქართველებს, რათ გვინდა სხვისი ენა?!
-დედაც მაგას ამბობს, ყველაზე ლამაზად ჩვენ ვლაპარაკობთო.
თან ფუნთუშებს შეექცეოდა, თან კი ლაპარაკს არ წყვეტდა პირგამოტენილი. განსაკუთრებით უყვარდა ლუკასთან საუბარი.
შეგრილებული ჩაი ჩაუსხა პატარა ჭიქაში მამაკაცმა, წინ დაუდო, საწოლზე წამომჯდარს.
-მომიყევი აბა, მართა შეგირიგდა?
-არვიცი ლუკა, სულ მეჩხუბება. ნინის ჩემი ფანქარი ვათხოვე და გვერძე აღარ მიჯდებოდა. მერე შემირიგდა, თოჯინის ფეხი მოუძვრა და რომ გავუკეთე გაეხარდა. ახლა ისევ გამიბრაზდა, თათიასთან ერთად რომ ვძერწავდი. არა და თვითონ არ ძერწავს ხოლმე ჩემთან, ასე მეუბნება არ შეიძლებაო.
-როგორ დაგვიტანჯა ბიჭი, მართა ნახე?!
ხმით გაეცინა ლუკას და თმები აუჩეჩა გაბუსხულ ნიკოს.
-მისმინე ნიკოლა, ქალია, მერე რა, 5 წლისაც და 25 წლისაც ერთნაირად ქალები არიან. შენ გევალება, გიყვარდეს, გაუფრთხილდე და პატივი სცე. არ გაუბრაზდე, აცადე გაბუტვა.გაბუტულს რომ ლამაზად შემოირიგებ, ნაწყენს რომ გაახარებ, აი მანდ ხარ ყველაზე დიდი კაცი. არ აწყენინო შენ, გამიზნულად. თუ შენ გიყვარს მართა, რაც მომიყევი იქიდან ჩანს რომ მასაც უყვარხარ. ხოდა მოუფრთხილდი ამას.
-როგორ გავაკეთო? სულ მეჩხუბება.
-როგორ და, სხვასთან როცა გენდომება თამაში, მართაც წაიყვანე და ერთად ითამაშეთ. ყურადღებით იყავი მასთან და ყოველთვის ეცადე გააცინო.
-მე რომ ვეთამაშები ისედაც სულ იცინის.
-აი ზუსტად ჩემო კაცო. ზუსტად ჩემო ნიკო. საყვარელი ადამიანები ხშირად უნდა გავაცინოთ, ამაშია ჩადებული მთელი აზრი.
-რისი აზრი?!
-სიცოცხლის. იცი რითი იზომება კაცი? იცი რითი იზომება მისი ღირსება?
-რითი?
ინტერესი გაუმძაფრდა ნიკოლას. არასდროს მოესმინა, დედის გარდა, ვინმესთვის ასე, არასდროს დალაპარაკებია არავინ ამგვარად.
-ჩვენს გვერდით მყოფი ქალით. ის ვინც გვიყვარს, ჩვენი ღირსებაა ნიკო. ის თუ ბედნიერია, ესეიგი ჩვენ ვღირვართ საცხოვრებლად ამ ქვეყანაზე მიხვდი?!
-ოო დედაჩემივით, დიდურად მელაპარაკები შენ. ყველაფერი ვერ გავიგე, მაგრამ თუ გვიყვარს უნდა გავაბედნიეროთ, ამას მივხვდი.
-მთავარი გაგიგია, რაღა გინდა?!

კიდევ ბევრი ისაუბრეს, იცინოდნენ და ერთობოდნენ, შეძლებისდაგვარად. საწოლის თავზე იყო მიყრდნობილი ლუკა, მის მკერდზე ზურგით მიყრდნობოდა ნიკოლა და მობილურში სასაცილო ვიდეოებს უყურებდნენ. მათ სიცილს მოეცვა, მრავალი ტირილის მნახველი კედლები.

-აბაა ჩემიი პატარა როგორაა?!
კარში მხიარულად შემოვიდა დეკა. ისეთი ლამაზი იყო. მოესწრო სახლში შევლა. შავი შარვალი, ატმისფერი ატლასის პერანგი და თხელი მოსაცმელი ეცვა. ნათელი ღიმილი დაჰქონდა თან.

დანახულ სურათზე გული გაუთბა. ახლადმოსულს. ისეთი სითბოთი ეპყრობოდა ლუკა მის შვილს, შეუძლებელია ეს გამორჩენოდა ვინმეს მზერას.
-დეე…
კისერზე მოხვია პატარა მკლავები შვილმა.
-ჩემო სიყვარულო, ჩემო პატარა, დედიკოს გულო.
კოცნიდა შვილს და არ იშურებდა სიტყვებს, მოსაფერებლად.
-როგორ ხარ დეე?
-კარგად, არაფერი მტკივა.
-ჩემო ყველაზე მაგარო…
არ წყვეტდა შვილის მოფერებას.

-მადლობა ლუკა, ძალიან კი ვიჩქარე, სახლშიც შევიარე და ბოდიში თუ დავაგვიანე.
-ერთხმად და ხმამაღლა ვიმეორებთ აბა, მადლობა და ბოდიში არ ვუთხრათ ლუკას.
გაეცინა ქალს, წრფელი გრძნობა ჰქონდა მადლიერების, ან იქნებ არც იყო მადლიერება?! და იქნებ მეტი იყო, იმაზე, ვიდრე მადლიერებაა?!
მის სიცილზე, სიხარულის სხივები აუკიაფდა თვალებში მამაკაცს. იცოდა ღირდა ეს ცხოვრება ამად.

-ისე, ძალიან მალე მოხვედი… რახდებოდა ახალ სამსახურში? მოგწონს?
დაძინებული ნიკოლას გვერდით, სავარძელში იჯდა ლუკა. შვილის საწოლზე ჩამომჯდარიყო, დაღლილობიგან გათიშული დეკა. ეჭირა შვილის მტევანი და უკოცნიდა დროდადრო, პატარა თითებს.
-მოწონების რა გითხრა, მე სხვა ინტერესები მაქვს და ვერ ვეგუები ჩემს ვერ შესრულებულ მიზნებს. ისე კარგია, ანაზღაურებაც მაქვს და დროც მაწყობს.
-არ დაიღლები?! სამსახურიდან, მეორე სამსახურში სიარულით?
-არ დავიღლები ლუკა, არასდროს დამღლის ნიკოს მომავლის აწყობა.
-იცი? რომ ვფიქრობ, რა ძალა აქვს დედობას, ხანდახან მიკვირს, როგორ შეგიძლიათ იყოთ ასეთები?
-და როგორები ვართ მაინც?
-დედაჩემს ვუყურებ მთელი ცხოვრებაა, დიდუბეში ავტობუსების სადგომს ალაგებდა და იმ ფულით, საჭმელს მყიდულობდა, არა და ისე ლამაზად ხატავს, მაგრამ გადახაზა ყველაფერი ჩემს გამო. თავისი ოცნებები, გამოკეტა იმ სკივრში, რომელიც აღარ გაუხსნია.
სევდიანი ღიმილით ამოხედა ქალს.
-ახლა,შენ გხედავ, იგივე გზაზე და ვამაყობ იცი? მე რომ დაგინახე, რომ შეგამჩნიე,უკვე ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ისე ამბობთ ყველა ოცნებაზე უარს, ისე აჭმევთ თქვენს წილ ლუკმას შვილებს, ისე უყურებთ შვილის ნაფეხურებს, რომ შეუძლებელია, არ დაგიფასდეთ ეს ყველაფერი. მაინც როგორ დაუნდობლად გექცევათ ღმერთი. რომ ვუფიქრდები, ძალიან ვბრაზობ ხანდახან, არ იმსახურებდა ლალი, ასეთ ცხოვრებას. არც შენ დაგიმსახურებია დეკა.
ნაზად გაეღიმა გოგონას, თბილი მზერა აჩუქა მის წინ მჯდომს.
-ღვთისმშობელი დედა იყო ლუკა, მან სამყაროს ხსნა მოუვლინა და დაუფასდა, დალურსმული, ეკლის გვირგვინით გაწამებული შვილი, რომ ჩაუსვენეს ხელებში?! დედა იყო ისიც, არ დაუწუწუნებია ღმერთთან, არ დამიფასე, არ ვიმსახურებდიო. ყველაზე მეტად ის არ იმსახურებდა, მაგრამ გული მაინც დაუფლითა, ჯვრიდან გარდამოხსნილი შვილის ტკივილმა. მე არ ვედრები, რა ღირსი ვარ შევედარო. უბრალოდ ის მინდა ვთქვა, რომ ესაა ჩვენი არსებობა ლუკა. ღმერთი არ მოგვივლენს, არაფერს ისეთს, რასაც ვერ გავუძლებთ, რომელი სიმძიმისთვისაც არ გვეყოფა მხრები. მე რომ ბედს ვუჩიოდე, რა ქალი ვიქნები? ღვთისმშობელმა სამყაროს შესწირა წმინდანად დაბადებული შვილი, ისე რომ არ გადადგომია ღვთის გზას, არ უჩიოდა განგებას. მე ვინ ვარ ლუკა, ჩემს ცხოვრებაში არსებულ ტკივილებზე ვუბრაზდებოდე ღმერთს და განგებას? მას არასდროს უნდა, თავისი შექმნილისთვის ცუდი, მაგრამ ცხოვრებაა ასეთი. ჩვენ ვცხოვრობთ და უნდა ვიბრძოლოთ, ღმერთზე გაბრაზებას და განაწყენებას არაფერი უნდა. ისაა რთული, როგორ განვაგრძობთ ჩვენს გზას მართლად და როგორ მივალთ უფლის კარებზე.

მონუსხული უსმენდა მამაკაცი, გულში პატარა ისრებივით ერსობოდა ქალის სიტყვები. ყოველ ჯერზე აღემატებოდა მისი გრძნობა, წინანდელს. ყოველ ჯერზე აღარფრთოვანებდა და მეტად აყვარებდა, მრავლის გადამტანი, მაგრამ მაინც ღირსეული ქალი. უბოროტოდ ნატარები ცხოვრების წლები, ვერ სვრიდნენ ლაფში მის ქალობას. უყვარდა ლუკას, მთელი არსებით გრძნობდა, გულში გაჩენილ იმ ადგილს, რომელსაც დეკა ავსებდა, დეკასთან ერთად ნიკოლა, რომელსაც არასდროს გამოარჩევდა თავისი ნაწილისგან, საკუთარისგან.

-მართალი ხარ ალბათ. მე რომ გიყუდებთ, ვერ ვეგუები, თორემ, ნამდვილად არაა სწორი უფალს განვუდგეთ, რთული ცხოვრების გამო. საბოლოო სიმსუბუქე და შვება, სწორედ მის კალთის ქვეშ ჩაგვკიდებს ხელს. სწორი ნაბინებით სიარულს რომ შევძლებთ, მრავალი სიავის შემდეგ, დამსახურებულ ხსნას, და სიმშვიდეს აუცილებლად მოგვცემს უფალი.
გაეღიმა ქალს, გულწრფელად გაეღიმა ლუკას სიტყვებზე.
-მომწონს როგორც საუბრკბ იცი? არ არიან ბევრნი, ვისაც ასე დაელაპარაკები.
-არა და ბევრნი ვართ დეკა, უბრალოდ ყველას თავისი მოსაუბრე სჭირდება. ყველა ადამიანს თავისი მსმენელი ყავს, ცხოვრების გზაზე. შენ ვერ მოგეწონება ყველას საუბარი, იმიტომ რომ ვერ მოუსმენ ყველას. როდედაც ერთმანეთის თვალებით შევხედავთ სამყაროს, მერე კი ვხვდებით იმ სიმართლეს რომელიც ჰქონდა ამბის მთხრობელს.

ჩაფიქრდა გოგონა, ამ სიტყვებზე კვლავ გაახსენდა თედი. ნუთუ შესაძლოა ქონოდა მასაც, თავისი სიმართლე?!

-თედო რომ ბავშვზე მედავება, მასაც აქვს სიმართლე ლუკა?!
-თავისი წილი სიმართლე ყველას აქვს ამ სამყაროში. იქნებ რა უთხრეს? იქნებ რა სტკ. ივა?! იქნებ როგორ შეხედა შენს სიმართლეს, რომელი კუთხით რომ ვერ გაგიგო?!
-ვიცნობ დეიდამისს, 6 წელი მან მეტად მაწამა, ვისრე მისმა გაზრდილმა. ვინ იცის რა უთხრეს?! ვინ იცის რა დააჯერეს?! ალბათ ჩვენება, რომ მივეცი, მაგას არ მპატიობენ. ალბათ ეგაა მიზეზი, რომ მიმწარებენ სიცოცხლეს.
ვერ გაიგო ლუკამ, რა ჩვენებაზე იყო საუბარი.
-რა ჩვენებაზე საუბრობ?
ღრმად ამოისუნთქა ქალმა, გაახსენდა ყველა სიმწარე, აქამდე მის თავზე გავლილი.
-თორნიკემ გააუპატიურა გოგო, 16 წლის ბავშვი იყო. არ დაუჯერა არავინ იმ პატარა გოგონას ცრემლებს. მისი ძმები აქეთ სწამებდნენ გარყვნილებას, არ დანებდა, მაინც უჩივლა, იმ არაკაცს, ჩემი ქმარი რომ ერქვა ოდესღაც. ექსპერტიზაზე რომ წაიყვანეს, პარალელურად ჩვენც დაგვკითხეს, მე როგორც ცოლი, მთავარი მოწმე ვიყავი.

ღრმა სუნთქვას ამოაყოლა ეს ყველაფერი.
-წინა დღით ნაცემი ვყავდი თორნიკეს, იმ გოგოს საჩივრის შემდეგ სულ გაგიჟდა და ჩემზე იყარა ჯავრი. რომ დამიბარეს მოვყევი. მეც გამაუპატიურა და ცოლათ მას შემდეგ დამისვათქო. მოვყევი ყველა მისი არაკაცობა. ვუთხარი გააკეთებდათქო, ვუთხარი არ ტყუის ის ბავშვითქო.
16 წლის ბავშვს ისე აუბედურებდნენ, არ დაუხამხამებიათ თვალი. მე რომ გამოვიარე, მე რომ არ დამიჯერეს, მე რომ დამტოვეს ბედის ანაბარა, იმ პატარა გოგოს ასე ვერ მოვექცეოდი. ვაღიარე სიმართლე. ჩემი ქმარი ხომ არაკაცი იყო, მისი მშობლები უარესები, ამიტომაც გაზარდეს ასეთი უღმერთო. ისე აფარებდნენ ხელს, თითქოს ანგელოზი ეჯდათ სახლში, ცივსისხლიანი მოძალადის ნაცვლად.
ექსპერტიზამაც დაადასტურა, ჩემი ჩვენებაც თავზე დაადეს და სასამართლოდანვე მიჰყავდათ ციხეში. იმ გოგოს ძმამ, გამწარებულმა. დარბაზშივე მოკლა, ყელი გამოჭრა პატარა დანით, ჩვენს წინ. ისე უცებ მოხდა, წამში გაიარა ყველაფერმა. ვერ მოასწრეს ეშველათ, პირდაპირ არტერიაზე გადაუსვა ჯიბის დანა.
თავი ჩახარა, მოგონებებით დაღლილმა. მის წინ მჯდომი, თვალებში სითხე ჩამდგარი უსმენდა. ყველა უჯრედი სტკიოდა მოსმენილისგან. ვერ გაეგო, თუ არსებობდა, სადმე ასეთი ტანჯვა. მითუმეტეს სულს უკაწრავდა ის ფაქტი, რომ მისთვის ერთადერთს გადახდა, ყველაფერი ეს.
-და შენ არ გეშინოდა დეკა? ჩვენებას რომ აძლევდი, რაზე ფიქრობდი?!
-რისი შემშინებოდა? მომკლავდნენ?! ასე პირდაპირ გამბედავებიც არ იყვნენ ისინი. ცემით და გამწარებით, ისედაც არ დაუკლიათ არცერთი და რას შევეშინებინე? მართალი რომ ხარ, სხვანაირად გეთქმის ხომ იცი? მართალს თითქოს შიში არ გეკარება, იცი ვერ გაჯობენს სიტყვა და ვერც შეგაშინებს ტყვია. მართალ კაცს ფარად ღმერთი ყავს, მკვდარსაც რომ ცოცხლად უნახავს ამ ქვეყანას.
-არ ვიცი რა გითხრა. მარტო ის ვიცი, რომ აღფრთოვანებული ვარ შენით.
-სწორედ ესაა ლუკა. მე რომ სუსტი მნახო, მე რომ ასეთი არ ვიყო როდესმე, მეშინია იცი? ამ აღბრთოვანებამ რომ გადაგიაროს. ისევ იმ დასაწყისს დავუბრუნდები, ისევ მოვყვები ჩემი ხელებით აშენებული ცხოვრების, ნანგრევების ქვეშ.
თბილად გაეღიმა ლუკას, მიუხვდა ქალს შიშებს. ესიამოვნა აღიარება და არ დამალული მომავლის ხედვა.
-ჩემო დეკა, შენ გეშინია? გგონია გადამივლის? გგონია არ მეყვარები როდესმე?
თავი დახარა მორცხვად ქალმა, გამოიჭირეს იმ გრძნობებში, რაზე ფიქრის უფლებაც კი არ მიუცია საკუთარი თავისთვის.
ნელა წამოდგა სავარძლიდან მამაკაცი. ნიკაპის ქვეშ საჩვენებელი თითი ნაზად შეახო დეკას, ააწევინა თავი და ნაზად აკოცა თვალის კუთხეში.
- ამ თვალებისთვის ვისუნთქებ დეკა, ამ მზერაში დავიმარხები. შენს შიშებს ვუშველი, არ ხარ შენ მარტო, აღარ ხარ. შენი სისუსტე იქნება, რაც გამაძლიერებს, ორმაგად მტკიცე გავხდები, დაცემულს რომ დაგეხმარო წამოდგომაში.

მისი სახე მოიქცია ხელებში. თვალებში უყურებდა და ესაუბრებოდა, ანდობს თითქოს საიდუმლოსო, ჯერ არ თქმულს, არ განცდილს, არ ნაღიარებს.

-იცი დეკა, ამ ბოლო დროს სულ მეფიქრება. შენ რომ გეყო, შენ რომ გაგწვდე, ვარ კი ისეთი?! არ ვარ მე კაცი, ვინც პირობას დაგიდებს, მომავლის გაფერადებაზე. არც ის კაცი ვარ, რომ ვიფიცო, იმაზე, რაც წინასწარ არ ვიცი.
ძალიან უბრალო ვარ დეკა. მინდა ვღიდე შენს გვერდით სამყოფელ ადამიანად. ეს ვარ სულ, ჩემი ტკივილებით, ჩემი გაჭირვებით და ნატანჯი დღეებით.
მხოლოდ ის ვიცი, რომ შენთვის დავდივარ ამ სამყაროში. ყველა ნაბიჯი, იმისთვის იყო, შენამდე რომ მოვსულიყავი. არ გეფიცები, არც გპირდები, გეუბნები მხოლოდ იმას, რომ შენს ღიმილს, შენს ბედნიერებას გავიხდი ცხოვრების მიზნად, მხოლოდ შენსას არა, ნიკოლა ყოველთვის იქნება ჩემი ნაწილი, ჩემს სულში, განცდებში სულ იქნება ნიკოს ადგილი.

კვლავ გაეღიმა ქალს, გაურკვებელი ემოციით ჩატეხა ტუჩის კუთხე.
ლოყაზე მიადო თბილი ხელის გული, მის წინ მდგომს,მანაც დახუჭა თვალები, ჩამოაყრდნო სახე, ქალის მტევანს.

-მეძინება ლუკა, ძალიან დავიღალე.
-დაისვენე. მე აქ ვიქნები.
-წადი გთხოვ, ნუ გაჩერდები, ცოდო ხარ შენც, მთელიდღეა აქ ხარ. არ მინდა ასე.
-დაიძინე დეკა. მშვიდად დაიძინე.

ნაზად გაუღიმა მამაკაცმა. ტუჩები მიაკრო ქალის მტევანს. მიბრუნდა და წავიდა, იქ სადაც, ყოველთვის ელოდნენ.



№1  offline წევრი დარინა

ღმერთო ლუკა როგორია გავგიჟდები იმ გიჟ თედოსაც კი მოუძებნა გასასამართლებელი მიზეზიი, არც არის გასაკვირი დეკას გრძნობები რომ გაუჩნდაა ლუკა მეც შემიყვარდაა და დეკაც მოალბოო როგორები არიან ერთად მართლები და სისუფთავით სავსეები ერრთმანეთს რომ
იმსახურებენ ყველანაირად, ბევრი ბევრი ტკბილი მომენტი მინდა მე ამათი და პლიუს ნიკოლასიი, აი დემეტრე კი მართლა საიცარი ძმააა რომელსაც დეკა იმსახურებს რომ
ყავდეს, შენ კი როგორი საოცარი ხარ იმდენი ზღვა ემოცია მოიტანე ჩვენამდე ამისთვის მადლობა❤️❤️

 


№2  offline წევრი დეკა

დარინა
ღმერთო ლუკა როგორია გავგიჟდები იმ გიჟ თედოსაც კი მოუძებნა გასასამართლებელი მიზეზიი, არც არის გასაკვირი დეკას გრძნობები რომ გაუჩნდაა ლუკა მეც შემიყვარდაა და დეკაც მოალბოო როგორები არიან ერთად მართლები და სისუფთავით სავსეები ერრთმანეთს რომ
იმსახურებენ ყველანაირად, ბევრი ბევრი ტკბილი მომენტი მინდა მე ამათი და პლიუს ნიკოლასიი, აი დემეტრე კი მართლა საიცარი ძმააა რომელსაც დეკა იმსახურებს რომ
ყავდეს, შენ კი როგორი საოცარი ხარ იმდენი ზღვა ემოცია მოიტანე ჩვენამდე ამისთვის მადლობა❤️❤️


არვიცი, მადლობა თუ ეყოფა იმ გრძნობას რაც თქვენმა შეფასებამ მომგვარა. უდიდესი მოტივაცია თქვენი სიტყვები. მადლობა????????

 


№3 სტუმარი ციცინო დეიდა

რამდენი ტანჯვა აქვს გავლილი დეკას, მაგრამ შვილის გამო ქვად და კლდედაა ქცეული. რამხელა იმედია დემეტრე რომ ყავს საყრდენად, როგორც დედმამიშვილი, რომელიც არ უღალატებს. ლუკაზე რა ვთქვა,ყველა ღირსეულ ქალს უნდა ყავდეს ასეთი თანამგზავრი. იმედია თედოს ლაპარაკით რამეს შეაგნებინებენ, თუ არ გაბოროტდა უარესად. ძალიან კარგად წერთ. უნიჭიერესი ხართ. გელოდებით....

 


№4 სტუმარი სტუმარი ლაილა

როგორი ძლიერი ქალია დეკა. რამდენი რამე გადაიტანა და მაინც შემდგარი, ჩამოყალიბებული და განათლებული ქალია და საოცარი დედა.. ასე მგონია ყველაფერი შვილის გამო შეძლო და მართლაც მთებს გადადგამს ეგ ნიკოლას გამო.. ლუკა საოცრად მართალია ყველასთან და მომწონს ძალიან, ვფიქრობ მის გარეგნობაზეც უნდა გვქონდეს ცოტა წარმოდგენა მაინც, ხომ უნდა მივხვდეთ შეეფერება დეკას ვიზუალურად თუ არა? დარწმუნებული ვარ საოცარი წყვილი იქნება უბრალოდ მკითხველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმოიდგინოს ვიზუალურადაც.. ველოდები თედოს სინანულს და ბოდიშს.. საერთო ჯამში კარგი იყო ძალიან და გთხოვ დიდხანს არ გვალოდინო კაი ❤️❤️
წარმატებები ????

 


№5  offline წევრი დეკა

ციცინო დეიდა
რამდენი ტანჯვა აქვს გავლილი დეკას, მაგრამ შვილის გამო ქვად და კლდედაა ქცეული. რამხელა იმედია დემეტრე რომ ყავს საყრდენად, როგორც დედმამიშვილი, რომელიც არ უღალატებს. ლუკაზე რა ვთქვა,ყველა ღირსეულ ქალს უნდა ყავდეს ასეთი თანამგზავრი. იმედია თედოს ლაპარაკით რამეს შეაგნებინებენ, თუ არ გაბოროტდა უარესად. ძალიან კარგად წერთ. უნიჭიერესი ხართ. გელოდებით....


ძალიან ძალიან დიდი მადლობაა????????

სტუმარი ლაილა
როგორი ძლიერი ქალია დეკა. რამდენი რამე გადაიტანა და მაინც შემდგარი, ჩამოყალიბებული და განათლებული ქალია და საოცარი დედა.. ასე მგონია ყველაფერი შვილის გამო შეძლო და მართლაც მთებს გადადგამს ეგ ნიკოლას გამო.. ლუკა საოცრად მართალია ყველასთან და მომწონს ძალიან, ვფიქრობ მის გარეგნობაზეც უნდა გვქონდეს ცოტა წარმოდგენა მაინც, ხომ უნდა მივხვდეთ შეეფერება დეკას ვიზუალურად თუ არა? დარწმუნებული ვარ საოცარი წყვილი იქნება უბრალოდ მკითხველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმოიდგინოს ვიზუალურადაც.. ველოდები თედოს სინანულს და ბოდიშს.. საერთო ჯამში კარგი იყო ძალიან და გთხოვ დიდხანს არ გვალოდინო კაი ❤️❤️
წარმატებები ????


მახარებთ, ესეთი დამოკიდებულებით. უდიდესი მადლობა????

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ეს იყო რაღაც საოცარი განსხვავებული განსაკუთრებული ნაწარმოები იმდენი სიბძნერა ჩაქსოვილი ყოველ სიტყვას უნდა დაფიქრდე მალადეც თქვე ძალუან ნიჭიერი ხართ მინდა ეს წყვილი ერთად ვნახო ნიკოლასთან ერთად ....ლალი. ისეთი დედას როგორც დეკა მიხარია დეკას ამდენი წვალების შემდეგ პატრონი გამოუჩნდა დემეტრე როგორც საკუთარ დაასავით ექცევა თედო ეს თედო ვერ გავიგე ჯერ როგორია იქნებ გაიგოს ყველაფერი და შეუცვალოს ძეხეფულება და შეეშვას დეკას ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️❤️♥️

 


№7  offline წევრი დეკა

სტუმარი ნესტანი
ეს იყო რაღაც საოცარი განსხვავებული განსაკუთრებული ნაწარმოები იმდენი სიბძნერა ჩაქსოვილი ყოველ სიტყვას უნდა დაფიქრდე მალადეც თქვე ძალუან ნიჭიერი ხართ მინდა ეს წყვილი ერთად ვნახო ნიკოლასთან ერთად ....ლალი. ისეთი დედას როგორც დეკა მიხარია დეკას ამდენი წვალების შემდეგ პატრონი გამოუჩნდა დემეტრე როგორც საკუთარ დაასავით ექცევა თედო ეს თედო ვერ გავიგე ჯერ როგორია იქნებ გაიგოს ყველაფერი და შეუცვალოს ძეხეფულება და შეეშვას დეკას ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ♥️❤️♥️


უდიდესი მადლობა თქვენ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent