ისევ აქ (თავი 1)
თავი 1 (ისევ აქ...) ჩვევას , რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში დამჩემდა არ ვღალატობ და აი ახლაც, ჩემებური სისწრაფით ვიცვამ ყოველდღიურ ტანისამოსს, ნაცრისფერ სპორტულ შარვალსა და შავ ,ალბათ ჩემი ტანისთვის ორი ზომით დიდ მაისურს… თმას უბრალოდ მაღლა ვიწევ და ტელეფონის გალერეაში ვეძებ ფოტოს სადაც ავტობუსის განრიგი მაქვს შენახული, ავტობუსი ექვსის 48 წუთზე მოვა, ახლა 40 წუთია, ჩვეულად სწრაფი ნაბიჯით სიარული მომიწევს გაჩერებამდე ,მაგრამ ეს ჩემთვის პცხოვრებისეულრობლემას არ წარმოადგენს… ჩანთას ვიღებ და სახლიდან გავდივარ… კაფე Winkelში ჩემს ადგილას,კუთხის მაგიდასთან ვჯდები, ფანჯრიდან პირდაპირ დონაუს სანაპიროს გადავყურებ,ისევ ქარია… საკმაოდ დიდია მდინარის ტალღები,რომელსაც ქარი ათამაშებს… რამდენიმე კრუიზი ამაყად არის გამოჭიმული ,რომელიც ხალხის რაოდენობას არასდროს უჩივის, კრუიზიდან ახლაც ისმის კლასიკური მელოდიები,ის კაფის, ხის ძველ ფანჯრებში აღწევს,თუმცა ვფიქრობ არავის ესმის და ყურსაც არავინ უგდებს… მე ისევ ლუდს ვიღებ და ფანჯარას თვალს არ ვწვყვეტ,თუმცა მის მიღმა ნამდვილად არ ვიყურები,სივრცეში ვიკარგები და შიგადაშიგ ლუდს ვუბრუნდები… ორი წელი, მთელი ორი წელი აქ ,მყუდრო კაფეს ვაფარებ თავს, დრო გამყავს და სიამოვნებას ვიღებ იმით,რომ არავინ მიცნობს,არავის ვადარდებ… ამ ხნის განმავლობაში ქართველებიც იშვიათად მინახავს,ორ-სამ შემთხვევას თუ გავიხსენებ,გამოლაპარაკების მცდელობა კი არასდროს მქონია… უკვე ღამდება,ტელეფონი საღამოს 11 საათს აჩვენებს,ამ დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, მაგრამ ჩემი სახლი მაქსიმუმ 2 კილომეტრშია…ისევ ჩაფიქრებული მაქვს რომ მანძილი ფეხით გავიარო და ვიფიქრო… ბოლო ბოთს ვცლი და გასასვლელად ვემზადები, გვერდით მაგიდასთან ორი ახალგაზრდა მამაკაცი იკავებს ადგილს, მათი დიალოგი მესმის,ქართველები არიან… -ახლა სასტუმრომდე როგორ წავიდეთ ? -კახი,შენ წამიყვან როგორც გინდა! -ბიჭო *იგ ხომ არ გაქვს? შენ უნდა აგეღო საფულე, ბარათი მაინც მქონდეს მიბმული , ტაქსს გამოვიძახებდით -თემოს მივწერ, ექნება და დილით გადავურიცხავ მოსმენა აღარ გამიგრძელებია, ჩანთიდან 50 ევრო ამოვიღე და გარეთ გასვლის დროს მაგიდაზე უხმოდ დავუტოვე,არც დავუცადე,სანამ რამეს მკითხავდნენ უცებ ჩავიარე კიბეები და ქალაქის ხმაურის ნაწილი გავხდი… მაგრამ რათქმაუნდა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა და ზურგს უკან გოგონას ძახილით ერთ-ერთი მომყვებოდა -გაჩერდები? -რა ხდება? -აქ არ ველოდი პირველივე დღეს ქართველი თუ შემხვდებოდა და თანაც ჩვენს დიალოგს მოისმენდა -იცით,არც კი მიფიქრია მოყურადება,უბრალოდ ხმამაღლა საუბრობდით,თანხა ქეშად მხოლოდ ეგ მქონდა,ტაქსისთვის გეყოფათ თუ ახლოს ცხოვრობთ -მოვაგვარებ,ეს აიღე . გამოწვდილ თანხაზე არაფერი ვუპასუხე, უარის ნიშნად თავი გავიქნიე და დავემშვიდობე -ასე არ გამოვა,ვალში დარჩენა არ მიყვარს,საკონტაქტო დამიტოვე და როგორც კი დავბრუნდები სასტუმროში,დაგიბრუნებ -საჭირო არ არის, მეჩქარება უნდა წავიდე -კი მაგრამ… -კარგად, სიტყვის დასრულება არ დავაცადე… ხვალ კვირაა, არაფერი მაქვს დაგეგმილი,ორშაბათისთვის ვიმეცადინებ და დანარჩენ დროს სახლში გავატარებ. ახალი სემესტრი სულ ახლახან დაიწყო და ჩემი მონდომება სადღაც გაქრა,თითქოს სწავლაზე ვეღარ ვკონცენტრირდები და ყოველი ერთნაირი დღე მოსაბეზრებელი გახდა,რამდენჯერმე ვთხოვე ჩემს დაქალს,სტუმრად 1 კვირით მაინც ჩამოსულიყო , ფინანსური მდგომარეობის გამო თავი ვერ მოაბა, იცოდა რომ არც მე მქონდა ამ მხრივ საქმე კარგად და ყოველი შეთავაზებისას,რომ ბილეთების თანხას მივცემდი,უარით მისტუმრებდა… ყოველ თვე ცდილობდა რაღაც თანხის გადადებას და ახალი წლისთვის დამპირდა რომ უკვე ჩემთან იქნება… იმდენი ხანია არავისთან მისაუბრია პირადად,რომ საკუთარი თავი დამავიწყდა,ძველი დრო თითქოს საუკეთესო მოგონებად იქცა,მაგრამ მასში დაბრუნება არ მსურს,ამიტომ გავრბივარ და ნელ-ნელა უსასრულობაში ვეშვები… -მარიამ,სად ხარ? -რა ხდება? ჩემს ძილნარევ ხმაში საკუთარი კითხვის პასუხი უკვე იპოვა -არაფერი არ ხდება,უფროსწორად ხდება -იტყვი? -დღეს უნივერსიტეტში ტატო შემხვდა , არ ვიცი აქამდე არ მინახავს და ალბათ მაგისტრატურაზე დაიწყო სწავლა -ტატო? ხმა გამებზარა -კი,შენზე მკითხა,როგორ არისო, ვუთხარი რომ არ ვიცი და იმ ამბის შემდეგ საქართველოდან წახვედი,იშვიათად ვკონტაქტობთ მეთქი… -არ დაგიჯერებდა -ხო,ირონიულად ჩაიცინა და ალბათ მიხვდა ,მაგრამ არ მადარდებს, ტელეფონზე დაურეკეს ჩვენი არც თუ ისე სასიამოვნო საუბრის დროს და როცა უპასუხა და მივხვდი ვინც იყო გამოვეცალე,არც კი დავემშვიდობე,საერთოდ ხომ იცი რომ ჭირივით მეზიზღება -ნინიმ დაურეკა ალბათ… ხმა მეორედ გამებზარა და ძველი ტრამვების ამოტივტივება დაიწყო გონებამ -დაიკიდე,ერთმანეთს უხდებიან, შენ რომ ასე მოგექცა დღემდე გულს მირევს -შეეშვი,არ იფიქრო მაგაზე -მიყვარხარ,ხომ იცი რომ შენს გარეშე არ ვარ კარგად,მალე შევხვდებით -ვიცი,მეც -ახლა უნდა გაგითიშო,მეტროში ჩავდივარ -კარგი,ჭკვიანად მხოლოდ გაიცინა და გამითიშა მეცადინეობასაც ვერ დავუდე გული, თვალწინ ის დილა მედგა ტატოს რომ სახლთან მივაკითხე და სადარბაზოში ნინისთან ერთად დავინახე… არ ვიცი დღემდე ის მტკენს ისევ გულს,ტატო რომ ასე მომექცა თუ ის რომ საკუთარმა დაქალმა გამიმეტა… რეალურად კი ყველაზე მეტად საკუთარი უსუსურობა მანადგურებს. გამოვიქეცი,თითქოს ასე ყველაფერი მარტივად გადასატანი გახდებოდა და რეალურად ყველაზე რთულად გადასატანი დღეები ვაჩუქე ბონუსად საკუთარ თავს, ვეღარც თიკა მამშვიდებდა,ვეღარც დედას ვესაუბრებოდი , რომელტანაც არასდროს მრცხვენოდა და არც შემეძლო საკუთარი გრძნობების დამალვა… მაგრამ ეს ნაბიჯი გადავდგი და ახლა როცა ორი წელი გავიდა,მომდევნო ორი წელიც უნდა შევძლო ატანა, სწავლას დავასრულებ ,მერე კი დავბრუნდები და ახალ ცხოვრებას დავიწყებ,”მოშუშებული ტკივილის” გარეშე,რაშიც ეჭვი მეპარება ,მაგრამ საკუთარ თავს ამაყად ვაჯერებ. ავსტრიას და ავსტრიელი ხალხის გრაფიკს როგორც შეეფერება, ლექცია დილით რვა საათზე მაქვს, მიუხედავად ამდენი დროისა,მე მაინც ვერ შევეგუე დილით ადრე გაღვიძებას, საქართველოს ტემპი ჯერ კიდევ ვერ დავაგდე და მაღვიძარის რამდენჯერმე დარეკვაზე ძლივს ვახელ თვალს… უნივერსიტეტის მოპირდაპრე მხარეს , მაღაზიაში შევედი, წყლის ასაღებად… თითქოს ნაცნობი ხმა მომესმა, მობილურზე ის ბიჭი საუბრობდა კაფიდან,ვალში დარჩენა არ მიყვარსო რომ გამომიცხადა დამალვა არც მიფიქრია,წყალი ავიღე და იმ პროდუქციის კუთხისკენ წავედი სადაც იდგა საუბრობდა მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე მისალმება -მეორე დაკარგე თუ წუხანდელი ღამის შემდეგ მოკალი? დაბნეული შემობრუნდა , მობილური ტუჩებთან მიიტანა, მერე დაგირეკავო უთხრა და გათიშა -ოჰო,მეგონა ვეღარ შეგხვდებოდი და ცოტა გავნაწყენდი საკონტაქტოც რომ ვერ დავიმსახურე -არაუშავს ,მართლა არ იყო საჭირო - აქ ცხოვრობ? თემა ისე შეცვალა არც კი უფიქრია -ქალაქს თუ გულისხმობ , კი -ქალაქს ისედაც ვხვდები, ადგილი ვიგულისხმე -აჰ,არა , აქ ვსწავლობ ,ხელით შუშის ვიტრინის წინ,ქუჩის მოპირდაპირედ მდგომ შენობაზე ვანიშნე -გეგმა მაქვს , მე აქ ცხოვრობ,შენობის თავზე სასტუმროა,შენიშნავდი -კი ვიცი, გეგმა? -ხო,ყოველ დღე როცა ლექცია გექნება აქ შეგხვდები და გადავიხდი იმის საფასურს , რასაც აიღებ - ოჰოო, სასაცილოა, გადახდის პარალელურად ჩემს ნახვასაც ითხოვ ანუ, შენ ნამდვილად ვალში დარჩენა არ გიყვარს თუ? -ვალში დარჩენა, მოკლედ მომიჭრა -კარგი ,დღეს მე გადავიხდი და შემდეგიდან დავიწყოთ შენი გეგმის განხორციელება, მაგრამ არ გეტყვი რომელ სხვა რომელ დღეებში მაქვს ლექცია, არც დროს გეტყვი , თუ აქ დიდი ხნით ხარ, ისწავლი… - უნდა გაწყენინო, მაგრამ დიდი ხნით ვარ, ნიშნისმოგებით ჩაიცინა საპასუხოდ მხოლოდ გამეცინა და დავემშვიდობე, ლექციაზე მაგვიანდებოდა… დღე მალევე მიიწურა,არაფერი საინტერესო არ მომხდარა,ლექციის შემდეგ სახლში მივედი,ვიმეცადინე, ჩვეულად კვლავ ყოველდღიური ტანისამოსი მოვირგე და კი იცით სადაც გავეშურე… ისევ ჩემს მაგიდას მივუჯექი, არ ვიცი რატომ ვიჩემებდი,მაგრამ თითქოს ამ დროის განმავლობაში რამდენჯერაც არ უნდა მივსულიყავი იქ არავინ იჯდა… მიმტანს არ უკითხავს რა მსურდა, სამი ბოთლი ლუდი მოიტანა და ღიმილით დაუბრუნდა გადატიხრული კედლის უკან მდგარ მრგვალ სკამს რომელიც ბარის შიდა მხარეს იდგა ,სადაც უამარვი სახეობის სასმელი ეწყო, სასიამოვნო გარეგნობის გოგონა იმ დროიდან მუშაობდა აქ , როცა მე ამოვიჩემე ეს კაფე, გოგონა არ იყო ადგილობრივი, ამას მისი ფიზიკურობის გარდა საუბრითაც მიხვდებოდით, ერთმანეთის სახელებიც არ ვიცოდით, არასდროს გამიგია ვინმეს მისთვის სახელით მიემართა, ალბათ იმიტომ რომ მხოლოდ ის მუშაობდა ღამის ცვლაში, ბეიჯი კი არასდროს ეკეთა… მაგრამ ზუსტად იცოდა რა მინდოდა, ცხრა თვე იქნებოდა გასული რაც ამ კაფეში ყოველ საღამოს მოვდიოდი და მუდამ სამ ბოთლ ლუდს ვიღებდი, ყოველგვარი თხილეულის და მისაყოლებლის გარეშე, ახლა კი თქმაც აღარ სჭირდებოდა, მომიტანდა,გამიღიმებდა და სალაროსთან ბრუნდებოდა. რამდენიმე დღე ისე გავიდა, ვალში დარჩენა რომ არ უყვარს ის ბიჭი არც კი მინახავს, ალბათ ჩემი შეთავაზებული წინადადება არ მოეწონა, იფიქრა ეს ვერ არის კარგად, სად ვსდიო და ვაკონტროლო როდის აქვს ლექციაო… პარასკევს ლექცია არ მაქვს, თუმცა ჩემს კაფეში ხომ უნდა წავსულიყავი, დრო როგორ გავიდა ისევ ვერ შევნიშნე… ფიქრებში ვიყავი გართული, ვათსაპში ზარი რომ შემოვიდა და უცხო ნომერი რეკავდა, მიუხედავად ავსტრიაში ცხოვრებისა,აპლიკაციები ისევ ქართულ ნომერზე მქონდა… შესაძლოა იმიტომ,რომ მეგობრების რაოდენობას ნამდვილად ვერ დავიქებდი,მხოლოდ ორ-სამ ადამიანთან მქონდა ნორმალური ურთიერთობა,რომელსაც მეგობრობას გაბედულად ვერც ვუწოდებდი...თითქოს არ გაძლევენ უფლებას ადგილობრივები,მათი სოციუმის ნაწილი გახდე და ცხოვრებაში შეეჭრა... ზარს ვუპასუხე და ნაცნობი ხმა რომ გავიგე,თითქოს ლაპარაკის უნარი წამერთვა, ყელში ბურთს ვგრძნობდი,რომელიც თითქოს გამეჩხირა და გადაყლაპვაც არ შემეძლო,შუბლის არეში მწველმა ტკივილმა გადამიარა, ფერდაკარგულმა გავთიშე მობილური და გარეთ შურდულივით გავვარდი, ჰაერი მჭირდებოდა გონზე მოსასვლელად. ამდენი დრო გავიდა,თუმცა მისი ხმის გაგონებისთვის მზად ნამდვილად არ ვყოფილვარ, ამდენი შრომა წყალში ჩამეყარა და ნაცნობმა ხმამ თითქოს დაპატარავებული ბზარები თავიდან გააღრმავა. ვგრძნობდი როგორ მეცლებოდა ძალა, საკუთარი თავის იმედს ვკარგავდი, ის ის იყო ძალა მიხდილი ძირს დავეცემოდი, მხარში ხელის მოჭერა რომ ვიგრძენი -მე ვარ,დამეყრდენი -სახეზე აღარ შემიხედავს , მისი ბოხი, მაგრამ სასიამოვნო ჟღერადობის ხმა მეცნო,ახალ ადამიანს რომელიც ნელ-ნელა მიახლოვდებოდა და თითქოს ფეხებში ძალა წართმეულს იმედის ნაპერწკალს,რომ ნაცნობი ადამიანი ,ვისი დახმარების უმედიც უნდა გამჩენოდა,მიღვივებდა და მეც თითქოს უსიტყვოდ დავრთე ნება არსად წასულიყო ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.