შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულიდან მომავლამდე (მეხუთე ნაწილი +18)


29-06-2024, 15:11
ავტორი Ninne
ნანახია 1 982

ადამიანები ვერ ვაფასებთ დროს. იმ დროს, რომელიც თვალის დახამხამებაში გადის. ისე ვიქცევით, თითქოს განუსაზღვრელი დროით გვაქვს ცხოვრება ბოძებული. მხოლოდ მაშინ შეგვიძლია დაფასება, როცა მძიმე სენს ვებრძვით და ვიცით ცოტა დრო დაგვრჩა, ან რაღაც სასწაული გარდატეხა უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. ისე კი, ჩვეულებრივად შეგვიძლია, ძვირფას ადამიანებს გული ვატკინოთ, უაზროდ ვფლანგოთ დრო გართობაში, სოციალურ ქსელებში და ა. შ. არადა, ისე რომ ვიცხოვროთ ყოველ დღე, თითქოს ჩვენი უკანასკნელი დღეა, სამყარო მართლაც სხვანაირი იქნებოდა. კი მოგვიწოდებენ დიდი მოაზროვნენი, ასე იცხოვრეთო, მაგრამ მათი შეგონებანი რჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა".

ზუსტად ამაზე ფიქრობდა ქეთა, როდესაც ის და მანჩო მიუყვებოდნენ თბილისისაკენ მიმავალ გზას. მთავრდებოდა თერგის სამფლობელო. გუდაურისკენ გადმოინაცვლეს. მლეთასთან აქაფებული მოჰქროდა დიდებული არაგვი. ზომიტ არც თუ ისე დიდი, მაგრამ საოცრად სწრაფი. მის ტალღებში იკითხებოდა თოთოეული არაგველის ისტორია. თეთრი არაგვი ამ მომენტში სულაც არ იყო თეთრი, გაცოფებული მოაგორებდა ლაფიან ტალღებს და ფასანაურთან უფრო მღვრიე და ლაფიან შავ არაგვს უერთდებოდა. ცოტახანს ერიდებოდნენ ერთმანეთს და ადვილად შეიძლებოდა მათი გარჩევა, მაგრამ მერე თითქოს ეჩვეოდნენ, ახლოს გაცნობდნენ, გულში ჩაეკვრებოდნენ და მცხეთაში მტკვრისთვის ჩამოჰქონდათ მთის ამბები.
- მთელი გზაა ხმა არ ამოგიღია. მოხდა რამე? - შეაპარა მანჩომ.
- არ ვიცი, მანჩ, რა გითხრა. ან რანაირად გითხრა. - უხერხული ნოტები ისმოდა ქეთას ხმაში.
- მოიცა! როდის მერე გახდი ჩემთან ასეთი მორიდებული? - გაეცინა მანჩოს. - იმ ვირმა მოგწერა რამე?
- კი არ მომწერა, მაკოცა. თანაც ორჯერ. - ქეთამ გადაწყვიტა, მიკიბ- მოკიბვის გარეშე ეთქვა მეგობრისთვის. თითქოს ტვირთი მოიხსნა, მაგრამ ამ ამბით გაოგნებულმა მანჩომ ისე დაამუხრუჭა მანქანა, რომ არა ღვედი, თავით შეასკდებოდა ქეთა საქარე მინას.
- რაა? სად მოხდა? როდის? და რამდენი ხანია მიმალავ? მეგობარი ხარ ამის მერე შენ? - ავტომატის ჯერივით მიაყარა მანჩომ.
- დილას. ყველას გეძინათ, რომ ავდექი. ცხენით გავისეირნე. რანაირად მომძებნა, არ ვიცი. შეიძლება ეზოდანვე გამომყვა, მაგრამ მე ვერ შევამჩნიე. გაბრაზებული ყოფილა ჩემზე. იმ ღამეს რომ წამოვედი. მეგონა რაღაცას ნიშნავდა შენთვისაც ის კოცნაო და იმედი მომეცაო. შენ კი გაიპარეო. თუ არ მოგეწონა, რატომ არ შემეწინააღმდეგეო? მე ვუთხარი, შოკში ვიყავიმეთქი. ანუ დიდი დრო გჭირდება შოკიდან გამოსასვლელადო? და მაკოცა. მერე მეორედაც. მაინც ჩემი გახდებიო - ჩააბარა "პატაკი" მანჩოს.
- არა, ახლა მე ვარ შოკში! რა ოპერატიულად მოგისწრიათ ყველაფერი!
მერე კი ის შეკითხვა დაუსვა, რისიც ასე ეშინოდა ქეთას:
- შენ რა იგრძენი მაგ დროს?
- არ ვიცი. მთელი გზაა მაგას ვფიქრობ. თავიდან ვერ გავაცნობიერე, მერე შევეწინააღმდეგე, რა თქმა უნდა. თუმცა, ვის ვატყუებ? მომეწონა, მანჩ, და ამას ვერ ვპატიობ თავს. მეც მისნაირი ვარ. მეც არ მცოდნია მეგობრობა.
- ახლა მოკეტე! - გაბრაზდა მანჩო. - ეგ ისეთი რამეა, გონებით ვერ გააკონტროლებ. მაგრამ აქამდე არ გეკარებოდა და ახლა რა ბზიკმა უკბინა?
- ასე მითხრა, წუხელ იეჭვიანეო და მივხვდი შანსი მქონდაო.
- ერიჰაა! მე სად ვბანაობ! რაები მომხდარა! რას ჰქვია იეჭვიანე?
- ეგ და ლიკუნა ყოველ საღამოს ხომ გადიოდნენ. ხოდა, წუხელ რომ დაბრუნდნენ, მე ეზოში ვიყავი. რაღაცაზე იცინოდნენ. გავბრაზდი. მე ამ მდგომარეობამდე მივედი და თავად ფეხებზე ეკიდა. ავდექი და სახლში შემოვედი. მაგაზე მეუბნება, იეჭვიანეო.
- და არ გიეჭვიანია მართლა? - ჩაეძია მანჩო
- არ ვიცი! - გაწითლდა ქეთა.
- იცი, იცი! და ფრთხილად იყავი, არ შეგიყვარდეს, თორემ კოცნის გამო რა დღეში ხარ და შეყვარებული რა იქნები, წარმომოდგენია!
ქეთას შეაჟრჟილა. ამაზე არც უფიქრია. საერთოდ არაფერზე დაფიქრებულა, რა შეიძლება მომხდარიყო სამომავლოდ? ან რა არის სიყვარული? ყველა ინდივიდუალურად განმარტავს. ზოგადი ფორმულა არ არსებობს. ზოგი მუცელში პეპლებს გრრძნობს, ზოგს ადრენალინი და ტოქსიკური ურთიერთობა ხიბლავს, ზოგს - სტაბილურობა ურჩევნია...
- ნუ მაშინებ, მანჩ! - დაზაფრული ხმით ამოიჩურჩულა.
- არ გაშინებ. მინდა, რომ გამოფხიზლდე, რეალობა აღიქვა და მოემზადო. ფრთხილად იყავი. ადვილი აქ იქნება თქვენი ურთიერთობა. აქამდე სიმშვიდე სუფევდა. ახლა კი, ქარიშხალი იწყება.

სახლში მისულ ქეთას ლალი დიდხანს ეფერა. ლამის საკუთარი ხელით აჭამა საჭმელი, ჩემოდანიც ამოულაგა, ტანსაცმელიც დაუხარისხა, ნაწილი გასარეცხად წაიღო. ნამგზავრი და დაღლილი ხარო - ეუბნებოდა ქეთას. ბოლოს საწოლში ჩაწოლილს გვერდით მიუწვა. ხანდახან იცოდახოლმე ლალიმ ასე, როცა ძალიან მოენატრებოდა შვილი.
დაძინებას აპირებდა ქეთა, როდესაც შეტყობინება მოუვიდა. "ვიცი, რომ დღევანდელზე ფიქრობ. რაც გითხარი, ყველაფერი სიმართლეა. უკან დახევას არ ვაპირებ. ახლოს რომ იყო, ვერ გადამირჩებოდი" ბოლოში კოცნის სმაილი ეხატა. გულმა ერთი დარტყმა გამოტოვა. არ იცოდა, რა ეპასუხა. პასუხგაუცემლობას არ გამოდიოდა. "სხვა დროს შენც ვერ გადაურჩები ჩემს გაბრაზებას" - დაუბრუნა პასუხად.
" ეს იმის ნიშანია, რომ ჩემს კოცნას ელოდები სხვა დროსაც"- სიცილის ემოჯები მოაყარა მრავლად.
ქეთას პასუხი აღარ დაუბრუნებია. დაღლილობამ თავისი ქნა და ჩაეძინა.

რამდენიმე დღე გავიდა. მეტრეველი მხოლოდ სწერდა. დილა მისი მესიჯით იწყებოდა. ღამეც მისი "ძილინებისას" გარეშე არ მთავრდებოდა. იცოდა ქეთამ, რომ ამით დაფიქრების საშუალებას აძლევდა. არ უნდოდა, შეეწუხებინა. თუმცა, იცოდა, რომ ეს სიმშვიდე დიდხანს არ გასტანდა.
სამუშაო დღეს ამთავრებდა, რომ ტელეფონზე მეტრეველის ზარი გაისმა. ცოტა მოიცადა ქეთამ და შემდეგ უპასუხა.
- დაბლა გელოდები მანქანით! - მოკლედ მოუჭრა მეტრეველმა.
- კარგი! - მოკლედ უპასუხა ქეთამაც.
დათა მანქანაში იჯდა. არც გადმოსულა. ქეთა გაბრაზებული სახით ჩაჯდა მანქანაში.
- გამარჯობა. - მშრალად მიესალმა. - საქმე გაქვს რამე?
მეტრეველი გადაიხარა და მოულოდნელად აკოცა ლოყაზე. მერე ღვედი შეუკრა და მანქანა დაძრა. ქეთას ჟრუანტელმა დაუარა, სისუსტე იგრძნო. კიდევ კარგი, იჯდა.
- ცუდად ხომ არ ხარ, რა ფერი გადევს სახეზე?
- არა. დავიღალე ცოტა. სად მივდივართ? - კითხვა შეუბრუნა ქეთამ.
- იქ, სადაც მშვიდად ვილაპარაკებთ. ოღონდ, ჯერ ვჭამოთ. ძალიან გახდი და გაგიჭირდება ჩემი გაძლება. - ეშმაკურად ჩაიღიმა.
ქეთა აჭარხლდა. მიხვდა, რაც იგულისხმა.
- დათა, მომისმინე! სისულელეა ეს ყველაფერი. ბევრი ვიფიქრე და უნდა დავასრულოთ. მე შენ აღარ გენდობი და მიზეზიც მაქვს. კი, ვაღიარებ, რომ ამ ყველაფერმა ჩემზე იმოქმედა, მაგრამ მეშინია. შენთვის ეს გართობაა. მე კი, არ მინდა შევტოპო და მერე ამ მდგომარეობიდან ვეღარ გამოვიდე.
- მოდი, ჯერ რამე ვჭამოთ და მერე ვილაპარაკოთ, კარგი? - გზას უყურებდა დათა.
ახლოს რომელიღაც კაფეში შევიდნენ. საჭმლის გემო ვერც გაიგო ქეთამ, ისე ნერვიულობდა.
არც უკითხავს, საით მიდიოდნენ. ქალაქგარეთ გავიდნენ. წყნეთს ასცდნენ. სამაოდ მოსაღამოვებულიყო. გეგამ გზიდან გადაუხვია და გააჩერა მაქანა. ჯერ თავად შეიხსნა ღვედი და მერე ქეთასაც შეუხსნა.
- სახლში მინდოდა წამეყვანე და იქ გვესაუბრა, მაგრამ ისე აღარ მენდობი, სხვა რამეს იფიქრებდი. ამიტომაც ამოვედი აქ. ახლა ვილაპარაკოთ. ე. ი. ჯერ არაფერი დაგვიწყია და შენ დასრულება გინდა?
- ასე სჯობს ორივესთვის! - ჩაილაპარაკა ქეთამ.
- გეშინია. იცი რისი გეშინია? ხალხი რას იტყვის, მაგაზე ფიქრობ. ასეთი მშიშარა არ მეგონე. არადა, შენც გინდა ჩემთან. ამას ვგრძნობ. როცა ეს არ გინდოდა, ზედმეტად არც შეგხებივარ, მაგრამ ახლა ჩემს შეხებაზე რაც გემართება, ვგრძნობ. გინდა შევამოწმოთ? - გადაიხარა ქეთასკენ და მკლავებში მოიქცია.
ქეთას სუნთქვა აუჩქარდა მომენტალურად. დათამ სახე ახლოს მიუტანა, ერთი ხელი კი შიშველ ბარძაყზე აუსვა ფრთხილად, მოკლე კაბიდან მაცდურად რომ მოუჩანდა. ქეთას კანი აეხორკლა. მეტრეველი არ ჩქარობდა, ჩვეული ირონია ჰქონდა სახეზე და ფრთხილად მოქმედებდა. ტუჩებს მიუახლოვდა, მაგრამ არ აკოცა. მოლოდინი გაიხანგრძლივა. ქეთას ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. მეტრეველი გაწაფული იყო ამ საქმეში. ქეთას კი სულ 3-ჯერ ჰყავდა შეყვარებული და რამდენიმე კოცნის გარდა არაფერი აკავშირებდა მათთან. მაშინ არც არაფერი უგრძვნია დიდად. თვლიდა, რომ ასეც უნდა ყოფილიყო. თურმე, როგორ ცდებოდა.
დათასთან ყველაფერი სხვანაირად იყო. ეგონა ცოტაც და გული გაუჩერდებოდა.
- შეწყვიტე, გთხოვ! - სუსტად ამოიხრიალა.
მაგრამ მეტრეველი გაჩერებას არ აპირებდა. რამდენიმე წამიც და თავდავიწყებით კოცნიდნენ ერთმანეთს. ქეთა უმოქმედოდ აღარ იყო. თავადაც ცდილობდა კოცნაში აყოლოდა. აქამდე არგანცდილ სიამოვნებას გრძნობდა და ამ გრძნობას ვერ ეწინააღმდეგებოდა. მუცელში რაღაც ქაჩავდა. ერთიანად დასველდა. თავად არ ახსოვს, როგორ აღმოჩნდა დათას კალთაში, რომლის ხელებიც მოუსვენრად დაცოცავდნენ ქეთას სხეულის ყველა ნაწილზე. განსაკუთრებით სიამოვნებდა დათას ხელები შიშველ მკერდზე. ზუსტად იცოდა მეტრეველმა თავისი საქმე. პერანგის ღილები ჩაუხსნა და მკერდზე დაეწაფა. ქეთას ეგონა გონებას დაკარგავდა. როდესაც დათას ხელმა კაბის ქვეშ შეაღწია და ბიკინს მოეჭიდა გასახდელად, ქეთას ტვინმა სახიფათო სიგნალი მიაწოდა. შეეშინდა და მოულოდნელად მოიშორა მეტრეველი.
- გეყოფა! - ძლივს სუნთქავდა. - ზედმეტი მოგდის! გგონია აქ, მანქანაში დავწვები შენთან?
- ჰო, აბა, სვანეთის ბუნებას ვერ შეედრება აქაურობა. - მწარედ ჩაეცინა დათას.
- რას გულისხმობ? - ვერაფრით მიხვდა ქეთა.
- მშვენივრად იცი, რასაც ვგულისხმობ!
- არ ვიცი და შენ უნდა ამისხნა! - დათას კალთიდან სავარძელზე გადაინაცვლა ქეთამ.
- ქეთ, არ გინდა, გთხოვ. ყველაფერი ვიცი. მაშინ შენმა სატრფო ვიბლიანმა ყველაფერი მომახალა, როგორ იწექი მასთან. იმ ახვართან რანაირად დაწექი, გოგო, ეგრე როგორ შეგიყვარდა?
ქეთა გაოგნებული უსმენდა. მის გონებაში ნელნელა ტივტივდებოდა 6 წლის წინანდელი ამბები, რომლებმაც უდიდესი ტკივილი მიაყენეს. მაშინაც მანჩომ გადაატანინა. ანგელოზივით იყო ეს გოგო მის ცხოვრებაში.

მეტრეველები და ჩარკვიანები იმ ზაფხულსაც ერთად წავიდნენ დასასვენებლად. მხოლოდ დათას და აკლდათ. მაშინ ახალი გათხოვილი იყო და მეუღლესთან ერთად თაფლობის თვეს ევროპაში ატარებდა.
ქეთა ბედნიერი იყო სვანეთში ყოფნით. უზომოდ უყვარდა აქაურობა. თანაც, რამდენი წელია მასზე 4 წლით უფროსი გიორგი ვიბლიანი მოწონდა. ადრე ვიბლიანი ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ახლა ქეთა გაზრდილი, დაქალებული და მეტად დამშვენებული იყო. როგორც იქნა ვიბლიანის ყურადღებაც დაიმსახურა. ეს უკანასკნელიც ზაფხულობით სტუმრობდა სვანეთს.
აქ იყო ქეთასთვის პირველი ჩახუტება, პირველი კოცნა. ბედნიერებისგან დაფრინავდა. დათასაც გაანდო, მგონი შეყვარებული ვარო. დათას დიდი აღფრთოვანება არ დასტყობია. ფრთხილად იყავიო, - უთხრა, რადგან ვიბლიანი მექალთანის სტატუსით სარგებლობდა. ადგილობრივ გოგოებს ვერაფერს ჰკადრებდა, რადგანაც იცოდა, პასუხს მოსთხოვდნენ, ამიტომაც ჩამოსულებზე ნადირობდა.
დათამ გადაწყვიტა, სერიოზულად დალაპარაკებოდა გიორგის, მაგრამ იმდენად შოკისმომგვრელი პასუხი მიიღო, სილის გარტყმას ჰგავდა ეს ყველაფერი.
- რა გინდა, ბიჭო, ვუყვარვარ მაგ გოგოს. თავად ჩამიხტა საწოლში. მე რა ვიცოდი, ქალიშვილი თუ იყო. არაფერი დამიძალებია მისთვის! - უტიფრად მიახალა ვიბლიანმა.
- იცოდე, გულს თუ ატკენ, ჩემი ხელით გამოგჭრი ყელს! - დაემუქრა მეტრეველი.
- რა გგონია, რომ ცოლად მოვიყვან? არაფერი დამიძალებია. ნასვამი ვიყავი. თავად ჩამიხტამეთქი! - უტიფრად გაეცინა ვიბლიანს.
- მოგკლავ, შენი! - ყელში წაუჭირა დათამ. ძლივს გააგდებინეს ხელიდან.
ჩხუბის მიზეზს არცერთი არ ამხელდა.
ამასობაში ქეთა ჯერ რამდენიმე დღე ოთახში იყო ჩაკეტილი, მერე კი, მკაცრად მოსთხოვა ოჯახს თბილისში დაბრუნება. მომბეზრდა აქ ყოფნაო, - გაიძახოდა. ერთი სული ჰქონდა თბილისში დაბრუნებულიყო.
მანჩო თბილისში იყო, საბედნიეროდ. დაბალი ნიშნების გამო დასაჯეს მშობლებმა და ცხვირი არ გააყოფინეს ქალაქიდან. მხოლოდ მანჩოს გაუმხილა ქეთამ მომხდარი. როგორ სცადა ძალადობა მასზე ნასვამმა ვიბლიანმა და ბოლო მომენტში როგორ მოასწრო გამოქცევა.
- დათასთვის მაინც მოგეყოლა, მოკლავდა იმ ნაგავს! - ეუბნებოდა მანჩო.
- შემეშინდა, გესმის? შემეშინდა, რომ მართლა მოკლავდა! იქ გაჩერება აღარ შემეძლო. მაინც ვერ გადამირჩებიო, მემუქრებოდა. ვერ დამაჯერებ რომ მაგარი ნაგულავები არ ხარო. - ტიროდა ქეთა.
იმდენად იყო შეშინებული, კარგა ხანს ქუჩაში გამოსვლაც არ უნდოდა. თან ცდილობდა, არავისთან არაფერი შეემჩნია. როგორც ყველა არასრულწლოვანი, ისიც თვლიდა, რომ ისევ მას გაამტყუნებდნენ. რომ არა მანჩო, შეიძლება ეს ამბავი ვერც გადაეტანა. ამ პატარა გოგომ სასწაული შეძლო, - ფსიქოლოგის როლი შეითავსა. ყოველ დღე მოდიოდა ქეთასთან, საათობით ელაპარაკებოდა, მთელ თავის დროს ქეთასთან ატარებდა და ყველაფერი გააკეთა, რომ ქეთას ეს ამბავი დაევიწყებინა. დღეს კი, მეტრეველმა მოშუშებულ იარას პირი გაუხსნა.

- შენ ვინ გითხრა ეგ ამბავი? - ძლივს მოუყარა ქეთამ სიტყვებს თავი.
- ვინ მეტყოდა? - ისევ მწარედ ჩაეცინა დათას - თავად შენმა ძვირფასმა ვიბლიანმა. ეგ როგორ გააკეთე, გოგო. როგორ არაფერზე იფიქრე. ხომ იცოდი რა მექალთანეც იყო, რატომ შეუვარდი ნასვამს შენი ნებით? რა გეგონა, ცოლად მოგიყვანდა? მისთვის ერთი რიგითი გოგო იყავი.
თან რა დროს გააკეთე? როცა მე გაღმერთებდი. როცა გადავწყვიტე, შენთვის სიმართლე მეთქვა, ზუსტად მაგ დროს მომახალა იმ სირმა, როგორ ჩაუგორდი ლოგინში. - ხელი გამეტებით დაარტყა საჭეს.
- დაქოქე მანქანა და წამიყვანე აქედან! - მოულოდნელად მიიღო გადაწყვეტილება ქეთამ.
- სად?
- შენთან, სახლში! - თვალი თვალში გაუყარა ქეთამ.
ისე მივიდნენ დათას სახლამდე, ხმა არ ამოუღიათ.
- დასალევი გაქვს რამე?
- ბარში ალაგია სასმელები, რას დალევ? - ჰკითხა დათამ.
- რასაც შენ დალევ.
დათამ ვისკი დაუსხა.
- გაგვიმარჯოს! - მიუჭახუნა ქეთამ და სულმოუთქმელად გადაჰკრა. - კიდევ დამისხი.
- ვისკს ასე არ სვამენ. - გაეღიმა დათას. თუმცა, მაინც დაუსხა.
ქეთამ ისევ სულმოუთქმელად გადაჰკრა.
- ახლა მაკოცე! - მიუბრუნდა დათას. - და კიდევ, შეგიძლია ის გააკეთო, რაც გინდა.
პასუხს აღარ დალოდებია, თავად ეცა დათას ტუჩებს. მეტრეველი მომზადებული დახვდა. თავდავიწყებით ჰკოცნიდნენ და გიჟივით ხდიდნენ ტანსაცმელს ერთმანეთს. უცებ ხელი ჰკრა ქეთამ და კედელს მიანარცხა. მერე გაუცინა და ისევ მის ტუჩებს დაეძგერა. დათამაც არ დააკლო. წელზე შემოისვა. ქეთამ ფეხები მოხვია.
- აქვე თუ საძინებელში? - მაინც ჰკითხა დათამ.
- სადაც შენ გირჩევნია... - ამოიჩურჩულა ქეთამ.
ბოლოს მაინც საძინებელს მიანიჭა უპირატესობა დათამ. საწოლზე დააგდო. გაგიჟებული უკოცნიდა მთელ სხეულს, თითქოს არ უნდოდა, რომელიმე ნაწილი გამორჩენოდა. ხან მკერდზე თამაშებოდა ენით, ხან მტკივნეულად კბენდა. ნელნელა ქვემოთ ჩადიოდა, მერე საცვალი გახადა და ფრთხილად წაეთამაშა ენით. ისევ ზემოთ ამოუყვა კოცნით. ქეთა სიამოვნებისგან იკლაკნებოდა. დაბერილი ძუძუს თავები ლამის დასკდომოდა. ცდილობდა, რომ გამოუცდელობა არ დასტყობოდა. ეფერებოდა დათას მხრებს და მკერდს, აგლეჯდა ტუჩებს და სიამოვნების კვნესა აღმოხდებოდახოლმე.
უცებ ზლიერი ბიძგი იგრძნო ქეთამ. ტკივილისგან დაიკლაკნა, შეჰკივლა და გაუაზრებლად, მთელი ძალით ჩაასო ფრჩილები დათას მხრებს.
- შენ, რა... - გაოგნებულ მეტრეველს მხოლოდ ეს აღმოხდა და მერე ტუჩებზე დააკვდა ქეთას. ეცადა უფრო ფრთხილი ყოფილიყო. მეტი ტკივილი აღარ მიეყენებინა. ახლა უკვე ფრთხილად ეალერსებოდა.

საკმაოდ ჩამობნელებულიყო. დათამ ჩამრთველი მოძებნა. მკვეთრმა სინათლემ თვალი მოსჭრა ქეთას და ხელი აიფარა. დათა ზემოდან დასცქეროდა.
- გადაბრუნდი, - უთხრა დათას. - უნდა ავდგე და ჩავიცვა.
- ჩემი გრცხვენია? - გაეცინა მეტრეველს. - ან სად მიდიხარ? გგონია ახლა გაგიშვებ? რატომ არ მითხარი სიმართლე?
- დაიჯერებდი? - თვალებში სეაცქერდა ქეთა. - წეღან რომ მეთქვა, დაიჯერებდი?
- კი, დაგიჯერებდი! - გულწრფელად ჟღერდნენ დათას სიტყვები, - თუმცა, ასე დამტკიცება მერჩივნა! - გაუცინა. - იცი, როგორ ვეჭვიანობდი, როცა სხვა კაცის მკლავებში წარმოგიდგენდი. ვნატრობდი, ერთხელ მაინც მანახა შიშველიმეთქი. თან რომ მქონდა შანსი, მაგრამ ვერ შეგეხე. მხოლოდ გაკოცე. კლასის ბანკეტზე რომ გამოთვერი და უგონოდ მოგიტანე სახლში. მხოლოდ ერთხელ გაკოცე მძინარეს. მაგრამ ახლა ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი. მაგრამ თავს ვერ ვაპატიებ რომ გატკინე. შენი ბრალიცაა, უნდა გათქვა და უფრო ფრთხილად მოგექცეოდი. ახლა მინდა ისევ მოგეფერო, მაგრამ არ მინდა, ტკივილი მოგაყენო. ამიტომაც, მოცდა მომიწევს. მერე კი, ვერ გადამირჩები!
- უნდა წავიდე. - წამოიწია ჩარკვიანი. ლალი ალბათ მირეკავს უკვე.
- ხომ არ გაგიჟდი! სად უნდა წახვიდე? მიწერე და უთხარი, რომ მანჩოსთან რჩები.
- სჯობს, წავიდე. - გაჯიუტდა ქეთა.
- გგონია ახლა გაგიშვებ? მართლა მაგას ფიქრობ? ნუ გეშინია, სანამ არ მოგირჩება, თითს არ დაგაკარებ, ქალის უნახავი კი არ ვარ. უბრალოდ ჩემთან იყავი. ჩამეხუტე და დავიძინოთ. - მერე სააბაზანოში გავიდა. ცოტახანში დაბრუნდა, ხელში აიყვანა ქეთა, ფრთილად შეიყვანა აბაზანაში. თბილ წყალში ცასვა პატარა ბავშვივით.
- დამელოდე, ცოტახანში მოვალ. - უთხრა.
მართლაც მალე დაბრუნდა. პატარა ბავშვივით ექცეოდა. ფრთხილად დაბანა, გაამშრალა და სუფთა ლოგინში ჩააწვინა.
საწოლთან გამოცვლილი თეთრეული ეყარა, რომელსაც დიდ ლაქად აჩნდა ქეთას ქალწულობის კვალი. თითქოს ახლა გაიაზრა ქეთამ მომხდარი. ახლა, რამდენიმე დღეში რომ დასრულდეს ყველაფერი, როგორც სხვებთან? როგორ გადაიტანს ამ ყველაფერს? როგორ დღითიდღე უფრო შტერი გოგოსავით იქცევა? რატომ არ ჰგავს მანჩოს? თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს მანჩო. თუ მოუნდება არც შემთხვევით სექსზე ამბობს უარს. სახლშიც წმინდანი ჰგონიათ, ისე აქვს საქმე აწყობილი. ქეთას კი პირველად ჰქონდა სექსი და უკვე ეშინია, რომ მიატოვებენ.
დათამ თავისი მაისური ჩააცვა. თავადაც გადაივლო და გვერდით მიუწვა. მკლავებში მოიქცია, ყურის უკან აკოცა და ჩასჩურჩულა:
- იცოდე, შემდეგში ისეთი სექსი გვექნება, ეს ტკივილი აღარც გაგახსენდება. და კიდევ, შენს მიტოვებას არ ვაპირებ. ამაზე ფიქრით ნუ დაიტანჯავ თავს. შენ ჩემი ქალი ხარ. ამის მერე ვერავინ შეგეხება!
ქეთა თითქოს ამას ელოდა. გადმობრუნდა, ჩაეხუტა დათას, თავი მკერდზე დაადო და ჩაეძინა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

იმედია შვებულება დიდხნიანია???? და ისტორია არ დარჩება ფინალის გარეშე...
❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent