შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი მეთერთმეტე თავი


27-12-2017, 15:51
ავტორი murachashvili
ნანახია 3 267

იმ პოლიტიკურ მოვლენათა ფონზე, რაც მაშინ საქართველოში ტრიალებდა ყველაზე ნაკლებად სწორედ ეგ საკითხი ადარდებდათ, თუმცა ფაქტია იყო მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ უყვარდათ, დღემდე მაინც სევდიანად ახსენდებოდათ ლამარა დირექტორი.
რა თქმა უნდა არ შემწყდარა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ისევ იმართებოდა მიტინგები, ისევ იყო ხმამაღალი ტრაფარეტული გამოსვლები, ისევ იყო მოთხოვნები საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ და ისევ იყო მოლოდინი, რომ საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან თავს დაიხსნიდნენ თუ არა, მოვიდოდა ნანატრი, ბედნიერი ცხოვრებაც. თუმცა, რაც უფრო უახლოვდებოდნენ საწადელს, ოცნება ნელ-ნელა ილუზიას ემსგავსებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ იმპერია ფაქტიურად სულს ღაფავდა და არსებობის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა, საკმაოდ ჭკვიანურად დანერგილმა პოლიტიკურმა პრინციპმა, ქვეყნის შიგნით ავტონომიური ოლქების შექმნასთან დაკავშირებით, სწორედაც რომ მათთვის სასურველი შედეგი გამოიღო.
მათთვის ვისაც არ ახსოვს მაშინდელი პოლიტიკური მოვლენები ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, რომ ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს შემადგენლობაში შეიქმნა 1922 წლის 20 აპრილს რუსეთისა და საქართველოს ბოლშევიკური ხელმძღვანელობის წყალობით, რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და საქართველოს სახკომსაბჭოს დეკრეტით.
ოლქის შექმნა იყო ერთგვარი ხარკი ოსი ბოლშევიკებისადმი, რომელნიც ებრძოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას. საქართველოს ხელისუფლების მიერ 1920 წლის ამბოხის ჩასახშობად გამოყენებულმა რეგულარული არმიისა და სახალხო გვარდიის ნაწილებმა ოსურ სოფლებში ჩაატარეს სადამსჯელო ოპერაციები. 1922 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტურის რესპუბლიკის კონსტიტუცია უკვე აფიქსირებს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებათა კვალობაზე, ეს სტატუსი შემდგომში არ შეცვლილა. როგორც ისტორიული წყაროებიდან თვალნათლივ ჩანს 1925-1927 წლებში საბჭოთა ხელისუფლების სხვადასხვა დონეზე განიხილებოდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების იდეა, (მათ შორის საქართველოს შემადგენლობაშიც) რომელმაც გადაწყვეტა ვერ ჰპოვა. ეს საკითხი სულაც არ მიეცა დავიწყებას, მცირედი ბიძგიც კი საკმარისი აღმოჩნდა ქართულ-ოსური ურთიერთობების დაძაბვისა და მათ შორის დაპირისპირების გასაღვივებლად. 1985 წელს დაწყებულმა გარდაქმნის პროცესმა ისევ ამოატივტივა ორივე ხალხის წინარე საბჭოური ისტორია და რუსეთის იმპერიის ნგრევისდროინდელი დაპირისპირება.
საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის დაწყების პარალელურად აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში გააქტიურდნენ აფხაზური და ოსური სეპარატისტულ მოძრაობები.
კონფლიქტმა გამოვლენა ჰპოვა:
- ცხინვალისა და თბილისის "კანონთა ომში",
- ოსური და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლიდერთა და პუბლიცისტთა დისკუსიებში,
- ქართული და ოსური შეიარაღებული ფორმირებების დაპირისპირებაში.
კონფლიქტის ესკალაციის საწყისი ფაზები შეესატყვისებოდა საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესებს.
ამ პროცესებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში "არაფორმალთა" მოძრაობის გაძლიერებამ და სსრკ-ს კოლაფსის დასაწყისმა. დაპირისპირების პროცესის ერთ-ერთ პირველ გამოვლინებად იქცა მიმდინარე დებატები საქართველოს კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებების შეტანისა და ენის საკანონმდებლო სტატუსის შესახებ;
აღნიშნულმა დისკუსიამ პარალელური ტენდენციები გამოიწვია იმდროინდელი საქართველოს სსრ ავტონომიურ წარმონაქმნებშიც - აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში.
პროგრამით განსაზღვრული იყო ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი. სახელმწიფო ენის გამოყენების უზრუნველყოფა საქართველოს ყველა სახის ადმინისტრაციულ, სამეცნიერო-სასწავლო, კულტურულ, სამეურნეო დაწესებულებებსა და საწარმოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში;
კონკრეტულ წინადადებათა შემუშავება რესპუბლიკის არაქართულ სკოლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლების შემოღების შესახებ; საყოფაცხოვრებო და საინფორმაციო მომსახურების სფეროში ქართულ ენის საყოველთაოდ გამოყენების უზრუნველყოფა.
1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ.
აღნიშნულ დოკუმენტს მოჰყვა დაძაბულობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთში. ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება გახდა საბაბი არაფორმალური ორგანიზაცია "ადამონ ნიხასის" მიერ ცხინვალში პირველი მიტინგის გამართვისა.
საქართველოს კომპარტიის სამხრეთ ოსეთის საოლქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატების საბჭოს აღმასკომის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის თაობაზე, 1989 წლის 26 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს მეთერთმეტე სესიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს სსრ კონსტიტუციის ცვლილებათა და დამატებათა თაობაზე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ მოქმედი კონსტიტუციის 75-ე მუხლს დამატებოდა პუნქტი: "სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენაა ოსური ენა".
"კანონთა ომი" სრული მასშტაბით დაიწყო 1989 წლის 10 ნოემბერს, სამხრეთ ოსეთის სახალხო დეპუტატთა საბჭოების მე-12 საგანგებო სესიით, რომელიც გაიმართა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა 26 სექტემბრის სესიის მოთხოვნა ოსური ენის შესახებ კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. სესიამ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის ამაღლების შესახებ; გამოცხადდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარდაქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რეპსუბლიკად. აგრეთვე, მიიღეს გადაწყვეტილება "ოსური ენის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ", რომლითაც ოსური ენა აღიარებულ იქნა სახელმწიფო ენად.
1989 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით გაუქმებულ იქნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს მეთორმეტე სესიის გადაწყვეტილებები, როგორც კანონთან შეუსაბამო.
ამავე პერიოდში ეროვნული მოძრაობის ლიდერთა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა ძალისხმევით, საქართველოს ხელისუფლების მიერ იდგმებოდა სამართლებრივი ნაბიჯები ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენის მიმართულებით. პარალელურად, ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩებოდა ცხინვალში მიმდინარე პროცესები. 1989 წლის 23 ნოემბერს დაახლოებით 15 ათასამდე ქართველი, ეროვნული მოძრაობის ლიდერების წინამძღოლობით დაიძრა ცხინვალისაკენ, რაც ოსური მხარისაგან აღქმული იქნა, როგორც ქართული საზოგადოების მიერ ძალის დემონსტრირების მცდელობა.
1990 წლიდან სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უმაღლესი პარტიული ნომენკლატურა უერთდება "ადამონ ნიხასის" პოზიციებს და ხდება ამ ორგანიზაციის რადიკალური მოთხოვნების გამხმოვანებელი. ამ პერიოდში მასმედიის საშუალებებში ფართო მასშტაბი მიიღო ოსური და ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ლიდერთა და პუბლიცისტთა დისკუსიებმა, რომლებიც ურთიერთპრეტენზიებში იზრდებოდა. მიღებულ იქნა ახალი კანონი სსრ კავშირიდან მოკავშირე რესპუბლიკის გასვლის წესის შესახებ, რომელმაც, ფაქტობრივად ხელი შეუწყო ავტონომიურ წარმონაქმნებში შექმნილი სეპარატისტული განწყობის შემდგომ გაღვივებას.
აღნიშნული დაპირისპირება ყველაზე რთულად გადასატანი შერეული, ოსურ-ქართული ოჯახებისთვის გახლდათ. ალბათ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება გახლდათ. თუმცა ომს მისი კანონები ჰქონდა. საბჭოთა იმპერიის წარმომადგენელნი, რომელნიც ყოველდღიურად უფრო და უფრო აღვივებდნენ სიძულვილსა და დაპირისპირებას მშვიდობიანი მოსახლეობის აზრს ნამდვილად არ ითვალისწინებდნენ. ამ დროისათვის უკვე დაღვრილი იყო სისხლი, უკვე ეცვათ დედებს ძაძი. ამ დროისთვის უკვე იყო სისხლის აღებისა და შურისძიების სურვილი.
გაჩნდნენ პირველი დევნილები ორივე მხრიდან. სულ რამდენიმე ხელი ტანისამოსის, ფუთისა და ჩემოდნის ამარა ჩამოსული ცხინვალის ომს გამორიდებული მშვიდობიანი მოსახლეობა ალბათ ვერც კი იფიქრებდა, თუ ეს დავა ამდენ ხანს გაგრძელდებოდა. ვერც იმას იფიქრებდნენ, თუ მათივე ქვეყანაში დევნილების ნაცვლად ყველაზე საძულველ სიტყვას „ლტოლვილს“ უწოდებდნენ. ნაწილი ნათესავებთან ცხოვრობდა, ნაწილი კი სასტუმროებში შეასახლეს. დევნილები თითქოს თავიდან ბარგის ამოღებასაც არ ჩქარობდნენ, ყოველ დღე ელოდნენ, როდის იტყოდნენ, რომ ქართულ-ოსური დაპირისპირება დასრულდა. თუმცა უშედეგოდ. ნელ-ნელა დაიწყეს საგულდაგულოდ შეფუთული ბარგის ამობარგებაც. სასტუმროს მცირე ზომის ნომრებში საკიდების ფუნქცია კედლებზე გაჩენილმა სხვადასხვა ზომის ლურსმნები შეითავსა.
ეს ერთი ოთახი იყო სამზარეულოც, საძინებელიც და მისაღებიც. შედარებით მოხერხებულებმა კუსტარულად, საკუთარი ხელითვე შეფიცრეს აივნები. სადაც დიდი ვერაფერი, თუმცა მცირე ზომის სამზარეულოს მოწყობა მაინც მოახერხეს. დევნილი ბავშვები სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილეს. რამდენიმე მათგანი ნინოს კლასშიც დაემატა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ახალ კლასელებს საკმაოდ კეთილგანწყობილად შეხვდნენ, გარკვეულწილად მაინც იგრძნობოდა დაძაბულობა, უხერხულობა, რაც კლასში უცხოს მისვლას ყოველთვის ახლდა.
უკეთესის იმედით ადაბტირდებოდნენ ცხინვალის ომის დევნილები თბილისში. ერთბაშად ჩამუქდა და ჩაშავდა თბილისი, გაქრა ღიმილი, გაქრა ხალისი. კონფლიქტის მოგვარების ნაცვლად, უფრო და უფრო იძაბებოდა სიტუაცია, ყოველი მეორე მოსახლე პოლიტიკაზე გამოცდილი ექსპერტივით საუბრობდა.
სავარაუდოდ ისევ კომუნისტური რეჟიმის წყალობით, საქართველოში, სადაც ქართველთა გარდა ბევრი სხვა ეროვნების მოქალაქეებიც ცხოვრობდა, სისტემატიურად ვრცელდებოდა ხმები, თითქოს მათი წარმომავლობის გამო დევნისა და შევიწროების მსხვერპლნი გახდებოდნენ. მსგავსი სისულელე წესით არ უნდა დაეჯერებინათ, თუმცა ფაქტი იყო, რომ სომხური, აზერბაიჯანული და ოსური წარმომავლობის მქონე ოჯახებმა მასიურად დაიწყეს გვარებისა და რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ეროვნების შეცვლაც კი, სადაც მათი ნამდვილი ეროვნების ნაცვლად ქართველს უთითებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართველთა მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, მაინც მასიურად შეინიშნებოდა არაქართველი მოსახლეობის ქვეყნიდან გადინება. პანიკის ტალღა იგრძნობოდა ვეძისში მცხოვრებ არაქართულ მოსახლეობაშიც. აზერბაიჯანელი მეზობლები, რომლებთანაც თითქმის მთელი ბავშვობა ჰქონდათ გატარებული, თითქმის ჩალისფასად ყიდიდნენ ბინას და აზერბაიჯანში წასასვლელად ემზადებოდნენ.



№1  offline წევრი თ. ა.

ეს ყველაზე მტკივნეული თემაა საქართველოსთვის და მძიმე. რათქმა უნდა რთულია მაგრამ ისე წერ მართლა დიდი გულისყურით ველოდები და ვკითხულობ. თან ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი. წარმატებებს გისურვებ!!

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

ლილიკო
ეს ყველაზე მტკივნეული თემაა საქართველოსთვის და მძიმე. რათქმა უნდა რთულია მაგრამ ისე წერ მართლა დიდი გულისყურით ველოდები და ვკითხულობ. თან ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი. წარმატებებს გისურვებ!!

დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის kissing_heart თითქოს ასეთ მძიმე ისტორიას არ ვგეგმავდი, უბრალოდ მინდოდა ახლანდელი თაობისთვის 80-90 - იანელთა ბავშვობა დამენახებინა, მაგრამ საბოლოოდ ისტორია მაინც დამძიმდა. კარგად მესმის, რომ საიტზე ხალხი გასართობად და დასასვენებლად შემოდის, მაქსიმალურად ვცდილობ წარსულით ზედმეტად არც მე დავღალო მკითხველი, თუმცა ძალიან მინდა ცემი თვალით დანახული რეალობა ერთხელ მაინც გიამბოთ.

 


№3  offline წევრი Leo

ძალიან კარგი ისტორიაა! თანაც ძალიან ემოციური და საინტერესო რასაც დიდი იმედებით ვკითხულობ! <3 ველოდები მომდევნო თავს! <3 წარმატებები

 


№4  offline წევრი თ. ა.

murachashvili
ლილიკო
ეს ყველაზე მტკივნეული თემაა საქართველოსთვის და მძიმე. რათქმა უნდა რთულია მაგრამ ისე წერ მართლა დიდი გულისყურით ველოდები და ვკითხულობ. თან ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი. წარმატებებს გისურვებ!!

დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის kissing_heart თითქოს ასეთ მძიმე ისტორიას არ ვგეგმავდი, უბრალოდ მინდოდა ახლანდელი თაობისთვის 80-90 - იანელთა ბავშვობა დამენახებინა, მაგრამ საბოლოოდ ისტორია მაინც დამძიმდა. კარგად მესმის, რომ საიტზე ხალხი გასართობად და დასასვენებლად შემოდის, მაქსიმალურად ვცდილობ წარსულით ზედმეტად არც მე დავღალო მკითხველი, თუმცა ძალიან მინდა ცემი თვალით დანახული რეალობა ერთხელ მაინც გიამბოთ.

არაფერს! მე მომწონს ძალიან და დარწმუნებული ვარ ბევრს კიდე ასე, რომ ველით შენგან ამ და ბევრ კიდე სხვას.

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Leo
ძალიან კარგი ისტორიაა! თანაც ძალიან ემოციური და საინტერესო რასაც დიდი იმედებით ვკითხულობ! <3 ველოდები მომდევნო თავს! <3 წარმატებები

უღრმესი მადლობა, იმედია ამ განწყობას ბოლომდე შეინარჩუნებთ

ლილიკო
murachashvili
ლილიკო
ეს ყველაზე მტკივნეული თემაა საქართველოსთვის და მძიმე. რათქმა უნდა რთულია მაგრამ ისე წერ მართლა დიდი გულისყურით ველოდები და ვკითხულობ. თან ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი. წარმატებებს გისურვებ!!

დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის kissing_heart თითქოს ასეთ მძიმე ისტორიას არ ვგეგმავდი, უბრალოდ მინდოდა ახლანდელი თაობისთვის 80-90 - იანელთა ბავშვობა დამენახებინა, მაგრამ საბოლოოდ ისტორია მაინც დამძიმდა. კარგად მესმის, რომ საიტზე ხალხი გასართობად და დასასვენებლად შემოდის, მაქსიმალურად ვცდილობ წარსულით ზედმეტად არც მე დავღალო მკითხველი, თუმცა ძალიან მინდა ცემი თვალით დანახული რეალობა ერთხელ მაინც გიამბოთ.

არაფერს! მე მომწონს ძალიან და დარწმუნებული ვარ ბევრს კიდე ასე, რომ ველით შენგან ამ და ბევრ კიდე სხვას.

kissing_heart kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent