შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პითეკანთროპი(9)


11-06-2024, 01:18
ავტორი sati
ნანახია 1 066

///
ესეც ცოტა ძალიან დაგვიანებული ახალი თავი, მაგრამ უნივერსიტეტის გადამკიდე ძლივს ვასწრებ ყველაფერს. ბოდიში და იმედია გაგახალისებთ ეს თავი <3//
-ქმარს ვურიგდები?
-არა?
-არა-მარიამმა ნაწყენი ხმით უპასუხა და სახე მოეღუშა.
-გასაგებია.
-ცოტნე, იმ დღეს რაც გითხარი..
-არ არის საჭირო ამ თემაზე ლაპარაკი. სამსახურში ვართ-ცოტნემ იმწამსვე გააჩუმა და თვალი აარიდა-შენ ჩემი ასისტენტი ხარ.
-კი-მარიამი ვერ მიხვდა ბოლო წინადადება რისთვის თქვა და გაკვირვებული მიჩერებოდა ცოტნეს, რომელიც ზედაც არ უყურებდა. მისი მზერა სადღაც შორს, ზღვის ჰორიზონტსაც კი სცდებოდა-მაგრამ მინდა რომ ბოდიში მოგიხადო, ჩემი პირადი ცხოვრებით დაგღალე.
-ამიტომ აღარ განვიხილოთ-უცბად მოატრიალა სახე და თვალებში ჩახედა-თუ რამე დაგჭირდა.. პეტრეს უთხარი-ამასობაში პავლეც დაბრუნდა ასისტენტთან ერთად და სვანეთში გაფრენა გადაწყდა. მარიამი მთელი გზა ისევ ცუდად გრძნობდა თავს. იქიდან პავლემ არაფრის დიდებით არ გამოუშვა თბილისში, ამაღამ ჩემთან უნდა დაგტოვოთ სახლშიო. მარამიც ეხვეწა, ისიც უხსენა ფეხმძიმედ ვარო და პავლემ მითუმეტეს ამდენი ფრენა არ შეიძლებაო. პავლეს სახლს სახლი არ ერქვა, უზარმაზარი სასახლე ჰქონდა, დადიანების სასახლეს ჰგავდა იმხელა ეზო იყო, ცას რომ წვდებოდა იმ სიმაღლე ხეებით და ულამაზესი ყვავილებით და ბაღით. მარიამი გაოცებული ათვალიერებდა იქაურობას, ჯერ მარტო ეზო იმხელა იყო, შეიძლებოდა დაკარგულიყო. ამასობაში ქეთამ დაურეკა.
-ქეთა, დღესაც ვერ ჩამოვალ, რა ვქნა არ გვიშვებს ეს ინვესტორი, სახლში დაგვპატიჟა თავისთან.
-გააფრინე? ხვალ დედა და მამა ჩამოდიან, რა ვუთხრა?
-რომ მივლინებაში ვარ და ხვალ მე დაველაპარაკები, საღამოსკენ ჩამოვალ ალბათ.
-ვაიმე მარიამ! იქამდე რომ დემეტრემ ნახოს და ყველაფერი მოუყვეს?
-რანაირად ნახავს ჩემ მშობლებს ჩემზე ადრე ქეთა? რატომ ხარ პანიკაში?-ხმადაბლა ლაპარაკობდა, არ უნდოდა ვინმეს გაეგო, განსაკუთრებით ცოტნეს.
-იმიტომ რომ დღეს დამირეკა დედის გინებით, შენი და რატო მაპამპულავებსო? და საერთოდ რა დღეშია, ბავშვი ჩემიაო?
-რაო? ბავშვი ჩემიაო?
-ჰო, აი ასე მკითხა. იმ შ*ირის იქნება, თქვენთან რომ დახვდა და კბილებით იცავდა საკუთარი ქმრისგანო.
-და რა უპასუხე?
-რას ვეტყოდი, აბა ვისია თქო.
-რომ ვუთხრა, რომ მისი არ არის?
-დაიჯერებს?
-შენი აზრით ახლა გონია, რომ ბავშვი მისი არ არის? ჩემი თავიდან მოცილება უნდა. ჰოდა მეც ვეტყვი რომ სხვისია.
-გააფრინე? სოფელში გაავრცელებს მაგას მერე.
-ქეთა, ძალიან გთხოვ აქაც პრობლემებზე ნუ მაფიქრებ. უნდა წავიდე, ჭკვიანად-გათიშა, უკან გაბრუნდა სახლისკენ რომ პირდაპირ ცოტნეს შეეჩეხა-შენ სერიოზულად ყველგან როგორ ხარ?-შეშინებულმა შეხედა.
-პავლე გველოდება, ჩათვალე სამუშაო დრო არ დამთავრებულა. ვახშამი გაშალეს. ზევით გამოსაცვლელი ტანსაცმელი დაგიდეს-მარიამმა ახლახანს შეამჩნია, რომ ცოტნე შარვალ-კოსტუმში იყო გამოწყობილი და რომ საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურებოდა. წამით მიაშტერდა და აათვალიერ-ჩაათვალიერა, რაც ცოტნეს არ გამორჩენია და გამომწვევად გაუღიმა-მარიამ-უცბად დაუძახა, რომ გამოეფხიზლებინა-აქ ხარ?
-ჰო-უცბად გაწითლდა, გვერდი ჩქარა აუარა და ოთახში ავიდა გამოსაცვლელად. საწოლზე დახვდა გრძელი წითელი კაბა, რომელიც ნახევრად მოღეღილი იყო ზურგზე და წინიდანაც ოდნავ ღია იყო. მარიამს პანიკა დაემართა, ზოგადად არ იცვამდა ხოლმე ასეთ ტანსაცმელს. ამას ისიც ემატებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო და არ უნდოდა პავლეს ან ვინმეს ჯერ შეემჩნია მისი მუცელი და ათასი კითხვა დაესვათ. კაბა ძლივს ჩაიცვა, მუცელზე ოდნავ ვიწროდ ჰქონდა, თან შეკვრაც უჭირდა. 15 წუთი იცვამდა და ბოლოს დანებდა და უბრალოდ დაჯდა საწოლზე. კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
-მარიამ-ცოტნე იყო, ეგრევე შემოვიდა-რას აკეთებ, გველოდებიან.
-კაბაში არ ვეტევი-გაბუსხული ბავშვით უთხრა.
-რას ქვია არ ეტევი-ცოტნეს გაეცინა-ეგეთი მსუქანიც არ ხარ.
-ეგეთი?-მარიამი კაბის ფერი გახდა სახეზე.
-ვიხუმრე, მუცელი ვიგულისხმე. ადექი აბა, უკან ვერ იკრავ?
-ვერა-მარიამი წამოდგა და კიდევ ერთხელ სცადა.
-გატრიალდი.
-ბატონო?
-შეტრიალდი და მე შეგიკრავ უკან.
-რ.. გააფრინე ხო? ვინმე ქალს რომ დაუძახო არა?
-და რა ვუთხრა, ჩემი ფეხმძიმე ასისტენტი კაბაში ვერ ეტევა და დაეხმარეთ თქო? და რა გჭირს, რა უნდა დავინახო? შენი ზურგი? რამდენი წლის ხარ საერთოდ?
-კარგი, მაგრამ დროზე-მარიამი ცოტნეს მიუახლოვდა და მისკენ ზურგით დადგა. ცოტნემ კაბას მოკიდა ორივე ხელი, ოდნავ მოქაჩა, რომ ზმეიკა შეეკრა, ცივი ხელები ჰქონდა და მარიამი შეკრთა მის შეხებაზე. ცოტნეს გაეცინა და სპეციალურად კიდევ შეახო მისი ხელები და მარიამი აკანკალდა. მის შეხებაზე მთელს სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. კანზე სულ დაიხორკლა და სუნთქვა გაუხშირდა. ცოტნე ჩუმად იყო, ტკბებოდა სანახაობით. ბოლოს უცბად აქაჩა ზევით და შეუკრა. თმებზე მოკიდა ხელი და უკან გადმოუწია. მარიამისთვის ეს ბოლო წერტილი იყო, ორი ნაბიჯით წინ წაიწია და უცბად შემობრუნდა მისკენ.
-მადლობა-ძლივს ამოილუღლუღა-ჩავედით-სახეზე ისევ აწითლებული იყო. ისევ თითს იწვალებდა ბეჭდის ადგილას.
-იცი, მგონი ბეჭედი უნდა გიყიდო, რომ მაგ საწყალ თითს თავი გაანებო-ცოტნემ ხელზე მიუთითა-მავნე ჩვევა გაქვს.
-რ..რა?-მარიამი ვერ მიხვდა რას ეუბნებოდა.
-როცა რაღაცაზე ნერვიულობ, შფოთავ, სულ მაგ თითს იწვალებ.
-შენ მანიაკი ხარ?-როგორც იქნა მოვიდა გონზე.
-არა-ცოტნე მისკენ წავიდა-ისე წითელი შენი ფერია. ხშირად უნდა ჩაიცვა წითელიც და ასეთი კაბებიც-კიდევ ერთხელ შეავლო თვალი.
-იცი რას გეტყვი? საჩივარს დავწერ შენს სახელზე სექსუალური შევიწროვების გამო.
-ვისთან? ჩემ ძმასთან?-ცოტნემ გადაიხარხარა-და ისე, სექსუალურ შევიწროვებას ვერ დავარქმევდი კაბის შეკვრას და თმის გადაწევას, მითუმეტეს როცა გსიამოვნებს ჩემი ყურადღება.
-რ..მს..მსიამოვნ.. რას ბო.. შენ ხო-სიტყვებს ვერ აბამდა ერთმანეთს, დაიბნა-ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე-მარიამმა გვერდი აუარა და ჩქარი ნაბიჯებით ჩავიდა ქვევით, სადაც უამრავი ადამიანი დახვდა. როგორც ჩანს პავლეს მიღება ჰქონდა დაგეგმილი და ცოტნეც სპეციალურად დაპატიჟა. რამდენიმე ცნობილი ბიზნესმენი და მთავრობის წევრი იყო დაპატიჟებული. მარიამმა შვებით ამოისუნთქა, რომ შესაბამისად ეცვა და მაკიაჟიც გაკეთებული ჰქონდა. ეზოში უზარმაზარი მაგიდა იდგა, სადაც თითოეული სკამის გასწვრივ მაგიდაზე ბარათები ელაგა სტუმრების სახელით. მარიამ დაშნიანი - ცოტნე ნაკიანი.
-არა, ვერსად რომ ვერ ვიშორებ-მარიამის სხეული ისევ თრთოდა ცოტნეს შეხების მერე. სკამზე სულ კანკალით დაჯდა, ცდილობდა თავი დაემშვიდებინა. ბოლო-ბოლო ახლახანს გაშორდა ქმარს, თუ საქმროს, თუ მის პროვოკაციას და არ ეკადრებოდა არავისთან ასე მალე ურთიერთობის დაწყება. რას იტყოდა ხალხი? დედა? სოფელი?
-მარიამ-პავლე მარიამთან მივიდა-მინდა ჩვენი სტუმრები გაგაცნო. ორ წუთს თუ დაგვითმობთ-პავლემ ხელი გაუწოდა და ადგომაში დაეხმარა, შემდეგ ერთ-ერთ მაგიდასთან მიიყვანა, სადაც 2 კაცი და 1 ქალი იდგნენ.
-აი ეს გოგონაა, რომ გეუბნებოდით. საოცარი გვარი, დაშნიანი. ნამდვილი სვანი, ჩვენი ცოტნეს ასისტენტია. მარიამი. მარიამ, გაიცანი ალექსანდრე სანიკიძე, ჩემი უახლოესი მეგობარი, ჩემი მეწილე იქნება ამ პროექტში, მისი ულამაზესი მეუღლე ნანა და ნანას ძმა გიორგი.
-სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-გიორგიმ მარიამს ხელი ხელზე მოკიდა და აკოცა.
-ასევე-მარიამმა ნაძალადევად გაუღიმა. ამ დროს ეზოში მუსიკის ხმებიც გაისმა. პავლეს ბენდი ჰყავდა მოწვეული, რომელიც ჯაზს უკრავდა.
-ხომ არ გვეცეკვა?-გიორგის უსიამოვნო ხმამ გამოაფხიზლა მარიამი.
-არ გამომდის მაინც და მაინც კარგად-ეცადა თავიდან მოეცილებინა, მაგრამ გიორგი მოუშორებელი წურბელასავით იქცეოდა.
-მე გასწავლით, ბავშვობიდან ვცეკვავ. წამობრძანდით-გიორგი პასუხსაც არ დაელოდა ისე ჩაკიდა ხელი მარიამს და სხვა მოცეკვავე წყვილებთან მიიყვანა. წელზე შემოხვია ხელი და მეორე ხელი ჩაკიდა-უბრალოდ მე მომყევით-მარიამმა ცეკვა იდეალურად იცოდა, უბრალოდ მასთან ერთად არ სურდა. გიორგი სასმლის სუნად ყარდა, მიუხედავად იმისა, რომ სულ 10 წუთი იყო რაც მიღება დაწყებულიყო და სასმელი ჯერ არც გამოუტანიათ. მარიამი თვალებით ცოტნეს ეძებდა, იმედი ჰქონდა რომ უშველიდა და გამოგლეჯდა ამ ლოთ მაწაკ კაცს ხელიდან. როგორც იქნა შენიშნა მაგიდასთან ახლოს ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა. ის ქალი აშკარად ეპრანჭებოდა ცოტნეს, ხან ხელზე ეხებოდა, ხან მხარზე. გაუჩერებლად ათამაშებდა თმას და შიგადაშიგ ამაზრზენად იკლაკნებოდა და უახლოვდებოდა ცოტნეს. ცოტნე კი დიდად ყურადღებას არ აქცევდა და ირგვლივ იყურებოდა, აშკარად ისიც მარიამს ეძებდა. როგორც იქნა მანაც შეამჩნია გიორგისთან მოცეკვავე ასისტენტი და მისკენ გაემართა. დინჯად და აუჩქარებლად მიუახლოვდა მარიამს.
-თუ შეილება-ცოტნემ ხელი გააშვებინა გიორგის, წელზე შემოხვია ხელი მარიამს და მასთან ცეკვა დაიწყო-ვერ გასწავლე კაცების თავიდან მოშორება.
-კაცების?
-მაშინაც ბათუმში ბარში გეტყობოდა ლაშასთან ცეკვა რომ არ გინდოდა-ცოტნემ დაატრიალა და ისევ მისკენ მიიზიდა ისე ძლიერად, რომ მარიამის სხეული მისას ეკვროდა.
-შენ რა მითვალთვალებ ხოლმე?
-რა უნდოდა?-გიორგიზე მიუთითა.
-არ ვიცი, რა ენდომებოდა. რაც ყველას.
-ამიტომ ყველას კი არ უნდა გაუღიმო.
-ცოტნე, ნერვებს ნუ მიშლი. შენ ვიზე რას ამბობ? ყველა ქალი კისერზე გეკიდება.
-ნახე, ყველა არა. ჯერჯერობით შენ მიძალიანდები-მარიამმა ამაყად გაიღიმა ცოტნეს ამ შენიშვნაზე-მაგრამ ესეც შეიცვლება. 2 კვირაზე ნაკლები დამჭირდება რომ დილით ჩემს გვერდით გაიღვიძო.
-შენ მგონი შენი მორიგი ნაშა გგონივარ, გიძალიანდები კი არა, მსგავსი რეპლიკებისთვის შემდეგში უბრალოდ მოგდებ მაგ პითეკანთროპ სიფათში-მარიამს სახეზე ფერი აღარ ედო ამდენი მგზავრობისგან და სიარულისგან, დაღლილი იყო.
-დაიღალე?
-ცოტა.
-პავლესთან მივიდეთ ცოტახანი დაველაპარაკოთ და ავიდეთ ოთახებში. დიდხანს გაგრძელდება ეს. ეხლა დეპუტატებიც მოვლენ და მერე ნახე შენ ცეკვაზე ხვეწნა მუდარა.
-ძალიან დავიღალე-მარიამმა თავი ჩამოადო ცოტნეს.
-დალიე?-ცოტნეს გაუკვირდა მარიამის ქცევა.
-არა, რა დავლიე. დაგავიწყდა რომ არ შეილება?.. ხვალ ჩემი მშობლები ჩამოდიან-მარიამმა უნებლიედ დაიწყო ცოტნესთან მის პრობლემებზე საუბარი-და უნდა ავუხსნა რატომ გავშორდი ჩემ უდღეურ საქმროს, რომელიც მგონი უკვე იმასაც აღარ აღიარებს რომ ბავშვი მისია. ამიტომ იქნებ მიმოვიხედო და ხვალამდე საქმრო შევარჩიო-მარიამმა თავი აწია და მიმოიხედა. ცოტნემ ხელით მისკენ მიატრიალებინა სახე.
-აქ ცოლის მოსაყვანად არავინ მოსულა რომ იცოდე-მკაცრად უთხრა-მე შემოგთავაზე თავის დროზე შენი ქმრის თუ ყოფილი ქმრის ადგილზე მისმა, უარი მითხარი.
-იმიტომ რომ შენ არ გეხებოდა ჩემი პირადი..
-და ახლა მეხება?-ცოტნეს გაეცინა-გამაგიჟებთ ქალები რა.
-ხოდა აი ის ქალი არ გაგიჟებდა და იმასთან მიდი-მარიამმა ვულგარულ ცისფერ კაბაში გამოწყობილ ქალზე მიუთითა.
-ეჭვიანობ გოგო?-ცოტნეს გაეცინა.
-ი..იოცნებე.
-აბა რატომ გებმის ენა?
-დაღლილობისგან.
-მარიამ, ჯერ მაინც რა პატარა ხარ.
-არ ვარ.
-ხარ.
-ჰოდა გითხარი, აგერ ზრდასრული ქალი, ზუსტად შენ გემოვნებაში ჯდება.
-გინდა გითხრა აქ შენ გემოვნებაში ვინ ჯდება?
-ვერ მეტყვი ეგეთს, ჩემ გემოვნებაში მოთამაშე კაცის პროვოკაცია შედის.
-არა-ცოტნემ სიცილი ძლივს შეიკავა. ირგვლივ მიმოიხედა-აი ის-ცოტნემ ხელი ქერა თმიანი, მაღალი მამაკაცისკენ გაიშვირა.
-შენ გგავს-მარიამი მიუხვდა ჩანაფიქრს-მაგრამ შენ უფრო სიმპატიური ხარ.
-ოჰ, მარიამ-ცოტნემ ბედნიერი სახით გახედა-პითეკანთროპი აღარ ვარ?
-არა, ხარ, მაგრამ სიმპატიური პითეკანთროპი. გარეგნობას ვერ დაგიკარგავ, აი ხასიათი.
-აჰა, ჩემი ხასიათი მახსოვს უკვე გაარჩიე შენს პირველ დღეს სამსახურში-მარიამი იმ დღის გახსენებაზე გაწითლდა-მაშინ არ მიწოდე პითეკანთროპი? ვაღიარებ, ხასიათი ნამდვილად რთული მაქვს, არც ადამიანებზე ვგიჟდები დიდად, არც ყურადღებით გამოვირჩევი.
-ანუ შევთანხმდით, რომ მხოლოდ გარეგნობა გაქვს კარგი-ცოტნეს გამომეტყველება შეეცვალა, მარიამს ხელი გაუშვა და ცეკვა შეწყვიტა.
-კარგი, გვიანია უკვე. მე ოთახში ავალ. ღამე მშვიდობის-ცივად გადაკოცნა და სახლისკენ გაეშურა.
-რა ეწყინა ეხლა ამ რობოტს?-მარიამი ანერვიულდა, აქამდე რა არ უწოდებია ცოტნესთვის, მაგრამ ასე არ წყენია. ამასობაში პავლემ და გიორგიმ დაინახეს მარტო რომ იდგა და მისკენ წამოვიდნენ. მარიამიც გატრიალდა და ლამის სირბილით წავიდა სახლისკენ. გზად პავლეს ასისტენტი შეხვდა და მას ჰკითხა ცოტნეს ოთახი სად იყო. ელენემ მიასწავლა და მარიამიც მეორე სართულზე ავიდა და ძლივს მიაგნო საძინებელს. კარზე დააკაკუნა და ხმა რომ ვერ გაიგო შეაღო კარი.
-ვაი-ცოტნე პერანგის ღილებს იხსნიდა, მარიამი კარისკენ გატრიალდა და თვალებზე ხელი აიფარა-ხო შეგეძლო არა გეთქვა რომ იცვლიდი.
-მერე შენ გაწითლებულ სახეს ვერ დავინახავდი. გინდოდა რამე? -ცოტნე მარიამს მიუახლოვდა უკან-იქნებ კიდევ გინდა შემამკო რამე არქაული ზედსართავი სახელით.
-ბოდიშის მოხდა მინდოდა, მგონი გეწყინა.
-არაფერი არ მწყენია, უბრალოდ დავიღალე. შეგიძლია შემობრუნდე-მარიამი მიტრიალდა, ცოტნემ მოატყუა და ზედა ტანზე სუ შიშველი იყო.
-ცოტნე გააფრინე?!-მარიამმა ისევ გატრიალება დააპირა, მაგრამ ცოტნემ კარი დახურა და ცალი ხელით მიეყრდნო, ისე რომ მარიამს გასაქცევი არ დაუტოვა.
-მოდი აღიარე, რომ მოგწონვარ და შენც უკეთ იგრძნობ თავს-სახიდან კულულები გადაუწია, კისერზე მოკიდა ხელი და სახე ახლოს მიიტანა. მარიამს სუნთქვა გაუხშირდა, ხმა ვერ ამოიღო, ცოტნეს უყურებდა შეშინებული კრავივით და ელოდებოდა მის შემდეგ ნაბიჯს. მარიამმა სახე მისკენ მიიტანა, მაგრამ ამ დროს ცოტნემ ხელი გაუშვა და უკან დაიხია გაბადრული სახით-ნწ, ეხლა გეტყვი რაც მოხდება. შენ არ აღიარებ რომ მოგწონვარ, ჩვენ სავარაუდოდ სექსი გვექნება, რასაც ხვალ დილით ინანებ და მერე სამსახურიდან წახვალ, იმიტომ რომ ვერ აიტან გაურკვევლობას და ერთდღიან ურთიერთობას, რომელსაც ან ექნება გაგრძელება და არა. მე ჩემის მხრივ ცოლად მოყვანასაც ვერ დაგპირდები.
-ყოვლისმცოდნე თუ ხარ, ჩემი აღიარება რისთვისღა გჭირდება?
-მე არ მჭირდება, შენ გჭირდება. შენ არ ხარ ისეთი ქალი, რომელსაც სექსი სიყვარულის გარეშე ექნება და თუ გექნება, მერე მწარედ ინანებ. ნებისმიერი რიგითი თანამშრომელი რომ იყო წამით არ დავფიქრდებოდი.
-და რატომ გადაწყვიტე რომ მე შენთან სექსი მინდა?-მარიამი გამოფხიზლდა, დამცინავი ტონით ჰკითხა, ხელები გადააჯვარედინა და მტკიცედ დაუდგა.
-ამიტომ ვამბობ, რომ ჯერ მოგწონვარ-ცოტნემ ისევ გაბადრული სახით გაუღიმა-ახლახანს დამიმტკიცე ეგ. მაგრამ ჯერ ნამდვილად არ გიყვარვარ.
-შენ... მართლა მანიაკი ხარ ჰო?
-არა საყვარელო, პითეკანთროპი-უცბად ჭექა-ქუხილის ხმა გაისმა, მარიამი შიშისგან შეხტა.
-კარგი, უკვე ვთქვი რისი თქმაც მინდოდა, ხელი გაწიე, გასვლა მინდა.
-გაბრძანდით-ცოტნემ უკან დაიხია და კარი გაუღო. მარიამმა ძლივს იპოვა საძინებელი, იმხელა სახლი იყო. თან სტუმრებიდ ადიოდნენ აქეთ-იქით, როგორც ჩანს პავლე ამაღამ ბევრ ადამიანს ტოვებდა სახლში. საძინებლები მართლაც ოხრად იყო, მაგრამ არც ხალხი იყო ნაკლები. კოკისპირული წვიმა დაიწყო. მარიამმა კაბა გაიხადა და საწოლზე დადებული ბრეტელებიანი საღამური ჩაიცვა და ის იყო უნდა დაწოლილიყო, რომ შუბლზე წყლის წვეთი დაეცა. ზევით აიხედა და დაინახა, რომ სახურავიდან წვეთავდა.
-ღმერთო ესღა მაკლდა-ოთახში მხოლოდ ეს ერთი საწოლი იდგა, სხვაგან ვერ დაიძინებდა. წავიდა მოახლეს დაუძახა, მაგრამ მანაც ვერაფერი უშველა, უთხრა, რომ ეს ოთახი იყო მთელს სახლში შესაკეთებელი და ამაღამ ვერაფერს იზამდნენ. მარიამს სხვა გზა არ ჰქონდა და ცოტნეს საძინებლისკენ გაეშურა და დაუკაკუნა.
-ცოტნე?!
-ღმერთო, ჩვეულებრივი ტკიპაა-ჩაიბურდღუნა ცოტნემ, საწოლიდან ადგა და კარი გაუღო-ამჯე...-საღამურში რო დაინახა უცბად მიაშტერდა. მარიამმა ხალათი შეიკრა.
-დროზე შემომიშვი სტუმრები დამინახავენ-მარიამმა შესვლა დააპირა, მაგრამ ხელით გააჩერა.
-რა გინდა?-მისი წვალება გადაწყვიტა.
-ჩემს ოთახში წყალი ჩამოდის და აქ დივანზე დავწვები გთხოვ, ფეხმძიმედ ვარ და ჩემი გაციება არ შეიძლება.
-ჰმ. ძალიან უნდა მთხოვო-ცოტნემ წარბები აწია და მკაცრად უთხრა-ან.. ეს ასკარტში არ გასწავლეს? რომ გაუთხოვარი ახალგაზრდა გოგო სხვა კაცთან ერთად ოთახში არ უნდა დარჩე ღამე მარტო? რანაირი სვანი ხარ, ან რომელი სოფლიდან საერთოდ.
-ცოტნე, გთხოვ შემომიშვი-მწარედ ამოიოხრა.
-კარგი, შემოდი-ცოტნემ შემოუშვა და კარიც დაკეტა.
-აბა სავარძელი?-მარიამი ოთახში დასაწოლ სავარძელს ეძებდა, მაგრამ რეალურად ორი სკამი დახვდა.
-რავი ამ სკამებს თუ შეატყუპებ დაწვები კი-ცოტნე საწოლში დაწვა, ხელები თავის უკან შემოიწყო და მარიამს გაბადრული სახით გახედა.
-შანსი არაა. როგორ დავეტევი. კარგი იატაკზე დავწვები რა გაეწყობა.
-არ შეიძლება ბავშვისთვის.
-ანუ რანაირი პითეკანთროპი ხარ, განა შემომთავაზებ, რომ ლაშასთან წახვალ დაიძინებ იქ და მე საწოლში დამაწვენ აქ.
-ლაშასთან ძინავს უკვე ვიღაც ქალს-ცოტნეს გაეცინა.
-აბა რა ვქნათ?
-პითეკანთროპი კი ვარ, მაგრამ გპირდები შენი ნებართვის გარეშე არც შეგეხები. თუ არადა დაწექი იატაკზე, მე ვიძინებ.
-კარგი, მაგრამ იცოდე, ოდნავაც რომ შემეხო, პეტრესთან მართლა გიჩივლებ სექსუალური შევიწროებისთვის.
-კარგი-შუქი ჩააქრეს და უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ცოტნემ ვეღარ მოითმინა, გვერდით ლამფა აანთო და მარიამისკენ გადაბრუნდა.
-მარიამ?
-ჰმ..-მარიამმა ნახევრად ნამძინარებმა უპასუხა.
-ხო გითხარი 2 კვირაზე ნაკლები დამჭირდება რომ ჩემს გვერდით გაიღვიძო თქო.



№1 სტუმარი ნია

ორსულ ქალყან ურთიერთობა ცოტა ტეხავს. იქნებ აღარ გააგრძელოთ, თან არ გცალიათ

 


№2  offline წევრი sati

ნია
ორსულ ქალყან ურთიერთობა ცოტა ტეხავს. იქნებ აღარ გააგრძელოთ, თან არ გცალიათ

იქნებ უბრალოდ თქვენ აღარ წაიკითხოთ?

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

მე ძალიან მომწონს თქვენი აზროვნება და ემოციებსაც ძალიან კარგად გადმოცემთ.<3 და ლოდინად ღირდა. წარმატებები <3

 


№4 სტუმარი ნია

მე წაკითხვას ისედაც აღარ ვაპირებ და თქვენ წერას თუ შეწყვეტთ კარგი იქნება, ან აზრიანი დაწერე რამე პითეკანტროფი

 


№5  offline წევრი sati

ნია
მე წაკითხვას ისედაც აღარ ვაპირებ და თქვენ წერას თუ შეწყვეტთ კარგი იქნება, ან აზრიანი დაწერე რამე პითეკანტროფი

გასაგებია, რადგანაც ასე ძალიან მთხოვთ, შევწყვეტ წერას აუცილებლად და აღარ განვაგრძობ

სტუმარი ლილე
მე ძალიან მომწონს თქვენი აზროვნება და ემოციებსაც ძალიან კარგად გადმოცემთ.<3 და ლოდინად ღირდა. წარმატებები <3

მადლობა heart_eyes

 


№6  offline წევრი Daldoni Daldoni

მოიცაა რატომ უნდა შეწყვიტო წერა.საინტერესოდ წასაკითხი ისტორიაა .ასე ,რომ გააგრძელე... ყველა ტიპის და შინაარსის ისტორია დევს საიტზე ,თავის მკითხველი ყველას ჰყავს ,ასე რომ ველოდებით შემდეგ თავს...

 


№7 სტუმარი სტუმარი ანნა

აუუუ მალე დადე ახალი თავი რა დავიტანჯე ლოდინით ????

 


№8 სტუმარი სტუმარი ელენე

ვფიქრობ კარგია და უნდა გააგრძელით

 


№9 სტუმარი სტუმარი ლილე

sati
ნია
მე წაკითხვას ისედაც აღარ ვაპირებ და თქვენ წერას თუ შეწყვეტთ კარგი იქნება, ან აზრიანი დაწერე რამე პითეკანტროფი

გასაგებია, რადგანაც ასე ძალიან მთხოვთ, შევწყვეტ წერას აუცილებლად და აღარ განვაგრძობ

სტუმარი ლილე
მე ძალიან მომწონს თქვენი აზროვნება და ემოციებსაც ძალიან კარგად გადმოცემთ.<3 და ლოდინად ღირდა. წარმატებები <3

მადლობა heart_eyes



აუცილებლად გააგრძელეთ<3 ვართ ის ადამიანები ვინც ველოდებით.<3

 


№10 სტუმარი სტუმარი ნანა

გააგრძელე საყვარელო სიამოვნებით ვკითხულობ ♥️♥️

 


№11  offline წევრი sati

Daldoni Daldoni
მოიცაა რატომ უნდა შეწყვიტო წერა.საინტერესოდ წასაკითხი ისტორიაა .ასე ,რომ გააგრძელე... ყველა ტიპის და შინაარსის ისტორია დევს საიტზე ,თავის მკითხველი ყველას ჰყავს ,ასე რომ ველოდებით შემდეგ თავს...

რა თქმა უნდა ხუმრობა იყო, ამდენი წელია საიტზე ვარ და ერთი ადამიანის გამო ნამდვილად არ შევწყვეტ წერას smiley heart_eyes მადლობა და ბოდიში ასე რომ გალოდინებთ ხოლმე

 


№12 სტუმარი სტუმარი სტუმარი

ნია- თქვენ რა უფლებით უწყვეტთ წერას შეწყვეტს თუ არა, უკეთესი თავად დაწერეთ და იკითხეთ გეთაყვა, უტაქტობასაც აქვს საზღვარი????

 


№13  offline წევრი Firefly

ძალიან მომწონს და გელოდებით ♡
--------------------
M.T

 


№14 სტუმარი ნია

ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია ,რას ჩამქოლეთ.ვინ გიშლით ბატონო წერეთ და იკითხეთ

 


№15  offline წევრი sati

დიდი მადლობა ყველას, ვეცდები მაქსიმალურად მალე დავდო ახალი თავი heart_eyes

 


№16 სტუმარი ნია

როგორ შეიძლება თავს მოახვიო თქვენი აზრი და წერის შეწყვეტა მოთხოვო თუ არ გაინტერესებთ ნუ კითხულობთ ყველა ისტორიას აქვს თავისი აზრი ძალიანი კარგი იქნება თუ შეუყვარდება და ორსუ ქალს შეირთავს არ გაუნართლა ამ ადამიანს დემეტრეს ნაირი არარაობა შეხვდა რა მოხდება ბედნიერება იპოვნოს გაგრᲫელეთ წერა ნუ უსმენთ ისეთ ადამიანებს ვისაც არ აინტერესებს სიამოვნებით ვკითხულობ ამ ისტორიებში ზუსტად ის მომწონს კარგად რომ მთავრდება ცხოვრების სირთულებიი ისედაც არ აკლია ბედნიერება სასიამოვნო წასაკითხია რაც არუნდა არარეალური იყოს

 


№17 სტუმარი elene

როდის დაიდება ახალი თავი?

 


№18 სტუმარი ნია

კარგია რომ აღარ აგრძელებთ

 


№19 სტუმარი სტუმარი დადუ

ველოდები რამდენი ხანია ახალ თავს და როდის დაიდება???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent