შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

112 და ბებო (სრულად)


29-05-2024, 00:12
ავტორი Tuta Moon
ნანახია 3 137

მოგეხსენებათ მოხუცებულობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა სკლეროზი, ხოდა ზუსტად ეგ სკლეროზი იყო ჩვენ ბებოსაც რომ შეუსახლდა და სულ აურია ჭკუა-გონება. ქალი რომელიც ერთ დროს ბუზს არ ისვამდა თავზე, ავად ყოფნის პერიოდში ისეთებს სჩადიოდა, რომ ნუ იტყვით. ის კიდევ ცალკე ამბავია თუ როგორ უყვარდა სისუფთავე და როგორი კარგი ხელი ჰქონდა სამზარეულოში, მაგრამ რთულმა ცხოვრებამ და ასაკმა თავისი ქნა და დამართა ბებოს ზემოთ ხსენებული ვერაგი სკლეროზი. უცნაური აზრები და იდეები მოსდიოდა მაგალითად: აქ რატომ ვარ სახლში უნდა წავიდეო, სულ ცდილობდა სახლიდან გაპარვას, კიდევ არაყზე აიკვიატა, ეს უებარი წამალიაო, ვენები აწუხებდა ხოლმე და იძახდა მარტო ეს წამალი მშველისო. დედას გასაყიდად ჩამოტანილ ჭაჭას პარავდა, შიგ კი წყალს უმატებდა ( ვითომ რომ ვერ გაგვეგო..) კიდევ უამრავი თავისებური პრობლემა შექმნა, აი ისეთები ხან რომ გვეცინებოდა და ხან გვეტირებოდა.
ჩემი და ახლად დაოჯახებული იყო, მე, დედა და ბებო კი შევრჩით ერთმანეთს. მე და დედა ვმუშაობდით და ხანდახან უწევდა ბებოს მარტო ყოფნა.
ზამთრის ერთი სუსხიანი საღამოა. დამთავრდა ჩემი სამუშაო დღე და წამოვედი სახლში. რადგან დედა ღამის სმენაში დარჩა, მე კი არ მინდოდა ბებოსთან მარტო ყოფნა, დაქალს დავურეკე მოვდივარ ჩემთან დარჩი მადლი ქენი და მარტო არ დამტოვოთქო. ასე ათის ნახევარია, რომ მივაღწიე გაჩერებასთან და ისიც უკვე იქ მელოდება. ატყდა ლუდი დავლიოთო, კაკრას ის პერიოდია გარეთ სასმლზე რომ ჯარიმებია და ჩავტენეთ ჩემ ჩანთაში მოზრდილი ორ ლიტრიანი ჩიფსებთან ერთად და დავეშვით სახლისკენ, ცივა ყინავს გამებლიკა თითები, ერთი სული მაქვს სახლში შევძვრე.
მივადექით სახლის კარს, გადავატრიალე გასაღები და ჰოპ არ იღება. დავაკაკუნე ერთხელ, ორჯერ და გადავედი ბრახუნზე, მაგრამ რად გინდა? არ სჩანს კარის გამღები არავინ. ჩამოვბრუნდით ეზოში და ავაფორიაქე სამეზობლო ბებია, ბებიას ძახილით. ფეხზე დადგა ყველა, გვერდზე კორპუსიდან მოვიდა ხალხი. ზოგს ცრემლი მოადგა თვალზე და ზოგს იდეა თავში თუ როგორ შევაღწიოთ შინ. ერთ მეზობელს ამწე ყავდა მაგრამ არ დაგვიხვდა სახლში. სანამ საოცარ გეგმებს აწყობენ კედლიდან აცოცებაზე და სახლში ნინძურად შესვლაზე, მე დავრეკე 112-ში:
- რით დაგეხმაროთ?
- ვერ შევდივარ სახლში, იქ კი ბებიაა, კარს არ აღებს, არ გვაგონებს. - ცუდზეც მეფიქრება მაგრამ არ ვაღიარებ.
- ჯგუფი გამოსულია, სახელი გვარი ქალბატონის.
ჩავაწერინე.
- დაბადების თარიღი.
- არ ვიცი, ვერ გეტყვით, ისეთ დღეში ვარ ბებოსი კი არა ჩემი დამავიწყდა. - ვპასუხობ ოპერატორს.
ნუ მოკლედ სირენების ხმა მოგვიახლოვდა და შემოვარდა ეზოშო სასწრაფო, სამაშველო, პატრულის ერთი მანქანა, მეორეც, კრიმინალურის ჯერ ერთი ჯგუფი, მოყვა მეორე.
ვიყურებით მე და ჩემი დაქალი აღშფოთებულები.
ჩამოდგა ეზოში ექვსი მანქანა.
- რომელმა დარეკეთ? - კითხულობს მოღიპული პოლიციელი.
- მე დავრეკე - ხელს ვწევ მაღლა (იმ ოროსანი პერსონაჟივით იმერული ესკიზებიდან)
- აბა რა ვითარებაა?
- ბებო კარს არ გვიღებს..
- როგორაა ბებო? - ეჩრება სასწრაფოს ექიმი.
- არ ვიცი ქალბატონო არ შევსულვარ სახლში.
- არ ინერვიულოთ, აბა ბიჭებო შევდივართ სახლში! - მაწყნარებს პოლიცია თან სამაშველოს ეძახის.
- შტურმით? - ეძალება იუმორი ჩემ დაქალს.
- ან კარიდან, არ ფანჯრიდან. თუ საჭიროა დაგვახმარებენ ხალხს. - არ იბნევა ეს მოღიპულიც.
- რას ლაპარაკობთ? - ვერევი დიალოგში - მოხუცი ბებოა უბრალოდ, კრიმინალური დამნაშავე კი არა, გაუხეთქოთ იქნება ქალს გული.
ეცინებათ პატრულის თანამშრომლებს და სწორედ მაგ დროს ვხედავ სასწრაფოს ექიმი როგორ ესვრის კენჭებს ფანჯრებს.
- რას შვებით ქალბატონო? - ჩერდება და მხრებს იჩეჩავს. ამ დროს ჩამოდის მაშველი
- ვერ ვაღებ, შიგნიდან არის ჩაკეტილი.
- ვიცი ბატონო და მაგიტომ დაგირეკეთ. - ვპასუხობ სიცილით, ისიც მაშინვე მანებებს თავს და გუნდთან განიხილავს შესვლის ახალ გეგმას.
....
- მოკლედ ზედა მეზობლიდან ჩავალთ უკან აივანზე. ხომ შეიძლება?
- აბა აქ ხომ არ ვიდგებით ამ ღამე? - ვთანხმდები და მავიწყდება გაფრთხილება ოთახში ,,ავი,, კატის არსებობაზე.
ზედა მეზობლის აივნიდან ჩვენი აივნის გავლით მაშველი სახლში ხვდება (შევიდა მაშველი დაგვადგა საშველი). აღებს კარს და ყველა იქ ვართ თავმოყრილი.
- სად ხარ აქამდე? - ინტერესდება პატრული
- კატა იყო ოთახში და..
- ეფერებოდი ბიძია მერე?
ძლივს ვიკავებთ ხარხარს მე და ჩემი დაქალი, ვიღას ახსოვს ბებო.
შევდივართ, ბებიაჩემი საწოლშია გაშოტილი. ოთახში შეხედვისთანავე ვხვდები რაც ხდება მაგრამ ექიმებმა ჯერ რა იციან, ეჯაჯგურებიან აქეთ იქედან და სინჯავენ, ისიც თითქოს მოდის ნელ-ნელა გონს - ჰა, ჰა - იძახის, ძილს იბრუნებს და უშვებს ხვრინვას, ვერ აფხიზლებენ. ხუთი წუთიც და გამოაქვს დასკვნა ექიმს:
- ნასვამია.
- ნასვამი? - ექიმი თავს უქნევს - აცალეთ მაშინ გამოიძინოს - ამბობს პატრული და ოქმს ამზადებს: გამოძახება მოხდა (ამადამ ადგილას, შევედით, ვნახეთ, და ოქმს ამთავრებს) ბებია იყო მთვრალი (ეცინება თან)
- მთვრალი კი არა ნასვამი - უსწორებს მეორე
- მართალია, მართალი, ბებია იყო ნასვამ მდგომარეობაში.
იცლება სახლი, ნელ-ნელა მიდის ყველა.
- გოგოებო - გვეძახის პატრული
- დიახ გისმენთ
- კიტრის მწნილი ამოუტანეთ დილით ბებოს, ესიამოვნება - მიტოვებს მითითებას და სიცილ-სიცილით ეშვება კიბეზე.
კარს ვკეტავ. ბებოს მდგომარეობას ვამოწმებ, ხვრინავს არხეინად. ოთახში შევდივარ ლუდიც ჩამოსხმულია უკვე. ჩემ დაქალს ვუყურებ. თორმეტს სცდება ისარი..
მომდევნო დღის ახალ ციკლს სიცილით ვხვდებით..

იმ დღის მერე მოვაძრეთ კარს შიდა საკეტი, თორემ კიდე რომ დამჭირვებოდა იმათი გამოძახება ვერ გადავიტანდი ????
Sali_BelI



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

აუ... ეს რა იყო....???????????? რამდენი ვიცინე.... ,,ბებო იყო მთვრალი". მაგარი იყო. ასე არ მიცინია კაი ხანია. მადლობა ამისათვის.....????????????

 


№2  offline წევრი ვიპნი

საყვარელი ❣️ბებოს ეტყობა ალცაიმერი აქვს :(

 


№3  offline წევრი Tuta Moon

ვიპნი
საყვარელი ❣️ბებოს ეტყობა ალცაიმერი აქვს :(

დიახ ასეა ალცჰაიმერი ჰქონდა

სტუმარი ხატია
აუ... ეს რა იყო....???????????? რამდენი ვიცინე.... ,,ბებო იყო მთვრალი". მაგარი იყო. ასე არ მიცინია კაი ხანია. მადლობა ამისათვის.....????????????

მადლობა თქვენ blush

 


№4 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა. ბევრიც ვიცინე. წარმატებები

 


№5 სტუმარი სტუმარი Keti

ვსო ? დასრულდა ?

 


№6  offline წევრი Tuta Moon

Ana-maria
ძალიან მომეწონა. ბევრიც ვიცინე. წარმატებები

relaxed მადლობა

სტუმარი Keti
ვსო ? დასრულდა ?

დიახ დასრულდა, ეს უბრალოდ პატარა ამბავია.

 


№7 სტუმარი მთვარი სვანი

კარგი იყო.მომწონს მსგავსი პატარა, სახალისო ისტორიები????

 


№8  offline წევრი Tuta Moon

მთვარი სვანი
კარგი იყო.მომწონს მსგავსი პატარა, სახალისო ისტორიები????

blush მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent