განთიადი (მეექვსე თავი)
გუდამაყარი” დეიდაშვილის საფლავის ქვის წინ იჯდა, ნირწამხდარი, გულდაფლეთილი, ტკივილებით დატვირთული მამაკაცი. -რა გავაკეთო თორნიკე?! ეს მართლა ხოარ გააკეთე ბიჭო? ეჭვი არ შემიტანია შენს სისწორეში, არ დავფიქრებულვარ, ნეტავ თუ მართალიათქო?! იმ გოგოს თვალებს როცა ვუყურებდი, ვერ მემართლებოდი ბიჭო. როგორ უნდა გაპატიო, ეს რომ მართალი იყოს, როგორ მოვუხადო ბოდიში, იმ სიყვარულს, შენ რომ ვერ გაგიბედე… გადავხაზე ხოიცი, მიცვალებულები ზემოდან ხომ ყველაფერს ხედავთ? ხო ხედავ რამხელა გრძნობა გადავხაზე, შენ რომ ცოლი დაარქვი, იმ წამიდან?! ვერ ვუძლებ თორნიკე, შენ რომ მართალი კაცი არ იყო, შენ რომ სწორი კაცი არ იყო, მე ვერ გავუძლებ. ეს რა გააკეთ ბიჭო? აქამდე არც კი ვიეჭვე, ისე წავედი დეკასთან, არც გადავამოწმე, ნანის მონაყოლი, ისე ვართმევდი შვილს. ახლა როგორ ვისუნთქო, შენ რომ მართალი არ იყო, წინ როგორ დავუდგე ბიჭო? ერთად გავიზარდეთ, მე გაგზარდე, ყველა ნასწავლ, კაცურს, ღირებულს შენ გინაწილებდი. არ გამიცრუო იმედი რა, არ გადამთელო გეხვეწები. არ დავიჯერე რისთვისაც მოგკლეს. არც კი დავუშვი, მაგრამ გავიგებ, თუ შენ ტყუილად მყავხარ მანდ, თუ ტყუილად მიყურებ მაგ ცივი ქვიდან, მუჭა-მუჭა ვაჭმევ საფლავის მიწას, ყველას ვისაც, შენი ეს მდგომარწობა რამედ უღირდა. თუ არა და იცოდე, საფლავზე კარსაც არ შემოგიღებ, ერთხელ არ გამოვიხედები შენი სამყოფელისკენ, ბოლო იქნება ჩემი სტუმრობა. მიწა მუჭში მოიქცია, აკოცა ცრემლიანი თვალებით. გულის დიდი ნაწილი დატოვა, იმ ძელის კიდეზე, სადაც წუთების წინ თვითონ იჯდა. გადმოუგორდა, ის ცრემლი, დეიდაშვილი, რომ ვერ დაიტირა უწინ. პატარა ძმასავით, თავისი ხელებით გაზრდილი, რომ ვერ გააცილა, ვერ გადაარჩინა. მიდიოდა, იმ სახლისკენ, სადაც არ დახვდებოდა, ის ერთი, ასე რომ ელოდა ყოველთვის. ეძნელებოდა დეიდასთან სტუმრობა, სადაც შავებში ჩაცმული ქალი, შვილ მკვდარი დედა, გაუღებდა კარს. მიდიოდა და რაღაც ნაწილი ექაჩებოდა არ მისულიყო. -დეიდა, მოხვედი ჩემო თედო?! მოდი, რახანია გიცდით, მოდი რას დამდგარხარ? -როგორ ხარ ნანი დეიდა? -მე რა მიშავს შვილო?! ვებრძვი, დამძიმებულ სიცოცხლის დღეებს. შენ როგორ ხარ ჩემო იმედო? ღრმად ამოისუნთქა თედომ, გულში ჩაიკრა ორი თავით დაბალი ქალი. -ნანი უნდა ვილაპარაკოთ. სახლში შესვლისთანავე დაიწყო თედომ. -გისმენ შვილო, მოხდა რამე? ჩემს ბიჭს არ გატანს ხო ის უღირსი? -რატომ მისცა დეკამ ჩვენება?! მართლა სცემდა თორნიკე? -რას ამბობ თედო?! შეიცხადა ისე, თითქოს ბინძურად სწამებდნენ ცილს. -ხომ იცნობდი ჩემს თოკოს? ვინმეს ცემა, თან ცოლის შეეძლო? ის გოგო მოყვანის დღიდან, არ მომეწონა. სულ წასვლაზე ეჭირა თვალი, სულ ვიღაცას ეპრანჭებოდა და ეკურკურებოდა. აგერ ლევანო ხომ იცი?! თორნიკეს ძმაკაცი იყო ბავშვობიდან, გადადი ჰკითხე, ცოლი მიატოვე, ერთად გავიქცეთო, ორი კვირის ქვრივი როგორ ეტორღიალებოდა?! ასეა ჩემო თედო, შენც დაგაბრმავა ხო? შენც გათქმევინა უარი, ჩემი ნიკოს წამოყვანაზე ხო? -ნანი, ვარკვევ მე ჯერ და მერე გადავწყვეტ რას ვიზავ, ბავშვს ასე როგორ წამოვიყვან? დედაა, კანონი მისკენაა, თუ რამეს არ ვნახავ მტკიცებულებად. -რად უნდა მტკიცებულება?! აგერ ჩვენი მეზობელი, დოდოს ძმიშვილი როა, დემეტრე, მაგისი საყვარელი ყოფილა, სულ აღარაფრის რცხვენია თურმე, ეგეთ ქალთან ჩემი პატარა ბიჭი როგორ გავაჩერო?! მოთქვამდა ქალი, გული ეწვოდა, მის გაზრდილ დის შვილს, რომელსაც შვილის ლუკმას ორად უყოფდა. -ვნახავ ლევანსაც, იქნებ რამე მოვახერხო. გაიხურა კარი. მიდიოდა და იშლებოდა ნაწილებად, მისი არსება. ენგრეოდა ხატი, იმ ქალის, ვის სიყვარულსაც ატარებდა, ასე უჩუმრად. ენანებოდა დეიდაშვილი, მისი ღირსება, მისი კაცობა, ასე მიწაში რომ ჩააყოლეს, გათელილი, ზედ გადავლილი. “თბილისი” დემეტრემ მიაკითხა საავადმყოფოში, ნიკოლა ბევრად უკეთესად გრძნობდა თავს. -დემეე, ესნრაა რის? მხიარულად შემოხვია პატრა მკლავები მამაკაცს, თვალი გააპარა ყუთისკენ, რომელიც ხელში ეჭირა ახლადმოსულს. -ეს, სახლში რომ მივალთ, მერე გავხსნათ ხო?! -ჩემია? -კი შენია. -აუ ყველაზე მაგარი მყავხარ დემე! მხიარულად შესძახა ბიჭმა და კვლავ მოეხვია მამაკაცს. -როგორ ხარ დეკა? -არამიშავს. -ხო, მეც კარგად. -უი, რაშვები შენ? დაბნეულად ამოილაპარაკა ქალმა. -ნუ იყურები მასე, არ მოვა. -რატომ? -რატომ თუ ვინ? რომელი კითხვა უფრო ლოგიკური იქნებოდა დეკა? -აუ, კარგი დემე რა. მერე ვისაუბროთ მაგაზე. -მერე მე აქ არ ვარ გოგო?! ილაპარალეთ, ამოთქვით. ჭკუიდან ნუ გადამიყვანთ ოღონდ. -კარგი ხო, დილიდან ამხელა ენერგია, როგორ გაქვს. ბუზღუნის ულიმიტო ტარიფი გაქვს რამე?! მიდიოდნენ მანქანისკენ და მათი ხმები შორდებოდა, საავადმყოფოს კედლებს. მსუბუქად მიაბიჯებდა დეკა, დემეტრე უმართლებდა, მუდამ ნანატრი ძმის იმედს. სახლში მისულებმა, ყავა დალიეს, ნიკოლამ ყუთი რომ გახსნა, ასეთი გახარებული არასდროს მინახავსო, პირველი ეს გაიფიქრა დეკამ. -დემეე, ეს ჩემია? მე მიყიდე?! აუ დედა, ნახე რალამაზია, მე მიყიდა. -კარგი ნიკოლა დამშვიდდი, მეც ძალიან მიხარია, თუმცა წესები აქვს მაგას თავისი. -უკვე წესები? ჯერ ახლა მომიტანა. -ჯერ მობილირისთვის ძალიან პატარა ხარ, იმიტომ გრთავ საერთოდ ნებას, რომ შესაძლოა, დაგჭირდეს ჩემთან დაკავშირება. ბაღში მასწავლებელს მისცემ და სახლში გექნება განკუთვნილი დრო, ნახევარი, ასე ერთი საათი რომ გაერთო, კარგი? -კარგი რა დედა, ჩემია და მე მექნება სულ. -ნიკო, მისმინე დე. სამსახურში რომ შევდივარ, მეც ვტოვებ მობილურს, კარადაში. ყველგან მისი ტარება არ შეიძლება, ყველაფერს თავისი წესი აქვს, აი დემეც ტოვებს კაბინეტში, როცა თათბირი აქვს. გადახედა იქვე მჯდომს, ტელეფონში რომ ჩასჩერებოდა გამალებით. -კი ნიკო, დედა მართალია. დაეთანხმა დემეტრეც. -კარგი ხო, დიდები ბოროტები ხართ რა, მე სულ პატარა ვიქნები, არ გავბოროტდები. გაეცინა დეკას, დაიძრა შვილისკენ, საწვალებლად შემართული. -ახლა მე შენს ბუზღუნს, მაგ ლოყებს იცი რას ვუზავ?! -დედა არაა… აუ დეე გეყოფა, აღარ შემიძლია, ნუ მაცინებ დედა. ისმოდა ხმები, იყო სიხარული. არ გაუგია არაფერი დემეტრეს, მობილურში თავჩარგულს, პაემანზე ვერ დაეთანხმებინა, წითირი გოგონა. -დემე, გთხოვ რა. არ მინდა გათამამდეს, არ მინდა იხარჯებოდე და ამხელა საჩუქრებით ანებივრებდე. ისედაც რამდენს აკეთებ ჩვენთვის, ამის გადახდას ვერასდროს შევძლებ. სამზარეულოში ისხდნენ პირისპირ. უმხელდა დეკა თავის გულში გაჩენილ ფიქრებს. -დეკა, შენ ვინმე გთხოვს გადახდას? შენი აზრით რატომ ვაკეთებ?! ნიკოლა და შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდით, მე ესე მიმაჩნია, ესე გგრძნობთ, შენ არა? შენ რას უხერხულობ?! ქვემოდან ამოხედა მამაკაცმა, შეავლო შეფიქრიანებული მზერა თავდახრილს. -რა გჭირს დეკუნა? რამე გჭირდება?! -დემე, არეული ვარ ძალიან, ლუკასთან მიმართებაში, ფიქრებს ვერ ვალაგებ. -გიყვარს? -არ ვიცი, არ მყვარებია არასდროს, რომ ვიცოდე, რომ შემეძლოს, ყველაზე სწორი ადამიანია ვინც უნდა მიყვარდეს. -და პრიბლემა რაშია მაშინ?! -მე არ ვარ სწორი გესმის? მის სუფთა ცხოვრებასთან, მე რა მოსატანი ვარ? ცარიელი შიში, ცარიელი ტკივილი და მუდამ ბრძოლა ვარ გესმის? რომ დაიღალოს, რომ ვერ შევძლო ლუკასთვის ვიყო, ის ვინც გასწვდება, მის ადამიანობას? თან ნიკო მყავს მე. მის ცხოვრებაზე ვაწყობ ჩემსას. მისი დღეებით ვითენებ დილას. რომ ვერ შეეგუოს? რომ ვერ აიტანო? არ ვიცი. არ შემიძლია. -დეკა, დამშვიდდი ჯერ ხო? ლუკას ვანდობდი ჩემს სიცოცხლეს, ჩემს თავს. რომ ვიცოდე თვალებ ახვეული, მიდის წვრილ ბილიკზე, მის სისწორეს გავყვები, არ გავიფიქრებ, რომ ვერ ხედავს და იქნებ გადამჩეხოსგქო. ლუკაა გესმის? თუ უყვარხარ, უყვარხარ. თუ უნდიხარ, თუ შენამდე მოვიდა, ესეიგი იცის რასაც აკეთებს. მიეცი თავს უფლება, გქონდეს ბედნიერი დღეები. პატარა ხარ ძალიან ჯერ, რისთვის იტანჯავ თავს? რისთვის უკრძალავ შენს ცხოვრებას, ბედნიერებისკენ მიემართოს? რატომ გადაწყვიტე, რომ ტკივილი ხარ? თავი დახარა დეკამ, აუწყლიანდა ცოტა ხნის წინ, სიხარულის სხივებით აკიაფებული თვალები. -დემე მე გათხოვილი ვიყავი. არავინ იცის რისი გადატანა მიწევდა, რას გავუძელი და რას შევეწინააღმდეგე. მეშინია, ადამიანების სიახლოვის. ძლივს მივეჩვიე იმას, რომ ახლოს მოსული ადამიანი, საცემად არ იწევს. ორსულს ისეთი სტრესი მაქვს გამოვლილი, იმ ცხრა თვეს ვერ ვიშუშებ ჯერ მარტო. ხელებში ჩარგონსახე დემეტრემ. მძიმედ დახუჭა თვალები. ხელის გულს დაეყრდნო ნიკაპით და გაუსწორა მზერა, მის წინ მჯდომს. -ლუკა ყველაზე კარგი ადამიანია. იცი რა მართალია?! მესამე კლასში იყო, ჩვენთან რომ გადმოვიდა. მაშინაც მართალი იყო. სუფთა იყო დეკა.მას შემდეგ ჩემი ნაწილია. მისი სიტყვა იყო, ყველა მოქნეულ ხელზე მეტი, მისი აწეული ტონი, მისი დაკარგული სახე არ მახსოვს მე, ამდენი წელია ვიცნობ, კიარ ვიცნობ და ნაწილია ჩემი. მხოლოდ ერთხელ სცემა ადამიანი. მეშვიდე კლასელმა, მასზე უფროსი. სიტყვა რომ ვერ გაიტანა და ვერ მოაშლევინა, არაკაცობა. არ მახსოვს დანარჩენად მისი ჩხუბი. განა ეშინოდა?! ერთხელ ჩემს კლასელ ლიზიზე ნასროლ გუნდას თავი მიუშვირა, იცოდა, გუნდის შიგნით ქვა რომ ჩატენეს, დაინახა და გადაეფარა. არ ეშინია ტკივილის, არც ჩხუბის, უბრალოდ ერიდება, სხვის ტკენას არასდროს დაუშვებს ხვდები? -ასეთი რომაა, ზუსტად ამიტომაა რთული, მე რომ ვატკინო? მე რომ ვერ გავწვდე? იცი, სულ მეფიქრება მასზე. ერთხელ დაჭერილი მისი მზერა, არ იშლება ჩემი მხედველობიდან და მეშინია, ამ ტკივილს რომ ვერ გავუძლო, მეტს ვეღარ გადავიტან. -ლუკამ მითხრა ერთხელ. რომ ვიბადებით, ღმერთი ხურჯინს გვაძლევს. იმ ხურჯინში ტკივილებს და სიხარულს ვაგროვებთ. მთელი ცხოვრება მხრებით დავატარებთ, და არ არსებობს ის სიმძიმე, რასაც სიცოცხლის დასასრულამდე ვერ დავძლევთ. არ არსესბობს ისეთი ტკივილი, არც სიხარული, რომელსაც ამ ხურჯინში ვერ ჩავტევთ, ხოლო მასში ჩატეული ტვირთი, უკვე ის სიმძიმეა რისი ტარებაც შეგვიძლია. ამიტომ დეკა, დაფიქრდი, შენ აღარ ხარ პატარა, ცხოვრებამ გაგზარდა საკმარისად. შენი ხურჯინი რამხელაა?! გეყოფა იმ მომავლისთვის, რომელიც წინ გაქვს?! -არვიცი დემე, მხოლოდ მე არ ვარ, მხოლოდ ჩემი ცხოვრება არ მაბარია. ლუკა ყველაზე ლამაზი რამაა რაც ცხოვრებაში შემხვედრია, ესეთი გრძნობები არასდროს მქონია. მეშინია. თავდახრილი საუბრობდა, დაჰყურებდა ერთმანეთში ახლართულ თითებს და არ აზლევდა ცრემლებს, ჯებირების გადმოკვეთის ნებას. მომღიმარი სახით უყურებდა დემეტრე. ადგა და ზურგიდან მოეხვია გოგომას. -სიყვარული საშიში არაა, მითუმეტეს თქვენთვის და მითუმეტეს შენთვის. აცადე ცხოვრებამ ბედნიერი გაგხადოს, მოვიდა ეს დროც. ჩუმად ესაუბრებოდა თავდახრილს. თავზე აკოცა და დატოვა მარტო, ფიქრებში გახვეული. დემეტრე და ნიკოლა თამაშში იყვნენ გართულები, დეკა რომ შევიდა. -ხელები დაიბანეთ, სუფრას ვაწყობ, ვჭამოთ. ნაზი ღიმილით მიმართა ოთახში მყოფთ. -აუუ როგორ მშია.. აწრიალდა დემეტრე. -მჭამელთა ასოციაციის უპირობო ლიდერი ხარ დაიაური. სიცილით შებრუნდა სამზარეულოში და სუფრის გაქყობას შეუდგა. მალევე შემოვიდნენ აბაზანიდან გაწუწული ნიკოლა და დემეტრე. -დეკა, 26ში ლილუშას დაბადებისდღეა, ავღნიშნავთ და დამაბარა მეთქვა შენთვის, თვითონაც დაგირეკავს, მაგრამ ასე წინასწარ მეც გეტყვი, რომ მოემზადო რა. -დღეს ხომ ოცდასამია? მაზეგ ანუ?! აუ რანაირად? ნიკოლა მერე, ან სამსახური, არა რა დემე. ისე ვნახავ მერე ლილეს. -კარგი რა, წავიყვანოთ ნიკოც. დიდი კაცია უკვე. ხო წამოხვალ ძმაკაც? მხიარულად მიმართა გვერდით მჯდომს, რომელიც რესტორანში არასდროს ყოფილიყო აქამდე. მანაც აჟიტირება ვერ დამალა. -დე შეიძლება? ძალიან მინდა, თან ხომ არ ვყოფილვარ რესტორანში?! წავალთ? -შენ თუ ასე ძალიან გინდა, წავიდეთ დედი. ნაზად გაუღიმა სუფრასთან მსხდომებს, წამოდგა და ყავის გასაკეთებლად ქურას მიუბრუნდა, თან ფიქრობდა რას ჩაიცვამდა, არ ემეტებოდა ფული, რამის საყიდლად. გააცილეს დემეტრე, საღამო იყო უკვე, ტელევიზორთან ისხდნენ და იცინოდნენ, ჯერის ოინებზე, ტომის რომ მოსვენება დაუკარგა. (ანიმაცია, ტომი და ჯერი) -ალო, გისმენთ. -გამარჯობა თედო. -რომელი ხარ?! -ლუკა ვარ. როდის შეძლებ, რომ მნახო?! -ხვალ მოვდივარ გუდამაყრიდან, რომ ჩამოვალ დაგირეკავ და შეგხვდები. -გელოდები. გათიშა ყურმილი, მანქანის ფანჯრიდან გახედა კორპუსის იმ ფანჯარას, სადაც ეგულებოდა მისთვის ძვირფასი. დინჯი მოძრაობით გადმოვიდა მანქანიდან და აუყვა კიბეებს. -როგორ ხარ დეკა? -ლუკა?! საღამომშვიდობისა, კარგად შენ?შემოდი. კარში მდგომმა ქალმა, გზა დაუთმო ახლადმისულს და შეატარა მისაღებში. -ნიკოლა ვერ ვნახე დღეს, ძალიან ბევრი საქმე მქონდა. როგორაა? -კარგადაა, დემეტრე იყო აქ და გაერთო კარგად. ვაბანავე და ახლა დაწვა, არ ეძინება ჯერ, შედი თუ გინდა. ნიკოს ოთახისკენ წავიდა ლუკა. საბანში გახვეულიყო პატარა სხეული და თვლემდა. ფრთხილად მიუახლობდა, შუბლზე მიაკრო ტუჩები და იქვე დაიჩურჩულა. -არ გეგონოს დამავიწყდი, ბევრი საქმე მქონდა, გვიან მოვედი მაგრამ მინდოდა მენახე. ახლა ლოყაზე აკოცა გახარებულ ნიკოლას და გამოიხურა ოთახის კარი. დეკას ცრემლებით აევსო თვალები, რომ დაინახა, რა მნიშვნელოვანი იყო, ნიკოსთვის ეს. რომ შეამჩნია შვილის სახეზე, იმედისა და ბედნიერების სხივები. -ყავას დალევ?! მისაღებში გამოსულმა ჰკითხა ლუკას. -აუ ძალიან თუ არ იწვალებ კი, სამსახურიდან მოცდივარ და გაბრუებული ვარ. -უი, მაშინ საჭმელსაც ხომ არ შეჭამ? ლუკას გაეღიმა, უნებურ მზრუნველობას გრძნობდა და უთბებოდა გული. -არა არ გაწვალებ ამდენად. -კარგი რა ლუკა, აქ მხოლოდ იმიტომ მოხვედი, რომ ნიკოლა გენახა, თან ასე დაღლილი და მე ვიწვალებ კიდევ?! -კარგი, მაშინ მშია. კვლავ გაუღიმა მის წინ მოფუსფუსე ქალს და, სამზარეულოს მაგიდასთან დაიკავა ადგილი. მკლავები მაგიდაზე დააწყო, სახე ჩამოაყრდნო და თბილი მზერით აკვირდებოდა დეკას. -ლუკა, ეგრე ნუ მიყურებ. -სხვანაირად როგორ შემოგხედო?! -ანუ, ყველას მასე უყურებ?! -არ მითქვამს მე ეგ, შენ ვერ გიყურებ სხვანაირად. წინ დაუწყო საჭმლის თეფშები და უყურებდა, იქვე ჩამომჯდარიჯჯ. -შენ არ შეჭამ?! -მე ვჭამე წეღან, ჩაის გავიკეთებ. შენ დალევ? -არა, მადლობა. ცოტახნით სიჩუმე იყო სამზარეულოში. ლუკამ დაღლილობისგან, რამოდენიმე ლუკმის შეჭმა მოახერხა, მალევე მორჩა ვახშმობას. -სულ ეს იყო? -ძალიან დაღლილი ვარ, ვერ შევჭამ მეტს. ძალიან გემრიელი იყო. მხოლოდ გაუღიმა მამაკაცს და დაიწყო მაგიდის ალაგება, წამოდგა ლუკაც, ნიჟარაში ჩააწყო გასვრილი ჭურჭელი. მთელი სხეულით იგრძნო დეკამ, ლუკას განსხვავებულობა. 4 წელი ქმარი ყავდა, ამდენი წელი მამინაცვალი ზრდიდა, მერე მისი მამამთილი და არც კი გახსენებია რომელიმეს, დახმარებოდნენ დეკას. ყოველთვის ის აკეთებდა საქმეს, ისე რომ არავის მოსვლია აზრად რაიმეთი მიშველებოდნენ. მისაღების დივანზე იჯდა ლუკა, მის გვერდით, მოშორებით ჩამოჯდა დეკაც. -ცოტა ვისაუბროთ და წავალ რა. არ მინდა შენთან ლაპარაკის გარეშე დაძინება. გულწრფელად ამოთქვა და ნაზი მზერა შეავლო ქალს. მანაც არ დაიშურა სიყვარულნარევი გამოხედვა. დაიჭირა ეს წამი ლუკამ. -ლილეს დაბადებისდღეზე შენც იქნები? -გინდა რომ ვიყო დეკა?! -სულ ასე რატომ იქცევი? -როგორ ვიქცევი მაინც?! -გინდა რამე ისეთი მათქმევინო, დავუშვათ მინდა, მერე? -ეგ დავუშვათ და მერეა?! შენ გინდა რომ მეც ვიყო და მერეო კიდევ მეკითხები?! -ნუ მაწვალებ. -ბიჭი ნაწუწნ კამფეტს დამამგბანე და კიდევ მე გაწვალებ?! ხმით გაეცინა დეკას, ეს უნდოდა ლუკას მზერასაც, უნდოდა დაენახა ყველაზე ლამაზი რამ, იმ ქალის ღიმილი, რომელიც უყვარდა. მიიწია ახლოს, მომღიმარს თმაზე ჩამოუსვა ხელის ზურგი, გაუღიმა მანაც, ისე როგორც უღიმის მხოლოდ მას. -მაინც როგორი ლამაზი ხარ?! ჩურჩულით ამოთქვა, მიეალერსა სიტყვებით, თითქოს. ნაზად აკოცა თმაზე, შეიგრძნო მისთვის, ყველაზე საყვარელი სურნელი. -ვიქმები ლილეს დაბადებისდღეზე მეც. გაეღიმა დეკას, არ უპასუხა აღარაფერი. წამოდგა მამაკაცი და მოემზადა წასასვლელად. -წავალ მე. დაისვენე შენც, ღამემშვიდობის. -ღამემშვიდობისა ლუკა. კარის ზღურბლთან იდგნენ, დაჰყურებდა ზემოდან, სტუმრად მოსული, ლამაზ მასპინძელს. მიუახლოვდა, ნაზად მოხვია მხრებზე მკლავები, ჩაიხუტა, თითქოს ყველაზე სათუთს, ყველაზე სუფთას ეხებაო, იმდენად ნაზი იყო მისი ეს ქცევა. შემოხვია ქალმაც მკლავები, წელზე. ღრმად შეისუნთქა მამაკაცის სურნელი, დახუჭა თვალები და მოშორდა უცებ. -კარგად ლუკა. დაიხურა კარი. ჩაირბინა კიბეები გახარებულმა, თითქოს სხვა სუნთქვა, სხვა გულის ცემა ჰქონდა. ახლის დასაწყისთან, მარტოდ დარჩენილი ქალი, იდგა კართან და ცდილობდა ესწავლა, როგორ ეცხოვრა. მალე გავიდა 3 დღე. ლილეს დაბადების დღისთვის ახალი კაბა იყიდა დეკამ. მუხლამდე, ტანზე მომდგარი მუქი მწვანე კაბა იყო. მარცხენა ფეხზე ოდნავ ჰქონდა ჭრილი. მის თვალის ფერს განსაკუთრენით უსვამსა ხაზს. გვერდით პატარა ნიკო ედგა, ვარდისფერ პერანგსა და მუქ ჯინსში გამოწყობილი. ლამაზად იღიმოდნენ, იდგნენ სარკის წინ და უღიმოდნენ მომავლის დღეებს. მობილურის ზარმა შეაწყვეტინა ფიქრი დეკას. -ხო დემე. კარგი, ნიკოს მოვაცმევ და ჩამოვდივართ. დაკიდა ყურმილი და მიუბრუნდა ქურთუკით ხელში, მომლოდინე შვილს. -დე, ყველაზე ლამაზი ხარ, ყველას ჯობიხარ საერთოდ. -დე, ყველა დედა ლამაზია, ყველა შვილს ელამაზება საკუთარი მშობელი. -ოო, რომ არ იყო დედაჩემი, მაინც ლამაზი ხარ ყველაზე. -შენ როგორი კომპლიმენტები ისწავლე?! როგორ გამეზარდე, უყურეთ ამას?! თან კარს კეტავდა, თან ესაუბრებოდა სიყვარულით სავსე ნიკოლას, რომელსაც ეამაყებოდა დედა. მხრებზე ჩამოშლილი გრძელი თმა, უკან გადაიყარა და სადარბაზოდან გავიდა. -ეს რა სილამაზეა?! გოგო, ასე თუ გააგრძელე, გაგათხოვებ მე შენ. -დემეტრე, ნიკოლა გჯობია კომპლიმენტებში, ჩაეწერე გასწავლის. -ოჰ, ჩემი კაცია ეგ. ყველაზე მაგარი კაცი, მასწავლი ნიკო?! -გასწავლი, ქალს ის უნდა უთხრა, რაც თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს. თან ისეთ ქალს ვინც ყველაზე მეტად გიყვარს. უცებ ამოთქვა პტრა ბიჭმა. გაოცებული შემობრუნდა დემეტრე უკან. -რაო ახლა ამან?! -რაც გაიგონე, წინ იყურე. სიცილით მიაბრუნა დეკამ მამაკაცი. -მოიცა ეს ვინ გასწავლა შენ?! -ლუკამ. -ხო, კი, რათქმაუნდა, მეც არ ვიფიქრე რა, ესეიგი ლუკა რეებს ასწავლის ბავშვს ნახე?! მოწოდების სიმაღლეზეა ჩემი მორალის თიჩერი. მალე მივიდნენ რესტორანში, 20 პერსონაზე გაეშალათ ლამაზი სუფრა, ლილეს მეგობრწბს და ახლობლებს მოეყარათ თავი. ლუკა არსად ჩანდა. თვალებით დაუწყო ძებნა, ახლად მისულმა დეკამ. -მოვა, დაჯექი, ნუ იტყობ მიჯნურობას, ნუ გადამრიეთ. -რა გინდა დემეტრე?! მობეზრებულად გადმოხედა დეკამ. -მე არაფერი ჩემო კარგო, მაგრამ ერთ ბრძენ კაცს ვიცნობ, კარგი რაღაც აქვს ნათქვამი. -რაო აბა? რა თქვა შენმა ბრძნადმეტყველმა?! -“სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა მონაპარსაო” -მონაოარსაო თუ ნაპარევსაო?! -დეკა რაღა ნახე? შენ რაიცი რათქვა?! -მეც ვიცნობ მაგ ბრძენ კაცს, ჩემო დემეტრე. იცინოდა ლაღად, დემეტრესთან ერთად იცინოდა კვლავ. ლამაზი ყუთით ხელში მოუახლოვდა ლუკა, მაგიდას. მუქ შარვალზე, შავი ტილოს პერანგი ეცვა, თხელი წვერი და თმა უკვეთავდა, სახის ნაკვთებს. არ ტოვებდა გულგრილს, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. მისი თაფლისფერი თვალები, ყოველთვის სიკეთეს ასხივებდნენ. -ლილუშაა, დავაგვიანე ისევ, მაგრამ ნახე რა მოგიტანე?! თბილად გადაეხვია მეგობარს და გაუწოდა ლამაზად შეფუთული ყუთი. -აუ ლუკაა, სად იშოვე?! როგორ მიყვარს. მხიარულად გაშალა ნაკრების მაისური. -ვაიმე, ავტოგრაფები, ვაიმე ორიგინალია? -არა ლილოში გადავირბინე, უცებ ვიყიდე ეგ. სიცილის ტალღამ გადაუარათ სუფრაზე მსხდომთ. -შენ ხარ საუკეთესო, შენ სულ იცი როგორ გამახარო, შენ სულ იცი რა მიყვარს. ეხუტებოდა და სიხარულის დამალვას არ ცდილობდა იუბილარი. მათი შემხედვარე, დეკამაც ვერ მოიშორა ღიმილი სახიდან. მალული მზერა შეავლო ქალს, ახალმოსულმა. რა ლამაზიაო გაიფიქრა და დაჯდა სუფრასთან, ნიკოლას გვერდით. ერთობოდნენ, ხალისობდნენ და სვამდნენ. სასიამოვნო გარემო იყო. ლუკაც სვამდა ცოტას, მხოლოდ დემეტრე იჯდა გაბუსული, რომელსაც სტუმრების დარიგება ევალებოდა. -და რომ მძღოლად დაგიქირავებ, დაბადებისდღეზე, რა ველაპარაკო?! -კარგი რა დემე, შენ მითხარი თვითონ და დაგთანხმდი მეც, ტაქსით გავალთ ყველა, დალიე რა შენც. -არა, საქმე მაქვს მე თან. დარბაზში ლაზურის ჰანგები გაისმა. ყველაზე მეტად უყვარდა დეკას ეს ცეკვა. სკოლის გამოსაშვებისთვის დაადგმევინა მასწავლებელმა და მას შემდეგ აღარ უცეკვია. არა და ყველაზე ლამაზად მას გამოუვიდა მაშინ, სიყვარულითბისწავლა და მთელი მონდომება გამოიჩინა. დაიწყო დემეტრემ ცეკვა, გადაიყოლა ლილე. სასწაული სანახავი იყო, და ძმის შესრულება. ცეკვავდნენ გრძნობით. დემეტრემ ანიშნა დეკაც, მანაც თავი დაუკრა და, შემოვლით გაიწვია სცენაზე გოგონა. მისი ჩალისფერი თმა რხევით ეფინებოდა მხრებზე, ტანი ააყოლა მუსიკას. უყურებდა ლუკა. ვერ წყვეტდა თვალს. ვერ სუნთქავსო თითქოს. როგორ ელამაზებოდა, როგორი განსაკუთრებული იყო. ეფერებოდა მზერით, სცენისნცენტრში მყოფ ქალს, რომელიც იყო მისთვის. ნიკოლას ესაუბრებოდა დემეტრე, თან ვაშლს თლიდნენ და ჭამდნენ. ნაზად წამოდგა დეკა, ტერასაზე გავიდა ცოტხნით. ფიქრებიდან საყვარელმა ხმამ გამოარკვია. -არ წყვეტ ჩემს გაოცებას. მონუსხული უყურებდა გოგონას, ლუკა. -და რამ გაგაოცა მაინც?! ეშმაკურად გაუღიმა მანაც. -შენმა ცეკვამ. ასეთი ლამაზი ცეკვა არ მინახავს, არასდროს არსად. -გამოსაშვებისთვის ვისწავლე, კარგად არც მახსოვდა. ნელა მიუახლობდა ლუკა, თვალებში უყურებდა დაბნეულ ქალს. -შენს თვალებს სინათლე დააქვთ, ჩემს სულს ავსებენ ნათელი ფერებით… აივნის მოაჯირს დაეყრდნო კაცი, მოიმწყვდია, პატარა სხეული, მკლავებს შორის. შეცბა გოგონა, ისტერიულად ეშინოდა ნასვამი ადამიანების. ძველმა ტრამვებმა, ძვლებზე შემოხხვიეს ბინძური კლანჭები. დაეჭიმა სხეული ნერვიულობით, ძლივს იმორჩილებდა ფეხებს, არ მოჰკვეთოდათ. -გთხოვ გაიწიე. -რა გჭირს დეკა?! -არ მიყვარს ასე ახლოს რომ არიან. -აქამდეც ვყოფილვარ შენთან ახლოს. -მაშინ ნასვამი არ იყავი. სასწრაფოდ მოაშორა მაჯები, რკინის მოაჯირს. დაიწია ორი ნაბიჯით უკან და ტკივილიანი თვალები მიაპყრო, მის წინ მდგომს. -ყველა დღეს გაგიფერადებ, რაც წარსულმა, დაღად დაგასვა. შიშს ნუ დამანახებ, უნდობლობას ნუ დამანახებ, გთხოვ. ნასვამი კიარა, მკვდარიც შენი ღიმილისთვის განვაგრძობ არსებობას. -ცუდად ნუ გამიგებ გთხოვ, მე ძალით არ მინდა, ყველაფერი ვერ გადავლახე. -ერთად ვუშველით, შენს გადაულახავ შიშებს. კვლავ მიუახლოვდა ქალს, მისი მტევანი გულზე მიიდო. -გესმის?! გრძნოობ?! თავი დახარა ქალმა, ცრემლი გადმოუვარდა, ლამაზად შეღებილი თვალიდან. -რატომ ტირი დეკა?! -მეშინია, ერთ დღეს, ესე რომ არ გიცემდეს გული, ყველა ტანჯვაზე უარესი იქნება, ალბათ. -შენი ღიმილისთვის, ამ ფეთქვას არასდროს შეწყვეტს ეს გული. ნაზად ჩამოაწევინა მკერდიდან ხელი, სახესთან მიიტანა და ნაზად შეახო ტუჩები თითებზე. -სიყვარულზე მეტია, რასაც განვიცდი, როცა გიყურებ. მშვიდად მოშორდა არემარეს. მოაჯირზე მიეყრდნო ქალი. აღარ ჰქონდა შიში, იმისა, რომ რამეს დაუშავებდნენ. იცოდა, ლუკა იყო იმედი, იყო ის ვისაც დაეყრდნობოდა. იაზრებდა, რომ იმ გზას დაადგა, რომელსაც უკრძალავდა თავის ფიქრებსაც კი. გაეღიმა. მამაკაცის მზერა გაახსენდა და მის ბაგეებს მოსწყდა ღიმილი. უყვარდა მასაც. მის მზერაში დანახული, საკუთარი თავი შეიცნო სხვანაირად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.