განთიადი (მეშვიდე თავი)
ცოტახანი კიდევ იყო ტერასაზე, შემდეგ შებრუნდა რესტორანში.ნიკოლას და ლუკას დანახვაზე გული გაუთბა. ჩასძინებოდა ბიჭუნას. ხელები კისერზე მოეხვია ლუკასთვის და მიხუტებოდა გულზე. მამაკაცსაც მოეხვია მკლავები მისთვის და იკრავდა სხეულზე მძინარეს. ბაგე გაუპო ღიმილმა დეკას. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და საფეთქელზე აკოცა შვილს. -წავალთ ჩვენ უკვე, ცოდოა ნიკო, ძალიან კარგად გავერთეთ ლილე. მადლობა ყველაფრისთვის. ნაზად გადაეხვია იუბილარს და დაემშვიდობა. -მადლობა რომ მოხვედი დეკა, ძალიან გამახარეთ, საჩუქრისთვისაც მადლობა, ულამაზესია. -კარგი, ნახვამდის. როცა შეძლებ გამომიარე. დაემშვიდობნენ ერთმანეთს, წამოდგა დემეტრეც. -წავდით? -იყოს დემე ტაქსით წავალთ. დარჩი შენ. -ტაქსის და ტრამვაის მოგცემ შენ ახლა. სიცილით გაუჯავრდა წასასვლელად მომზადებულს. -წამო წამო. გაეღიმა დეკას და ნიკოლას ასაყვანად მივიდა. -იყოს, მე წამოვიყვან, მაღლებით ხარ და მძიმეა. საყვარლად ამოიჩურჩულა ლუკამ, არ უნდოდა ნიკოს გაღვიძებოდა. -გაერთეთ თქვენ რა, წავიდოდი ჩემით. -დემეტრე, ამ გოგოს უთხარი, ცოტას რომ ლაპარაკობს მაშინ უფრო კაი ტიპია. სიცილით გააკანტურა თავი და ბავშვიანად წავიდა კარისკენ. -ოჰ, ვხხუმრობთ და “ვშუტკაობთ” ტრფობაი საკვირველის გმირები?! ეშმაკურად გადმოხედა დეკას, მასზე მაღალმა. -დემეტრე, ვშუტკაობთ არა, ოკუპანტი ხარ ჩვეულებრივი, მასე როცა საუბრობ. ეგ ტრფობაი საკვირველი კიარა, ძლევაი საკვირველი იყო. -თქვენ ტრფობაი საკვირველს დაგიწერთ მე პირადად. კვლავ გაეცინა დემეტრეს და მკლავი მოხვია მხარზე, გვერდით მდგომს, მიიხუტა გულზე პატარა სხეული. გაირინდა დეკაც, უყვარდა დემეტრესგან მსგავსი სითბო რომ მოდიოდა, ყოველთვის ნანატრი დედმამიშვილი დაინახა მასში და ცდილობდა მაქსიმალურად მიეღო ის ემოციები, რაც ცხოვრებამ დააკლო. ლუკა უკანა სავარძელზე მოკალათებულიყო, კვლავ გულზე ყავდა მიხუტებული პატარა ბიჭუნა და სავარძლის საზურგეზე მიედო თავი. -მოდი ბიჭო მალე, გაიყინა, ვერ ხედავ?! მიანიშნა დეკასკენ და ჩურჩულით გაუწყრა მეგობარს ლუკა, როცა მანქანაში ჩაჯდა დემეტრე. დეკაც მალევე მიუჯდა გვერდით, უკანა სავარძელზე, შვილთან დაიკავა მანაც ადგილი. სარკიდან გახედა დემეტემ, უკან მსხდომებს. გაეღიმა, ლამაზ სურათს რომ შეხედავ და გაგაღიმებს, სწორედ ისე. ნაზად მოკიდა პატარა ხელზე, ხელი, აკოცა შვილს მტევანზე ისე, რომ არ გაჰღვიძებოდა. -მომიყვანე მე, ცოდოხარ რამდენი ხანია გიჭირავს?! ჩუმი ხმით გადაულაპარაკა ლუკას. -იყოს, გაეღვიძება, თან კიბეზე მაგ ფეხსაცმლით ვერ აიყვან. -კარგი. აღარ გაუგრძელებიათ საუბარი, დემეტრე გამოაპარებდა ხოლმე ეშმაკურ მზერას სარკიდან და უთბებოდა გული, მათ შემყურეს. ნელა გააჩერა მანქანა, კორპუსის წინ. -დემე ტაქსით გავალ მე, პირდაპირ სახლში. შენ წადი ნუ დამელოდები. საჭესთან მჯდომმა თავი დაუკრა, დამშვიდობების ნიშნად დეკას გაუღომა და დაძრა მანქანა. -შენ აღარ აპირებდი იქ დაბრუნებას?! -არაა, ნასვამი ვარ. თან რაღა მინდა მალე ყველა წავა, ისედაც. -ჩემს გამო, შენც მოგიწია წამოსვლა. დანანებით და ნაწყენი მზერით გადახედა, კიბეზე მის გვერდით მიმავალ მამაკაცს. -დეკა, ჩემს გამო, ჩემი გულისთვის, მადლობა, ბოდიში და მსგავსი სიტყვები ჩემთან არ გინდა რა. იმას გავაკეთებ შენს გამო, რაც საჭირო იქნება. იმას ვიზამ რაც შენ თავს კარგად გაგრძნობინებს და არ მინდა ზედმეტი უხერხულობა იყოს, ჩვენს შორის. -კარგი, უბრალოდ ვფიქრობ, ყველაფერი ისე მალე ხდება, ვერ ვეჩვევი. -პირიქით, ძალიან დააგვიანა ყველაფერმა, მაგრამ სჯობს გვიანო ხომ გაგიგია?! საკეტი გადაატრიალა დეკამ, ჩუმად შეაღო კარი და შეატარა ბავშვით ხელში მყოფი. ძალიან ფრთხილად გახადა ფეხსაცმელი და შარვალი, პერანგის გახდას აპირებდა, რომ შეეღვიძა ბიჭუნას. -დე სად ვართ?! -სახლში ვართ დე, მოდი ეს გაიხადე და დაიძინე ხო?! აღარაფერი უთქვამს ნიკოს, მორჩილად გაახდევინა პერანგი და გაეხვა საბანში. ნაზად აკოცა შვილს ლოყაზე და იქვე ჩამუხლულ ლუკას ანიშნა გავიდეთო. მამაკაციც დაიხარა, უჩუმრად შეახო ბაგეები პატარა ბიჭუნას შუბლზე, გაჰყვა უკან მასპინძელს. -ისე, შენც მათნაირად დალიე, მაგრამ ყველაზე ფხიზელი მაინც შენ იყავი. -ზოგადად არ მიყვარს დალევა, ესეთ სიტუაციებში მხოლოდ და ისიც, იმდენი რომ სიტუაციაზე კონტროლი არ დავკარგო. -ანუ შენი დოზა გაქვს. -მე ვიტყოდი, სასმელმა დოზა არ იცის, შეტყუება სჩვევია, თუმცა ყველაფრის ბალანსია შესაძლებელი, თუ არ მიენდობი მოცემულ სიტუაციას და გააკონტროლებ შენს ქცევებს. გაეღიმა დეკას, ესიამოვნა მსგავსი ხედვა რომ ქონდა ლუკას. არ უყვარდა, როცა უნორმო და გადამეტებული ქცევები ჰქონდათ ადამიანებს. -მე წავალ, არ მინდა დაძაბული იყო. -არა, არ ვარ დაძაბული. -ანუ მეუბნები, რომ დავრჩე?! -მე ეგ არ მითქვამს. -აჰა, ანუ ახლა გამაგდე?! -არც ეგ მითქვამს ლუკა. -ეს ქალური გაურკვევლობა, რა გინდა?! დავრჩე თუ მაგდებ ბოლოსდაბოლოს?! ერთობოდა ლუკა, ქალის დაბნეულობით. ხალისობდა იმ ფაქტზე, რომ გოგონას დაბნეულობის მიზეზი იყო, მისი სიახლოვე. -ანუ, შენ როგორც გინდა, როგორც გადაწყვეტ. -და შენ რა გინდა?! მე ის მინდა რაც შენ უკეთესად გაგხდის. -დალევ რამეს?! ყავას ან ჩაის?! -ანუ დარჩენას მთავაზობ?! -მასპინძელი ვარ, უნდა შემოგთავაზო რაიმე, არ შეიძლება ისე. სიცილით უთხრა გოგონამ. -ყავას დავლევ. -კარგი, მანდ დაჯექი მოვამზადებ და გამოვალ. -სამზარეულოში დავლიოთ. უკან მიყვა სამზარეულოში მიმავალს და ჩამოჯდა მაგიდასთან. დეკამ ყავის გაკეთება დაიწყო, არ შეუხედავს მისთვის ლუკას. მაგიდაზე დაეწყო ხელები და ერთმანეთში გადახლართულ თითებს დაჰყურებდა. -უშაქროდ ხო? -კი. -ბავშვობაში მეგონა, მანიაკები სვამდნენ უშაქრო ყავას და ჩაის. გაეღიმა ლუკას, გაუსწორა მზერა, გაზქურასთან მდგომს. -იქნებ მხოლოდ შენი წარმოსახვა არ იყო, იქნებ და მართლა მანიაკი ვარ?! -ღმერთის მოყვარე მანიკი, არასდროს მინახავს. საინტერესო იქნებოდა. -ღმერთის მოძულე ბევრი გინახავს?! -საკმაოდ. სევდიან ღიმილს ამოაყოლა ბოლო სიტყვები. გაუშეშდა მზერა ლუკასაც. -რატომ გეშინია მთვრალი ადამიანების?! -შენი არ მეშინია ლუკა. -კითხვას თავს არიდებ? -არ მინდა, დაგამძიმო ჩემი წარსულით. -მე მინდა ვიცოდე ყველაფერი, მინდა შენი წარსულისთვის, ლამაზი მომავლის შექმნა. შეხედა ქალმა, ამღვრეულ მზერაში იკითხებოდა მამაკაცის გულწრფელობა. ნათელი იყო მისთვისაც, რომ ლუკა იქნებოდა მის ცხოვრებაში, იქნებოდა ის ერთი, რომელსაც ვირჩევთ მეგზურად. დახარა თავი, ჩუმი საუბრით დაიწყო მოყოლა. -რომ მომიტაცა, ნასვამი იყო, უფრო მეტიც, მთვრალი. უკონტროლო იყო, ვერც ხვეწნა გავაგებინე, ვერც ყვირილი, არც ტირილმა და არც თავს მოვიკლავთქო იმის ძახილმა. მიიღო რაც უნდოდა. მას შემდეგ მეშინოდა, ნასვამს რომ ვხედავდი, ყოველთვის ვიცოდი, რაღაცას მავნებდა. შიში მაშინ გამიმძაფრდა, ორსულად რომ ვიყავი. დეკემბერი იყო, საახალწლოდ ვამზადებდი რაღაცეებს, ძალიან მთვრალი მოვიდა. ცრემლებით აევსო ქალს თვალები. სხეულის ყველა ნაწილი დაჭიმული ჰქონდა მამაკაცს. თავიდან სტკიოდა ყველა ის, ტკივილი, რაც მისმა საყვარელმა ქალმა გამოიარა. ეძნელებოდა მოსმენა, თუმცა უნდოდა, გაეგო, უნდოდა სცოდნოდა რა გამოიარა დეკამ. -დეკა, თუ გინდა, არ გააგრძელო, ცუდად არ იყო რა. ნაღვლიანი მზერა მიაპყრო ქალს. -არა, მოვყვები რახან დავიწყე. ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო თხრობა. -ტოლმას ვხარშავდი, მშიაო რომ მითხრა. თუ დაელოდები მალე იქნება, თუ არა და სხვა რამეს მოგიტანთქო ვუთხარი. ხომ იცოდი რომ მოვიდოდი, აქამდე რატომ არ გააკეთეო. თმაში მომკიდა ხელი, ახადა ქვაბს და ცხელ ორთქლზე შემაშვერინა სახე. გადმოუგორდა ცრემლები, მაინც ვერ შეძლო შეკავება. მოსმენილისგან შოკირებული ლუკა, ფეხზე წამოდგა, მიეჭრა გოგონას და ჩაიმუხლა მის წინ. -ვიგუდებოდი, გესმის?! ვეღარ ვსუნთქავდი, ვგრძნობდი ნიკოლა როგორ მოძრაობდა მუცელში და ვერ ვშველოდი. ხმით ამოიტირა გოგონამ, ვეღარ გაუძლო ლუკამ, აიფარა ყურებზე ხელები და დახუჭა თვალები სიმწრისგან. გული უცემდა ისე, თითქოს ყველა დარტყმას ერთ წამში აკეთებსო, თითქოს ამოხტომას აპირებს ბუდიდანო. -გთხოვ დეკა, გთხოვ გაჩუმდი, არ მითხრა, არ გააგრძელო, გავგიჟდები, გეფიცები გადავალ ჭკუიდან. -მომისმინე ლუკა, გაიგე რატომ ვამბობ, რომ ტკივილი ვარ, სხვა არაფერი გამაჩნია რომ მოგცე. მხოლოდ ტკივილი, მხოლოდ შიში და ფიქრი იმაზე, რაც იყო ჩემს წარსულში. ამიტომ არ მინდა, ამიტომ გაბრუნებ ყოველთვის უკან, როცა მოდიხარ ჩემამდე. ეს ვარ მე, ეს შემიძლია მხოლოდ. გაჩუმდა მამაკაცი, წამიერად დაფიქრდა რაღაცაზე. მტკიცე მზერა გაუსწორა სკამზე მჯდომს. -განაგრძე, გისმენ. -რა?! -რასაც მიყვებოდი, დაასრულე. -ლუკა, არ მინდა… -უკვე დაიწყე, ხო და გისმენ. -მერე მიხვდა, ალბათ ბავშვის გამო შემიბრალა, მაგრამ იყო ეს შებრალება?! თმით ნათრევი და სახეაწითლებული, დეკემბერში, თან გუდამაყარში დეკემბერი და ზამთარი, ალბათ იცი რანაირიცაა, გარეთ გამაგდო და მომიხურა კარი. ის ღამე სასიმინდეში გავათიე, სიცივეზე მეტად შიში მკლავდა, სიბნელისა და მარტოობის. დოდოსთანაც ვერ გადავედი, ვიცოდი, უარესს მიზამდა, რომ გაეგო, ვინმემ მნახა ასეთი.ბავშვის გამო, ვერ დავუშვებდი რამე ევნო. კვლავ ტიროდა ქალი, ცრემლებს აყოლებდა სიტყვებს და ეკვროდა სუნთქვა. -რატომ არ უჩივლე? რატომ ჩერდებოდი მასთან?! -სად წავსულიყავი?! თან ორსული, მერე ნიკო რომ გაჩნდებოდა როგორ მივხედავდი?! ველოდებოდი, როცა გაიზრდებოდა ნიკოლა, როცა შევძლებდი ფეხზე დგომას, იმ დღეს ველოდებოდი წამოსასვლელად. მერე ის მოკლეს. ამოვისუნთქე ცოტა, სანამ მამამისმა არ დაიწყო თავისი ძალის გამოჩენა, სანამ ბოღმამ არ სძლიათ და ჩემი ჩვენების გამო, ყველა დღე ჯოჯოხეთად არ გადამიქციეს. ტიროდა დეკა, იხსენებდა არ გასახსენებელს. მის წინ ჩამუხლი იატაკზე დამჯდარიყო და ისე უსმენდა. უცებ დაქაჩა მაჯებზე, მასთან იატაკზე ჩამოსვა ქალიც. შემოხვია ძლიერი მკლავები და აიკრო გულზე. გოგონაც აღარ შეწინააღმდეგებია, წელზე მოხვია ხელები და ჩარგო თავი მის ყელში. ჩალისფერ თმაზე ნაზად უსვამდა ხელს, სულატკიებული ეფერებოდა, იმ ერთადერთს, მისთვის საყვარელს, რომელსაც ასე დაუნდობლად მოექცნენ ადრე. გული ეფლითებოდა, ყველა სიტყვის გაანალიზებისას. რომ წარმოიდგენდა მონაყოლს. -არასდროს მითხრა, რომ ჩემთვის არაფრის მოცემა შეგიძლია. ყველაფერი ხარ შენ, რაც მჭირდება, რისთვისაც ვიცხოვრებ, ნუ მატკენ ასე ძალიან, გთხოვ. გულამომჯდარი ტიროდა ქალი, ვერ იმშვიდებდა აჩქარებულ სუნთქვას. თითქოს ყველაფერი თავიდან მოხდაო, თითქოს გაეხსნა ის ჭრილობები, რომლებსაც ასე მონდომებით აშუშებდა. -ჩშშ, დამშვიდდი, აქ ვარ მე. შენთან ვარ. არასდროს იქნები მარტო, არასდროს იქნებო დაუცველი. გთხოვ აღარ იტირო რა. ბოდიში, მართლა ბოდიში, რომ გაიძულე მოყოლა, რომ გაგახსენე თავიდან. მაპატიე რა, გთხოვ ნუღა ტირი. ნერვიულად ელაპარაკებოდა და ცდილობდა დაემშვიდებინა, მის მკლავებში მოქცეული, ატირებული ქალი. -დეკა, შემომხედე რა. აი ესე. ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი კარგი, როგორ ფიქრობ რომ არ შეგიძლია რამე?! შენ რომ შვილი გყავს, შენ რომ შვილებს გაზრდი, რას მეუბნები ხვდები?! შენსავით ჭკვიანს, ნაზს და დახვეწილს ბევრს ნახავ გგონია?! ამ თვალებისთვის მიღირს ყველა დღე, შენ მეტი რა უნდა გააკეთო?! მეტი რითი უნდა გამახარო?! ნაზად წმენდდა, თითის ბალიშებით, მომდინარ ცრემლებს. -ლუკა, მგონია, არარეალური ხარ იცი?! რანაირად ხარ ასეთი? -რეალური ვარ, სრულებით. რეალობაა ეს დეკა, შენ რომ ჩემს გულში, ჩემს არსებაში შემოხვედი, შენს გარეშე რომ არ მინდა გათენებული დღეები, ესაა ჩემი რეალობა. მინდა შენთვისაც რეალობა გავხადო, მინდა დაგაჯერო, რომ წინ გაქვს ყველაფერი და რაც გადაგხდა უკან დარჩა, წარსულს გაყვა, დაიმარხა იმ მიწის ქვეშ, სადაც შენი წარსულის შემქმნელი განისვენებს. მინდა რომ მენდო, შენს თავს ენდო და არ გეშინოდეს. აწია დეკამ თავი, შეხედა ლუკას თაფლისფერ თვალებს, სიყვარულით რომ უმზერდნენ. ნაზად შეახო ხელის გული ლოყაზე. მიეფერა იმ სინაზით, მას რომ სჩვეოდა. -შენ რომ ჩემს ცხოვრებაში ხარ, ალბათ განვლილი დღეების გამო, დავსაჩუქრდი. -მე რომ შენს ცხოვრებაში ვარ, ჩემთვისაა საჩუქარი. აკოცა ხელის გულზე და კვლავ ჩაიხუტა საყვარელი სხეული. რამდენ ხანს ისხდნენ ასე, არავინ იცის. ლუკას მკერდზე მიხუტებულს ჩაეძინა, ემოციებისგან დაღლილს. მსუბუქად აიყვანა ხელში და ჩუმად შეაღო საძინებლის კარი, სადაც ეძინა პატარა ნიკოს. ნაზად გადაწია საბანი და ტანსაცმელითვე შეაწვინა ლოგინში. გადააფარა საბნის ნახევარი, თვალის კუთხეში დაუტოვა შეუმჩნეველი კოცნა და გაიხურა კარი. კიბეები რომ ჩაიარა, იქვე ჩაიკეცა. გულზე ძლიერად მიიჭირა ხელი, დაიწყო ღრმა სუნთქვა. სპაზმები მოაწვა ყელში, თავბრუ ეხვეოდა და ცრემლებს ვერ აკავებდა, რომ არ გადმოეკვეთათ ჯებირები. რამდენიმე წუთი დასჭირდა გონზე მოსასვლელად. ბარბაცით გავიდა ცენტრალურ ქუჩაზე გააჩერა ტაქსი და უკარნახა მისამართი, სადაც კვლავ ელოდნენ. დილით გაღვიძებულს თავი უსკდებოდა. ჩუმად აეცალა შვილს გვერდიდან და ფეხისწვერებით გაიარა ოთახი. საათი რვას უჩვენებდა. აბაზანაში შევიდა, მოწესრიგდა და საუზმის გაკეთება დაიწყო. -ნიკო, გაიღვიძე დე, დავაგვიანებთ. ლოყები დაუკოცნა პატარას და გააღვიძა. -დილამშვიდობისა ჩემო სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო, ჩემო პატარა. კოცნიდა გაბრუებულ ნიკოლას. -დედაა, დიდი ვარ უკვე. ხომ გავიზარდე? ჩემო პატარას რომ მეძახი, სხვებმა რომ გაიგონ დამცინებენ. -მისმინე დე, როცა ადამიანი ვინმეს დასცინის, აშკარად რაღაც ვერ აქვს რიგზე. შენ თუ იმის გამო დაგცინეს, რომ დედას უყვარხარ, მაშინ თვითონ აქვთ პრობლემა. განიცდიან მსგავსი სიტყვების დანაკლისს და შენთან ეუცნაურებათ. ამიტომ თუ ვინმე მსგავსი რამის გამო დაგცინებს, ნუ შეწუხდები, ნუ წაეჩხუბები. ჩათვალე, რომ შენ ის გაქვს რაც მას არა და ეცადე აუხსნა, არაა სირცხვილი, თუ ვინმეს ასე უყვარხარ. -ხო ეგ ვიცი, ლუკამ მითხრა, დაცინვა და დამცირება ისეთი ხალხის საქმეა, ვინც ცხოვრებაში ვერაფერს აღწევსო. -შენ და ლუკა, ესეთ საუბრებს როდის ასწრებთ?! წარბების აწევით გაიკვირვა დეკამ. -სულ კარგ რაღაცეებს მეუბნება, როცა ვერ ვიგებ რა გავაკეთო, ვეკითხები და მასწავლის ხოლმე. გუშინაც ვლაპარაკობდით, გარეთ რომ იყავი. -რაო, რას ლაპარაკობდით აბა?! -რას და ის მითხრა, თუ დაგჭირდება ვინმე, ვისაც შენს პრობლემას ანდობ, იცოდე მე გყავარო. -და შენ გინდა, რომ გყავდეს ლუკა?! -მე არავინ მინდა შენს მეტი, მაგრამ ლუკა კარგია, დემეტრეც კარგია. მიხარია რომ ჩვენთან არიან ხოლმე. -ანუ მოგწონს მათთან. -ლუკასთან უფრო მომწონს. დემეტრე ბევრს მაცინებს, მაგრამ ლუკა, ისეთ რაღაცეებს მასწავლის. ბაღში მასწავლებელმა მითხრა, დიდი კაცი გაიზრდებიო, ლუკასავით მოვიქეცი და მაგიტომ. -რა გააკეთე ნიკო? -სესილი ტიროდა, მე ვუთხარი, გოგონებს ტირილი არ უხდებათ, თქვენი საქმე სიცილიათქო, მაშინვე გაჩუმდა. მასწავლებელი იქ იდგა და ეგრე მითხრა. -დე, ძალიან გაიზარდე იცი?! იმაზე მეტს ხვდები, ვიდრე საჭიროა, ვიდრე შეგეფერება. -კაცი ვარ მე, დემეტრეს ძმაკაცი ვარ და კაცობას მასწავლის. -ეს მან გითხრა?! -კიი სასაცილოდ გაიჯგიმა ბიჭუნა. სიცილი აუტყდა დეკას, ნიკოლას ამაყ მზერაზე. -წამოდი ვჭამოთ და საღამოს დემეტრე გამოგიყვანს ბაღიდან, სადღაც აპირებს შენს წაყვანას. ალბათ კაცობის გაკვეთილებზე. სიცილით დაუჩქმიტა ნიკოს ლოყები. -ეგეთი გაკვეთილებიცაა?! -არა დე, გეხუმრე. პაემანზე მიყავხარ. -პაემანი რა არის?! -როდესაც გოგონას და ბიჭს მოსწონთ ერთმანეთი და შესახვედრად მიდიან სადმე. დემეტრეს მოსწონს ერთი გოგო, მასთან შესახვედრად მიდის და შენც უნდა რომ გაგაცნოს. -მე რომ გავიზრდები, მართას დავპატიჟებ პაემანზე. -დაპატიჟებ აუცილებლად. გაუღიმა შვილს და აბაზანისკენ წავიდნენ საუბრით. მოაწესრიგა, ისაუზმეს და დატოვეს სახლი. ნიკოლას დატოვებას აპირებდა ბაღში. სადარბაზოდან გასულებს, ნაცნობი მანქანა დახვდათ კიბესთან. -ლუკაა… შესძახა ნიკოლამ და მანქანიდან გადმოსულ ლუკას მოხვია პატარა მკლავები. -ნიკო, რა სიმპატიური ხარ შენ?! აბა კარგად დამენახე… უკან გასწია პატარა სხეული და დაკვირვებით შეათვალიერა, მის წინ ჩამუხლულმა. -არაა, უდავოდ სიმპატიურად გამოიყირება. -პაემანზე მიდის ბაღის შემდეგ და გამოიპრანჭა. -პაემანზე?! უკვე? როგორ გაიზარდე ნიკოლა ასეე? -დემეტრეს პაემანზე მივდივარ. სიცილით წამოდგა ლუკა, ნაზად გადაკოცნა დეკა და გაუღო მანქანის კარი, წინა სავარძელზე დაიკავა ადგილი ქალმა. ხოლო უკანა სავარძელზე ლუკამ მოათავსა პატარა ბიჭი. -დიდიხანია იცდი?! რა იცოდი რომ გამოვდიოდით? -ნიკო 15 წუთში ბაღში უნდა იყოს, ამ დროს გამოდიხართ ხოლმე. -შენ საიდან იცი? -ერთხელ გნახეთ და დამამახსოვრდა, საჭირო რაღაცეებს სულ ვიმახსოვრებ. ღიმილით გახედა ქალმა. ესიმპატიურა გვერდით მჯდომი. მის პროფილს უყურებდა და სულისწასვლამდე მოუნდა შეხებოდა ლოყაზე. ვერ გაბედა. არ დაანება მისმა თავშეკავებამ. სიჩუმეში მკაფიოდ გაისმა ნიკოს ბუზღუნი. -არ მიყვარს მე ეს ფეხსაცმელი, გოგოსას გავს. -რატომ ჩაიცვი? მეორეც ხომ გაქვს, ეს აირჩიე შენ თვითონ. -მართამ მითხრა ლამაზიაო. -და მე მიბრაზდები, იმის გამო, რომ ლამაზი ფეხსაცმელი გიყიდე? -არ გიბრაზდები, ისე ვბრაზდები ჩემთვის. რაღაცნაირი ფერია, გოგოსნაირი. წარბის აწევით გაიხედა ლუკამ სარკეში. მობუზულ ნიკოს შეხედა და გაეღიმა უნებურად. -გოგოს ფერი რომელია? -ეს რაც მაცვია. -მაშინ ბიჭის ფერი რომელია, ის მითხარი. -ლურჯი და შავი, თეთრიც. -ეგ სად მოისმინე ნიკო?! დე, ხომ იცი, გოგოს და ბიჭის ფერებს შორის განსხვავება არაა, არც კი არსებობს მსგავსი რამ. -დანიელს ეცვა ლურჯი ბოტასები. ბიჭისფერიაო ამბობდა და ყველას მოსწონდა. -შენი ბოტასიც ხომ მოეწონა მართას?! ჩაეკითხა ლუკა, მშვიდი ტონით. ღელავდა დეკა, ამოუხსნელი ემოციით. -კი, მაგრამ მხოლოს მართას. -შენ ხომ გიყვარს მართა?! -კი ამაყად მოიღერა ყელი ბიჭუნამ. -მერე, რა მნიშვნელობა აქვს, რას იფიქრებენ სხვები?! როცა ის ვინც გიყვარს გიწონებს რაღაცას?! ყველას რომ მოეწონო, ძალიან არასწორი იქნება. ყველას მოსაწონი, ყველასთვის ერთნაირად ლამაზი რამე არ არსებობს. შენ მოგწონდეს და მას ვინც შენთვის მნიშვნელოვანია. დანარჩენები უბრალოდ სხვები არიან და არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი მათი აზრი, ხვდები?! -ისევ დიდურად მიხსნით. მაგრამ გავიგე, ვინც მნიშვნელოვანი არაა, იმათი აზრიც არარის მნიშვნელოვანი. -ყოველთვის, ყველაზე მთავარს გებულობ , ჩემი სუპერ კაცი ხარ შენ. ღიმილით გადმოხედა ლუკამ და ჩაუკრა თვალი, უკვე გახალისებულ ბიჭუნას. -მადლობა. უხმოდ ამოილაპარაკა დეკამ, კმაყოფილების ღიმილით გახედა მამაკაცს. მანაც გადმოხედა, იმ მზერით, რომელიც მხოლოდ დეკასთვის იყო. დატოვეს ნიკოლა ბაღში. მიიყვანა დეკაც სამსახურში. -საღამოს ნიკო თუ არ იქნება სახლში, სადმე ვივახშმოთ არ გინდა?! -სამსახურის მერე, დასალაგებლად მივდივარ, ნიკოც მაგიტომ მიყავს დემეტრეს. -ნიკო იმიტომ მიყავს დემეტრეს, რომ გაიგო, მის წითურ კარატისტს, ბავშვები ძალიან უყვარს. -შენც მოგიყვნენ ცემის ამბავს? -ლილე მაგას გამოტოვებდა?! -იმდენი ვიცინე, თან დემეტრე რომ არ ტყდებოდა მაინც. -ეგეთია ეგ, სხვებზე სულ ხუმრობს, თვითონ ეძაბება ნერვები, თუ რამეზე დასცინებენ. მხიარული ნოტები იყო მანქანის სალონში. ლაღად სუნთქავდა დეკა. ახარებდა მისი სუნთქვა ლუკას. -ანუ საღამოს ჩემთვის არ გცალია ხო?! -სამწუხაროდ. -კარგი, მაშინ დილით გნახავთ. -კარგი რა ლუკა, ასე ყოველ დილას, უნდა გვატარო?! უხერხულია. თან შენც ხომ მუშაობ?! -რა პრობლემაა დეკა?! მე არ ვწუხდები, შენ? -რა თქმა უნდა არა, უბრალოდ არ მინდა იწვალო. -დილას რომ თქვენით დავიწყებ, ეგ წვალებაა?! -არ ვიცი. მორცხვად დახარა თავი დეკამ. გაბრაზდა ლუკა, ეწყინა თითქოს მისი არ ვიცი. -დეკა, როდის ისწავლი ჩემს ნდობას? როდის გადალახავ იმ ფიქრებს, რომ მეზედმეტები ჩემს ყოველდღიურობაში?! შენ თუ არ გინდა, არ გნახავ, თუ წუხდები, არ ვარ მე ეგ კაცი, შენი დისკომფორტის მიზეზი ვიყო. უბრალოდ გავარკვიოთ და აღარ იქნება ეს დაძაბულობაც. -არ მინდა ლუკა გესმის?! ვერ ვეგუები, მგონია გზის ბოლო არ იქნება ლამაზი, არ იქნება სწორი, არ იქნება სასიხარულო. მეშინია, ნიკოლას და შენს გამო. ჩემს თავზე ვფიქრობ გგონია?! თქვენს გამო მეშინია, ყველა ჩემი გადადგმული ნაბიჯის. -ვერ დაგაჯერე ხო?! ვერ მიგახბედრე რამდენს ნიშნავ ჩემთვის. გაივლის ეს დღეებიც დეკა. შენ არ ინერვიულო კარგი? შენ ნუ იგრძნობ თავს ცუდად. მიდი, ნუ დააგვიანებ. თუ დაგჭირდება რამე, დამირეკე. -ნუ წახვაალ ნაწყენი, არ მინდოდა ასე. -რა უფლება მაქვს მეწყინოს? გულწრფელობა და სიმართლე როგორ ვიწყინო?! ნუ ინერვიულებ შენ რა. კარგად იქნება ყველაფერი. -მადლობა, რომ მომიყვანე. -არაფერს დეკა. გადავიდა ქალი, კვლავ აწვებოდა ცრემლები ყელში. მიდიოდა და მიჰყვებოდა იმ ერთის მზერა, ვისაც ანდობდა ყველა იმ გრძნობას, რასაც გულწრფელად განიცდიდა. ლუკას თვალებში ამოიკითხა, ყველა ის ტკივილი, რაც მამაკაცს მიაყენა, დისტანციითა და უარყოფით. მიდიოდა და მიჰყვებოდნენ ფიქრები, ლუკას თვალებიდან ამოკითხული. მობრუნდა, კვლავ იდგა მანქანა, საჭეზე ჩამოედო თავი მამაკაცს და არ ჩქარობდა ძრავის ამუშავებას. სწრაფი ნაბიჯით მივიდა მანქანასთან, დააკაკუნა ფანჯარაზე. გაიღო კარი, გაკვირვებული გადმოვიდა საჭესთან მჯდომი. მოხვია ნაზი მკლავები მამაკაცს, წელზე. გულზე მიადო თავი. -გენდობი ლუკა, ისე, როგორც არასდროს არავის. იგრძნო, გულის ფეთქვა, თითქოს კედლების გამონგრევას ცდილობსო. იგრძნო, კაცის სხეულში დავლილი ჟრუანტელი. მანაც მოხვია ძლიერი მკლავები. ამოისუნთქა ღრმად. -ნდობას ნუ დამინგრევ ოღონდ, არ მანანებინო, გთხოვ. უკან დაიწია მამაკაცმა, მოიქცია დეკას პატარა სახე მტევნებში, უყურებდა თვალებში და გრძნობდა, აქამდე განუცდელს. ნაზად მიაკრო შუბლზე ტუჩები. შემდეგ, თვალის კუთხეზე, ბოლოს ლოყაზე, ღიმილისას რომ უჩნდებოდა პატარა ნაოჭი. -მიყვარხარ. აღმოხდა მამაკაცს, ჩუმი ტონით. აღარაფერი უთქვამს ქალს. დახარა თავი, პატარა გოგოსავით, შეეფარკლა თეთრი ღაწვები, თითქოს თვალებში სინათლის სხივებმა დაიდეს ბინა, სულ სხვანაირად უცემდა გული, სულ სხვანაირი განცდით იწყებდა ცხოვრებას. -წავალ მე, ძალიან ვაგვიანებ. -წადი, საღამოს აქედან ვერ წაგიყვან, საქმე მაქვს ბევრი. მეორე სამსახურიდან რომ გამოხვალ, იქ დაგხვდები ხო?! მისამართი გამომიგზავნე. -კარგი. აღარ შეწინააღმდეგებია, მასაც სურდა მიეკითხა ლუკას. აიწია ფეხის წვერებზე და ლოყაზე აკოცა მამაკაცს. სიამოვნებისგან დაეხუჭა თვალები ლუკას. რომ გაახილა, აღარავინ იდგა მის წინ. გაეღიმა, სიმსუბუქით და იმ ღიმილით დატოვა კაფის ტერიტორია, რომელიც დეკამ გაიმეტა მისთვის. თედოს მობილურზე გაბმულად შევიდა ლუკას ზარი. წინა დღის ნამთვრალებმა ძლივს მოაბა თავი, ეპასუხა მობილურისთვის. -გისმენთ. -ლუკა ვარ, გცალია, რომ მნახო? -ორ საათში შევძლებ. -ლისზე ვიქნები, მანქანას ალბათ იცნობ. -კარგი, ამოვალ. ლუკამ სამსახურში საქმეს გული ვერ დაუდო, ფიქრებით დეკასთან იყო. უხალისოდ გალია ორი საათი და ლისისკენ აიღო გეზი. მიდიოდა შავი როლს როისი და საჭესთან მჯდომი, შესაშური სიმშვიდით მართავდა მას. რასაც ვერ იტყოდით თედოზე. ლევანისგან მოსმენილმა, უფრო გააბოროტა და დაუკარგა სიმართლის აღქმა. უფრო აატკია, საფლავში მწოლიარე დეიდაშვილის ხსოვნა. უფრო შეზარა იმ ქალის ნამუსმა, ვის სიყვარულსაც იჩემებდა წლები. ვერცხლისფერი მერსედესის გვერდით გაჩერდა ლუკა დემეტრაძის მანქანა. გააღო კარი და დინჯი ნაბიჯებით გადაჯდა თედის მანქანაში. -გამარჯობა. -გამარჯობა ლუკა. -პირდაპირ თემას შევეხები, რა პრობლემა გაქვს დეკასთან? -დეკა შენი საზრუნავია?! -აქ რომ ვზივარ, უკვე პასუხია, ხო?! -და როგორ გავიგო, რა კუთხით ზრუნავ ჩემს რძალზე?! -ალბათ ყოფილ რძალს გულისხმობ ხო?! -დავუშვათ. -რა დავუშვათ ბიჭო?! ეს ის თემაა სადაც რამე უნდა დავუშვათ და სადაც შესაძლებელიას მოვიყვანთ სიტყვის მასალად?! კვლავ მშვიდი ტონით ესაუბრებოდა გვერდით მჯდომს. -მე და დეკას გასარკვევია, ის რაც მისგან მინდა, მხოლოდ ნიკოლაა ჩემი საფიქრალი. დეიდაჩემს დავუბრუნებ ბავშვს, არ დავტოვებ მაგ ქალთან. -როცა დეკაზე დაიწყებ საუბარს, მაგ ქალთან და მსგავსი აგდებული სიტყვები, არ გინდა თედო. მხოლოდ ერთხელ ვაფრთხილებ ადამიანებს, ჯერ რა კაცურში დაგიჯდა, ქალს რაღაცას სთხოვ და თან ასე უნამუსოდ?! თან რას, შვილს ედავები?! ორ სამსახურში, დაუღალავად მუშაობს დილიდან საღამომდე, ნიკოლას რომ არაფერი მოაკლოს, თვითონ ყველაფერს იკლებს და შენ რას ეჩემები?! მის გაზრდილს, როგორ ედავები? -უღირსი ქალია ეგ შენი დეკა, თორნიკეს ძმაკაცსაც კი ეტენებოდა თურმე, ქმრის ბავშვობის ძმაკაცს სთხოვდა, გავიპაროთ ცოლშვილი დატოვეო, ყველაფერი გავიგე, გავიკითხე და სამართლიანად ვედავები მე ჩემს ძმიშვილს. არ მინდა ასეთმა ქალმა გაზარდოს. -ახლა მარტო იმიტომ არ გკლავ აქვე, რომ არ მიღირს ჩემი ხელები, შენს სისხლზე შესახებად. სადღაც გაკითხულზე, ვიღაც ნაბ…ჭვრის მონაყოლზე ადებ ქალს ხელს?! შენ რომ კაცობის მისხალი გქონდეს, თავს რომ ღირსების დამცველად გვისაღებ, სად იყო შენი სიმართლე, ეგ შენი ჩაძაღლებული დეიდაშვილი, რომ ძალადობდა ქალზე?! სად გქონდა ის კაცობა ახლა, რომ მიფრიალებ დროშასავით, როცა მოიტაცა და გააუბედურა პატარა გოგო?! სად იყო შენი ადამიანობა, ორსულს სიცივეში გარეთ რომ აგდებდა? სადაა საერთოდ შენი სინდისი, ახლა მიწა რომ არ გისკდება და შიგნით არ ვარდები?! ხმა დაეძაბა ლუკას, ვეღარ ინარჩუნებდა მშვიდ ტონს. -არაა ეგ მართალი, დეკას მოგონილია ყველაფერი. -აქ მართლის და მტყუანის გასარჩევად არ ამოვსჯლვარ, არც შენი სიმართლე მაინტერესებს და არც დეკას ცუდს დავიჯერებ. ერთს გეტყვი თედო, ამ საქმეში, მართალი კაცი არ ხარ შენ. დაბრმავებული ყავხარ იმ მიცვალებულის ხსოვნას, ფურთხსაც რომ არ იმსახურებს შენგან. თუ შენ რამედ გიღირს შენი კაცობა, თუ შენ მართლა ნიკოლაზე ფიქრობ, გაჩერდი. თუ არკვევ და იძიებ, სადაც ერთი მხრისას უსმენ, მეორეც გაგეგო იქნებ?! -მომიყევი, მიდი რა მაქვს გასაგები?! -შენთან საჭორაოდ და ამბების გასაცვლელად არ ამოვსულვარ, მე აქ. ვისაც ეჭორავე, ხეირს ვერ გაჩვენებს შენ ეგ. იცოდე, დეკას ზურგს უკან მე ვარ, წინაც დავუდგები, თუ დასჭირდება ჩემი თავი ფარად, ის სიტყვები, რაც დეკაზე თქვი, მთელი ცხოვრების ტვირთი იქნება შენთვის, მის სისუფთავეს რომ დაინახავ, ამიტომ არ გაგეცი მე პასუხი. მაგრამ თუ გავიგებ, თუ დავინახავ, როგორ ტკენ, ვაკადრებ ჩემს ხელებს, შენს თავს იცოდე. -ერთი ჩვეულებრივი კა…პაა ეს გეში დეკა, ასე თავგამოდებით რომ იცავ. აღარ გააგრძელებინა სიტყვა, განრისხებულმა გააღო კარი და შემოუარა მანქანას. გამოგლიჯა მძღოლის მხარე და გადმოითრია საჭესთან მჯდომი. -შენ ვის ღირსებას ეხები ბიჭო?! ვისი სახელი ახსენე ასე?! ხომ გითხარი არ გაგაფრთხილებ მეტჯერთქო?! მთელი ძალით მოუქნია მუშტი თედოს, არ მოუზომავს ძალა. -შენ ვისი სახელი, გასვარე ბინძური სიტყვებით?! შებარბაცდა თედო, არ აცადა გონზე მოსვლა, კვლავ რომ დაარტყა მეორედ. წაიქცა. -შენ ვის სისუფთავეს სვრი, შენი არაკაცობით?! დასაბმელ ცხოველს გავდა ლუკა, არ უფიქრია მოეზომა მუშტებისთვის ძალა. მხრებზე შეხება იგრძნო, გამვლელები აშველებდნენ. მოესწროთ პოლიციაში და სასწრაფოში დარეკვაც. მალევე გაჩნდა ეკიპაჟი ადგილზე, გონზე იყო თედო, თუმცა სასწრაფოს ჩარევა მაინც დასჭირდა. ბორკილები მოარგეს გაწვდილ ხელებზე ლუკას. შეხედა მტრული მზერით საკაცეზე მწოლიარეს. ჩაჯდა მორჩილად სირენებ აკივლებულ მანქანაში და მიადო თავი, სავარძლის საზურგეს. - დაკითხვის ოთახში იჯდა, არ იღებდა ხმას. -ბრალდებულო დემეტრაძე, აღიარებთ რომ, თქვენ განახორციელეთ ძალმომრეობითი ქმედება, ვინმე თედო ბასილაძის მიმართ?! მდუმარედ იჯდა ლუკა. -რა გახდა მოტივი, თქვენი ამგვარი ქმედების?! არ გასცა კითხვაზე პასუხი. -ბრალდებულო დემეტრაძე, რა გახდა მოტივი?! კვლავ არ გაუცია პასუხი. -ბატონი თედო თუ საჩივარს დაწერს, აუცილებლად მკაცრი ზომებით დაისჯებით, გირჩევნიათ ილაპარაკოთ. -დავით ბლუაძე მალე მოვა? -დავით ბლუაძეს იცნობთ?! -მალე მოვა?! -ესაუბრა ვინმე მას?! -მე დავურეკე, ერთი ზარის უფლებით. -ალბათ მალე მოვა. გაკვირვებულმა შეხედა გამომძიებელმა, მთავარი მოსამართლის ხსენებაზე, დაუთბა ტონი. კარი შემოაღო თმაშევერცხლილმა მამაკაცმა. -ლუკა, აქ რა გინდა ბიჭო?! -ცალკე ვილაპარაკოთ რა. -დიმა, დაგვტოვე რა ძმურად. -ახლავე ბატონო დავით. წამოდგა გამომძიებელი და დატოვა ოთახი, ჩქარი ნაბიჯით. -რა ხდება ლუკა?! -დათო, შემთხვევით შემომეცემა, გამიზნულად საცემი არაკაცი. ხო და, რა შანხმსები მაქვს?! -შენ ცემე ვინმე?! ლუკა, შენ? -ხო, შემთხვევითთქო, ვერ გავიაზრე როგორ ვცემე, გადაკეტილი მქონდა რა. -შენ გქონდა გადაკეტილი?! შვილო, კარგად ხარ? -არსებობაში ერთხელ, მეც მომიტევეთ ხო შეიძლება?! -გამიკვირდა თორემ, ეგეთები გაგვიძვრენია აქედან?! -კორუმპირებულ მოსამართლეს ვეძმაკაცები ამდენი წელია?! ჩაიცინა ლუკამ. -ხომ ხედავ დაგჭირდა შენც?! დაწერეს საჩივარი?! -არვიცი, ბოლოს საკაცეზე იწვა, რომ დავინახე და თუ მოიყვანეს არ ვიცი. -ლუკა, არ მომიყვები, რამ გაგაგიჟა ასე?! -ქალზე რომელიც მიყვარს, ის თქვა, რაც არ უნდა ეთქვა. -ქალი გიყვარს?! თვალები დაექაჩა გაკვირვებისგან მოსამართლეს. -რა გაგიკვირდა?! კაცები არც არასდროს მომწონდა. -შენ მაიმუნობის ხასიათზე ხარ და მე ერთ დღეში, კიარა და ერთ საათში, გავიგე ყველა შეუძლებელი ინფორმაცია შენზე. ქალი გიყვარს, რაღაც აკადრეს, თავი დაკარგე, ადამიანი სცემე. ლუკა, ხო შენ ხარ კაცო?! -აუ დათო, დაღლილი ვარ მაგარი, თუ არ გამიშვებთ, დამაპატიმრეთ იქ მაინც წამოვწვები კამერაში. -შენც მოგხვდა?! თუ რანაირად ლაპარაკობ?! -კარგი ხო. გაეცინა ლუკას და სახით დაეყრდნო მაგიდაზე დაწყობილ მკლავებს. გაკვირვებული უყურებდა, მისი ლექტორი და მეგობარი. სარჩელი არ შეუტანია თედოს. მალევე გამოაშვებინა დავითმა, ლუკა. სახლის დალაგება არ ჰქონდა დამთავდებული დეკას, შეტყობინებამ რომ გაანათა მობილურის ეკრანი. “უკვე აქ ვარ, გელოდები” “მალე მოვრჩები და გამოვალ” “არ იჩქარო, გელოდები” გაეღიმა დეკას და სწრაფათ განაგრძო საქმე. 15 წუთი არ იყო გასული, ეზოდან რომ გამოვიდა გოგონა. ჩქარი ნაბიჯით გაემართა მანქანისკენ. გადმოვიდა ლუკაც. გაუღო კარი, მგზავრის მხარეს. -აბა?! სად მივდივართ? -ჯერ სახლში მინდა, მთელი დღეა ვმუშაობ ტანსაცმელს გამოვიცვლი. -არის, მივდივაეთ სახლში. -როგორი დღე გქონდა?! -ჩვეულებრივი… რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ კვლავ მამაკაცის ხმა გაისმა მანქანის სალონში. -არა, გატყუებ, არ მინდა მოგატყუო. ყველაზე უჩვეულო დღე იყო დეკა. მიგიყვან სახლში და ვისაუბროთ. დაიძაბა გოგონა, ლუკას სერიოზულმა ტონმა მთელს სხეულს მოჰგვარა დაძაბულობის შეგრძნება. -კარგი, ხომ მშვიდობაა?! -სხვანაირად არ შეიძლება. მოკიდა მტევანზე, თავისი ხელი მამაკაცმა, მსუბუქად გაუღიმა და აკოცა დაღლილ თითებზე, ათასი საქმის გამომვლელი რომ იყო მთელი დღე. მივიდნენ სახლში, გადმოვიდა დეკა მანქანიდან, ეტყობოდა დაღლილობა და მთელი დღის დატვირთულობა. ნელა აიარა კიბეები და შეაღო კარი. -უცებ წყალი რომ გადავივლო?! -მიდი, დაისვენებ თან უფრო. მზრუნველი ტონით მიმართა ქალს. სანამ დეკა გამოვიდოდა, ვახშამი მოამზადა ლუკამ, ლამაზად გაწყობილი მაგიდა რომ დაინახა, გული გაუთბა გოგონას. -ეს შენ მოამზადე?! -ვეცადე რაღაც გამომსვლოდა. -მეგონა გავდიოდით, ამიტომ მაცვია ასე. -თუ გასვლა გინდა, არაა პრობლემა. ძალიან დაღლილი მომეჩვენე, ვიფიქრე ასე გერჩივნა. -სწორად იფიქრე, თან არ მიყვარს ხალხმრავლობა. -მოდი, დღეს ჭამე საერთოდ რამე? -კი კაფეში ვჭამე. -ასე გაქრები მალე. -არაფერია, ახლა ხომ შევჭამ?! თან ისე მოგინდომებია… ღიმილით გახედა გვერდით მდგომს. მიუსხდნენ სუფრას. -რაზე გინდოდა საუბარი?! -ჯერ ვჭამოთ რა. -კარგი, ნიკოლას ველაპარაკე, მგონი აღარ დაბრუნდება სახლში, გააგიჟებს დემეტრე მაგას. -სად არიან?! -ზოოპარკში იყვნენ, ახლა ვენდისში. -მაგ იმბეცილმა, გოგო, პაემანზე ვენდისში და ზოოპარკში წაიყვანა?! -ბავშვიც ახლავს, ნიკოს გართობა აქვს გასეირნების მიზეზად. -მეც რა მიკვირს, დემეტრეზე ვსაუბრობთ. იცი? პირველი სიყვარული, სპორტის მასწავლებელი რომ იყო, მაგისი? -რაა? მასწავლებელი და თან სპორტის. გულიანად გაეცინა გოგონას. -კიი, თან კაცი იყო, უბრალოდ კიკინას ატარებდა და ნაზი ხმა ქონდა, ორი წელი ქალი ეგონა. -ვაიმეე, რომელ კლასში? -მეხუთეში, ერთხელ ყვავილები დაუტოვა დარბაზის წინ და იმ კაცმა ისტორიის მასწავლებელს მოსდო შარი, გეი ხარ და მეპრანჭებიო. -ვაიმე, ეს ბიჭი ბავშვობიდან რანაირია?! ხმით იცინოდა დეკა, ლუკას მონაყოლზე. სულ დაავიწყდა ლუკას, მთელი დღის სიმძიმე. -ყავას გავაკეთებ. წამოდგა გოგონა, ვახშმობის შემდეგ. -მე გავაკეთებ, თან აქ მივალაგებ. მისაღებში დამელოდე შენ. -დღეს მასპინძელი შენ ხარ?! -თანახმა ვარ, ყოველდე გიმასპინძლო. -მაცდურად ჟღერს. -მიდი და მოვალ მეც ახლავე. სანამ წყალი ადუღდა ლუკამ მაგიდის ალაგება მოასწრო. ფინჯნებით ხელში შევიდა მისაღებ ოთახში. ფეხები დივანზე აეკეცა დეკას, თავი დივნის საზურგეზე მიეყრდნო და ტელევიზორისთვის მიეპყრო მზერა. -ეს უნდა ჩართო, სანამ ყურებას დაუწყებ. სიცილით მიუჯდა მამაკაცი გვერდით და ანიშნა ტელევიზორზე. -უი, არ ვუყურებდი, ვფიქრობდი უბრალოდ. -რაზე?! -ყველაფერზე ერთად, რა იქნება ხვალ?! -ახალი დღე და ყველაფერი ლამაზი. გაუღიმა გოგონას, მიაწოდა ყავის ფინჯანი და თმის ბოლოებზე ჩამოუსვა ხელის ზურგი. -დეკა, ლევანი ვინაა?! შეცბა გოგონა, ლუკას უეცარ კითხვაზე. -ლევანი?! თორნიკეს მეგობარზე მეკითხები?! -კი, რა კავშირი აქვს შენთან?! სანამ რამეს იფიქრებ გეტყვი, თედო ვნახე. არ გეგონოს ვინმეს ნაბოდვარს დავუჯერე და შენ იმიტო გეკითხები, რომ რაღაცის გადამოწმებას ვცდილობ. უბრალოდ სიმართლე უნდა ვიცოდე, სამომავლოდ შეიძლება დამჭირდეს და ბრმად ვერ განვაგრძობ ამ ყველაფერს. -რაა? როდის ნახე თედო, ან რატომ?! რა გითხრა? -მაგას მოგიყვები მეც. მანამდე ლევანზე მინდა გავიგო, რა კავშირი აქვს შენთან? -ჩემთან არანაირი, თორნიკეს ბავშვობის მეგობარია, ახლოს ცხოვრობდა ჩვენთან. ხშირად მოდიოდა ხოლმე, ერთად იყვნენ სულ. ერთხელ ძალიან ნასვამმა მითხრა, არ გიმსახურებსო თორნიკე. ვიფიქრე შეამჩნია თავის ძმაკაცს არაკაცობათქო. მას შემდეგ არაფერი ყოფილა. თორნიკე რომ მოკლეს, ორი კვირის დასაფლავებული გვყავდა, ძალიან წვიმდა. მე მარტო ვიყავი და რამდენიმე ხბო არ მოვიდა, ვიფიქრე არ დაიკარგონთქო, ნიკოლას წვიმაში ვერ წავიყვანდი და ლევანის ცოლთან გავედი, ცოტახნით დაიტოვეთ ნიკოთქო. ყავა მოსვა დეკამ, განაგრძო კვლავ. თეონას არ უთქვამს უარი, იმ არაკაცმა კიდევ დაიჩემა, მეც მოგაძებნინებო. წყაროა ჩემს სახლთან ახლოს, ქვემოთ ჩასასვლელია, იქ შევნიშნე ჩემი ხბოები, ჩავედი და ჩამოვიდა ისიც. მითხრა მივატოვებო ყველაფერს, წავიდეთ აქედან და გაცხოვრებ ისე, როგორ ცხოვრებაზეც ვერც იოცნებებდიო. ახლოს რომ მოვიდა და შეხება დამიპირა, სახლიდან წამოღებული ჯოხი მეჭირა, ის მოვუქნიე და დავპირდი, ყველას გავაგებინებ შენს არაკაცობასთქო. გამოვიქეცი იქიდან. თეონას ვერაფერი ვუთხარი, შემრცხვა, ალბათ უფრო შემეცოდა და აღელვებულმა ვერ მოვიფიქრე, რომ უფრო უარესს ვაკეთებდი, ქმრის არაკაცობა რომ დავუმალე. ჩემს დედამთილს რომ მოვუყევი, არ დამიჯერა, მამამთილმა მაშინ დამარტყა პირველად. მითხრეს თავს გვჭრიო. ლევანმაც უკუღმა მოყვა ყველასთამ, თქვა, თითქოს მე ვთხოვდი ჩემთან ურთიერთობას. მას დაუჯერეს. რათქმაუნდა, თორნიკეს ხსოვნას როგორ უღალატებდა?! მრისხანე ჰქონდა ლუკას სახე. ვერ თოკავდა იმ ემოციას, რომელსაც დეკაც ტკივილი ანიჭებდა. -რა არაკაცი ყოფილა, ასე როგორ მოგექცა, ეს როგორ იკადრა?! რატომ აქამდე არ გაგიცანი დეკა?! რატომ აქამდე არ გიხსენი იმათგან?! -რა არის შენი ბრალი ლუკა?! -ვერ ვიგრძენი შენი ტკივილი დროულად. -ეს ხომ შეუძლებელია?! ასე უნახავაად როგორ იგრძნობდი?! არც კი მიცნობდი. -მე ბედნიერად ვატარაბდი ამ წლებს, შენ რას ებრძოდი თურმე?! როგორ გაუძელი? როგორ მოხვედი აქამდე?! -ნიკოლას გამო, მხოლოდ ნიკო იყო. ჩემი ძალაც და სისუსტეც. მხოლოდ ის მაძლევდა ყველაფრის მოტივაციას და ამასთანავე მართმევდა ყველა გასაქანს, ამ ცხოვრებაში. -საოცარი ხარ დეკა. ყველა ჯერზე მაოცებ შენი ძლიერებით იცი?! -ჩვეულებრივი ვარ, ვფიქრობ. -რანაირად ხარ ჩვეულებრივი?! განთიადი ხარ დეკა. მაგალითი, იმისა თუ როგორ უნდა განათდეს ბნელში, ადამიანი. -მიყვარს როგორც მხედავ, შენი თვალებით დანახული ჩემი თავი, სულ სხვანაირია. -ზუსტად იმას ვხედავ რაც ხარ, ზუსტად ის ხარ, ვისზეც ვაგებდი ჩემს მომავალს ყოველთვის. -რატომ?! მაინც და მაინც მე, რატომ?! -ჩემს შვილებს, შენნაირი დედა უნდა ყავდეთ. მართალი კაცი რომ ვიყო, შვილი რომ შემომხედავს და მადლიერი მზერა, რომ ექნება, იმის გამო, რომ შენ აგირჩიე მის დედად, აი ამიტომ დეკა. მე რომ მთელი ვიყო, ჩემი ნაწილი რომ შეივსოს, აი ამიტომ. ცხოვრების მადლიერი რომ ვიყო, ღმერთისთვის ნათქვამი, ყველა ლოცვა, ყველა მადლობა, ყველა ოცნება რომ იყოს სწორი, აი ამიტომ. მიუახლოვდა ქალს, ჩამოუსვა ლოყაზე საჩვენებელი თითის ზურგი. მოწმინდა ცრემლი, სიხარულს და მადლიერებას რომ დაედინათ ქალისთვის. გაუნაწილა გულში მყოფი, ყველაზე დიდი გრძნობა. მიიწია გოგონაც მისკენ, ზურგით მიეყრდნო მკერდზე და ხელი ჩასჭიდა მამაკაცის თითებს. აკოცა მაჯაზე, პულსი რომ ფეთქვდა, იმ წერტილზე. სულ სხვანაირმა ღიმილმა, გაუნათა სახე, მრავალ ტკივილთან ნაომარს. სულ სხვანაირი, ჰქონდა თვალები, მრავალ ცრემლთან მებრძოლს. სულ სხვანაირად ესმოდა, გულის ცემა, საკუთარი მკერდიდან. სულ სხვანაირი იყო ის დღე. იყო განთიადი. აღარ ბნელოდა. ანათებდა სხივები, თითქოს ღმერთი უღიმოდა, საკუთარ შვილებს. თითქოს, მწერალმა, ქალის ბედისამ, დაუსვა წერტილი, ტკივილებით დატვირთულ ისტორიას. თითქოს ახალ ფურცელზე, ახალი სიტყვებით, ახალი ემოციებით, იწყებოდა წერა, გრძელდებოდა ისტორია, სხვა, უფრო ნათელი გაგრძელებით. ქალის თმაში ჩარგო სახე, მჭიდროდ მიიხუტა სუსტი სხეული. კვლავ განიცადა, გრძნობა, სისწორის. დარწმუნდა, ისედაც ნათელში, ეს იყო, რისთვისაც უვლია აქამდე. ეს იყო, რისთვისაც ელოდა განთიადს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.