მომკიდე ხელი - თავი მეთერთმეტე
მეორე დღეს წინა დღის განწყობა შერჩენოდა და იგივე ელფერი გადაჰკრავდა. სკოლაშიც ყველაფერი საათივით აწყობილიყო. აღარც გვერდზე მჯდომს ჰქონდა ისეთი უხეში გამომეტყველება, როგორც ადრე და აღარც ისე ვუფრთხოდი მის ლურჯ თვალებს. მტკიცედ გადავწყვიტე, აღარაფერი მეკითხა მისთვის. ჩემი ზედმეტად ცივი დამოკიდებულება ერთ საათშივე შესამჩნევი გახდა სანდროსათვის. შესვენებისას დერეფანში მდგომს მომესმა: -მერი! მოდი აქ! -რა მოხდა? -ის, რომ ნაწყენი ვარ და რაღაც მაქვს სათქმელი. ორივეს მიზეზი კარგად ვიცოდი და ურჩობა უნამუსობად მივიჩნიე. -რა გინდა? -პირველი: საიდან იცნობ, ვინაა და ამდენი ხანი რატომ არ მელაპარაკები? მეორე: დღეს რა დაგემართა? პირველი მოთხოვნა დავუკმაყოფილე. -და რა გჭირს დღეს? -ის, რომ კიკინებიანი სულელი მეძახა, რადგან ოდნავი თა- ვაზიანობა გამოვიჩინე და რამე ხომ არ გინდა-მეთქი ვკითხე, მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ მენაღვლებოდა. -კიკინებიანი სულელი არ ხარ. -გმადლობთ! პირდაპირობით გამოწვეულ უხეშობას და თავ- ხედობას შორის მგონი არის განსხვავება. -კი, არის. პირდაპირი მეც ვარ. -მეც. -და შენ რა უთხარი? -რა და ის, რომ რაც გინდა, ის გიქნია, მაგრამ არაა აუცი- ლებელი, ასე ჯორივით მოიქცე-მეთქი. -უყვირე? -არა. -იწუწუნე? -არა, ძალიან მშვიდად და წყნარად ველაპარაკე. -კარგია. ეგ გუშინ? -ჰო. -გეტყობა. დღეს ცივად უყურებ. -ვიცი. სულაც არ მაინტერესებს, რას იზამს. -დამერწმუნე, მოლბება. -როგორც უნდა, ისე მოიქცეს. -დამიჯერე. -გიჯერებ. -დღეს გამოგელაპარაკება. -შენ თუ ეტყვი, მაშინ ჰო, მაგრამ ისე - არა. -მე კრინტს არ დავძრავ. -ვითომ? -მართლა. -მესმის. -რა? -ის, რომ შენც ჩემსავით ხარ. -ასეა. -სიახლეს ეძებ, მაგრამ ვერ პოულობ. -გეთანხმები. აღარავის დანახვა აღარ მინდა უკვე. -არც მე. უბრალოდ მე სხვა მისწრაფებები მაქვს, შენ კი - სხვა. -ჰო, მაგრამ შენ რომ გინდა ფიზიკის, ქიმიის და ერთი სიტყვით ტექნიკური საგნების უმაღლეს დონეზე შესწავლა, რომ მერე კვლევები ჩაატარო, მეც მინდა, იმიტომ, რომ უბრალოდ არ ვიცი,სხვა რა ვაკეთო. -რაც უნდა აირჩიო, ცოდნა რამეს გავნებს? -არა და მეც მაგას ვამბობ. -ისე, კრიმინალისტობაზე არ გიფიქრია? მივხვდი თემა საითკენაც მიჰყავდა. -კი, მაგრამ გაჩერდი. და ასეთი სახით ნუ მიყურებ! -როგორით?!- გაოცებული და გამაღიზიანებელი გამომე- ტყველება აღებეჭდა. -აი ასეთით! ორივემ ვიცით, რის თქმასაც აპირებ და გაჩერდი ახლა. ოჰ, ჯანდაბა!.. ზარია. -წამოდი. და კიდევ, დამიჯერე, დღეს გამოგელაპარაკება. -კარგი ჰო, მჯერა! კვლავ ისეთივე გაყინული სახე მივიღე და მერხს მივუჯექი. დღემ სრულიად ჩვეულებრივად, ზედმეტი ემოციური წნეხისა და გადაღლის გარეშე ჩაიარა.ოთხშაბათი და ხუთ- შაბათი ჩემი მორიგეობის დღეები იყო, ამიტომ ამ დღესაც კლასის დაცლას დაველოდე. მაგრამ ახლაც არ მეღირსა მოვალეობისა და ვალდებულების მშვიდად შესრულება. გადავწყვიტე, გულგრილობა გამეგრძელებინა და შექმნილი სიტუაციის გასანეიტრალებლად ავღიღინდი. ნამდვილად მო- მეშველა და სულ გადამავიწყა ჩემ უკან მჯდომი პიროვნება. მალე მთელი გატაცებით ვმღეროდი და ცოცხს მიკროფონად ვიყენებდი. კლასის კედლები ექოს მაძლევდა და მსიამოვნებდა საკუთარი ხმის ასე გაგონება. თუმცა ჩემი სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა და რამდენიმე წუთში თავზე ცივწყალგა- დასხმულივით გამოვფხიზლდი. -I will always love you… -უკაცრავად?!-შევყვირე, თუმცა მალე გავიაზრე, სიმღერის სათაურს გულისხმობდა და დავწყნარდი. -საყვარელი სიმღერაა. დუმილი. -ერთადერთი სიამოვნებაღა დამრჩა ამქვეყნად, რომელიც მალე წამერთმევა. კიდევ. უკან მივიხედე. მოლურჯო თვალები დაჯინებით „მიცქერდნენ“ და გან- შორებას სულაც არ აპირებდნენ. თვალი გავუსწორე; თუმცა მან ეს არც იცოდა. ღრმად ჩავხედე. ვერაფერი დავინახე, ლურჯი უსაზღვრო სივრცის გარდა. უკიდეგანო ზღვა ჩემ თვალწინ გადაშლილიყო და ათასობით მოკიაფე ვარსკვლავის ანარეკლს ინახავდა. ზედაპირი მრავალფრად ციმციმებდა, თვალს იტაცებდა, მაგრამ ფსკერამდე ჩასვლა კი შეუძლებელი გახლდათ. იდუმალებით მოცული სიბნელე ანდამატივით იზიდავდა ადამიანს და მის ცნობისმოყვარე ბუნებას აიძულებდა, თავი შეეწირა მის სიღრმეში დაფლული იდუმალების ამოსახსნელად. ცდიდა მის მოთმინებას, რათა კითხვის გზით არ ცდილიყო მის მიერ შთანთქმული საიდუმლოს ზედაპირზე ამოტივტივებას. მაშინ კი სამუდამოდ დაიხშობოდა ადამიანისათვის მასში შეღწევის კარი. მაგრამ განა ოდესმე ყოფილა იგი ღია?!. ყრუ, ფილტვებიდან ამოსული კვნესა მომესმა. -ერთადერთი რატომ?.. -მგონი ხედავ. -თუმცა მაინც, ვფიქრობ, ერთადერთი არ უნდა იყოს. -ერთადერთია, მერი. თუმცა შეიძლებოდა, არ ყოფილიყო... სუსტი სიბრალული ვიგრძენი. თუმცა სახეზე აღბეჭდვას ვერ შეამჩნევდა, ვეცადე, მაინც დამემალა. შეცვლილი ხმა უხერხულ შეგრძნებას გამოიწვევდა მასში და ოდნავ გამოკეთებულ ხასიათს კვლავ ძველ მდგომარეობას დაუბრუნებდა. დაგვას თავი ვანებე და მერხზე შევსკუპდი. -მაინც რატომ?.. -საკმარისია...- წამოდგა. ხელის ცეცებით ზღურბლს მიაღწია. მერე დერეფანში გავიდა და მხედველობის არიდან საერთოდ გაქრა. ხუთ წუთში სკოლა სრულად დაცარიელდა. კართან სანდრო შემხვდა. -აბა?.. ... -მართალი იყავი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.